ჩოლოყაშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩოლოყაშვილი დავით“ გადაიტანა გვერდზე „დავით ჩოლოყაშვილი“)

13:52, 26 აპრილი 2022-ის ვერსია

ჩოლოყაშვილი დავით − (1735 − 1810), პოეტი, მთარგმნელი, დრამატურგი, ერეკლე II-ის მდივანბეგი. განათლება რუსეთში მიიღო. გატაცებული იყო ბერძნული მითოლოგიით. ავტორია ლირიკული და სატირული ლექსებისა. 1787 წელს თურქეთზე რუსების გამარჯვების აღსანიშნავად დაწერა „ივერიის მუზათა საბრძოლო სიმღერები”, რომლის რუსული თარგმანი გამოქვეყნდა 1791 წელს, ამ ლექსში ავტორმა შეაქო რუსთა ლაშქარი და მისი მხედართმთავრები სუვოროვი და პოტიომკინი. მან თარგმნა ლომონოსოვის სასულიერო ლექსები „საწინასწარმეტყველო წიგნი იობისა” და „145 ფსალმუნი ლექსად”, რასინის ტრაგედია „იფიგენია ავლიდაში” სათაურით „ეფიღენია”, რომელიც წარმოადგინეს თბილისში 1795 წელს და სხვა. იგი საკმაოდ თავისუფლად ეკიდებოდა ორიგინალს. მასვე უთარგმნია რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების ამსახველი მრავალი დოკუმენტი.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები