ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა 1945

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა 1945''' - აშშ-ის [[ავი...)
 
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017
[[კატეგორია:მეორე მსიფლიო ომი]]
+
[[კატეგორია:მეორე მსოფლიო ომი]]

17:02, 9 იანვარი 2018-ის ვერსია

ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა 1945 - აშშ-ის ავიაციის მიერ II მსოფლიო ომის დროს (ბირთვული იარაღის პირველი გამოყენება).

26 ივლისს ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის მთავრობებმა იაპონიის მისამართით გამოაქვეყნეს კაპიტულაციის მოთხოვნა, რასაც იაპონურმა მხარემ უარით უპასუხა. მაშინ, 6 და 9 აგვისტოს, იაპონიის ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოაგდეს 2 ბირთვულმუხტიანი ბომბი, თითო 20 ტ ტროტილის ეკვივალენტური.

საერთო ჯამში დაზარალდა დაახლოებით 300 ათ. ადამიანი. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ამ საშინელი იარაღის გამოყენებით ამერიკელებმა დააჩქარეს იაპონიის კაპიტულაცია (1945 წლის 2 სექტემბერი). ამასთან ისინი უდავოდ ცდილობდნენ ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენას საბჭოთა კავშირზე, რომელსაც გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ უძლიერესი სახმელეთო არმია ჰყავდა და მზად იყო გაეგრძელებინა შეტევა დასავლეთ ევროპის ხელში ჩაგდების მიზნით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები