სოლომონ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Solomon I.jpg|thumb|250პქ|სოლომონ I]]
+
[[ფაილი:Solomon I.jpg|thumb|200პქ|სოლომონ I]]
 
'''სოლომონ I''' -  (1735–84), [[იმერეთი]]ს მეფე 1752–84 წლებში, ალექსანდრე V-ის ძე. იბრძოდა ოსმალო
 
'''სოლომონ I''' -  (1735–84), [[იმერეთი]]ს მეფე 1752–84 წლებში, ალექსანდრე V-ის ძე. იბრძოდა ოსმალო
 
დამპყრობლებისა და ზოგიერთი მსხვილი ფეოდალის წინააღმდეგ, რომლებიც სამეფო ხელისუფლებას არ ემორჩილებოდნენ.  1757 წელს დაამარცხა ოსმალები ხრესილის [[ბრძოლა|ბრძოლაში]].  
 
დამპყრობლებისა და ზოგიერთი მსხვილი ფეოდალის წინააღმდეგ, რომლებიც სამეფო ხელისუფლებას არ ემორჩილებოდნენ.  1757 წელს დაამარცხა ოსმალები ხრესილის [[ბრძოლა|ბრძოლაში]].  

მიმდინარე ცვლილება 14:26, 16 მაისი 2022 მდგომარეობით

სოლომონ I

სოლომონ I - (1735–84), იმერეთის მეფე 1752–84 წლებში, ალექსანდრე V-ის ძე. იბრძოდა ოსმალო დამპყრობლებისა და ზოგიერთი მსხვილი ფეოდალის წინააღმდეგ, რომლებიც სამეფო ხელისუფლებას არ ემორჩილებოდნენ. 1757 წელს დაამარცხა ოსმალები ხრესილის ბრძოლაში.

1759 წელს, სოლომონ I-ის ინიციატივით, საეკლესიო და საერო კრებებზე იმერეთის, ოდიშის, გურიის სასულიერო და საერო ხელისუფლებმა ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვის პირობა დადეს. გაძლიერებული სოლომონ I-ის წინააღმდეგ ოსმალებმა 1760 წლიდან არაერთი ლაშქრობა მოაწყვეს, მაგრამ მეფის ლაშქარმა მოიგერია მტერი.

სოლომონ I აქტიურად მონაწილეობდა 1768–74 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში, რომლის მსვლელობის დროს ოსმალთა გარნიზონები განდევნეს იმერეთის ციხეებიდან. მეფემ დაიმორჩილა მსხვილი ფეოდალები და იმერეთის სამეფოს ორბიტაში მოაქცია ოდიშისა და გურიის სამთავროები.

სოლომონ I-ის უკანასკნელი ლაშქრობა ოსმალთა მიერ დაპყრობილი ქვემო გურიის გასათავისუფლებლად შედგა 1784 წლის მარტში. მეფის 6 ათასიანმა ლაშქარმა ბათუმამდე მიაღწია, მაგრამ უკანა გზაზე, ციხისძირთან, მტრის მოულოდნელი თავდასხმის გამო დამარცხდა. ამის შემდეგ სოლომონ I მალე გარდაიცვალა, 1784 წლის აპრილში.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები