საქართველოს დამფუძნებელი კრების იურიდიული კომისია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 19: ხაზი 19:
 
საკანონმდებლო ორგანოში, მისი რეგლამენტის შესაბამისად (1918, რეგლამენტის მე-18 მუხლი), იქმნებოდა საფინანსო-საბიუჯეტო, სარედაქციო, საბიბლიოთეკო და სამეურნეო-საგამგეო (საგეგმო) კომისიები. დამფუძნებელ კრებაზე დამატებით შეიქმნა ახალი რეგლამენტით (1919, რეგლამენტის მე-17 მუხლი) გათვალისწინებული საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც ქვეყნის ძირითადი კანონის პროექტის შემუშავება ევალებოდა. საკანონმდებლო ორგანოს, თუ „საჭიროდ დაინახავდა“, შეეძლო, სხვა მუდმივი კომისიებიც აერჩია. მაგალითად, ასეთი კომისია იყო იურიდიული კომისია. იურიდიული კომისიის უმთავრესი ფუნქცია იყო კანონპროექტების შემუშავება, კანონპროექტების შესახებ დასკვნების გაკეთება.  
 
===== ეროვნული საბჭოს იურიდიული კომისიის წევრები =====
+
==== ეროვნული საბჭოს იურიდიული კომისიის წევრები ====
 
'''საქართველოს ეროვნული საბჭოს იურიდიული კომისიის წევრები იყვნენ:'''  
 
'''საქართველოს ეროვნული საბჭოს იურიდიული კომისიის წევრები იყვნენ:'''  
 
# გრიგოლ ანჯაფარიძე,   
 
# გრიგოლ ანჯაფარიძე,   
ხაზი 35: ხაზი 35:
  
====დამფუძნებელი კრების იურიდიული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობა====
 
====დამფუძნებელი კრების იურიდიული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობა====
'''იურიდიული კომისიის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში:'''
+
იურიდიული კომისიის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში:
 
# [[გრიგოლ გიორგაძე]] (კომისიის თავმჯდომარე),   
 
# [[გრიგოლ გიორგაძე]] (კომისიის თავმჯდომარე),   
 
# [[რაჟდენ არსენიძე]] (თავმჯდომარის ამხანაგი),   
 
# [[რაჟდენ არსენიძე]] (თავმჯდომარის ამხანაგი),   
ხაზი 77: ხაზი 77:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]
+
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრება]]
+
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების კომისიები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების კომისიები]]
[[კატეგორია:საქართველოს საკანონმდებლო ორგანო]]
 
მიმდინარე ცვლილება 17:22, 27 მაისი 2019 მდგომარეობით

დამფუძნებელი კრების იურიდიული კომისია - საქართველოს ეროვნული საბჭოს (1918-1919) და საქართველოს დამფუძნებელი კრების (1919-1921) იურიდიულ კომისიებს წინ უსწრებდა საქართველოს ეროვნულ საბჭოში 1917 წლის ნოემბრის თვეში დარგობრივი სექციების, ანუ კომისიების ჩამოყალიბება და ფუნქციონირება, რომელთა მიზანი გარდამავალ პერიოდში არსებულ პრობლემათა გადაჭრა იყო. ამ სექციებიდან იურიდიული სექციის მთავარ ამოცანად განისაზღვრა შემდეგი: სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია. სექციას დაევალა სამართლებრივი რეფორმის შესახებ კონცეფციის წარმოდგენა, რომელიც გაითვალისწინებდა სასოფლო სასამართლოს გაუქმებას და მათ ნაცვლად მომრიგებელი მოსამართლის, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს - სენატის და საადვოკატო სისტემის ჩამოყალიბებას.

სარჩევი

[რედაქტირება] ეროვნული საბჭოს კომისიები

1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა შექმნა „განსაკუთრებული კომისიები“. ესენი იყო:

  • ქონების;
  • სამხედრო;
  • საფინანსო;
  • სასამართლო და ადმინისტრაციის;
  • სასკოლო და ხელოვნების;
  • სახალხო მეურნეობისა და სურსათის;
  • საერობო და გამიჯვნის;
  • სამაჰმადიანოს;
  • ჯანმრთელობის კომისიები.

მართალია, ცალკე იურიდიული კომისია არ შექმნილა, მაგრამ მისი ძირითადი ფუნქცია აღნიშნული კომისიებიდან სასამართლო კომისიას უნდა შეესრულებინა. კომისია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს - ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა. მისი სამართლებრივი სტატუსი (დანიშნულება, რაოდენობა, შექმნის წესი და უფლებამოსილება) ხსენებული ორგანოების რეგლამენტებით განისაზღვრებოდა. კომისიის ფუნქციას შეადგენდა „წინასწარი განხილვა საქმეებისა“, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაში შედიოდა. საპარლამენტო კომისიები ორი სახისა იყო: მუდმივი და დროებითი.

მუდმივ კომისიებს ყოველწლიურად, სესიის დასაწყისში ირჩევდნენ. დროებითი კომისია საჭიროების შემთხვევაში იქმნებოდა.

საკანონმდებლო ორგანოში, მისი რეგლამენტის შესაბამისად (1918, რეგლამენტის მე-18 მუხლი), იქმნებოდა საფინანსო-საბიუჯეტო, სარედაქციო, საბიბლიოთეკო და სამეურნეო-საგამგეო (საგეგმო) კომისიები. დამფუძნებელ კრებაზე დამატებით შეიქმნა ახალი რეგლამენტით (1919, რეგლამენტის მე-17 მუხლი) გათვალისწინებული საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც ქვეყნის ძირითადი კანონის პროექტის შემუშავება ევალებოდა. საკანონმდებლო ორგანოს, თუ „საჭიროდ დაინახავდა“, შეეძლო, სხვა მუდმივი კომისიებიც აერჩია. მაგალითად, ასეთი კომისია იყო იურიდიული კომისია. იურიდიული კომისიის უმთავრესი ფუნქცია იყო კანონპროექტების შემუშავება, კანონპროექტების შესახებ დასკვნების გაკეთება.

[რედაქტირება] ეროვნული საბჭოს იურიდიული კომისიის წევრები

საქართველოს ეროვნული საბჭოს იურიდიული კომისიის წევრები იყვნენ:

  1. გრიგოლ ანჯაფარიძე,
  2. რაჟდენ არსენიძე (თავმჯდომარის ამხანაგი),
  3. კირილე ნინიძე,
  4. მელიტონ რუსია,
  5. ივანე გობეჩია,
  6. გრიგოლ რცხილაძე (კომისიის თავმჯდომარე),
  7. იესე ბარათაშვილი,
  8. ივანე მაჭავარიანი,
  9. რაფიელ ივანიცკი (კომისიის მდივანი).

1918 წლის 15 ოქტომბრის ეროვნული საბჭოს სხდომაზე იურიდიული კომისიის წევრად (ანჯაფარიძის ნაცვლად) აირჩიეს სტეფანე ელიაძე. 1918 წლის 15 ნოემბერს ელიაძე შეცვალა ილია ფირცხალაიშვილმა, რომელიც დამფუძნებელი კრების იურიდიულ კომისიაშიც აგრძელებდა მუშაობას. იურიდიული კომისიის სხდომები დაინიშნა სამშაბათობით. ხშირი იყო კომისიების ერთობლივი სხდომები. მაგალითად, იურიდიული და თვითმმართველობის კომისიები მომიჯნავე საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივად მართავდნენ შეხვედრებს.

[რედაქტირება] დამფუძნებელი კრების იურიდიული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობა

იურიდიული კომისიის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში:

  1. გრიგოლ გიორგაძე (კომისიის თავმჯდომარე),
  2. რაჟდენ არსენიძე (თავმჯდომარის ამხანაგი),
  3. ივანე გობეჩია (კომისიის მდივანი),
  4. კირილე ნინიძე,
  5. მელიტონ რუსია,
  6. სერგი ჯაფარიძე,
  7. ილია ფირცხალაიშვილი,
  8. შალვა მესხიშვილი,
  9. ივანე მაჭავარიანი.

ახალ დემოკრატიულ საქართველოს არ ჰქონდა მდიდარი საკანონმდებლო საქმიანობის გამოცდილება. ეს ჩანს საკანონმდებლო ორგანოს არაერთი სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან. მაგალითად, საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის 1919 წლის 26 მაისის სხდომაზე უმსჯელიათ „დამფუძნებელი კრების კომისიების განაყოფიერების შესახებ“. სხდომაზე მიღებულ იქნა შემდეგი შინაარსის რეზოლუცია: „ეთხოვოს მთავრობას და კომისიებს კანონ-პროექტის ენერგიულად დამუშავება. დღემდის საკანონმდებლო მუშაობას არ ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, არც გარკვეული გეგმა. ყოველმა კომისიამ უნდა მოიწვიოს სათანადო უწყების უმაღლესი წარმომადგენელი და შეიმუშაოს სახელმძღვანელო პრინციპები, შეუთანხმდეს უწყებას საკანონმდებლო მოქმედებისთვის მთავარი გეზის აღების გამო“.

1919 წლის 12 აპრილს იურიდიული კომისიის შემადგენლობაში შეიქმნა მცირე კომისია რაჟდენ არსენიძის (მცირე კომისიის თავმჯდომარე), დავით ონიაშვილისა და ვასილ ნოდიას შემადგენლობით.

კომისიამ შეიმუშავა და მიიღო ინსტრუქცია, რომელიც სრულ წარმოდგენას გვიქმნის კომისიის უფლებამოსილების შესახებ:

1. მცირე კომისია გამოარკვევს რამდენად ეთანხმება უწყების მოქმედება და განკარგულებანი არსებულ კანონებს:
ა) მოწყობა მომრიგებელი მოსამართლეების.
ბ) ნაფიც მსაჯულების.
გ) სახელმწიფო ენაზე წარმოების გატარება.
2. გამორკვევა სამინისტროს შტატის და მისი საქმიანობის.
3. დათვლადი სიის ელემენტი გამორკვევა საოლქო სასამართლოს და პალატის სისხლის განყოფილების მუშაობისა და შტატებისა.
4. გამორკვევა სამოქალაქო სასამართლოსი: ოლქისა და პალატის მუშაობისა და შტატებისა.
5. გამორკვევა საგანგებო სასამართლოს მუშაობისა და საქმის წარმოება.
6. საგამომძიებლო ნაწილის მუშაობის გამორკვევა.
7. უმთავრესი ყურადღება კომისიის მხრივ მიექცეს:
  • რამდენი საქმე აღძრულა 1918 წლის 26 მაისიდან.
  • რამდენი დამთავრებულა.
  • რამდენი მოსპობილა.
  • სად იმყოფებიან ბრალდებულნი.
8. შეკრება ცნობების ძველი წლების მუშაობიდან (თუ შეიძლება) სტატისტიკური შედარებით.
9. მიზეზი სუსტი საქმიანობისა, ღონისძიებანი მის გამოსასწორებლად მიღებულია თუ არა, და რა ხასიათის?
ბექა ქანთარია

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 127, ფ. 1833, საქ. 437, 457, 458;
  • ბ. ქანთარია, კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპები და მმართველობის ფორმის სამართლებრივი ბუნება პირველ ქართულ კონსტიტუციაში, 2013.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები