გალაკტიონ ტაბიძე:  მამული

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

კითხულობს: პოეტი გიორგი შიშნიაშვილი



დამხმარე მასალა:

 

მარსიანიგალაკტიონი და გრანელი

 


ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასახლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ აყვავდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!