სასირეთის განძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:34, 31 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასირეთის განძი - არქეოლოგიური ძეგლი, აღმოჩნდა შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, 1930 წელს წმინდა გიორგის ეკლესიასთან, სოფელ ს ასირეთის ცენტრში მდებარე ძველ სასაფლაოზე, ერთ-ერთი საფლავის გათხრისას. თარიღდება ძვ. წ XIII-XII საუკუნეებით.

განძს შეადგენდა ბრინჯაოს ნივთები:

  • 1 ცალი კოლხური, 3 ცალი ცენტრალური ამიერკავკასიული და 2 ცალი ბრტყელი ცული;
  • 2 ცალი ფოთლისებრი ფართოქუდიანი (ტარი არ შემორჩა), 2 ცალი ჩარჩოიანი შედგენილტარიანი და 2 ცალი სხვადასხვა ტიპის სატევარი;
  • 4 ცალი ლაგაში კაუჭებიანი საყბეურებით;
  • 1 ცალი სატეხი;
  • ჭვირულტანიანი ფრინველის ქანდაკება;
  • ბრინჯაოს სამფეხა ჭურჭელი ფრინველის ქანდაკებით დაბოლოებული სახურავით და ტანზე და სახურავზე ზენური ხვიების სარტყლებით.

ნივთები ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

1982 წ. იმავე სასაფლაოზე გაითხარა ორმოსამარხი, რომელიც თარიღდება ძვ. წ IV-III საუკუნეებით. სამარხში აღმოჩნდა მოოქროვილი ვერცხლის მცენარეული ორნამენტით შემკული დიდი ფირფიტა-დისკო და ვერცხლის საკისრე რგოლი. ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები