ჰაიდარ აბაშიძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:02, 26 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბაშიძე ჰაიდარ ალის ძე (15.VIII.1893, ბათუმი - 3.I.1966, თბილისი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი, სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი.

ბიოგრაფია

სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905-1908 სწავლობდა ოსმალეთში, შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913 მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთ საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ, ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. პირველი მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებს. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. 1916 აჭარიდან გადაასახლეს.

წლების განმავლობაში იყო სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის აქტიური წევრი. 1918 გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. 1919 აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ახალციხის კონფლიქტის მოგვარებაში და ბათუმის ოლქის საკითხის დარეგულირებაში. 1918-1920 წწ-ში იყო „სამუსლიმანო საქართველოს განმათავი- სუფლებელი კომიტეტის” აქტიური წევრი, მო- ითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსას- ყიდლოდ გადაცემას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე - მარგალიტა ყაფლანის ასული წერეთელი (15.V.1900, სოფ. პერევისა, შორაპნის მაზრ. - 2.IX.1979, თბილისი).

დოდო ჭუმბურიძე

ლიტ.: ა. ს უ რ გ უ ლ ა ძ ე, აბაშიძე ჰაიდარ ალის ძე. ენც. „საქართველო“. ტ I. თბ., 1997; სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები