ჯამი (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯამისიდიდეთა (რიცხვების, ფუნქციების, ვექტორების, მატრიცების და ა. შ.) შეკრების ოპერაციის შედეგი.

ორი a და b სიდიდეთა ჯამი ასე აღინიშნება a + b.

n რიცხვის a1,a2,…,an ჯამისათვის გამოიყენება სიმბოლო ∑:


Jam003.png


∑ - ის ნიშანი შემოიღო ეილერმა (1755).

ლათინური summa ითარგმნება, როგორც „მთავარი პუნქტი“, „არსი“, „შედეგი“, „ჯამი“. თავდაპირველად ჯამს უწოდებდნენ ყოველგვარ გაანგარიშების მთავარ რიცხვს. ჯერ კიდევ ლეონარდო პიზანელი წერდა: „გამრავლების ჯამი“, „გაყოფის ჯამი“. ტერმინი „მოქმედების ჯამი“ არითმეტიკული მოქმედების ნებისმიერი შედეგის აღსანიშნავად გვხვდება XVII ს-ის ბოლომდე. XV ს-დან იწყება სიტყვა „ჯამის“ თანამედროვე აზრით გამოყენება, გაჩნდა სიტყვა „შეჯამება“ (1489). ამ ტერმინთან ერთად გამოყენება სხვა სიტყვებიც: „აგრეგატი“, „ნაყოფი“, „შედეგი“.

ჯამის აღსანიშნავად ლაიბნიცი (ხოლო მის კვალდაკვალ სხვა ავტორებიც) იყენებდა ∫ ნიშანს, როგორც სახეშეცვლილ S ასოს, რომლითაც იწყება სიტყვა summa. ასო ∑ არჩეულია, როგორც S ასოს ანალოგი. ეს ნიშანი შემოიღო ეილერმა (1755). ამ სიმბოლოთი სარგებლობდა ლაგრანჟიც. შემდგომში, XVIII ს-ში მას ნაკლებად იყენებდნენ; მწკრივების ჯამის აღსანიშნავად ფართოდ იყენებდნენ S ასოს. როგორც „ჯამის“ გამოსახვა, ∑ ნიშანი კვლავ გამოჩნდა 1822 წ-ს ფურიესთან და 1829 წ-ს – იაკობთან.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები