სპეციალური ჯარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 18: ხაზი 18:
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
[[კატეგორია:შეიარაღბული ძალები]]
+
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:სპეციალური ჯარები]]
 
[[კატეგორია:სპეციალური ჯარები]]

მიმდინარე ცვლილება 10:27, 13 მარტი 2018 მდგომარეობით

სპეციალური ჯარები - სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც განკუთვნილია შეიარაღებული ძალების საბრძოლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად და მათი სპეციალური ამოცანების გადასაწყვეტად. სპეციალური ჯარების სახელწოდება, შემადგენლობა, ორგანიზაცია, შეიარაღება და ტექნიკური აღჭურვა განისაზღვრება მათი დანიშნულების მიხედვით.

შეიარაღებული ძალების მეტწილ სახეობებში სპეციალური ჯარებს განეკუთვნებიან:

  • დაზვერვის, კავშირგაბმულობის ჯარების, რადიოელექტრონული ბრძოლის, ფსიქოლოგიური ოპერაციების, საინჟინრო ჯარების, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის, ბირთვულ-ტექნიკური უზრუნველყოფის შენაერთები, ნაწილები, დაწესებულებები და ორგანიზაციები;
  • ჰაერნაოსნობის, საინჟინრო-სააეროდრომო და საავიაციო-ტექნიკური ნაწილები;
  • საძიებო-სამაშველო სამსახურის შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები;
  • მეტროლოგიური, ტოპოგეოდეზიური, ჰიდროგრაფიული, ჰიდრო-მეტეოროლოგიური (მეტეოროლოგიური) ნაწილები;
  • ჯარების მშენებლობისა და დაბინავების ორგანიზაციები და სამხედრო ნაწილები.

შეიარაღებული ძალების ზოგიერთ სახეობას ჰყავს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციალური ჯარები, მაგალითად, სამხედრო-საჰაერო ძალებს - საინჟინრო-სააეროდრომო ნაწილები. შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის შემადგენლობაში შედიან აგრეთვე ისეთი სპეციალური ჯარები, როგორიც არის საავტომობილო, საგზაო და სამილსადენო ჯარები.

სხვადასხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ასევე არსებობს ანალოგიური დანიშნულების ჯარები, რომელთა დასახელებას, ორგანიზაციას, ტექნიკურ აღჭურვილობას და ამოცანებს სპეციფიკური თავისებურებები ახასიათებს.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები