ცანდრიფშის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ცანდრიფშის ტაძარი''' - სამნავიანი ბაზილიკა რომელიც მდებარე...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ცანდრიფშის ტაძარი''' - სამნავიანი ბაზილიკა რომელიც მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გაგრის მუნიციპალიტეტის, დაბა განთიადში.  
+
'''ცანდრიფშის ტაძარი''' - სამნავიანი ბაზილიკა რომელიც მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაბა განთიადში (გაგრის მუნიციპალიტეტი).  
  
 
===== ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა =====  
 
===== ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა =====  

15:31, 23 იანვარი 2017-ის ვერსია

ცანდრიფშის ტაძარი - სამნავიანი ბაზილიკა რომელიც მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაბა განთიადში (გაგრის მუნიციპალიტეტი).

სარჩევი

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა

დარგის სპეციალისტთა მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ ცანდრიფში სწორედ ის ტაძარია, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა (527-565) აბაზგების ტომს მათი გაქრისტიანებისას აუგო. ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილია თეთრი მარმარილოს საფლავის ქვის ფრაგმენტი, ბერძნული ასომთავრული წარწერით. როგორც ჩანს, ის ადგილობრივი საერო ან სასულიერო წარჩინებული პირის საფლავს განეკუთვნებოდა. წარწერა თარიღდება VI საუკუნით.

ცანდრიფშის ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. იგი აგებულია საშუალო ზომის სწორი ფორმის კირქვის კვადრებით, მშენებლობისას გამოყენებულია ასევე სხვადასხვა ზომის ბრტყელი აგური.

ამჟამინდელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. არსებული ინფორმაციით, ტაძარი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, საჭიროებს გადაუდებელ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.

ცანდრიფშის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

ბიბლიოგრაფია
  1. ცანდრიფშის ტაძარი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი.-თბ.,2007.-გვ.36-37. სამნავიანი ბაზილიკის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს
  2. ცანდრიფში //როგავა გ. რელიგია და ეკლესია აფხაზებში.-თბ.,2007.-გვ.147-148 //როგავა გ. აფხაზეთის ისტორიის საკოთხები.-თბ.,2009.-გვ.148-149. ბაზილიკური ტიპის, VI საუკუნეში ნაგები ცანდრიფშის ეკლესიის ტერიტორიაზე ჩატერებული გათხრების (1980 წ.) შედეგები.
  3. ზუხბაია ვ. დავიცვათ არქიტექტურული ძეგლები //ძეგლის მეგობარი.-1965.-N4.-გვ.53-55. ცანდრიფშის ტაძრის დაცვის თაობაზე.
  4. Хрушкова Л. Новое о Цандрипшском храме.-Газ. "Советская Абхазия".-1981(13 янв.).
  5. Пачулия В. По историческим местам Абхазии.-Сухуми.,1956.-С.88 с. с илл.//Пачулия В. Абхазия - край туризма.-Сухуми.,1975.-С.84 с илл.

წყარო

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია ; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები