ჭაგანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:38, 17 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭაგანი – სოფელი საქართველოში, იმერეთში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის თემში. ჭაგანი მდებარეობს მდინარე ჭურთავას ხეობაში, გარშემო ესაზღვრება სოფლები: დიდი ჯიხაიში, ღანირი, დაბა კულაში.

ხალზური ეტიმოლოგიის მიხედვით ჭაგან-ი თურმე „ჭა განიერს“ ნიშნავს: „ძველათე ყოფილა ერთი ხელოსანი, ჭების ამშენებელი კაცი. ამას ყამდა სამი ვაჟი. სულ უმცროს მამის ხელობა უსწავლია. ერთხელ სოლომან ბძენს ეს ოსტატი თავისან დოუბარებია, მაგალითი ჰა უნდა ამოჭრა, ასთე გაქ ნაბძანებიო. დოუწყია ჭრა. დასრულებას ცოტა რომ დაკლებია, ძანიალი გლახათ შექნილა. გაჩერდა თელი საქმე. კვტება ახლა. ვაზირს უკითხია, შენი დაწყილი საქმე ვინ გეგულება, რო დაასრულოსო? - მაინდამაინ ჩემა შვილმა უნდა მოათაოსო. მოუყვანიენ აი ბიჭი და ჭის შენება რო უნახია, დაუჟინებია, მე ამას ხელს არ მოეკიდეფო. კითხენ მიზეზი. – ჭა განიერია, წყალს ცივათ ვერ შეინახამსო და ტყვილა მე უნდა დამანაშაულოთაო. მამამ რო შვილის ამბავი შეიტყო, გეიხარა, ჩემა შვილმა ჩემი გაპლანული საქმე თუ გაასწორა, აწი უცეფურათაც რო მოეკტე, არაუშავს, მე ჩემი კუთნული მოვჩიო. დაათქვეს სოფელს ჭაგანიერი. მერე და მერე ხალხს ჭაგანი დოუძახებია“ (ჟორა მიმინოშვილი, სოფ. ჯიქთუბანი, სამტრედიის რ. 1989 წ.).

ფაქტიურად ჭაგანი წარმომდგარი ჩანს ჭა (← ჭია) „წითელი“, „-რუხი“ და -გან- სიტყვების შეერთებით. გან-ი ქართულ ენაში ადგილის მნიშვნელობით ძველ ქართულ ენაშივეა დადასტურებული, უპირატესად სა- პრეფიქსის გამოყენებით – სა-გან-ი (ვუკ. ბერიძე), განი ადგილის მნიშვნელობით სიტყვა კიდეგანში (შდრ. უ-კიდეგან-ო) გვაქვს შემონახული. განი („ადგილი”) ხშირად ფიგურირებს დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიაში: გოდოგანი დოლოგანი თხილაგანი (სოფლებია). -გან- სიტყვის მიხედვით არის წარმომდგარი საყოველთაოდ გავრცელებული ოროგრაფიული ტერმინი ზეგან-ი „ზედა, ზემო ადგილები“. რაც შეეხება ჭა ფორმას, იგი უთუოდ შერწყმის წესით არის მიღებული ჭია- სიტყვისაგან (შდრ. ჭიათურა – ჭათურა||ჭეთურა). ამრიგად, ჭა-განი (← ჭია-განი) უნდა განიმარტოს როგორც „წითელმიწიანდ ადგილი“ (შდრ. სოფელი მიწაითელი||მიწაწითელი) (წყალტუბოს რ.).

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები