სელჩუკები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სელჩუკები - თურქულ-ოღუზური ტომების შტო. სელჩუკები ეწოდათ მათი წინამძღოლის, სელჩუკის, (X-XI საუკუნის დასაწყისი) მიხედვით.

XI საუკუნის I ნახევარში სელჩუკები შუა აზიის ტრამალებში მომთაბარეობდნენ. 1040 წლის შემდეგ დაიწყო მათი დამპყრობლური ომები, რომელთა შედეგად წარმოიშვა სელჩუკთა იმპერია (1040-1194). მისი მაქსიმალური ძლიერების მწვერვალია მალიქ-შაჰის სულთნობის პერიოდი (1072–92), როდესაც სელჩუკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოქცეული იყო ვრცელი ტერიტორია არალის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე და კავკასიის მთებიდან სპარსეთის ყურემდე. მალიქ-შაჰის შემდეგ იწყება სელჩუკთა იმპერიის დაშლა, რის შედეგადაც წარმოიშვა სელჩუკთა ცალკეული სახელმწიფოები ანატოლიაში, ერაყში, ხორასანში და სხვა. მათგან ყველაზე მეტ ხანს იარსება ანატოლიის (რუმის) სასულთნომ (1307 წლამდე).

საქართველოს XI-XIII საუკუნეებში მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდა სელჩუკებთან. საქართველოში სელჩუკთა შემოსევები დაიწყო 1064 წლიდან და განსაკუთრებით ფართო მასშტაბი მიიღო 1080 წლისათვის („დიდი თურქობა”). მალიქ-შაჰის დროს საქართველო სელჩუკების მოხარკე ქვეყანა იყო. თბილისსა და ზოგ სხვა მნიშვნელოვან ციხე-ქალაქში თურქთა გარნიზონები იდგა. სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა დავით IV აღმაშენებელი, რომელმაც განდევნა ისინი საქართველოდან და მისი მეზობელი ტერიტორიებიდან.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები