სიბილ ჩანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:55, 21 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სიბილ ჩანა (ბალყ.-ყარაჩ. Сибил чана – „ჯადოსნური მარხილი“) – ლეგენდარული მონადირის – ასანის (სოფ. გაგიშის მკვიდრი) – სასწაულმოქმედი მარხილი, რომელიც თოვლში თავისით სრიალებს, მდინარეში ნავივით მიცურავს და აურაცხელ ტვირთს ეზიდება; ისეთი სიჩქარე აქვს, რომ მონადირეს ნადირი ვერ ეწევა; ქარში ნართების ფრთოსან ცხენსაც ცვლის. მისი ნაკვალევი უსაფრთხო სამონადირეო ბილიკი ხდება.
ლიტერატურა
Кудаев М. Язык охотника // Минги Тау. Нальчик, 2010, № 7.