საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო - საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და მიმდინარეობათა ნებაყოფლობითი გაერთიანება.

ინტერპარტიული საბჭო იყო პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია, სადაც პოლიტიკური პარტიისა და მიმდინარეობის წარმომადგენლები, შეიკრიბნენ და საჯაროდ დაიწყეს მსჯელობა საქართველოს ბედზე.

სარჩევი

შექმნის ისტორია

ინტერპარტიული კრება

1917 წლის აპრილში მოწვეულ იქნა ინტერპარტიული კრებამ, რომელსაც იმჟამად საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდა. კრებამ განიხილა საქართველოს პარტიებს შორის შეთანხმების შესაძლებლობის საკითხი. შეთანხმება შესაძლებლად იქნა აღიარებული ეროვნული საქმეების სფეროში. კრებაზე განხილულ იქნა საკითხი საქართველოს ტერიტორიების შესახებ. კრებას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი.

ინეტრპარტიული კრების მესამე 1919 წლის 3 აგვისტოს შეკრებაზე დადგა საკითხი საერთო ეროვნული პოლიტიკური ორგანოს დაარსების აუცილებლობის შესახებ. კრების მონაწილეთა აზრით, ამ ორგანოს მიერ მიღებული დადგენილებები პოლიტიკური პარტიების შეთანხმებას უნდა დაფუძნებოდა.

ბიუროს დამფუძნებელი კრება

1917 წლის 12 აგვისტოს, მოწვეულ იქნა საქართველოს ინტერპარტიული საინფორმაციო ბიუროს დამფუძნებელი კრება.

კრებას დაესწრნენ ნ. ჟორდანია, ს. ჯიბლაძე, ნ. რამიშვილი, ალ. ლომთათიძე, პ. საყვარელიძე, კ. მესხი, ს. კედია, გ. გვაზავა, დ. ვაჩნაძე, გ. ვეშაპელი, გ. რცხილაძე, ა. პაპავა, ა. ჯაჯანაშვილი და მ. საყვარელიძე. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ჟორდანია, მდივნად - პ. საყვარელიძე.

კრების გადაწყვეტილებით ინტერპარტიულ ეროვნულ ბიუროში მონაწილეობის უფლება მიეცა 5 პოლიტიკურ პარტიას: სოციალ-დემოკრატებს, სოციალ-ფედერალისტებს, ეროვნულ-დემოკრატებს, სოციალისტ-რევოლუციონერებს და ბოლშევიკებს.ბიუროს შემადგენლობა წარმოადგენილი პარტიების ხუთ-ხუთ წევრით განისაზღვრა.

ქართველი ერის ინტერპარტიულ ბიუროს ჰყავდა აღმასრულებელი ორგანო - პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაში თითო პარტიიდან თითო წევრი შედიოდა.

კერებაზე დაისვა საკითხი ჯარის ნაციონალიზაციის შესახებ. ინტერპარტიულმა კრებამ ხანგრძლივი თათბირის შემდეგ დაადგინა ქართული პოლკის შედგენის საჭიროება და საერთო ჯარის ნაციონალიზაციისთვის ზრუნვა. (სეა ფ 1823, აღწერა 1, საქ.1 ფურც 16-17)

ბიუროს უფლებამოსილებანი

„ქართველი ერის ინტერპარტიული ბიურო დაარსებულია ქართველი ხალხის ყველა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-საზოგადოებრივ საჭიროებათა გასაძღოლათ და დასაკმაყოფილებლად. ერის ყველა მთავარ საჭირბოროტო საკითხებს არკვევს და სწყვეტს ინტერპარტიული ბიურო. მისი დადგენილებანი სისრულეში მოყავს პრეზიდიუმს.

ინტერპარტიული ბიუროს და მისი პრეზიდიუმის დაწვრილებითი ფუნქციები და ხასიათი საბოლოოდ ჩამოყალიბდება და განხორციელდება პარტიულ-პოილიტიკური მუშაობის პროცესში.

პრეზიდიუმში შეთანხმება სადაო საკითხებში არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ინტერპარტიულ შეთანხმებად. იქ დასმული სადაო კითხვები პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით და დასკვნით გადაეცემა პლენუმს განსახილველად.

თვით ქართველთა ინტერპარტიულ ბიუროში (პლენუმში) შეთანხმება ნიშნავს საქართველოს ინტერპარტიულ შეთანხმებას. პლენუმის შეთანხმებული დადგენილება ამა თუ იმ საკითხზე ასასრულებელი და სავალდებულოა ქართ. ინტერპარტიული ბიუროს ყველა შემადგენელ დაწესებულებათათვის.

ქართ. ინტერპარტიულ ბიუროს და მის პრეზიდიუმს ჰყავს მუდმივი თავმჯდომარე და მდივანი“.(საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო დოკუმენტები და მასალები)

ინტერპარტიული ბიუროს შემადგენლობა

ნაციონალ-დემოკრატიული პარტია

წევრები:

  • სპირიდონ კედია
  • გიორგი გვაზავა
  • გიორგი ჟურული
  • დავით ვაჩნაძე
  • გიორგი ვეშაპიძე

კანდიდატები:

  • იოსებ მაჭავარიანი
  • რაფილე ივანიცკი (ინგილო)

პრეზიდიუმის წევრი:

  • სპირიდონ კედია

პრეზიდიუმის კანდიდატი:

  • გიორგი გვაზავა
სოციალ-ფედრალისტთ პარტია

წევრები:

  • გიორგი ლასხიშვილი
  • გრიგოლ რცხილაძე
  • სამსონ ფირცხალავა
  • შალვა მესხიშვილი
  • იოსებ გედევანიშვილი

კანდიდატები:

  • ქრისტეფორე რაჭველიშვილი
  • იოსებ გედევანიშვილი

პრეზიდიუმის წევრი:

  • გიორგი ლასხიშვილი

კანდიდატი:

  • გრიგოლ რცხილაძე
სოც.- რევოლუციონერთა პარტია

წევრები:

  • გრიგოლ ნათაძე
  • კონსტანტინე მესხი
  • ივანე ჩერქეზიშვილი
  • ანდრია დგებუაძე
  • დავიტ კაჩაური

პრეზიდიუმის წევრი:

  • კონსტანტინე მესხი

კანდიდატი:

  • ივანე ჩერქეზიშვილი
სოც.- დემოკრატიული პარტია (საოლქო კომიტეტი)

წევრები:

  • აკაკი ჩხენკელი
  • ნოე ჟორდანია
  • სილიბისტრო ჯიბლაძე
  • ნიკოლოზ ქარცივაძე
  • ნოე რამიშვილი

პრეზიდიუმის წევრი:

  • აკაკი ჩხენკელი

კანდიდატი:

  • ნიკოლოზ ქარცივაძე
რ.ს.დ.მ. პარტია (ბოლშევიკები)

ბოლშევიკებს წარმომადგენლები არ გამოუგზავნიათ (საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო დოკუმენტები და მასალები)

ინტერპარტიული საბჭო

1917 წლის 21 აგვისტოს ინტერპარტიულ საინფორმაციო ბიუროს სახელი შეეცვალა და ეწოდა საქართველოს ეროვნული ინტერპარტილი საბჭო, ხოლო ბიუროს პრეზიდიუმს - აღმასრულებელი კომიტეტი.

ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოში ოთხი პოლიტიკური პარტიიდან ათ-ათი წარმომადგენელი იქნა არჩეული.

საბჭოს წევრები

  • ნ. ჟორდანია
  • ა. ჩხენკელი
  • ნ. რამიშვილლი
  • ა. ლომთათიძე
  • ე. გეგეჭკორი
  • ს. ჯიბლაძე
  • პ. საყვარელიძე
  • პ. ქავთარაძე
  • ივ. გომართელი
  • ლ. შენგელაია
  • ნ. ქარცივაძე
  • ი. გობეჩია
  • კ. მესხი
  • ი. ჩერქეზიშვილი
  • გ. ნათაძე
  • ნ. ჩიგოგიძე
  • მ. გავაშელი
  • დ. კაჩაური
  • გ. ლასხიშვილი
  • დ. უზნაზე
  • შ. მესხიშვილი
  • ი. გედევანიშვილი
  • გ. რცხილაძე
  • შ. მიქელაძე
  • ი. ბარათაშვილი
  • ს. ფირცხალავა
  • ქრ. რაჭველიშვილი
  • შ. დადიანი
  • გ. ჟურული
  • გ. გვაზავა
  • შ. ამირეჯიბი
  • დ. ვაჩნაძე
  • სპ. კედია
  • ი. მაჭავარიანი
  • რ. ივანიცკი (ინგილო)
  • გრ. ვეშაპიძე
  • გ. ქიქოძე
  • შ. ქარუმიძე

აღმასრულებელი კომიტეტი

  • ა. ჩხენკელი
  • ნ. ჟორდანია
  • გ. ლასხიშვილი
  • გ. რცხილაძე
  • გ. გვაზავა
  • ნ. ქარცივაძე
  • პ. საყვარელიძე.

ინერპარტიულ საბჭოში განხილული საკითხები

ინტერპარტიული კრების უმთვრესი თემას „ეროვნულ საკითხში შეთანხმაბა“ წარმოადგენდა. საკითხი ორ ნაწილად გაიყო: 1) საქართველოს ტერიტორია და 2) ეროვნული სეიმის კომპეტენცია.

ტერიტორიის საკითხზე შეთანხმებას პარტიებმა პირველივე კრებაზე მიაღწიეს. ზოგადად განისაზღვრა ქვეყნის საზღვრები, საქართველოს ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო: უდაო ტერიტორიებად და სადავო ტერიტორიებად. სადავო ტერიტორია კრებამ ასე განსაზღვა: „პერიფერიებია, განაპირა რაიონებია, სადაც უმრავლესობას ქართველობა არ შეადგენს, ან ხალხის სურვილი არ ვიცით, საით მოისურვებს წასვლას”. კრებამ სადავო ტერიტორიის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის საკითხის გადასაწყვეტად რეფერენდუმი აირჩია.

„ინტერპარტიულ საბჭოში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი არ დასმულა. ეროვნულ-დემოკრატების აზრით, თუ რუსეთი ფედერაციული სახელმწიფო იქნებოდა, საქართველოს უნდა მიეღო ფედერაციული ერთეულის სტატუსი; თუ რუსეთი უნიტარული რესპუბლიკა იქნებოდა, საქართველოს უნდა მოეთხოვა ფართო ეროვნული ავტონომია საკუთრი პრეზიდენტით. სოციალ-დემოკრატები უარყოფდნენ როგორც ფედერაციას, ისე ავტონომიის იდეას და მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს უნდა ჰქონოდა ფართო ადგილობრივი ეროვნული თვითმართველობა, მაგრამ არა უშუალოდ რუსეთის სახლმწიფოს შემადგენლობაში, რომელიც, თავისთავად, რუსეთის სახელმწიფოს ნაწილი იქნებოდა“. (ზ. გერგედავა-ჭელიძე, აკაკი ჩხენკელის პოლიტიკური მსოფლმხედველობა)

საქართველოს ეროვნულმა ინტერპარტიულმა საბჭომ 1717 წლის 3 ნოემბრის სხდომაზე მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - დაინიშნა ეროვნული ყრილობის გახსნის თარიღი - 1917 წლის 19 ნოემბერი.

საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწვევა ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს უმნიშვნელოვანესი დამსახურება იყო.

წყარო

ვადაჭკორია, შოთა. პოლიტიკური პარტიები და საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა (1917) [რედ.: ფრ. სიხარულიძე]; საქ. მეცნ. აკადემია. - თბ., 1998 (ს/ს „პირველი სტამბა“). - 88გვ.; 20სმ.

გერგედავა-ჭელიძე, ზაირა. აკაკი ჩხენკელის პოლიტიკური მსოფლმხედველობის ევოლუცია (1898-1917) / [რედ.: მერაბ ვაჩნაძე] ; თსუ. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2002. - 88გვ. ; 20სმ.. - ISBN 99940-13-72-6 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18372]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები