Solenanthus biebersteinii DC

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:53, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Solenanthus biebersteinii DC.

Solenanthus biebersteinii DC. - ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). მრავალწლიანი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შებუსულია რბილი ბეწვით. ღერო სწორია, მარტოული ან რამდენიმე, ზედა ნაწილში დატოტვილი. სიმაღლე 40-80 სმ-ია. ფესვთანური ფოთლები ოვალურია, ღეროსეული ფოთლები პატარაა, მოგრძო, უკულანცეტა ფორმის. ყვავილედი სფეროსებური თავთავია, რომელიც შემდგომში გრძელდება. გვირგვინი მღვრიე იისფერია. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე დაბლობისაა. იზრდება ტენიან ტყეებში, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე ალაზნის ჭალის ტყეში. სპორადულად მთელ საქართველოშია გავრცელებული.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები