საფრანგეთის უცხოური ლეგიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფრანგეთის უცხოური ლეგიონი (ფრანგული – Legion etrangere)საფრანგეთის სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დამსახურებული ფორმირება. მასში ფრანგი ოფიცრების მეთაურობით მსახურობენ ძირითადად დაქირავებული უცხოელები. ლეგიონი შეიქმნა 1831 წელს საფრანგეთის საზღვრებს გარეთ საომრად; საბრძოლო ნათლობა მიიღო 1832 წელს ალჟირში.

საფრანგეთის უცხოური ლეგიონი იბრძოდა აფრიკაში, აზიაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკაში. მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთის ომში, I და II მსოფლიო ომებში, ინდოჩინეთის I ომში, ქუვეითის ომში და სხვა.

1950–58 წლებში ლეგიონი ითვლიდა დაახლოებით 35 ათას კაცს, ლეგიონერთა რაოდენობა ამჟამად კი არ აღემატება 7,7 ათასს. თანამედროვე პირობებში ლეგიონის ძირითადი ამოცანაა ჰუმანიტარულ ოპერაციებში ან სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა გაეროსა და ნატოს ეგიდით. ამავე დროს საფრანგეთის უცხოური ლეგიონი ისევ მზად არის ბრძოლისათვის ჯუნგლებში, ღამის პირობებში სპეციალური ოპერაციების ჩასატარებლად ტერორისტების წინააღმდეგ, მძევლების გასათავისუფლებლად და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები