სპეციალური ჯარები
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''სპეციალური ჯარები''' - სამხედრო ნაწილები დ...) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''სპეციალური ჯარები''' - [[სამხედრო ნაწილი|სამხედრო ნაწილები]] და [[ქვედანაყოფი (სამხედრო)|ქვედანაყოფები]], რომლებიც განკუთვნილია [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებული ძალების]] საბრძოლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად და მათი სპეციალური [[ამოცანა (სამხედრო)|ამოცანების]] გადასაწყვეტად. სპეციალური ჯარების სახელწოდება, შემადგენლობა, ორგანიზაცია, [[შეიარაღება]] და ტექნიკური აღჭურვა განისაზღვრება მათი დანიშნულების მიხედვით. | + | '''სპეციალური ჯარები''' - [[სამხედრო ნაწილი|სამხედრო ნაწილები]] და [[ქვედანაყოფი (სამხედრო)|ქვედანაყოფები]], რომლებიც განკუთვნილია [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებული ძალების]] საბრძოლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად და მათი სპეციალური [[ამოცანა (სამხედრო)|ამოცანების]] გადასაწყვეტად. სპეციალური [[ჯარები|ჯარების]] სახელწოდება, შემადგენლობა, ორგანიზაცია, [[შეიარაღება]] და ტექნიკური აღჭურვა განისაზღვრება მათი დანიშნულების მიხედვით. |
შეიარაღებული ძალების მეტწილ სახეობებში სპეციალური ჯარებს განეკუთვნებიან: | შეიარაღებული ძალების მეტწილ სახეობებში სპეციალური ჯარებს განეკუთვნებიან: |
10:26, 13 მარტი 2018-ის ვერსია
სპეციალური ჯარები - სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც განკუთვნილია შეიარაღებული ძალების საბრძოლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად და მათი სპეციალური ამოცანების გადასაწყვეტად. სპეციალური ჯარების სახელწოდება, შემადგენლობა, ორგანიზაცია, შეიარაღება და ტექნიკური აღჭურვა განისაზღვრება მათი დანიშნულების მიხედვით.
შეიარაღებული ძალების მეტწილ სახეობებში სპეციალური ჯარებს განეკუთვნებიან:
- დაზვერვის, კავშირგაბმულობის ჯარების, რადიოელექტრონული ბრძოლის, ფსიქოლოგიური ოპერაციების, საინჟინრო ჯარების, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის, ბირთვულ-ტექნიკური უზრუნველყოფის შენაერთები, ნაწილები, დაწესებულებები და ორგანიზაციები;
- ჰაერნაოსნობის, საინჟინრო-სააეროდრომო და საავიაციო-ტექნიკური ნაწილები;
- საძიებო-სამაშველო სამსახურის შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები;
- მეტროლოგიური, ტოპოგეოდეზიური, ჰიდროგრაფიული, ჰიდრო-მეტეოროლოგიური (მეტეოროლოგიური) ნაწილები;
- ჯარების მშენებლობისა და დაბინავების ორგანიზაციები და სამხედრო ნაწილები.
შეიარაღებული ძალების ზოგიერთ სახეობას ჰყავს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციალური ჯარები, მაგალითად, სამხედრო-საჰაერო ძალებს - საინჟინრო-სააეროდრომო ნაწილები. შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის შემადგენლობაში შედიან აგრეთვე ისეთი სპეციალური ჯარები, როგორიც არის საავტომობილო, საგზაო და სამილსადენო ჯარები.
სხვადასხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ასევე არსებობს ანალოგიური დანიშნულების ჯარები, რომელთა დასახელებას, ორგანიზაციას, ტექნიკურ აღჭურვილობას და ამოცანებს სპეციფიკური თავისებურებები ახასიათებს.