სამხედრო ფული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:20, 16 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ფულისაოკუპაციო ფული; სპეციალური ქაღალდის ფულის ნიშნები, რომელსაც მიმოქცევაში უშვებენ ერთი სახელმწიფოს სამხედრო ხელისუფალნი მეორის ტერიტორიაზე ომის პერიოდში ან ომის შემდგომ წლებში.

სამხედრო ფულის გამოშვება ოკუპირებული ქვეყნის ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ერთ-ერთი მეთოდია. ეს ფული, ჩვეულებრივ, მიმოქცევაშია ეროვნულ ვალუტასთან ერთად. ზოგჯერ ერთადერთი საგადამხდელო საშუალებაა. მისთვის ყოველთვის აწესებენ კურსს, რომლის მიხედვითაც უთანაბრებენ ოკუპირებული ქვეყნის ვალუტას. ომის დამთავრების შემდეგ სამხედრო ფულის, ჩვეულებრივ, გამოისყიდიან ხოლმე იმ ქვეყნების მთავრობები, რომელთა ტერიტორიაზეც ხდებოდა ამ ფულადი ნიშნების გამოშვება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები