უ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:51, 25 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უ – ქართული ანბანის მეოცე (ძველი ქართული ანბანის ოცდამესამე) ასო. მისი სახელია „უნი“; გრაფიკული სიმბოლო უკანა რიგის მაღალი აწეულობის ლაბიალიზებული ხმოვნისა. უ ასომთავრულში ორი გრაფიკული ნიშნის – ო-სა და ჳ-ს შეერთებითაა მიღებული. ნუსხურში მათი გამოსახულებანი რკალურ ფორმებზე გადასვლის შედეგად შერწყმულია. ⴓ ნუსხურში მარჯვნივაა გადახრილი. მხედრულში უ მომრგვალებულია. ნუსხურსა და მხედრულში ქვედა სამ ხაზში იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ოთხასს (400).