ძევერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ძევერა''' – სოფელია ცენტრალურ ქართლში, [[გორის მუნიც...)
 
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
[[ტოპონიმი]] ძევერა წარმომავლობის თვალსაზრისით შეიძლება საერთოს ავლენდეს [[იმერეთი|იმერეთში]] დადასტურებული სოფლის – ძევრის სახელწოდებასთან (ძევრი სოფელია თერჯოლის რ-ში-, აქვეა მდ. ძევრულა. ქართლში არსებული ტოპონიმი ძევერა, შესაძლებელია, იმერეთიდან იყოს გადმოტანილი მიგრირებული მოსახლეობის მიერ.
 
[[ტოპონიმი]] ძევერა წარმომავლობის თვალსაზრისით შეიძლება საერთოს ავლენდეს [[იმერეთი|იმერეთში]] დადასტურებული სოფლის – ძევრის სახელწოდებასთან (ძევრი სოფელია თერჯოლის რ-ში-, აქვეა მდ. ძევრულა. ქართლში არსებული ტოპონიმი ძევერა, შესაძლებელია, იმერეთიდან იყოს გადმოტანილი მიგრირებული მოსახლეობის მიერ.
  
[[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუმტი]] აღწერს იმერეთის ძევრს და ძევრის-წყალს: „ამ აჯამეთის-წყალს ერთვის ძევრის-წყალი, დაბის ძევრისაგან სახელდებული… მოერთვის ყვირილას ჩდილოდამ“ ჩვენი სახელოვანი გეოგრაფი აქვე გვაწვდის ტოპონიმ ძევერას (ძევრის) ახსნის ცდას. იგი ამოსავლად მიიჩნევს ძევს [[ზმნა]]ს და თან სანახეეროდ ლეგენდურ ამბავს გადმოგვცემს: „ძევრს არს [[ხიდი (არქიტექტურა)|ხიდი]] [[ქვითკირი|ქვიტკირისა]] და სვეტთა ზედა წერილ არს: „არა მამამან ძე მანდა,არა სულმან წმიდამან და ძე მანდა. იტყვიან განძსა მდებარესა დანიშნავს ამით“.
+
[[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუმტი]] აღწერს იმერეთის ძევრს და ძევრის-წყალს: „ამ აჯამეთის-წყალს ერთვის ძევრის-წყალი, დაბის ძევრისაგან სახელდებული… მოერთვის ყვირილას ჩდილოდამ“ ჩვენი სახელოვანი გეოგრაფი აქვე გვაწვდის ტოპონიმ ძევერას (ძევრის) ახსნის ცდას. იგი ამოსავლად მიიჩნევს ძევს [[ზმნა]]ს და თან სანახევროდ ლეგენდურ ამბავს გადმოგვცემს: „ძევრს არს [[ხიდი (არქიტექტურა)|ხიდი]] [[ქვითკირი|ქვიტკირისა]] და სვეტთა ზედა წერილ არს: „არა მამამან ძე მანდა,არა სულმან წმიდამან და ძე მანდა. იტყვიან განძსა მდებარესა დანიშნავს ამით“.
  
 
გამორიცხული არ არის, რომ ვახუშტი ბატონიშვილის ამგვარი განმარტება ემყარებოდეს იმ დროისათვის ხალხში მოარულ რაღაც  
 
გამორიცხული არ არის, რომ ვახუშტი ბატონიშვილის ამგვარი განმარტება ემყარებოდეს იმ დროისათვის ხალხში მოარულ რაღაც  

მიმდინარე ცვლილება 01:12, 18 აპრილი 2024 მდგომარეობით

ძევერა – სოფელია ცენტრალურ ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: სათემო, ქიწნისი, შერთული). მდებარეობს მდინარე ლიახვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 720 მეტრი, გორიდან 14 კილომეტრი.

ხალხური ტრადიციული გადმოცემა ამ ტოპონიმის წარმოშობას ოჯახის უძეოდ გადავლას უკავშირებს: „საიდღანაც აქ მოსულა ცოლ-ქმარი. მოსწონებიათ და აღარ წასულან, დარჩენილან. გაუკეთებიათ სახლი, მამული გაუშენებიათ, მდიდრათაც ყოფილან, მაგრამ წერა იყო, რა იყო, რაღაცის ბრალი ქე იქნებოდა, უჩნდებოდათ სუ გოგოები, რამტენიც ბიჭი ეყოლათ, არცერთი არ შერჩენიათ. ძე ვერა და ვერ გაზარდეს, გვარი არ გაუმრავლდათ. ძე ვერ იყოლესო და ამიტომ დაურქმევიათ ძევერა (ბაგრატ გიორგის ძე ჯოლბორდი).

ტოპონიმი ძევერა წარმომავლობის თვალსაზრისით შეიძლება საერთოს ავლენდეს იმერეთში დადასტურებული სოფლის – ძევრის სახელწოდებასთან (ძევრი სოფელია თერჯოლის რ-ში-, აქვეა მდ. ძევრულა. ქართლში არსებული ტოპონიმი ძევერა, შესაძლებელია, იმერეთიდან იყოს გადმოტანილი მიგრირებული მოსახლეობის მიერ.

ვახუმტი აღწერს იმერეთის ძევრს და ძევრის-წყალს: „ამ აჯამეთის-წყალს ერთვის ძევრის-წყალი, დაბის ძევრისაგან სახელდებული… მოერთვის ყვირილას ჩდილოდამ“ ჩვენი სახელოვანი გეოგრაფი აქვე გვაწვდის ტოპონიმ ძევერას (ძევრის) ახსნის ცდას. იგი ამოსავლად მიიჩნევს ძევს ზმნას და თან სანახევროდ ლეგენდურ ამბავს გადმოგვცემს: „ძევრს არს ხიდი ქვიტკირისა და სვეტთა ზედა წერილ არს: „არა მამამან ძე მანდა,არა სულმან წმიდამან და ძე მანდა. იტყვიან განძსა მდებარესა დანიშნავს ამით“.

გამორიცხული არ არის, რომ ვახუშტი ბატონიშვილის ამგვარი განმარტება ემყარებოდეს იმ დროისათვის ხალხში მოარულ რაღაც გადმოცემას ძევრის ხიდში ვითომცდა განძის არსებობის თაობაზე.

ტოპონიმ ძევერის შინაარსის გასარკვევად რამდენადმე გვეხმარება XVIII ს-ის ერთ ქართულ დოკუმენტში დამოწმებული სოფელი ძევარა: „ერთი კომლი ივანაშვილი ძევარას არის“, ხომ არ შეიძლება ძევარას (მ)ძიგარა-დ აღდგენა? (შდრ. ტოპონიმი სა-მძივ-ი და აქედან წარმოქმნილი გვარწოდება სამძივარი ანდა ძეგვარა – დევ-არ||(დებ-არ-ა (მიწა)? ზემოიმერულ დიალექტში დებარე მიწა ისეთ ნიადაგს ეწოდება, რომელსაც წყალი ვერ ჩამორეცხავს, ვერ დარიყავს, მუდმივ არი“ იქნებ: დევერა(-ან-ი)? შდრ. გვარი დევერაშვილი, დევარაშვილი.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები