ძიძიგური შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შოთა ძიძიგური“ გადაიტანა გვერდზე „ძიძიგური შოთა“ გადამისამარ...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Shota dzidziguri.PNG|thumb|შოთა ძიძიგური]]
 
'''შოთა ძიძიგური''' – (დ. 15 აგვისტო, 1911, სოფ. მათხოჯი, 10 ოქტომბერი 1995, [[თბილისი]]), ენათმეცნიერი, [[ქართული ენა|ქართული ენისა]] და [[დიალექტი|დიალექტების]] მკვლევარი, ბასკოლოგი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1963), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1971).
 
'''შოთა ძიძიგური''' – (დ. 15 აგვისტო, 1911, სოფ. მათხოჯი, 10 ოქტომბერი 1995, [[თბილისი]]), ენათმეცნიერი, [[ქართული ენა|ქართული ენისა]] და [[დიალექტი|დიალექტების]] მკვლევარი, ბასკოლოგი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1963), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1971).
  

01:22, 28 მარტი 2024-ის ვერსია

შოთა ძიძიგური

შოთა ძიძიგური – (დ. 15 აგვისტო, 1911, სოფ. მათხოჯი, 10 ოქტომბერი 1995, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართული ენისა და დიალექტების მკვლევარი, ბასკოლოგი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1963), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1971).

1930 დაამთავრა თსუ საენათმეცნიერო დარგი. ასპირანტურის კურსი გაიარა ლენინგრადში აკადემიკოსების ნ. მარის, ი. მეშჩანინოვის, ლ. ჩშერბას და პროფ. კ. დონდუას ხელმძღვანელობით. იქვე დაიცვა (1935) დისერტაცია თემაზე „ქართული ენის კილოების კლასიფიკაციის ცდა“. 1936 დაიწყო სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის, ქუთაისის, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. იყო თსუ ახალი ქართული ენის კათედრის გამგე (1967–84), 1974-იდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი და აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის თავმჯდომარე, ბასკური ენისა და კულტურის საზოგადოების თავმჯდომარე, ქსე-ის ენათმეცნ. საბჭოს თავმჯდომარე, ჟურნალ „გეორგიკის“ რედაქტორი, ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის, „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი და სხვ.

შ. ძიძიგური ავტორია მრავალი ნაშრომისა, რომლებშიც გაშუქებულია ქართული ენის გრამატიკის, მისი ისტორიის, დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის, ონომასტიკის, აგრეთვე ზოგადი ენათმეცნიერების, ფოლკლორისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობის საკითხები. შოთა ძიძიგური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქართულ სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის, მწერლის ენისა და სტილის საკითხებს. თვალსაჩინოა მისი წვლილი ქართული ენის დიალექტების შესწავლაში. დიალექტები მან დააჯგუფა ფონეტიკური პროცესების საფუძველზე, შეკრიბა დიდძალი მასალა. რომელიც წარმოდგენილია „ქართული დიალექტების ქრესტომათიაში“ (1956) და „ქართული დიალექტოლოგიის მასალებში" (1974). ქართული ენის ისტორიისადმი მიძღვნილ ნაშრომებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია „კავშირები ქართულ ენაში“ (1969). შ. ძიძიგურმა პირველმა აღმოაჩინა ნართული ეპოსის კვალი ქართულ ფოლკლორში.

შ. ძიძიგური იყო ქართული ენათმეცნიერების მონაპოვართა პოპულარიზატორი; ეკუთვნის მეცნიერულ-პოპულარული ნაშრომები: „საენათმეცნიერო საუბრები“ (1960), „ქართული ენის თავგადასავალი“ (1969), აგრეთვე მონოგრაფიები გამოჩენილ ენათმეცნიერებზე – ნ. მარზე, ა. შანიძეზე, გ. ახვლედიანზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსულ ინგლისურ ფრანგულ ენებზე გამოცემული ნაშრომი, „ქართული ენა“, რომელშიც მოცემულია არსებითი ცნობები ქართული ენის შესახებ. შ. ძიძიგური ავტორია აგრეთვე ბასკებისა და ბასკური ენის შესახებ ნაშრომებისა, რომელთაგან აღსანიშნავია „ბასკები და ქართველები“ (1979; ესპანურ ენაზე, ვიტორია, 1982). შ. ძიძიგურს მიღებული ჰქონდა ს. ვავილოვისა და ი. ჯავახიშვილის სახელობის მედლები, მთავრობის ჯილდოები.

ზ. ჭუმბურიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები