ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი - (ტალახის ვულკანი) ეს არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი მდებარეობს დალის წყალსაცავის სამხრეთით, 620 მ ზღვის დონიდან და რამდენიმე მეტრის სიმაღლის ბორცვს წარტმოადგენს. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მ-ია. იგი, ისევე როგორც მის გარშემო მყოფი მცირე ზომის სასულეები, მუდმივმოქმედია, მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება.