ცანდრიფშის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცანდრიფშის ტაძარი. გვერდითი ნავი

ცანდრიფშის ტაძარი - სამნავიანი ბაზილიკა რომელიც მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაბა განთიადში (გაგრის მუნიციპალიტეტი).

სარჩევი

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა

დარგის სპეციალისტთა მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ ცანდრიფში სწორედ ის ტაძარია, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა (527-565) აბაზგების ტომს მათი გაქრისტიანებისას აუგო. ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილია თეთრი მარმარილოს საფლავის ქვის ფრაგმენტი, ბერძნული ასომთავრული წარწერით. როგორც ჩანს, ის ადგილობრივი საერო ან სასულიერო წარჩინებული პირის საფლავს განეკუთვნებოდა. წარწერა თარიღდება VI საუკუნით.

ცანდრიფშის ტაძარი. მთავარი ნავი, ხედი აღმოსავლეთისკენ

ცანდრიფშის ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. იგი აგებულია საშუალო ზომის სწორი ფორმის კირქვის კვადრებით, მშენებლობისას გამოყენებულია ასევე სხვადასხვა ზომის ბრტყელი აგური.

მთავარი ნავი, ხედი დასავლეთისკენ
ამჟამინდელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. არსებული ინფორმაციით, ტაძარი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, საჭიროებს გადაუდებელ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.

ცანდრიფშის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.


ბიბლიოგრაფია
  1. ცანდრიფშის ტაძარი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი.-თბ.,2007.-გვ.36-37. სამნავიანი ბაზილიკის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს
  2. ცანდრიფში //როგავა გ. რელიგია და ეკლესია აფხაზებში.-თბ.,2007.-გვ.147-148 //როგავა გ. აფხაზეთის ისტორიის საკოთხები.-თბ.,2009.-გვ.148-149. ბაზილიკური ტიპის, VI საუკუნეში ნაგები ცანდრიფშის ეკლესიის ტერიტორიაზე ჩატერებული გათხრების (1980 წ.) შედეგები.
  3. ზუხბაია ვ. დავიცვათ არქიტექტურული ძეგლები //ძეგლის მეგობარი.-1965.-N4.-გვ.53-55. ცანდრიფშის ტაძრის დაცვის თაობაზე.
  4. Хрушкова Л. Новое о Цандрипшском храме.-Газ. "Советская Абхазия".-1981(13 янв.).
  5. Пачулия В. По историческим местам Абхазии.-Сухуми.,1956.-С.88 с. с илл.//Пачулия В. Абхазия - край туризма.-Сухуми.,1975.-С.84 с илл.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები