წმინდა გიორგი და მთავარანგელოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''წმინდა გიორგი და მთავარანგელოზი''' – ლხინში სუფრის თავში წმ....)
 
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]]
+
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]]
  
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ქართული მითები]]
 
[[კატეგორია:ქართული მითები]]
[[კატეგორია:თქმულებები წნინდა გიორგიზე]]
+
[[კატეგორია:თქმულებები წმინდა გიორგიზე]]

16:15, 14 მაისი 2020-ის ვერსია

წმინდა გიორგი და მთავარანგელოზი – ლხინში სუფრის თავში წმ. გიორგი მჯდარა და როგორც სმაში, ისე სიმღერაში სწორი და ბადალი არა ჰყოლია. ერთი ხარი თუ ძროხა მხოლოდ იმისთვის იკვლოდა და სუფრასთან ძვლებიღა თუ დარჩებოდა. ყველას შურდა წმიდა გიორგის ვაჟკაცობა, ყველა მას შეჰნატროდა. ღმერთსაც მოსწონებია წმიდა გიორგი და მისი ცაში წაყვანა და თავის მსახურთა შორის მისი დაბინავება გადაუწყვეტია.

წმიდა გიორგის წასაყვანად ღმერთს მთავარანგელოზი გამოუგზავნია. ეწვია თურმე ანგელოზი წმიდა გიორგის და გამოუცხადა ღვთის ნება. გიორგის ბარემ ემძიმა ქვეყნის დატოვება, მაგრამ, აბა, ღვთის ბრძანებას ხომ ვერ ეურჩებოდა! კარგიო, უპასუხა ზეციურ სტუმარს. ამაღამ ვახშამი მიირთვით, მოისვენეთ და ხვალ გავუდგეთ გზასო. დაკლეს ხარი და სანაქებო ვახშამი გაუმართეს ძვირფას სტუმარს. წმიდა გიორგიმ მოინდომა, რომ მთავარანგელოზსაც ენახა, თუ რამდენი საჭმლის ჯერ ჩატევა, მერე მონელება შეეძლო მის კუჭს! მთავარანგელოზი გაკვირვებული უყურებდა თავის მასპინძელს: ზეცაში ოღონდაც რომ არ ენახა ასეთი მჭამელი და მსმელი. თავის თავს ეკითხებოდა: ამ სახით როგორ ავიყვანო ზეცაშიო! იქ რომ ჭამა მოინდომოს და ჯერზე ძროხა მოთხოვოს, რა უნდა მითხრან ზეცაში მცხოვრებლებმა, ეს რა კაცი ამოგიყვანია, არ მისაყვედურებენო?

ბევრი იფიქრა მთავარანგელოზმა, თუ რა გზას დადგომოდა, რომ ღვთის ნაბრძანები პირნათლად შეესრულებინა. ბოლოს ასე გადაწყვიტა: მოდი, როცა დაიძინებს, მუცელს გავუჭრი და სტომაქს ამოვაცლიო. სტომაქი რომ არ ექნება, ჭამა საიდან მოუნდებაო! მართლაც, ყველამ რომ დაიძინა სახლში, მივიდა მთავარანგელოზი გიორგის სწოლთან, მუცელი გაუჭრა და სტომაქი ამოაცალა. წმიდა გიორგიმ როგორც ჭამა-სმა იცოდა არაჩვეულებრივი, ისე ძილიც დევური ჰქონდა. ქვეყანა რომ დაქცეულიყო, არ გამოეღვიძებოდა. ასე რომ, არაფერი გაუგია, როგორ გაუჭრეს მუცელი და ამოაცალეს სტომაქი. ანგელოზმა სტომაქი გამობერტყა, ღობეზე გადაკიდა, თვითონ კი დაწვა და დაიძინა. მეორე დილას რომ წამოდგნენ, გიორგიმ ბრძანა, ზეცაზე ასვლის წინ საუზმედ ხარი დაეკლათ. დაკლეს ხარი, ხორცი მოხარშეს და სუფრას მიუსხდნენ. ყველამ დაიწყო ჭამა, მაგრამ გიორგის კრიჭა შეეკრა, კბილი ვერაფერს დააკარა. დასწყევლოს ღმერთმა, ეს რა მემართება, მე და საჭმელი არ მინდოდესო!..

ანგელოზმა გაიღიმა და ღობეზე გადაკიდებული სტომაქი უჩვენა და თან უთხრა: აი, ჩემო გიორგი, წუხელ მუცლიდან სტომაქი ამოგაცალე, რომ საჭმელი არ მოგნდომებოდა. ზეცაში არავინა სჭამს ისე, როგორც თქვენ აქ დამიწაზე სჭამთ. იქ საჭმლის ჭამა არავის ესაჭიროება. იქ რომ საჭმელი მოგეთხოვა, მე მისაყვედურებდნენ: ეს რა კაცი ამოგიყვანიაო!.. – რა გაეწყობა, ბედს უნდა დავემორჩილოო, უთხრა გიორგიმ.

ნასაუზმევს გიორგიმ დალოცა თავისიანები, გამოეთხოვა ყველას, მოაჯდა თავის რაშს და მთავარანგელოზთან ერთად აფრინდა ზეცას, სადაც მას ღმერთმა მიანდო პატრონობა ჭექა-ქუხილისა, თავ-თავის დროზე წვიმის ჩამოშვება დედამიწაზე და, განსაკუთრებით, დევნა ეშმაკისა და უკეთური სულისა, რომ ადამიანებს არაფერი ავნონ.

და დღეს, როცა გვესმის ციდან ჭექა-ქუხილი და საშინელი გრიალი, ეს რაშის ფეხების ხმაა, რომელზეც წმიდა გიორგია ამხედრებული და ცის ერთი კიდიდან მეორემდე დააჭენებს. როცა მეხი გავარდება, ეს წმიდა გიორგის ნასროლი ბოძალია, დამიზნებულად ნასროლი, ზღვიდან ამოგდებული და მერე ბუზის სახით დიდ ხეზე შემომჯდარი ეშმაკის დასალახვრავად.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები