გალაკტიონ ტაბიძე: გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
დამხმარე მასალა:
მარსიანი: გალაკტიონი და გრანელი |
გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია, |
სანატორია (სანატორიუმი) - სამკურნალო დაწესებულება, სადაც მკურნალობა შეხამებულია დასვენებასთან (აფხაზეთში მრავლად იყო ასეთი სამკურნალო-დასასვენებელი დაწესებულებები) | |||
მომენატრა მზე სინათლის მფენი, მომენატრა ზღვა, რომელიც შორია. მომაგებე შენ იგივე პალმა, სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი; მომაგებე მშობლიური გემი, მომაგებე მშობლიური მიწა, შენი ძველი მეგობარი მიცან. |