სტრატეგიული ხელმძღვანელობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სტრატეგიული ხელმძღვანელობა''' - უმაღლესი პოლიტიკური და სამ...)
 
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
[[კატეგორია:ჯარების მართვა]]
 
[[კატეგორია:ჯარების მართვა]]
[[კატეგორია:სამხედრო ორგანიზაციული მართვა]]
+
[[კატეგორია:სამხედრო-ორგანიზაციული მართვა]]

16:30, 14 მარტი 2018-ის ვერსია

სტრატეგიული ხელმძღვანელობა - უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ორგანოების საქმიანობა შეიარაღებული ძალების მართვისათვის. სტრატეგიული ხელმძღვანელობის ობიექტია მთლიანად შეიარაღებული ძალები და მათი სტრატეგიული დაჯგუფებები.

ძირითადი არსია:

  • გადაწყვეტილებების მომზადება და მიღება შეიარაღებული ძალების საქმიანობის ყველა დარგში მშვიდობიანობის და ომიანობის დროს (მიზნებისა და ამოცანების, მათი შესრულების ხერხების განსაზღვრა, ადამიანების, მატერიალური და საფინანსო რესურსების უზრუნველყოფა);
  • ამოცანების დასახვა შეიარაღებული ძალებისა და მათი სტრატეგიული დაჯგუფებებისათვის;
  • გადაწყვეტილებათა სარეალიზაციოდ მომზადება (შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების შექმნა, მათი მომზადება, ურთიერთქმედებისა და ყოველმხრივი უზრუნველყოფის ორგანიზაცია);
  • შეიარაღებული ძალების მართვა საომარი მოქმედებების დროს, მათი ძალისხმევის წარმართვა დასახული მიზნების მისაღწევად.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები