საკურთხეველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''საკურთხეველი''' - ტაძრის უმთავრესი  ნაწილია. ის განასახიერებს ზეცას და მდებარეობს აღმოსავლეთით, რადგან აღმოსავლეთის მხარე დაკარგულ სამოთხეს მოასწავებს. ამასთან, ქრისტიანები იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას სწორედ აღმოსავლეთიდან მოელიან. საკურთხეველში ოთხი მნიშვნელოვანი ადგილია:
 
'''საკურთხეველი''' - ტაძრის უმთავრესი  ნაწილია. ის განასახიერებს ზეცას და მდებარეობს აღმოსავლეთით, რადგან აღმოსავლეთის მხარე დაკარგულ სამოთხეს მოასწავებს. ამასთან, ქრისტიანები იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას სწორედ აღმოსავლეთიდან მოელიან. საკურთხეველში ოთხი მნიშვნელოვანი ადგილია:
  
'''I. წმიდა ტრაპეზი''' - მაგიდა, რომელიც განასახიიერებს ღმერთის ტახტს, რომელზედაც იესო ქრისტე უხილავადაა დაბრძანებული, ასევე - მის საფლავს. ტრაპეზი იმიტომ ეწოდება, რომ აქედან მოგვეწოდება სულიერი საზრდო - უფლის სისხლი და ხორცი.  ტრაპეზი საკურთხევლის შუას ადგილზეა, შესაფერისი სამოსლითაა შემკობილი. მასზედ სრულდება წმ. ძღვნის შეწირვის საიდუმლო. ტრაპეზზე აწყვია: '''ოდიკი, სახარება, წმინდა ჯვარი, სანაწილე და სანთელი'''.
 
  
'''ოდიკი''' - იხ. „ანტიმინსი“.
+
===წმიდა ტრაპეზი===
 +
მაგიდა, რომელიც განასახიიერებს ღმერთის ტახტს, რომელზედაც იესო ქრისტე უხილავადაა დაბრძანებული, ასევე - მის საფლავს. ტრაპეზი იმიტომ ეწოდება, რომ აქედან მოგვეწოდება სულიერი საზრდო - უფლის სისხლი და ხორცი.  ტრაპეზი საკურთხევლის შუა ადგილზეა, შესაფერისი სამოსლითაა შემკობილი. მასზედ სრულდება წმ. ძღვნის შეწირვის საიდუმლო.
 +
ტრაპეზზე აწყვია:
 +
* [[ანტიმინსი ანუ ოდიკი|ოდიკი]],
 +
* სახარება,
 +
* წმინდა ჯვარი,
 +
* [[სანაწილე]]
 +
* სანთელი.
  
 +
 +
რომელიც ტრაპეზზე ნიშნავს თვითონ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელს. 
 +
ნიშნავს რომ წირვის დროს იქადაგება ჯვარზე გაკრული ქრისტე.
 
'''სახარება''' - სახარება ტრაპეზზე ნიშნავს თვითონ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელს.
 
'''სახარება''' - სახარება ტრაპეზზე ნიშნავს თვითონ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელს.
  

15:29, 25 აპრილი 2017-ის ვერსია

საკურთხეველი - ტაძრის უმთავრესი ნაწილია. ის განასახიერებს ზეცას და მდებარეობს აღმოსავლეთით, რადგან აღმოსავლეთის მხარე დაკარგულ სამოთხეს მოასწავებს. ამასთან, ქრისტიანები იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას სწორედ აღმოსავლეთიდან მოელიან. საკურთხეველში ოთხი მნიშვნელოვანი ადგილია:


წმიდა ტრაპეზი

მაგიდა, რომელიც განასახიიერებს ღმერთის ტახტს, რომელზედაც იესო ქრისტე უხილავადაა დაბრძანებული, ასევე - მის საფლავს. ტრაპეზი იმიტომ ეწოდება, რომ აქედან მოგვეწოდება სულიერი საზრდო - უფლის სისხლი და ხორცი. ტრაპეზი საკურთხევლის შუა ადგილზეა, შესაფერისი სამოსლითაა შემკობილი. მასზედ სრულდება წმ. ძღვნის შეწირვის საიდუმლო. ტრაპეზზე აწყვია:


რომელიც ტრაპეზზე ნიშნავს თვითონ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელს. ნიშნავს რომ წირვის დროს იქადაგება ჯვარზე გაკრული ქრისტე. სახარება - სახარება ტრაპეზზე ნიშნავს თვითონ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელს.

წმინდა ჯვარი - ნიშნავს რომ წირვის დროს იქადაგება ჯვარზე გაკრული ქრისტე.

სანაწილე - არის ვერცხლის ან სხვა რომელიმე ძვირფასი ლითონის ყუთი (ის გვახსენებს იესო ქრისტეს საფლავსაც და ძველი აღთქმის კიდობანსაც, რომელშიც ზეციური მანანა ინახებოდა), რომელშიც ინახება ქრისტეს წმიდა სისხლისა და ხორცის ნაწილები, რომლებითაც მღვდელი აზიარებს მომაკვდავს და იყენებს პირველშეწირულის წირვისათვის. ამ ნაწილებს მღვდელი ამზადებს დიდ ხუთშაბათს და მთელი წლის განმავლობაში იყენებს. სანაწილედ ამ ბოლო დროს გამოიყენება პატარა, სიმბოლური ეკლესია.

II. მღვდელმთავრის მაღალი დასაჯდომელი - ეს არის სავარძელი, რომელიც ტრაპეზის აღმოსავლეთ კედელთან, შემაღლებულ ადგილზე დგას. მოასწავებს იესოს ზეციურ ტახტს და მის ჯდომას მამის მარჯვნივ. მასზე დაჯდომის უფლება აქვს მხოლოდ მღვდელმთავარს და ისიც წირვის დროს, როდესაც იკითხება სამოციქულო.

III. სამკვეთლო - საკურთხევლის ჩრდილოეთის კედელზე მიდგმული შესაფერისი სამოსით შემკობილი მაგიდა, რომელზედაც სრულდება კვეთა, ანუ ზიარების საიდუმლოსათვის პურისა და ღვინის შემზადება. სამკვეთლო იმ გამოქვაბულს გვაგონებს, სადაც მაცხოვარი იშვა და იმ გოლგოთას ბორცვსაც, სადაც ევნო და ჯვარს ეცვა. აქ ასვენია ყველა ჭურჭელი და საგნები, რომლებიც ზიარებისთვისაა საჭირო. ესენია: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, დაფარნები, ლახვარი, კოვზი და ღრუბელი.

ბარძიმი - ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული მაღალფეხიანი ოქროს ან ვერცხლის ქრისტიანული ეკლესიის „სიწმინდის ერთ-ერთი ჭურჭელთაგანი“, რომელშიც ასხამენ ზიარებისათვის საჭირო ღვინოს და წყალს. ის მოგვაგონებს იმ ჭურჭელს, რომლითაც აზიარა უფალმა მოწაფეები საიდუმლო სერობის დროს. დღესაც იხმარება ზიარების საიდუმლოს შესრულებისას.

ფეშხუმი - არის ლითონისაგან გაკეთებული ბრტყელი და დაბალფეხიანი ლამბაქი, რომელზეც ასვენია ზიარებისათვის გამზადებული პური. იგი სიმბოლოა იმ ბაგისა, სადაც ახალშობილი ქრისტე მიაწვინეს და იმ საფლავსაც განასახაიერებს, სადაც მიცვალებული ქრისტე შეასვენეს.

ვარსკვლავი - არის ორი ერთი მეორეზე გადაჯვარედინებული ლითონის ფირფიტა, რომელსაც ადგამენ ფეშხუმზე იმ მიზნით, რომ დაფარნა არ შეეხოს მასზე დასვენებულ პურს. იგი მოასწავებს შობის ვარსკვლავს, რომელიც წინ უძღოდა აღმოსავლეთიდან მომავალ მოგვებს.

დაფარნა - არის საგანგებოდ ძვირფასი ქსოვილისაგან გამოჭრილი და შეკერილი ბარძიმისა და ფეშხუმის გადასაფარებელი. დაფარნა სამია: ერთი დიდი და ური პატარა. პატარებით იბურება ბარძიმი და ფეშხუმი ცალ-ცალკე, ხოლო დიდით - ორივე ერთად. დიდი დაფარნა სიმბოლურად იმ სახვევს მოასწავებს, რომელშიც შეახვია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ახლადშობილი ყრმა და იმ სუდარასაც, რომელშიც მიცვალებული იესო შეახვიეს.

ლახვარი - ხის ან ძვლის ტარზე წამოგებული ჯვრის ფორმის ორპირიანი სამკუთხა დანა, რომლითაც კვეთენ (ჭრიან) საზიარებლად გამზადებულ პურს, სეფისკვერს. სიმბოლურად ეს არის ლახვარი, რომლითაც ერთ-ერთმა ჯარისკაცმა გვერდში უგმირა ჯვარზე გაკრულ იესო ქრისტეს.

კოვზი - არის სიმბოლო იმ ლერწმისა, რომლითაც ქრისტეს წყლის მაგივრად მიაწოდეს ძმარში დასველებული ღრუბელი.

პინაკი - ძვირფასი ლითონისაგან გაკეთებული ყურიანი ფიალა, რომლითაც ზიარების დროს მდუღარებას უმატებენ ღვინოს.

ღრუბელი - ორია: ერთი საღმრთო ჭურჭელთა განსაწმენდად, მეორე კი ღვთისმსახურებისას დაცვენილ ნაწილთა მოსაგროვებლად იხმარება, რათა ფეშხუმსა და ბარძიმში, ან ოდიკზე რაიმე არ დარჩეს. ასეც განმარტავენ: „რათამცა ახსოვდეთ ყოველ ქრისტიანთა ღრუბელი იგი, რომელთაც ძმარი და ნაღველი განზავებული მისცეს მაცხოვარსა ურიათა ჯვარსა ზედა სასმელად.“ ღრუბლით წმენდენ ბარძიმსაც.

IV. სადიაკონო - საკურთხევლის სამხრეთ ნაწილშია მოთავსებული. აქ ინახავენ შესამოსელს, საეკლესიო ჭურჭელს და წიგნებს.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები