რატი ორბელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:29, 6 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რატი ორბელი — (X-XI სს.), ჰიმნოგრაფი. პ. ინგოროყვას გამოკვლევით, X ს. 80-იან წლებში კლდეკარის ერისთავი იყო და თავი ფრიად დამოუკიდებლად ეჭირა. 989 წ. ბაგრატ მესამემ დაამარცხა და სამფლობელოები ჩამოართვა. რატი დასავლეთ საქართველოში დაემკვიდრა. პ. ინგოროყვასავე აზრით, რატისა და დავით ტბელის ძის სალიტერატურო მოღვაწეობა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. რატის ეკუთვნის საგალობელი ტიტე მოციქულისა (დაცულია 1049 წ. გოლგოთურ 1965. კრებულში). მას მონაწილეობა მიუღია X-XI სს. იმ საწელიწდო იადგარის შედგენაში, რომელსაც „ახალს“ უწოდებენ.


ტექსტი და ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები