სატურნუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სატურნუსი(რომ.) ნათესთა ღმერთი. უძველესი ხანიდანვე სატურნუსის კულტი კრონოსის კულტს შეერთო და ბერძენი ღვთაების ყოველ მითოსში მისი სახელი გაჩნდა. ბერძენი რეას თანაგვარი იყო აგრეთვე სატურნუსის მეუღლე, ნათესთა და მოსავალთა ღვთაება ოპსი.

გავრცელებული მითოსის თანახმად, ზევსისგან დევნილი სატურნუსი დასახლდა ლატიუმში, სადაც იანუსმა სამეფო სკიპტრა უბოძა. ასე მოევლინა იტალიას, რომელსაც ზოგჯერ „სატურნუსის ქვეყანას“ უწოდებდნენ, პირველი მეფე. სატურნუსმა ასწავლა თავის ხალხს მიწათმოქმედება, მევენახეობა და სხვა სასიცოცხლო საქმეები. მოგვიანებით სატურნუსს დროის ღვთაებადაც მიიჩნევდნენ ისევე, როგორც კრონოსს, მისი მმართველობის პერიოდს კი „ოქროს ხანას“ უწოდებდნენ. კაპიტოლიუმის ბორცვის მისადგომებთან მდებარეობდა სატურნუსის საკურთხეველი, რომელიც თითქოს იანუსს (სხვა ვერსიით, ჰერკულესს) აღუმართავს. მოგვიანებით აუგიათ ტაძარიც სატურნუსისა და მისი მეუღლის, ოპსის, სახელზე. სატურნუსის პატივსადებ ზეიმებს რომში სატურნალიები ეწოდებოდა და მას დეკემბრის მეორე ნახევარში აღნიშნავდნენ. 19 დეკემბერს კი, „ოქროს ხანის“ მოსაგონებლად, მონებს ათავისუფლებდნენ და მათ ბატონები ემსახურებოდნენ.

სატურნუს-კრონოსის სახე, თავის შვილებს რომ შთანთქავს, ხშირად გვხვდება ლიტერატურაში.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები