საბრძოლო ოპერაციების გეგმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:35, 15 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო ოპერაციების გეგმა – ნებისმიერი გეგმა (საბრძოლო ოპერაციის მთავარი ინტეგრირებული გეგმის გამოკლებით), რომელიც ეხება სამხედრო ოპერაციების წარმართვას.

1. ოპერაციის სრული გეგმა (OPLAN) – ერთობლივი ოპერაციების ჩატარების გეგმა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბრძოლო ბრძანების შემუშავების საფუძვლად. მასში დადგენილია, თუ რა ძალები და რა სახის მომარაგებაა საჭირო უმაღლესი მთავარსარდლის სტრატეგიული კონცეფციის განსახორციელებლად. ასევე მოცემულია საბრძოლო მოქმედებების რაიონში ამ რესურსების გადაადგილების სქემა.


2. ოპერაციის კონცეპტუალური გეგმა შემოკლებული ფორმატით, რომელსაც შესაძლოა დასჭირდეს მნიშვნელოვანი გაფართოება ან შეცვლა იმისთვის, რომ გამოდგეს საბრძოლო ოპერაციის გეგმაში, ან საბრძოლო ბრძანებაში შესატანად. შეიცავს უმაღლესი მთავარსარდლის სტრატეგიულ კონცეფციას. აგრეთვე იმ დამატებებს და დანართებს, რასაც საბრძოლო მეთაურები აუცილებლად მიიჩნევენ დაგეგმვის პროცესის სრულყოფისთვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები