ტალოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
ტალოსს თავის თხემიდან ტერფამდე გამავალი ერთადერთი სისხლგამტარი ძარღვი ჰქონდა. ქუსლზე ეს ძარღვი სარჭით იყო მიმაგრებული. ასე რომ, ქუსლი ტალოსის მოწყვლად ადგილად ითვლებოდა. როდესაც [[არგონავტები]] კრეტას მიადგნენ, გრძნეულმა [[მედეა]]მ ტალოსს სიგიჟე შეჰყარა. გაშმაგებულმა ბუმბერაზმა წვერწამახულ ქვას წამოჰკრა მოწყვლადი ტერფი. ძარღვი გაიხსნა, სისხლმა იფეთქა და ტალოსი გარდაიცვალა.
 
არსებობს ასეთი ვერსიაც: მედეამ ტალოსი დაიმარტოხელა და უკვდავების პირობა მისცა. ოღონდ ბუმბერაზს ქუსლიდან სარჭი უნდა ამოეძრო. გულუბრყვილო ბუმბერაზმა ირწმუნა მისი. მაგრამ სისხლისგან დაიცალა თუ არა, სულიც განუტევა. სხვა მითოსის თანახმად კი, ტალოსი მოკლა არგონავტმა პეანტოსმა, რომელმაც მას [[ჰერაკლე]]ს მოწამლული ისარი პირდაპირ ქუსლში მოახვედრა.
+
არსებობს ასეთი ვერსიაც: მედეამ ტალოსი დაიმარტოხელა და უკვდავების პირობა მისცა. ოღონდ ბუმბერაზს ქუსლიდან სარჭი უნდა ამოეძრო. გულუბრყვილო ბუმბერაზმა ირწმუნა მისი. მაგრამ სისხლისგან დაიცალა თუ არა, სულიც განუტევა. სხვა მითოსის თანახმად კი, ტალოსი მოკლა არგონავტმა პეანტოსმა, რომელმაც მას [[ჰერაკლე]]ს მოწამლული [[ისარი]] პირდაპირ ქუსლში მოახვედრა.
  
ვარაუდობენ, რომ ტალოსის მითის შეთხზვა დაკავშირებული იყო კრეტაზე არსებულ იმ ბრინჯაოს ქანდაკებებთან, მოგზაურებს რომ ანცვიფრებდნენ თავიანთი სიდიდით.
 
ვარაუდობენ, რომ ტალოსის მითის შეთხზვა დაკავშირებული იყო კრეტაზე არსებულ იმ ბრინჯაოს ქანდაკებებთან, მოგზაურებს რომ ანცვიფრებდნენ თავიანთი სიდიდით.

15:55, 16 მარტი 2018-ის ვერსია

ბუმბერაზი ტალოსი.
კრატერის ფერწერა (ძვ.წ. 400-390 წ.წ.), რუვო

ტალოსი(ბერძნ.)

1. ბრინჯაოს ბუმბერაზი, კრეტულ თქმულებათა გმირი.

ტალოსი ზევსმა (სხვა ვერსიით, ჰეფესტომ) უბოძა მეფე მინოსს (ან ევროპეს) კრეტას რომ მეთვალყურე ჰყოლოდა. ეს ბუმბერაზი დღეში სამჯერ შემოივლიდა ხოლმე კუნძულს და თუ მტრულ ხომალდს თვალს მოჰკრავდა, უზარმაზარ ლოდებს სტყორცნიდა. თუკი ისე მოხდებოდა, რომ უცხოელები უკვე ნაპირზე გადმოსხდებოდნენ, ტალოსი თავის სხეულს ცეცხლის ალზე გაივარვარებდა, ვეებერთელა მკლავებში მოიმწყვდევდა მომხდურებს და ხოცავდა.

ტალოსს თავის თხემიდან ტერფამდე გამავალი ერთადერთი სისხლგამტარი ძარღვი ჰქონდა. ქუსლზე ეს ძარღვი სარჭით იყო მიმაგრებული. ასე რომ, ქუსლი ტალოსის მოწყვლად ადგილად ითვლებოდა. როდესაც არგონავტები კრეტას მიადგნენ, გრძნეულმა მედეამ ტალოსს სიგიჟე შეჰყარა. გაშმაგებულმა ბუმბერაზმა წვერწამახულ ქვას წამოჰკრა მოწყვლადი ტერფი. ძარღვი გაიხსნა, სისხლმა იფეთქა და ტალოსი გარდაიცვალა.

არსებობს ასეთი ვერსიაც: მედეამ ტალოსი დაიმარტოხელა და უკვდავების პირობა მისცა. ოღონდ ბუმბერაზს ქუსლიდან სარჭი უნდა ამოეძრო. გულუბრყვილო ბუმბერაზმა ირწმუნა მისი. მაგრამ სისხლისგან დაიცალა თუ არა, სულიც განუტევა. სხვა მითოსის თანახმად კი, ტალოსი მოკლა არგონავტმა პეანტოსმა, რომელმაც მას ჰერაკლეს მოწამლული ისარი პირდაპირ ქუსლში მოახვედრა.

ვარაუდობენ, რომ ტალოსის მითის შეთხზვა დაკავშირებული იყო კრეტაზე არსებულ იმ ბრინჯაოს ქანდაკებებთან, მოგზაურებს რომ ანცვიფრებდნენ თავიანთი სიდიდით.

ტალოსს წარმოსახავდნენ მონეტებსა და ლარნაკებზე ფრთაშესხმულ ჭაბუკად, რომელიც ლოდებს ისროდა.

2. დედალოსის დისწული და მოწაფე, რომელმაც სამეთუნეო წრე და სხვა ხელსაწყოები გამოიგონა. იგი ისე დახელოვნდა, რომ ოსტატობით მოძღვარს აჯობა. შეშურდა დედალოსს და ნიჭიერი მოწაფე კლდიდან გადააგდო.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები