რადიოელექტრონული დაცვის ზომები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რადიოელექტრონული დაცვის ზომები – მოწინააღმდეგის მიერ ელექტრომაგნიტური ენერგიის გამოყენების პირობებში ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრის ეფექტური გამოყენების ღონისძიებები. რადიოელექტრონული ბრძოლის შემადგენელი ნაწილი. განასხვავებენ რადიოელექტრონული დაცვის ზომების ორ სახეობას: აქტიურს და პასიურს.