ქვემო ჭალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:34, 6 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვემო ჭალა - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, ლეხურის ნაპირებზე, ქ. კასპიდან 13 კმ-ზე.

1881 წლის 1 მარტს ინტელიგენციის თაოსნობით საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სოფლის ერთკლასიანი სკოლა. სკოლაში თავდაპირველად 15 მოსწავლე იყო. პირველი მასწავლებელი იყო გორის საოსტატო სემინარიის ყოფილი შეგირდი მ. რცხილაძე, 1884-96 წლებში ამ სკოლაში მოღვაწეობდა ნიკო ლეონიძე (გიორგი ლეონიძის მამა). მისი მეცადინეობით 1887 წ მარტში სკოლას მეორე კლასიც დაემატა. მანვე დააარსა სკოლაში სცენის მოყვარულთა დასი. 1885 წლის 4 იანვარს სკოლის სცენაზე დაიდგა კ. აბაშიძის ვოდევილი „ცოლი თუ გინდა, ეგ არის“.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები