The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ვაჟა-ფშაველა თხზულებანი (ტომი VIII, თარგმანები)

ვაჟა-ფშაველა თხზულებანი (ტომი VIII, თარგმანები)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ვაჟა-ფშაველა
თარიღი: 1964
აღწერა: გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1964 წელი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია , რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი სარედაქციო კოლეგია: გიორგი ლეონიძე (მთავარი რედაქტორი), გიორგი აბზიანიძე, დიმიტრი ბენაშვილი, სოლომონ ყუბანეიშვილი, მიხეილ ჩიქოვანი ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, ვარიანტები და შენიშვნები დაურთო ლ. სანაძემ რედაქტორი ნ. ინასარიძე, მხატვრული რედაქტორი გ. გორდელაძე, ტექრედაქტორი ვ. ხუციშვილი, კორექტორი ე. ტრიპოლსკაია



1 ლექსები

▲ზევით დაბრუნება


1.1 წინასწარმეტყველი

▲ზევით დაბრუნება


(ლერმონტოვისა)

უყურეთ, ძმანო, აი ის კაცი,
რომელიც ღმერთმა გამოგვიგზავნა,
ტან-ფეხ-შიშველი და უფერული, -
სიმართლის წყალში ზეცამ აბანა.

მიდით, მტირალი სახე გასინჯეთ!
ხომ ხედავთ ამის დახეთქილ ფეხებს?!
ჯიბე და უბე კარგად უნახეთ -
საგძალს და ოქროს ხომ არ ატარებს?

სიდგან რა ადგილს გადმოვარდნილა,
სად ზღვა-ხმელეთი შემოუვლია.
თვალ-პირზედ, ტანზედ მტვერი სქლად აძევს,
სჩანს თავისათვის არ მოუცლია.

ოქროს და ვერცხლსა წინ რომ აგებებთ,
სახის ღმეჭითა თვალს რად გარიდებსთ?
მისთვისა, ძმანო, რომ გაიგონოთ,
რაზედაც იგი თქვენ დაგარიგებსთ.

მაგას არ უნდა ქვეყნად ქონება,
მაგის ქონება - წმინდა ენაა;
არ უნდა მაგას თქვენი დიდება -
ეგ მხოლოდ იმის გულის წყენაა.

მას ღმერთმა მისცა ტანჯულთ ქვეყანა,
მან იმ ქვეყანას უნდა დასტიროს,
უნდა იბრძოლოს იმის მტერთანა,
ლახვრით ხალხისგან თვით განიგმიროს.

მაგრამ ჩვენ მაგის სიტყვა არ გვესმის,
ყურებს როგორღაც ეჩოთირება,
გულსა ღრაჭუნით ქლიბივით ესმის,
ჟანგი არ უშვებს, ვერ ეკიდება.

1881 წ. მარტის 20.

წინასწარმეტყველი

ნაბეჭდი: ჟურნ. „იმედი“, 1881 წ., № 5.

ეს ლექსი წარმოადგენს დიდი რუსი პოეტის მიხეილ იურის-ძე ლერმონტოვის (1814-1841) «Пpopoк»-ის მეტად თავისუფალ თარგმანს. ამის შესახებ პირველად მიუთითა ს. ხუციშვილმა (იხ. გაზ. „კომუნისტი“, 1961 წ., 31 აგვისტო, 199, გვ. 4)

1.2 * * *

▲ზევით დაბრუნება


(თარგმნილი პოლშურიდან)

ბულბულსაც მოეწყინება
ტირილი მუდამ ვარდზედა,
წავა, ტყეს მიიმალება,
ან გადაივლის მთაზედა...
მესმის, რისთვისაც სოფლადა
ჯავრი გულს მიღრღნის ძალზედა...
წავალ, იქ გადავვარდები,
საცა მთანი და კლდენია,
ნაპრალის თავზედ ვამრავლებ
ცრემლს, რაც აქამდინ მდენია -
სალმა კლდეებმა მიიღონ
იქნებ ნაღველი ჩემია.

[1886 .]

*** („ბულულსაც მოეწყინება“...)

ნაბეჭდი: გაზ. „თეატრი“, 1886 წ., 24.

ხელწერა: „ვაჟ-კაცი“.

9 გადავვარდები] გადავარდები.

1.3 ჰეინედამ

▲ზევით დაბრუნება


საღამოს ჟამმა არე დაფარა,
ტალღების ქედზე ჯანღები დიან,
დიდებულ ზღვასა ღრმა ძილით სძინავს,
მის მკერდზედ ტკბილი სიზმრები ჰკრთიან.
მაგრამ იქიდამ გასაკვირველი,
თეთრად მოსილი გამოჩნდა ქალი.
ის არის ტურფა, მეტად ლამაზი,
მძვინვარე ზღვისა გაზდილი ალი.
იმის მომხიბვლელ მშვენიერებას
არ მოშორდება ერთ წამსა თვალი.
მოვიდა ჩემთან, მომიახლოვდა,
როგორაც ტოლი, როგორაც ცალი.
მის ტურფა მკერდი ადის და დადის,
იქ ღრმა გრძნობისა ეტყობა კვალი.
ხელი მომხვია, მიმიკრა გულზე,
უნდა გამწუროს, დამიდნოს ზედა.
„გულს რად მიხუთავ, ქალო ლამაზო,
რად მიკრავ ეგრე მაგრა მკერდზედა?“
„იმიტომ, ჩემო, იმიტომ, კარგო,
სიცივისაგან ვკანკალებ, მხედამ?
მინდა გამათბოს შენმა სიცხოვლემ,
ხელის მოხვევნას იმიტომ ვბედავ“...
მაღლიდან მთვარე დაღონებული
მჭმუნვარე სახით თავს დაგვცქეროდა.
„თვალი გემღვრევა, გიწყლიანდება“.
ზღვისა ასულსა არა სჯეროდა:
„შენ გეჩვენება, სულ ტყუილია,
მოცრემლილია? რას ამბობ, ბეჩა,
როს ტალღებიდამ გამოვდიოდი,
მაშინ წყლის წვეთი თვალებზედ შემრჩა“.
აძრახდა გედი თავმომწონედა
და მხრები მძლავრად ზღვის ტალღებს დაჰკრა.
„ლამაზო ქალო, ასულო ზღვისავ,
რად გიცემს გული საოცრად მაგრა?“
„რად მიძგერს გული ასე ძლიერად?
რას ამბობს ერთი სულელი, დახე!..
იმიტომ, კარგო, რომ ძლიერ მიყვარს,
მიყვარს უდივრად მე კაცის სახე“.

[1893 .]

ჰეინედამ

ნაბეჭდი : გაზ „ივერია“, 1893 წ., 50.

ჰაინე (ჰეინე) ჰენრიხ (1797-1856) - დიდი გერმანელი პოეტი და პუბლიცისტი.

1.4 ყორანი

▲ზევით დაბრუნება


ედგარ პოსი

საშინლად ბნელა. მარტოდმარტო ვარ...
არ მეკარება თვალზედა ლული.
სნეული სევდის მორევში ვცურავ,
სულშეხუთულსა მიკვნესის გული.
წიგნებს ვალაგებ და შემომესმა,
დამიკაკუნა ვიღაცამ კარი.
შიშმა შემიპყრო, თანაცა ვფიქრობ:
რა დროს მოსვლაა, ნეტავ ვინ არი?
არავის ველი, ის ხომ აღარ მყავს...
გზადაკარგული იქნება მგზავრი,
ნახა სინათლე და მომატანა...
აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!

ზამთარი იყო. ჰყინავდა, თოვდა,
ქარი ღმუოდა, ძლიერად ჰქროდა.
გაჩაღებული ბუხრისა ალი
ჩემ ყრუ სადგურის კედლებზე ჰკრთოდა.
ცეცხლისა ალი დაქსაქსულიყო
უხვად ოთახის ყოველ მხარესა,
მაგრამ არც სითბო და არც წიგნები
ვერა სწამლობდენ გულის ნაღველსა.
ლენორავ! სად ხარ? აღარ მომხედავ?
სადარს შენ თვალთა მადლი ნეტარი?!.

კვლავ ტირის გული, ახლდება წყლული,
ვერ ამოვითქვი, არ იქნა, სული
და აბრეშუმის ფარდის შრიალი
კვლავ მიათკეცებს ტანჯვას, ტიალი.
ვის ველოდები? ან რაზე ვკრთები?
რა მემართება? ნეტავ რას ვშვრები?
გონდაფანტული ჩემთვის ვჩურჩულებ,
ვფიქრობ ტკივილსა მით დავიყუჩებ:
„ვიღას მოველი? ვინღა მომივა?
მგზავრს ვისმე სტუმრად მიგზავნის ყინვა:
სწადიან ცეცხლთან გათბეს საწყალი,
შეაწუხებდა თოვნა და ქარი...
„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!“

ჩემმავე ბოდვამ გამომაფხიზლა
და გამამხნევა, შემმატა ძალი.
ათრთოლებულის წარმოვთქვი ხმითა:
„ვინა ხარ მანდა? მოხვედი სითა?
გთხოვთ მომიტევოთ, რომ გაცდევინებთ,
ამ სიცივეში მანდ გათევინებთ.
კარის კაკუნი სუსტად მომესმა,
რომ ის მეგონა მე უბრალო ხმა.
ჩავთვალე იგი მოჩვენებადა,
ქარბუქისაგან მონაბერ ხმადა“.
ავდეგ, მაშინვე გავაღე კარი,
არეს ეფარა ზეწარი შავი.
შემომღმუოდა თავ-პირში ქარი:
„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!“

ხელახლა ისევ შემიპყრო შიშმა,
არსად სინათლე, არსაიდან ხმა.
მოჩვენებათა აღტყინდა ხროვა.
წარსულ, დაკარგულ ბედნიერ წამზე
დაუსრულები მოთქმა და გლოვა.
მას ვერ მიჰხვდება ხალხისა გროვა.
ტკბილ ოცნებათა გადართხმულ ზღვაში
„ლენორა!“ უცბად გაისმა ცაში.
ჟრჟოლა მომვიდა. გავიგე ცხადად
აღელვებულმა წარმოვთქვი თავად.
და გამოხმობამ ხმა მომცა მწარი:
„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!“

ისევ მოვუჯექ ახლო ბუხარსა,
ავყევი ისევ გულისა თქმასა.
ფანჯარას სცემენ, ცხადად მესმოდა,
ძლიერ, საბრალოდ ისიც კვნესოდა.
„იქ არის ვინმე უეჭველადა,
დარახუნდება ფანჯარა რადა,
თუკი არ ახლოს არავინ ხელი?
ვინ უნდა იყოს? ღამეა ბნელი...
იქნებ შიშისგან ეს მეჩვენება.
არას დამიშლის მე შესვენება.
მაშინ გაგება ადვილი არი.
იქნებ ბოდვაა? ან იყოს ქარი?..“
აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!

ავდეგ, გავაღე მყისვე ფანჯარა,
ბნელმა ოთახი სრულად დაფარა.
როგორაც კუპრი და უკუნეთი,
შინ შემომეჭრა ფრინველი ერთი.
ფრაშუნობს სახლში, როგორც ბორანი,
ის იყო დიდი შავი ყორანი.
მრისხანე არის, ვით ჯოჯოხეთი,
მას არ ელოცა არას დროს ღმერთი.
ავლებს ოთახში წრეებს ჩუმადა
და მერე დაჯდა დინჯად, უბრადა,
პალადის ძეგლზე ბოროტი, ბნელი.
ცივად მიცქერის არაფრის მთქმელი.
ზის და მიცქერის ჩემი ამქარი...
აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!..

იჯდა დინჯადა განრისხებული,
მეც შევცქეროდი განცვიფრებული.
მეღიმებოდა. მოვყე ხუმრობას
და შევეყბედე, ვაფიცებ ძმობას:
„თუ გწამს უფალი, პირდაპირ ჩემსა
სიდან მოჰფრინავ, მითხარი, დღესა?
რომელს მხარესა წინად სცხოვრობდი?
ან ამ ქვეყანას წინადაც სცნობდი?
თუმც არ გასხია ტანზე აბჯარი,
მაგრამ გეტყობა ძველი გაქვს გვარი,
შენი სახელი, მითხარ, რა არი?“
პასუხად მესმა მისი ყრანტალი:
„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!“

იმის პასუხსა გავკვირდი მენა,
რომ ამოიდგა ფრინველმა ენა.
თუც სანუგეშო არარა სთქვა მან,
წყლულის წამალი არ მომიტანა,
არც აზრი იყო იმის სიტყვაში,
მით ჟრუანტელი მივლიდა ტანში:
საშინელს სურათს იგი ჰხატავდა,
ძეგლზე ყორანი კისერს ჰსძაბავდა,
კაცთა ენაზე მის საუბარი:
„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!“

ბნელის ღამისა ის იყო მსგავსი,
შავის ფიქრებით იგი აღსავსი.
და მედიდური სიჩუმე ყორნის
თან წარმოთქმული სიტყვისა ორის
საკმაო იყო გამოექვეყნა
ყორნის სულისა აზრი, კვეთება.
მე გულმოკლული ვდუდუნებ ჩემთვის:
„ყველა სიამე, რაც ვიგრძენ დღემდის,
წავიდა, გაჰქრა, როგორც ოცნება,
მე დამრჩა მხოლოდ ტანჯვა-გოდება.
ვარ მარტოდმარტო, ობოლი, მწირი,
არსად თვისტომი, არც მეგობარი.
ყორანიც წავა, ვიდრე ინათებს“.
პასუხად მესმის იგივ ყრანტალი:
„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!“

შემაკრთო ფრიად ყორნის პასუხმა
მოსაზრებულმა და გონივრულმა.
თითქოს გაიგო ტკივილი ჩემი.
სულ ტყუილია: ოცნების გემი
მიმაფრენს, მივსდევ, იმიტომ ვსცდები.
დასწავლილი აქვს მაგას ეს ხმები.
ვინ იცის ვისგან შეუსწავლია,
განდეგილთანა მას უცხოვრია,
რომელსაც დარდი ჰკლავდა, ჰქენჯნიდა
და დაჟინებით ამას მოსთქვამდა,
ბოღმით გვემული და განამწარი:
„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!“

მაგრამ ყორანმა მაინც გამართო,
ავდეგ - ბუხარში შეშა დამერთო,
მერმე სკამითა მისკენ მივქანდი
და თვალებითა ყორანსა ვთქამდი.
შევჩერებოდი იმას სახეში,
მსურდა შემეტყო ყორნის თვალებში
ღრმად დაფიქრება, მისი ოცნება,
ჰქონდა თუ არა თავში გონება,
რომ მკითხავივით მიხსნიდა ფიქრსა, -
მართლა შეგნებით ამბობდა ისა:
„არ შეიძლება აღდგომა მკვდრისა!“

იგი წინანდლებრ დინჯადვე იჯდა,
ცეცხლის ნაპერწკლებს თვალთაგან სცრიდა-
ჰსურდა ამ ცეცხლით ჩემი გაკვეთა.
სხივი ჭრაქისა უხვად ხალიჩას,
სავარძლის ხავერდს ეფინებოდა,
საცა ვავლებდი დაღალულს თვალებს,
ვიგონებდი რა წარსულსა წამებს,
მაგრამ, ვაჰ, წყლულსა რა დააამებს?!
და აგერ, ვითომ სავარძელზედა
ლამაზის თავის შევნიშნე კვალი...
თმისა ნაწნავი... არ მმტყუვნობს თვალი...
ვაი რომ, აღარ აღსდგება მკვდარი!

ვიგრძენ, ჰაერი აღშფოთებული
წამს გაიჟღენთა საკმლის სუნითა,
იქით, კედლის წინ, ხალიჩაზედა
ნაზი ფეხის ხმა მესმა ყურითა
ცხადად, აშკარად. და მეჩვენება:
ცით ჩამოსულა ანგელოზთ კრება,
ცოდვილს ქვეყანას სტუმრად სწვევიან,
ჩემს სახლს გარშემო შემოჰხვევიან.
ვყვირი ხმამაღლა: „ნუთუ, უფალო,
შენ მომივლინე ციურნი ძალნი,
რომ დავიყუჩო გულის ტკივილი,
განვკურნო ცრემლით დამწვარნი თვალნი?..
და დავივიწყო“... კვალად ხმა მესმის:
„აღდგომა მკვდრისა წესი არ არი!“

ეს დამყრანტალა ყორანმა თავზე,
გაჯავრებულმა მეც იმის ხმაზე
წამოვიძახე: „დამღონებელო,
ამ უდროვო დროს ჩემო მტანჯველო,
უბედურების, ტანჯვის მომგვრელო!
ვინც უნდა იყო, თუ გინდა ალი,
რომ ავიტანო ამდენი ტანჯვა,
მექნება კიდევ შეძლება, ძალი?
ოცნებას მოსწყდეს ჩემი მტანჯველი
და არ აფრქვევდეს ცრემლებსა თვალი?
უგუნურ ტანჯვის მთლადამოიფხვრას,
არ ეტყობოდეს გულს მძიმე კვალი“.
შემომყრანტალა: „არ სდგება მკვდარი!“

მაშინ დავუწყე ხვეწნა-მუდარა:
„მითხარი სწორე, თუ გწამს უფალი,
თუ გწამს ის წმინდა ჭეშმარიტება,
ნუ დამიმალავ, მითხარ მართალი;
თავს არ დავზოგამ და არც დაგწყევლი,
იმავ წუთასა თუნდა მომკალი.
როცა უფალი ჩემს ტანჯულს სულსა
მიიღებს, ეპყრას ხელთ როგორც ჭიქა
ნამტვრევ-ნამცხვრევი, ვნახავ, მითხარი,
ლენორას სადმე, შევხვდები იქა,
შემომხვევს კვალად კისერზე ხელებს,
შევახებ კიდევ ლოყაზე პირსა?
ვნახავ თუ არა, ვით დილის ცისკრის,
მადლის მფრქვეველსა მის თვალთა სხივსა?“
ის წყეული კი მასვე ყრანტალებს:
„სად გაგონილა აღდგომა მკვდრისა?!“

ვერ მოვითმინე და შევუძახე:
„ასჯერ წყეული იყავ ღვთისგანა,
საუკუნოდა გაყრას გვიქადის
ეგ შენი ენა - ჭირსა ჭირთანა!
მაშ უნდა დავრჩე იქაც ობლადა,
ვერ დავისვენო ვერავისთანა?!
მძულს დაღვრემილი მე შენი სახე
და ღვარძლიანი ბოროტი ენა.
წადი, გამშორდი, შემზარავი ხმა
ჩასწყდეს, არ მწადის შენის ხმის სმენა!
იქ იყრანტალე, საცა ჰაერი
არარაობით არის მოცული;
სად ტანტალებენ მხოლოდაჩრდილნი,
არც წარსულია და არც მოსული;
სადაც მხოლოდა ქარი ბობოქრობს,
ადამიანის არა სძგერს გული!
გამშორდი! ფიფქიც კი არ დასტოვო
თოვლისა, ნიშნად შენს აქ ყოფნისა,
რომ არაფერმა არ მომაგონოს
წამი შენ აზრთა, შენის ცნობისა“.
იგი კვლავ ისევ იმას ყრანტალებს:
„მკვდარი ამდგარა სად და როდისა?!“

როდი გაფრინდა, იქვე ზის წყნარად
წარბშეუხრელად, ბოროტი შავად.

ბოროტ სულივით ამაყმა, უტყვმა
ჩემ შინ დაიდვა სამუდმო ბინა,
არ ენანება ბეწვის ოდნადა
რაც დამაძმარა, რაც მაწყენინა.

მისი აჩრდილი გადმოწოლილი
შავბნელად ჰმოსავს, სახლშია რაცა.
დამაწვა ტანზე, გრძნობა-გონებას
ჩემსას მძლავრადა ბრჯღალები სტაცა.
მთელს შენობაში გამეფებული
არის მხოლოდა ბნელი, წყვდიადი,
მის აჩრდილის ქვეშ ისმის მხოლოდა
გამუდმებული კვნესა დიადი.
გულზე დამედვა სამარის ლოდი,
სულში არ მოჩანს სინათლის ცვარი,
არც ვეღირსები მას არასოდეს, -
აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!

[1906 .]

ყორანი

ნაბეჭდი: გაზ. „მეგობარი“, 1906 წ., 69.

12. 1-2 სტრიქონებს შორის გაზ. „მეგობარში“ წერია „პოემა“. 2 პოსი] პოესი.

13. 2 ვშვრები ვშოები; 36 ისევJ ისე.

14. 22 პალადის] პალლადის.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟა-ფშაველას კაბინეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, ედგარ პოს „ყორანი“ ეს თარგმანი ვაჟას შეუსრულებია ლეონიდ ობოლენსკის თარგმანის მიხედვით, რომელიც დაიბეჭდა ჟურნ. «Cвeт»-ის 1879 წ. დეკემბრის ნომერში (იხ. ს. ყუბანეიშვილისა და ნ. წერეთლის წერილი „ვინ უთარგმნია ვაჟას?“ - გაზ. „თბილისის უნივერსიტეტი“, 1964 წ., 5/VI, 21, გვ. 3).

პო ედგარ ალან (1809-1849) - ამერიკელი რომანტიკოსი მწერალი.

1.5 საქართველოს ოცნება

▲ზევით დაბრუნება


ვუძღვნი ქართველ ხალხს

ანატ. კრემლიოვისა

(თარგმანი რუსულიდან)

1

სიზმარი ვნახე: დღეა ნათელი.
ჩემს გარეშემო სიცოცხლე სდუღდა.
ცით დასწოლია აჩრდილი მიწას,
თითქოს იმისთვის სიტურფე ჰშურდა.
ღრმა ხეობაზე მოჰქუხს მდინარე,
ვისღაც უწყრება, რაზედღაც სწუხდა.
უწოდებს ხალხსა მტერთან საბრძოლად,
ბულბულთან ერთადამ ჰანგზე ჰქუხდა...
მესმის ბრძოლის ხმა, ჟღერა აბჯრისა
შურისძიების დაუზოგავი;
თავისუფლების მოტრფიალეთა
აქ არ სცხრებოდა არადროს მკლავი.
მედგარ ბრძოლაში გამობრძმედილმა
ბევრმა შესწირა სამშობლოს თავი.
ღრმა ხეობებში, მთების კალთებზე,
სადაც მოსჩქეფენ მშფოთარნი წყალნი,
კლდისა ნაპრალსა გადმოკიდებულს
შეჰკედლებოდა ადამიანი.
სცხოვრობდა ლაღად, ხანა მღეროდა,
ხან გულს ნაღველი მოერეოდა,
სიყვარულისა გრძნობას ციურსა
შურისძიებაც შაერეოდა.
ვით ღვინის ნაკადს სისხლის წვეთები,
ვხედავ მოდიან ჩემს წინ მხედრები:
მძიმე ლაშქარი აბჯრით მოსილი,
ტანით ტურფანი, სახით მედგრები
და თვალებიდან ცეცხლის მფრქვევლები.
მოაქროლებენ ფიცხსა ტაიჭებს
და რისხვით სავსე მათი სიმღერა,
გულში გრძნობათა მოუსვენრობას,
აეხმამაღლა, გაეძლიერა.
ჯარს ემატება გუნდი გუნდზედა,
ხმლები, ხანჯრები ტანს უბურავენ,
გააფთრებული მხედართ ცხენები
თვალდაფეთებით ოფლში სცურავენ.
ვხედავ, გროვიდან ტურფა ასული,
მის სილამაზეს ვერ ასწერს ენა,
ვაჟკაცურადა, თავგამოდებით
მოაქროლებდა ცხენსა ჩემსკენა.
თავბრუ დამხვია იმის სიტურფემ,
წინ მივეგებე გაქანებული,
ჯილავი ვტაცე ცხენს, შევაყენე
და შევყურებდი აღტაცებული:
აბჯარ-აბგარში ქალი ჩამჯდარი
თვალებს აელვებს, რაღაცა სწყინდა
და სიყვარული მძულვარებასა
იმის თვალებში დროდადრო სცვლიდა.
სულშეხუთულმა მღელვარებითა
ძლივსღა ვუთხარი მე სიტყვა ერთი,
მოწიწებითა თვალებში ვუცქერ
და ვეკითხები: „თუკი გწამს ღმერთი,
რა გქვიან, მითხარ, და ან ეგ სახე,
ღვთაებისა და სამოთხის მჩენი,
ვინ გააჩინა? გამაგებინე,
მე ვერ მივმხვდარვარ, არა ვარ ბრძენი“.
ქალმა ტკბილის ხმით დაიწკრიალა
სიტყვა ლამაზი და მოსალხენი:
ჟრჟოლა თავიდან გულს დაემღერა -
„საქართველო ვარ მე დედაშენი“.

2

გაჰქრა ჩვენება. ვით სუდარაში,
ნისლში ეხვევა სამყარო მთელი,
მიყუჩ-მიჩუმდა სრულად ბუნება,
თითქოს სიკვდილსა დაედვას ხელი.
დაჰბერა ქარმა, ნისლი გაჰფანტა,
ჩამავალის მზის ბედკრული სხივი
ეალერსება მთა-ბარს ნაღვლიანს
და მას იხუტებს ბუნება ცივი.
ბნელს ხეობაშიც მდინარე ტირის,
მას სიხარული აღარ ეტყობა,
ნაღვლით სავსეა ბულბულის სტვენა,
კაეშანითა გული ეპობა.
ბრძოლის ხმა ისმის, კვნესა და ოხვრა -
ომის მხლებელნი სადღაც შორითა
ტირილით ლოცვა, მღერისა ნაცვლად,
მოისმის ტყიდან, წყალზე გორითა.
ცა, დედამიწა მწარედა ოხრავს,
ოხრავს უენო ტყე დაბურული,
მწვანე მინდორი, მთები მაღლები,
მთაზე კლდე ბანად გადმოხურული.
მთელის ბუნების დაღონებამა
გული მომიკლა, მეც დამაღონა.
წინადვე ვიგრძენ, კარგს არას ვნახავ...
რაც ვნახე იყო ნაგრძნობის წონა:
გავცქერი შორსა და თვალთა ხედვა
ქვეყნის სივრცეში იღუპვის, ინთქმის.
კვლავ ვაკვირდები და მოჩვენება
მიახლოვდება, ფეხის ხმა ისმის.
მოვიდა ახლო, გარჩევით ვნახე
იმისი სახე: ბრწყინვალე შუბლი,
გაშლილი თმები, შუბლს - მღელვარება.
გადაღეღილი ქალს ჰქონდა გული
(ზედ ეტყობოდა დიდი ხნის წყლული).
თვალებში უკრთის დიდი ნაღველი,
ალბად რამე აქვს ჩემთან სათქმელი,
ჰსურს რომ დარდები ქალმა მიამბოს
და კაეშანი მით გაიქარვოს.
კაბის შრიალი ფოთლისას უგავს
უნდა რომ მითხრას, მაგრამა ხათრობს
და დაღარულის შუბლის კანითა
მიკოდავს გულსა, შიგ ისრებს მასობს.
მომიახლოვდა და ასე მითხრა:
„ვერას მიშველი? მე წამიყვანენ,
სასწაულია გაუსხლტი მტარვალთ
და, თუ მიპოვნეს, იმ წამს მომკლავენ!“
„ვინა გყავს, ქალო, მითხარი მტერი?“
„არ ვიცი, არა, ვიზე გიჩვენო!
მაგრამ ვგრძნობ მოვა: სჩანს მისი ხელი.
ახ, რომ იცოდე როგორ ვიტანჯვი
და სულს მიხუთავს ფიქრები მწველი!“
„რა ცოდვისათვის ხარ შენ დასჯილი?“
„ერთი მაქვს მხოლოდ დანაშაული,
ეს არის მხოლოდ დღეს ჩემი ბრალი,
რომ მეზიზღება ფრიად მონობა,
მინდა რომ ვიყო თავისუფალი“.
„მაინც სადარი, ვინაა მტერი?“
„არ ვიცი. არა, ვერაფერს გეტყვი,
მაგრამ ამას ვგრძნობ დღე მითავდება,
მიშველე რამე, თუ შეგიძლიან,
სისხლის ცრემლსა ვღვრი, გული მიდნება“.
„ვინა ხარ, ვინა, შენ, წამებულო,
ვისი ხმა მესმის მე ამაზრზენი?!“
და მიპასუხა: „სხვა არავინა,
საქართველო ვარ, სამშობლო შენი“.

3

იმავე წამში გაჰქრა მზე ცაზე.
შორიდან ისმის ქუხილი, გრგვინვა.
ხმა თოფებისა, მუქარა, კვნესა,
დაჭრილებისა ოხვრა და გმინვა.
გრძნობამიხდილი პირქვე დავემხე
და მაინც მესმა მწარე ქვითინი, -
ისევ გოდება, ისევ ტანჯვის ხმა
და მასთან მწუხრად ვისღაც ღიღინი.
გონზე მოვედი. გარშემო ბნელა,
შექმნილა თითქოს ჰაერად კუპრი,
მხოლოდ მთვარის შუქს მაღალ ფანჯრიდან
გაეპო მთრთოლარს წყვდიადის მური.
ციხეშია ვარ გამომწყვდეული,
დაკეტილი აქვს მას მაგრა კარი;
ირგვლივ წყვდიადი, სველი კედლები, -
აი, სადა მაქვს თავშესაფარი!
მყუდროებაა, ხმა არსით ისმის,
ჩემის გულისა მე მესმის ფეთქა,
ბორკილის ჟღერამ იქვე ახლოდან
ვაების ტალღა ზედ მოახეთქა.
ციხის კუთხეში მთვარის შუქითა
განათებული შევნიშნე ქალი:
თვალმიბნედილი, ბორკილიანი,
სასომიხდილი და შესაწყალი.
ფერით იმავე მთვარის შუქს ჰგავდა,
ავადმყოფსავით უცემდა გული,
ღრმა ხაზთა შორის ტანჯვა-ვაების
კვლავ გამოსჭვივდა შვენება სრული.
სჩანდა, რომ ქალის ამაყი გული
შეჰრიგებია ბორკილს, ტყვეობას.
თვალთაგან ცრემლი ჩამოსდის ღვარად
და ვეღარ იჩენს იგი მხნეობას.
მსურს ვანუგეშო და გაუფანტო
ტანჯვა-ვაება გულისა მღრღნელი.
მომაკვდავსავით დაკიდებული.
ქალს დავუჭირე მე ცივი ხელი,
შმაგად ვუკოცნი, დაქვითინებით
ზედ დავაფრქვიე მე ცხარე ცრემლი.
გაშტერებითა მან შემომხედა,
კრინტი არ დაძრა, არარა მითხრა.
„ჩემო სიცოცხლევ, ნუთუ იმედი
რომ აღგეძროდა - დავუწყე კითხვა:
ვერ დაჰლეწავდი შენ ამ ბორკილებს?“
იმავ წამს ქალი გამოიცვალა,
გამოცოცხლება დიდი დაეტყო,
გამბედაობის იჩინა ძალა.
იგი წამოდგა მამაცად ზეზე,
მხნეობის ალმა გადაჰკრა ფერზე.
„მრწამს ვიმედოვნებ, ძალა ბრძოლისთვის
გულში ბევრი მაქვს ჯერ შენახული.
მომავალიცა ბრწყინვალე მელის,
ადვილ არაა ვიცვალო რჯული.
რა ვუყოთ, დღესა ბედმა მარგუნა -
დამცრობილი ვარ, გვემულ-ტანჯული,
მაგრამ ეს ტანჯვა წუთიერია,
კვლავ გაცოცხლდება მოკლული გული“.
რა ტურფა იყო იგი იმ დროსა -
მზე იყო სწორედ ღამისა მთენი.
ვინა ხარ, ტურფავ? - კვლავ შევეკითხე.
„საქართველო ვარ - მშობელი შენი“.

4

ერთბაშად გაჰქრა ეს მოჩვენებაც,
საუცხოვო რამ სინათლე გაჩნდა,
რასაც წყვდიადი უჩინარჰქმნიდა,
თვალწინ დამიდგა და ცოცხლად დაჩნდა.
აღსდგა ქვეყანა, ამწვანდა მთები,
მოლხენით მოხტის, მოჰყეფს მდინარე,
ჩიტების გუნდი ჰაერში მოსჩანს
მჟივან-მჟრინავი, მიმომფრინარე.
და კიდით კიდეს ისმის ბულბულის
სტვენა ლხენისა, შვების მფინარე.
ჭალებზე, დაბლა, მდინარეთ პირას
ერთმანეთზედა მოჩანს ბაღები;
ჩაჰხუტებია ყვავილთა გუნდი,
ვით დედის მკერდსა ჩვილი ბალღები,
იმათ მიდამოს. საუცხოვოა.
კლდეთა გროვები კლდეებზე მოჩანს,
ნაპრალი ნაპრალს წინ ეხეჩება,
დაბლა მდინარე ბობოქრობს, მოსთქვამს.
იქ ბუნებისა ჩანგი იკვროდა
უცხო ჰანგების გამომცემელი.
ხალხის მოლხენას თვისას უერთებს
შეფრქვევით, ერთხმად მთა და ტყე, ველი.
უსაკვირველეს თავის ძალ-ღონეს
უგალობს ჰიმნსა ბუნება მთელი.
სილაღით ჰსუნთქავს, რაც თვალითა სჩანს,
აღტაცებითა და ტრფობით სავსე.
იმათი ცეკვა, ქორივით ქროლა,
ღრუბელთა შორის ელვას ვამსგავსე.
მოლხინართ შორის იდგა ლამაზი,
გალაღებული ჰაეროვანი.
ვერა ძღებოდა იმათი ცქერით,
თან ტაშს უკრავდა ხალხს ბანოვანი.
იმაზე ლამაზს, იმაზე ტურფას
ვერას ჰნახავდა თვალი კაცისა.
დაგავიწყებდა სასუფეველსა
რხევა, მიმოხვრა იმის ტანისა.
ოჰ, ღმერთო ჩემო, ეს რასა ვხედავ?
სინამდვილეა, თუ მოჩვენება...
ვუცქერ, ნახული რამ მომაგონდა,
მაჯებზე ხუნდის ნიშნები ჩნდება:
სისხლის წვეთები... ციხეში ვნახე
და ამ დროს იგი მე აქ მიხვდება?
ბედნიერებამ თავბრუ დამხვია
ქალისამ ამ დროს, ვერ მოვითმინე,
მთვრალი ეშხითა და სიყვარულით
მივიჭერ ქალთან, მსწრაფლ მივირბინე.
თავადარ მესმის, თუ რასა ვსჩადი,
ხელებს ვუკოცნი, წავიდუდუნე:
„სიყვარულისთვის თუ საჩუქარი
მოიპოვება დედამიწაზე,
მე მეკუთნოდეს შენდამი ტრფობა,
სხვა არა მინდა მე მეტი მაზე.
მითხარ, სიცოცხლევ, ჩემო საუნჯევ,
თვალთა სინათლევ, ბედის გვირგვინო,
ვინა ხარ, ვინა? გამაგებინე...
მითხარ სახელად რა მოგაქვივნო?“
ჩიტთა სტვენასთან, წყაროს ჩქერასთან,
ბულბულის ხმასთან ხმა შეურია
და გამაგონა ბედით დამტკბარმა:
ის ხმა, რაც მიყვარს, რაცა მწყურია,
ნექტარი იყო სიკვდილის მტერი,
ცამდე ამყვანი და ამაზრზენი.
არ დააყოვნა, დაიწკრიალა:
„საქართველო ვარ - მე დედაშენი!“

[1909 .]

საქართველოს ოცნება

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნაწერთა ინსტიტუტის ვაჟა-ფშაველას ფონდი 157 (B).

ნაბეჭდი: გაზ. „დროება“, 1909 წ., 91 (A).

ხელნაწერის პირველი გვერდის ზედა ნაწილი დაზიანებულია, ამის გამო მთლიანად არ იკითხება სათაური და ავტორის გვარი.

ავტოგრაფი ნაკლულია, იგი წყდება მესამე თავის მე-12 სტრიქონზე.

19. 8-9 ცით დაწოლია... ჰშურდა - B. 10 ღრმა ხეობაზე] მთათა ხეობებში B; მოჰქუხს პირველად მთარგმნელს დაუწერია „მღერის“. 11 ვისღაც] პირველად ყოფილა „რაღაზეც“; უწყრება] სწყრება B. 12 საბრძოლად] ბრძოლისთვის B. 15-16 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „იქ გაწვრთნილებსა მედგარი ბრძოლაში“. 17 აქ არ არა B. 18 მედგარ] პირველად ვაჟას დაუწერია „მედგარის“; გამობრძმედილმა] გაკაჟებულმა B. 30 მოსილი] მორთული B.

20. 6-7 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „ხმლები ხანჯრები ტანს თანდათან მოდის“. 7-8 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „ლაშქარში მიდის კაცი ქუდზედა“. 14 ცხენსა მერანს, ადრე ხელნაწერშიც ყოფილა „ცხენსა“, რომელიც ვაჟას გადაუხაზავს და თავზე დაუწერია „მერანს“. 17 ჯილავი] ჯილაგი - B. 21 „სიყვარული“-ს შემდეგ გადახაზულია „იმის თვალებში“.

22 „დროდადრო“ ხელნაწერში ჩამატებულია, მის ნაცვლად პირველად ვაჟას დაუწერია „ერთმანერთს“ 25-26 სტრიქონებს შორის გადახაზულია „თუ მითხარ“. 27 და ან ეგ სახე] ან ეგ სახეა B, ხოლო ამ უკანასკნელის ნაცვლად პირველად ვაჟას დაუწერია „ვინა ხარ ვინა გაძაგებინე“; „მითხარ“-ის შემდეგ გადახაზულია „სახე“. 29 გააჩინა ვაჟას პირველად დაუწერია „მოგავლინა“. 30 მე ვერ მივმხვდარვარ) ვერ გამიგია B. 31-32 სტრიქონები ∾ B (გადასმულია ციფრების საშუალებით). 32 ლამაზი პირველად მთარგმნელს დაუწერია „ციური“, 33 ჟრჟოლა თავიდან გულს დაემღერა] თავში დაკრული გულს დაემღერა B. 33-34 შორის ხელნაწერში გადახაზულია „ჩემს ვინაობის ამოცნობასა“. 37 სამყარო მთელი ადრე ხელნაწერში ყოფილა „მთელი სამყარო“.

21. 1 სრულად] მთელი B. 3 გაჰფანტა გაფანტა B. 12 „ომის“ შემდეგ გადახაზულია „თან“. 12-13 სტრიქონებს შორის გადახაზულია „აქ ცრემლთა“. 13 მღერისა ნაცვლად პირველად მთარგმნელს დაუწერია „საომარ მღერას“. 15 ცა, დედამიწა] მთელი ბუნება B. 21-22 სტრიქონებს შუა გადახაზულია „ნახული“. 23 გავცქერი ადრე B-ში ყოფილა „გავხედავ“. 33-34 სტრიქონებს შუა ხელნაწერში გადახაზულია „ჰსურს რომ მიამბო“. 36 სტრიქონი ავტოგრაფში წამატებულია 34 და 35 სტრიქონებს შორის. 37 ხათრობს B-ში ადრე ყოფილა „შიშობს“. 38-39 სტრიქონებს შუა გადახაზულია. „გულში“. 39 მასობს] ხელნაწერში პირველად ყოფილა „მირჭობს“.

22. 2. „ვერას“ წინ B-ში გადახაზულია „მე“ 13 ფრიად] B-ში პირველად ყოფილა „მძულს მე“. 23 სამშობლო ვაჟა-ფშაველას პირველად „მე დედა“-ს დაუწერია. 25 „იმავე წამში“ ავტოგრაფში ჩამატებულია. „ცაზე“-ს შემდეგ გადახაზულია „იმავ წუთში“. 26 „ქუსილი“ B-ში ჩამატებულია; გრგვინვა“-ს შემდეგ გადახაზულია „ქუხილი“. 31 ტანჯვის ხმა ვაჟას ჯერ დაუწერია „ნაღველი“. 36 სტრიქონზე წყდება ავტოგრაფის ტექსტი.

კრემლიოვი ანატოლი ნიკოლოზის ძე (1859-1919) - მსახიობი, კრიტიკოსი, დრამატურგი და პოეტი. მისი ლექსი „საქართველოს ოცნება“ («Грузинская греза») 1909 წელს გამოსცა ცალკე წიგნად ჟურნალ „საქართველოს“ გამომცემლობამ.

1.6 სტენკა რაზინი და მისი სატრფო

▲ზევით დაბრუნება


(რუსულიდან)

კუნძულის პირად დაყენებული
გამოიშალა წყალზე ნავები,
შაღებილები ათასფერადა,
შავარდნებივით, სწრაფი, მალები.

წინა ნავზედა თავად სტენკა ზის,
ხელგადახვევით სატრფოსა ჰკოცნის,
ქეიფიანი კარგს გულზედარი,
სატრფოსა ჰკოცნის გმირი გულხელი.

ზურგს უკან დრტვინავს მისი ლაშქარი:
„ძმები დიაცზედ, ჰხედავთ, გაგვცვალა.
იგი თვითონაც დიაცად იქცა,
რა ყველაფერი მას ანაცვალა!“

ლაშქრის დაცინვა და სამდურავი
მრისხანე ბელადს გარკვევით ესმის,
ძლიერის მკლავით ქალს გულზედ იკრავს
და სიბრაზითა გმირს თავბრუ ესხმის.

სქელი წარბები დაბლა დასწია,
უნდა იჭექოს საცაა ცამა,
სისხლით აევსო იმწამს თვალები,
მდინარე შესძრა ბელადის ხმამა:

„ყველაფერს მივცემ, არას დავზოგავ,
კერპს, გაუტეხელს, მოვიჭრი თავსა!“
ხმა მის ძლიერი, როგორც დევისა,
სძრავდა მიდამოს, მთასა და ბარსა.

მისი სატრფო კი შიშითა ჰკრთოდა,
განაბულიყო, როგორაც მწყერი,
გამტკნარებული უგდებდა ყურსა
და ეცვლებოდა ათასგვრად ფერი.

„ვოლგავ, შენ ვოლგავ, მშობელო დედავ,
სახელოვანო რუსეთის წყალო,
არ მოუძღვნია არც ერთ კაზაკსა
მის მსგავსი, რითაც მსურს გაგახარო.

რომ თავისუფალ მოძმეთა შორის
ჩემგან არ დაშრეს ერთობის წყარო,
უნდა ლამაზი ეს ჩემი სატრფო
შენის ზვირთებით ეხლავ დავფარო!“

ხელის გაქნევით, როგორაც ბურთი,
თავისი სატრფო მან წყალში გაჰკრა
და მშვენიერი თავადის ქალი
გიჟმაჟ ზვირთებში ერთ წამში გაჰქრა.

„თქვენ, ეი, ძაღლებო, რისთვისა სდუმხართ?
უნდა ქალური გრძნობა დავთრგუნოთ
და ჩემის სატრფოს მოსახსენებლად
მოდი სიმღერა დავაგუგუნოთ!“

მორჩა, გათავდა, სიმშვიდე სუფევს...
თავქვე მოგორვენ მხოლოდ ტალღები
და ათასფერად შეღებილები
შიგ ბანაობენ ფირალთ ნავები.

სტენკა რაზინი და მისი სატრფო

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნაწერთა ინსტიტუტის ვაჟა-ფშაველას ფონდი №193.

ავტოგრაფი წარმოადგენს შავს. დაწერილია ფანქრით, რომელიც შემდეგ მელნით არის ჩასწორებული მთარგმნელის მიერ.

20. 3 პირად] ავტორს პირველად დაუწერია „პირას“, შემდეგ მელნით შეუსწორებია. 5-6 სტრიქონებს შორის ფანქრით გადახაზულია „და მორულები, როგორც ქალები“. 7-8 სტრიქონებს შორის გადახაზულია „ხელგადახვევით სატრფო“. 8 ხელგადახვევით სატრფოსა ჰკოცნის] ადრე ყოფილა „ეხვევა სატრფოს და თანა ჰკოცნის“, შესწორებულია მელნით. 9-10 „ქეიფიანი... გულხელი“ B-ში მელნით არის ჩამატებული, ადრე ფანქრით ვაჟას დაუწერია

„ქორწილობს ახლად ნასვამდაც არის,
ვაჟკაცს ტუჩებზე ღიმილი მოსდის“.

11 უკან პირველად B-ში ყოფილა „უკანიდან“; „დრტვინავს მისი ლაშქარი“ ავტოგრაფში მელნით არის ჩაწერილი, ადრე მის ნაცვლად ყოფილა „ჩოჩქოლი ისმის“. 12 „ძმები“ შემდეგ არის ჩაწერილი ავტოგრაფში მელნით, ადრინდელი ნაწერი არ იკითხება; ჰხედავთ] პირველად ვაჟას დაუწერია „ძმები“. 13 იგი] თავდაპირველად, B-ში ყოფილა „ეტყობა“. 14 რა] პირველად ყოფილა „და“, ეს შესწორება მელნით არის შეტანილი. 15 „ლაშქრის“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „ჯარ“. 16 გარკვევით] ჯერ ვაჟას დაუწერია „გარჩევით“.

27. 3 „კი“ მელნით არის ჩამატებული სიტყვებს შორის; ჰკრთოდა] პირველად ვაჟას დაუწერია „კრთოდა“, „ჰ“ ჩაწერილია მელნით. 5 „გამტკნარებული“-ს წინ გადახაზულია „სულ“. 9 „არ მიუძღვნია არც ერთ კაზაკსა“ ავტოგრაფში მელნით არის ჩაწერილი, მის ნაცვლად პირველად მთარგმნელს დაუწერია „არ მიგიძღვნია კაზაკისაგან“. 10 მის მსგავსი, რითაც მსურს გაგახარო] პირველად ვაჟას დაუწერია „მსგავსი რითაც მსურს შენ გაგახარო“. 11 რომ] ადრე ყოფილა „და“, შესწორებულია მელნით. 12 „ჩემგან“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „ჩემი“; „ერთობის“ მელნით არის ჩაწერილი, ადრე ყოფილა „თანხმობის“. 18 სტრიქონის შემდეგ ავტოგრაფში მელნით არის გადახაზული ფანქრით ნაწერი შემდეგი სტრიქონები:

„თქვენ ეი, ძაღლებო, გაჩუმებულხარ,
რადა? იმღეროთ უნდა იხტუნოთ
და ჩემის სატრფოს შესანდობრადა
ტკბილი სიმღერა დავაგუგუნოთ!
კუნძულის პირად დაყენებული
გამოიშალა წყალზე ნავები,
შაღებილები ათასფერადა,
ავარდნებივით სწრაფი მალები!“

ხოლო ამის მომდევნო სტრიქონები, ე.ი. 19-25 ავტოგრაფში მელნით წერია. 22 „მოდი“ - მიწერილია მარცხნივ ხელნაწერის არშიაზე, სათანადო ადგილზე კი გადახაზულია „უნდა“.

„სტენკა რაზინი და მისი სატრფო“ წარმოადგენს რუსული ხალხური ლექსის «Из за острова на стержень»-ის თარგმანს.

2 პოემები

▲ზევით დაბრუნება


2.1 ქაჯი

▲ზევით დაბრუნება


(ლერმონტოვისა)

2.1.1 ნაწილი პირველი

▲ზევით დაბრუნება


1

ქაჯი დევნილი, დაღონებული
თავს დაჰბრუნავდა ცოდვილს მიწასა
და ბედნიერად განვლილ დღეთ ფიქრი
გულს უქეჯნიდა ფრიად იმასა, -
იმ დღეთა, როცა ნათელში იყო,
უფლის სახესა ბრწყინვალე სჭვრეტდა
და გათხოვილთა ვარსკვლავთ ნაზ ღიმილს,
მისთვის ნაძღვნევსა, უხვადა ჰკრეფდა;
ცნობისმოყვარე შავს ღრუბელთ შორის
მოძრავ ვარსკვლავთ გუნდს თვალს ადევნებდა;
შემოქმედისა პირმშოსა ძესა
ზიზღი და შური გულს არა ჰკბენდა;
როს ჟამთა ბრუნვა ერთფეროვანი
იმის გონებას ლახტს არა სცემდა.
ბევრი, მრავალი აქვს საფიქრალი,
მაგრამ მას გული არღა შესწევდა.

2

მოხეტიალეს უდაბნოშია
თავშესაფარი არ ჰქონდა მასა.
საუკუნები ისე გავიდნენ,
თითქოს წამი სდევს მეორე წამსა.
არა არღვევდა ერთფეროვანსა
ამა სოფლისა დრო-ჟამის სვლასა.
დაუბრკოლებლადაუარებელს
იგი სთესავდა ქვეყნად ბევრს ავსა.
ბოროტი ქცევა ბოლოს მოსწყინდა
ერთს დროს მეუფის ერთგულსა ყმასა.

3

სამოთხიდამა დევნილი სული
მოსრიალებდა კავკასის ცაზე
და, როგორც ელვა ღრუბლით მკრთომარე,
დასტრიალებდა მყინვარსა თავზე.
მყინვარს, ვით მეფეს - ხმელეთის მპყრობელს,
თავს უმშვენებდა ლალის გვირგვინი.
ქვეით კი დაბლა, ბნელს ხეობაში
ისმოდა მკაცრი გრგვინვა, ბიბინი.
გახეჩილ კლდეში - ვეშაპის ბუდე,
მოსჩანდა ლაღი თვით დარიალი:
ამაშფოთარი მის არემარის
იყო ძუ ლომის - თერგის, ღრიალი.
ფაფარაშლილი იგი გრგვინავდა,
შეუპოვარი, გმირი ბედმლაშე
და მის ჯავრობას ყურს უგდებს ჯიხვი,
არწივი, ორბი მხარმოფარფაშე.
სამხრეთიდამა შავთა ღრუბელთა,
ვით მხლებელთ, ჩრდილოს მიჰყავდათ თერგი,
სალის კლდეების ურიცხვი ჯარი
გზას უღობავდა, როგორაც ხერგი...
საკვირველებით შემოსილიყვნენ,
სთვლემდენ და დაბლა თავებსა ჰხრიდენ;
თვალს ადევნებდენ ცელქსა ტალღებსა
და ალმასებით შუაზე სჭრიდენ.
კოშკ-ციხეები კლდის თავებზედა,
თვით კლდეებზედა მკვიდრადა მდგარი
იცქირებოდენ შეუპოვარად,
რათა დაეცვათ კავკასის კარი.
გასაკვირველი და საოცნებო
ამაზედ მეტი სხვა არა არი!
მაგრამ ზიზღითა ბოროტმა სულმა
გადავლო თვალი ღვთისა ქმნილებას,
მაღალსა შუბლზე ვერ შეამჩნევდი
სინიდისისას ოდნავ მხილებას.

4

სხვა უკეთესი იმის თვალწინა
ბუნების სახე გადაიშალა:
ლამაზის ქვეყნის - საქართველოსი,
მდელო, სერები ნახა იმანა.
ტურფა ქვეყანა, მიწის მშვენება!
ძვირფასთ შენობათ სჩანს ნანგრევები...
და სიცელქითა და შაედრება
აქ რომ ჩამოდის უხვად ხევები.
ფერად კლდეებში დაბადებულნი
მოკამკამებენ ცივნი წყარონი;
ვარდის ბუჩქებში კეკლუცთ სალხინოდ
გალობენ დღე-ღამ აქ იადონნი.
მოსაგრილებლად, მოსასვენებლად
მიწას ამკობენ დიდი ჭანდრები;
სიცხეს და მტერსა როს მიურბიან,
აქეთ იწევენ ხარი-ირმები.
აქ სდუღს სიცოცხლე, ათასგვარი ხმა
ფრინველებისა ტყეში კრიალებს
და ტურფა სუნი ყვავილებისა,
ვით სამოთხეში, უხვად ტრიალებს.
ნელ სიცხით დღისით შემჭკნარი მწვანე
გაიბანება ღამე ნამითა,
ნიავიც ნელი, წყნარად მქროლარე,
გულს ავსებს მადლით და სიამითა.
ცას ვარსკვლავები მოჟიკჟიკენი,
მაცხოვლებელნი ბნელის ღამისა,
თვის გარეშემო მადლსა აფრქვევენ,
როგორც თვალები ქართველ ქალისა,
მაგრამ ბუნების სიტურფემ ქაჯსა
როდი აღუძრა ახალი გრძნობა.
მის გულში სჩქეფდა ნასმენ-ნახულის
წინანდებური ზიზღი და მტრობა.

5

სახლი ააგო მოხუც გუდალმა,
უსწორდებოდა სიმაღლით მთებსა.
დიდს შრომად უჯდა სახლის აგება
მონებას ჩვეულთ დიდის ხნის ყმებსა.
მზის ამოსვლიდამ იმისი ჩრდილი
გრძლად გაწვებოდა მთების კალთებზე
და კლდე რამ იყო ერთი მომდგარი
დარბაზზე მობმულს კოშკსა, ციხეზე.
იმ კლდეზე იყო კიბე ნაკვეთი...
ჩადრწამოსხმული ამა კიბეზე
ჩაეშვებოდა ტურფა თამარი
ლაღის არაგვის, ლაღსა კიდეზე,
წყალს ამოჰკრეფდა და მერე კოკას
გადიკიდებდა მოხდენით მხარზე.

6

დიდი ხანია სახლი კლდის თავით
მუნჯად დასცქერდა მთათ მიდამოსა,
დღეს აქ ლხინია, ზურნის ხმა ისმის,
სტუმრები ჯიხვით სვამენ ღვინოსა.
სასიძოს ელის მოხუც გუდალი,
დაიპატიჟა მთელი უბანი.
ბანი სახლისა პირით-პირამდე
აყვავებულა ხალიჩებითა.
ხალიჩაზე ზის სასძლო თამარი,
გარსშემორტყმული დობილებითა.
ცეკვავენ, მღერენ, ზოგნი ტაშს სცემენ
და აგერ მზემაც დახარა ფრთები,
მოკრიბა სრულად თვისი სხივები,
გადაიარა მაღალი მთები.
წამოდგა სასძლო დაირით ხელში,
უკრავს დაირას, ხან მაღლა ისვრის...
გასრიალდება, როგორც ფრინველი,
მიმოიხედავს... ტანში არ იძვრის.
წამწამს შეარხევს ქალურის შურით,
მაყურებელთა თვალებით სდაგავს,
შავი წარბები გადაჭიმული
ზევიდამ მელნის ორს ტბასა ჰსაზღვრავს.
ოდნავ გადახრილს წელში პატარძალს
არ შაეშლება როკვისა ხერხი
და ხალიჩაზე ჰაეროვანად
დასცურავს მისი ღვთიური ფეხი;
თან იღიმება ტკბილად, ნაზადა,
იგი უმანკო, როგორაც ბალღი...
მთვარისა სხივთა ნამზე თამაში
ვერ შაედრება ამ ღიმილს, ლაღი
მისი ღიმილი თვით სიცოცხლეა
დაუსრულები, უზადო, საღი.

7

ცისკარსა ვფიცავ, დილის ცისკარსა,
სხივს საღამოსას და დილის მზისას,
არც ერთს მეფესა ქვეყანისასა
და არცა მფლობელს თვით სპარსეთისას
ჯერ არ ეკოცნოს ამ გვარნი თვალნი
და არც შადრევანს ჰარამხანისას
არ გაებანოს მისებრი ტანი;
არც ერთს აშიკსა საყვარლის შუბლზე
არ გაუშლია ისეთნი თმანი.
რაც რომ სამოთხე კაცთა დაკარგეს,
რამდენი არის გავლილი ხანი!
მაგრამ მას შემდეგ ისე ლამაზი
არღა უნახავს ქვეყანას ქალი.

8

უკანასკნელად დღეს თამაშობდა,
ხვალ მიელოდა მას უცხო მხარე,
ყოფნა მონისა უთავისუფლო
და ან, ვინ იცის, თვით ბედიც მწარე,
უცხო სამშობლო, უცხო ოჯახი -
ცოტა ამისგან ჰკრთებოდა მთვარე.
მაინცდამაინც ქალს მიხვრა-მოხვრა
ჰქონდა მარტივი, გრძნობა ცხოველი
და სავსებითა ცა-ქვეყნის მადლი
იხატებოდა მასში ყოველი.
კარგი რამ იყო ამ დროს თამარი
და რომ ენახა იმ წყეულს ქაჯსა,
დაკარგულ ბედის სამგლოვიაროს
გადაიძრობდა გულიდამ თალხსა.

9

ნახა კიდეცა... და უცებ ქაჯსა
აღეძრა გულში ზღვად მღელვარება.
მის ჟანგიანმა, წრიაკმა სულმა
იგრძნო საამო რამ ნეტარება.
და კვლავ შეიძლო მან სილამაზის,
ტრფობა, კეთილის ცალკე გაგება.
ამ მშვენიერის სანახავითა
დიდხანს ატკბობდა თვისს ოცნებასა.
ფიქრს ფიქრი მოსდევს განუწყვეტელად,
იგონებს წარსულს ნეტარებასა.
მისი ფიქრები მისსავე თვალში
ჰგვანდენ ურიცხვსა ვარსკვლავთ კრებასა;
მაგრამ ახალი დარდი გაუჩნდა,
იგი არ მისცემს იმას შვებასა.
მძინარე გრძნობამ გამოიღვიძა,
ესაუბრება ძველის კილოთი,
გადასხვავების ნუთუა ლანდი?..
გონებას სტანჯავს მწარე ფიქრითა.
მაცდურებისა სიტყვებს ეძებდა
თვის გონებაში, მაგრამ ვერ ჰპოვა.
მაშ დაივიწყოს? ღმერთს არა ჰნებავს,
არც თვით ისურვებს - ურჩევნის ხსოვა.

10

მოღლილს ტაიჭზე თამარის საქმრო
თვის დანიშნულთან ეშურებოდა.
ეს დღეც გათავდა, შავი ნაბადი
მიწას ღამისა ეხურებოდა.
მშვიდობიანად მან მოაღწია
არაგვის.კიდეს ამწვანებულსა.
და სავსებითა ცა-ქვეყნის მადლი
იხატებოდა მასში ყოველი.
კარგი რამ იყო ამ დროს თამარი
და რომ ენახა იმ წყეულს ქაჯსა,
დაკარგულ ბედის სამგლოვიაროს
გადაიძრობდა გულიდამ თალხსა.

11

მოღლილს ტაიჭზე თამარის საქმრო
თვის დანიშნულთან ეშურებოდა.
ეს დღეც გათავდა, შავი ნაბადი
მიწას ღამისა ეხურებოდა.
მშვიდობიანად მან მოაღწია.
როდესა არაგვის კიდეს ამწვანებულსა.
წინ მოუძღოდა აქლემთ ქარავანს,
მრავლის საჩუქრით აკიდებულსა,
მთები ეფხიზლა ზრიალ-წკრიალით
ზარებს მათს ყელზე დაკიდებულსა.
თვით მფლობელია სანოვაგისა,
მას ეკუთნოდა ეს ქარავანი.
სულ ოქრო-ვერცხლით ჰქონდა მორთული
თოფი, ხმალი და გრძელი ხანჯალი,
მხარ-იღლივ თოფი გადაგდებული,
წელში დამბაჩა, მთელი აბჯარი.
ყურთუმაჯებსა ქარი ურზევდა,
ჩოხა ბუზმენტით ეცვა მორთული
და უნაგირიც ოქრომკედითა,
ძვირფასის თვლებით ჰქონდა მორწყული,
მის ქურანს ცხენსა ოფლიც სდიოდა,
აცქვეტდა ყურებს, თანაც ჰკრთებოდა
და კლდიდამ კლდეზე პირს ქაფმომდგარი
უბორკილოდა მარდად ხტებოდა.
საშიში არის ეს ვიწრო გზები, -
მარჯვენა მხრიდამ მდინარის ყეფა.
დაბინდდა. აგერ, თოვლიანს მთაზე
დასავლეთისკე მკვდართ მზეცა ქრება.
დაიძრა ნისლი, მიათრევს ფრთასა
და ქარავანიც შაუდგა გზასა.

12

იქვე გზის პირას ნიშია ერთი
და იქ თავადი ვინმე ჰმარხია,
მოსისხლე მტრისგან მოკლული იგი,
მოწმად ცნობილი არის ხალხშია.
ვინც კი გაივლის მის ახლო მგზავრი,
თუნდა ძალიან ეშურებოდეს
ხატობას ანუ გინა ლაშქარსა,
ეს ნიში მუდამ უნდა ახსოვდეს:
აქ შესწირავდეს მდუღარე ლოცვას,
მკვდარსაც ეტყოდეს იგი შენდობას;
ეს დაიხსნიდა მტრის ხელიდამა,
იმის ხანჯლის და იმის ხმლიდამა.
არ აასრულა სანეფომ წესი
ეს ძველისძველი მამა-პაპისა,
გრძნობის მმართველად მას დასდგომია
ხმა და რჩევანი ბილწის ქაჯისა.
ჰაერში ჰკოცნის ფიქრით თამარსა,
ელანდებოდა სახე ქალისა.
ორი რამ დაჩნდა მგზავრის წინ გზაში
და მალე გროვაც მთელის ხალხისა;
იჭექა თოფმა... მაგრამ მამაცსა
არ შაეშინდა მტრის თავდასხმისა.
ფაფარს დასწია, ცხენი გაქუსლა,
არ უთქვამს სიტყვა, არ დაძრა კრინტი,
ხელში მოიგდო სწრაფად ხირიმი
და მიესია ტყვიასებრ ცქვიტი.
გახშირდა სროლა... გაისმის კვნესა.
გმინავენ, ოხვრენ დაკოდილები
და ამავე ხმას იმეორებენ
კლდე-ღელეები, მაღალი მთები.
მალე გათავდა ბრძოლა და ომი,
შემოეფანტნენ თავადს მხლებლები.

13

დადუმდა ეს ხმაც. გათავდა ბრძოლა,
მისწყდა კიჟინა, თოფების სროლა.
გაოცებულნი, ზარების ჟღერით
მკვდართა სთელავდა აქლემთა ხროვა.
გაძარცულია მთლად ქარავანი
და ქრისტიანი მკვდარი წევს მკვდარზე.
მათ არ ეღირსათ სამარეს წოლა
მამა-პაპათა საფლავთა გვერდზე.
უმადურადა, უმადურის ხმით
ბუ დაჰფარფაშებს ძახილით თავზე.
არ დაიტირებს არც და, არც დედა
დახოცილებსა გლოვა-ზარითა,
არ მოცვივიან შორის გზიდამა
შემოსილები გრძელის ჩადრითა.
ნაცვლად კლდის ძირას, მკვდართა სახსოვრად,
აღიმართება მფარველი ჯვარი,
უსურვაზითა შეიმოსება,
როგორც ზურმუხტით, იმისი ტანი;
და არაერთხელ ნავალ-ნატანჯი
სულს მოიბრუნებს მის ჩრდილში მგზავრი.

14

მიფრინავს ცხენი გამალებული,
დიდი საქმე აქვს დავალებული,
გადახტომილი წამს შეჩერდება
და ქარის ზუზუნს მიუპყრობს ყურსა,
მაგრამ ამითი რაღას უშველის
თავის პატრონის მომაკვდავს წყლულსა.
ნალებს აელვებს, პირით ქაფსა ჰყრის,
ფრუტუნებს, სწყრება, ნესტოებს ჰბერავს,
გზას აღარ ირჩევს და მის კისერზე
შავი ფაფარი ზღვასაებრ ჰღელავს.
ცხენის პატრონი არ იღებს ხმასა,
უნაგირზედაც ვერ იჭერს ტანსა.
მიშვებული აქვს ცხენის სადავე,
ცხენის ფაფარზე აწყვეტავს თავსა.
შეუღებია სისხლსა საგულე,
როგორაც კლდიდამ ნადენსა წყალსა.
არ უღალატე, ცხენო, პატრონსა,
ბრძოლიდამ გაჰსხლტი, როგორც ისარი,
მაგრამ დაუნდო ოსის ტყვიამა
გაუპო მხედარს გულის ფიცარი.

15

გუდალის სახლში ქვითინი ისმის,
ხალხი გროვდება ეზოში ჯარად.
ეს ვისი ცხენი მოვარდა ქშენით,
ოფლი ჩამოსდის მთელს ტანზე ღვარად?
და წამოიქცა თავის მხედრითურთ
შავს ლოდებზედა ზედ ეზოს კარად,
ტანისამოსი და იარაღი
ერთიანადაქვს სისხლში მოსვრილი,
ფაფარზე ხელი ჩაუჭიდია,
ზედ დაჰყრდნობია წელში მოხრილი.
სასძლოვ, ელოდი თვალდამშეული
ამ საღამოთი საქმროს ნახვასა, -
აკი მოვიდა და არ უმტყუნა
კეთილშობილურს იმან აღთქმასა!
მაგრამ, ვაი, რომ წყლული სჭირს მკერდზე
და ვერ შეჯდება კვლავ თავისს ცხენზე!

16

უდარდელს ოჯახს მოულოდნელად
დღეს მოევლინა სასჯელი ღვთისა.
წაიქცა პირქვე თავის ლოგინზე
თამარი, მოსთქვამს, მწარედა სტირსა
და ცხელი ცრემლი ეწევა ცრემლსა,
ღვარად ჩამოსდის მის ლამაზს პირსა.
მძიმედა ჰსუნთქავს, თან გულიც მისდის,
ხმა მომხიბლავი მის ყურთან ისმის:
„ტყუილად სტირი, ქალო ლამაზო,
ამაოდაფრქვევ ცხარე ცრემლებსა.
ტირილით მკვდარი არ გაცოცხლდება,
რისათვის სტანჯავ, ნეტავი თავსა?
ტირილით თვალებს ნუ გაიწყალებ
და ნუ დაიწვავ ტურფა ღაწვებსა.
იგი შორსაა, იმას არ ესმის,
ვერც დააფასებს შენს ცრემლს, კვნესასა.
ციური სხივი ეალერსება
მის უსხეულო თვალთახედვასა.
სამოთხის ხმები იმას ატკბობენ
და ამა ქვეყნის ამაოება:
საწყალის ქალის კვნესა-გოდება,
ან კი მას რაში ეპრიანება?!
არა, არც ერთი ღვთისა ქმნილება,
ჩემო სიცოცხლევ, მერწმუნე ამად,
ვინც უნდა იყოს, ძვირადა ღირდეს,
არა ღირს ძვირფას შენს ნაღვლის ფასად.
ცისა სივრცეზე უნავ-უაფროდ
დასცურავს წყნარად ვარსკვლავთა გუნდი.
შავთ ღრუბელთ გროვა თავზედაწვებათ,
როგორც პატიმარს ფეხებზე ხუნდი.
წამი ნახვისა, წამი გაყრისა
არც გაახარებს და არც აწუხებს.
მომავლისათვის არა ზრუნავენ,
წარსული იმათ გულს არ ადუღებს.
უბედურს დროსა წარმოიდგენდე
ვარსკვლავთ და ღრუბელთ მხოლოდ გროვასა:
იმათებრ იყავ შენც უდარდელი,
ნუ მიეცემი ვიშს და გლოვასა.
რაწამსაც ღამე შავსა ნაბადსა
გადააფარებს კავკასის ქედსა
და მოხიბლული გრძნეულის სიტყვით
არ ემდუროდეს ქვეყანა ბედსა;
რაწამს კი ქარი კლდის თავზე დამჭკნარს
ბალახს დაჰბერავს, დაუწყებს რხევას
და ვარდის ბუჩქზე მიძინებული
ნაზი ბულბული დაიწყებს მღერას;
ვაზისა ძირში ნამით ნაკვები
ღამით ყვავილი როს გაიშლება
და მთვარეც ბადრი მთის გადაღმიდამ
სხივფრქვევით, დინჯადამოცურდება,
ქურდულად თვალსა შენ გადმოგავლებს; -
ამ დროს გეწვევი მენაც სტუმრადა
და ტკბილს სიზმრებსა ხშირს წამწამ-წარბზე
მოგივლენ ფრქვევით მაშინ ჩუმადა“.

17

მისწყდა სიტყვები და შორს ჰაერში,
ვით ზარის რეკა, ხმა ისე გაქრა.
ქალი წამოხტა, შეშლილად ქმნილი,
თითქოს ვიღამაც მას თავში დაჰკრა.
ელდანაცემი გარემო თვისსა
შეშინებული ავლებდა თვალსა.
ყველა მის გრძნობა - სული და გული,
მგზნებარე ცეცხლის შაეპყრო ალსა.
ტუჩები უთრთის და მთელი ტანი,
თითქოს სჩხვლეტენო, უთრთოლავს, ჟივის,
ის წეღანდელი ხმა საუცხოო
იმის ყურებში გველივით წივის.
განთიადისას ფიქრით დაღლილსა
თითქოს მოადგა თვალებზე ლული.
მაგრამ ფიქრებმა გონი წაართვეს
და შემოჰკვნესის ისევე გული:
ვინ მოელანდა ის მზიან-ჩრდილი,
ამ ქვეყნიურს კაცს არ ჰგავდა ისა,
მას ნაპერწკალი თვალებში უჩნდა
თამარისადმი სიყვარულისა
და სიყვარულსა თვალებში აღმგზნარს
ამკობდა გრძნობა სიბრალულისა.
ვინ იყო ნეტავ, უცხო ქმნილება
ანგელოზია ვითომ მფარველი?
ეს სიცრუვეა: მის ხუჭუჭ თმასა
გარს არ ეხვია გუგად ნათელი...
მაშ ჯოჯოხეთში ტანჯულს სულს ჰგავდა
ცოდვებისათვის, - ცოდვილსა კაცსა?
არა, ის იყო ბინდის მაგვარი,
არც ღამეს ჰგავდა, არც დილის ჟამსა.

2.1.2 ნაწილი მეორე

▲ზევით დაბრუნება


1

„მამავ, რად სწყევლი თავისს თამარსა,
რად მიათასებს გულის ვარამსა?
ხომ მხედავ, ვსტირი ცრემლშეუშრობლად
და ვერ დავძლიე მე ჩემი გული?
ათასს მთხოვნელში ვერვის ავირჩევ,
რომ გაამთელოს კვლავ ჩემი წყლული.
ტყულად სცდებიან, - ქმარს არ შევირთავ
მანამდე მიდგა მე პირში სული.
ღმერთმა არ მომცა, ვინც მე მინდოდა,
როგორღა გავყვე ეხლა მე სხვასა?
მას შემდეგ, რაკი იმისი გვამი
არ მივაბარეთ აგერ იმ მთასა,
გადამერია რაღაც რამ ფიქრი
და გულს მიბოჭავს მე ყოველ წამსა.
დღე ვერ ვლოცულობ და ღამე ხომა
საშინელს რასმე სიზმრებსა ვხედავ;
ვიტანჯვი, ვჭკნები, სული მიშფოთავს
და შენს წინაშე ამ თხოვნას ვბედავ:
მონოზნად მინდა, მამავ, რომ შევდგე,
ლოცვა-მარხვაში დღენი ვატარო
და მაცხოვარის ჩვენის წინაშე
გულის ვარამი უხვად დავღვარო.
იქნებ იქ ვპოვო სულის მშვიდობა,
ამ ქვეყნისათვის უკვე ვარ მკვდარი.
მიმიღოს სადმე მყუდრო საბერომ,
ჩემთვის ნუგეშად დღეს ესღა არი.

2

შორს სადმე მშობელთ ერთს მონასტერში,
თუმც არ უნდოდათ, მისცეს თამარი.
ქალი შემოსეს შავის ძაძითა,
წელით შემოხსნეს ოქროს ქამარი.
მაგრამ მონოზნის ტანისამოსში
ძველებრივ სძგერდა გული ცოდვილი;
სამგლოვიარო მწირის საცმელმა
როდი განკურნა ერთხელ კოდვილი.
ტრაპეზს წინ მდგარსა, როცა სანთლებით
ეკვდერი იყო განათებული
და მონოზანთა მკვნესრად გალობა
ისმოდა ღვთისთვის გაჩაღებული,
შემაშფოთები ამ დროს თამარსა
ხმა შაესმოდა ნაცნობი, ძვირი
და საკმევლისა ხშირს ბურან-ნისლში
ჰკრთოდა, სცურავდა იმისი პირი.
უხმობს თავისთან, უქნევს თან ხელსა...

3

ეს მონასტერი ღელეში იდგა,
მთებ შემორტყმული, განმარტოებით
და მის მიდამო დაჩრდილულ იყო
ვერხვით, ჭანდრებით, დიდრონ ხეებით.
როცა კი ღამე ფრთას დაჰკიდებდა,
დაბნელდებოდა მთა-ღელე-ველი,
ფოთლებში მკრთალად დაღონებული
სჩანდა მონოზნის მხოლოდ სანთელი.
ხეების ჩრდილში საფლავებზედა
მწკრივად ოდნავღა ეტყობა ჯვრები,
გეგონებოდათ, დარაჯად დგანან, -
არ მოეპარა არავის მკვდრები.
და ლოდებზედა მკვირცხლად მხტომარნი
ჩამოქანავდენ მაღლიდამ წყლები.
ქვეით ჭალაში შეიყრებოდენ,
რწყვენ ველთა, მდელოთ წმინდა ნამითა,
უხვად დაფარულთ კიდით-კიდემდე,
როგორაც რთვილით, ყვავილებითა.

4

ჩრდილოეთისკენ მთები მოსჩანდა,
თავს დაჰნათოდა იმათ ცისკარი
და ხეობაში ნისლი ჰბოლავდა
ლურჯი და ლაღი, ცის მინაგვარი.
ზარისა რეკვა ცისკრის ლოცვისთვის
ღვთისა მოსავთა ერთადაღვიძებს,
ყველანი ერთად იკრიბებიან,
ყველა შემოქმედს ერთხმადადიდებს.
ქართველი ქალი კოკით მხარზედა
ჩამოეშვება მთიდამ წყალზედა.
ყინულის ჯაჭვი, წითლად ნაღები,
გადაჭიმულა მთიდამ მთაზედა.
საღამოს ჟამსა იგივე მთები
ტანზე იცვამდენ წითელს კაბასა.
მყინვარს გაეჭრა თავით ღრუბლები,
ციდამ დამზერდა დაბლა დაბასა.
კრძალვით შემზერდა მთებისა გროვა
ყინულით ნაჭედს იმის ფაფარსა.

5

მცდარის ფიქრითა გატაცებული,
არც როს თამარი არა ხარობდა.
მთელი ქვეყანა ქალის თვალშია
ჯოჯოხეთისა ცეცხლსა სდარობდა.
ჯავრი, ნაღველი მას გულს უღრღნიდა,
იტანჯებოდა, სტირდა, წვალობდა.
ღამით, როდესაც ყველას ეძინა,
კარში მრისხანედ ქარი ხვიოდა,
მუხლმოდრეკილი ღვთისმშობლის ხატსა
თამარი თავისს დარდს შესჩიოდა.
მწარედ მოსთქვამდა... მისი ქვითინი
თავზარსა სცემდა მიმავალს მგზავრსა.
იგი ფიქრობდა: „ბოროტი სული
კვნესის და მითი იქარვებს ჯავრსა“.
ცხენს მათრახს დაჰკრავს შეშინებული,
გაეშურება წასასვლელს გზასა.

6

ნაღვლიან გულით თვალცრემლიანი
სარკმლით გასცქერის ხშირად თამარი,
ოხრავს და შფოთავს, მთელი დღე-ღამე
ჰქენჯნის მას ფიქრი მოუთმინარი.
ყურში ვიღაცა ქალს ჩასჩურჩულებს:
„ნუ გედარდება, საცაა მოვა“.
ამავე ნუგეშს არ იძლეოდა
წუხელ და გუშინ სიზმრების გროვა?
იგი ესიზმრა: ნაღვლიანს თვალებს
ალერსიანად მას აშტერებდა.
ქალს უნდა წმინდათ ლოცვა შესწიროს,
მაგრამ ვედრებას ვერ ახერხებდა.
გული მხოლოდ ერთს იმას ლოცულობს,
იმისკენ მიჰქრის მისი გონება.
როს წევს, ქვეშაგებს ედება ცეცხლი,
დგება - ნაღველი მით არ შორდება.
ცეცხლი ედება საწყალს გულ-მკერდზე,
ხვევნით დაეძებს ტრფობისა საგანს,
უნდა აკოცოს, მაგრამ ეს კოცნა
აშრება ბაგეს, ცრემლითა ნაბანს.

7

საღამოს ჟამმა საქართველოსი
მთა და სერები უკვე დაჰფარა.
და ამ დროს ქაჯი, ღამის გუშაგი,
მონასტრის ბაღში შემოიპარა.
დიდხანს გარშემო ეხეტებოდა,
წმიდა ადგილის სცხვენოდა ლახვა.
ხანდახან თითქოს კიდეც ფიქრობდა,
რომ უარეყო თვისი განზრახვა.
თავი აიღო, სარკმლიდამ ნახა
მკრთალად მნათობი შუქი ჭრაქისა.
ელის ვიღასცა და სიჩუმის დროს
მოისმა მკვნესრად მღერა ქალისა.
უკრავს ჩონგურსა მწუხარე ხმაზე
და საუცხოვოთ დამღერის ზედა.
ცრემლის დენასა. ის მღერა ჰგავდა,
მომდინარს ხშირად და ზედიზედა,
ისეთი ტკბილი და ნაზი იყო,
თითქოს შაექმნა ქვეყნისთვის ცასა.
გეგონებოდათ, თვით ანგელოზი
ჩამოფრენილა და უმღერს ქალსა.
წარსულს იგონებს, რომ იმით მაინც
შეუმსუბუქოს ტანჯვანი მასა.
სიყვარულისა ძალი გაიგო
წყეულმა ქაჯმა მხოლოდამ წამსა.
უნდა გაფრინდეს, გადაიკარგოს,
ვერ ანძრევს, ვეღარ ერევა ფრთასა.
გამოღამებულს თვალებიდამა
გადმოუგორდა ტყვიასებრ ცრემლი,
დაეცა ლოდსა და გაწვა იგი,
ისეთი იყო მძიმე და ცხელი.
ჯერაც ეტყობა ქაჯის ცრემლისგან
გამწვარი ქვაზე იმ დროის ხვრელი.

8

შედგა მან ფეხი ქალის სადგურში,
კეთილისათვის უცემდა გული.
ჰფიქრობს: იქნება ახალ ცხოვრებამ
განკურნოს მისი დიდის ხნის წყლული.
მოლოდინისა, მომავლის შიშმა
შეიპყრო ერთს წამს იმისი სული.
შევიდა... ჰხედავს მის თვალთა შხამსა:
სდგას ქერუფიმი - სამოთხის შვილი.
თამარს გვერდს ედგა იგი დარაჯად,
ცრემლი სდენოდა მფარველის თვალთა.
შუბლი შეიკრა... ჰაეროვანი
ქალს დააფარა თავის მხრის კალთა.
ღვთიურმა სხივმა უცბად დაუხშო
ბოროტსა სულსა ბოროტი ხედვა.
ალერსისა და სალმისა ნაცვლად
ქაჯს შემოესმა კრულვა და წყევა.

9

„მოუსვენარო, ბილწო, ბოროტო,
ვინ დაგპატიჟა ამ ღამით აქა?
ღვთისაგან ჩემთვის ჩაბარებულსა
გინდა რომ მოსცხო ჩირქი და ლაქა?!
აქ საშენკბილო არავინაა,
ამიერიდამ აქ ცოდვა გაჰქრა“.
ჯერ ხმა არ გასცა ბოროტმა სულმა
და გესლიანად იღიმებოდა.
ქაჯისა გულში ძველის მტრობისა
ზვირთი ზვირთზედა იკრიფებოდა.
„ქალი ჩემია!“ სთქვა მან მრისხანედ:
„თავი ანებე! ეგ ჩემი არი!
დაგიგვიანდა, ჩემო ძამიავ,
გვიანიღაა დღეს შენი მსჯავრი.
ამაყსა გულსა ჩემის უფლების
დიდი ხანია მე დავსდე დაღი.
აქ შენი ხატი ვის უნახია?
დღეს მე მეკუთვნის ეს ტურფა ბაღი“.
და ანგელოზმა საბრალო მსხვერპლსა
ჭმუნვით გადავლო თვალები ნაზი,
გაფრინდა მაღლა და ცის კამარას
გაავლო სხივის ბრწყინვალე ხაზი.

10

თამარი

ვაჰმე, ვინა ხარ? გაქვს მწიკვლი ენა.
ქვესკნელიდამ ხარ, თუ გწყალობს ზენა?

ქაჯი

ტურფა ხარ შენა!

თამარი

მაინც მითხარი, ვინა ხარ შენა?!

ქაჯი

ისა ვარ, ვინაც შენ ღამეობით
მანუგეშებლად გეცხადებოდა
და ვისიც სახე დაღონებული
ხშირად ჰაერში გეხატებოდა.
ვისიცა ფიქრი შენს თავსა ადგა,
შეწყალვა გულში გებადებოდა.
ისა ვარ, ვინცა არავის უყვარს, -
მთელი ქვეყანა სწყევლის და ჰკრულავს.
არაფერია ჩემთვის წელთა სვლა,
ქვეყნიურ მონათ გახლავარ ლახტი;
მეფე ვარ ცოდნის, თავისუფლების,
კეთილის მტერი, ბოროტის ტახტი,
შენმა სიტურფემ დამამონავა,
რა დაგინახე, მყის დავრჩი სახტი.
ძღვნად მოგიტანე ლოცვა ტრფობისა
და ქვეყნიური ჩემი ტანჯვანი,
ზღვა ჩემთა ცრემლთა, შენთვის დაღვრილი.
გთხოვ გამიგონო გულის ზრახვანი!
ერთის სიტყვითა შენ შეიძლებდი
შევრიგებოდი ისევაც ღმერთსა:
თუ ღირსს გამხდიდი სიყვარულისას,
დავიმშვენებდი მე იმით მკერდსა,
ვით ანგელოზი ახლად შობილი,
ვეახლებოდი მეუფეს გვერდსა.
შენი მონა ვარ... როგორ მიყვარხარ!
შემოგხვეწნივარ, კიდევ გთხოვ ერთსა:
რა წამს კი ერთხელ შენ თვალი მოგკარ,
მყის შემეჯავრა უკვდავი თავი,
კაცთ დღენაკლული მხიარულება
შემშურდა ძლიერ,- მათ ბედიც შავი.
არ მშურს შენთვისა მე ეგ ცხოვრება...
უშენოდ შხამად მიჩანს სიცოცხლე.
უსისხლოს გულში მოულოდნელმა
სხივმა გამოსცა ისევ სიცხოვლე.
ნაღველი ძველის წყლულის ძირზედა
იძვრის, ვით ქარით მინდორზე ოლე.
უშენოდ რაა დაუსაბამო
მთელის ქვეყნისა დაჭერა, ფლობა?
- ჩალაა მხოლოდ ერთი გამხმარი,
გაუქმებულთა ტაძართა გროვა.

თამარი

დამეხსენ, გასწი, ბოროტო სულო,
მტრისას ჰგავს შენი საუბრის ჩქამი.
ვაჰმე უფალო! ლოცვა არ ძალმიძს,
უძლურს გონებას ჩამესხა შხამი.
შენ მე დამღუპავ, როგორც გეტყობა,
სული წაწყმდება, დაიწვის გვამი.
რისთვის გიყვარვარ, რატომ არ მეტყვი,
რამ მოგივლინა ეგ ტრფობის წამი?

ქაჯი

მეც რომ არ ვიცი, ჩემო ლამაზო,
ახალმა გრძნობამ შემიპყრო მთლადა.
თავით გარდვიგდე ეკლის გვირგვინი,
რომ შენ გემონო, დაგედო მტლადა.
ჩემი წარსული სულ დამავიწყდა,
შენს თვალებშია დღეს ჩემი ბედი.
მიყვარხარ ფრიად, ეს სიყვარული
შენს სიყვარულზე ბევრით არს მეტი:
მთელ თვის ძალ-ღონით, მთელის გრძნობითა,
შენის ტრფობისგან თავს მესხმის რეტი.
ქვეყნის შექმნიდამ ეგ შენი სახე
ჩემს გულში ღრმადა აღბეჭდილიყო,
მუდამ თვალებში მეხეჩებოდა,
ქვეყნის სივრცეზე გაფენილიყო.
დიდხანსა სტანჯა მან ჩემი ფიქრი,
საყვარელს სახელს ჩამჩურჩულებდა.
უშენოობა ჩემს კეთილ ყოფნას
სამოთხეშია ანაკლულებდა.
შენ ვერ გაიგებ და ვერც მიჰხვდები
ჩემს მწარე ყოფნას და ჩემს ტანჯვასა:
მთელ სიცოცხლეში იმავ თავიდამ
ლხენის და ჯავრის ერთად ხვლანჯვასა.
ბოროტისათვის არას იღებდე,
არც კეთილისთვის გძღვნიდენ ქებასა,
სულ ერთნაირად იტანჯებოდე
და არა ჰგრძნობდე ერთს წამს შვებასა.
მუდამ ნანობდე, არას ნატრობდე,
ყველა იცოდე, ყველაფერს ჰგრძნობდე,
სცდილობდე ყველა გეჯავრებოდეს,
განურჩეველად ყველასა ჰმტრობდე.
იმ დღიდამ, როცა წყევლა უფლისა
ცით მოვლენილი ასრულდა ჩემზე,
ბუნებაც მაშინ გამიორგულდა,
არ მიხუტებდა მე იგი მკერდზე.
ოქროს გვირგვინით თავშემკულები
ცაზე ვარსკვლავნი მიდ-მოდიოდენ,
მაგრამ იმათაც თვისი ნაძმობი
ეჯავრებოდათ და ვეღარ სცნობდენ.
ღვთისაგან ჩემებრ შეჩვენებულთა
სასომიხდილი თვისთან ვუხმობდი,
მაგრამ მათ სახეს - ბოროტით სავსეს,
მე რომ თვითონაც ვეღარა ვსცნობდი!..
განრისხებულმა გავშალე ფრთები
და გავსრიალდი... სად? ან რისთვისა?
ძველნი ნაცნობნი და ნათესავნი
თავს არ იტკენდენ მეგობრისთვისა.
მთლად ეს ქვეყანა, როგორც სამოთხე,
დაყრუვ-დამუნჯდა მხოლოდ ჩემთვისა.
როგორაც გემსა უბაგ-უაფროს
დააქანებდეს ზღვაზედა ქარი,
ან როგორც დილით ღრუბლის ნაწყვეტი
მისრიალებდეს ცაზედა ჩქარი,
არ კი იცოდეს მისი სადგური
საით, ან რომელს კუთხეზედარი, -
ისე მე ვქროდი ცის სივრცეშია
გზადაკარგული, დღეგანამწარის.
არ განვაგებდი დიდხანს კაცთ გულსა
ცოდვა-ბოროტის ჩაგონებითა.
მაღალს და კეთილს ტალახსა ვცხებდი,
ვიხსენიებდი მე გინებითა.
ბოლოს ჟამს ცეცხლი წმიდა რწმენისა
ავანთე მალე ქვეყნისა გულში.
და ან კი ღირდენ ამ ჩემ შრომადა
მხოლოდ ორპირნი, სულელნი, მრუშნი!
ავდექ, მოვმართე მთა-ხეობათა,
ვეხეტებოდი აქეთ-იქითა;
იქ მგზავრი ერთი ღამით, ბნელაში
მოვატყუილე ცეცხლის შუქითა.
გადაიჩეხა ცხენითურთ კლდეზე,
ეძახდა კაცთა იგი შველასა...
გვერდობი, ღელე, სადც ის გადვარდა,
ეღება სისხლსა წითელ ფერასა...
ბოროტის საქმით თავის შექცევა
ჩემს წყლულსა ჰშველდა მაინც ვერასა.
ტან შემოსილი ბევრჯელ ელვითა
შავს ღრუბლებს შორის ქარივით ვქროდი.
ეს საშინელი ბუნების წყრომა
ჩემს გულის ვარამს ეწამლა როდი!
მითც შავი ფიქრი თანვე დამდევდა,
დაუვიწყარსა ვერ ვივიწყებდი.
რაა ხალხისა უბედურება
მომავლისა და წარსულ თაობის?
ღირსიც არ არის შესადარებლად
ერთს წამთან ჩემის ტანჯვა-წვალების!
რა არის ხალხი? მისი ცხოვრება?
მოჩვენებაა... წარმავალია.
იმედიცა აქვთ: რომ საიქიოს
ის არ წაწყმდება, ვინც მართალია.
ჩემი ყოფნა კი უიმედოა,
უცვალებელი, მუდამ ჟამს ერთი
და არც ექნება მას დასასრული,
მინამ ქვეყანას განაგებს ღმერთი.
ვერ დაისვენებს ის სამარეში!
როგორაც ცეცხლი, ისე მწვავს, მდაგავს,
ვით საფლავის ქვა, ისე მაწვება,
ხან გველივითა მეხვევა, მხვლანჯავს
და დაკარგულის ბედის ნაშთზედა
ტანჯვა-ვაების უკვდავ ძეგლს ჰმართავს.

თამარი

თუმც საუკუნოდ მშვიდობას ვკარგავ,
ვინცა ხარ ჩემი გარდნაკიდარი,
ყურს გიგდებ ჩუმის სიამოვნებით,
ნუ მომატყუებ, სწორედ მითხარი.
ვაი, თუ ენით ტკბილმოუბარი,
გულში კი ღალატს, შხამსა ჰმალავდე.
გთხოვ შემიბრალო! რა სახელია,
საწყალის ქალის სულსა სძალავდე!
ან, ჩემი სული შენ რისთვის გინდა?
ნუთუ მე ძვირად უღირვარ ცასა?
რამდენი არის ტურფა, ლამაზი,
შენ კი ვერ ამჩნევ ჩემ გარე სხვასა!
მომაკვდავის ხელს არ გაუხსნია
იმათს მკერდზედა ზურმუხტის ღილი.
არა! მომეცი შენ ფიცი მტკიცე!
ხომ მხედავ, ვდნები ჯავრით, ვით ცვილი.
შენ კარგად იცნობ ქალის ოცნებას,
შიშსა სულისას ეალერსები...
სულ ყველა იცი, გაგებული გაქვს,
იმედიც მაქვს, შაგებრალები.
ფიცი მომეცი, ბოროტებაზედ
ამიერიდამ აიღებ ხელსა;
ნუთუ ქვეყნადა არც ფიცს, არც აღთქმას,
ვეღარ შევხვდები დაურღვეველსა!..

ქაჯი

პირველ დღეს ვფიცავ ქვეყნის შექმნისას,
უკანასკნელსა ვფიცავ მის დღესა,
ცოდვის ჩამდენის სირცხვილსა ვფიცავ
და გამარჯვებას სიმართლისასა.
ვფიცავ დაცემის მწარე ტანჯვათა
გამარჯვებისა მცირედსა ჟამსა.
ეხლანდელს შენთან შეყრასა ვფიცავ
და მომავალსა გაყრისა წამსა.
ჩემს ქვეშევრდომთა სულებსა ვფიცავ
და უვნებელთა ანგელოზთ ხმლებსა, -
ჩემს დაუცხრომელს მუდამჟამს მტრებსა.
უკანასკნელად შენს ნახვას ვფიცავ,
ძირს ჯოჯოხეთსა და მაღლა ცასა.
შენს სახელს ვფიცავ, ქვეყნის სიწმიდეს,
პირველად დაღვრილ შენთ ცრემლთა ნამსა,
სათნოიანსა შენთ ბაგეთ სუნთქვას,
შენს ზღვასავითა მღელვარეს თმასა.
ნეტარებას და ტანჯვასა ვფიცავ,
სიყვარულისა ჩემისა მადლმა,
უარ მიყვია მე ძველი შური,
კაცთ შემარიგა აწ გულისთქმამა!
ამიერიდამ ცოდვილთ ფიქრთ შხამი
აღარ მიიღოს არავის ჭკვამა!
მწადს შევურიგდე ისევაც ცასა,
მწადის შევწირო ლოცვა უფალსა.
სინანულითა გადავირეცხავ
შუბლიდამ ციურ ცეცხლისა კვალსა
და ქვეყანაცა დასვენებული
მე ვეღარ მომკრავს ვეღარსად თვალსა.
მერწმუნე: მარტომ მე დაგაფასე,
შემოგევლები კიდევაც თავსა.
ჩემს სალოცავად შენ აგირჩიე,
შენ შემოგწირავ ღონეს და ძალსა.
თუ სიყვარულით დამასაჩუქრებ,
საუკუნეთა გაგიცვლი წამში.
სიყვარულშიაც შეუდრკელი ვარ,
ვით ცოდვის ქმნაში, მტერობის ჯავრში.
ჰაეროვანო, ჩემო ლამაზო,
მხრებზედ შეგისვამ, აგაფრენ ცაში.
მეფედ იქნები ამა ქვეყნისა
და ჩემს მეგობრად, - არ გაგცვლი სხვაში.
შეუბრალებლად, გულგრილად ციდამ
დაუწყებ დაბლა მიწას მზერასა,
სადაც ბედნიერს ვერავის ჰპოვებ,
ვერ ჰპოვებ უცვლელს შენს შვენებასა;
სადაც ცოდვები მხოლოდ მეფობენ, -
წვრილმანი ვნება არის სასჯელი;
სადაც უშიშრადარ ძალუძთ მტრობა,
არც სიყვარული დაუზაკველი.
ნუთუ არ იცი? მითხარი, რაა
კაცთ წუთიერი, მჭლე სიყვარული?
ხანი გაივლის, გული ცივდება,
წყრომად ეცვლებათ კაცთ სიხარული.
სატრფო სატრფოსა დაუძველდება,
ახალს რა ჰპოვებს სილამაზესა,
თვით ბუნებისა კანონი არის
და ოცნებისა ცელქობა ესა.
არა, ლამაზო, არ მემეტები,
რომ მონად იყო ამ ვიწრო წრეში,
ფლიდს და ბოროტსა მეგობართ შორის
მუდამ ჟამს შიშს ქვეშ, - ვერ სცნა ნუგეში,
ოთხს კედელს შუა ვნება დასთრგუნო,
ეხვეწო ღმერთსა, - იგვემო ლეში,
ღმერთს და ქვეყანას დაშორებულსა
გაგჩლუნგებოდეს ეგ გული მკერდში.
არა, ლამაზო, შენ სხვა მოგელის,
სხვა სატანჯველი, სხვა ნეტარება:
ძველი წადილი და ეს ქვეყანა
უარი ჰყავი, ნუ გეზარება;
აგიჩენ საგანს სანეტაროსა
სხვას, ამის ნაცვლად, ნუ გედარდება.
ჩემთა მსახურთა სულების გუნდსა
დავამხობ ერთად შენს ფერხთა წინა, -
მოახლედ გრძნეულთ, ჰაეროვანთა
რამდენსაც მეტყვი, რამდენიც გინა.
აღმოსავლეთის ვარსკვლავს გვირგვინსა
შენის გულისთვის მოვხდი თავითა,
შუაღამისას ყვავილთ ნამს ავკრებ
და მოვრწყავ უხვად იმა ნამითა.
დასავლეთისა ჭიაფერ სხივით
გაგასხივოსნებ, შეგიმკობ ტანსა;
ტკბილ სუნნელებით ავავსებ ჰაერს,
შენს.გარეშემო მთასა და ბარსა.
საკვირველის ხმით სმენას დაგიტკბობ
ყოველს საათსა და ყოველს წამსა.
აგიგებ მდიდრულ სრა-სასახლესა
ძვირფას თვლებისას ფირუზ-ქარვისა;
ზღვის ძირში ჩავალ, ღრუბელთ ავცდები,
გადავფრინდები ცას იქით ქარად.
მხოლოდამას გთხოვ, რომ შემიყვარო
და არ დამტოვო მე ცოცხალ-მკვდარად.

11

წყნარადა ქაჯი ათრთოლვებული
შაეხო ბაგით ქალის ბაგესა:
ქალი ხვეწნითა ვეღარ გადურჩა
მაცდურის ქაჯის გრძნეულს მახესა.
მძლავრსა თვალებსა თვალებში უყრის,
სწვავდა, სდაგავდა ვით ცეცხლის ალი.
დაჰლიპლიპებდა ქალსა თავზედა
ხელშეუქცევი, როგორცა ხმალი.
ვაჰ, გაიმარჯვა ბოროტმა სულმა!
მომაკვდინებმა მის კოცნის შხამმა
მოჰწამლა ქალის უმანკო გული
და დაარღვია ღამის სიჩუმე
ქალის წვალების და ტანჯვის ხმამა.
ამ ხმაში სჩანდა საამო ტანჯვა
და სამდურავი ხვეწნა დართული
და სამუდამოდ გაწბილებული
ყმაწვილქალობა აწ დაკარგული.

12

თუჯის ფიცარი მსახურთ ხელთ ეპყრა,
გალავნის გარსა ვიდოდა მარტო.
უცბად მოუკლო მოხუცმა ნაბიჯს,
ქალის სენაკთან რა მიდგა ახლო.
ყური დაუგდო... რა მოელანდა?
შესდგა კიდევაც, რა გაეჩქარა.
თუჯის ფიცარსა შეძრწუნებულმა
ცახცახით ხელი ზედ დააფარა.
მას მოეჩვენა, რომ მყუდროებას
არღვევდა ქალ-ვაჟთ კოცნა-ალერსი
და თან გულისა შემაძრწუნები
კვნესა სუსტის ხმით ვნებით ნალესი.
ცოდვილმა ფიქრმა მას გაურბინა
და გულშიაცა აღეძრა ეჭვი.
მაგრამ ერთბაშად მისწყდა ის ხმაცა,
მოხუცმა მაღლა აიღო ქედი.
ქარი არხევდა გარშემო ხეებს,
ფოთლებს გაჰქონდა რხევა-შრიალი,
თითქოს კიდეებს ეჩურჩულება,
ისე ისმოდა ხევის ჩხრიალი.
შეძრწუნებული კვლავ გაეჩქარა,
რომ წაიკითხოს მალე კანონი
და მოიცილოს ეშმაკეული
ფიქრი და ეჭვი შეუწყალონი.
აღელვებულსა იგი მკერდზედა
მთრთოლარეს ხელით ისახავს ჯვარსა
და იმედი აქვს განკურნებისა
და უფალს შესძღვნის ვედრებას წყნარსა.

13

ვით ანგელოზსა საყვარლად, მშვიდად
თამარს კუბოში ისე ეძინა.
სვეტად ნათელი, ცით მოვლენილი
მიცვალებულსა შუბლზედ ეფინა.
სამუდამოდა თვალნი ეხუჭნეს,
ხშირნი წამწამნი თვალთ უფარავდენ
ან დღის, ან კოცნის მომლოდინეთა
თავის ჩრდილითა დაუმალავდენ...
ამაოდ დილის ბრწყინვალე შუქი
დაჰფოფინებდა იმათ თავზედა.
ამაოდ ბაგე მის ნათესავთა
ეკონებოდა ამ თვალებს ზედა.
ვინღა რას უშველს, როს კაცი კვდება
და სიცოცხლისა წამები ჰქრება?!

14

არც როს თამარი, სალხინოდაც კი,
არა ყოფილა ასე მორთული:
გულ-მკერდი უხვად მშობელ მიწისა
ყვავილებითა ჰქონდა მორწყული;
მინდვრის კეკლუცთა, მრავალფეროვანთ
ტკბილ სუნნელებით შაემკოთ გული.
ხელშიაც ეპყრა კონა ყვავილთა,
ნიშნად მიწასთან გამოთხოვების
და სახეზედა ნიშანი ვნების,
მოტყუებულის სიამოვნების.
სახე ქალისა, ვით სიცოცხლის დროს,
მშვენიერებით იყო შემკული,
ვით მარმარილო უგრძნობ-უენო,
ოსტატის ხელით ქანდაკებული.
ღიმილი უცხო და საკვირველი
შაენარჩუნა იმის ბაგესა,
ბევრს სამწუხაროს ამბავს ეტყოდა
იგი ფხიზელის კაცის თვალებსა.
იმ ღიმილშია იხატებოდა
შავის ბედისა მდურება გმობით,
ამ სოფლის მიმართ უხმოდ, უსიტყვოდ,
ფიქრით ნაძღვნევი: იყავ მშვიდობით!
ფერფლი სიცოცხლის დაკარგულისა,
თამარი ჰგავდა ასჯერ მოკლულსა
და ამით უფრო ღრმადა ჰკოდავდა
თავის მნახველის სულსა და გულსა.
ეგრედ მზემ იცის საღამოს ჟამსა,
თითქოს დადნაო თავის სხივებში,
მოეფარება კავკასის ქედსა,
დაიღუპება ქვეყნის სივრცეში,
მაგრამ მის სხივსა უკანასკნელსა
შეირჩენს თოვლი მაღლისა მთისა
და, მწუხრის ბინდით დაპირბადული,
შორიდამ მოსჩანს, ნელ-სხივობს ისა,
ვაჰ, რომ ეს სხივი ცოცხალ-მკვდარია
და უდაბნოში ვერ აწვდენს ხმასა:
გზას ის ვერავის ვერ გაუნათებს,
დადუღებული თოვლიანს მთასა!

15

გროვად ნაცნობნი და ნათესავნი
შეჭირვებულნი გაუდგნენ გზასა.
გულს იმჯიღავდა მოხუც გუდალი
და იწიწკნიდა ჭაღარას თმასა.
უკანასკნელად შეჯდა ლურჯაზე
და გაემგზავრენ ყველანი ერთად,
სამს დღე-ღამესა უნდა იარონ
გზასა სამტეროს, საშიშსა მეტად.
მამა-პაპათა საფლავებს გვერდით
ქალს გაუთხარეს სამარე მათა.
გუდალს ჰყოლოდა წინაპართაგან
ერთი მეკობრე, მრბეველი მგზავრთა;
როს მოუვიდა აღსასრულის დღე
და საუბარი გაუბა მკვდართა, -
აღუთქვა თავის სასულიეროდ
ტაძრის აგება მაღალსა მთაზე:
სადც განუწყვეტლად ქარი გრიალებს,
მხოლოდარწივი ფრთასა სცემს ფრთაზე.
მალე მყინვარის ყინულებშია
აგებულ იქმნა მარტოდ ტაძარი
და ძვალთა იმა ბოროტ კაცისა
იქ მოიპოვეს თავშესაფარი.
მას აქედის კლდე - ღრუბელთა სწორი -
სასაფლაოდა დადებულია,
თითქოს სამარე ცის სიახლოვეს
უფრო საამო, უფრო თბილია;
თითქოს ქვეყნისა მოშორებითა
არ შეშფოთდება ძილი მაგარი.
ამაოდ! მკვდრისთვის არც სიხარული,
არც მწუხარება აღარსადარი!..

16

ანგელოზია, აგერ ჰაერში,
რომ მისრიალებს ქვეყნიდამ ცაში:
ცოდვილის მხევლის ცოდვილი სული,
მკერდს მიხუტული უპყრია ხელში.
ანუგეშებდა ქალს იგი სიტყვით,
ეჭვს მომავალზე მას უკარგავდა,
ჩირქსა ცოდვისას და ტანჯვისასა
ცხარის ცრემლითა ტანზედა ჰბანდა.
შორიდამ ისმის ხმა სამოთხისა, -
მან გაიტაცა ცოდვილის გული, -
ამ დროს ჯურღმულით გაუთამაშდათ,
გზად გადეღობათ ბოროტი სული.
ვით ქარიშხალი, ის მძლავრი იყო
და ელვის მსგავსად სახის მჩენია,
მან უსირცხვილოდანგელოზს უთხრა:
„საითკენ მიგყავს, ქალი ჩემია?!“
თავის მფარველის გულს მიეხუტა
თამარის სული ლოცვა-ვიშითა,
მთლად ცახცახებდა და კანკალებდა,
რა დაინახა, იმის შიშითა;
მომავლის ბედი დღესა სწყდებოდა,
მაგრამ დღეს იმას ვინღა იცნობდა?
როგორ ბოროტად იცქირებოდა
და შხამს მტრობისას თვალით აფრქვევდა!
დაუსაბამოს მტრობას და წყევლას
გამოიტყოდა თვალები მისი,
ბნელსა და ცივსა სამარეს უგავს
გაშეშებული კვლავ სახე მქისი.
„გამშორდი, წადი, ურწმუნოვ სულო“,
ეუბნებოდა შიკრიკი ცისა:
„დიდხანს სტკბებოდი გამარჯვებითა,
საქმეს გაარჩევს დღეს მსჯავრი ღვთისა:
და კეთილადაც გადასწყდა ისა!
განსაცდელისა ჟამი წავიდა
და ხორცთან ერთად ბოროტიც გაქრა,
ბოროტებისა ხუნდი აეხსნა...
ამას ჩვენ დიდხანს ველოდით აქა.
თამარის სული იმათგანია,
რომელთ სიცოცხლის ყოველი წამი
არის მხოლოდა ტანჯვა, ვაება,
უნუგეშობა, წვალება, შხამი.
საუკეთესო მასალით ღმერთმა
დაწნა არსება, მათი ბუნება,
ვერ შეიფერებს მათ ეს ქვეყანა
და არც ისინი მას ეთვისება.
დიდის ფასითა გამოისყიდა
თავისი ცოდვა შეცოდებულმა;
იგი იტანჯა სიყვარულისთვის,
კარი გაუღო მას სამოთხემა“.
აქ ანგელოზმა მრისხანებითა
გადავლო თვალი ბოროტსა არსსა.
მხრები გაშალა გახარებულმა,
გაფრინდა მარდად, გაეკრა ცასა.
დამარცხებულმა ქაჯმა დასწყევლა
თვის უგუნური ფიქრი, ოცნება,
მოუნდა ისევ დაღონებულსა
უსიყვარულოდ ქვეყნად ცხოვრება.

-----------------

კაიშაურის ხეობას მაღლით
მრისხანედ დასცქერს დიდი კლდე სალი
და შუბის-წვერად მდგარ ნანგრევებზე
დღესაც მიურბის მოგზაურს თვალი.
ამ ნანგრევთ ამბით დღესაც დედები
შვილებს შიშსა და ძრწოლასა ჰგვრიან,
ნანგრევები კი თავის წარსულზე
და დიდებაზე ცრემლებსა ჰღვრიან.
შავად ხეები მოიყურება,
დაბლა სოფელი გაშენებულა;
მის არემარე ყოველ მხარეზე
ჰყვავის, სიმწვანით დამშვენებულა.
გაურკვეველი გრგვინვის ხმა ისმის,
ძირს ქარავანნი ვლენ ზარის ჟღერით,
ღრუბელთა თავზე გადანადენი
მდინარე ბრჭყვინავს ქაფით და პერით.
ახალგაზდაა მისი ბუნება
სიგრილით, მზით და გაზაფხულითა;
ბუნება ცელქობს, მუდამა ხუმრობს,
უდარდელობით, სიყმაწვილითა.
მაინც მწუხარებს ციხის ნანგრევი,
რა მოიგონებს წარსულსა დროსა,
როგორც მოხუცი ცოლ-შვილი გამწყდარი -
ბედნიერადა სცხოვრობდა როსა.
და უჩინარნი მცხოვრებნი მისნი
უცდიან, ეგებ ამოხდეს მთვარე,
მაშინ ისინი მხიარულობენ
და გაიღვიძებს ბედკრული მხარე.
ობობას თვისი ქსელი გაუბამს,
ზედ დასეირნობს ის განდეგილი;
თავის ქსელისა ხელოვნურისა
მკვიდრად ჩაედგა მას საძირკველი.
ფსლიკვების ჯარი ბანზე თამაშობს,
გამოცურდება ხვრელიდამ გველი, -
იმ ნანგრევების ერთგული მცველი,
ხან რგოლებადა მოიკეცება,
ხან გაიშლება თოკივით გრძელად,
მაშინ ხმალსა ჰგავს ფოლადისასა,
დარჩენილს ოხრად ბრძოლისა ველად.
ნაოხარია აქაურობა,
აღარსადა სჩანს წარსულის კვალი,
საუკუნეთა სვლით შემუსვრილი
მოსჩანს ნანგრევი დღეს შესაბრალი.
აქ იმის მთქმელი აღარვინაა,
სადარს გუდალი, ან მისი ქალი.
მაგრამ საყდარსა კლდის თავზედ მდგარსა,
სადაც მათს ძვალთა განუსვენია,
უფლის ძალითა შავს ღრუბელთ შორის
ობლად გუმბათი დაუჩენია, -
კარისა მცველად სალი კლდეები
დღეს-აქამომდე შაურჩენია.
იმ სალთა კლდეთა მუზარადადა
მრავალ წლის თოვლი თავს ახურია,
ჯავშნად გულ-მკერდზედ სალი ყინული
დიდის ხნიდანვე შენახულია.
მძვინვარე ზვავი დაქანებული,
ყინვას მოუსწრავ, გაჩერებულა,
აქეთ და იქით დაკიდებულსა,
შუბლი შეუკრავს, გაშტერებულა.
იქ დაუდგრომლად ქარი ბობოქრობს,
ჭაღარა კედლებს აშორებს მტვერსა,
ხან ნაღვლიანად დაიღუღუნებს,
ხან გუშაგთ უხმობს: სდარაჯონ მტერსა.
აღმოსავლეთის ესმა ღრუბელთა
გასაკვირელი საყდრის ამბავი:
მოდის მათ გროვა მუხლმოდრეკითა,
ლოცვა-ვედრების გამომსახავი.
დიდი ხანია საფლავის ქვებზე
გლოვა-ზარითა ცრემლს არვინ აფრქვევს,
მხოლოდ მყინვარი თავის კლდეებით
სდარაჯობს მსხვერპლსა, გარს ღრუბლებს ახვევს,
დაუდგრომელი კაცთ სამდურავი
მშვიდს მოსვენებას მათსას ვერ არღვევს.

[1896 .]

2.1.3 ვარიანტები, შენიშვნები

▲ზევით დაბრუნება


ქაჯი

ხელნაწერი: ავტოგრაფი; ხელნაწერთა ინსტიტუტის ვაჟა-ფშაველას ფონდი 128 (B).

ნაბეჭდი: „საქართველოს კალენდარი“, 1896 წ., გვ. 13-47 (A).

თარგმანის ხელნაწერი მოთავსებულია ორ რვეულში. დასაწყისი (1-18 გვერდები) შეტანილია ავტოგრაფულ კრებულში: „წვრილი ლექსები ვაჟა-ფშაველასი“, ხოლო მომდევნო ნაწილი კი ცალკე რვეულებშია დაწერილი.

31. 2 ლერმონტოვისა] ლერმონტოვიდამ B. 5 „დაღონებული“ ავტოგრაფში ჩამატებულია, მის ნაცვლად ადრე ყოფილა „თვის სამეფოდამ“. 10 უფლის სახესა ბრწყინვალე სჭვრეტდა] ვაჟას პირველად დაუწერია „ბრწყინვალე სჭვრეტდა უფლის სახესა“, შემდეგ კი სიტყვები გადაუადგილებია. 11 „გათხოვილთა“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ცაზე“; ნაზ] ნაზს B. 11-12 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „ღიმილს ნაზს ჰსძღვნიდა, არა მკვახესა“. 13. „ცნობისმოყვარე“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „როცა“; „მოყვარე“-ს შემდეგ კი - „თვალს ად“. 14 ვარსკვლავთ გუნდს B-ში პირველად ყოფილა „ქარავანს თვალს“. 16 სტრიქონის დასაწყისში B-ში გადახაზულია „შური“. 18 „არა“ დაუწერია ვაჟას პირველად, შემდეგ ეს სიტყვა გადაუხაზავს და მის ნაცვლად დაუწერია „როდის“, მაგრამ, მას ბოლოს კვლავ პირველი ფორმა აღუდგენია. 24 საუკუნები] საუკუნენი B. 25 მეორე] მეორეს B.

32. 2 ამა სოფლისა დრო-ჟამის სვლასა] ვაჟას ჯერ დაუწერია „ქაჯის ყოფნაში დროების სვლასა“, შემდეგ ეს სტრიქონი ისე შეუსწორებია, როგორც იგი ძირითად ტექსტშია. 11 დასტრიალებდა] ვაჟას პირველად დაუწერია „თავს ევლებოდა“. 13 თავს უმშვენებდა ლალის გვირგვინი] ალმასის ედგა თავზე გვირგვინი B; „ლალის“ წინ B-ში გადახაზულია „თა“. 14 ქვეით კი] და ქვევით B. 15 გრგვინვა] გრგვინა B 16 გახეჩილ კლდეში ნაპობნი კლდენი B. 18 მის არემარის] აქაურობის B; ეს სტრიქონი B-ში მთლიანად ჩამატებულია შემდეგი ორი გადახაზული სტრიქონის ზემოთ:

„და იქით, როგორც დაჭრილის ლომის,
მედგრად ისმოდა თერგის ღიალი...“

20 გრგვინავდა გვრგვინავდა B. 22 ყურს უგდებს] ისმენდა B. 24 შავთა ღრუბელთა B-ში თავდაპირველად ყოფილა „შავის ღრუბლების“, რაც შემდეგ შეუსწორებია ვაჟას. 25 თერგი] იგი B. 26-27 სალის... ხერგი] იმ სალითა კლდეთა ურიცხვის ჯარის არსადა სჩანდა წესი და რიგი B. 30 ცელქსა] ლაღსა B. 34-35 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „ავლებდენ თვალსა მრისხანედარეს“. 37. სხვა არა] აღარა B.

39. 1 ზიზღითა B-ში პირველად ყოფილა „ამაყად“, რაც მთარგმნელს გადაუხაზავს. 3 მაღალსა და მაღალს B. 6 სხვა უკეთესი იმის თვალწინა] ამაზედ კარგი იმის თვალთ წინა B, ხოლო აქ კი „ამაზედ“ ჩამატებულია, მის ნაცვლად თავდაპირველად ვაჟას დაუწერია „უკეთესი“, ხოლო „ამაზედ“-ს შემდეგ გადახაზულია „ტურფა“. 8 ლამაზის ქვეყნის - საქართველოსი] B-ში მთარგმნელს პირველად დაუწერია „საქართველოსი ლამაზის ქვეყნის“, რაც შემდეგ ასე შეუსწორებია: „ტურფა ქვეყნისა საქართველოსი“ 24 და ტურფა სუნი ყვავილებისა და ვარდის ბუჩქში ლამაზთ სალაღოდ B. 27 გაიბანება ვაჟა-ფშაველას ჯერ დაუწერია „დაინამება“. 28 „ნიავიც“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ღამის“; მქროლარე] მქროლავი B. 31 ბნელის] წყნარის B. 33 როგორც თვალები ქართველი ქალისა - A; ქართველ ქალისა] ვაჟას პირველად დაუწერია „ქართველთ ქალთ“. 37 წინანდებური ზიზღი] ჯერ დაუწერია „წინანდებური შური“, ხოლო შემდეგ „შხამით ნაკვები“, ბოლოს კი - „წინანდებური ზიზღი“.

34. 2 მოხუც] B-ში პირველად ყოფილა „ბერმა“. 4 სახლის] ამის B. 9 დარბაზზე მობმულს კოშკსა, ციხეზე] სახლის გვერდზე მდგარს კოშკს და ციხეზე B. 11 ჩადრწამოსხმული] და ჩადრმოსხმული B. 12 ტურფა] ტურფად B. 13 „ლაღის“ წინ ავტოგრაფში გადახაზულია „წყლის“. 14 და მერე კოკას] B-ში ვაჟას პირველად დაუწერია „კოკას და მერე“. 15 გადიკიდებდა] გადაიგდებდა - B; მოხდენით მხარზე ავტოგრაფში ჯერ ყოფილა „მხარს და კისერზე“, რაც შემდეგ გადაუხაზავს მთარგმნელს. 17. „კლდის თავით“ B-ში ჩამატებულია სტრიქონის ზევით, მის ნაცვლად პირველად ვაჟას დაუწერია „მჭმუნვარედ“. 19 დღეს აქ ლხინია, ზურნის ხმა ისმის] B-ში თავდაპირველად ყოფილა „დღეს კი ლხინია, დიდი ქეიფი“, რაც შემდეგ ვაჟას შეუსწორებია. 20 სვამენ ჰსვამენ B. 21 სტრქონის დასაწყისში B-ში გადახაზულია „დღეს გუდალი“; „მოხუც“ ავტოგრაფში შემდეგ არის ჩამატებული, მის ნაცვლადადრე ყოფილა „ბერი“. 23 ბანი სახლისა ∾, B. 24 აყვავებულა] ავტოგრაფში პირველად ყოფილა „დაფენილია“. 25 ხალიჩაზე ზის შუაში მოსჩანს B. 32 ხან მაღლა ისვრის] B-ში პირველად ყოფილა „ხან აგდებს მაღლა“. 35 „წამწამს შეარხევს ქალურის შურით“ B-ში ჩამატებულია 36-35. 1 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „ხან გადაჭიმულს წარბებსა არხევს“.

35. 1 „გადაჭიმული“ B-ში შემდეგ არის ჩამატებული, ადრე მის ნაცვლად ყოფილა „მელნის მაგვარი“, რაც გადაუხაზავს ვაჟას. 2 ორს ტბასა] ავტოგრაფში ჯერ ყოფილა „ტბებს“. 3 „წელში“ ავტოგრაფში ჩამატებულია; „პატარძალს შემდეგ გადახაზულია „წელ“. 4 „როკვისა“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „წე“. 7 ტკბილად, ნაზადა] ავტოგრაფში პირველად ყოფილა „როგორაც ბალღი“. 9 მთვარისა და მთვარის B. 9-10 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „თვით სიცოცხლეა უზა“. 11 მისი] იგი B. 15 საღამოსას და დილის მზისას] აღმოსავლეთ, დასავლეთისას B. 17 თვით იმ B. 18 ეკოცნოს] B-ში პირველად ყოფილა „ეხილა“. 20-21 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „მის წყალს ანკარა მარგალიტისას“ აქ კი „მის წყალს“ პირველად ყოფილა „წყალსა“. 22 გაუშლია] ავტოგრაფში პირველად ყოფილა „უწეწია“. 22-23 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „და ქვეყანასა ადამის შემდეგ არ უნახია“. 23 რაც რომ და რაც B; კაცთა დაკარგეს] პირველად ვაჟას დაუწერია „კაცმა დაკარგა“. 25 ისე ლამაზი] B-ში მთარგმნელს ჯერ დაუწერია „სამხრეთის ხალხს“ 26 „არღა“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ჰყოლია სამხრეთსა“. 34. მაინცდამაინც ქალს მიხვრა-მოხვრა] ხელნაწერში ვაჟას ჯერ დაუწერია „მაგრამ ყოველი მის მიხვრა-მოხვრა“, რაც ბოლოს ასე შეუსწორებია: „მაგრამ მაინც მას მიხვრა-მოხვრა“.

36. 5 დაკარგულ] დაკარგულს B. 5-6 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „არ ატარებდა ის გულით თალხსა“. 8 ქაჯსა] B-ში პირველად ვაჟას დაუწერია „ქაჯი“. 8-9 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „შეიპყრო სრულად. მღელვარებამა“. 10 წრიაკმა] წრიოკმა B. 15 თვისს] თვის B. 18 მისსავე] მისავე B. 22 გამოიღვიძა] გამოაღვიძა B. 23 ძველის] პირველად B-ში ვაჟას დაუწერია „თავის დედასა“; კილოთი კილოთა B. 26-27 მაცდურებისა... ჰპოვა]

მაგრამ ფიქრითაც რომ ვეღარ შესძლო,
გზა გაიკაფოს ბილწის სიტყვითა B.

აქ პირველი სტრიქონის ნაცვლად ვაჟას ჯერ დაუწერია „მაგრამ იქაცა რომ ვეღარ ჰპოვებს“; ხოლო მეორე სტრიქონის დასაწყისში გადახაზულია „ხერხს“; გაიკაფოს ბილწის] B-ში პირველად ყოფილა „გაიკვლიოს ტკბილის“. ამავე 26-ე, 27-ე სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „არც დაივიწყებ“. 29 ურჩევის ხსოვა] წვალობს იმითა B. 31 ტაიჭზე] თავდაპირველად B-ში ყოფილა „ტაიჭით“: თამარის საქმრო] მჯდომი სამეფო B. 32-33 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „ის იყო დღემა“. 33 შავი ნაბადი] ვაჟას პირველად დაუწერია „და საღამოსი“, რაც B-ში გადახაზულია. 35-36 სტრიქონებს შორის გადახაზულია „მშვიდობით“. 36 ამწვანებულსა ავტოგრაფში ჯერ ყოფილა „უვნებლად“.

37. 1-2 წინ მიუძღოდა... აკიდებულსა] ვაჟას ჯერ დაუწერია „საჩუქრებითა დატვირთულები აქლემებისა“. აქ შეუწყვეტია ვაჟას ეს სტრიქონი, გადაუხაზავს ზემომოყვანილი სიტყვები და მათ ნაცვლად დაუწერია „და საჩუქრებით აქლემო ქარავანს წინ მიუძღოდა“. 2-3 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „კლდე მთებს“. 4 მათს მათ B. 7 ჰქონდა] ვაჟას პირველად დაუწერია „იყო“. 8 ხანჯალი] ხანჯარი B. 15 ოფლიც] ოფლი B. 20 „მარჯვენა“-ს წინ B-ში გადახაზულია „და გზაზედ მიჯრილი წყ...“; მარჯვენა] და მარჯვნივ B. 21 დაბინდდა, აგერ თოვლიანს მთაზე] თავდაპირველად ვაჟას დაუწერია „მაღლით დაბინდდა ცაზე მკვდართა მზეცა“ ამ სტრიქონის გადახაზვის შემდეგ კი დაუწერია „დაბინდდა თოვლიანზედა“, ბოლოს ეს სტრიქონიც გადაუხაზავს და დაუწერია ისე, როგორც ძირითად ტექსტშია. 22 დასავლეთისკე] დასავლეთისვე A; ქრება პქრება B. 23-24 დაიძრა... გზასა B-ში ვაჟას პირველად დაუწერია „დაიძრა ნისლიც და ქარავანიც მძიმე ნაბიჯით გზას გაუდგება“, შემდეგ კი შეუსწორებია ისე, როგორც A-შია. 27 „იქ“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „ჰმარხია“. 28 „მოსისხლე“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „მოკლული“. 29. „მოწმად“-ს წინ B-ში გადახაზულია „წმინდად“. 30 ვინც კი გაივლის] და მომავალი B. 32 ხატობას ანუ გინა ლაშქარსა] ხელნაწერში ვაჟას ჯერ დაუწერია „თუნდა ხატობას, თუნდა ლაშქარსა“. 33 „ეს ნიში“-ს წინ B-ში გადახაზულია „უნდა ადიდოს“. 34 შესწირავდეს] შესწირავდა B. 35 ეტყოდეს] ეტყოდა B. 37 ხანჯლის] ხანჯრის B.

38. 1 სანეფომ] სამეფომ B. 3 „გრძნობის“ წინ ვაჟას გადაუხაზავს „მას ხელი“ 5 ჰაერში ჰკოცნის ფიქრით, თამარსა B-ში ვაჟას პირველად დაუწერია „ფიქრში აწებდა თავის სატრფოსა“, ხოლო შემდეგ „ლალის ტუჩებზე“, ბოლოს მას ეს სიტყვებიც გადაუხაზავს და დაუწერია „ჰკოცნიდა ფიქრით იგი თამარსა“. 7 „ორი“-ს წინ B-ში პირველად ყოფილა „დალიგნდა ვიღაც“, რომლის გადახაზვის შემდეგ ვაჟას დაუწერია „გამოჩნდნენ ორნი“; დაჩნდა გაჩნდა A. 8 მალე] ჩქარა B. 9 მამაცსა] B-ში პირველად ვაჟას დაუწერია „თავადსა“ 10 არ შაეშინდა მტრის თავდასხმისა ვაჟას B-ში ჯერ დაუწერია „არ ეშინია ვაჟკაცს დავისა“, უს გადაუხაზავს და შემდეგ კი დაუწერია „არ ეშინია ხათაბალისა“; თავდასხმისა თავსდასხმისა B. 14 მიესია] მიერია A, ხოლო აქ B-ში პირველად ყოფილა „გადავარდა“. 15 გაისმის] გაისმა B. 16 გმინავენ, ოხვრენ დაკოდილები] ავტოგრაფში პირველად ყოფილა „გმინვა და ოხვრა დაჭრილებისა“, ვაჟას შემდეგ შეუსწორებია ისე, როგორც ძირითად ტექსტშია. 18 მაღალი მთები] მაღლის მთების B. 19 მალე] ვაჟას ჯერ „დიდხანს“ დაუწერია. 22 ეს ხმაც] ყველა B. 23-24 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „მკვდრებს ფეხით სთელავს აქლემთა ხროვა“. 25 მკვდართა მკვდრებსა B. 29-30 სტრიქონებს შორის B-ში ვაჟას ჯეო დაუწერია: „და უმადურად უმადურის ხმით, ბუ დაჰფარფაშებს ძახილით თავზე“, შემდეგ ეს სტრიქონები გადაუხაზავს და მის ნაცვლად დაუწერია „და იმათ თავზე უმადურის ხმით ღამის ფრინველი“ ბოლოს კი ესეც გადაუხაზავს. 30 უმადურადა და უმადურად B. 31-32 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადაბაზულია სიტყვები „არ იტირებენ“. 33 „დახოცილებსა“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „შორით“. 35 შემოსილები“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „თეთრი“. 36 ნაცვლად] მაგრამ B; ხოლო „მაგრამ“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „მის ნაცვლად“.

39. 1 უსურვაზითა] და უსურვასით B; ხოლო „უსურვასით“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „როგორც“. 3 ნავალ-ნატანჯი B-ში პირველად ვაჟას დაუწერია „ნამგზავრ-ნატანჯი“. 7 დიდი] B-ში პირველად ყოფილა „თითქოს“. 9 მიუპყრობს] B-ში პირველად ვაჟას დაუწერია „დაუგდებს“. 12 „ნალებს“ წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ნესტოებს ჰბერავს“; ქაფსა ჰყრის ქაფს ისვრის B. 14 გზას აღარ ირჩევს, და მის კისერზე B-ში პირველად ყოფილა „და მის გაწვდილს კისერზე შავი“. 16 ცხენის პატრონი მისი მხედარი B. 19 ცხენის ფაფარზე] B-ში ვაჟას პირველად დაუწერია „და ფაფარზედა“. შემდეგ ეს სიტყვები გადაუხაზავს და მის ნაცვლად დაუწერია „ცხენის ფაფარზედ“, ხოლო ბოლოს ეს მას ასე შეუსწორებია: „ფაფარზედ ცხენსა“. 20 სისხლსა] ავტოგრაფში პირველად ყოფილა „წითლად“. 23 როგორც ისარი ავტოგრაფში პირველად ყოფილა. „როგორც ტყვია“. 24 დაუნდო] B-ში პირველად ყოფილა „ბოროტმა“; ოსის] ორის B. 31 „და“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „თავის“. 32 „შავს“ წინ B-ში გადასაზულია „ქვებზე“. 33 და იარაღი B-ში პირველად ვაჟას დაუწერია „მთელი აბჯარი“.

40. 2 ნახვასა] თავდაპირველად ავტოგრაფში წერებულა „შეყრისა“ 6 „და ვერ“-ის წინ B-ში გადახაზულია „ვეღარც“; თავისს} თავის B. 9 დღეს მოევლინა დაეცა თავზე B. 11 მწარედა სტირსა] მწარედ სტირისა A. 13 „ღვარად“-ის წინ B-ში გადახაზულია „და უცოდეს“. 19 „რისათვის სტანჯავ, ნეტავი თავსა“ ვაჟას ჯერ დაუწერია: „რისთვის იწესებ ამაოდ თავსა“, შემდეგ „ამაოდ“ დაუწერია „ტყუილად“, ხოლო საბოლოოდამ სტრიქონს ასეთი სახე მიუღია: რად სტანჯავ. რისთვის იწუხებ თავსა?“ 20 ტირილით] ცრემლით B; თვალებს თვალსა B. 22 ესმის] B-ში პირველად წერებულა „მიდის“. 28-29 სტრიქონები B-ში გადაადგილებულია. 29-ე სტრიქონი, რომელიც B-ში 27-ე სტრიქონის ადგილზეა მოთავსებული, ავტოგრაფში ასე იკითხება: „ეხლა მას რაში ეპრიანება“; თავდაპირველად კი ეს სტრიქონი ისევე ჰქონია ვაჟას დაწერილი, როგორც ძირითად ტექსტ ში. 31-32 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „არ ღირს ძვირფასო“. 32 ვინც „არც“ დაუწერია ვაჟას პირველად B-ში. 33 ფასად] წამად B. 36 თავზედ თავზე B.

41. 13 თავზედ] თავზე B. 14 დაჰბერავს] „შეარხევს“ ყოფილა B-ში პირველად. 15 „ბუჩქზე“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „და“. 16 დაიწყებს] მოჰყვება B. 17 ნამით ნაკვები] B-ში პირველად წერებულა „გაშლილი ია“. 18 ღამით ყვავილი როს გაიშლება ავტოგრაფში პირველად ყოფილა „იმას დაუწყებს თვალებში მზერას“. 20 „სხივფრქვევით“-ის წინ B-ში გადახაზულია „დინჯად“. 21 „თვალსა“ ავტოგრაფში ჩამატებულია. 22 გეწვევი] B-ში პირველად ყოფილა „ფიქრები“. 27 „ხმა“ ავტოგრაფში ჩამატებულია; მის შემდეგ კი გადახაზულია „გა“. 29 ვიღამაც] რაღამაც B. 31 შეშინებული შიშით და ვარმით B. 35 „თითქოს სჩხვლეტენო“. ავტოგრაფში ჩამატებულია; უთრთოლავს თავდაპირველად B-ში ყოფილა „უჟრჟოლავს“. 36 „ის“ წინ B-ში გადახაზულია „და“; „ის“-ია შემდეგ კი - „ხმა“.

42. 6-7 სტრიქონებს შორის გადახაზულია „შებრალებისა კილოთი ამ 9 და] თან; აღმგზნარს ამგზნარს A. 13 „ეს“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „არა“. 16 ცოდვილსა კაცსა] ცოდვასა კაცსა A. ცოდვილს ვინმესა B; ხოლო პირველად ყოფილა „ცოდვილს ვინმესა“. 21 თავისს] თავი B. 24 დავძლიე] დავსძლიე B. 25 ათასს მთხოვნელში ვერვის ავირჩევ] ავტოგრაფში ადრე ყოფილა „ჩემს მთხოვნელებსა ყველას უთხარი“ 30 „როგორღა“-ს წინ B-ში გადახაზულია „ეხლა“. 38 და შენს B-ში პირველად ყოფილა „მშობლის“.

43. 7 „მიმიღოს სადმე მყუდრო საბერომ“ პირველად ავტოგრაფში წერებულა „მიმღებს სადმე ბნელი საბერო“. 10 შორს სადმე მშობელთ] ვაჟას პირველად დაუწერია „განმარტოვებულს“. 11 თუმც არ უნდოდათ] ვაჟას ჯერ დაუწერია „მშობელთ უნებლივ“, ხოლო შემდეგ ასე შეუსწორებია: „თუმც არ ეწადათ“, ბოლოს კი ისევე დაუწერია, როგორც A-შია. 16 სამგლოვიარო] პირველად B-ში ყოფილა „და გარეგანმა“. 19 ეკვდერი საყდარი B. 20 „და“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „ბერ“; „მკვნესრად“ ავტოგრაფში ჩამატებულია. 22 შემაშფოთები ამ დროს თამარსა] ამ ვედრების დროს ქალსა უეცრად B. 24 ბურან-ნისლში ბურანს, ნისლში B. 25 ჰკრთოდა] ავტოგრაფში პირველად ყოფილა „თითქოს“.

25-26 სტრიქონებს შორის გადახაზულია „როგორც ვარსკვლავი ისე მოსჩანდა, ეძახის თამარს...“ 26 „უხმობს თავისთან, უქნევს თან ხელსა“. ამ სტრიქოის შემდეგ ხელნაწერში არის კიდევ ერთი სტრიქონი „მოჩვენება ყოველი ესა“. 28 ეს] ის B. 29 მთებ შემორტყმული] ორ მთათა შორის B. 34-35 ფოთლებში. სანთელი ავტოგრაფში ვაჟა-ფშაველას ჯერ დაუწერია „მხოლოდ ფოთლებში მკრთალად [...]ობლად. მოლოზნის ჰკრთოდა სანთელი“; ხოლო შემდეგ ეს სტრიქონები გადაუხაზავს და მის ნაცვლად დაუწერია „ფოთლებში მკრთალად შ-[...] ვებული სჩანდა მოლოზნის მხოლოდ სანთელი“.

44. 1 ხეების] და ხეთა B. 2 მწკრივად] ვაჟას ჯერ დაუწერია „რიგად“; „ოდნავღა“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „მოსჩანდა“. 3 დგანან] უდგენ B. 7-8 სტრიქონებს შორის გადახაზულია „ბროლის „წყ“, „უხვადა რწყავენ ტურფა მდელოსა“, „ვით რთვილით მოსილი“. 8 რწყვენ ველთა, მდელოთ წმინდა ნამითა] B-ში პირველად წერებულა „წმინდა ნამით რწყვენ ველთა, მდელოთა“. 14 ჰბოლავდა B-ში პირველად ყოფილა „რამ იწვა“. 16 ზარისა] და ზარის B. 21 B-ში „ჩამოეშვება“-ს წინ გადახაზულია „მოხსდენით“. 26 თავით ვაჟას პირველად დაუწერია „შავი“. 28. „შემზერდა“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „როგორც“. 29 ყინულით ნაჭედს პირველად ავტოგრაფში წერებულა „თავით მოუხველს“. 33 „ქვეყანა“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „იმის“. 34 სდარობდა] ჰსდარობდა B. 34-35 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია სიტყვა „განუწყვეტელად“. 35 ნაღველი და ბოღმა B.

45. 2 კარში მრისხანედ] და გარეთ, ცივი B. 4 თავისს] თავის B. 5 მწარედ მოსთქვამდა ცრემლებსა ჰღვრიდა B. 7 იგი] B-ში ვაჟას პირველად დაუწერია „მგზავრიც“. 8 იქარვებს, იქავრებს B. 9 ცხენს მათრახს დაჰკრავს შეშინებული მათრახს გაუქნევს შეშინებული] დაუწერია ვაჟა-ფშაველას B-ში პირველად. 10 გაეშურება ვაჟას ჯერ დაუწერია: „და შეუდგება“, ხოლო ამ სიტყვების გადახაზვის შემდეგ - „და გაუდგება“. 12 თვალცრემლიანი] ავტოგრაფში ჯერ ყოფილა „მოუთმენლადა“. 13 სარკმლით გასცქერის სარკმლიდამ გასცქერს B. 14 „მთელი დღე-ღამე“ ავტოგრაფში ჩამატებულია. 20 „იგი“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ისიც ხომ ნაცა... 21. ალერსიანად მას აშტერებდა] თავდაპირველად ავტოგრაფში ყოფილა „ალერსიანად თამარს აშტერებს“, ხოლო აქ „თამარს“] ადრე ვაჟას დაუწერია „ქალს“. 22 „ქალს“ წინ ავტოგრაფში გადახაზულია „წმინდა“. 23 ვედრებას მათ ლოცვას B. 25 „მიჰქრის“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „გულ“. 24-25 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „წევს არა სძინავს ცეცხლი...“ 26 ედება ცეცხლი B-ში პირველად ყოფილა „ცეცხლი ედება“, რაც შემდეგ ვაჟას გადაუადგილებია. 27 ნაღველი და ბოღმა B. 28 საწყალს გულ-მკერდზე] გულზე და მკერდზე B. 30 ეს] ის B. 30-31 სტრიქონებს შორის გადახაზულია შემდეგი: „ადნება ბაგეს მის, ცეცხლით ნაბანს“. 34 დაჰფარა დაფარა B. 35 ქაჯი] ქაჯიც B. 35-46. 1 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „მოფრინდა“.

46. 1 „მონასტრის“ წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ქალთა“; ბაღში] ახლოს B. 3 წმიდა წმინდა B; სცხვენოდა] ცხვენოდა B. 4 „ხანდახან“-ს წინ B-ში გადახაზულია „და“. 5 რომ უარეყო] უარი A. 8 ვიღასცა] ვიღაცას B; სიჩუმის ავტოგრაფში ადრე წერებულა „ამ დროს“. 9 მკვნესოად ავტოგრაფში პირველად ყოფილა „ტკბილი“ 10 „უკრავს“ წინ გადახაზულია „ჩონგურ“; „ჩონგურსა“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „და თან“. 11 საუცხოვოთ საუცხოვოდ A; დამღების] დაჰმღერის B. 13 „მომდინარს“ წინ B-ში გადახაზულია „ამ“; ხშირად] B-ში ადრე ყოფილა „წესზე“. 18 „იგონებს“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ტკბილის“. 23 ვერ ანძრევს, ვეღარ ერევა ფრთასა] ხელნაწერში პირველად ყოფილა „მაგრამ ვერ ანძრევს ამ დროს ის ფრთასა“, რაც შემდეგ შეუსწორებია ვაჟას 23-24 სტრიქონებს შუა B-ში გადახაზულია „რა საკვირველია“. 26-27 სტრიქონებს მოს რის გადახაზულია „ისეთი საუცხოვო“. 32 კეთილისათვის უცემდა გული] ავტოგრაფში ადრე წერებულა „კეთილისათვის გამზადებულმა“. 32-33 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „და ფიქრობს: იქნებ დაატკბოს“. 35 მომავლის შიშმა] B-ში თავდაპირველად ყოფილა „უცნობმა შიშმა“. 35-36 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „და მომავლის გაურკვევლობამ“. 36 ერთს] ერთ B 36-37 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „მისთვის ეს იყო ნიშანი ცუდი“, „ჯერ გარეშემო მოავლო თვალი“. 37 „შევიდა“-ს წინ B-ში გადახაზულია „და ნახა“; მის თვალთა შხამსა ავტოგრაფში თავდაპირველად წერებულა „იმის თვალთ წინა“. 38-47. 4 სდგას კალთა]

„თვით ქერუფიმსა; სამოთხის შვილსა
მუდამ მფარველად ცოდვილს[ა] ქალსა
მრისხანედ იკრავს იგი შუბლს წყნარსა
და თან ღიმილით მშვენიერს ასულს
ჰაეროვანსა აფარებს მხარსა“ B.

47. 11 ვინ დაგპატიჟა ამ ღამით აქა?] თავდაპირველადავტოგრაფში ყოფილა „შენ ვინ მოგიხმო ამ ღამით აქა?“ 12 ღვთისაგან ჩემთვის ჩაბარებულსა ვაჟას ჯერ დაუწერია „ჩემსა სატრფოსა ჩემს სალოცავსა“, ხოლო სტრიქონის დასაწყისში გადახაზულია „მინდა“ 14-15 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „დიდი ხანია“. 15 გაჰქრა] გაქრა B. 17 „და“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „შხამიანად“. 18 ქაჯისა] თავდაპირველადავტოგრაფში ყოფილა „და იმის“. 19 იკრიფებოდა] იკრიბებოდა A. 23 გვიანიღაა დღეს] გვიან-ღა-დღეს A. 24 უფლების] პირველადავტოგრაფში ყოფილა „მსჯავრისა“. 27 მეკუთვნის] მეკუთნის B. 29 ჭმუნვით გადავლო თვალები ნაზი] ვაჟას ჯერ დაუწერია „მწუხარებითა გადავლო თვალი“. 31 გაავლო სხივის ბრწყინვალე ხაზი] თავდაპირველად B-ში ყოფილა „თავის სხივისა გაავლო კვალი“. 34 გაქვს მწიკვლი ენა პირველად B-ში ყოფილა „ენა ცბიერი“. 35 „ქვესკნელიდამ“-ს წინ გადახაზულია „ქვესკნელით მოხვედ“.

46. 2 ტურფა ხარ შენა] არ მინდა ტურფავ მე შენი წყენა! B. 11-12 სტრიქონებ'ს შორის B-ში გადახაზულია „ვის სიბრ“. 12 ვინცა ვინაც B. 15 ლახტი] ჩანტი B, ხელნაწერში „ჩახტს“ აქვს განმარტება: „დიდი გროვა შეშისა“. 19 „რა“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „და“. 25 ისევაც კვლავ ისევ B. 25-26 სტრიქონებს შორის ვაჟას ჯერ დაუწერია „და შენის ტრობით“, ეს სიტყვები გადაუხაზავს და დაუწერია „შენის ტრფობითა“, შემდეგ კი ესეც გადაუხაზავს. 29 მეუფეს] მეუფის A. 30 როგორ მიყვარხარ მიყვარხარ დიდად B. 32-33 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „მყის შემეჯავრა მე ჩემი თავი“. 33-34 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „შემშურდა კაცთვის“. 36 არ მშურს შენთვისა მე ეგ ცსოვრება მე არ მშურს შენთვის ეგე ცხოვრება B.

49. 3 ნაღველი] თავდაპირველად ვაჟას დაუწერია „ნაღველიც“. 4 იძვრის ვით ქარით] B-ში პირველად ყოფილა „შეირყა, როგორც“. 5 „უშენოდ“-ს წინ B-ში გადახაზულია „და“ 8 გროვა] პირველად მთარგმნელს დაუწერია „ფლობა“. 14 როგორც გეტყობა] როგორც გატყობ B. 19 მეც რომ] ვაჰმე B. 21 თავით გარდვიგდე ∾ B. 27 თვის] თთვის B. 30 გულში] სულში B. 31 თვალებში] თვალებს წინ B.

50. 1 შენ ვერ გაიგებ და ვერც მიჰსვდები] შენ ვერ მიჰხვდები და ვერც გაიგებ 3. 1-2 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „ნეტავ გაიგო“. 3 მთელ სიცოცხლეში იმავ თავიდამ მთელი სიცოცხლე საუკუნენი B. 4-5 სტრექონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „არც კეთილისთვის“. 5 რას იღებდე] B-ში პირველად ყოფილა „არ ვინა რას მძღვნიდეს“. 8 ერთ] ერთ B. 9 ნანობდე] ჰნანობდე B. 13 როცა] რაკი B. 15 სტრიქონის დასაწყისში B-ში გადახაზულია „თვით“. 17 „ოქროს“ შემდეგ გადახაზულია „მორთულნი“; თავშემკულები პირველად B-ში ყოფილა „თავდადგმულები 18 „ცაზე“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „წერილნი“. 20 „ეჯავრებოდათ“-ს წინ B-ში გადახაზულია „აღარც უნდო“, ვეღარ აღარ B. 25 „გავშალე“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „მხრები“. 29. მთლად ეს ქვეყანა და ეს ქვეყანაც B. 35 „იცოდე“-ს შემდეგ B-ში გადახა- ზულია „თვი“. 37 ცის სივრცეშია ცისა სივრცეში B.

51. 3 ვცხებდი ვსცხებდი B. 5 „ჟამს“ ავტოგრაფში ჩამატებულია სტრიქონის ზემოთ; წმიდა] წმინდა B. 6 ავანთე აღვანთე B. 9 ავდექ] ავდეგ B; მოვმართე მივმართე A. 11 იქ] და B. 15 სტრიქონის დასაწყისში გადახაზულია „მის გადა“, ხოლო მთლიანად ეს სტრიქონი B-ში ასეა წარმოდგენილი „გვერდობს, სალს კლდეზედ, სად ის გადვარდა“. 17 საქმით] ქცევით B. 18 ჩემს B-ში თავდაპირველად ვაჟას დაუწერია „გულს“. 19 „ტანშემოსილი“-ს წინ B-ში გადახაზულია „ბევრჯელ“. 21 ეს საშინელი ბუნების წყრომა] B-ში თავდაპირველად ყოფილა „ამ საშინელმა ბუნების წყრომამ“, რომელიც შემდეგ შეუსწორებია მთარგმნელს. 25 უბედურება] B-ში პირველად ვაჟას დაუწერია „ტანჯვა-წვალება“. 26-27 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია სიტყვები „ერთ წამ“. 31 აქვთ ავტოგრაფში ჯერ ყოფილა „აქვს“, შემდეგ კი „არის“, ბოლოს კი - „აქვთ“. 35 არც] არ B 38 „ისე“ ავტოგრაფში ჩამატებულია; „მწვავს“ შემდეგ B-ში გადასაზულია „ისე“.

52. 2-3 სტრიქონებს შორის გადახაზულია „დაღუპულ ბედზე“. 4 „ტანჯვავაების“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „ჩემთა ტანჯვათა უძრავს“. უკდავ] უკვდავს B. 6 „მშვიდობას ვკარგავ“ ავტოგრაფში ჩამატებულია. 9 სტრიქონის წინ B-ში წაშლილია „იუბნ“. 11 ჰმალავდე] ჰმალამდე A. 15 ნუთუ მე ძვირად უღირვარ ცასა? თავდაპირველად ასე დაუწერია ვაჟას: „ნუ თუ ცისათვის მე ძვირად ვღირვარ?“ 16 რამდენი არის პირველად B-ში ყოფილა „სხვა რამდენია“. 18 „გაუხსნია“ ავტოგრაფში ჩამატებულია 19 ზურმუხტის] ალმასის B; ხოლო ალმასის] თავდაპირველად ყოფილა „ოქროსა“. 22-23 სტრიქონებს შორის გადა- ხაზულია „და ჩემს ში“. 23 შიშსა შიშისაც B. 24 სტრიქონის დასაწყისში გადახაზულია „შენ“; „სულ“ ტექსტში ჩამატებულია; ასევე ჩამატებულია „გაგებული გაქვს“, ამ სიტყვების ნაცვლად კი ავტორს პირველად დაუწერია „შენ კარგად იცი“. 27 „ამიერიდამ“-ს წინ B-ში გადახაზულია „რომ“. 28 „ნუთუ“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „არც“. 32 „უკანასკნელსა“-ს წინ ხელნაწერში გადა- ხაზულია „ვფიცავ“ 31-32 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „ვფიცავ სირცხვილსა ცხოვრებისასა“.

53. 1 ეხლანდელს შენთან შეყრასა ვფიცავ თავდაპირველად B-ში ყოფილა „შენთან შეყრისას ვფიცავ ტკბილ დროსა“. 2 მომავალსა მომავალის B; „და მომავალსა“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ვფიცავ“. 3 სულებსა ვფიცავ ვაჟას ჯერ დაუწერია „სულების გროვას“, ხოლო შემდეგ ეს სიტყვები ასე შეუსწორებია: „სულთა გროვას ვფიცავ“. 6 უკანასკნელად] უკანასკნელსა B; შენ ნახვას] ავტოგრაფში პირველად ყოფილა „ჩემს დაკვლევას“. 9 დაღვრილ] დაღვრილს B. 15 „შემარიგა“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „მე“. 19 მწადის შევწირო ლოცვა უფალსა B-ში მთარგმნელს პირველად დაუწერია „მწადის ვილოცო, ვევედროთ ღმერთსა“, რაც შემდეგ შეუსწორებია. 21 „ცეცხლისა“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „კვალსა“. 27 შემოგწირავ] ჯერ ვაჟას „შემოგწირავს“ დაუწერია, შემდეგ სიტყვის ბოლოს „ს“ გაღაუხაზავს. 30 შეუდრკელი ვარ] B-ში ჯერ მთარგმნელს დაუწერია: „ძალი მაქვს დიდი“, ხოლო საბოლოოდ ეს სიტყვები ასე შეუსწორებია: „შეუცვლელი ვარ“. 31 ვით ცოდვის ქმნაში როგორც ცოდვებში B. 32 „ჰაეროვანო“ ავტოგრაფის ტექსტში ჩამატებულია, ხოლო სტრიქონის ბოლოს გადახაზულია სიტყვები „ჩემო სიცოცხლევ“. 33 მხრებზედ] მხრებზე B. 34 „იქნები“ ხელნაწერში სიტყვებს შორის არის ჩამატებული. 38 ბედნიერს] ბედნიერ . 38-39 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახზულია „და უცვალებელს“. 39 შენს შვენებასა შენ მშვენებასა B.

54. 3 არ] ჯერ ვაჟა-ფშაველას დაუწერია „ვერ“. 4 არც] B-ში თავდაპირველად წერებულა „ვერც“. 5 მითხარი რაა] ან კი რა არი B 6 კაცთ წუთიერი B-ში ვაჟას პირველად დაუწერია „ხალხთ დროებითი“. 8 ეცვლებათ] ეცვლება ; კაცთ თვით B. 9-10 სტრიქონებს შორის გადასაზულია „ვინ“. 10 ჰპოვებს ნახავს B. 14 რომ მონად იყო] რომ იყო მონად B. 15 „ფლიდს“ წინ B-ში გადახაზულია „გულ ცივ“, „ორ პირ“. 16 მუდამჟამს შიშს ქვეშ, ვერ სცნა ნუგეში პირველად ყოფილა „მუდამ შიშში და ვერ სცნა ვერა როს“, 20 „გაგჩლუნგებოდეს“ წინ B-ში გადახაზულია „ცრემლი“. 21 სხვა მოგელის სატანჯველი B. 22 სატანჯველი პირველად ვაჟას „სიხარული“ დაუწერია. 25 „აგიჩენ“-ს წინ B-ში გადახაზულია სიტყვები „მე თვით გაგიჩენ“. 26-27 სტრი. ქონებს შორის B-ში გადახაზულია „სულთა გრ“. 30 რამდენიც რამდენი A. 33 „შუაღამისას“ წინ B-ში ვაჟას გადაუხაზავს „და შუაღამისა ყვავილთა“. 33-34 სტრიქონებს შორის გადახაზულია „მინდვრის კეკლუცთა“. 35-36 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია შემდეგი: „შევამკობ შენს ტანს, შეგბურავ როგორც“.

55. 1 საკვირველის ხმით] საკვირველი ხმითა B. 2 ყოველს ყოველ B (ორივე შემთხვევაში). 3 მდიდრულ] მდიდრულს. B. 34 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „ზღვის უფსკრულს ჩავალ“. 6 ცას იქით ქარად პირველად B-ში ვაჟას დაუწერია „მსგავსად ქარისა“ 7-8 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „სიტურფით მსგავსო მზე და მთვარისა“. 8 და არ დამტოვო მე ცოცხალ-მკვდარად] და ნუ დამტოვებ ცოცხალსა მკვდრადა B. 10 წყნარადა ქაჯი და წყნარად იგი B; „ათრთოლვებული“ ავტოგრაფში ჩამატებულია. 12 ქალი ხვეწნითა ვეღარ გადურჩა] პირველად B-ში ვაჟას დაუწერია „ქალის ხვეწნასა მაცდურის ენით“. 12-13 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „თავს დაჰბრუნავდა“ და „თან ეკონება ქალის სახესა“. 20 მოჰწამლა] მოწამლ B. 23 საამო] B-ში ვაჟას ჯერ დაუწერია „ტრფობა“. 25 „და“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „უიმედობით გამოთხოვებ“. 28 „თუჯის ფიცარი“ და მისი მომდევნო ოთხი სტრიქონის] ავტოგრაფის სათანადო ადგილზე წერია:

„ამავე დროსა კედლის გარშემო.
თუჯის ფიცარი ეჭირა ხელში
მორჩილი თავის წესს ასრულებდა,
პირ მოქუშული მოხრილი წელში.
ქალის სადგურთან მოუხდა გავლა“.

ხოლო იმ სახით, როგორადაც ეს სტრიქონები A ვარიანტში გვხვდება, ვაჟას ისინი ავტოგრაფის ბოლო თავისუფალ გვერდზე მიუწერია. ამავე სტრიქო-სო ნებზე მუშაობის შედეგი უნდა იყოს იქვე არშიაზე მიწერილი შემდეგი სიტყვები:

„გალავნის გარსა“, „გალავანს გარსა“,
„ამ დროს მოუხდა დაღონებულსა“,
„დაფიქრებულსა წყნარად
მოარულს მოუხდა გავლა...“

33. შესდგა კიდევაც და უცბად შესდგა B.

50. 1 მოეჩვენა მოელანდა B. ხოლო მის შემდეგ B-ში გადახაზულია „სიჩუმეს“. 4 ვნებით] ტანჯვით B. 7-8 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „ფოთოლთ შრიალმა“. 10 „ფოთლებს“ წინ ავტოგრაფში გადახაზულია „და“, მის შემდეგ კი - „ედგათ“; გაჰქონდა) გაჰქონდათ B. 11 კიდეებს] თვის კიდეთ B. 16. „ფიქრი“-ს წინ B-ში გადახაზულია „ფიქრიდამ, ფიქრები“. 17-18 სტრიქონები B-ში გადაადგილებულია. 18 მთრთოლარეს] მთრთოლარის; ისახავს ჯვარსა] B-ში თავდაპირველად წერებულა „იწერავს პირჯვარს“. 19-20 „და იმედი.. წყნარსა“. ეს სიტყვები ავტოგრაფში ძლიერ ნასწორებია. აქ იკითხება შემდეგი გადახაზული სტრიქონები:

„გაჩუმებულმა ჩქარი ნაბიჯით
გასწია მალე თავის გზაზედა“; და კიდევ:
„წავიდა ლოცვის შესასრულებლად
იხედებოდა აღარ გვერდზედა“.

22 მშვიდად] წყნარსა B; ხოლო ამ სიტყვის ქვემოთ B-ში გადახაზულია „მშვიდსა და წყნარსა“. 24-25 სვეტად ნათელი ეფინა] და ცითნათელი მოვლინებული სვეტად შუბლზედა იმას ეფინა B. 32 ბაგე] B-ში ჯერ ყოფილა „პირი“. 34 ვინღა რას უშველს, როს კაცი კვდება] ხელნაწერში ვაჟას ჯერ დაუწერია „რა ეშველება, როს კაცი კვდება“, ხოლო საბოლოოდ ეს სიტყვები ასე შეუსწორებია: „ვინ რას უშველის, როს კაცი კვდება“.

57. 3 „ასე“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ჩაცმული“. 4-5 გულ-მკერდი... მორწყული] ხელნაწერში ვაჟას პირველად დაუწერია „და ყვავილები მშობელ მიწისა მკერდზე ეყარა უხვადასხმული“, შემდეგ კი მას ეს სტრიქონები ასე შეუსწორებია:

„მისი გულ-მკერდი მშობელ მიწისა
ყვავილებითა ჰქონდა მორწყული“.

7 „ტკბილი“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „გულ-მკერდს უმკობდა“. 9-19 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „და მის სახეში არც ერთი...“ 11 მოტყუებულის B-ში პირველად ყოფილა „დაუსრულების“. 12 სახე ქალისა ∾ B; „ვით სიცოცხლის დროს“ ავტოგრაფში ჩამატებულია. 13 მშვენიერებით] B-ში პირველად ყოფილა „სიტურფით“; შემკული] ვნებული B. 14 „უგრძნობ-უენო“] ავტოგრაფში თავდაპირველად ყოფილა „გრძნობა მიხდილი“. 15-16 სტრიქონებს შორის გადახაზულია „რა უცხო“, „საუცხოვო რამ ღიმი“, „სიკვდილის ჟამსა საუცხოვო რამ“. 20 იმ ღიმილშია იმა ღიმილში B. 22 ამ სოფლის მიმართ უხმოდ, უსიტყვოდ] ქვეყანასთან კი უსიტყვოდ უხმოდ B; ამ სტრიქონში „ქვეყანასთან“] B-ში პირველად ყოფილა „ამ სოფელთან“. 23-24 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „ნაშთი ძველის“. 24 „სიცოცხლის“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „უწინ“. 27 „თავის“ წინ B-ში გადახაზულია „იმ თვისსა“. 28 საღამოს ჟამსა] ავტოგრაფში პირველად წერებულა „როს მზემ“. 30 კავკასის ქედსა] B-ში პირველად ყოფილა „მაღალსა მთებსა“. 33 მაღლისა მთისა ავტოგრაფში ადრე ყოფილა „კავკასიისა“. 34 მწუხრის ბინდით B-ში თავდაპირველად წერებულა „თალხის ღრუბლით“. 34-35 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „ცოცხალ- მკვდარივით გამოსჩანს ისა კაცისა თვალში...“ 36 ვაჰ, რომ] მაგრამ B. 38 გზას ის ვერავის ვერ გაუნათებს] პირველად ყოფილა „ვერც გაუნათებს ვერავის გზასა“ - შეუსწორებია მთარგმნელს. 39 დადუღებული თოვლიანს] B-ში თავდაპირველად ვაჟას „დაკერებული მყინვარის“ დაუწერია.

58. 6 „უკანასკნელად“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „შეკმაზა“. 8 სამს] სამ B. 9 „გზასა“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „მინამ“, ხოლო მის შემდეგ კი - „საშიშ“. 10 „მამა-პაპათა“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „ერთი“; საფლავებს] B-ში პირველად „საფლავებთან“ დაუწერია ვაჟას. 11 „ქალს“ წინ B-ში გადახაზულია „სადგუ“; მათა] B-ში ყოფილა „ერთად“. 13 მეკობრე] მეკოპრე B. 13-14 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „თავის“. 19 ფრთასა სცემს ფრთას უსვამს B. 21 მარტოდ მარტო A. 22 კაცისა] კაცისას B. 23 „იქ მოიპოვეს“ წინ B-ში გადახაზულია „იგი“. 28. „თითქოს“ შემდეგ B-ში გადახაზულია „კაცთ“. 33 ანგელოზია, აგერ ჰაერში] ანგელოზსა ჰგავს ლურჯს ცის სივრცეში B. 34 „რომ“-ის წინ ავტოგრაფში გადახაზულია „მისრიალებდა. 25 „ცოდვილის“ წინ B-ში გადახაზულია „და ეს“. 36 უპყრია B-ში თავდაპირველად ყოფილა „ეჭირა“.

50. 4 ტანზედა ჰბანდა] B-ში ადრე „როს უმალავდა“ წერებულა. 10-11 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „და როგორც ელვა, ისე ბრჭყვინავდა“. 12 საითკენ საითკე B. 14-15 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „აკანკალებდა“, „უკანკალებდა მთელი სხეული“. 17 „მომავლის“ წინ B-ში გადახაზულია „მის“. 21 დაუსაბამოს] დაუსრულებელს B. 23 უგავს] ვაჟას ჯერ დაუწერია „ჰგავდა“. 25 ურწმუნოვ სულო] ავტოგრაფში პირველად ყოფილა „ბოროტო სულო“. 28 „საქმეს“ წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ეხლა“. 31 გაქრა] გაჰქრა B. 32 „ბოროტებისა“ სიტყვის წინ ავტოგრაფში გადახაზულია „დაიმსხვრა“, მის შემდეგ კი-„ბორკილი“; ხუნდი აეხსნა ∾ B. 33 ამას ჩვენ ჩვენს ხომ B. 33-34 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „სული ქალისა“ 34-37 „თამარის... შხამი“ ეს სტრიქონები ავტოგრაფის შესაბამის ადგილზე ასე იკითხება:

„თამარის სული იმათგანია,
ვისიც სიცოცხლე ერთი წამია -
აუტანელის წვის და ტანჯვისა
მიუწდომელის ნუგეშ ცემისა“.

იგივე სტრიქონები მიწერილია ხელნაწერის ბოლო გვერდის თავისუფალ ადგილზე ორი რედაქციით; პირველი რედაქცია იკითხება ასე:

„ამისი სული იმათგანია,
სიცოცხლე ვისიც ერთი წამია.
ამას ხომ ტანჯვა წვალების მეტი
სხვა არაფერი არ უნახია“.

მეორე კი ძირითადად ემთხვევა ზემომოყვანილ ვარიანტს, განსხვავებას იძლევა მხოლოდ პირველი სტრიქონი აქ - თამარის] იმისი. 39 დაწნა არსება მათი ბუნება ავტოგრაფში პირველად ვაჟას დაუწერია „დაწნა ცხოველი სიმები მისი“, რომელიც შემდეგ შეუსწორებია ვაჟას 39-60. 1 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია

„არც ქვეყანაა შექმნილი“. „არც ის შექმნილა ქვეყნისათვისა“.

60. 2 და არც ისინი მას ეთვისება] პირველად ავტოგრაფში ყოფილა „და არც ქვეყანა ქმნილა მათთვისა“. 4 თავისი ცოდვა შეცოდებულმა ავტოგრაფში პირველად ყოფილა „შეცოდებულმა თავისი ცოდვა“ 8 ბოროტსა] იმ ბოროტს B; „არსსა“ ავტოგრაფის ტექსტში ჩამატებულია. 8-9 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „და სიხარულით“. 9 „მხრები“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზული: „და“. 11 „დამარცხებულმა“-ს წინ B-ში გადახაზულია „მაშ“. 12-13 სტრიქო- ნებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „და დარჩა ისევ დაღონებული“ 18 და“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „იქ“. 19 „მიურბის“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „მგზავრს იქით თვალი“ 20-23 ამ ნანგრევთ... ჰღვრიან იმ ნანგრევებზე ძველი ამბებით.

ბავშვებისათვის საშინელია
ვით მოჩვენება უენო ძეგლი,
წარსულის დროის ცხოვლად მთქმელია B.

ხოლო აქ პირველსა და მეორე სტრიქონს შორის გადახაზულია ერთი სტრიქონი „ბავშვებს მშობლები დღესაც ჰშიშავენ“. 26. „მხარეზე“] ავტოგრაფში პირველად ყოფილა „მხრიდამ“. 27-28 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „ხალხის“, „ძახილი“, „საშინელი“. 29 ქარავანნი] ქარავანი A. 30 ღრუბელთა] და ღრუბელო B. 34 „ცელქობს“ შემდეგ B-ში გადახაზულია „და“.

61. 3 „და“-ს შემდეგ გადახაზულია „მის“; მისნი] B-ში პირველად ყოფილა „აქა“. 4 ეგებ ამოხდეს მხოლოდამოსვლას B. 5 მხიარულობენ გარბ-გამორბიან B. 6 და გაიღვიძებს ბედკრული მხარე] იმათთვის დიდი დღეობა არის B. 7 ობობას] B-ში პირველად ვაჟა-ფშაველას „ბებერას“ დაუწერია. გაუბამს] გაება B. 8 დასეირნობს] სეირნობდა B. 11 ბანზე] ბანზედ; „ბანზედ თამაშობს“ B-ში ჩამატებულია გადახაზული სიტყვის „ათასნაირი“-ს ზემოთ. 12-13 სტრიქონებს შორის გადახაზულია

„მაინც მწუხარებს ციხის ნანგრევი,
შენს ყოფნას ვადნობ თვალებსა,
ვსდარაჯობ გამალებული“.

ხოლო აქ - ყოფნას] პირველად ვაჟას „სვე-ბედს“ დაუწერია 16 მაშინ] იგი B. 20 საუკუნეთა] საუკუნოთა A. 22 აქ იმის მთქმელი აღარვინაა] ამ არე-მარეს სჩანს აღარ ახსოვს B; ხოლო ამ სტრიქონის ქვემოთ B-ში გადახაზულია

„აღარაფერი დღეს აღარ გვეტყვის
ვინ არს გულადი ან....

23 სად არს] პირველადავტოგრაფში ყოფილა „ვინ არს“. 25 მათს ძვალთა განუსვენია] B-ში პირველად ვაჟას დაუწერია „მით ძვალნი განისვენებენ“. 30 „კლდეთა“ ავტოგრაფში ჩამატებულია. 31 „მრავალ“-ის წინ B-ში გადახაზულია „სქელი“, ხოლო „თოვლის“ შემდეგ - „ზედ“. 37 შუბლი შეუკრავს] B-ში თავდაპირველად მთარგმნელს „შუბლმოქუშული“ დაუწერია; გაშტერებულა გაჩერებულა A. 38 ბობოქრობს] ადრე ავტოგრაფში ყოფილა „ღრიალებს“.

62. 1 „ხან“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „მდე“. 5 „გროვა“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „სალოცავადა“ 7 „დიდი ხანია“ ავტოგრაფის ტექსტში ჩამატებულია, მის ნაცვლად ადრე ყოფილა „ოხრად რჩენილთა“. 8 გლოვა-ზარითა ცრემლს არვინ აფრქვევს] ვაჟას ჯერ დაუწერია „დიდი ხანია აღარვინ დასტირს“, ხოლო შემდეგ ეს სტრიქონი ასე შეუცვლია: „გლოვა-ზარითა აღარვინ ამკობს“, დასასრულს კი ავტოგრაფშიც ეს სტრიქონი ისევე იკითხება, როგორადაც ძირითად ტექსტში. 9-12 „მხოლოდ ვერ არღვევს“. პოემის ამ უკანასკნელი ოთხი სტრიქონის შესაბამის ადგილზე B-ში გადახაზულია შემდეგი:

„მხოლოდ სალი კლდე“...
„მხოლოდ მყინვარი თავის კლდეებით
გაფაციცებით მსხვერპლსა სდარაჯობს,
დაუდოგომელი მდურვა კაცისა
მშვიდს მოსვენებას მათსას ვერ ამხობს“.

შემდეგ ვაჟას ეს გადახაზული სტროფი კვლავ აღუდგენია, დასასრულს კი მისთვის ისეთი სახე მიუცია, როგორც ეს 2 ვარიანტშია, მხოლოდაქ „ჯარს ღრუბლებს ახვევს“ პირველად ყოფილა „ტანთ ღრუბლებს აცმევს“.

„ქაჯი“ წარმოადგენს მიხეილ იურის ძე ლერმონტოვის პოემის „დემონი“ თარგმანს.

2.2 ქალის მთა

▲ზევით დაბრუნება


(ლეონიდ ობოლენსკისა)

მოცელქობს ტალღა,
ბანს აძლევს ღალღა,
მშვიდად ლიკლიკებს,
წყნარად ტიკტიკებს,
ამოიოხრებს
და მიიძინებს.
დუდუნებს ვოლგა,
თავს ადგა ქოლგა
ლურჯისა ცისა.
შავისა ტყითა
გარემოცულა
მის გორაკების
მიდამო სულა
და ვაჭრის გემი
ზედა გამოსულა.
მოსცურავს ნელა,
საშინლად ბნელა.

***

აღელვდა წყალი,
ასტეხა ოხვრა
და ერთმანერთი
ზვირთებმა მოსრა.
წყალსა ამღვრევენ,
ტალღებს არწევენ,
ვინაც დამრჩვალა,
ქაფად ტივტივებს მო
მათი ჭაღარა.
გემის პატრონსა
ალექსი ჰქვიან,
გასცქერის შორსა
(ნისლები დიან),
გემის ბაგეზე
მშვიდად მდგომარე.
თუმც სახე უჩანს
რადღაც მწყრომარე.
ნისლებში მოსჩანს
ძლივას ქალის მთა.
მაზედ ნაძვის ტყე
სჩანს, ვით ყორნის ფრთა.
არ შეუძლიან
არვის სიტყვის თქმა...
ამ მთას მგზავრები
რადღაც უფრთხიან,
შიშით მოცულნი
შორს გაუვლიან.

***

მთისა წვერზედა,
ობოლს სერზედა,
ანთია ცეცხლი
გაჩაღებული
და შავს ზვირთებში
ჩანათებული
კაშკაშებს ალი,
იქ, თავის ლაშქრით
ქეიფობს ქალი
ყაჩაღი, ლაღი,
თავისუფალი.
იქითკენ მიტომ
გასცქერს ვაჭარი,
იქ ეგულება
ფირალთ საფარი.
საცაა ქალი
დასძახებს ლაშქარს:
„აბა, ბიჭებო,
მტერს გულს ლახვარი!“
მაინც არ ჰკრთება,
ელის მტრის შეყრას,
იმ ყაჩაღ ქალთან
ბრძოლას და შებმას.
დიდი ხანია
ჰფიქრობდა მასა
და ამისათვის
ჰლესდა დანასა,
რომ დაემარცხა
ქალი ლაშქრითა
და ესახელა
თავის ამქრითა.
უძგერს მას გული,
არ ახსოვს ფული.
სიკვდილ-სიცოცხლის
წამი დგებოდა!
თვისი ცოლ-შვილი
აგონდებოდა.
ცოლის სახეზე
ცხარე ცრემლები, -
პირმომცინარი
წვრილი შვილები.
„მშვიდობით ჩემო
ლამაზო ნატო,
იქნება მოვკვდე,
ვეღარა გნახო;
გთხოვ, ცოდვებიდან
რომ მააზატო.
იქნებ ზოგჯერა
ალერსს ვაკლებდი,
უსამართლოდაც
ბევრჯელ გარბევდი,
შენს სიმშვიდესა
ვერ ვაფასებდი.
და თუ ცოცხალი
დავბრუნდი კიდე,
მთელი მიწაზე
ნუღარა ვვლიდე,
თუ შენ ურიგო
მე გითხრა სიტყვა,
გინაღამც გცემო, -
მათრახი გირტყა“.
მოცელქობს ტალღა,
ბანს აძლევს ღალღა,
მშვიდად ლიკლიკებს,
წყნარად ტიკტიკებს,
ამოიოხრებს
და მიიძინებს.

***

არა გვიანობს,
მართლდება ფიქრი,
ბრძოლის დროს დგება
აქ გასაჭირი.
წყალზე ფირალთა
ნავები კრბება,
ჩუმად მოისმის
ნიჩფების ჩქეფა,
მას დაეთრგუნა
ტალღების ყეფა.
ახლოს მოვიდა
მტრის ლაშქრის კრება,
ყაჩაღი ქალი
წინ მოუძღვება.
აგერ, გაისმა
მის ხმა მაგარი:
„აბა, ბიჭებო,
მტრის გულს ლახვარი!“
გავარდა თოფი,
განათდა არე,
თითქოს ვოლგიდან
ამოდის მთვარე.
ეს ვაჭრის თოფის
ხმა იყო მწარე.
ახლა სხვა თოფებს
დასტაცა ხელი,
წამლის ბოლისგან
განათდა ველი,
იძაბებოდა,
რგორაც გველი.
ამხანაგებმაც
უჭირეს მხარი.
ბრძოლაა ფიცხი,
ომია ცხარი.
მდინარის ზვირთებს
ჰღებს სისხლის ღვარი.
ამ ვაივაგლახს,
თოფების ხმასა
გვრგვინვით ბანს აძლევს
ტყე, მთა და ბარი.
დიდხანს ებრძოდა
ერთმანერთს ჯარი...
გაფთხა, გაიქცა
ქალის ლაშქარი.
ვასილისა კი
მარტო აქ არი,
სდგას, როგორაც კლდე,
ციხე მაგარი.
ეწვება მტერსა
კატარღა, ნავი,
არ უდუნდება
ყაჩაღ ქალს მკლავი.
მრისხანებს, ისმის
ხმა მისი მძლავრი:
„ამხანაგებო,
სად გარბით, სადა?
ქუდი რად გხურავთ,
ხმლებს ირტყამთ რადა?!
ფუჰ, თქვენს კაცობას,
შეგირცხვათ ხმლები,
საით გაჰრბიხართ,
როგორაც თხები?
თუკი არ გედვათ
საგულეს გული,
რისთვის დაარქვით
თავის თავს თული?“
აღარ უსმენენ
ფირალნი ქალსა:
გარბიან ტყეში,
მოეცნენ მთასა.
ვაჭარმა იცნო
ქალი ხმაზედა
და მოკაშკაშე
ცეცხლის ალზედა
უმიზნა თოფი:
მოსტეხა ხელი.
დაიჭრა ქორი,
დაიჭრა შველი.
ჩამოეკიდა
ხელი მარჯვენა,
თვისი მხნეობა
ვეღარ აჩვენა.
თოფი დაჰვარდა
ხელიდან ქალსა,
მაინც არ ჰკარგავს
მხნეობას, ძალსა.
მოცელქობს ტალღა,
ბანს აძლევს ღალღა,
მშვიდად ლიკლიკებს,
წყნარად ტიკტიკებს,
ამოიოხრებს
და მიიძინებს.
„ყოჩაღ, ვაჭარო,
მაჯობე შენა.
მომტეხე კიდეც
ხელი მარჯვენა.
დავმარცხდი ლაშქრით,
დამეწვა გემი.
შენს სახელს იტყვის
რუსეთის თემი.
მაჯობე ხომა
და მოდი ბარე,
გმირულის მკლავით
დღე გამიმწარე.
არ მინდა მოვკვდე
ლაჩარის მკლავით,
არც მსურს სიკვდილი
წვალება-ტანჯვით.
მიტომ გთხოვ თოფი
რომ დამცე გულში,
სისხლმა იდინოს
უხვადა წყლულში“.
სთქვა რა ეს ქალმა,
გადიხსნა მკერდი:
„დამეცი თოფი,
ამასა გვედრი!“
ალექსი ჰხედავს,
სროლას ვერ ჰბედავს, -
უშიშრად უდგას
წინ ქალის სახე
და მან დაუგო
ვაჭარსა მახე.
შავი თვალები,
ტუჩები ლალი,
წარბი, წამწამი -
ღრუბელთა ჯარი
და ბაგე მისი -
სამოთხის კარი.
მეტად ტურფაა
ყაჩაღი ქალი.
სდუმდა ვაჭარი
ზეზე გამხმარი.
თვალთ დაუბნელდა,
დაჰკიდა თავი
და მოუდუნდა
იმწამსვე მკლავი.
დამარცხებულსა
თვით სთხოვა ზავი.
„შენი ტყვე ვარ მე,
ქალო ლამაზო,
შეუდრეკელო,
ტურფავ და ნაზო.
ვერ გამაკვირვებ
ტანთ სამკაულით,
არც ისე ძლიერ
სილამაზითა,
როგორც მატყვევებ
შეუდრეკლობით,
თვალთაგან ნაფრქვევ
სიმამაცითა.
სიკვდილმა, ქალო,
ვერ შეგაშინა,
თუმც ხმალ-მოწვდილი
გედგა თვალწინა.
შენ მაინც წყნარად
გეღიმებოდა,
სამარის კარს მდგომს
გეცინებოდა.
რა გნახე, გული
მომტაცე მყისა,
ქალო ლამაზო,
ასულო მზისა.
ტყვე ვარ დღეს შენი,
რაც უნდა ჰქმენი.
შენ ვერ გაგწირავ,
თავს შემოგწირავ.
თუ არ მიიღებ
სიყვარულს ჩემსა,
სიტყვას არ გეტყვი
მე აღარც ერთსა.
მოვიკლავ თავსა,
დავსწყევ დღეს შავსა.
რომ დაგინახე,
ჩემი ბუნება
გადაფერილი
სხვას მეუბნება:
ჯანდაბას სახლი,
ჯანდაბას ცოლი
მოსიყვარულე,
მშვიდი, მორჩილი,
ჯანდაბას შვილნი
ობლად შთენილნი.
ჯანდაბას სარფა,
ჯანდაბას ფული -
ვაჭარის ხალხის
სული და გული!
მაგრამ მაქვს შენთან
მე სათხოვარი:
მსურს გავუგზავნო
შინ სახსოვარი -
ერთი კატარღა
ფარჩა, შალები;
გაიხარებენ
ჩემი შვილები;
რომ არ დამწყევლონ,
მღვდელს აწირვინონ.
აუნთონ ხატებს
ჩემთვის სანთელი,
მოიხსენიონ
თვისი აღმზრდელი“.
მოცელქობს ტალღა,
ბანს აძლევს ღალღა.
მშვიდად ტიკტიკებ,
წყნარად ლიკლიკებს,
ამოიოხრებს
და მიიძინებს.
- შენ ამბობ ცოტას, -
ეტყოდა ქალი, -
გავგზავნე მთელი
ფარჩა და ლალი.
შენი ვარ მაინც,
ვფიცულობ ღმერთსა,
ამიერიდამ
და ყოველ ჟამსა.
არ დაგანებებ
არადროს თავსა.
წაგიყვან ჩემთან,
ჩემ საწყალ ქოხში,
არ მინდა შენი
არც ერთი გროში.
არავის მივეც
აქამდის გული,
დავრჩი უმანკოდ,
დავრჩი ქალწული
სამეკოპროდა
აქ წამოსული.
დღეს ღმერთმა მომცა
მე შენი თავი
და უნდა შენთან
ვიქონო ზავი.
აგერ, წავიდეთ
იმ ქალის მთასა.
იხილავ ჩემსა
სახლსა და კარსა,
დღეს ის შენია,
შენ ხარ ბატონი
და მასთან ერთად
ჩემი პატრონი.
ყველა შენ გქონდეს
ოქრო და ვერცხლი.
გთხოვ, არ მომიდვა
მხოლოდ გულს ცეცხლი:
გთხოვ, არ იკითხო
ჩემი წარსული,
ტანჯვა-ვაებით
გარემოცული, -
საიდამა ვარ
და ან თუ ვისი,
არ მკითხო, თუ გწამს
შენ სახე ღვთისი.
მე ვასილისა
მქვიან სახელად,
„ქალი გლეხისა...“
მიჭირს სათქმელად.
თუ მეტის ცოდნას
შენ მოისურვებ,
მაშინ იცოდე.
რომ მომიმდურვებ.
პირობაც ჩვენი
გაჰქრება წამსა
და ვერც კარგ საქმეს
დაჰმართებ თავსა.
თავისუფლება
მიყვარს ძლიერა,
მიტომ ვესტუმრე
ამ მთას მშიერა.
თავისუფალი
მინდა რომ მოვკვდე,
არ მინდა ერთს წამს
რომ იმას მოვსცდე.
სხვას ყველას მოგცემ,
მას ვერ, ღვთის მადლმა.
გახსოვდეს კარგად
ეს ჩვენი აღთქმა“.
მოცელქობს ტალღა,
ბანს აძლევს ღალღა,
მშვიდად ლიკლიკებს,
წყნარად ტიკტიკებს,
ამოიოხრებს
და მიიძინებს.

***

ერთადა სცხოვრობს
ეს ორი ვარდი,
არაფრისა მათ
არა აქვთ დარდი,
სამეკოპროდა
ერთად დადიან,
საზარელს საქმეს
ბევრსა სჩადიან
და ნადავლითა
შინ ბრუნდებიან...
წვანან ერთადა,
გვერდის გვერდადა,
ერთი მეორეს
უჩანს ღმერთადა.
გედის ბუმბული
უგიათ ძირსა
და უკოცნიან
ერთმანერთს პირსა.
ერთიმეორეს
თვალებით სჭამენ,
ერთის ყანწითა
ღვინოსა ჰსვამენ,
ერთურთის სურვილს
მითც ვერ იკლავენ.
გავიდენ წელნი,
ჩაჰბარდენ ჟამსა.
ვოლგამაც ბლომად
მიართო ზღვასა
თვისი ტალღები
მძიმე, ლაღები.

***

ბედი კაცისა
ცვალებადია,
ვით რიყეზე ქვა
უმწეოდ ჰგდია;
დღეს აქა ვხედავ,
ხვალე სხვაგანა,
ნალევ, ნაგალსა
მას წყალთაგანა.
ალექსოს გულში
აღეძრა შავი
ფიქრები ბნელი,
გრძნობები მწვავი.
მას აგონდება
ცოლ-შვილი თვისი
და ნატოს სახე -
ნათალი მზისი.
მის თვალებიდან
ცრემლები დიან,
მისი ღაწვები
ჰკრთებიან, თრთიან
და მის შვილებსა,
ვინ იცის, ჰშიან.
რაც ხანი გადის,
მით უფრო ხშირად
ლექსოს ისინი
მოსდიან პირად,
მის გონებაში
ფასობენ ძვირად,
მიებრძვის გული
იმათ საშველად,
დაობლებულთა
კვლავ მოსალხენად.
მოაგონდება
ცოლის თვალები,
მისი მშვიდი ხმა
შესაწყალები
და ქორწინების
პირველ წამები,
როცა ორნივე
იყვნენ ხამები
და ქურდულადა
როცა ხუმრობდენ,
ხალხში კი ერთად
არა უბნობდენ.
ალექსო ფიქრობს:
ნატალას სახეს
ვინ იცის ეხლა
რა ფერი აძევს.
განაცრებული
იქნება ფერით,
დაბრმავდებოდა
ცრემლისა დენით
და ჩემს მისასვლელ
გზისაკენ ცქერით.
რა ამას ჰფიქრობს,
თრთის ის და შიშობს,
როდიღა მოსწონს
მას თვალმაყვალა,
რომ დაიმონა,
ეგრე დაძალა.
ემწარვის ქალის
კოცნა, ალერსი,
ჯავრითა კვდება
ჩვენი ალექსი.
სახეს გადეკვრის
შავი ღრუბელი
და გულს უქენჯნის
ვაჭარს ნაღველი.
მუშტებსა ჰმუჭავს
და კბილებს აღრჭენს,
თუ ჰკითხა ქალმა
მიზეზი დარდის,
როგორც ნადირი,
ისეთი დადის.
აიშლის ჯაგარს,
თვალთ აბრიალებს
და დიდს ცოდვა-ბრალს
დაატრიალებს.
თუ მექარავნეთ
წააწყდა თავსა,
ბევრს სჩადის მაშინ
საქმეებს ავსა.
მომაკვდავთ კვნესა,
ოხვრა, ტირილი,
არის სალხინო
მღერა, სიცილი
მისთვის ამ ჟამად.
სხვა კიდევ ფიქრი
აწევს გულს შავად:
როგორა ჰბედავს
ქალი თავხედი
სრულადარ მისცეს
მას თვისი ბედი.
ამ ფიქრის გამო
თავს ესხმის რეტი.
რისთვის მიმალავს
თავის წარსულსა,
არ მაგებინებს
თვის ამბავს სრულსა?
პირობას მართმევს,
კიდეც მაფიცებს,
ჩემის აღთქმითა
ამ პირს ამტკიცებს!
ერთხელ ნადავლით
დაბრუნებულთა,
ჯერ გაუყრელთა,
ისევ ერთგულთა,
ერთად ეძინათ,
ბევრი ერბინათ.
ღაწვი დაედოთ
ერთად ღაწვზედა
და ქალს ეძინა
ვაჭრის მკლავზედა.
მან ბოდვა იწყო
ლოცვის ხმაზედა,
ესმის ვაჭარსა
სიტყვები ცხადად:
„ბატონო! რად სცემ
ვანოსა, რადა?
რამ გარდაგქმნა
ეგ გული ქვადა?
იქნებ სიცოცხლე
მოგწყინდა, - მადა?!
ვანოს საშველად
აქა ვარ მზადა!“
რა დაამთავრა
სიტყვები ესა,
ქალს გაეღვიძა,
ამოიკვნესა.
შემკრთალი ქალი
წამოჯდა ზეზე,
თუმც არ მდგარა
ამჟამად ფეხზე.
დამფთხალის თვალით
იხედავს გარე,
გამოარკვია
სიზმარი მწარე,
დაეტყო მშვიდი
ღიმილი ფერზე
და მკერდით სატრფოს
დაეყრდნო მკერდზე.
ფრიადაღელდა
ვაჭარი მასზე,
ბრაზი დაეტყო
მაშინვე ხმაზე:
„ამ ჩემს მკერდზედა
ვის ჰგონებ, ქალო,
ეგ ვინ ვანო გყავს
შენ სატრფიალო?!“
ქალმა მიჰმართა
ხელი დანასა:
„სიტყვას რადამბობ
მაგისთანასა?
რად გავიწყდება
პირობა შენი,
ჩვენგან შეკრული
და დანასკვენი?
ხომ არ მოგწყინდა
სიცოცხლე, კაცო,
თავისუფლების
ჩემისა მტაცო?!
მოგწყინდი და გსურს,
რომ ჯვარზე მაცო?
მე მომაგონდა
წარსული რამე,
ერთი დროება
და ერთი ღამე...“
არ დაათავა
სიტყვა ეული,
ენას ძლივს აგებს,
როგორც სნეული,
აუცახცახდა
მთელი სხეული,
ამოქვითინდა
უსიტყვოდ ისა,
გარეთ გავარდა
მემკვიდრე მთისა...

***

ბნელოდა კარში,
ცა არ სჩანს ცაში.
გავიდა კვირა,
გავიდა ორი.
ქალის ამბავი
არ იცის სწორი,
ამ ამბავს გეტყვისთ
მხოლოდ მთა-გორი,
ვოლგა, ტყე შავი,
მხვივანი ქარი
და კლდე, სალი კლდე,
ვოლგის პირს მდგარი.
ქალი დაბრუნდა
სახლში გამხდარი,
ჩამოგლეჯილი,
ჩამოწეწილი,
ხელ-ფეხიდანა
სისხლი სდიოდა,
თვალთაგან ცრემლი
ჩამოსდიოდა.
რაკი გაუწყრა
ქალი ვაჭარსა,
ისიც იმზადებს
გულში ხანჯარსა.
დარბის გიჟივით
წყლის პირზე ტყეში.
ეძებს, ეძახის
მოხრილი წელში.
„ნეტავი მკვდარი
მაინც ვიპოვო,
მკვდარს მაინც ეგებ
შენდობა ვსთხოვო
და სამუდამოდ
გამოვეთხოვო.
მასთან ერთადა
მეც დავიმარხო,
ახ, როგორ მინდა
თვალითა ვნახო“.
მოსთქვამდა შმაგი
ამას ალექსი,
ხელში ეჭირა
ხმალი ნალესი.
რაკი დაბრუნდა
შინავე ქალი,
აღაპყრო მანაც
მისაკენ თვალი,
მაგრამ ვერ ამბობს
სიტყვასა ერთსა,
მხოლოდ თვის გულში
მადლს სწირავს ღმერთსა.
ატირდა მწარედ,
დაემხო პირქვე
ქალის ფეხებთან,
ქვითინებს იქვე.
„გთხოვ მაპატიო,
ლამაზო ჩემო“.
„ადექი ზეზე
მე არა გცემო.
აწ მოგიტევე
პირველი წყენა“.
ასწია, ზეზე
წამოაყენა.
დაუწყო ქალმა
თვალებში ცქერა,
ხელი მოჰხვია
და მოეფერა,
გულზედა თავი
დაადო წყნარად,
ზედ დაადინა
ცრემლები ღვარად
და არა თქმულა
სიტყვა იმ ჟამად
საამო შეყრის
ბედგასამწარად.
მაგრამა ქალი
აღარ არს ისა,
ნაზი ყვავილი
ლამაზი მთისა.
შეჰმცირებია
ნება გულისა,
თითქოს ჩამქრალა
თვალები მისა,
არეს არ ატკბობს
სიტკბო მის ხმისა,
რომ გააღვიძოს
ვოლგა მძინარე,
მისნი კიდენი
ყრუ და მძვინვარე.
გაუქრა ქალსა
სახეზე ალი,
აღარ ეტყობა
სიტურფის კვალი,
ყველაც შეატყობს
დარდი აქვს დიდი,
ხმაც დაუსუსტდა,
თვითც არი მშვიდი.
და, როცა მარტოდ,
მარტოკა რჩება,
თვალები სადღაც
უფსკრულში ჰრჩება.
გაშეშებული
გასცქერს უფსკრულსა,
ეძებს რაღაცას
იქ დაკარგულსა,
უცინის ვისღაც,
ესაუბრება.
იქ ვის დაეძებს,
ვინ ეგულება?
და მოსთქვამს ამას
შტერობის წამას:
„თავისუფლება
რისთვის დავკარგე?
თავისთვის მახე
თვით მე დავაგე.
ჩვენ ამხანაგნი
არა ვართ ტოლნი,
ამაოდ შევხვდით
ერთმანერთს ორნი.
ლექსო კვდებოდა
თავის სარჩოზე
და ეხლაც ფიქრობს
თავის დამრჩოზე,
მას შევუყვარდი
სიყოჩაღითა,
შეუდრეკლობით,
სილამაზითა.
სილამაზე ხომ
გაჰქრება მალე -
დღევანდელ ნათოვნს
მზე ადნობს ხვალე.
ტყუილად მოვსცდი,
ტყვილად ვეწვალე.
ღმერთმა არ მოგვცა
შვილები ჩვენა,
ცოლ-ქმრის კავშირი
მით დაგვემშვენა.
ალექსოს გული
მიიბრძვის შინა,
რომ მოეგებნენ
შვილები წინა,
სწყურიან ნახოს
ცოლი და ბინა.
მე კი არა მაქვს
აღარსად „შინა“.
მოცელქობს ტალღა,
ბანს აძლევს ღალღა,
მშვიდად ტიკტიკებს,
წყნარად ლიკლიკებს,
ამოიოხრებს და
მიიძინებს.

***

უბედური რამ
შეემთხვა საქმე:
ერთხელ ქარავანს
სცარცვავდენ ღამე.
ჰხედვენ: დედასა
აკლებულს გემზე
მიჰხუტებოდა
ყმაწვილი მკერდზე.
„ხელი არ ახლო,
ალექსო, ბავშვსა,
საქმეს ნუ იზამ,
გენაცვა, ავსა,
თორემ მოვიკლავ
მეც აქვე თავსა!“
ეტყოდა ქალი
საყვარელ ქმარსა.
გაცხარებულსა,
გამწარებულსა.
არ ესმის ვაჭარს,
აიძრობს ხანჯარს,
დასცემს დედასა,
სისხლი დაიწყებს
წითლად ჩქეფასა.
დაეცა დედა,
ფართხალობს, კვდება.
პატარა ქალი
ობოლი რჩება.
ყმაწვილმა შექმნა
ღმეჭა, ტირილი,
დედას არ ესმის
შვილის კივილი.
დადუმდა დედის
გულის ტკივილი.
მაგრამ უჩნდება
ბავშვს აქ სხვა დედა,
ბავშვის ცოდვითა
ტირილით კვდება.
ყაჩაღ ქალს ეპყრა
ხელში პაწია,
ვით ჩიტის ბღარტი,
კურდღლის ბაჭია.
იკრავს ბავშვს გულზე,
მხურვალედ ჰკოცნის
და თან თვალებზე
ცრემლები მოსდის.
ვერ ჰხედავთ, ცრემლი
გამოჩნდა როდის?!
ცრემლნო, აქამდის
იყავით სადა?
რისთვის აღგეძრათ
დღეს დენის მადა?
„შვილადავიყვან,
ჩემი ქალია,
რა ტურფა არის,
ქვეყნის თვალია!
ოხ, ღმერთო,
როგორ შესაბრალია!
მომეცა, იქით
წაიღე ხელი,
ესეც კაცია,
განა თუ გველი“.
ქალს გულს აენთო
გრძნობები ძველი,
საყვარელსა ჰკრა
ხელი გულს მაგრა.
ვაჭარმაც სილა
ქალს ყბაში დაჰკრა.
„როგორ გაჰბედე,
შე უნამუსო,
ჩემს განზრახვასა
ლაფი წაუსო?!“
წაჰგლიჯა ქალსა
ხელიდან ბავშვი
და გადისროლა
პირდაპირ წყალში...
მაგრამ მოსტყუვდა
ვაჭარი ახში.
ხელი ჯერ ისევ
ქალის ყბას ედო,
რომ ვაჭრის გულში
დანა დაესო.
და ისიც წყალში
გადვარდა მკვდარი,
აღარსადა სჩანს,
აღარსადარი.
მოცელქობს ტალღა,
ბანს აძლევს ღალღა,
წყნარად ტიკტიკებს,
მშვიდად ლიკლიკებს.
ამოიოხრებს
და მიიძინებს.

***

ქალი გაიქცა,
მირბის მთაზედა:
ჯაგი, ეკალი
ჰხვდება გზაზედა,
გზას როდი არჩევს,
მიდის რაზედა,
ეკალი ებმის
გაშლილს თმაზედა,
სწორედ შეშლილს ჰგავს
იგი ჭკვაზედა,
არაფერსა ჰგრძნობს,
არცა რა ჰსტკივა,
ბეწვები თმისა
ხეებზე სცვივა...
მას ეშურება
შინ როდის მივა.
ტანში აჟრჟოლებს,
თითქოსა სცივა.
აი, მივიდა
თავის ქოხთანა,
სხვა ყაჩაღების
მტარვალ ბრბოსთანა
და შეუძახა
აჩქარებითა:
„მიჩუქებია
ჩემი ქონება
ამ ჩემ საყვარელ
ალაგებითა,
თქვენთვისა, ძმებო
და მეგობრებო!
წაიღეთ ჩქარა,
რაცა ვთქვი კმარა.
გაიტათ ყველა,
გაზიდეთ გარეთ,
თქვენთვის მიძღვნია,
თქვენ ჩაიბარეთ“.
მსწრაფლად დაეცა
ფირალთა გროვა,
ქალის ქონება
ხელთ მოიგროვა.
„ეხლა მშვიდობით,
ტყეო ბურვილო
და შენცა მთაო -
ჩემო მშობელო,
მშვიდობით, ვოლგავ,
ჩემო მშობელო,
ჩემის სიცოცხლის
დამატკბობელო.
მშვიდობით შენაც,
შენ, ჩემო ქოხო,
ამიერიდან
ვეღარა გნახო.
მშვიდობით, ჩემო
უბედო ბედო,
მრავალო ფიქრო,
აქ დანაყბედო“.
სთქვა რა ეს ქალმა,
მოუდო ცეცხლი,
თვალთ გაჰშრობოდა
უბედურს ცრემლი, -
და მთელი ქოხი
ყოველ მხრიდანა,
თითქოს დაეცა
მეხი ციდანა,
მთლადაბურბულდა,
აენთო დიდად,
კვამლი და ბოლი
გაიდვა ხიდად
ამ არემარის
ყოველ კიდესა.
ალი ევლება
კენწეროებზე
ნაძვებს ცის პირად
ანაკიდებსა.
წამოიშალა
გუნდი ფრინველთა
ჟივილ-ხივილით,
მსხდომნი იმ ველთა
და აიკრიბნენ
ცისა კიდეთა.
ქალი გაიქცა
თავად კი იქა,
საცა ვაჭარი
წყალმა დალიკა;
გულში დანითა,
ფიქრით მკვდარითა,
განაცრებულის
პირის კანითა;
და ამბობს ამას
ფერით მკრთალითა:
„ნუ მიეჩქარი,
მოიცა ცოტა,
შენ, მეგობარო,
ლამაზო, კოხტა.
შენთან მოვდივარ,
თან წამიყოლე“.
და მშფოთარს ზვირთში,
არ იყო ოლე,
გადიჭრა მარდად,
მას სააქაო
აღარ აქვს დარდად.
განათებული
ცეცხლით ტალღები
დათამაშობენ,
როგორც ბალღები,
შაიყრებიან
და წავლენ შორსა,
ერთურთზე სდგამენ
მთასა და გორსა,
თეთრი პირქაფი
უბერავსთ პირსა, -
ვინ რასა ჰნახავს
რა ხდება ძირსა.
მოცელქობს ტალღა
ბანს აძლევს ღალღა,
წყნარად ტიკტიკებს,
მშვიდად ლიკლიკებს,
ამოიოხრებს
და მიიძინებს.

[1880-1909 წწ.]

ალის მთა

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტერატურული მუზ. ხელ., 15660 (B).

ნაბეჭდი: „ცრემლები“, 1909 წ., გვ. 31-68 (A).

სათაური: მთა ქალისა B.

სათაურის ქვემოთ: (რუსულით) AB.

63. 2 (ლეონიდ ობოლენსკისა) - AB. 4 ბანს] „ხმას“ დაუწერია პირველად მთარგმნელს, რაც შემდეგ გადაუხაზავს. 6-7 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია

„მივიწყებულს ჯავრს
აღვიძებს გულში,
ამოიოხრე...“

9 „დუდუნებს“ ავტოგრაფში ჩამატებულია; „ვოლგა“-ს შემდეგ გადახაზული „მდინარებს“. 10 თავს ადგა ქოლგა] ჯერ ვაჟას დაუწერია „ველი მძვინვარებს“, რაც შემდეგ გადაუხაზავს. 10-11 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში წერია:

„და ვარსკვლავები
მაზედა ჰკრთისა“.

11 სტრიქონის შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია შემდეგი ოთხი სტრიქონი:

„შავის ტყით არის
ჩამობურული
მისი გორები
შავი, ტყიანი“,

ხოლო აქ „გორები“-ს ნაცვლად ადრე „ბეჭები“ დაუწერია ვაჟას. 12 ტყითა] ვაჟას პირველად დაუწერია „ტყით არს“. 25 წყალსა ამღვრევენ ეს წყალს ამღვრევენ B. 26 სტრიქონის შემდეგ B-ში გადახაზულია ეს „ვინც დამრჩვალა“. 28 ქაფად ვაჟას პირველად „ზეზე“ დაუწერია.

64. 2 ჰქვიან ავტოგრაფში პირველად ყოფილა „ერქვა“. 4 სტრიქონი B-ში ფრჩხილებში არ არის მოთავსებული. 8 რადღაც სადღაც B. 10 ძლივას] „შავად“ წერებულა პირველად B-ში. 11 „მაზედ“-ის წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ნაძვით მო“. 12 ყორნის ფრთა პირველად ვაჟას „ქალის თმა“ დაუწერია. 13 „არ შეუძლიან“-ს წინ B-ში გადახაზულია „აქ მოარულთა“. 21 ობოლს] ობოლ B. 25 სტრიქონის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „ღაჟღაჟ“. 31-34 იქითკენ... საფარი]

აი, რად გასცქერს
იქით ვაჭარი:
აქ უნდა ჰქონდესთ
იმათ საფარი“ B.

33 სტრიქონის დასაწყისში B-ში გადახაზულია „და“.

65. 5 ყაჩაღ] ყაჩაღს B. 8 მასა] ესა B. 10 ჰლესდა დანასა] მახვილი ლესა B; ამვე სტრიქონის შემდეგ B-ში გადახაზულია „რომ ქვეყნად მადლი მით დაეთესა“ 21-24 ცოლის... შვილები]

ცოლის ცრემლები
გადმომდინარი,
წვრილი შვილები
პირმომცინარი“ B.

28 „ვეღარა“-ს წინ B-ში გადახაზულია „და“. 29 ცოდვებიდან] ცოდვებიდამ B. 30 რომ მააზატო] იქნება ზოგჯერ B. 36 ვერ] აო B. 36-37 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში მოთავსებულია შემდეგი:

„ვგულ-ანჯახობდი
და ვკაპასობდი“.

39 მთელი ცოცხლად B.

66. 4 გინაღამც გცემო] გინდა თუ სილა B. 13 არა გვიანობს] აგერ, აგერ B. 14 „მართლდება“-ს წინ B-ში გადახაზულია „გამართ“. 15 ბრძოლის დროს დგება საქმეა ეხლა B; დროს დრო A. 17 ფირალთა] ყაჩაღთა B. 18 კრბება] B-ში პირველად ავტორს დაუწერია „დგება“, რომელიც შემდეგ „ჩნდება“ სიტყვით შეუცვლია, ბოლოს ისიც გადაუხაზავს და „კრბება“ დაუწერია. 25 ყაჩაღი ქალი] მათ ვასილისა B. 33 ვოლგიდან ვოლგიდამ B.

57. 2-3 წამლის... ველი] ცეცხლით განათდა მიდამო მთელი B. 6 ამხანაგებმაც] მას ამხანაგთაც B. 10-11 მდინარის ღვარი] წყლის ზვირთებს ჰღებავს სისხლისა ღვარი B 15 ტყე] B-ში თავდაპირველად ყოფილა „სულ“ 17-18 შორის ავტოგრაფში გადახაზულია შემდეგი სტრიქონები:

„გაუტეხელს მტერს
გაუწყრა ჯვარი -
მტრისა გაიქცა
ურცხვად ლაშქარი“.

18 გაფთხა, გაიქცა] და აგერ გაფთხია B. 19 ქალის] მტრისა B. 21 მარტო] თითონ B. 24 „მტერსა“-ს წინ B-ში გადახაზულია „ყაჩაღ.“ 28 „მრისხანებს“ წინ ავტოგრაფში გადახაზულია „მის“. 29 ხმა მისი ∾ B. 31 გარბით] გაჰრბით B. 35 შეგირცხვათ] შაგირცხვათ B. 39 საგულეს] თქვენ მეტი B.

68. 4 ფირალნი] ისინი B; „ქალსა“-ს წინ B-ში გადახაზულია „მასა“. 5 ტყეში] B-ში ვაჟა-ფშაველას პირველად დაუწერია „სხვაგან“. 6 მოეცნენ] B-ში პირველად ყოფილა „მირბიან“. 7 ვაჭარმა] ალექსომ B 10 ცეცხლის] თოფის A. 20 ხელიდან] ხელიდამ B. 22 მხნეობას, ძალსა] B-ში ვაჟას ჯერ დაუწერია „ის სულის ძალსა“. 30-31 შორის B-ში გადასაზულია შემდეგი სტრიქონები:

„გულით მაგარო,
ძლევა შენია
და მარცხი ჩეში“.

37 მაჯობე ხომა მაინც მაჯობე B.

69. 1 სტრიქონის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „მომკალი, მომკალ“. 3 ლაჩარის] უბრალოს B. 9 სტრიქონის შემდეგ B-ში გადახაზულია „და ქალმა“. 12 დამეცი თოფი] მომკალი ჩქარა B. 14 ალექსი] ალექსო B. 16 სტრიქონის დასაწყისში ავტოგრაფში გადახაზულია „ჰხედავს“. 29 ზეზე] B-ში პირველად ყოფილა „ფეხზე“.

70. 9 სიკვდილმა, ქალო] მთარგმნელს B-ში პირველად დაუწერია „სიკვდილის წინა“. 11 თუმც ხმალმოწვდილი] თუმცა ხმალმოწვდით B. 13 წყნარა] დრე ხელნაწერში ყოფილა „წყნარის“, რომლის შემდეგაც გადახაზულია:

„ღიმილით პირზე
იღიმებოდა
და სიკვდილზედა“.

17 „რა“-ს წინ B-ში გადახაზულია „ამის“. 18 მომტაცე] მოგტაცე B. 25 „თუ არ“-ს შემდეგ გადახაზულია „მი“; მიიღებ] გამიყოფ B. 26 ჩემსა] შენა B. 27 „სიტყვას“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „არ მინდა“. 30 დავსწყევ დღეს] დავსწყევ ბედს B. 31 რომ დაგინახე] როგორც კი გნახე B. 33 გადაფერილი პირველად ხელნაწერში ყოფილა „გადაბრუნვილი“, რომელიც შემდეგ შეუსწორებია მთარგმნელს. 36-37 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „ჯანდაბას“.

71. 6 მაქვს შენთან „გთხოვ ერთსა“ ყოფილა პირველად ხელნაწერში. 7 „მე“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „ნუ“. 14-15 რომ... აწირვინონ ვაჟას პირველად დაუწერია „არ დასწყევლიან უბედურს მამას“. 16 აუნთონ ხატებს] აანთონ ხოლმე B; ხოლო - აანთონ ჯერ „ამინთონ“ ყოფილა. 22 ტიკტიკებს]. ლიკლიკებს B. 23 ლიკლიკებს] ტიკტიკებს B. 26-29 შენ ამბობ... ლალი]

„შენ ამბობ ერთსა,
გავგზავნე ყველა,
შენ ნავ-კატარღის
არ მინდა შველა“ B.

აქ კი მე-2 და მე-3 სტრიქონებს შორის გადახაზულია „რაც ნავ კატარღა“. 30 მაინც] დღესა B. 37 ჩემ საწყალ] ჩემს საწყალს B; საწყალს] პირველად ვაჟას „ბეჩავს“ დაუწერია.

72. 1. „არავის“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „არ“. 4 „დავრჩი“-ს წინ B-ში გადახაზულია „ვიყავ“. 10 ვიქონო] მე დავსდვა B. 13 ჩემსა] ჩემსას B. 14-15 სტრიქონებს შორის გადახაზულია „როგორც“. 16-17 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „მე დამერქმევა შენი“. 21 მომიდვა მომადვა B. 24-25 სტრიქონებს შორის გადახაზულია „შავისა ძა“ 33 სტრიქონის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია

„მადევს საქველად
არ ჭირს“.

73. 13 „მას“ შემდეგ B-ში გადახაზულია „მხოლო“. 14 კარგად] მტკიცედ B. 17 ბანს] ხმას B. 34 გვერდის] გვერდით B.

74. 6 ყანწითა] ყანწიდამ B. 8 სურვილს] ნდომას B. 2 მითც ვერ იკლავენ] მაინც ვერ კლავენ B. 10 გავიდენ წელნი] ხელნაწერში პირველად ყოფილა „გავიდა წელი“. 20 უმწეოდ] ავტოგრაფში პირველად „ისის“ ყოფილა. 32 ნათალი ვაჟას პირველად „ნატეხი“ დაუწერია. 33 „მის“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „სახეზედა“; თვალებიდან თვალებიდამ B.

75. 5 „მის“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „თვა“. 17-22 როცა.. უბნობდენ]

ერთურთს ჰნახავდენ
ხალხში ერთმანერთს
არა სძრახავდენ B.

22-23 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „ეხლა ის სახე“, რომელიც აგრეთვე დაუწერია და შემდეგ გადაუხაზავს ვაჟას 23-24 სტრიქონებს შორისაც. 24 ნატალას სახეს ნატალა სახით B. 26 რა ფერი აძევს] შექმნილა ჩმახით B. 27 „განაცრებული“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „გაჰნაცრ“. 23 „იქნება“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „აქ“; იქნება] იქმნება B. 30 ცრემლისა ცრემლების B. 31 ჩემს] ჩემ A. 32 გზისაკენ] გზისკე B. 33 ჰფიქრობს] ფიქრობს B. 35 როდიღა] ყოფილა „მას აღარ“. 36 „მას“...ის წინ ხელნაწერში გადახაზულია საყვარლის“. 37 დაიმონა] ის შეიპყრო B. 39 ქალის] მისი B.

70. 3-4 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „ჩამოშავდება“. 5 შავი] ავტოგრაფში პირველად ყოფილა „როგორც“. 6 და გულს უქენჯნის] გულს უწყებს B. 7 ნაღველი ვაჟას პირველად „წურბელი“ დაუწერია. 10 თუ ჰკითხა ქალმა] მაშინ თუ ჰკითხე B; აქ ავტოგრაფში „მაშინ“-ს შემდეგ გადახაზულია „ვინ“, ხოლო მას ზემოდან აწერია „თუ“. 11 მიზეზი დარდის] ავტოგრაფში თავდაპირველად ვაჟას დაუწერია „დარდის მიზეზი“, შემდეგ კი სიტყვები გადაუადგილებია. 12 როგორც ნადირი] როგორაც მგელი B. 13-14 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „ოოგორაც მხეცი, რას არა სჩადის“ 14 ჯაგარს] ბეწვსა B. 16 ცოდვა-ბრალს] ცოდო-ბრალს B. 18. „თუ“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „იმდ“. 19 თავსა ზედა B. 20-21 ბევრს. ავსა სისხლის ქცევითა ის ვერა ძღება B. 22 „მომაკვდავთ“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „მათ“. 35-36 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია

„რა ერს ეკუთვნის,
ან არის ვისა
და თან...

39 პირობას მართმევს B-ში პირველად ყოფილა „პირობით შემკრა“, რომელიც შემდეგ შეუსწორებია ვაჟას.

77. 2 ჩემის აღთქმითა] ვაჟკაცის აღთქმით B. 4 ნადავლით] B-ში პირველად ყოფილა „ლაშქრობით“. 19-20 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია. „გულო რად მიძგე“, „წყლულ-ქვადა“. 33 ამჟამად] იმჟამად B. 34 დამფთხალის] და მთხილის A. 39 ფერზე ავტოგრაფში ადრე ყოფილა „პირზე“.

78. 1 და მკერდით სატრფოს] ხელნაწერში ვაჟა-ფშაველას პირველად დაუწერია „და თვის მეგობარს“, ბოლოს კი ასე შეუსწორებია: „და მკერდით ლექსოს“. 3 ფრიად] ძლიერ B. 4 მასზე] მაზე AB. 5 დაეტყო] შაეტყო B. 6-7 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია

„ეგ რომელ ვანოს
იხსენებ ქალო,
ამ ჩემ მკერდზედა,
სადა გყავს შენა
ის სატრფიალო?“

7 მკერდზედა] გულზედა B. 16 პირობა] შენ აღქმა B; ხოლო აქ „შენ“-ს შემდეგ გადახაზულია „სიტ“. 21 „თავისუფლების“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „ჩემი“. 23 მოგწყინდი მოგძულდი B. 30-31 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „ხმას ჭირი“. 38 მემკვიდრე] ასული B. 38-79. 1 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „წავიდა მთაში“.

79. 10 „ტყე“-ს თავსა და ბოლოში ავტოგრაფში გადახაზულია „დიდი“. 27 პირზე] პირს და B. 28 ეძახის] და ჰყვირის B. 36 მასთან ერთადა] და მასთან ერთად B. 38 „ახ“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „ეგე“.

80. 1 თვალითა] რომ კიდევ B. 2 შმაგი] შმაგად B; ხოლო ადრე კი ამ სტრიქონის ნაცვლად ვაჟას ჯერ დაუწერია „გიჟივით მოსთქვამს“. 4 ხელში ეჭირა თან ხელში ეპყრო B. 9 მისაკენ] მისაკე B. 12 მხოლოდ თვის] მხოლოდს B. 18 გთხოვ მაპატიო] B-ში პირველად ვაჟას დაუწერია „ხომ მაპატიე“, რომელიც შემდეგ ისე შეუსწორებია, როგორც ძირითად ტექსტშია. 20 ზეზე] ფეხზე B. 30 გულზედა] და გულზე B. 32 ზედ] და B. 39 „აღარ“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „არ“.

81. 7-8 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „მის არე-მარე და...“ 13-14 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია შემდეგი სტრიქონი: „ცხადად ეტყობა“. 20 არი] გახდა B. 27 რაღაცას რაღასაც B. 38 თვით მე] თვითონ B.

82. 2 ამაოდ] ტყუილად B. 3-4 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „ეგ თავისთავ“. 5 „თავის“ წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ქონებისთვინა“ 6 „და შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „არ“. 8 შევუყვარდი] შეუყვარდი B. 15 „მზე“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „რომე“. 20 ცოლ-ქმრის] ცოლ-ქმართ B. 25 შვილები ბალღები B. 25-26 სტრიქონებს შორის ვაჟას გადაუხაზავს „და. ცოლმაც“. 31 ბანს] ხმას B. 37 უბედური რამ] აქ საშინელი B. 38 შეემთხვა] მოხდა რამ B.

83. 8 „ალექსო“-ს წინ B-ში გადახაზულია „თორემ“. 10 გენაცვა გეთაყვა B. 14 საყვარელ] საყვარელს B. 26 „ყმაწვილმა“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „მო“ 27 ღმეჭა] ხელნაწერში პირველად ყოფილა „ბრალად“. 29 შვილის“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „ყვირილი. 32-84. 1 მაგრამ... ბაჭია]

„მაგრამ აქ ჩნდება
დედა ბავშვისთვის;
ცრემლი ედინა
ყაჩაღი ქალისთვის
ტყვეს ამ პაწიას,
როგორც ჩიტის ბღარტს,
კურდღლის ბაჭიას“.

84. 2 გულზე] გულზედ B. 8 ცრემლნო, აქამდის ∾ B. 13-14 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია

„რა ლამაზია,
შესაბრალია“.

14 რა ტურფა არის] როგორი ტურფა B. 24 საყვარელსა] და საყვარელს B. 26 ვაჭარმაც ვაჭარმა B. 32 წაჰგლიჯა] წასტაცა B.

85. 1 ვაჭრის გულში B; გულში ვაჭარს B. 2-3 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „ეს ვასილისამ თავისუფალმა ვინც მას...“ 16. „ეკალი“-ს წინ B-ში გადახაზულია „ჯაგები“. 18 გზას როდი არჩევს] მაინც არ არჩევს B. 29 შინ] სად B. 36 შეუძახა] დაუძახა B.

86. 1 „მიჩუქებია“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „თქვენთ“, მის შემდეგ კი - „ჩემ“. 14 ფირალთა] ყაჩაღთა B. 38 მხრიდანა] მხრიდამ B

87. 1 ციდანა] ციდამა B. 1-2 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „აენთო დიდად“. 6 ამ] იმ B. 11-12 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „დაფთხენ ნადირნი“. 13-14 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „დაწყნარებულად“. 19 თავად] თითონ B. 21 წყალმა ტალღამ B. 28 მიეჩქარი ეჩქარები B. 32 „შენთან“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „მეც“. 33 წამიყოლე] „წამიყვანე“ დაუწერია პირველად ავტორს B-ში.

88. 1 ცეცხლით] ალით B. 8 თეთრი პირქაფი] და თეთრი ქაფი B. 9 უბერავსთ პირსა] ხელნაწერში ადრე ყოფილა „ადგებათ პირზე“. 11 ძირსა] „ძირზე“ დაუწერია პირველად მთარგმნელს.

ეს პოემა წარმოადგენს ლეონიდ ობოლენსკის პოემის («Девкина гора») თარგმანს. ობოლენსკის ეს პოემა დაიბეჭდა 1879 წ. ჟურნ. «Свет»-ის 9-ში (იხ. ს. ყუბანეიშვილისა და ნ. წერეთლის წერილი „ვინ უთარგმნია ვაჟას?“ გაზ. „თბილისის უნივერსიტეტი“, 1964 წ., 5/VI, 21, გვ. 3).

ლეონიდ ობოლენსკი (დაიბადა 1847 წ.) ფილოსოფოსი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი, 1881 წლიდან პროფესორ ვაგნერთან ერთად სცემს ჟურნალ «Свет»-ს (რომელიც შემდეგ იწოდებოდა «Мысль»-ად).

3 დრამატული პოემები

▲ზევით დაბრუნება


3.1 ორლეანელი ქალი

▲ზევით დაბრუნება


დრამატული პოემა შილერისა

მოქმედნი პირნი

კარლოს მეშვიდე - მეფე საფრანგეთისა.

იზაბელა - დედამისი.

აგნესა სორელი.

გულკეთილი ფილიპე - ჰერცოგი ბურგუნდიისა.

გრაფი დიუნუა.

ლიაგირი.

დიუ შატელი.

რემის მღვდელმთავარი.

შატილიონი - ბურგუნდიელი რაინდი.

რაული - ლოტარინგელი რაინდი.

ტალბოტი - ბელადი ინგლისელის ჯარისა.

ლიონელი, ფასტოლფი - ინგლისის ჯარის უფროსები.

მონგომერი - ვალიელი.

საფრანგეთისა, ბურგუნდიისა და ინგლისის რაინდები. ორლეანელი მოხელენი. ჰეროლდი ინგლისისა.

ტიბო დარკი - გლეხი.

ალინა, ლუიზა, იოანა - მისი ქალიშვილები.

ეტიენი, არმანი, რაიმონდი - მათი საქმროები.

ბერტრანდი - სოფლელი.

შავგვრემანი რაინდი.

მენახშირე.

მისი ცოლი.

პაჟები, სალდათები, ხალხი, კარისკაცნი ეპისკოპოსნი, მარშლები, მოხელეენი, მანდილოსანნი, ბავშვები.

3.1.1 პროლოგი

▲ზევით დაბრუნება


სოფელი. მარჯვნივ, წინ ნიშია, შიგ ღვთისმშობლის ხატი ასვენია. მარცხნივ, მაღალი ტოტებგადართხმული მუხა სდგას.

ტიბო დარკი, ეტიენი, არმანი, რაიმონდი, ალინა, ლუიზა იოანა.

მოქმედება წარმოებს 1480 წელს.

ტიბო

ასეა, ძმებო, დღეს-აქამომდე
ჩვენი სამშობლო ჩვენს ხელში არი
და ან ვინ დასთვლის, რამდენმა ფრანგმა
შეაკლა მტერსა იმისთვის თავი.
ხოლო არ ვუწყით, ხვალ რა იქნება,
ჩვენ ვის დავრჩებით, ან ჩვენი მიწა.
როგორცა ჰხედავთ, თავხედი მტრისგან
ჩვენი ქვეყანა მთლად წაიბილწა:
ყოველ კუთხეში მოურიდებლად
დაფრიალებენ მათი დროშები.
ყანა მინდვრებში გაგვიჩანაგეს,
გულგრილად შევცქერთ ჩვენ მკლავ-ბოშები
მტრისა ფარფაშსა. და ეს რა ვნახეთ,
პარიჟმაც იმას კარი გაუღო.
ძველი გვირგვინი დაგობერტისა,
ვითა ნადავლი, მტერმა წაიღო.
ჩვენთა მეფეთა სამეფო ტახტიც
უცხოელს დაჰრჩა საკუთრებადა,
მემკვიდრეც ტახტისთვის ხალხის შორის
დაღოღიალებს უცხოელადა,
თავის ბიძამაც კი უღალატა
და მტერს შაეკრა იგი ზავითა.
დედა ცოცხალს შვილს სამარეს უთხრის,
უნდა დამარხოს თავის ხელითა.
მიტომ აივსო ჩვენი ქვეყანა
უბედურებით და სიავითა.
ყველგან სოფლები და ქალაქები
შემოსილია ცეცხლის ალითა.
ბარში მშვიდად ვართ, თუმცა ვაება
ჩვენც მალე გვნახავს თავის თვალითა.
და მინამ დრო გვაქვს, მოვიწადინე,
ჩემი ქალები, ღვთისა ძალითა,
დავაბინავო, ქმრები ვუშოვო,
არ დავიტვირთო ცოდვა-ბრალითა.
საშიშსა დროში დედაკაცს უჭირს, -
მფარველი ჰყვანდეს ფარით, ხმალითა.
ვისაც ვინ უყვარს, ჭირის ატანა
უფრო იმასთან ეადვილება,
მეც ჩემს ქალებთან, ღმერთო შენითა,
ვხედავ, რომ პირი არ მეწბილება.
ეტიენ, ვიცი ალინა მოგწონს
და მომიჯნავეც ჩვენი ხარ შენა.
გულსაც გული სცნობს - ესეც სწორეა.
არმანისაც კი არ მინდა წყენა...
შენ, ე, ლუიზავ, თავს რასა ჰქინდრავ?
გავიგე შენი ოცნების ფრენა...
თქვენ, მეგობრებო, ერთმანერთს ეტრფით,
ბედნიერებას ვისურვებ თქვენთვის.
გაყრა უფლისგან შეუღლვილების,
შეუნდობარი ცოდვაა ჩემთვის -
მას არც ვიკისრებ... რაა სიმდიდრე?
ან დღეს ვინ არი, აბა, მდიდარი?
ცოტა ხანა გვაქვს, რაც გვაბადია, -
ვიდრე დაგვესმის გულს მტრის ისარი,
ან ცეცხლის ალი გარს შემოგვერტყმის,
ყველა იწვოდეს ქვა და ფიცარი.
ვისაც გული აქვს სალისა კლდისა,
ეხლანდელს დროში ბიჭი ის არი.

ლუიზა

არმან!

არმანი (ხელს ართმევს)

შენი ვარ მარად!

ლუიზა

რას იტყვი, დაო?

ტიბო

ღვთისა ძალითა ყველა ბევრი მაქვს,
ოცდაათის დღის მიწასაც გაძლევთ -
სათითაოდა ბოსტანს და ეზოს,
ცხვარსაც - რამდენიც რომელს შაგხვდებათ.
ღმერთმა დამლოცა: დოვლათი მომცა,
არ დაგივიწყებსთ, თქვენცა დაგლოცავსთ.

ალინა

დაო ჟანა, შენც იმასა გთხოვ,
რომ ანუგეშო მშობელი მამა
და გაახაროს ჩვენ სამი დისა
ბედნიერების, ქორწილის ხმამა.

ტიბო

წადით, იცოდეთ ხვალ ქორწილი გვაქვს,
მსურს მოვიწვიო მთელი სოფელი.
თქვენ შეუდექით დღესვე თადარიგს,
ივარაუდეთ კარგად ყოველი.

(ალინა, ლუიზა, არმანი და ეტიენი გადიან)

ჩემო ჟანეტა, დღეს შენი დები
გათხოვდენ, ორნივ ირთავენ ქმრებსა,
ამ სიბერის დროს ეს მე მახარებს
და წყლულად მრჩება ჩამორჩე დებსა.

რაიმონდი

ჰე, მეზობელო, ნეტავ ვიცოდე,
რად გსურს ჟანეტას შენ შეწუხება?

ტიბო (უთითებს რაიმონდზე)

აი, ვაჟკაცი ყველაფრით სრული,
ამას რომ გაჰყვე, რა გენანება,
ხომ კარგად იცი ჩვენ სოფელშია
ამას ვაჟკაცი არ შაედრება.
სამი ზაფხული შენზედა ფიქრობს,
შენზე ოცნებას ის ემონება,
გულში იხარშავს ნაღველს მდუღარეს
და როდი უყვარს თავის წონება.
რომ იმის გრძნობას პასუხი გასცე
შენ ნუთუ არ გაქვს იმდნად გონება?
დამუნჯებულსა, ყინულად ქმნილსა,
იმისგან ხელი შენ არ გეხლება.
ეს რა? ყველასთან ეგრე იქცევი,
სხვებთანაც ბედი შენ არ გექნება.
სიყვარულისა ასაკშია ხარ,
არ მოვტყუვდები, მე კარგად ვიცი,
ვარდი როს ჰყვავის, ბულბულსაც ელის,
ყველაც შეატყობს, არ უნდა ფიცი.
ჰყვავი, მაგრამა მე როდი მჯერა,
რომ შენს გულშია ტრფობა დამწიფდეს.
ეს მწყინს, თუმც წყენით რაღას ვუშველი,
ქალისა გული რად დამახინჯდეს?
ბუნების მიერ როცა დრო აქვს მას,
ტრფობის წყლულები გულზედა სჭირდეს.
შენს გულცივობას, მოლოზნობასა
არვინ იყიდის, თუნდ ჩალად ღირდეს.

რაიმონდი

არ გეკადრება, შენ, ჩემო არკო,
ძალას ატანდე ასულსა თვისსა.
მის სიყვარული ციური არის,
ბრწყინვალე, ვითა სხივები მზისა.
თავისუფალი და მშვენიერი
პირმშო შვილია მაღალის მთისა.
ამას ის უყვარს, როცა პირს და თმას
უკოცნის გრილი ნიავი მთისა.
ქოხ-სადგურები ამაოდ უჩანს,
ჟანას ის უყვარს, მარტოკა ისა.
და მეც ბედკრულმა, რომ ვერ შევიგნე,
მიმართულება მის ფიქრთა გზისა.
ნამეტნავ მაშინ, როცა მარტოკა
მთაზე მდგომარე ცხვართან ერთადა
თვალგაშტერებით სივრცეს გასცქერის,
მე ქალსა ვსახავ მაშინ ღმერთადა!
აშკარადა ვგრძნობ, ციურნი ძალნი
დაუდგებიან გვერდის-გვერდადა.
სხვა დროს შვილია, ამ დროის არა,
დაბადებულა ჩვენს დროს კენტადა.

ტიბო

მეც სწორედ ეს მწყინს: მხიარულებას
თავის დებისას ყურსაც არ უგდებს,
მამლის ყივილსაც როდი დაუცდის,
ადრე ადგება, რომ გზას გაუდგეს!
მთა-გორებზედა იხეტიალოს,
ეს არის მხოლოდ მისი გართობა,
ან ღრმა ხევებში, ბნელს ჯურღმულშია
იგემოს სადმე ტვინის დათრობა,
გზაჯვარედინზე მთის ყელებშია
ნიავის სისინს დაუგდოს ყური.
ამ ერთ ადგილას რად უყვარს ყოფნა,
ამ ადგილისთვის რად უცემს გული?!
ცხვარსაც ამ ადგილს მოერეკება,
მთელ საათობით, რამდენჯერ ვნახე.
რომ ღრმა ფიქრებით გატაცებულსა,
ჩრდილავდეს დიდი დრუიდების ხე.
თუ არა გიჟი, ამ ხეს ახლოსა
ჭკვათამყოფელი არ ეკარება.
ბოროტ სულთ ბუდედ რომ არს ცნობილი,
ყველაც იმიტომ მას ერიდება.
ამ მუხაზედა მოხუცებულნი
ვინ იცის, რამდენს რასმე ამბობენ,
რომ მავნე სულნი მუხის ტოტებზე
ღამის წყვდიადში მწუხრად გალობენ.
ამას მე როდი დავიჯერებდი,
რომ არ მენახა ჩემის თვალითა.
ამ მუხის ახლო გავლა მომიხდა
მე მარტოდმარტოს ერთხელ ღამითა -
მუხის ქვეშ ვნახე რაღაც ნისლივით
თვისთან მიწვევდა შიშვლის მკლავითა.
გამოვისახე მყისვე პირჯვარი,
გამოვიქეცი გულით მწვავითა.

რაიმონდი (უჩვენებს ხატზე ნიშთან)

მე ეგ არა მწამს, ვითომ ეშმაკის
შთაგონებასა ეს ყურს უგდებდეს,
თვით ღვთიშობელი თავის მმოსავსა,
ვფიქრობ, თავისთან უნდა იწვევდეს.

ტიბო

არა, არ მჯერა! გეტყვი კიდევაც,
მე მუდამ ისეთს სიზმრებსა ვხედავ,
საკვირველს ფრიად და საშინელსა
ასე, რომ თითქმის თქმასაც ვერ ვბედავ.
სამჯერ ზედიზედ მე დამესიზმრა,
რომ მეფის ტახტზე რეიმსში იჯდა,
შვიდის ვარსკვლავის წნული გვირგვინი
თავს ედგა, უხვად სხივებსა სცრიდა.
ხელთ ეპყრა ჟანას კვერთხი რამ უცხო,
სამი ყვავილი მაზედ ჰყვაოდა.
მე - მამამისი, ალინა, ლიზა,
გრაფ-ჰერცოგები - ყველა ჩემთანა -
მას თაყვანს სცემდა მეფესთან ერთად
მუხლმოდრეკილი მთელი ქვეყანა.
ჩემი საწყლობა და ეს სიზმრები,
ჩემო კეთილო, საიდან სადა?
სიზმარს უკუღმა უნდა გაგება,
და მიტომ ვსცანი წაწყმედის ხმადა.
მის სიამაყე თვით უფალსა სწყინს,
სიტურფეს ნაძღვნევს ბუნებისაგან
უხვად, რომ მაგრე ფეხითა სთელავს
და მზადარს გულში ჩაურჭოს დანა.
ანგელოზებიც გულზვაობისთვის
ღმერთმა განდევნა, უწყი, ციდანა
და დღეს ღვთისაგან შეჩვენებულნი
ჩვენ გვესევიან ყოველ მხრიდანა.

რაიმონდი

ჟანაზე მშვიდი და ზნეუმწიკვლო
ამ ჩვენს სოფელში ერთიც არ არი,
უფროსის დების მუდამ მორჩილი
და სხვებისთვისაც არს თანამკვდარი.
მას, როგორც მუშას, ვინ შაედრება?
რაც უნდა მძიმე ეს საქმე იყოს,
სხვა არაფერი საჭირო არ არს,
ოღონდაც ერთხელ ხელი კი ახლოს.
მადლს მიადევნებს და ამის გამო
აყვავდა კიდეც შენი ოჯახი,
სადც საჭიროა იგი ცელს იქნევს,
დაუღალავი, მუდამ ყოჩაღი.
ცხვარსაც გიმრავლებს, ერთგულადა ჰმწყსის,
ხელში უპყრია საწყალს ჩობახი.
მის ნაკეთები, მიუწვდომელის
უფლის კურთხევით არს მუდამ საღი.

ტიბო

მიუწვდომელის... დიაღ, სწორეა.
მაგრამ ეგ სიტყვა ტანში ჟრჟოლას მგვრის,
უნდა გავჩუმდე, ხმას, კრინტს არ დავსძრავ,
ძრახვის საგნადა ვხდი მე თვის შვილსა?
რომ გაგაფრთხილო, მუხას ერიდო,
ვალად ეს მადევს, როგორც მშობელსა
და აგაცდინო წამწყმედელ ფიქრებს,
ეშმაკეულსა საქმეს ყოველსა.
მარტოკა ყოფნა რისათვის გიყვარს,
ბალახ-ბულახებს რადა სთხრი ღამე?
ქვიშას რომ ჰქექავ და თანაც ჰხაზავ,
რა გაგრძნობინა ნეტავ სიამე?!
ნუ ედობილე ბოროტს სულებსა,
ბალახებისას რა სასმელს ჰხარშავ?
რატომ არ იცი, რომ სიმარტოვეს
და ბნელს ღამესა მაცდური თან ჰყავ.
ხომ კარგად უწყი, უდაბნოშია
მარტოდმარტოსა მაცხოვარს ჩვენსა
გამოეცხადა ბოროტი სული
და უმართავდა ბოროტზე ხელსა.

ბერტრანდი

(შემოდის, ხელში მუზარადი უჭირავს)

რაიმონდი

სუ, ჩუმად, აგერ, ბერტრანდი მოდის,
ის რაღა მოაქვს ნეტავ ხელითა?

ბერტრანდი

ძალიან გიკვირთ, რომ მე მოვედი
ამა ნივთითა ძველისძველითა?

ტიბო

ბიჭოს!.. ეგ საით რა გიშოვია,
იპოვნე სადა, წაართვი ვისა?
განა შეჰშვენის ჩვენს მყუდრო ბინას
ნიშანი მტრობის და სისხლის ღვრისა?

(იოანას, რომელიც აქამდის არ ერეოდა საუბარში და არც ესმოდა, რაც მის გარშემო ხდებოდა, სიფხიზლე დაეტყობა, მიუახლოვდება ბერტრანდს)

ბერტრანდი

თვითაც არ მესმის როგორ ვიშოვე,
გავოცებულვარ ამით ძალიან.
მე ვოკულერში ნამგალს ვვაჭრობდი,
უნდა მეყიდა ცხენის ნალია.
მოედანზედა ხალხი, ვითა ზღვა
ქარიშხალის დროს, ისე ღელავდა,
ორლეანიდან გამოქცეულებს
გარს ეხვეოდენ, ერთურთს სთელავდა,
ვერაფერს კაი ამბავს ისმენდა...
და ამის გამო უფროც დრტვინავდა.
ხალხში ვძვრებოდი ვაინაჩრობით,
ზედ მაწვებოდა გუნდი ხალხისა.
და უცაბედად წინ შამეფეთა
სახე ვიღაცა ბოშის ქალისა.
ხელში ეჭირა ეს მუზარადი
და დამაცქერდა გველის თვალითა,
თან მითხრა: ვიცი მუზარადს ეძებ,
ნუ დაიწუნებ სიიაფითა.
მე მოვირიდე, თანაც ვუთხარი:
რად მინდა-მეთქი, გასწი, მომშორდი!
წაიღე, ვისმე რაინდს მიჰყიდე,
მიტომ, რომ ჩემთვის მეტ ბარგად ვცნობდი.
მუშა კაცი ვარ, რამდენი ვუთხარ,
ჩემი საქმეა, მიწასა ვხნავდე,
მაგას ვერაფრად გამოვიყენებ
და შენც დაგაკლო, რისათვის, რაზე?
არაო, ასტყდა, მსურს გიფეშქაშო:
ვაჟკაცს ჰშვენისო აბჯარი ტანზე,
დღეს ის დრო არის, რომ ყველას ედგას
მკვიდრი კარავი რკინისა თავზე.
ვერაფერი ვქენ და ჩამოვართვი,
მისმა ფჭყვრიალმა თვალი მომტაცა.
ლამაზი არის და მოხდენილი,
როგორაც დილით მოწმენდილი ცა.
ვინ იცის, რომელს რაინდს თავს ედგა
და ექმნა პატრონს მტრის ხმლისგან მფარად...
და მე რომ მკითხო, სიმართლეს გეტყვით,
არ მიღირს ბეწვად, არ მიღირს ჩალად.
დასწყევლა ღმერთმა, ძალად ხელშია
მან მომაჩეჩა და გაჰქრა ქალი,
ბევრი ვეძებე ხალხის გროვაში,
მაგრამ ვეღარსად მოვკარი თვალი.
დამრჩა ხელში და ვერც გადავაგდე
ქუდად ნაჭედი რკინა და რვალი.

იოანა (ართმევს მუზარადს)

ეგ მუზარადი მომეცი აქა.

ბერტრანდი

ქალის თავისთვის არ გამოდგება
ეს სამკაული, მაშ მოგცე რადა?

იოანა

დიდი ხანია ეგ მე მეკუთვნის
და უნდა მომცე, მეცა გთხოვ მადა.

ტიბო (იოანას)

ნეტავ ვიცოდე, რა დაგმართნია?

რაიმონდი

ნუ, ნუ დაუშლი, თუ გულით უნდა,
მიტომ, რომ ჟანა თვით ვაჟკაცია,
კარგად ვერ იცნობთ, მე კარგად ვიცი,
რომ შენი ქალი, გულითაც ლომი,
შარშან ერთს მგელსა, მე თითონ ვნახე,
მან აუტეხა ძლიერი ომი.
მწყემსებს და სამწყსოს განურჩეველად
ის მგელი ყველას თავზარსა გვცემდა.
ჟანამ პირიდან ცხვარი წაართო,
როცა შმაგადა იგი მსხვერპლს ჰგლეჯდა.
და მიტომ ვამბობ, რომ მუზარადი
სხვას არავისა, ჟანას კი ჰშვენის,
მით საიქიოს ძველს გმირს, მის პატრონს
არ მიუვიდეს ამბავი წყენის.

ტიბო

ბერტრანდო, მაინც ვინ რას ამბობდა,
უბედურება სხვა რა მომხდარა
ორლეანშია, არ გვეყო განა,
იმაზე მეტი სხვა რა წამხდარა?!

ბერტრანდი

ღმერთო ძლიერო! შენ დაგვიფარე,
ჩვენი მეფე და ჩვენი ქვეყანა!
ორს დიდ ბრძოლაში ფრანგნი დამარცხდნენ,
ვერ შევიძელით ბრძოლა მტერთანა.
მან შუაგული ქვეყნისა იპყრო,
აღწევს ლაურის კიდეებთანა
და მტრის რაზმები ორლეანს ერტყმის
დასაღუპავად ყოველ მხრიდანა.

ტიბო

როგორ? დაიპყრეს მთლად ჩრდილოეთი
და არ იკმარეს ესე მტარვალთა,
ახლა ისიც ჰსურთ ცეცხლით, მახვილით
რომ გადმოვიდნენ სამხრეთის მზღვართა?!

ბერტრანდი

როგორც კალია ყანას მოედვას,
ან ხეს ეხვიოს მართვე ფუტკრისა,
ისე ორლეანს გუნდები მტრისა
გარს შემოერტყა მხდელი სულისა.
ციხის ნანგრევი იარაღები
ქალაქს დასცქერის ოთხივ მხრიდანა
და ორლეანის მეშველი, მხსნელი
არ ჩნდება დაბლა, აღარც ციდანა.
სხვადასხვა ხალხსა პირი შეუკრავთ,
ჩვენს დასაღუპად, დასაქცევადა.
და ჩვენ კი, ჩვენ კი, ქვეყნის ხსნის ნაცვლად
ყველანი მზად ვართ გასაქცევადა.
საზარელია მტრისა ბანაკი -
ათასის ჯურის ხალხითა სავსე.
დიდი ჰერცოგი ბურგუნდიისაც
თავის საყმოთი მიემხრო მასვე.
ლიტის-გენეგით და თვით გენტიდან
განთქმულს ხავერდით, აბრეშუმითა,
ბრაბანტიდან და ნამიურიდან
და ზელანდიის ნაპირებითა,
მის ქალაქები ზღვისპირს მდებარე
ყველანი თავის მცხოვრებლებითა,
გელანდიელნი და უტრეხტელნი
და ჩრდილოეთის ფრიზლანდიითა
მოქუჩებულა მძლავრის მთავრისა
ბურგუნდიისა დროშის ქვეშ ერთად,
რათა დაამხონ მათ ორლეანი,
გადააქციონ კვლავ ნაცარ-მტვერად.

ტიბო

ვაჰ, დამღუპველო უთანხმოებავ,
ვაჰ, იარაღო, მკვლელო ძმისაო!

ბერტრანდი

თვით იზაბელა, დედა მეფისა,
ბავარელების ჯიშის წყეული,
აბჯარ-აბგარში გამოწყობილი,
ჩვენის მტრებისთვის გადარეული,
იმათ ბანაკში უსირცხვოდ მირბის,
აქეზებს მტერსა მლიქვნის ენითა,
მოაკვლევინოს თავისი შვილი -
ამ ფიქრით ისე გამსჭვალულია,
არ მოსდის იმას დღედაღამ ძილი.

ტიბო

ღმერთმა დასწყევლოს და შეაჩვენოს!
უღმერთოვ, შენზედ რისხვა უფლისა
დიდი იქნება. ვით იეზაველს,
არც შენ შეგრჩება გმობა სჯულისა.

ბერტრანდი

მტრისა ლაშქარში მეტად უღმერთნი
სამი ჰრევია საშიში მტერი:
ერთი ლიონელ, ნამდვილი მხეცი
და საშინელი სალისბიური,
მესამე ტალბოტ, ერთ ხმლის მოქნევით
გადამწყვეტელი ბრძოლის ბედისა.
შეუფიცნიათ ერთმანერთისთვის,
რომ საფრანგეთის მთლად ქალებისა
შეიქმნენ სრულნი ბატონ-პატრონნი
იმათის გულის და თვალებისა.
ვინც ხმლით დაჰხვდება, არ ემონება,
დაუყოვნებლად მოჰკვეთონ თავი.
გალავანს ოთხი კოშკი მიუდგეს.
სალიბიური, გულითა შავი,
იქიდან ბრძოლას ადევნებს თვალსა:
დასტკბეს, რომ ნახოს მრავალი მკვდარი.
თვალოს მოსისხლე მან თვალებითა
ქუჩებზედ მხოლოდ ფრანგების მკვდარი.
გადმოისროლეს მრავლად ყუმბარა,
საყდრები უკვე დანგრეულია
და საძირკველი ღვთისმშობლის ტაძრის
ზარბაზნებისგან შერყეულია.
ლაღუმებითა გალავნის ძირი
სავსეა და, ჰა, არ გვიან, მალე,
მთლად ორლეანი, უფსკრულმა შთანთქას,
უნდა, უეჭვოდ, დღესა თუ ხვალე.

(ჟანა გაფაციცებით ყურს უგდებს, ვერ ითმენს, თანდათან ცნობისმოყვარეობა ემატება და ბოლოს იხურავს მუზარადს თავზე).

ტიბო

სადარს სანტრალი, ან ლიაგირი?
ან დიუნუა ქვეყნის იმედი?
რომ მტრის თანდათან ბრჭყალებში ვცვივით,
ბეწვზე ჰკიდია დღეს ჩვენი ბედი?!
სადაა მეფე? რა დაჰმართნია?
სად მოუხრია მონურად ქედი?
ნუთუ არა სწყინს ქალაქთ დაკარგვა,
ტანჯვა ერისა მას მეტისმეტი?!

ბერტრანდი

შინონში არის მეფე ამალით,
მეომართ შოვნაც არსიდან არი,
ყველა ომშია, მტერმა დაგვჯაბნა
და გაიჟლიტა მთლად ჩვენი ჯარი.
რას იზამს კარგი მხედართმთავარი?
ან რაინდების ლომგული გული,
რომ შიშმა, ბრძოლამ გამოუთქმელმა
იპყრო მთლიანად ჩვენი. მამული?
რამ აღუდგინოს ჩვენსა ლაშქარსა
სასო, იმედი აწ დაკარგული?
თვით უშიშარნიც შიშმა შეიპყრო,
აღარ მოდიან, რაც უნდ ეძახო.
ყველა მათგანი სიმაგრეს ეძებს,
თხა-ცხვრებად ჩასთვლი, რომ დაინახო.
და, ვგონებ, ცხვრებმაც მგლების ღმუილზე
არ მიაშურონ ისე ფარეხსა,
ვით ფრანგნი, ფრანგის სახელის მგმობლად,
ეფარებიან კოშკ-ციხეებსა.
ერთი გამოჩნდა მხოლოდ რაინდი
და ისიც ცოტა რამე ჯარითა
ეახლა მეფეს თავგანწირული
თექვსმეტის დროშა-ბაირაღითა.

იოანა (აჩქარებით)

ვინ რაინდია, ნეტავი, ეგა?

ბერტრანდი

ბორკური არის, მაგრამ არ ვეჭვობ
მტრის ხელთ ჩავარდეს ხვალე თუ ზეგა,
ორპირად ჯარი სდევს მას კვალზედა.

იოანა

მითხარ სადარი, მითხარი ჩქარა,
მისი ამბავი საით რა ისმის?

ბერტრანდი

ვოკულერს გაღმა სდგას თვის ჯარითა,
მტერს ელოდება, იქით არ იძვრის.

ტიბო

გაჩუმდი, ჟანა, იქ რად ეჩრები,
რაც შენი საქმე სულაც არ არი.

ბერტრანდი

რაკი დარწმუნდა, მტერს ვერას უზამს,
და რაკი მეფის იმედიც არ აქვთ,
მოქალაქენი ვოკულერისა
ძლიერს ბურგუნდსა დაემორჩილნენ.
რომ არ ჩაცვივდენ უცხოელთ ხელში
და არ ემონნენ უცხოელს ძალსა,
იმ ფიქრით ბურგუნდს პირობა მისცეს
და კიდეც იმას უკრავენ თავსა.
რომ ჩვენ საკუთარ ტახტს ვმორჩილებდეთ,
რაკი ისინი შეჰკრავენ ზავსა.

იოანა (აღტაცებით)

ზავი? რის ზავი? რის მორჩილება?
გულს და გონებას მიწყლავს ეგ სიტყვა.
გალაღებული მტერი დამარცხდეს
უნდა ორლეანს, ღვთისაგან ითქვა!
დრომ მოაღწია, ყანა მომწიფდა,
ქალმაც ნამგალი ხელში აღიპყრო,
გასთიბს სიხარულს ჩვენის მტრებისას,
განთავისუფლდენ, ვინც მან დაიპყრო!
ციდან ჩამოსწყვეტს უღირს სახელსა,
უგნურთ დაჰკიდეს ვარსკვლავებთანა.
წინ გავიწიოთ? რას ჰკრთით, რას შიშობთ?
შეუპოვარი ბრძოლა მტრებთანა!
და ვიდრე ყანა თავთავს დაისხამს
და გამცხრალდება ცაზედა მთვარე,
ბრიტანელთ ცხენთა ლაურის წყალი
ვეღარ დალიონ, ეჩვენოთ მწარე,
მტარვალის ფეხმა ვეღარა თელოს
წმინდა ადგილი, ეს ჩემი მხარე.

ბერტრანდი

ვაი, რომ ჩვენს დროს საკვირველება
ეგრე ადვილადაღარა ხდება.

იოანა

კიდევაც ხდება სასწაულები,
ჰნახავთ, რომ ტრედი ცადაფრინდება,
სურათს რა ჰნახავს მტარვალობისას,
იქ ის არწივად გარდაიქმნება,
სამშობლოს მწეწველს ყვავს და ყორნებსა
თავზე ღვთის რისხვად მოევლინება.
იგი დაამხობს ასხელა ტალბოტს,
ბურგუნდის ჰერცოგს მოფარფაშესა,
სისხლით უძღომელს სალისბიურის,
ჩვენთა სიწმინდეთ ულმობელს მტერსა.
და კუნძულელნი იქნება ჰნახოთ -
მერიდებოდენ, ვით ცხვრები მგლებსა.
ამ საწყალს ქალსა თვით ღმერთი ირჩევს
მტარვალს აჩვენოს თავისი ძალა.
უნდა გვასწავლოს, რომ მის წინაშე
კაცთ ძლიერება არს მტვერი, ჩალა.

ტიბო

რა აღტაცებით ამბობს, ვერ ჰყურობთ?

რაიმონდი

ამ მუზარადმა აღაფრთოვანა
და საომრადა აღუგზნო გული,
სახე უელავს, თვალებიც მისი
ბრჭყვინავს, ვით ცაზე ვარსკვლავთ კრებული...

იოანა

როგორ? დაეცეს ტახტი მეფეთა,
ძველისძველადა დიდად ქებული?
ქვეყანა ტურფა, სამოთხის მსგავსი,
სხვებშია ვნახო გამოკლებული?
ვით მადლიანი თვისი თვალები,
ღმერთს ისე უყვარს ჩვენი ქვეყანა.
ვიღაც მოთრეულს უნდა ვემონოთ?
ღმერთია, ღმერთი მუდამ ჩვენთანა.
ნიშანი ხსნისა ბოროტებისგან -
ჯვარი, პირველადაქ აღიმართა.
ერუსალიმის გამოხსნაზედა
პირველად ბჭობა აქ გაიმართა.
და ლუდოვიკო წმინდებზე წმინდა,
ესეც ხომ უწყით, აქ დაიმარხა.

ბერტრანდი

ხომ გესმით? მიკვირს ამდენი ცოდნა
სადა და ვისგან მან შეისმინა?
ბედნიერი ხარ შენ, მეზობელო,
ღმერთმა ასეთი ქალი შეგძინა.

იოანა

უცხო ბატონი კანონიერი
საფრანგეთზედა ვერ იბატონებს,
ვითომ რომ ღვთისგან შექმნილიაო,
ჩვენსავით? - ჩვენში ის ვერ იცხოვრებს.
ჩვენთვისა მხოლოდ ჩვენს მეფეს ჰშვენის -
უკვდავს, სიკვდილით თავის დადება.
ჩვენის ცხოვრების ავსა და კარგსა
ჩვენს კაცს აბარებს მხოლოდ განგება.
ჩვენს ჯოგებს, ცხვარსა ინახავს მუდამ
ერთი მარტოკა - მის მფარველობა.
და რამდენს ტყვესა და პატიმარსა
მან მიანიჭა თავისუფლება.
იგია ერთი უძლურთ მფარველი,
ბოროტებისა ძირიან მფხვრელი,
იმის ტახტის წინ ქვეყანა კრთება,
ოღონდაც ნიშნადაღიპყროს ხელი.
მის გულს არ სცხია ჟანგი შურისა
ღვთისგან ნაკურთხი ბატონად ქვეყნის,
ტახტი ნამდვილის მფლობელებისა,
თავშესაფარი უძლურთაც ეთქმის,
ანგელოზია ნუგეშინისა
და იმ დროს კაციც ცოდვილ ქვეყნადა.
მუდამ თან ახლავს ძალაც, ნუგეშიც
თავთავის დროსა სამსახურადა.
ავის მოქმედი მის წინ კანკალებს,
ხოლო კეთილი უშიშარია.
უცხო მეფე კი ჩვენს ქვეყანაში
ჩვენთვის ურგები, უტიფარია.
ან რა შეარცხვენს ავის საქმნელად,
რა მამა-პაპათ საფლავ-სამარე ?!
იმათ ანდერძი, იმათი ხსოვნა
წმინდა მათ ნეშთი საფლავს მდებარე.
ერთიც არ ესმის იმის ბნელს გულსა,
წადი და ფრანგნი მას შეაყვარე!..
ვისაც ბავშვობა ჩვენი არ ახსოვს,
არ იზრდებოდა სიყრმით ჩვენთანა
და ფრანგის ენა გულს არ უტოკებს,
ვით შეიყვაროს ჩვენი ქვეყანა?!

ტიბო

დაღუპვისაგან მაღალს ღმერთსა ვთხოვ,
დაიხსნას მეფე და საფრანგეთი.
ჩვენ მუშა ხალხი ხმალს ვერ მოვიქნევთ,
ცხენოსნობაშიც არ გვწყალობს ბედი.
ჩვენ იმას უნდა დავემორჩილნეთ,
ვისაც ბატონად მოგვივლენს ღმერთი,
რადგან ომის ბედს და გამარჯვებას
იგი განაგებს მარტოკა ერთი.
ჩვენსა მეფედა იგია მხოლოდ,
ვინც ძველს სენდენის კუბოებზედა
ღვთით კურთხეულსა ქალაქ რეიმსში
მირონი იცხო მეფედ შუბლზედა.
დრო არის, ძმანო, საქმე ვისაქმოთ,
გვახსოვდეს თვისი მოვალეობა.
ამ ქვეყნის თავადთ ჩვენ რა ყურს ვუგდებთ,
ან სად გვაქვს იმდენ მოცალეობა.
იმათ რაც ძალას წილისყრა არგებს,
ის იმათ, ხოლო ჩვენ კი მშვიდადა
ყური დავუგდოთ ომის მსვლელობას,
ნუ ავიტკივებთ თავსა დიდადა.
სხვა ყველა თუნდა ძალამ შემუსროს,
ხომ ვერ შეჰმუსრავს თვით დედამიწას?!
შთანთქას ყანები, სოფლები ცეცხლმა
და შეაყენონ თავდაყირასა
სახლები, მაინც სხვა გაზაფხულზე
ჯეჯილი მოვა, სთიბენ თივასა,
სახლის ბანებიც განახლდებიან
და მწუხრის შემდეგ ვნახავთ დილასა.

(ყველანი იოანას გარდა გადიან)

იოანა (დიდხანსა სდგას დაფიქრებული)

მშვიდობით, მთებო, მშობელო ველნო,
უკანასკნელად გაძლევთ სალამსა, -
დედასავითა, ჩემო აღმზრდელნო,
უკანასკნელად გაწვდენთ ჩემს ხმასა.
მწვანე მინდვრებო, ტურფა ხეებო,
ყური დაუგდეთ თქვენს უმცროს დასა,
თქვენ გეთხოებათ სამუდამოდა,
იგი შეუდგა ეკლიანს გზასა.
ამიერიდან ვეღარა გნახავთ,
უნდა უჩემოდაჰმწვანდეთ, დასჭკნეთ,
თუ გაყრა თქვენი ასე დამწვავდა,
თქვენთან რად გავჩნდი, თვალით რად გნახეთ?!
ტკბილო ალერსო ჭალებისაო,
გულს აღბეჭდილო ამოუფხვრელად,
ხმავ იდუმალო, მანდ მოსეირნევ,
ბევრს უამბობდი გულს მაამებლად.
ნაკადულებო მოჩანჩქარენო,
კლდეებში გიჟნო, ჭკვიანნო ველად,
გეტყვით: მშვიდობით სამუდამოდა,
უფალი გექმნასთ მფარველად, მცველად.
რაც რამ სიამე თქვენთგანა ვნახე,
ეგ არის, მორჩა, ვეღარა ვნახავ.
ჩემო ცხვრის ფარავ, მწყემსი მოძებნე,
მე მგლებისაგან ვერ დაგიფარავ.
ღმერთმა სამწყსოდა სხვა ფარა მომცა
სისხლით შეღებილს ბრძოლისა ველში,
იგი უნდა ვმწყსო, ღვთის ბრძანებაა,
ხმალი მეჭიროს უშიშრად ხელში.
დიაღ, იქ მიწვევს არა ცრუ გრძნობა,
არამედ სხვაა, სულ სხვაა ისა. -
ცეცხლმოდებული ბარდებიდანა
მოსეს რომ ესმა ჭექა იმ ხმისა:
„წადი, ებრძოლე მძლავრს ფარაონსა,
რომ ჩემი ერი არ გახდეს სხვისა“,
იგია, ვინაც ჭაბუკს დავითსა
მოჰნიჭა ძლევა გოლიათისა.
მუხის ქვეშ ვიდექ და ვლოცულობდი,
როდესაც მტკიცედ მანვე მიბრძანა:
„გამოაჩინე ჩემი სახელი,
ქალო, აიღე ხელთ მჭრელი დანა!
ჩაიცვი ჯაჭვი, წელზედა ხმალი
შეიბი, გედგას თავს მუზარადი
და ნუ შეჰბღალავს შენს ქალწულობას
ქვეყნიურ ვნების რაიმე ზადი!..
შენ საქორწინოდარა გცალიან,
ოჯახში დასტკბე ქმრით და შვილებით.
არა, შენთვისა სხვა ბედს ვამზადებ:
ბრძოლაში იყო გამოჩინებით,
ყველა ქალებზე საფრანგეთისა
იხსენებოდე მუდამ დიდებით.
როცა კი საქმე იქამდის მივა,
რომ უშიშარიც ომში მხედარი
ჰკრთოდეს და პირზე შიშის ძრწოლისა
ეფარებოდეს ყვითლად ზეწარი,
ჩემგან ნაძღვნევის ორი ალმითა
მტერს უნდა დასცე მაშინ თავზარი.
შეჰზღუდო მტრისა გულზვიადობა
და შეუცვალო მღერა გლოვაზე.
შენ ასახელო ფრანგთა ლაშქარი,
კარლოსს დაადგა გვირგვინი თავზე.
რეიმსში, ეს თვით ღმერთმა აღმითქვა -
ცა-ქვეყნის გამგემ, კიდეც ასრულდა,
ამ მუზარადის ჩემთვის მოძღვნითა
ნება უფლისა დღესვე დამტკიცდა.
შეუდრკელობა მუზარადს ჰფარავს,
განუშორებლად, ვით ქერუფიმი.
სული და გული იქ მიმაქროლებს,
მინდა იქ ვიყო, საცაა ომი.
ხმაა ბრძოლისა... ჯარი გროვდება...
ხმლები ელავენ... კიჟინა ისმის,
საყვირისა და დაფისა ხმაზე
თვალწინ მიდგება - მთა-ბარი იძვრის.
უკვე ასრულდა უფლისა ნება:
სხვის ბატონობა ჩვენ შორის ჰქრება!

(მიდის)

3.1.2 მოქმედება პირველი

▲ზევით დაბრუნება


(ბანაკი მეფის კარლისა შინონში)

გამოსვლა პირველი

დიუნუა, დიუშატელ

დიუნუა

არა! მოთმენის ძაფი გამიწყდა,
უნდა დავტოვო ბრძოლისა ველი,
ან რა ღირსია უშველო იმას,
ვინაც დიაცებრ აიღო ხელი
თვის მეფობაზე? სისხლი მიშრება
და გული მინდა სისხლად დავწურო,
ასე დაჩაგრულს, უპატრონოსა
თავის ქვეყანას როგორ ვუყურო?!.
ღმერთო, რას ვხედავ? ავაზაკები
ჩვენ სოფელ-ქალაქთ ინაწილებენ,
რაც კი რამ ჩვენთვის ძვირფასი არის
უკრძალავადა ხელში იღებენ.
რამდენს ახდენენ ბინძურის ხელით
და ახლა რამდენს თან წაიღებენ.
ჩვენები იმათ დაჟანგებულსა
კარის გასაღებთ ხელთ აჩეჩებენ.
ქედმიდრეკილნი წინაშე მტრისა
სდგანან, განკითხვას მისგან ელიან.
და ჩვენ კი ყოფნა აქ განცხრომითა
გულხელდაკრეფით არა გვრცხვენიან.
რაწამს გავიგე, რომ ორლეანსა
გარს შემოერტყა მტრისა ჯარიო,
მყისვე წამოვედ მე ნორმანდიდან,
რომ არ გაჭამოთ მტრისა ჯავრიო.
ვფიქრობდი, მეფე ლაშქარს შეჰყრიდა,
გაუძღვებოდა თითონაც წინა
და ეს კი თურმე მასხარაებთან
მშვიდად, განცხრომით, ბრძანდება შინა.
ამოცანების დაყენებითა
მოსაზანდრებთან თავს ირთობს მეფე,
თავის აგნესას საამებლადა
ლხინ-ქეიფების მუდამ აღმჩქეფე.
თითქოს ქვეყანას არა უჭირდეს,
თითქოს სირცხვილი არ გვედგას კარზე.
რომ კონეტაბლმა ხელი აიღო
გამოცხადებით აშკარად მასზე,
მე არ ვამტყუვნებ და ვფიქრობ კიდეც,
რომ გამოვუდგე კონეტაბლს კვალზე,
დროა, დავტოვოთ უღირსი მეფე
თავის ჭკვისა და სისუსტის ბედზე.

დიუშატელი

აგერა მოდის, ვით ნათქვამია:
მელი ხსენებას მოჰყვება თანა.

გამოსვლა მეორე

გინივე და მეფე

მეფე

უნდა გაცნობოთ, ძმებო, ამბავი,
იმას თან მოსდევს ახალი ხანა,
რომ კონეტაბლი ხმალსა მიგზავნის
და იბარება იმასაც თანა:
მე სამსახური აღარ ძალმიძსო,
საქმე გინახავთ თქვენ ამისთანა?!
მომწყინდა მისი თავნებაობა
და ან მეფესა შეჰშვენის განა,
რომ მისი აზრი თვით უვარგისიც
მოწონებული იქნას ჩვენთანა?

დიუნუა

ჩვენს დროში კაცი გაუტეხელი,
როგორაც ისა, ძვირფასადა ღირს.
როგორ მეწყინა მაგ ამბის ცნობა,
იმასთან გაყრა მე ძლიერა მწყინს.

მეფე

შენი ძმობილი ბევრჯელა ცრუობს
და რასაც ამბობს, იმას არ ჰგუობს,
რამდენჯერ თქვენაც ხომ ვიცი, სჩხუბობთ,
ვგონებ რომ ამას მეფე არ ცრუობს?

დიუნუა

მართალი არის. ის ამაყია,
ჯავრის მომგვრელი, მომბეზრებელი.
რასაც დაიწყებს - ვერ გაათავებს,
მაგრამ დღეს კარგ დროს აიღო ხელი
სამსახურზედა, როცა შეიგნო,
დარწმუნდა კიდეც, რომ აღარა ჰყავს
მას მხრის მჭერელი.
იმან მარტოკამ სირცხვილი ჭამოს,
არა ყოფილა მაშ ჭკუათხელი.

მეფე

მხიარულად ხარ, როგორც შეგატყე,
იმხიარულე, არ გაწყენინებ
შენ, დიუ შატელ. მეფე რენემა
(ერთს ამბავს სხვასაც გაგაგებინებ)
თავის კაცები გამომიგზავნა,
მომღერლებია შესანიშნავი,
არ შეიძლება იპოვებოდეს
დედამიწაზე იმათთანანი.
და ამის გამო მოვიწადინე,
არ შევირცხვინო იმათთან თავი,
ერთი ლამაზად გავუმასპინძლდე,
არაფერი სთქვან ჩვენზედა ავი.
და თითოს ოქროს ძეწკვიც ვაჩუქე.

(დიუ ნუას)

ნეტავ რას ჰნიშნავს სიცილი შენი?

დიუ ნუა

ოქროს ძეწკვების გასაკვერადა
ლიტონი სიტყვა მათი გამჩენი.

დიუ შატელი

საიდან მეფევ? შენი ხაზინა
დიდი ხანია ცარიელია.

მეფე

უნდა იშოვო, დიდი აშუღი
უპატივცემლოდ ჩემგან ვერ წავა.
ჩვენთან ყოფნითა დღეს მკვდარი კვერთხი
თქვენის მეფისა მან ააყვავა,
მან შტო სიცოცხლის დაუჭკნობელი
უკვდავებისა მკვდარს გვირგვინს შესძღვნა.
მეფეებთანა სრული მეფეა,
ვინაც კი მგოსნად თვით ზეცამ იცნა.
ოცნების ზღვაში ნაკვთი გრძნობისა,
ტკბილის ხმებისა, მას უდგა ტახტი,
ჩვენთან ნება აქვს ხელიხელ სვლისა,
დიდების მწვერვალს ჩვენთან არს მარად.

დიუ შატელი

ჩვენო ხელმწიფევ, მინდა სწორი ვთქვა,
მაგრამ სიმართლის თქმისაც მაქვს კრძალვა.
წყენა არა მსურს, რა ვქნა, გეწყინოს:
არ არგებს სნეულს ჭირისა მალვა.
საჭიროება მატანს ძალასა
ყოველივე ვსთქვა, არრა დავმალო:
საჩუქრებზედა რა დროს ფიქრია,
პური არა გვაქვს, რო ვჭამოთ ხვალო.
შენი ხაზინა დაცარიელდა,
იქ არსად ოქრო და აღარც ვერცხლი.
რომ ჯამაგირი არ მიუღიათ,
მხედართ ედებათ გულზედა ცეცხლი.
იმუქრებიან შინ დაბრუნებას,
სურთ, რომ დასტოვონ ბრძოლისა ველი
და მეც არ ძალმიძს, რომ ვასაზრდოვო,
სამეფო სახლი, ლაშქარი მთელი.
ამიტომა გთხოვთ მაგ ფიქრებზედა,
სამავნეოზე, აიღო ხელი!..

მეფე

ნუთუ საღსარი აღარსით არი?
დააგირავე, თუ რამე დარჩა...

დიუ შატელი

სულ ამაოა, მეფევ, სამის წლით
შემოსავალი დავაგირავეთ...

დიუ ნუა

ვადა რომ გავა, აღარსად ფული
და აღარც რამა - დააგირავო!..

მეფე

რა ვქნა, მიწები ჯერ ჩვენ ბევრი გვაქვს.

დიუ ნუა

იმათა ჰფარავს ჯერ თითონ ღმერთი
და ღმერთთან ერთად ტალბოტის ხმალი.
ორლეანიც თუ მტერმა აიღო,
რენესთან ერთად უნდა ჰმწყსო ცხვარი.

მეფე

შენ მუდამ გიყვარს რენეს დაცინვა.
იმ უმამულომ მეფემ თვისითა
რა საჩუქრები გამომიგზავნა,
უნდა იცოდე ახლა იგიცა!

დიუ ნუა

მან ნეაპოლი იქნება გიძღვნა?
ღმერთმა გაშოროს მის საჩუქარი.
რაკი რენემა მწყემსობა იწყო,
უკან თვით დასდევს, წინ უძღვის ცხვარი,
მისი ნაძღვნები სულ ფუჭი არის..

მეფე

ეგ გართობაა მაღალის სულის,
დიდბუნებოვანთ მუდამ ხვედრია.
უბედურ ცოდვილ თვის ქვეყნის ნაცვლად,
თვისთვის სამეფო სხვა შეუქმნია,
იდეალური, უმანკო, წმინდა.
და ცდილობს კიდეც, რომ აღადგინოს
ძველი დროება მამა-პაპური,
და სიყვარულიც ზედ დაადგინოს,
რომელიც რაინდთ ასულდგმულებდა,
ის დრო, როდესაც დიაცნი ბჭობდენ,
ასამართლებდენ მტყუან-მართალთა.
სასტიკს განაჩენს ლმობიერს ჰხდიდენ
მათ ნაზი გრძნობა და მადლი თვალთა.
ძველის დროების მოტრფიალეა
დღეს ეგ მეცხვარე მოხუცებული,
რაც გადმოცემით გაუგონია,
მხოლოდ იმისთვის უცემს მას გული
და ჰსურს ამ დროში იგივ ზნე-წესი
უკლებელადა იყოს დარგული.
ნუ დაივიწყებთ, მან დააწესა
დიდი სამსჯავრო სიყვარულისა,
წმინდა მხევალთა წმინდა სამეფო -
გამსამართლებლად ყოვლის სულისა -
თვით რაინდების, სადაცა ვნახავთ
მკვდრეთით აღდგენას სიბრალულისა.
მან ამირჩია უცილობელად,
თითონ მე მეფედ ტრფიალებისა.

დიუ ნუა

არც მე გახლავართ იმდნად უგნური,
რომ არ მესმოდეს ძალა ტრფობისა.
სხვაც რომ არა ვსთქვათ, ის არს მიზეზი
ჩემის გაჩენის, ჩემის შობისა.
მე სამკვიდრო მაქვს მის სამეფოში,
ორლეანელი მე სეფეწული,
ლამაზთ მძლეველი მშობელი მყავდა
სიცოცხლე მომცა, ჩამიდგა სული.
მას არ უყვარდა კოშკებში მალვა,
როს თხოულობდა მსხვერპლსა მამული.
გინდა, რომ მართლა მიჯნური გერქვას
და ღირსიც იყო ამ სახელისა?
იყავ მამაცი მამაცთა შორის,
გერქვას სახელი მძლეთა მძლევლისა.
ლაჩარმა მონამ ნაცარქექიამ,
როგორ მოიგოს გული მხევლისა?
მწყემსებს კი არა, გმირებს ასმევდენ
სუფრაზე ღვინოს ოქროს თასითა.
ლამაზის გულსაც რომ პოულობდენ
დაღვრილის თავის სისხლის ფასითა.
ლამაზი მხოლოდ იმას ეკუთვნის,
ვინც სატრფოს. ჰფარავს თავის მკერდითა.
ვინც თვითონ ივნებს სატრფოს მაგივრად,
რომ სხვა არ ნახოს იმის გვერდითა.
ჰა, ასპარეზი ფართოდ გაშლილი!..
რას ელი, წადი, შეები მტერსა?!
ხმალამოწვდილი, ვითა რაინდი,
ნუ შეუდრკები თავდამსხმელს ბევრსა.
შეგინებული გვირგვინი დასცევ,
დაიცავ ტურფა ჩვენი ასულნი,
წაართვი მტერსა თავის გვირგვინი,
სისხლში მოსვრილი და ფერწასული,
გადმოახედე საფრანგეთზედა
დაბნელებული და მზე ჩასული.
მაშინ იქნები ნამდვილი მეფე,
შენ გეკუთვნება ქვეშევრდომთ გული...

ეფე (მოსულს მსახურს)

რას იტყვი?

მსახური

კაცები გახლავთ ორლეანიდან.

მეფე

უთხარ მოვიდნენ! (მსახური გადის)
ვიცი, რისთვისაც მოსულ არიან,
არ ვიცი რა ვქნა? რა ვუპასუხო?!

გამოსვლა მესამე

იგინივე და ორლეანელი მოხელენი

მეფე

რა ამბავია, ორლეანელნო,
რაზე გარჯილხართ, რისთვის მოსულხართ?
მტერს ხომ უხვდებით ღირსეულადა
და ვით ეკუთვნის, ხომ ისე ჰმუსრავთ?!

მოხელე

ვაჰ, ხელმწიფეო, თქვენს მტერს ის ყოფნა,
რა წვალებაშიც ჩვენ ვიმყოფებით.
მტერი თუმც იღებს სიმაგრეებსა,
ჩვენც პასუხს ვაძლევთ, ჩვენც არა ვცხრებით.
მაგრამ რა? ციხეს მეციხოვნენი
და გუშაგები აღარვინ დარჩა. -
ვინაც მიდიან მტერთან ბრძოლაში,
იგი ცოცხალი აღარ გადარჩა.
სხვა უარესი მტერი აგვიჩნდა,
ყველა სიმშილით სიკვდილსა ველით,
ამის მომლოდნემ როშეპიერმა,
ჩვეულებისებრ იმ ძველისძველით,
დროებით მტერსა პირობა მისცა,
რომ თუ თორმეტს დღეს ვადას მოგვცემდენ,
მაშინ ქალაქი იქნება მტრისა.
და, თუ ახალ ჯარს არ მოგვაშველებ,
უნდა ასრულდეს პირობა მისა.

(დიუნუა ბრაზობს)

მეფე

თორმეტი დღეო?! ძლიერ ცოტაა!

მოხელე

მტერმა გზა მოგვცა და ჩვენც მოვედით,
გვიშველეთ რამე, მოასხით ჯარი.
გთხოვთ შეგვიბრალოთ, ნუღარ ჰგვიანობთ,
თორემ ქალაქი ჩვენი არ არი!

დიუ ნუა

ვერ დავიჯერებ, რომე სანტრალი
ამ პირობაზე დასთანხმდებოდა.

მოხელე

ვინ იფიქრებდა - დავმორჩილდეთო,
თუკი ცოცხალი ის იქნებოდა.

დიუ ნუა

როგორ, მაშ მოკლეს?!

მოხელე

ციხეზე მოსულს მტერს იგერებდა,
მეფის გულისთვის მან თავი დასდო.

მეფე

სანტრალი მოკლეს - ლაშქარის ფარი!
ვაჰმე უბედურს.
(ამ დროს შემოდის რაინდი და დიუნუას ჩუმად
ესაუბრება, დიუნუა ღელავს, ბრაზობს.)
სხვა რაღა მოხდა?

დიუნუა

დუგლასისაგან კაცია შენთან,
შემოუთვლია იმასაც ისა,
შოტლანდიელნი ჯამაგირს გთხოვენ
და უნდა გახსნა, მეფეო, ქისა.
იმუქრებიან უკან დახევას,
თურმე შინ წასვლას, მცხოვრებნი მთისა.

ეფე (დიუ შატელს)

ხომ გესმის?

დიუ შატელი (მხრებში იჩმუჩნება)

რა შემიძლიან?

მეფე

აღუთქვი და დაუბარე, რომ მოიცადონ.
რაც გვაქვს - გავყიდოთ
და ჩემი ნახევარი სამეფო
გირაოდ ჰქონდეთ.

დიუ შატელი

სულ ამაოა. აღთქმა არ სჯერათ.

მეფე

მეტი იმედი მე იმათი მაქვს,
ნუთუ ეხლა მე იმათ გამწირონ?

მოხელე (დაჩოქილი)

ჩვენო ხელმწიფევ, ორლეანს უჭირს,
უშველე რამე!

მეფე (სასომიხდილი)

რა ვქნა არ ვიცი, ეს რა ცეცხლში ვარ,
მიწიდან ვშობო კაცები, ჯარი?
ამ ჩემს ხელებზე პური სთესია?
ამგლიჯეთ გული, ვიქნები მკვდარი,
გნებავთ იმისი ფული მოსჭერით?
სიცოცხლეს მოგცემთ, ჩემს ხელთ ეს არი.

გამოსვლა მეოთხე

იგინივე და აგნესა (შემოდის, ხელში ყულაბა უჭირავს)

ეფე (წინ მიეგებება)

აგნესავ, შენა?.. ჩემო ნუგეშო,
ხელი მომეცი, მოდი ჩემთანა.
უსასოებამ სრულად შემიპყრო,
სულს მოვიბრუნებ მხოლოდ შენთანა.

აგნესა

ჩემო ხელმწიფევ, ეს რა ხმა მესმის?
(უცქერის იქ მყოფთ შეძრწუნებული)
დიუ ნუა, შენ?!

დიუ ნუა

დიახ, გახლავარ.

აგნესა

როგორ? ასეთი უკიდურებაც.
უჯამაგიროდ ჩვენი მხედრობა
და აჯანყება იმათ შორისა?

დიუ შატელი

სულ მართალია.

აგნესა (აძლევს ყულაბას)

აჰათ, დაიჭით ფული, თუ გიჭირთ,
დახარჯეთ მთელი, რაც კი შიგ არის.
ვერცხლი დაადნეთ, ფული მოსჭერით,
ძვირფასი თვლებიც ფულადაქციეთ.
ჩემი კოშკები, ჩემი მამული
პროვანსიისა დააგირავეთ
და ჯამაგირი ჯარს დაურიგეთ.
არაფერს ვზოგავ იოტის ტოლას,
ოღონდაც მტერთან ნუ სწყვეტენ ბრძოლას.
დიუ შატელ, გასწი, აჩქარდი!..

მეფე

დიუ ნუა და შენ დიუ შატელ,
ჰხედავთ? გგონივართ კიდევ ღარიბი.
ამისი გვარი ჩემსა გვარზედა
არ გეგონოსთ კი ვისმე ნაკლები,
ვალუას სისხლი მის მამა-პაპის
სისხლსა არა დროს არა სჯობია.
ღირსია თავზე გვირგვინი ედგას,
ეს ფიქრი მისთვის თუმც უცნობია,
ერთია მხოლოდ მისი წადილი,
მე მეკუთვნოდეს და ჩემი ერქვას.
ერთხელ ჩემთვისა რამ მოეთხოვოს,
მაჩუქე რამო, თუნდ ერთხელ ეთქვას.
გაზაფხულისა ია ვაჩუქე
და იშვიათი რამ ხის ნაყოფი,
ამისთვის დიდად მადლობელია,
მხოლოდ ეს არის მისთვის სამყოფი.
ყველაფერს მწირავს ეს საცოდავი,
ჩემგან კი არას არა თხოულობს,
მოარბენინებს, ოღონდ მეშველოს,
უკანასკნელსა, რასაც შოულობს.

დიუ ნუა

უგუნურობას და უჭკუობას
ერთიმეორეს ვერ დააყვედრებთ.
კარგნი ხართ მითი, რომ ერთმანერთსა
გულმხურვალედა ღმერთს შეავედრებთ.
მხოლოდაგნესა სარჩოს ცეცხლში ჰყრის
და მით ჰსურს კოდი დანაიდისა
ფულით აავსოს, ვერაფერს გვიშველს,
შენთან დაღუპავს მხოლოდ თავის თავს.

აგნესა

ნუ დაიჯერებ. ეგ ერთგული გყავს,
მაგრამ ვინ ჰკითხავს, მე ფულს სად ვხარჯავ,
დიდი ხანია განა მას შემდეგ,
ოქროზე ძვირფასს რასაც შენ გწირავ?
და ეხლა პირად შვებისათვისა
ზურგსა შეგაქცევ, ნუთუ გაგწირავ?
ხელი ავიღოთ ფუფუნებაზე
და ამასა გთხოვ, მომეცი ნება -
მივცემ მაგალითს თავდადებისას
ხალხსა, გვეშველოს მაშინ იქნება
გადავაქციოთ ჩვენი სრა-სახლი
ჯარის სადგურად, სამხედრო ბინად
და ოქრო-ვერცხლი, რაც გვაბადია, -
ჩვენის მტრებისა გამგმირავ რკინად,
ნურას დავზოგავთ, ოღონდ შენს გვირგვინს
ჩამოვაცალოთ ნაცხობი ლაფი,
ნურც ბედში, ნურცა უბედობაში,
ნუ გაწყდეს ჩვენი ერთობის ძაფი.
გავიდეთ ერთად ბრძოლისა ველზედ,
ჯაფით გვდიოდეს ოფლი და ქაფი,
ღრუბლებმა შავი ბანი დაგვხურონ,
წვიმამ მოიღოს ჩვენს თავზე ჩქაფი,
მიწაზე დავწვეთ ულოგინოდა,
თავით დავიდვათ ბალიშად ჩვენ ქვა.
მეფეს რა ჰნახავს თავის გვერდითა,
მხედართ მხნეობა ენით ვითა ვსთქვა?!

მეფე (ღიმილით)

დახედეთ, დახე, როგორ სრულდება,
რაც მოლოზანმა კლერმონში მითხრა:
დედაკაცისგან უნდა იქნასო,
შენის მტრებისა სრულადამოფხვრა.
შენს სამეფო ტახტს, მემკვიდრეობას
უცილობელად ის დაიჭერსო.
მე მას ბრიტანელთ ჯარში ვეძებდი
და დედის გულში „დედა გიშველსო“
და იგი თურმე აქა ყოფილა,
ჩემი აგნესა, სამშობლოს მხსნელი.
წმინდა რეიმსში თან წამოგყვებით,
მტრისა მძლედ გვექმნას წადილი შენი.

აგნესა

შენ უნდა სძლიო მეგობრების ხმლით.

მეფე

სხვა იმედიც გვაქვს გარდა მაგისა:
მტერთა შორის რომ შუღლი, შფოთია.
ინგლისელების გულით ერთგული
ჩვენი ფილიპე მართლა როდია!
გავიგებთ მალე. მე ლიაგირი
შუაკაცადა მასთან გავგზავნე,
რომ იმას ჩვენზედ გული მოულბოს
აღელვებული, შურით მგზნებარე.

დიუ ნუა (სარკმელში იცქირება)

ვიღაც რაინდი კიბესთან მოდგა,
აგერ, ცხენიდან კიდეც ჩამოხტა.

გამოსვლა მეხუთე

იგინივე და ლიაგირი

მეფე

გვითხარ, ლიაგირ, ნუღარ ჰგვიანობ,
იმედი გვქონდეს, თუ დავიხოცნეთ.

ლიაგირი

შენი ხმალია ჩვენი იმედი.

მეფე

არა ჰსურს გულზვავს, რომ შეგვირიგდეს?
მაინც რა მოგცა პასუხი, რა სთქვა?

ლიაგირი

ვიდრე სათქმელად პირს გავაღებდი,
იმან ამაყად: - დიუ შატელი
უნდა მომცეთო. დღესაცა სჯერა,
რომ ეს არს იმის მამისა მკვლელი.

მეფე

მაგ ურცხვ პირობით ზავი არ გვინდა.

ლიაგირი

მაშინ ხომ ზავი შეუძლოღაა.

მეფე

ჩემი ბრძანება ხომ აასრულე.
ხომ მას უთხარი - მონტეროს ხიდზე,
სადაც რომ მოჰკლეს იმისი მამა,
უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ პირით-პირზე.

ლიაგირი

მე ხელთათმანი შენი გადვუგდე
და თან დავძინე, რომ ვით რაინდი,
და არა მეფე, შენ იმას ითხოვ,
ორში ერთს გეძღვნათ სიცოცხლის ბინდი.
მაგრამ ეს თქვენი წინადადება
იმან სიცილადარც კი იკმავა,
ამაყად მითხრა, მოურიდებლად
და თანაც თავი გაიჭილყვავა:
იმის გულისთვის რისთვის ვიბრძოლო,
რაც მეკუთვნისო, რაც ჩემს ხელშია?
თუ მაინც სწყურან ჩემთანა ბრძოლა,
უთხარ, დამიხვდეს ორლეანშია,
ხვალ მის ციხესთან ვიდგები ჯარით.
იქ შემებრძოლოს კარლი თვის მკლავით.

მეფე

მაშ დავიჯერო ჩემს პარლამენტში
შესწყდა, არ ისმის ხმა სიმართლისა?

ლიაგირი

ძალას ვერ იჩენს, გაჩუმებულა,
წრეთა ბრძოლამა ის დაამუნჯა.
შენ ჩამოგართვა იმან მეფობა,
არც ნათესავი შენი არ უნდა
ამიერიდან პარლამენტს მეფედ.
დიაღ, ბრბო ამას გულმტკიცედ ჰქუხდა.

დიუ ნუა

შამირცხვა ბრბოსი უტვინო მსჯავრი.

მეფე

მაშ დედაჩემი არ გინახია?

ლიაგირი

დედაშენიო?

მეფე

როგორ ბრძანდება?

ლიაგირი

რაიღა თქმაა, ბარემ სულ ვიტყვი,
რაც გავიგონე, რაც თვალით ვნახე;
სენ-დენში შეველ გვირგვინობის დღეს,
დიდსა და მცირეს უბრწყინავს სახე.
საქორწილოდა მორთულნი იყვნენ
ყველანი ერთად მოქალაქენი.
მწკრივად კარები გაკეთებული
და იქით-აქეთ კარების მცველნი,
თავაღებული დიდის ყოფითა,
შიგ გაატარეს ის ბრიტანელი.
იმდნად ეფინა მის წინ ყვავილი,
ცხენებს უჭირდათ დაეძრათ ეტლი.
სამშობლოს ხსნასა დღესასწაულობს,
იტყოდი, ისე ლაღობდა ერი.

აგნესა

ლაღობდენ მაშა მეფის გამცემნი
და მამობრივის გულის დამჭრელნი?!.

ლიაგირი

მე მიჩქმალული ხალხის გროვაში
თვალს ვადევნებდი უმსგავსს სურათსა:
წმინდა მეფისა ლუდოვიკის ტახტს
ვით აბძანებდენ ლანკასტერს, ბავშვსა.
მას გვერდით უდგნენ ბეტფორდ და გლოსტერ
ამაყად, ერთიც არ იღებს ხმასა
და თვით ჰერცოგი, დიაღ, თქვენი ძმა,
როგორ უკრავდა უსუსურს თავსა -
მონების ნიშნად თვის ბურგუნდიით,
ძუძუმწოვარას, ჯერ ისევ ყრმასა.

მეფე

ფუჰ, ჩვენს შემრცხვენელს, ჩვენს გამცემელსა!

ლიაგირი

ლანკასტერ შეკრთა, წაიბორძიკა
კიბეზე, ტახტთან როცა მიჰყავდათ.
„ავს მოასწავებს“ - ხალხში გაისმა
და ზედ ხარხარი ხალხის დაერთო.
და სწორედამ დროს, თქვენმა დედამა
ჩვენს სამარცხვინოდ, საქოლავადა...
ან როგორა ვსთქვა?..

მეფე

სთქვი. რის გრცხვენიან?

ლიაგირი

ხელთ აიყვანა და ტახტზე დასვა.

მეფე

ოჰ, დედის გულო!

ლიაგირი

ბურგუნდიელნი, ხომ კარგად უწყით.
მათ სირცხვილისა არა იციან,
კაცის კვლა, ცარცვა ხელობადა აქვთ
და ტყუილადაც რამდენს ჰფიცვიან.
რა ესა ნახეს, შეჰრცხვათ ძალიან.
და დედოფალმაც, იგრძნო რა ესა,
თავისებურად ენა გალესა:
„ფრანგო, ხმელი ხე ძირში ამოვფხვერ
და იმის ნაცვლად გირგავთ ნედლს ხესა..
თქვენის გულისთვის ღვიძლ შვილს უარვყოფ,
უგნურის მამის უგნურსა ძესა“...

დიუნუა

საკვირველებაა!

მეფე

თქვენ, მეგობრებო, ხომ გაიგონეთ,
გაეშურენით, ორლეანს წადით,
ვინაც გერჩიოთ, იმას შეჰფიცეთ,
თავის იმედად მე ტყუილად მხადით.
თუ გსურთ ფილიპეს თავი დაუკართ,
გულკეთილია, აღსავსე მადლით.

დიუ ნუა

ნუთუ იქნება, რომ ორლეანზე
ავიღოთ ხელი?!.

მოხელე

ოჰ, ხელმწიფეო, ზურგს ნუ შეგვაქცევ
და მტერს ნუ მიგვცემ პირში მსხვერპლადა.
შენის გვირგვინის უძვირფასეს ქვას
მტერს ნუ ჩაუგდებ, მას გთხოვთ, ხელადა.
უწყით, ორლეან რომ ერთგულია
თვის მეფეების ძველისძველადა.

დიუ ნუა

და ნუთუ ჩვენა ისე დავმარცხდით,
სრულად დავტოვოთ ბრძოლისა ველი.
არ ვიძროთ ხმალი ქარქაშიდანა,
არ შეუბრუნოთ ჩვენს შემრცხვნელს ხელი?
შენ ერთის სიტყვით მოიწადინე -
გული აჰგლიჯო საფრანგეთს მთელი!..

მეფე

ისედაც ბევრი სისხლი დავღვარეთ,
მაგრამ იმითაც ვერაფერს გავხდით, -
რაკი რომ ღმერთი აღარა გვწყალობს,
უფრო წავხდებით, როგორაც წავხდით.
მე პარლამენტი მეფედაღარ მცნობს,
მთელი ქვეყანა და თვით პარიჟი განზე
გამიდგნენ, მეფედარ მცნობენ,
მტერს ტაშს უკრავენ, ვითარცა გიჟი.
ნათესავებიც მტრებად გამიხდენ,
შორს რად მივდივართ, მშობელი დედა,
რომ ნახოს ჩემი მოჭრილი თავი,
მოლოდინითა საწყალი კვდება.
თუ ღმერთი არ არს ჩვენზე გამწყრალი,
ამდენს ავს საქმეს რისთვისა შვრება?!
უნდა ლაურის გაღმა გავიდეთ,
ასეა, ვხედავ, უფლისა ნება.

აგნესა

ღმერთო, რა მესმის? ნუთუ ჩვენ თვითონ,
თავის ფიქრისგან შეშინებულნი,
ავდგეთ ქურდულად და გავიპარნეთ,
ოხრად დავტოვოთ ჩვენი მამული?
დედიშენისა საკვირველ ქცევამ
ტყვილა შეგიკრთო გმირული გული,
მიმოიკრიბე ყოველი ღონე,
მხნედ იყავ, როგორც ვაჟკაცსა ჰშვენის!
წინა აღუდეგ უბედურებას,
ჰნახავ, თუ მტერი არ დამარცხდების.

ეფე (ჯავრიანად დაფიქრებული)

სულ ტყუილია, მითქვამს და ვამბობ,
ფიქრების ჩმახვა, ხრიკების ძებნა,
ვალუას გვარსა აღარა გვწყალობს,
გარისხებულა ჩვენზედა ზენა.
დედიჩემისა ბოროტმა ქცევამ
ხომ უარესად დაგვღუპა ჩვენა.
ოცს წელს უგნურის ყოფაქცევისთვის
მამაჩემიცა ღმერთმა დასაჯა;
სამი ვაჟკაცი შვილი მოუკლა.
ვეღარას გვიშველს დღეს ღვთისთვის აჯა.
კარლოს მეექვსის თესლი გათავდეს
უნდა, უფალმა ასე განსაჯა.

აგნესა

უნდა განახლდეს იგი შენითა,
თავს დაერწმუნე! ღმერთს ასე ჰნებავს.
შენ, უნცროსი ძმა, მეფედ დაგნიშნა,
მით, რომ ავს და ცუდს ის კარგად ჰხედავს:
შენი სიმშვიდე ხასიათისა,
შენი ლამაზი და წრფელი გული
მე იმედს მაძლევს, რომ დაუბრუნდეს
ჩვენს ერს დიდება აწ დაკარგული.
წინადგრძნობით ვგრძნობ, რომ შინაურებს
შენ დააბრუნებ და დაამშვიდებ
და საფრანგეთსაც ლმობიერებით
მკვდრეთით აღადგენ და განადიდებ.

მეფე

მე ეს არ ძალმიძს. ამ მტრტვინავს დროში
სწორედ სხვაგვარი მმართველი უნდა.
მშვიდი დრო იყოს, სხვა იქნებოდა,
არ მოგვხვდებოდა ჩვენც ქვა და გუნდა
ველურებისგან ჩვენთვის ნასროლი.
მაგრამ მე ძმებზე ხმალს ვერ ვიხმარებ,
მათის დატანჯვით ვერ გავიხარებ...

აგნესა

ბრბო მუდამ ბრმაა, მეფევ, ხომ იცი,
დღევანდელი დღე ამას გვიმტკიცებს.
ხალხი ბნელშია, ჯერ ისევ სძინავს,
ერთხელც იქნება კი გაიღვიძებს.
გაიღვიძებენ ერში გრძნობები
უცხოელთადმი სიძულვილისა.
თვალებს აახელს გრძნობა მძინარე
თვის მეფისადმი სიყვარულისა,
ვაი მტერს მაშინ, როსც ეს მოხდება.
შენ ნუ გასწირავ ნურც როს ბრძოლის ველს.
ერთს ფეხის დადგმას თავის მიწისას,
ვით თვის სიცოცხლეს, ნუ დაუთმობ მტერს.
ესწრაფე ჩქარა ხიდები დასწვა,
რაც მტრისათვისა არს ხელსაყრელი,
ეგები ჩვენაც ნამუსქვეშ დავრჩეთ:
გზა დაგვეკეტოს შორს წასასვლელი.

მეფე

თქვენი ნებაა, რაც გსურსთ, ისა სთქვით.
რაც კი შემეძლო, მე ყველა ვქენი,
როგორც რაინდმა გამოვითხოვე
ხმალშია ჩემის გვირგვინის მტერი, -
მაგრამ უარი შემომითვალა
და მეც ამაოდ დღეს ხალხსა ვჟლეტავ.
იმ გულქვა დედას მე დავემსგავსე,
ვინაც წყალში ჰყრის თავის შვილებსა.
მარტოს მე მევნოს, ის სჯობს ბევრითა,
ვიდრე მხედრობას და ჩვენს გმირებსა.

დიუ ნუა

ოჰ, ღმერთო! ნუთუ ამ ლაჩრულს სიტყვებს
წარმოსთქვამს მეფე, მისი ბაგენი?!
მაშ უბრძოლველად უნდა დაუთმოთ
ვიღაცა ღლაპსა გვირგვინი თქვენი?!
უკანასკნელსა მონას არ ჰშვენის
მაგგვარი რჩევა და ეგ თათბირი.
არც მეგულება მე ფრანგთაგანი
ისე საწყალი, ბუნებამწირი,
რომ თვის სიცოცხლეს არ შესწირავდეს
თავის აზრს, ნამუსს, როგორაც გმირი.
ამ ომის დროსა ყველა ერთდება
განურჩეველად ერი თუ მღვდელი.
მოხუცი, ბალღი, ყველა ხმალს ჰლესავს
და გუთანს სტოვებს მიწისა მხვნელი,
მოქალაქენი ქალაქებს სწვავენ,
მიწის მუშები - თავიანთ ყანებს.
ხმალს რომ იქნევენ, მასაც შვრებიან,
რაც იმათ სურვილს არაფერს ავნებს.
რომ არ შესწიროს თავი კერპს ან ღმერთს
არვინ დაიხევს, როს დრო თხოულობს,
მაგ ნაზს გრძნობებზე ხელი აიღე,
დღეს დრო როდია სიბრალულისა,
არ შვენის მეფეს, რადგან დღეს დღეა
მარტოკა მტერთა სიძულვილისა.
ომმა და მხოლოდ ბრძოლამ და ომმა
უნდა ჩააქროს აღმგზნარი ცეცხლი.
კარგი, რომ იგი შენ არ აანთე.
და ერმაც უნდა აღმართოს ხელი
ტახტის და ქვეყნის დასაცველადა.
კანონი არის ეს ბუნებისა,
არ მოვიგონეთ ჩვენ ხომ ჩვენადა.
და ჩვენ ფრანგები აქ უნდა დავსდგეთ
თავის სახელის დასაცველადა.
სცხვენოდეს იმ ერს, ვინც თვის
სახელსა სხვას გადაუგდებს სათრეველადა!..

ეფე (მოხელეთ)

წადით, უფალი გყვანდესთ მფარველი,
მე არაფერი არ შემიძლიან.

დიუ ნუა

ღმერთმა ნურადროს ნუ გაგიმარჯოს,
რაკი ქვეყნისთვის არ გინდა იგი.
როს თავის თავზე აიღე ხელი,
ჩვენის გაყრისაც მოვიდა რიგი.
განა ინგლისმა და ბურგუნდელმა
ჩამოგაბძანეს შენ ტახტიდანა?
არა, სილაჩრის შენის ბრალია,
არც რა ქვეყნიდან და არც ციდანა.
საკვირველია, ფრანგთა მეფენი
ნათქვამებია გმირად, მამაცად.
არ ვიცი, შენ კი საიდან გასჩნდი,
სით მოგვევლინე ბეჩავ დიაცად.
(მოხელეებს)
ამიერიდან მეფე აღარ გყავთ,
წავიდეთ მარტო, მე მოვალ თქვენთან.
არც დავბრუნდები იქით ცოცხალი,
მეც იქ თავს დავდებ ჩემს ორლეანთან.
მის ნანგრევებმა, დაე, დაფარონ
მისი მცველისა ცოდვილი გვამი,
სიკვდილს მაშინ მე სიცოცხლედ ვიგრძნობ,
ძვირფასად მიღირს მე იგი წამი.

(წასასვლელად ემზადება)

აგნესა

ხელმწიფევ ჩემო! გთხოვთ არ გაუშვა.
სიტყვით სასტიკობს, გულით ერთგული.
ოქროა შენთვის, მაგას უყვარხარ,
ამოიწვადოს შენთვისა სული
მუდამ მზადარის, მე არა ვეჭვობ.
მხოლოდ გამოტყდი, გმირო რაინდო,
კეთილშობილმა შენმა წადილმა
დაგახარჯვინა სიტყვები უნდო.
ცოტა მეტი სთქვი და შენც, მეფეო,
გთხოვ აპატიო, ვით სასტიკს ძმასა.
მომეცით ნება, რომ შეგარიგოთ,
მანამდე ცეცხლი აუშვებს ალსა
თქვენში მტრობისას.

(დიუნუა უცქერის მეფეს და ელის პასუხს)

ეფე (დიუ შატელს)

ჩვენ ლაურასა გადავალთ როდის?
უბრძანე, ჩქარა, გემებში ბარგი,
რაც საჭიროა, რომ ჩაალაგონ.

დიუ ნუა (აგნესას)

მშვიდობით! (მიდის მოხელეებთან ერთად)

აგნესა

დიუნუა! შედეგი ცოტა. ეგრეა განა?!
უმწეოდ გვტოვებ?
მიჰყე, ლიაგირ, გული მოულბე.

გამოსვლა მეექვსე

მეფე, აგნესა, დიუ შატელი

მეფე

ბედნიერება უგნურთ ჰგონიათ
მხოლოდ მეფობა და სხვა არარა.
ის არ უწყიან უგუნურებმა,
რომ მე სიცოცხლე მან ჩამამწარა.
სამასხაროდ ხარ კაცი გამხდარი
თავხედ და ამაყ ვასალთა ხელში,
უნდა უყურო იმათ ბეჯითად,
რა იამებათ, ან რა სწყინთ ფერში.
უბედურება მეტი იქნება,
რა ძალა მადგა, რადა, რისთვისა?..
ის არ სჯობია, რომ კაცი იყოს
განშორებითა და თავისთვისა?..
..............................(დიუ შატელს)
უნდა ასრულდეს ჩემი ბრძანება!

დიუ შატელი (იჩოქებს)

ჩემო ხელმწიფევ!

მეფე

ხმა!.. კრინტი!.. გასწი!..

დიუ შატელი

არა, მეფეო, არა და არა.
სხვა ხსნა არ არის,
გთხოვ, შეურიგდე ძმას ფილიპესა.

მეფე

ის თუ არ იცი, მაგას რომ მირჩევ,
რომ შენს თავსა მთხოვს,
ვით თავის მსხვერპლსა.

დიუ შატელი

მე მზად გახლავარ. ჰა, ჩემი თავი!
შენთვის ომებში მრავალჯერ ვზიდე.
შენის გულისთვის ეხლაც მზადა ვარ
სახრჩობელაზე, ცეცხლში წავიდე.
ჩარა არ არის, მიმეცი პირში
შეუწყნარებელს ბოროტებასა,
ეგებ მტრობისგან დამშვიდდეს გული,
მივეცე მყუდრო მოსვენებასა.

ეფე (მწუხარედ)

როგორ? რას ამბობ? ნუ გამაგონებ!
საქმე მივიდა იქამდის განა?
რომ მეგობრები მტერს ხელში მივცე,
მეფემ საქმე ვქნა მე მაგისთანა?
ჰყურობთ მეგობრებს, ვისც ჩემი გული
სარკესავითა გადავუშალე,
რა გზა მასწავლეს საცხონებელი?
- იგი, რომლითაც წავწყდები მალე.
სრული სისაწყლე და სიბეჩავე
თავის თავისა დღესღა გავიგე.
ჩემს სასახელოდ და სადიდებლად
ნდობა ერისა სრულად დავკარგე.

დიუ შატელი

არა! ნუ ბრძანებ!..

აგნესა

ძლევა მტერისა მშვენიერია,
უკეთუ მოაქვს ნაყოფი ცისა,
თანხმობისა და სიყვარულისა.

მეფე

სუ, ჩუმად იყავ! გულს ნუ მიბრაზებ,
თუნდა დავკარგო ასი სამეფო,
ერთის მეგობრის მე დაღუპვითა,
კარგად იცოდე, არ დავიბრუნებ.
შენ აასრულე, რაც მე გიბძანე,
უთხარ, ყველანი გემებზე დასხდენ.

დიუ შატელი

გიახლებით.

გამოსვლა მეშვიდე

მეფე და აგნესა

მეფე

ნუ დაჰღონდები, ჩემო აგნესავ,
ლაურის გაღმაც საფრანგეთს ვპოვებთ.
ტურფა ჰაერზე, მოწმენდილ ცის ქვეშ
მოსვენებით იქ უფრო ვიცხოვრებთ.
იქ გულუბრყვილო ხალხი დაგვხვდება.
იქ არაფერი დაგვიშავდება.
სიცოცხლის ყნოსვა და სიყვარული
იმ არემარეს ფრიად უხდება.

აგნესა

ეს რა დღეში ვართ, ღმერთო, მაღალო!
მეფე დევნილი თავის სახლს სწირავს,
საკუთარს აკვანს, საკუთარს სახლ-კარს.
სადღა ვიპოვით ჩვენ ამ გვარს ბინას?
ჰოი, სამშობლოვ, ტურფავ, მშვიდობით
საუკუნოდა, ეგ არის, გწირავთ!

გამოსვლა მერვე

იგინივე, ლიაგირი

აგნესა

ლიაგირ, აქ ხარ, დიუნუაღა? (უცქერის დაკვირვებით)
სახე გიბრწყინავს, რატომ არ ამბობ,
კიდევ შეგვემთხვა უბედურება?

ლიაგირი

ღმერთმა დაგვიხსნას უბედობისგან,
უბედურება წავიდა, მორჩა.
ცამ მოიხედა და კვალად გახსნა
მოწყალებისა ჩვენთვისა ბოღჩა.

აგნესა

სტყუი, თუ მართლა?!

ლიაგირი (მეფეს)

მეფე, უბრძანე, ჩქარა დაბრუნდნენ
ორლეანელი მოხელეები.

მეფე

რადა, რისათვის, რა ამბავია?

ლიაგირი

ღმერთი ომისა ჩვენი შემწეა:
მტერს შევებრძოლეთ და გავიმარჯვეთ.
ტურფავ აგნესავ! დღეს გამარჯვება
ჩვენია, ჩვენი!

მეფე

ლიაგირ, სტყუი. მე არა მჯერა,
გინდა ტყუილით ნუგეშინი მცე.

ლიაგირი

მალე ირწმუნებ საკვირველ ამბავს,
აგერა, მოდის თვით მღვდელმთავარი
და მასთან ერთად დიუნუაცა.

გამოსვლა მეცხრე

გინივე, მღვდელმთავარი, დიუ ნუა რაული

მღვდელმთავარი

გრაფო და მეფევ, მე გთხოვთ შერიგდეთ
და დაივიწყეთ ერთურთში წყენა.
რა დროს ჩხუბია, ჩვენთან არს ზენა.

(მეფე და დიუნუა მოეხვევიან ერთმანერთს)

მეფე

გთხოვთ, მეგობრებო, კიდევ ეჭვში ვარ.
მრწამს და რწმენისაც თვით მეშინიან.
როდის ან რისგან ასე უეცრად
ციური ძალა ჩვენ შეგვეწია?

მღვდელმთავარი (რაულის)

თავიდან მოჰყე!

რაული

თექვსმეტის დროშით ჩვენ მოვდიოდით,
შევერთებოდით თქვენსა ლაშქარსა.
ეს ფიქრი ჰქონდა რაინდს ბორდიკურს,
მამაცს მეომარს ვოქულერელსა.
იგია ჩვენის ჯარის ბელადი.
რა გადმოვლახეთ ფერმონტის ქედი,
ჩამოვეშვენით იონის ველსა
და უცბად, როგორც კალიის გუნდი,
ვხედავთ გარშემო შემორტყმულს მტერსა.
უკან დახევა შეუძლო იყო
და წინ გაწევაც საშიში ფრიად,
მხედარნი შიშის ზარმა შეიპყრო,
მუხლთ ეკვეთებათ შემკრთალთა დიად
ჯარის უფროსთა გამართეს რჩევა:
ხსნისა ეპოვათ რამე სახსარი.
ერთმა ერთი სთქვა, ასმა კიდევ სხვა,
აბა, საშველი არსაით არი!
და სწორედამ დროს ხშირის ჭალიდან,
როგორაც მთვარე, გამოჩნდა ქალი
ლამაზი ძლიერ, თან საშინელიც,
არ მოჰშორდება კაცისგან თვალი,
თავზედ უბრწყინავს მას მუზარადი,
ტანზე აცვია ჯაჭვი და რვალი...
მოდის მამაცად, თმებს აფრიალებს,
შეუპოვარად, იგი ფეხმალი.
მოვიდა, დადგა. უცებ მის შუბლსა
გადაეფინა შარავანდედი
და დაიძახა: „ფრანგნო, რას უცდით,
დღეს გადასწყდება სამშობლოს ბედი,
ღმერთიც თქვენთან არს და ღვთისმშობელიც,
არა გინდათ რა თქვენ ბრძოლის მეტი.
დაჰკარით მტერსა, ნუღარ სტორტმანობთ,
რას დაგიხრიათ მონურად ქედი!“
სთქვა რა ეს, უცბად ბაირახტარსა
წაჰგლიჯა დროშა და წადგა წინა.
როგორაც დევი, წინ მიგვიძღვება,
შეუპოვარი, გულითა რკინა.
ძალაუნებურ კრინტს არვინა სძრავს,
ჩვენს ახალს ბელადს მივყევით თანა.
მიგვიძღვის, მივდევთ ქალსა ბელადსა,
ვით ქარიშხალი მტერს დავეცენით.
მოულოდნელმა ამა სურათმა
მტერი შეაკრთო უთქმელად ენით.
სასწაულადა მან ეს მიიღო,
დაბლა ვარდება, ვინც იყო ცხენით.
დაფთხა მტრის ჯარი, ჰყრის იარაღსა,
ისე გარბიან, ვერ მოჰკრავ თვალსა.
დავთრებდაბნეულთ აღარ ესმოდათ
ხმა უფროსების, ვინ სჩადის რასა.
სწორედ ის მოხდა: რომ დაეჯახოს
გაღმითური მთა გამოღმა მთასა.
თავზარდაცემულს ჩვენ მტერსა მივდევთ,
მხოლოდ ხმლებს ვიქნევთ, ვკუწავთ და ვკაფავთ,
ზურგებსა ვხედავთ, თვალებს კი არა,
საკლავის მხოცველ ყასბებსა ვბაძავთ.
ფეხით სთელავდა ერთი მეორეს,
ზოგნი ცვიოდენ მდინარეს, წყალსა.
სწორედ ის მოხდა, როცა უმწყემსოს
მგელი ჩაუვა ფარეხში ცხვარსა...
ორი ათასი იმათი დაწვა,
ჩვენს ვერ იპოვი ერთს მხედარს მკვდარსა.

მეფე

არ გაგონილა, საკვირველია!

აგნესა

ვინ არს ის ქალი?

რაული

მაგ საიდუმლოს მეფე შეიტყობს.
წინასწარმეტყველს ღვთისგან მოვლენილს, -
იგი თავის თავს ასე უწოდებს.
და, ვიდრე მთვარე შეივსებაო,
მტრისა განდევნას იგი ჰქადაგებს.
ჯარი რა უსმენს და იმას ჰხედავს,
დამშეულია ბრძოლისათვისა.
მალე თითონაც აქ მოვა ისა.
(ისმის ზარების რეკა, ხმაურობა სცენის იქით)
ხომ გესმის, გარეთ რა ამბავია?
იგია სწორედ!

ეფე (დიუ შატელს)

ქალი აქ მოიყვანეთ! (მღვდელმთავარს)
რაღა სთქვას კაცმა და რა ვიფიქრო?
ქალისაგან ვართ გამარჯვებულნი,
ისიც ისეთს დროს, როს ჩვენი ყოფნა
სათუო იყო. თუ არ გამჩენი.
ბუნებრივია? და ან სადარის
ნეტავ კანონი ის ბუნებისა?
სჭრის ჩემთვის რწმენა სასწაულისა...
(ხალხის ძახილი სცენის გარეთ:)
„გაუმარჯოს მხსნელ ქალს, გაუმარჯოს!“

ეფე (დიუნუას)

ცოტა ხნობითა ადი ჩემს ტახტზე,
ერთი გავიგოთ, გიცნობს თუ არა?
მალე გაიგებს, ვინც არის მეფე,
თუკი არ არის ის მატყუარა.

გამოსვლა მეათე

წინანდელები. იოანა, მოსდევენ თან: მოხელენი და ორლეანელნი, მრავალნი რაინდნი, რომელნიც დაიჭერენ მთელის სცენის შუაგულს, იოანა მედიდურად წამოდგება წინ და ყველას სათითაოდათვალიერებს.

დიუნუა (მედიდურად)

შენა ხარ ქალი ის საკვირველი?

იოანა (აწყვეტინებს სიტყვას)

რადა სცდი ღმერთსა, შენ დიუნუა,
ან რად გიპყრია უღირსსა ტახტი?
აი, ის, ვისთვისც მომგზავნა ცამა.

(გაბედულად მიუახლოვდება მეფეს, მის წინ მუხლს მოიყრის, მერე ადგება და რამდენიმე ნაბიჯს უკან გადასდგამს. დიუნუა ტახტიდან ჩამოდის. მეფე მარტოკა რჩება სცენის შუაგულში.)

მეფე

პირველად მხედავ და სიდგან იცი,
რომ მართლა მე ვარ ფრანგების მეფე?

იოანა

მე შენ იქ გნახე, მხოლოდ იქ, სადაც
სხვა გარდა ღვთისა არვინ გხედავდა.
(მიუახლოვდება და განცვიფრებული ეუბნება)
მე ისიც ვიცი, რაც წუხელ მოხდა,
როცა ყველანი ღრმა ძილში იყვნენ,
შენ ლოგინიდან მაშინ ადექი
და დაიჩოქე მაცხოვრის წინა,
თუ რომ დაითხოვ აქა ბძანებულთ,
შენს ლოცვას გეტყვი მხოლოდ მაშინა.

მეფე

მე დასამალი არაფერი მაქვს,
ხალხმაც იცოდეს, რაც ვსთხოვე ღმერთსა,
თუ ლოცვას მეტყვი, შენს სიწმინდეში
აღარ შევიტანთ ჩვენ მაშინ ეჭვსა.

იოანა

რაკი მცდი, მეფევ, და არც გეკრძალვის
ხალხის წინაშე ვსთქვა მე ყოველი,
გეტყვი კიდევაც თუ ღვთისათვისა
რისა იყავი წუხელ მთხოვნელი.
პირველად როცა ხელი აღაპყრე,
სთხოვე ცოდვები პირად შენ გეზღო,
რაც სამეფო ტახტს მამა-პაპისგან
საშვილიშვილოდ ცოდვად დაედო.
იმ ცოდვებისგან მტარვალთაგანა
შენ ერს რბევა და ტყვევნა მიერგო.
გულმტკიცედ სთხოვდი: მსხვერპლად მიმიღე,
ხოლო, უფალო, ერი იხსენი.
პირველი ლოცვა ეს იყო შენი.

მეფე (შემკრთალი უკან დაიხევს)

ღმერთო, რას ვხედავ? საიდანა ხარ?
მხევალო ღვთისა შენ საკვირველო?

(ყველანი გაოცდებიან)

იოანა

მეორე ლოცვა: თუ ტახტს დავკარგავ,
წამერთმის ყველა პაპეულიო,
სამი სიკეთე შემანარჩუნე:
წრფელი გუნება, მშვიდი სულიო
და მეგობრები ყველა, ვინც მყვანან,
და აგნესასი სიყვარულიო.

(მეფე თვალებზე ხელს იფარებს და ტირის. ხალხი გაოცებული ლოცავს. იოანა ცოტახანს გაჩუმდება. მერე განაგრძობს)

გითხრა კვლავ ლოცვა უკანასკნელი?

მეფე

საკმარისია, თავს ნუ იწუხებ.
შენის ბაგითა ღმერთია მთქმელი.

მღვდელმთავარი

რატომ არ გვეტყვი, მხევალო ღვთისავ,
საიდანა ხარ, რომელი მხრიდან?
გყავს ან დედ-მამა, რას გეძახიან,
ან მოგვევლინე ჩვენ მხსნელად სიდან?

იოანა

წმინდავ, მამაო, მე ჟანა მქვიან,
ქალიშვილი ვარ ვინმე გლეხისა.
ჩვენც იქ გვაქვს ბინა, სადც მოსახლობენ
ყველა მცხოვრებნი იმ დომ-რემისა.
იქ გავიზარდე და სიყრმიდანვე
ვმწყსე ცხვრისა ფარა მამიჩემისა.
დიდებისაგან ხშირად მესმოდა
გულსაკლავი ხმა ჯერ ისევ ყრმასა,
რომ კუნძულელნი არ გვასვენებენ
და ასაკლებად გვესხმიან თავსა.
ჩვენს დასაპყრობად, დასამონებლად
იგინი მუდამ არიან მზადა.
ჰსურთ საფრანგეთის დასაკუთრება
და თავის მეფის დასმა ტახტზედა,
რომელთც ფრანგი სძულთ და ამის გამო
მე მოვდიოდი მუდამ ბრაზზედა
და ვდუდუნებდი უძლურის ენით:
„როგორ იქნება? რისთვის, რაზედა?“
დედა ღვთისმშობელს, როს დავწვებოდი,
ვევედრებოდი თვალცრემლიანი, -
რომ დაეფარა ჩვენი ქვეყანა
და არ მიეცა მისთვის ზიანი,
შაენარჩუნა ჩვენთვისა მეფე,
ჩვენის ტომისა, გვირგვინოსანი.
ჩვენსა სოფელში ჩვენს სახლზე ახლოს
ერთგან ნიშია ღვთისმშობელისა.
იქ მოდის მუდამ გუნდი და გუნდი
ყოველი მხრიდან მლოცავებისა.
იქვე მუხა დგას ტოტებგართხმული,
მაღალი, სქელი, ათასწლოვანი.
მის სიწმინდეზე მრავალს ამბობენ -
ნახულს, გაგონილს კაცნი მხცოვანნი.
მიყვარდა ფრიად მე მის ქვეშ ყოფნა,
მისკენ მიმწევდა მუდამჟამს გული
და მის წყალობით რამდენჯერ ვპოვე
მთაში ბატკანი მე დაკარგული.
დავიძინებდი, მესიზმრებოდა -
რა მხარეს იყო ცხვარი წასული.
ერთს ღამეს ლოცვით გატაცებულსა
არ მომეკარა მე თვალზე ლული.
გამომეცხადა თვით ღვთისმშობელი,
ხელში ეჭირა დროშა და ხმალი.
ტანისამოსი უბრალო ეცვა
და თვითაც ვისმე მწყემს ქალსა ჰგავდა.
მითხრა: „მიცანი, აბა, ვინა ვარ?
უფალი მიტომ აქამდის გცავდა,
რომ სხვა საქმისთვის შენ გამზადებდა
და მიტომ უნდა ხელთ იპყრო დროშა,
ეს ხმალი უნდა წელთ შემოირტყა
და მითი მტერი შენ უნდა მოჰსრა.
ჩემის ერისა მირონის ცხება
რეიმსში უნდა დააგვირგვინო
და დანგრეული მისი სამეფო
კვლავ განადიდო და აღადგინო“.
მე ვუპასუხე: „დედავ ღვთისაო,
უცოდინარსა ერთს ბეჩავს ქალსა
სით შემიძლიან მე მტერს ვეომო,
სიდან მოვიკრებ მე იმდენს ძალსა?“
უნდა გაჰბედო, - კვლავად მიბრძანა, -
უარობისა ნუ მასმენ ხმასა,
მით რომ არარა გაუჭირდება
თავშენახულსა, ქალწულსა ქალსა.
მე ქალწულობით უფალი ვშობე
და მაგალითად მოგივლენ თავსა“.
მაშინ ჩემს თვალებს ხელით შეეხო
და მეც თვალები მივაპყარ ცაში
და დავინახე ტკბილ-მგალობელნი
ანგელოზთ გუნდი ბრწყინვალე მაში.
ყვავილთა კონა სუნნელოვანი
თვითეულადა მათ ეპყრათ ხელში.
ასე სამ ღამეს განუწყვეტელად
მეცხადებოდა მოწყალე დედა.
ჩამჩურჩულებდა ხმით სათნოითა
დაჟინებითა და ზედიზედა:
„ღმერთი გიწოდებს დიდი საქმისთვის,
ფეხს უკან ნუ სდგამ, უნდა გაბედვა!“
მესამე ღამეს უკვე გამწყრალი,
განრისხებული გამომეცხადა.
ბრძანებით მითხრა, შუბლშეჭმუხნულმა:
„აბა, რას ჰფიქრობ, არა ხარ მზადა?!
ქალთა ხვედრია დიდი მოთმენა,
აიღე ჯვარი, უსმინე ცასა -
ქვეყნიურ ტანჯვაგამწმენდელია,
ცისაკე იკვლევს ცხონების გზასა!“
მყის გადაიძრო მწირი სამოსი,
სრულის დიდებით დამიდგა წინა.
სათნოიანის თვალთ ბრწყინვალებას,
მისი სიტურფე კვლავ განებრწყინა
და თეთრ ღრუბლებზე ცაში ამაღლდა,
პირქვე დავემხე, რა შამეშინა...

(ეს სიტყვები ყველას გულსა ჰხვდება. აგნესა ტირის და პირზე ხელებს იფარებს)

მღვდელმთავარი

(დიდი სიჩუმის შემდეგ)

უნდა გაჩუმდეს ეჭვები სიბრძნის,
რასც ეს სოფელი ჩვეული არი.
მაშინ, როდესაც თვით ზეცა ბრძანებს,
მოგვევლინება იმისი მსჯავრი.
საქმე ჰღაღადებს თვით უტყუარად,
მოწმე საჭირო სხვა აქ არ არი.
და მის მის თვალების უმანკოება
და შუბლის ჯვარი სიწმინდით მცხრალი
უფრო მარწმუნებს მის სიწმინდეში,
ვიდრე თვით საქმე უკვე მომხდარი.

მეფე

მაგ მოწყალების განა ღირსი ვართ,
ჩემი კაცობა სული და გული -
იმის ცოდვისა ჭუჭყიანს ფურცლებს
რომ კითხულობდეს წმინდა ასული.

იოანა

ნეტარ არიან სულით გლახაკნი,
რამეთუ ღმერთი იმათა სწუნობს.
შენც რომ დაჰდაბლდი, ღმერთს მიტომ ჰნებავს,
რომ განგადიდოს და აგამაღლოს.

მეფე

მაშ შემიძლია ბრძოლა მტრებთანა.

იოანა

მუდამაც, როცა ღმერთი შენთანა.
უნდა გადმოგცა შენი ქვეყანა.

მეფე

მაშ ორლეანსაც ვერ დაიპყრობენ?

იოანა

ჩქარა ლაურა აღმისკენ იდენს!

მეფე

მაშ თქვენი მეფე რეიმს დაიჭერს?..

იოანა

მტრებისა გვამებს ფეხით სთელავდე,
რეიმში უნდა ისე გატარო.

(იქ მყოფნი რაინდნი გამამაცებულნი შუბის ტარებსა დაბლა სცემენ, აბჯარს აჟღერებენ)

დიუ ნუა

უბრძანე, მეფევ, წინ თვით გაგვიძღვეს.
ცეცხლში ჩაგვყაროს, აღარ დავიხევთ.
ბელადად გვექმნეს ქალის იღბალი,
მის ერდგულ მცველად ეს ჩემი ხმალი.

ლიაგირი

მთელი ქვეყანა თუნდ რომ დაგვეცეს,
წარბს არ შევიხრით, თუ ეს წინ არი.
მენატრის ბრძოლა. გთხოვთ წაგვიყვანო!
სადაც შენა ხარ, ღმერთიც იქ არი.

მეფე

ძალიან კარგი, ჩემს ჯარს შენ განდობ,
მისნი სარდალნი შენა გმონებდენ.
ამ ხმალსაც გიძღვნი უფლების ნიშნად,
რომ მთავარსარდლად ჩემ მიერ გცნობდენ.
ეს დამიტოვა ჯარის უფროსმა,
რადგან აჩქარდა და ითავხედა.
მაინც ღირსეულს ხელში ჩავარდა,
კარგია, ხმალსა არ უნდა ქება.

იოანა

მოიცა, მეფევ, რა მოგახსენო
პასუხად თქვენის ყურადღებისა:
ნიშანი ქვეყნურ ძლიერებისა
არ არს წამალი გამარჯვებისა.
სულ სხვა ხმალია ღვთისგან რჩეული
ჩვენგან მტარვალთა დამარცხებისა.
მე სიზმრით ვიცი, სადც ის ხმალია,
თვით სასწაული მას აღმოაჩენს.

მეფე

სადარის იგი?

იოანა

ძველისძველ ქალაქ ფიერბუაში,
ეკატირინე სადაც ჰმარხია,
წმინდად ცნობილი, ძველს საფლავებზე
მიშლილ-მოშლილი ძველი სახლია.
ნადავლი ჩვენთა მამა-პაპათი -
იქ შუბიც ბევრი, ბევრი ხმალია.
და ხმალიც ღვთისგან ჩემთვის აღთქმული
იმ საჭურჭლეში დამალულია.
ხმლისა ნიშნებსაც ეხლავე გეტყვით:
პირზე სამი აქვს ოქროს ბეჭედი.
იგი მიშოვეთ, რადგანაც ვიცი,
არა გვიშველის ჩვენ იმის მეტი.

მეფე

დიუ შატელ, ეხლავ ასრულდეს,
მოძებნე ხმალი.

იოანა

და დროშაც მინდა რომ თეთრი მქონდეს
წითელ არშია შემოვლებული
და ღვთისმშობელი ყმა იესეთი
უნდა ზედ იყოს გამოხატული,
მის ქვეშა ბურთი მსოფლიოს სახედ
ღვთისმშობელს ეპყრას ხელთ აღმართული.

მეფე

ყველაფერი ასრულებულ იქნება.

იოანა (მღვდელმთავარს)

მამაო წმინდავ, გთხოვთ გულით წრფელით
მაკურთხოთ, თავზე შემეხოთ ხელით.

(დაიჩოქებს)

მღვდელმთავარი

ჩვენ რა ღირსნი ვართ, რომ შენ გაკურთხოთ,
რადგან კურთხევა შენ მოგვივლინე.
ღმერთმა გაკურთხოს, ღმერთი გიძღოდეს,
სიბრძნეა დიდი შენი სიმშვიდე.
ხოლო ჩვენ ბრმები ვართ, დიაღ, ბრმები.

პაჟი

სალისბურისა ჰეროლდი გახლავთ.

იოანა

მოიყვა! თვით ღმერთს მოჰყავს ჩვენთანა.

გამოსვლა მეთერთმეტე

იგინივე და ჰეროლდი

მეფე

ვინ გამოგგზავნა? ან რა ამბავი
შენ მოგვიტანე?

ჰეროლდი

ვინ გახლავთ აქა კარლი ვალუა?

დიუნუა

ბედკრულო, მონავ, როგორა ჰბედავ,
რომ საფრანგეთში
კანონიერი მეფე არ გწამდეს?
თვის სამშობლოში, თავის მიწაზე,
ვინ გინდა ვისგან მასხარად გახდეს?
შეგანანებდი მაგ უზრდელობას,
შენი ღირსება რომ არა გცავდეს.

ჰეროლდი

კანონიერი მეფე ფრანგებსა
მხოლოდ ერთი ჰყავთ, ისიც ბრიტანელთ
ბანაკში არის.

ეფე (დიუნუას)

დამშვიდდი, მეგობარო, შენ სთქვი
ჰეროლდო!

ჰეროლდი

ჯარის უფროსმა ჩვენმა მომგზავნა,
ხმალიც ქარქაშში უკვე ჩააგო
და ორლეანსაც ხელს აღარ ახლებს.
გთხოვთ, რომ სისხლის ღვრამ რომ არა გვარგო,
ამიტომ მას ჰსურს რომ ზავი დასდოთ.

მეფე

რაზედა ზავი?

იოანა

მე გთხოვთ მეფეო, ნება მიბოძო,
რომ თქვენს მაგივრად პასუხი გავცე.

მეფე

სთქვი!
ამიერიდან შენი ნებაა
ომი და ზავი.

იოანა

ვინ ლაპარაკობს, ნეტავ, ჰეროლდო,
შენის ენითა?

ჰეროლდი

ბრიტანელების მხედართმთავარი -
სალისბიური.

იოანა

სტყუი, ჰეროლდო, რადგანაც ვიცი -
მხოლოდ ცოცხალნი ლაპარაკობენ.

ჰეროლდი

ჩვენი ბელადი დღესნამდი ცოცხლობს,
სიცოცხლითა და ჯანით სავსეა,
მტერთ შესამუსრად, გასამტვერებლად.

იოანა

გუშინდელს ამბობ და დღეს დილითა
ორლეანიდან ის თოფით მოჰკლეს,
როს ლიატურნელ კოშკზედა იდგა.
ჩემი სიტყვები ტყვილად სიცილს გგვრის,
როცა თვალითა მას მკვდარსა ჰნახავ,
მაშინა, ვგონებ, რომ დაიჯერებ.
და როცა ჰნახავ ბანაკში გლოვას,
ჩემს ნათქვამს, ვგონებ, არ გაიკვირვებ.
ეხლა გვითხარი, რა ფიქრზე ჰსდგეხარ?

ჰეროლდი

როცა შენ ყველა უთქმელად იცი,
ჩემი ფიქრებიც გეცოდინება.

იოანა

ვიცი კიდევაც, არ მინდა ცოდნა
მხოლოდ, ჰეროლდო, ყური დამიგდე.
ისწავლე ესა, სიტყვასიტყვითა
თქვენს წინამძღვართა ყურად ჩაუგდე:
ინგლისის მეფევ, ამაყო გლოსტერ,
და შენ, ბედფორდო - ჯალათნო ფრანგთა,
აღსასრულის დღე მოგიახლოვდათ,
სასიკვდილოდა იყავით მზადა.
მოემზადენით პასუხი მოგცეთ:
რაც თქვენ უბიწო სისხლი დაჰღვარეთ.
გასაღებები აქ მოგვიტანოთ,
ძალით წართმეულ ჩვენთა ქალაქთა.
ღვთისგან რჩეული მხევალი ესა
გაძლევთ თუნდ ზავსა, თუნდა შემუსვრას,
ამოარჩიეთ, რომელიც მოგწონთ.
ამოგაშხამებთ ჩვენზე აღჭურვას.
ახლავე გეტყვით, ყველა უწყიდეთ,
წმინდა საფრანგეთს ვერ წარიტაცებთ,
მეფედ ფრანგებსა კარლი ექმნება
და თქვენც ამაოდაქ თავსა დასდებთ.
თქვენ ღვთის განაჩენს არაფრადაგდებთ.
ეხლა, ჰეროლდო, წადი და უთხარ
თქვენს ბელადებსა, მაგრამ კი ჩქარა,
ვიდრე მიაღწევ, ორლეანს იხსნის
ჩვენი ხმალი და ჩვენი მუქარა.

(მიდის, ყველანი თან მისდევენ)

3.1.3 მოქმედება მეორე

▲ზევით დაბრუნება


გამოსვლა პირველი

(ადგილი კლდეებით შემოზღუდულია. ღამეა)

ტალბოტი, ლიონელი, ჰერცოგი ბურგუნდიისა, ფასტოლფი, შატილიონი, მედარნი

ტალბოტი

აქ შეგვიძლიან ბანაკი დავდგათ,
უშიშარია ესე ადგილი.
ეს კლდენი კარგად დაგვიფარავენ
ციხე-კოშკებად ცაში აწვდილი.
დამფთხალი შიშით მოულოდნელით
შემოვიკრიბოთ გარსა ლაშქარი.
მაღლობებზედა ყარაულები
ჩვენ დავუყენოთ. გითხრა მართალი,
ამ ღამით დევნას არ დაგვიწყებენ.
თუნდ ფრთები ესხათ, ვერ დაგვწვდებიან.
მაინცდამაინც სიფრთხილე გვმართებს,
რა გაიმარჯვეს, გამხნევდებიან.

(ფასტოლფი მიდის, მიჰყავს მხედარნი)

ლიონელი

დავმარცხდით. ბედმა ახში გვიმტყუნა,
ან შესაძლოა ასე ხდებოდეს:
ჩვენ წინ გავრბოდეთ დამარცხებულნი,
ფრანგების ჯარი უკან მოგვდევდეს?
ეს სულ დაგვღუპა ჩვენ ორლეანმა, -
ჩვენი სახელი სამარედ გახდა, -
სრულად დავკარგეთ პატივისცემა,
ჩვენი სახელი სამუდმოდ წახდა.
შესაძლო არის ეგრე გაქცევა,
ან ვით ირწმუნონ მომავალს დროში,
რომ დედაკაცმა ჩვენ დაგვიფრინა
პუატე, კრეკში, აზინკურეში?

ჰერცოგი

ნუ გწყინს ძალიან. ძალამ არ გვძლია,
არამედ ჯადომ ჯადოქარისამ.

ტალბოტი

ჩვენს უგნურებას უნდა ვაბრალოთ,
შენც გწამს, ჰერცოგო, მაგისთანები?
ცრურწმუნებითა როგორ იმართლოს
თავი ლაჩარმა, ესხდეს თვალები,
უკუიქეცი პირველი და თან
შენებიც მოგყვენ, ვითა ქალები.

ჰერცოგი

ვინღა გამაგრდით? ყველაც გაჰრბოდით.

ტალბოტი

არა, პირველად თქვენ გაიქეცით
და თავს გოდებით ჩვენ დაგვეცენით.
„ჯოჯოხეთია ფრანგების მხარე,
დავიღუპეთო!“ - ჰყვიროდით ქშენით.
მხოლოდ, რა გვექნა, ვერც ჩვენ გავმაგრდით
და ჩვენცა მაშინ ავირიენით.

ლიონელი

თქვენ გაიქეცით წინდაწინ, თქვენა.

ჰერცოგი

ჯერ ჩვენ დაგვეცა, მაშ რას ვიზამდით?

ტალბოტი

იმან შეგატყოთ სილაჩრე და სთქვა:
მხდალნი მამაცთაც გაიყოლებენ.

ჰერცოგი

მაშ მე ვყოფილვარ მიზეზი ჩვენი
დამარცხებისა?

ლიონელი

ღმერთია მოწმე, რომ, თუ თქვენ არა,
ჩვენ . . .................................................
..............................................................
..............................................................
..............................................................

ჰერცოგი

.........................................................
თქვენ ვინ გასწავლათ საფრანგეთის გზა,
ვინ მოგცათ ხელი მფარველობისა,
ვინ აგვირგვინა ჰენრიხი პარიჟს
სამტრო ადგილში უმალ მოსვლისა?
თუ არა ჩემი მძლავრი მარჯვენა,
შეიყვარებდნენ იმასა ფრანგნი?
თქვენ თქვენის სარდლით ბოლს ვერ ჰნახავდით,
რითაც იმოსვის ფრანგთა სახლთ ბანი.

ლიონელი

მაშ ეგრე არის, მხოლოდ სიტყვებით
შენ დაიპყრობდი მარტო ამ მხარეს?

ჰერცოგი

რომ გწყინსთ დაკარგვა ორლეანისა,
წყენის ნაღველსა ჩემზე რადანთხევთ?
თქვენს ერთგულს ძმასა და მოკავშირეს
რატომ არ ჰფიქრობთ, რისათვის აწყენთ?
სთქვით, ვინ წაგართვათ მაშ ორლეანი,
ის ხომ მზად იყო დაგვმონებოდა?
რომ ანგარება, წყეული შური
ერთმანერთისა არ გვქონებოდა.

ტალბოტი

განა შენთვისა ჩვენ მას ვლაშქრავდით?

ჰერცოგი

რომ მეღალატნა, თქვენ რას იზამდით?

ლიონელი

მასვე ვიზამდით, აზინკურეში
ფრანგებთან ერთად რაც დღე დაგმართეთ,
შენი ლაშქარიც იმათა ჰშველდა,
მაგრამ ორივე ჩვენ დაგამარცხეთ.

ჰერცოგი

ჩემი კავშირი, აღარ თუ გახსოვთ,
როგორ თქვენს რეგენტს ძვირად დაუჯდა.

ტალბოტი

ეხლა ჩვენ უფრო ძვირადაც გვიღირს,
რადგან მის გამო დღესაცა ვსტირით.

ჰერცოგი

გაჩუმდი, ტალბოტ! თორემ ინანებ!
აგრე აფასებთ ჩემს ერთგულებას?
თქვენთვის უარვყავ ჩემი სამშობლო
და სახელს ვზიდავ მოღალატისას.
მემართლებით კი, რომ კიდეც მლანძღავთ
საიდან სადა გადმოკარგულთა.
.............................................................
.............................................................
.............................................................

ტალბოტი

ჩვენ კარგად ვიცით, შენს კარლს ემხრობი,
მაგრამ უწყიდე, ღალატისაგან,
როგორც იქნება, ჩვენ თავს დავიცავთ.

ჰერცოგი

ღმერთო მართალო, ეს რა დღეში ვარ!
შატილიონო, შეჰყარე ჯარი,
მოკავშირეთა მსურს გავეყარო.
...................(შატილიონი მიდის)

ლიონელი

მიბრძანდი, ჩვენთვის საჭირო არ ხარ.
და ბრიტანიას მაშინ აქვს ძალა,
როს მარტო იბრძვის და თავი თვისი
ფლიდს მოკავშირეს არ შეაბრალა.
ყველამ ვიბრძოლოთ თავ-თავისათვის,
რომ კიდეცა ვსცნათ თეთრი და შავი.
როგორ მოვტყუვდით - სისხლმა ფრანგისამ
ინგლისელისას ვით უყოს ზავი?

გამოსვლა მეორე

იგინივე, დედოფალი იზაბელა.

დედოფალი

ჯარის უფროსნო თქვენგან რა მესმის,
შესაძლოა დღეს ამ გვარი ქცევა?
თავის თავისვე დასაღუპავად
ერთმანერთისთვის ზურგის შექცევა?
დღევანდელს დღესა ჩვენი მეშველი
სხვა არ არის თუ არ მშვიდობა,
თქვენ გამსჭვალულთა უთანხმოებით
შეგყრიათ მტრობა და გულდიდობა.
შენ გთხოვთ, ფილიპე, უბრძანე ჯარსა -
რომ არ წავიდენ ჩვენ შესარცხვენად.
ლიონელ, ვინძლო, სიტყვა დაჰხარჯო
ჯარის უფროსთა შესათანხმებლად..

ლიონელი

მე ძალა არ მაქვს და ასეცა ვსჯი,
რომ განშორება მათი სჯობია:
რაც ერთმანერთსა არ ეკერება,
არც მუდარებით მისაკრობია. ·

დედოფალი

როგორცა ვხედავთ, ვით ბრძოლის ველზე,
აქაც ჯოჯოხეთს ფესვი გაუდგამს.
ერთხელ ჩვენაცა ღმერთი ვახსენოთ,
ნუ ვემონებით ბოროტ სულს მუდამ.
ნეტა ვიცოდე, ვინ არს მიზეზი?
ტალბოტ, უეჭვოდ იქნები შენა.
თვის სამავნებლოდ, დასაღუპავად
მოკავშირისა რად გინდა წყენა?
რის იმედი გაქვს? ნუთუ არ იცი,
რომ თქვენი მეფე მან გაგვიმეფა
და სადაც მარწყვს ჰკრეფს ბურგუნდიელი,
იქ შეუძლიან ეკლისაც კრეფა.
მალევე აჰხდის თავიდან გვირგვინს,
რომლითაც იმას უმშვენა კეფა.
რატომ არ იცი, თუ ფრანგთ თანხმობა
და ერთი პირი ამ დროს ექნება,
მთელს ბრიტანიას პასუხს მისცემენ,
ფრანგთ ფრანგებისგან მხოლოდ ევნება.

ტალბოტი

მე მოკავშირე სხვაგვარი მიყვარს,
არა გამცემი და მოღალატე.

ჰერცოგი

ვინც მადლის მქნელსა არ დაუმადლებს,
იმას ტყუილიც ეადვილება.

დედოფალი

როგორ, ჰერცოგო, ნუთუ მავნებლად,
თვის დამცირებადარ უნდა სთვლიდე
და სისხლიანს ხელს მკვლელს მამიშენის
შენ მეგობრულად უნდა ართმევდე?
ვით დავიჯერო, კარლი დღედაღამ
შენს დასაღუპად განმზადებული,
რომ გულწრფელადა შენ შეგირიგდეს
და მოიბრუნოს კვლავ მტერზე გული.
რაც ააშენე, იმასვე ანგრევ
შენისვე ხელით უდიერადა.
შენ მეგობრები მხოლოდაქ გყვანან,
ჩვენთან დარჩენა გიჯობს ბევრადა.

ჰერცოგი

კარლს შეურიგდე სულაც არ ვფიქრობ,
მხოლოდ ესა მწყინს, ეს მიკლავს გულსა,
ვით ვაპატიო უდიერობა,
კვეხნა-ტრაბახი ვიღაც უცხოსა.

დედოფალი

ნუ გავამტყუნებთ, სიფიცხით მოსდის,
გამარჯვებითა მოტყუებულსა.
უბედურება უსამართლოდ გვხდის,
ესეც ბრაზობით იქარვებს წყლულსა
და ვიდრე მტრობა გაიზრდებოდეს,
მოდი, ნუ მოჰშლით სიყვარულს ძმურსა.

ტალბოტი

რას იტყვი, ჰერცოგ? გულით ალალსა
ეადვილება დასთანხმდეს ჭკუას.
და დედოფალის რჩევის თანახმად,
ხელი მომეცი მე ვითა მტყუანს,
ვგრძნობ, გაწყენინე გულფიცხობითა,
მეგობრობაზე ნუ მეტყვი უარს.

ჰერცოგი

მეც თანახმა ვარ, ჰა ჩემი ხელი,
გარემოება დღეს მაიძულებს
სამართლიანი წყრომა გულისა
დავსთრგუნო, რადგან იგი არ გვარგებს.
...........(ხელს ართმევენ ერთმანერთს)

ლიონელი (უყურებს-რა იმათ, თავისთვის)

ზავი არს ეგე დაურღვეველი,
ხელმოწერილი თვით მეგერასგან.

დედოფალი

თუმცა, სარდალნო, ბედი არ გვწყალობს
და რამდენჯერმე ჩვენ ვიძლიენით,
უარესობას უნდა ველოდეთ,
თუკი სულ-გულით დავითრგუნენით.
მტრის გამარჯვებამ, უნდა უწყიდეთ,
არ უნდა მოკლას ჩვენი მხნეობა.
ძლეულნი სწორედ მაშინ ვიქნებით,
თუ არ შეგვრჩება მტკიცე ზნეობა.
სასომიხდილი ღმერთზე კარლოსი
ჯოჯოხეთს იწვევს თვის მეშველადა.
სულს ტყუილად ჰღუპავს, მაცდურთან ძმობა
მუდამ ჩაუვლის იმას ცუდადა.
დღეს გამარჯვებას, ჩვენთვის წართმეულს,
ბოლო დროს გვიზღავს ერთი ხუთადა.
დაე, მას ჰყავდეს ბელადად ქალი,
თქვენთვის გამწყრალი მის დედა არი.

ლიონელი

თქვენ, დედოფალო, პარიჟს წაბძანდით,
უდედაკაცოდ იოლას წავალთ.

ტალბოტი

გულახდით ვიტყვი, მე, დედოფალო,
ან ვით დავმალო ყველასთვის ცხადი,
რაც ჩვენს ბანაკში ჩაჰსდგით თქვენ ფეხი,
ინგლისის დროშავ, მაშინვე წაჰხდი.
არც ღმერთი გვწყალობს და აღარც ხატი.

ჰერცოგი

მეც ვერ დავცადე კარგადაქ ყოფნა,
ბევრადაჯობებს, უკანვე წადი.
მე, როგორც ვხედავ, ჩვენს მხედრობასა -
ზიზღით გიცქერის თვალები მათი.

დედოფალი

................(ყველას განცვიფრებით უცქერის)
შენაც მღალატობ, ნუთუ, ფილიპე,
უკმაყოფილოთ შენაც მხარს უჭერ
და დედოფალს კი მასხარად იჭერ?!

ჰერცოგი

რაც მართალია, მე იმას ვამბობ,
თქვენ გამო ჯარი მხნეობას ჰკარგავს,
თქვენის გულისთვის სისხლს არა ჰღვრიან
და მათი ბრძოლაც ბრძოლას როდი ჰგავს!

დედოფალი

ერთი უყურეთ. ძლივს შეგარიგეთ
და თქვენ, ჰო ღმერთო, იმასა ჰფიქრობთ -
განზე გამიდგეთ, ზურგი მაქციოთ?
რაკი ეგრეა, ეს მაცოდინეთ:
არის თუ არა ჩვენი კავშირი
ერთი საქმისთვის სისხლისა მღვრელი,
გვაქვს, თუ აღარ გვაქვს ჩვენ ერთი პირი?

ტალბოტი

არა. ჩვენ ვიცავთ ინგლისის სახელს,
მის უფლებასა, ვითა რაინდნი.

ჰერცოგი

მე კიდევ, მამისჩემის სისხლს ვიძევ
და ვითა შვილი მოკლულის მამის,
მკვლელებისავე ხმლით გზასა ვიკვლევ.

ტალბოტი

სიმართლე რომ ვსთქვათ, თქვენს ყოფაქცევას
და შვილთან ეგრეთს მძვინვარე მტრობას
კაცნი და ღმერთი ზიზღით უცქერენ.

დედოფალი

წყეული იყოს ის შვილთა შორის,
თვის მშობელს დედას პატივს არა სცემს.

ჰერცოგი

ჯავრს იყრის იგი და სახელს იცავს
მეუღლურსა და თავის მამისას.

დედოფალი

მიწამ შემჭამოს ის მირჩევნია,
ვიდრე შეუნდო მე შვილს ცოდვები.
მე მიმისაჯა აქით განდევნა,
ვიდრე შეუნდობ, მინამ მოვკვდები.
ჩემს ყოფაქცევათ იგი მსჯავრსა სდებს,
ის ტახტზე ვნახო, ცოცხლად დავრჩები?

ტალბოტი

თქვენ თქვენს სახელსა ფეხითა სთელავთ.

დედოფალი

თქვენ, ჰე, კაცებო, რასა ჰგულჩვილობთ,
იცნობთ ვითომა დედისა გულსა?
ვისგანც არ ველი, თუ მაწყენინებს,
უჭირესს ჭირზე მეტადა მძულსა.
აწ რა გაჰკურნებს, რა დააამებს
შვილისგან გულზე დაჩნეულს წყლულსა?!
როცა დასწყევლა მან დედის მკერდი,
რომელმაც იმას ძუძუ აწოვა,
გმირავს დანითა, ეშმაკის კერძი,
მისი სიკვდილი უფალსა სთხოვა.
ნება აქვს დედას, როს სურს წაართოს
სიცოცხლე, რადგან მისგანა ჰპოვა.
სთქვით: თქვენ რაღა გრჯისთ, რომ ძალმომრეობთ,
თქვენ რიღასთვისა უტეხთ მას ომსა?..
რა უფლება გაქვთ, რა გაწყენინათ,
რომ ეტანებით და ართმევთ ტახტსა?
ვერ მომატყუებთ, ანგარეება
და მასთან შური თქვენ გატანთ ძალსა.
დედას ნაშობი თვის შვილი სძულდეს
ამისთვის იმას ვინ გასცემს ხმასა?

ტალბოტი

შურისძიებით, მხოლოდ მტრობითა
დღეს თუღა იცნობს ის მშობელს თვისსა.

დედოფალი

ჰაი, თქვე ფლიდნო, გაუტანელნო,
სცდილობთ, რომ დაჰხშოთ ბნელით ნათელი,
მაგრამ სიმართლეს თქვენ ვერ დასჩრდილავთ,
რადგან ანათებს, როგორც სანთელი.
საფრანგეთსა სწეწთ, ვით ყორანი ლეშს,
მაგას რად ჰშვრებით? არვინ გყავთ მთქმელი,
ერთს გოჯს მიწაზე, თქვე მტაცებელნო,
თუ მათქმევინებთ, არა გაქვსთ ხელი...
და შენ, ჰერცოგო ბურგუნდიისავ,
სხვა რომ დაჰკარგე ყველა სახელი
გულკეთილობა დაგრჩა ღირსებად,
ერსაც ესღა აქვს შენზე სათქმელი.
შენ არ ბძანებდი უცხოელებზე
თავის სამშობლოს კვლავ გამყიდველი?
მამა-პაპათა ნაანდერძევი
მიწა და წყალი რაც კი რამ იყო,
შენ წილი, ბეჩავ, არავინ მოგცა,
მარტოკა მტერმა შუა გაიყო.
ფარისეველნო, მუდამ მას ჰყვირის
ეგ თქვენი ხახა და თქვენი ენა:
„სიმართლე გვიყვარს, მხოლოდ სიმართლე!“
სცრუობთ და უნდა გაგიწყრესთ ზენა,
როგორა მძულხართ! მე უმზაკვრო ვარ
და არაფერში არ გგევართ თქვენა.
მივდივარ. ერმა გაგვასამართლოს
თვისის მსჯავრითა ყველანი ჩვენა.
........................................(მიდის)

გამოსვლა მესამე

ტალბოტი, ჰერცოგი, ლიონელი

ტალბოტი

აი, ის ქალი!

ლიონელი

რა ვქნათ, სარდალნო, განსაჯეთ კარგა,
მოდი, თუ იტყვით, ვეკვეთნეთ მტერსა
და დაუბრუნოთ კვალად სიცოცხლე
თავგამოდებით ჩვენს მკვდარს სახელსა.

ჰერცო

არვინ გაჰბედავს, მთელს მხედრობასა
მხოლოდ შიში და კანკალი იტანს.
ორი და სამი კაცი რას იზამს?!

ტალბოტი

ჩვენ დაგვამარცხა ჩვენმავე შიშმა
და არა მართლა ძალამ მტრისამა
და სისწრაფემა მის მოსვლისამა.
მაგრამ, თუ ლანდი ახლისა ვნახეთ,
მე ვიმედოვნებ, რომ აღარ წავსდეთ
და ამას ვფიქრობ, განთიადისას
ჩვენი ჯარითა წყალგაღმა გავჩნდეთ
და პირისპირად მტრის წინა დავდგეთ.

ჰერცოგი

იფიქრეთ!..

ლიონელი

ჰერცოგო, ფიქრი აქ რა დროსია,
ჩვენ თითო წამი ძვირფასად გვიღირს
და რომ თუ მტერსა მამაცად დავკრავთ.
ჩვენის სახელის აღდგენა ითქმის
და გავიმარჯვებთ, ნურავის გიკვირს.

ტალბოტი

ძალიან კარგი, მაშ ხვალ მტერთანა
ბრძოლა გვექნება უცილობელი.
ეგებ გავაქროთ ჯარში ოცნება
იმედმიხდილი, შიშის მგრძნობელი.
უყურეთ ერთი ტალბოტის ხმალსა,
როგორ ააცდენს გრძნეულსა ჯადო.
ვგონებ გავაპო ერთის შემოკვრით,
გამოვითხოვო ასპარეზს, ვცადო.
ვგონებ შეშინდეს, არ შემებრძოლოს...
კვლავ შიში მისი ჩვენში ვერ ვნახო.
მის გრძნეულება მხედართა თვალში,
ვფიქრობ, ამითი მე დავამარცხო.

ლიონელი

მომეცი ნება, მე შევებრძოლო
უიარაღოდ ლაშქრის წინ ვცადო.
ქორმა წიწილა, ისე შევიპყრო
და ჩვენს ბანაკში გამოვიტაცო.

ჰერცოგი

ლიონელ, ნუ ჰკვეხ, ძნელად საქნელსა,
ნურც გაქვს იმედი თავის თავისა.

ტალბოტი

თუ შევხვდი მართლა, მას ხელს თავზედა
როდი გადუსვამ ალერსიანად...
სჯობს მოვისვენოთ დაღლილ-დაქანცულთ
ხვალ რომ მტერს შევხვდეთ დამაზიანად.

გამოსვლა მეოთხე

ბნელი ღამეა. შორს გამოჩნდება იოანა თავმუზარადიანი, ტანზე ჯაჭვით. ხელში უპყრია ბაირაღი. მას თან მოსდევენ დიუნუა, ლიაგირი, მრავალნი რაინდნი და მხედრობა. ისინი ჯერ მაღლობებზე გამოჩნდებიან და შემდეგ ფრთხილად კლდის ნაპრალებში მოიპარებიან და ჩამოვლენ სცენაზე.

იოანა

(გარსშემორტყმულ რაინდებს)

ამ დროს ჯარი ემატება თანდათან და მთელის სცენის შუაგულს დაიჭერს.

ჩვენ ყარაულებს გამოვეპარეთ და
ეხლა მტრისა ბანაკშია ვართ.
ღამის სიბნელემ ბევრად გვიშველა.
ჩვენის აქ ყოფნის ხმაცა გავტეხოთ
და ღვთისა რისხვა თავს დავატეხოთ.
როცა ჩვენს მტერსა სწრაფად შევუტევთ,
ღმერთი და ქალი უნდა დასძახოთ.

მხედარნი (აბჯარს აჟღარუნებენ)

ღმერთი და ქალი!

ყარაულნი (სცენის გარეთ)

იარაღი აიღეთ, იარაღი!

იოანა

სუყველა დაწვით! დაწვით ქოხები!
რომ ცეცხლის ალმა თავზარი დასცეთ.
ხმალი ხელთ იპყართ, ჰჟლიტეთ და ჰკვეთეთ!

(ყველა მხედარნი ხმლებს იძრობენ და სცენის გარეთ მირბიან, იოანას უნდა უკან გაჰყვეს)

დიუ ნუა (იჭერს)

იოანა, შენ შესდეგ, ნუ ასჩქარდები,
რაც საჭიროა ხომ გააკეთე?
მტრის შეუმჩნევლად შენ მოახერხე
და მის ბანაკში ჩვენ შემოგვრეკე.
მე გთხოვ, ხმლის ქნევას თავი ანებო
და მტრისა ჟლეტა ჩვენ დაგვანებო.

ლიაგირი

მაგრე, შენ დროშა ხელში აღიპყარ
და გაუძეხი მხოლოდ ჯარს წინა.
ხელს ნუ გაანძრევ, ხმლით ნუ იომებ
და, თუ მოიცლი თვითონ ხმლისთვინა,
ღმერთი ომისა უწყალო არი,
ერთია მისთვის - ცოცხალი, მკვდარი.

იოანა

ვინაა ისა, მე გზა შემიკრას
და შემიჩეროს სულისა სწრაფვა?
თქვენ იმედი გაქვსთ თავიანთ მკლავის,
მე კი არ ძალმიძს მტრებისა კაფვა?!
ისარს ხვეწნითა ვერ შეაჩერებ,
იქ წავა, მშვილდმა სად იგი სტყორცნა
და იოანაც იქ უნდა იყოს,
სადც სიკვდილია და მტრისა ხოცვა.
მე ვერ მომკლავენ, ნუ გეფიქრებათ,
ვიდრე არ ვნახო გვირგვინით მეფე,
ვერას დამაკლებს თავის ხმლებითა
ათი ათასი სისხლისა მჩქეფე.
არ ასრულდება ვიდრე ნათქვამი,
ჩემზე შორსაა სიკვდილის წამი.

(მიდის)

ლიაგირი

ძმაო დიუნუა, მივყვეთ ჩვენც თანა
და ჩვენის მკერდით დავიცვათ ჟანა!

(მიდიან)

გამოსვლა მეხუთე

ინგლისელების მხედრობა გარბის სცენაზე. შემდეგ ტალბოტი

ერთი მხედარი

ქალია!.. ქალი!

მეორე

ვინა, ვინ არი?

პირველი

ქალია ჩვენს ბანაკში!

მეორე

არ შეიძლება, ვინ მოიყვანა
იგი ბანაკში?

მესამე

ღრუბლით მოვიდა ანაზდეულად,
თან გუნდი მოჰყვა ეშმაკებისა.
(მრავალნი შეშინებულნი გარბიან სცენაზე,)
უშველეთ თავსა!.. დავიღუპეთ! მორჩენილია ჩვენი საქმე!

ტალბოტი (მისძახის)

ცხვრებო, საითა, საით გარბიხართ?!
შედეგით, შეგრცხვესთ! ყურს არ მიგდებენ,
ისე შეიპყრო შიშმა და ძრწოლამ,
ჩემს ნათქვამს სიტყვასც ვეღარ იგებენ.
მხდალნო დიაცნო, ფარ-ხმლის არ გოცხვენისთ?
შეგირცხვათ თქვენა წვერი, ულვაში.
არ ესმით, ყველას - მამაცს და მხდალსა, -
ეშმაკები ჰყავს ჩამჯდარი თავში.
გარბიან მაინც, ხელს ვერ უქცევენ
იმათ, ვისაცა თხებივით ჰრეკდენ.
განა თუ ერთხელ, ასჯერ, ათასჯერ
ბურნუთივითა ხელშია ჰფშვნეტდენ,
იმავე ლაჩრებს დღეს ვით უფრთხიან
უგუნურებით შეპყრობილები...
ვინ არს ეგ ქალი. ხელთ რომ უპყრია
ომის ბედისა მტკიცედ ძაფები?
რომ ლომებრივის იგი ძალითა
ეგრე ერთბაშად სწყვეტს ბედს ბრძოლისას
და ლაჩართ მხოლოდ ხმის გაგონებით
აძლევს მხნეობას და გულს ლომისას?
ნაცარქექია თუ ვინმე არის
გმირთა გმირადა თავის მჩენელი?
ვაი, სირცხვილო, ვიღაც დიაცმა
უნდა წამართოს ძალით სახელი!..

მხედარი (მირბის სცენაზე)

გაიქე შენცა, ჩვენო სარდალო!
(ტალბოტი გამოუდგება უკან ხმლით და ჰკლავს)
ოჰ, უგუნურო, ირბინე ეხლა!
ვინც გაიქცევით, ეგრე გაგაქცევთ,
აქვე გაგაქრობთ! აქვე წაგაქცევთ!
ფეხს ნუ მოიცვლით, მე გეუბნებით.

(მიდის)

გამოსვლა მეექვსე

სცენა გაიხსნება. მაღლობებზე მოსჩანს ცეცხლშემორტყმული ინგლისელთა ბანაკი. გარბიან და მისდევენ. იარაღის ჟღერა და დაფის ცემა გახშირებული. რამდენიმე ხნის შემდეგ გამოჩნდება მონგომერი.

მონგომერი

სადღა გავიქცე? გასაქცევი გზა
ყოველ მხრიდანა დაკეტილია.
უკან მტერი მდევს გამძვინვებული,
წინ სარდალი სდგას ხმალმოწვდილია.
არ გვიშვებს, კაცმა თავსა უშველოს,
არ ფიქრობს იმას: სული ტკბილია.
არსადა ჯაგი, არც კლდისა ეხი,
არც თაგვის სორო, თავის საფარად.
რად გადმოვცურე ზღვა უბედურმა,
თვის სიცოცხლისა აწ გასამწარად?
იმედი მქონდა, იგიც გაცრუვდა,
რომ მომეხვეჭა გმირის სახელი
და რასა ვხედავ? რა უნდა ვპოვო?
მხოლოდ სიკვდილი ჩვენი მსახვრელი.
სხვა რა ვიფიქრო? ეს მწერებია,
უბედო ბედმა აქ მომიყვანა.
რატომ სავერნის ნაპირზე არ ვარ,
რა გამიჭირდა მე იმისთანა,
რომ თავს ვიღუპავ. მშობელი სახლი,
დედა და ცოლი მე იქ დავსტოვე
მგლოვიარენი და აქაც რა ჩანს,
თუმც არ მეგონა, სიკვდილი ვპოვე.
(იოანა გამოჩნდება მოშორებით კლდის წვერზე ცეცხლის
ალით განათებული)
საკვირველია! ღმერთო, რას ვხედავ?
აგერა, მოდის ის ჯადოქარი,
ცეცხლიდან იშვა მრისხანე სახით
მაღლა ავარდა, როგორაც ქარი.
საშინელება ჯოჯოხეთისა,
სად წავალ? სადღა დავემალები?
მომდევს, შემნიშნა, მოესწრაფება,
ცეცხლს აკვესებენ მისი თვალები.
მუხლთ მეკვეთება, ვეღარ ვინძრევი,
გრძნეულის ჯაჭვით უკვე დავები.
სით გავეხვეწო, თავის თვალთ ბადე
შორიდან მტყორცნა, მეც შიგ გავები.
გულს როდი უნდა, მომაკვდინები
არ მინდა ვსჭვრიტო იმისი სახე.
მომაჯადოვა, ვერაფერს ვსჩადი,
იმავე წუთში, როდესაც ვნახე.

(იოანა გადმოსდგამს რამდენიმე ნაბიჯს და მერე შესდგება)

მომიახლოვდა, უნდა ვუცადო
ვიდრე პირისპირ ჩემთან არ მოვა
და მაშინ უნდა მუხლთ მოვეხვიო,
კალთებზე ვკოცნო, დაუწყო თხოვა.
ეგებ არ მომკლას, ვევედრო ცრემლით, -
რაც უნდა იყოს, ქალია გულით.

(ჰსურს წინ მიეგებოს. თვით იოანა ჩქარის ნაბიჯით მიუახლოვდება)

გამოსვლა მეშვიდე

მონგომერი, იოანა

იოანა

შედექი!.. მოკვდი!
ბრიტანიელის ქალის შობილო.

მონგომერი

(დაემხობა მუხლებზე მის წინაშე)

გთხოვ, მომითმინო პატარა ხანი,
მრისხანევ, ჩემზე არ სცადო ძალი.
მე უმწეო ვარ, მით რომ გნებდები,
გადამიყრია ფარი და ხმალი.
ამას გევედრი, გემუდარები,
თვალთაგან ცრემლი მომდის, ვით წყალი,
ახალგაზდა ვარ, მდიდარი ფრიად
და ძვირად მიღირს სიცოცხლის წამი.
ვალიის მხარეს ჩემსა მშობლებსა
თვალგადუწვდენი აქვს ტყე-მინდვრები,
პური მრავალი, ოქრო და ვერცხლი.
უფალსა ვფიცავ, შენ აივსები,
რა გაიგებენ ჩემს ტყვეობასა,
არ შეილახვენ თვის ზნეობასა,
დედისერთა ვარ, შვილის სახსნრადა
შენ დაგითმობენ მთელს ქონებასა.

იოანა

ამაო არის შენი ვედრება,
რაკი ჩაჰვარდი შენ ქალის ხელში,
არ შეგიწყნარებს არც სასყიდელით
და არც ხვეწნითა ის თავის დღეში.
ნიანგი იქნებ შეგიწყნარებდა,
რომ ჩაჰვარდნიყავ შენ იმას ყბაში,
ლომისთვის ლეკვნი რომ გაგეწყვიტა,
არა გიშავდა იქნებ მის კლანჭში,
ჩემთან შეხვედრა სულ სხვა საქმეა,
ჩემი მმართველი ბრძანდება ცაში.
იგი მიბრძანებს, რომ არ გაცოცხლოთ,
ვინაც შემხვდებით ბრძოლის დროს გზაში.

მონგომერი

სიტყვები შენი მრისხანე არის,
ხოლო სახე გაქვს ნაზი და მშვიდი.
ახლოდან ისე აღარ მაშინებ,
როგორც შორიდან შენ სჩანხარ დიდი.
სახისა შენის საამურობამ
მიილტო სული და გული ჩემი.
შენის ქალობის, სიტურფის მზესა.
გებრალებოდეს კვლავ სიყრმე ჩემი.

იოანა

ჩემის ქალობის იმედი ნუ გაქვს
და ნურც მეძახი მე დედაკაცსა,
რადგან ეს მკერდი სახორცივლოდა
არ შეჰხებია ჯერ მამაკაცსა,
- სული უხორცო გაგიგონია?
ამ მკერდში გული შენ ნუ გგონია!

მონგომერი

თუ გწამს შენ წმინდა გულთა მფლობელი,
წმინდა კანონი სიყვარულისა, -
სამშობლოშია მეუღლე მელის
დამტყვევებელი ჩემის გულისა.
ეგრეთი ტურფა, როგორაც შენა,
სულ ახალგაზდა, ვარდი ფურჩქვნილი.
დღედაღამ იგი ჩემს მისვლას ელის,
არ აძლევს შვებას ჩემზე წუხილი.
შენ რომ იცნობდე მართლა სიყვარულს,
ან ელი მისგან მოწყალებასა...
ნუ მოაშორებ ერთსა მეორეს
ტრფობით გადაბმულს გულს და გრძნობასა.

იოანა

შენ ასახელებ ქვეყნიურ ღმერთებს,
რომლებიც არ მწამს, არც როს ვიწამებ.
სიყვარულისა არა ვიცი რა,
მანამ ცოცხალ ვარ, არც მივიკარებ.
ვინც მას მაგონებს, ამაოდ სცდება
და შენი ბედიც დღეს გადასწყდება.
თუ ვაჟკაცი ხარ, ჰა, მოემზადე,
საბრძოლად ქალთან ბიჭობა სცადე.

მონგომერი

ოჰ, ღმერთო ჩემო, ერთის შვილისა
ჩემი მშობლები არ გებრალება
მომლოდინენი? თავზე იფიქრე,
ვიცი, დედ-მამა შენც გეყოლება?

იოანა

შე უბედურო! კიდეც მანდა ვარ,
შენ მომაგონე ჩვენი დედები.
თქვენგან რამდენი დარჩა უძეოდ,
ან რამდენია ქვრივი, ობლები.
ან დანიშნული რამდენს დააკლდა,
რომ არ ეღირსა მათ შეუღლება.
ნუთუ თქვენა გაქვსთ ჩვენის ჟლეტისა,
ჩვენ კი აღარ გვაქვს თქვენზე უფლება?!
გაიგონ ერთი თქვენმა დედებმაც,
როგორ ტკბილია შვილების კარგვა,
თავის სიცოცხლის სასოებისა
თავზე იწვნიონ რას ჰქვიან ჩაგვრა.

მონგომერი

ვაჰ, ჩემო დედავ, მაშ უნდა მოვკვდე
უცხოეთშია დაუტირებლად?

იოანა

ვინ მოგიწოდათ სხვის ქვეყანაში
საცარცვავადა, ხალხის საჟლეტად,
რომ სახლიდანაც კი გვერეკებით,
ჩვენის ყანების სანადგურებლად,
მდიდარ ქალაქთა მყუდროებისა
და მშვიდობისა თქვენ დასარღვევლად?
ჰფიქრობდით განა, რომ ფრანგებისთვის
ამოგეწვადათ მათ ლაღი სული
და საფრანგეთიც თავის გემისთვის
წაგეთრეინათ, ვითა სათრული.
თქვენს ამაყს გემსა მოუხდებოდა
ასეთი დავლა კუდზე მობმული.
მაგრამ მოსტყუვდით, უგუნურებო,
რატომ არ იცით, იმდენად სცდებით,
რომ თვით მეუფის ტახტსა ამშვენებს
საფრანგეთისა სამეფო ღერბი.
ადვილი არის ბევრად თქვენთვისა
ვარსკვლავებისა ციდან მოწყვეტა,
ვიდრე ერთსრულის საფრანგეთისთვის
ერთის ბეჩავის ქოხის მოკვეთა.
ჟამი მოვიდა შურისძიების,
თქვენთვის აქ მზად გვაქვს საფლავ-სამარი,
ვერ დაბრუნდებით ერთიც ცოცხალი,
უნდა შეგასვათ სასმელი მწარი
ისე, რომ ღვთისგან ჩვენ და თქვენ შორის
ვერ გადაჰლახოთ დებული მზღვარი.

მონგომერი (ხელს უშვებს)

მაშ უნდა მოვკვდე, სიკვდილი ვნახო?..

იოანა

მოკვდი, ძამიავ! მხდალი ჰყოფილხარ,
როგორ გაშინებს მაგრე სიკვდილი.
იმას ვერავინ ვერ გაექცევა,
ყველასთვის არის უცილობელი.
მე ხომ მიყურებ ამ საწყალს ქალსა,
გლეხის შვილი ვარ, მხოლოდ ცხვარს ვმწყსიდი,
ხმალ-აბჯარისა მე რა ვიცოდი,
ხმლის ნაცვლად მეპყრა კომბალი დიდი,
მაგრამ დროებამ გამომიწვია,
ერთ წუთს დავტოვე ცხოვრება მშვიდი,
გამოვეთხოვე დედ-მამას, დებსა,
მინდვრებს, სადაცა ყანასა ვმკიდი.
ეხლა აქა ვარ, ხელში ხმალითა
თქვენდა მმუსრავად ცამ მომავლინა.
სიკვდილი ვთესო, უწყალო ვიყო,
ეს დარიგება მესმა ციდანა.
თქვენაც შეგმუსროთ და ბოლოს თვითაც
უნდა აქ მოვკვდე ბრძოლის ველზედა,
რომ არ ვეღირსო თვის ნათესავებს,
შემოვეხვიო მაგრა ყელზედა.
ჯერ კი ადრეა, ჯერ ბევრის სისხლი
ასაღები მაქვს, უნდა ავიღო.
ბევრი დაქვრივდეს თქვენი დედებიც,
ჯერ ბევრი უნდა ვალად გავიღო.
და ისე მოვკვდე, საიქიოსა
წყლული გულისა აღარ წავიღო.
მე ავასრულებ ბედის განაჩენს,
შენც აასრულე რაცა გაქვს წესად -
ხმალს ხელი იკარ, ბრძოლა დავიწყოთ,
უნდა აქ მოვკვდეთ ერთ-ერთი ჩვენა.

მონგომერი (წამოდგება)

თუ მართლა შენაც მომაკვდავი ხარ
და ხმალსაც შენზე აქვს გაჭრის ნება,
ბრიტანიისა ესრეთ შერცხვენა
შენ გაზღვეინო, ღმერთს ჰსურს იქნება?!
შენ დაუძახე მთელს ჯოჯოხეთსა,
მე ჩემს ბედსა ვხვევ უფლის კალთაში.
ვნახოთ, ვის უფრო მეტი ძალა აქვს...
ეშმაკეულო, გამოდი ხმალში!

(იღებს ფარ-ხმალს და მიეტევება იოანას. შორს ისმის სამხედრო საკოავების ხმა. რამდენიმე წამის განმავლობაში მონგომერი მკვდარი დაეცემა.)

იოანა

უბედურებამ ჩემს თავს შეგყარა...
გთხოვ მომიტევო, შე უბედურო!
(გადგება განზე, სდგას დაფიქრებული)
ოჰ, ღვთისმშობელო, გზა-კვალს რად მირევ?
რამდენს ცოდვებსა ჩამადენინებ?
ამ ჩემს საწყალსა, უძლურსა მკლავსა
დევურის ძალით ხმალს აქნევინებ.
როს მევედრიან შებრალებასა,
მეც შეწყალება მესახვის გულში,
ხელიც კანკალებს ხმალამართული,
კაცს რომ ვუმატებ წყლულებსა წყლულში,
ასე მგონია, ღვთის ტაძარს ვანგრევ,
არ მინდა ვნახო ხმლის ელვარება,
შეუბრალებლად როცა სისხლსა ჰღვრის,
მისი დანახვა შემეზარება.
მაგრამ, თავს როცა მოვალედ ვიგრძნობ,
რომ უნდა ჩვენი მჟლეტელნი ვჟლიტო,
ხმლის უხილავი ძალა მეძლევა,
ცხენი და კაცი შუა გავწყვიტო.

გამოსვლა მერვე

იოანა, პირზე ჩაფხუტჩამოფარებული რაინდი

რაინდი

ეშმაკის კერძო, კარგია შეგხვდი,
მინდოდა ნახვა და კიდეც გნახე.
დღეს დრო მოვიდა, რომ უნდა გაქრეს
ეშმაკისგანო ეგ შენი სახე.

იოანა

ვინ ხარ? რომელმა ბოროტმა სულმა
ჩემს შესახვედრად შენ მოგავლინა.
სახით არ ჰგევხარ უბრალო მხედარს,
ბრიტანიაშიც არა გაქვს ბინა.
ბურგუნდიის ღერბს შენს ფარზე ვხედავ
და ხმალიც ჩემი თავს სდრეკს შენს წინა.

აინდი

წყეულო! მოჰკვდე განა ღირსი ხარ
კეთილშობილის კაცის ხელითა,
ისიც ბურგუნდის ჰერცოგის მიერ
პატიოსნურად, ნაკურთხის ხმლითა?!
შენ უნდა კისერს ჯალათი გჭრიდეს
დაჟანგებულის მძიმე ცულითა.

იოანა

ეგრეა საქმე, მაშ ჰერცოგი ხარ?

რაინდი (ჩაფხუტს აიხდის პირიდან)

სწორედ ისა ვარ და მიტომ კიდეც
გაუწყებ, მოჰკვდე შენ დღესვე უნდა.
ვერაფერს გიშველს ჩემს ხელში მოსულს
ჯადოქარობით აღსავსე გუდა.
შენ აქამომდი იმათა სძლიე,
საწყლები ვინცა, ლაჩარი, ცუდა.
თუ შეგიძლიან იმას ებრძოლე,
ვინც ზურგს არ გაქცევს, არ გაგიბრუნდა.

გამოსვლა მეცხრე

იგინივე, დიუნუა, ლიაგირი.

დიუნუა

ფილიპე, შესდეგ, ცოტა მოიცა,
ქალებთან ომი ეგ რა წესია,
რაინდი რაინდს უნდა ეომოს,
ორივეს ხმალი გაულესია.

ლიაგირი

ჩვენ ქალის მცველად ერთურთს შევფიცეთ,
უნდა პირობა დავიცვათ მტკიცედ,
ვიდრე ქალისას, ჩვენს სიკვდილს ვირჩევთ.

ჰერცოგი

მე ჯადოქრობა როდი მაშინებს,
არც მაშინებენ მისი მონები,
ორთავ გცხვენოდესთ, რაინდთა წესრიგს
რომა ჰღალატობთ, დაჰხდით ქონები,
თანამდებობით ჯარის სარდალნი
ჯადოქრის ქალის დაჰხდით ჩაფრები.
გელით, ვიბრძოლოთ, მე ღვთის ძალითა,
თქვენ ეშმაკის და თქვენის ქალითა.

(ხმლებს გაიძრობენ)

იოანა (ჩაუდგება შუაში)

შედეგით!

ჰერცოგი

გასწი აქედან!

იოანა

ლიაგირ, შეაჩერე... არ შეიძლება,
აქ იღვრებოდეს სისხლი ფრანგისა.
ჩხუბითა საქმე არ გაკეთდება,
უნდა დაჩლუნგდეს აქ ფხა ხმალისა.
სხვას ბრძანებს ღმერთი ჩემის პირითა,
გთხოვთ, შეისმინოთ რჩევა ქალისა.

დიუნუა

ხელს რისთვის მიჭერ, ხომ ჰხედავ კარგად,
სისხლით სწადიან გათავდეს საქმე.
ეგ რომ არ გვინდობს, ჩვენ რად დავინდოთ
ქვეყნის ორგული? მეც ნება მამე.

იოა

სუ, დიუნუა, ჩუმად, ლიაგირ.
მსურს, ვესაუბრო ბურგუნდის მთავარს.
........................(ყველანი გაჩუმდებიან)
ნეტავ ვიცოდე, ჩვენო ფილიპე,
რადაგერია მაგრე გზა-კვალი,
ვიზე აღმართე, იმას არ ჰფიქრობ,
მოსაკლავადა ეგ შენი ხმალი?
ეს დიუნუა თვითონ ფრანგია,
როგორც შენ შვილი საფრანგეთისა
და ეს ვაჟკაციც შენობილია.
მეც ხომ ვარ თქვენის სამშობლოს ქალი,
მაშ რისთვის ვიბრძვით, ერთმანერთისა
გამაგებინეთ, რა გვმართებს ვალი?
ყველა შენი ვართ, შენი შვილები,
მზად ვართ შენს წინა ვიდგეთ ჩოქითა,
ჩვენ ხმალს ვერ დაგკრავთ თუნდა დაგვხოცო,
ხელს ვერ გიბრუნებთ ვერცა ჯოხითა.
მაგ მუზარადს ქვეშ, სამტროდ რომ ბზინავს,
ჩვენ საყვარელსა მეფესა სძინავს.

ჰერცოგი

შენ კუდიანო, ტკბილის სიტყვებით
მოსაღორებელს საკენკსა მიყრი,
მაგრამ მაგ რჩევის გაგონებისთვის
დაზღვეულია კვლავ ჩემი ყური.
შენის თვალების მკვეთრი ისრები
ვერ გასტეხს ბეგთარს, გულს რომ მიფარავს,
ჰა, დიუნუა, რასა ჰგვიანობ?
ლაყბობა მხოლოდ დროსა იპარავს.
უნდა ვიომოთ ვაჟკაცთ ხმლებითა,
არა ლიტონის ჩვენ სიტყვებითა.

დიუნუა

ჯერ სიტყვები და მას შემდეგ ხმალი.
რისთვის გაშინებს სიტყვების ძალი?..
იმას სიტყვები ვერ შეაშინებს,
ვინც არი წმინდა, ვინც არს მართალი...

იოანა

ჩვენ გაჭირვებამ არ გვაიძულა,
რომ ამდენსა გთხოვთ, გემუდარებით.
მიმოიხედე გარემო თვისსა,
გაჩხრიკე ყველა თავის თვალებით.
სად ბრიტანელთა ბანაკი იყო,
იქ ეხლა ტბა სდგას მათვე სისხლისა,
ის ტბაც არ იტევს ინგლისელ მკვდრებსა.
გესმის ხმა ფრანგთა გამარჯვებისა?!
დღეს მხოლოდ ფრანგთა საყვირი გრგვინავს,
ძლევა ჩვენია! ხმა იყო ცისა
და ჩვენაც ეხლა მხოლოდ ეს გვინდა,
გერგოს ყვავილი ამ გვირგვინისა.
სად სიმართლე და გამარჯვებაა,
იქ ვნახოთ სახე ჩვენივე ძმისა.
ღმერთიც ჩვენთანა, ანგელოზთ გუნდიც,
თავი და ბოლო გათავდა მტრისა.
საფრანგეთისთვის თვითა ომობენ.
გვირგვინი ჰხურავთ ყვავილებისა.
სითეთრითა და სისპეტაკითა
ფრანგების საქმე ამ დროშასა ჰგავს,
როგორც სიმბოლო, ხელის მმართველი
ღვთიური ქალი განუყრელად ჰყავ.

ჰერცოგი

დიაღ, მაცდურის ენით მიამბობს
სიცრუეს იგი ყრმისა ენითა
და ვითომ ღვთიურს ხმასაცა ჰბაძავს, -
უმანკოების მოგონებითა.
ხმალს უნდა ვკითხო? მე დავიღალე
მაგ ჯადოქარის სიტყვის სმენითა.
სჩანს, ჩემი სმენა მკლავზე სუსტია
და მიტომაა ის მოწყენითა.

იოანა

შენა გგონივარ მე კუდიანი,
ეშმაკებთან მაქვს ვითომ კავშირი?
ეშმაკთ ბუნებას შეეფერება
ქმნა კეთილისა და ძმური პირი?
(რაზეც თავს ვიკლავ, რისთვისაც ვყვირი).
მითხარი ერთი, დამისახელე
უდიადესი და ტურფა მაზედ,
როცა მამულის დასაცველადა
ვაჟკაცი იბრძვის, ხელს იდებს ხმალზედ.
ვგონებ, კანონი ბუნებისაა,
თვით ბუნებაში ამრიგად ხდება:
კეთილი ებრძვის მუდამ ბოროტსა,
ერთი იმარჯვებს, მეორე კვდება.
თუ მე რაცა ვსთქვი, მოსაწონია,
ვინ ჩამაგონა, თუ არა ცამა?..
მეცნიერებას მინდვრად რა უნდა?!
არა, განმსწავლა ციურმა ხმამა.
მე არ აღვზრდილვარ მეფეთ სრა-სახლში,
მესწავლა ზრდილი სიტყვა-პასუხი.
ამითი მაინც რა დაშავდება?
კეთილისათვის გული მაქვს უხვი.
იმიტომ ვბედავ, მსურს დაგაჯერო,
ნათლის გონებით ვცნობ ყველაფერსა,
ბედი მეფეთა, სამეფოების,
ესმის ყველა ეს ჩემს ბავშვურს სულსა
და სიტყვაც ჩემი იმიტომ ჰქუხსა!

ჰერცოგი

(უცქერის იოანას განცვიფრებული)

რა მემართება, ღმერთო, არ ვიცი,
აღარა მჯერა, ეს მე ვარ მართლა?
ასე უეცრად რომ დამამშვიდა,
სიდან მოვიდა ნეტავ ეს ძალა?
ხომ არ მატყუებს მიმზიდველობით
იმისი სახე, მისი სიტყვები.
რომ ის ვსთქვა, ღმერთი არ აუბნებსო,
მაშინ, უეჭვოდ, გიჟი ვიქნები.

იოანა

მშვიდდება... დიაღ, სწორედ დამშვიდდა
და არც ამაოდამას ვცდილობდი.
სახემ იმისამ წყრომა დაკარგა,
თვალთ მეტყველება იმას აქვს მშვიდი!
ხმლებს ხელი უშვით,
და პირიპირსა...
სრულად დამშვიდდა,
კიდევაც სტირსა.
მორჩა, ჩვენია სამუდამოდა!

(ხმალი და დროშა დაჰვარდება ხელიდან, მირბის ჰერცოგთან, ეხვევა აღტაცებით. ლიაგირი და დიუნუაც დაჰყრიან ხმლებს და მიისწრაფიან ჰერცოგთან მოსახვევნელად)

3.1.4 მოქმედეგა მესამე

▲ზევით დაბრუნება


გამოსვლა პირველი

სრა-სახლი კარლისა შალონში მარნაზე

დიუნუა, ლიაგირი

დიუნუა

მეგობარნო და თანამშრომელნო,
ჩვენ ყველა ერთის საქმისთვის ვიბრძვით,
სიკვდილისა და გაჭირვების დროს
ერთმანერთს ვყავდით მუდამჟამს გვერდით
და დღეს გრძნობამა სიყვარულისამ
არ წაგვახდინოს, მე ამას გვედრით.

ლიაგირი

გთხოვ, სეფეწულო, ყური დამიგდო.

დიუნუა

შენ, ლიაგირო, რომ ჟანა გიყვარს,
თუმც არ ამჟღავნებ, არ უნდა ფიცი.
და რომ მეფესა გსურს ჟანა სთხოვოთ,
მისთვის მოხვედი, ესეც ხომ ვიცი.
ვფიქრობ კიდევაც ამ საჩუქარზე,
რადგან ღირსი ხარ, უარს ვერ გეტყვის
მეფე, მაგრამა ჯერ აქ მე მკითხე,
ვიდრე ჟანასა შენობა ეთქმის.

ლიაგირი

დამშვიდდი, დიუნუა.

დიუნუა

მე, როგორც ჭაბუკს სისხლადუღებულს,
გარეგანობა როდი მიტაცებს
და ჩემს ურჩს გულსა დღეს-აქამომდე,
ტრფობა აჩნევდა ვერადროს დაღებს,
მაგრამ დღეს მხსნელმა საფრანგეთისამ,
თვით ღვთისაგანა რჩეულმა ქალმა
დამამონავა სულით და გულით
და ვერც წამართვას იგი სხვის ძალმა.
როგორც ვაჟკაცმა, მეუღლედ თვისად
მე ავირჩიე ქალიც საფერი,
მინდა კიდევაც მკერდს შეუდრკელსა,
რომ შაეწებოს მკერდი ძლიერი.

ლიაგირი

ჩემის ღირსებით სად შეგედრება,
ჩემი სახელი შენს დიდ სახელსა?
ან ვინ იქნება შენ შაგებრძოლოს
და გაუმაგრდეს შენს მძლავრსა ხელსა.
მაგრამ იფიქრე ის ვინ, ან შენ ვინ,
გსურს დაემოყვრო შენ მიწის მხვნელსა?!
ვით შაერიოს მეფისა სისხლი
მწყემსის ქალისა, ფრიად მწყინს ესა...

დიუნუა

ასული არის იგი ბუნების,
ცით მოვლენილი, როგორც თვით მეცა...
ჩვენ გვაროვნობით თანასწორნი ვართ,
უცილობელად, ჰმოწმობს თვით ზეცა.
ნუთუ სეფეწულს არ ეკადრება
ცოლად უმანკო ანგელოზთ სძალი?
ან ჰფიქრობ, მეფის გვირგვინს არა სჯობს,
რაც მას ამშვენებს - ღვთიური ძალი?..
დიდებულება ამა ქვეყნისა
მის დიდებასთან სათქმელი არი?
ასი ათასი ტახტი რომ დასდგა
მეფეებისა ერთი სხვაზედა
ოქრო-ვერცხლისა, ლალ-იაგუნდის,
ებჯინებოდეს წვერით ცაზედა,
რა სიმაღლეზედც იგი ქალი სდგას,
მაღლა ვერ წახვალთ მაინც მაზედა...

ლიაგირი

მაშ გადასწყვიტოს თვით მეფემ საქმე.

დიუნუა

არა! თვით ქალმა უნდა განსაჯოს,
ჩვენ იმან მოგვცა თავისუფლება.
თავისუფლება იმას წავართვათ,
ნუთუ ჩვენა გვაქვს ამისი ნება?!

გამოსვლა მეორე

იგინივე, მეფე, დიუ შატელ, შატილიონი, აგნესა

ლიაგირი

აგერ თვით მეფეც.

ეფე (შატილიონს)

იგი თვით მოვა? და მზადაც არის
ქვეშევრდომობის მოგვცეს პირობა?

შატილიონი

ეგრეა, მეფევ. თვით მე მიბრძანა,
რომ მომელოცნა თქვენთვის მეფობა
თვითონ ფილიპეც მზადარს შალონში
საჯაროდ გთხოვოსთ ცოდვათ შენდობა.
თქვენ ფერხთ წინაშე იგი დაემხოს,
მით დაგიმტკიცოსთ თვის მორჩილება.
მახარობლადა წინ გამომგზავნა,
თითონაც ჩქარა აქ გიახლება.

აგნესა

მადლობა შენთვის, ღმერთო მაღალო!
იკურთხოს ეს დღე თანხმობის, ძმობის!

შატილიონი

ორასზე მეტი რაინდი ახლავს,
ჰსურს დაიჩოქოს წინაშე თქვენსა.
თან მასაც ფიქრობს, არ მისცემ ნებას,
შემოეჭდობი ძმას ძმურად ყელსა.

მეფე

თვით ჩემი სული მისკენ ისწრაფვის.

შატილიონი

არა ჰსურს იმას პირველ შეყრაზე,
რომ გაუმჟღავნოთ მტრობისა რამე.

მეფე

რაც მოხდა, იგი საუკუნოდა მე დავივიწყე
მომავლის ბედით ნუგეშცემულმა.

შატილიონი

თავისებისთვის პატიებას გთხოვთ
ჰერცოგი, მეფევ, განურჩეველად.

მეფე

ყველას, ყველასა!.. დიდს და პატარას,
ჩემის ოჯახის წევრნი არიან!

შატილიონი

არ გამოსწიროთ, გთხოვსთ, დედოფალი,
თუ იგი მასზე თანახმა არი.

მეფე

მე ხომ არ ვებრძვი, თვით იგი მებრძვის,
მუდამ მზადა ვარ დაუდვა ზავი.

შატილიონი

თორმეტს რაინდსა გაძლევთ მძევლადა.

მეფე

სიტყვაცა კმარა ზავის მცველადა.

შატილიონი

კარგი იქნება,
რომ ჩვენს კავშირსა ჩვენივე ფიცით
დაამტკიცებდეს დღეს მღვდელმთავარი...
(შეჰხედავს-რა დიუ შატელს)
ერთი ვინმეა აქ დღეს ისეთი,
ვინც გაამწარებს შეყრის სიამეს.

(დიუ შატელი ხმაამოუღებლად მიდის)

მეფე

გთხოვ, მეგობარო, ცოტა ხნობითა,
ვიდრე ფილიპე გულს მოიბრუნებს,
რომ მოერიდო.

(მისცქერის კვალდაკვალ. შემდეგ დაედევნება, მოეხვევა და ჰკოცნის)

ოჰ, მეგობარო,
ამაზე მეტის მსხვერპლის შეწირვა
ჩემის გულისთვის წინად გეწადა.

შატილიონი (აძლევს ბოღჩას)

აქ სხვა მუხლებიც აღნიშნულია.

მეფე

თანასწრობითვე ყველას ვამტკიცებ.
მეგობარზედა ძვირფასი რა არს?
დიუნუა, გთხოვ ასი რაინდი
საუკეთესო თან გაიყოლო,
ყველა მხედარსა მწვანე გვირგვინი
ძმათ შეყრის ნიშნად თავს ედგას მხოლოდ.
და მიეგებო ბურგუნდის ჰერცოგს,
ქალაქიც მოჰრთოთ სამხიარულოდ,
ზარების რეკით ეუწყოს ყველას,
რომ საფრანგეთი და ბურგუნდია
ზავით შეიკრენ აწ სამუდამოდ.
უკვე მოისმის საკრავების ხმა.

(ნაღარის ხმა)

პაჟი (შემორბის აჩქარებით)

ჰერცოგი უკვე ქალაქში არის.

დიუნუა

რაინდნო, ყველა წინ მივეგებოთ!

(მიდის ლიაგირთან და შატილიონთან ერთად)

მეფე

აგნესა სტირის? და თვითონ მეცა
აღარ მაქვს ძალა მოთმინებისა,
იმდნად საამო არის ეს წამი,
ბოლოს დროს ძმების შერიგებისა.
ტყუილად რამდენი სისხლი დავღვარეთ,
ვიდრე ერთმანერთს ძმურად ვნახავდით...
მადლობა ღმერთსა, თუ ბოლოს მაინც
ქვეყნის იღბლადა ძმებივე გავხდით.
ჩვენსა თავზედა ცამ მოიდარა
და გაგვითენდა კვლავ ღამე ბნელი.
ამიერიდან იქნება ღმერთმა
აღარ აიღოს ჩვენზედა ხელი.

მღვდელმთავარი

(გაიყურება სარკმელში)

ბრბო გარს ეხვევა, გზას არ აძლევენ,
ხელდახელ მოჰყავთ, ცხენზეც არ ჰსვამენ.
ტანისამოსსაც კი უკოცნიან,
კაცი იფიქრებს ცოცხალსა სჭამენ.

მეფე

ოჰ, ჩემო ერო!.. ყოველი გრძნობა
იმისი მუდამ უსაზღვრო არი.
სიყვარულია თუ გინდა მტრობა
ფრანგების გულში არა აქვს მზღვარი,
მტერზე მალევე გულს მოიბრუნებს,
თუკი საამოდ დაჰბერავს ქარი.
ჰყურობთ, რა ჩქარა მან მიუტევა,
რაკი გაიგო, ჰერცოგს ჰსურს ზავი.
სულ დაივიწყა ერმა ერთბაშად,
რაც დაგვაყენა იმან დღე შავი.
მთელი სიცოცხლე და ერთი წამი!
აგნესავ! ფრიადაღტაცებულად
მე იმასა გთხოვ, რომ არ ეჩვენო,
რადგან ვიცი, რომ არ იამება.
ხომ იცი, არ მსურს მას ვაწყენინო

გამოსვლა მესამე

ჰერცოგი ბურგუნდიისა, დიუნუა, ლიაგირი, შატილიონი, ორი რაინდი ჰერცოგის ამალიდან და წინანდელნი. ჰერცოგი კარებში გაჩერდება. მეფეს ჰსურს იმასთან მისვლა, მაგრამ თვით ჰერცოგი მიისწრაფის მისკენ; ჰსურს მის წინ მუხლი მოიდრიკოს, მაგრამ მეფე მოეხვევა, არ მისცემს ნებას.

მეფე

შენ დაგვასწარი. ჩვენა ვცდილობდით
მოგგებებოდით...
ცხენებზე არა, ფრინვლებზე ჰმსხდარხართ.

ჰერცოგი

კიდევაც. განა მათ არ იცოდნენ,
რომ ჩემის მეფის ფერხთა წინაშე
მე დასამხობლად ვესწრაფებოდი?
..........................(აგნესას დაინახავს)
ტურფა აგნესავ! შენც აქა გხედავ,
მომეცით ნება, რომ ჩვეულება
პისართა ჩვენი მე შევასრულო,
ჩვენში ქალებს ეს არ ეწყინება.
.................(შუბლში ჰკოცნის)

მეფე

შენი სრა-სახლი, როგორაც მესმის,
თურმე ზრდილობით ტურფადა ჰყვავის
და თვით სატახტო შენი ქალაქიც
სიტურფის, ტრფობის სამშობლო არის.

ჰერცოგი

თქვენთვის, მეფეო, მართალი უთქვამთ,
სწორედ ეგრეა, როგორც გსმენიათ.

მეფე

შენზედ პირადად მასაც ამბობენ,
რომ სიყვარულში არა ხარ მტკიცე
და არც გწამს ქალის შენ ერთგულება.

ჰეცოგი

დაუნდობლობით დაუნდო თავს სჯის
და თქვენ ადრევე გითხრათ გულისთქმამ,
მშფოთარ ცხოვრებამ რაც აწ მაუწყა.
.........(დაინახავს რა მღვდელმთავარს)
მამაო, თქვენაც აქა ბრძანდებით?
თქვენ მაინც მუდამ იქ გიყვარსთ ყოფნა -
კეთილთან ახლო. გვაკურთხეთ, მამა,
და, ვისც ჰსურს თქვენი არ აკლდეს ლოცვა,
უნდა ბილწთა ზრახვათ გულით აღხოცვა.

მღვდელმთავარი

ვმადლობ მეუფეს! ბედნიერი ვარ,
თუნდ მოვკვდე ხვალვე, აღარ ვინანი
ამ ბედნიერ დღეს რა მოვესწარი.

ჰერცოგი (აგნესას)

ჩვენთანამდისა ხმამ მოაღწია,
რომ თქვენ რაც გქონდათ ძვირფასი თვლები,
გადასდეთ იმ ხმლის მოსაპოვებლად,
რითც დაგენაცრათ თქვენ ჩემი ძვლები.
ან რას გარგებდათ ჩემი დაღუპვა?
ჩვენ შორის მორჩა ყოველი დავა.
და რაც ამ დავით ჩვენ დავკარგევით,
ყველა ვიპოვეთ, ჩვენგნით არ წავა!
თქვენი თვლებიცა, აი მიირთვით,
ნიშნად, რომ გული გულს დაეწევა...
(ართმევს ყულაბას ერთს მხლებელთაგანს და აძლევს
აგნესას. აგნესა განცვიფრებით შესჩერებია მეფეს)
აიღე, ეგ მე ძვირფასად მიღირს,
როგორც გირაო სიყვარულისა.
(აგნესა ტირის; მეფეც აღელვებულია; ყველანი
თანაგრძნობით უცქერიან)
(ჰერცოგი გადაავლებს რა თვალს ყველას, მოეხვევა მეფეს)
ოჰ, მეფევ!

(ამ დროს სამი ბურგუნდიელი რაინდი მირბიან დიუნუასთან, ლიაგირთან, მღვდელმთავართან და ჰკოცნიან; ჰერცოგი და მეფე რამდენიმე ხანს არიან ყელ-ყელს გადაჭდობილნი)

თქვენ გიღალატეთ და თქვენა გმტრობდით!

მეფე

სუ, ჩუ! ხმა, კრინტი!

ჰერცოგი

და ამ სულელმა რა ჩავიდინე?
თვის მეფის ჯიღით სხვა ვაგვირგვინე,
უცხოელს მივეც მონობის აღთქმა,
საკუთარს მეფეს უფსკრულში დანთქმა.

მეფე

დამშვიდდი! ახლა მაგეებს მოვყვეთ -
ეს წამი იმდნად მადლიანია,
ასჯერ მეტს ცოდვას გამოისყიდის,
რაც მოხდა, ავის ქარის ბრალია.

ჰერცოგი

უნდა ცოდვები გამოვისყიდო,
ვეცდები ყოვლის ძალით, ღონითა,
მთელ საფრანგეთს თქვენ დაგიმორჩილებთ
თვის ქალაქებით და სოფლებითა.

მეფე

როცა შევრიგდით, ვინ რას დაგვაკლებს?

ჰერცოგი

განა სვინდისი არა მქენჯნიდა,
თქვენს წინააღმდეგ როცა ვიბრძოდი?!
მე ეს მაკვირვებს, მოსაბირები
ჩემი შენ ხერხი რადარ იცოდი?
..................(უჩვენებს აგნესაზე)
ჩემთან აგნესა რომ მოგეგზავნა,
ვის არ მოსდრეკდა მისი ცრემლები?
მორჩა ყოველი, ჯოჯოხეთისაც
თუნდა ეცადნენ ყველა ძალები,
ვეღარ გაგვყრიან, რაკი ერთმანერთს
ჩვენ გადავხვიეთ ძმურად მკლავები.
მოეღო ბოლო დღეს ჩემს ტანტალსაც,
თავის ბაგაზე დღეს ძლივს დავები.

მღვდელმთავარი

უწყიდეთ კარგად, თქვენ რა შეჰრიგდით,
საფრანგეთიცა მკვდრეთით აღდგება,
ვითა ფენიქსი თავის ფერფლისგან,
კვლავ გაიღვიძებს, კვლავ განახლდება.
ვერანად ქმნილი დაბა-სოფლები
კვლავ დაიწყებენ სიცოცხლით სუნთქვას.
აბიბინდება მინდვრებზე ყანა,
ხალხიც გაიშლის ლხენისა სუფრას.
მხოლოდ ესაა, უთანხმოების
შედეგსა კაცმა რა უნდა უთხრას?!
ცრემლი და სისხლი რაც დაიღვარა,
სასინანულოდ ბოლოს დროს გვრჩება, -
ვინც დაიხოცნენ ამ მტრობის გამო,
შვილთ სასარგებლოდ ვეღარ ადგება.
ამიტომ მეფეთ გულს აღბეჭდილად
უნდა ეს ჰქონდესთ სამუდამოდა:
უთანხმოება დამღუპველია,
მოქიშპეთა ჰხდის სასუდაროდა.
ხმლის ძლიერებას ნუ მიენდობით,
რადგან მახვილი ბევრჯელ პატრონს ჰკლავს,
პატრონის ძახილს არ გაიგონებს,
ბევრჯელ გაფრენილს შავარდენსა ჰგავს.
არც თავის დროზე ხვეწნით მუდამა
შვება გვეზღვნევა კაცთა ღვთიდგანა.

ჰერცოგი

თქვენ ანგელოზი გყავსთ თან მფარველი,
რად იგვიანებს, სადარის ქალი?

მეფე

თვით შემოქმედი ბედნიერების
რას იმალება? სადარის ჟანა?
ის არ ჰხედავდეს ამ ბედნიერს წამს,
მეტიღა ცოდვა იქნება განა?

მღვდელმთავარი

განა არ უწყით, მეფევ, იმას სძულს
დიდი ამბავი და ფუფუნება,
გაურბის. იგი ხალხთა გროვას ყოფნას,
თუ ხმა ციური არ ეუბნება.
როცა არა აქვს მას საზრუნავი
რამე კეთილი სამშობლოზედა,
ღმერთთან საუბრობს განმარტოებით,
მოწყალებას სთხოვს ჩვენთვის ჩუმადა.

გამოსვლა მეოთხე

წინანდელნი, იოანა ტანზე ჯაჭვით, უმუზარადოდ, თავზე გვირგვინი ადგია თეთრი ვარდისა.

მეფე

იოანა, მაკურთხებელად შენ მოევლინე
დამტკიცებულსა შენ მიერ კავშირს.

ჰერცოგი

შენ საშინელი იყავ ბრძოლის დროს,
სასურველი ხარ მშვიდის სახითა.
კმაყოფილი ხარ, რომ, იოანა,
მე მტკიცედა ვარ ჩემის აღთქმითა?

იოანა

სითავდაბლემა კვლავ აღგამაღლა.
ფილიპე, დღემდე ჩვენს მწველსა ცეცხლში
კუდიანს ვარსკვლავს ემსგავსებოდი,
დღეს ცისკარს ჰგავხარ მნათობსა ცაში.
...................(გარეშამო ავლებს თვალსა)
ყველა რაინდთა მხიარულებით
და სილაღითა უბრწყინავთ სახე,
ბედნიერთ შორის დაღონებული
და უბედური მე ერთი ვნახე.

ჰერცოგი

ვინაა იგი? ან რა ცოდვა აქვს,
რომ არ ელოდეს მიტევებასა?..

იოანა

თუ მისცემ ნებას მოგიახლოვდეს?..
სთქვი, რომ ეხლავე შენს წინ დაემხოს.
მადლსა და საქმეს სახელოვანსა სჯობს,
რომ მარილიც ზედვე დაერთოს.
შერიგებასა შნო მაშინა აქვს,
ღარღილი, მური გულს აღარ ეცხოს,
თვით ნექტარიცა შხამად იქცევა,
თუნდ ერთი წვეთიც ჩავაგდოთ შხამის.
სრულსაყოფელად დაზავებისა
სიმძულვარისა განგდება არის
გულიდან. მისი ნატამალიცა
ვისიმე გულსა ჟანგადარ ეხლოს.
ვფიქრობ, დიდისა დანაშაულის,
რომ პატიება დღეს არ შეგეძლოს...

ჰერცოგი

გავიგე, მესმის.

იოანა

ვინც პურადია, ყველასთვის იმას
მუდამ ღია აქვს თვის სახლის კარი -
მოწყალე გულიც მტერ-მოკეთისთვის
ისეთი უნდა, ვითარც ცა არი
ხმელეთისათვის და როგორც მზეა
ყველას მხედვარი ერთის სხივითა -
არ აბედენებს ვარდთან ჭინჭარსა,
ჭინჭარიაო იმ განზრახვითა.
ხომ ვხედავთ, ზეცა დაგვალულს მიწას
ვით ანოყივრებს წვიმის ცვარითა,
ეგრევ ქმნა კარგის ხელსაყრელადა
ჩვენ გვევლინება ციდან, მაღლითა.

ჰერცოგი

არ, ძალმიძს ქალსა უარი უთხრა,
ჩემს გულს და გრძნობას იგი განაგებს.
მო, დიუ შატელ... მშობლისა სულო,
შემინდე, რომ ხელს შენს მკვლელსა ვაძლევ,
ვინაც მოგისპო სიცოცხლე შენა.
და, თქვენც, ღმერთებო სისხლის ძიების,
ნუ გამიწყრებით, რომ დიდს ფიცსა ვტეხ,
რა ვქნა, გადამხდეს, რაც გადამხდების.
თქვენ მშვიდად გძინავთ მყუდრო სადგურში,
არ გიდუღსთ სისხლი, არ გიძგერსთ გული.
სადც კაცი ცხოვრობს მზის შემცქირალი,
თქვენ როდი გესმისთ იმ ქვეყნის რჯული.
ერთის შემთხვევით სწყდება აქ ხშირად
ადამიანის სვე-ბედი სრული.

მეფე (იოანას)

ოჰ, აღარ ვიცი თუ, იოანა,
გადაგიხადო მადლობა რითა?
მკვდარი გავცოცხლდი, ბედნიერებით
მე შევიმოსე ყოველი მხრითა
მხოლოდ შენგანა. მეგობრებიცა,
ვისაც ეწადა ჩემი დამხობა,
მე შემირიგდენ, ქედებს იდრეკენ,
განქრა მათ გულში სამუდმოდ მტრობა,
გალაღებული მტერიც დაემხო,
მიწებიც ჩემი წაერთო მასა.
ამდენ შრომის და სამსახურისთვის
საჩუქრად, მითხარ, სთხოულობ რასა?

იოანა

სხვას არაფერსა, მხოლოდამას გთხოვ
და საჩუქარიც ჩემი არს ესა:
როგორც აქამდე გიყვარდა ღმერთი,
ნუ დაივიწყებ კიდევაც ღმერთსა.
უბედურ დროსა თუ კაცად დაჰრჩი,
ბედში ყოფნის დროსც იყავი კაცი,
დაჩაგრულების იყავ პატრონი,
შეზღუდე იმათ სილაღის მტაცი.
მოწყალების თვალს ნუ მოარიდებ,
გიყვარდეს გლეხის ქოხი და ფაცხა,
რადგანაც შენი მხსნელი და მცველი
უფალმა სწორედ იქ დაგისახა.
ქოხში გაზდილის მეოხებითა
დღეს საფრანგეთმა მეფედა გნახა.
დავრდომილს მოყვასს აღუჩნდი მხსნელად,
წამოაყენე, მიეცი ხელი,
ხომ სცადე თავზე დავრდომილობის
ძალა გულისა როგორ არს მწველი.
შთამომავალნი შენნი დიდებით
შენთ წინაპართა დასჩრდილვენ სახელს,
აყვავებული გვარი გექნება,
ვიდრე სიყვარულს გულში ატარებს
თავის ერისას და დაემხობა,
როს მათ შეიპყრობს გულზვიადობა.
დღეს შენს აღმდგენელს საწყალსა ქოხში
იმალვის მათთვის დამღუპველობა.

ჰერცოგი.

გულთამხილავო, ცით მოვლენილო,
მომავალ ბედის ხელთ იპყრობ საღებს,
ჩემის გვარისა, შემატყობინე,
ბედნიერება ხანს გასტანს რამდენს?

იოანა

ფილიპე, გხედავ გაბრწყინვალებულს
სამეფო ტახტის ახლოსა სდგეხარ,
თითქოს არ გიყვარს შენ დაბლა ყოფნა,
ხასიათითა ფრინველსა ჰგევხარ
და შენი სული იმას ისწრაფის -
აფრინდეს მაღლა, თვით ღრუბლებს ასცდეს.
იქ ჰსურს აიგოს იმას სრა-სახლი
და დედამიწას ციდან დასცქერდეს.
მაგრამ შენობას ამპარტავნების
იქ შეაჩერებს ძლიერი ხელი.
ნუ გეშინიან, შენი ოჯახი
არ დაიქცევა. იქნება მთელი.
საწყალის ქალის სამახსოვროდა
საშვილიშვილოდ შეინახება.
ბევრი მმართველი დიდ ერებისა
იქ მეფეები დაიბადება.
და მფლობელები ორის ტახტისა
კანონს მისცემენ მთელსა ხმელეთსა:
ჩვენგან ცნობილსა და ზღვას გაღმითურს,
ღვთისგან დაფარულს, ჯერ უცნობელსა

მეფე

რაკი ღვთის პირით გვესაუბრები,
შეგვატყობინე ბარემ ესეცა:
რამდენს ხანს გასტანს ჩვენი კავშირი,
დიდხანს გვექნება მწყალობლად ზეცა?

იოანა (ცოტა სიჩუმის შემდეგ)

ქვეყნის მმართველნო, უთანხმოებას
ისე ერიდეთ, როგორაც ჭირსა.
პატარა, მტრობა დიდსაც დაჰბადავს
და შეჰქმნის მტრობას ძნელს, გასაჭირსა.
შთამამავლობა ცოტა რამეზე
სისხლის ღვრისასა დაანთებს ცეცხლსა.
აღარას ვიტყვი, გულდამშვიდებით
დაეშურენით დღევანდელს ბედსა,
მომავალზედა ნურაფერს მკითხავთ,
იგი მივანდოთ შემოქმედს ღმერთსა.

აგნესა

იოანა, შენ, ეჭვი არ არის,
გულის პასუხი ყველასი იცი.
მიყვარს დიდება ამ ქვეყნიური -
გამაგებინე, რატომ არ იტყვი?..

იოანა

ზეციური ხმა მხოლოდ მაუწყებს
მთელი მსოფლიოს სვესა და ბედსა,
შენი ბედი კი შენს ხელში არის
და აფარია იგი შენ მკერდსა.

დიუნუა

ღმერთმა შენ თვითა რაღა აღგითქვა,
შეგვატყობინე ამ ცოდვილს ხალხსა,
სიმშვიდისა და თავმდაბლობისთვის
უნდა ელოდე საჩუქარს კარგსა?

იოანა

(ცისკენ იცქირება მშვიდის თვალებით)

ბედნიერება ღვთის კუთვნილია.

მეფე

ნუ დაუმალავ თავის მეფესა,
შემატყობინე, მითხარ ყოველი.
შენს სახელს უნდა პატივსა სცემდეს
ჩვენი სამშობლო დიდადა მთელი
და შთამოებაც შენთა საქმეთა
განცვიფრებითა იქნება მთქმელი.
რისაც ღირსი ხარ, უნდა ჩემგანა
მიიღო, ქალო, ის სასყიდელი.
მუხლთ მოიდრიკე, ქვეყანამ გნახოს,
რომ თვისმა მეფემ ხმალი შეგახოს.
(იოანა დაიჩოქებს. მეფე ამოიღებს ხმალს და შეახებს მას).
ამ ხმლის შეხებით შენ, იოანა,
მეფე განიჭებს თავადობასა.
ადექი, ნეშტი შენთ წინაპართა
მიიღებს იქა ამა ცნობასა,
განდიდდა მათიც ხსენება ქვეყნად.
ეს საფრანგეთმა მთელმა იცოდეს,
შენსა სახელსა შთამომავლობა
უდიდებულესთ ტოლადა სცნობდეს:
და შენ, ვისაცა მეუღლედ გაჰყვე,
უპირველესმა ჩვენის მხრისამა
უდიდეს ჯილდოდ უნდა მიიღოს
ეს საჩუქარი მკლავმა მისამა.
მხოლოდ მიანდე დაასახელოს
საქმრო შენთვისა ხმამ მეფისამა.

დიუნუა

ქალი ჩემია. არა იმიტომ -
კეთილშობილად ეგ შეირიცხა.
თუნდ დამრჩეს მწყემსად, მაგას არ დავდევ,
ჩემს კისერს იყოს ქვეყნისა კიცხვა.
ვუცხადებ ამას ჩემსა მეფესა
და ჩვენს სულიერ წმიდასა მამას,
თუ თვით ინებებს, თუმც თავადი ვარ,
ხელს მეუღლისას მე ვაძლევ ამას.

მეფე

საკვირველია. შენ, იოანა,
სასწაულებსა სხვა მეტი დაჰრთე,
მიკვირს მის ამაყს, შეუდრკელს მკერდში
ტრფობისა ცეცხლი როგორ დაანთე.
მის გული ტრფობამ დღემდე ვერ სძლია.
ეხლა ვუცქერი, ფერი შესცვლია...

ლიაგირი

იოანასი შნო და შვენება
ყველაზე მეტი არს მის სიმშვიდე.
იმას არ უყვარს ჩირთი-ფურთები,
გაბრწყინვებული სძულს მას სიდიდე.
ბეჩავის ბედით, საწყალის გულით
მეცა მწადიან მეუღლედ ვხდიდე.

მეფე

შენც, ლიაგირო? ორი ვაჟკაცი
მთელს საფრანგეთში უსწორ-უტოლო,
გეხვეწებიან, ეხლა შენ იცი -
რომელს აირჩევ რომელს ეცოლო.
რამდენი დასდე ჩემზე ამაგი,
მოსისხლე მტრები დამიმეგობრე.
ნუთუ ერთგულნი სულით და გულით
გახდნენ ჩემთვისა თული, მეკობრე?..
ეს ორივენი სწორნი არიან,
რომელიც მოგწონს, მას ემეგობრე.

აგნესა

ძნელად სათქმელი უცბად უთხარით,
შეჰრცხვა, ხომ ჰხედავთ, როგორ წითლდება?
აცადე ცოტა, გულს დაეკითხოს,
პასუხი მოგცესთ მაშინ იქნება.
როგორც და დასა, მსურს დავეკითხო
შინაურულად, მომეცით ნება.
გულის პასუხსა ქალი ქალს ეტყვის
მისთვის, რომ მასთან არ ერცხვინება.
ამიტომ მინდა ჩვენ, როგორც დებმა,
ჩვენთვის განვსაჯოთ საქმე საქალო
და კიდევაც გთხოვთ ცოტა ხნობითა,
რომ ცალკე ყოფნა ჩვენ დაგვაცალოთ.

მეფე

მაშ ჩვენ წავიდეთ.

იოან

სადა? მეფეო, გთხოვ მოითმინოთ,
რომ ოგახსენოთ, რადაც ვწითლდები.
რასაც დედოფალს მარტოკას ვეტყვი,
არც თქვენთან მცოსცხვენის ვსთქვა ის სიტყვები.
რაინდნო! დიდად მადლობელი ვარ
ჩემდამო თქვენის ყურადღებისა.
ესეც სთქვით, ნუთუ საქმროს საძებრად
დავტოვე სახლი მამიჩემისა?!,
წელზე საომრად ხმალი შევირტყი,
ტანზე ავისხი აბჯარ-აბგარი,
რომ საქორწინო გვირგვინს ქვეშ დავდგე,
ეგრეთი საქმე ვქმნა შესაზარი?!
სტყუვდებით ფრიად, მათ რომ არ უწყით:
ფიქრი მიწოდებს მე სულ სხვაგვარი
არც ასრულდება ის ფიქრი არც როს,
თუ ქალწულება ჩემთან არ არი.
ასეა ჩემზე ბრძანება ღვთისა:
უნდა ხელთ მეპყრას მე ვადა ხმლისა
და არ ვიხილო დედამიწაზე
არა დროებით მე პირი ქმრისა!

მღვდელმთავარი

ნუ გიკვირს, შვილო, მეუღლეობა
ღვთის და ბუნების არის კანონი,
სიცოცხლისა არს ის საძირკველი.
ორივესათვის მით მოსაწონი.
ერთხელც იქნება ხმალს ხელთ გაუშვებ,
რა გათავდება სისხლის ღვრა, ბრძოლა.
დაიწყებ ისევ სოფლურს ცხოვრებას,
დაგენატრება მეუღლის ყოლა.

იოანა

წმინდავ მამაო! ჯერ მე არ ვიცით
რა გზას მიჩვენებს შემდეგ განგება
როგორც ეხლა მაქვს. სავალდებულოდ,
მაშინც მექმნება მისი ბრძანება.
დღეს იმისაგან სხვა ფიქრზე ვდგევარ.
სხვასა გრძნობს გული, სხვა მეზმანება:
მეფეს გვირგვინი ჯერ თავს არ ადგა,
ნელსაცხებელი შუბლს არ სცხებია,
საქმე მაქვს ჯერა დასასრულები,
რაც ჩემთვის ღვთისგან ნაბძანებია.

მეფე

ჯერჯერობით ხომ რეიმსისაკენ
არა ვბრკოლდებით, სწორედ მივდივართ.

იოანა

დაგვიანება ხელს როდი მოგვცემს,
ჯერ გარეშემო გვარტყია მტრები.
უვნებელადა შიგ გაგატარებ,
თუმცა ცდილობენ შეგვიკრან გზები.

დიუნუა

მაშ, იოანა, როცა რეიმსში
შევალთ მეფითურთ ძლევამოსილნი,
მაშინ მაინცა, იმედი მქონდეს
გული გექნება ჩემთვის მოცლილი?
თუ ღმერთმა ბრძანა, მტერი დამარცხდა
და თუ მეც მოვკვდი, ყველა მორჩება,
ცოცხალი დავრჩი, მაშინ მაინცა
ბინა სრა-სახლში მე არ მექნება.

ეფე (დაუჭერს ხელს ხელით)

დღესდღეობითა ღვთისგან აღგზნებულს
შენს სულს მაღალი ფიქრი იტაცებს,
სატრფიალოდა გულს არ სცალიან,
რა ანგელოზთ გუნდს ის შეჰღაღადებს.
მაგრამ გაივლის ეს დრო ტანჯვისა,
თვის კალაპოტში გრძნობა ჩადგება,
მიძინებული მაშინ შენს გულში
სიყვარულისა გრძნობა აღსდგება.
სხვისთვის მხვეჭელი ბედნიერების
თავისათვინაც დაიწყებ ძებნას
და ნეტავი შენ თუ საფერს შეჰხვდი,
ნეტავი შენს გულს, შენს ნეტარებას!

იოანა

(უცქერის მას მწუხარე თვალებით, რომელნიც მძულვარებას ჰხატავენ)

ნუთუ კეთილი იმდენი ვქმენი,
სასწაულებიც ბევრი გაჩვენე,
დაგღალა თვალით იმის სინჯვამა
და გათხოვება მით გამიხსენე?!
უფლის წადილთა მღაღადებელი
ამაოების მსახური გავხდე?!.
თქვე ურწმუნონო! გულითა ბრმანო!
სასწაულებში თავი არ გიჩანსთ.
რითაც ღმერთსა ვგმობ, ისეთს მთხოვთ საქმეს
იმაზე სდგეხართ, რასაც ავს მიზამთ.
სად გაგონილა ქალს ხმალი ერტყას,
ჯარს ბელადობდეს, მტერსა ჰმუსრავდეს,
თუკი განგების ძალა არ იყოს
და უფლის ნება არ არს ყველა ეს?!
დღესავე მოვკვდე, ის მირჩევნია,
ვიდრე გავტეხო უფლისა მცნება.
შურისძიების დროშა დავტოვო,
გულში შეუშვა მე ტრფიალება?
გთხოვთ ნუღარ მეტყვით მაგგვარსა სიტყვებს,
ნუ განარისხებთ ჩემს მფლობელს სულსა,
ბორციელთ ნდომით ვაჟკაცის ცქერაც
მე მეზიზღება, ფრიადა მძულსა.

მეფე

გაჩუმდით ყველა. არ ჰსურს, არ უნდა.

იოანა

უბრძანე, მეფევ, ნაღარა დაჰკრან,
მომწყინდა ასე უქმადა გდება.
რადაგვიანებ დაწყებულ საქმეს? -
ხმა მესმის ციდან, უფალი სწყრება.

გამოსვლა მეხუთე

იგინივე. რაინდი შემორბის აჩქარებით.

მეფე

რა ამბავია?

რაინდი

მარენის ახლო მტერი გროვდება
და საომრადა კვლავ ემზადება.

იოანა (აღგზნებით)

ბრძოლა, ბრძოლა!
განთავისუფლდა ტყვეობით სული,
ხმალი აიღეთ, ვის გერჩისთ გული.
მე კიდე წავალ, გავაწყობ ჯარსა.

მეფე (ლიაგირს)

გაჰყევი თანა. ვუწყი მე მტრისა
მისწრაფება და გულის ღიტინი:
მას ჰსურს რეიმსის გალავნის წინა
მომზადოს თავით მეფის გვირგვინი.

დიუნუა

მტერს ვაჟკაცობა როდი ამხნევებს,
ეგ მომაკვდავის არის ქშიტინი.

მეფე (ჰერცოგს)

მე შენ, ფილიპე, არ გიხმობ, მხოლოდ -
დანაკარგისა პოვნის დრო დადგა.

ჰერცოგი

დღესვე ვიპოვო იმდნად ვეცდები,
შენც მადლობელი დიდად მექმნები.

მეფე

მე თავად უნდა ჯარს წინ გაუძღვე,
დავიმსახურო გვირგვინი ბრძოლით.
დამგვირგვინებელ რეიმსის წინა
საკუთარის ხმლით, საკუთარი შრომით.
ჩემო აგნესავ, ნუ შესწუხდები,
მალევე გნახავ, იყავ მშვიდობით!

აგნეს (ხელს აძლევს)

მე არა ვტირი. სული დამშვიდდა,
ჩემი იმედი მივანდე ღმერთსა.
ამდენს ნიშნებსა ბედნიერების
ბოლო დროს ღმერთი შეუცვლის ფერსა?
გული მაუწყებს, მტერი იძლევა
და დაჰბრუნდები შენ გამარჯვებით.
და ჩვენც ერთადა ქალაქ რეიმსში
ერთმანერთს ვნახავთ, იქ შევიყრებით.

(ყველანი გადიან, სცენა იცვლება; მოსჩანს გაშლილი მინდორი, მაზე მოსჩანს გაფანტული ჯგუფ-ჯგუფად ხეები. სცენის გარეთ საომარი საკრავების ხმა მოისმის, თოფის სროლა, ჟღერა აბჯრისა. მებრძოლნი გარბიან სცენაზე. ბოლო დროს სიმშვიდეა. სცენა დაცარიელდება)

გამოსვლა მეექვსე

ტალბოტი შემოდის დაჭრილი, დაყრდნობილია ასტოლფზე, მას მოსდევენ მხედარნი, ჩქარა გაჩნდება ლიონელიც.

ტალბოტი

ძმებო, სჯობია მე აქ დამტოვოთ,
ამ ხეთა ძირსა სული დავლიო.
წადით, უშველეთ თავიანთ ძმებსა,
ვინძლო მხნედა და მედგრად იბრძოლოთ
მე უთქვენოდაც კარგად მოვკვდები,
ვინძლო მტრის ჯავრი არ გამაყოლოთი.

ფასტოლფი

დღევ უბედურო! მუხთალო ბედო!
..........................(ლიონელს)

შენ რაღად მოხველ აქ, ლიონელო?
ჭრილობით კვდება გმირი სარდალი,
შენ დაიფარე, უფალო, მხსნელო!

ლიონელი

ღმერთო, გვიხსენი! ადექი, ტალბოტ.
განა გეჭირვა ისეთი წყლული,
რომ ვერა სძლიო შენ მის სიმკაცრეს
და დაანებო სიკვდილსა სული?!

ტალბოტი

სულ ტყუილია. განგებამ ბრძანა:
საფრანგეთს გაქრეს ჩვენი მეფობა.
ვეურჩე იმას, სიცოცხლე მივეც,
ვერაფერს გახდა ჩემი მხნეობა.
რეიმსი გვერთმის, პარიზს უშველეთ,
თუ ვისმე შეგრჩათ ვაჟკაცთ ზნეობა.

ლიონელი

ჩვენთვის პარიზი აღარ არსებობს,
იგი დოფინსა ზავით შეეკრა.

ტალბოტი

(იძრობს წყლულიდან სახვევს)

რად მინდა წყლულის მოსახვევები,
იდინე, სისხლო, რაც შეგიძლია!
აღარ მწადიან მზესა ვხედავდე,
რაც მალე მოვკვდე, ის მირჩევნია.

ლიონელი

ფასტოლფ, აქ ყოფნა მე ხელს არ მომცემს,
მით უმეტესად, როგორც სარდალსა.
შეგვავიწროეს ყოველი მხრიდან,
ყველგან იღებენ ჩვენსა სანგარსა.
როგორც ცხვარი თხას, ქალს უკან სდევენ,
დაჰმსგავსებიან მთის ნიავღვარსა.

ტალბოტი

უგუნურებავ, შენ გაიმარჯვე
და მე კი აქა უშნოდა ვკვდები.
შენს ძლიერებას, როგორც დავრწმუნდი,
ვერ გაუძლებენ თითონ ღმერთები.
ამაყო ჭკუავ, სიბრძნისა ძეო,
კაცთა სიცოცხლის ლიბოვ და ბურჯო,
ქვეყნის მმართველო, გამბრწყინვებელო,
უგუნურება, ვით გჯაბნის, უჭკო?!
მას ვერ აჰლაგმავ და ორივენი
მაღალი კლდიდან უფსკრულში სცვივით.
წყეული იყოს დიდ განზრახვათა
სიცოცხლეს სწირავს ვინცა გიჟივით
და ისიც, ვინცა სწორე გზას ირჩევს,
უეკლოს, მართალს, ყველასგან ქებულს.
ორივეს ვსწყევლი, რადგან ქვეყანა
ეკუთნის მხოლოდ უგუნურთ კრებულს.

ლიონელი

ცოტა დრო დაგრჩა სასინანულოდ,
ტალბოტ, ღმერთს რატომ არ მოიგონებ?

ტალბოტი

რომ მამაც მტრისგან დავჯაბნილიყავთ,
როგორც მამაცნი მამაცთაგანა,
სხვა რა მეთქმოდა გარდა იმისა,
ეს მოხდა-მეთქი ბედისაგანა.
მაგრამ ჩვენ მტრადა ჩვენი თავი გვყავს,
გავცუდდით მჩატე ოცნებისგანა
ღირსი არ იყო ნუთუ ჩვენი ცდა
მოწყალებისა მეუფისგანა?!

ლიონელი

მშვიდობით, ტალბოტ! ვით მეგობარი,
ცრემლს, თუ არ მოვკვდი, კვლავ შემოგწირავ,
ისევ ბრძოლისკენ მიმეჩქარება,
თუმც მენანება, რომ ეგრე გწირავ,
ჯერ განაჩენი ბედისწერისა
არ წაკითხულა, არა გვსმენია.
საიქიოსაც ვნახავთ ერთმანერთს,
დიდხან სიცოცხლე არ დამრჩენია.
დიდის ხნის ძმობა ერთს წუთში წყდება,
წუთისოფელი სულ ასე შვრება.

(მიდის)

ტალბოტი

ერთი წამი და ჩემი სიცოცხლე
მერე ხარკს მივცემ მიწას და მზესა,
ავსა თუ კარგსა ჩემს არსებისას,
ხელთ მივაჩეჩებ ვით ჩალა-ბზესა.
ქვეყნად განთქმულის, გმირის ტალბოტის, -
ვის ვერ უძლებდა ვერც ერთი მტერი, -
იმის კაცობის ერთი შებერვა
ამ ქვეყნად რჩება მხოლოდღა მტვერი.
ცხოვრებისაგან გვემულ-ტანჯულთა
სიკვდილი ბრჯღალსა ჩაგვჭიდებს როსა,
სამასხროდ ხდება, რასც შევნატროდით,
რაც დიდად გვიჩნდა სიცოცხლის დროსა.

გამოსვლა მეშვიდე

მეფე, ჰერცოგი, დიუ ნუა, დიუ შატელი და მხედარნი (შემოვლენ)

ჰერცოგი

ბრძოლა გათავდა.

დიუ ნუა

ჩვენ გავიმარჯვეთ.

მეფე (შეჰნიშნავს რა ტალბოტს)

ის ვინ წევს იქა მიტოვებული,
სულს ჰლევს, არა ჰგავს უბრალო მხედარს,
ეს მას ემჩნევა ჯაჭვ-აბჯარზედა,
უშველეთ, ვიდრე მზეს თვალით ჰხედავს.

(მხედარნი მიუახლოვდებიან ტალბოტს)

ფასტოლფი

ახლოს ნუ მოხვალთ! განზე დადეგით,
პატივისცემა გმართებსთ იმ მკვდრისა,
პირისპირ მისულთ ხელჩართულს ომში,
ვისიც გზარავდათ პრიალი ხმლისა!

ჰერცოგი

რას ვხედავ ამას? მოკლულს ტალბოტსა!
(მიუახლოვდება. ტალბოტი შეჰხედავს რა მას, სწრაფადა კვდება)

ფასტოლფი

ახლოს ნუ მოხვალ, შორს, მოღალატევ,
რომ საზიზღრობა გმირმა არ ნახოს,
აფსუსი არის იმისი სახე
განსვენების დროს რომ დაიჩმახოს.

დიუ ნუა

ჰა, გადი, ტალბოტ, უძლევო გმირო,
შენ არ იკმარე მთლად საფრანგეთი
და ახლა ჰხედავ რომ მეტიც მოგდის
მიწის ნაჭერი, პატარა, ერთი.
...........(ხმალს. მოდრეკს წინაშე მეფისა)
მხოლოდ მეფობას ეხლა გილოცავ,
რაკი ამ გვამსა სული განშორდა,
ვიდრე ტალბოტი ცოცხალი იყო,
შენს თავზე მეფის გვირგვინი, თრთოდა.

მეფე

(შეჰხედავს რა მიცვალებულის გვამს)

ზეცის ბრალია ამის სიკვდილი,
ჩვენის ხელითა არ არს მოკლული,
ხმალი და ფარი არ გაუცია,
დაულევია იმათთან სული.
მომკვდარა ისე, ვით გმირსა ჰშვენის,
ამას სცოდნია მამაცთა რჯული.
....................(მხედართ)
წაასვენეთ და კარგად დამარხეთ,
პატივისცემით, ვაჟკაცი სრული!
......(გვამი ტალბოტისა მიაქვთ)
ღმერთმა აცხონოს! გმირთ ქვეყანაში
აწ განისვენოს გვამმა გმირისა,
ძეგლად ეყოფა, რომ შუაგულში
საფრანგეთისა არს ნეშტი მისა.
ჯერ ამ მიჯნამდე არ მოღრწეულა
და არც დადგმულა ფეხი სხვა მტრისა,
საუკეთესო ძეგლია მისთვის
მოსაგონებლად შვილიშვილისა.

ფასტოლფი

(აძლევს ხმალს მეფეს)

მე ტყვე ვარ თქვენი.

ეფე (უკანვე უბრუნებს ხმალს)

არა, რაინდო! რაკი ბრძოლა გვაქვს,
განა ზნეობით ისე გავფუჭდეთ, -
რომ ვინაც თავის სარდალსა იცავს
ვაჟკაცურადა, - იარაღს ვყრიდეთ?!
ჰო, დიუ შატელ, მართლა, აგნესა
ჩემი, ვინ იცის, იწვება შიშით.
წადი, უთხარი, რომ გავიმარჯვეთ
და საგვირგვინოდ რეიმსში ვუცდით.
...................(დიუ შატელი მიდის)

გამოსვლა მერვე

იგინივე, ლიაგირი

დიუ ნუა

აქ ხარ, ლიაგირ? ჟანა სადღაა?

ლიაგირი

როგორ? მე იგი თქვენთან მგონია,
ქარმა ბრძოლისამ შორს გამიტაცა,
ქალი მაშინა თქვენს ახლო დარჩა.

დიუ ნუა

მე შენზე ადრე მეფის საშველად
ხმალამოწვდილი ვეშურებოდი,
იმ იმედითა, რომ იოანას
მარტოდმარტოსა არ დასტოვებდი.

ჰერცოგი

ამას წინადა მე თითონ ვნახე,
რომ მტრის გროვასა შუაზე ჰხევდა,
ხელში ეჭირა დროშა თავისა
და მიდამოსა თეთრს ფერსა სდებდა.

დიუ ნუა

ღმერთო! ავჩქარდეთ, ვინ იცის ბრძოლამ
უბედურება რამ შეამთხვია?..
მარტოკა იბრძვის, მეშველი არ ჰყავს
და მტრის რაზმები გარს ახვევია.

მეფე

უშველეთ, ჩქარა!

დიუ ნუა

მე კი მივრბივარ.

ლიაგირი

და მეც შენთანა.

ჰერცოგი

ყველანიც ერთად.

(ყველანი აჩქარებით მიდიან).

გამოსვლა მეცხრე

უცხო ადგილია ბრძოლის ველზე. კლდიანი, ხეები მოსჩანს. შორს კოშკები მოსჩანს რეიმსისა, ჩამავალი მზის სხივით გაბრწყინებული, რაინდი შავს ჯაჭვ-მუზარადში, ჩაფხუტჩამოფარებული. იოანა მისდევს მას. იგი შედგება.

იოანა

ფლიდო, გაგიგე შენ ეშმაკობა,
ცხარე ბრძოლიდან გამომიტყუე,
ვითომ შეჰშინდი და გამექეცი,
გაგიგე ფიქრი, რისთვისც იცრუვე.
გინდა, რომ ძმები გადაარჩინო
და მოარიდო ჩემის ხმლის კვეთას.
შენ თანამოძმეთ ჯავრს შენზე ვიყრი
და დაგიბნელებ მზის თვალით ხედვას.

შავი რაინდი

საკვირველია, განმძვინვებული
რისათვის მომდევ, რა. გინდა ჩემგან?
ტყუილად სცდები, მე კარგად ვიცი,
რომ არ მოვკვდები არა დროს შენგან.

იოანა.

შავო და ბნელო, წყვდიადის მსგავსო.
მძულხარ, როგორაც ღამის სიბნელე.
მსურს დაგამიწო ამავე წუთში
და არც მაწუხებს ფიქრის სიძნელე.
რატომ არ მეტყვი, ვინ რაინდი ხარ,
აბა, აიძრე პირით ჩაფხუტი.
რომ არ მომეკლა ჩემის ხელითა,
ვიტყოდი მართლა შენ ხარ ტალბოტი.

შავი რაინდი

წინასწარმეტყველს ნიჭი აღარ გაქვს?
თითქოს აქამდის ყველასა სცნობდი?..

იოანა

არა, იგივე მე მას მიქადის,
მაღალის ხმითა მეჩურჩულება,
რომ უბედობას შენსას ჩემიცა
უცილობელად ზედ დაერთობა.

შავი რაინდი

ჟანა დარკ, გირჩევ, დღეს-აქამომდე
ლაშქრობის ღმერთი შენა გწყალობდა,
რეიმსამდენა შენ გაიმარჯვე,
იხსენ, ვინაც კი ჩვენგან წვალობდა.
ბედი გაგიხდა ყურმოჭრილ ყმადა, -
შენზე ეჭირა თვალი და ყური.
მოდი იკმარე, რაც სახელი ჰქმენ,
ვიდრე შეიპყრობს ბედის გულს შური,
ბოლომდე იგი არავის წყალობს,
რაც უნდ მხნე იყავ, რაც უნდ ერთგული.

იოანა

შენ ვინა გკითხავს ჩემის ბედისას?
რად გწადის. ავცდე არჩეულს გზასა?
ვიდრე აღთქმასა არ ავასრულებ,
საბრძოლველადა მუდამ ვარ მზასა.

შავი რაინდი

ძლიერო ქალო, ყურს არვის უგდებ,
ვიდრე შენს ხმალსა წინ უძღვის ძლევა,
გაგახალისა მჭრელმა მახვილმა,
მაგრამ დღეს გიჯობს უკან დახევა.

იოანა

ხმალს არ გავუშვებ, ვიდრე თქვენ გხედავთ
და სათითაოდ სულ არ გაგწყვეტავთ.

შავი რაინდი

აბა, უცქირე, რეიმსის კოშკებს
და საყდრის გუმბათს გაბრწყინვებულსა.
შენ იქ მეფითურთ დიდებით შეხვალ,
გვირგვინს დაადგამ განდიდებულსა.
მხოლოდ საყდარში ფეხი არ შესდგა,
თორემ იცოდე წასწყმედავ სულსა.

იოანა

რატომ არ მეტყვი, ვინ ხარ? საიდან?
გსურს შემაშინო მლიქვნელო ენით,
გსურს ამირიო ქალსა გზა-კვალი
ცრუ-მკითხაობის შენისა სმენით.
(შავს რაინდს წასვლა სწადიან, იოანა წინ გადაეღობება)
პასუხი მომეც! შედეგ, ან მოკვდი.
...............(ხმალს ასწევს, უნდა დაჰკრას)

შავი რაინდი

(ხელს შეახებს, იოანა აღარ ინძრევა)

მომკალი, ვითომ სიკვდილი რაა?
(ჭექა-ქუხილი ისმის. რაინდი მიიმალება)

იოანა

(დიდხანს გაჩუმებულია, განცვიფრებაშია. მერე თითქოს გონებაზე მოდის და ამბობს)

იგი არ იყო ამქვეყნიური,
სწორედ, ნამდვილად ზმანება იყო,
ბოროტი სული ჯოჯოხეთისა,
რომ ჩემი რწმენა რჩევით დაემხო.
მაგრამ ვიდრე მაქვს ხმალი ხელშია,
ჩემის მეუფის მახვილი მჭრელი,
ვინ დამიდგება წინ რომ შემდრიკოს,
რაც უნდა იყოს ის საშინელი.
რასა ვტორტმანობ, ბრძოლა მეძახის,
მტერი სრულიად შევმუსრო უნდა,
ვიდრე ღმერთია ჩემი მფარველი,
თვით ჯოჯოხეთიც მობრძანდეს თუნდა!

გამოსვლა მეათე

იოანა, ლიონელი

ლიონელი

შენ, ჯადოქარო, მე შემებრძოლე,
ერთი ჩვენგანი აქ უნდა მოკვდეს.
გმირი ტალბოტიც შენგან დაჭრილი
მე დავამკაცრე, სულს ჰლევდა ოდეს.
და სხვა რამდენი გმირი მოიდნე,
მსურს გაზღვეინო ვაჟკაცთა სისხლი,
ან უნდა თვითაც იმათებრ მოვკვდე,
გულში მეც ეს მაქვს გადაწყვეტილი.
ვიდრე ჩვენგანი ერთი მოკვდება,
ბარემ გაიგე ვისთან გაქვს საქმე.
ბრიტანელის ვარ ჯარის სარდალი,
სახელად მქვიან მე ლიონელი,
არავისაგან ჯერ არ ძლეული.

(მიიწევს ხმალდახმალ. ერთს წამს შემდეგ იოანა ხმალს ართმევს ხელიდან)

ჰა, კიდევ ბედი!

(ხელდახელ ჭიდაობენ. ჭიდაობის დროს იოანა მუზარადს მოაგლეჯს თავიდან, ლიონელი თავშიშველა რჩება... იოანა ხმალს ასწევს დასაკვრელად, თან ეტყვის:)

იოანა

თვით ღვთისმშობელი ჩემის ხელითა
რომ მოჰკვდე, სწორედამასა ბრძანებს.
(ამ დროს იოანას თვალები ლიონელისას შეეყრება და
ხელიც მისი დაეშვება დაბლა)

ლიონელი

რაღას ჰგვიანობ? დამკარი რაღა?
მომკალი ბარემ, რომ სირცხვილს მოვრჩე.
რისთვისღა მინდა უშნოდ ვიცოცხლო,
თუნდა ათასს წელს ცოცხალი დავრჩე.
..............(იოანა ხელით ანიშნებს, გაიქეციო)
ვერ გავიქცევი, თავს ვერა ვკადრებ და
სიცოცხლეში ნამუსს ვერ მივცემ.
ნუღარ ჰგვიანობ, მომკალი ბარემ.

იოანა (არიდებს თვალებს)

იმას არ დავდევ - შენი სიცოცხლე,
თუ ჩემს ხელშია ოდესმე იყო.

ლიონელი

შენც მეჯავრები, შენი ძღვენიცა,
არ ველი შენგან შეწყალებასა,
მოკალი იგი, ვინც შენა გკლავდა,
არ იშურებდა შენთვის ვნებასა.

იოანა

შენ მომკალ თუნდა და ისე წადი!

ლიონელი

ეს რაღა მესმის?

იოანა (თვალებზე ხელს იფარებს)

ვაჰ, უბედურო, შენ, ჩემო თავო!

ლიონელი (მიუახლოვდება მას)

ვითომ ხმა დადის, ბრიტანელთაგანს,
რომ არავისაც არა ჰზოგავდი.
მე რადღა მზოგავ, და მეც არ მომკლავ?

იოანა

(თავს ძალას ატანს, აიმაღლებს ხმალს, რომ დაარტყას, მაგრამ შეჰხედავს რა იმას, ხმალს დაუშვებს)

ოჰ, ღვთისმშობელო!

ლიონელი

წმინდანთა კრებულს ამაოდ უხმობ,
დიდი ხანია უარგყო ცამა.

იოანა (მეტისმეტად განრისხებული)

გამიწყრა ღმერთი! ვაი ჩემს თავსა!
რა დამემართა ამ უბედურსა?
ჩემს აღთქმაზედა ავიღე ხელი.
სჩანს, ანგელოზი შემომწყრა მცველი.

ლიონელი (შეეცოდება და მიდის ახლო)

როგორ მებრალვი, შე უბედურო,
მხოლოდ სულგრძელად მე მომეპყარი
და ჩემი გულიც შენსკენ მოილტვის,
მხოლოდ შენთვისა იგი არს მკვდარი.
რატომ არ მეტყვი სადაური ხარ?
შენი სამშობლო საითკენ არი?

იოანა

წადი! გამშორდი!

ლიონელი

მით მებრალები, ახალგაზრდა ხარ,
და სიტურფითა ვარდივით ჰყვავი,
შენის სახისა მეტყველებამა
აღმიგზნო გულში გრძნობები მწვავი.
მინდა გიშველო, მოდი გამომყევ,
დასტოვე, მოდი ეშმაკთან ზავი.
დასტოვე ხმალიც ბრიტანელების
შეუწყალებლად, უღმერთოდ მსრავი.

იოანა

ვაჰხმე უბედურს! აღარ ვარ ღირსი ვატარო იგი.

ლიონელი

მაშ გადააგდე; ჩემთან წამოდი.

იოანა (შეშინებული)

შენთან? ოჰ, ღმერთო, ღმერთო!

ლიონელი

წამოდი ჩემთან! ჯერ კიდევ დროა
და იმედია, რომ გეშველება.
შენს გამო ჩემსა გულ-გონებასა
გაუგებარი სჭირს მჭმუნვარება.
შენ კი გიშველი, სული ისწრაფვის,
რაც უნდა ვნახო. მე მწუხარება.

(ხელს დაუჭერს. შორს გამოჩნდებიან დიუნუა და ლიაგირი)

იოანა

ოჰ, ღმერთო! აგერ თვით დიუნუა.
ახლოს არიან, უშველე თავსა!

ლიონელი

მე გყევარ მცველად.

იოანა

არა და არა! წადი, გაიქე! თორემ თუ მოგკლეს,
თვით მეც მოვკვდები...

ლიონელი

ნუთუ ეგრეცა ძლიერ გიყვარვარ?

იოანა

ოჰ, ღვთისმშობელო!.

ლიონელი

ვნახავთ ოდესმე კიდევ ერთმანერთს?
გავიგებ რასმე კიდევ შენზედა?

იოანა

არადროს, არა, სრულ ვერაფერსა.

ლიონელი

ეს ხმალი მქონდეს მე გირაოდა,
რომ კიდევ მნახო ერთხელ როდისმე.
......(ართმევს ხელიდან ხმალსა)

იოანა

რას შვრები მაგას, შე უგუნურო?

ლიონელი

მე ეხლა ძალას ვემორჩილები.
ერთმანერთს ვნახავთ ერთხელც იქნება.
.................(მიდის აჩქარებით)

გამოსვლა მეთერთმეტე

დიუნუა, ლიაგირი, იოანა

ლიაგირი

აგერა ქალი!

დიუნუა

აწ, იოანა, ნუ გეშინია,
ჩვენ აქა გყევართ.

ლიაგირი

ლიონელი არაა, აგერ რომ მირბის?

დიუნუა

მოშორდი... ჟანა, ბრძოლა გათავდა,
რეიმსის კარი უკვე გაიღო.
მოქალაქეთა და მთელმა ხალხმა
დიდის დიდებით მეფე მიიღო.

ლიაგირი

რა ემართება? ქალს ვეღარა ვცნობ,
ფერი წაჰსვლია, კიდეც ირყევა.

დიუნუა

დაჭრილი ხარ თუ? (იოანა იმათ ხელზე წაიქცევა)
გავხადოთ ჯაჭვი. მხარში დაჭრილა,
მხოლოდ მსუბუქად...

ლიაგირი

რომ სისხლი მოსდის.

იოანა

ეგრე სჯობია. ვიდრე ცოცხალ ვარ,
სისხლიც მდიოდეს.
..............(გრძნობასა ჰკარგავს)

3.1.5 მოქმედება მეოთხე

▲ზევით დაბრუნება


გამოსვლა პირველი

მდიდრად მორთული სასტუმრო ოთახი. სვეტები აღარა სჩანს გარს შემოხვეულ ყვავილებში. შორიდან მოისმის ფლეიტის და დაბდაბის ხმა. ეს ხმა არ შესწყდება პირველ სცენის განმავლობამდე.

იოა

(სდგას დაფიქრებული და ყურს უგდებს. შემდეგ ამბობს:)

რაც აღთქმა მქონდა, ღვთით, შევასრულე:
გათავდა ომი, გათავდა ბრძოლა.
სოფელ-ქალაქთა თავი აიღეს,
ყველას ალაღებს თვის მეფის ყოლა.
ლომად ქმნილია ფრანგების გული,
წარბს ვერ შეუხრის მათ მტრისა რჩოლა.
მეფეს დაედგმის თავზე გვირგვინი,
წელს დაუმშვენებს წინაპართ ხმალი.
მას შეჰფოფინებს აღტაცებული
საფრანგეთისა გული და თვალი.
დიდის საქმისა შესასრულებლად
აყვავებულა მთელი ტაძარი.
დღეს ისე უჩანს ფრანგებს სამშობლო,
ვით შვილს მშობელი მკვდრეთით ამდგარი.
დიდთა, მცირეთა გულს აღფრთოვანებს
გრძნობა ბრწყინვალე მზის შესადარი.
და მე კი, ვინაც გახდა მიზეზი
მშობელი ქვეყნის განახლებისა,
უნდა ვიმალო, ვითა იუდა,
ჭირად მესახვის ლხენა სხვებისა.
ოცნება მაფრენს ინგლისელთა
შორის, იქ არს მიზეზი ჩემის ვნებისა.
მეგობრებისა სახე მაშინებს,
გავხდი ერთგული ჩვენის მტრებისა.
იმიტომ ვცდილობ ნაკლის სამალად
ვიყო მუდამჟამს მარტოდმარტოდა,
რომ წამწყმედელი ეს ჩემი ვნება
არ მჟღავნდებოდეს ხალხთ შესატყოდა.
როგორ? განა მე ღვთის ფიცს გადვიდე
და გული მივცე დაბალს გრძნობასა?..
ბედნიერების ქვეყნად მთესველმა
და არ მოვიდე იმდნად ცნობასა.
მიყვარდეს შვილი სამშობლოს მტრისა,
ვინაც ცდილობდა ჩვენს დამხობასა?
გულმა ვით გასძლოს? სვინდისის ქენჯნა?
როგორღა ვნახო დღისა ნათელი?
ტრფობის მტვირთველი სირცხვილისაგან
ისე დავიწვი, როგორც სანთელი.

(მა საკრავებისა სცენის გარეთ შეერთდება ერთს ტკბილ და ნაზ ჰანგად)

ოჰ, რა ტკბილია.
რა ტკბილი ჰანგი!
ეს კი გულზედა
მედება ჟანგი.
თვალთ მელანდება
სახე საამო
და საამური მისი ხმა მესმის,
ასტყდეს, ნეტავი,
ისევაც ბრძოლა,
ხმლისა ტრიალი,
და თოფის სროლა,
რაზმი რაზმს მიჰყვეს
საბრძოლველადა,
ჩემის კაეშნის დასაწველადა.
ნეტავი მისწყდეს ეგ ტკბილი ხმები -
სულს რომ მირყვნიან ნეტარებითა!
ვეგზნები, ჰყურობთ? სატირელი ვარ,
რაც ვიყავ მასთან შედარებითა.
(დაჩუმდება. შემდეგ გამძვინვარებით.)
მე არ შემეძლო განა მის მოკვლა?
მაგრამ, მითხარით, როგორ მოვკლავდი,
რომ შემეცოდა, მაჯა მოდუნდა,
როცა მის ტურფას სახეს ვხედავდი.
განა ცოდვა ვქმენ რომ შევიბრალე?..
ლამაზის მოკვლას ვით გავბედავდი?
ჰაი, ცბიერო, წუწკო, დიაცო,
როგორ ატყუებ კაცსა და ღმერთსა?
თუ სიბრალულით ხელმძღვანელობდი,
რადარ ჰზოგავდი ბრძოლაში სხვებსა?!
რამდენს გევედრა ცრემლის ფრქვევითა:
შემიბრალეო, ყრმა ვალიელი?
მისი გოდება შენის სმენისთვის
იყო ვით ქარი, ხმა ცარიელი.
არა, სიბრალულს ნუ დააბრალებ,
სხვას გიბრძანებდა გრძნობა ძრიელი.
ამ უბედურმა როგორ გავბედე
ლამაზი მისი სახის დანახვა.
გულმა სხვა გვარად დამიწყო ძგერა,
მყის ჩამესახა სულ სხვა განზრახვა.
ვინაც ბრძანებას უფლისას მისდევს,
იგი დაბრმავდეს უნდა თვალებით,
სხვა ყველა გრძნობა გულში დაიხშოს
და ის აკეთოს მხოლოდ მკლავებით.
მე ნება მივეც თვალთა ხედვასა,
გავინაწყრომე მიტომ უფალი.
უმფარველოდა დატოვებულსა
ბოროტმა სულმა ჩამჭიდა ბორჯღალი.
(ჩაფიქრდება. საკრავებს ყურს დაუგდებს. შემდეგ ამბობს:)
მეცხვარის ჯოხი ამ უბედურმა
რისთვის გავცვალე სისხლისმღვრელ ხმალზე?
საკვირველებით მოსილო მუხავ,
რისთვის მიყვარდი შენც აგრე ძალზე?
ანგელოზების შორის ვცხოვრობდი,
მეხატებოდა ცის ბრწყინვალება,
დღეს სხვა სურვილით გატაცებულსა
ცისკე ახედვაც კი მეზარება.
დიდებულ ძალის დიდი წადილი
რომ ავასრულო რით შემიძლიან?
მტრობას ეს გული აღარა ჰგუობს,
როს სიყვარული იმას სწყურიან.
ცოდვილის მიწის ალბათ წესია,
ადამიანი იმიტომ მქვიან.
დედავ ღვთისაო, ღირსი გამხადე
მეხილა შენი ბრწყინვალე სახე.
შენგან გვირგვინი აღარ მეკუთვნის,
რაკი მაცდურმა დამიგო მახე.
მე ვერ შევიძელ, ყოვლად მოწყალევ,
რომ ამესრულა შენი ბრძანება.
ცით მოვუწოდე სულნი წმინდანნი,
ვისც არ აწუხებსთ არც ერთი ვნება,
ვისაც არ უდუღს სისხლი ძარღვებში,
შენ მსახურადა ის გამოდგება.
რა გავიმსჭვალე ცოდვილის ფიქრით,
შენს ახლო ყოფნა აღარ მიხდება.
ვიღაცა მწყემსი და დიდი საქმე,
ლაშქრის სარდლობა საიდან სადა?..
მეფეთა ბედსა მე განვაგებდე?
თავის სამწყემსო დავტოვე რადა?..
გზა ეკლიანი მე მომიჩინე,
გზა დამღუპველი ზედ სავალადა.

გამოსვლა მეორე

აგნესა, იოანა

აგნესა

(მიდის დიდადაღელვებული იოანასთან. უნდა ყელზე შემოეჭდოს, დაფიქრდება რა, დაემხობა მის წინაშე მუხლებზე...)

ღირსი ხარ ვკოცნო შენთ ფერხთა მტვერი!

იოანა

(ცდილობს ფეხზე წამოაყენოს)

აგნესავ! ადე,
რისთვის ივიწყებ თვის ღირსებასა?

აგნესა

ხელი გამიშვი. სიხარულითა
ხომ ხედავ ფეხზე ვეღარა ვდგები.
მხსნელი ანგელოზად ჩვენ მოგვევლინე,
ასე მწადიან, ასე ვიქნები.
ღვთიური ძალის გამომხატველსა
რა ვქნა, თუ აო გცე მაშ მე თაყვანი?
ტაძარში მეფე შემოსილი დგას
და ეკურთხება დღეს მის გვირგვინი,
რეგალიები მოაქვთ პერებსა
და ხალხს გროვ-გროვად მოაქვს ბაბანი.
ზარების რეკვა სმენის დამხშობი
და სიხარულის ჟღავ-ჟღუვი ხალხის
ყოველ მხრით ისმის. არ შემიძლიან
მე გულგრილადა თმენა ამ ამბის.

(იოან წამოაყენებს ფეხზე. აგნესა თვალებს თვალებში უყრის)

ყველა ამ საქმის სიკეთის მქნელი
გულგრილად შესცქერ თავისვე ღვაწლსა.
არაფრადაგდებ შენ ჩვენ სიხარულს,
ჰხედავ და არ სცნობ ზეციურს მადლსა.

(იოანა მაგრა ჩასჭიდებს აგნესას ხელს, დაფიქრდება რა, უცბად ისევ გაუშვებს)

ნეტავი გეგრძნო ტრფობის სიამე,
სიყვარულითა აღგეგზნო გული.
როდემდის უნდა ტრფობას ემალო
და მკერდი გქონდეს რკინით შეკრული?
ჩემს გულს აგზნებულს სიყვარულითა
აშინებ შენა შეარაღული.
ომი გათავდა, რისთვისღა გინდა,
სჯობს მოიშორო აბჯარი სრული.

იოანა

რასა სთხოულობ, ნეტავი ჩემგან?

აგნესა

ხმალს ხელი უშვა და სიყვარულით,
როგორაც ქალმა, გული აღიგზნო.
მინდა რომ ქალი დაჰრჩე ქალადა,
ტრფიალებისა შენც რამ გაიგო.
შეყვარებული არ ვარგა ქალი,
როს წელს არტყია ხანჯალი, ხმალი.

იოანა

რომ იარაღი მე ჩემს თავადა
ჩამოვიყარო, ეგ არ იქნება.
უიარაღოც წავალ ბრძოლაში,
გული იქითკენ მიმეზიდება.
ათასჯერ მიჯობს მე იქ სიკვდილი
თქვენთან მოლხენას, თქვენთან ქეიფსა.
ჩემი ბუნება მაგას ვერ თვისობს
და ვერცა ვნახავ თქვენთან ხეირსა.

აგნესა

გრაფ დიუნუა ჩვენს მხედრობაში
ყველა ღირსებით გათქმული არი
თუ ვაჟკაცობით, თუ ზნეობრივად
შენთვის იტანჯვის ტრფობითა მკვდარი.
მერწმუნე, მეტი ჯილდო სხვა რა ვსთქვათ,
როცა ქალს ეტრფის ეგეთი გმირი?
ის ხომ ყველაზე უტურფესია,
თუ ქალმაც იმას უჩვენა პირი.

(იოანა ზიზღიანის სახის გამომეტყველებით ზურგს შეაქცევს)

შენ ის არ გიყვარს და კი არ უწყი,
რომ საზიზღარი მხოლოდ იგია,
ვინც ჩვენ სიყვარულს არ უწყობს ხელსა
და საყვარელიც გაუტაცნია.
რას ვამბობ? შენ ხომ არავინ გიყვარს
და სიყვარულის მიტომ ხარ მტერი?
ნეტავ შემასწრო, რომ სატრფიალოდ,
ერთხელაც შენს გულს ეცვალოს ფერი.

იოანა

გებრალებოდე, ჩემო აგნესავ,
იტირე ჩემი უბედო ბედი!..

აგნესა

რადა? მაგ სიტყვებს რისათვის ამბობ?
ბედნიერებას შენს რა აკლია?
სამშობლოს მტერი ფრანგებმა არა,
მარტოკა შენმა ძალამა სძლია.
შენგან რეიმში დიდებულადა
დევნილი მეფე მეფედ დამტკიცდა,
თვითეულს ჩვენგანს წყლული მოურჩა,
რაც კი მტრისაგან გულზედა გვჭირდა.
ხალხი გაღმერთებს, სამშობლოს ხსნასა
უპირველესად შენს ღვაწლად სთვლიან
და ისე მეფე არავის უყვარს,
როგორაც შენს წინ ქედებსა ხრიან...

იოანა

ვაჰმე, ნეტავი, შესაძლო იყოს,
დაგმალვიყავით ქვესკნელში თქვენა.

აგნესა

ნუ იტყვი მაგას, ნუ გამაგონებ!
სხვა ვინ ღირსია ნახოს ნათელი,
როცა შენგნითაც ეგ სიტყვა მესმის?
თავს დაბლა ჰხრიდე, გედვას მკვდრის ფერი?
მაშ მე შემშვენის გამოვიჭიმო
და მოვიღერო ამაყად ყელი,
ისეთი დაბლის ფიქრის მტვირთველმა,
რომლის სირცხვილით ვერც კი ვარ მთქმელი?
შენა გგონია მე ის მახარებს,
რომ გავიმარჯვეთ, სამშობლო აღსდგა?
ტახტი გაბრწყინდა და ერისათვის
დღე სიხარულის, შვებისა დადგა?..
არა, ყველა ეგ მე მავიწყდება,
მე გულს მიხარებს მხოლოდ რამ ერთი:
რომ ყველა იმას შესტრფის, შეჰხარის,
იგია ჩემი მეორე ღმერთი.

იოანა

ბედნიერი ხარ. სიყვარულისა
და ტრფობის შენის იქ არის ბინა,
სადაც სირცხვილსა არ აქვს ადგილი
და აღიარებ ყოველთა წინა.
შენს სიყვარულსა თანაუგრძნობენ,
გამარჯვებაა დღეს შენის ტრფობის,
შენ მასთან ერთად გვირგვინი გედგმის,
მოზიარეა ყველა ამ გრძნობის.
აქ სამალავი არაფერია,
სხვასაც უხარის, ყველაცა ჰხედავს.
ძნელი ისაა, რომ ხსენებასა
თვის სატრფოსასა კაცი ვერ ჰბედავს.

გნესა (მოეხვევა)

შენ ჩემი აზრი კარგად გაიგე
და, იოანა, იმასაც გატყობ,
რომ სიყვარულზე აღტაცებით სჯი,
შენ თვითაც ვისღაც სიყვარულსა ჰგრძნობ.
გამხნევებული გრძნობა-გონება
ჩემი შენსასა აწ ემონება.

იოანა (სცდილობს გაუსხლტეს)

ახლოს ნუ მოხვალ, შორს, მომერიდე,
ნუ შეიბღალავ თავს ჩემთან ყოფნით.
იყავი ბედნიერ, მე ნება მომეც,
გავძღე მარტოკა მე თავის გმობით,
დავმალო ჩემი შიში, სირცხვილი,
არავის ესმას ჩემი ტირილი.

აგნესა

მე მეშინიან, როცა გიცქერი,
გაუგებარი ხარ შენ ჩემთვისა.
ვინ შესძლო შენის გულის შეპყრობა -
კერპის, ჯიუტის მეტად დღემდისა,
სიწმინდე შენის სულის შეიგნოს,
რაც ცხადი არის მხოლოდ შენთვისა.

იოანა

ჩემთან სიწმინდეს ნუღარ დაეძებთ,
შენა ხარ მხოლოდ, შენა ხარ წმინდა.
რომ ჩაიხედო შენ ჩემს გულშია,
რასაც ჰნახავდი ბრაზს, ზიზღს მოგგვრიდა.

გამოსვლა მესამე

იოანა, აგნესა, დიუნუა და ლიაგირი (იოანას დროშით)

დიუნუა

შენღა გელიან მეფე და ხალხი
გაგვიძეღ, მოგყვეთ ჩვენც, იოანა,
მეფე მას ბრძანებს, ხელთ ორი ალმით
რომ ახლოს იდგე შენ მეფესთანა.
უნდა აჩვენოს მთელს საფრანგეთსა:
შენ გაგვითენე დღე დიდებული
და რომ შენ სწორი არ გეპოვება
ფრანგთ დედათაგან დაბადებული.

ლიაგირი

დაიჭი დროშა. ცოტა ავჩქარდეთ,
ყველას სწყურს შენი თვალით დანახვა.

(უნდა გადასცეს დროშა, იოანა შემკრთალი უკან დაიხევს)

იოანა

როგორ? მე მეფეს წინ უძღვებოდე
და წმინდა დროშა მის წინ ვატარო?

დიუნუა

მაშ ვინ არს ღირსი ხელი შეახოს
ამ წმინდათ წმინდას, თუ არა შენა?
თუ რომ მტრის ჯარი ამით დამარცხდა.
რა არს თუ დროშამ არ დაამშვენა,
დღესასწაული გამარჯვებისა,
რისთვისც თავს ვიყრით ყველანი ჩვენა?!

იოანა

შორს ჩემგან, შორსა!..

ლიაგირი

ქალო, რასა სთრთი, რა გემართება,
პატრონს გაშინებს თვისი ალამი?..
რად გავიწყდება, ამის წყალობით
ბედნიერების დაგვიდგა წამი.
შეხედე ერთი როგორა ბზინავს,
ღვთისმშობლის სახე როგორა ბრწყინავს.

იოა (ალამს გაჰშლის)

ღვთისმშობელია. იგია, იგი!
სწორედამ სახით მეცხადებოდა.
შევფოფინებდი მის ბრწყინვალებას,
მის ცქერა როდი მეზარებოდა.
ეხლა უცქირეთ, დამნაშავე ქალს რ
ოგორ მიცქერის განრისხებული,
თვალებით ზიზღის ნაპერწკლებს
მესვრის და მჭვუნვარებით ჰმოსვია შუბ ”.

აგნესა

შენ გეჩვენება, იგი საწყალის
ვისმე მხატვარის ხელით ქმნილია,
თვითონ კი ისევ ცაში ბრძანდება
და ზეცა როდი გაუწირია.

იოანა

მრისხანე დედავ, მიტომ მოხვედი
დაჰსაჯო თვისი უღირსი ქალი?
სადარის მეხი რომ არ შემმუსრავს,
ფერფლს არ გაჰფანტავს გრიალით ქარი.
მე დავამცირე შენი სახელი,
რისათვის ვცოცხლობ, არა ვარ მკვდარი?

დიუნუა

ოჰ, ღმერთო ჩემო, რა გულსაკლავი
მესმის სიტყვები.

ლიაგირი (დიუ შატელს)

რაინდო, ნეტავ რას დავაბრალო
მის მღელვარება, მის მწუხარება.

დიუშატელი

მე იმას ვხედავ, რაც მაშინებდა,
რასაც ველოდი.

დიუნუა

რაო? რას ამბობ?

დიუ შატელი

რასაცა ვფიქრობ, იმას ვერ ვიტყვი,
მხოლოდ ის მინდა, დღეს ყველაფერი
წესი შესრულდეს, რაც საჭიროა.
დავაგვირგვინოთ კვლავ მეფე ჩვენი.

ლიაგირი

ნუთუ ის შიში, რა შიშსა და ძრწოლას
ამა დროშითა შენ მტერსა ჰგვრიდი,
შენზე მოიქცა დღეს, იოანა,
და ვეღარა სცნობ? ის რადარ იცი:
ეს არს მმუსრველი მხოლოდა მტრისა,
საფრანგეთისთვის ნიშანი ხსნისა.

იოანა

დიაღაც მხოლოდ მართალთა ჰშველის,
ორგულთ მოუვლენს რისხვას ღვთისასა!..

(ისმის. მარში)

დიუნუა

აიღე რაღა! მოსჭიდე ხელი,
უკვე დაიწყო დღესასწაული.
წავიდე ჩქარა, სირცხვილი არის.
გადამელია მეც ხვეწნით გული.

(ძალას ატანენ იოანას დროშა აიღოს ხელში. იგი იღებს მძულვარებით დროშას და მიდის. ყველანი უკან მისდევენ.)

გამოსვლა მეოთხე

კათედრალური სობოროს წინ მოედანია. შორს მოსჩანს მრავალი ხალხი ბერტრანდი, არმანი, ეტიენი, გამოდიან გროვიდან. იმათ თან მოჰყვებიან ალინა, ლუიზა. შორს მარში ისმის.

ბერტრანდი

საკრავებს უკვრენ, სჩანს, რომ მოდიან,
სად გვირჩევნია ნეტავ რომ დავდგეთ,
იქ მოედანზე, თუ აქ ქუჩაზე,
სეირს საიდან კარგადა ვნახავთ?

ეტიენი

ამდენს დუნიას საით გავატანთ?
ჰყურობ? ცხენოსანთ, ქვეითა ხალხსა.
მოდი, იქიდან კარგად დაჩნდება,
მივმართოთ გვიჯობ აგერ იმ სახლსა.

არმანი

რა ამბავია! ერთი უყურეთ,
სით მოიკრიბა ამ ხალხმა თავი?
შინ, მგონი, ფრანგი არ დარჩენილა, -
ყველა მოსულა კაცი და ქალი.
ლოტარენიდან ჩვენც აქ მოვედით,
რა არის მართლაც წადილის ძალი?!

ბერტრანდი

შინ ვის რა უძე, როს დიდი საქმე
დღევანდლის მსგავსი ხდება ჩვენშია?
საკმაოდ გავწყდით, რომ შეგვრჩენოდა
სამშობლო მიწა ფრანგებს ხელშია.
გვირგვინ ახდილი მეფეცა ჩვენი,
რომ გაშლილიყო ისევ წელშია
ნუთუ არ არი ჩვენთვის სირცხვილი
კანონიერსა მფლობელსა ფრანგთა,
ვისაც რეიმსში დღეს ვაგვირგვინებთ,
რომ არ დაუხვდეთ უკეთესადა,
მაზედ უკედა, ვინაც სენ-დენში
მეფედ დაუსვეს პარიჟელთ სხვათა.
ის რა ფრანგია, ვინაც ამ დღესა
არ გაიხარებს სხვებთან ერთადა,
ფრანგების მეფეს გაუმარჯოსო!
არ დაიყვირებს მაღლა, მკვეთრადა?

გამოსვლა მეხუთე

იგინივე, ლუიზა, ალინა

ლუიზა

ჩვენს იოანას, დაო, აქ ვნახავთ,
როგორ ვესწრაფვი რომ თვალით ვნახო.

ალინა

განდიდებულსა მეფის წყალობით
უსათუოდა ჩვენ მასა ვნახავთ,
რომ ჩვენი დაა ღმერთს მადლს შევწირავთ,
და თანაც პირჯვარს გამოვისახავთ.

ლუიზა

ვიდრე მე ჩემის თვალით არ ვნახავ
არ დავიჯერებ რომ ჩვენი დაა.
ორლეანელს ქალს რომ ეძახიან,
მე ასე ვფიქრობ, რომ იგი სხვაა.

ალინა

თვალით რომ ჰნახავ ხომ დაიჯერებ?

ბერტრანდი

ჩუმად, მოდიან!

გამოსვლა მეექვსე

წინ მოდიან მესაკრავენი. იმათ უკან ბავშვები თეთრის ტანისა მოსით ხელგვირგვინიანნი. შემდეგ ორი ჰეროლდი. რაზმი მხედართა ალებარდებით. მოხელენ სადღესასწაულოდ მორთულნი. ორი მარშალი, კვერთხით ხელში. ბურგუნდიის ჰერცოგი ხმალამოღებული, დიუნუა კვერთხით, სხვა ვეზირნი ხელგვირგვინიანნი, მსოფლიოთი, მეფის კვერთხით, შემდეგ რაინდები შესაფერი ტანსაცმელით... მგალობელნი სანთლებით და შანდლებით, ორი ეპისკოპოსი მირონის საცხებელითურ მღვდელმთავარი ჯვარით. იმის შემდეგ იოანა დროშით. იგი მოდის ნელის, არეულის ნაბიჯით, თავდახრილი. დები რომ დაინახავენ, ერთმანერთს ანიშნებენ გახარებულნი და განცვიფრებულნი, იოანას მოსდევს თვით მეფე ბალდახინ დაფარებული, რომელიც ბარონებს მოაქვთ. მეფეს მოსდევენ სასახლის მოხელენი, შემდეგ რაზმი ჯარისა. როცა ყველანი შევლენ საყდარში, მარში გაჩუმდება.

გამოსვლა მეშვიდე

ლუიზა, ალინა, არმანი, ეტიენი, ბერტრანდი

ალინა

და ვერ იცანით?

მანი

კარგს საჭურველში გამოწყობილი
რომ მოუძღოდა მეფესა წინა
ხელდროშიანი?

ალინა

დიაღ, ის იყო ჩვენი და იოანა.

ლუიზა

თუ არ იცოდა ჩვენი აქ ყოფნა,
არ მოიხედა ერთხელ ჩვენკენა.
თუ არ შეგვნიშნა ახლოს რომ ვყავდით,
რად იყო ისე ყვითელი სახით?
თავის დროშის ქვეშ შიშითა თრთოდა
და სულ მიწისკე იცქირებოდა.
ასე რომ ვნახე როდი მიამა,
რატომ თამამადარ იქცეოდა?!

ალინა

ვინ იფიქრებდა, რომ იოანას, -
ჩვენი ღვიძლი და ჩვენს ცხვარს რომ ჰმწყსიდა, -
მასა ვნახავდით მეფისა გვერდით,
ასეთს დიდებას ის მიიღებდა?

ლუიზა

მამაჩემმა რომ სიზმარი ნახა,
როგორ აგვიხდა, ვერ ჰყურობა განა.
ჩვენ რეიმსშიო. თავმოხრილნიო,
ერთ დროს ვიქნებით ჩვენ ჟანას წინა.
მას შემდეგაცა კიდევ ენახა
საშინელი რამ, ცუდი სიზმარი.
ვშიშობ, ჩვენის დის საბოლოვოდა
რომ ეგ დიდება კარგი არ არი.

ბერტრანდი

აქ რასა ვდგევართ? ავდგეთ, წავიდეთ.
ჩვენაც საყდარში სხვებთან შავიდეთ,
რომ ყველაფერი კარგადა ვნახოთ.

ალინა

მართლაც სჯობია. ჩვენს იოანას
იქ მაინც იქნებ პირისპირ შევხვდეთ.

ლუიზა

თვალით ხომ ვნახეთ. ეხლა სჯობია
სახლში წავიდეთ.

ალინა

ეგ ნახვა არი - რომ არ ავძრახდეთ?!

ლუიზა

ჩვენს სანახავად ის ვერ მოიცლის
და არც იკადრებს იგი ჩვენს ნახვას.
მიტომ, ხომ ჰყურობ, რომ თავადები,
ჯარის უფროსნი მას გვერდით ახლავს.
ბევრს ყურს წინადაც ის არ გვიგდებდა
მაშინაც, როცა ჩვენთან ცხოვრობდა.

ალინა

ისა გგონია რომ არ მიგვიღებს,
ჩვენი დანახვა არ იამება?

ბერტრანდი

ჯერ თითონ მეფე არ სთვლის სირცხვილად
და ყველა ჩვენგანს ძმურს სალამს აძლევს.
და იოანა, თუმცა დღეს მაღლა სდგას,
მეფის ოდენი ძალა რით შასწევს?..

(საყვირების და წინწილის ხმა ტაძარში)

არმანი

საყდარში. ყველა შიგნით შევიდეთ!

(მიდიან და მიეფარებიან ხალხში)

გამოსვლა მერვე

ტიბ შავი ტანისამოსით, იმას მოსდევს რაიმონდი, რომელიც ცდილობს იგი შეაჩეროს.

რაიმონდი

მოდი აქედან, არკო, წავიდეთ.
აქ ყველა ერთად ლხინობს და ლაღობს
და შენი დარდი სხვის ლხენას ავნებს,
აქ ყოფნას ჩვენსას ბევრით წასვლა სჯობს.

ტიბო

ხომ ჰნახე, ბიჭო, ი, ჩემი გოგო,
არ დააცქერდი საწყალს სახეზე?

რაიმონდი

ეჰ!.. გეხვეწები აქით გავშორდეთ.

ტიბო

მოიცა ერთი. მაშ ვერა ჰნახე,
რომ ნაცრისფერი სახეზე ედო?
შვილია ჩემი, დროც საფერია,
იმისი დახსნა უნდა გავბედო.
ეტყობა თვით ჰგრძნობს თავის მომავალს
წავალ, შენ თუნდაც ბევრი იყბედო!

(აპირებს წასვლას)

რაიმონდი

რა გინდა, კაცო, სად გინდა წასვლა?

ტიბო

ის მინდა, უნდა ქვეყნის წინაშე
წარვდგე ვით მამა და შევაჩვენო.
ეშმაკის ბრჯღლიდან შვილი დავიხსნა
და გზაც სატარად სწორე ვაჩვენო.
მას არას არგებს ეს ცრუ დიდება,
თუ ღვთის მორწმუნე ის არ იქნება.

რაიმონდი

სისულელეა!.. კარგად იფიქრე,
ბოლოს რა მოსდევს ემაგ შენს ცდასა.
სხვა არაფერი, გარდა ერთისა,
თავსაც დასტანჯავ, - დაჰღუპავ ქალსა.

ტიბო

მეც მაგას ვეძებ: ლეშმა იტანჯოს,
მხოლოდ კი, მხოლოდ სული არ წაწყმდეს!

(იოანა გამორბის საყდრიდან უდროშოდ. ხალხი შემოეხვევა გარს. უახლოვდებიან. უკოცნიან ტანისამოსს და არ აძლევს მას ნებას მიახლოვებისას).

ვერ ჰხედავ? აგერ, მოდის კიდეცა,
როდი ასვენებს ბოროტი სული.
მსჯავრი უფლისა სდევნის საყდრიდან,
ვაი საწყალი, ვაი ბედკრული!

რაიმონდი

მშვიდობით, ტიბო, სჯობს შინ წავიდე,
ჩემი იმედი მორჩომილია.
დღესნამდე კიდევ ვიმედოვნებდი -
დღეს როგორც ვხედავ, - ქალი სხვისია.

(მიდის. ტიბო მეორე მხარეს გადავა)

გამოსვლა მეცხრე

იგინივე და იოანა

იოანა (უახლოვდება)

არ შემიძლიან მე იქ დადგომა,
რაღაც ხმა დამდევს, მარცხვენს და მწყევლის.
სმენას მიწუხებს და გულსა ჰგლეჯავს
ხმა ჟრიამულის, ხმა საკრავების.
ტაძრის კედლები იძვრის მგონია,
თავზედ მეცემა იმისი თაღი,
სული მეხუთვის, აქ მირჩევნია,
რომ შევისუნთქო ჰაერი ლაღი.
წმინდა ადგილას დროშა დავტოვე,
ამიერიდან არ ვახლებ ხელსა.
მომეჩვენა თუ მართალი იყო,
თვალი მოვკარი აქ ჩემსა დებსა.
იმ სიშორიდან ჩემს სანახავად
რა მოიყვანდა აქ იმეებსა.
ეგ არის იმათ ვეღარა ვნახავ,
ვით ყმაწვილობის დაკარგულს ბედსა.

ალინა (გამოდის გროვიდან)

ჟანეტა, ჟანა!

ლუიზა (მიირბენს მასთან)

შენ გენაცვალე, დაო, მე შენა!

იოანა

ოჰ, ღმერთო ჩემო, თქვენაც აქა ხართ?
მაშ რაცა ვნახე, არ მზმანებია?
სიყრმის გრძნობები გულში იღვიძებს,
ასე სხვა არა გამხარებია.
ამდენის ხალხის მღელვარე ჯგუფში
მეც მყვანან, ვისაც ჩავიკრავ გულში.

ალინა

გვიცნო კიდევა. იგივე არის,
ის გულკეთილი ჩვენი ჟანეტა.

იოანა

ოჰ, საყვარელნო! ამ სიშორიდან
რამ მოგიყვანავ ჩემ სანახავად?
სჩანს მაპატივეთ, აღარ მემდურით, -
რომ წამოვედი თქვენს უკითხავად.
მაშ არ იფიქრეთ რომ მოგეკვეთეთ,
რაკი მოვიქეც ასე გულზვავად?!

ლუიზა

ღვთის ნება იყო, ჩვენ რა გვეთქმოდა.

ალინა

შენზე მრავალი, ძნელად სარწმუნო,
დაო, სოფელში ხმები გვესმოდა.
ამ ხმების შემდეგ უფრო დავწუხდით
ისე, რომ ყველას თავბრუ გვესხმოდა.
დანატრებულნი გამოვიქეცით,
შენი დიდება თვალით გვენახა,
განა მარტო ჩვენ? შენს საყვარელ დებს,
ჩვენის სოფლიდან კიდევ სხვებსაცა.

იოანა

მამაჩემიცა იქნებ აქ არი?
აქ არის მამა? რატომ არ ჩნდება?
აღარა მშვილობს, რად მემალება?..

ალინა

არ, არის აქა.

იოანა

ოჰ, ღმერთო, ღმერთო! ნუთუ შვილისა,
ვინც სისხლ-ხორცითა იმას ემგვანა,
არ უნდა იმას თვალით დანახვა?
კურთხევა მაინც გამოეგზავნა!

ლუიზა

როდი გაიგო ჩვენი წამოსვლა.

იოანა

არ იცოდაო? რატომ? რისათვის?
ისგან გაძნელდა მისთვის ეს ცოდნა.
სტყუით. სადარის მამა?
მითხარით, ჩემი რად გინდათ ცოდვა?

ალინა

მას შემდეგ რაც შენ შინიდან წახველ...

ლუიზა (ანიშნებს გაჩუმდეს)

ალინა!

ალინა

დაღვრემილია, დაფიქრებული.

იოანა

დაფიქრებული?

ლუიზა

ნუ შესწუხდები, ჩვენ რა გასწავლოთ?
შენ უკეთესად იცნობ მამასა:
ასე რამ ვნახე, ისე ვნახეო,
მისდევს, ყურს უგდებს დიდად სიზმრებსა.
მაგრამ, როს ვეტყვით შენს კარგად ყოფნას,
გულს დაიმშვიდებს ისიცა ცოტას.

ალინა

ტყუილს ვეტყვით თუ? მეტიღა ბედი?
ექნება ვისმე, როგორც შენ, ჟანა?
მეფის სწორადა შენც იხსენები,
ჩენში ვინ არის დღეს შენისთანა?

იოანა

ბედნიერი ვარ მინამ თქვენ გხედავთ
და ვიდრე თქვენი ტკბილი ხმა მესმის.
თვალწინ მიდგება მთები, სახლ-კარი
ჩვენი, ფიქრები მრავალი მეძრვის
და მოგონება სიყრმის ცხოვრების
ჩემს წყლულიანს გულს ვარდებად ესხმის.
მე ბედნიერი მხოლოდ იქ ვიყავ,
მის მსგავსსა ბედსა ვეღარა ვნახავ.

(თავს ლუიზას გულ-მკერდზე დაადებს. არმანი, ეტიენი და ბერტრანდი გამოჩნდებიან შორს და ვერ ჰბედავენ ახლოს მისვლას).

ალინა

არმან, ეტიენ, მოდით ახლოსა,
რასა გრცხვენიანთ, რის გეშინიათ?
ის თავმდაბალი ჟანეტა არი,
როგორიც იყო, როგორც გიცვნიათ, -
ვიდრე წინადა, ჩვენ ყველანიცა
ეხლა უფროცა მეტად ვუყვარვართ...

(მიუახლოვდებიან და ჰსურთ ხელი დაუჭირონ. იოანა თვალ-გაშტერებით უცქერის და საგონებელში ჩავარდება. მერე განცვიფრებული ამბობს)

იოანა

ოჰ, ღმერთო ჩემო, ნეტავ სადა ვარ?
დღეს მეგობრები ჩემთან არიან
და რაც ამბები გამოკიარე,
სიზმარში ვიყავ, ისე მგონია.
თითქოს დომ-რემში დიდის მუხის ქვეშ
ლოცვით დაღლილსა დამიძინია.
თქვენ იქ მოჰსულხართ ჩემს საძებნელად
და მეც ემ წუთში გამიღვიძნია.
მეფესთან ყოფნა. ბრძოლა, სისხლის ღვრა -
ყველა ეგენი სიზმრად მიგრძვნია.
და რაც გავიცან ქვეყნად კაცები,
ერთიც მათგანი მე არ მიცვნია.
მაშ მე ვინა და რეიმსში ყოფნა,
ან თქვენ რა გინდათ, აქ რა გიხარისთ.
რომ არ წავსულვარ არსად დომ-რემით,
სხვას ნურას მეტყვით, ასე მითხარით.

ლუიზა

დიდს საქმეს, რაც ჰქმენ, დაო ჟანეტა,
და ჩვენს აქ ყოფნას ნუ სთვლი სიზმრადა.
მოფიქრდი, ირგვლივ მიმოიხედე,
ეგეთი იყავ განა წინადა?
ინახე მკერდზე ბრწყინვალე რკინა
და დაჰრწმუნდები მაშინ პირადა.

(ისინჯავს მკერდს და თავზე მუზარადს შეაკრთუნებს)

ბერტრანდი

ეგ მუზარადი ხომ მე გიძღვენი.

არმანი

რაც შენ საქმე ჰქმენ ცხადად, აშკარად
სხვა ვერც კი ჰნახავს იმას სიზმრადა.
გაოცებს თვისი ნამოქმედარი
და ლანდადა სთვლი ყველას იმადა.

იოანა

მოდი წავიდეთ, თქვენთან მწადიან
წასვლა სოფელში, ნახვა მამისა.

ლუიზა

შენ გენაცვალე, წავიდეთ მაშა.

იოანა

მე თვითონ მიკვირს რად მადიდებენ,
რა მოვიქმედე საქმე ისეთი?
მინდა ის ვიყო, რაც თქვენთან ვიყავ,
სალოცავი ხომ არა ვარ ღმერთი?
თქვენ მე მიცნობდით ჯერ ისევ ყრმასა,
ისეცა მხედავთ ვით თავის დასა.

ალინა

უნდა დასტოვო, დაო, დიდება?

იოანა

სწორედ ის მინდა. ჩემო კარგებო,
რომ გავიხადო ეს ტანსაცმელი,
ჩვენ ერთად ყოფნის, ჩემის შვებისა
სწორედ ეს იყო მოსისხლე მტერი.
ძვირფასს სამოსელს მე მირჩევნია
მწყემსისა კაბა ბევრადა ძველი.
დიდკაცთ სინაზეს, მათ ჩირთი-ფურთებს -
სადა ცხოვრება და შავი ხელი.
ნეტავი ისევ მწყემსად მამყოფა
და ვიყო თქვენი მორჩილი მონა,
რომ დიდებითა შეძღვნილი ცოდვა
ღვთისა ვედრებით მე მომენანა.

(საყვირები)

გამოსვლა მეათე

მეფე გამოდის ტაძრიდან პორფირი წამოსხმული, თავზე გვირგვინი ადგა. აგნესა, მღვდელმთავარი, ჰერცოგი ბურგუნდიისა, დიუნუა, ლიაგირი, დიუშატელი, რაინდნი,არისკაცნი, ხალხი

მეფე

ჩემო ერთგულო, ერო, მიხარის,
მადლობელიც ვარ თქვენი დიდადა,
რომ ერთგულებას და სიყვარულსა
არ დამიზოგეთ, ჰხარჯავთ უხვადა.
ღირსი გამხადა ღმერთმა გვირგვინის,
თქვენის ღვაწლის და ხმლისა წყალობით,
არა სძლებს გული, ღვთის მადლთან ერთად,
რომ არ მოგმართოთ თქვენაც მადლობით.
ჯერ ჩემს გვირგვინსა თავდადებულთა
სისხლი ფრანგების ზედავე სცხია.
მშვიდობიანის ყოფნის დანერგვით
ზედაყვავდება ვარდი და ია.
დიდადა ვმადლობთ ტახტის დამცველთა
და ორგულთათვის გვითქვამს შენდობა,
როგორაც ღმერთმა ჩვენ შეგვიწყალა, -
ჩვენც მზად ვართ მუდამ გიყვათ წყალობა.

ხალხი

იდიდო მეფემ! გაუმარჯოს მეფეს!

მეფე

დღემდე მეფენი საფრანგეთისა
გვირგვინდებოდენ იდუმალ ღვთისგან,
ჩვენ კი გვირგვინი ციდან მოძღვნილი
დავიდგით თავზე ამ ქალისაგან (უთითებს იოანაზე).
ხალხო, უწყიდეთ არ დაივიწყოთ,
რომ მოგვივლინა ეს მხსნელად ცამა.
ამან შემუსრა ქვეყნისა მტერი,
მეფობა მოგვცა ჩვენ ამის ცდამა.
სამშობლოს მხსნელად უნდა მიიღოს,
აი, ეს ქალი, ერისა ხმამა.
საშვილიშვილოდ, საუკუნოდა,
რომ მხსნელად გვყავდა ამისი ხელი,
მოსაგონებლად და სადიდებლად
უნდა ამ ალაგს დაუდგათ ძეგლი.

ხალხი

სამშობლოს მხსნელსა ქალს გაუმარჯოს!..

(საყვირები)

მეფე (იოანას)

თუ როგორაც ჩვენ მომაკვდავი ხარ,
ჩვენთვის უფლისგან ძალით მოსილი,
სისხლით ჩვენა გრაცხთ ჩვენსა ტოლადა
სხვას რა ბედსა მთხოვ, ამას მოველი?!
რასაც კი ითხოვ, მე ეხლავ მზად ვარ,
რომ აგისრულო თხოვნა ყოველი.
თუ ცის შვილი ხარ, ესეც გვაუწყე
და გაგვინათლე ჩვენაც გონება.
მაშინ შენ წინა ჩვენ დავემხობით,
მთელი ქვეყანა დაგემონება.

(საერთო მდუმარებაა. ყველანი უცქერიან იოანას)

იოანა (უცებ დაიძახებს)

ოჰ, ღმერთო, ღმერთო! აგერა მამა!..

გამოსვლა მეთერთმეტე

ტიბო გამოდის ხალხის გროვიდან და დადგება იოანას პირდაპირ.

მრავალი ხმა

ქალის მამაა!

ტიბო

მე უბედური მამა ქალისა
ჯავრისა გამო აქ ვარ მოსული,
რომ აგიხილოთ თვალი ყველასა
და განვიკითხო თვისი ასული.

ჰერცოგი

რას მოასწავებს მისი სიტყვები?

დიუ შატელი

რაღაც საქმეა აქ უჩინარი.

ტიბო (მეფეს)

შენა გგონია ღვთის ძლიერებამ
მოგცა, მეფეო, გვირგვინი, ტახტი.
სულ ტყუილია, ხალხო, დაჰბრმავდი,
აქ მუშაობდა ეშმაკის ლახტი.

(ყველანი შეძრწუნებული უკან იხევენ)

დიუნუა

სისულელეს ჰროშავ!

ტიბო

მეკი არა და, თუ მათქმევინებთ,
სულელი თქვენ ხართ, მართლა ყველანი.
ნუთუ უფალმა ამ გვარს ჭია-მღილს
მანდოს თვისნი ძლიერებანი?..
ჰნახავთ, სთქვას, აბა მამის წინაშე, -
„გოგო, გაფიცებ სამების ძალსა...
წმინდანთ ეკუთნი? ღმერთი გშველოდა?
რად ატყუილებ ამოდენს ხალხსა?
სთქვი, რას მდუმარებ, რისთვის არიდებ
თვის მშობელს მამას ყურსა და თვალსა?!“

(საერთო სიჩუმეა. ყველა თვალს იოანას მიაპყრობს. იოანა უძრავად სდგას)

აგნესა

არაფერს ამბობს!

ტიბო

ვერაფერს იტყვის. რადგან ღვთის
წინა თრთის ჯოჯოხეთი და მისი ძალა.
წმინდანიაო, ცით მოვლენილი,
ამბობთ. სიმართლე სად დაიმალა?
რატომ არ მკითხავთ, როგორც მშობელსა
მე უკედ ვიცი სიდან რაც მოხდა:
უწმინდურ ხის ქვეშ ბევრჯელ ვიპოვნე,
ეშმაკებისთვის ბადესა ჰქსოვდა.
ის ხე ჩვენშია, ძველისძველადვე
კუდიანების ხედარს ცნობილი,
თუ არ ავსულად, სხვადა რად ჩავთვალოთ
მის მოტრფიალე, მისი დობილი?!
საწუთიერო დიდებისათვის,
ამ უბედურმა გაყიდა სული.
თვისი მშობელი მამა წაწყმიდა
ისე, ვით არის თვით წაწყმედილი.

ჰერცოგი

საშინელს ამბობს!.. თუმც მის სიტყვებსა.
როგორც მშობლისას, უნდა ვერწმუნოთ.
რად დასწამებდა მამა თვის შვილსა, -
საქმე არ იყოს, მაგნაირს ცილსა?!

დიუნუა

თვით სულელია შვილის დამღუპველს,
ვინც ყურს დაუგდებს მაგგვარსა სულელს.

აგნესა (იოანას)

შენცა სთქვი რამე, პასუხი მიეც,
ერთი სიტყვა სთქვი, ჰმდუმარება რასა?
რომ აიშორო თავიდან ცილი,
ჩვენა ვჯერივართ ერთს სიტყვის თქმასა.
სთქვი, რომ არა გაქვს დანაშაული.
მიკვირს, ჰსჩუმდები, არ იღებ ხმასა?

(იოანა გაჩუმებულია. აგნესაც შეშინებული ჰშორდება მას)

ლიაგირი

მოულოდნელად ქალს თავზარსა სცემთ
და ბორკილს ადებთ თქვენ იმის ენას.
ასეთს ცილზედა თვით ანგელოზიც
ვერ გაჰბედავდა ხმის ამოღებას.
გონი მოიეც, მიმოიხედე,
უცოდველობა გაბედულია,
როგორაც მეხი ისე შეჰმუსრავს
რაც ჭორი არის, რაც ტყუილია.
აღაპყრე შენი უმანკო თვალი
და დაგვანახვე სახე ნათელი.
რომ დაისაჯოს ეჭვი და ჭორი,
სიმართლისა და კეთილის მსრველი.

(იოანა მდუმარებს. ლიაგირი შემკრთალი უკან-უკან იხევს. ხალხში მოძრაობა გაათკეცდება)

დიუნუა

რას შეკრთით, ხალხნო, სარდალ-რაინდნო,
რაც ქალზე გესმათ, მტკნარი ჭორია.
კეთილშობილურს სიტყვას ერწმუნეთ -
ნუ გჯერათ ცილი მოსაღორია.
ვინც ქალს შესწამებს კუდივნობასა,
მე იგი ხმალში გამითხოვნია.

(ძლიერი ჭექა ისმის ცისა. ყველანი თრთიან)

ტიბო

მისი სახელით, ვისი ხმაც ციდან
ნიშნად წყრომისა ქუხილად გვესმის,
მაშ ცილსა გწამებ, გულს ჭუჭყი არ გაქვს,
უცოდვო ვარო, საჯაროდ გეთქმის?!

(მეორედ უფრო ძლიერად დაიჭექებს ცა. ხალხი აქეთ-იქით გარბის შეშინებული)

ჰერცოგი

ღმერთო, დაგვიხსენ განსაცდელისგან,
რა საზარელსა ნიშნებსა ვხედავთ?

დიუ შატელი (მეფეს)

წავიდეთ, მეფევ!

მღვდელმთავარი

თუ გწამს უფალი, გაგვაგებინე,
რა გაიძულებს, არაფერს ამბობ, -
ისა, რომ მართლა ეშმაკისგან ხარ,
თუ უცოდველი თავს მართლადა ჰგრძნობ?..
გესმას მგრგვინავი ხმა ციდან ღვთისა?
დაიჭი ჯვარი, თუ გწყალობს ისა.

(იოანა ისევე უძრავად სდგას. კიდევ ძლიერი ჭექა ისმის. მეფე, აგნესა, მღვდელმთავარი, ჰერცოგი, ლაგირი, დიუშატელი წავლენ)

გამოსვლა მეთორმეტე

დიუნუა, იოანა

დიუნუა

რაწამს შენს სახეს თვალი მოვკარი,
ჩემს საცოლედა მყის მოგინდომე,
ეხლაც ისევე იმ ფიქრზე ვდგევარ,
თუ შემიწყნარე, თუ შემივრდომე.
მე იოანას მეტად ვენდობი,
ვიდრე ნიშნებსა და ცის ქუხილსა.
შენს მდუმარებას მე პატივსა ვცემ,
ბრბო სით მისწვდეს შენს გულის წუხილსა?!
მე ცხადად მესმის: უმსგავსს ჭორებსა
შენ არა ჰხადი პასუხის ღირსად,
უმანკოება ცამდე ასული
თავის მართლებას არ იღებს კისრად.
მაგრამა მე კი უნდა გამიტყდე,
შენი სიწმინდე მწამსა და მჯერა.
თუნდ ნურას იტყვი, ხელი მომეცი -
რომ ჩვენს ერთობას შეჰმუსრავს ვერრა.

(იგი ხელს აძლევს. იოანა ზურგს შეაქცევს შეშინებული. დიუნუა უცქერის განცვიფრებული და შეძრწუნებული)

გამოსვლა მეცამეტე

იოანა, დიუ შატელი, დიუნუა, შემდეგ რაიმონდი.

დიუშატელი

მეფემა, ჟანა, შენ ნება დაგრთო
საცა გენებოს იქ ცხოვრებისა,
რეიმსის კარი გაღებულია,
ნუ გეშინიან რამე ვნებისა.
მეფემ აღგითქვა თვის მფარველობა,
არ მოგაკლდება მისი წყალობა.
თქვენთვისაც, გრაფო, ამ დროს აქ ყოფნა
სირცხვილია და არა შნოება.

(მიდის. დიუნუა რამდენიმე ხანს მდუმარებს. შემდეგ გადაჰხედავს იოანას და ნელის ნაბიჯით მიდის. იოანა მარტოკა რჩება. შემდეგ რაიმონდი. იგი დადგება შორიახლოს და მჭმუნვარედ უცქერის იოანას. შემდეგ მიდის მასთან და ართმევს ხელ)

რაიმონდი

დრო გაქვს. ქუჩები დაცარიელდა,
წამოდი ჩემთან, მომეცი ხელი.
მე არ მაშინებს ყოფნა შენთანა,
ამიერიდან მე გყევარ მცველი.

(იოანა შეჰხედავს რა იმას სახეში, გრძნობაზე მოდის. შემდეგ აიხედავს ცისკენ. ართმევს ხელს და ორივენი ერთად მიდიან)

3.1.6 მოქმედეგა მეხუთე

▲ზევით დაბრუნება


გამოსვლა პირველი

ხშირი ტყეა. შორს მოსჩანს მენახშირის ქოხი, ბნელა, საშინელი ჭექა-ქუხილია. თოფების ხმა ისმის. მენახშირე და მისი ცოლი

მენახშირე

რა საშინელი ავდარი არი,
როგორა ჰქუხს და როგორა ელავს!
დაღამებულს დღეს უკიდებს ცეცხლსა
და როგორც ყანა, ტყეც ისე ღელავს.
ყური დაუგდე, რა ქარი არის,
როგორა ღმუის, როგორ უბერავს.
ომია ცაში, ამ ომის გამო,
ყველა სულდგმულნი შიშითა თრთიან.
ადამიანი მხოლოდარ სცხრება
და ერთს მეორის სისხლი სწყურიან.
ჩვენს და მტრის ჯარსა მხოლოდ ეს ტყე ჰყოფს,
მალე პირისპირ შეიყრებიან.
ქუხილთან ერთად, მე კარგად მესმის,
სადღაც ბრძოლაა, თოფებსა სცლიან.

ცოლი

საკვირველია, ღმერთო, თითქოსა
ჩვენ ვაჯობევით, მტერი დამარცხდა.
ეხლა სით მოხდა, რა მოელანდა,
რომ თავზე გვესხმის, რად გამამაცდა?!

მენახშირე

მას შემდეგ რაკი აშკარადა სცნეს,
რეიმსში ქალის კუდიანობა,
ეშმაკის ძალა აღარა გვწყალობს
და მტერს მოეცა გულიანობა.
აღარ ვაშინებთ. ალაღებს მასა
ჩვენის ბედისა ცუდიანობა.

ცოლი

აბა გაჰხედე, ვიღაცა მოდის.

გამოსვლა მეორე

იგინივე, იოანა, რაიმონდი

რაიმონდი

ეს ქოხი არის მენახშირისა,
კიდეც გვისტუმრებს პატრონი მისა.
აქ მოისვენე შენ, იოანა,
ნატანჯ-ნავალი ხარ სამი დღისა.
ბალახ-ბულახი გქონდა საზრდოდა
ამ გაუვალის უღრანის ტყისა.
(ჭექა-ქუხილი წყნარდება, მოიდარებს)
მოდი, წამოდი, გადმოდგი ფეხი
და ნუ გეშინის აქ ნურაფრისა.

მენახშირე

მობრძანდით, გზაში დაიღლებოდით,
სტუმარი არის მუდამაც ღვთისა.
რაც გვაბადია, მითი დაგხვდებით,
ჩვენ არ გვრცხვენიან სიღარიბისა.

ცოლ

ქალი ვინა და ჯაჭვ-მუზარადი?
მაგრამ ისეთი დადგა დროება,
კაბისა ნაცვლად ქალს სამოსელი
მამაკაცისა უფრო უხდება.
ამბობენ თურმე, რომ დედოფალმა
ჩვენმა მხცოვანმა ისხა აბჯარი,
თვით დაუძღვება და საომრადა
ინგლისელების დაუდის ჯარი.
წელადარ იყო, მეფის გულისთვის
როგორ იბრძოდა გლეხისა ქალი?..

მენახშირე

გაჩუმდი. გასწი, წყალი მოუტა
დაღლილსა სტუმარს დაალეინე.
...................(იგი მიდის ქოხში)

რაიმონდი

გულს ნუ გაიტეხ. ხომ ჰხედავ კარგად.
რო ყველა ხალხი სწორი არ არი,
რომ იპოვება უღრანს ტყეშიაც,
კაცი მოძძისთვის კვლავ თანამკვდარი.
გამხიარულდი, ნუ სწუხარ, ქალო,
გამოიდარა, ცამ მოიწმინდა.
როგორ უხდება მზეს ჩასვენება,
თვისი სხივები სრულ შეიკრიბა!

მენახშირე

თქვენ, რა თქმა უნდა, მისაშველებლად
ჩვენის ჯარისა მიედინებით.
ტყეში ინგლისელთა რაზმები დაძრძის,
არ დაგატყვეოთ, ძლიერ გაფრთხილდით.

რაიმონდი

ვერ არის კარგი! სით გავეღწიოთ?

მენახშირე

აქ მოითმინეთ, საცაა მალე
შვილი მომივა ქალაქიდანა.
ის გაგატარებსთ ისეთი გზებით,
რომ დაგიფაროსთ მტრის ხელიდანა.
ჩვენ აქ ყოველი ბილიკი ვიცით,
ის თქვენ მიგიყვანსთ ფრანგთ; ბანაკში.
იმედიც გქონდესთ, რომ არ მოგივათ
არავითარი ვნება თქვენ გზაში.

რაიმონდი (იოანას)

ეგ საჭურველი სულ გაიხადო,
ჩემის ფიქრითა ისა სჯობია.
მაგითი მტერი შენ უფრო გიცნობს,
არაფერს გიშველს, ასე მგონია.

მენახშირე

რადარის ქალი დაღონებული?..
ცოტა მოიცათ, ვიღაცა მოდის.

გამოსვლა მესამე

მენახშირის ცოლი გამოდის ქოხიდან წყლიანი ჭიქით ხელში. იგინივე და მენახშირის შვილი

ცოლი

ჩვენი ბიჭია. რეიმსიდანა იგი დაბრუნდა.
წყალი ინებე. (აძლევს ჭიქით წყალს იოანას)

მენახშირე

ახალს რას იტყვი? რა ამბებია?

შვილი

(დაინახავს რა რომ დედამისი აწვდის ჭიქით წყალს იოანას და რა იცნობს მას, მიჰვარდება და ართმევს ხელიდან ჭიქას)

რას სჩადი, დედავ, ვის ასმევ წყალსა,
ნუთუ არ იცი ჯადოქარია?..

მენახშირე და მისი ცოლი

ღმერთო, დაგვიხსენ განსაცდელისგან!

(პირჯვარს იწერენ და ორივენი გარბიან)

გამოსვლა მეოთხე

რაიმონდი, იოანა

იოანა

ხომ ჰხედავ კარგად, წყევლა უფლისა
საცა კი წავალ, კვალდაკვალ მდევნის,
არ მეკარება არავინ ახლოს,
მიმირბის შორსა და ყველა მწყევლის.
სჯობს, მეგობარო, შენც თავს უშველო.
რომ განმეშორო, დამტოვო ჩემთვის.

რაიმონდი

როგორ? დაგტოვო მე შენ მარტოკა?
ეხლა? ამ ჟამად? ამ უღრანს ტყეში?
ვარსკვლავებისა მსვლელობაც ვიცი,
მდინარეების ფიქრებიც მესმის.
საკმაო საზრდის მომცემს ბუნება,
ტყეს ესეც საკმავ ფოთოლი ესხმის.

რაიმონდი

ეგ მართალია... და სჯობდა ბევრით,
მოგენანია თვისი ცოდვები,
შეჰრიგებიყავ მეუფეს ჩვენსა,
ღმერთი გეწამა, ვიდრე მოჰკვდები.

იოანა

მაშ, მეგობარო, შენც მე მამტყუვნებ?

რაიმონდი

ძალა უნებრივ, შენმა სიჩუმემ...

იოანა

როგორ? ნუთუ შენც ეგ დაიჯერე?...
ჩემმა ერთგულმა სხვათა შორის კაცმა?
როს მთელმა ერმა ზურგი მაქცია
და შემაჩვენა ქვეყნისა ხმამა,
შენ მიერთგულე ჯადოქარს ქალსა
და ჰფიქრობ ღმერთი გამიყიდია?
ვაი, რა ფრიად მოსტყუებულხარ.
.......(რაიმონდი მდუმარებს)
ჩემი ნაღველი როგორ დიდია!

რაიმონდი

მაშ, იოანა, სწორედ მითხარი, -
ჯადოქრობაში არა გაქვს წილი?

იოანა

მე ჯადოქარი?

რაიმონდი

მაშ სასწაული რაც მოახდინე,
ღვთის შემწეობით ყველა ის მოხდა?

იოანა

მაშ რის ძალითა?

რაიმონდი

რისთვის გასჩუმდი, ენაც ვერ დასძარ,
როს გამტყუვნებდა მამა მშობელი?!
რომ ამ საშინელს ცილსა გწამებდა,
მას ყურს უგდებდა ქვეყანა მთელი.
მეფის წინაშე დასჩუმ-დაჰმუნჯდი,
ერთის სიტყვისაც ვერ იყავ მთქმელი?..

იოანა

ჩემს ბედისწერას დავემორჩილე,
რადგან უფალსა, ვსცან ასე ჰსურდა.
ჩემს მბრძანებელსა ვეურჩებოდი,
ვის მორჩილებაც მწყურის და მწყურდა?!.

რაიმონდი

მაინცდამაინც რა იქნებოდა
მამისთვის ერთი რამ სიტყვა გეთქვა?

იოანა

რაც მამაჩემმა ცილი დამწამა,
ჩვენის გამჩენის ღვთისაგან იყო.
თვით მამაჩემსაც გამოცდის ღმერთი.

რაიმონდი

ხმაც რომ მოისმა ციდან უფლისა,
ცილის წამებას დაუკრა კვერი?..

იოანა

და კიდეც მიტომ არაფერი ვსთქვი,
რადგან თვითონ ცა ლაპარაკობდა.

რაიმონდი

რადა რად ჩასდეგ ქვეყნის ცოდვაში,
რად მოუწამლე ერსა რწმუნება,
რისთვის ინდომე თვისთა ერთგულთა
გულის მომკვლელი ნეტავ ცდუნება?
თავს იმართლებდი ერთის სიტყვის თქმით,
შეუმწიკვლელი თუ გაქვს ბუნება.

იოანა

გამოცდა იყო, არა ცდუნება...

რაიმონდი

მე ის მაოცებს, ცილისწამებას
ქედ მოდრეკილი შენ რომ ისმენდი.
შენ მაგიერად გული ამენთო,
თუმც ვერა ვსთქვი რა, ფრიად ვბრაზობდი.
და მიხარიან რომ ახლა ამბობ,
რასაც მე მაშინ თითონაც ვგრძნობდი.
მოთმენა მიკვირს იმ საძაგლობის,
როცა თავისთავს მართლადა სცნობდი?

იოანა

ღვთისგან მოვლენილს თავს რომ ვუწოდებ, -
მიტომ რომ ბრმად მწამს მე მისი ძალა.
თუმცა დავეცი და გავღარიბდი,
ბედმა ღამედა დღე შემიცვალა.
ვიდრე იქ ვიყავ, აქ უკედა ვარ
და უკეთესად ვიქნები ხვალა.
მხოლოდ იქ ვიყავ მე უბედური,
სადც ბედნიერად ყველანი მთვლიდნენ.
ყველასა ჰშურდა ჩემი იღბალი,
ჩემს სადღეგრძელოს ყანწებსა სცლიდნენ.
ამ გვარის ქცევით, პატივისცემით,
ადამიანნი ნაღველსა მგვრიდნენ.
რა განვეშორე სულთამხუთავს წრეს
და ბუნებისა კალთაზე მოვხვდი,
თავისუფლად ვარ, ღონე მომეცა,
იქ კი უძლურად თავს რადღაც ვგრძნობდი.
ის ხმა მედგარი ციდან რომ იყო,
მიწასთან ერთად მეწამლა მეცა.
მოხდეს რაც ჩემს თავს მოსახდომია,
არ ამომხდება გულიდან კვნესა.

რაიმონდი

დავბრუნდეთ მაშა. სთქვი ყველაფერი,
დარწმუნდეს ხალხი, რომ მართალი ხარ.

იოანა

ვინც დაუბრმავა ბრბოსა თვალები,
თვით იგივე მას თვალებს აუხელს.
ბედი განაჩენს თვისას უტყუვრად
მხოლოდ ბოლო დროს ყველას გაუმხელს.
და ვინაც მდევნის, ბოლოს დროს იგი
სინანულისას ცრემლსა დააფრქვევს.

რაიმონდი

მაშ მოთმინებით უნდა უცადო, ვიდრე შემთხვევა...

იოანა (დაუჭერს მას ხელს)

შენ, მეგობარო, უნდა უწყიდე,
სიმართლე მზეს ჰგავ ციდან მბრწყინავსა,
საღამო ხანზე ჩაესვენება,
რომ ამობრწყინდეს ისევ დილასა.
შენ ბუნდოვანად მსოფლიოსა ჰსჭვრეტ,
უკვდავი რაც არს, ვერ ჰხედავ მასა.
უგანგებოდა ერთი ბეწვიც კი
არ მოაკლდება თავზედა თმასა.
სიმართლეც ერთხელ ამობრწყინდება
და ამოიღებს მქუხარედ ხმასა.

გამოსვლა მეხუთე

დედოფალი იზაბელა მხედრებითურთ და იგინივე

დედოფალი (ჯერ ისევ სცენის გარედ)

ეს გზა ინგლისელთ ბანაკში მიდის.

რაიმონდი

ღმერთო! მტერია! დავიღუპენით!

(მხედარნი შემოდიან სცენაზე და დაინახავენ რა იოანას, შეშინებულნი უკან იხევენ)

დედოფალი

რამ შეგაშინათ? საით გაჰრბიხართ?
(დაინახავს რა იოანას, ძალაუნებურად შეკრთება)
ეს რასა ვხედავ?
(მოვა რა გონზე, საჩქაროდ მივა მასთან)
შედეგ! ამ წუთას დაგვემორჩილე.
შენ ტყვე ხარ ჩვენი!..

იოანა

თქვენი ნება ვარ.
(რაიმონდი შეშინებული მირბის)

დედოფალი

შებოჭეთ ჩქარა!

(მხედარნი მოწიწებით მიდიან იოანასთან, იგი გაუშვერს ხელებს და ისენიც ჰბოქვენ ჯაჭვით).

აი ის ქალი, ვის დანახვაზე
თქვენ, როგორც თხები ისე გაჰრბოდით.
ეხლა მას ძალა გამოჰლევია
და აღარც ძალუძს დაგვიხვდეს ომით.
საკვირველება იმათთვის იყო,
ვისც სასწაული ბრმასავითა სწამს.
წინაშე ნამდვილ ვაჟკაცობისა
ხომ ჰხედავთ, ქედსა როგორ იდრეკავს?
..............................................(იოანას)
რისთვის დასტოვე თვისი მხედრობა.
ან გრაფი სადარს, გრაფ დიუნუა,
ვისიც არ გაკლდა შენ მფარველობა? იოანა

იოანა

მე განმაძევეს.

დედოფალი

გამოგაძევეს, გამოგაძევეს!
შენ ჩემმა შვილმა გამოგაძევა?

იოანა

მაგდენი კითხვა რა საჭიროა?
მე თქვენი ტყვე ვარ: ჰქმენ, რაც გენებოს.

დედოფალი

ჰმ!.. განგაძევა! ღირსეულადა
გადაუხდია შენთვის მადლობა.
მეფობა მიეც. დააგვირგვინე.
რამდენი უყავ ჩემს შვილს წყალობა.
პატივისცემით რომ მოგპყრობოდა
და რომ გყოლოდა ის მადლიერი,
გასაკვირადა მხოლოდ მაშინა
მე დამრჩებოდა მის საქციელი.
ჩვენს ბანაკშია თქვენ წაიყვანეთ
და მთელს მხედრობას აჩვენეთ ქალი.
ყველამ იხილოს თავის თვალითა
საშინელება და მისი ძალი.
კუდიანია? ჰმ, უგუნურნი!
კუდიანი გვაქვს მსოლოდ ჩვენ ტვინი.
რწყილს მოგვაჩვენებს ბევრჯელ აქლემად
შეშინებულის გულის ღიტინი...
ეს უბედური მეტად უჭკვოა,
მეფის გულისთვის გაწირა თავი,
კაცობას ჰხედავთ, მადლობის ნაცვლად,
ქალს განუმზადა მან გული შავი.
ფრანგთა შებოჭილს ბედნიერებას
ემ ქალთან ერთად ლიონელს მიჰგვრით.
ჩქარა მეც უკან დაგედევნებით,
აბა, ეცადეთ და მალე მიდით...

იოანა

ლიონელთანა? სჯობს აქვე მომკლა.

დედოფალი

გასწით!
(მიდის დანარჩენი მხედრებითურთ)

გამოსვლა მეექვსე

იოანა, მხედანი

იოანა (მხედართა)

ბრიტანელებო, სასიცოცხლო ვარ,
კარგად იფიქრეთ, განა თქვენგნითა?
რამდენი თქვენის თანამოძმისა
მე დედამიწა მოვრწყე სისხლითა.
რამდენს დაუხშე მზისა ნათელი,
აღარ ეღირსათ დაბრუნვა შინა.
საუკეთესო თქვენმა სარდლებმა
ჩემის ხმლისაგან აქ დაიძინა.
აიძვრეთ ხმლები, აქვე დამკუწეთ,
ვინარს, მტერს სისხლი არ აზღვეინა?!
სისხლით მოსვრილი ჩემი სხეული
დაუგდეთ სარდალს თქვენს ფერხთა წინა.
კაი დრო არის: ასე უძლური,
ნუ ჰფიქრობთ, მნახოთ ყოველთვისინა.

უფროსი

თქვენ რაც გიბრძანესთ, ის აასრულეთ!

იოანა

ღმერთო! ნუთუ მე უბედურება
უკიდურესი არ უნდა ამცდეს?!
ოჰ, ღვთისმშობელო. მიტოვებულსა
მე შენი კალთა აღარა მცავდეს?
არ მისმენს ღმერთი, საკვირველების
მოქმედსა ძალას დაუძინია.
ცა დაკეტილა, ჩემს მცველს ანგელოზს
დამწყვდეულს ჩემთვის არ უტირნია.
............(მისდევს თან მხედრებს)

გამოსვლა მეშვიდე

ფრანგების ბანაკი. დიუნუა, მღვდელმთავარი, დიუ შატელი

მღვდელმთავარი

მეფე მიგველის. სულსა მშვიდობა
სჯობს დაუბრუნო დღეს, სეფეწულო,
უნდა დასტოვო ბრძოლისა ველი,
როს შენი თავი ჩვენ გვიჭირს უფრო?

დიუნუა

რა არს მიზეზი დამარცხებული
რომ ხელახლადა თავს გვესხმის მტერი?
სრულად შევმუსროთ მისი მხედრობა,
ზურგზე ვადინეთ ბოლი და მტვერი.
პასუხს მე გაგცემთ: იგია მხოლოდ,
რომ უმადური ჩვენა ვართ ერი.
მხსნელი განდევნეთ... თავს თვით უშველეთ,
მე კი მძულს დიდადაწ იგი ჯარი,
ვისაც არ უძღვის თეთრის დროშითა,
ხმალამოწვდილი დევნილი ქალი.

დიუ შატელი

მაგ პასუხითა ნუ გაგვისტუმრებ,
გთხოვ, სეფეწულო, კარგად იფიქრო.

დიუნუა

სჯობს, დიუ შატელ, კრინტი არ დასძრა,
მე შენა გხედავ პირველ ჩემს მტერად,
მიტომ რომ ქალის უმანკოებას
შენ გადაჰხედე პირველმა ცერად.

მღვდელმთავარი

ვით შევირჩენდით მისადმი რწმენას,
ქალის მამის მსჯავრს როს ცაც ჰმოწმობდა.
თავზარი დაგვცა ამ სანახავმა,
ქალის სიმტყუვნეს ყველაცა ჰგრძნობდა.
ამ საშინელმა სანახაობამ
დააკარგვინა ხალხსა გონება
და ქალს რა ვხედავთ ისევ მშვენიერს,
დღეს მწუხარება გულს გვეფონება.
მეფე. ჰერცოგი ბურგუნდიისა,
ყველანი ერთად, თვით ლიაგირიც
თავებს იხოცენ სინანულითა,
რად მოვსტყუვდითო - ყველა მას ტირის.

დიუნუა

მატყუარაა?.. ოჰ, ღმერთო ჩემო,
ნეტავი ჩემებრ ყველა მას სცნობდეს.
ჟანას სახითა გვეჩვენებოდა,
ცით გვეწეოდა სიმართლე ოდეს.
და თუ არს სადმე ქვეყნად სიწმინდე,
უმანკოება და ერთგულება,
იმათი ბინა ქალის ბაგეზე
და მის თვალებში მე მეგულება.

მღვდელმთავარი

ჩვენს სუსტს გონებას არ შეუძლიან
ამ საიდუმლოს სწორედ გაგება.
სიმართლეს ვერ ვცნობთ. თუ ჩვენს თვალთ ხედვას
არ დაეხმარა ციდან განგება.
რაც უნდა იყოს მაინცდამაინც
დანაშაულში ფეხი გვიდგია,
ან ჯოჯოხეთთან გვქონდა კავშირი,
ან ქალი ღვთისგან მოვლენილია.
ჩვენ გავაძევეთ და უფალი გვსჯის,
მართლის სამართლის მქნელი იგია.

გამოსვლა მერვე

პაჟი, წინანდელნი, შემდეგ რაიმონდი

პაჟი

გრაფო, ყმაწვილი ვიღაც მწყემსია
და თქვენი ნახვა გულით სწადია,
ორი სიტყვა აქვს თქვენთვის სათქმელი
ქალის ამბავი მოუტანია.

დიუნუა

ქალის ამბავი!.. ჩქარა მოვიდეს
(მიეგებება წინ რაიმონდს)

რაიმონდი

მადლობა ღმერთსა, რომ თქვენთან ერთად
ჩვენს სულიერსა მამასა ვხედავ,
ქვრივ-ობლის პატრონს, დევნილთა მფარველს.
სიმართლეს, ვიცი, რომ შენ განსჭვრეტავ.

დიუნუა

სადაა იოანა?

მღვდელმთავარი

გვითხარი, შვილო.

რაიმონდი

დამერწმუნენით და დაიჯერეთ,
რომ კუდიანად ქალს ტყუილად სთვლით.
ყველა წმინდანნი და თვით ღმერთია
მოწამე მისა, რომ ცოდვა ჰქმენით,
ღვთის მოვლენილი უმანკოება
შეურაცხყავით და განაგდევით.

დიუნუა

ძალიან კარგი. სადაა იგი?

რაიმონდი

გზა მე ვასწავლე, არდენის ტყეში
განუშორებლად სულ გვერდით ვახლდი.
ვიქმნა გვემული და სულით წავწყმდე,
თუ ვით ანგელოზს ქალს არა ვხადი.
გამოტეხითა ყველაფერი სთქვა,
მრწამს, მის სიმართლე დღეზეა ცხადი.

დიუნუა

დღისა სინათლე იმის სიმართლეს
ვერ შეედრება,
სადარის ეხლა შენ ეს მითხარი?

რაიმონდი

თუ მოიბრუნებთ იმაზე გულსა,
ჩქარა ეცადეთ, ინგლისელთ ტყვეა.

დიუუა

ტყვედ წაიყვანეს?

მღვდელმთავარი

ოჰ, საცოდავი!

რაიმონდი

არტენის ტყეზე რომ მივდიოდით,
წინ შეგვეჩეხა თვით დედოფალი.
შეაბოჭინა თავის მხლებლებსა
და გაატანა ის შებოჭილი
თვისსა ბანაკში. აჩქარდით, გვმართებს,
რომ ჩვენც დავიხსნათ ის ჩვენი მხსნელი.

დიუნუა

რისათვის მინდა თავი ცოცხალი,
მტერს დავანებო წმინდათა წმიდა,
მთელს მხედრობასა, მთელს საფრანგეთსა
ფეხზე დადგომა ამისთვის გვინდა.
ჩვენი ნამუსი გირაოდ იყოს, -
ლაფი მოეცხოს მეფის გვირგვინსა.
ვინც ტყვეობიდან ერი დაიხსნა,
იტანჯებოდეს, ტყვედ იყოს ისა?
თუ შევარჩინო მტერს ესე ჯავრი,
ნუღარა ვნახო სინათლე მზისა.
მთელის ფრანგების სისხლი ცოტაა,
რომ დავიზღვიოთ ჩვენ ჯავრი მტრისა.

გამოსვლა მეცხრე

კოშკი. თავზე სანათური აქვს. იოანა, ლიონელი, ფასტოლფი, შემდეგ დედოფალი

ფასტოლფი (შემოდის)

ჯარი მღელვარებს გაცოფებული,
„ქალი მოგვეცით!“ გაიძახიან.
ხალხთან ძალითა ჩვენ რას გავხდებით,
იმას იზამენ, რაცა სწადიათ!
მოკალი ბარემ, მისი სხეული
ჯარს გადაუგდე, თუ უნდა სინჯონ,
უამისოდა ვერ დავამშვიდებთ,
არ დაწყნარდება ლაშქარი თითონ.

დედოფალი (შემოდის)

კოშკის კედლებზე კიბეებს სდგამენ,
ძალით სწადიანთ კოშკი აიღონ.
არ დაგვეყრება არც ჩვენ ხეირი,
მიეცი ქალი, რაც უნდა უყონ.

ლიონელი

მაგათ ჯაჯღანი მე არ მაშინებს
და არც ჩემს კოშკსა მაგათ ყვირილი.
ამ თავხედობას ქედს ვერ მოვუდრეკ,
მე მირჩევნია ბევრად სიკვდილი.
კოშკის ნანგრევთა მიჯობს დამმარხონ.
შენც, იოანა, არა სირცხვილი -
მითხარი სწორედ. ჩემი გაჰხდები,
იქნებ სხვისა გაქვს ვისმე სურვილი?

დედოფალი

ბრიტანელს რაინდს უნდა სცხვენოდეს!

ლიონელი

იმ უმადურსა შენსა სამშობლოს
ნურაფრისათვის ნუ ეფერები.
შენის ღვაწლის და ამაგისათვის
თითონ შენებივ გაგიხდნენ მტრები.
მათ განგაძევეს, მტერს ხელში მიგცეს
და არა ჰგრძნობენ ამას სირცხვილად.
ნუთუ სხვა ერიც არ ადგებოდა
და არ ჩასთვლიდა ამას სიკვდილად?!..
შენის გულისთვის, აქ მე ვარ ერთი,
ვინაც შევებრძვი თავისას, სხვებსა.
შენ მე არ მომკალ, ასე ვფიქრობდი,
ქალო, ჰზოგავდი ჩემს სიცოცხლესა,
როცა ორთავე მტრები ვიყავით.
მარტო მე გყევარ მფარველი დღესა.

იოანა

რაც მტრები მყვანან იმათ შორისა
შენ მეჯავრები ყველაზე მეტად,
ჩემი იმედი ტყუილადა გაქვს,
ტყუილადა მთვლი შენ თავის ბედად.
და თუ გიყვარვარ, სიყვარულისთვის,
თქვენიც სარგოა, მოდი ჰქმენ ესა:
უბრძანე შენს ჯარს წავიდეს აქით,
მოშალოს ჩვენზე მახვილის ლესა.
მოგვცემ ქალაქთა გასაღებებსა
და დაგვიბრუნებ ტყვეებსაც ჩვენსა.
გვიზღე ზარალი და დანახარჯი
და ერთგულების მოგვეცი ფიცი.
მეფის მაგივრად მე მოგცემ ზავსა.
არავის ვკითზავ, მე თავად ვიცი.

დედოფალი

ერთი უყურეთ ამ სულელს, გიჟსა,
მონობაშიაც კანონებს გვიწერს.

იოანა

დროით განსაჯე, ასე გირჩევნის,
რა სათქმელია ფრანგების ძლევა.
ვიდრე თქვენ მაგას მოესწრებოდეთ,
მთელი ინგლისი აქ დაილევა.
ეგ კი არა და სწორე ის არის,
რომ საფრანგეთი თქვენს კუბოდ გახდეს,
საუკეთესო გმირები გასწყდა
და იმედია სხვებიც აქ გასწყდეს,
თქვენის სახელის ნაშთიც თქვენთანვე
ჩემს სამშობლოში საფლავში ჩაწვეს.

გამოსვლა მეათე

(ერთი ჯარის უფროსთაგანი აფორთქლებული შემოდის).

ჯარის უფროსი

სარდალო, ჩქარა ჯარი გააწყვე,
ფრანგები უკვე მოდიან ჩვენზე,
მათ ბაირაღებს ბრიალი გააქვს,
და იარაღიც ბრჭყვიალებს ველზე.

იოანა

მოდიან მაშა! ინგლისელებო,
დღეს გამოჩნდება თქვენი ბიჭობა,
დრომ მოაღწია, თვალითა ვნახავთ,
გამარჯვებული დღეს ვინ დარჩება.

ფასტოლფი

უტვინოვ! ნეტავ შენ რა გალაღებს,
ჰფიქრობ წახვიდე აქით ცოცხალი?!

იოანა

ჩემი ხალხი სძლევს. მე კარგად ვიცი.
რა მენაღვლება, თუნდა მომკალი.

ლიონელი

მეჯავრებიან. ყველა ბრძოლაში
ვიდრე ეს ქალი არ დაეხმარა,
ჩვენა ვჯაბნიდით მაგ უბედურთა
და ერთი წუთიც არ გაეხარათ.
მაგრამ თვის მხსნელიც კი გააძევეს,
წავიდეთ, ძმაო, ჩვენი ჯერია,
რაც დღე კრეკსა და პუატიესა,
იგივე დღე ჩვენ მათ დავაყენოთ.
თქვენ, დედოფალო, ტყვე ქალთან დარჩით
და ვინძლო თავი არ დაანებოთ.

ფასტოლფი

თავს რომ ვანებებთ, არ გამოდგება.

იოანა

თუ მხედარი ხარ, როგორ არ გრცხვენის.
რომ შებორკილი ქალი გაშინებს.

ლიონელი (იოანას)

მომეცი სიტყვა,
რომ არ ინდომებ განთავისუფლდე.

იოანა

რომ დავიბრუნო თავისუფლება,
გულის წადილი ჩემი იგია.

დედოფალი

სამპირი ჯაჭვით სჯობს რომ შეჰბოჭოთ,
მაშინ ვეღარსად ვერ გაიქცევა.
(იოანას ისე შეჰბოჭავენ ჯაჭვებით, რომ ხელ-ფეხი და
ტანი აღარ უჩანს ჯაჭვებში).

ლიონელი (იოანას)

შენც ხომ გეწადა ყოფნა ჩვენთანა,
მოდი მოგვემხრე და დროშა ჩვენი
აღიპყარ ხელში, ხელებს გაგიხსნით.
რომ შენმა მტრებმა სცნან ძალა შენი.

ფასტოლფი

წავიდეთ, წავიდეთ!

იოანა

ტყუილად ენას რისთვისა ჰღალავ,
აგერ მოდიან... დაუხვდი წადი.
(საყვირების ხმა ისმის. ლიონელი მიდის)

ფასტოლფი

მე რა გასწავლოთ, თქვენ კარგად უწყით,
დედოფალო, თუ რაგვარ მოიქცეთ.
შემთხვევა არის, ბედი რას იტყვის,
ვინიცობაა ვერ...

დედოფალი (ამოიღებს ხანჯალს)

თქვენ ნუ სწუხდებით,
აღარ დავაცლი იმხიარულოს.

ფასტოლფი (იოანას)

ეხლა შენ იცი, ღმერთს როგორ შესთხოვ,
რომ შენი ერი ღმერთმა დალოცოს. (მიდის)

გამოსვლა მეთერთმეტე

იოანა, დედოფალი, მხედარნი

იოანა

უნდა ვილოცო, ან კი ვის ძალსუძს,
რომ ენაზედაც კლიტე დამადოს?
ჩვენის ჯარისა ხმა საყვირისა
გულში ჟრჟოლას მგვრის როგორ საამოს!
ღმერთო, დაამხე ბრიტანელები
და ჩვენს საფრანგეთს აწ გაუმარჯოს!
წინ გაიწიეთ, თქვენ გენაცვალეთ,
წინ, უშიშარნო! ვაჰმე, ბედკრულსა.
ახლოსა გყევართ და ვერა გშველით,
ჩემის დროშითა ვერ გიგზნებთ გულსა.
ხელ-ფეხით მტერმა თუმცა შემბოჭა,
ვერა'დააკლო მან ჩემსა სულსა,
იგი თქვენ დაგდევსთ განუშორებლად,
თქვენს ბრძოლის მღერას, თქვენს ჟრიამულსა.

დედოფალი

ადი კოშკზედა. იქიდანა სჩანს
კარგად, გარჩევით ბრძოლისა ველი.
და რაცა ჰნახო, რაც იქ მოხდება
დაწვრილებითა მითხარ ყოველი.

იოანა

მედგრად, ფრანგებო! თავს შემოგევლეთ,
ვინძლო არ შერცხვეთ, არ შემარცხვინოთ.
ერთხელ ძლევაა კიდევ საჭირო,
მტერი სამუდმოდ რომ გავაძევოთ.

დედოფალი

ვერაფერს ჰხედავ?

მხედარი

უკვე შეიყარნენ. ვიღაც შავს ცხენსა
წინ მოაქროლებს გაშმაგებული...
ჟანდარმებისა რაზმი თან მოსდევს,
ვეფხვის ტყავით არს ტანდაფარული.

იოანა

დიუნუაა! ყოჩაღ, ვაჟკაცო,
ნუ შეიბრალებ, დაჰკარი მტერსა!
საცა შენა ხარ, იქ ვერასოდეს
მტერი ვერ ჰნახავს გამარჯვებასა.

მხედარი

ჰერცოგი უკვე მიუხდა ხადსა.

დედოფალი

ოჰ, ეგ თავმკვდარი, ეგ მოღალატე!

მხედარი

ფასტოლფი იმას წინ გადეღობა,
ცხენებიდანა ორივ ჩამოხტნენ,
იბრძვიან ჩვენნიც, ბურგუნდელებში,
როგორც თხა-ცხვრები, შიგ აირივნენ.

დედოფალი

კარლი ვერ იცან და ან სამეფო
ნუთუ ნიშნები არაფერი სჩანს?

მხედარი

მტვერმა დაფარა ბრძოლისა ველი,
აღარაფერი არ გაირჩევა...

იოანა

მაგის მაგივრად, ნეტავ, მე ვიყო
კოშკზე, ყველაფერს დავინახავდი.
მე მხედველობა არ მომატყუებს,
არწივსა ყვავადარ დავსახავდი.

მხედარი

თხრილში საშინელს სურათსა ვხედავ,
ყველა სარდალნი იქ შეკრებილან.

დედოფალი

მაშ ჩვენი დროშა?

მხედარი

ისევ ფრიალებს.

იოანა

ნეტავ შემეძლოს ამ კედლიდანა
ბრძოლას ვუცქირო, ვნახო რა ხდება.
ჩემთა თვალთ ხედვა ბრძოლისა ბედსა
ჩვენს სასარგებლოდ, ვგრძნობ, გადასწყვეტდა.

მხედარი

გაიქცნენ! მირბიან! გამარჯვებაა!

დედოფალი

ვინ მირბიან, ვინა?

მხედარი

თვით ფრანგები და ბურგუნდელები,
თავიანთ მკვდრებით ველი დაფარეს.

იოანა

ოჰ, ღმერთო, ნუთუ არ გებრალები?

მხედარი

ვიღაც დაჭრილი დაბლა დაეცა,
გუნდადა ხალხი გარს შემოერტყა.
სჩანს სარდალია.

დედოფალი

ფრანგი თუ ჩვენი?

მხედარი

მუზარადს ჰხდიან; დიუნუაა.

იოანა

(აღელვებული იწიკება, უნდა ჯაჭვი გაწყვიტოს).

იმას იქ უჭირს, მე აქ ვმცონარებ!

მხედარი

აგერ სხვა მორბის მდიდრად ჩაცმული
შემოქარგულის ტანსაცმელითა,
თეთრი ფრთა უჩანს მას მუზარადში,
შეიჭრა აგერ იგი ჩვენს ჯარში.

იოანა (აღტაცებით)

მეფეა, მეფე, ხელმწიფე!

მხედარი

ცხენი დაუფთხა და ჩამოაგდო,
უზანგში ფეხი მას გაეჭედა,
მაგრამ არ იშლის, იბრძვის მაინცა,
მას ხელი უდევს ისევ ხმალზედა,
აგერ, ჩვენები მისკენ მირბიან...
მივიდნენ კიდეც, ადგან თავზედა.

იოანა

მაშ ანგელოსნი გამწყდარან ცაში!..

დედოფალი (გამკიცხველი სიცილით)

დრო გაქვს... უშველე, მფარველო, მეფეს!

იოანა (დაემხობა მუხლებზე)

ოჰ, ღმერთო, ღმერთო, ტანჯულთ მფარველო,
ზეცას გიგზავნი ჩემს ტანჯულ სულსა
ცრემლით გაბასრულს, დიდად მორწმუნე,
შენ ეწამლები გაგმირულს გულსა.
ძალგიძს, უფალო, თუ კი ინებებ,
რომ აბლაბუდა გარდაჰქმნა რკინად
და ეს ჯაჭვებიც, ჩემი მბოჭველი
გარდააქციო დასადნობ ცვილად.
თუ მოისურვებ, ჯაჭვი დადნება,
დაიფუშება ციხის კედლები.
შენის ბრძანებით სამსონმა ბრმამა
გადაამტვრია ტაძრის ბოძები,
დაფუშა სუსტმა დიდი ტაძარი
და მტერს თავს დასცა მისი ლოდები.

მხედარი

იძლივნენ!

დედოფალი

მეფე შეიპყრეს.

იოანა (წამოხტება)

სულ ტყუილია! ჩვენთან არს ღმერთი!

(ორივე ხელით სტაცა ჯაჭვებს ხელი და გაწყვიტა. მისწვდება ერთს ახლო მდგომარე მხედარს, წაართმევს ხმალს და :გაიქცევა. ყველანი თავზარდაცემულნი უნძრევლად დგანან).

გამოსვლა მეთორმეტე

წინანდელნი, იოანას გარდა.

დედოფალი (დიდიხნის დუმილის შემდეგ)

ეს რაღა ვნახე? არ მეჯერება,
სიზმარში ვარო ისე მგონია.
სულიერისა ასეთი ღონე
არავისაგან გამიგონია.

მხედარი (კოშკიდან)

ფრთები შეუსხამ... ქარივით მიჰქრის.

დედოფალი

სადაა იგი?

მხედარი

შუა ჯარშია, ვით შავარდენი,
იგი შეიჭრა, ხმალამოწვდილი.
განა ერთ ადგილს, აქა და იქა,
ათასგან ელავს მისი მახვილი.
აგერ წყეულმა - რა ჰქმნა? ოჰ, ღმერთო,
შუა გახია ჩვენი ლაშქარი.
მიდრკენ ჩვენები, გროვად გარბიან
და გადაყარა ყველამ აბჯარი.
ჩვენი დროშებიც დაბლა დაემხო.
ფრანგთა ჩაიდვეს გული მაგარი.
მისდევენ, ჰკაფვენ, შეუბრალებლად,
ხელში ჩაიგდეს ყველა სანგარი.

დედოფალი

ნუთუ ძლეულთა ეხლა ჩვენ გვძლიონ
მის მეოხებით?

მხედარი

ხმლით გაიკაფა გზა მეფისაკე
და გამოჰგლიჯა ხელიდან ჩვენებს.
წინ მიეგება იმას ფასტოლფი,
ხმლით დაბლა დასცა, ვერ ხმარობს ხელებს.

დედოფალი

მოიცა, დადეგ,
ნურაფერს იტყვი. ჩამოდი, კარგი!

მხედარი

გაიქცეთ, გიჯობსთ!
თავსა უშველეთ! მოდიან კოშკის ასაღებადა!
...........(ჩამოდის დაბლა)

დედოფალი (ამოიღებს ხმალს)

დადეგით, ხმლითა დაუხვდეთ მტერსა.

გამოსვლა მეცამეტე

ლიაგირი შემორბის ჯარისკაცებით. დედოფლის მხლებელნი იარაღს იყრიან.

ლიაგირი (ზრდილობიანად მიდის დედოფალთან)

- დამორჩილების გარდა გზა არ გაქვს.
თქვენნი რაინდნი ტყვედ შევიპყარით.
ამაო არის ცდა ყოველივე
და ამაოდა სისხლს ნუღარ დავღვრით.
საით მიბრძანებთ, რომ წაგიყვანოთ,
სად გირჩევნიათ? მე გამომყევით.

დედოფალი

სულ ერთი არის, მხოლოდამას გთხოვ,
რომ მეფე თვალით არ დავინახო.

(აძლევს ხმალს და მისდევს ლიაგირს).

გამოსვლა მეთოთხმეტე

ბრძოლის ველი. სცენის უკან ჯარისკაცნი გაშლილი ბაირაღებით მოსჩანან. წინ მეფე და ჰერცოგი ბურგუნდიის ხელზე ჰყავთ გადასვენებული იოანა სასიკვდილოდ დაჭრილი უძრავად. ისინი ნელა-ნელა მოდიან წინ).

აგნესა (შემორბის)

შენ ცოცხალი ხარ, განთავისუფლდი?
ისევ ჩემი ხარ!

მეფე

თავისუფლება ჩემი იყიდა
თავის სიცოცხლით აი, ამანა.
მოდი, უცქირე!

აგნესა

იოანა! ოჰ, ღმერთო ჩემო! კვდება საწყალი.

ჰერცოგი

მოკვდა კიდევაც. მშვიდად, უწყინრად,
აწ გაგვიფრინდა ჩვენ ანგელოზი,
ვით ყრმასა სძინავს და მის სახეზე
ჰკრთის ედემისა სამფლობელოსა
სიმშვენიერე. აღარა ჰსუნთქავს,
თუმც სჩანს ნიშანი ჯერ სიცოცხლისა?

მეფე

აღარ გვყავს ქალი. არ გაიღვიძებს,
მან სამუდამოდ თვალნი დახუჭა...
ჩვენსა ცრემლებსა და სინანულსა -
ცადანგელოსმა გზა გაუფუჭა.

აგნესა

ცოცხალი არის. თვალებს ახილებს.

ჰერცოგი

მკვდარიც არ გვტოვებ, სამარიდანაც
მოესწრაფები ჩვენდა საშველად.
სიკვდილსაც როდი ემორჩილება.
სდგება, რაღაცა უნდა სათქმელად.

იოანა (იცქირება გარეშემო)

ნეტავ. სადა ვარ?

ჰერცოგი

თვისსა ხალხში ხარ, თავისებთანა.

მეფე

აქ ვართ ყველანი ძმა-მეგობარნი,
აქავე არის თვით შენი მეფეც.

იოანა

(დიდხანს უცქერის უძრავის თვალებით)

ვაჰმე!.. მოსტყუვდით, ნუ დაიჯერებთ.
არა, არა ვარ მე კუდიანი.

მეფე

ანგელოზი ხარ, წმინდა, უმწიკვლო,
ჩვენა ვართ მხოლოდ გონებით ბრმანი.

იოანა

(იცქირება გარეშემო და საამურად იღიმება)

მადლობა უფალს, ჩემს ხალხში ვკვდები,
აღარა გძულვართ, აღარა მწყევლით.
ისევ ვუყვარვარ,ჩემს თანამოძმეთ,
ბედნიერი ვარ კვალად მე თქვენით.
ჩემს ხელმწიფესაც თავის გვერდს ვხედავ,
მიმზერენ სათნოდ მისი თვალები.
გულს იამება, რომ თავმომწონედ
ბრიალებს ჩვენი ბაირაღები.
რატომ არსად სჩანს ჩემი დროშაცა,
რატომ არ მოგაქვთ ჩემთანა ისა?
მეუფისაგან ნაბოძარია,
უმისოდ ვნახო მე სახე ღვთისა?
უფლის წინაშე აღარა მრცხვენის
წარვდგე, მივართვა კვლავ ჩემი დროშა.
მას ვუერთგულე, ვიდრე ჭრილობამ
არ დამცა. მკლავი არ მომიბოშა...

მეფე (თვალს მოარიდებს)

მოიტათ დროშა!... აი, დაიჭი!

(იოანა იღებს მას ხელში, ადგება ფეხზე, არავის არ უჭირავს იგი. გაბრწყინებული ცაა).

იოანა

უცქირეთ, აგერ ცა განხმულია,
გამოსახულა ზედ ცისარტყელა,
გაბრწყინვებული მოსჩანს ძე ღვთისა,
ანგელოზთ გუნდიც იქ შეკრებილა,
თვით ღვთისმშობელი იმათ წინ უდგათ,
ლმობიერებით ჩემსკენ სწვდის ხელებს.
რა მემართება? ფრთები მესხმება,
ეს სამოსელიც აღარ მამძიმებს.
ჰა. შევუერთდი ცაში ღრუბელთა,
იმათთან ერთად მივფრინავ, მივქრი.
შორს! იქ, სადაცა ამ ქვეყნიური
არ გამოდგება არც ერთი ფიქრი
და ნეტარებას დაუსრულებელს
გვაძლევს წვალება აქ წუთიერი.

(დროშა ჩაუვარდება ხელიდან და იგი მკვდარი დაეშვება მაზე, ყველანი დანაღვლიანებულები მდუმარებენ. მეფე ანიშნებს და ნელა დაჰხრიან მაზე ბაირაღებს, ისე რომ ბაირაღები მთლად დაჰფარავენ).

[1904-1905 წწ.]

3.1.7 ვარიანტები, შენიშვნები

▲ზევით დაბრუნება


ორლეანელი ქალი

ხელნაწერი, ავტოგრაფი, დასაწყისი - ხელნაწერთა ინსტიტუტის ვაჟა-ფშაველას ფონდი 194, გაგრძელება - ლიტერატურული მუზეუმის ხელნაწერი 15634.

ნაბეჭდი: „გამოთხოვება“, გაზ. „დროება“, 1909 წელი, 104. ავტოგრაფი შავია, იგი დაწერილია შავი მელნით, რომელიც შემდეგ თავიდან ბოლომდე ჩაუსწორებია ავტორს მწვანე მელნით.

რაც შეეხება ნაბეჭდ ტექსტს, იგი წარმოადგენს ამ თარგმანის ნაწყვეტს, კერძოდ იოანას ერთ-ერთ მონოლოგს. ჩვენს გამოცემაში ამ მონოლოგის ძირთად წყაროდაღებულია „დროების“ ტექსტი.

82. 2 შილერისა] შილლერისა. 5 იზაბელა - დედამისი] დედამისი - იზაბელა, ხოლო აქ დედამისი] თავდაპირველად ვაჟას „მეუღლე“ დაუწერია. 24 იოანა] ხელნაწერში ყველგან „იოანნა“ წერია.

96. 1 „პროლოგი“ არ წერია ავტოგრაფში. 7. „ტიბო“ ხელნაწერში არ არის. 10 რამდენმა ფრანგმა] ჯერ ყოფილა „ფრანგთაგანი“. 11 შეაკლა მტერსა იმისთვის თავი] თავდაპირველად ავტოგრაფში ყოფილა „რამდენი არის იმისთვის მკვდარი“. 12 „ხოლო“ და 13 „ჩვენ“, თუ მათი სანაცვლო სიტყვა, ავტოგრაფში, არ იკითხება. 16 ყოველ კუთხეში პირველად წერებულა „საცა გაჰხედავ“. 13 ყანა] ჯერ ყოფილა „ყანას“, შემდეგ ვაჟას „ს“ გადაუხაზავს; გაგვიჩანაგეს თავდაპირველად ყოფილა „გაგვანადგურეს“. 19 აქ მთარგმნელს ჯერ დაუწერია „გულგრილად შევცქერთ“, შემდეგ ეს სიტყვები გადაუხაზავს და მის ნაცვლად დაუწერია „გავჩუმებულვართ“, ბოლოს ესეც გადაუხაზავს და კვლავ პირვანდელი ფორმა აღუდგენია. 28 უღალატა“-ს შემდეგ მიწერილია „პერი“. 31 წელით პირველად ყოფილა „თავითა“ 33 უბედურებით უბედურობით, 34 ყველგან] წერებულა „მიტომ“.

91. 11 მოგწონს] მოგწონ. 15 რასა] რას. 17 ეტრფით] პირველად ყოფილა „გსურთ“, შემდეგ ვაჟას გაუსწორებია ასე: „მოგწონთ“, ბოლოს ესეც გადაუხაზავს. 26 იწვოდეს იწვიდეს. 27 „ვისაც“-ის წინ გადახაზულია „ეხლანდელს დროში - ყოველ“.

92. 6 დამლოცა] ჯერ დაუწერია „საკმაო“. 7 „არ დაგივიწყებსთ“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „და ვგრძნობ თქვენ“. 9 ჟანა ხელნაწერში ყველგან „ჟანნა“ წერია; ამ სიტყვის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „შენ ანუგეშო“, ხოლო ამ სიტყვებს თავზე აწერია „გთხოვ“, ეს სიტყვაც გადახაზულია 10 „რომ ანუგეშო“ ხელნაწერში ჩამატებულია 11 „ჩვენ“-ს შემდეგ გადახაზულია „მოკეთე“. 12 ქორწილის] ჯერ ყოფილა „ჩვენისა“.

93. 1 „სამი“-ს წინ გადახაზულია „მთელი გული“. 2 შენზე ოცნებას ის ემონება] ადრე ყოფილა „შენზე ოცნებობს, შენ დაგემონა“. 8 „ხელი“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „არ მო“. 10 სხვებთანაც] სხვებთან. „შენ“ ავტოგრაფში გადახაზულია. 14 სტრიქონის დასაწყისში ჯერ ყოფილა „ეს ყველამ იცის“, შემდეგ „ამას ყველა გრძნობს“, რაც ბოლოს ვაჟას ასე შეუცვლია: „ყველაც შეატყობს“. 18 ქალისა გული] პირველად ყოფილა „გული ქალისა“. 19 მას ყოფილა „მასა“ 20 „წყლულები“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „სჭირდეს“ 30 „ამას“ შემდეგ გადახაზულია „სიხარუ“ 34 შევიგნე] შევიგნნე.

94. 2 მე ქალსა ვსახავ მაშინ ღმერთადა] ვაჟას პირველად დაუწერია „მე მეჩვენება იმ დროს ღმერთადა“, შემდეგ მას ეს სტრიქონი მწვანე მელნით1 ისე შეუსწორებია, როგორც იგი ძირითად ტექსტში იკითხება. 5 სტრიქონის ადგილზე ავტოგრაფში წერია „უდროვოდ შობა ჰხვ [...] ვგრ་[...] ქვემოთ ეს სტრიქონი ვაჟას ასე გაუმართავს: „უდროდ გაჩენა ერგო ბედადა“, შემდეგ „ერგო ბედადა“-ს ნაცვლად დაუწერია და ისევ გადაუხაზავს სიტყვები „ჰხვდა წილ-ხვედრადა“; დასასრულს კი ვაჟა-ფშაველას მწვანე მელნით იგი ისე ჩაუსწორებია, როგორც ეს ძირითად ტექსტშია წარმოდგენილი. 14 ბნელს ჯურღმულშია] ვაჟას პირველად დაუწერია „ბნელში ჯურღმულში“, ეს სიტყვებიც შემდეგ მწვანე მელნით არის გასწორებული. 29 ამბობენ] „იტყვიან“ ყოფილ პირველად. 37 თვისთან მიწვევდა] „რომ მეძახოდა“ ხელნაწერში ყოფილა ადრე.

9. 5 ყურს ყურ. 9 „არ მჯერა“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „მე მუდაძ ისეთს სიზმრებსა ვხედავ“. 14 „რომ“-ის წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ვითომ“. მის შემდეგ კი კი - „რეიმსში“. 15 „შვიდის“ წინ გადახაზულია „ხელთ ეპ“. 19. „მამამისი“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „და თვისი დები“. 20. „გრაფ-ჰერცოგები“-ს წინ გადახაზულია „გრაფები“; ყველა] „ერთად“ ყოფილ პირველად. 25 „სიზმარს“ წინ მთარგმნელს გადაუხაზავს „რომ“. 26 და მიტომ ვსცანი წაწყმედის ხმადა] „მეც მეჩვენება ესენი მადა“ დაუწერია პირველად ვაჟას. 30 „არს“ შემდეგ გადახაზულია „ყელში“. 31 სტრიქონის დასაწყისში ვაჟას გადაუხაზავს „განა არ უწყი“; ანგელოზებიც] „ანგელოსებიც“ დაუწერია ჯერ მთარგმნელს. ხოლო შემდეგ მწვანე მელნით „ს“ „ზ“-თ შეუცვლია. 33. „და“-ს შემდეგ გადახაზულია: „ეს“. 34 ჩვენ „კაცთ ყოფილა პირველად ავტოგრაფში.

9. 3. „არ არი“-ს შემდეგ გადახაზულია „ვისთვის სხვისთვისც“. 5 „და“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „თავი“. 7. „რაც უნდა“-ს წინ ვაჟას გადაუხაზავს „ყველა საქმეში“. 9 წელი კი ახლოს] „ხელში აიღოს“ ყოფილა ადრე ხელნაწერში. 13 „დაუღალავი“-ს წინ გადახაზულია „სადაც სპ“. 15 ხელში უპყრია საწყალს] ვაჟას პირველად დაუწერია „გადებული აქვს მხარზე“. 16 „მის ნაკეთები“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „ყოველი საქმე“; მიუწვდომელის მიუწდომელის. 18. „ტიბო“ ავტოგრაფში შემდეგ არის მწვანე მელნით ჩაწერილი. 25 „აგაცდინო“-ს შემდეგ გადახაზულია „საქმეს“. 29 „ქვიშას“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „ან“. 31 „სულებსა“-ს შემდეგ გადახაზულია „ან რა სასმელებს“. 32 „ბალახებისას“ წინ ვაჟა-ფშაველას გადაუხაზავს „რად“. 32-33 სტრიქონებს შორის გადახაზულია.

„სასმელს ნუ ხარშავ ბალახებისას,
თორემ მაცდურნი მიგიტოლებენ“.

97. 7 „ის რაღა“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ქალაქიდანა ნეტა თან“. 13 იპოვნე სადა, წაართვი ვისა] ვაჟას თავდაპირველად დაუწერია „ნიშანი სისხლის ღა სიკვდილისა“. 24 „მოედანზედა“-ს შემდეგ გადახაზულია „გროვა ხალხისა“ 25 „ქარიშხალის“ წინ გადახაზულია „ვით ზღვა“. 28 „ისმენდა“-ს შემდეგ ვაჟა- ფშაველას გადაუხაზავს „დრტვინავდენ ფრიად კინაღ“.

98. 3 „უცაბედად“-ს შემდეგ გადახაზულია „ეშმაკივითა“. 7 „ეძებ“-ს შემდეგ ვაჟას გადაუხაზავს „აი თუ გინდა“ 10 „რად“-ის შემდეგ გადახაზულია „წაიღე“ 13 რამდენი ვუთხარ] პირველად ყოფილა „ბევრი ვუთხარი“, „ჩემი“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „მე“. 29 „დასწყევლა“-ს წინ ხელნა წერში გადახაზულია „დიაღ“. 34 ნაჭედი] პირველად ყოფილა „ნაქმნარი“.

99 10-11 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „გმირული სული მისი“. 14 „შარშან“-ს შემდეგ გადახაზულია „ზაფხულში მარტოკამ მაგან“. 14-15 სტრიქონებს შორის გადახაზულია „მარტოკა ჟანამ გამოუცხადა ძლიერა ომი“. 16 მწყემსებს ადრე ხელნაწერში ყოფილა „მწყემსთ“. 20 რომ] პირველად ყოფილა „ეგ“. 21 „სხვას“ წინ გადახაზულია „ვგრძნობ ძველს მის პატრონს“. 22 „მით“-ის წინ გადახაზულია „მუზარადისას“. 23. „წყენის“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „საიქიოსა, რაც უნდა საქმნელად“. 27 არ გვეყო განა] პირველად დაუწერია „ან რა წამხდარა“.

100. 2-3 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „და შუაგული საფრანგეთისა, დღეს მან მოაღწია ქვეყნის შუაგულს, და დასდო, იმის ყორღანი ჩაგდებულია“. 3 ქვეყნისა ქვეყნის 15 „გუნდები“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „მტრებისა“. 16. „გარს“-ის წინ გადახაზულია „მოდის“. 18 „ქალაქს" შემდეგ ვაჟას გადაუხაზავს „მიუ“. 20 დაბლა] პირველად ვაჟას დაუწერია „ქვეყნით“. 30 „განთქმულს“ წინ ავტოგრაფში გადახაზულია „გათქმ... ხავერდის“. 33 „მის“ წინ გადახაზულია „რაც მის“. 35-36 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „ფრიზლანდიენიც ჩრდილოით ერთად მოემხრო, ბურგუნდის მფლობელს იცნობდენ ღმერთად“.

101. 10 „ბავარელების ჯიში წყეული“ მთარგმნელს პირველად დაუწერია შემდეგი ორი სტრიქონი:

„თვით აღჭურვილი ბავარელთ ჯიშის
ბანაკში გარბის. ჩვენის მტრისასა“.

12 ჩვენის] ჯერ ყოფილა „ქვეყნის“. 14-17 აქეზებს მტერსა... ძილი ვაჟას პირველად სხვაგვარად ჰქონია დაწერილი, მაგრამ ამჟამად იმ ნაწერის მთლიანადამოკითხვა ვერ ხერხდება, ამიტომ ქვემოთ მოგვყავს მხოლოდ ის სიტყვები. რომლის წაკითხვაც შევძელით: „რომ მტერსა თავის მლიქვნელის ენით, თავის შვილის სიკვდილი, უცხოელთ ჩვენთა... ქვეყნის...“ 24-25 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „მტრის ლაშქრის შორის, ჩვენთვის სამია საშიში მტერი“. 29 ბრძოლის] ყოფილა „ომის“.

102. 3 „გალავანს“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „ოთხი კი“. 12 შერყეულია შარყეულია. 14 არა გვიან, მალე] პირველად ვაჟას დაუწერია „დღესა თუ ხვალე“. 24 „სადაა“-ს წინ ვაჟა-ფშაველას გადაუხაზავს „ან რა“. „დაჰმართნია“-ს შემდეგ კი - „ნეტავ მეფესა“. 26 „ნუთუ“-ს წინ გადახაზულია „ნუთუ დაკარგვა ქალაქებისა მას არ აღელვებს“. 30 „მეომართ“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „შოვნა“. 34 „რაინდების“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ქველური". 36 იპყრო] პირველად ყოფილა „შეიპყრო“.

103. 3 შეიპყრო] შაიპყრო. 6 რომ დაინახო] ჯერ ყოფილა „მაშინ 3 კნახო“. 7-8 და ვგონებ... ფარეხსა] პირველად ხელნაწერში ყოფილა

„და ვგონებ ისე არც ცხვრები დაფხნენ
რა გაიგონონ მგლების ყმუილი,
როგორც დღეს ფრანგთა“...

12 „და“-ს შემდეგ გადახაზულია „მხოლოდ“. 18 „არის“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „და“.

104. 3 „რომ“-ის წინ ავტოგრაფში გადახაზულია „რომ არ ჩ...“ 5. „იმ“-ის წინ გადახაზულია „მიტომ“. 24-25 ბრიტანელთა მწარე] ავტოგრაფში ადრე ყოფილა შემდეგი ოთხი სტრიქონი:

„უნდა ჩვენს მტერსა სასიკვდილოდა
დავალეინოთ სასმელი მწარე,
ბრიტანელ ცხენთა ლაურის წყალი
ვერ სვან, დასტოვონ ეს ჩვენი მხარე“.

ამ სტროფის მე-2 სტრიქონში „დავალეინოთ“) პირველად ყოფილა „შესვას“. ხოლო მე-4 სტრიქონში „ვერ სვან“ ყოფილა „ვეღარ დალიონ“. 32 სასწაულები პირველად ყოფილა „ჩვენ ვერა ვხედავთ“. 34 მტარვალობისას] ყოფილა „ოხრებისას“; „მტარვალობისა“-ს შემდეგ ავტოგრაფში წერია ოთხი სტრიქონი, ოომელთაგან პირველი ვაჟას გადაუხაზავი დარჩენია (დანარჩენი სამი სტრიქონი ავტოგრაფში გადახაზულია). ქვემოთ მოგვყავს ოთხივე ეს სტრიქონი, რადგან არც ერთი მათგანი ჩვენ ძირითად ტექსტში არ შევიტანეთ.

„და იქ არწივად გადაიქცევა.
იქიდან, ვითა გნოლებს არწივი
შავარდნის გუნდსა თავს დაახტება,
ამოაშხამებს სამშობლოს წყენას“.

105. 2 თავზე] პირველად ყოფილა „ციდან“. 9 „ამ“-ის შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ბეჩ“. 11 გვასწავლოს პირველად ვაჟას დაუწერია „გვაჩვენოს“. 17-18 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „გამოიცვალა სახიერებით“. 24 „სხვებშია“-ს წინ გადახაზულია „ვნახო“. 24-25 სტრიქონებს შორის გადახაზულია

„ვიღაც მოთრეულს უნდა ემონოს
ღვთის საყვარელი ჩვენი ქვეყანა“.

26 ისე] პირველად ყოფილა „ისრე“.

106. 3. „სადა“-ს წინ გადახაზულია „ვის“. 13 კარგსა კარგს. 20 ბოროტებისა] ბოროტების. 21 „იმის“ შემდეგ გადახაზულია „ფერხთ“. 24 „ქვეყნის“ შემდეგ გადახაზულია „თავშესაფარი უძლურთ“. 27-28 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „და კაციც ამა ფოდვ“. 29 ნუგეშიც. ნუგეში. 30 „თავთავის“ წინ ავტოგრაფში გადახაზულია „მას“. 37 „იმათ“-ს წინ გადახაზულია „მათ წმინდა“.

107. 1 ნეშთი] ნეშტი. 2 ერთიც არ ესმის იმის ბნელს გულსა] პირველად ვაჟას დაუწერია „იმათებს ეს ერთიც არ ესმით“. 4 „ბავშვობა“ ხელნაწერში გადახაზულია. 9 „დაღუპვისაგან“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „ღმერთო მაღალო“. 15 „რადგან“-ს შემდეგ გადახაზულია „ძლევას“. 17 იგია მხოლოდ] პირველად დაუწერია „ის გვწამს“. 18 სენდენის] პირველად ყოფილა „სენდენში“. 21 დრო ხელნაწერში ყოფილა „დროა“. 22 „გვახსოვდეს“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „ყველას“. 25 „იმათ“-ს შემდეგ გადახაზულია „წილის“. 29 „სხვა“...ს. წინ გადახაზულია „საქმე“. 29-30 სტრიქონებს შორის გადახაზულია

„თუ რაც“. 30. „თვით“ ავტოგრაფში ჩამატებულია; დედამიწას პირველად ყოფილა „დედამიწასა“ ხოლო „თვით“-ის ჩამატების შემდეგ აქ ვაჟას ბოლოა გადაუხაზავს. 31-32 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „გადააბრუნონ სახლნი“. 33 „სხვა“ ჩამატებულია სიტყვებს შორის. 34 სთიბენ თივასა] ვაჟას დაუწერია: „ვნახავთ იმასა“.

108. 2 სტრიქონიდან იწყება იოანას ის მონოლოგი, რომელიც ვაჟა-ფშაველამ 1909 წელს ცალკე გამოაქვეყნა გაზ. „დროებაში“ „გამოთხოვების“ სათაურით. ამ ტექსტს ქვემოთ A ლიტერით აღვნიშნავთ, ავტოგრაფს - B-თი: ამავე (მე-2) სტრიქონზე „მშობელო“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „მდელო“ 5 გაწვდენთ გასმენთ B. 7 უმცროს] უნცროს B. 8 სამუდამოდ] საუკუნოდ B. 12 ასე დამწვავდა] გაძნელდებოდა B. 17 უამბობდი] მიამბობდი B 18 ნაკადულებო] მთათ ნაკადულნო B; მოჩანჩქარენო] ავტოგრაფში ადრე ყოფილა „ალმასიანნო“. 19 კლდეებში] კლდე-ღრეში B. 24 „ჩემო“-ს წინ B-ში გადახაზულია „და“; ხოლო შემდეგ კი - „ცხვრებო“; „ცხვრის ფარავ, მწყემსი“ B-ში მწვანე მელნით არის დაწერილი, შავით ნაწერი არ იკითხება. 25 „მე“-ს წინ B-ში გადახაზულია „უნდა“, 25-26 შორის B-ში გადახაზულია „არამედ ღმერთი მიბრძანებს ცითა“. 26 ფარა] ცხვარი B. 27 შეღებილს] მოსვრილსა B. 33 ჭექა იმ სმისა] ძახილი მისა. 36 ჭაბუკს] ჯერ ყრმა. 37 გოლიათისა უძლევის მტრისა B. 37-38 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „მუხის ჩეროს ქვეშ“.

109. 3 „დანა“-ს შემდეგ B-ში გადახაზულია „ტანზე ჩაიცვი ჯაჭვის პერანგი“. 4 წელზედა ხმალი] B-ში პირველად ყოფილა „წელს იოტყი ხმალი“. 5 შეიბი] შეირტყი B. 7 ვნების] ტრფობის B. 11 სტრიქონის წინ B-ში გადახაზულია „ომებში“. 12 „ყველა ქალებზე საფრანგეთისა] და ყველა ქალზე საცა ვინ არის B. 16 პირზე] პირზედ B; შიშის შიშსა B. 18 ალმითა] фლაგითა A, ფლაგითა B. 20 მტრისა მათი B. 23 კარლოსს] კარლს B. 24 ღმერთმა] მან B. 25 ცა-ქვეყნის გამგემ . B. 26 „ამ“-ის წინ B-ში გადახაზულია „და“. 27-28 სტრიქონებს შორის B-ში გადახაზულია „აღთქმა უფლისა სწორე ახ. უეჭველია რომ დღეს დასრულდა“. 28 „შეუდრკელობა“-ს წინ მთარგმნელს B-ში გადაუხაზავს „სიმ“. 30 „სული“-ს წინ ხელნაწერში წაშლილია „და სული ნ“. 33 კიჟინა] ყოფილა „გოდება“. 34 და - B; დაფისა] დაფდაფი B, ადრე კი B-ში ყოფილა „დაბდაბი“. 37 „ბატონობა ჩვენ შორის“ მწვანე მელნით წერია B-ში, ადრინდელი ნაწერი არ იკითხება. აქ მთავრდება იოანას ის მონოლოგი, რომელიც „დროებაში“ დაიბეჭდა.

110. 8 „ღირსია“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „მფარველობისა“; „უშველო“-ს შემდეგ კი - „ისეთს იმ მეფეს“. 12 სტრიქონი მთლიანად მწვანე მელნით არის დაწერილი, პირვანდელი ტექსტის ზემოდან, რომელიც არ იკითხება. 13 „ვუყურო“-ში „ვ“ მწვანე მელნით არის ჩამატებული. 16 „რამ“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ჩვე“, „ნამუსრ“, „სას“. 19-20 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „ჩვენებ სძღვნიან“. 20 „დაჟანგებულსა“ ავტოგრაფში შემდეგ არის ჩაწერილი მწვანე მელნით, პირვანდელი ამ სიტყვის ფორმა არ იკითხება. 28 მყისვე წამოვედ] ყოფილა „დავსტოვე მყისვე“. 34 „ამოცანების“ შემდეგ გადახაზულია „გამოცნობითა მოსაზანდრებთან“, ამ სიტყვებს მწვანე მელნით თავზე აწერია „დაყენებითა“. 35 „მოსაზანდრებთან“ ავტოგრაფის ტექსტში მწვანე მელნით არის ჩამატებული.

111. 6 მასზე] მაზე. 9 დავტოვოთ] ყოფილა „გავწიროთ“. 18 „მოსდევს ახალი ხანა“ ავტოგრაფში ჩაწერილია მწვანე მელნით, პირვანდელი ნაწერი არ იკითხება. 23 „მომწყინდა“-ს წინ გადახაზულია „მისი ამდენი გუ.“, ხოლო მას თავზე აწერია „მომწყინდა მისი“. 24-25 სტრიქონები ვაჟას შემდეგ ჩაუსწორებია მწვანე მელნით, ადრე კი მის ნაცვლად წერებულა

„რომ ყველა მისი აზრი კარგია,
შეუდარები არის ჩვენთანა“.

30 „როგორ“-ის წინ გადახაზულია „ვაჰ“. 31 „ძლიერა მწყინს“ ჩაწერილა მწვანე მელნით, ადრე ყოფილა „ძლიერ მიჭირს“.

112. 4 „თქვენაც“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ერთმან“. 9-10 სტრიქონებს შორის ვაჟას პირველად დაუწერია „მაგრამ დღეს ჰხედავთ“. 10 კარგ] ავტოგრაფში პირველად ყოფილა „რა კაი“. 11-12 სტრიქონებს შორის გადახაზულია „სირცხვილსა სჭამდა“ და „რომ აღარა ჰყავს სამშობლოს მცველი“, ამ უკანასკნელს კი თავზე აწერია „დარწმუნდა კიდეც“. აქ ჩვენ აღვადგინეთ ზემომოყვანილი გადახაზული სიტყვები: „რომ აღარა ჰყავს“, რადგან უამისოდ შინაარსი გაუგებარი იქნებოდა. 14 მარტოკამ] ყოფილა „მხოლოდ“. 15 არა ყოფილა მაშ] პირველად დაუწერია „სჩანს რომ არ არის“. 20 სტრიქონი ფრჩხილებში ჩვენს მიერ არის ჩასმული. 29 თითოს] ყოფილა „თვითოს“. 33 „ოქროს“ წინ გადახაზულია „მხოს“; გასაკვერადა პირველად დაუწერია „გამომკვერავი“.

113. 2 „საიდან“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „მე“. 7 ჩვენთან ყოფნითა] ვაჟას პირველად დაუწერია „იმის წყალობით“; ყოფნითა] ყოფნით. 7-8 სტრიქონებს შორის ვაჟას დაუწერია და შემდეგ გადაუხაზავს „უწყიდეთ ჰყავა“. 9 „შტო“ ავტოგრაფის ტექსტში ჩამატებულია; სიცოცხლის პირველად დაუწერია „სიცოცხლისა“. 12-13 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „ოცნების ზღვაში რა შეცურდება, იქ მუდამ იმას ტახტი სამეფო მეფესთან ხელს ხელ-გაყრილნი“. 15 ჩვენთან] პირველად ვაჟას დაუწერია „მეფეებთან“; „ხელიხელ სვლისა“ ავტოგრაფში მწვანე მელნით არის ჩაწერილი, პირვანდელი ნაწერ არ იკითხება. 16 „არს“ ავტოგრაფში მწვანე მელნით არის ჩაწერილი, მის ნაცვლად ადრე ყოფილა „ვართ“.

114. 3 „დააგირავე“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „რაც“ 8 ვადა] „ვადის დროს“ ყოფილა ადრე ხელნაწერში. 25 „რაკი“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „მას შემდეგ“.

115. 13 ლმობიერს] ლმობიერ. 35-36 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „მამადა მყავდა ლამაზთ მძლეთა მძლე“. 36 მშობელი „მამადა“ დაუწერია ადრე ვაჟას.

116. 1 „კოშკებში“-ს შემდეგ გადახაზულია „ძრომა“. 18 შეები] შაები. 20 თავდამსხმელს] თავდასხმულს. 22 დაიცავ] დაიცევ. 22-23 სტრიქონებს შორის გადახაზულია „დაძლიე მტერი და გამოგლიჯე“. 28. „ქვეშევრდომთ“ მწვანე მელნით არის ჩაწერილი ავტოგრაფში, მის ნაცვლად პირველად შავი მელნით ვაჟას დაუწერი „ყველასიც“.

117. 15-16 სტრიქონებს შორის გადახაზულია „აღარ დაბრუნდა იქ მკვდარი დარჩა“. 33 „თორემ“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „ორლეან“.

118. 13 „სანტრალი მოკლეს“ შემდეგ ხელნაწერში წერებულა „ვაჰ ჩემო თავო, მაშ დამღუპვია მთელი ლაშქარი“. 21 „შოტლანდიელნი“-ს წინ გადახაზულია. „რომ“.

190. 8 „როგორ“-ს შემდეგ ავტოგრაფში წერია „განა“, რომელიც ჩვენ ძირითად ტექსტში არ შევიტანეთი, ხოლო „როგორ“-სა და „განა“-ს შორის გადახ- ზულია „ნუ“, „განა“-ს შემდეგ კი „იქნება“. 19 პროვანსიისა] პირველად დაუწერია „პროვანსიაში“. 28 გეგონოსთ] თავდაპირველად დაუწერია „გეგონებათ“, ამ სიტყვის შემდეგ გადახაზულია „ნუ რ.“

121. 1 „ეს ფიქრი“ ავტოგრაფში ჩამატებულია. 5-6 სტრიქონებს ხელნაწერში გადახაზულია

„ეს საჩუქრებით არ მოვიბირე,
მხოლოდ ვაჩუქე, მხოლოდ ვუძღვენი“.

9 „სამყოფი“-ს შემდეგ გადახაზულია „სხვა არაფერი“. 20 „და“-ს შემდეგ ხელნაწერში თავდაპირველად ყოფილა „მით“. 21 „აავსოს“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ის შენ“. 22 „შენთან“-ს წინ წერებულა „და“, ხოლო მის შემდეგ - „ერთად ვუწყი“; თავის თავს თავს. 25 მაგრამ] „ან მას“, მაგრამ ეს უკანასკნელი ცვლის შინაარსს, ამიტომ ჩვენ იგი „მაგრამ“-ით შევცვალეთ. 27 „ძვირფას“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „რაც“. 29 ნუთუ გაგწირავ] ან თუ გაგწირავ.

129. 3 „ნურას“ ხელნაწერში ჩამატებულია; იგი მიწერილია გვერდის მარცხენა აშიაზე, მის ნაცვლად კი პირველად ვაჟას დაუწერია „არაფერს“. 8 „ჯაფით“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „მზე“. 17 „მოლოზანმა“ ხელნაწერში გადახაზულია და მის ნაცვლად წერია „მკითხავმა“ 23 სტრიქონი მთლიანად ჩამატებულია ავტოგრაფში, მის ნაცვლად ადრე წერებულა „და დედაჩემზე მე ამგვარ მტერსა“. 27 „მტრისა“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ბელადად“.

123. 3 „იმას“ შემდეგ გადახაზულია „სიტყვით“. 19 „ვიდრე“-ს შემდეგ გადახაზულია „მე“.

124. 4 „სადაც“-ის წინ ავტოგრაფში გადახაზულია „რომ“. 9 და არა მეფე, შენ იმას ითხოვ] შენ იმას ითხოვ და არა მეფე, ხოლო „შენ იმას ითხოვ“ ჩამატებულია, მის ნაცვლად პირველად ვაჟას დაუწერია „და არა მეფე უბრალო ვინმე“. 15 „იმის“ წინ გადახაზულია „მე“; იმის „იმისათვის“ დაუწერია ვაჟას პირველად. 27 შენ წერებულა „შენი გვარი“. 28 არ] მას.

125. 10 სენ-დენში შეველი გვირგვინობის დღეს] ვაჟას ჯერ დაუწერია დაგვირგვინებას დღეს იქ დავესწარ“. 12 „საქორწილოდა“-ს წინ გადახაზულია „სად“. 13 „ყველანი“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „დად“. 16 „თავაღებული“-ს შემდეგ ავტოგრაფში არის „და“. 18-19 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „გზაზე ძლივს იძვრის“. 31 ერთიც არ ხელნაწერში ადრე ყოფილა „მაღლა“; იღებს პირველად დაუწერია „იღებდენ“; „იღებს“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „თავსა“.

126. 2 „უკრავდა უსუსურს“ შემდეგ არის ჩამატებული ხელნაწერში მწვანე მელნით, მის ქვევით გადახაზულია შავი მელნით ნაწერი „იხრიდა ბავშვის წინ“. 3 მონების ნიშნად ავტოგრაფში პირველად ყოფილა „მორჩილებისას“. 3-4 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „უდებდა ფიცსა საუკუნოდა“. 5-6 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „გამცემელი ძმა: ჩვენი შემრცხვენელი“ 8 „წაიბორძიკა“ ხელნაწერში ჩამატებულია, მის გვერდით გადახაზულია „როს ტახტისაკენ“. 89 სტრიქონებს შორის გადახაზულია „როს ტახტისაკენ იგი მიჰყავდათ“. 10 „ავს მოასწავებს“ წინ გადახაზულია „ცუდს“. 22 „ბურგუნდიელნი“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „იმათ“. 23 მათ] პირველად დაუწერია „იმათ“.

127. 16 „ხელმწიფეო“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „ხელს“. 21 თვის] პირველად ყოფილა „თვისთა“. 25 ვიძროთ პირველად ხელნაწერში წერებულა „ამოვიძროთ“.

128. 5 სტრიქონი ჩამატებულია; მეფედარ მცნობენ] პირველად ყოფილა „ვით მავნე მეფეს“. 8-9 სტრიქონებს შორის გადახაზულია „როდის მიუვა გოს ჩემი სიკვდილი“. 11 არ არს] არა. 12 „ამდენს“ წინ გადახაზულია „ჩვენ“. 20 საკვირველი წერებულა „გმირულმა“. 29 „გვარსა“-ს შემდეგ ხელნაწერში გადასახულია „ღმერთი“.

129. 10 მე იმედს მაძლევს, რომ დაუბრუნდეს ვაჟას თავდაპირველად დაუწერია „რომ საფრანგეთსა დაუბრუნდება“. 11 „ჩვენს“ წინ გადახაზულია „მის“. 12-13 სტრიქონებს შორის გადახაზულია „რომ შინაურებს“. 14 „ ლმობიერებით“ ხელნაწერში ჩამატებულია, მის ნაცვლად მთარგმნელს ადრე დაუწერია „მშვიდის ქცევითა“.

130. 2 დაუთმობ] პირველად დაუწერია „შენ ნუ მისცემ“. 9 შემეძლო] შამეძლო. 14 „იმ“-ის წინ გადახაზულია „და“; გულქვა ხელნაწერში პირველად ყოფილა „მშობელს“. 14-15 სტრიქონებს შორის გადახაზულია

„როგორც ჩემს საქმეს მე დღესა ვხედავ,
ვინაც დასტოვა თავის შვილები“.

16 მარტოს] ავტოგრაფში ჯერ ვაჟას დაუწერია „არა“. 22 ღლაპსა] პირველად დაუწერია „ოხერს“.

131. 1 კერპს ან ღმერთს] კერპსა ან ღმერთსა. 20 შემიძლიან შამიძლიან. 33 სით] სათ.

132. 5 ვიგრძნობ] პირველად ყოფილა „ვნახავ“. 13. „არის“ შემდეგ გადახაზულია „და სისხლსაც“. 21 თქვენში] პირველად დაუწერია „თქვენ შორის“. 25 „უბრძანე“-ს წინ გადახაზულია „უთხარ“.

133. 13 სტრიქონები ავტოგრაფში არ წერია. 13 რა ძალა მადგა, რადა, რისთვისა] პირველად დაუწერია „ან რა ძალაა, რადა რისთვისა“, შემდეგ კი იგი მწვანე მელნით შეუსწორებია. 24-25 სტრიქონები ხელნაწერში გადაადგილებულია არაბული ციფრების საშუალებით, ე.ი. ვაჟას ჯერ 25-ე სტრიქონი დაუწერია, შემდეგ კი 24-ე.

134. 5 შეუწყნარებელს] პირველად დაუწერია „გულმოულბობელს“. 6 „მტრობისგან“ ჩამატებულია ხელნაწერში. 12 მეფემ საქმე] პირველად ვაჟას დაუწერია „საქმე როგორ“. 24 ძლევა მტერისა მშვენიერია თავდაპირველად ხელნაწერში ყოფილა „მშვენიერია ძლევა მტერისა“. 29 ასი] პირველად დაუწერია „ათასი“.

135. 16 „მეფე დევნილი“-ს წინ გადახაზულია „შვილმა ძე“. 19 მშვიდობით] პირველად ვაჟას დაუწერია „ლამაზო“.

136. 10 შევებრძოლეთ] შავებრძოლეთ.

137. 3 „მრწამს და“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „თანაც ამ“. 11 ბორდიკურს] ჯერ დაუწერია „ვოქულერელსა“. 14 „რა“-ს წინ გადახაზულია „და“. 28. „ლამაზი“-ს შემდეგ გადახაზულია „მასთან“; „თან“ შემდეგ არის ჩამატებული ტექსტში. 32 აფრიალებს აბრიალებს.

138. 18 „დაბლა“-ს წინ გადახაზულია „პირქვე“. 19-20 სტრიქონებს შორის გადახაზულია „ვინ ვის გაასწრობს იმას ცდილობენ“. 25 სტრიქონი ხელნა- წერში შემდეგ არის ჩამატებული. 26 მხოლოდ ხმლებს ვიქნევთ] ვაჟას პირველად დაუწერია „ჩვენ კი მტერს მივდევთ“. 34 ერთს მხედარს] პირველად ყოფილა „ვერც ერთსა“. 38 „არს“ ავტოგრაფში გადახაზულია.

139. 17 „დროს“ ხელნაწერში ჩამატებულია მწვანე მელნით, ხოლო ადრე ამ სიტყვის ნაცვლად ვაჟას ჯერ დაუწერია „რომ“, ხოლო შემდეგ კი - „როს“. 25 ადი ჩემს ტახტზე] მთარგმნელს პირველად დაუწერია „შენ დაიჭირე“. 32 „იოანა“ ხელნაწერში არ წერია.

140. 12 „შენ იქ“ ავტოგრაფში ჩამატებულია; „გნახე“-ს შემდეგ გადახაზულია „შენა“. 17 ადექი] ასდეგი. 19 აქა ბძანებულთ] აქ ბრძანებულს. 23-25 „ხალხმაც... ეჭვსა“ მწვანე მელნით დაუწერია კაჟას შავი მელნით ნაწერზე, ამიტომ ადრინდელი ნაწერი არ იკითხება. 27 გეკრძალვის] გეკრძალება. 29 „თუ“-ს შემდეგ გადახაზულია „რისაც“; ღვთისათვისა] ღვთისათვის.

141. 3 „იმ“-ის წინ გადახაზულია „რომ“. 5 მსხვერპლად მიმიღე] პირველად დაუწერია „მე დამხარჯეო“. 5-6 სტრიქონებს შორის გადახაზულია „მე დამხარჯეო, ხოლო“. 9 „რას“ შემდეგ გადახაზულია „მესმის“. 13 თუ ტახტს დავკარგავ] პირველად დაუწერია: „აი, რა იყო“. 13-14 სტრიქონებს შორის გამ დახაზულია „თუ წამერთმევა მტრისგან ტახტიო“. 18 „აგნესასი“-ს შემდეგ გადახაზულია „ტკბილი“. 26 მხევალო] პირველად ყოფილა „ასულო“. 28 გეძახიან] ავტოგრაფის ტექსტში პირველად წერებულა „ნათესავები“. 29 ჩვენ] პირველად დაუწერია: „ჩვენს“, შემდეგ „ს“ მწვანე მელნით გადაუხაზავს.

142. 1-2 სტრიქონები მწვანე მელნით არის შესწორებული, მათ ქვევით კი შავი მელნით წერია „ჩვენც იქა ვცხოვრობთ, სადაც სცხოვრობენ სხვა მცხოვრებლები იმ დომ-რემისა“. 4. „ვმწყსე“-ს შემდეგ გადახაზულია „მე“; ცხვრისა ადრე ყოფილა „ცხვარი“, შესწორებულია მწვანე მელნით. 6 „გულსაკლავი“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „ჯერ ისევ“. 13 რომელთც რომელიც 17 „როს დავწვებოდი“ მწვანე მელნით არის დაწერილი, მის ნაცვლად ადრე ყოფილა „ლოგინადც მწოლი“. 26 მლოცავებისა] ადრე ყოფილა „მლოცველებისა“. 143. 1-2 სტრიქონებს შორის გადახაზულია „ტანზედ როგორც“. 7 უნდა ჯერ ყოფილა „კიდევ“. 10 მირონის ცხება მირონ ცხებული. 15 „უცოდინარსა“-ს წინ ხელნაწერში წერია „ომ“. 18-19 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „მით რომა, რადგან“. 20 „მით“-ის წინ მთარგმნელს გადაუხაზავს „შენ ყველა“. 22-23 სტრიქონებს შორის გადახაზულია

„და დღესაც ღვთიურს ვატარებ ძალსა,
მით ღმერთთან ერთად მეც ვახელ თვალსა“.

24 შეეხო შაეხო. 28 „ყვავილთა“-ს წინ გადახაზულია „ხელთ“. 29 თვითეულადა] თვითეულად. 31 „მოწყალე“ მწვანე მელნით არის ჩაწერილი ხელნაწერის ტექსტში, ადრე მის ნაცვლად შავი მელნით ვაჟას დაუწერია „მშობელი“. 28 ბრძანებით] ადრე ვაჟას დაუწერია „ბრძანების“, შემდეგ შეუსწორებია.

144. 4 „ქვეყნიურ“-ის წინ ავტოგრაფში გადახაზულია „აქ“. 12 „ეს სიტყვები“ ხელნაწერში არ არის. 20 საქმე] პირველად ვაჟას დაუწერია „საქმეს“. 23 „და“-ს წინ მთარგმნელს ჯერ დაუწერია „და მისი“, ხოლო შემდეგ - „ეგრე“, საბოლოოდ კი ორივე გადაუხაზავს; „შუბლისჯვარი“ ტექსტში შემდეგ არის. ჩამატებული. 27-28 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „ან ჩემი“. 28-29 სტრიქონებს შორის გადახაზულია „რომ საიდუმლო“. 29 „იმის“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „რომ“. 33 „ღმერთი იმათა სწუნობს“ ავტოგრაფში სტრიქონებს შორის არის ჩამატებული.

145. 11 აღმისკენ] პირველად დაუწერია „პირაღმე“. 13 „თქვენი“ შემდეგ არის ჩამატებული ავტოგრაფის ტექსტში. 17 „ტარებსა“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „სცემენ“, „და“-ს შემდეგ კი - „ფარებს“. 18 „აბჯარს აჟღერებენ“ ხელნაწერში შემდეგ არის ჩაწერილი მწვანე მელნით. 22 ქალის] ავტოგრაფში პირველად ყოფილა „მაგის“.

146. 5 „მთავარსარდლად“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „მას“; ჩემ მიერ] პირველად დაუწერია „ჩემგან“, შემდეგ მწვანე მელნით შეუსწორებია 15 „სულ“-ის წინ ვაჟას გადაუხაზავს „ხმა“; „სულ“ ხელნაწერის ტექსტში ჩამატებულია 22-23 სტრიქონებს შორის გადასაზულია „არის ეკატერინეს საფლავი“. 25 „მიშლილ-მოშლილი“-ს წინ გადაშლილია. „გველი“. 27 „იქ“ სტრიქონის წინ ხელნაწერის მარცხენა არშიაზეა მიწერილი, ხოლო ამ სიტყვის შემდეგ გადახაზულია „ბევრი“.

147. 2 „ეხლავ“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „მოძმე“. 7 და] ზედ. 19 ღვთისმშობელს] პირველად ყოფილა „თვით იმას“ 15 „მაკურთხოთ“-ს წინ გადახაზულია „რომ“. 24 სალისბურისა] სალისბურის.

148. 14-15 სტრიქონებს შორის გადახაზულია „შენი ღირსება დღეს შენ გიფარავს“. 17-19 კანონიერი. არის] ხელნაწერში წერია „კანონიერი მეფე ფრანგებსა მხოლოდ ერთი ჰყავთ და ისიც ბრიტანელთა ბანაკში არის“.

149. 6. ამიერიდან] ვაჟას ჯერ დაუწერია „დღეს შენზეა“, შემდეკ კი „დღეს შენზე არის“. 15 სტყუი, ჰეროლდო, რადგანაც ვიცი] პირველად ვაჟას დაუწერია „შენ რად ივიწყებ, ჰეროლდო, იმას“. 24 „ლიატურნელ“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ციხე“. 28 ჰნახავ] ყოფილა „მიხვალ“.

150. 2 ეხლა გვითხარი, რა ფიქრზე ჰსდგესარ] პირველად დაუწერია „ეხლა გვითხარი შერიგებისას რა ფიქრს გვიყენებ“; ამ სტრიქონში „ფიქრი“] პირველად ვაჟას „აზრი“ დაუწერია. 20 შემუსვრას] ჯერ „შემუსრვას“ ყოფილა ხელნაწერში. 22. „ამოგაშხამებთ“-ს წინ გადახაზულია „თქვენ“. 24 „წმინდა“-ს წინ გადახაზულია „რომ საფ“. 29 „კი“ ჩვენს მიერ არის ჩაწერილი ტექსტში, მისი შემცვლელი სიტყვა ავტოგრაფში არ იკითხება. 30 ორლეანს იხსნის ადრე ყოფილა „ბანაკსა თვისსა“. 32 მიდის] მიდიან.

151. 8 უშიშარია ესე ადგილი] პირველად ყოფილა „ესე ადგილი უშიშარია“, შემდეგ ვაჟას სიტყვები გადაუადგილებია. 17 „მაინცდამაინც“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „კიდევ“. 17-18 სტრიქონებს შუა გადახზულია „გამარჯვებითა გამხნე“. 26 ჩვენი სახელი] ჩვენის სახელის. 30 „ირწმუნონ“-ს შემდეგ ავტოგრაფში წერია „ჩვენი“.

152. 6 „უკუიქეცი“-ს წინ ადრე ყოფილა „პირველი“. 13 ჯოჯოხეთია] პირველად ყოფილა „დავიღუპენით“. 20 მაშ რას ვიზამდით] წერებულა „მას რად ვიწყებთ“. 22 სილაჩრე და სთქვა] ჯერ ყოფილა „სჩანს თქვენ სიმხდალე“. 23 „მხდალნი“-ს წინ გადახაზულია „იფიქრა“. 25 სიტყვა „ჩვენი“ ავტოგრაფში არ არის, ხოლო ეს 25-ე სტრიქონი მომდევნო სტრიქონთან არის გაერთიანებული.

153. 1 აქ ავტოგრაფი დაზიანებულია. 19 „შენ“-ს შემდეგ გადახაზულია „იქნებოდი“.

154. 14 „აგრე აფასებთ“ ჩამატებულია ავტოგრაფის ტექსტში. 19 აქ ავტოგრაფი დაზიანებულია.

155. 4 „როს“ შემდეგ არის შესწორებული მწვანე მელნით, ადრე ყოფილა „როცა“; იბრძვის და თავი თვისი პირველად ვაჟა-ფშაველას დაუწერია „თავს მიენდობა“. 5 სტრიქონის დასაწყისში გადახაზულია „და“; მოკავშირეს ადრე ყოფილა „მოკავშირეთ“. 8 როგორ] როგორა; მოვტყუვდით პირველად ვაჟას დაუწერია „ვცდებით“. 9 „ინგლისელისას“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „რო“. 18-19 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „თქვენ კი ერთმანერთს 20-21 სტრიქონებს შორის გადახაზულია „უბრძანე ფილიპ“. 26 ასეცა] ასეც. 31 როგორცა] როგორც. 32 გაუდგამს] გაუდგამ.

156. 9 „ჰკრეფს“ ჩაწერილია მწვანე მელნით. 19 ამ სტრიქონით მთავრდება ბელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ავტოგრაფი, როგორც აღვნიშნეთ, მომდევნო ტექსტის ავტოგრაფი დაცულია ლიტერატურულ მუზეუმში ( 15634). 24 მავნებლად] პირველად დაუწერია „ღირსებას“. 25 „თვის დამცირებად“ შესწორებულია მწვანე მელნით, პირვანდელი ნაწერიდან იკითხება მხოლოდ „შენს“. 25 „მკვლელს“ ავტოგრაფში ჩამატებულია. 27 უნდა] ყოფილა „იმას“. 28 ვით დავიჯერო, კარლი დღედაღამ] პირველად ვაჟას დაუწერია „ვით დავიჯერო, რომ კარლი შენგან“. 29 „შენს“] ვაჟას პირველად დაუწერია „შენ“; დასაღუპად] პირველად ვაჟას დაუწერია „დასაღუპავად“, შემდეგ იგი ვაჟას მწვანე მელნით შეუსწორებია. 30 გულწრფელადა] თავდაპირველად ყოფილა „გულახდითა“. 35 ჩვენთან დარჩენა გიჯობს ბევრადა] პირველად ყოფილა „დარჩე გირჩევნის, ჩვენთან ბევრადა“.

157. 2 სულაც] სრულაც. 5 უცხოსა] ვაჟას პირველად დაუწერია „მოსულსა“, შემდეგ მწვანე მელნით შეუსწორებია. 10 „ბრაზობით“ შესწორებულია მწვანე მელნით, ადრინდელი ნაწერი არ იკითხება. თვის] თავის. 17 „ხელი“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „მე“, შემდეგ კი ეს უკანასკნელი სიტყვა „ვითა“-ს წინ ჩაუმატებია ვაჟას. 27 „ზავი“-ს წინ გადახაზულია „სამართლიანი“. 30 ბედი არ გვწყალობს] პირველად ყოფილა „ომი წავაგეთ“.

158. 14. „თქვენთვის“ ვაჟას შემდეგ დაუწერია მწვანე მელნით, ადრინდელი ნაწერი არ იკითხება. 19 ვიტყვი, მე, დედოფალო] ადრე სხვა რამ ყოფილა ავტოგრაფში, რომელთაგან იკითხება მხოლოდ ბოლო რამდენიმე სიტყვა „შემდეგ რაც თქვენ“. 20 „ან ვით“-ის წინ ხელნაწერში გადასაზულია „ჩვენს“. 21 „რაც“-ის წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ჩვე“. 26 „ბევრად აჯობებს“ მწვანე მელნით არის დაწერილი, მის ნაცვლად ვაჟას ჯერ დაუწერია „ჯართან სჯობია“, შემდეგ გადაუხაზავს სიტყვა „ჯართან“ და მის ნაცვლად „თქვენი“ დაუწერია, საბოლოოდ კი ეს სიტყვა კვლავ გადაუხაზავს და „ბევრად“ დაუწერია, ხოლო „სჯობია“] დაუწერია „აჯობებს“. 27. „როგორც ვხედავ“ ავტოგრაფის ტექსტში ჩაწერილია მწვანე მელნით, ადრინდელი ნაწერი არ იკითხება. 31 „შენაც მღალატობ“ ჩაწერილია მწვანე მელნით, ადრინდელი ტექსტი არ იკითხება. 33 „იჭერ“ მწვანე მელნით არის ჩაწერილი ტექსტში, პირვანდელი ფორმა ვერ ამოვიკითხეთ.

159. 1-2 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია

„არა, ეგ არა, ეს კი სწორია,
რომ დედოფალო თქვენთვისა ჯარი“.

4 არა ჰღვრიან] ავტოგრაფის ტექსტში ადრე ყოფილა „არ აქცევენ“. 8 „და“-ს შემდეგ გადახაზულია „კი ორმა“. 11 არის თუ არა ჩვენი კავშირი] ყოფილა „ჩვენი კავშირი არის თუ არა“. 30 „მეუღლურსა“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „ვით ქმრისას და ვით“.

160. 4 სტრიქონის წინ გადახაზულია „და“. 6 იგი მსჯავრსა სდებს] პირველად ყოფილა „მსაჯულად დაჯდა“. 12 „ვითომა დედისა გულსა“ მწვანე მელნით არის შესწორებული, პირვანდელი დაწერილი არ იკითხება. 20 „მისი“-ს შემდეგ გადახაზულია „და“. 21 „დედას“ შემდეგ ხელნაწერში ჩამატებულია „იმან“, რაც ვაჟას შემდეგ ისევ ამოუღია ტექსტიდან. 27 „ანგარვება“ ხელნაწერში ჩამა ტებულია. მის ქვევით გადახაზულია სიტყვები „მე კარგად ვიცი“. 29 „დედას“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „და მე რო დედას“. 30 ამისთვის] ამისათვის.

161. 5 სტრიქონი მთლიანად დაწერილია მწვანე მელნით ადრინდელი ტექსტის ზემოთ, რომლიდანაც იკითხება მხოლოდ ერთი სიტყვა „ანთია“. 8-9 თქვენ მტაცებელნო, თუ მათქმევინებთ] თავდაპირველად ვაჟას დაუწერია „ფეხის დადგმაზე თქვენ საფრანგეთში“. 10 „შენ“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „მო“. 11-12 სტრიქონებს შორის ვაჟა-ფშაველას ჯერ დაუწერია „შეგრჩა მხოლოდ“, შემდეგ კი - „ერმა მხოლოდა ესღა დაგარქვა - ჩვენი ჰერცოგი ის გულკეთილი“. ორივე სტრიქონი გადახაზულია ხელნაწერში. 22-23 სიმართლე გვიყვარს... ზენა]

„სიმართლეს ვსდიოთ სიმართლესაო,
უნდა გაგიწყრეთ თქვენ ყველას ზენა“.

27 სტრიქონის წინ გადახაზულია „მშვიდობით“; ხოლო სიტყვა „თვისის“ დაწერილია მწვანე მელნით, ადრე მის ნაცვლად ყოფილა „თავის“. 34-35 სტრიქონებს შორის გადახაზულია „თავგამოდებით და დაუბრუნოთ“.

163. 7. „ლაშქრის წინ ვცადო“ მწვანე მელნით წერია, ადრე კი ყოფილა „მის ჯარის წინა“. 9 გამოვიტაცო] პირველად დაუწერია „გამოვიტანო“, შემდეგ კი იგი მწვანე მელნით შეუსწორებია. 31 „ჩვენის“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „იყავ ერ“.

164. 1 „როცა“ ხელნაწერში არ წერია, ხოლო „მტერსა“-ს შემდეგ არის „რა“. 2 „ღმერთი“-ს წინ გადახაზულია „ქალი და“. 8 „სუყველა დაწვით“ ავტოგრაფში მწვანე მელნით არის ჩამატებული. 14 ნუ ასჩქარდები] პირველად მთარგმნელს დაუწერია: „რაც საჭიროა“. 15-16 სტრიქონებს შორის გადახაზუ- ლია „შუა გულ“. 22 გაუძეხი გაუძეღი. 23-24 სტრიქონებს შორის გადახაზულია „არა გცალიან“.

165. 3 „ისარს“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „სულ ტყუილია“. 6 მტრისა ვაჟას ჯერ დაუწერია „კაცების“. 8 ვიდრე არ ვნახო გვირგვინით მეფე] პირველად ყოფილა „ვიდრე არ ვნახავ გვირგვინით მეფეს“. 11 არ] არა.

166. 2 „ანაზდეულად“ ჩამატებულია სიტყვებს შორის. 5 მორჩენილია] მორჩომილია. 13 „ყველას“ ტექსტში ჩამატებულია. 37 ფეხს ნუ მოიცვლით] ყოფილა „არავინ გაბედოდ“.

167. 12. „არსადა“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „საფარი“. 18 „რასა“-ს შემდეგ გადახაზულია „ვიპო“. 25 „ცოლი“-ს შემდეგ ვაჟას ჯერ დაუწერია „შინ მიმელიან თვალცრემლიანნი“, ამ სიტყვების გადახაზვის შემდეგ მისთვის თავზე დაუწერია „მგლოვიარენი“, ბოლოს კი ისიც გადაუხაზავს. 26 „მგლოვიარენი“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „მე“, „ჩანს“ შემდეგ კი - „უბედურება“. 27 „თუმც“-ას წინ ხელნაწერში გადახაზულია „აჭ“; მეგონა] ადრე ყოფილა „ვფიქრობდი“ 28 „კლდის წვერზე“ ტექსტში ჩამატებულია. 35 სად წავალ პირველად ყოფილა „სადღა წავიდე“. 36 „შემნიშნა“-ს შემდეგ ვაჟას კვლავ „შემნიშნა“ დაუწერია, რომელიც გადაუხაზავს და მისთვის თავზე დაუწერია „მოესწრაფება“. 38 ვინძრევი] ჯერ დაუწერია „მივდივარ“.

168. 2-3 სტრიქონებს შორის გადახაზულია

„მომაჯადოვა, რა წამსა ვნახე
და უწადილოდ ჩემს უნებურად“.

3 მომაკვდინები] პირველად დაუწერია „წინააღმდეგობს“. 6. „იმავე“-ს წინ ხელ ნაწერში გადახაზულია „და უნ“. 11-12 სტრიქონებს შორის გადახაზულია „რომ შემიბრალოს“. 24 მით, რომ გნებდები] ავტოგრაფში პირველად ყოფილა „თვალ-ცრემლიანი“.

169. 2 მთელს] პირველად მთარგმნელს დაუწერია „თვის“ 10 „ლომისთვის“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „ვეფხვი“; „ლეკვნი რომ“ ჩამატებულია ხელნაწერში. 11 „არა“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ლეკვები“. 14 იგი მიბრძანებს, რომ არ გაცოცხლოთ] ვაჟას პირველად დაუწერია „რომ არ გაგიშვათ ერთი ცოცხალი“, შემდეგ ეს სტრიქონი გადაუხაზავს და მისთვის ზემოდან დაუწერია „და ის“, რომელიც აგრეთვე გადახაზულია. 15 ბრძოლის დროს] ვაჟას ჯერ დაუწერია „ბარად თუ მთაში“, შემდეგ კი - „ამ ბრძოლის“. 32 „მონგომერი“ შემდეგ არის ჩაწერილი ავტოგრაფში მწვანე მელნით.

170. 5 იგი] ყოფილა „იმას“. 21 „ღმერთო“-ს შემდეგ გადახაზულია „ჩემო“, რომელიც შემდეგ კვლავ აღუდგენია მთარგმნელს. 23 თავზე იფიქრე] ადრე ხელნაწერში ყოფილა „თვისიც წარმოიდგინე“. 30 „ან“-ს წინ გადახაზულია „რამ- დენ“; „რამდენს“ კი ხელნაწერში ჩამატებულია. 31 რომ არ ყოფილა „არც კი“. 31-32 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზული: „ის თუ გგონიათ ჩვენის წვალების, თუ თქვენ არ გრცხვენისთ“.

171. 4 „იწვნიონ“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „რაც“ 6 „ვაჰ“-ს შემდეგ გადახაზულია „მე“. 20 „კუდზე მობმული“ მწვანე მელნით არის მიწერილი სტრიქონის გვერდით, მის ნაცვლად მთარგმნელს შავი მელნით ჯერ დაუწერია: „გვერდზე დაკრული“, ხოლო შემდეგ „ზურგზე“, რომელიც მწვანე მელნით არის გადახაზული. 25 „ბევრად“-ს შემდეგ გადახაზულია „ციდანა“. 30 თქვენთვის აქ მზად გკაქვს საფლავ-სამარი] პირველად ვაჟას დაუწერია „და ეს იცოდეთ ერთი თქვენგანი“. 31 ერთიც] ჯერ ყოფილა „აქით“. 31-32 სტრიქონებს შორის გადახაზულია „რომ მიიტანოს თქვენი ამბავი“.

172. 6 ვერავინ] ყოფილა „რომ კაცი“. 10-11 სტრიქონებს შორის გადახაზულია შემდეგი: „ცხოვრება მქონდა მყუდრო და მშვიდი“. 11 ხმლის ნაცვლად მეპყრა კომბალი დიდი ადრე ხელნაწერში ყოფილა „ხელში მეჭირა კომბალი დიდი“. 17 „ცა“ ხელნაწერში ჩაწერილია მწვანე ფერის მელნით, მის ნაცვლად ადრე ყოფილა „ვინ“. 22 „რომ“-ის წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ისე“. 23 შემოვეხვიო] ჯერ ყოფილა „გადავეჭდო.

173. 3-4 სტრიქონები მთარგმნელს შემდეგ გადაუადგილებია, თავდაპირველად მას ჯერ მე-4 სტრიქონი დაუწერია, ხოლო შემდეგ - მე-პ. 4-5 სტრიქონებს შორის გადახაზულია „ეშმაკიანო გამოდი ხმალში“ 13 „ღვთისმშობელო“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „რასა ვჩადივართ“, 16 დევურის] დაუწერია „რაინდის“. 17 მევედრიან] ჯერ ყოფილა „მევედრებიან“. 22 „არ მინდა“-ს წინ გადახაზულია „ასე მგონია მაშინ“. 23 შეუბრალებლად როცა სისხლსა ჰღვრის] თავდაპირველად ავტორს დაუწერია „ოდეს პრიალებს სისხლისა მღვრელი“, ეს სტრიქონი ავტოგრაფში გადახაზულია, რომლის წინ აგრეთვე გადახაზულია „რომ“. 26 „ჩვენი“-ს შემდეგ გადახაზულია „წაწყმ“. 26-27 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში პირველად ყოფილა „უხილავი რამ ძალა მკლავ“. „ხმლის“ წინ ავტოგრაფში გადახაზულია „მკლავს“. 32 „კერძო“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „აქა ხარ შენა“.

174. 9 „წყეულო“-ს შემდეგ ხელნაწერში პირველად ყოფილა „შენა“; „მოჰკვდე“ ხელნაწერში ჩამატებულია. 11 „ბურგუნდის“ სიტყვებს შორის არის ჩამატებული; „მიერ“ აგრეთვე ჩამატებულია; ხოლო ამ სიტყვის შემდეგ გადახაზულია „ბურგუნდიისგან“. 19 „გაუწყებ“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „ხომ უნ“. 24-25 სტრიქონებს შორის გადახაზულია „მტკიცე ვაჟკაცი აქ დაეყუდა“. 25 ზურგს არ გაქცევს] თავდაპირველად ყოფილა „არ გაგეცა“.

175. 3 „უნდა“-ს წინ გადახაზულია „და“; ხოლო მის შემდეგ - „ჩვენ“. 7 მისი ყოფილა „იმისი“. 12 „მე ღვთის ძალითა“-ს ადგილზე ხელნაწერში პირველად ვაჟას დაუწერია „მას ეშინოდეს“. 12-13 სტოიქონებს შორის გადახაზულია „ვინც ღმერთს უარჰყოფს და მეომება ქაჯის იმედით“. 28-29 სტრიქონებს მორის ხელნაწერში გადახაზულია „მზადარის დამკრას ჯავრის საყრელად“.

170. 11 ვაჟკაციც] პირველად დაუწერია „ვაჟკაციცა“. 12 „მეც“-ის წინ გადახაზულია „და“. 17-18 სტრიქონებს შორის გადახაზულია „ვერც პასუხს გაგცემთ“. 19 „მაგ“-ის წინ ხელნაწერში გადახაზულია „და“; ხოლო მის შემდეგ „სამტერო“. 20 „ჩვენ“-ს წინ გადახაზულია „ვიცნობთ“; ხოლო „მეფესა“-ს შემდეგ „სახესა“. 23 საკენკსა] პირველად დაუწერია „საჩვევსა“. შემდეგ მწვანე მელნით შეუსწორებია. 23-24 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „ჯერ მიმიტყუებ ჩემი“... 27 „ვერ გასტეხ“ ხელნაწერში ჩამატებულია; „ბეგთარს“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „რომელიც“; „რომ“ ჩამატებულია. 29 „ლაყბობა“-ს წინ გადახაზულია „ვიბრძოლოთ“. 32 „დიუნუა“ მწვანე მელნით არის ჩამატებული. 34-35 სტრიქონებს შორის გადახაზულია „ესეცა ჰნიშნავს ერთგვარს სიმართლეს“.

177. 5-6 სტრიქონებს შორის გადახაზულია „ბრიტანელების მიერ“. 3 „ის“-ის წინ გადახაზულია „შიგ“. 9-10 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „ხომ ჰხედავ, ჰყურობ, ფრანგო, ხმა ისმის“. 12 „მხოლოდ“ ავტოგრაფში ჩამატებულია 14 სად] პირველად დაუწერია „საითკენაც“.

178. 1-2 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „განა მშვიდობა“. 11-12 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „მიდის ამ წესით ჩვენი სიცოცხლე“. 14 მინდვრად] ადრე ყოფილა „მთაში“. 15-16 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „და“, „ამაღებინა მხოლოდ მას შემდეგ“. 20 „იმტომ“-ს წინ გადახაზულია „და უნდა“. 24 სიტყვაც] ყოფილა „სიტყვებიც“. 28 აღარა წერებულა „არც“. 30 მოვიდა ვაჟა-ფშაველას ადრე დაუწერია „არის“. 31 მიმზიდველობით] ვაჟას პირველად დაუწერია „მტაცებლობით“. 32 სტრიქონის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „რომ კეთილს ღვთისგან არ ამბობს ესა“. ამ სტრიქონის გადახაზვის შემდეგ მთარგმნელს მისთვის თავზე დაუწერია მომდევნო სტრიქონი.

179. 2 თვალთ მეტყველება იმას აქვს მშვიდი] ვაჟას პირველად დაუწერია „თვალებიც აქვს როგორი მშვიდი“. 9 „და“ არ არის ავტოგრაფში 13 მარნაზე] არნაზე. 18-19 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „ერთმანერთს ვიცავდით, განუშორებლად ერთმანერთს ვახლდით“ 30 „რადგან“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „მეფე“.

180. 13 „ქალიც“-ს შემდეგ გადახაზულია „ძლიერ“. 14 სტრიქონის დასაწყისში ხელნაწერში გადახაზულია „და“; „კიდევაც“-ს შემდეგ გადახაზულია „მინდა“. 19 „შენ“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „გაგიმაგრდ“. 23 მეფისა] პირველად ვაჟას დაუწერია „მეფური“. 25-26 სტრიქონებს შორის გადახაზულია „ცით მოვლენილი“. 26 „ასული“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ბუნებისა“. 32-33 სტრიქონებს შორის გადახაზულია „რომ დასტრიალებს იმას თავს“.

181. 4 სტრიქონის შემდეგ გადახაზულია „ისე ძვირფასი, ისე მრავალნი, ასვლა შეგეძლ“, „ის“, 5 სტრიქონი ჩამატებულია ზემომოყვანილი გადახაზული სიტყვების თავზე. 10 მეფემ საქმე ∾ ხელნაწერში. 13 ჩვენ] მთარგმნელს პიოველად „თვით“ დაუწერია. 24-25 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „მეხარებინა მისი განზრახვა“. 30 სტრიქონის დასაწყისში გადახაზულია „მეუწყა თქვენთვის წესა“. 31 „აქ“-ს შემდეგ გადახაზულია „მობრძანდება“.

182. 5 „ორასზე“-ს წინ ვაჟას გადაუხაზავს „თან“. 8 შემოეჭდობი] მთარგმნელს პირველად დაუწერია „ძმას მოეხვევი“. 12 „არა“-ს წინ გადახაზულია „რაც“. 18 „თავისებისთვის“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „ყველა“.

183. 2 მძევლადა] მზევლადა. 4. კმარა] ვაჟას პირველად დაუწერია „მკმავის“. 6 „კარგი იქნება“ ჩამატებულია ხელნაწერის ტექსტში. 8. დაამტკიცებდეს] დაამტკიცებდა. 24 „თანასწრობითვე“-ს წინ გადახაზულია „ყველაფერს“. 29 მხოლოდ] ხოლო. 31 „მოჰრთოთ“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „სამხიარულოდ ნიშნად ლხინისა“.

184. 3 „უკვე“-ს წინ ხელნაწერში წერია „ოჰოო“, „მოისმის“ შემდეგ გადახაზულია „ხმა ნა“. 14-15 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „რამდენი მსხვერპლი სიკვდილს შევწირეთ“. 22 აღარ] პირველად ვაჟას დაუწერია „რომ არ“; „აღარ“ ჩამატებულია მწვანე მელნით.

185. 5 „ჰყურობთ“-ის წინ გადახაზულია „ვერ“. 9 სტრიქონის გვერდზე მიწერილია: «Всю жизнь одна минута поглащает». 11 რომ არ ეჩვენო] ვაჟას პირველად დაუწერია: „ნუ ეჩვენები“. 25 მათ არ] ყოფილა პირველად „მათცა“.

186. 1-2 სტრიქონებს შორის გადახაზულია „შენი“. 2 მესმის] თავდაპირველად დაუწერია „ხმა მოდის“. 3 თურმე ზრდილობით ვაჟას პირველად დაუწერია „ზრდილ ყოფაქცევით“; „ზრდილობით“-ს შემდეგ გადახაზულია „უება“. 14 დაუნდობლობით დაუნდო] ადრე ყოფილა „ურწმუნოობით ურწმუნო“. 15 „ადრევე“ ჩამატებულია, მის ნაცვლად პირველად ყოფილა „მეფეო ადრევე“. 15 მშფოთარ ვაჟას ჯერ დაუწერია „ის რაც“. 20 კეთილთან ახლო] ხელნაწერში პირველად ყოფილა „სადაც კეთილი საქმე კეთდება“. 25 „თუნდ მოვკვდე ხვალვე“ ხელნაწერში ჩამატებულია. ხოლო ამ სტრიქონის დასაწყისში ვაჟას ჩაუმატებია და შემდეგ გადაუხაზავს „აღარავინ არი“.

187. 9 ეგ მე ძვირფასად] მთარგმნელს პირველად დაუწერია „მიტომ რომ ძვირად“. 15 მირბიან ადრე ყოფილა „მივარდებიან“. 24 მივეც] ხელნაწერში პირველად ყოფილა „ვფიცე“.

188. 13 მორჩა ყოველი, ჯოჯოხეთისაც] პირველად ვაჟას დაუწერია „კარგი რომ საქმე კარგად გათავდა“. 13-14 სტრიქონებს შორის გადახაზულია „ჩვენ ვეღარ გაგვყრის ვერა ძალები“. 15 „ვეღარ“ წერია ხელნაწერის მარცხენა არშიაზე, ხოლო სტრიქონის დასაწყისში გადახაზულია „ჩვენ ვერ“. 18 „თავის“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ბინაზე“. 28 ესაა უთანხმოების] პირველად ვაჟას დაუწერია „არის უბედურება“.

189. 1 „უთანხმოება“-ს წინ გადახაზულია „რომ“. 4 „ბევრჯელ“-ს წინ გადახაზულია „სად ბევრჯელ“. 7 „დროზე“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „მუდამ ცი“; მუდამა]. ვაჟას პირველად დაუწერია „ციდამა“. 8 ღვთიდგანა პირველადავტოგრაფში ყოფილა „ციდანა“. 11 რად] ვაჟას პირველად დაუწერია „რატო“. 13 „თვით“-ის წინ მთარგმნელს დაუწერია და შემდეგ გადაუხაზავს „რატომ“. 20 „იგი“-ს შემდეგ გადახაზულია „მორცხვად“.

190. 5-6 სტრიქონებს შორის გადახაზულია

„(გარშემო თვალს ავლებს)
ყველა რაინდსა მხიარულებით
და სილაღითა უბრწყინავთ სახე“.

6-7 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „თვით შენი თავი“. 22 „მადლსა“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „სახელს შენმიერ ნაქ“. 26 თვით ნექტარიცა] თავდაპირველად ვაჟას დაუწერია „უკვდავების წყალი“. 26-27 სტრიქონებს შორის გადახაზულია „შხამად იქცევა თუნდ ერთი წვეთი, შიგ შაერია თუნდ“. 30 „გულიდან“-ს წინ გადახაზულია „რომ“, მის შემდეგ კი - რომ მის“. 32 „ვფიქრობ“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „და არცა“; დიდისა] დიადის.

191. 1 სტრიქონის ბოლოს გადახაზულია „კარგად“. 4 ყველასთვის იმას პირველად ვაჟას დაუწერია „სტუმართ მოყვარე“. 7 ვითარც ყოფილა „როგორ“. 8 როგორც მზეა] ვაჟას ჯერ დაუწერია „ან მზის სხივი“. 12 ხომ ვხედავთ პირველად ავტოგრაფში ყოფილა „და როგორც“. 13 წვიმის] ადრე ხელნაწერში ყოფილა „ცივის“. 14 „ეგრევ“-ს წინ გადახაზულია „კეთილი“. 20 „შემინდე“ ხელნაწერში მარცხენა არშიაზე არის მიწერილი; შენს მკვლელსა ვაძლევ] თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას დაუწერია „შენი ძე იმას ხელს ვაძლევ“. 26-27 სტრიქონებს შორის გადახაზულია „ბრწყინვალე ცის ქვეშ, სად კაცი ცხოვრო“. 30 ადამიანის სვე-ბედი თავდაპირველად მთარგმნელს დაუწერია „ავი და კარგი ერთბაშად“. 33 გადაგიხადო] ავტოგრაფში ყოფილა „როგორ“.

192. 4 ვისაც ეწადა ჩემი დამხობა ვაჟა-ფშაველას პირველად დაუწერია „ვისაც დამხობა ჩემი ეწადა“. 5 „მე“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „დღეს ისევ“. 6 „განქრა“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „მტრობა“ 17 „ყოფნის“ შემდეგ სელნაწერში გადახაზულია „დროს“. 20 „მოწყალების“ წინ გადახაზულია „უბედუ“. 28 სცადე] მთარგმნელს პირველად დაუწერია „გამოსცადე“; „თავზე“ ხელნაწერში ჩამატებულია. 29 გულისა გულის. 35-36 სტრიქონებს შორის გადახაზულია „და უწყიდე საწყალს, შენს მარც, საწყა, მაცხონებელს საწყალ, დღეს იმავ ქოხში“.

193. 5 ბედნიერება] ვაჟას ჯერ დაუწერია „ბედ უბედობა“. 15 „ამპარტავნების“ ავტოგრაფში შემდეგაა ჩაწერილი. 17 „გეშინიან“-ს შემდეგ გადახაზულია „არ დაი“. 18 „არ“-ას წინ გადახაზულია „ამ“; „ქალი“ ხელნაწერში ჩამატებუ-ია 30 რამდენს ხანს] პირველად ვაჟას დაუწერია „დიდხანს“.

194. 2 მტრობას] ადრე ხელნაწერში ყოფილა „საქმეს“. 16 მთელი მსოფლიოს სვესა და ბედსა პირველად მთარგმნელს დაუწერია „ქვეყნიერების ავსა და კარგსა“. 18 და აფარია იგი შენ მკერდსა] ვაჟა-ფშაველას ჯერ დაუწერია „თუ გაუფრთხილდი თვის სულის კვანძსა“. 21 „შეგვატყობინე“-ს წინ გადახაზულია „უთხ“.

195. 2-5 „რისაც... შეგახოს“ დაწერილია მწვანე მელნით, ადრე კი ვაჟას შავი მელნით მათ ნაცვლად დაუწერია შემდეგი:

„მოვალეობას ჩემს ავასრულებ,
მსურს განვადიდო მე შენი გვარი...
ეხლა ის მინდა, ქვეყანამ გნახოს
თვის მეფის წინა მუხლებზედ მდგარი“

14 ტოლადა სცნობდეს პირველად ვაჟას დაუწერია „სწორად იცნობდეს“, რაც შემდეგ მწვანე მელნით შეუსწორებია. 24 დამრჩეს] დამჩეს. 26 სტრიქონის წინ ხელნაწერში გადახაზულია „ამიტ“; ამას ჩემსა] ვაჟას ჯერ დაუწერია: „კიდეც წინაშე“; „ვუცხადებ“] პირველად ყოფილა „ვაცხადებთ“. 27 და ვაჟას ადრე დაუწერია „წინაშე“; ჩვენს] ჩვენის; „წმიდასა“ ხელნაწერში ჩამატებულია.

196. 6 საწყალის] ხელნაწერში პირველად ვაჟას დაუწერია: „მარტივის“. 14 „მოსისხლე“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „მტრები“. 17 „ეს“-ის წინ გადახაზულია „ორივე“. 18 ემეგობრე] ხელნაწერში პირველად ყოფილა „ვისთან გწადიან“, 25 შინაურულად] ვაჟას პირველად დაუწერია „ჩუმადა ვკითხო“. 30 „და“-ს წინ გადახაზულია „ამიტომა“, ხოლო მარცხნივ არშიაზე მიწერილია „და კიდევაც“.

197. 3 რადაც] ვაჟას პირველად დაუწერია „რისაგან“. 6 დიდად] ადრე ხელნაწერში ყოფილა „თქვენი“. 8 „ესეც“-ის წინ გადახაზულია „რატომ არ ჰფიქრობთ“; „სთქვით ნუთუ საქმროს საძებრად“ ხელნაწერში წერია გადახაზული სიტყვების ზემოთ, რომელთაგან იკითხება მხოლოდ „იფიქრეთ გათ“. 9 მამიჩემისა] ვაჟას პირველად დაუწერია „მე მამიჩემის“.

198. 3 „მეფეს“ წინ გადახაზულია „ჯერ“. 4 ნელსაცხებელი შუბლს არ ადრე ვაჟას დაუწერია „ზეთი მის შუბლსა არა“. 8 რეიმსისაკენ] რეიმსისავე. 20 „დამარცხდა“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია

„ბოლო მომეღო მეც ამ ბრძოლაში,
მაშინ რა მეთქმის, ყველა მორჩება,
აღარ მექნება ბინა სრა-სახლში“.

ამ გადახაზულ სტრიქონებს ზემოთ კი ჩაწერილია მომდევნო ორი სტრიქონი. 27 „სატრფიალოდა“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „სასიყვარულო“. 29 „ეს“ ჩამატებულია; „დრო“-ს შემდეგ გადახაზულია „ეს“.

199. 16 ღმერთსა] ღმერთს; „ვგმობ“ ხელნაწერში ჩამატებულია; „ისეთს“ შემდეგ გადახაზულია „საქმეს“. 19 „ჯარს“ შემდეგ გადახაზულია „ჰსარ“. 24 შურისძიების დროშა დავტოვო] „დროშა ბრძოლისა ხელით განვაგდო“ დაუწერია ვაჟას პირველად. 26 მაგგვარსა] მაგგვარს.

200. 12 „მე“-ს წინ ვაჟას ჯერ დაუწერია: „მე ჯარს გავაწყობ“. 19 მტერს თავდაპირველად ხელნაწერში ყოფილა „მას“. 22 არ გიხმობ, მხოლოდ] პირველად ყოფილა „არაფერს მეტყვი“.

201. 15 „გაფანტული“-ს შემდეგ გადახაზულია „ხეები“. 33 „ჭრილობით“-ს წინ ყოფილა „უებრო მზე“; გმირი] ადრე ყოფილა „თქვენი“.

202. 15 შეეკრა] შაეკრა. 19 შეგიძლია] პირველად ვაჟას დაუწერია „შეგიძლიან“.

203. 9 „იყოს“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ვინც“. 17 „ტალბოტ“-ის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „რა“. 19 რომ მამაც მტრისგან დავჯაბნილიყავთ] თავდაპირველად ავტოგრაფში ყოფილა „რომ ჩვენ მამაცს მტერს დავემარცხენით“. 20 როგორც ხელნაწერში პირველად ყოფილა „თვითა“. 21 გარდა იმისა] ჯერ ვაჟას დაუწერია „იმას ვიტყოდი“. 22 „ეს“-ის წინ გადახაზულია „ყველა“. 25 „ღირსი“-ს წინ ვაჟას გადაუხაზავს „ნუთუ“. 29 ცრემლს, თუ არ მოვკვდი] პირველად ხელნაწერში ყოფილა „ცრემლსა და გროვას“. 32 „ჯერ“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „ბედის“. 35 არ] პირველად ვაჟას დაუწერია „არც“.

204. 1 დიდის ხნის ძმობა ერთს წუთში წყდება] პირველად ყოფილა, „დიდის ხნის ძმანი ერთს წუთს ვშორდებით“, შემდეგ კი ბოლო ნაწილი ასე შეუსწორებია „ძმობა ერთს წუთში ჰქრება“. 1-2 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „სამუდამოდა - წერა ჩვენია“. 6 „მერე“ ავტოგრაფში შემდეგ არის მიწერილი მარცხენა არშიაზე; ხოლო ამავე სიტყვების შემდეგ გადახაზულია „ყველას“. 11 „კაცობის“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „ამას“. 12 რჩება] პირველად დაუწერია „დარჩეს; მხოლოდღა] ადრე ხელნაწერში ყოფილა „მხოლოთა“. 15 სამასხროდ ხდება] ვაჟას პირველად დაუწერია „ფუჭია ყველა“, შემდეგ „სამასხროდ გვიჩან“, უკანასკნელის გადახაზვის შემდეგ კი კლავ „ფუჭია ყველა“ დაუწერია და ბოლოს კი „სამასხროდ ხდება“; შევნატროდით] ადრე ყოფილა „შევნატრობთ“. 31-32 სტრიქონებს შორის ვაჟას დაუწერია და შემდეგ გადაუხაზავს „უსაზიზ.. შე საზიზღარო ქვეყანაზედა“.

205. 16 მოდრეკს] მოიდრეკს. 18 რაკი ამ გვამსა სული განშორდა] პირველად ყოფილა „რაკი ეს გვამი სულმა დასტოვა“. 33-206. 1 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „უნდა დაეფლას გმირისა გვამი“.

206. 3 არს ნეშტი მისა] პირველად ყოფილა „გვამი იმისა“. 12 რაკი ბრძოლა გვაქვს] ხელნაწერში ადრე ყოფილა „მაგას არ გკადრებთ“. 30 „მე“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „მაშ“.

207. 7 სდებდა] პირველად მთარგმნელს დაუწერია „ჰფენდა“. 10 „უბედურება“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „მას“.

208. 17-18 სტრიქონებს შორის გადახაზულია „რატომ პირიდან ჩაფხუტს არ იხდი? პირიდან ჩაფხუტს“. 22 „წინასწარმეტყველს“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „ყოველ თითქოს“.

209. 18 „მაგრამ“ ხელნაწერში შემდეგ არის ჩამატებული; გიჯობს] პირველად ყოფილა „გირჩევის“. 20 „ვიდრე“ ხელნაწერის ტექსტში შემდეგ არის ჩამატებული. 23. „აბა“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „გაჰხედე. 31 გსურს] პირველად ყოფილა „გინდა“.

210 14 „სწორედ“ ხელნაწერში შემდეგ არის მიწერილი არშიაზე. 20 რაც] პირველად ვაჟას დაუწერია „ვინ“. 28-29 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „კალთაში ჩემს ხელში მოკვდა. სულს ჰ“.

211. 2 მსურს] ადრე ხელნაწერში ყოფილა „უნდა“. 5. „ვიდრე“-ს წინ გადახაზულია „და“. 6 „ბარემ“-ის წინ გადახაზულია „უნდა უწყოდე ბედს“. 7 ბრეტანელის] ჯერ დაუწერია „ბრიტანელების“ 13 „დროს“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „მა“. 18 „თვით“-ის წინ ხელნაწერში გადახაზულია „მოკვდ „მსხვერპლადა“. 24 „მომკალი“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „რიღასთვის“. 25 „რისთვისღა“-ს წინ გადახაზულია „რად“. 32 იმას არ] ჯერ დაუწერია „მე როდი“.

212. 5 „არ იშურებდა“ პირველად ყოფილა „არა ჰზოგავდა“. 13 „ვითომ“-ის წინ ხელნაწერში გადახაზულია „რომ“. 19 „ოჰ“-ის წინ გადახაზულია „დედ“. 21 „კრებულს“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ტყუ“. 24-25 სტრიქონებს შორის ხელნაწერში ყოფილა „მომიკვდა თავი რად ვარ ცოცხალი“. 25 რა დამემართა] ჯერ დაუწერია „რა მემართება“.

213. 12-13 სტრიქონებს შორის გადახაზულია „შენმა, გული აღმიგზნო და ამიშალა“. 13 „შენის“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „ფიქრები“. 29 „გაუგებარი“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „გამოუთქ“. 29-214. 1 სტრიქონებს შო- რის გადახაზულია „ნეტავი შენ კი“.

214. 3 „ხელს“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ართმევს“. 23 მნახო] ვაჟას პირველად დაუწერია „მნახავთ“.

215. 17 „მოქალაქეთა“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „და ხალხმაც“.

216. 2 ეგრე სჯობია. ვიდრე ცოცხალ ვარ] ხელნაწერში ადრე ყოფილა „არ უშავს რა, ჩემს სიცოცხლესთან“. 18 „მეფეს“ შემდეგ ვაჟას დაუწერია და შემდეგ გადაუხაზავს „თავს“. 25 „ვით“-ის წინ გადახაზულია „რო“; მშობელი] პირველად ვაჟას დაუწერია „სამშობლო“. 26 „გულს“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „ამოძრავებს“. 27 სტრიქონის წინ, არშიაზე წერია „მშობელი“, ხოლო სტრიქონის დასაწყისში გადახაზულია „სამშობლოს“.

217. 6 მჟღავნდებოდეს პირველად ყოფილა „გამოცხადდეს“. 11 „მიყვარდეს“ წინ გადახაზულია „რომ შევე“. 15 „ტრფობის“ წინ გადახაზულია „არ შემიძ ლიან“. 17 შეერთდება] შაერთება. 21 „მე“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ჩემს“, ხოლო „კი“-ს შემდეგ „მომემატა“. 22 „მედება“ მარცხნივ არშიაზე არს შემდეგ მიწერილი, ხოლო სტრიქონის დასაწყისში გადახაზულია „გულზედა“. 38 შემეძლო] შამეძლო.

218. 6 ცბიერო ადრე ვაჟას დაუწერია „მაცდურო“. 27 ბოროტმა სულმა] პირველად ყოფილა „მყისვე ეშმაკმა“. 38-39 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „ცოდვილის მიწის უძლურსა შვილსა“.

219. 3 „ღვთისაო“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „მე“. 5 „შენგან“-ს წინ ვაჟას გადაუხაზავს „აღთქმულის“; აღარ მეკუთვნის] „აღარ ვარ ღირსი“ ყოფილა ადრე ხელნაწერში. 20 გზა დამღუპველი] ვაჟას პირველად დაუწერია „ჩემს დამღუპველად“. 24. „აღელვებული“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია. „აგნ“.

220. 1 „მხსნელ“-ის წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ჩვენ“. 3 „ღვთიური ძალის გამომხატველსა“ მიწერილია მარჯვენა არშიაზე, ადრე კი მის ნაცვლად ყოფილა „ნუ თუ არა ვცე“. 5 „ტაძარში მეფე შემოსილი დგას“ სტრიქონის მარჯვენა არშიაზე წერია, ხოლო სათანადო ადგილზე გადახაზულია ორი სიტყვა - „დღეს კურთხევაა“. 11 ყოველ მხრით ისმის] ავტოგრაფში პირველად წერებულა „მე გულგრილადა“; „არ შემიძლიან“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „უღონობითა“. 12 „მე“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „ატანა ამის“; მე გულგრილადა] ხელნაწერში პირველად ყოფილა „და არც ღონე მაქვს“. 21 „სიყვარულითა“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „გამსჭვალ“. 22 „როდემდის“ წინ ვაჟას გადაუხაზავს „დედაკაცური გრძნობა“. 35 „შეყვარებული“-ს წინ ხელნა- წერში გადახაზულია „სიყვარ“ 35-36 „სიყვარ“ 35-36 სტრიქონებს შორის გადახაზულია „ხანჯალი ქარქაშს ჩაიგდო“.

221. 11-12 სტრიქონებს შუა ხელნაწერში გადახაზულია „გათქმული არის როგორაც გმირი“. 16 ეგეთი] ადრე ხელნაწერში ყოფილა „მისებრივ“. 20 და კი] „მხოლოდ“ დაუწერია თავდაპირველად მთარგმნელს. 24 რას ვამბობ] ხელნა წერში მთარგმნელს პირველად დაუწერია „მაგრამ“. 25 „მიტომ ხარ“, თუ მისი სანაცვლო სიტყვები ავტოგრაფში არ იკითხება. 27 შენს გულს ხელნაწერში პირველად ყოფილა „იყოს“; ეცვალოს ადრე ვაჟას დაუწერია „შეეცვლება“. 35 „მარტოკა“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „მხოლ“; ძალამა სძლია] თავდაპირველად ვაჟას დაუწერია „ძალამ დალია“.

222. 2 დევნილი] ადრე ყოფილა „უტახტო“. 14 „სხვა“-ს შემდეგ გადახაზულია „მაშ“. 27 იმას პირველად ყოფილა „იმის“; ამავე სიტყვის შემდეგ გადახაზულია „წინ ეგებება“. 30 „სიყვარულისა“-ს შემდეგ ვაჟას გადაუხაზავს „სხვა“

223. 6 სატრფოსასა] ჯერ ხელნაწერში ყოფილა „საყვარლისა“. 10 „ რომ“-ის წინ გადახაზულია „ჩემს“. 18 „გავძღე“-ს წინ გადახაზულია „როცა მი“. 19 „დავმალო“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „სადმე“; „შიში“ ავტოგრაფში სიტყვებს შორის არის ჩამატებული. 24 „შესძლო“-ს შემდეგ გადახაზულია „მიკვირს“. 24-25 სტრიქონებს შორის გადახაზულია „ვინ შესძლებს იგი ცხოვლად შეიგნოს“.

224. 6 მეფე] ადრე ხელნაწერში ყოფილა „მეფემ“; „ბრძანებს“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „რომ მასზე“; ალმით] ფლაგით. 25 „რისთვისც“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „მეფე“. 30 „პატრონს“ მიწერილია მარცხნივ არშიაზე, ხოლო სათანადო ადგილზე გადახაზულია „ნუთუ“; თვისი] ადრე ყოფილა „შენი“.

225. 4 „ღვთისმშობლის“ წინ გადახაზულია „ზედაც“; სახე როგორა ადრუ ხელნაწერში ყოფილა „სურათი“. 5 სტრიქონი ხელნაწერში არ არის. 8 „შევფოფინებდი“-ს წინ ვაჟას დაუწერია და შემდეგ ისევ გადაუხაზავს „მაგრამ უყურეთ“. 10 „უცქირეთ“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ვითარ მრისხანედ“, რომელსაც ზევით აწერია „დამნაშავე ქალს“. 24 „მე“-ს ხელნაწერში მოსდევს სიტყვა „დავარღვიე“, რომელიც გადახაზულია. 27 ოჰ, ღმერთო ჩემო] ვაჟას პირველად დაუწერია „რა მესმის ესა“. 30 „რაინდნო“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ნეტავ“.

226. 9 „შესრულდეს“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „დავაგვირგვინოთ კვლავ მეფე ჩვენი“, მას ზემოთ აწერია „რაც საჭიროა“. 16. „ეს არს“. წინ ხელნაწერში გადახაზულია „რომ“. 17 ნიშანი] ვაჟას ადრე დაუწერია „სიმბოლო“. 19 „დიაღაც“-ს შემდეგ მთარგმნელს გადაუხაზავს „სწორე“. 20 ორგულთ] თავდაპირველად ხელნაწერში ყოფილა „მტრებზე“. 27 „იოანას“ არ წერია ხელნაწერში.

227. 2 კათედრალური] კაფედრალური; „მრავალი ხალხი“, თუ მისი სანაცვლო სიტყვები ხელნაწერში არ იკითხება. 10-11 სტრიქონებს შუა ხელნაწერში გადახაზულია

„ხალხი იქეთკენ როდი გაგვიშვებს,
ნემსი არსიდან არ ჩავარდება“.

18 არ პირველად დაუწერია „აღარ“. 19 „მოსულა“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „ქალი“. 23. „შინ“-ს შემდეგ გადახაზულია „ამ“; როს დიდი საქმე] ჯერ დაუწერია. „როცა დიდებული“. 25 გავწყდით პირველად ყოფილა „დავღარეთ“; „რომ შეგვრჩენოდა“-ს შემდეგ გადახაზულია „ფრანგთა“. 25-26 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „რომ შეგვრჩენოდა მიწა ხელშია“. 29 სტრიქონის დასაწყისში ვაჟას ჯერ დაუწერია „გაწბილებული“, შემდეგ „სირცხვილი“, ბოლოს კი „ნუთუ არ არი“. 32 „რომ არ“-ს წინ გადახაზულია „არ და“.

228. 13 „განდიდებულსა“-ს შემდეგ გადახაზულია „პატიო“. 20 „ორლეანელს“ წინ ავტოგრაფში გადახაზულია „მე სხვა მგონია“.

229. 5 „ჰერცოგი“-ს შემდეგ გადახაზულია „ხმლით“; „კვერთხით“-ს ხელნაწერში გვერდით აქვს განმარტება - „კიპტრით“. 6 „მსოფლიოთი“-ს გვერდზე უწერია „დერჟავა“. 7 შესაფერი ვაჟას პირველად დაუწერია „საკუთარი“. 8 ეპისკოპოსი] ჯერ ვაჟას დაუწერია „მღვდელმთავარი“. მირონის] მირის. 12 ბალდახინ] ბალდახინს. ამ უკანასკნელს შემდეგ კი გადახაზულია „ქვემოთ“. 18 ვერ] ჯერ დაუწერია „ხომ“. 21 „რომ“-ის წინ გადახაზულია „ხელში“, შემდეგ კო - „ეპყრა“. 28. „თუ“-ს წინ გადახაზულია „ჩვენი“; „შეგვნიშნა“ ავტოგრაფის ტექსტში შემდეგ არის ჩამატებული; „რომ“ ხელნაწერში შემდეგ არის ჩაწერილი. 29 „რად“-ის წინ ვაჟას დაუწერია „არ“, რაც შემდეგ გადაუხაზავს.

230. 3 ჩვენი ღვიძლი და ყოფილა „ჩვენს ღვიძლს დას“. 11-12 სტრიქონები ავტოგრაფში შემდეგ არის გადაადგილებული, ე.ი. ვაჟას ჯერ დაუწერია მე-12, ხოლო შემდეგ მე-11 სტრიქონი. მე-10 და მე-12 სტრიქონებს შორის, რომლებიც ავტოგრაფში ერთიმეორეს მოსდევს, გადახაზულია „ასეთს პატივში“. 9 „რეიმსშიო“-ს შემდეგ გადახაზულია „წინ“. 21 „იქნებ“ ავტოგრაფის ტექსტში ჩამატებულია.

231. 3 წინადაც ის] პირველად ვაჟას დაუწერია: „იგი ჩვენ“. 29 „გეხვეწები“-ს შემდეგ გადახაზულია „ავდგე“.

232. 4 „დროც“-ს შემდეგ გადახაზულია „ისეთია“. 6 „ჰგრძნობს“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „ბო“. 7. „წავალ“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „მე“. 12 „უნდა“-ს შემდეგ ვაჟას დაუწერია და შემდეგ გადაუხაზავს „მთელი ხალხი“.

233. 5 ვხედავ] ჯერ დაუწერია „ვნახე“. 16 აქ მირჩევნია] პირველად ყოფილა „ვერა ვძლებ იქა“. 31 „ჩემო“-ს შემდეგ გადახაზულია „ჩემს დე“.

234. 3 „ამდენის“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „უცხო“; ხოლო „მღელვარე“-ს შემდეგ - „ზღვაში“. 9 „საყვარელნო“-ს შემდეგ ავტოგრაფის ტექსტში გადახაზულია „მაგ“. 18 „მრავალი“-ს შემდეგ ვაჟას ჯერ დაუწერია „დაჯერებით“, რაც ხელნაწერში გადახაზულია. 19 „დაო“-ს წინ გადახაზულია „და სა“. 28 არ ჩნდება] პირველად დაუწერია „ვერ ვნახე“.

235. 2 შვილისა] თავდაპირველად დაუწერია „თვვისი“. 11 „სტყუით“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „მე გატყობ სწო“. 12 „მითხარით“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „სწორედ“.

236. 9-10 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „ეს წარმოდგენა ჩემს წყლულიანს გულს“. 14 „მსგავსსა“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „მო“, ხოლო „ბედსა“-ს შემდეგ - „მორჩა“. 15 „ლუიზას“ ხელნაწერში ჩამატებულია; „გულ-მკერდზე“-ს შემდეგ გადახაზულია „ჩაუდ“. 20 „ის“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „გულკ“. 20-21 ის თავმდაბალი იყო] „ჟანეტამ გვიცნო თავმდაბალია ისევ ისეთი...“ დაუწერია ვაჟას პირველად: 21-22 სტრიქონებს შორის გადახაზულია „ძლია და ეხლა უფრო ვუყვარვარ“. 27 „ღმერთო“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „რას ვხედავ“? 28 სტრიქონი იმ სახით, როგორაც ჩვენ იგი გამოვაქვეყნეთ, ავტორს დაუწერია პირველად, რომელიც შემდეგ ასე შეუსწორებია: „სიყრმის მეგობრებს ვინცა მყოლია“. 32. „დაღლილსა“-ს შემდეგ გადახაზულია „მე მძინებია“.

237. 8. „სხვას“ წინ გადახაზულია „სთქვით“. 10 „დიდს“ წინ ვაჟას დაუწერია და შემდეგ ისევ გადაუხაზავს „შენს“. 11 და ჩვენს აქ ყოფნას ნუ სთვლი სიზმრადა] პირველად მთარგმნელს დაუწერია „ჩვენ სიზმარში ვართ და ჩვენს აქ ყოფნას ნუ სთვლი...“ 13 ეგეთი იყავ განა წინადა] პირველად ყოფილა „აბჯარ-აბგარში როდის იყავი“. 14 ინახე მკერდზე] ხელნაწერში პირველად ყოფილა „გასინჯე ტანზე“. 14-15 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „საშოვარია სხვისთვის ძვირადა“. 16 „მუზარადს“ შემდეგ გადახაზულია „და“. 19-20 სტრიქონებს შუა ხელნაწერში გადახაზულია „არ მიკვირს სიზმრად ჩასთვალო...“ 23 „და“-ს წინ მთარგმნელს გადაუხაზავს „მორჩ“.

238. 2 „სალოცავი“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „მე“; „ხომ ჩამატებულია ავტოგრაფის ტექსტში. 4 მხედავთ] ყოფილა „მიცქირეთ“, 10 სტრიქონი 1 მიწერილია ხელნაწერის მარჯვენა არშიაზე, მის ნაცვლად ადრე ვაჟას დაუწერია „ამან შინიდან გამომაძევა და შეუშალა შინ ყოფნას ხელი“, შემდეგ კი აქ „შინიდან“ დაუწერია „თქვენიდან“ 12 „ძვირფასს“ წინ ვაჟას გადაუხაზავს „ამ“. 14 სტრიქონის წინ ხელნაწერში გადახაზულია „და მათ“. „დიდკაცთ“-ს წინ გადახაზულია „მინდა ისე“. 27 „ერო“-ს შემდეგ ვაჟას დაუწერია და შემდეგ გადაუხაზავს „გმადლობთ“. 30 არ დამიზოგეთ] პირველად ყოფილა „მეფისთვის ხარჯეთ“. 33 „არასძლებს გული“ მიწერილია მარცხნივ არშიაზე, ხოლო სათანადო ადგილზე გადახაზულია „ვით გავძლო, რომ უფლის“; „ღვთის“ ხელნაწერში ჩამატებულია.

239 1 „ჯერ“-ს შემდეგ გადახაზულია „ისევ“; თავდადებულთა] მთარგმნელს ჯერ დაუწერია „შეუშრობელი“. 4 სტრიქონის წინ ხელნაწერში გადახაზულია „იქნებ აყ“. 5-6 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „შეუნდობო ცოდვას ორგულთ და მტერთა“. 25 „ამ“-ის შემდეგ ვაჟას გადაუხაზავს „ადგილს“. 32 „სისხლით“-ს წინ გადახაზულია „ხომ“. 32-33 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია სიტყვები „კიდევ რასა მთხოვ“. 33-34 სტრიქონებს შორის გადასაზულია „საკვირველს რამე ამბავსა ვნახავთ“.

241. 2. „და“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „თქვენ კი“. 3-4 სტრიქონებს შორის ვაჟას გადაუხაზავს სიტყვები „სად გაგონილა რომ ჩაებარა“. 16 „იტყვის“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „იმის წინაშე პასუხად“. 26 ჩავთვალოთ ყოფილა „შევრაცხოთ“. 29-30 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია „დამაკარგინა მეც ხო“. 30 თვისი მშობელი მამა წაწყმიდა] ვაჟას თავდაპირველად დაუწერია „წაწყმინდა თვისი მშობელი მამაც“. 31 „ისე“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „თითონ ხო“; წაწყმედილი] თავდაპირველად დაუწერია „დაკარგული“. 33 საშინელს] პირველად ვაჟას დაუწერია „საშინელება“.

242. 5 „ვინც“-ს წინ ვაჟას დაუწერია და შემდეგ გადაუხაზავს „ტვინ გალაყებულს“; „მაგგვარსა“ ხელნაწერში ჩამატებულია. 8 „ერთი“-ს წინ გადახაზულია „რასა“. 13 სტრიქონი მთლიანად ჩამატებულია სტრიქონებს შორის. 17 „ცილზედა“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „ღვთის“. 32 „კეთილშობილურს“ წინ გადახაზულია „ჩემს“.

243. 7 გულს ჭუჭყი] თავდაპირველად ვაჟას დაუწერია „ცოდვილი“. 20 გესმას მგრგვინავი ხმა ციდან ღვთისა] პირველად ყოფილა „გესმას ციდანა მგრგვინავი ხმა ღვთისა“. 21 დაიჭი] ჯერ დაუწერია „აიღე“.

244. 8 „იღებს“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „ტვირთადა“. 23. „არ მოგაკლდება“-ს წინ გადახაზულია „ყველგან სადაც“. 24 სტრიქონის დასაწყისში გადახაზულია „გრა“; „თქვენთვისაც“-ს შემდეგ გადახაზულია „მა დროს“. 31 „გაქვს“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „საშველი“.

245. 4 „თოფების“ შემდეგ ვაჟას თავდაპირველად დაუწერია „ხმები“. 240. 23 ამბობენ თურმე, რომ დედოფალმა] პირველად ყოფილა „აღარ აშინებს მტერს ჩვენი მეფე“.

247. 13 „ტყეში“-ის წინ გადახაზულია „გაფრთხილდი“. 24 მოგივათ] ჯერ დაუწერია „შეგემთხვათ“.

248. 12 წყალსა] წყალს. 22 სტრიქონის წინ ხელნაწერში გადახაზულია „ყველა არ წაი“.

249. 2 „მე“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ვერ დაგ“. 6 „ბედს“ წინ ხელნაწერში გადახაზულია „ხომ გაიგონე მე“, ხოლო აქ „ხომ“-ს შემდეგ გადახაზულია „გეს“. 15 „ფრანგებმაც“-ს წინ გადახაზულია „იქ“ 18 რის იმედი გაქვს, მითხარი, რისა?] ადრე ყოფილა „ვის მიენდობი მითხარი ვისა?“. 24 „დაგიფარავს“ შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „მხეცთა“ 30 „ვისწავლე“-ს შემდეგ გადახაზულია „ან კი ცხვარშია“. 32 „ცხვრის“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „მათ ჭამაშია“.

250. 16 სტრიქონის წინ ავტოგრაფში გადახაზულია „ერთა“; ხოლო „ერთგულმა“-ს შემდეგ „მას“; სხვათ] ვაჟას პირველად დაუწერია „სხვათაგ“, რომელიც გადაუხაზავს. 17 „როს წინ ავტოგრაფში არის გადახაზული სიტყვები „როცა სხვამ“. 19 ჯადოქარს ქალსა] ხელნაწერში პირველად ყოფილა „და მაინც კიდევ“. 19-20 სტრიქონებს შორის გადახაზულია „კუდიანად მთვლი“. 21 ფრიად] ვაჟას დაუწერია „დიდად“. 23. „ჩემი“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „და“. 26 ჯადოქრობაში ადრე მთარგმნელს დაუწერია „ეშმაკებთანა“.

251. 7 სტრიქონის წინ გადახაზულია „რამ“; „გასჩუმდი“-ს შემდეგ კი - „სიტყვა“. 11 „წინაშე“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „ვერაფერი სთქვი". 15 „რადგან“-ს შემდეგ ავტოგრაფში ადრე ყოფილა „მე“, რომელიც გადაუხაზავს ვაჟას. 22 რაც მამაჩემმა ცილი დამწამა] ადრე ყოფილა „თვით მამაჩემის ცილისწამებაც“. 24 „გამოცდის“, თუ მის შემცვლელი სხვა სიტყვა ხელნაწერში კარგად არ იკითხება.

252. 4 „ინდომე“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „შენთა ერთგულთა“. 7 შეუმწიკვლელი თუ გაქვს ბუნება] ვაჟას ადრე დაუწერია „რაკი საღი გაქვს მართლა გონება“. 12 „ქედმოდრეკილი“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „ის“. 15 „რომ“-ის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „შენ“. 17 მოთმენა. მიკვირს იმ საძაგლობის] ადრე ხელნაწერში ყოფილა „მხოლოდ ის მიკვირს ვით მოითმინე“. 22 „დავეცი“-ს შემდეგ გადახაზულია „თავს უფრო“. 32 „რა განვეშორე“ შემდეგ არის მიწერილი ხელნაწერის მარცხენა არშიაზე; „წრეს“ შემდეგ გადახაზულია „რაკი გამოვცდი“. 33 და] პირველად ყოფილა „ისევ“; მოვხვდი] მოხვდი. 34 „თავისუფლად“-ს წინ გადახაზულია „ამოვისუნთქე“.

253. 6 „დავბრუნდეთ“-ს წინ ვაჟას დაუწერია და შემდეგ გადაუხაზავს „და“. 13 „და“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „და ვინც მე მწყევს“. 14 „სინანულისას“ წინ გადახაზულია „ბოლოს“. 18 „შენ“-ს წინ გადახაზულია „სიმართლე“.

254. 6 საით გაჰრბიხარ] ადრე ხელნაწერში ყოფილა „რა ამბავია?“. 19. „ის“ წინ გადახაზულია „ვის წინაშეცა“. 24 სწამს] ჯერ ყოფილა „სჯერა“. 26 ქედსა როგორ იდრეკავს ვაჟას პირველად დაუწერია „ბედმა გააწყო ვერრა?

255. 23 გულის] პირველად ყოფილა „ტვინის“. 26 „კაცობას“-ს წინ გადახაზულია „მეფემ კი ამას“. 27 მან გული შავი ადრე ყოფილა „კოცონი მწვავი“.

256. 7 მე დედამიწა მოვრწყე სისხლითა] ადრე ვაჟას დაუწერია „შევღებე მიწა სისხლისა დენით“. 11 ხმლისაგან] ვაჟას ჯერ დაუწერია „ხმლის ძალით: ხოლო შემდეგ „ძალით“ გადაუხაზავს და მის ზევით დაუწერია „ფხისაგან“. 16 „არის“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „ამი“. 23. „ღვთისმშობელო“-ს შემდეგ ავტოგრაფში წერია „სრულად“. 26 მოქმედსა ძალას დაუძინია] ადრე ხელნაწერში ყოფილა „მოქმედი ძალა გაუქმებულა“. 26-27 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „ცა დაკეტილა და შიგ დამწყვდეულს, ჩემს მცველ ანგელოზს ცაში დამწყვდეულს. ქალის დაფარვა არ უფიქრია“. 28 უტირნია] ვაჟა პირველად დაუწერია „უფიქრია“.

258. 6 „სადმე“-ს შემდეგ პირველად ვაჟას „უმანკოება“ დაუწერია. 8 იმათ ბინა, ქალის ბაგეზე ადრე ყოფილა „სხვაგან არსადა ქალის თვალებში“. 13 სიმართლეს ვერ ვცნობთ, თუ ჩვენს თვალთ ხედვას პირველად ვაჟას დაუწერია „სიმართლეს სხვა გზით ჩვენ ვერ გავიგებთ“. 16 დანაშაულში ფეხი გვიდგია] ხელნაწერში თავდაპირველად ყოფილა „ერთი დანაშაული გვადე“. 18 ან ქალი ღვთისგან მოვლენილია ყოფილა „ან ქალი არის ღვთით მოვლენილი 25 და თქვენი ნახვა გულით სწადია პირველად ყოფილა „თქვენს პირად ნახვას გულითა ნდომობს“. 29 „მოვიდეს“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „ქალის ამბავი“. 30 „მიეგებება“-ს წინ გადახაზულია „მირბის“.

259. 1-2 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „თქვენის მეშვლობის თხოვნას ბედავ“. 13 „შეურაცხყავით“-ს წინ გადახაზულია „თქვენ“. 18 განუშორებლად“-ს წინ. ვაჟას დაუწერია და შემდეგ გადაუხაზავს „არდენის ტყეში“. 22. „მრწამს, მის“ ავტოგრაფში ჩამატებულია, ადრე მის ნაცვლად ყოფილა „და მის“.

260. 7-8 სტრიქონებს შორის გადახაზულია „უბრძანა მხლებლებს რომ შაებოჭათ“. 8 „შეაბოჭინა“-ს წინ ავტოგრაფში გადახაზულია „იგი“. 21 „თუ“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „თუ ეს სირცხვილი მე ვ“. 31 სტრიქონებს შორის ხელნაწერში გადახაზულია „ჩვენ იმას ძალით წინ“.

261. 10-11 სტრიქონებს შორის გადახაზულია „რაც უნდა უყონ მიე, წაიღონ“. 24 „იმ“-ის წინ ავტოგრაფში გადახაზულია „შენს“. 30 ნუთუ სხვა ერიც არ ადგებოდა] ჯერ ვაჟას დაუწერია: „განა სხვა ერიც ამას იზამდა“.

262. 3 ორთავე] ადრე ყოფილა „მე და შენ“. 4 „მარტო“-ს წინ ხელნაწერში გადახაზულია „მეც ერთი“. 11 „თქვენიც“-ის წინ გადახაზულია „ვითა მსხვერპლ“. 16-17 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია.

„............რა სათქმელია
დროით განსაჯე ასე გირჩევნავთ,
დამოუწილება ფრანგთა ძნელია“.

პ1 „აქ“-ის შემდეგ ვაჟას გადაუხაზავს „ჩაწვეს“.

263. 5 მოდიან ჩვენზე] პირველად ყოფილა „ჩვენზე მოდიან“ 9 ინგლისელებო] პირველად ვაჟას დაუწერია „აბა ეხლაა“. 10 დღეს გამოჩნდება თქვენი ბიჭობა პირველად ასე დაუწერია „ინგლისელებო ვინ გაიმარჯვებს“. 10-11 სტრიქონებს შორის ხელნაწერი გადახაზულია „საათმა, ჟამი მოვიდა, დრომ მოაღწია, ვისაც დაჰრჩება დღეს გამარჯვება“. 23 გაეხარათ] გაეხარა.

264. 5 „სიტყვა“-ს შემდეგ გადახაზულია „რომ არ გაგვექცევი“. 13 „შეჰბოჭავენ“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „ჯაჭვებით, რომ მთელ ტანზე ხელებზე“, რასაც თავზე აწერია „ჯაჭვებით, რომ ხელ-ფეხი“. 16 „ხომ“-ის შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „გინდოს“. 18 „ხელში“-ს შემდეგ ვაჟას გადაუხაზავს „გაგა“. 24 „დაუხვდი“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „მტერსა“.

265. 9-11 სტრიქონები ხელნაწერში არ არის. 13 სტრიქონის წინ გადახაზულია „დიაღაც“; ენაზედაც ჯერ დაუწერია „პირზედაც“. 14 „ჩვენის“ შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „მხედრო“. 22-23 სტრიქონებს შორის გადახაზულია შებოჭილი ვარ მითა, ხელ-ფეხ შებოჭილს. ლეში შებოჭეს მაგრამ, ის ვეღარ შესძლეს“. 24 განუშორებლად ხელნაწერში ადრე ყოფილა „თქვენს კიჟინასა“.

266. 2 თავს შემოგევლეთ] პირველად ვაჟას დაუწერია „თქვენ გენაცვალეთ“. 5 „მტერი“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „რომ“. 9 ვიღაც შავს ცხენსა] ჯერ ყოფილა „შავს ცხენზედა ზის“. 11 თან მოსდევს] პირველად ყოფილა „მოჰყვება“. 12 „არს“ ხელნაწერში ჩამატებულია. 15 სტრიქონის წინ გადახაზულია სიტყვები, რომელთაგან იკითხება მხოლოდ ბოლო სიტყვა „მამაცად“. 23 გადეღობა] ადრე ვაჟას დაუწერია „მიეგება“. 24 ცხენებიდანა ორივ ჩამოხტნენ პირველად ყოფილა „ორივ ჩამოხტნენ ცხენებიდანა“. 25 სტრიქონი. მწვანე მელნითაა ნასწორები, სადაც ვაჟას პირველად დაუწერია „იბრძვიან ჩვენებიც ბურგუნდელებთან“; შემდეგ შეუსწორებია „იბრძვიან ჩვენნიც ბურგუნდელებ ში“ და ბოლოს კი ამ სტრიქონისათვის ასეთი სახე მიუცია „იბრძვიან ჩვენი ჯარი და ბურგუნდისა“. 26 სტრიქონიც ავტოგრაფში სამი ვარიანტით არის წარმოდგენილი:

1) ჩვენები ერთად შიგ აირივნენ.
2) როვორც თხა-ცხვრები შიგ აირივნენ,
3) ერთურთს ეკვეთნენ და აირივნენ.

ძირითად ტექსტში მეორე ვარიანტი შევიტანეთ.

267. 10 სტრიქონის წინ ხელნაწერში გადახაზულია „ვუცქირო“.

268. 8 ფრანგი] ფრანგია. 11-13 „იოანა... ვმცონარებ“ შემდეგ არის მიწერილი ხელნაწერის მარჯვენა არშიაზე. 17 „მას“ ავტოგრაფში ჩამატებულია; მუზარადში პირველად დაუწერია „მუზარადზე“. 17-18 სტრიქონებს შორის გადახაზულია „პირდაპირ მოდის, ის ჩვენ, იწევს ის ჩვენ ჯარზე“. 20 „მეფეა“-ს წინ ავტორს გადაუშლია „იგი“. 22 ჩამოაგდო] ავტოგრაფში ყოფილა „გვერდზე გაუხტა“.

269. 8 გაბასრულს] პირველად ყოფილა „შეღებილს“. 11 „აბლაბუდა“-ს შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია „რკინად“. 13 „გადააქციო“-ს წინ გადახაზულია „რადაც ინებებს“.

270. 5 სტრიქონებს შორის გადახაზულია „თუ ამ მიწის შვილთაგან. მე მიწიერი ასე ძლიერი“, აქ შემდეგ „მიწიერი“ ვაჟას „მიწიერთაგან“-ად შეუცვლია. 22 „ფრანგთა“-ს წინ გადახაზულია „სადა“.

271. 2 „ხმლით დაბლა დასცა“ შემდეგ არის შესწორებული მწვანე მელნით, ადრე ყოფილა „მაგრამ დაეცა“. 23 სულერთი არის, მხოლოდამას გთხოვ] პირველად დაუწერია „იქ სადაც მეფეს თვალით ვერ ვნახავ“.

272. 9-10 სტრიქონებს შორის ავტოგრაფში გადახაზულია განთავისუფლდი“. 18 ვით] პირველად ყოფილა „და როგორც“; „ყრმასა“-ს შემდეგ ხელნა- წერში გადახაზულია „მას ისე“. 21 თუმც] ადრე „თუმცა დაუწერია ვაჟას. „თუმც“-ას შემდეგ კი ხელნაწერში გადახაზულია „მაჯასა“. 26 ცადანგელოსმა პირველად ყოფილა „ჩვენმავე ქცევამ“.

273. 19 ჩვენა ვართ მხოლოდ გონებით ბრმანი] ჯერ ყოფილა „ჩვენის გონებით ბრმად ცილი დაგწამეთ“, რომელიც შემდეგ ვაჟას შავი მელნით ასეთნაირად შეუსწორებია: „ჩვენა ვყოფილვართ გონებით ბრმანი“, ხოლო დასასრულს მწვანე მელნით მას ეს სტრიქონი ისე გაუმართავს, როგორც ეს ძირითად ტექსტში იკითხება. 24 სტრიქონის წინ ავტოგრაფში გადახაზულია „შეყვ... ვხედავ, კვალად“; „ისევ“ ხელნაწერში ჩამატებულია; თანამოძმეთ ჯერ ყოფილა „სამშობლოს“. 26 ჩემს ხელმწიფესაც თავის გვერდს ვხედავ პირველად ყოფილ „მეფეც გვერდსა მყავ, ბაირაღებიც“.

274. 3 „მეუფისაგან“-ს წინ გადახაზულია „ღვთის“; მის შემდეგ კი - „მაქვს ის“. 5 უფლის წინაშე ჯერ ყოფილა „არა უფალის“. 6 წარვდგე, მივართვა კვლავ ჩემი დროშა] პირველად ვაჟას დაუწერია „წარვდგე პირველად ხელდროშიანი“. 6-7 სტრიქონებს შორის გადახაზულია „მას ვემსახურო ღირსეულადა“. 21 „შორს“ წინ გადახაზულია „აჰა“. 26 „დაუსრულებელ“-ს შემდეგ ავტოგრაფში გადახაზულია „გვაძლევ“.

ამ თარგმანის სხვა ხელნაწერი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის, თუმცა მისი არსებობა უდაოდ ივარაუდება, რადგან ცნობილია, რომ „ორლეანელი ქალი ვაჟა-ფშაველამ 1905 წელს წარუდგინა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგა დ დოებას, ხოლო 1909 წელს დრამატულ საზოგადოებას (იხ. ს. ყუბანეიშვილი „ვაჟა-ფშაველა“, 1937 წ., გვ. 447-449).

რა თქმა უნდა, ვაჟა-ფშაველა პიესას იმ სახით ვერ გადასცემდა ზემოხსენებულ საზოგადოებებს, როგორადაც იგი ჩვენს მიერ მითითებულ ავტოგრაფშია წარმოდგენილი. გარდა იმისა, რომ ეს ავტოგრაფი შავია და საბოლოოდ დამუშავებული არ არის, იგი სხვადასხვა რვეულშია დაწერილი: ავტოგრაფის ის ნაწილი, რომელიც დაცულია ლიტერატურის მუზეუმში, მოთავსებულია ვაჟა-ფშაველას თხზულებათა ავტოგრაფული კრებულის თავისუფალ გვერდებზე, ხოლო ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ნაწილი - თაბახის გვერდებისაგან შეკერილ ცალკე რვეულში.

როგორც ირკვევა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაინტერესებული იყო „ორლეანელი ქალის“ თარგმანით და ჰსურდა კიდეც მისი გამოცემა. ეს კარგად ჩანს საზოგადოების მდივნის სამსონ ფირცხალავას მოხსენებიდან, რომელიც მას 1905 წლის 24 იანვარს წარუდგენია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისათვის. იგი წერს:

„ვაჟა-ფშაველამ წარმოადგინა მის მიერ რუსულიდან ნათარგმნი შილერის „ორლეანელი ქალი“, თუ საზოგადოება გამოსცემს, სასყიდელს თხოულობს 300 მანეთს.

წიგნი მეტად სასურველია და სასარგებლო და საჭიროა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გამოსცეს ეს შესანიშნავი პიესა“ (იხ. საქ. ც. ა. 3. 481, 985): ფირცხალავას ეს მოხსენება განხილულ იქნა საზოგადოების სხდომაზე იმავე თვის ბოლოს, სხდომამ მიანდო ილია ჭავჭავაძეს გასცნობოდა თარგმანს და წარმოედგინა მის შესახებ თავისი აზრი საზოგადოების გამგეობისათვის. ამ დადგენილების საფუძველზე ი. ჭავჭავაძეს გამგეობისაგან გაეგზავნა შემდეგი თხოვნა:

„მის ბრწყინვალებას თ. ილია ჭავჭავაძეს!

გამგეობა უმორჩილესად გთხოვთ, განიხილოთ ბ. ვაჟა-ფშაველას მიერ ნათარგმნი „ორლეანელი ქალი“ და წარმოადგინოთ 2 კვირის განმავლობაში თარგმანის შესახებ თქვენი აზრი“ (იხ. საქ. ც. ა. ფ. 481, 987).

საზოგადოების გამგეობისათვის ილია ჭავჭავაძეს თავისი აზრი 21 მარტს უცნობებია. იგი წერს:

„წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას!

თარგმანი „ორლეანელი ქალის“ მე არ მომეწონა. უმორჩილესად ვთხოვ გამგეობას მარტო ჩემს აზრს არ დასჯერდეს და სხვასაც ვინმეს გაასინჯოს თარგმანი. ვაჟა-ფშაველა ჩემს თვალში იმდენად პატივსაცემი მწერალია, რომ მისის ნაწარმოების დასაფასებლად საკმაო არ არის მარტო ერთის კაცის აზრი და შთაბეჭდილება“ (იხ. საქ. ც. ა. ფ. 481, 985)2.

ეს მეტად საგულისხმო დოკუმენტია, რომელიც ერთხელ კიდევ ადასტურებს იმას, თუ როგორ დიდად აფასებდა ილია ჭავჭავაძე ვაჟა-ფშაველას და როგორი პასუხისმგებლობის გრძნობითა და სიფრთხილით ეკიდებოდა იგი ყოველ საქმეს.

ილიას ასეთი დასკვნის შემდეგ გასაკვირი არ არის ის გარემოება, რომ საზოგადოებას „ორლეანელი ქალი“ არ გამოუცია. შესაძლებელია ამის შედეგი იყოს ისიც, რომ თუმცა 1909 წელს დრამატულ საზოგადოებას მიუღია დადგენილება ამ თარგმანის გამოცემის შესახებ, მაგრამ ეს დადგენილება განუხორციელებელი დარჩენილა.

1909 წელს „ორლეანელი ქალიდან“ გამოქვეყნდა მხოლოდ იოანას ერთი მონოლოგი „გამოთხოვების სათაურით (იხ. გაზ. „დროება“, 101).

რაც შეეხება თვით თარგმანს, ჩვენის აზრით, იგი შესრულებულია ჟუკოვსკის ცნობილი რუსული თარგმანის მიხედვით. ამას ადასტურებს არა მხოლოდ ავტოგრაფის ზოგიერთ ადგილზე მიწერილი სათანადო რუსული ტექსტის დამთხვევა ჟუკოვსკის თარგმანთან, არამედ ის გარემოებაც, რომ როგორც ჟუკოვსკის თარგმანში, ქართულ თარგმანშიაც პროლოგი დაყოფილი არ არის სურათებად. აკლია ის რემარკები, რომლებიც არ გვხვდება ჟუკოვსკისთან და ბოლოს ვაჟაც ამ თარგმანს ისევე, როგორც ჟუკოვსკი, უწოდებს „დრამატულ პოემას“ და არა „რომანტიულ ტრაგედიას, როგორც ეს თვით შილერს აქვს.

________________

1. იქ, სადაც არ ვუთითებ მელნის ფერს, ყველგან იგულისხმება, რომ შესწორება შეტანილია იმავე მელნით, რომლითაც დაწერილია მთლიანად ტექსტი.

2. ეს წერილი ზ. კიკნაძემ გამოაქვეყნა ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნებაში“ (1960 წ., 9).

4 მოთხრობები

▲ზევით დაბრუნება


4.1 ფეოდალის აღზრდა

▲ზევით დაბრუნება


(ერკმან-შატრიანისა)

I

როდესაც მოვიგონებ ჩემს პატარაობას, - ასე დაიწყო თავის ამბავი პოლკოვნიკმა ზიგფრიდმა, - მაშინათვე თვალწინ წარმომიდგება ჩემი სახე, როდესაც პატარა ბავშვი ვიყავ და ვცხოვრობდი პატივცემულის ბიძაჩემის ძველი ბარონის ოტო ფონ-მაინდორფის სახლში.

ბიძაჩემი იყო ხმელ-ხმელი, მაღალი და ჯანმრთელი კაცი, ულვაშ-გათეთრებული, ცხვირწაგძელებული და თვალჭოელი, სამოცი წლის მოხუცი. ბევრი ტანჯვა და წვალება გამოიარა ბიძაჩემმა და ბევრი სამსახური გასწია, მაგრამ კავალერიის კაპიტნის ჩინს ზევით ვერ აიწია. 1792-ს წლიდგან მოყოლებული 1817-მდე საფრანგეთში ისეთი ომი არ ყოფილა, რომელშიაც იმას მონაწილეობა არა ჰქონდეს მიღებული. პატივცემულს მოხუცს ძლიერ სწყინდა, რომ იმისი შრომა საკმაოდ დაჯილდოებული არ იყო. ის წამდაუწუმ გოგენცოლერებს იგონებდა და ემდურებოდა ამ გვარის უსამართლო ქცევისათვის. სცხოვრობდა მარტოდმარტო თავისის ძველს ვიდლანდის ციხეში კურშგავის მახლობლად და ბალტიის ზღვის ტალღების თამაშობის ყურებით იქარვებდა თავის დარდებსა. მამაჩემი, რომელიც იმ მოხუცს გამგეობის ქვეშ ემსახურებოდა, მოჰკლეს ომში, დედაჩემიც ჯავრით მცირე ხანს შემდეგ გარდაიცვალა და მე დავრჩი ობლად. ომი რომ გათავდა, ბიძაჩემი სამსახურიდგან გამოვიდა და დასახლდა იმ თავის საყვარელს ადგილას. ის ადგილი იყო მიყრუებული და კაცის ფეხს ძვირად მოხვდებოდა. თუმცა მოსაწონი არ იყო, მაგრამ, რადგან ფონმაინდორფების წარსულის დიდების მოწამე იყო, ბიძაჩემს ძლიერ მოსწონდა.

ამ ძველს დანგრეულს ბუდეში, რომელსაც ბალტიის ზღვის ტალღები ეალერსებოდენ, ვსცხოვრობდით მყუდროთ მე და პაპაჩემი, პაპიჩემის ადრინდელი იასაული იაკობი და მისი ცოლი ქრისტინა, რომელნიც ჩვენ გვემსახურებოდენ. ჩვენ სრულიად ღარიბები ვიყავით, რადგანაც პაპაჩემის ადგილ-მამულს უშველებელი ვალები ედვა; შემოსავალიც დიდისხნით აწერილი იყო. იმას ემართა ვალი გერმანიელისა და პოლშელის ურიებისა, რომელნიც იმას სიკვდილსავით ეჯავრებოდა,მაგ გასაწყვეტლებს უხარიანთ, სარგებელი რომ უბევრდებათ, - იტყოდა ხოლმე პაპაჩემი, უნდათ, რომ მთელი სამკვიდრო ერთს დღეს სულ ხელში ჩაიგდონ. თურმე ჩემს გულკეთილს პაპას, როგორც ყველა მამაკაცს და მხნე სალდათს, ომის დროს მომავალზე უზრუნველს, თამაშობა უყვარდა და მაშინ წაგებულის გადახდა სულ ბოლოს მოგვიხდა.

ამაზედ რომ დაფიქრდებოდა პაპაჩემი, მრისხანებით ტუჩებს იკვნეტდა, მუშტებს იჩვენებოდა და სწყევლიდა მთელს ურიათა ჩამამავლობას აბრამიდგან დაწყობილი უკანასკნელს ფრანკფურტელ ფულის მხურდავებლამდე. მარტო მე ვიყავი იმის ნუგეში და მარტო ჩემი დანახვა მოჰგვრიდა იმის დაღვრემილს სახეს ღიმილს, როდესაც დავჰყავდი ხელით ვიდლანდის ციხის ზემო სართულის გალერეიაში. იქიდგან ის მაჩვენებდა აქაფებულის ზღვის ტალღებსა და მეუბნებოდა: უყურე, ზიგფრიდო, უყურე!.. ერთს დროს ის ადგილი და წყლის სივრცე ჩვენ გვეკუთვნოდა; თეთრის იალქნის ქვეშ იმ გემებს რომ ჰხედავ, - ისინი და აგერ კიდევ ის მეთევზეების ნავებიც ერთს დროს ჩვენ გვაძლევდენ ხარჯსა. ის ბადეები და ის ადგილები, სადაც თევზს ამარილებენ და აშრობენ, გვაძლევდენ ადგილის, მარილის და შეშის ფასსა; გლეხები - დიკასა, კანაფსა, ხორცსა, კვერცხებსა და მწვანილს; ჩვენ ყველაფერში წილი გვქონდა; ყველას ბატონი და პატრონი ვიყავით. ამ ტყეში ნადირობის ნება მარტო ჩვენა გვქონდა; მარტო ჩვენი ცხენები და ჩვენი მეძებრები დასდევდენ იქ მშვლებსა. მელებსა და მგლებსა; მარტო ჩვენ ვიყავით ამ ადგილის პატრონები; როგორც კეთილშობილის ფანდალების ჩამომავალნი. ხომ გესმის, შვილო, ზიგფრიდ? - მე ყველაფერი მესმოდა, და თანდათან ტვინში მიჯდებოდა ის ჰაზრი, რომ ყოველისფერი, რაც კი გარშემო მერტყა, იყო ჩემი საკუთრება; თანდათან მეღვიძებოდა სურვილი, მყოლოდა თევზები, ფრინველები; მქონოდა ნავები, ბადეები და სოფლები. მე პაპაჩემს ვუპასუხებდი ხოლმე:

- ყოველისფერი ზიგფრიდს ეკუთვნის! - ეს სიტყვები იმას ძლიერ იამებოდა.

- კარგი, კარგი, - მეტყოდა ხოლმე, - მელებმა წაგვართვეს ჩვენი საკუთრება, უნდა ყოველისფერი ისევ უკანვე დავიბრუნოთ: საჭიროა, რომ გლეხი მუშაობდეს, მეთევზე თევზს იჭერდეს და ვაჭარი ვაჭრობდეს კეთილშობილის მაინდორფების ჩამამავალობის სასარგებლოდა.

მკოცნიდა, მეხვეოდა და უხაროდა ჩემგან ჭკვიანურის სიტყვის გაგონება. დამადებინებდა მხარზედ ხელსა, მიმიკრავდა ლოყაზე და მეტყოდა: მომკიდე ულვაშზედ ხელი, ზიგფრიდო, მე შენ მომწონხარ, კაი ყმაწვილი ხარ.

ძველი ციხე ზოგიერთს ალაგას იქცევოდა. პაპაჩემმა თავის სამყოფად მაგარი კუთხე ამოირჩია და დანარჩენი ნაწილი ბუნების სტიქიონთ დაუთმო. ჩვენს სახლს უკან, ჩრდილოეთის მხრივ ერთი მაღალი შენობა იდგა, რომელიც ჩრდილოეთის ქარისაგანა გვფარავდა. მაღალი და ფართო ზალა, ხუთი კარგად შენახული ოთახი, ძველებური სამზარეულო, ბუხრით და განიერის ფარდებით, - აი, ეს გახლდათ ჩვენის ოჯახის მოწყობილება. დაბლა ეზოში, სადაც კიბით ჩავდიოდით, საჯინიბო იყო გამართული. უშველებელი ციხეები გვერტყნენ გარსა და მთელს შენობას ტაღაცა მრისხანე სახეს აძლევდენ, შეუძლებელია იმის საზარელი სურათი კაცს გულში არ ჩარჩომოდა, მე ეხლაც თვალს წინ მიდგა: დიდი ზალა, შუაზე მუხის სტოლი. აქეთ-იქით კედლებში კარებები, პაპისეული იარაღი, სამზარეულო, გაჩაღებულის ცეცხლით და ბებერი ქრისტინა თავის კბილებჩამტვრეულის დანით. ქრისტინა იყო გაყვითლებული და დაღრეჯილი, როგორც ასის წლის ბოშა დედაკაცი, მოკლე კაბა, წინსაფარი, შემოჭერილი ქამარი და გძელი ჯიბეები რაღაცა საოცარის სახის დედაკაცადაჩენდენ მას. ის ბუნებითად ჭკვიანი და დარბაისელი დედაკაცი იყო, მაგრამ მეტად ბევრსა ყბედობდა, ზამთრის გძელს ღამეებს სულ თეთრად გვათენებინებდა, გვიამბობდა ციხის ადრინდელს ამბებს, მოტანტალე ცეცხლებისა და თეთრის თხუნელების ზღაპრებს და ბოლოს ან ამის, ან იმის სიკვდილით გაათავებდა.

აი, ეხლაც კი ვხედავ ქრისტინას გვერდით ფეხებმოგრეხილს იაკობს: თავზე ჩამოუფხატია ძველი ფორმის ქუდი, წაღებზე რკინის დეზები აკრავს და პირში სჩრია ჩიბუხი. ციხის უკანა ზღვის ტალღების ხმა მოდის. ასე ჰგონია კაცს, თავიანთ გულის საკლავის კვნესით ქრისტინას გასაოცარს ზღაპრებს მოძახილს ეუბნებიანო. - ეჰ, ამბობს იაკობი ოხვრით, ეს სუყველაფერი მართალსა ჰგავს... მე დიდი ხანია დავცადე, რომ გულისთქმით შეიძლება კაცმა წინადღითვე შეიტყოს - რაც მეორე დღეს მოხდება: მე წინა დღითვე გული მეტყოდა, როდესაც ხალხის არეულობა უნდა მომხდარიყო და მეორე დღეს მართლაც ბევრნი იხოცებოდენ.

ქრისტინას საუბრის კილოში მტკიცე რწმუნება იხატებოდა, ამისათვის, ის თავის ზღაპრებს დაიწყებდა თუ არა, პაპაჩემი მაშინათვე თვალით მანიშნებდა, თითქოს უნდოდა ეთქვა: არ დაიჯერო, ზიგფრიდო, ბებერი ტყუის!.. კატა მაგას თეთრ თხუნველად მოსჩვენებია.

მე ქრისტინას ისტორიებს სიამოვნებით ყურს ვუგდებდი, მაგრამ ჩვენი ცხენები უფრო მართობდენ. ჩვენა გვყვანდა სამი ცხენი. ეს იყო ჩვენი სიმდიდრე, პაპაჩემი წამდაუწუმ მე მსვამდა ხოლმე ცხენზედ და მეტყოდა: სწორედ დაჯექი, აი, აგრე, კარგი. ერთი დრო იქნება ხმალამოღებული ჯარის წინ იდგები და დაუკრავ მარშსა: ჰოპ!.. ჰოპ!.. ჰოპ!.. ბნელს ეზოში ცხენის ჭენება მე დიდს ბედნიერებად მიმაჩნდა.

დანარჩენი ნაწილი ციხისა ცარიელი იყო, კარებები დაკეტილი და ფანჯრების შუშები დამტვრეული: იქ მარტო ფრინველები ბუდობდენ. იმათი სკინტლით კედლები სულ გათეთრებული იყო. თავმინებებული ზალები ძლიერ დანაგვიანდენ. ზამთარში, ქარი რომ დაუბერავდა, მთელს შენობას გრიალი გაჰქონდა და მოისმოდა რაღაცა საზარელი ხმა.

რამდენჯერ გამღვიძებია შუაღამის დროს ჩემს ოთახში და მიგდია ყური ძველის ციხის ურიცხვს ხვრელებში ქარის გრგვინისათვის, მომგონებია ქრისტინას ზღაპრები, მომლანდებია მკვდრების ფეხის ხმა და შემშინებია, მაგრამ, ჩემს ბედად, ჩემს მახლობლად, საშუალს ოთახში, პაპაჩემს ეძინა ხოლმე, იმის სულის ქცევა მე გარკვევით მესმოდა და მაგულადებდა. მე ვფიქრობდი - თუ სულები მოვიდენ, დავიყვირებ და პაპაჩემი თავის ხმლით მომეშველება. პაპაჩემის ხმალი და დამბაჩა სიგმირეს მინერგავდენ გულში; როდესაც ისინი თანა მქონდა, მაშინ მე არაფრისა არ მეშინოდა.

ერთს საღამოს ერთი უცხო ამბავი მოხდა, რომელიც მე ჩემს დღეში არ დამავიწყდება. ეს იყო 1822 წელს, პირველ ზამთრის დადგომის დროს. მე მაშინ სწორედათის წლისა ვიყავი. იმ ღამეს მე და პაპამ ჩვეულებრივ ვივახშმეთ. ჩვენ შუა სტოლი იდგა და სტოლზედ - ლამპარი, იაკობი გვემსახურებოდა. ზღვა საშინლად ჰღელავდა და პირველი თოვლი გაცხარებული ფანჯარაში უშენდა. ის იყო ვახშამს ვათავებდით, ქარმა დაუბერა და უცებ კარები გაეღო. მე ძლიერ შევშინდი, გაფითრებული ფეხზედ წამოვვარდი და უცებ წამოვიძახე: აი, მაინდორფი - რკინისკბილა!

გაკვირვებულმა პაპაჩემმა სტოლიდგან აღებული სტაქანი ისევ ზედ დადგა, შეჰხედა მრისხანედ იაკობს და უთხრა:

- ეს რასა ჰნიშნავს? ამ ყმაწვილს ეს შიში საიდგან გაუჩნდა?

- ეგ სულ ქრისტინას ბრალია, ის მაგას რაღაც-რაღაცეებს უამბობს, - წაიბუტბუტა სალდათმა და მიხურა საჩქაროზე კარები.

- კარგი, - დაიყვირა განრისხებულმა პაპაჩემმა, ის გადაყრუებული ბებერი აქ რომ იყვეს, იმ კისერს მოუგრეხდი... დღეის იქით აღარ გაბედოს!..

პატარა ხანს უკან პაპაჩემი ისევ დამშვიდდა და მითხრა: გამიგონე, ზიგფრიდო, მაინდორფი ამ ექვსასის წლის წინად მოკვდა და, კარგად იცი, რომ მკვდრები აღარა ცოცხლდებიან, მერე ფანჯარაზე თითი მიმიშვირა და მითხრა: ის, რამაც შენ შეგაშინა, ქარია, სხვა არაფერი; უხორცო სულები სრულებით არ არსებობენ. ისენი, ვინც მოჩვენებაზე ლაპარაკობენ, ვირები არიან; გესმის?

- მესმის, -- ვუპასუხე მე.

- აბა, მაშ კარგი, - მითხრა კიდევ პაპამ, აიღე ეგ ლამპარი, მე კარებს გაგიღებ, გაიარე მარტომ დიდს კარიდორში და ჩვენს პირდაპირ ძველს ციხეში შედი. მე ამ ფანჯარასთან მოგიცდი და შენის ლამპარის შუქზე თვალს დავიჭერ. ციხეში რომ შეხვალ, დაიძახე: - მაინდორფო - რკინისკბილა, მაინდორფო - რკინისკბილა. მოდი! ხომ გესმის რას გეუბნები? თუ ამას ვერ იზამ, სიმხთალე შეგემჩნევა და ჩვენის გვარიდგან გამოირიცხები, კეთილშობილის გვარის კაცმა შიში არ იცის!..

ხმა არ ამომიღია, მაშინათვე ავდექი და ხელში ლამპარი ავიღე. პაპაჩემმა ჩამოიღო კედლიდამ დიდი გასაღები და გამიღო ძველი გმირების ციხის კარები. ქარი უბერავდა, დაქცეულს შენობას გრიალი გაჰქონდა. ძლივს მე ფეხი ავაჩქარე, მინდოდა გავქცეულიყავი, მაგრამ პაპაჩემმა გამაჩერა, მითხრა: ნუ სჩქარობ, სიჩქარე სიმხდალის ნიშანია, ჩქარობენ მარტო მშიშარები და კიდეც იღუპებიან. გაფრთხილდი, ფეხი არას წამოჰკრა.

მე წაველი მარტო. თაღები ბრჭყვინავდენ, ზღვის ბალახით და ფრინველებისაგან შემოტანილის თევზის ძვლებით მოფენილი კედლები ხმას აღარ მაძლევდენ. მე მივდიოდი და თან თვალი სვეტებზე მეჭირა. გარშემო სამარის მსგავსი სიჩუმე სუფევდა, მხოლოდ დროგამოშვებით უეცრად გაღვიძებული ფრინველები ისწორებდენ ფრთებსა და ბნელს სივრცეში იმალებოდენ. ჩვენს წინ იყვნენ გადაფენილი სვეტები, ფანჯრები, მოაჯირები, ზღვის ტალღისაგან შემოტანილი ნაგავი, კედლების ნაშალი და სხვადასხვა დანაშთენები, რომელნიც ლპებოდენ და ავრცელებდენ შმორის სუნსა. იმ დროს ქრისტინას ზღაპრები სულ თვალწინ გადამეშალა, გულში შიში შემეპარა, მაგრამ კიდევ თავი შევიმაგრე: დიდს ციხესთან რომ მიველი, ლამპარი მაღლა ავიღე, სული შევიხუთე და ხმამაღლა დავიძახე: მაინდორფო - რკინისკბილა, მაინდორფო - რკინისკბილა, მოდი!..

ქარისა და ზღვის ტალღების გარდა მე პასუხი არავინ გამცა. თქო ყველაფერი მომკვდარიყო. ის სიტყვები კიდევ რამდენჯერმე გავიმეორე და მერე წყნარის ნაბიჯით უკან დავბრუნდი, თუმცა კი მინდოდა გავქცეულვიყავი.

პატარა ხანს უკან მე უჭირველი და თავმოწონებული პაპიჩემის ოთახში ვიჯექი, მეგონა პაპაჩემი მაქებდა. მაგრამ ხმაც არ გაუცია, ალბათ წინათვე იცოდა, რომ ასე უნდა მომხდარიყო, ალბათ ჩემი თავის გამოდება იმას ჩვეულებრივ მოვლინებად ეჩვენებოდა.

- დაჯექი! ქარი ძლიერა ჰქრის განა?.. კარში ძლიერ ცივა?..

- დიახ, პაპავ.

- აიღე და დალიე

დამისხა სტაქანზე ღვინო, რომელიც მე ერთ ყლაპად გადავკარი.

- შენ ეძახდი მაინდორფსა? - დამიწყო იმან მერე სიცილით გამოკითხვა.

- დიახ.

- არ მოვიდა განა?.. როდესაც ცოცხალი იყო კი ბევრი ხვეწნა არ უნდოდა, - შეატყობინებდენ თუ არა, ის იმავე წუთს თავის ჩაჩქნით და ცულით იქ დაიბადებოდა ხოლმე, მაგრამ ეხლა მკვდარია და ყოველი ურია ბედავს იმის უპატიოდ გახდომას. აი, ზიგფრიდო, სიკვდილი რას ნიშნავს. ქვეყნის შექმნიდგან რამდენიმე ათასი მილიონი ხალხი გარდაცვლილა და იმათგანი უკან ერთიც არ დაბრუნებულა. ეს ცხადად გვიმტკიცებს, რომ სიკვდილი ყველაფერის დასასრულია და მას შემდეგ აღარაფერია. ეს ჰაზრი თავში შეინახე. ეს ყველაფრის გასაღებია.

ეს რომ მითხრა პაპაჩემმა, კარიდორის კარები დახურა. ვახშამს უკან ჩვეულებრივ ერთმანეთს გამოვეთხოვეთ და ჩვენ-ჩვენს ოთახში დასაძინებლად წაველით.

2

კითხვა და პირველი საფუძვლები ანგარიშისა პაპიჩემის ხელმძღვანელობის ქვეშ მე ადრევე დავისწავლე. მერე მე დავიწყე პრაქტიკული საგნების სწავლა. დილ-დილით, საუზმეს რომ გავათავებდით, მე და პაპაჩემი საჯინიბოში ჩავდიოდით. იქ ის მე ცხენზედ ჯდომის გაკვეთილებს მაძლევდა. პირველად იმან მე ცხენის გაწმენდა, შეკმაზა და აღვირის ჩადება მასწავლა. რადგანაც მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და სხვის შეუწევნელადარ შემეძლო ცხენის მოვლა, შეკმაზვა და აღვირის ჩადება, - პაპაჩემი მეხმარებოდა; მოსართავებს მოუჭერდა ხოლმე და თან თვითვეულის თასმის დანიშნულებას მიხსნიდა; მასწავლიდა ყოველი ჯიშის ცხენის განსაკუთრებულს თვისებებსა. მას უკან ჩვენ დავსეირნობდით ხან ზღვის პირზე და ხან ტყეში. ხანდახან ჩვენ ვიდლანდამდენაც ჩავდიოდით, რომელიც წინათ ციხის. პატრონებს ეჭირათ. პატარა სოფელი ძრიელ მარდად იზრდებოდა და ხდებოდა სავაჭრო ადგილად. იქ რამდენიმე მდიდარი ვაჭარი დასახლდა, მათ რიცხვში - შტრომდერფერი, მეტად მდიდარი გემების პატრონი, რომელმაც სოფელში თევზის საშრობლად და დასამარილებლად ჩინებული შენობა ააგო. იმას ჰქონდა საკუთარი ბარქაზები (პრტყელ ძირიანი გემი), უშველებელი სახლი, ყველა სახლებზედ უკეთესი და საბოჩკე, ჰყავდა ურიცხვი მუშა. ზუთხის ჭერამ იმას ბევრი სარგებლობა მოუტანა. ის იყო ტანად სქელი და მხიარულის ხასიათის კაცი, ძარღვიანს ლოყებზე ჩამოეშვებოდა აბურდული ბაკები, ტანს იცვამდა უბრალოდ - არც მდიდრულად, არც ღარიბულად. თავზე იხურავდა თივთიკის კალთაგანიერს შლიაპას, რომელსაც თვალებამდე ჩამოიფხატებდა ხოლმე. პოლკოვნიკს ფონ-მაინდორფს ყოველთვის, როდესაც კი შეხვდებოდა, სალამს აძლევდა, მაგრამ ისე დინჯად და აუჩქარებლად, როგორც ტოლი ტოლსა.

პაპაჩემს ის კაცი ძრიელ ეჯავრებოდა. ის რომ სალამს აძლევდა, პაპაჩემი ძლივას თავს მოუხრიდა ხოლმე. პაპაჩემი ყველა აღებ-მიცემის ხალხს ამნაირად ეპყრობოდა. ამასთან ერთს შემთხვევას არ გაუშვებდა ისე, რომ ჩემთვის არ ეთქვა, თუკი იქ დავესწრობოდი: გამიგონე, ზიგფრიდო, ფრანცუზების შემოსვლამდე, 1806 წელში, ესენი ყველანი ჩვენი ყმები იყვნენ და ჩვენს მამულზე იდგნენ. ჩვენ უფლება გვქონდა ამათთვის ხარჯი გვერთმევინა და, თუ მოვინდომებდით, კიდეც გავყიდდით, ამათ ხმის ამოღებაც არ შეეძლოთ. მაშინ ეგენი იცვამდენ: ზაფხულში - სქელი ტილოს პერანგებსა და ზამთარში - ცხვრის ტყავის კაზაკინებსა. თმაც მონების ნიშნათ მაგათ წარბებამდე ჩამოშვებული ჰქონდათ. ეხლა კი ყველანი მაუდში და მოდის ტანისამოსებში იპრანჭებიან და ისე სწორედ იყურება, თვალს თვალში გიყრის, თითქოს უნდა გითხრას: ეს მე გახლავარ, ბატონი შტრომდერფერი, მდიდარი გემების პატრონი: მე თქვენ, ბატონო ბარონო, წინაპირველად სალამს იმისათვის გაძლევთ, რომ თქვენ არ დამასწროთ: მე ვგონებ თქვენს წინ ზრდილობიანად. მოვიქეც, მაგრამ სწორედ რომა ვსთქვა, მე შემეძლო თქვენთვის არ დამეთმო, ამისათვის რომ ჩემი ქისა უფრო მაგრაა გატენილი, ვიდრე თქვენი. ჩემს სახელს იცნობენ ჰამბურგის, ბრემენის, ლიუბეკის, ლივერპულისა და მენჩესტერის ბევრს კანტორებში; ჩემი ხელის მოწერა ინგლისურს სავაჭრო ბაზარში ძვირათა ფასობს, მაგრამ სალამს წინაპირველად მაინც კიდევ მე გაძლევ, ამისათვის, რომ ასეთია ჩვენი ჩვეულება. ამას გარდა ამ ჩვეულების აღსრულებას მაიძულებს ჩემი შვილებისა მომავალი, რომელთაც ვალი აქვთ ახალგაზდა აზნაურის ხელქვეით იმსახურონ და იქნება ერთს დროს თქვენი შვილიც იმათი უფროსი გახდეს. ამისათვის საჭიროა სხვის თავისმოყვარეობას ვუალერსოთ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ჩვენ არაფრად გვიღირს.

ასე ამბობდა რა, პაპაჩემი, ერთს უგემურად გაიხარხარებდა და მეტყოდა: ნუ გეშინიან, ზიგფრიდო!.. შესაძლოა ეს ყველაფერი გამოიცვალოს... საჭიროა, რომ გამოიცვალოს... დიახ, ჩვენ ბევრი დავკარგეთ... ეს ჰოგენცოლერები ჩვენ ძვირათ გვიღირან! იმათ მხოლოდ რომ აღასრულონ თავიანთი აღთქმა, რომ დაგვიბრუნონ ასკეცად ის. რაც ჩვენ იმათ გაჭირების დღეს დავუთმეთ... დეე, უფრო ვრცელს საფუძვლებზედაღადგინონ ჩვენი ავტორიტეტი... მაშინ დავივიწყებთ იმათ მოტყუებასა. საჭირო კია მაინც, რომ წინაპირველად დიდი საქმე მოგვიხერხდეს... საჭიროა, რომ პრუსიის მმართველობამ მთელი ჰერმანია ხელში ჩაიგდოს. ეს პირველი ნაბიჯია... მას უკან ჩვენ დანარჩენზე ვიზრუნოთ.

მე ამ მაღალს პოლიტიკურს, ჰაზრებს ყურადღებით ვისმენდი, თუმცა იმათი მნიშვნელობა კი არ მეყურებოდა. მაგრამ ბოლოს კი ბევრჯელ მოვიგონებდი და მიკვირდა პაპაჩემის მეტისმეტი გონების სიღრმე და გამჭრიახობა.

უკან რომ დავბრუნდებოდით, პირველს ანუ მეორე საათზე, იაკობი, ჩვეულებრივ, ცხენებს უნაგირს მოჰხდიდა. მერე მე და პაპაჩემი ავდიოდით ბიბლიოთეკაში, რომელიც იყო გამართული იმის სამუშაო კაბინეტში, დიდი ზალის გვერდზე და ხელახლად სხვა საქმეს შევუდგებოდით. ახლა დრო მოვიდა - უნდა გონების, ისტორიის, გეოგრაფიის და მათემატიკის სწავლას შევდგომოდი. კაროლის კადეტის სკოლაში, სადაც მე უნდა შევსულიყავ, სასტიკად სცდიდენ ყმაწვილების ცოდნას. პაპაჩემს უნდოდა, რომ მე იქ ისე გამომეჩინა თავი, როგორც თითონ გამოიჩინა ორმოცის წლის წინად. ენების ცოდნა სამხედრო სამსახურის კაცისთვის, ძრიელ საჭიროა. იტყოდა ხოლმე პაპაჩემი, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც მსუბუქს კავალერიას ემსახურება, სადაც მე მსურს ჩემი ძველი ამხანაგების მხედველობას ქვეშ შენ მიგაბარო: საჭიროა, რომ უცხო ენებზე ლაპარაკობდე, მაგრამ უნდა კი ეცადო, რომ ლაპარაკში ნემენცური კილო არ შეითვისო, ამისათვის რომ ომის დროს ბევრჯელ შეგემთხვევა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ლაპარაკი და გამოკითხვა გზისა, ბილიკებისა და მტრის ჯარების შესახებ. - საჭიროა მაშინ იმათ მეგობრად ეჩვენო და თუ ენა კარგადარ გეცოდინება და სიტყვების გამოთქმაში უცხო კაცობა შეგემჩნევა, - ვერაფერს გაჰხდები. ამასთანავე საჭიროა - მარდათა ჰკითხულობდე, ამისათვის რომ ვინიცობაა მტრისაგან დეპეშა ანუ კორესპონდენცია მიიღე, რომელიც ომიანობის დროს ხშირად მოხდება ხოლმე, - უნდა საჩქაროზე გადაიკითხო და აცნობო უმთავრესს შტაბს იმათი შინაარსი. ზიგფრიდო, ხომ გესმის, რას გეუბნები? მხოლოდ თავი და თავი ენა, რომელიც ჩვენ პრუსიელებმა უნდა ვიცოდეთ, - ფრანცუზული ენაა. ეს არის ენა ჩვენის ბუნებითი მტრებისა. ფრიდრიხ II მისს დღეში სხვა ენაზე არ დასწერდა, ის გარს სულ ფრანცუზებს ირტყამდა და ის ჭკვათხელებიცა ფიქრობდენ, ვითომც ფრიდრიხი ამას იმისათვის ჩადიოდა, რომ გენიოსებად სახავდა მათ. თავის მეზობლების თვალების ასახვევლად, მოსატყუებლად, ფრიდრიხი განგებ თავის თხზულებებში მაკიაველის ჰაზრებს არღვევდა და ნამდვილად კი მთელს თავის სიცოცხლეში იმათ მისდევდა და, ამნაირის უბრალო ღონისძიებით, თავის გულმინდობილი მეზობლების ხარჯზე, უმატებდა, არგვალებდა თავის სახელმწიფოსა და დაიგდო ბრძნისა და მაღალ ზნეობითი ხელმწიფისა სახელი. მე ამას ყველას იმ ჰაზრით გიხსნი, შვილო, რომ დაგანახვო - პოლიტიკის უმთავრესი ხასიათი მდგომარეობს მტრის მოტყუებაში, რასაც ვერ მოახერხებ, თუ მისი ენა არ იცი.

ეს გონივრული წესები რომ ჩამაგონა, პაპაჩემმა მერე ქსენოფონტის „I' Hipparclhie ou le maitre de la covalerie“-ს1 კითხვა დამაწყებინა, რომელიც იყო გაილისაგან ფრანცუზულს ენაზე ჩინებულად გადათარგმნილი, ბერძნულის ტექსტით და ლათინურის თარგმანით en Regarol. პაპაჩემმა ეს ენები ორივე კარგად იცოდა და განსაკუთრებით ლათინური. ამ ენაზე ის, როგორც ყველა მაშინდელი დროის განათლებული კაცები, კიდეც. სწერდა. მაშინ, როგორც ვიცით, ყველა სამეცნიერო წიგნები ამ ენაზე იწერებოდენ. იმას უყვარდა ჩემთან ლათინურად ლაპარაკი. ლაპარაკის გასაადვილებლად იმან ერაზმის „Collodues“ ზეპირად დამასწავლა. ყველა სამეცნიერო საგნებს ერთად ვსწავლობდით.

ასე გავატარე ათი წელიწადი. ჩემის წარმატებით პაპაჩემი კმაყოფილი იყო. ერთს მშვენიერს დილას იმან ახალს საგანზე ჩამომიგდო ლაპარაკი: - შენ ხომ ჰხედავ, ზიგფრიდო, რომ ჩვენი საქმე თანდათან წინ მიდის, მაგრამ ეს საკმაო არ არის, ცხოვრებისა და მის მოთხოვნილებისაგან ხელი არ უნდა ავიღოთ. ჩვენ ადრიდგან ჩვეულებადა გვაქვს, რომ ოფიციალურად (ხალხის დასანახვებლად) რომელსამე სარწმუნოებას უნდა ვაღვიარებდეთ. საჭიროა რომელიმე როლი აიღო: ან პროტესტანტისა, ან კათოლიკისა და ანუ კიდევ ურიისა, რომელიც შენ მოგეწონოს - სულ ერთია. მაგრამ უმჯობესი კია იმ სარწმუნოებას მიეკედლო, რომელიც ცხოვრებაში უფრო გამოგადგება. თუ პრუსიაში იცხოვრებ, - საჭიროა რეფორმატიულის სარწმუნოებას აღიარებდე, რადგანაც ის აქ კაროლის და თავად-აზნაურების სარწმუნოებაა. საფრანგეთში და ავსტრიაში კათოლიკური სარწმუნოების მიღება სჯობია. ჩვენც ჩვეულებას გამოვუდგეთ. უგუნურები ამბობენ: ურჯულოდ პატიოსანი კაცი ვერ იქნებიო. მე ამ დღეებში ვიდლანდის პასტორს დავუძახებ, ის შენ ადგილობრივი რჯულის შინაარსს და იმის ჩვეულებრივს წესებს აგიხსნისო. მე იმას რაც ეკუთვნის მივცემ და შენ რეფორმატიული ლიუტერანი გახდები. კადეტის სკოლაში შენ ყველა საღმთო წესებს აასრულებ, ამისათვის რომ მაგალითის საჩვენებლად კაროლი იმათზე დგას და თუ ეკლესიაში სიარულს დაიწყებ და ხანდისხან რომელსამე სასულიერო საგალობლებს იტყვი, მაშინ შენ ყველანი პატიოსანს კაცს დაგიძახებენ.

მითხრა რა ეს მოკლე ქადაგება, რომლითაც გამაგებინა ძალა და მნიშვნელობა სარწმუნოებისა, პაპაჩემმა მაშინათვე გაგზავნა პასტორთან ბრანდგორსტთან იაკობი. პასტორი იყო ტანად მაღალი და ხმელ-ხმელი, ქერა თმიანი და წითელ წამწამებიანი. ვიდლანდში იმას, როგორც ბოლოს შევიტყე, ყველანი პატიოსან კაცად იცნობდენ, რადგანაც სჯულის თანამდებობას მტკიცედასრულებდა. ის მოვიდა ჩვენსა მოკლე შავის წამოსასხამით, დიდრონის აბრეშუმის შლიაპით და კმაყოფილის სახით; ბედნიერად სახავდა თავსა, რომ ის ბარონმა ოტო ფონ-მაიდორფმა თავის შვილისშვილის აღსაზრდელადამოირჩია. ეს იმას მის მრევლში და თანამოძმეებში დიდს მნიშვნელობას აძლევდა.

როდესაც მისი შარაბანი ეზოში შემოვიდა, ცხენზედ ჯდომის გაკვეთილს ვიწყებდი, მაშინვე მივეგებენით. იმან ჩვენ კადნიერად თავი დაგვიკრა და ჩემზედ პაპას რამდენიმე საიმედო სიტყვები უთხრა, რომლისთვისაც პაპაჩემმა ალერსიანად გაუღიმა. მერე ყველანი კიბეზე აველით და შევედით ბიბლიოთეკაში. ბრანდგორსტმა მაშინათვე მოიხსნა თავის მოკლე წამოსასხამი, დაჯდა ჩემს გვერდით, ბუხრის წინ და დაიწყო თავისი გაკვეთილი: მელაპარაკა ღმერთზე, შვიდის დღის განმავლობაში ქვეყნის შექმნაზე, ადამზე, ევაზე და სხვანი და სხვანი.

გაკვეთილის დროს პაპაჩემი დადიოდა ჩვენს უკან ნელის ნაბიჯით, თავჩაღუნული და გვიგდებდა ჩაფიქრებულის სახით და ტუჩებმოკუმული ყურსა. პირველი თავი რომ გაათავა, ბრანდგორსტმა მთხოვა, იმის ნაამბობი გამემეორებინა, ალბათ იმას ჩემი ყურადღების გამოცდა უნდოდა. მე ყველაფერი მარჯვედ მივუგე, ბრანდგორსტმა სრული კმაყოფილება გამოგვიცხადა და მოგვილოცა მე და ბარონს, ადგა, წამოისხა თავის წამოსასხამი და გამოგვეთხოვა. პაპაჩემმა ის კარებამდე გააცილა. მე იმაზე სულ თვალი მეჭირა, ვუყურებდი, როგორ ჩავიდა პასტორი კიბეზე, გადაიარა პატარა ვაკე და ჩაჯდა შარაბანში. ორი თუ სამი კვირის განმავლობაში პასტორთან ჩემი გაკვეთილები ასე მიდიოდა. პაპაჩემი ყოველთვის ჩუმად ყურს გვიგდებდა. ძველი აღთქმა, მსაჯულების, მეფეების და წინასწარმეტყველების ისტორია რომ გავათავე, პასტორმა ქრისტეს ისტორია დამაწყებინა, რომელიც ასწავლიდა კაცთ თანასწორობას წინაშე ღვთისა, უწოდებდა ყველას ძმებად და ამცნებდა ხალხს ურთიერთის შეურაცყოფის პატივებასა, უბრძანებდა მარცხენა ლოყის მიბრუნებასა, როდესაც სცემდენ მარჯვენაზე... ამ მაღალ ზნეობით პრინციპებზე რომ დამიწყო ლაპარაკი, ბრანდგორსტი აღტაცებაში მოვიდა, ჩვეულებრივი საუბრის კილო მან მჭერმეტყველურად შესცვალა. ერთბაშად პაპაჩემმა, რომელიც იმ დრომდე გაჩუმებული იყო, პასტორს ლაპარაკი გააწყვეტინა.

- ეგ, ბატონო პასტორო, ყოველისფერი კარგია გაჭირვებულებისათვის, მუშებისა და გლეხებისათვის, რომელთაც თქვენ სოფელში ხშირად ხედავთ. თქვენ ძრიელ კარგად იქცევით, რომ იმათ მაგ ზნეობას უქადაგებთ და ასწავლით, რომ იმაზე დადგინებულთ ნებას დაემორჩილნენ, მიიღონ ცემა და უკან არ დაუბრუნონ და არწმუნებთ რომ ისინი, ნაცვლად მოთმინებისა, ერთგულის დამორჩილებისა და თავ-განკარგულებისა, საუკუნო ცხონებას მიიღებენ. ეგ სუყველაფერი მართალია და ძრიელაც სასარგებლოა. მაგრამ მაგგვარს დარიგებას დაბალს ხალხს, მონების შთამომავლობას რომ აძლევთ, ის სხვა საქმეა. ეგ რომ აზნაურთ კეთილშობილ შთამომავლობას უქადაგოთ, რომელნიც მბრძანებლებადარიან შექმნილნი, - სრულებით სხვა საქმეა. აი, ეს გარჩევა ახალგაზდა ბარონს ზიგფრიდს ფონმაინდორფს თქვენ კარგად უნდა აუხსნათ, - რომ ამან თავისი ვალდებულება სწორეთ შეიტყოს, რადგანაც მოსწავლისათვის ყოველგვარი სწავლა მარტო მაშინ არის გამოსადეგი, როდესაც ის შეფარდებულია იმ ადგილს, რომელზედაც იმას (მოსწავლეს) საზოგადოებაში ფეხი უდგას. როდესაც ის ადგილი გამოიცვლება, მაშინ თვალის მხედველობაც გამოიცვლება: არწივი, რომელიც დაქანაობს ჰაეროვანს სივრცეში, მინდვრის ბალახს სრულებით სხვა თვალით უცქერის და ვირი, რომელიც იმასა სძოვს, - სრულებით სხვითა!..

პასტორი ამ სიტყვებმა დააფიქრეს და გააჩუმეს. პაპაჩემმა კიდევ განაგრძო: იცოდეთ, ბატონო პასტორო, რომ კათოლიკურს ეკლესიას უპატიოთ გახდომისთვის პატივების პრინციპი არასოდეს არ აუსრულებია. პირიქით, ის თავის მტრებს ყოველთვის უწყალოდ ეკიდებოდა: აწამებდა, სწვავდა, უმწარებდა წუთისოფელსა და სწყევლიდა საიქიოსა, ყოველთვის, როდესაც კი უნდოდა შეეძლო ეს ექმნა. იმის მაგალითი ჩვენ წესად უნდა გვქონდეს!.. რაც საკუთრად ძველის აღთქმის საღმრთო ისტორიას შეეხება, უნდა გითხრათ, რომ მომეტებული ნაწილი ჩვენის მამათმთავრებისა და იზრაილთ მსაჯულებისა, რომელნიც თქვენ აგრეთვე გაკვირვებენ, უქმად ყოფნის მოყვარენი იყვნენ: ამათ უნდოდათ ხალხის მბრძანებლები ყოფილიყვნენ, მეათედი აეღოთ, სჯულის კანონები ეწერნათ და იარაღის ხმარება კი არ იცოდენ. იმ დროს, როდესაც სხვანი, სასიკვდილოდ თავგადადებულნი ომში მირბოდენ, ისინი შინ ისხდენ და წმინდა კიდობანს შესცქეროდენ. თუ გაქცევა დასჭირდებოდათ, ყველაზე წინ გარბოდენ და კიდობანს ფილისტიმლებს დაუტოვებდენ. საქმე იმით გათავდა, რომ ხალხმა თვალი გაახილა და დაინახა, რომ იმათზე უფლობდენ მშიშარები. სამუელს მეტი ღონე არა ჰქონდა, უნდა ხალხის თხოვნას დასთანხმებოდა, უნდა იმათთვის მეფე მიეცა, სახელდობ საული, რომელიც უკანასკნელი ომის წინა დღეს მკითხავს ეკითხებოდა; მკითხავმა დამარცხება უწინასწარმეტყველა, ასე რომ ომის დროს იმან სიმხნე და გაბედულობა სრულებით დაჰკარგა და თავის ხელით თავი მოიკლა. ეს ამბავი ყველასათვის გასაგებია. რაც დავითს შეეხება, უნდა ვსთქვათ, რომ ის მხნე და გონიერი კაცი იყო,.................................. როცა იმან საჭიროდ დაინახა - თავის მომავალზე ეზრუნა. თავის ტახტი დაემკვიდრებინა, იერუსალიმს მიჰმართა, მიეკედლა სამღვდელოებას და მისცა მას განსაკუთრებული წყალობები. დავითი სამაგალითო კაცია, მაზედ ჩვენ შეგვიძლიან დავინახოთ რას ნიშნავს წინანდელს ბრიყვს ხალხში სისხლის სიწმინდე. დავითმა დააფუძნა თავის დინასტია, იცოცხლა ღრმა სიბერემდე და დაიგდო სახელი პოეტობისა და წმინდა კაცობისა.

აი, ბატონო პასტორო, ახალგაზდა აზნაურის გასაწვრთნელად იოანისა და ელისეიზედ კი არ უნდა ლაპარაკობდეთ, ამისთანა მაგალითები უნდა ამოირჩიოთ. იობზე, რუფზე, კოააზზე და ტოვიაზედ მარტო გლეხებს ელაპარაკეთ, ხოლო სამხედრო სამსახურის ხალხს დავითზე და იუდა მაკაბელზე ელაპარაკეთ და თავდაპირველად იმას ეცადეთ - ისეთი რჩევა არ მისცეთ, რომელიც იმათ ხელობას და პატივს ეწინააღმდეგება; აი, მაგალითებ, თუ ასწავლით რომ ცემა და უპატიოთ გახდომა ვისმეს დაუთმონ, უკან არ დაუბრუნონ, მაგიერი არ გადაუხადონ...

პასტორს ძრიელ შერცხვა. მაგრამ მაინც წარმოსთქვა: ბატონო ბარონო, ეს მცნება სახარებაში სწერია.

- სახარებაში სწერია, - მიახალა საჩქაროდ პაპაჩემმა, ახა ღმერთო ჩემო, ეგ თქვენ ჩვენზე კარგად იცით, კითხვების გადარევა რა საჭიროა? დამორჩილება და თავგანწირულება ვაჭრებს და მუშებს ასწავლეთ. ეგ საჭიროა, ეგ ძრიელ კარგია... ის ხალხი იმისათვის არის შექმნილი, რომ იმსახუროს... აზნაურთ შთამამავლობა კი ნამდვილად შეახედეთ საქმეზედ, ნამდვილი გააგებინეთ.

იცოდეთ, რომ კათოლიკური სარწმუნოება საპოლიტიკო ინსტიტუტია, ხალხის ზნეობითი გამწვრთვნელი და პრაქტიკული დისციპლინისთვის მომზადებული რამეა. რაკი ამ საგანს შევეხეთ, არ შემიძლიან ყოველისფერი არ გამოვსთქვა: მე თქვენ გიცხადებთ, რომ რომაელთ კათოლიკური სარწმუნოება უფრო კარგადასრულებს თავის დანიშნულებას, ვიდრე ჩვენი, პროტესტანტული. ის უკრძალავს ხალხს სახარების კითხვასა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებსა ქადაგებს, უკრძალავთ სამღვდელოთ - ცოლების შერთვას, რითაც ის აცალკევებს იმათ საკასტო ინტერესებს მთელი საზოგადოების ინტერესებისაგან, თხოულობს მორწმუნეთაგან ეკლესიის ყოველის დებულების განუსჯელად რწმუნებას და ცოდვების აღიარებასა, რომ არეულობას თავის დროზედ წამალი მიაშველოს, ხმარობს სამღვთო მოქმედებათა დროს ლათინურს ენასა მისთვის, რომ დაუმალოს გაუნათლებელს ხალხს იმ მოქმედებათ ჰაზრი და მისცეს კულტს ზეზთაბუნებითი ხასიათი. ყველა ამ შემთხვევაში კათოლიკური სარწმუნოება მეტად საკვირველ ღრმა პოლიტიკურ ინსტიტუტად იჩენს თავს და მისი ცალი მთელს ქვეყანაზედარ არის.

ვიდრე ის სარწმუნოება ჩვენში მეფობდა, აზნაურებს და სამღვდელოებას ერთმანეთისა ესმოდათ და ხალხიც გაჩუმებული იყო: პაპი და იმპერატორი ხშირად ერთმანეთს ებრძოდენ, ხოლო მონასტერი და ციხე ერთმანეთში წვრილ-წვრილ ჩხუბებს გარდა, რომელიც ახლო მეზობლებში ხშირად მოხდება ხოლმე, - მეგობრულადა სცხოვრობდენ: იმათ ჰქონდათ ერთი საზოგადო ინტერესი - არ გეეღვიძებინათ დაბალ ხალხში მავნე სურვილები რაღაც-რაღაცა „უფლებებზე“ ქადაგებითა და ჰყოლოდათ ის ყოველთვის დამონებული. იმ დიდებულს ფეოდალურს დროს რომ მოვიგონებ, როდესაც ბუნების მოთხოვნილებისამებრ ყოველისფერი თავ-თავის ალაგას იყო, არ შემიძლია არ ვიფიქრო, რომ როდესაც ლიუტერმა დაგვირღვია სასულიერო დისციპლინა (წყობილება), უშველებელი და წამალდაუდებელი ვნება მოგვცა. იმის პრინციპები თავისუფლათ სჯაზე, თავისუფალ სინიდისზე, საღმთო წიგნების თავისებურადახსნაზე, გონების გარყვნაა, სხვა კი არაფერია. ლიუტერი „კაცის უფლებების“, იმ ბედითი ხალხის საზარელი სახარების კანონიერი მამაა. იმან ძრიელ გონივრულად დაიწყო საქმე. მიიზიდა წარჩინებულის ხალხის გული: უწოდებდა მათ ყოველისფერს, რაც პაპებისაგან აღკრძალული-ჰქონდათ: აძლევდა ცოლების გაშვების და სამ-ოთხჯერ ჯვარისწერის და სხვადასხვა გარყვნილების ნებას. აი, სწორედ იმ დროდამ დაიკარგა დისციპლინა. ეხლა ხელახლად ძალაზე მივარდა საქმე. ადრე თუ გვიან ამას საქმეშიაც მოიხმარებენ და ხალხი დამშვიდდება. ხელახლავ მიიღებს თავის ბატონებს და იგრძნობს, რომ იმის საკუთარის ბუნების და იმათ ბატონების შუა გაუზომელი სივრცე სძევს. ამისათვის სამღვდელოთ ვალია - ყველას ისეთი რელიგიოზური აღზრდა მისცენ, რომელიც იმათ წოდებას შეეფერება. მე ვსთქვი ჩემი სათქმელი, ეხლა, ბატონო პასტორო, განაგრძეთ თქვენი გაკვეთილი და ეცადეთ, რომ თქვენი მეთოდი ჩემს სურვილს შეათანხმოთ.

პასტორიც ისე მოიქცა, მას უკან ის პაპაჩემის შეხედულობის კვალად დავითზე და იუდა მაკაბელზე ვრცლად მელაპარაკებოდა. და ბოლოს, თავის მეცადინეობისთვის. პაპაჩემისაგან ჯეროვანი საჩუქარი მიიღო. რამდენსამე ხანს უკან, ერთს კვირა დღეს ჩვენ წაველით ვიდლანდის ეკლესიაში, სადაც პასტორმა შესაფერი ქადაგება წარმოსთქვა. გულჩვილი დედაკაცები სტიროდენ. წირვის გამოსვლის შემდეგ მე, ღარიბების შესაწევნელად, მეკარის თეფშზე ერთის მაგივრად ორი ფრიდრიხსდორი დავდე (ხუთ მანეთიანი ოქროა). ვაკეზე რომ გამოველით, ჩვენ შევსხედით. ცხენებზე, რომელნიც იაკობს ეჭირა, და გავწიეთ შინისკენ. ამ სახით, პაპიჩემის სურვილისა და ძველი პრუსიელების ანდერძების გამო, მე გავხდი ქრისტიანი რეფორმატულის ეკლესიისა.

3

სარწმუნოების ვალი მოვიხადე. პაპაჩემმა მათემატიკის სწავლაში, რომელიც კაროლის კადეტის სკოლაში შესვლისათვის თავიდათავი საგანი იყო, ძრიელ ძალა დამატანა. არითმეტიკა რამდენჯერმე გავიმეორეთ და საკმაოდ კარგად ვიცოდი. ახლა ალგებრის და გეომეტრიის ჯერი მოვიდა. ის საგნები პაპაჩემს ძრიელ უყვარდა. ცხადია რომ, რაც კარგად იცი, ის გეყვარება. პაპაჩემი მთელ საათობით საწერ ფიცართან მაჩერებდა და ღიმილით მეტყოდა: „აბა, ზიგფრიდო, დღეს გვეყოფა, ღრუბელს და მელს თავი დავანებოთ და გზას გავუდგეთ!“.

მე დავისვენებდი. მერე ჩვენ ჩავდიოდით ძირსა, ვკმაზავდით ცხენებსა და გავწევდით მხიარულად სასეიროდა. მოხუცი თითქოს გაყმაწვილდა. იმას უნდოდა ჩემთვის ყველაფერი ესწავლებინა: ცურაობა, ცხენზედ ჯდომა და ხმლის ხმარება. ზღვის პირას რომ დავგოგმანობდით, მეუბნებოდა: „მე მინდა, რომ კაროლის სკოლაში შენ პირველი კადეტი იყო; მინდა იყო ღონიერი, მამაცი, მარდი და მცბიერი. როგორიც მე ვიყავ 30 წლისა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენ ველფებს შევებმით, რომლებმაც გაგვანადგურეს 1806 წ. და წაგვართვეს სამი წილი ჩვენის საკუთარის მამულ-დედულისა, შენ იმათა ჰკეფდე, როგორც საგუფთე ხორცსა. ეჭვი არ არის, რომ მე მაშინ ცოცხალი აღარ ვიქმნები, მაგრამ კი მოგაგონდები და შემოგესმის ჩემი ძახილი: გულადად, ზიგფრიდო, გულადად!.. მაგრა დაჰკარ, დაკეფე დასჭერი. ნურავის დაზოგავ. შებრალება ფრანცუზული უგუნურებაა! დასწვი ყოველისფერი, რასაც თან ვერ წამოიღებ, მოხვეტე! ყველაფერი მოხვეტე! ჩემო ახალგაზდავ, ეგ ომის უფლებაა: რასაც ხმლით იშოვნი, ის შენზე ალალია! გაქნილები! მაგათ ჩვენ თავიანთ „კაცის უფლებებით“ განა ცოტა ვნება მოგვიტანეს! უიმათოდ ფრიდრიხ-ვილგელმი ბარონს შტეინს არასოდეს არ დასთანხმდებოდა არც გლეხების განთავისუფლებაზე, არც იმათ სამხედრო და შტატის სამსახურში შეშვებაზე, არც საზოგადოებათათვის საკუთარ მსაჯულების დაყენებაზე და არც კიდევ სხვადასხვა საძაგლობაზე, რომელნიც ნიშანნი არიან მაშინდელის გარყვნილებისა... გარდენბურგები ჩვენს ძველს კონსტიტუციას თავის დღეშიაც ხელს ვერ მიაკარებდენ, მაგრამ საჭირო იყო ხალხისათვის თავისუფლება აღგვეთქვა, უფლებები მიგვეცა, უნდა იაკობინელების კონსტიტუციისათვის მიგვებაძნა, - რომ ყველანი ჩვენს მხარეზე გადმოსულიყვნენ და ჩვენს სამზღვარში შემოსულს მტერთან ბრძოლაში დაგვხმარებოდენ. დიახ, ის ბედასლები ჩვენ ძვირად გვიღირან. მაგრამ გაფთხილდით! გაფთხილდით! ჩვენ მწევრებსა ვწვრთნით და კბენას ვასწავლით, ველფების შურსა და სიძულილს სკოლის სკამზედვე ვუნერგავთ გულში. რაკი ერთს პირველს ხელს მოვიგებთ, რაკი მთელს გერმანიას სულ დავიპყრობთ და ნემეცება ჯოხით დავწრთვნით, მაშინ იმ ავაზაკებთან წავალთ და ანგარიშს გავუწმენდთ. იმათი ერთის კაცის წინააღმდეგ ჩვენი ხუთი ან ექვსი გავა. იმათ იმდენი ჭკუა არა აქვთ, რომ წინათვე მოემზადენ: ჩვენ იმათ რიცხვით გავჭყლეტთ! ჩვენ იმათ პატიჟს დავწვავთ. იმათ ელზარს, ლოტარინგიას, შამპანიას, ბურგუნდიას და ერთის სიტყვით მთელს იმათ სახელმწიფოს ავიღებთ. როგორც ჩვენმა მამა-პაპამ თოთხმეტის წლის განმავლობაში ფრანცუზებისათვის იმუშავა, ისე ჩვენ იმათ ჩვენთვის ვამუშავებთ. დემოკრატულს სულს ძირიანადამოვგლეჯთ და ავმართავთ ფეოდალურს დროშას. ბუნებითი წყობილება ხელახლად გამეფდება და მძლეველის ტომის კეთილშობილი შთამომავლობა, რომელმაც გააქრო რომის იმპერია და დაადგინა ყველა ევროპიული დინასტიები და არისტოკრატია დასავლეთზე ხელახლად უფლებას იშოვის.

ამ სიტყვების თქმაზე პატივცემული მოხუცი თავის უკბილო ყბებს მრისხანებით უჭერდა და ულვაშებს ათრთოლებდა. ბოლოს სული მოიბრუნა და ხმამაღლა წამოიძახა: წინ წადით! ურა!.. ურა!..

ზღვის პირას ისარივით გავექანენით. იაკობი უკან ძლივს მოგვყვებოდა. ხანდახან, აგვისტოს ცხელს დღეებში, პაპაჩემს ესიამოვნებოდა ჩემი წაყვანა ზღვის პატარა ყურის ნაპირას, რომელიც ციხის თხრილს უკანა მდებარეობდა. იქ ცურაობას მასწავლიდა; იაკობი რეისი, ნაპირიდგან გვიყურებდა და თავის ჩიბუხს ეწეოდა. ცურაობის დროს პაპაჩემი, აპობდა რა ხელით ზღვის ტალღებსა, პირზე წყალს მაღვრიდა, და როდესაც ნაპირს დავშორდებოდით, დაღალვას რომ შემატყობდა, მეტყოდა: აბა, ჩემო შვილო, მხარზე ხელი დამადე; დაიღალე განა?

- დიახ, პაპა.

- მაშ კარგი, უკან დავბრუნდეთ, მაგრამ წყნარად, აუჩქარებლად. შენ იცი, რომ აჩქარებისთანა ცუდი არაფერია: აჩქარებით მომეტებულად წინ ვერ წახვალ და ტყუილად ძალას დაჰკარგავ. რამდენიც დინჯად მიდიხარ, ისა სჯობია. როცა უკან დავბრუნდებოდით, პაპაჩემი სულ ამას მეუბნებოდა: დინჯად!.. დინჯად!.. დინჯად!.. ნაპირზე რომ გავიდოდით, იაკობი მაშინვე ზეწრებში გაგვახვევდა. ჩვენ დავსხდებოდით, ვიწმინდებოდით და თან მღელვარე ზღვის ცქერით ვსიყვარულობდით. ის წუთები ჩემთვის მყუდროების, განსვენების და ტკბილი ფიქრების წუთები იყვნენ, რომელთ ეხლაც გამოუთქმელის სიამოვნებით მოვიგონებ ხოლმე. მერე ჩვენ დავბრუნდებოდით ციხეში, ქრისტინა საუზმეს დაგვახვედრებდა. საუზმეს შევექცეოდით და ზედ თითო სტაქანს თავღვინოს დავაყოლებდით. სხვას, რომელ აღზრდას შეეძლო ჩემი ასე გაღონივრება, ჩემი ფიზიკური და ზნეობითი გამთელება. რას შეეძლო გავეხადნე ასე გამძლე და ამტანი სამხედრო სამსახურისა და ეცნობებინა ამ ქვეყნის ნამდვილი წყობილება - დაბალი ხალხის დამონება, აზნაურების ვალია და უფლება. ანუ კიდევ, რას შეეძლო უკეთესად ჩემი დაცვა იმ უგზოუკვლო თეორიებისაგან, რომელთაც უნივერსიტეტში ქადაგებენ ჩვენი პროფესსორები, მეტაფიზიკები, თავის მოსწავლეების გამომტვინებლები? ვერა, ამას სხვანაირი აღზრდა ვერ იზამდა. ამისათვის ეხლაც პაპაჩემის მზრუნველობას რომ მოვიგონებ, რაღაცა სასიამოვნო მღელვარებასა ვგრძნობ და იძულებული ვარ გამოვტყდე, რომ მე პაპიჩემისაგან ვარ დავალებული ჩემის რწმუნებებისა, რომელთაც, შეძლების კვალად, ვცდილობ სხვა ჰაზრის მქონებლებსაც გადავცე.

იმ დროს, 1828 წელში, ბევრი შემთხვევა მქონდა, რომელშიაც გამოვიჩინე ხასიათის სიმტკიცე, ნაყოფი პაპიჩემის გაკვეთილებისა: იმ შემთხვევებმა პაპაჩემი მეტად გაახარა.

ერთს დროს პაპაჩემს ძველი წყლული ასტკივდა, ძრიელ ცუდს გუნებაზე იყო და შინიდგან კარში არ გამოდიოდა. მე მაინც ყოველდღე სასეიროდ დავდიოდი, იაკობიც მუდამ თან დამყავდა: ეს პაპაჩემის სურვილი იყო. იმას უნდოდა რომ მე კაი ჩვეულებები არ დამვიწყებოდა. ერთხელ მე და ძველი გუსარი ვიდლანდისაკენ მივგოგმანობდით. ჩინებული ამინდი იდგა. მინდორზე ყანასა მკიდენ. თევზების საბოლავებიდგან ბოლი ამოდიოდა. შორს, მოსარკევებულს ზღვაზე, ლურჯი იალქნები მოცურავდენ. რაღა თქმა უნდა, კაი გუნებაზე ვიყავით. ვნახოთ, ერთბაშად მიულეზენის ახლო პატარა ხიდთან რომ მიველი, ჩვენს უკან ერთი ყმაწვილი კაცი გამოჩნდა. ის იყო მაღალი ტანისა, წლივანობით თითქმის ჩემი ტოლი. ტანზე იმას ეცვა ფრაკი და ფეხებზე მსუბუქი დეზებიანი წაღები, თავზე ეხურა სანადირო ქუდი. ის იჯდა ჩინებულს წაბლისფერ იაბოზე ინგლისურად, უზანგებზე დაბჯენილი. იმან ყურადღება არ მოგვაქცია, წინ გადაგვასწრო და ცხენს მათრახი დამიკრა. მე მეტის მრისხანებისაგან ფერი მეცვალა.

- ეგ ბატონის ბურგომისტრის შტრომდერფერის შვილია, - მითხრა იაკობმა. - ეგ უსათუოდ თავიანთ ყანების დასათვალიერებლად ყოფილა. აგერ ის პურით დადებული ურმები, აქეთ რომ მოდიან, მაგათ ეკუთვნის.

მეც ვიცან ის ყმაწვილი. იმის სახე წინათვე თვალში არ მომდიოდა. იაკობს ხმა არ გავეცი და გამოვუდექ იმას ძახილით უკან: დადექი!.. დამიცა!.. დადექი!.. დამიცა!..

იმან თავი მოიბრუნა, შემომხედა გვერდზე დაცინვით და ცხენი გაქუსლა. ჩემს ცხენს იმის ცხენი სჯობდა და ამის გამო მალე გამასწრო. მე თვალი მოვკარი, რომ ის სოფელში შეეფარა. მაშინ მე კანკალმა ამიტანა, დავდექი და მოვუცადე იაკობსა. წუწკმა თევზის ვაჭრის შვილმა ფონ-მაინდორფის გვარის დაცინვა გაბედა!.. იმაზე მეტად მე ჩემს სიცოცხლეში არაფერი მწყენია.

- ეგ საძაგელი!.. - მითხრა ძველმა გუსარმა, - მაგას უსათუოდ უნდა ვუჩივლოთ.

- ვუჩივლოთ ვისთან?.. მსაჯულთან, რომელიც მაგას შენიშვნას მისცემს და მე კი მთელი სოფელი სასაცილოდ გამხდის?.. არა!.. უკან მომყევ!.. მე გაჩვენებ მაგის სეირსა!..

ჩვენ მას უკან ხმა აღარ ამოგვიღია, ვიდლანდში ისე მივედით. დიდს ქუჩაზე, მარჯვნით, მესამე სახლი შტრომდერფერს ეკუთვნოდა საჯინიბოს კარებთან ბიჭი ჯერ ისევ გაოფლიანებულს ცხენს სწმენდავდა. ეს რომ დავინახე. მე მაშინათვე ძირის სართულის გაღებულს ფანჯარაში შევიხედე. მთელი ოჯახობა - მამა, დედა, ვაჟები და ქალები სტოლთან ისხდენ და სადილის ჭამას აპირებდენ. შუადღე იყო. სტოლზე წმინდა სუფრა იყო გადაფარებული და ზედ სხვადასხვა საჭმელები და ღვინოები დალაგებული.

მაშინვე ცხენიდგან ჩამოვხტი, აღვირი იაკობს მივეცი და შევედი ქუდით ოთახში. ყველამ გაკვირვებით შემომხედა. მამა წამოდგა და სალამი მომცა. მე იმას ყური არ ვუგდე. პირდაპირ იმის უფროსს შვილს მივმართე და ვუთხარი ბატონურის კილოთი:

- გამიგონე შენ. კუნძო!.. შენ იცი, რომ ცხენი კაცს არ ამადლებს? იცით რას ნიშნავს ფონ-მაინდორფის წინ გადასწრობა, მის უპატივუცემლობა, მაზე დაცინვა და გაქცევა. როდესაც ის გიბრძანებს დადექიო?

ყველამ პირები დააღეს. მოხუცს უნდოდა რაღაცა ეთქვა. მაგრამ მე იმას აღარ დავაცალე და ვუთხარი: - დაჩუმდით!.. თქვენმა შვილმა მაწყენინა. მაგან ჩემს ცხენს მათრახი დაჰკრა. მაგას მე ისეთს ჭკუას ვასწავლი, რომ სიკვდილამდე გამოადგეს.

და გავარტყი იმის შვილს პირის სახეში მათრახი, ისე ღონივრად, რომ იმან ძაღლივით დაიღმუილა.

- ამან გასწავლოს და დაგანახვოს ის განსხვავება, რომელიც თევზის ვაჭრის შვილსა და წარჩინებული გვარის კაცს შუა არსებობს. ეს ვუთხარი და გამოველი კარში. შესდგა ერთი ალიაქოთი, კობმა, რომელიც ფანჯარასთან იდგა, ყოველიფერი დაინახა. მე შევჯექ ცხენზე და ვუთხარ ბებერს სალდათს: - აბა, ეხლა კი წავიდეთ!..

იმას უნდოდა გაქცეულიყო, მაგრამ მე დავაბრუნე და ვუთხარი: - ნაბიჯით!.. ისინი იფიქრებენ, რომ ვითომც შეგვეშინდა! ვიდლანდი სულ წყნარის ნაბიჯით გამოვიარეთ და ვიდრე ნაპირის ქოხს გამოვცდებოდით და მერე კი ცხენები გამოვაჭენეთ.

იაკობს გაკვირვებისაგან ენა ჩაუვარდა. ამ ამბის შემდეგ იმან ჩემს უკან დაიწყო სიარული, როგორც პაპაჩემს დასდევდა. ის მიხვდა, რომ მე ცნობაში მოველი და იმას ვალი ჰქონდა ჩემთვის პატივი ეცა.

ციხეში პირველს საათზე მიველით. ჩემი ცხენი გაოფლიანებული იყო. მე იმას წმენდა დავუწყე. იაკობი სადღაც დაიმალა. საქმე რომ გავათავე, კიბეზე ავედი და შევნიშნე, რომ მაღლა ბალკონზე იდგა პაპაჩემი, მოაჯირზე ნიდაყვებით დაბჯენილი და იმის უკან ძველი გუსარი. პაპა მე მელოდებოდა. იმან, როგორც კი დამინახა, მითხრა ალერსით და სიყვარულით სავსე ხმით:

- ზიგფრიდო, ჩემო პატარა, ჩქარა ამოდი, მოდი, მოგეხვიო!.. ეხლა დავრწმუნდი, რომ მე შენ გიცნივარ, რომ შენ შენთა წინაპართ ღირსეული წარმომადგენელი ხარ.

კეთილმა პაპამ გულზე მიმიკრა, მერე გადამხვია მხარზე ხელი და თავის ოთახში წამიყვანა. იქ ის დაჯდა სტოლს გვერდით სელზე და მითხრა ისეთის ხმითა, რომელიც მე არაოდეს არ დამავიწყდება: დღევანდელი დღე, ჩემო საყვარელო ზიგფრიდო, ჩემთვის ძვირფასი დღეა. იაკობმა მე ყველაფერი მიამბო. ეხლა შემიძლია მოვკვდე. ძველი სისხლი მაინდორფისა ისევ ცოცხალი დარჩება!.. შენ ძრიელ კარგად მოქცეულხარ... მით უფრო, რომ შენ ეგ სამართლიანი გგონია განა?

- უეჭველია! - მივუგე მე. - შენ რამდენჯერ გითქვამს ჩემთვის, - გლეხებს უნდა ჭკუა ვასწავლოთო?

ეს რომ გაიგონა პაპაჩემმა, აღტაცებაში მოვიდა და აღარ იცოდა რასა შვრებოდა: იცინოდა, სკამზე მუშტებით არახუნებდა და იძახოდა: ჰო!.. ჰო! ჰო!.. ძრიელ კარგად გიქნია!.. ის გაბერილი თევზის ვაჭარი რანაირად დაიღრიჯებოდა!.. ხა! ხა! ხა! ნეტა ერთი იმის პირი-სახე დამენახა... ხელი არ გაუქნევია!.. ხმა არ ამოუღია?..

- ნეტა ხმა ამოეღო და მე ვაჩვენებდი იმას თავის სეირსა!..

პატარა ხანს უკან პაპაჩემი დამშვიდდა, ხელზე ხელი მომჭიდა და მიიღო დაფიქრებული სახე.

- შენ ძრიელ გამახარე. ამაზე მეტ სიხარულს ქვეყანაში კაცი ვეღარ გამოსცდის, მითხრა იმან. - მე მინდა მაგიერი გადაგიხადო, მინდა პატივისცემა გამოგიცხადო.

პაპამ მერე იაკობს გასაღები მისცა და უბრძანა, რომ იმას ბუხრის უკან, კედელში, კარები გაეღო და მოეტანა იქიდგან პატარა ყუთი. იაკობმა ყუთი საჩქაროზე მოარბენინა და დადგა სტოლზე. პაპაჩემმა ის თავის ხელით გააღო. იმაში ეწყო სხვადასხვა ნივთები: ძვირფასეულობა, ქაღალდები, ორდენები და რამდენიმე ძველი ფრიდრიხსდორი, რომლებიც შავი დღისთვის ინახებოდენ. ის ყველა იმ ნივთეულობას ჩაფიქრებული სახით არჩევდა. ჩვენ იმ ნივთებს ვსინჯავდით. ბოლოს იქიდგან იმან ძველი ოქროს საათი ამოარჩია, მომაწოდა და მითხრა:

- ჩამომართვი, ზიგფრიდო, ამ საათს შენ გაძლევ. ეს ძვირფასი საათია. ამას ორპირი შენობა აქვს. მაგრამ თავი და თავი ამის ღირსება ეს არ არის: ეს საათი ჩემი მხედრული ცხოვრების სახსოვარია. ეს მე ჩემის ხლმის პირით ვიშოვნე. ეს ის კი არ არის, ერთ მუჭა ოქროთ ვიღაცა ურიისაგან რომ იშოვნი. შენ ეს ხომ გესმის, ჩემო პატარა?

- დიახ, პაპა, - მივუგე მე აღელვებულმა.

- ჰო და აი, ეხლა შენია, -- დაუმატა პაპაჩემმა.

მოხუცს პირის სახეზე მწუხარების ფერმა გადაჰკრა, რამდენიმე ხნის განმავლობაში ჩვენ ხმა არ ამოგვიღია. მერე იმან დაიწყო: - მე ეს საათი მარტის ცხრას, 1814 წელში, ლაონთან ბრძოლის წინადღეს და კრაონის ომის მეორე დღეს, ვიშოვნე. მე ჩემის გუსარებით ქალაქის ახლომახლო ადგილებსა ვზვერავდი, იაკობიც თანა მყავდა. მტრის ავანპოსტების მოსანახავად ჩვენ ღამე წაველით. განთიადზე, უკან რომ მოვბრუნდით გზაზე რამდენიმე ისპანიელნი დრაგუნნი დავინახეთ, რომელნიც ალბათ ჩვენა გვზვერავდენ. იმათ წვერი დაყენებული ჰქონდათ და ტანზე თეთრი წამოსასხამები ესხათ. ჩვენ გვეცვა წითელი დოლომანები, დავინახეთ თუ არა ერთმანეთი, მაშინვე ჰაერში ხმლებმა გაიბჭყვრიალეს. შეტაკების დროს მე პირდაპირ მზვერავების უფროსს შევეჯახე, იმას უნდოდა ჩემთვის მარჯვენა გვერდში გაერტყა, მაგრამ დავასწარი და ხმალი გულში ვატაკე. დრაგუნები ძრიელ უგუნურად მოიქცნენ, რომ იმათ ჩვენი შებმა გაბედეს, რადგანაც რიცხვით ჩვენზე ძრიელ ცოტანი იყვნენ, მაგრამ იმათ თავის მომრევი არავინა ჰგონიათ და აი, რისგან მოხდა, რომ მუდამ ჩვენ ვამარცხებდით. შვიდი თუ რვა კაცი იმათი იქვე დარჩა მკვდარი, მე ორი გუსარი დავკარგე და თავათაც დავიჭერი. საქმე ერთს თვალის დახამხამებაზე გათავდა. ჩვენგნით უკუქცეული დრაგუნები უსათუოდ კიდევ სადმე შეერთდებოდენ, მაგრამ ჩვენ იმათ უკან აღარ გამოვდგომივართ, რადგანაც იმ დროს ზარბაზნების სროლა მოისმა. ეს ომის დაწყების ნიშანი იყო და ამასთანავე ჩემზედ მონდობილი საქმე ავასრულე. უკან რომ დავბრუნდით, მე ჩემგან მოკლულს დრაგუნს შევხვდი, რომელიც თხრილზედ იყო გადებული. იაკობს ვუთხარ ცხენიდამ ჩამომხდარიყო და გეეჩხრიკნა ისა. გახსოვს, იაკობო?

- დიახ, ჩემო კამანდირო.

- იმასა ჰქონდა ეს საათი და ქამარში 50 ნაპოლეონდორი (ფრანცუზული ოქროს ფულის სახელია). ფული ჩემს გუსარებს დაურიგე და საათი ჩემთვის დავიგდე. ეს მე, ვიდრე პოლკიდან გამოვიდოდი, სულ თან დამქონდა, ჩემს სიცოცხლეში ბევრი კაი წუთი უჩვენებია, ის წუთები, როდესაც ვატერლოსის მინდორზე ბონაპარტის დანარჩენი ლეგიონები ჩემს წინ გარბოდენ, როგორც დამარცხებული ჯარი ბარბაროსებისა!.. დაიჭი და ყოველთვის თანა გქონდეს. დეე, ამან შენ უკეთესი საათები გაჩვენოს, თუკი ეს შესაძლებელია... დეე,ლე ამან შენ ველფების მფლობელობის უკანასკნელი საათი გაჩვენოს, და იმავე დროს - ფეოდალთ ჩამომავლობის გამარჯვება.

მას დღეს შემდეგ ოტო ფონ-მაინდორფი ისე მეპყრობოდა, როგორც თავის ტოლს კაცსა.

რამდენიმე თვეს უკან მე კადეტის სკოლაში მეორე შეგირდად შევედი. ის დღე გულკეთილის პაპისჩემისთვის სწორეთ მეორეთ მოსვლის დღე იყო. იმას ალაღებდა იმედი - ვენახე მალე ხმლით ხელში გუსარების რაზმის თავსმდგომარე, მაგრამ ამას ის ვეღარ მოესწრო: 1830 წელს ივლისის რევოლიუციის ამბავი და კარლის მეათის გაქცევა რომ გაიგო, ისეთნაირად გარისხდა, რომ მეხდაცემულსავით წაიქცა.

თქვენ, რასაკვირველია, მიხვდებოდით, რომ ამ ტრაგიკულს ბოლოს პაპიჩემისას არ შეეძლო შეემცირებინა ჩემში ის სიმძულვარე ფრანცუზებისა, რომელიც იმან გულში ჩამინერგა. ეს სიმძულვარე, რომელიც თანდათან იზრდებოდა, მე 1840 წლამდე ყოველთვის გულში დამქონდა და მაშინ კი საკმაოდ გავაძლიერე ყველგან, სადაც კი გაივლიდა პოლკოვნიკი ზიგფრიდი თავის გუსარებითა, დანგრეული სახლების მეტი აღარაფერი რჩებოდა! ახ! მოხუცი ბარონის საათი იმ კამპანიის დროს მე კაი საათებს მაჩვენებდა - ისეთს დროს, როგორიც ფეოდალთ ჩამამავლობას დიდი ხანია არ უნახავს. მაგრამ რიღასთვის მაჩვენა იმან ბოლოს წყეული წუთები საფრანგეთის გაწ- მენდისა? რასაკვირველია, პაპაჩემი საიქიოდგან უკან რომ დაბრუნდებოდეს და ჰნახავდეს თავის დანგრეულს სახლ-კარსა, ხელახლად გაწყობილს და საფრანგეთიდამ მოტანილის დავლით გავსებულსა, დარწმუნდებოდა, რომ მე იმის ნასწავლებ წესზე: „რაც ვერ დასწვა, თან წაიღე“-ზე მტკიცედა ვსდგევარ. უთუოდ იმას სიხარულით ცრემლები ჩამოსცვიოდა და მერე რომ ვინმე ეტყოდა: საფრანგეთი დავამარცხეთ, ხმალამოღებულები შინ დავბრუნდით და ჩვენს შთამამავლობითი მტერს დასვენების, ღონის შემოკრების და შურისძიების დრო მივეცითო, - ეს ამას ღალატობას უწოდებდა და ახლათ საფლავში ჩაწოლას მოინდომებდა! რანაირად შევცდით... რანაირადა!.. და აი, ის კაციც, რომელმაც ამ პირობაზე ხელი მოაწერა, დიდებულ პოლიტიკად იწოდება!.. ჩვენ შეგვეძლო საფრანგეთი გაგვეყო, გაგვენაწილა, - როგორც პოლშას უყვეს, - ერთი ნაწილი იტალიისათვის მიგვეცა, მეორე - შვეიცარიისათვის, მესამე-ბელგიისათვის და მეოთხე - ისპანიისათვის, რომ ჩვენ ყველგან მომხრეები, ესე იგი, თანამონაწილეები გვყოლოდა და ერთი ნაწილი ჩვენთვის დაგვეგდო. ვინ დაგვიშლიდა? ჩვენ მტრის ჯარი სულ ერთიანად გავაქრეთ. მთელი სახელმწიფოს პატრონები ვიყავით. ევროპა ჩვენი გამარჯვებით შეშინებული თვალებს დაჰხუჭავდა!.. მაგრამ ჩვენ, ჩვენს საუბედუროდ, ძველი საფრანგეთის ბურჟუას წინ დავლბით, მილიარდებმა თვალები აგვიჭრელეს. ფეოდალ ინტერესები გვერდზე გადავდეთ და ნაციონალურს ლიბერალებთან, ძველი მონების ტომთან, კავშირი დავიჭირეთ... და ერთის ხელის მოწერით დავკარგეთ ყოველისფერი, რაც კი წინდახედულმა პოლიტიკამ მთელი ნახევარ საუკუნის განმავლობაში აშენა და რაც ხმალმა ასე ჩინებულადაღა- სრულა.

[1880 წ.]

--------------

1. გიპარხია, ანუ ცხენზედ ჯდომის მასწავლებელი.

ფეოდალის აღზრდა

ნაბეჭდი: ჟურნ. „ივერია“, 1880, 2. გვ. 3-30

ხელწერა: რაზიკაშვილი.

275. 2 (ერკმან-შატრიანისა) - 19 მოხუცს] მოხუცის

279. 35 მეორე დღეს] მეორეს

286. 21 რომ ის] რომის.

287. 9 შეურაცყოფის] შეურაცყობს, 22 საუკუნო ცხონებას] საუკუნე ცხოვრებას.

290. 12 მეთოდი) მეთოდა

292. 36 ამას] ამის.

293. 5 შემთხვევებმა] შემთხვევამ 36 ვუჩივლოთ] ვუჩივლოდ.

294. 31 გამოვაჭენეთ] გამოვაჭენედ. 39 პაპაჩემი] პაპიჩემის.

297. 8 ვენახე ვნახე. 17 გავაძლიერე] გავაძლე.

„ივერიაში“ ხან „იაკობი“ წერია ხან „იაკოფი“, ჩვენ ყველგან პირველი ფორმა დავტოვეთ. გარდა ამისა, „ივერიის“ ტექსტისაგან განსხვავებით, ჩვენ ყველგან ორი ერთნაირი თანხმოვანის ნაცვლად ერთს ვხმარობთ სიტყვებში: ოტტო, გალლერეია, კარრიდორი, მილლიონი, კორრესპონდენცია, ეკკლესია.

ვაჟა-ფშაველას ეს თარგმანი წარმოადგენს ერკმან-შატრიანის ამავე სახელწოდების მოთხრობის («Воспитание феодала») თარგმანს (იხ. ს. ყუბანეიშვილისა და ნ. წერეთლის წერილი „ვინ უთარგმნია ვაჟას?“ გაზ. „თბილისის უნივერსიტეტი“, 1964 წ., 5 VI, 21, გვ. 3/.

ერკმან-შატრიანი - ფრანგი მწერლების ერმილ ერკმანისა (1822-1899) და ალექსანდრე შატრიანის (1826-1890) ლიტერატურული ფსევდონიმია. ისინ ერთად მუშაობდნენ და ერკმან-შატრიანის ფსევდონიმით აქვეყნებდნენ მოთხრობებსა და რომანებს, რომელთა შორის განსაკუთრებით პოპულარულია „გლეხი კაცის ისტორია“ და „ვატერლოო“.

4.2 მზითვის ლანგარი

▲ზევით დაბრუნება


(მოთხრობა უიდასი)

ძალიან ძველი იყო ეს ლანგარი. როგორც მთებია ძველი და თვით დედამიწა, ისე ეს ლანგარიო, იძახდა ხალხი. ეს იმ ძვირფას წმინდა ლანგართაგანი იყო, შუაგულში ჯამივით ამოხვეწილი ტკბილეულობისათვის, რომელსაც ძველად მზითვის ლანგარს ეძახდენ და ჯორჯიოსა და ჰორაციო ფონტანის მიერ იყვნენ დახატულნი მართლაც საქორწინოდ. ლანგარი კედელზე ეკიდა, დაჟანგებულ ლურსმანზე, ჯიუდეტა ბერნაკოს სახლში ქვაბებსა და გამხმარ ბალახებთან ერთად, ძველს. ჭიებისაგან დაჩრჩნილს ხის ჩარჩოში. ჯიუდეტას, ყვეღა მის მახლობელს და ნათესავებს მტკიცედ სწამდათ, რომ ლანგარს ვინც ხელს შეახებდა, უბედურება არ ასცდებოდა. მის გარშემო მტვრის აბერტყა და გაწმენდა ყველას შეეძლო, ხელის შეხება - არა. მოკლედ რომ ვთქვათ, ლანგარი გველის თვალად მიაჩნდათ, ხოლო კედლიდან მისი ჩამოღება დიდ უბედურების მომასწავებლად. ლანგარი ისე სწამდათ, როგორც თავიანთი მღვდლები და წმინდანები. რომ გეკითხათ: რადა გწამთო? გიპასუხებდენ: ჩვენს მამა-პაპას სწამდა და ჩვენცა გვწამსო. რაც უნდა ურწმუნო ყოფილიყავით, ეს საბუთი საკმაო უნდა ყოფილიყო თქვენს მოსარჯულებლად. ჯიუდეტა პირჯვარს იწერდა. როცა ლანგარს შეჰხედავდა, თითქოს ხატის წინ იდგესო.

- მამაპაპეულიაო, - შეჰხარიდა ჯიუდეტა, - ბედსა გვწევსო, ღრმად მოხუცებული იყო, ოთხმოც წელზე მეტისა. ახალგაზრდა დაქვრივდა. ორი ვაჟიშვილიც დაეხოცა: ერთი ომში მოუკლეს, მეორეს მეხი დაეცა. ბევრი ტანჯვა და ავადობა გამოიარა საბრალომ, ბევრი ნაკლულევანება, სიღარიბე. მაინც დაჟინებით გაიძახდა, ლანგარი ბედსა გვწევსო.

- მადლობა ღმერთს, თუ ფაელოს გაზრდას მაინც მოვესწარ, - იტყოდა ხოლმე ისეთი კილოთი, თითქოს მთელი ქვეყანა იმისი იყოსო.

ფაელო (რაფიელი) იმისი შვილისშვილი იყო. ერთადერთი მამრი მთელს გვარში; დები კი ბევრი ჰყავდა. ეს პატარა გვრიტები ვარდივითა ყვაოდენ, იყვნენ ღონივრები და ოჯახისთვის გამოსადეგნი, როგორც საზოგადოდ ყველა გლეხის ბავშვები ტოსკანში.

ლამაზი, მამაცი, ხათრიანი, პატიოსანი, ღონიერი ბიჭი იყო ფაელო და ყველა საქმეში მხარში ედგა თავის დიდედას. იმათი პატარა სახლი იდგა გორაკზე სოფელ იმპრუნეტის ახლო, სადაც მუდამ ქართ დედაბერივით წუწუნებს. ერთის ჯორისა და ურმის მეტი არაფერი გააჩნდათ. ეზიდებოდენ ქირით ქალაქში იმპრუნეტის გათქმულს თიხის ჭურჭელს და იმით ცხოვრობდენ. როცა ჯიუდეტას შვილები დაეხოცა, ფაელოც პატარა დარჩა, დიდიდედამ მოჯამაგირე დაიჭირა ურმის სატარებლად... ბევრი მწუხარება გამოიარა საწყალმა დედაბერმა, ბევრი ღამე ათია თვალცრემლიანმა, არ ჰქონდა ერთი წამი დასვენება, მუდამ ფუსფუსებდა, სულ იმის ზრუნვაში იყო, რომ ბავშვებს არ მოშივნოდათ და თბილი რამ სცმოდათ. ოთხის წლის განმავლობაში ფაელო წამოიჩეჩა და უკვე შეეძლო თვითონ ევლო ურემზე. დებიც არ ისხდენ შინ უსაქმოდ: ჰქსოვდენ ჭილობებს და ეზიდებოდენ ტყიდან ფიჩხსა და ნეკერს ჯორის საკვებად. ქირაზე სიარული სარფიანი ხელობა იყო. ოჯახი ცოტა არ იყო ფეხზე წამოდგა, დღესასწაულებში და კვირა დღეობით წვნიანი საჭმელი, ხორცეულიც კი მოეპოვებოდათ სუფრაზე.

- ღმერთი მოწყალეა, არ დაგვივიწყებს, - ამბობდა ჯიუდეტა, - და ლანგარიც, როგორც უწყით, შვილებო, ბედის მომასწავებელია. - როგორც ფაელო, ისე იმისი დები მოწიწებით უცქეროდენ ლანგარს, რომელიც საუცხოვოდ იყო ნახატი მრავალი ფერადით. მხატვრობის საგნად იყო აღებული ისააკ და რებეკა. მომქმედ პირებს მეთექვსმეტე საუკუნის ტანისამოსი ეცვათ. ლანგარი ოქროს წყალით იყო მოვარაყებული, რადგან იმდროის მხატვრები ფრიად დახელოვნებული იყვნენ ამ საქმეში. ლანგრის გარშემო იყო დაწერილი შავი ასოებით და გამოყვანილი იყო მეფე, რომელიც დედოფალს სძღვნიდა ბეჭედს და ჰერცოგის გვირგვინს. ბალღებს ძლივს შეეძლოთ გარჩევა ამ სურათისა, რადგან იგი ბნელს კუნჭულში ეკიდა და, როგორც ვიცით, გარშემო მისა სხვადასხვა ბალახები იყო ჩამოკიდებული. როცა მისი გასინჯვა უნდოდათ, სანთელს მიანათებდენ და ლანგრის მხატვრობა აბრიალდებოდა ათასფერად, გამოსცემდა თვალის მჭრელს ბრწყინვალებას, შავი ასოებიც კარგად დაეტყობოდა, თუმცა წაკითხვა არავის შეეძლო. ჯიუდეტა მოჰყვებოდა ლანგრის ამბავს, - მამა-პაპათა დროსაც აქ ეკიდა და, როგორც თქმულება არის. თვით ჩვენ ჩამომავალნი ვართ იმ წინაპართა, რომელთა ღერბი და გვირგვინი ლანგარზე არის დახატულიო... ეს ტყუილია, რა თქმა უნდაო - ბავშვები პირდაღებულნი მოწიწებით ყურს უგდებდენ თავიანთ დიდედას.

- მართლა კი ტყუილია, ვინ იცის? - ფიქრობდა თავისთვის ფაელო. ბევრს არც თავს იტკივებდა სინამდვილის გასაგებად. ამაყი და ჩუმი ბიჭი იყო. ამხანაგები „ამპარტავანს“ ეძახდენ, რადგან არ უყვარდა იმათსავით სმა, თამაშობდა და ჩიტებზე ნადირობდა. კვირაუქმობით არ უყვარდა დუქნებში სიარული და ლაყბობა გრძელს ზამთრის ღამეებში. ფაელო გარიჟრაჟს უსწრობდა, ისე ადრე დგებოდა, ჰკმაზავდა თავის ჯორაკს და გაუდგებოდა გზას ლიმონადისა, ერბოსა და წყლის ჭურჭლით დატვირთული. ფრიად დინჯი და დარბაისელი იყო. უყვარდა თავისი ბებია, უმცროსი დები და თავისი ძაღლი პასტორი. მგონია, პასტორი ყველაზე მეტად უყვარდა. საუკეთესო ძაღლი იყო, მართლა. თუმცა ეს მხარე განთქმულია ძაღლებით, მაგრამ ფაელოს პასტორისთანა ძვირად მოიპოვებოდა, სწორედ მეფის სრა-სახლის საკადრისო იყო. ამისთანა ძაღლი ნამდვილი დამამშვენებელი არის თავისი ჯიშისა: მამაცი, მშვიდი, სულგრძელი, ტანადი, ნამდვილი რაინდი. როგორმე, რომ შესაძლებელი იყოს, და თვით ხელმწიფის ცოლი ესტუმრებოდეს ჩვენს ფიჭვნარით შემოსილს მთებს, ჩვენს მთის ფერდობებზე გაბნეულს ზეთისხილის ბაღებს და მწირ სადგურებს, პასტორისთანა ძაღლი უთუოდ მოდად შემოვიდოდა და დედოფალი თავის კაბას არ დაზოგავდა, რომ ზედ მოესვენებინა საყვარელი პირუტყვი.

დიდხანს იცხოვრეს ერთად ფაელომ და პასტორმა ბედნიერად. საქმის დღეში ოცდაათ ვერსს მიდიოდენ ქალაქის მტვრიან და ტალახიან გზაში. როცა ფაელო სადმე წავიდოდა, პასტორი არ შორდებოდა ურემს და ჰყარაულობდა, როგორც ადამიანი. საღამო ხანზე სახლში ბრუნდებოდენ არა ქვეითად, არამედ ურმით. თუ ჭურჭელი აღარ იყო ქალაქში წასაღები მიემგზავრებოდენ ტყეში, უდებდენ ურემზე ჩადუნის ფოთოლს, დეკას, რომლითაც გლეხები და მეჭურჭლეები ახურებენ ქურას. ჩადუნას და დეკას უზიდავდენ ქალაქში მეშეშეებს. ხანდახან ჩალა და თივა მიჰქონდათ. ერთი სიტყვით, ზამთარ-ზაფხულს ფაელო, ჯორაკი და პასტორი მაღალკლდიან მთიდან უნდა დაშვებულიყვნენ დაბლა თავდაღმართზე, თორემ სიმშილით დაიხოცებოდენ. ეს მგელი, სიმშილად წოდებული, ბევრჯელ მისდგომიათ კარებზე, ნამეტნავად ბოლოს დროს, როცა დაადვეს ფქვილს ხარჯი და ლუკმა გაუწყვიტეს ღარიბ-ღატაკ ხალხსა. მაგრამ ამ მგელს ფაელოს ოჯახში მაინც ფეხი არ შეუდგამს.

უნდა მადლობელი ვიყოთ ამ დალოცვილი ლანგრისა, - ამბობდა ჯიუდეტა „ჯორაკისა და ჩემი მადლობელი იყავით“, ფიქრობდა თავისთვის ფაელო, მაგრამ მაშინვე შეინანებდა ამ ფიქრს, რადგან პატიოსანი, ღვთისმოშიში ყმაწვილი იყო.

„ვენაცვალე მაგის სიყმეს, ლამაზია, მშვენიერი, ჩემი ფაელო“. ამბობდა ჯიუდეტა, როცა დაინახავდა შვილიშვილს სადღესასწაულოდ მორთულ-მოკაზმულს; - ყურს უკან ყვავილი ჰქონდა ფაქლოს. მზე ბრწყინავდა იმის დიდოონ, ლურჯ თვალებში და იმის ხუჭუჭ თმაზე. გასათხოვარი ქალებიც ამასვე ამბობდენ თავის გულში. როცა ქვეშიდან გადაავლებდენ თვალს და თან თავის ქერა, ოქროსავით ბრჭყვიალა ნაწნავებს ისწორებდენ ზელით. ეს კი ყურადღებასაც არ აქცევდა; ან კი სად ეცალა იმათთვის? საქმისაგან წელში წყდებოდა, ხოლო თანაშემწედ ჰყვანდენ დები და თავისი საყვარელი პასტორი.

- როცა წირვაზე მივდივარ, ჩემი პასტორი მაშინადვე გაიგებს წოლმე და არ ინძრევა. ფეხებზე დამხედავს და, თუ წაღები მაცვია, იცის საცა მივემგზავრები.

ფაელო ძალიან უფრთხილდებოდა წაღებს და იცვამდა მხილოდ მაშინ, როცა საყდარში მიდიოდა.

ამნაირი ცხოვრება ქალაქის ხალხს საშინლად ეჩვენება. მართლაც, არ არის ადვილი მთელი წლის განმავლობაში, ქარსა, სიცხეპაპანაქებაში, დარსა და ავდარში წინ და უკან სიარული: წინ მიგიძღვებოდეს ჯორაკი დადებული ურმით და „აცე-აცეს“ მისძახოდე. ფაელო კი სუბუქად იტანდა ამ საშინელებას. ეს უსწავლელი. წერა-კითხვის უცოდინარი ბალღი ამგვარ ცხოვრებაში თავისებურს პოეზიას და სიამოვნებას ჰგრძნობდა. სიამოვნებით ეგებებოდა მთის მწვერვალზე მდგომარე სახლიდან განთიადს, დილის ცისკარს, ვარდისფრად შეღებილს აღმოსავლეთს. გულდასმით ყურს უგდებდა მონასტრის დიდრონი ზარების გუგუნს. უყვარდა ყვავილები და, რომელიც მოეწონებოდა, ყურში გაირჭობდა, - ლერწამს სადმე მდინარის ნაპირას მოსულს, რომელსაც დანით მოსჭრიდა ხოლმე. უყვარდა აყრილს, ფიჭვის ტყეში ყოფნა, სადაც ტყის მყუდროებას არაფრის ხმაურობა არ არღვევდა... მისი ცხოვრება, როგორც ჰხედავთ, არ იყო რთული, მრავალფეროვანი. ამგვარი ცხოვრებისა და სურათების ბრალი იყო, რომ ფაელო არ გადასცილებია არასოდეს კეთილგონიერების საზღვარს, თუნდა ისეთი რამეც დამართებოდა, როცა ადამიანისა და, მით უმეტეს ყმაწვილკაცისაგან, უგუნურება მოსალოდნელია. იმას, როგორც ხშირად ემართებათ ხოლმე ძლიერ ღრმად მოხუცებულებს, უცბად მოუკვდა დიდიდედა ჯიუდეტა. საბრალომ მშვიდად განუტევა სული, გაჰქრა როგორც სანთლის ნამწვი.

შობის წინა ღამეს ჩიკაზე ცეცხლა-პირას იჯდა, უცბად იჯდა, უცბად გადმოვარდა და ფაელომ ხელები შეაშველა, ბავშვები წივილ-კივილით გარს შემოეხვივნენ. მაშინ მოხუცმა ათრთოლებული თითი გაიშვირა ლანგრისკენ.

- არასდროს არ ჩამოიღო კედლიდან, - წაილუღლუღა მოხუცმა, - არასდროს, არასდროს!.. მომეცი ფიცი!

- გაძლევ ფიცს, - წაიდუდუნა ფაელომ შემკრთალმა და შეშინებულმა დიდიდედის სახის გამომეტყველებით. მომაკვდავი დააშტერდა ფაელოს, რომელმაც არც კი იცოდა, რომ ეს სიკვდილის ნიშანი იყო.

ჯიუდეტამ თავი დაღუნა, ხელები მოკრუნჩხა. ძალისძალად გაახილა თვალები. ცდილობდა რაღაცა ეთქვა.

- ჰოო, თუ ყოვლად მოწყალე ღმერთი ინებებს, - წარმოსთქვა ჯიუდეტამ და სული განუტევა.

მოკვდა ჯიუდეტა ისე, როგორც სხვა მრავალი. წმინდა, მდაბიო, პატიოსანი შრომისმოყვარე ადამიანი. იტაცებს იმათ სიკვდილი, როგორც ხმელს ფოთლებს შემოდგომის ქარი.

ფაელო უკვე თვრამეტის წლისა იყო.

შობა დღეს იყო დაბადებული.

მთელს ღამეს თვალი არ მოუხუჭავს... იწვა ხმელს თავის ლოგინზე და ქვითინებდა. მეორე ღამეს მოხუცის გვამი წაასვენეს მაღლა მთაზე, სასაფლაოზე. კუბოს წინ ბალღები მიუძღვოდენ ჩირაღდნებით. სანთლები ციალებდა ზამთრის ცივს ჰაერში და წითელს სხივს აფრქვევდა თოვლზე.

დასაფლავების მეორე დღეს ფაელომ ისევ საქმეს მიჰყო ხელი. ღარიბს ვინ მისცა იმდენი დრო და იღბალი, რომ იჯდეს და იგლოვოს.

ამ პატიოსანი, ღვთისმოყვარე და მშრომელი ადამიანის დაკარგვამ ფაელო ფრიად დაადარდიანა, ოჯახს დაღუპულადა სთვლიდა.

ტკბილი თუ მწარე ყველაფერი ფაელოსა და იმის დების ხელში დარჩა. ქოხი ქირით ეჭირათ, ხოლო ავეჯი, ჯამ-ჭურჭელი, ურემი და ჯორაკები იმათი საკუთრება იყო. ორი მისი და - კანდიდა და ვინა წამოიზარდენ იქამდის, რომ ოჯახი ძველს წესზე ჰქონდათ დაყენებული, მაგრამ ფაელოს კი ეგონა, წინანდებურად ვეღარ ვიცხოვრებთო. ყმაწვილობიდან შეჩვეული იყო დიდიდედის მშვიდს, პატიოსანს, ზამთარა ვაშლივით შეჭმუხვნილს სახეს და, რომ ვეღარ ჰხედავდა ოჯახში, გულზე ჯავრი აწვებოდა, გავიდოდა გორაკებთან, შემოჰხვევდა ყელზე ხელებს პასტორს და ტიროდა. პასტორს უკეთესად ესმოდა მისი დარდები, ვიდრე იმის დებს.

ქალებიც დაადარდიანა დიდედას სიკვდილმა, გულწრფელად იგლოვეს, მაგრამ ერთის მხრით კიდევაც უხაროდათ, რომ უფროსობა ოჯახში იმათ დარჩათ, - აღარავინ გაუჯავრდებოდა, რად დაიგვიანეთო, როცა წყალზე წავიდოდენ, ან ჩქარა არ სწნავდენ ჭილობს.

კანდიდამ ყელზე მძივი გაიკეთა, რომელიც წარსულ შემოდგომის ბაზრობას ჩარჩმა აჩუქა, ხოლო ბებიამ აღუკრძალა ეტარებინა. ორი კვირის განმავლობაში ვერა შენიშნა რა ფაელომ, მაგრამ, დაინახა თუ არა, მივიდა, დინჯად შემოხსნა და ჭაში ჩააგდო.

ქალმა ტირილი მორთო. საიდანღაც გამოჩნდა პასტორი და დაუწყო ქალს ალერსი, უსვამდა ცხვირს ლოყაზე და უშრობდა ცრემლებს.

პასტორს უყვარდა ყველანი ისეთი თავგანწირული სიყვარულით, რომელიც შეუძლიან მხოლოდ ძაღლს და ზოგიერთა დედაკაცს. ისინიც კეთილად ეპყრობოდენ. მართალია, ხშირად ნახევრად მაძღარი იყო პასტორი, მაგრამ პატრონებიც ბევრჯელ რჩებოდენ მშივრები. პასტორი, ჰხედავდა როგორ სცემდენ სხვა ძაღლებს, ამშევდენ, აბამდენ ჯაჭვით და სტოვებდენ ქუჩაში ღამე ყინვა-ზრობაში და თავის თავს ბედნიერად სთვლიდა.

პასტორი და ფაელო ტოლ-ამხანაგებივით ერთადაღიზარდენ. უკვე ცხრა წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ფაელოს მოუყვანეს ფუნჩულა, ბამბის ქულასავით თეთრი ლეკვი და მას შემდეგ განუშორებლად ერთად ცხოვრობდენ, ერთად დადიოდენ მთებში, ტყეში, სადაც იცის ბევრი მუხა, მაღალი კენწეროთი ცამდე ასული ფიჭვნი და სურნელოვანი წაბლის ხეები. დღესასწაულების დროს ერთად თამაშობდენ. მაგრამ ფაელოს ეხლა აღარ ედღესასწაულებოდა, დიდიდედას სიკვდილი გულზე აწვა, როგორც ლოდი ან ვისიღა იმედი უნდა ჰქონოდა, როცა დიდიდედა აღარა ჰყავდა ცოცხალი. დღე და ღამ იმას ფიქრობდა, იშოვიდა იმდენს ფულს, რომ დები ისე შეენახა, როგორც დიდიდედის დროს იყვნენ? ხუმრობა ხომ არ იყო ხუთი ბავშვის შენახვა? მოთხოვნილება ემატებოდათ, ხოლო ქირას ჭურჭლის გადატან-გადმოტანაში იმდენს ვინ მისცემდა, რომ ყველა მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინათ. მოგება მეჭურჭლეებს და შეშის მოვაჭრეებს რჩებოდათ.

ჯიუდეტა სხვა გზით სძენდა ოჯახს: ამრავლებდა ქათამს, ასუქებდა ღორსა, ჰკრეფავდა და ინახავდა სოკოს. ისე შეანელებდა შეჭამადს, რომ კაცი ვერ გაძღებოდა. იცოდა ათასნაირი საშუალება ფულის დაზოგვისა; ქალებს კი ეს არ შეეძლოთ. ქათმები დახდენ და აღარც კვერცხსა სდებდენ, ღორი გახდა, შეჭამადს ხრაკის სუნი ასდიოდა და ერთხელ ისეთი სოკოც მოხვდა შიგ, რომ კინაღამ ყველანი არ დაიხოცნენ. სახლში ბაღლინჯო გაჩნდა, მტვერი დაედო ყველაფერს, კომბოსტოს ჭია გაუჩნდა. ქალებს ოჯახისთვის კარგი უნდოდათ, მაგრამ დაუდევრები იყვნენ. კანდიდს ხომ ჩორბი ჰქონდა დაშვებული, გაბუტული იყო მძივის გამო, რომელიც ფაელომ ჭაში ჩაუგდო.

ფაელო ძლიერ დაღონებული დადიოდა.

- ცოლი შეირთე, ძმაო, აგრე ყოფნა ხელს არ მოგცემს; მაშინ შენი დებიც ერთ წრეზე დადგებიან, - უთხრეს მეზობლებმა. ის კი გაწითლდა, რადგან არა დროს ცოლის შერთვა ფიქრადარ მოსვლია და მოკლედ უპასუხა:

- მანამ დებს არ დავათხოვებ, მე ცოლს ვერ შევირთავ. სულ უმცროსი - ტუანეტა შვიდი წლისა იყო. მეზობლებმა გაიცინეს და ბერი დაარქვეს. ფაელოს არ ეცინებოდა.

მართლაც არ გაუვლია ერთ-ორ თვეს, რომ შემოხვდა ქალი, რომელმაც ახლოს გაუარა, შეჰხედა თავის მსხვილი, ცისფერი თვალებით, სხვებსავით ქურდულად კი არა, პირდაპირ სათნოიანად. ქალაქში რომ მადონები ენახა, იმასა ჰგავდა ქალი. ფაელო იმას არა დროს არ დალაპარაკებია. ვერც გაუბედავდა, რადგან ეს იყო ქალი მდიდარი მეჭურჭლისა, რომლის დიდრონი წითელი ქვევრები ფაელოს მიჰქონდა გასასყიდად ფლორენციაში. ეს ქალი ეხლახან გამოვიდა მონასტრიდან, სადაც იგი იღზრდებოდა და ხელსაქმეს სწავლობდა. ფაელოსთვის ისე მიუწვდომელი იყო, როგორც ხელმწიფის ქალი. მიუწდომელი იყო, მაგრამ ფიქრს ხომ ვერავინ დაუშლიდა. სულ იმაზე ფიქრობდა ფაელო. ეს იყო და ეს.

ერთხელ ქალმა პასტორს თავზე ხელი გადაუსვა. ფაელომ სწორედ იმ ალაგას აკოცა პასტორს, სადაც ქალის ხელი შეეხო. მაგრამ მალე იგრძნო ამ კოცნის უხერხულობა და გაწითლდა.

იმ გაზაფხულის დღეს, როცა ქალმა პირველად შეჰხედა თავის მადლიანი თვალებით, ფაელოს სულ ეს თვალები ელანდებოდა, მაღლა ცაში და დაბლა ყვავილთა შორის, სწორედამ დროს ეწვია უბედურება. ერთი ჯორი მოუკვდა; მეორემ ფეხი მოიტეხა. ფაელოს ამიერიდან ხელ-ფეხი დაემტვრა. დარჩა მშრალზე, როგორც უწყალოდ გარიყული თევზი. არსად პური, არსად ფული - ვაჰმე, ამომხდა სულიო, რომ იტყვიან, სწორედამის მსგავსი იყო ფაელოს მდგომარეობა. არც ფული ჰქონდა, რომ სხვა ჯორები ეყიდნა და პური საიდანღა მოვიდოდა, სამუშაო რომ აღარა ჰქონდა საბრალოს?!. მღვდელი შეეცადა მეზობლებში მოეგვარებინა ცოტაოდენი ფული, მაგრამ ვერ მოახერხა, ყველა ამას ამბობდა: რა უჭირს, ჯეელი ბიჭია, სხვები უფრო ბევრია მაგაზე გაჭირვებულიო. მისი მეზობლებიც ღა- რიბები იყვენ. თვით ქარხნის პატრონმა, რომელსაც იგი ემსახურებოდა, ფულზე უარი უთხრა.

მეტი ჩარა არ იყო, უნდა ექირავნა ერთი ჯორი, მაგრამ ქირა თითქმის ჯორს მიჰქონდა. გაჭირდა საქმე. საჭამადის სადუღარი გაუქმდა. ფაელო ცალიერ ხმელ პურზე იყო და იმასაც ცოტასა სჭამდა, ნახევარს თავის პასტორს უზიარებდა.

ერთხელ უქმე დღე იყო. ქოხთან ვიღაც უცნობი მოვიდა. წყალი მოითხოვა. მოუტანეს, დალია და სთქვა: - გავიგონე, რაღაცა საყურადღებო ძველი ლანგარი გქონიათ, არ შეიძლება მაჩვენოთ?

- შეიძლება, რატომ? და მიუთითა კედელზე.

უცნობს უნდოდა ლანგრის ჩამოღება; ის იყო, ხელი უნდა შეეხო, მაგრამ ფაელომ შეაჩერა: - ნუ, ნუ ჩამოიღებთ. მაგისთვის ჯერ ხელი არავის არ გვიწლია.

- ხელს არ ახლებთ? - ჰკითხა კვლავ უცნობმა განცვიფრებით და სთხოვა, ჭრაქი აენთოთ.

- ნაგდები დაძველებული ნივთია. ხუთი ფრანკს მოგცემთ, - სთქვა უცნობმა და გააქრო სანთელი.

- ვერ გავყიდი, - მიუგო ფაელომ.

- რა ამბავიაო? ეს ხომ უსარგებლოა თქვენთვის, გიკიდიათ აქ ტყუილად. ჰა, ათი იყოს!

ფაელომ თავი გაიქნია.

უცნობი თანდათან უმატებდა; ათი ფრანკი გახადა ოცად, ოცდახუთად, ოცდაათად, ორმოცად, ასე რომ ნახევარ საათში ას ფრანკზე ავიდა.

ასი ფრანკი! ფაელო ამ ფულის ხსენებაზე დნებოდა, ამით ჯორაკის ყიდვა შეიძლებოდა, მაგრამ მაინც უარი განაცხადა: არა ვყიდითო. გაბრაზებული უცნობი გამოვარდა ქოხიდან და გასწია თავის გზაზე.

უცნობი ძველი ნივთებით მოვაჭრე იყო, ლანგარი ძლიერ მოეწონა, იცნო რაც საქონელი იყო - ურბანის საუკეთესო მხატვრობა.

- შე, ხეპრევ შენა! - გაილანძღა ტოსკანელი ჩვეულებისამებრ, - რა ხელსაჰყრი მაგ მზითვის ლანგარს, რომ ჩამოგიკანკურებია კედელზედ? გახმი!

მაგრამ ფაელო არ გახმა. ყოველდღე მტვერში, პაპანაქებაში მიდიოდა ქალაქში დატვირთული ურმით, ეჭირა ხელში გამხმარი პურის ქერქი, რომელსაც პრასას ატანდა. ცარიელი პურიც მათ ძღრივ არა ჰქონდა. ხანდახან ერთი ჭიქა უხეირო ღვინოს თუ გადაჰკრავდა, ისიც ძლიერ იშვიათად, რადგან ღვინო ძვირი იყო, წარსული წლის მოუსავლობამ დააძვირა. ხეირიანი ღვინის დალევა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ...

მას შემდეგ, რაც მოვაჭრე წავიდა გაბრაზებული, ვინც არ მგონია, მოდიოდა ლანგრის სანახავად, ევაჭრებოდენ და სხვადასხვა ფასს აძლევდენ. ფაელოს ფიქრადაც არ მოსდიოდა, რომ ეს კაცები წინანდელი ვაჭრის მოგზავნილები იყვენ. ამ ვაჭრებს, ცოტა არ იყო, ცდუნებაში შეჰყავდათ ყმაწვილი ბიჭი: დაქირავებული ჯორი უვარგისი გამოდგა; ქირას, რასაც იღებდა, თითქმის მთლად ჯორის პატრონს აძლევდა, თავად კი აღარაფერი ჰრჩებოდა. მაინც დიდიდედის ანდერძს არ ჰღალატობდა. ხშირად ლოცულობდა მუხლ-მოდრეკილი დიდიდედის საფლავთან, ევედრებოდა ღვთისმშობელს თეთრის გალავნით შემოვლებულს სასაფლაოზე, მაღლა გორაკზე, რომელზედაც არ მოსჩანდა არც ჯვარი, არც ძეგლი და თამამად შეეძლო ეთქვა: ბებია ჩემო, ნუ გეშინიან, შენს ანდერძს არ ვუღალატებო!

მეჭურჭლის ქალიც დადიოდა სასაფლაოზე, დედის საფლავის თაყვანსაცემად. ერთხელ-ორჯელ ფაელო შეხვდა იმას იქ და თავი დაუკრა, თუმცა პირდაპირ, თამამადარ შეუხედნია, როგორც ოდესმე თვით ქალმა შეჰხედა იმას, თუმცა კი გული ძლიერად უცემდა,

ერთხელ გაბედა და ქალის დედის საფლავზე რამდენიმე ყვავილი დასდო - აბა, გაიგებს, ვინ დასდო ეს ყვავილებიო? მაგრამ საით გაიგებდა, ყვავილებს ხომ ლაპარაკი არ შეუძლიანთ?! ქალიც არ ელაპარაკებოდა ფაელოს, მხოლოდ მის პასტორს ეალერსებოდა, თავზე ხელს უსვამდა. ძაღლიც დაუმეგობრდა მას შემდეგ, რაც პირველად ერთმანერთი გაიცნეს და ქალმა მიუალერსა.

- ძალიან კარგი ქალია დეა და კარგ მზითვსაც მისცემს მამა, სთქვა ერთმა მისმა მეზობელმა, როცა მკას მორჩნენ საღამოთი. ცაზე ვარსკვლავებმა დაიწყეს ჭიკჭიკი, ხოლო მთაზე, ღელეში და ნამჯაში ციცინათელები ციმციმებდენ.

- არა სტყუი, ძალიან კარგი ქალია, - სთქვა მეორემ, - ხმა დადის, ტიტას აძლევენო.

ტიტა ახალგაზრდა, ხელობით დალალი იყო, შეძლებული და მოქეიფე. კარგს ცხენებს ინახავდა საჯდომად. ზამთრობით თეთრი ხავერდის ტანსაცმელს იცვამდა, ზაფხულობით ტილოსას. ძველს, გარუჯულს კოშკში ცხოვრობდა, რომელიც იქვე ახლო მაღლობით გადმოიყურებოდა. მთელი ოლქის გმირი იყო. ამ სიტყვებს რომ ისმენდა, ფაელოს თვალწინ უბნელდებოდა - ცაზე ვარსკვლავნი, დაბლა, დედამიწაზე ციცინათელები სინათლეს და ბრწყინვალებას ჰკარგავდენ. მის თვალში ყველაფერი ძაძით შეიმოსა.

თან ამასაც ფიქრობდა, მე დეა მშურდეს ვიღაცა ტიტასთვის? ტიტა იყოს, თუ სხვა, დეა ხომ მე არ წამომყვება. სად მე, სად მისი დედოფალისავით ცისფერი თვალები, სქელი ნაწნავები, ყველაზე ძვირფასი ლალის მძივი, ხუთი ათასი ფრანკი ქრთამად და ახლა სხვა მზითევი, რამდენი საცვალი, ქვეშაგები... ეჰ!

ის უნდა დამტკბარიყო მხოლოდ ცქერით, თვალებისთვის, როგორც იტყვიან, წყალი დაელევინებინა, როცა დეას თვალს მოჰკრავდა სადმე და სხვა არაფერი.

ამის ხვედრია, სიმშილი მოიგერიოს, ააშოროს თავის უმცროს დებს. ქალის მამა ხომ ყურადღებას მხოლოდ იმიტომ აქცევდა, რომ უზრდელი კილოთი რამ ებრძანებინა, ან გასწორებოდა შაბათ საღამოს: ფაელო იმის მუშა-მოჯამაგირე იყო და სხვა არაფერი. ბატონი ბალტაზარი ცხოვრობდა მშვენიერ სასახლეში, ოქროს საათი ჰქონდა, დიდი კაცი იყო, იმპრუნეტელების აზრით. როგორც ლაპარაკობდენ, იმას შეეძლო ფრანგული ბანკის ბილეთებით აევსო თორმეტი ცალი წითელი ქილა და მაინც კიდევ მდიდრად დარჩენილიყო. შეიძლება ეს ხმები გადაჭარბებულიც ყოფილიყო.

რაც უნდა იყოს, ფაელოსათვის ბალტაზარი მიუწვდომელი კაცი იყო.

მშვენიერი გაზაფხულის ტაროსი იდგა; ცხელოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ საღამ-საღამოობით ჰაერს ჟუჟუნა წვიმა აგრილებდა. პური, შვრია და ქერი უხვად მოვიდა, ყურძენსა და ზეთისხილსაც კაი პირი უჩანდა. ფაელოსათვის კი ერთიც არსად იყო.

ჯიუდეტას სიკვდილის შემდეგ ოჯახს რამდენიმე უბედურება ეწვია. კანდიდას ყელი დაუსივდა, დიდხანს იავადა, როგორც იყო გამოკეთდა და სულ იმას სჩიოდა, მძივი რომ მქონოდა ყელზე, ჩემ სიცოცხლეში ავადარ გავხდებოდიო. კანდიდას არა ჰქონდა კარგად გათვალისწინებული ოჯახის მდგომარეობა და, როგორც თხუთმეტი წლის გოგოს, უყვარდა კოხტაპრუწობა. დიდიხნის ავადობის შემდეგ, ღორიც მოკვდა. ხუთი დედალი საქათმიდან დილაადრიან, როცა ფაელო და პასტორი სახლიდან გასულები იყვნენ, ვიღამაც მოჰპარა. პატარა ანტუანეტა ალუბლიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. სამი და ავადმყოფების მოვლას უნდებოდენ, სარეცხის რეცხას, პურის ცხობას, მაგრამ საოჯახო საქმეს მაინც ვერ უძღვებოდენ.

ფაელოს შინ ბევრი საქმე უხვდებოდა გასაკეთებელი, დასაკოწიწებელი, გასაწმენდი, ბოსტანში სამუშაო. ხშირად სარეცხსაც და თითონ ირეცხავდა.

რამდენიც დრო გადიოდა, ფაელო ლანგარს მომდურავი თვალით უცქეროდა და ჰფიქრობდა: როდისღა უნდა გვწიოს ამ დალოცვილმა ბედსაო. ფიქრად კი მაინც არ მოსვლია არასდროს მისი გაყიდვა. ლანგარის გაყიდვა იმოდენავე ცოდვად მიაჩნდა, როგორც დიდიდედის სამარიდან ამოღება, - თითიდან ბეჭდის გაძრობა, ან სუდარის შემოძარცვა. საღამ-საღამოობით, როცა ფაელო ჭასთან ჰრეცხდა თავის პერანგს, ან შეშას აპობდა, ჰხედავდა, როგორ მოაქევქევებდა ტიტა თავის ლურჯას და გული უკვდებოდა. მეზობლებიც დასცინოდენ: „ოჰო, აგერ მიდის, ბიჭო, მიდის ბალტასარის მოსაბირებლად. იცის ბიჭმა და, როგორ იგდოს ხელში დეიას სიმდიდრეო“.

ფაელოს ამის გაგონება ისე ხვდებოდა, თითქოს გულში დიდი ლოდი დასცხესო. და ჰფიქრობდა, ვერ ავიტან უკუღმართს ცხოვრებასო. მაგრამ ამგვარი წუთების კვალი მალე ქრებოდა: მამაცი გულის პატრონი იყო და მასთან მომთმინო. დილაადრიან შეუდგებოდა თავის საქმეს.

მარიამობისთვე გვალვიანი იყო, ძლიერ ცხელოდა. ერთხელ დილით ადრე გარიჟრაჟზე ფაელო ჩვეულებრივ გაემგზავრა თავის ურმით. პირველი სხივი განთიადისა ის იყო წითლად გამოჩნდა მთის მწვერვალზე. ფაელო დაჯდა ურემზე, პასტორიც შეხტა და ორივენი პურუჭმელები გაემგზავრნენ მეჭურჭლესკენ. მძიმე საპალნე ჰქონდა წასაღები, ქალაქელ მებაღეს შეეკვეთა აუარებელი სხვადასხვა ფერის ქოთნები, წვრილი და მსხვილი. სხვასაც რაღაცას ავალებდენ. შეგირდმა მისცა დაბეჭდილი წერილი.

- ჰხედავ, ფულია. უნდა ბანკში შეიტანო, რაწამს ურემს მიიტან, მაშინვე, ოსტატი გენდობა, იცის, რომ პატიოსანი ბიჭი ხარ.

ფაელო სიამოვნებისაგან გაწითლდა. პირველად ეხლა გაიგონა სალბუნო სიტყვა. იგრძნო, რომ ეხლა დეიასთან ახლო იდგა, რადგან მისმა მამამ პატიოსან კაცად იცნო და ფული ანდო. ფაელო გაცოცხლდა, გამხნევდა, კარგა ხანია ასე ბედნიერადარ უგრძვნია თავი. გაუქნია ჯორაკს შოლტი და გასწია. ხოლო წინ, ჩვეულებისამებრ, მიხტოდა მისი პასტორი - თეთრი, როგორც უმტვერო თოვლი.

ფაელო ბედნიერი იყო. იგი უახლოვდებოდა დეას. რადანდო მაშ მისმა მამამ ფულები, თუ განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა? ფულები იმას, როგორც ამბობდენ, თავის სულს ურჩევნია და მომეტებულად უყვარს, ვიდრე თავისი ქალიო.

მზე ამობრწყინდა და თავის სხივებით მორწყო ვოლდასნო, იტაზის ზარებმა წირვისა დარეკეს. ფაელო დაემხო იქვე გზის ის პირად ჯვარცმის წინ მტვერში, წარმოსთქვა ლოცვა და უფრო მომეტებული ბედნიერება იგრძნო.

პასტორი კი შესჩერებოდა ფაელოს, ლოცვა რომ გაათავა, ძაღლი შეახტა და მკერდზე ტოტები მიაბჯინა. ფაელომ აკოცა.

- პატიოსნებას, ჩემო პასტორო, ვითომ არაფერი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში, მაგრამ იცი რა არის, როცა პატიოსნებისათვის გაქებენ! პასტორი წინ მიძუნძულებდა, თან ბუთქვს კუდს იქნევდა აქეთ-იქით და თითქოს ამბობდა, ძაღლები მუდამ პატიოსნები არიან, მაგრამ ამისთვის არც ვინ აქებს და არც ენდობაო.

როცა კარგად გათენდა, უკვე ქალაქს მიაღწიეს. ქუჩები ჯერ ისევ ცარიელი იყო. მხოლოდ მშვენიერი სუნი ტრიალებდა ვარდის და იასამნისა, რომლებიც გასასყიდად გამოეტანათ. ურემი რომ დაცალეს, უკვე თერთმეტი საათი იყო. ძაღლსა და მის პატრონს ძალიან ჰშიოდათ.

- მოდი, ჩემო პასტორო, ჯერ ფული შევიტანოთ ბანკში და მერე ვისადილოთ, - უთხრა ძაღლს ფაელომ და გასწია ცარიელი ურმით ბანკის საპოვნელად. ჩვეულებისამებრ პასტორი ჯორს დაუყენა და თვითონ შუშაბანდიან ბანკის კარებში შევიდა.

მოხელეებმა გააჩერეს და დიდხანს აცდევინეს მეორე სართულის ვიწრო დერეფანში. ეტყობოდათ, ბევრი საქმეები ჰქონდათ, რადგან იმ დღეს ბაზრობა იყო. თითქმის ერთი საათი დაუგვიანდათ, ვიდრე ბარათს დაუწერდენ. ერთი საათი მთელ დღედ ეჩვენა ფაელოს, ისე შეაწუხა შეხუთულმა ჰაერმა, სიცხემ და სიმშილმა. თანაც ეცოდებოდა თავისი პასტორი, სიცხე-პაპანაქებაში მარტოდ მიტოვებული, ისიც მშიერი. სანუგეშოდ ისა ჰქონდა, რომ ურემს და ჯორაკს არაფერი დაუშავდება, ვიდრე პასტორი ჰყარაულობსო.

უკვე თორმეტი საათი იყო, როცა ფაელოს ბარათი ჩააბარეს. შუა დღის ჰაერი მარიამობის თვეში ძალიან მავნებელია კაცისა და საქონლისათვის.

ფაელომ კიბე ჩამოირბინა, ქუჩას თვალი გადაავლო... აღარც პასტორი, აღარც ჯორაკი და ურემი!

მოჩვენება ეგონა, თვალი მატყუებსო, ჰფიქრობდა. მერმე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, პასტორს დაუძახა.

იქვე ჩრდილში წაღების მწმენდელს ჰქონდა ფანჩატური, ყვირილზე გამოეღვიძა და ხელი დაუჭირა.

- რას ყვირი, ძმობილო, არ იცი მაგ ყვირილისთვის შენც დაგიჭერენ და წაგიყვანენ, როგორც შენი ძაღლი წაიყვანეს.

- რაო? - შესძახა ფაელომ ისეთი ხმით, რომ ამ ყვირილს გული თან ამოატანა. წაღის მწმენდელმა თავი ჩაიქნია.

- ყელზე თოკი მოაბეს, დიაღ, ხომ იცი კანონი თუ საპირე არა აქვს, ძაღლს ქუჩაში არ გაატარებენ. უკანიდან მიეპარნენ და ფიუ! ხელადამოსდეს ყელზე თოკი. რა გაკვირვებით მიცქერი? ძაღლი ცოცხალი იყო, როცა ურემში ჩააგდეს.

- ურემი, ჯორი?! - ამოიკვნესა ფაელომ.

- ჰოო! ვიღაცამ წაიღო ურემი, ძაღლი რომ წაიყვანეს, იმის შემდეგ. მე ყველაფერი კარგად დავინახე, მაგრამ რას ვეტყოდი, ვინა მკითხავდა? - ფაელომ ისე შეჰღრიალა, რომ მთელი ქუჩა შეინძრა.

- პასტორ, პასტორ! ჩემო ძაღლო, ჩემო ძმაო, ჩემო მეგობარო!.. ოჰ, წყეულნო!

- სუუუ, ჩუმად! თუ ლანძღვა-გინებას მოჰყვები, შენც დაგიჭერენ, - უთხრა წაღების მწმენდელმა. ამას წინად ჩემი შვილი დაიჭირეს ძაღლის გულისთვის, არ ანებებდა. ნუ ღრიალებ კი, გაიქე ჩქარა, ჯერ არ მოჰკლავდენ, თუმცა საწყალი იხრჩობოდა, ისე მოუჭირე თოკი. გასწი ჩქარა!

უჩვენა გზა, საით წასულიყო. ფაელომ აღარ დაიგვიანა, გაიქცა ფეხშიშველა გახურებულს ქვებზე თავგადაგლეჯილი ურემი და ჯორი სრულიად დაავიწყდა, მხოლოდ თავისი მეგობარიღა ახსოვდა.

ფაელო თითონაც ცოფიან ძაღლსა ჰგავდა. არ იცოდა, რას ჰშვრებოდა, თვალები სისხლით ავსებოდა, ენა სასაზე მიჰკროდა, ტუჩებზე დორბლი ჰქონდა მოდებული. მივარდა კარებს და ორივე ხელით ცემა დაუწყო.

- ჩემი ძაღლი! ჩემი ძაღლი!.. რა უყავით? სადარის ჩემი პასტორი? ვიღაც მოხელე გამოვარდა და შეუტია ფაელოს. ფეხშიშველა, საკინძჩამოგლეჯილს, მტვერში ამოგანგლულს ადამიანს მოხელე პატივს არა სცემს.

- თქვენ მომპარეთ ძაღლი! - ყვიროდა ფაელო, - თქვენა გყავთ აქ დამალული. მაჩვენეთ ჩემი ძაღლი, გამიშვით, თორემ დაგხოცავთ ყველას. გამიშვით-მეთქი, გამიშვით! მომეცით ჩემი ძაღლი.

- დაიკარგე აქედან, შე სულელო! ემ საათში ვუბრძანებ, დაგატუსაღონ, - მიუგო მოხელემ, ჰკრა ხელი და ჩამოარახრახა კიბეზე, თანაც კარი მიჰხურა. ფაელო ისევ ეცა კარს და დაუწყო მუშტებით ცემა.

- ქურდებო! მოსისხლენო! შემიშვით, შემიშვით სახლში! რა ნება გქონდათ, ხელი გეხლოთ ჩემი ძაღლისთვის? რას აშავებდა. თავისთვის ჭკვიანად ურემს ჰყარაულობდა. მოჰკალით განა და ურემიც დამიკარგეთ?! გამიგონეთ, ღმერთი არა გწამთ, გამიგონეთ. ეგ ძაღლი ჩემს თავს მირჩევნია. რამდენს ტანჯვას იტანს ჩემთან ერთად, ჩემსავით მშიერია, ჩემი ძმაა! როგორ ახლეთ ხელი, როგორ? ოჰ, ჩემო ძაღლო, ჩემო სიცოცხლევ!.. გაიგონეთ, ყველაფერს ვიკისრებ, ყმად დაგეწერებით, ოღონდ ჩემი ძაღლი მაჩვენეთ. მე თუნდა ციხე, ში გამგზავნეთ, ოღონდ ეგ შინ დაუბრუნეთ ჩემს დებს. არ გინდათ? არა? არა? გაიგონეთ?

ფაელოს ყვირილი მხოლოდ კარებსა და კედლებს ესმოდა.

ფაელო ხან ხესა სცემდა. ხან ქვას, ტიროდა, ხან ევედრებოდა, ხან გაჩუმდებოდა და მოუთმენლად ელოდა პასუხს. მზე კი თავისას შვრებოდა, აჭერდა თავზე გახურებულს სხივებს და სისხლი აუვარ და თავში.

- რაღა ვქნა? ოჰ, ძვირფასო სან-როკო, შენ გიყვარს ძაღლები. უშველე ჩემ პასტორს, უშველე შენი მადლის ჭირიმე!

მერე თვალთ დაუბნელდა და დაეცა. მზე მაინც თავისას შვრებოდა. როცა გონებაზე მოვიდა, ფანჩატურს ქვეშ იწვა, თავზე წაღების მწმენდელი ადგა.

- კარგად მოვიქეცი, რომ უკან დაგედევნე, - ამბობდა წაღების მწმენდელი, აჰა, როგორა ხარ? მზის ბრალია, ქუდი კეფაზე დაიხურე, შენი ბრალიც კია - ძლიერ ბრაზობ.

- ძაღლი! - წარმოსთქვა ფაელომ გამხმარი ტუჩებით და როგორც იყო აღონღილდა ფეხზე.

- შენ, ძამიავ, უნდა თავმდაბლად მისულიყავი და ისე გეთქვა, რაც სათქმელი გქონდა, მაშინ შეგიშვებდენ სახლში. რა საჭიროა ლანძღვა? ისინი ჩვენზე ძლიერნი არიან. ისინი კარების მარჯვნივ დგანან, ჩვენ მარცხნივ. მაგათი ბამბა ჩხრიალებს და ჩვენი კაკალიც არა. კარგია კიდევ, რომ შუადღეა და ყარაული არავინ იდგა ქუჩაზე, თორემ შენც დაგატუსაღებდენ. ჩემი ნაცნობი მჭედელი სამი კვირით ჩასვეს ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ლამაზი, შავი ძაღლი გაათავისუფლა მაგათ ხელიდან. არ იცნობდა წინად, არ ენახა, მაგრამ შეეცოდა: ოოო! ძალიან მშვენიერი დროებაა! ეს ის თავისუფლება გახლავთ, რომლის მოსაპოებლად ჩვენ მოხუცებულნი, ვიბრძოდით. ოჰ, ღმერთო, რა სულელები ვიყავით, რომ თოფს ვისროდით: თვითვეულმა გასროლილმა ტყვიამ ახალ-ახალი გადასახადი შემოგვძღვნა. მშვენიერი დროა, მშვენიერი!.. ცოტა ხანს აქ მომიცადე, დადეგ ჩრდილ ქვეშ. შენ, ჩემო კარგო, ჯერჯერობით ვერაფერს დაინახავ! შენს ძაღლს მეც ვიცნობ, წავალ და ვნახავ ცოცხალია, თუ მკვდარი.

ფაელო ხეს მიჰყრდნობოდა ზურგით და უცდიდა. თავბრუ ესხმოდა, ცეცხლი ეკიდებოდა. ძაღლის წამყვანები რომ ენახა, დაჰხოცავდა ყველას. წვრილმანი კანონები ხშირად დიდ დანაშაულს ჩაადენინებენ ადამიანს. საუბედუროდ ეს ხშირად გვავიწყდება.

თვითეული წამი ფაელოს წელიწადად ეჩვენებოდა. როცა იყო წაღების მწმენდელიც დაბოუნდა.

- ცოცხალია, ცოცხალი, - წარმოსთქვა იმან სხაპასხუპით, - ალიკაპი დაუდვიათ, ეტყობა საშიშარ ძაღლად სთვლიან; დაღონებულია და თუ მალე არ გამოისყიდე, ამაღამ მოუკლავს არ გაუშვებენ. საწყალი ძაღლი!

ფაელომ ღრმადამოიკვნესა.

- ფულებს თხოულობენ სულ ორმოცდაათ ფრანკს. ოცდახუთს ჯარიმაში გთხოვენ, მეორე ოცდახუთს იმიტომ, რომ ძაღლს უკბენია თოკის ჩადების დროს. ნაკლებად ვერ შეიჯერებ.

- ორმოცდაათი გროშიც არა მაქვს.

ფაელომ თავი დაჰკიდა და ქვითინი დაიწყო. წაღების მწმენდელი მხრებში შეიშმუშნა და იდგა გაჩუმებული.

- ვაი ამისთანა თავისუფლებას. რაზე ვიხოცდით თავებს საცოდავები?! - ფაელოს არ ესმოდა მისი საუბარი, იგი მთელი ტანით თრთოდა, თითქოს გაუციებიაო.

ორმოცდაათი ფრანკის გულისთვის უნდა თავის საყვარელ ძაღლს გამოსთხოვებოდა.

- თუ ძაღლი გიყვარს, ფულიც უნდა იშოვო, - სთქვა წაღების მწმენდელმა, - მერე ხმა დაიდაბლა, იმათ გულით სწადიანთ ძაღლის მოკვლა. ერთს დოსტაქარს დიდი ხანია შენს ძაღლზე თვალი უჭირავს. იმედი აქვს, ხელში ჩავიგდებ, ცოცხალს გავსხეპ შუაზე, დავთხრი თვალებს ან დავწვავო. განუკურნავი აღარა დაგვრჩება რაო, ბრძანებენ ეს ვაჟბატონები. ფაელომ რაღაც წამოიძახა და, როგორც კურდღელი, გაუსხლტა ხელიდან წაღების მწმენდელს, გაიქცა თავგადაგლეჯილი, გაირბინა თეთრი, განიერი ქუჩა და ბაღი. ფაელო გალომებული იყო.

- წყეულებო, შეჩვენებულებო! ოჰ, უღმერთოები! - იძახდა გახელებული.

- რა ექნა, როგორ მოქცეულიყო? გრძნობდა კი რომ რადაც უნდა დაჯდომოდა, ყველაფრისთვის მზად იყო, ოღონდ ორმოცდა ათი ფრანკი ეშოვნა. მზად იყო საყდარი გაეტეხა, ან ყაჩაღურად ვისმე დაჰხვედროდა გზაში, მაგრამ ჯერ ვალის აღებას ფიქრობდა. თუ ეს არ მოხერხდებოდა, მაშინ თავის სიკვდილს არჩევდა, ხოლო პასტორს არ მოაკვლეინებდა ტანჯვით, როგორც გადაწყვეტილი ჰქონდათ იმ „უღმერთოებს“.

უცებ ფიქრმა გაუელვა: იქნება ბატონმა ბალტასარმა მასესხოს? მთელი დღე და ღამე ფაელოს პირში ლუკმა არ ჩასულა. ტანისამოსი ოფლში ჰქონდა გაწურული. თვალებს წინ უბნელდებოდა ცალკე ჯავრისა და ცალკე მტვრისაგან, თავში სისხლი ჩაქუჩივით სცემდა, მაგრამ მაინც მიდიოდა პირდაპირ, ნაცნობ გზაზე. თუნდა თვალები აეხვია ვისმე, მაინც გზა არ აერევოდა. ფაელო დაღლილ-დაქანცულს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილს ირემსა ჰგავდა, რომელიც ცდილობს როგორმე გაეხვეწიოს მონადირეებს.

არ ახსოვდა, სოფელში როგორ მივიდა, იმოდენი მანძილი სად როგორ გაიარა, ხან მიდიოდა ნაბიჯით, ხან მირბოდა, ხან მიძუნძულებდა. უკვე ოთხი საათი იყო, როცა იმპრუნეტაში მივიდა და პირდაპირ ბალტასარის ეზოში შევიდა.

წინადარადროს არ მისულა ფაელო ასე უდროოდ ბალტასარის სანახავად. ალბად ფული დაჰკარგა და იმიტომ მოვიდაო, იფიქრა შეგირდმა და მაშინვე შეატყობინა ოსტატს.

ფული დაჰკარგე განა?!. ამ საათში პოლიციაში გაგგზავნი დაუყვირა ალეწილმა მეჭურჭლემ. ფაელომ ჯიბეში ხელი ჩაიყო და ამოიღო ბანკირის ბარათი. ბალტასარმა ჩამოართვა, წაიკითხა, დაკმაყოფილდა, მაგრამ ერთხელ მაინც კიდევ გაილანძღა, რადგან ტყუილ-უბრალოდ შეაწუხეს.

ფაელოს გული ყელში ჰქონდა ამომჯდარი და ისე უამბობდა მეჭურჭლეს თავის ამბავს. თვალთაგან თხილის ტოლა ცრემლები სდიოდა და უღარავდა პირისახეს. ემუდარებოდა ბალტასარს, ესესხებინა მისთვის ორმოცდაათი ფრანკი.

- ბატონო, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, - ამბობდა ტირილით დაჩოქილი ფაელო, არ შეგაწუხებდი, ჩემთვის რომ მინდოდეს ეგ ფული, მაგრამ რა ვუყო ჩემს საყვარელს პასტორს, რომელსაც დებზე მეტად ვუყვარვარ, ეხლა ცხრა წლისაა და ამ ცხრა წლის განმავლობაში ჰყარაულობდა თქვენს საქონელს ზამთარ-ზაფხულ, დღედაღამე ერთგულად, თავდადებით... ნუთუ თქვენ მოინდომებთ ჩემი პასტორის დატანჯვას და სიკვდილს? თქვენ შეგიძლიანთ მისი დახსნა. ჩემი ღმერთი თქვენ იქნებით. არ მოვხუჭავ დღედაღამ თვალს, ყმად დაგეწერებით, პირდაპირ ყმად, რასაც შემომიკვეთო. ყველაფერს გავაკეთებ, უქმე დღესაც კი არ დავისვენებ, ამას ვგონებ, რომ წმინდანები არ მიწყენენ, ოღონდ მიშველეთ, მომეცით ფული... უშველეთ საწყალ დატუსაღებულს ჩემ პასტორს. მერწმუნეთ, ბატონო, დაიჯერეთ, ვფიცავ მაღალ ღმერთს, დღედაღამეს გავასწორებ და თქვენ ვალს კი არ შევინარჩუნებ, თქვენის ცოლ-შვილის მზეს, შემეწიეთ. დღეს თუ არ მივიტანე ფული, უეჭველად მოჰკლავენ.

ფაელო უცბად გაჩუმდა და შეაჩერდა მეჭურჭლის უცვალებელ, გაშეშებულ სახეს.

დააკვირდა მის მოკუმულ ტუჩებს, რომელთაც უნდა წარმოეთქვათ ფაელოს სამკვდრო-სასიცოცხლო განაჩენი.

ბატონმა ბალტასარმა ამ სიტყვების გაგონებაზე ტუჩები ჯერ უარესად მოკუმა და მერე ოდნავ გაიღიმა.

- ქვეყანაზე ცოტაა ძაღლი? განა სხვას ვერ იშოვი. შენისთანა ღლაპს მაგოდენ ფულს ვერ ვანდობ, არ შემიძლიან.

ფაელოს ხმა აღარ ამოუღია, წამოდგა ზეზე და ტანის რყევით განშორდა მეჭურჭლეს.

- აქ რაღაც ამბავია, - სთქვა შეგირდმა, - ეგ კი არა, ეგ ბიჭი უთუოდ მთვრალია...

ფაელო გულჩათუთქული, ცოცხალ-მკვდარი ეზოდან გზაზე გავიდა. შუადღე გადასული იყო, ჰაერი ტყვიის ზოდივით აწვებოდა. ერთი ფოთოლიც კი არ ინძრეოდა სიცხისაგან გარუჯულ ხეებზე. არც ერთი ფრინველი ხმას არ იღებდა.

ფაელო გაქვავებულივით იდგა და ამღვრეული თვალებით შესჩერებოდა უფერულს ცას. ის ფრიად ღვთისმოყვარული ყმაწვილი იყო, ეშინოდა ღვთისა, ცოდვისა, მაგრამ ეხლა კი მზად იყო ჩაედინა ღვთის და რჯულის წინააღმდეგი საქციელი. ამ დროს უცბად ვიღამაც ხელი მოჰკიდა. მიიხედა და დაინახა დეია, რომელმაც ხელში ხუთი ფრანკი ჩაუდო.

- მაგის მეტი არა მაქვს და რა ვქნა. აჰა, წაიღე და მოიხმარე, ერთი ეს მითხარ, რას გიკეთებს ის მზითვის ლანგარი, რატომ არ აიღებ და არ გაჰყიდი?

ფაელო ისე იყო დაფიქრებული და დადარდიანებული, რომ დეიას ხელის შეხებამაც კი ვერ გაასხვაფერა მისი მდგომარეობა.

- მზითვის ლანგარი?! აღთქმა რომ მაქვს, ხელი არ ვახლო?

- იმან რომ სთქვა, რად ივიწყებ: „უკეთუ ღმერთი ინებებსო“. შენმა დებმა მიამბეს. ღმერთს სწორედ ეხლა ჰნებავს, - წარმოსთქვა ქალმა ხმადაბლა და, შემოესმა რა ფეხის სმა, მოჰკურცხლა შინისკენ. დარჩა ფაელო მარტოდმარტო. იდგა და ჰბღუჯავდა დეიას მოძღვნილს ფულს.

„სწორედ ეხლა ჰნებავს ღმერთსა!“

ეს სიტყვები რამდენჯერმე ზედიზედ წარმოსთქვა: „მაშ როდისღა, სწორედ ეხლა ჰნებავს ღმერთსა...“ მაგრამ თან ეჭვიანობდა და დეიას სიტყვებიც თითქოს მოჩვენებად ჩასთვალა: მართლა დეიამ უთხრა, თუ ანგელოზი მოეჩვენა...

ჰლოცულობდა, ევედრებოდა ღმერთს, გაენათებინა მისთვის გზა, დაეყენებინა სწორე ფიქრზე, არ შეეყვანა ცდუნებაში. ჰლოცულობდა პასტორის მაგივრად, ახვეწებდა ღმერთს თავის საყვარელ პასტორს... მუხლები ჩაეკეცა და ჩამოჯდა გზის პირას ქვაზე. მიიფარა ხელები თვალებზე და ცდილობდა დამშვიდებულიყო და კარგად მოეფიქრა თავისი მდგომარეობა.

„ჰო, სწორედ რომ ღმერთს ჰნებავს. უფალსა ჰნებავს დაიხსნას განსაცდელისაგან, ჯოჯოხეთური ტანჯვა-წვალებიდან პატიოსანი, უდანაშაულო არსება. ეს მძიმე საქმეა, მძიმე, უეჭველად ღმერთს ჰნებავს. განსვენებულს, ცხონებულს დიდედაჩემსაც ესევე ჰნებავს!“.

- იგი მხედავს მე, - ფაელოს ეს ისე სწამდა, როგორც სინათლე დღისა, - არ გაჯავრდება, არ გამიწყრება, არ ჩასთვლის ანდერძის დარღვევად. თვით იმანვე არა სთქვა ცხონებულმა: „უკეთუ ღმერთი ინებებსო!“ და ნუთუ ეხლა არა ჰნებავს ღმერთსა. თვით იმ ღმერთმა არ გააჩინა პასტორი? მაშ როგორ შეიძლება, არ ინებოს მისი სატანჯველიდან დახსნა?

ფაელო ზეზე ადგა.

მკვდრის ფერი ედო... უკვე გადასწყვიტა.

- სამართლიანად ვიქცევი, ღმერთმაც უნდა მომიწონოს. და უცბად გაუელვა ამ ფიქრმა: არ მომიწონებს და არც ღირსი ყოფილა დიდებისა... სახლში შევიდა, ჩამოიღო ლანგარი კედლიდან და გამოიტანა მზეზე. თუ არ ეს წამი, როგორ შეეძლო ლანგრისთვის ხელი ეხლო? მაგრამ დღეს ყველაფერი დაივიწყა, ყოველ წინანდელ რწმენაზე ხელი აიღო. დიაღ, აიღო ხელი, რომ გამოეხსნა თავისი ერთგული მეგობარი. ამ აზრს შესწირა ყველა სხვა ფიქრი და მოსაზრება.

როცა ზღურბლზე გადადგა ფეხი, ქუდი მოიგლიჯა და პირჯვარი გადაიწერა.

- დიდედა ჩემო, ხომ არ ჯავრობ და შენთან ერთად წმინდანებიც ხომ არ წყრებიან? ღმერთო, ნეტავი კი მივასწრო და!..

არ ახსოვს, როგორ მივიდა ფლორენციაში. გზაში წამოეწია ვიღაც უცნობი, რომელიც ცხენს მოაქევქევებდა. ფაელომ უჩვენა მას ლანგარი, უცნობმა ცხენს უკან შეისვა ყმაწვილი კაცი და გაჰქუსლა. სწრაფად მიიყვანა უცნობმა ფაელო ქალაქში.

იგი მაშინადვე გაიქცა ძველი ნივთების მოვაჭრესთან და დაუდო წინ მზითვის ლანგარი.

- აი, ესეც თქვენი სანუკვარი ლანგარი, - - წარმოსთქვა ფაელომ, - მომეცით ასი ფრანკი!

იქვე ვიღაც კაცი იდგა. წინდაწინ იმან სტაცა ხელი ლანგარს და დაუწყო სინჯვა.

- მე მოგცემთ ას ფრანკს, თუმცა ეს მეტადა ღირს, მხოლოდ მომითმინეთ.

- არ შემიძლიან. ჩქარა ასი ფრანკი!

- ნაპარევი არ იყოს და? - წაიდუდუნა უცნობმა და თანაც ატრიალებდა ხელში ლანგარს.

- არა, ძალიან პატიოსანი ბიჭია. ლანგარი მაგის საკუთრებაა.

უცნობმა მაშინადვე ამოიღო ასი ფრანკი და მისცა ფაელოს, თანაც ცნობისმოყვარე თვალით გადაჰხედა. ფაელომ გამოართვა რა ფული, როგორც ისარი, გაჰქანდა მაშინვე ძაღლების საპყრობილესკენ, დაუწყო კარებს ორივე ხელებით ბრახუნი, ყვიროდა ხმამაღლა: „შემიშვით, ფული მოვიტანე“!.

ეხლა აღარავინ ჯავრობდა, სწრაფად გაუღეს კარი და შეიყვანეს. ასეა მუდამ: ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს.

ცოტა ხანს შემდეგ იგი იკრავდა გულში თავის პასტორს, სიხარულისაგან სიცილზე ტირილს ურთავდა და ცხარე ცრემლით უსველებდა ძაღლს დაწყლულებულს ტანსა.

ფაელო გრძნობამიხდილი წაღების მწმენდელმა მოიყვანა სახლში. იგი ურემში ჩალაზე იწვა, ფეხით უჯდა პასტორი. სახლში ხომ იმის ლოგინს არ განშორებია მთელი ღამე.

რამდენიმე კვირა გავიდა, ვიდრე ფაელო გამოკეთდა და შეიძლო მუშაობა. სიცხემ იკლო, აგრილდა. სინესტით გაჟღენთილი დედამიწა კვალადამწვანდა, ეგრედვე ფერმიხდილი ტყე. ვენახებიდან ქარვისფერ ტევნებით დატვირთული ვაზები გამოიცქირებოდენ. ფაელო კარებზე იდგა, იკრავდა გულში პასტორს და თანაც სიცოცხლის მშვენიერებაზე ფიქრობდა.

- ჩვენ ეხლა, ჩემო პასტორო, დიდი ბეჯითობა გვმართებს, - ჩაელაპარაკებოდა ფაელო ძაღლს, - ურემი და ჯორაკი მოგვპარეს. საზღაური თავზე დაგვედო. ჩემი წამლობა ძვირად დაჯდა და ახლა ქალებს, ვინ იცის, ხაბაზისა რამდენი ჰმართებთ. მაგრამ ფიქრი არ არის. ღმერთი მოწყალეა, ცოცხლები ვიყვნეთ, ჯანი არ მაკლია და ღონე, გავუძღვები ყველაფერს. ასე, ჩემო ძაღლო, ასე, ჩემო კარგო!

ამ დროსვე მოაგონდა დეია და სახე გაუბრწყინდა, დეიას მიცემული ხუთი ფრანკი, ისე მაგრა ჰქონდა დაბღუჯული ხელში ავადმყოფობის დროს, რომ იმდენი ხნის განმავლობაში, ხელიდან ვერავინ წაართვა.

სწორედამ დროს მოვიდა ის უცხოელი კაცი, რომელსაც ფაელომ ლანგარი მიჰყიდა; მიესალმა თავაზიანად, მოიკითხა ალერსიანად, თან მოიტანა ლანგარიც.

- შენ ეს გაჭირებამ გაგაყიდვინა?

- დიაღ.

- იცი კი ამისი ფასი?

- რა მოგახსენოთ, ბატონო.

უცხოელს გაეღიმა, ლანგარი გადააბრუნა და უჩვენა ფაელოს ოთხი ამ რიგად დასმული ასო ვ. ფ. ო. ფ. და თარიღი 1538 წ.

- ეს ჰორაციო ფონტანის შრომაა, - წარმოსთქვა მან. ეს სახელი შენ პირველად გესმის და არც იცი მისი მნიშვნელობა, მაგრამ რომ იცოდე, იგი დიდებული შესანიშნავი კაცი იყო ძველს დროში. შესანიშნავი მხატვარი მთელს ურბინოში. ეს ლანგარი ათას ხუთასი ფრანკი ღირს. მე ვაჭარი არა ვარ და ამიტომ გაძლევ ღირებულს ფასს. გარდა ამისა, მე კარგად გავიგე შენი გარემოება. მე უცხოელი ვარ. აქვე, ცოტა მოშორებით მაქვს მამული და ძლიერ მიყვარს თქვენი სამშობლო. თუ გინდა, კარგ ადგილს მოგცემ, ასე რომ არც შენ და არც შენს პასტორს არაფერი გაგიჭირდებათ, - არავითარი საფრთხე არ მოგელისთ.

ფაელოს ამ სიტყვების გაგონებაზე თავბრუ დაესხა. აღარ იცოდა რა ექნა, ან რა ეთქვა, უბედურებას ადვილად გაიგებდა, როგორც ჩვეული, ხოლო ეს ბედნიერება!..

მაგრამ როცა სიმართლე დაუდგა თვალწინ მთელი თავის ძლევამოსილებით, სახე და თვალები მზეებრ გაუბრწყინდა.

- ალბად ღმერთს ასე ჰნებავდა! - წამოიძახა იმან ხმამაღლა. ორი წლის შემდეგ ფაელომ ჯვარი დაიწერა დეიაზე, ხოლო პასტორი, როგორც ეჯიბი, მეთაურობდა მთელ პროცესიას.

[1907 .]

მზითვის ლანგარი

აბეჭდი: ჟურნ. „ნაკადული“ მოზრდილთათვის, 1907 წ., 3, გვ. 17-24; 4, გვ. 30-36; 5, გვ. 28-32; №6. გვ. 27-32: №7, გვ. 28-33.

301. 25 ქალაქის] ქალაქს.

309. 21 დაჯდა] დაუჯდა.

315. 16 ტყვიის] ტყვის.

გარდა ამისა, „ნაკადულში“ ჯიუდეტას, ფაკლოსა და სანროკოს ნაცვლად ყველგან წერია: ჯუდეტტა, ფაელლო და სან-როკკო.

5 ნაწყვეტი

▲ზევით დაბრუნება


5.1 ბედნიერი დღე

▲ზევით დაბრუნება


მოქმედება პირველი

მოქმედნი პირნი

ივანე ზაქარიას ძე სანდიროვი - პოჩტმეისტერი სამაზრო ქა ლაქისა. 50 წლისა. უფრო გაზეთების კითხვას უნდება, მინამ სამსახურსა.

ოლღა სანდიროვისა - მოხერხებული ქალი 45 წლისა.

ლიპა, ნატო - ამათი ქალები.

უბრალაძე - მაზრის ექიმი 35 წლისა, ჩაფიქრებული, გამხდარი, მოწყვეტილად მოლაპარაკე და მოსიარულე.

თეიმურაზი - იმერელი, ფოჩტალიონი.

მეზობლებ - მიხაკა მეწვრილმანე, მედუქნე.

მეზობელი ქალი.

მოქმედება არის სამაზრო ქალაქში

პატარა სასტუმრო ოთახი სანდიროვის სახლში. პირდაპირ ზალაში შეღებული კარები, მარჯვნივ (აქტიორების მხრიდან) კუთხეში კარები, შიგნით ოთახებისა; მაყურებლების ახლოს კედელთან - დივანი, იმის წინ რგვალი სტოლი და რამდენიმე კრესლა; მარცხნივ კუთხეში კარები, - კანცელარიაში შემავალი, პირველ პლანზე - ფანჯარა, ამის წინ ლომბერის სტოლი. სხვადასხვანაირი ძველი მებელი.

გამოსვლა პირველი

სანდიროვი დაგლეჯილ ხალათში. გრძელტარიანი ჩიბუხი უჭირავს ხელში, დივანზე ზის, სტოლზედ იდაყვდაბჯენილი. წინ უდევს გაზეთი და გეოგრაფიის კარტა.

სანდიროვი (უსვამს კარტაზე თითს). ჰმ, ჰმ, მცირე ზვორნიკი, მცირე ზვორნიკი, ხათაბალაა, ერთი სიტყვით. დეპეშებიც იკითხე და კარტასაც უყურე, დასწყევლოს ღმერთმა! მცირე ზვორნიკი, მცირე ზვორნიკი, რამ ეშმაკმა ჩაყლაპა? ეხლა თითი ზედ მედო! ფუ, შე... არა, თუ ქინძისთავები არ დაურჭე, მე ამ ტანჯვას ვერ მოვრჩები. წავიდე. ერთი რამტენიმე ქინძისთავი ჩემს ცოლს გამოვართო. ცუდი რამ არის გეოგრაფიის უცოდინარობა. გუშინ ტელეგრამა იყო პიტსბურგიდგან, სადარის პიტსბურგი, რომელ კუთხეშია: ღმერთმა უწყის... ერთი სიტყვით: ხათაბალაა ფოჩტმეისტერობა. მცირე ზვორნიკი, მცირე ზვორნიკი. (შემოდის სანდიროვისა მორთული).

სანდიროვისა. უჰ! რანაირათ დავიღალე.

სანდიროვი. (თავჩაღუნული). ოო! რა ახალი ამბებია იდიოჩკაჯან, რო იცოდე!

სანდიროვისა. (წყრომით). რა ამბებია?

სანდიროვი. ევროპიის შესახებ, ქალო, ევროპიის.

სანდიროვისა. (დაეშვება კრესლოზედ) ღმერთო! რა კაცია, თქვენი ჭირიმეთ, რა გვეევროპება! შენ თავზედ დაიხედო, ოჯახზედ იფიქრო... დაუჟინია ევროპეიცი... ევროპა აწუხებს ჩემს ვაჟბატონს.

სანდიროვი. ოსმალები, დედაკაცო, ოსმალები.

სანდიროვისა. ბოროტი ხალხი არის, ხომ ველური ხალხია? თქვენ რომ უკანასკნელ ოსმალოზედ უარესი ბრძანდებით! იმათ ეპატივებათ, ურჯულონი არიან, მაგრამ თქვენ - ქრისტიანი, იმათზედ უარესად იქცევით! გაგონილა, გენაცვალეთ, ცოლ-შვილი, ოჯახი გააოხრე, სახლი დააქციე, არა გრძნობ, რომ ხვალ კარისკარ მოწყალების თხოვნა მოგვინდება!..

სანდიროვი. როგორ? რა ამბავია?

სანდიროვისა. გაგაქვავა ღვთისმშობელმა დედამ, არ იცი რაცა?

სანდიროვი. რას შეუწუხებიხარ, დედაკაცო, ქოთნიდამ ლობიო ხომ არ გადმოსულა?

სანდიროვისა. მართლაც, რომ შენი თავი ქოთანია და ტვინიც გაგქცევია! მე უნდა აქეთ-იქით ვასქდე, თავპირი ვიმტვრიო, შენ კი გაზეთები იკითხო, ო, თქვენმა მზემა. მთელი ქალაქი შემომარბეინა, ვის არ მოვხვევივარ მუხლზედ, ვისთვის? სულ ამის გულისთვის... ვის შევტირე... ვის გავეხუმრე... ვის გავესიყვარულე... ვის ისეც და ასეც... ყველას ხელს ვაწერინებდი, რომ ქალაქს ეთხოვა თქვენი დარჩენა. ორმოც კაცს ხელი მოვაწერინე და უნდა მივართო მათ აღმატებულებას, ქალაქის თავმაც აღმითქო შემწეობა. ეს თქვენ ჭკუაში არაფერია?!

სანდიროვი. (შინჯავს კარტას) ო, ფრიად სასიამოვნოა, სულიკო!

სანდიროვისა. (თავის ქნევით) „ფრიად სასიამოვნოა!“ რა უზრუნველი, რა ბედოვლათი რამ არის, თქვენი ჭირიმე! იქნება არ შეგიტყვია თეიმურაზის ქალაქიდამ დაბრუნება? სუყველაფერი - კარგად გაუგიათ და შეუტყვიათ: გლეხების ცარცვა და ცხენის კუდის იჯარა. თქვენს ჩიბუხზედაც ყოფილა ლაპარაკი. თვითონ ღენერალი მობრძანდება გამომძიებლად. რამდენს გელაპარაკებოდი, მაგ შეჩვენებულ გაზეთებს ჩამოეხსენი-მეთქი. რა მოგველის არ იცი? უნდა ხელი ხელს გადავაბათ და ქუჩა-ქუჩა მოწყალება ვითხოვოთ.

სანდიროვი. (ყურს არ უგდებს) მადლობა ღმერთსა! ძლიერ თავსაც არ ვიტკენ, მობრძანდეს!

სანდიროვისა. ქა! ყურსაც რომ არ იბღერტამს! იქნება არა გჯერა?

სანდიროვი. ა, ვიპოვე! ვიპოვე! აქ არის!

სანდიროვისა. რა? რა იპოვნე - ასი ათასი?

სანდიროვი. არა, მცირე ზვორნიკი.

სანდიროვისა. გასაოცარია (შემოდის თეიმურაზი).

გამოსვლა მეორე

სანდიროვი, სანდიროვისა და თეიმურაზი

თეიმურაზი. (შემოდის, თავს უკრავს) რავა მშვიდობით ბრძანდებით, ბატონო?

სანდიროვისა. აგერ, ეს ვაჟბატონი... რა გნებავს?

თეიმურაზი. თქვენი მშვიდობა, ბატონო, და დღეგრძელობა (სანდიროვი გაზეთს დასდებს, ჩიბუხს ეწევა და შესცქერის თეიმურაზს).

სანდიროვისა. შენმა თავის გახეთქამა! რა გილაპარაკნია ბატონზე ღენერალთან?

თეიმურაზი. მე? არაფერი, ყველა კაი, მარა ვინ მაცალა მე, ბატონო, წინეთვე გეეგო ღენერალს, თეიმურაზ მოდისო, ჩასვლის უმალ მომეგება კაცი, გიხმობს ღენერალიო, წავედი. მიმიღო ძალიან, დამაჯინა (მოიწევს სკამს და დაბრძანდება) ასთე, თქვენ, თქვენ სახელს ვფიცამ. მითავაზა ციგარა... მე ვიფიქრე: თუ ასთე მე მწყალობს, ჩემს ნაჩალიკს - თქვენზე ვიფიქრე, ჩემ ნაჩალიკს ხომ ცხადად დაისვამს კისერზედ-თქვა. მიამა - თქვენ ნუ მოუკვდებით ჩემს თავს! დამიწყო მუსაიფი: ყველაზე უმალ მკითხა ცხენის კუდის თაობაზე. ყველა კაი და პატიოსანი-თქვა, დავიწყე თქვენი ქება. გაქეთ, მარა რავა გაქეთ, აგიყვანეთ ზეცას, მაგრამ უცებ არ გამაჩერა მე უბედური. „გაზეთიო“ დეიძახა. შემოვიდა, ბატონო, „დროების“ მეგაზეთე, შემოიტანა გაზეთი და უშველებელი ბეჭედი. შემეშინდა. გულმა დამიწყო ფანთქალი, უცბათ მომაწვა გულზედ მე უბედურს: თქვენი ჩიბუხის ტარი, ფოჩტაში მოსული ფულის დაკლება, ცხენის კუდის ხარჯი და სხვა უშველებელი. მაგრამ არა, შენ არ მომიკვდე, არ წახდე თეიმურაზ-თქვა! - შეუძახე ჩემს თავს. ამ ვაიში ხომ ვარ, ეს ჩემი ცოდვით სამსე მეგაზეთე ამ უშველებელ ბეჭედს ურტყამს გაზეთს და ურტყამს, იმე, ვიფიქრე, ღმერთო მომკალ, თუ ჩემზე ტორგი დაუნიშნავთ და ამ მეგაზეთეს ვერგეთქვა!.. ჩამივარდა ენა. თქვენ ნუ მოუკვდებით ჩემ თავს, რომ სულ ეს ნამდვილია. მარამ რა, რომ ჩემი თქმა მათ არ სჯერებიათ. თავში გაიჩერო რამე ფიქრი, მეგაზეთე დაჰკრავს ბეჭედს და სულ ენით არ უთქვამს კაცს, გამეეხატება გაზეთში... გევიფიქრე ცხენის კუდზედ, დაერტყა ბეჭედი და მოჰყვა ქვეშ ცხენის კუდი, მომაგონდა თქვენი ჩიბუხის ტარი, რომ მირტყამთ ხოლმე და ჩემი შეწუხებული თავი და თქვენი ჩიბუხი გამოიხატა გაზეთში ცხადათ. ეს რომ მცოდნოდა მე უბედურს, სულ თქვენ დღეგრძელობას და ყველა კეთილს ვიფიქრებდი. ციმბირშიდაც რომ გავეგზავნეთ.

სანდიროვისა დიდი ხანია შენ საციმბირო ხარ! ხომ დაგაცალეთ, გრძელი სიცრუვე გათქმევინეთ. არა, შე მაწანწალა, რო ჩიოდი, ის არ იფიქრე, რომ ღმერთი ჩვენ არ გაგვწირამს და შენისთანა მაწანწალას არ გაამართლებს?

თეიმურაზი. კი, მაგრამ რა ვიცოდი, ქალბატონო, რომ რაცხას მე გულში გევივლებდი, ყველას ბეჭედი დაესმებოდა და გაზეთში დაიწერებოდა?!

სანდიროვი. (მოთმინებიდან გამოსული) აი, ამ მინუტში მე შენ დაგაწერ ჩიბუხის ტარით რაც დაგაკლდა და რაც გულში გიფიქრია!

თეიმურაზი. (წამოდგება) ინებეთ, ინებეთ, მარა გაზეთის უშველებელი ბეჭედი...

სანდიროვი. (დგება დივნიდამ) ერთიანად, ერთიანად მიიღებ რაც დაგკლებია. (თეიმურაზი ზალისკენ მირბის) უშველებელი ბეჭედი... უშველებელი...

სანდიროვისა დაანებეთ თავი, ახლა ეგ გაუხადე ახალ ამბათ მეგაზეთეებს...

თეიმურაზი. (ზალიდამ) მე გულით კი არა, ენით მოვახსენე მეგაზეთეს ცხენის კუდებზედ, საფოსტო ფულიც, სხვებიც (გაიქცევა).

სანდიროვი. (დამშვიდებით) მაშ მოიცა, ჩემზედარ დაგეკარგება (ისევ ჯდება დივანზედ და გაზეთის კითხვას მიეცემა).

სანდიროვისა როგორ? კიდევ გაზეთებს მოუჯექ? მაშ გესმის? თავს დაგანებებ და გადავიკარგები სადმე. იცხოვრეთ, როგორც გეპრიანებოდეთ! არა, მითხარი, მიპასუხეთ, ცოტას მაინც და ჰფიქრობთ თქვენს სახლ-კარზე, ცოლ-შვილზე?

სანდიროვი. არა, სრულებით არა, შენმა მზემ. ჩვენა ვართ ჩრჩილნი და სიცოცხლე ჩვენი არს ამაოება; ამიტომაც არც ფიქრი ღირს ამაზე (გაზეთზე უჩვენებს) აი, აქ არის კაცობრიობის ბედი და იღბალი, ისტორიული კითხვები.

სანდიროვისა ჩვენ რომ არავინ გვეკითხება, მაშ არც პასუხისგებაა ჩვენი საქმე. ჩვენი საქმე - შიმშილით არ დავიხოცნეთ - აი, ეს არის. მოიფონე რა გვაწევს კისერზედ: ნატო და ლიპა უმათხოვრო გასათხოვრები, მაგრამ დაეთხოვე-და, წინეთ მეგონა ლიპაზე თვალი ეჭირა და ეხლა ჭკვაზე შემცდარა. რაღაც დისერტაციას თურმე სწერს. აგერ ორი თვე მიდის, ერთხელ არ შემოუხედნია ვიფიქრე და მოვიგონე - კაცი გაუგზავნე დღეს და დავაბარე: ლიპა ავადარის და ვთხოვთ ექიმს მობძანდეს ნახოს-მეთქი, უნდა რამე მოვახსენო. ნატო თავს გაიტანს, დედის შვილია. ლიპას კი მურაბის კეთების და ძილის მეტი არა გაეგება რა. ახლა სხვა: კოლა და ნიკო გემნაზიაში მისაცემები არიან. სონა, საშა, მაშო და ლუბა ზავედენიაში უნდა ჩავიყვანოთ. დანარჩენებისათვის ვინმე სემინარისტი მაინც უნდა დავიჭიროთ, თორემ სირცხვილია, სხვა არა იყოს რა, - მეზობლებს ბაღში აღარა შეარჩინეს რა და ვენახში. იმათზე წყევლა და გინება მოსვენებას არავის აძლევს (შემოდიან მეზობელი ქალები და კაცი). აი, კიდევ, ყური დაუგდე.

გამოსვლა მესამე

სანდიროვი, სანდიროვისა და მეზობლები

მეზობელი ქალი. ეს რა ღვთის რისხვაა, თქვენი ჭირიმეთ, ჩემ თავზე! კიტრი ვეღარ გადავარჩინე ბაღში თქვენ შვილებს და ხილი! დღეს ერთ მინუტას მეზობელთან მივირბინე და ის იყო, მანამ დავბრუნდებოდი, სულ ძირიანათ დაეგლიჯაო, რაც მოხვედროდათ ხელში. დამიფარე, ღმერთო, რაღა ჩემზედ მოიცალეს, - ეს ხომ პირველი არ არის.

მიხაკა. რის შენზედ, დედაკაცო, - მე კი სარგებელში ვარ იმათგანა? ჩემი ვენახი რომ ნახო, კალიისაგან მოტვლეპილი გეგონება, ერთი მომაშორეთ, ბატონო, და! ლამის წვერ-ულვაშიც მომაძოვონ: დიდი ძუნწი რამეები არიან.

სანდიროვისა. როგორ მოგწონს პოლიტიკა, მამა ბატონო?

სანდიროვი. ჰმ. დიახ... ჰოდა! დაიჭირეთ... მიროვოი სუდიასთან.

სანდიროვისა. იჰ, იჰ! მამა ბატონსა!

მიხაკა. დავიჭიროთ - ადვილია! ერთი საძნე ურემი გამოვა, ბევრი მოგიშენებიათ და!

სანდიროვი. აი, ჩორტი-კანალია! მომიშენებია რომელია? მე შენ აგიშენებ ზურგზე (ჩიბუხს უღერებს) შენს სიბრიყვეს.

მიხაა. ვა, შვილებმა გადამძოვონ, მამა მცემს: ეს სადაურია, კნიაზჯან?

სანდიროვი. სადაური და ჩემებური.

მიხაკა. მაშ კანონებიც შენ გიწერია. სუდიაც შენა ხარ რაღა?

სანდიროვი. კიდევ რომ ლაპარაკობს? გაკმინდე ხმა-მეთქი!

მიხაკა. ზაპრეშჩენიეც შენი ყოფილა რაღა! ვა, იქნება მეც შენი ვარ!

სანდიროვი. (მიიწევს ჩიბუხის ტარით) დაიკარგე შე შარლატანო, შე...

მიხაკა. (მიდის და კარებიდამ) აი, თქვენს სამართალს... (გადის)

ქალი. მეტი მოჩვენებები არიან. რა გამოუდგები, უკან, უკან გარბიან, ენებს გამოგიყოფენ და ზზზ! (თითს თითზე უსვამს) ასე გაბრაზებენ! მეტისმეტი ღვთის რისხვები არიან.

სანდიროვისა. ღვთის რისხვაც შენა და ბატონისაცა!

ქალი. ქა, მევე რომ მწყევლის. ჩემი სისხლით და ოფლით ნამუშავარი თქვენ გამიოხროთ და ღვთის რისხვა მე?

სანდიროვისა. სწორედ შენ. მეხი კი დაგაყარე შენცა და შენს ნამუშევარსაცა.

ქალი. აი, არა მოგივიდეთ რა მაგაზე უფრო სამართლიანი. ჰო და ასე!

სანდიროვისა. როგორ ბედავ, შე უნამუსო, აშარო! ვისთან?

ქალი. აი, არ დასცალდეს ხვალინდელი დღე უნამუსოსაც და აშარსაც.

სანდიროვისა. (მიიწევს და მუჯლუგუნით გააგდებს) მე ვარ აშარი? მე ვარ აშარი?

სანდიროვისა. (სანდიროვს) ხომ ხედავ ამ ამბავსა? ეხლაც არ იფიქრებ რასმე?

სანდიროვი. (დამშვიდებული მიუჯდება გაზეთებს) ერთი მინუტი შენ გეთაყვანე, ერთი მინუტი დამაცალეთ.

სანდიროვისა. არა, ერთი მითხარ: ადამიანი ხარ თუ არა?

სანდიროვი. შენთან ცხოვრება, ოლღა, სწორედ შეუძლებელია...

სანდიროვისა. შეხედეთ ამ ვაჟბატონს, მე რომ მამტყუნებს.

სანდიროვი. მთელი ეს დილა. ვეძებე პატარა ზვორნიკი. ვიპოვე...

სანდიროვისა. მერე!

სანდიროვი. პატარა ზვორნიკი ვიპოვე, მაგრამ დიდი იზვოროტისკი დავკარგე, თქვენი გადამკიდე... ეჰ! (გაზეთებს, კარტას აჰკრებს და მიაშურებს კანცელარიას).

სანდიროვისა. დაგლეჯილო ფოსტალო! რა იქნება ეს კაცი უჩემოთ! სულ მე, საბრალო ქალს, უნდა მეკიდოს ამითი რჩენა (ზალიდამ გამოდის ლიპა, ამთქნარებს და იზმორება).

გამოსვლა მეოთხე

სანდიროვისა და ლიპა

სანდიროვისა აი, კიდევ ჩემი გამაბედნიერებელი! რას ამთქნარებ?

ლიპა. მეძინება.

სანდიროვისა. ეხლა არ ადექი. როგორ არ გრცხვენიან? ერთი საათი უნდა გაღვიძოს ადამიანმა, რომ თვალი გაგახელინოს.

ლიპა რათ მაღვიძებთ? რა უნდა ვაკეთო? მთელი დღე ვეხეტიალო ოთახიდან ოთახში?

სანდიროვისა. მაშ სულ უნდა გეძინოს? რას გაუგიჟებია?

ლიპა. რასაკვირველია, სჯობია; აღარც არა გესმის, აღარცა რას ხედამ. დიახ, სჯობია (ჯდება კრესლოზედ), რათ იბადება ადამიანი, თუკი ამისთანა ტანჯვაში იქნება?

სანდიროვისა ფილოსოფიას თავი დაანებე. სწორე გითხრა სულაც არ შეგფერის. გიჯობს თავი მოიავანტყოფო; უბრალაძე მალე მოვა.

ლიპა. მერე, როგორ მივიღო, თუკი არა მტკივა რა?

სანდიროვისა კიდე! კბილი არ მოგიცვლია? უთხარი ფერდი მტკივა-თქო, თავის ტკივილი, გულის წუხილი და სხვა. ვერაფერს მოიგონებ? თავი მოისუსტე, ხმა მიიკნავე და ამასთან გრძნობით გადახედე, მოსიყვარულედ, მერე მოიწყინე... თავი შეაბრალე... საყვედური...

ლიპა. მერე ეგ გრეხა კომედია არ გამოდის?

სანდიროვი. დიახ, კამედია მაშ, ქალბატონო, შენ რა გეგონა? მზითევი რომ არა გაქვს... წუთისოფელია, შვილო, რითაც კაცი თავის საქმეს გაიკეთებს, იმას უნდა მიჰყვეს... რა გიყოთ, ერთი დედაკაცი ყველას როგორ გაგიძღვეთ, გენაცვალე, - უშენოთაც ბევრი მახვევია თავზედ... წყალში უნდა გადავვარდე.

ლიპა. ჩემზე ნუ სწუხართ, მკერვლად შევალ...

ლიპა. არა, საწამლავი, საწამლავი, ექიმო! რა არის, იმდენი პატივისცემა როგორ არ გაქვს! ოჰ, როგორ დამავალებდით!

უბრალაძე ხომ გითხარით, არა მეთქი! რა ანგარიშია, მე უფრო ძვირად მიღირს. მოიცადეთ: ზეცას ხო მუდამ არ ებნელება.

ლიპა. მინდა მკერვალობა დავიწყო.

უბრალაძე. რაღა უთუოდ მკერვალობა?

ლიპა. მეტი რომ არაფერი ვიცი რა? მართლა, მურაბის კეთება ვიცი. როგორ მოხდა ეს, ვერ გეტყვით მე თვითონ: არც მისწავლია, მაგრამ ბოლოს გამოვიდა, რომ ვიცი.

უბრალაძე. მაშ მკერვალობას აპირებთ რაღა?

ლიპა. იქ სხვა არა იყოს რა, სიცოცხლე მაინც არის.

უბრალაძე. ბევრი არაფერი, სწორე გითხრათ.

ლიპა. ჩემსას მაინც ემჯობინება. მთელი კვირა მუშაობით იქანცებიან და უქმე დღეს სიამოვნებით ისვენებენ, მე კი მუდამ დასვენებამ გული გამიწვრილა. კაცმა მკითხოს: სისაღე მაკლია თუ ჯანი, რას ვაკეთებ? ოთახიდან ოთახში დავეხეტები უსაქმოდ. უმიზნოთ. ხალხს უნდა და ნატრულობს სისაღეს და ღონეს, მე კი ეს ყველა მომჭირებია, ჩემთვის გამოუსადეგარია ერთიც და მეორეც. აბა რა ვარ? გავქვავდებოდე მაინც? განა ამისთანა წამალი არ არის?

უბრალაძე. აფთეკაში ვერ იშოვით მაგფერ წამალს, მაგრამ ნუ შესწუხდებით, არც არის საჭირო, თვითონ ჩვენი ცხოვრება გამქვავებელი სენი არის სიცოცხლისა. აი, ეგ მობეზრება სიცოცხლისა, აი, ეგ დღითი დღე ერთი და იგივე უმიზნო და უხალისო ცხოვრება ნელ-ნელა ისე გამოაშტერებს კაცსა, რომ ბოლოს ვეღარაფერმა დრტვინვამ ვერ გამოაღვიძოს, ვერა ხმამაღლა ძახილმა ვეღარ გამოაღვიძოს.

ლიპა. „ნელ-ნელა“ განა საშინელი არ არის ეს ცდა?

უბრალაძე. „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთა სული თქვენი“. თავის მობეზრებაც ბევრნაირია.

ლიპა. როგორ?

უბრალაძე. შეიძლება სხვადასხვანაირად მოიწყინოს კაცმა, სხვადასხვა გარემოებაში, მარტოობაში, ვთქვათ ვისმე თქვენსავით თავმობეზრებულს და ამასთან ერთიორად მოწყენილს.

ლიპა. თქვენ გამოცანაებით ლაპარაკობთ.

უბრალაძე. (საათს დაჰხედავს) შემდეგში მოცლილი გახლდებით და უფრო ცხადათ გეტყვით (სანდიროვისა შემოდის).

გამოსვლა მეექვსე

ლიპა, უბრალაძე და სანდიროვისა

სანდიროვისა. ოჰ, ექიმო! რა არის, ყმაწვილო, რაზედ მოგვიძულეთ, (უბრალაძე თავს უკრავს) დაგვივიწყეთ, სრულებით დაგვივიწყეთ.

უბრალაძე. შინიდამ გამოსვლის ხალისი არა მაქვს და არსად დავდივარ, თუ არ...

სანდიროვ. დიახ, გაწუხებთ ჩვენის სნეულობით მაშინ, როდესაც თქვენ თითონ, მგონი, უქეიფოთ გამხდარხართ, ყმაწვილო.

უბრალაძე. დიახ, როგორღაც გახლავართ...

სანდიროვისა. მეტათ ბევრსა საქმობთ. გავიგონე, დისერტაციას თურმე სწერთ.

უბრალაძე. ჰმ... მერე ვინ მოგახსენათ და ვის რად ეპიტნავება ეგ ახალი ამბავი?

სანდიროვისა. სხვისაგან გავიგონეთ, ყმაწვილო. ქვეყანაზედ რა იმალება? ძალიან სიამოვნებით მოვისმინეთ ეს ამბავი, თქვენმა მზემა.

უბრალაძე. მართალია, ვწერ, თანაც ვიტანჯები. მედიცინა მიყვარს, მრწამს, რომ დიდი მომავალი აქვს ამ მეცნიერებას, მაგრამ ამასთანავე მჯერა, რომ ვარ ერთი ჩამორჩენილი, მკვდარი წევრი მისი! მეურნეობის წამართვის საქმე და მე, უეზდის ექიმი, შორი-შორს გახლავართ - „კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ ნახირაო“ ჩემზე შეიძლება ითქვას. ჩემი საქმეა სალომიანტის მეუღლის „მუცლის გვრემაზე“ და „თავის ფრენაზე“ ვიფიქრო, დილდილით და საღამ-საღამოთ კი უნდა გულადად ვებრძოდე კნიაზ ბელაშვილის „თიაქრებსა“, „ბუასილსა“. (წამოდგება) მე იმ ადამიანთაგანი ვარ, რომლებიც ცოტა თუ მეტათ ბრძოლის შემდეგ მიეცემიან წუთისოფლის ვითარებას და ეხლა მე ყველა ქვეშევდომებრთა შორის მივედინები იქით, საითაც მიგვერეკება ჩვენ ჩვენი მედგარი ხვედრი.

სანდიროვისა. გვემართლებით, გვემართლებით, ექიმო. ან კი რა არის პროვინციალური ჩვენი ცხოვრება?

უბრალაძე. რა ბრძანებაა! განა კი მე ჩემ თავზედ არას ვამბობ! მეც ცხვრის ფარაში ურევივარ და მოწინავე თხად სრულებით არა ვრაცხ ჩემს თავსა! რითია ავათ თქვენი ქალი?..

სანდიროვისა. აბა, ლიპა, მოახსენე, შვილო!

ლიპა. მე არ ვიცი რა მტკივა, დედა.

სანდიროვისა. (გაფითრებული) ოჰ, ღმერთო! მთელი ღამე, შენმა გაზდამ, ისე გაათენა საბრალომ, რომ თვალი არ მოუხუჭია, თათე ვის ტკივილი და გულის კოვზთან...

უბრალაძე. შეიძლება მუცლის გვრემა იყოს, ეგ არაფერი - გაივლის!

სანდიროვისა. ბოდავს, გენაცვალე, საშინლად ბოდავს, წუხელის მთელი ღამე... ისე კიოდა რომ... ამ ბოლო დროს მაინც ესეც ჩემი ბედი! (ამოიოხრებს) მერე მიმალავს. ვკითხამ: რა არის, შვილო, რითა ხარ ავად? არას მეუბნევა, აჩრდილივით დადის გულის შემაწუხებლად, - საქმისათვის ხელი ვერ მოუკიდია, ალაგი ვეღარ უპოვნია საცოდავს... მთელი ღამე თვალს აღარ მოხუჭამს, ისე ცხადათა ბოდავს... გული მტკივა, ექიმო, ამის ცქერით! ხშირად, თითქმის მუდამ, თქვენ გიგონებთ, ვინ იცის, რა ელანდება!

ლიპა. დედაჩემი რას არ მოიგონებს!

სანდიროვისა. შენ ჯერ კიდევ სულელი ხარ, ჩემო ანგელოზო! შენ არ გესმის ესეთი დასაწყისი აქვს ძნელ ავადმყოფობას და ხშირად მოურჩენელი სენია!..

უბრალაძე. მაშ უწამლოთ?

სანდიროვისა. ოჰ, როგორ არა! უთუოდ, უთუოდ.

უბრალაძე. თუ უთუოდ, მაშ უთქვენოდაც მოვახერხებთ, ტყულად ფული რად დავხარჯოთ? შინაური წამლები გექნებათ რამე. მარტორქა, ძირმწარა... ან სხვა რამ?

სანდიროვისა. როგორ არა, მაქვს... მაგეებს ყველას ვიშოვნი.

უბრალაძე. ძალიან კარგი, დაალევინეთ, მოუხდება...

სანდიროვისა. რა დავალევინო?

უბრალაძე. ბევრი კი არ მოგივიდეს და სულ ერთი... მარტორქის ნალესი იქნება თუ ძირმწარისა! მაშინვე მორჩება. (ეთხოვება) მშვიდობით ბრძანდებოდეთ!

სანდიროვისა. რად მიბრძანდებით? მოგწყინდათ განა ჩვენი მუსაიფი? იქნება ყავას ინებებთ? რა არის, ყმაწვილო, ნახევარი საათი რომ გვაჩუქო?

უბრალაძე. არა, ბატონო, არ შემიძლიან, საავათმყოფოში უნდა შევიდე, ნურას უკაცრავად! (გადის).

სანდიროვისა. (გააცილებს და ქალს) უი, შენ მოუკვდი შენ დედას! (გადის).

ლიპა. ცხოვრება! რა ვარ? გამოდის რო, მე ვარ სავაჭრო საქონელი, რომელიც თავისთავად ვერ საღდება, რა ქნას ვაჭარმა? უნდა ძალაუნებურად მიაჩეჩოს და შეატყუოს როგორმე რომელსამე მყიდველს. ამისთანა მდგომარეობას, მგონი, სიკვდილი უნდა სჯობდეს, მაგრამ ეჰ, რაც უნდათ ის... (ხელებს პირზე დაიფარავს. სცენის იქით ისმის ხმა: „როცა მე ვიყავ არკადის პრინცად, როცა მე ვიყავ არკადის პრინცად!“)

გამოსვლა მეშვიდე

ლიპა და ნატო

ნატო ტრალა-ლა-ლა-ლა. საღამო მშვიდობისა, ლიპაჯან, მითხარი, გენაცვა, სიზმარში ვისა ჰხედავ ხოლმე, უბრალაძეს არა? (ფანჯარაში იცქირება) ღმერთო! მე ვინღა მომხვევს ხელს, ვინ მაკოცებს ტკბილად. მეც წყნარად გავიცინებ, შევხედამ, ცოტად შორს დავდგები, მერე იქიდგან გავექანები და მოვეხვევი, თუნდა ლამაზიც არ იყოს! აი, მოდის საპელო, უპრავის ბუხგალტერი, რა იქნება, რომ მაგან შემირთოს! საპელო! შემირთე, გეთაყვა, რა არი. შემირთე, (მიუახლოვდება ლიპას) ლიპა! შენ გენაცვალე, დამითმე უბრალაძე! შენ ხელიდამ წაგივა, მე კი მალე გავაბამ მახეში.

ლიპა. გამეცა იქით, თვალიც გამოგძვრება. წადი, ვისაც გსურდეს, იმას ააჯექი.

გამოსვლა მერვე

ლიპა, ნატო, სანდიროვისა

სანდიროვისა. ნატო, შვილო, უბრალაძემ რად დაგვივიწყა, იქნება აღარ ვაგონდებით.

ნატო. აღარ ვაგონდებით, თქვენ ნუ სწუხდებით, დედილო, მოიცა, როგორ ვაჩვენო თავი.

სანდიროვისა. ნაღველი მომაწვება გულზედ, უშენობას რომ მოვიგონებ: შვილო, ერთი შენა ხარ ჩემი ნუგეში და მეგობარი, არა, შვილო, ჯერ ყმაწვილი ხარ (ლიპა მიდის კარებისაკენ).

ნატო. ლიპა, არ გეძინება?

ლიპა. (ზარმაცად ამთქნარებს) არ ვიცი, იქნება... დავიძინო, არა სჯობიან ტყუილად ყბედობას.

სანდიროვისა. დაიძინე, შვილო, მაგრამ ღენერალთან როგორ უნდა მოვიქცეთ, უნდა ამაზედაც ვიფიქროთ, უნდა მოვთინთლოთ, უიმისოთ არ გამოდგება საქმე, უნდა შევაკოწიწოთ... წუთისოფელში უმისობა არ გამოდგება... იქნება ჩამოხდეს ჩვენსა, იქნება არა, მაინც სადილად კი ჩვენსა იქნება უეჭველად, აი, მაშინ უნდა ცოტა პირის გასატკბობელი მივართოთ. ის დიდი ავმუცელაა, როგორც ვიცი.

ნატო. მესმის, დედილო!

სანდიროვისა. თვალები ააჟუჟუნე. ნაზათ ნაზათ გაუცინე. თქვენო აღმატებულებავ... ასე. ამასობაში საქმე...

ნატო. სამის წლის წინათ რომ მოვიდა, დედი, მე მაშინ პატარა ვიყავი. ეხლაც მახსოვს, თმაზე ხელი გადამისო... მაშინ არაფერი ვიცოდი... ეხლა კარგად ვიცი, რაც ეამება მათ აღმატებულებას... უფრო თვალების ჟუჟუნი და ჩუმი ღიმილი, არა, დედი! უეჭველად ჩვენსა ჩამოხტება! სად უნდა ჩამოხტეს, თუ არა ჩვენსა... ვინც რა უნდა თქოს, მე ვიცი ჩვენსა ჩამოხტება.

სანდიროვისა. ღმერთმა ბრძანოს. დედაო, ღვმთისმშობელო, ჩვენსა ჩამოხტეს.

ნატო თვალი ესე არ ვუყო, დედა! ვიცი, ვისწავლე (ტანში გამოპრანჭული, ტუჩებში იღიმება).

სანდიროვისა. ჰო, გენაცვალე, ეგრე, ჰო, ეგრე, რა გონიერი რამ არის ჩემი ნატო (კოცნის). არა, მე იაფად არავის მივცემ. მეხი კი დავაყარე ფოჩტალიონებს, იმათ უნდა მივცე, კანცელარიაში ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხავს, არამც თუ კაცი, უწინ დღე დამელიოს, ვიდრე კანცელარიის მოხელეს მიგცე. გული გამიწყალდა ღენერალის მოლოდინში.

ნატო. ნუ სწუხდები, დედი! (ისმის იქით ზარის ხმა, თანდათან უახლოვდება).

სანდიროვ. (შემოჰკრამს ტაშს) უი, დამიდგა თვალები!

ნატო. ის არის დედი ისა (მირბის მარჯვნივ კარებში, შემოდის თეიმურაზი).

გამოსვლა მეცხრე

სანდიროვისა, თეიმურაზი და სანდიროვი

თეიმურაზი. გიახლათ, ბატონო! მის აღმატებულება ღენერალი. მისთანა რომ რა გინდა! (უცებ იკარგება თავიდგან).

სანდიროვისა. (მირბის მარცხნივ, შაეჯახება ქმარს, გაკვირვებით!) ქა, ხალათშია ისევ თქვენი ჭირიმეთ! გაიძრე-მეთქი ჩქარა! გადააგდე, რაღაც საოხრო ჩიბუხს დაათრევ, შე საცოდავო! რა ღვთის გლახაა ეს საწყალი! ეს საბრალო (გადის. სანდიროვი რჩება გაშეშებული).

ფარდა დაეშვება

მოქმედება მეორე

მოქმედნი პირნი:

სანდიროვი, სანდიროვისა, ლიპა, ნატო

შურგინი. შტატსკი ღენერალი. უფროსი გამგეობისა, სადაც სანდიროვი მსახურობს. 50 წლისა, ძალად დარბაისელი ვერცხლის სათვალეებით.

პეტრე სტეფანეს ძე ივანოვი. მოხელე შურგინის გამგეობისა; წმინდათ ჩაცმული, თმებგადავარცხნილი. ახალგაზრდა, ლაპარაკი ცოტა მორცხვი, იღიმება და არ იცის თვალები რაზედ გააჩეროს.

ქალაქის თავი. მობღუნძული, წლოვანება არ ეტყობა ცდილობს თავი მაღლა დაიჭიროს. ხელები ჩამოშვებული აქვს, ცოტა გაშეშებული. ტანზედ აცვია მუნდირი.

I მოქმედების დეკორაცია

გამოსვლა პირველი

სანდიროვისა მორთული, შემდეგ ლიპა

სანდიროვისა (მიიპარება დახურულ კარებთან და იქიდამ უგდებს ყურს) ფეხის ხმა არ ისმის, მოუსვენია (უკან იწევს). უი, ოჯახო დაღუპულო, გაჯავრებულია ის. არ ლაპარაკობს! მხოლოდ ერთი ესა სთქვა: „ცოტა უნდა მოვისვენო“. ჩემი ვაჟბატონი ყურებსაც არ იბერტყამს, უი, ოჯახო დაღუპულო.... უბედურება მოგველის, გული მეუბნევა. როგორი მოხელე მოჰყოლია ღენერალს? სხვა ვიღაც მოხელე მოჰყოლია ღენერალს, ეს ის არ არის. სახე გულკეთილობას უმტკიცებს. არა ჰგავ სატახტო ქალაქის მოხელეებს ბოროტებით და გესლით სამსეებს. მგონია სემინარისტი უნდა იყოს, მიმოხვრაშიაც ეტყობა... ხელებს ისე შლის, ასე გონია... ნეტა შემატყობინა, რა გადაწყვიტეს? ჩემი თვალის ჩინი განგებ ცეცხლში ვარდება გაზეთების კითხვით. იმას არ გრძნობს, რა უბედურება მოგველის (კარებში შემოდგება ლიპა) სად მიეხირება ნეტავი კაცმა თქოს? წადი ქადა არ დაიწოს, მიხედე.

ლიპა. გული აღარ მითმენს, დედილო.

სანდიროვისა. აი, შე აშარო, აშრის შვილო! ქადა მეთქი, ქადა მეთქი, არ გესმის? მიჰხედე ჩქარა, არ დაიწოს (ლიპა მიდის, კანცელარიიდან გამოდიან: ივანოვი ქაღალდებით, სანდიროვი წიგნებით).

გამოსვლა მეორე

ა ნ რ ვ

ივანოვი, სანდიროვი და სანდიროვისა

სანდიროვისა. მობრძანდით, გენაცვალეთ, თქვენთვის აქ სჯობს, კანცელარია ლაფით სამსეა. მთხოვნელები შეგაწუხებენ, აქ უფრო მოსვენებით იქნებით.

ივანოვი. დიახ, აქ სჯობია.

სანდიროვისა. (უთითებს სტოლზედ) ვგონებ, ამ სტოლზე გერჩივნოთ. მობრძანდით, გეთაყვანე (ივანოვი ჯდება, სანდიროვი ალაგებს წიგნებს, დაიწყობს უკან ხელებს და დაფიქრებული მედიდურად დადის. ივანოვი უწყებს რჩევას წიგნებს და საქმეებს).

სანდიროვისა. (უჩვენებს) ეს შემოსავლის ჟურნალი გახლავს, ის - გასავლისა, ესეც შემოსავალ-გასავლისა, ეს სხვადასხვა გადასახადის ჯარიმებისა. გასაოცარი წესიერებით და სიწმინდითა გვაქვს, ბატონო, ყოველი საქმე დაყენებული. საწყალმა ივან ზახარიჩმა ხომ სულ თავი გადააკლა საქმეს! (ტირის) დღე არ გააჩნია და ღამე საცოდავს და კიდევ არავინ უფასებს, მის აღმატებულებასთან აბიზღებენ, სწამებენ ცილსა. კარგად მოგეხსენებათ ეხლანდელი დროება.

ივანოვი. (გატაცებული ქაღალდების რჩევაში) რა მოგახსენოთ.

სანდიროვისა. (ხელს წაჰკრავს ქმარსა) რას ელოდები, შე ბედოვლათო, და არაფერს ამბობ, ვერა გრძნობ, რა უბედურება მოგველის.

სანდიროვი. მე ოცდაათის წლის სამსახურის კაცი ვარ და მე ეს ჩემი სამსახური დამიხსნის. უადგილოდ დამითხოვენ, დამითხოვონ რა? თეიმურაზს კი ლაზათიანად დავბეჟამ და... (გადის მარჯვნივ).

გამოსვლა მესამე

სანდიროვისა. (თავისთვის) ვაი დამიდგა თვალები! (მიდის ივანოვთან) შტრაფების ჟურნალს სინჯავთ?

ივანოვი. დიახ, აქ ცოტაოდენი უნდა ვნახოთ.

სანდიროვისა. უი, დამიდგა თვალები! ივან ზახარიჩისთვის ეგ წიგნი ღმერთი გახლავთ, არვის შეეძლო ხელის ხლება. ის რო მოგახსენოთ... ის მეც ახლოს არ გამატარებდა ხოლმე! უკაცრავათ, თქვენი სახელი?

ივანოვი. პიოტრ სტეფანიჩი.

სანდიროვისა პიოტრ სტეფანიჩ, ჩაის ან ყავას იქნება მიირთმევთ, დაღალული ბრძანდებით, ცოტა დაისვენეთ.

ივანოვი. ჯერ ცოტა საქმე რამე მაქვს...

სანდიროვისა. პიოტრ სტეფანიჩ, ღენერალი მგონი უქეიფოთ ბრძანდება, რომ მოესვენა?

ივანოვი. არაფერი უშავს, კარგად არის...

სანდიროვისა. გზაზედ დაიტანჯებოდა?

ივანოვი. (ჩააკვირდება წიგნებს) დიახ!.. გზა... ცუდი...

სანდიროვისა. უკაცრავათ, საქმეს მოგაცდინეთ.

ივანოვი. სრულებითაც არა.

სანდიროვისა. გიშლით მგონია, ბატონო! (შემოდის ნატო გამოწყობილი, ივანოვი არჩევს ქაღალდებს და ვერ ამჩნევს).

გამოსვლა მეოთხე

ივანოვი, სანდიროვისა და ნატო

სანდიროვისა. (ნატოს) ეგები როგორმე გაართო, გენაცვალოს დედა, თორემ ეს არის დავიღუპეთ. (შტრაფების ქაღალდებს სინჯავს) დამიდგა თვალები!

ნატო. (თავს დაუქნევს) მე თვითონ ვიცი.

სანდიროვისა. (ივანოვს) მე გიახლებით, რომ თავისუფლად ბრძანდებოდეთ (გადის).

ივანოვი. (შეხედავს ნატოს) ეს რა კარგია! (ჩააკვირდება ისევ წიგნებს, რამდენჯერმე გარშემო თვალს შემოავლებს, ცოტათ წამოიწევს, დაუკრამს თავს და დაიკუზება სტოლზედ).

ნატო. (უახლოვდება) ბატონო! არ მოგწყინდათ ქაღალდების ინჯვა, სუნი მაინც არ გძაგთ? რანაირ დამპლის სუნი უდის?

ივანოვი. რასა ბძანებთ, როგორ შეიძლება! სამსახური გახლავთ. მათი აღმატებულება თხოულობს.

ნატო. იმისი ძლიერ გეშინიანთ?

ივანოვი. თავის ნაჩალნიკისა ვის არ ეშინიან, ბატონო!

ნატო. გულკეთილიანია ღენერალი, თუ ბრაზიანი?

ივანოვი. მათი აღმატებულება ძლიერ მოწყალე ბძანდება.

ნატო. ვისი, - ჩვენი?

ივანოვი. მოხელეებისა.

ნატო. სხვებს როგორღა ეპყრობა?

ივანოვი. რა მოგახსენოთ, უეჭველია, სხვებისათვისაც ისეთივე უნდა იყოს.

ნატო. გენერალშა როგორიღა გულის ქალია?

ივანოვი. ჩვენ, საუბედუროთ, გენერალშა არა გვყავს, მათი აღმატებულება ქვრივი გახლავთ.

ნატო. დედა ვინ არის... და?

ივანოვი. არავინაც არა ჰყავს.

ნატო. მაშ მარტოკა ცხოვრობს უქალოდ?

ივანოვი. იმათ ახლავთ მხოლოდ სახლის გამგე ამალია კირილოვნა!

ნატო. უი! ნემენცის ქალი! ბებერი!

ივანოვი. არა, საკმაოდახალგაზდა გახლავსთ.

ნატო. ლამაზია?

ივანოვი. რა მოგახსენოთ, ისე რაღა?..

ნატო. თქვენ ხომ არ გიყვარს ისა?

ივანოვი. რასა ბძანებთ, როგორ შეიძლება?

ნატო. მითხარით, მაშ ვინ გიყვართ?

ივანოვი. არავინაც არა... მე ჯერ... (უყურებს ისევ წიგნებს).

ნატო. როგორ. მაშ აქამომდე არ გამოგიცდიათ განა სიყვარული?

ივანოვი. დიახ (ცდილობს აჩვენოს მითომ საქმეს აკეთებს).

ნატო. რა მიზეზია? იქნება თქვენი ხასიეთისა არ შეგხვედრიათ, თუ ქვის გული გაქვსთ?

ივანოვი. არა, ქვისა კი არა, მაგრამ შემთხვევა არა მქონია.

ნატო. დავიჯერო, რომ თქვენ არავინ გყვარებოდესთ? მაშ არავინ?.. არავინ?

ივანოვი. სმ... არა... ჯერ მე... შე... შემთხვევა არა მქონია.

ნატო. თვითონ მეც არა მქონია. ყმაწვილო. აქ მაინც ვის შეიყვარებ... რო იცოდე რანაირად მწყურიან სიყვარული... როგორც წარმომიდგენია, მეტად სასიამოვნო რამ უნდა იყოს... უსიყვარულო გული ჭმუნვას აქვს შეპყრობილი.

ივანოვი. დიახ, რასაკვირველია. თქვენ ჯერ ახალგაზდა ბძანდებით, მერე მიყრუებულ ადგილას.

ნატო. მუზიკა, თეატრი, საზოგადოება გიყვარს?

ივანოვი. ფრიად სასიამოვნოა სამსახურის შემდეგ მუზიკის სმენა და საზოგადოებაში გამოსვლა.

ნატო. ისე, როგორც მე თამაში მიყვარს... ოხ! არ შემიძლიან ერთი დღე გავძლო... აქ ერთს მოთამაშეს ვერ იპოვნით, თუ ითამაშებ, დაიქანცები, კავალრის თრევაში! მოდი ერთი ვითამაშოთ.

ივანოვი. ახ! როგორ შეიძლება... საქმე უნდა გავაკეთო.

ნატო. არაფერი უშავს... ერთი ბეწო ხანს. ერთ წუთას, რა არის ერთ წუთას, ყმაწვილო.

ივანოვი. ახლა, რო ღენერალმა გაიგონოს, მაშინ ხომ დავიღუპე. ეს არ შეშვენის მოხელეს.

ნატო. ჩუმად... იქნება თამაშობა არ იცოდეთ?

ივანოვი. (დგება) არა, ვიცი, მხოლოდ უსიამოვნებისა მეშინიან (ნატო დამღერს); თამაშობენ პოლკას.

ივანოვი. (შეჩერდება) მომითმინეთ, გვეყოფა (იწევს სტოლთან დასაჯდომად).

ნატო. ოხ, რა მიამა! წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა. ორჯელ, სამჯერ მაინც მეღირსოს ხოლმე წელიწადში თამაშობა, ისე როგორც უნდა... კამეჩები არიან აქაური კავალრები, არაფერს სიამოვნებას არ მოუტანენ თავის თამაშობით, რაც არ დასტანჯავენ ადამიანს.

ივანოვი. (დახრილი) აი, ამისთანა ქალს შეიძლება უთხრას... ამისთანა (ჩურჩულით) ანგელოზს.

ნატო. (ვითომ ჯავრობს) რაო? რაო? რაო? თქვენ რა ბრძანეთ? თქვენ ვინ მოგცათ ნება? თქვენ ვის უბედამთ მაგისთანა სიტყვებს?

ივანოვი. არაფერი - ისე! ყურმა მოგატყუათ.

ნატო. თავს ტყუილად იმართლებთ. მე კარგად გავიგონე თქვენ რაცა ბრძანეთ. გთხოვთ ამ საათში ლექსი დამიწეროთ თავის გასამართლებლად.

ივანოვი. დიდი სიამოვნებით, მაგრამ არ მცალიან, ამ საათში გენერალი მოიკითხამს ქაღალდებს, მე კი ჯერ არ მომიმზადებია.

ნატო. თუ ლექსებს დამიწერთ, თორემ არ გაპატიებთ (ზარის ხმა ისმის, შემოდის სანდიროვისა).

გამოსვლა მეხუთე

ივანოვი, ნატო და სანდიროვისა

სანდიროვისა. მგონია ზარის ხმა იყო?

ივანოვი. დიახ, ღენერალი...

სანდიროვისა. უი, დამიდგა თვალები, ჩქარა მოსამსახურეები, ნატო!

ნატო რა ტკბილად გავატარეთ დროება. ერთად ვითამაშეთ (გარბის).

სანდიროვისა. უკაცრავად, მგონი შეგაწუხათ ჩემმა ქალმა, ცოტა ცელქი გახლავსთ.

ივანოვი. რასა ბძანებთ, ბატონო?

სანდიროვისა. ჯერ ბავშვი გახლავსთ ჩემი ქალი. (გადის)

ივანოვი. რა მშვენიერებაა... ტანი... ფეხები... ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც ჩვენ ქალაქში მოიძევა... (არჩევს საქმეებს) სუყველაფერი თავიდან დამეფანტა... აქ ერთ ადგილას რაღაც შესასწორებელი იყო. დასწყევლოს ღმერთმა, სად დამეკარგა! სიცივის და სიცხის ჟრუანტელი მივლის. საცაა ღენერალი დამიბარებს და ჯერ კი არ მიპოვნია. ხათაბალა! (კარები გაიღება, ზალიდამ გამოდის შურგინი, ივანოვი ცოტა წამოდგება, მერმე ისევ დაჯდება).

გამოსვლა მეექვსე

ივანოვი და შურგინი

შურგინი. (დადის, იწმენდს ფრჩხილებს) როგორ მდგომარეობაშია კანცელარიის საქმეები?

ივანოვი. (წამოდგება) ბევრ ვერაფერ მდგომარეობაშია, უწესობა ეტყობა, მაგრამ ის არის რომ... თქვენო აღმატებულებავ.

შურგინი. თქვენი სიტყვებიდამ ვერაფერი გავიგე, თქვით მოკლეთ და გარკვევით.

ივანოვი. სტრახის, თქვენო აღმატებულებავ, როგორღაც... არა... თუმცა...

შურგინი. (შეჩერდება) მე თქვენ ვეღარა გცნობთ, არ რა ვიცი დაგმართვიათ, წინად ცხადი, გარკვევითი ლაპარაკი მომისმენია, ეხლა სულ ვერაფერი გავიგე.

ივანოვი. ცოტა თავი... თქვენო აღმატებულებავ... თავი მტკივა... სისხლი ამივარდა.

შურგინი. მაშ ცოტა დაისვენეთ, ან ცივი წყალი დაისხით და ისე განაგრძეთ. ბევრი გამოძევა და გამოკვლევა საჭიროც არ არის. ყველა, ვინც ნახამს კანცელარიას, ცხადათ დარწმუნდება უწესოებაში, უყურადღებობაში, კანცელარიის საქმეთა, გარდა ამისა, გლეხები უცარცვია, ცხენის კუდზედ ხარჯი ურთმევია. (შემოდის სანდიროვი).

გამოსვლა მეშვიდე

შურგინი, ივანოვი და სანდიროვი

სანდიროვი. (იჭიმება) პატივი მაქვს გამოვცხადდე თქვენი აღმატებულების წინაშე. მომიტევეთ პირად ვერ დაგხვდით.

შურგინი. (თავის ქნევით) ა-ა გაუმარჯოს! გაუმარჯოს! თქვენ დიდი ხანია მსახურებთ, მე არც კი მახსოვს (დადის).

სანდიროვი. ოცდაათი წელიწადია, თქვენო აღმატებულებავ, დაუზარავათ ვასრულებ ჩემს თანამდებობას.

შურგინი. გასაოცარია ღმერთმან იცის, რომ აქამდინ არ გამოაშკარავდა ეს უწესობა და მტარვალობა!

სანდიროვი. მტარვალობა არა გამიწევია რა, თქვენო აღმატებულებავ, თუ არ სხვის თანახმით, თუ რამე მომხდარა იმისთანა, ეგ სულ ჩემი სიგულკეთილის და გაუწყვეტლივი შრომისაგან.

შურგინი. (შეჩერდება, აიმაღლებს ხმასა) რას ბრძანებთ! გაგონილა სამსახურში „ორივე მხრით თანხმობა“. თქვენ რასაც კანონი შეგიწერთ, ისე უნდა მოიქცეთ და არა ისე, როგორც თქვენა და თქვენს მეზობლებსა გსურთ. კერძო პირებთან გქონიათ საქმე, იმიტომაც გაგიოხრებიათ კანცელარია? სუყველგან უწესობაა: შიგნით და გარეთ. ქაღალდებში, ჟურნალებში, საქმეებში არევდარეულია, რა არ ჩაგიდენიათ, თანაც რაღაც ჩიბუხი აგითრევიათ.

სანდიროვი. ჩიბუხი! თქვენო აღმატებულებავ, ჩემს კაცთმოყვარეობას შეადგენს.

შურგინი. კაცთმოყვარეობას! რას ყბედობს?

სანდიროვი ოცი წელიწადია, თქვენო აღმატებულებავ, ეს ჩიბუხი იხსნის კაცს ყოველი ბოროტებისაგან და ცუდ განზრახვისაგან.

შურგინი. ჩიბუხი?

სანდიროვი. დიახ, თქვენო აღმატებულებავ.

შურგინი. საკვირველი კაცთმოყვარეობაა! (სცენის იქით ისმის ნატოს ხმა: „ახ გაფრინდი, მერცხალო“) მღერის ვიღაც, ვინ იმღერს?

სანდიროვი. ჩემი ნატო გახლავსთ, ნება მომეცით, ვუბრძანოთ, თუ გაწუხებთ.

შურგინი. სრულებითაც არა! თქვენ საჭირო აღარა ხართ, შეგიძლიანთ წახვიდეთ, მუნდირი გაიხადოთ (სანდიროვი დაუკრავს თავს და გადის, შურგინი დადის, მოიღერებს სიგარას. ივანოვი წამოხტება და აძლევს ცეცხლს, ის მოუკიდებს და დაეშვება კრესლაზედ).

შურგინი. (თითქო თავისთვის) უნდა უადგილოდ დავითხოვო, ამას რაღა ლაპარაკი უნდა... სულ ძველი ჩვეულება ახდენს საქმეს (შემოდის ნატო კალათით, რომელშიაც ქადები უწყვია. გოგოს მოაქვს ფოდნოსი. ყავით).

გამოსვლა მერვე

შურგინი, ივანოვი, ნატო გოგო

ნატო. თქვენო აღმატებულებავ, ყავას არ მიირთმევთ? (გოგო სდგამს ყავას სტოლზედ და მიდის).

შურგინი. (ღიმილით) გმადლობთ, გმადლობთ (ივანოვი ჩქარა ჰკრებს ქაღალდებს და მიდის კანცელარიაში) თუ არა ვცდები, მგონი თქვენ იმღერდით, არა?

ნატო. დიახ, მე.

შურგინი. მე ძლიერ მომეწონა თქვენი ხმა.

ნატო. არავის არ უსწავლებია ჩემთვის სიმღერის კილო, მე ისე ვიმღერდი ხოლმე, თქვენო აღმატებულებავ.

შურგინი. თქვენის ხმის მიხვრა, სიმტკნარე, სინაზე, სინარნარე - მე ძლიერ მომეწონა (სვამს ყავას).

ნატო შეიძლება, მაგრამ ცხოვრებაში არაფერი მინახავს, არც არაფერი გამიგონის და სჯაც არ შემიძლიან, თქვენო აღმატებულებავ, მე თქვენთან სათხოვარი მაქვს...

შურგინი. ბრძანეთ, ბრძანეთ, სასიხარულოდ მოვისმენ.

ნატო. რადგანაც ჩი...ნო...ვნი...კები... ეხლა დედაკაცებს, ამბობენ მინიჭებიათ უფლება, სამსახურში შესვლისა...

შურგინი. ხა... ხა... ხა... კაი აზრი ბრძანეთ. სად გსურთ სამსახური?

ნატო. სხვაგან არსად, თუ არ თქვენის უფლების ქვეშ... თქვენ ისეთი თავაზიანი და მოწყალე ბრძანებულხართ თურმე თავის ქვეშემდომებთან... მე გულბრაზიან ღენერლებთან სამსახური არ შემიძლიან...

შურგინი. ხა... ხა... ხა... დიახ, დედაკაცები მსახურებენ, მაგრამ კერძოთ, მათ მუნდირები არ აცვიათ, ბატონო!

ნატო. (კოპწიათ) მე კერძოთ ვიმსახურებ, თქვენო აღმატებულებავ.

შურგინი. თქვენ ხომ დიდი ჯამაგირი მოგინდებათ... ხა, ხა? მე იმდენი შეძლება არ მაქვს...

ნატო. წინაპირველად ცოტათიც კმაყოფილი ვიქნები.

შურგინი. რომელ სტოლზედ უნდა დაგსოთ, რა საქმე უნდა გაგიჩინოთ?

ნატო. მე ყოველისფერ საქმეს ერთნაირადავასრულებ, მამაჩემს, თქვენო აღმატებულებავ, სულ მე უწერავ ხოლმე ქაღალდებს.

შურგინი. მაშ კარგი და, თუ უწესობა შეგამჩნიეს რამე, გაგლახავ რომ ჰო, ჰო, ღმერთმა დაგიფაროსთ.

ნატო. უწესობა! რას გვიბრძანებთ, თქვენო აღმატებულებავ, ვინ მოგახსენათ? მთელი ღამე არა მძინებია თქვენის მოსვლისათვის ქაღალდების მზადებაში, სუყველაფერი კარგად არის. მე თქვენგნით საჩუქარს მოველი. განა უყურადღებოდ დამტოვებთ? (კოპწიობს და თან თვალს უშვრება).

შურგინი. ვინა, თქვენ დაგტოვოთ უყურადღებოთ? ეგ წარმოსადგენი არ არის (კოცნის ხელზედ). მე ჩემს სეკრეტრად აგიყვანთ.

ნატო. წამიყვანეთ, გენაცვალე! ვეცდები არ შეგანანოთ, შევისწავლო თქვენი ხასიათი და ჩვეულება და გასიამოვნოთ!

შურგინი. ოჰ, თქვენ ჯადო მომისვით (აღტაცებით უჭერს ხელს) მაგრამ ეს (წამოდგება) რასა ვშვრები? მე აქ უნდა ვსჯავრობდე, უნდა ვწყრებოდე (გაივლის) უნდა დავცე თავსზარი, მეხი მოულოდნელი.

ნატო. თავს ზარი? ვისა?

შურგინი. მე მამათქვენს არ შეიძლება ვაპატიო, უნდა დავითხოვო სამსახურიდგან უადგილოდ.

ნატო. მაშ მეც, თქვენო აღმატებულებავ! შემიძლიან წარმოვიდგინო, როგორ იზამთ თქვენ მაგას! აბა თავის სულ ქვეშა თქვით, ღენერალო! არ გენანებით საწყალი ქალი, რა იმედით მოგელოდით, იმედი მქონდა საჩუქრისა, თქვენ კი სასჯელს მიმზადებთ?

შურგინი. (შეჩერდება) რასაკვირველია, ეს უხასიათობა არის, მაგრამ არ შეიძლება, სულო და... (უჭერს ხელს) თქვენ... სულ თქვენა ხართ დამნაშავე! ერთ დროს ბავშვი და იმდროსვე მომჯადოები (გაუწყვეტლივ კოცნის ხელზედ). მაინც, რაც უნდა იყვეს, მე გაგხდი ჩემს სეკრეტარად, გაძლევ ნებას თავისუფალი მოქმედებისას! (ხელს არ უშვებს).

ნატო. დიდის კმაყოფილებით, მაგრამ რომ არ ვიცი...

შურგინი. თქვენ ამაზედ ნუ იზრუნებთ. თქვენ მხოლოდ შეგიძლიანთ იცოდეთ, რომ ეხლა რასაც მოვიქმედებ, მიმართული იქნება თქვენი სეკრეტარად გახდომის სასარგებლოდ... ყაბულს ხართ, თუ არა?

ნატო. მე თქვენი ვარ, რაც გსურთ ის მიყავით, ხმას არ ამოვიღებ.

შურგინი. ოხ! რა სეკრეტარი მყავს, რა სეკრეტარი!

ნატო. რევიზიის შემდეგ კმაყოფილი ბრძანებულხართ?

შურგინი. კარგი, ეგრე იყოს...

ნატო. გენაცვალე, კარგო, ლამაზო, ღენერალო! (აკოცებს შუბლზედ და გაიქცევა).

შურგინი. რანაირად მაკოცა, ოხ! დამწვა ერთის სიტყვით! ტანში ამაზრზოლა, თავბრუ მეხვევა (იჭერს თავს) ცეცხლი მეგზნება გულში. საკვირველია! საკვირველი! (დადის) თავი! პატარა ფეხები! თვალები! ოხ! ქალებო! ნეტა მექნეს შემთხვევა, თავი შემოგწიროთ! (გააღებს კანცელარიის კარებს) უფალო, ივანოვ! ივანოვ! აქ მობრძანდით. (ივანოვი შემოდის).

გამოსვლა მეცხრე

შურგინი და ივანოვი

შურგინი. თქვენ იქ... ძალიან ნუ... ისემეიქთ. წესები დიდი რამ არ არის... სხვას ცოტათი, თუ ბევრად არ უშავს... სასტიკად ნუ მოვეკიდებით, ცოდონი არიან.

ივანოვი. მესმის, თქვენო აღმატებულებავ.

შურგინი. გაიგე, მე არ მინდა მაგის დაღუპვა, დიდი სახლის პატრონია (ჯდება).

ივანოვი. მართალსა ბრძანებთ, თქვენო აღმატებულებავ... ძლიერ დიდი

შურგინი. ხომ თქვენც თანახმა ხართ! ფრიად სასიამოვნოა! დასხედით, მე ცოტა სალაპარაკო მაქვს თქვენთან.

ივანოვი. რას ბრძანებთ, თქვენო აღმატებულებავ (ჯდება სკამის კიდურზე).

შურგინი. ხომ იცი კარგად, როგორ კარგად ვეკიდები ჩემს ქვეშევრდომთ და თქვენ უმეტეს...

ივანოვი. (შეხტება) ვიცი, თქვენო აღმატებულებავ. ჩემი მეორე მამა ბრძანდებით.

შურგინი. ჰო. მადლობელი ვარ შენის სამსახურის და ჩვენის დაბრუნების შემდეგ ჩინზედაც წარგადგენ.

ივანოვი. (თავს უკრავს) დაკარგული ვიყავი და ეხლა თქვენის წყალობით კაცი გავხდი, თქვენო აღმატებულებავ.

შურგინი. მაგრამ ჩემი ყურადღება მამისას გადასცდა. შემეშინდა, - რომ თქვენ ცოლი გყავდესთ, მაშინ უეჭველად ბედნიერი იქნებით. დრო არის, შვილო, ამაზე იფიქრო, დასხედით!

ივანოვი. (ჯდება) მე ბევრი ვიფიქრე, სიზმარშიაც ეგ მელანდება, თქვენო აღმატებულებავ, მაგრამ რა ვუყო, რომ ვერ შემხვედრია ღირსი იყოს.

შურგინი. არ შეგხვედრია! ოხ! რო იცოდე ბედი წინ გიდგა, ახლოს, ძლიერ ახლოს! თქვენ ნახეთ, აქ რომ ქალი იყო... მომღერალი?

ივანოვი. ვნახე. თქვენო აღმატებულებავ.

შურგინი. აი ქალი, თუ გინდათ! აიყვანეთ დღესვე! ნუ იფიქრებთ, მაგაზედ ფიქრი საჭირო არ არის... მშვენიერი ქალია!

ივანოვი. ოჰ, მართალსა ბრძანებ, თქვენო აღმატებულებავ, ცოდოა ის ამისთანა მიყრუებულ ადგილს ცხოვრობდეს.

შურგინი. მზითევი, რასაკვირველია, არ აქვს, მაგრამ რადგან მეცოდება მშობლები, ამის გამო მე გაძლევთ პირობას შემწეობისას.

ივანოვი. (წამოხტება) თქვენო აღმატებულებავ, განა ღირსი ვარ?

შურგინი. თქვენმა სიმშვიდემ, უსაყვარელესო და ერთგულობამ გაგხადათ ღირსი. აი, კიდევ რას გეტყვი: გამიგონე, საქმის გაჭიანურება, გაცნობა-გამოცნობა ბევრს მოუშლის სამსახურის კაცს და ესე უცეფ საქმის თავსმოყვანა, მერწმუნეთ, ბედნიერებას მოასწავებს.

ივანოვი იქნება, თქვენო აღმატებულებავ, იმას არ ვსურდე, ან არ მოვეწონო?

შურგინი. მე პირობას გაძლევ, რომ მოეწონები კიდეც და საქმესაც გავაკეთებ. თქვენ დამერწმუნეთ, ცხოვრება უფრო იცის ამ ქალმა, ვიდრე ჩვენ. ეცადეთ, გამოუცხადოთ თქვენი სურვილი, აქ დარჩით, მე დღეს მივდივარ, ხვალ თქვენც მომეწევით, რასაკვირველია.

ივანოვი. (სიხარულისაგან აღტაცებული) თქვენო აღმატებულებავ, სიტყვას ვერ ვპოულობ რომ... (შემოდის ნატო).

გამოსვლა მეათე

შურგინი, ივანოვი და ნატო

შურგინი. (ნატოს უჩვენებს ივანოვზე თვალით) აი, ამ ყმაწვილს აქვს თქვენთან დიდი სათხოვარი, რომელსაც დღეს გამოგიცხადებთ. ჩემთვის დიდი სასიამოვნო იქნება და შემწეობასაც აღმოგიჩენთ (ნატო იღიმება, ივანოვი გაწითლდება და გარბის. შემოდის სანდიროვი, სანდიროვისა, ნატო გადის).

გამოსვლა მეთერთმეტე

შურგინი, სანდიროვი და სანდიროვისა

სანდიროვისა. თუ გვიკადრებთ, თქვენო აღმატებულებავ, გვეწვიეთ პურმარილზედ.

სანდიროვი. გთხოვთ გაგვაბედნიეროთ, თქვენო აღმატებულებავ!

შურგინი. მადლობელი, დიდის სიამოვნებით (სანდიროვისას) უნდა გითხრათ, რომ მშვენიერი ქალი გყოლიათ.

სანდიროვისა. მეტისმეტი გიჟია, თქვენო აღმატებულებავ! გული გამიწყალა! (შემოდის თეიმურაზი, ძლივს დგება ფეხზე).

გამოსვლა მეთორმეტე

შურგინი, სანდიროვი, სანდიროვისა, თეიმურაზ

თეიმურაზ. (ხელებგაშლილი დაეცემა შურგინის წინ) მიიღეთ, თქვენო აღმატებულებავ...

შურგინი. გრძნობა სულ დაკარგვია, მკვდარს დაჰგვანებია!

თეიმურაზ. ს... ს... ჩემს პირში წყლის მეტი არ მინახავს. ეს ნიშნავს, რომ წმინდის გულით...

სანდიროვი. აი, ახლავ მე ვაჩვენებ მაგას თამაშს (სანდიროვი წამოავლებს ჩიბუხს ხელს).

შურგინი. ისევ ჩიბუხი (სანდიროვი შედგება ხელ ჩიბუხიანი).

სანდიროვისა. თქვენო აღმატებულებავ, ერთი სიტყვით მოსვენება აღარ არის და არც შეიძლება კაცურად.

შურგინი. თუ ეს არა, თქვენი ჩიბუხი მაინც არ გენანებათ?

თეიმურაზ. სამართალი, თქვენო აღმატებულებავ!

სანდიროვი. მეტი არ შემიძლიან, თქვენო აღმატებულებავ (თეიმურაზს წაჰკრამს ხელს და შეაგდებს კანცელარიაში. ზალიდამ გამოდის ქალაქისთავი და ნატო).

გამოსვლა მეცამეტე

შურგინი, სანდიროვი, სანდიროვისა, ნატო და ქალაქისთავი

ქალაქის თავი. (თავს უკრავს) პატივი მაქვს გამოვცხადდე, თქვენო აღმატებულებავ, მე გახლავართ თავი ამ სამაზრო ქალაქისა... დი... ახ...

შურგინი. ფრიად სასიამოვნოა, გმადლობთ.

ქალაქის თავი. და ნება მომეცით მოგართოთ, თქვენო აღმატებულებავ! (მოუტანს ქაღალდებს).

შურგინი. (აიღებს) ეს რა არის?

ქალაქის თავი. შესახებ მით მაღალკეთილშობილებისა მოწერილია, რაც უნდა. აი რა! დიახ!

შურგინი. (კითხულობს) ჰო, ჰო, ეს თხოვნა ხალხიდამ ფოჩმეისტერის შესახებ.

ქალაქის თავი. დიახ, თქვენო აღმატებულებავ, საზოგადოებისაგან. ყველანი მადლობელი ვართ, არც საჩივარი გვაქვს რამე, არც სათქმელი, გარდა იმისა, რომ ივან ზახარიჩი კარგი პოჩტმეისტერი არის. უნდა მოგახსენოთ.

შურგინი. მე თუმცა ჩემის თვალით ვნახე... მაგრამ ჩემთვის ძლიერ სასიამოვნოა, რომ ხალხი აფასებს ჩემი მოხელის ერთგულებას! საზოგადოება დაუზოგავი მსაჯულია!

ქალაქის თავი. მაშასადამე, ჩვენც, თქვენო აღმატებულებავ, მოხარულნი ვართ ამ შემთხვევისთვინ. სხვა არაფერი...

შურგინი. (ყველას თვალს გადაავლებს) ეხლა, ვგონებ, საქმე გათავებულია...

სანდიროვისა. გთხოვთ უმორჩილესად. თქვენო აღმატებულებავ, ზალაში მობრძანდეთ.

შურგინი. მადლობთ, ჩემო ბატონო (ნატოს კიდებს ხელს) თუ შეიძლება... (გადიან. შურგინი ნატოს ჩურჩულით რაღაცას ელაპარაკება, ნატო იცინის, სანდიროვისა ფაცა-ფუცით ქალაქისთავს ხელს ართმევს: სანდიროვი ხელს ჩასჭიდებს, ყველანი ზალაში მიდიან).

ფარდა

მოქმედება მესამე

სანდიროვი, სანდიროვისა, ლიპა, ნატო, ნიგინი, ივანოვი დეკორაცია ისევ ის.

გამოსვლა პირველი

სანდიროვი ძველ თავის ფორმის სერთუკში გაზეთით და ჩიბუხით დადის წინ და უკან.

სანდიროვისა. ქა! ერთი მითხარი, ეს რასა ნიშნავს?

სანდიროვი. არ ვიცი, დედაკაცო, არა.

სანდიროვისა. გაიგონე, ყრუ, ღენერალი წავიდა...

სანდიროვი. არ ვიცი მეთქი, არა მეთქი, გელაპარაკები.

სანდიროვისა. აღარ დამაცლი სიტყვა დავამთავრო! ღენერალი წავიდა მეთქი, თავის მოხელე დასტოვა.

სანდიროვი. არ ვიცი მეთქი, არ გესმის. ეშმაკმა წაგიღოს შენ და ისიც.

სანდიროვისა. ეშმაკმა! ქა, ვუი ჩემ თვალებს, გამიგონე, შე გამოჩერჩეტებულო, მამა არა ხარ, მართლა ეშმაკო და მამებში გამოსარჩევო. ეშმაკი ხარ თუ მამა?

სანდიროვი. უნდა გაიგო, რომ მამა უნდა ვიყო, როდესაც შვილები მყავს.

სადიროვისა. რით უნდა ვაცხოვროთ, ამდენი შვილები - გვახვევია, ხომ დაიწვა ქვები ამათი ცოდვით (იწმენდს ცრემლებს). რადგან არ გესმის, აგიხსნი: ღენერალმა კარგი ხერხი გვიგდო, ეგ სულ თურმე ეგრე იქცევა, სხვისაგანაც გამიგონია. თვითონ წავიდა, მოხელე აქ დასტოვა, რომ ჩამოგართოს იმის მოწერილობის ძალით თანამდებობა. იმდენი არ გესმის, ამას ვერ მიუხვდები.

სანდიროვი. მერე რა არის, იმის სადღეგრძელო იქნება.

სანდიროვისა. მერე ისა, რომ აიღე, წამოიკიდე გლახის თოფრა და გასწიე წყალობის სათხოვნელად.

სანდიროვი. რა ვუყო ახლა? წამხდარა საქმე. ვეღარ გაასწორებ. დიდი სიტუტუცე იქნება ჩემის მხრით ვიდარდო. რა უნდა ვქნა? თავპირი დავიმტვრიო, უკანასკნელი თმა და წვერი შემრჩენია, ესეც გავიწიწკნო? რას გადამკიდებია ეს დედაკაცი! ღვთის მადლით თავში საკმაოდ მილაგია ტვინი. იკვნესეთ, რამდენიც გინდათ, იტირეთ, თუნდა ქვას ახალეთ თავი, ოღონდ მე ნუ მაშფოთებთ. შენ რა იცი რა ამბები ხდება ქვეყანაზედ. სამეფო ირღვევა, სულთანებს სცვლიან წამდაუწუმ. პოჩმეისტრის გამოცვლა დიდი საქმეა. უმჯობესია თავი დამანებეთ, მოსვენებით მაინც ვიქნები (გადის მარჯვნივ).

სანდიროვისა. (მიახარებს) მახინჯო, შე მახინჯო! შე ბაბაყულო, თუ შენი თავი არ გეცოდება, შეიცოდე შვილები და მე საბრალო დედაკაცი (ზალიდამ შემოდის ნატო).

გამოსვლა მეორე

სანდიროვისა და ნატო

სანდიროვისა. სად წავიდა ის ივანოვია ვიღაცა?

ნატო. (მხიარულად) დიდ ქუჩაზედ შეუხვია.

სანდიროვისა. პალაშო მისდევს?

ნატო. (სიცილით) ისიც მეორე გვერდზედ და არ ეხსნება.

სანდიროვისა. რას იღრიჯები ნეტა ვიცოდე? აქ სატირელი გვაქს, ეს კი იცინის.

ნატო. არა, დედილო, ისე ვიმხიარულოთ რომ, აბა ნახე.

სანდიროვისა. საიდამ მოელი მხიარულებას! ვინ მოგვცემს?

ნატო. გეუბნები-მეთქი, ვიმხიარულებთ.

სანდიროვისა. ნეტა არ ხუმრობდე!

ნატო. ქაღალდი გავშალე და სწორედ - ბედი... სიმხიარულეს მოველოდეთ, დედილო, ღმერთმანი!

სანდიროვისა. ქაღალდებით ამისთანა საქმეს ვერ გაიგებთ, შვილო, ეს იმისთანა საქმეა, რომლითაც ჩვენი სიკვდილი და სიცოცხლე გადასწყდება.

ნატო. (ფანჯარასთან) ივანოვი დაბრუნებულა. აჩქარდით, მოდის!

სანდიროვისა. აგერ პალაშკაც ქუჩაზედ მოდის (მიდის მარჯვნივ) ვისთან ყოფილა იქ? (მიდის).

ნატო. აი, მოვიდა კიდეც, ღენერალს უთქომს „მაგას თქვენთან დიდი საქმე აქვსო“. რა საქმე უნდა ჰქონდეს სხვა ან რისთვის დარჩომილა, ჩვენთან, იქნება ჰქონდეს კერძო საქმე... საკურველი მდგომარეობაა ჩემი მდგომარეობა, თითქო მიხარიან და თანაც მეშინიან, არ ვიცი კი რისგან მემართება (შემოდის ივანოვი).

გამოსვლა მესამე

ნატო და ივანოვი, ერთ ხელში ალბომი, მეორეში პორტფელი ქაღალდებით.

ნატო. (დაეშვება სკამზედ) Merci... რა მშვენიერია! საკურველებაა. რა კაცია თქვენი ღენერალი?

ივანოვი. ოხ, მეტისმეტია. (აირევა, მიდის. სტოლთან და არჩევს ქაღალდებს პორთფელიდამ).

ნატო. (კითხულობს ზედ წარწერილს) „ჩემ მშვენიერ სეკრეტარს პირველი გაცნობის სახსოვრად“ Merci, Merci. (დაჯდება კრესლაზედ გაშორებით და შინჯავს ალბომს) თქვენ დიდი საქმე გაქვს ვგონებ?

ივანოვი. (ზურგშექცევით) დიახ... ეს საქმე... აქ ცოტა გამოხატვა უნდა აზრისა და მე არაოდეს...

ნატო. ის საქმე მანდ ქაღალდებში გიწერიათ?

ივანოვი. (ისევ ისე დგას) არა, მე გულში... მაქვს.

ნატო. გულში?

ივანოვი. მე ამნაირი საქმე გულში არასოდეს არ მქონია. ეს პირველად არის ჩემს სიცოცხლეში. გრძნობები მერევა. თავბრუ მესხმის (ქაღალდებს უკან იმალება).

ნატო. თავი როგორღა მდგომარეობაში გაქვსთ?

ივანოვი. თავიც... მე შეყვარებული ვარ...

ნატო. ვინ გიყვარსთ?

ივანოვი. არ შემიძლიან არაოდეს...

ნატო. ნუ გეშინიან მარტოკა ვარ, თქვი?

ივანოვი. რაღა გითხრათ, თქვენ მიყვარხართ (ჩააკვირდება), მაგ. რამ ვგრძნობ, რომ ღირსი არა ვარ... მეშინიან კიდეც...

ნატო. ეგრე ჩქარა?

ივანოვი. (მიბრუნდება, პირის სახეს მალავს) დიახ... უცებ... არც მე ვიცი როგორ... რაღაც დამემართა უცებ, მეც აღარ მახსოვს (წამოიწევს) ნატო, შენ გენაცვალე, მეტი აღარ შემიძლიან... ჩემი სული და ქმ გული... საუკუნოდ... (დაჯდება და ჩამალავს ქაღალდებში თავს. შემოდის სანდიროვისა, უყურებს ივანოვს იჭვნეულად, ნატოს ვერ ხედავს).

გამოსვლა მეოთხე

ივანოვი, ნატო და სანდიროვისა

ივანოვი. (წამოიწევს და გამოიჭყიტება ქაღალდებიდგან) მე ღენერალმა... მათ აღმატებულებამ მე...

სანდიროვისა. უი, დამიდგა თვალები, გული მეუბნება, რაღაც უბედურებაა ჩვენს თავს... რა უბედურება გვეწვია.

ივანოვი. (თანდათან კრთება და ირევა) არა, მე სჯა მინდა. მე მაქვს...

სანდიროვისა. წინათვე ვიგრძნე (ტირის) რისთვის? რა დაუშავეთ? წავალ და მივეწევი ღენერალს, გულზედ მოვეხვევი, თავს მოვევლები, შევეხვეწები, შეგვიბრალოს ღვთის გულისთვის!

ივანოვი. დიახ მე... სრულებითაც არა... მე...

სანდიროვისა. (ტირილით) მე ვიცი... ვიცი... თქვენ ვინ გამტყუნებსთ, რასაც გიბრძანებსთ, იმას ასრულებთ, პიოტრ სტეფანიჩ, შეგვიბრალეთ ღვთის გულისთვის. მირჩიე რამე, შენ გენაცვალე, სთხოვე ღენერალს, თქვენ დაახლოებული ბრძანდებით (უჭერს ხელს) წავიდეთ, წავიდეთ, შენ გენაცვალე, ეხლავე წავიდეთ!

ივანოვი. არა, მე სულ სხვა... მომითმინეთ...

ნატო. (მირბის დედასთან, უჭერს ხელს და გამოაშვებინებს ივანოვს) დედი, აქ სულ სხვა საქმეა!

სანდიროვისა რა? რა? მითხარით ჩქარა, თორემ გული გადამიბრუნდა.

ივანოვი. მე... მე წინადადება მივეცი თქვენს ქალს, ესე იგი თქვენს ნატოს, ვთხოვ ხელსა.

სანდიროვისა. ახ! ნატო! ღმერთო...

ნატო. აი, ღენერლის გამოგზავნილი საჩუქარი...

სანდიროვისა. ვეღარ მოვსულვარ გონებაზედ, რა დამემართა, რას ვხედავ, თქვენ გენაცვალეთ, ნატო! გენაცვალოს დედა, შვილო! (ეხვევა, ჰკოცნის) რომ იცოდე, ყმაწვილო, რა მიყვარს ჩემი ქალი!.. მარგალიტია ჩემი ნატო. მაპატიეთ, გენაცვალე, ჭკუიდამ შევცდი... მე სულ სხვა გავიფიქრე მოულოდნელად, დიდათ მადლობელი ვარ თქვენი, პიოტრ სტეფანიჩ, არ ვიცი, როგორ გადაგიხადო სიკეთე. მობრძანდით, გეთაყვა, ბაღში, ჩაი მიირთვით, ისე მოიქეცით, როგორც შინაური... რა საკურველებაა ჩვენი ბაღი.

ივანოვი. დიდის სიამოვნებით.

სანდიროვისა. (მიდის მარჯვნივ) მე მოვამზადებ, რაც საჭიროა (გადის).

ივანოვი. (სიხარულით) ნატოჯან! მოუთმენლად მოველი იმ დროს... ვიტანჯები...

ნატო. მართლა გიყვარვართ?

ივანოვი. გაგიჟებით, სულო, ისე, რომ არ ვიცი, როგორ გამოვთქვა.

ნატო. იქნება ღენერალმა გიბრძანათ.

ივანოვი. იმათ მხოლოთ მამობრული რჩევა მომცეს.

ნატო. მაშ, ბაღში, ბაღში (სჭიდებს ხელს და მიდიან, ზალის მარჯვნივ შემოდის სანდიროვი გაზეთით, სანდიროვისა ხელით მოათრევს).

გამოსვლა მეხუთე

სანდიროვი და სანდიოვა

სანდიროვისა. არ ჩამოეხსნები მაგ საოხრო გაზეთებს, რა ღმერთი განსწყრომია, შენ გენაცვალე, რა თავში ვირტყამ შენს ევროპას?

სანდიროვი. რა, რა გინდა, თქვა, ერთი მითხარი, დედაკაცო?

სანდიროვისა. ბრძენო, ჭკვიანო, აბა იქნება გამოიცნო?

სანდიროვი. ცეცხლი ხომ არ წაეკიდა სახლებს, ან იქნება მიწისძვრა იყო?

სანდიროვისა. გაახილე თვალები, შე გამოჩერჩეტებულო. ქალსა გთხოვენ, ნატოს, გამოიბღერტე ყურები. კიდევ არ ესმის. თქვენი ჭირიმე!

სანდიროვი. ჰო! კარგი, კარგი (ჩასცქერებია გაზეთებს).

სანდიროვისა. არ იკითხამ მაინც, ვინ არის?

სანდიროვი. როგორ - რა რა - მაშ... მაშ... ვინ არის?

სანდიროვისა. მოხელე, ყრუ, მოხელე!

სანდიროვი. იცი, ის ვისი მოხელეა?

სანდიროვისა. ღენერლისა, გაიგონე!

სანდიროვი. ღენერლის, ღენერალი, ღენერლის? ჰმ! ჰმ!

სანდიროვისა. გამოიღვიძე, ჩერჩეტო (წაარტყამს კისერში). არ გესმის, რასაც გელაპარაკები? დღეს რა გქონდათ სადილათ?

სანდიროვი. (შუბლს იწმენდავს) ჰა, ჰა, ეხლა... მე

სანდიროვისა. პიოტრ სტეფანიჩი ივანოვი, მოხელე მათ აღმატებულებისა, რევიზიის დროს რომ... არ გესმის?

სანდიროვი. ჰა, ჰა, ჰო, ჰო, ის არის განა?

სანდიროვისა. დიახ! ის გახლავსთ, აბა რაში მოგეწონებათ. ნატოს თვითონ ღენერალმაც ალბომი გამოუგზავნა...

სანდიროვი. ღენერალს ალბომი გამოუგზავნია და მოხელეს წინადადება მიუცია? როგორ მოგწონს? აქ საკურველი არაფერია!

სანდიროვისა. იშ, ქა (უკვირს) არაფრად მიაჩნია ამ ვაჟბატონს! საცოდაო, ხელზედ მაკოცე ჩქარა (უშვერს ხელს) აფსუს, ქალო, რომ შენი ცოლი ვარ!

სანდიროვი. შენგნით მოხდა ეგ საქმე. დიდად გმადლობ, სულიკო!

სანდიროვისა. შენი მადლობა საჭირო არ არის, წადი, ბაღში, სიძე ნახე! ეგ საოხრო გაზეთი ეხლა მაინც გადააგდე (გამოართმევს ხელიდამ გაზეთს) წადი, გაამხიარულე, შეაქციე. მეც ეხლავე მოვალ.

სანდიროვი. ჰი, წავალ, წავალ... (მიდის).

სანდიროვისა. ვინ მოელოდა ამისთანა საქმეს (მიდის ფანჯარასთან) უბრალაძე მოდის (ფანჯრიდამ) ვასო, ვასო, ცოტა ხანს ჩვენსა მობრძანდი, უნდა სიხარული გაგიზიაროთ! (მირბის ზალისკენ, კარებში უბრალაძეს შეეხლება).

გამოსვლა მეექვსე

სანდიროვისა და უბრალაძე

სანდიროვისა გცხვენოდეს, გცხვენოდეს, ყმაწვილო, რომ იმ დღეს აქეთკენ ჩამოიარე და ჩვენსა კი არ მოხვედით.

უბრალაძე. უკაცრავად. ისე მივეჩქარებოდი, რომ გავცილებოდი თქვენს სახლს.

სანდიროვისა რას ჩაფიქრებულხართ? დაბძანდით, გენანცვალე, ცოტა ხანი (დასხდებიან) ჩვენმა რევიზიამ მშვიდობიანად ჩაიარა, ღენერალი კარგი კაცი ბრძანებულა.

უბრალაძე. გულით მოხარული ვარ...

სანდიროვისა. კიდევ ერთი სასიხარულო.

უბრალაძე. რა? ბრძანეთ.

სანდიროვისა. მათ აღმატებულების მოხელემ ხელი სთხოვა. ჩემს ნატოს. იმის გვარი გახლავსთ ივანოვი, დაუზოგავი გახლავსთ!

უბრალაძე. როგორ მოგიხდენიათ ეს უცებ?

სანდიროვისა. ვენაცვალე ღვთის განზრახვას!

უბრალაძე. ჰა... რევიზია... ქორწილი - აქ რაღაც ამბავია.

სანდიროვისა. რანაირად გამოცვლილხართ, ყმაწვილო, ამ ცოტა ხანში?!

უბრალაძე. ვბერდებით, ბატონო.

სანდიროვისა. რას გვიბრძანებთ, თქვენი დრო ეხლა არის, ჯერ რა დროს თქვენი სიბერეა. სულ სწავლითა ხართ, მაგრე გამხდრები, ფერს ეგ უკარგავს და სიცოცხლესაც უმოკლებს... გეყოფათ, ყმაწვილო, ეგ სწავლა დაგაჭლექებთ.

უბრალაძე. სწავლა იმისთანა რამე გახლავსთ, ბატონო, რომ რამდენსაც სწავლობს კაცი, იმდენი უნდება. ქართული ანდაზაა: „სწავლა კაცს არ მოსჭარბდება“.

სანდიროვისა. განაღა დაგრჩენიათ რამე უსწავლელი, თქვენ სუყველაფერი იცით, გაგიჟდებით, ყმაწვილო, სხვა რომ არაფერი იყოს. სახელს დაეძებენ. სწავლობენ. ან ჭლექში ჩავარდებიან ან თავს იხოცამენ. რა არის მიზეზი? სულ სწავლაა.

უბრალაძე. ძალიან დარიგებას მაძლევთ, ბატონო, მაგნაირი ტკბილი სიტყვა, ამოდენა კაცი ვარ, და ჯერ არავისგან გამიგონია!

სანდიროვისა. უკაცრაად, გენაცვალე, ნუ გამიწყრებით, გული არ მითმენს, რომ არ გითხრათ. სახელი რა გაგიხდათ. ჩემი ფიქრით ოჯახობრივი ცხოვრება, მშვიდობიანათ ყოფნა, სუყველაფერსა სჯობიან. ამისთანა კაცს ყველა პატივს სცემს, ყველას უყვარს. რა დაგემართათ თქვენა და თქვენს სახელის ძებნას?

უბრალაძე. არ ვიცი სადა ვარ. მესმის ზეციური ხმა და მგონია ჰაერში დავფრინავ-მეთქი.

სანდიროვისა. გაიცინეთ, გაიცინეთ, მე არ მეწყინება. ღვთისმშობელ დედას ვთხოვ თქვენს დღეგრძელობას... ჩაი მიირთვით, გენაცვალე. ახალი ჩაი მივიღეთ, ეხლავე, ერთ წუთას მომითმინეთ (გადის).

უბრალაძე. რა დედაკაცია! რა ჭკვის პატრონი რა და აი, მოსაზრება თუ გინდათ ეს არის! (დაჩუმდება) მერე, ბატონო, რომ მშვენივრად ვიცხოვრო, ცოლ-შვილით დავსტკბე. არ იცით თქვენა, რომ ეს სიმშვიდე შეიტყუებს კაცს და ლაფშიაც შეატოპინებს. უცებ გააღებ თვალებს, გამოგეღვიძება, ძველი აზრები აგეშლება - გინდა გაფრინდე, მაგრამ ფრთები შეგკეცვია, ძალა დაგიკარგავს, ხომ დაიღუპა სამუდამოთ კაცი ცხოვრების ლაფში, რომელსაც თქვენ სიმშვიდეს ეძახით. გუშინ მთლად დავხიე დისერტაციის შავი, რადგანაც უღონოდ ვიცანი ჩემი თავი.. დღეს ისევ (დაინახავს ლიპას კარებში) უნდა წინ წავიწიო! (შემოდის ლიპა ჩაის სტაქნით).

გამოსვლა მეშვიდე

უბრალაძე და ლიპა

უბრალაძე. უნდა მოგახსენოთ, რომ დღეს ლამაზი ხართ.

ლიპა. (სდგამს სტაქანს) ვითომ როგორ, ეგ რას ნიშნავს?

უბრალაძე. (სვამს ჩაის) იმას, რომ სასიამოვნო სანახავი ბრძანდებით.

ლიპა. თქვენ როგორღაც კომპლიმენტებისათვის მიგიყვიათ ხელი, ალბათ უსაქმობით.

უბრალაძე ჩემდა უნებურად თქვენმა შეხედულებამ გამომიწვია.

ლიპა. დამცინით? თქვენსას კაცი ვერაფერს მიხვდება.

უბრალაძე. სრულებითაც არა: თქვენ ისეთი მშვენიერი, ღაბუა... გაღუებული ფაფუკი ხართ, მართალს არ ვამბობ თუ?

ლიპ. (გაიბუტება) გაღუებული... ფაფუკი... ნაზუქი ვარ თუ?

უბრალაძე. მაშ მომიტევეთ უზრდელობა. არშიყობაში ცოტა ვსუსტობ. არა, მართლა კი უნდა გითხრათ, რომ თანდათან მომწონხართ. თქვენში ცხადათ იხატება იდეა უშფოთველი ცხოვრებისა.

ლიპა. (იცინის) თქვენ თანდათან პოეზიას ეძლევით.

ედნიერი დღე

ელნაწერი: ასლი, ხელნაწერთა ინსტიტუტი ვაჟა-ფშაველას ფონდი №192.

ხელნაწერი გადაწერილია ლამაზი, გარკვეული ხელით. ხელნაწერი სუფთაა. ჩვენს მიერ ტექსტში შესწორებულია მხოლოდ ზოგიერთი კალმისეული შეცდომა.

ხელნაწერის პირველ გვერდზე წერია: «Счфстливый день, сцены из жизни Уездного захолустья. Перевод с русского на грузинский язык ученика III класса Закавказской Учительской семинарии Луки Разикова. 1881 r. Гори».

ხოლო მომდევნო ფურცელზე გადამწერის ხელით დაწერილია შემდეგი: „ბედნიერი დღე. კომედია III მოქმედებად რუსულით გადმოთარგმნილი ლუკა რაზიკაშვილისაგან. 1881 წელს. ქ. გორში“, რვეულის პირველ გვერდზე, რუსული ტექსტის სტრიქონებს შორის არის შემდეგი მინაწერი: „ხელს ვაწერ გულქან რაზიკაშვილი, ხელს ვაწერ დედუნა რაზიკაშვილი“. შესაძლოა ამ გარემოებამ გვაფიქრებინოს, რომ თითქოს ხელნაწერი გულქანის ან დედუნას მიერ არის გადაწერილი, მაგრამ პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით ამის თქმა შეუძლებელია.

321. 9 უბრალაძე ხელნაწერში არ არის, 12 მეწვრილმანე] მეწვრილმალე 16 „მხრიდან“ ხელნაწერის ტექსტში არ არის. 18. კუთხეში კარები] კარები კუთხეში.

322. 29 შემომარბეინა] შემომარბენია.

324. 10 გაიჩერო] გაირჩენო.

327. 28 „ტკივილი“, თუ მისი სანაცვლო სიტყვა ხელნაწერში არ იკითხება. 38 შევალ] შევედი.

328. 31 გაივლის] გაივლით.

329. 24 „ცხოვრება“ ხელნაწერში არ არის.

331. 7 „კიოდა“, თუ მისი შემცვლელი სხვა სიტყვა ხელნაწერში არ იკითხება. 38 თავისთავად] თავისად.

333. 17 ეშმაკიც კი ეშმაკივით. 27 „ღენერალი“-ს შემდეგ ხელნაწერში წერია „თავით“.

334. 2 „მოქმედნი“ - არ არის ხელნაწერში. 30 ქადა] ქალო.

336. 23 თავს] თვალს.

342. 16 „არ“ - არ წერია ხელნაწერში.

343. 15 კარგად] მკაცრად.

349. 10 გვეწვია] გვეწია.

350. 20 წაეკიდა წაუკიდა.

351. 3 ღენერალს] მოხელეს; მოხელეს] ღენერალს 16 სიხარული] სიყვარული 32 უცებ] უცეფ.

352. 19 „თქვენს“ შემდეგ ხელნაწერში არის „და“.

გარდა ამისა ხელნაწერში ზოგჯერ „ზვორნიკი“-ს ნაცვლად წერია „ზვორნიეზი“; ეს უკანასკნელი ჩვენს მიერ ყველგან შესწორებულია „ზვორნიკ“-ად. „ბედნიერი დღე“ წარმოადგენს ოსტროვსკის და სალავიოვის პიესის «Счастливый день»-ის თარგმნას.

ცნობილია, რომ დიდი რუსი დრამატურგი ა. ნ. ოსტროვსკი რამდენიმე წლის განმავლობაში თანავტორობდა ნ. ი. სოლოვიოვთან (1845-1898). ზემოხსენებული პიესა წარმოადგენს მათი ერთად მუშაობის პირველ ნიმუშს. ეს პიესა პირველად 1877 წელს გამოქვეყნდა ჟურნ. „ოტეჩესტვენიე ზაპისკში“, ხოლო 1881 წელს იგი შეტანილ იქნა კრებულში: «Драматургические сочинения А. Островского и Н. Соловева».

რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას თარგმანს, როგორც ხელნაწერშიც აღნიშნულია, იგი შესრულებულია იმავე 1881 წელს. ამიტომ ჩვენ უფრო შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ ვაჟა-ფშაველას ეს პიესა „ოტეჩესტვენიე ზაპისკის“ მიხედვით ეთარგმნა.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ ვაჟას თარგმანი არ წარმოადგენს რუსულის ზუსტ გადმოღებას, აქ შეცვლილია რამდენიმე ადგილი და, რაც უფრო საყურადღებოა, ზოგიერთი პერსონაჟის ნაცვლად შეყვანილია ქართველი მოქმედი პირები, მაგ.: ნივინის ნაცვლად ვაჟას გამოყვანილი ჰყავს უბრალაძე, ხოლო მიხალენკოს ნაცვლად - თეიმურაზი.

6 ვარიანტები, შენიშვნები

▲ზევით დაბრუნება


ვაჟა-ფშაველას თხზულებათა აკადემიური გამოცემის წინამდებარე მერვე ტომი შეიცავს ნათარგმნ და გადმოკეთებულ ნაწარმოებებს.

ტექსტის დადგენის დროს ვეყრდნობით ავტოგრაფებსა და ავტორის დროინდელ გამოცემებს.

ტომს ერთვის ვარიანტები, შენიშვნები და კომენტარები.

იროითი ნიშნე

თხზულებების სათაურების შემდეგ დასახელებულია წყაროები, რომლის მიხედვითაც დამზადდა ჩვენი გამოცემის ძირითადი ტექსტი გამოცემები დალაგებულია ქრონოლოგიურად. დაწყებული პირველი ნაბეჭდიდან და დამთავრებული ავტორის სიცოცხლეში უკანასკნელად გამოქვეყნებული ტექსტით. თვითეულ მათგანს მრგვალ ფრჩხილებში მიწერილი აქვს ლიტერი, რომლითაც ისინი აღნიშულნი არიან ვარიანტების ჩვენებისას.

A ლიტერით ყველგან აღნიშნულია ის წყარო, რომლის მიხედვითაც ძირითადად იბეჭდება ტექსტი.

ვარიანტების ჩვენება რომ უფრო ნათელი და კომპაქტური ყოფილიყო, მიღებული გვაქვს შემდეგი პირობითი ნიშნები:

] ნაცვლად (მაგ.: 32. 22 ყურს უგდებს ისმენდა B. ეს ნიშნავს: 32 გვერდზე 22-ე სტრიქონში „ყურს უგდებს“-ს ნაცვლად B-ში წერია „ისმენდა“).

- ტექსტს აკლია (მაგ.: 109. 34 და - B. ნიშნავს: სათანადო ადგილზე 3 ტექსტში „და“ არ წერია).

სიტყვები გადაადგილებულია (მაგ.: 50. 32 ხუნდი აეხსნა ∾ B. ეს ნიშნავს: - ძირითად ტექსტის შესაბამის ადგილზე B-ში წერია: „აეხსნა ხუნდი “).

შავი ციფრებით აღნიშნულია ტექსტის გვერდი, მომდევნოთი - სტრიქონი.

___________________

ვაჟა-ფშაველას უთარგმნია აგრეთვე ლუდვიგ ბერნეს „პარიჟული წერილები“. ჩვენამდე მოღწეულია „პარიჟული წერილების“ დასაწყისი, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ სათაურისა და რამდენიმე სიტყვისაგან შედგება იგი დაცულია ლიტერატურულ მუზეუმში (ხელნაწერი 15620).