ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა მკითხველს შეუძლია ისარგებლოს ბეჭდური მასალის ასლის გადაღებით, სკანერის აპარატით, რისთვისაც უნდა მიმართოთ ბიბლიოთეკის თანამშრომელს. ასლის გადაღებისას მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. საარქივო მასალებისა და იშვიათ გამოცემათა ფოტოასლებისა და ასლების გადაღება ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლებამოსილი პირის ნებართვით.
ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა სამკითხველო დარბაზში ინტერნეტში თავისუფალი დაშვება უზრუნველყოფილია უკაბელო Wireless ტექნოლოგიის მეშვეობით.
ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები ღიაა 10:00-20:00 საათამდე და მუშაობს ყოველდღე გარდა ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო უქმე დღეებისა.
იხილე ასევე
სამკითხველო დარბაზების სამუშაო საათები
სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესები
სამკითხველო დარბაზები
დამატებით იხილე