ლაბიალური ბგერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაბიალური ბგერები – (ლათ. labialis), ბაგისმიერი ბგერები, თანხმოვნები და ხმოვნები, რომლებიც ბაგეების სხვადასხვაგვარი მოძრაობით წარმოითქმება. თუ ბგერის წარმოთქმაში ორივე ბაგე მონაწილეობს, წარმოითქმის წყვილბაგისმიერი ხშულ-მსკდომი, მას ბილაბიალურს, წყვილბაგისმიერს უწოდებენ. არის თანხმოვნები, რომელთა წარმოთქმისას მხოლოდ ერთი ბაგე მონაწილეობს, მათ ლაბიოდენტალურ, კბილბაგისმიერ თანხმოვნებს უწოდებენ. მათი წარმოთქმისას ქვედა ბაგე ზედა საჭრელი კბილების კიდეს ებჯინება. ქართულში ასეთია . მრავალ ენაში მჟღერ ვ ბგერას უპირისპირდება ყრუ კბილბაგისმიერი თანხმოვანი. რუსული Ф-ს მსგავსი. ყრუ ბგერათა მეზობლად ქართული ვ-ც Ф-ს მსგავსად წარმოითქმის (მაგ. ყრუ -ს წინ სიტყვაში ნავთი), მაგრამ ამას სიტყვის მნიშვნელობის ცვლა არ მოსდევს. ქართული ენობრივი სმენა ამ სხვაობას ვერც ამჩნევს. მჟღერობა-სიყრუის ნიშნით საპირისპირო ერთეულის უქონლობა -ს სონორ თანხმოვნებთან აახლოებს.

ქართული ენის დიალექტებში გვხვდება კბილბაგისმიერი ვ-ს წყვილბაგისმიერი ვარიანტიც.

ბაგეთა მომრგვალებით და წინ წაწევით წარმოითქმის ხმოვნები უ, . ბაგეთა ხშვით და ამ ხშვის ერთბაშად მოშლით – თანხმოვნები , ფ, . ბაგისმიერ თანხმოვნად მიიწევენ ნაზალურ -საც. ისიც ბაგეთა ხშვით ხასიათდება, ოღონდ მის წარმოსათქმელად საჭიროა ამ ხშვის არა მოშლა, არამედ, პირიქით – შენარჩუნება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჰაერნაკადი ცხვირისმიერი მ-ს წარმოთქმისას პირის ღრუდან არ გამოედინოს.

ზ. ჯაფარიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები