გალაკტიონ ტაბიძე: იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
დამხმარე მასალა:
მარსიანი: გალაკტიონი და გრანელი |
ვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია. მესმის რულში, როგორც ყრუ ელეგია, მატარებლის დამღალველი ხმაური, რაღაც მღვრიე, რაღაც არ-აქაური. მე ვიგონებ ვნებას სიყმაწვილის დროს, მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს, იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს! ყველაფერი სიზმარივით გათავდა, რასაც გული სიყრმით დაიხატავდა. მესმის რულში, ერთხელ გაიბზარა რა, მატარებლის: რა-რა-რა-რა, რა-რა-რა. არა - არას, მე ვისმენდი მხოლოდ ჰო-ს, მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს, იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს! სარკმელიდან - მთების უბეში ნიავს არვინ იტყვის: იყავ, ნუ გეშინია! იყო ღამე, იყო უდაბნოეთი, ოდეს მშვიდი და უცნობი პოეტი თვითეულ ჩრდილს შევხაროდი, თითო რტოს, და ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს, იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს! |