![]() |
ვაჟა-ფშაველა თხზულებანი (ტომი III, პოემები 1883-1900) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: ვაჟა-ფშაველა |
| თარიღი: 1964 |
| აღწერა: ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“; თბილისი; 1964 სარედაქციო კოლეგია: გიორგი ლეონიძე (მთავარი რედაქტორი), გიორგი აბზიანიძე, დიმიტრი ბენაშვილი, სოლომონ ყუბანეიშვილი, მიხეილ ჩიქოვანი ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, ვარიანტები და შენიშვნები დაურთო ც. კალაძემ რედაქტორი ლ.ფოფხაძე, მხატვარი თ. ყუბანეიშვილი, მხატვრული რედაქტორი გ. გორდელაძე ტექრედაქტორი ვ. ხუციშვილი კორექტორი ნ. მიქელაძე |
![]() |
1 მოხუცის ნათქვამი |
▲ზევით დაბრუნება |
I
დავბერდი, შვილო, დავბერდი,
ამიკანკალდა მუხლები;
ათრევას, - ზეზე დადგომას
მთელი დღე-ღამე ვუნდები.
მაგრამ ტიალი ე გული
წინანდებულად ცხელია,
მესმის რა თოფის გრიალი,
აღარ მასვენებს, ხელია.
ვაჰმე, სიბერემ წყეულმა
გრკალად მომხარა წელშია!
რომ საქართველო თათარმა
აიკლოს, ჩაწვას ცეცხლშია,
ვერ მოვახტები ლურჯასა,
ხმალს ვერ შევირტყამ წელზედა,
ჩვენის რჯულის მტერს, მუხანათს,
ზიანს ვერ დავდებ მკერდზედა.
ეს რა დროებას მოვესწარ?
გამოიცვალა ქვეყანა,
მამალიც ჰყივის სხვაგვარად,
კაცსა სძულს მისვლა კაცთანა;
ბიჭები გალაჩრებული
ყბედობენ სიყვარულზედა;
უმსგავსო მათი სიცილი
ეკლად მეხევა გულზედა.
რომ გავიარო ტყის პირად
ჩინჩხვრების მოსაკრებადა,
მთელ ცისმარე დღეს ერთპირად
სხედან დუქნის წინ ერთადა.
მათ სასიმღერო ლექსები
მარტო ღვინო და ქალია...
ამგვარს ვაჟკაცებს ქალებიც
თან სდევს, ვით ყანას კალია.
სცხვენოდეს ახალ-უხლებსა,
კაც იყოს, თუნდა ქალია,
რომ მთელი მათი არსება
ფუჭმა საგნებმა დალია!
კაცმა ქალობა დაიწყო,
კოხტაობს, სიტყვა-ნაზია,
ფერსა და უმარილს ისომს, -
მაშ არ მომივა ბრაზია?!.
ჩემს დროსა ქალი ვაჟკაცსა
შეიყვარებდა მაშინა,
როცა ხედავდა მებრძოლსა
შეუპოვარად მტრის წინა.
ჩემს დროს ლამაზი ვაჟკაცი
არ იყო ქალის პირისა,
არამედ შავი, მამაცი,
მუხლ-მგელი, გულით რკინისა.
ქალიც და კაციც გაფუჭდა,
აღარ სძევთ ძველი ფერია,
მათ გულში ქაჯი დაბუდდა,
კაცის ნამუსის მტერია.
აფსუსო, ძველო დროებავ!...
რას ვაქნევთ გარყვნას, ნეტარა?!
რად არ ამაყობს დიაცი
ქმრის სიმამაცით მკვეხარა?
II
ერთს ამბავს გეტყვით, შვილებო,
ჩემის თვალითა ნანახსა,
მაშინდელს, როცა ტყვიის ხმას
ვეძახდით დედის ნანასა.
ერთხელ გავარდა ამბავი,
მოდის თათრების ჯარიო,
ჯარს მოთავეობს მაჰმადი,
ქრისტიანების მსრავიო...
მაშინ მეფობდა ერეკლე,
ჩვენი პატარა კახია:
ქვა-კირით არის ნაგები,
გულთაფლი, სახით მკვახია.
ჟინვანს მოვიდა ქაღალდი,
მოწერილობა მეფისა:
„აბა, არაგვო, აჩქარდი,
შენი ერეკლე გელისა.
ნუ მაჭმევთ თათრების ჯავრსა,
თქვენს მკლავებს ვენაცვალები,
თუ აიკლებენ თბილისსა,
სჯობს დავითხაროთ თვალები“.
ეს ხმა გავარდა სოფელში,
აღელვდნენ ვაჟკაცებია,
სოფლიდამ სოფელს გასძახის
ბუკის, ნაღარის ხმებია.
ფხიზლადა მყოფნი გუშაგნი
მთიდამ ამცნებენ სოფლებსა,
რომ გამოვიდნენ გულადნი,
ექმნენ მფარველად ობლებსა.
რა ვნახე მეფის ქაღალდი,
გულმა დამიწყო ფრიალი:
თვალთ მომეჩვენა ვაჟკაცთი
ომი, შუბ-ხმალთა ტრიალი.
ყმაწვილად ვიყავ მაშინა,
ახლად წვერ-შემომდინარი,
ომი ქორწილი მეგონა,
სისხლის რუ - წყარო მდინარი.
მკლავთა დამიწყეს თამაში,
და მირბენს ჟრუანტელია;
ხირიმი მიძე კალთაში,
ხმალზედ მიჭიდავს ხელია.
III
ველი, - სადა და როდისა
თქრიალს მოიღებს ჯარიო,
რომ მეც მოვახტე შავრასა1,
პირს დავისახო ჯვარიო;
მეც მერგოს წილად ომს ყოფნა
მფარველად მამულისაო,
ისე ჰგონია მაშინ კაცს,
ნათლული არის ღვთისაო.
დიდი ზარი აქვს მაინც ჯარს,
მას შაედრება ვერა-რა,
ბუკსა, ნაღარას, ბაირაღს
ვერსად წაუხვალ, ვეღარა!
არ გაუვლია დიდხანსა
თოფის ხმამ მთანი არია,
ნუგეში ეცა ყველასა,
სთქვეს: ეგ მთიელთა ჯარია.
ცოტა ხანს შემდეგ მოისმა
მათი სიმღერა მკვნესარი ...
არწივთა მაღლის მთისათა
ნეტავ რად უნდა მქებარი!..
ათასფეროვნად ჩაცმულნი,
შესახედავად კარგნია,
დინჯმოუბარნი, გულტკბილნი,
გაჭირების დროს მარგნია.
რკინას იცომენ ტანზედა,
თავზედ მუზარადს იდგამენ...
თუ საქმე მიდგა ხმალზედა,
შენს მტერს, რო საქმეს იზამენ!
რაც უნდა მტერი მოვიდეს,
არვინ შეიმჩნევს ჭირადა,
ხმალს აშველებენ ფარებსა,
მტრისას დაიკვრენ ძვირადა.
წინ მოუძღოდა დროშითა
თეთრწვერა ხევის ბერიო,
თითქოს მოჰქონდესთ კულუხი2,
სიმღერით მოსდევს ერიო.
ჩვენებიც შაკრბენ, მოვიდენ,
მე მიმელიან მარტოსა;
დედა მიმზადებს საგზალსა:
პურსა, ყველსა და ხაჭოსა.
ქალებს დაუბამთ ფერხული
და გასძახიან არაგვსა:
„არაგვო, უყარაულე
ომში მიმდინარს ლაშქარსა.
თუ ვინმე გამოქცეული
ურცხვად მოადგეს შენს კიდეს,
ლამი აჭამე შერცხვენილს,
რომ სახლში ვეღარ მოვიდეს!“
წინ მივეგებეთ, დავძახეთ:
„მთიელებს გაუმარჯოსო,
ჰხარობდეს საქართველოი,
თათრები დაუმარცხოსო!“
იმათ იშიშვლეს ხანჯლები,
გავარდა თოფი თოფზედა,
დააფთრებული ცხენები
ჰფეთქენ, დგებიან ტოტზედა.
IV
როცა ღრმა-ღელეს გავედით,
ვნახეთ მთის წვერზედ მხედარნი,
ლამაზად ჩანდნენ გორის პირს
ჩვენისა გზისა მკვლევარნი.
თითით უღერდა ჩვენზედა
თეთრცხენოსანი კაციო,
მას სხვანი ედგნენ გვერდზედა,
არ ითქმის მათი ფასიო.
მაშინვე იცნეს ბიჭებმა,
სთქვეს: „ის ერეკლეს ცხენია,
სწორედ ის არის, ღვთის მადლმა,
მეფე ერეკლე ჩვენია“.
ერთს წამს მოსხლიტეს მერნები,
მეც გამიფიცხდა ცხენიო,
მაგრამ ჯარს უკვენ მივყვები,
მოვქანჩე ელვებრ მფრენიო.
მე არ მენახა ჯერ მეფე,
მის ნახვა მეკრძალებოდა,
სალამს ვერ გავუბედავდი,
მიტომ არ მეჩქარებოდა.
მეფეც დაიძრა ამალით
პირდაპირ ჩვენკე დენითა,
და ჩვენც დოსტოღრივ3 მივედით
თოფ-იარაღის ჟღერითა.
აყვირდნენ ფშაველ-ხევსურნი,
მოხევე-გუდამაყრელნი:
„შენს წინ ვართ, ბრძანებას ველით,
შენნი ერთგულნი ქართველნი...
მეფე გვიცოცხლოს ზეცამა
ნუგეშად იმის ყმათაო,
ბარად თუ მთაში წაბრძანდეს,
ჰფარვიდეს უფლის კალთაო!...“
მე უკან ვინაბებოდი,
როგორც ყანაში მწყერია,
მსურდა ქურდულად შემეტყო
მეფის ერი და ფერია.
ის უცინოდა მისულთა,
როგორც ძმა თავის ძმათაო,
ჰკითხავს შინაურს ამბავსა
თავისთან შეზდილთ ყმათაო,
რომელთაც სიყრმე აქციეს
სიბერედ მტრისა ლევაში,
და წამოსულან ნებითა,
რომ გასწყდენ ქვეყნის წევნაში.
თითო ისეთი მოსჩანდა,
როგორც ვეშაპი ცხენზედა;
ზავთი4 იმათი ზღვას ჰგვანდა,
კლდე უყელყელებსთ მკერდზედა.
ერეკლე ცხენზედ ჰშვენოდა,
მამაცად მოცქერალია;
უხდება ბებერს არწივსა
შეჭმუხვნით სახე მკრთალია.
მთელი სიტურფე ქართლისა
იმას ესვენა მხრებზედა,
როგორაც შუქი მთვარისა
იალბუზისა ქედზედა.
ზედ აკვდებოდა საცმელი,
წმინდად ნალესი ხმალია,
მე თვითონ ვიყავ მნახველი,
ვისაც ჰკრა, - სული დალია.
V
ერეკლეს მარჯვენა ხელი,
თავის გვერდთ ედგა ლევანი,
მამაზედ უფრო გულტკბილი,
თვალმარდი, როგორც ჯერანი...
გულით მას ვებრალებოდით,
მოეწყლიანნეს თვალები...
რადღა გვინდოდა მოზარედ
შავად ჩაცმული ქალები,
როდესაც მეფე დასტირის
ჯარში მიმდინარს ხალხსაო?!
მაგრამ რას იზამ, თუ გცემენ,
როგორ სჭამ მტრისა ჯავრსაო?..
თვითონ ერეკლეს ვამჩნევდი,
ებრალებოდა ხალხიო,
მაგრამ ცრემლებსა ჰმალავდა,
არ მგმონ პატარა კახიო;
არ დააბრალონ ცრემლები
სიმხდალე-სიბერესაო,
არა სთქვან, - სუსტი ყოფილა,
ცრემლი სდის ერეკლესაო.
VI
აქით წავედით ქალაქსა,
იქ დაგვხვდნენ ქართლელ-კახელნი,
პურით და ღვინით განთქმულნი,
დიდის წვა-დაგვის მნახველნი.
ყველანი შევკრბით ერთადა,
შევკარით ძმური პირობა:
„ქუდი ნუ ჰხურავ თავზედა,
ვინც არ იჩინოს გმირობა;
ვინაც ცოცხალი მტერს დაჰრჩეს
ყმადა და სასაცილოდა,
ღვთისაგან წყეული იყოს
გვარით საშვილიშვილოდა!
თუ ვერ შევიძლოთ საცადი,
გაგვწირონ სასიკვდილოდა,
მოვკვდეთ - გვეხუროს მიწისა
ნაბადი, გასათბილოდა“.
ქალაქით კრწანისს გავედით,
ველოდებოდით მტერსაო,
შორს მოდიოდნენ წყეულნი,
ცაში ადენდენ მტვერსაო,
დაჰკრეს ნაღარას, საყვირსა,
აქოთდა გიჟი ბუკები,
ჩვენი აქ, იქით თათრისა,
ღვინოსებ სისხლის მდუღები.
ცამ მოიღრუბლა, მიწამა
ასტეხა გლოვა-ზარია,
სისხლისამ მორწყო წვიმამა
ქართველთა მთა და ბარია.
VII
როგორც ღრუბელი, მოვიდა
მრისხანედ თათრის ჯარია;
ისეთი ვსჩანდით იმასთან,
ვით ზღვასთან წვიმის ცვარია…
მაგრამ ვინ იტყვის იმასა -
მტერი გვაჭარბებს რიცხვითა;
ბევრჯელ უტეხავ ქართველსა
კლდეები გულის ფიცრითა!
შემოკვალთულნი ჩოხებში
მტერს უცდის ქართველებიო
და გველის-პირულს ფრანგულებს
ადნება ქარქაშებიო.
რა ვნახეთ მტერი, მივცვივდით
ხმალ-მოწვდით, გამალულები,
და დავინთქენით სპარსებში,
გარს მტრისგან შემორტყმულები.
ხმალთ სტვენას, ცხენთა ჭიხვინსა
ბანს აძლევს სისხლის ჩხრიალი
და თავმომწონე დროშებსა
ჰაერში გააქვს ფრიალი.
აბრაშუმზედა ნაკერი
ბრწყინვალებს ჩვენზედ ჯვარია,
იმისი შემაცქერალი
იბრძვის ქართველთა ჯარია.
იბრძვიან გამწარებულნი,
თითო ოც-ოცის მკვლელია...
მაგრამ დავმარცხდით სიმრავლით.
გაცუდდა ვაჟკაცთ ხელია!
გაწყდნენ სამშობლოს ერთგულნი,
მტრისა სისხლითა მთვრალნია,
დაიგეს მიწის ლოგინი,
დახუჭეს მუდმივ თვალნია.
იმათ ადგება ნათელი,
დასტირის ღამ-ღამ მთვარეო;
მათ სიმამაცის მნახველი
დღესაც ჰკვნესს არე-მარეო...
არაგვის პირით წასული
მე დავრჩი ვარმად ცალია,
მიპოვნა ერთმა მეცხვარემ
დაჭრილი, ცოცხალმკვდარია.
გადავრჩი, მაგრამ სიცოცხლე,
შვილებო, ჩემთვის მწარეა:
ქართველთ ქვის სეტყვა გვეწია,
სპარსთ კი დაუდგათ დარია.
ამ ჭირთა ჭირმა, სიბერემ
შეჭამა გული, ტვინია,
არ მომდევს ღონე, არც მუხლი,
რომ მით მოვიკლა ჟინია...
ეს სთქვა თეთრწვერა მოხუცმა
და გადმოჰყარა ცრემლები,
თან ჩამოისო წვერზედა
დამჭკნარი, წმინდა ხელები.
[1883 წ. ]
___________________
1. ცხენის სახელია
2. ტაბლა
3. ტყვიასებ შეუპოვრად, პირდაპირ.
4. შეხედულება.
მოხუცის ნათქვამი
ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნაწ. ინსტ., № 118 (B).
ნაბეჭდი: „ივერია“, 1886, № 89 A); მოთხრობანი, 1889 (C); „ივერია“, 1895, № 197 (D); ცალკე გამოცემა „შალვას ნანახი ხატი“ და „მოხუცის ნათქვამი“, 1896 (E); „თხზულებანი“, 1899 (F).
B-ს აკლია უკანასკნელი თავის მესამე სტრიქონიდან ბოლომდე; D-ში მხოლოდ მეოთხე თავია.
სათაური: მოხუცის ივერიელის მოგონება B, მეფე ერეკლე D.
წერილში „კრიტიკა იპ. ვართაგავასი“ ვაჟა წერს: „ყველა ჩემი ნაწერები, გარდა „შვლის ნუკრის ნაამბობისა“, „მოხუცის ნათქვამისა“ და „დარეჯანისა“, იმ წელს არიან დაწერილნი, რა წელსაც იბეჭდებოდენ, ხოლო პირველი ორი მეოთხე წელს დაიბეჭდა და მესამე - მოთხრობა „დარეჯანი“ - მესამე წელს დღიდან დაწერისა“.
ამ საბუთით 1886 წ. გამოქვეყნებული პოემა „მოხუცის ნათქვამი“ თარიღდება 1883 წლით.
ალ. აბაშელის ცნობით1, ვაჟა-ფშაველას თავისი ხელით გაუსწორებია ამ პოემის ზოგი სიტყვა „თხზულებანის“ 1899 წლის გამოცემის ერთ-ერთ ეგზემპლიარში. ეს გასწორებები ჩვენ შევიტანეთ ძირითად ტექსტში და ქვემოთ ყველა მათგანის შესახებ სპეციალურად მივუთითებთ სქოლიოში.
7. 4 ზეზე] ფეხზე B. 7 წინანდებულად] წინანდებურად F. 10 ვაჰმე] ვაიმე B. 16 ჩვენის რჯულის მტერს] და საქართველოს B; რჯულის] სჯულის F. 20 ჰყივის სხვაგვარად] სხვაგვარად ყივის B. 24 უმსგავსო] უმზგავსო BEF.
8. 2 ჩინჩვხრების] წიწკრების B. მე-6 სტრ. (...ქალია) შემდეგ B-ში ფანქრით ვაჟას ხელით ჩამატებულია:
მხოლოდ ამ ორმა საგანმა,
ხალხის არსება დალია.
7 ქალებიც] ქალები B. 9-16 სცხვენოდეს... ბრაზია?! - B. 10 კაც] კაცი CE; თუნდა] თუნდ CE. 13 ხედავდა] ჰხედავდა F. I5 ჩემს] ჩემ CE. 25 ქალიც] ქალი ABCE. 28 ნამუსის] სვინდისის B. 30 რას ვაქნევთ გარყვნას] არ დაბრუნდები B. 31 რად არ ამაყობს] რომ ამაყობდეს B.
9. 7 ქვა-კირით არის ნაგები] იმას კი ვენაცვალები B. 15 თბილისსა] ტფილისსა F. 18 აღელვდნენ] აღელვდენ B, აღელდენ CE. 19-20 სოფლიდამ...ხმებია]
გრძნობის ამგზნები კოშკებში
ისმის ნაღარის ხმებია B.
27—28 თვალთ ... ტრიალი] B-შია:
მოკლულს ქართველ კაცს ვიდგენდი,
მესმოდა თათრის „ჭყრტიალი“.
27 ვაჟკაცთი2] ვაჟკაცთა ACEF. 35 მიძე] მიდევს CDEF.
10. 1 III-B. 4 შავრასა, სქ.: ცხენის სახელია] ცხენი A. 6 მეც მერგოს წილად ომს ყოფნა] ვიყო მეც წევრი ჯარისა B. 7 მფარველად] მფარველის B. 15 არია] აჰრია F. 16 ეცა ყველასა] იცა ყველამა CEF. 17 მთიელთა] მთიულთა A. 18 მოისმა] შეგვესმა B. 21 უნდა] უნდათ AB. 24 B-ში ჯერ ყოფილა: ტკბილმოუბარნი, შეცვლილია: დინჯმოუბარნი. 25 გაჭირების] გაჭირვების B. 29 რო] რომ B. 20 რაც უნდა მტერი] თუნდ ბევრის ბევრი B. 31 არვინ შეიმჩნევს ჭირადა] ასი ეყოფა იმათა B. 34 მოუძღოდა] მიუძღოდა CE. 36 მოჰქონდესთ] მოჰქონდეს CEF. კულუხი, სქ. ტაბლა] ფშავლებს აქვთ სახატო ზვრები კახეთში. ხატობის [დრ]ოს მიაქვთ ღვინო აქედამ. ამას ჰქვიან [კუ]ლუხი B.
11. 2 შაკრბენ] შეკრბენ F; მოვიდენ] მოდიან B, მოვიდნენ CEF. 4 საგზალსა] საგძალსა B. 6 დაუბამთ] დაუბამ B. 9 მიმდინარს] მიმდინარ CEF; ლაშქარსა]ამ ხალხსა B. 10-11 თუ ვინმე გამოქცეული ურცხვად მოადგეს] თუ ამათგანი მოვიდეს გამოქცეული B. 12 შერცხვენილს] იმასა B. 13 B-ში ყოფილა: ცოლ-შვილში, შეცვლილია: რომ სახლში. 15 მთიელებს3] მთიულებს ACEF. 16 ჰხარობდეს] ხარობდეს BCDEF. 24 წვერზედ] წვერზე F.
25. ჩანდნენ] სჩანან B, ჩანდენ C, სჩანდნენ DE. 29 ედგნენ] ედგენ B. 30 მათი] იმათ B. 33 არის] არი. B. 34 მეფე ერეკლე4] ნეფე ერეკლე B, ვაჟკაცი კახი ACEF, კახი ბატონი D. 33 ერთს] ერთ B; მერნები] ცხენები D. 37 უკვენ] უკან CDEF.
12. 3 გავუბედავდი] გაუბედავდი B. 6 ჩვენკე] ნებ-ნებ B, ჩვენკენ CDEF. 7 და ჩვენც] ჩვენ კი B; 10 მოხევე-გუდამაყრელი] გუდამაყრელი მოხევე B. 11 შენს წინ] შენ წინ D. 11-12 შენს...ქართველნი] B-შია:
შენს წინ ვართ შენნი ერთგულნი,
სად არის ქართველთ მოდევე?!
13 მეფე] „მეფე A. 20 ერი და] იერი ACEF. 22 ძმათაო] ძმასაო B.
23 ამბავსა] ამბავთა B. 24 თავისთან] იმასთან B; შეზდილთ] შერდილთ A. შეზრდილთ D. 25-26 რომელთაც... ლევაში] B-შია:
რომელთაც ხმლები დაცვითეს
თათრების მოგერებაში.
28 გასწყდენ5] მოკვდენ B. მოკვდნენ ACDEF. 28-ე სტრ. (...წევნაში) შემდეგ B-ში გადახაზულია ერთი სტროფი:
ბეჩავ, არწივნო, თქვენს დარსა
კიდევ მოისხამს ქვეყანა?
არა, ტურფანო, სიკეთე
ჯაჭვით დაბმულა თქვენთანა.
29 მოსჩანდა] მოჩანდა D. 31 ჰგვანდა] ჰგავდა CEF. 32 უყელყელებსთ] უყელყელებთ CEF, უყელყელებს D. 32-ე სტრ. (...მკერდზედა) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
მეფის მსგავსს ვერას ჰნახავდა
კაცის ცოდვილი თვალია,
სახეზედ უბჭყვრიალებდა
დიდსულოვნობის ალია.
33 ცხენზედ] ცხენზე F. 36 შეჭმუხვნით] შეხმუჭნვით B.
13. 1 ქართლისა] ქვეყნისა B. 6 წმინდად] წმიდად ACE. 8 სული დალია] მიწას გაჰრია B. 11 თავის გვერდთ ედგა] ედგა მას გვერდით B, თვის გვერდით ედგა F. 13 თვალმარდი] თვალმაქცი B. 16 მოზარედ] მოზარეთ B. 22 თვითონ] თითონ CEF. 24 ჰმალავდა] მალავდა CE. 26 დააბრალონ] მიაწერონ B. V თავის ბოლოს B-ში ტექსტს ემატება:
ესეა, ვისაც მამული
უყვარს, სჭირს მისი ტრფიალი,
ის არ დაზოგავს თავის თავს,
თუნდ რომ ცდა იქმნას ტიალი;
თუნდ რომ იცოდეს, რომ მტერსა
ვერ მოჰკლავს, თვითონც მოჰკვდება,
სიკვდილით იცემს ნუგეშსა,
სვინდისის სასჯელს მოჰრჩება.
ვის არ ურჩევნის სამარი, -
დაუშრეტს გულის ტკივილსა,
როს ჰხედავ შენი მთა-ბარი
ხელში უჭირავს სხვის შვილსა.
უნდა შვილები წაგართონ,
ცოლს მოგიხდიან ლეჩაქსა,
მაშ რისთვის გინდა მკლავები,
თუ არ გაუსრეს გველს თავსა?!
თუ ვერ შეიძელ საცადი,
გიკბინა სასიკვდილოდა,
მოკვდი, გეხუროს ნაბადი
მიწისა, გასათბილოდა.
30 VI-B. 33 განთქმულნი] გათქმულნი B.
14. 1 ჰხურავ] ჰხურავს E. 3 დაჰრჩეს] დარჩეს BCEF. 4 ყმადა] საყმედ B. 10 გასათბილოდა] მოსათბილოდა6 AF. 13 B-ში ყოფილა: თათრები, შეცვლილია: წყეულნი. 21 სისხლისამ] სისხლისა B. 22 ქართველთა] ივერის B. 23 VI ] III B. 25-ე სტრ. (…ჯარია) შემდეგ ხელნაწერს აკლია. 26 ვსჩანდით] ვჩანდით CEF. 29 გვაჭარბებს] გაჭარბებს CE. 32 შემოკვალთულნი] შემოკალთულნი CEF.
15. 7 აბრაშუმზედა] აბრეშუმზედა F. 29 გვეწია] გვეწვია CE. 36 გადმოჰყარა] გადმოყარა CE.
„მოხუცის ნათქვამის“ თემად აღებულია 1795 წელს კრწანისის ველზე გამართული ბრძოლა ქართველებსა და აღა-მაჰმად-ხანს შორის.
ვაჟას თანამედროვეთა გადმოცემით, როდესაც ილია ჭავჭავაძე გაეცნო გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში დასაბეჭდად წარმოდგენილ პოემა „მოხუცის ნათქვამს“, თქვა: „არა, ჩვენ, ძველებმა ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ! გზა ვაჟას უნდა დავუთმოთო!“6.
__________________
1. ვაჟა-ფშაველა, ტ.III, ალ. აბაშელის რედაქციით, ტფილისი, 1903, გვ. 346.
2. ჩასწორებულია ვაჟას მიერ (შდრ. ვაჟა-ფშაველა, III, 1930, გვ. 347).
3. ჩასწორებულია ვაჟას მიერ (შდრ. იქვე, გვ. 348).
4. ჩასწორებელია ვაჟას მიერ (შდრ. ვაჟა-ფშაველა, III, 1930, გვ. 348).
5. იხ. იქვე, გვ. 349.
6. ალ. აბაშელის ცნობით (ვაჟა-ფშაველა, III, 1930, გვ. 350), ამ სიტყვაში ვაჟას მ ასო გადაუსწორებია გ-დ, ხოლო ო ხმოვნის შეცვლა დავიწყებია.
7. ი. მანსვეტაშვილი, მოგონებანი, 1936, გვ. 107.
![]() |
2 გიგლია |
▲ზევით დაბრუნება |
I
თალალი (დედა)
პურა შაჭამე, ნუ სჩქარობ,
შვილო, სილაღევ დედისა,
ჯერ ვერ-ოთ გადაავლიეს,
კიდევ მაასწრობ მთებისა.
გიგლია (შვილი)
რას ამბობ, დედავ, ნეტარა?
განა ქორწილში ვარაო?..
ხმალი რა იქნა აქითა,
ან ჩემი თოფი ხარაო?
აღარსად სამკლავენი ჩნან,
აღარც ფარი და ჩაჩქანი!..
ვინ რა-რა ფიქრობს გიგლიას
გააღებინოს ალმანი?1
დედა
შენ არ მაუკვდე დედასა,
შენზედ არ დავჯდე მტირალი,
სხვა მე აქ არვინ მინახავ,
დილას კი იყო მყვირალი.
აბჯარნიც თავისნი ჰქონდენ,
თავის ლურჯაზედ იჯდაო:
ცხენზეით არ ჩამამხდარა,
თამარს შენ ამბავ ჰკითხაო
და დაგიბარა: აჩქარდი,
წამო ახადის გზითაო;
მე სალეკოს ყელს შაუკრავ,
გიგლია - საყორნისასო;
ეს ორი გზა აქვს ლეკებსა...
ჯავრსაც არ შავჭამთ მტრისასო.
თუ ისრე გადაავლევენ
ლეკნი გოდერძათ თინასო,
უთხროდი, თოფი დაჰკროდეს
იმ დაღისტანელს წინასო.
გიგლია
მართლა, ი ქალ-კუპრ რა იქნა?
იმის ონარი იქნება!
დედა
შენს საჩოხეს სძახს, სილაღევ,
და ცხარის ცრემლით იღვრება.
გიგლია
წადი, გამიგე, დედაო,
შორი გზა მაქვის სავალი:
მათურის-თავი, ხოშარა, -
მთები მაქვ გადასავალი.
დედა (გადის თამართან)
ქალო, გიგლია კითხულობს
აბჯართ, შენ დაუმალეო?
თამარი
მე. ნუ გავუშვებთ გიგლიას,
წუხელ ცუდ სიზმარ ვნახეო,
ემაგას მტერი მოგვიკლავს,
ცა თავზედ დაგვეხურება.
დედა
სირცხვილი არი კაცისად -
ქვეყანა დაემდურება …
ან კი ისითა რა ჰნახე?
შენ ხომ არა ხარ მისანი?
თამარი
მე ისი ვნახე, დედაო,
სხივნ გამქრალიყვნენ მზისანი;
დალეწილები ეყარნენ
აბჯარნი ჩემის ძმისანი.
ჩვენ სახ-კარ ჩამოშლილიყო,
იდგა ოხერი, ტიალი,
თავს დაჰბრუნავდნენ ყორნები,
ჩხაოდენ, ედგათ გრიალი.
ვტიროდი, ვაჰმეს ვიძახდი,
თმანიც სუ ჩამომდიოდა;
ჩვენის გიგლიას ლურჯაი
ჭალაზედ შამოჰხვიოდა.
დედა
რა გაიგება. ჩვენ მაინც
ვერ დავაბრუნებთ სიზმრითა,
მდევრად ათასჯერ ყოფილა,
ჩემო სილაღევ, - იმითა.
კაცს მიტომ კაცსა ვეძახით,
უნდა წელს ერტყას ხმალია.
მაშ რა უნდა ვქნათ, ხომ ჰხედავ,
ფშავლები მტერმა დალია?!
ახადი ლეკებს აუკლავ,
იქით წაუსხამ ტყვეები...
სუ სისხლით გადაუბასრავ
უკვენა-ფშავის კლდეები.
(თამარი ადგება, გააღებს კიდობანს და ამოიღებს გიგლას იარაღს. დედა და თამარი გამოვლენ გიგლიასთან, თამარი ტირილით მისცემს გიგლიას: ხმალს, თოფს, ფარს, ჩაჩქანს და სხვა საომარს იარაღს; უნდა უთხრას რამე, მაგრამ ვერ ამბობს, გული ყელში ებჯინება. ამ დროს გიგლიასთან აჩქარებით მოვარდება მეზობლის ქალი).
მეზობლის ქალი (გიგლიას)
შენს თვალთ ენაცვლოს შენი და,
შე ფშავის ხევის იმედო!
წადი, დაღისტნელთ აჩვენე,
როგორს ყმებსა ჰზრდის ჩარგალი2,
სვავებს დაუგდე სადილად
იმ ძაღთი ძაღლი სარდალი.
შამასწვრას ლაშარის ჯვარმა,
მოხვიდე გამარჯვებული,
გეკიდოს მტრისა ხელები,
მხარ-იღლივ გადაგდებული.
ჰა, გიდი, გოდერძათ ქალო,
ლეკთა სატყვეოდ გაჰხეო,
მეშვლად მოგივა გოგლია -
ფშავის არწივი ნახეო.
არწივმა მხარნი დაშალნეს,
დაპრპიალებდეს ფრანგული,
მთა-კლდეთაც გააკვირვებენ
მაგის ლეკისად დაკრული!
(მეზობლის ქალი ჩამოართმევს გიგლიას ცხენს და შორს გაჰყვება, გააცილებს. დედა და და გიგლიას უკან მისდევენ. თამარი ტირის, დედა გზას დაულოცავს).
დედა
ფშაველთ სალოცავმ შამასწვრას
შენს შინ მშვიდობით მოსვლასა,
ხერხით მაიქე მტერთანა,
ნუ გასწევ ჯიუტობასა.
მშვიდობით! ჯვარი გეწეროს!
II
არაგვის პირ-პირ აჩქამებს
გიგლიას ცხენი ნალებსა;
აქა-იქ ავლებს ლომივით
იმ ცეცხლმოდებულს თვალებსა.
გახდა გიგლია ხომურას3,
საწყინარ ეტყვის მხარია.
ცუდს ლიშანს არას დაგიდევს,
ამობუბუნდა ხარია:
„წადი, გენაცვლე, ლურჯაო,
ძალა მაიეც მუხლშია,
ნათელი ჩამააყენე
გაბოროტებულს გულშია.
აგერ ტირიან ტყვეები,
ელიან ჩვენსა მისვლასა,
მალი-მალ გამაჰხედნებენ
ყელსა ახადის მთისასა;
ამბობენ, სუ როგორ გასწყდა
ფშავლებში ქუდოსანიო,
სალეკოდ როგორ გაგვხადეს
ლაშარის-ჯვარის ყმანიო?“
III
ახადს ტიროდა თმიანი
თინიბექაის რძალიო:
„ავაჰმე, ჩვენო სახ-კარო,
ვაჰმე, დამიდგეს თვალიო!
ავაჰმე, ჩვენო ციხეო,
ნაგებო ქვითკირისაო,
ჩამოშლილ-ჩამონგრეულო,
გადათელილო მტრისაო!
მამამთილს თოფი დამიკრეს,
დედამთილს ძუძუ მასჭრესო,
თინიბექაანთ ბიჭები
სუ ლუკმა-ლუკმა ასჭრესო“.
მზე გორის პირას გაჰკროდა,
ელამებოდა ჩასვლასა,
გაღმა-გამოღმა გრილები
ტყეს და მთებს უდგმენ ტაბლასა.
უკვენა-ფშავის ქედები
დაწყობილიყვნენ ჯარადა.
ამ დროს შამოჩნდა ჭალაზედ
გიგლია, მომსხო ტანადა.
ირევა მაღლით და ძირით
მაგრილებელი ნიავი,
მიიბრძვის მხედრის ლურჯაი,
მიიბრძვის, მიაქვ თქრიალი,
სუ თან მიაქვის ფეხითა
ტყე-მთა, ნათოსი4 ტიალი;
არ აბედენებს5 კლდე-ვაკეს,
არსად სჭირდება ტრიალი.
ოფლს, დახეთქილსა მკერდზეით,
ქვიშაზედ ჩააქვ ჩხრიალი,
უხდება გაირმებულსა
რახტის, უზანგის ძგრიალი.
IV
ბინდდება. აგერ გრილებიც
ასცდენ მთებს, გაქრენ ცაშია:
გიგლიაც გაჩნდა სოფლის თავს,
გადაემართა მთაშია.
ქალმა დაიწყო ძახილი,
ი რო ტიროდა კარშია:
„დაო, გეყოფა ტირილი,
პირ დაიბანე, შვენაო6,
კმარა ამდენი ცრემლის ღვრა,
კმარა ამდენი წყენაო!
გიგლიამ შამაიარა,
შუქი მისდევდა კვალადა,
ავი შენს დამწყევს მიეცეს, -
ეგ მტერს დაჰხვდება ავადა.
ერთს არ გაუშვებს ცოცხალსა
და არ მოკვდება თავადა.
მწედა ჰყავ ლაშარის ჯვარი
და ეყოლება კვლავადა.
სუ გაჰსწყვეტს ურჯულოებსა,
მათ სისხლს დაჰმართებს ბარადა
ყინჩად7 სამ იცის ტრიალი
ომში ჯარად და ტარადა!“
V
მთვარე ამოჩნდა ნალევი,
მახარობელი ქვეყნისა;
აქა-იქ მოჩანს ნათალი
მწვეტი წვერები მთებისა.
გორ-გორის პირებს მისდევენ
ჯოგი დაღისტნელთ მგლებისა,
ხევებში ჩადგა გრილები,
ისმის ყვირილი წყლებისა.
კლდის თავზედ დასძინებია
არწივს, მოყვარეს მთისასა,
ბორბალა8 ყინულიანი
გულის-პირს არღვევს ცისასა;
ერთი ბუ გაღმით კითხულობს
ამბავს გამოღმა ძმისასა.
საყორნის ყელში გამოჩნდა
ჯგუფ-ჯგუფად ხალხი რეული,
ყოყმანობს, წინ სვლას ვერ ჰბედავს
ლეკის ბელადი გრძნეული:
წინაით ესმა ქვის ჩხერა,
ნახა წინწელი9 სრეული,
სთქვა: „წინ ვერ წავალთ, დადეგით,
ყური დაუგდეთ შრიალსა,
ვაჰ, თარეშობას ესეთსა,
ნადავლს და ცდასა ტიალსა!“
ოსმანამ ლაგმის ტარითა
ცხენი დაღრიჯა ყელშია,
ხმალი მაიგდო გვერდზედა,
დამბაჩას სინჯავს წელშია.
გაუოხრდება ყველაი,
სიყვითლემ დაჰკრა ფერშია!
როგორც ცით ელვა მოარდა
მოყმე რამ სვილის ფერია,
ხმალს აპრიალებს გორდასა,
მაზედ ნათელი ჰფენია...
ერთი შავარდნებრ დაჰკივლა:
„ახლა-კი ჩემი ჯერია!“
შუაზე გასჭრა ცხენ-კაცი,
შამბს ჰკოცნის ხმლისა წვერია;
შაიღებება სისხლითა
ოსმანას ყვითელ წვერია.
„აცათ, მაცალეთ, ძაღლებო,
გეყოთ ამდენი თარეში,
დიაც-ყმაწვილის ბოჟირი10
არაგვზედ, ფშავლის მხარეში;
ჯერ არ მომკვდარა გიგლია,
კიდევ ჯანი აქვ მკლავებში“.
ასტეხა მტერმა ყვირილი,
დადგა ფარ-ხმალის წკეპანი,
მიგორავს ლეკის თავები,
სისხლს გააქვ დაბლა შხეპანი.
შაჰყარა ერთმანერთზედა
იმ ურჯულოთა ცხედარი;
ვეღარ მიუვა დედასა
ოსმანა ლაშქრით მკვეხარი.
„ღმერთო, უშველე“, - იძახის
ქალი-ტყვე, ცრემლის მჩქეფარი.
„უშველე, - სხვანი ამბობენ, -
მაგ ჩვენს უცნაურს ვაჟასა,
ნუ დაჰღლი, წმინდავ გიორგი,
მაგის კურთხეულს მაჯასა!“
ცხრა მოკლა, ოთხი გაიქცა,
ერთი გადუხტა ეხშია11.
წყეულმა ერთ წამს გიგლიას
თოფი დაგვიკრა მკერდშია...
„ვაჰ, დედას თქვენსა!“ ესა სთქვა
და გადავარდა ხევშია.
ბრძამზე12 კიდებით მიგორავს,
ხმალი უჭერავ ხელშია.
გადმოხტა გალაღებული
ლეკი, ეძახის ძმებსაო:
„მოდით, ნუ სწირავთ ტყვეებსა,
ვეღარა ჰნახავთ მტერსაო;
თოფი ვკარ, ხევში გავგზავნე,
იქ ჰლოკს კლდეების მტვერსაო!..“
ქვითინებს გოდერძათ ქალი,
მთის ბალახს აბერტყს ცრემლსაო;
მოდიან ლეკის შვილები,
ხელს უკიდებენ ხელსაო:
წამოდი, ქალო, ნუ სტირი,
დაბლა ნუ აწყვეტ თმებსაო.
ფეხშიშველს დაგათელინებთ,
თინავ, თოვლიანს მთებსაო“.
წინ დაიყრიან ტყვეებსა,
ყუითა სცემენ ხმლებსაო.
ტყვენი გიგლიას ჰგლოვობენ,
ტირის გოდერძათ ქალია,
იმის ხმამაღლა ქვითინმა
კლდეც აატირა სალია,
აბიჯებს წარა-უგონთა13,
მკვდრისაკე რჩება თვალია:
„ვაჟკაცო, შენი სიკვდილი,
ვაჰმე, რა დიდი ბრალია!
უნდა დაიქცეს სამყარო,
გაწყდეს ცარგვლისა ძალია.
რად არ მე მოვკვდი შენს უწინ?
როგორ გიგონო მკედარია?!“
ხევის პირზედა, ლოდებზედ
გიგლია კვდება ხარია,
არ უნდა გულხელდაკრეფა,
კლდეს მიუბჯენავ მხარია;
კვდება გულს უწადინოდა,
მტრისა მიჰყვება ჯავრია.
როცა გიგლია კვდებოდა,
მთებ სატირელზედ სხდებოდა;
ერთი ბებერი არწივი
ზეით ჭიუხში14 წყრებოდა,
საყორნის თავი მაღალი
ზედ შუა გულზედ ტყვრებოდა,
მაღლით მომფრენი მთის წყარო
სიბრალულისგან შრებოდა.
ბეჩავი იმის ლურჯაი
გიგლიას თავით ბნდებოდა,
ტოტ დასცის, დაიჭიხვინის,
თვალებში ცრემლი ჰხლებოდა.
სამყარომ შავი ჩაიცვა...
მყვირალი რაღას შვრებოდა?
VI
შორს სამ სალეკოს ყელშია
ცის ტატნად კაცი ჩნდებოდა,
ხან თავს დააჩენს კლდის პირზედ,
ხან დიყიანში ხტებოდა.
გულ უწუხს თხის-ტყავიანსა,
ერთს ადგილს ვეღარ დგებოდა.
თოფს უცვლის პირის წამალსა,
მტერს მოუსვენრად ელოდა.
ქალის ტირილი შაესმა
მყვირალს, ამტეხი ზარისა,
შემაშფოთები ტყე-ველის,
მაღლა მთის, დაბლა ბარისა;
ქარქაშში აღარ დგებოდა
ბასრი ფრანგული ხარისა.
ღრუბლებში დაქსაქსულია
მკრთალი ნათელი მთვარისა,
გულს ჩაიმჯიღავს მალი-მალ,
მოთქომი სიტყვის მწარისა:
„ვაჰმე, იქნება მოჰკლესო
რჯულ-ძაღთა ჩემი ძმობილი!
თავზედ დავიდვა სირცხვილი,
დავრჩე ქვეყნისგან გმობილი!
ის სამარეში ვიგულო,
ვიარებოდე ცოცხალი!
თუ მტრისა ჯავრი შავჭამო,
სიკვდილო, მენაც მომკალი!
VII
ყორანმა გადმაიარა
ყრანტალით, თავის ღებითა:
„დაილოცენით, ფშავლებო,
თქვენის ფშაურის წესითა.
სანამ თქვენა ხართ ცოცხლები,
ლეში არ დამაკლდებაო;
ბევრს ყმას ამოვწვდი გულ-ღვიძლსა,
ნისკარტი სისხლში წრთებაო.
საყორნის ყელში ცხრას ლეკსა
გიგლიაც თანა ჰყვებაო.
მე უფრო გამიხარდება,
როცა ვაჟკაცი კვდებაო.
ღმერთმა მყვირალსაც უშველოს,
ხუთს ლეკს მამიჭრა თავია,
ტყვეებიც ახადს მაუდის,
მაჰყავ გოდერძათ ქალია.
მაგრამა ტირის ბეჩავი,
არ შაჰშრობია თვალია,
იმის ნაცრემლის ნისლებმა
მეც ამირიეს კვალია.
იძახის: „ძმაო გიგლიავ,
შენი სიკედილი ბრალია!“
VIII
ციდამ ჩამოწვა ღრუბელი,
ჩარგალს დაადგა თავზედა;
ფშავლების ჯარი მომდგარა
გიგლიას სახლის კარზედა.
ფშავლის ლამაზი ქალები
ცრემლსა აფრქვევენ ძალზედა.
დედა გიგლიას დასტირის,
ყორნის გამოხრულს მკლავზედა.
გულის ამოცლაც მოუსწრავ
იმ სატიალოს წამზედა.
გიგლია საკაცეში წევს,
გულს უწყვავ ხმალი, ფარია,
გვერდით უწყვია გიშრისა
ქალთა ნაწნავთა ჯარია15.
გაისმის აქათ-იქითა:
„ვაჰმე, რა გვეშველებაო,
კარგები იხოცებიან,
ბეჩავი ხელში გვრჩებაო!“
____
ხალხში ამბობენ, მთაშია
დარბის, დახვივის ცხენიო:
„ვაჰმე, სადა მყავ გიგლია,
კარგი პატრონი ჩემიო!“
[1886 წ.]
_____________________
1. ფშავლების ძველის სამართლის ძალით, ვისი იარაღითაც კაცი მოკვდებოდა, სისხლი იარაღის პატრონს უნდა ეზღო, თუნდ იარაღი სხვას ეხმარა.
2. სოფელია
3. მდინარეა.
4. წყლისაგან გამორიყული ხეები.
4. არ არჩევს.
5. სახელია ქალისა
6. კარგად, კოხტად, ლამაზად
7. მთა არის, საცა ალაზანს სათავე აქვს.
8. ნაპერწკალი.
9. დაწიოკება.
10. გამოქვაბული კლდე.
11. მთის მცენარეა, ურო-ბალახსავით.
12. წარა-მარად.
13. წვეტიანი კლდე.
14. ფშავლებს ჩვეულებად აქვთ, თავის ნათესავის სიკვდილზედ ქალი თმას მოიჭრის. ძველად ვაჟკაცის სიკვდილზედ ამ ჩვეულებას მთელი სოფლის ქალები ასრულებდნენ.
გიგლია
ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15622 (B).
ნაბეჭდი: „ივერია“, 1886, №№ 190, 191 (A); „თხზულებანი“, 1899 (C).
16. 1 1-A. 2 თალალი (დედა) - B. 3 ხელნაწერში ჯერ ყოფილა: პური იამე, გენაცვლოს, შეცვლილია: პურა შაჭამე, ნუ ჩქარობ. 5 B-ში ყოფილა: გადაავლევენ, გადაკეთებულია: გადაავლიეს. მე-6 სტრ. (... მთებისა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
- ბარემ შავჭამდი, დედაო,
არ გეკადრება...
7 გიგლია (შვილი) - B. მე-12 სტრ. (... ჩნან) შემდეგ B-ში ჯერ ყოფილა: დედავ, რა იქნა ფარია, შემდეგ პირველი სიტყვა შეუცვლია: ქალო, ბოლოს ყველაფერი გადაუხაზავს. 14 ფიქრობს] ჰფიქრობს BC; B-ში ყოფილა: ბრიყვაი, შეცვლილია: გიგლიას, 15 ალმანი. ამ სიტყვას ხელნაწერში განმარტება არა აქვს. 16 დედა-B. 17 მაუკვდე] მოუკვდე C. 19 მინახავ] მინახავს C. 20 B-ში ჯერ ყოფილა: მოიდა, შეცვლილია: კი იყო.
17. 6 B-ში ჯერ ყოფილა: იარე, შეცვლილია: წამო; ახადის] ახალის C. 7-10 მე... მტრისაო - B; 7 შაუკრავ] შევუკრავ C. 10 შავჭამთ] შევჭამთ C. 11-12 თუ... თინასო]
იქისას გადმაავლევენ
ლეკნი გოდერძას თინასა B.
15. გიგლია - B. 26 (გადის თამართან) - B. 28 აბჯართ] აბჯარნ AC; B-ში ყოფილა: აბჯარნ სად შაინახენო? შეცვლილია: აბჯართ, შენ დაუმალეო?
18. მე-3 სტრ. (დედა) შემდეგ B-ში გადახაზულია: არა უშავს რა, დედისავ. 5 დაემდურება] დაიმდურება AC. ამ სტრ. შემდეგ B-ში გადახაზულია:
ეგ სუ ეგრ დასდევს ლეკებსა,
განა პირველად მივალის,
რაღა დღეს და ხვალ მოკვდება,
რა ჰნახე, შვილო, ისეთი...
6 ისითა] ისეთი C. 7 ხომ] ხო C. 8 თამარი - B. მე-10 სტრ. (... მზისანი) შემდეგ B-ში გადახაზულია:
ცას კუპრი გადაჰკროოდა,
იდგა საზარელ დგრიალი,
მოხეთქილიყო ზოვები
ოც პირად, ორმოც პირადა1,
მთანიც სუ ჩამოშლილიყო,
წვერნი გახდიყვნენ ძირადა.
11 დალეწილები] დაბლა მიწაზე B. 17 ვაჰმეს] ვაჰმე B. 19 ჩვენის] ჩვენი C. 20 შამოჰხვიოდა] შამოხვიოდა B. ამ სტრ. შემდეგ B-ში გადახაზულია:
აჰა, წაუღე და უთხარ:
თამარმა გამაუტანა.
წამოდი, გამაუტანე...
22-29 რა გაიგება. დალია] B-შია:
სიზმარი, შვილო, ხანდახან
ავად ნანახი, კარგია...
რა უყოთ გადახდა გვინდა,
მტერმა დაგვადვა ხარჯია.
33-ე სტრ. (...კლდეები) შემდეგ ხელნაწერში ვკითხულობთ: (თამარი ადგება, გააღებს კიდობანს, ამოიღებს იქიდამ გიგლიას იარაღს. დედა და თამარი გამოვლენ გიგლიასთან. გიგლიას ცოლი საჩეჩელს უზის და ბაიბუადა არ ივლებს ამ ამბავს. თამარი ტირილით მისცემს გიგლიას იარაღს; უნდა უთხრას რამე, მაგრამ გული ყელში ებჯინება. ამ დროს მოვარდება ახლო მეზობელი ქალი გიგლიასთან).
19. 7 მეზობლის ქალი (გიგლიას) - B. 10 B-ში ჯერ ყოფილა: იმ ძაღლებს. შეცვლილია: დაღისტნელთ. 11 როგორს] როგორ C; ჰზრდის] ზდის B, ზრდის C. 12 B-ში ყოფილა: ყორნებს, შეცვლილია: სვავებს. 13 ძაღთი] ძაღთა C. 16 მტრისა] ლეკის B. 20 ყოფილა: მხსნელად, გადაკეთებულია: მეშვლად B. 21 B-ში გადახაზულია „ფშავის“ და თავზე აწერია „ჩარგლის“; ნახეო] ჰნახეო B. 23 დაპრპიალებდეს] დაპრპიალებდა C. 24 B-ში ყოფილა: კლდეთაც საკვირვლად მიაჩნდეს, გადაკეთებულია: მთა-კლდეთაც გააკვირვებენ; გააკვირვებენ] გააკვირვებდა C. 26-29 (მეზობლის... დაულოცავს)] B-ში ვკითხულობთ: (ცხენს ჩამოართმევს გიგლიას და გამოჰყვება შორს. თამარი და დედა გიგლიას უკვენ მოსდევენ. თამარი ტირის და ჩამოეკიდება გიგლიას ყელზედ - ჰკოცნის. დედა არ აკოცებს, დაულოცავს). 28 ტირის] სტირის AC. 31 შამასწვრას] შამასწროს C. 33 B-ში ყოფილა:
შენს მტერსა შენმა აჯობნოს
ვერ ვინ იტყოდეს გმობასა.
ეს სტრიქონები გადახაზულია და მათ ნაცვლადაა: ხერხით მაიქე მტერთანა. 35 მშვიდობით+წადი B. ამ სტრ. შემდეგ ხელნაწერში ტექსტს ემატება: გიგლია წავა, აჩქარებით მიდის: გზაზე დედაკაცები უხვდებიან და ეძახიან: „მშვიდობით წადი, ჯვარი გეწეროს“.
20. 4-5 აქა-იქ... თვალებსა]
მხედრის სიმღერა უხდება
მის ცეცხლმოდებულ თვალებსა B.
ამის შემდეგ B-ში ტექსტს აკლია ერთი სტროფი (გახდა... ხარია] 8 დაგიდევს] დაგვიდევს C. 11 მაიეც] მოიეც B. 14 აგერ] ვიცი B. მე-15 სტრ. (...მისვლასა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
ნუ ვუღალატებთ, ერთგულო,
ჩვენს ამორჩეულს მიზანსა.
16 მალი-მალ] მალ-მალე C. 18 ამბობენ] ფიქრობენ B; გასწყდა] გასწყდენ B. 19 ფშავლებში ქუდოსანიო] ქუდოსან აღარ არიო B. 23 ტიროდა] სტიროდა C. 25 სახ-კარო] სახლ-კარო C. 27 ჩვენო] ჩემო C. 32 მასჭრესო] მოსჭრესო AC. 33 ყოფილა: გულმაგარაანთ, შეცვლილია: თანიბეგაანთ B. ბიჭები] ბიჭებსა B. 34 სულ ლუკმა-ლუკმა ასჭრესო] სამსავ თავები გასჭრესო B. ამის შემდეგ B-ში გადახაზულია: აღარ არია მეშველი.
21. 1 გაჰკროდა] დაჰკრვოდა A. დაჰკვროდა C. 2 ჩასვლასა] ჩასავლად B. 4 ტყეს] ხევს B. ამის შემდეგ B-ში გადახაზულია: ფშაურა წმინდა წყლიანი. მე-5 სტრ. (... ქედები) შემდეგ B-ში გადახაზულია: არც ერთს არ ეკრა ნისლიო. მე-8 სტრ. (...ტანადა) შემდეგ B-ში გადახაზულია: ერთის გაფრენით გადავლო. 9 ირევა მაღლით და ძირით] ამოდის ხევებშიითა B. 11 მიიბრძვის მხედრის] მაიბძვის გორგის B. 12 მიიბრძვის] მიიბძვის A, მაიბრძვის B; მიაქვ] მააქვ B, მიაქვს C. 13 მიაქვის] მააქვის B. 15 არ აბედენებს, სქ.: არჩევს] სულერთია, არ არჩევს ერთმანეთისაგან B. 16 სჭირდება] უნდება B. 17 დახეთქილსა] დაჰხეთქილსა B. 19 B-ში ყოფილა: ყელ-ყურს-მკერდზედა, შეცვლილია: გაირმებულსა. 20 B-ში ყოფილა: ვერანას რახტის პრიალი, შეცვლილია: რახტის, უზანგის ძგრიალი. 28 გეყოფა] გვეყოფა C. 29 B-ში ჯერ ყოფილა: თინაო, შეცვლილია: შვენაო. ამ სტრ. შემდეგ B-ში გადახაზულია:
გიგლიამ შამაიარა,
შუქი მაუძღვის წინაო...
30-31 კმარა... წყენაო - B. 30 ამდენი] ამდენის C. 32-33 გიგლიამ... კვალადა] B-შია:
უკვენ მოსდევდა ღრუბელი,
ზღუდე შაეკრა შავადა.
22. 2 დაჰხვდება] დახვდება BC. 7 გაჰსწყვეტს] გასწყვეტს C; ურჯულოებსა] ურჯულუებსა B. 9 ყინჩად. სქ.: კარგად, კოხტად, ლამაზად - AC. V თავი ხელნაწერში ჯერ იწყებოდა ასე:
სადაც ბორბალა ყელ-ყელობს,
ჯარად დამსხდარან ლეკები...
12 ყოფილა: გადმოჩნდა, გადაკეთებულია: ამოჩნდა B, გამოჩნდა C, ამის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
სხივნი დაჰმართა ბარადა,
დაჩნდა ტიტველი ქედები.
მთებს დააბერტყა სხივია.
14 B-შ ყოფილა: დაჩნდა, შეცვლილია: მოჩანს. 16 მისდევენ] მისდევდა AC. 20 თავზედ] თავზე C. 21-ე სტრ. (...მთისასა) შემდეგ B-ში გადახაზულია: მალე გაიგებს პირ-ქუში. 22 B-ში ჯერ ყოფილა: ბორბალაც გარინდებულა, შემდეგ უკანასკნელი სიტყვა შეცვლილია: ჩაფიქრებულა, ბოლოს მთელი სტრიქონია გადაკეთებული: ბორბალა ყინულიანი. 23 B-ში ყოფილა: ამბავს ტყობულობს ცისასა, გადაკეთებულია: გულის-პირს არღვევს ცისასა. 24 B-ში ყოფილა: იძახის, შეცვლილია: კითხულობს. 25-ე სტრ. (...ძმისასა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
ვინრა უამბობს ქვეყანას
ამბავს გიგლიას ცდისასა...
ბიბინებს მთებზედ ბალახი...
იქით, საყორნის გადაღმა
ადგილი არი კლდიანი,
ყორან არ დაეკარება...
იმაზედ ვერვინ გაივლის
თუ არა კაცი მტრიანი.
გულს მრისხანებით უვსებენ
ჩონხები უგზოდ გზიანნი,
იმას, ვის ცოდვა თავს აწევს,
არ იკარებენ ყორნებსა,
კერპნი, სასტიკის ზნიანნი...
ლამაზი საყორნის ბოლოს
ტყე არი ქორაფიანი...
28 B-ში ყოფილა: დგება და წასვლას, შეცვლილია: ყოყმანობს, წინ სვლას.
30 B-ში ყოფილა: შორით შაესმა. გადაკეთებულია: წინაით ესმა. 32 დადეგით] დადექით C.
23. 3 ოსმანამ] მუსტაფამ B. 5-6 ხმალი... წელშია - C. 6 B-ში ყოფილა: თოფი აიღო ხელშია, შეცვლილია: დამბაჩას სინჯავს წელშია. 7 გაუოხრდება] გაუორდება A. 11 აპრიალებს] ატრიალებს AC. მე-14 სტრ. (...ჯერია) შემდეგ B-ში გადახაზულია: აცათ, მაცალეთ, ძაღლებო. 15 შუაზე] შუაზედ B; გასჭრა] გაჭრა B. 17 სისხლითა] წითლადა B. 18 ოსმანას] მუსტაფას B. 23 მომკვდარა] მამკვდარა B. 24-ე სტრ. (...მკლავებში) შემდეგ B-ში გადახაზულია:
როგორც არწივმა წერონი.
ერთ-ურთშია ჰკრა ლეკები,
ჩხარა-ჩხური დგა ფარ-ხმლისა,
მიგორავს ლეკის თავები.
მიწას ნაფოტად ეცემა
მაუნათლავთა ძვალები.
უშველე, ფშავის ბატონო,
ჩუმად ამბობენ ტყვეები...
25 ყოფილა: ტირილი, გადაკეთებულია: ყვირილი B. 29 ერთმანერთზედა] ერთმანეთზედა B. 30 იმ] ის C. 31 მიუვა] მოუვა C. 32 ოსმანა] მუსტაფა B. 35-36 უშველე... ვაჟასა] B-ში ჯერ ყოფილა:
- უშველე, წმინდავ გიორგი,
ცდას ნუ წაუხდენ ვაჟასა..
შემდეგ შეცვლილია ისე, როგორც ჩვენ ვბეჭდავთ.
24. 3-4 წყეულმა... მკერდშია]
შინამც ნუ მივა ცოცხალი,
გორგის თოფი ჰკრა მკერდშია B.
5 დედას] დედა C. 14 ჰლოკს] ლოკს C. 22 B-ში ჯერ ყოფილა: ქალო, მერე: შვენავ, ბოლოს: თინავ; თოვლიანს] თოვლიან C. 25 ჰგლოვობენ] გლოვობენ B. 26 ტირის] სტირის C. 30 ყოფილა: უკანვე, შეცვლილია: მკვდრისაკე B. 34 გაწყდეს ცარგვლისა] გასწყდეს ბუნების B. 35 შენს] შენ B.
25. 1 პირზედა, ლოდებზედ] პირაზედ, ვაკეზედ B, პირზედა, ლოდებზე C. 2 ხარია] ჴარია AC. 3 გულხელდაკრეფა] გულხელს დაკრეფა A, გულს ხელს დაკრეფა B. 4 მხარია] მჴარია A. 5 B-ში ყოფილა: კვდება და ურევს გულ- ნაწლევს, გადაკეთებულია: კვდება გულს უწადინოდა. 7 როცა] რორცა ABC. 10 B-ში ყოფილა: კლდის ჭიუხებში, გადაკეთებულია: ზეით ჭიუხში; ზეით] ზევით C; წყრებოდა] წყდებოდა C. მე-12 სტრ. (...ტყვრებოდა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
ქვაზედ დაედვა ნისკარტი,
ცრემლის დენითა ბნდებოდა,
ტურფა პირიმზე ყვავილი
გულ-ბოროტისგან დნებოდა.
14 სიბრალულისგან] მღელვარებისგან B. მე-18 სტრ. (...ჰხლებოდა) შემდეგ ხელნაწერი წყდება. 30 შაესმა] შეესმა C. 35 ხარისა] ჴარისა AC.
26. 5 მოჰკლესო] მოკლესო C. 6 რჯულ-ძაღთა] რჯულ-ძაღლთა C. 14 გადმაიარა] გადმოიარა C. 29 მაჰყავ] მაჰყავს C.
27. 7 ცრემლსა] ცრემლებს C. 17 გვეშველებაო] გეშველებაო C. 22 დახვივის] დავივის A. 23 მყავ] მყავს C.
_______________
1. უკანასკნელი სტრიქონი შემდეგ გადაკეთებულია: აქ-იქ ორმოც პირადა.
![]() |
3 მონადირე |
▲ზევით დაბრუნება |
I
გენაცვლე, ჩემო ყირიმო,
რა ჟანგი მოგიკიდია?!
არც ისრე დავბერებულვარ,
რო სუ კერაჩი ვიჯდია!
სამჯერ ხომ ჩაგფალ მიწაში,
სამი ვათავე აზარი1,
ერთიღა მიკლავ მეოთხეს,
შენი საფლავიც მზად არი.
კიდევ სად დაგეტოლები,
გაგახმიანებ მთებშია;
ბოლიმც არ იძაბებოდეს
შენი ყორან-მთის ტყეშია!
საყვარლად მაჰრთავს ბებერი
ნამიანს ბალახს ბოლითა,
ვალხინებ საირმეებსა
თოფის ზედიზედ სროლითა.
მიყვარს და საამურია!
მთანი იწყებენ გუგუნსა,
რიჟრაჟზედ თოფის მსროლელის
დაჰლოცვენ დედის ძუძუსა.
მალე გაიგებს ყორანი,
თავზედ დამძახებს ტიალი,
კვალზედ მაჰსდევენ სოვები,
მიყვარს იმათი ტრიალი.
იზლაზნებიან ოხრები,
თვალებს ავლებენ შმაგადა:
ხელში დამრჩაა ნადირი,
თუ ტყვიით არი ავადა?
ირმის გულს ყორანს დავუგდებ,
ღვიძლ-ფირტვი სვავთა ძღვენია;
დაძღნენ, არა მშურს იმათთვის, -
კლდეთა ბეჩავნი ძენია!
მინდოდა არწივისადაც
მეცა პატივი ბევრჯერა,
მაგრამ სხვის მოკლულს არა სჭამს
ამაყი, ლაღი ჩემფერა.
მარტუა დავა მოზვერი,
არვის იკარებს ახლოსა;
თუ არ თავის ბრჯღლით ნაშოვნსა,
რჯულია, პირი ახლოსა?!
არც ვის თავისას დაუთმობს,
არცა ნდომულობს სხვისასა...
რაც მოსჭარბდება, მეფურად
სოვებს გადუგდებს იმასა.
ნეტავ ძმად რად არ მთანიობს,
ძღვენს რად არ იღებს ძმისასა?!
როცა გაძღება ვაჟკაცი,
ისრულებს გულის ნებასა,
დაჯდება შავის კლდის თავზედ,
საზარლად იწყებს ყეფასა;
თითქოს ამბობდეს: „ჩემის ბრჯღლით
მეც გავძეღ, სხვანიც გაძღენა“.
სოვებო, დაგტყდესთ, სჯობია,
კლანჭი და მხრები, მარჯვენა!
ნეტავი ერთხელ მყეფარი
არწივი კიდევ მაჩვენა!..
II
სიზმარში ვნახე წუხელა:
მჭვარტლის წყლის კუდში ვიდოდი,
დეკიანს გორზედ შემოვდეგ,
სადაც ირმები ვიცოდი,
გადავედ ტაფ-ტუფიანში2,
შამბ-ჭინჭარს მოვედებოდი.
ჩღილის თავს ქორაფიანი
პირს იბანს უწინ მთვარითა,
დაბლა წაბლის ტყე გაშლილა,
დათვის ნამტვრევი ღამითა.
იქვე კლდე ჰყუდავ ყვითელი,
მლაშობი ჰჟონავს მაღლითა...
უცხო ხმა მესმა: ჯერ სტვენა,
მემრე „ო, მამო“, - შრიალი,
ერთიან ირმების ხრომა
ჩემზე მაიღო თქრიალი.
შადგნენ ცოტა ხანს მწყაზარნი,
გაფრენ-გაფრენას ლამობენ,
მესმის ხმა, სმენის გამტაცი,
თითქო ღთიშვილნი გალობენ.
გორის პირს მაყლოვანშია
ქალი3 გადმოდგა მზებურა,
ია, პირიმზე4 ტანთ ეცვა,
თავზე ბუერა5 ეხურა.
მეტად ლამაზი რამ იყო,
საამო, სახით ღვთებურა;
ბრძამ-ლელის წინდებსა ჰქსოვდა,
თითებს აქანებს წყლებურა,
ტანად მომცროა და თმებით
ის არე-მარე ებურა.
ირმის ხროს მოერეკება,
სახელს ეძახდა ყველასა.
ერთი რქა-მნათი ჯონქაი6
განგებ იყრუებს სმენასა,
მარტოკა მივა ნაპირად,
არ დასდევს ქალის წყენასა.
ქალი გაჯავრდა, წასძახა,
აჩქამდა, როგორც ზარია:
„რად მტანჯავ, ბაითალმანო,
ტყვიამც გეცემა მწარია?
ანაწერიმც ხარ აგრია
ზეგვე თორღვაის თოფისა...
რა ჭირი გეცა, რა არი?
ბალახ თუ სჭამე ცოფისა?!“
გამამეღვიძა ზედაცა,
რასწამს დასრულდა სიზმარი.
კარჩი გამოვედ, ჟინჟღლავდა,
ამომხდარიყო ცისკარი.
მრავალან ჩაბძანებულან,
მთანი ივარცხნენ თავებსა,
ნისლები გადასწოლია
ჭიაურაის მხარესა.
III
წუხელ ნანახი სიზმარი
მითც არ მოცდება, - ცხადია.
ამ სიზმრით ბევრჯელ თორღვამა
ირმებს სუკები ვწვადია.
ჭანდრის ძირს ცეცხლი შავანთე,
დავაშიშინე მწვადია;
ეხლა ხარები ყვირიან,
ღვრივაზე წასვლა მწადია.
ღმერთო, მას ნუღარ შამამთხვევ,
რაც რომ შამემთხვა ერთხელა,
ნეტავ თოფს არ ავსევიყავ,
მონადირობა მეწყევლა.
ადრევ წამოველ სხლოვნითა7,
მას აქათ ხუთი წელია,
ივრისას ჩამოვიარე,
ვერანა8 გადმოვსთელია.
მზე კიდევ იდგა მთებზედა,
არ დაძრულიყო ნიავი,
ყორან-მთის გადასახედში
ხარმა დაიწყო ღრიალი;
სუ დაძრა ჩრდილი, გორ-გური,
დააწყებინა ზრიალი.
ბევრი რამ გამიგონია,
ბევრიც მინახავ თვალითა,
ირმის ყვირილზე ლამაზსა
ვინ მაიგონებს, - საითა?!
ამოგმინდება ტიალი
სურვილით სავსეს გულითა,
მემრე ზედი-ზედ დაჰკვნესებს
ფურის მძებნელი სულითა.
სადაც კი იმას გაუვლავ,
ასუნებულა ვნებითა,
დგნალი და შიმელაები
გადუღვერია რქებითა.
ნაბოტარს9 დაულევია
ის არე-მარე ტყებითა,
თოფი ვაშიშვლე ჩულშიით,
ახლო მიუჯე ქშენითა.
ტაფში მიდამო ბრუნავდა,
უწინ უნახე რქის წვერი,
მემრე სრულ ამააჩინა
რქა ნათლიანი, ტყის ფერი.
ტანი არ უჩნდა ოხერსა,
შიმელაები ჰფარვიდენ,
თოფი არავინ დაჰკრასო,
თითქოს იმიტომ ჰმალვიდენ.
გავსტეხე ერთი ნალეწი10,
დავიბუხუნე11 სამჯერა.
ფური ვეგონე, მოარდა,
უნდოდა გული ეჯერა.
კინაღართ გამანადგურა,
კინაღ პირდაპირ მეძგერა.
ვაჟკაცის ილეთი12 ჰქონდა,
სქელი კისერი ეღერა.
კაცის ხასიათს ვინ იცნობს?
გასაგებია ძნელადა,
რაც გვიყვარს, რაც რომ გვებრალვის,
თუკი ჩავიგდეთ ხელადა,
არ დავინანებთ, გავქელავთ,
მოვეკიდებით მგელადა...
მყისვე ჩახმახი დავღრიჯე,
გულზედ დავადევ ლიშანი...
კორაში13 ვნახე, დაემხო14,
წვერნ გადიქნივნა რქისანი.
მე რა ვიცოდი იმ რქათი,
თუ ნაკურთხნ იყვნენ ღვთისანი!
წამოიწია კვნესითა,
მუხლის კვერებზე მდგარია,
ვნახე, რომ რქებზე ჟიკჟიკებს15
სანთლები, ვარსკვლავთ გვარია,
ყურთ მომელანდა წყრომის ხმა,
მითამ გაეღო კარია.
თვალნ დამრჩნენ გაღმა გორზედა,
ვნახენ ხავსიან ყორენი,
საყდარს გუმბათიც დავატყე,
ზედ ხენი ორნი სწორენი.
ჯავრობა ისმის იქითა,
გადმოდგა ვინმე ბერია,
თოვლივით წვერი გულზედ სცემს,
სულ ანგელოზის ფერია.
ხელშია ყავარჯენივით
ჯოხი რამ დაუჭერია,
მიძახა: „რა ჰქენ, თორღვაო,
რაად მამიკალ ზვერია?!
კარგი, - ჰნახოდი, ბეჭშია16
შენი ცოლ-შვილი სწერია!“
ეს სთქვა, მაშინვე მიბრუნდა,
ვეღარა ვნახე თვალითა.
გავშრი და დავდნი ელდისგან,
წიფელს ვხვევივარ მკლავითა;
თოფი წინ გადამვარდნია...
გამამეღვიძა ღამითა,
სეტყვა და წვიმა მომსქდარი
მომგუბებია თავითა.
სჭექდა, ელავდა წამ-უწუმს,
წყალი თავს დამდის ღარითა,
გაჟინთული ვარ ერთიან
ცივის ნაწვიმის ცვარითა.
გავიქე, ჩაველ ხევშია,
დავჯე, დავიწყე ტირილი...
ცეცხლი დავანთე, არ დავსდევ,
თუმც მესმის ირმის ყვირილი.
ადგილის დედის სამხვეწრად17
სანთელი მედვა უბეში,
ჩამოვქენ სამი ნაჭერი, -
გაჭირვებულის ნუგეში.
მივედი დილით ნასაყდრალს,
შემოვუარე ჩოქითა,
კარზედ სანთლები მივაკარ
ცრემლის ღვრითა და ლოცვითა.
შაუთქვი ერთი მოზვერი,
საუკეთესოდ კვებული:
შამინდე, აგრემც იქნები
ქრისტიანთაგან ქებული.
საშვილიშვილოდ დამედვას
შენი წლის თავზედ კურატი,
ოღომც კი ნუ გამიწყრები,
ნუ დამაღონებ ნურათი...
IV
შენს მტერს! მოკეთეს აშოროს,
რაც მაშინ ვსჭამე ჭირია!
ჩემს დღეში ჯავრ-უნახველმა
ცრემლით ვიბანე პირია!
მე რა ვიცოდი, ირემი
თუ იქნებოდა ხატისა;
ნადირი ტყეში ათასი
სუ წარა-მარად დადისა!
ვარ უსამართლოდ დასჯილი,
ამით მიკვდება გულია.
ღმერთი და ხატი მგონია
ჭკვით და გონებით სრულია...
მაშ რად დამტანჯეს დალოცვილთ,
რად დამიდაგეს სულია?
რაც სინანული შამეძლო,
თავი არ დამიზოგია,
არცა ვარ ქურდი და ბოზი,
არც ავი, როგორც ზოგია.
ხუთს წელს ვინანე, თოფისად
ზედაც არ შამიხედნია,
ჭია რა არი. მისთვინაც
სისხლი არ გამიდენია.
რად გამიმეტა ბატონმა,
რაზედ მამიდვა გენია?!
უნდა დავლივნე სიმწარით
ჩემნი სიცოცხლის დღენია...
ორის წლის უკვენ ჩემს სახლსა
ჩემს მეტი არვინ ჰრჩენია.
სამი ვაჟკაცი დავმარხე,
სამნივე საქორწილონი,
ცოლი, და ქალსა ბატარას
ჯერ არ მიეღო მირონი.
მაინც ხომ ჩემი სახელი
ცოდვილთა რიცხვში სწერია,
ბარემ მეც სული ამამხდეს,
გული ვერ დამიჭერია.
მინდარის გაგიჟებითა,
ვიხილო ირმის კვალები,
მოვედო კიდევ გორ-გურსა,
ვაცეცო ირგვლივ თვალები,
ავაყაყანო მეზობელთ
ბალღი, კაცი და ქალები.
მწყურის სთქვან: კიდევ თორღვასა
გუშინ მაუკლავ ხარია;
გაგვიზიაროს ჩვენაცა
სუკი, ან ერთი მხარია.
[1886 წ.]
______________
1. ასი წმინდა ნადირი.
2. ჩავარდნილი ადგილი ტყეში.
3. ნადირთა პატრონი.
4. ყვავილია.
5. ბორხვენა, მცენარეა ერთფოთლიანი.
6. მეტი სახელია ირმისა, ალერსის გამომხატველი
7. სოფელია.
8. სოფელია.
9. ირემს ყვირილობის დროს საშინელი მქისე სუნი მოსდის; სადაც კი გაივლის, ყველგან, ბალახებზე და მცენარეებზე, აბნევს ამ საზარელს სუნსა.
10. ხმელი ხის ტოტი.
11. აჩქამება ისე, როგორც ფური-ირემი გადაეძრახება ხარ-ირემს.
12. შნო.
13. გასახედი თოფისა.
14. დაენარცხა, დაასკდა დედამიწას.
15. ბრწყინავს.
16. მთის ხალხსა სწამს, რომ წმინდა ცხოველის, შინაურის, თუნდ გარეულის ბეჭში, ვისაც იგი ეკუთვნის, ან მოუკლავს, - სწერია კაცის ავი და კარგი თავგადასავალი.
17. მონადირეს ჩვეულებად აქვს, უცხო ადგილას როცა მიდის სანადიროდ, სანთელს წაიღებს, „ადგილის დედას“ დაუნთოს, რომ იმან ხელი მოუმართოს.
მონადირე
ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15635(B).
ნაბეჭდი: „ივერია“, 1886, № 280 {A); „თხზულებანი“, 1899 (C).
ხელნაწერი ნაკლულია, იწყება 30-ე სტრიქონიდან (ირმის გულს...).
28. 8 მიკლავ] მიკლავს C. 20 რიჟრაჟზედ] რიჟრაჟზე C.
29. 1 კვალზედ] კვალზე C; მაჰსდევნ] მასდევენ C. 7 B-ში ჯერ ყოფილა: შიგნეულს იმათ დაუგდებ, შემდეგ პირველი სიტყვა შეცვლილია: ჯიხვის გულს..., ბოლოს ესეც გადაკეთებულია: ირმის გულს ყორანს დაუგდებ. 8 ღვიძლ-ფირტვი] ღვიძლ-ფირტვიც B; B-ში ყოფილა: იმათ, შეცვლილია: სვავთა. 9 იმათთვის] იმათთვინ B. 10 B-ში ყოფილა: ქვეყნის, შეცვლილია: კლდეთა. ამ სტრიქონის შემდეგ ხელნაწერში ჯერ ყოფილა:
მიკვირს, არწივიც ამათებრ
ძღვენს არ კადრულობს რად არა...
შემდეგ „ამათებრ“ ავტორს შეუცვლია სიტყვით „სვავთავით“. ბოლოს ყველაფერი ეს გადაუხაზავს. 12 B-ში ყოფილა: პატივი მეცა ბევრჯელის, გადაკეთებულია: მეცა პატივი ბევრჯერა. მე-14 სტრ. (...ჩემფერა) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია: თავადაც იმის რჯულისა. 15 B-ში ყოფილა: ვაჟაი, შეცვლილია: მოზვერი. 17 ბრჯღლით] ბჯღლით B. 19-20 B-ში ჯერ ყოფილა: არც ვის თავისას დაუთმობს, არცა ნდომულობს სხვისასა... შემდეგ ეს გადაუხაზავს და გვერდზე მიუწერია:
მეტს თუმცა ისიც სხვას უთმობს,
ძღვენს კი არ იღებს სხვისასა...
ბოლოს ესეც გადაუხაზავს და ისევ თავდაპირველი ტექსტი აღუდგენია. 22 გადუგდებს] დაუგდებს C. 25 როცა] რორცა B. 27 შავის] შავი C; თავზედ] თავზე C.
29 ბრჯღლით] ბჯღლით AB. 36 B-ში ყოფილა: ვითომა, შეცვლილია: წუხელა. 37 კუდში] კოდში C.
30. 1 გორზედ] გორზე AB. 5 B-ში ყოფილა: ტყის თავზედ ქორაფლიანი, გადაკეთებულია: ჩრდილის თავს ქორაფლიანი; ქორაფიანი] ქორაფლიანი AC. 9 ყვითელი] ყვითლადა B. 10 ჰჟონავს] ჟონავს C. 14 ჩემზე მაიღო] ჩემზედ მაიღეს B. 18 ღვთიშვილნი] ღვთი-შვილნი C. 21 B-ში ყოფილა: ია და ვარდი, შეცვლილია: ია, პირიმზე. 22 თავზე] თავზედ B. ყოფილა: პირიმზე, შეცვლილია: ბუერა B. 27 ტანად] ტანით C. 28 ის არე-მარე] შორს მაყვლიანი B. 29 B-ში ყოფილა: ხარ-ირმებს, გადაკეთებულია: ირმის ხროს. ამ სტრ. შემდეგ B-ში გადახაზულია:
ირმის რქისავე ჯოხითა,
ერთი რქამნათი ჩონქაი...
30 B-ში ჯერ ყოფილა: სახელდობრ ეძახს, გადაკეთებულია: სახელს ეძახდა. 32 ყოფილა: თითქოს, შეცვლილია: განგებ B.
31. მე-2 სტრ. (... წყენასა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
ხან რქას გავაზე გაიდებს,
ლაღობს, შამბ-შუმბში თამაშობს...
მე-8 სტრ. (...თოფისა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
მანამ ნამს ქარი აიტანს
დილითვე შენის ცოფისა...
11 გამამეღვიძა] გამომეღვიძა C. 12 რასწამს] რაწამს C. 13 გამოვედ] გამოველ C; ჟინჟღლავდა] ჟინჟლავდა B. 15 ჩაბძანებულან] ჩაბრძანებულან C. 17 ხელნაწერში ჯერ ყოფილა: დაწოლილიყვნენ, შემდეგ ავტორს შეუცვლია: გადაწოლილან, ბოლოს ესეც გადაუკეთებია: გადასწოლია. 18 ჭიაურაის] ჭიაურიას C. 21 მოცდება] მოსცდება B. ამ სტრიქონის მომდევნო სტრიქონი ავტორს ჯერ დაუწყია სიტყვით: ყვირილობაა, მაგრამ შეუწყვეტია და ეს სიტყვაც გადაუხაზავს. 22 ბევრჯელ] ბევრჯერ C. 23 ირმებს] ირმის AC. სუკები] გულ-ღვიძლი B. ვწვადია] სწვა დია AC. 25-ე სტრ. (... მწვადია) შემდეგ B-ში გადახაზულია: ყვირილობას მითც წავალო. 32 B-ში ყოფილა: სხლოვნით წამუელ რთველშია, გადასწორებულია: ერთხელ წამოველ სხლოვნითა. 33 აქათ] აქეთ C; ხუთი] ათი B. 35 B-ში ყოფილა: ბოჭორმა, შეცვლილია: ვერანა.
32. 5 ჩრდილი] ჩდილი B. 9 ყვირილზე] ყვირილზედ B. 16 ასუნებულა] აყროლებულა B. 17 შიმელაები] წიფლის შიმელა B. 19 B-ში ყოფილა: ჩაუყლაპია, შეცვლილია: დაულევია. ამის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია: ტყე-ველი, ხევი მთებითა. 21 B-ში ყოფილა: მაშინვე ჩამუეპარე, შეცვლილია: თოფი ვაშიშვლე ჩულშიით. 24 B-ში ჯერ ყოფილა: რქის წვერი ვნახე უწინა, გადაკეთებულია: უწინ ვნახე რქის წვერი. 29-30 სტრ. ხელნაწერში ჯერ ყოფილა:
მალე დაგარჩენს თორღვაი,
გულს ამით როდი წავიხდენ...
შემდეგ შეუცვლია:
არავინ დაჰკრას თოფიო,
თითქოს ტივლები ჰფარვიდენ...
ბოლოს ესეც გადაუკეთებია ისე, როგორც ჩვენ ვბეჭდავთ. 33 მოარდა] მოვარდა B.
33. 1 მამინადგურა] გამინადგურა A, გამანადგურა BC*. 4 სქელი კისერი ეღერა] კისერი წამოეღერა B. ამის შემდეგ B-ს აკლია 26 სტრიქონი (კაცის... ფერია). 15 რქათი] რქათა C. 19 ჟიკჟიკებს, სქ.: ბრწყინავს] ჰბრწყინავს C. 22 მითამ] მითომ C. 28 გადმოდგა] გამოდგა C. 29 გულზედ] გულზე C. 31 ყავარჯენივით] ყავარჯნის მსგავსი B.
34. მე-4 სტრ. (...თვალითა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
პირქვე გადავქცეულვარ,
ხელს მოვხვევივარ მკლავითა.
5 ელდისგან] ის იყო B. 6 ვხვევივარ] მივკვრივარ B. 13 გაჟინთული] გაჟღინთული C. 15-16 B-ში ჯერ ყოფილა:
არც კი მივსულვარ ირემთან,
ავსდეგ, დავიწყე ტირილი.
შემდეგ შეუცვლია ისე, როგორც ჩვენს გამოცემაშია. 17 დავსდევ] დავდევ B. 18 ყოფილა: ხარის, შეცვლილია: ირმის B. 19 სამხვეწრად] სამხვეწროდ B; სამხვეწრად, სქ.: უცხო ადგილას როცა] როცა უცხო ადგილს C. 21 B-ში ყოფილა: გავალხე, შეცვლილია: ჩამოვქენ; სამი] ოთხი B. 23-ე სტრიქონიდან დაწყებული B-ს აკლია 12 სტრიქონი (მივედი.... ნურათი). ნაცვლად იქაა:
მივედი დილით, შავვედრე:
„შევცოდე, მაპატივია,
ეხლა ეს იყოს, სხვასწილად
კურეტს დაგიკლავ“ - ვსტირია.
ის სტრიქონები კი ხელნაწერში ბოლოსაა მიწერილი. 23 ნასაყდრალს] საყდარსა B. 24 შემოვუარე] შემოუვარე A, გარზე ვუარე B; ჩოქითა] ჩოქვითა C. 25 კარზედ] კარზე C. 28-ე სტრ. (... კვებული) შემდეგ B-ში გადახაზულია:
ღმერთო, შამინდე ეს ცოდვა,
იყავ დიდხანა ქებული.
30 ქრისტიანთაგან] ქრისტეანთაგან C. ამის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
ღმერთს შავეცოდე, რაღა ვქნა,
ისმოდა ჩემი ყვირილი.
32 წლის თავზედ] თითო წელს B. მე-11 სტრ. (...ჭირია) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
მუხლის კვრით უვლი გალავანს,
ვსტირი და თანაც ვყვირია.
35. 4 B-ში ჯერ ყოფილა: ცრემლუნახველმა, გადაკეთებულია: ჯავრუნახველმა. 6 ყოფილა: ბეჩავმა, შეცვლილია: ირემი B. ამის შემდეგ B-ში გადახაზულია: თუ ხატის იყო ირემი. 8 ყოფილა: რა ვიცი, შეცვლილია: ათასი B. მე-9 სტრ. (...დადისა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
მცოდნიყო, ისე მამეკლა,
საწყევლი ვიყავ მაშინა,
რად მოვეღეტე ამ დროს იქ,
რამ ეშმაკ-ქაჯმა მაცდინა?!
14-15 მაშ... სულია - B; დალოცვილთ] დალოცვილო C. 22 მისთვინაც] მისადაც B, მისთვისაც C. 25 მამიდვა] მომიდვა C. 32 ქალსა] ქალი C; ბატარას] პატარა C. 36 ბარემ მეც სული ამამხდეს] ცოდვაა, დარჩეს ცოდვადა B.
86. 3 მოვედო] მოვედვა B. 7 მწყურის სთქვან] ამბობენ B. 8 მაუკლავ] მოუკლავ C. 9 გაგვიზიაროს ჩვენაცა] ცოტა ჩვენც გამოგვიგზავნოს B. 10 მხარია] მარია B. ხელნაწერს ბოლო გვერდზე მიწერილი აქვს:
ვაჟკაცის ილეთი ჰქონდა,
კისერი წამოეღერა.
![]() |
4 გოგოთურ და აფშინა |
▲ზევით დაბრუნება |
(ძველი ამბავი)
I
ამბობენ, ბლოელ1 აფშინა,
მინდოდაურის გვარისა,
სცარცვავს რჯულიან-ურჯულოს,
მარჯვედ მომხმარე ფარისა,
ჭერხო აავსო უნჯითა,
როგორც სალარო ხანისა.
თანაც იტყვიან: გოგოთურს
ჯანით ვერ შაედრებაო,
ნეკით გასტყვარცნის, აფშინა
ხე და ქვათ შაეცხებაო.
მეფესაც უთქვამ: „გოგოთურ
ათასს კაცთანო ვადარე,
ათასგანა მყავს ნაცადი,
ათასგან ომში ვატარე;
გოგოთურს რკინის გული აქვ,
მკლავი ხო გადამეტია,
რამდენჯერ მარტომ შაბერტყის
მტერი ქვიშაზედ მეტია.
ომში სიკვდილს ჰგავ გოგოთურ,
შეუბრალები, უკვდავი,
მტერსაც ზარსა სცემს უზომოს,
როგორაც სულთამხუთავი...
ისე აგორებს მტრის რაზმებს,
როგორც ნავს ტალღთა დენანი,
ალბათ სწყალობენ ვაჟკაცსა
ის ანგელოზნი ზენანი!“
რამდენჯერ სთხოვა ბატონმა
დარჩომა მეფის კარადა,
მაგრამ ვაჟკაცი ეტყოდა:
- მეფევ, ვერ გავძლებ ბარდა.
თუ მთის ნიავი არა მცემს,
გული ქალებურ ტირისა,
არ მინდა პური, არც წყალი,
აღარც გაღება პირისა!
მამეხიბლება გუნება,
ვერა ვარ გამძლე ჭირისა.
გოგოთურ ამაზედა სწუხს,
ხმა აღარ ისმის ომისა,
მიწურვილია, - თავდება
ჟამი ზაფხულის ორისა.
შინაც ხომ უქმად არ არი,
მუშაობს, მიწის მხვნელია;
ამბობს: „ომის დროს ვიომოთ,
არა-დ, - ვიქნიოთ ცელია,
ნადავლით, ნაყაჩაღარით
კაცის დარჩომა ძნელია!“
არავის ახსოვს, ფშავშია
ხმა-მაღლა ასძრახდომოდეს,
განაღამც საცარცვავადა
გზად ვისმე გადასდგომოდეს.
ვეება ჭანდარს აიღებს,
წიწკრად გაიდებს მხარზედა,
ყალიონს პირით არ უშვებს,
მიიტანს თავის კარზედა;
ირმებსაც დაედევნება
ყოფჩის გადაღმა კვალზედა.
შემოღამდება, შინ მოდის,
ჩამაუჯდება კერასა,
დაიწყებს შესაქცევრადა
დიდის ყალივნის წევასა,
ფანდურსაც შააჟღარუნებს,
თითს ააჩქამებს ბერასა.
ხანდახან დაიბუბუნებს,
ჭერი დაიწყებს ნძრევასა,
თან ფეხს დაუცემს ვაჟკაცი,
მიდამო იწყებს ნთქრევასა.
II
ძველადგანვეა ნათქომი,
რო დედაკაცი ყბედია,
მიჰყვება გულის ძრახვასა,
ვნებიანობით რეტია,
წაიტყვის უგვანს სიტყვასა
მოუფიქრელი, ცეტია.
ქმრისად სახელის მძებნელი,
სხვას არ დაგიდევს არასა;
მტყუანი იყოს მის ქმარი,
თუნდ ხალხს სცარცვივდეს შარასა,
ოღომც იქნევდეს ფრანგულსა,
არ ჰღალატობდეს ხარასა2,
ცოლსაც სწყალობდეს, აცმევდეს
წითლის დარაის კაბასა.
ცოლი აუტყდა გოგოთურს:
- რად გინდა დიდი სხეული,
თუკი ზღუბლს არ გასცილდები,
როგორც სახადით სნეული?!
რად გინდა თოფ-იარაღი,
ბასრი ფრანგული, წყეული,
ათასგან სისხლში ნათრევი,
კაცების ჟლეტას ჩვეული!
აბა, დაჰკვლიე, უტირნავ,
ცრემლი აქვ პირზე მცვრეული!
წადი, შენც ვინმე გაცარცვე,
არ გინდა სარჩო ნეტარა?
ქისტებს თავები გაჰბალთე,
ხევსურთ დაადევ ბეგარა.
ამბობენ, აფშინაის ცხენს
ტანი სრულ ვერცხლით ეფარა.
- ნეტავ რას ამბობ, დიაცო,
ჭკვას რად არ ატან სიტყვასა?
საქმე თუ გამოგლევია,
რატუ არ იტყვი იმასა?!
რად მინდა მაშინ სიცოცხლე,
ლუკმასა ვსჭამდე სხვისასა?
შენ ვინა გკითხავს, უჯიშოვ,
თოფისასა და ხმლისასა?...
შენ უნდა საჩეჩელს ეჯდე,
ან არა, - ჰქსოვდე წინდასა...
ხმლის ქნევას მადლი მაშინ აქვ,
როცა ხმალს ჰხედავ მტრისასა!
ჯერ მეფის სიტყვა არა სჩანს:
„შემოგვესია მტერიო,
ფშავით მოიდეს ლაშქარი,
ჩემი ერთგული ერიო,
წინ გამაუძღვეს გოგოთურ,
ჯერ არ-ოთ არი ბერიო“.
მითც არ მოჰსვლია ჩემს ხმალსა
სისხლით შეღებვის ჯერიო.
ჩემი ფრანგული მტერსა ჰკლავს,
ძმაზედ არა აქვ ხელიო.
უწინ შინ როდის დავმდგარვარ,
როსც დაგვცემია თათარი,
მტერს წინ მე მივგებებივარ,
როგორაც ჯერნებს აფთარი,
ომში რვა ხმალი გავცვითე,
მეცხრე თეთრ-ტარა ხანჯარი...
თუკი ავსული არა ხარ,
ეგ საყვედური რა არი?!
- მე იმას ვამბობ, ბეჩავო,
სახლისადა ხარ ურგები;
რა სარჩოდ გამოგადგება
თათრების დაჭრილ ზურგები?
ლაშქრობით რა მოგიტანავ,
ტანზე წყლულების მეტია?
მარტო სახელი რას გიზამს,
თუ სარჩოც არა ჰხვეტია?!
დაღონდა მეტად გოგოთურ,
ხმალს მიაწვადა ხელია;
ლაფნის3 საბმურით შაიბა,
მაგრა შაიკრა წელია;
მარცხნისას ფარი გადიგდო,
მარჯვნით - სიათა ჭრელიო, -
უზარმაზარი, ძელსა ჰგავ,
კაცის საზიდად ძნელიო.
დედაკაცს დაათათბირებს:
- უნდა მიმოვვლო ხმელიო,
რასაც შენა მთხოვ, იმისა,
წავალ, ვიქნები მქნელიო.
მოყვრებში გამაემართა
ამის დაცინვით მთქმელიო.
III
გაზაფხულ იყო მაშინა,
ახლად ყოოდეს იანი,
მწვანის ქათიბით კოხტაობს
მთების კალთები ტყიანი;
ბექ-ბუქში თოვლი დამდნარა,
მიწა გამხდარა წვნიანი,
მწვანეს ეწვდება ფოთოლსა
ხარი-ირემი რქიანი.
გალაღებულან ფრინველნი,
ისედაც ლაღი-ზნიანნი;
არაგვიც მოჰქუხს მრისხანედ,
ამ დროს შავფერად მდინარე,
იღვიძებს, იფშვნეტს თვალებსა
მის არე-მარე მძინარე,
კლდეებიც წყალსა ჰჟონავენ,
სრულად დამდნარა მყინვარე...
კოპალის ქვასთან გამოჩნდა
კაცი მთასავით მძვინვარე,
მაიზლაზნება ზოვივით,
პირქუში, არა-მცინარე.
ზენაით მეორე მოჩანს,
იმღერის, - მთანი ხვივიან,
მააქევქევებს ლურჯასა,
ნალნი რიყეზე წივიან;
მაეზაყება ცხენზედა
გამარჯვებასა ჩვეული,
უხდება წითელს ჩოხაზე
ფარი და დაშნა რწეული.
გოგოთურს ჰხედავს აფშინა,
გულშიაც ჩაეცინება,
ზედ მიჰვარდება ცხენ-და-ცხენ,
უდივრად შაიგინება,
აფშინას ბაწარაულის4
შუქი შორს გაიფინება:
- იარაღნ მამცენ, ფშაველო,
რად გი5, არ იცი ხმარება! -
პირდაპირია აფშინა,
ვაჟკაცს არ უყვარს პარება. -
რა გაკვირვებით მიყურებ?
აფშინას მეძახიანო!
ჰა, თორო შავთხოვ ფრანგულსა,
ხმალო, გამიჭერ, ფხიანო!
გოგოთურ ფიქრობს: ვეჩვენო,
აცა, აფშინას საწყლადა;
ვეხვეწო, თავი ვიდაბლო,
ამის რას მიზამს ნაცვლადა?
აქებენ, შამიბრალებსა,
თუ გადამაქცევს ნაცრადა.
- რადა, ძმობილო, - რად აგრე?
გან დიაცი ვარ ორსული?
დედამ გამზარდა მენაცა,
ნეხვჩი არა ვარ მოსული!
თუ მართლა აფშინაი ხარ,
იარაღთ რად მყრი, ძმისაო!
უიარაღო გამიშვა,
ხათრი არა გაქვ ღეთისაო?!.
მიწაზე როგორ ვიარო,
მზე როგორ ვსინჯო ცისაო?
ჯალაფნი არ მეტყვიანა:
„ჰაი, შე ტყლაპო მტრისაო?!“
სუ, თუ ღმერთი გწამ, აფშინავ,
სირცხვილს ნუ მაჭმევ, ძმობასა,
ქუდმოხდილს ქვეყნად ნუ მავლევ,
პირში ნუ მიმცემ გმობასა.
კაცი ხარ სახელიანი,
რად მიწევ ეგრე მტრობასა?
ოღომც იარაღთ ნუ ამყრი,
რა ვქნა გაგიწევ ყმობასა.
- ნუ მაგვიანებ, ფშაველო,
ჩქარა შაიხსენ ხმალია,
სიათაც გადმამაწვადე,
კარგი ექნება ძალია;
ერთი კვირაა შენს მეტსა
ვერავის დავკარ თვალია.
ჩქარა მაიხვენ აბჯარნი,
არა-დ, - გალოკებ ქვიშათა,
მიგცემ, გათრიონ ყუნჭივით
ტალღთა არაგვის წყლისათა.
მისცა ხმალი და სიათა,
ფარი, ნაჭრევით ფარული.
ცხენის აღვირსაც უსწორდა
მოყმე, დისწული ყვარული.
აფშინამ ლურჯას დეზი ჰკრა,
იგიც გაფრენას ლამობდა;
გოგოთურს თმენა გაუწყდა,
გამოცხადებით ჯავრობდა;
- მაშ მიგქონ ჩემნ იარაღნი,
კიდევ არ შაირცხვინია?
დადეგ, შე უნამუსოვო,
ქვაზედ გინაყო ტვინია! -
გაწყრა, გაჯავრდა გოგოთურ,
გულში აეძრა ჟინია.
ხელი გაავლო აფშინას,
დადვა, დაბეგვა ძალიან;
გადაფითრებულს აფშინას
სატირლად აღარ სცალიან;
მაგრა შაკონა ბეჩავი,
ისე დააგდო გზაზედა.
ჩაეუბნება ჭკვიანად:
- შენ გაგერშილხარ სხვაზედა.
გინდოდა გოგოთურსაცა
წამასჯდომიყავ თავზედა?
შენ რო ჭკვიანად მოგექე,
გვედრე, არ შამიბრალია,
ეხლა მე მერტყას წელზედა
შენი ზიკზიკა ხმალია;
ცხენიც მე მყვანდეს - ლურჯაი,
თანაც ეს შენი ფარია;
ჩაჩქანი, რკინის პერანგი
შენზედ არამი არია.
- რა ვქნა,- ამოთქვა აფშინამ
წვერმოტეხილის ენითა.
თან დნება ლურჯად, შავადა,
გულში ბოროტის კბენითა,-
რა ვქნა, გავბრიყვდი, ვერ გიცან,
თუმც კი გიცნობდი შორითა;
ბეჩავსა ვისღაც გამსგავსე,
დონდლედ აგებულს ყორითა.
გაქებდენ, კარგი ჰყოფილხარ,
კარგი გქონია მარჯვენა,
ფიც-ვერცხლი ვჭამოთ, გოგოთურ,
ჩემნ იარაღნიც მამცენა.
მრცხვენიან, ამას რო ვამბობ,
მიძმე და მომეც აბჯარი,
თუ არა, ბევრად მირჩევნავ,
რო გულში დამცე ხანჯარი.
- კი ყოფილაა ადვილი
სხვისად მიცემა აბჯრისა,
სხვის წელზედ სინჯვა თვალითა
თავის ხმლისა და ხანჯრისა!
კაცისად იარაღისა
აყრა სიკვდილთან სწორია.
ეხლა-ღა მოხვედ ჭკვაზედა,
ეხლა მაიეც გონია?
ხომ იცი, საქართველოა
ყველა კუთხიდან მტრიანი,
მგზავრს მიშვებ უიარაღოს,
კაცი არა ხარ ღვთიანი?
რას დასწრწი, რას დაეთრევი,
შე უნამუსოვ, ფაფხურა,
ვით წისქვილებში მსუნაგი
ქურდი, ქოფაკი, შავყურა?
გშიოდა, რატუ არ მითხარ,
გაჭმევდი, გაგაძღებდია,
იარაღს როგორა მყრიდი,
ღმერთი არ არის შენშია?
თუ არა, რაად გინდარის
ვერცხლი, ნადები ქვევრშია?
თუ მაინც გიყვარს ხმლის ქნევა,
ქროლვა, ქორებულ ტევება,
მე სამ გამამყვე, გაჩვენო
მტერი საჟლეტად ვეება;
დაგეცეს მარტოს ათასი,
გცემდენ, მოგიგდონ შუაში,
მაჯა დნებოდეს შრომითა,
ხმალი ტყდებოდეს ყუაში.
გასძელ, სხვა ხმალი იშოვე,
მტერი დააფრთხე თხებურა,
მარტომ მისდიე მრავალსა
პიროფლიანმა მგლებურა.
მაშინის ვიტყვი, ღირსი ხარ
წელზე ხმლის, თავზე - ქუდისა;
არა-დ გეხუროს ჩიქილა
თავზე დიაცის ცუდისა!
შენ გიცარცვია, ვინაცა
საბრალო არი, ბეჩავი,
თვის დღეში ომ-უნახველი,
დიაცთ ნალახის მხვეტავი;
არ შაგხვედრია შავფერა,
მკლავ-მსხვილი, რკინის მკვნეტავი.
მე შენ იარაღნ რად მინდან,
სიმრუდის გზაზე ნავალი?
შინაცა აქვის გოგოთურს
ფარი და ხმალი მრავალი.
აჰა, აბჯარნი, ცხენიცა,
წადი, მშვიდობით ვლიდია,
საცა შენი სთქვა ბიჭობა,
იქავე ჩემიც სთქვიდია.
გარისხებ ხახმატის ჯვრითა,
აი, კოპალაც ეს არი,
რო ყველა სიმართლითა სთქვა,
რაც რო დაგედვა ბეგარი...
თანაც გაუხსნა ხელები,
წამააყენა მხედარი.
ადგა ბეჩავი აფშინა
თვალ-მოცრემლილი, ლურჯია.
- მეგონა თავი, - ამბობდა, -
გაუტეხელი ბურჯია;
ეხლა სჯობს სახჩი ვიმალო,
თავზე დავირტყა გურჩია.
მოდი, გაკოცო, გოგოთურ,
სიკეთისათვის შუბლჩია.
ხელი მაჰხვიეს ერთმანერთს
გულახდით, არა ძალადა;
აფშინას ხურჯინშიითა
ტიკჭორა მააქვ ჩქარადა.
მიიპატიჟა გოგოთურ,
დასხდნენ ვაჟკაცნი ხის ძირა;
აფშინამ ყანწი აავსო
და ილოცება წინ-წინა:
- სანამ იცოცხლე, გოგოთურ,
სანამ ცასა სდის ნამია,
სანამ მზე ათბობს ქვეყანას,
დილა-საღამოს ჟამია;
სანამ ტყეს ესხმის ფოთოლი,
მიწა ამცენებს მწვანილსა,
სანამ ჯინჭველა ქალაქით
ზურგით მაიტანს მარილსა;
მოგწიოს ლაშარის ჯვარმა
მუდამაც გულის წადილსა!
ახლა გოგოთურმ დალოცა:
- გწყალობდეს, ძმისავ, ხატია,
შენც ჯანიანი ჰყოფილხარ,
როგორც წეღანის გცადია.
ღმერთმა გაშოროს ბოროტი,
ავ საქმე, ავი წადილი...
ნუ მოგვიშალოს უფალმა
ძმობა და ერთად ხადილი!
აფშინამ ხანჯრის ბუნისა
ვერცხლი არაყში ჩათალა,
ორთავ დალიეს ერთადა,
ორივემ ყანწი დაცალა
იფიცნეს. ეხლა ძმანია,
ვით ერთის დედის შვილები...
ახლა უმღერეს ზედაცა
ერთურთს სამღერი ტკბილები,
მემრე წავიდნენ ცალ-ცალკე
თავ-თავის გზაზე გმირები.
IV
უკუნეთია. არ ისმის
კრინტი არსითგან არ-რისა.
სუდარჩაცმულნი მთანი დგან,
ფიქრის მზიდველნი მწარისა,
სუ მუდამ ყინულიანნი,
არ-როს მნახველნი მწვანისა;
ცხადად ერჩევა საჯიხვე,
ქმნილი კლდისაგან სალისა.
ჩქაფუნი მოდის მწყრომარე
იმ ხევსურეთის წყალისა
და განაპირად სოფლისა
ისმის რაკუნი კარისა;
თან ხმაც გაისმა მწყრომარე
გადმონადენის ჯავრისა!
- გაგიწყრეს ჩემი გამჩენი,
მადლი ხახმატის ჯვარისა!
რა დროს ძილია, ბედმწარევ,
შე უდავლათოს გვარისა?!
აფშინას ვერ შაეწონვი,
როგორც მზეს შუქი მთვარისა.
აჰა, წაიხვენ აბჯარნი,
ცხენს ნუ დაუყრი თივასა;
ვინც ხვალ პირველად მოიდეს,
ყველა ეს მიეც იმასა;
ჩემ ცხენიც იმასა ჰყვანდეს,
ფასს არ ვსთხოვ, არცა ქირასა.
ხო გესმის, რას გეუბნები,
თავს რასა ჰკიდებ ძირასა?!
მე კარჩი ვეღარ გამოვალ,
ძმად უნდა ვყვანდე ჯინასა;
ჭირი შამყრია უწამლო,
კაცს, ხევსურთ ბადალს, წინასა.
აგერ სამი თვე სრულდება,
არა სცილდება ბინასა,
ლოგინად ჩავარდნილია,
უნდება კვნესას, გმინვასა.
მალა და ვეღარ დამალა
აფშინამ წყლული გულისა,
არ ეთქვა, აღარ შაეძლო
ვაჟკაცს მობრუნვა სულისა.
ცხენი, აბჯარნი სხვას მისცნა,
გახდა ერთგული რჯულისა.
V
მოგროვილიყვნენ ხახმატსა
ხევსურთ ვაჟები ხმლიანნი;
სალუდის კარზედ მოჩანან:
მინდი6, მამუკა7 მტრიანნი;
ხირჩლაიც მოდგა ხატის კარს, -
ვაჟკაცი სახელიანი.
განს, მოშორებით დამდგარან
დიაცნი მანდილიანნი.
ლუდის სმა არი, ღრეობა,
ცხვრის თავები ჰყრავ ყორედა;
ხევის-ბრის დიდება ისმის, -
აფშინა არი სწორედა!
ხალხს ხატს ახვეწებს ტკბილის ხმით,
იწვევს მფარველად ქვეყნისა:
„მწყალობელ იყოს გიორგი.
ხალხო, ოჯახის თქვენისა;
მტერზედამც გაგემარჯვებათ,
სიკვდილს გაშოროსთ მწარესა,
გამარჯვებითამც გივლიათ
ყოვლგნივ ხმელეთის მხარესა!...“
______
ამბობენ: ქვითინი მოდის
ღამ-ღამ ბლოს თავით კაცისა:
„ვაჰ, მკვდარო ვაჟკაცობაო,
ცოცხლად დამარხვავ თავისა!“
[1887 წ.]
___________________
1. ბლო - სოფელია ხევსურეთში.
2. თოფია.
3. ლაფანი, - ცაცხვის, ან თელის ქერქის შიდაპირი.
4. ხმალია.
5. შემოკლებული „გინდა“.
6. სახელია კაცისა.
7. სახელია კაცისა.
გოგოთურ და აფშინა
ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნაწ. ინსტ., № 126 (B).
ნაბეჭდი: „ივერია", 1887, № 181 (A); „თხზულებანი“, 1899 (C); ცალკე გამოცემა ი. კერესელიძისა, 1916 (D).
სათაური: ფშაველი გოგოთური და ხევსური აფიშა (ძველებური ამბავი) B.
ხელნაწერი თავდაპირველად იწყებოდა შემდეგი სტრიქონებით:
გაატიალეს ქვეყანა,
არ არის გასავალიო,
ვისაც კი ცოტა გულ უძე
ან ტანზედ არტყავ ხმალიო...
ეს სტროფი ავტორს გადაუხაზავს და დაუწყია ახალი:
დავა მთა-ბარად თარეშობს...
მაგრამ აღარ გაუგრძელებია, გადაუხაზავს და სხვა სტროფი დაუწყია:
ყველა ნადავლით აივსო,
ბალღიც მზიდველი ფარისა.
ეს სტრიქონები ვაჟას მაშინვე გადაუკეთებია ამგვარად:
ბალღიც ნადავლით აივსო
ჭირით მზიდველი ფარისა...
ბოლოს ეს ყველაფერი გადაუხაზავს და დაუწყია ისე, როგორც ცნობილია გამოცემებიდან: ამბობენ...
37. 2 ბლოელ] ხევსურ B. მე-5 სტრ. (...ფარისა) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
ისე გამდიდრდა, ოქროსი
ურდული აქვისა...
6 უნჯითა] ოქროთა B. 8 თანაც იტყვიან] მაგრამ ამბობენ B. 10 ნეკით გასტყვარცნის, აფშინა] როგორაც ჯირითს, გასტყვარცნის B. მე-11 სტრ. (...შაეცხებაო) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
არც კი გაულის თავშია,
სხვას რომ წაართვას ძალითა,
ალალის ლუკმის მჭამელი,
მიწის მცარცველი მკლავითა.
ვეება ჭანდარს აიღებს,
წიწკრად გაიდებს მხარზედა,
ყალიონს პირით არ უშვებს,
მოიტანს თავის კარზედა.
12 მეფესაც] თვით მეფეს B; უთქვამ] უთქვამს BCD. ამ სტრ. შემდეგ B-ში გადახაზულია:
ღირსად ჩემს ჯარად მუდამა,
თუ ხმალმ გაუძლო გოგოთურს...
მე-15 სტრ. (...ვატარე) შემდეგ B-ში ტექსტს ემატება:
მაგან არ იცის არც შიში
არც თუ დაღალვა რა არი...
16 აქვ] აქვს B. 17 მკლავი] ჯანი CD; ხო] ხომ B. მე-19 სტრ. (...მეტია) შემდეგ B-ში გადახაზულია:
აღარ დადგება, ვით წყალი,
თუ თათრებს ჩამაეტია...
38. 5 ალბათ] ალბად CD. 7 ბატონმა] მეფემა B. 8 მეფის. ამ სიტყვის ნაცვლად B-ში ჯერ ყოფილა: თავის, გადახაზულია და ზედ აწერია: იმის. 9 ვაჟკაცი] გოგოთურ B. 10 გავძლებ] გავსძლებ BC. მე-11 სტრ. (...მცემს) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
სიცოცხლე მიჩანს ჩალადა...
21 არი] არის BCD. 22-ე სტრ. ხელნაწერში ჯერ ამგვარად იკითხებოდა: ხნავს, სთესავს, მიწის მხვნელია. შემდეგ ავტორს პირველი ორი სიტყვა შეუცვლია ერთით: მუშაობს. ამ სტრიქონის შემდეგ B-ში გადახაზულია:
თავის მარჯვენით დარჩომა
ტკბილია, - ამის მთქმელია,
ფარ-ხმალთან ერთად უკიდავ
ცული, ნამგალი, ცელია.
24 არა-დ] არად B. 27 ახსოვს] ახსომს A. B-ში ჯერ ყოფილა: გოგოთურ, შეცვლილია: ფშავშია. 30 გზად] გზას B. 32 წიწკრად] წინწკრად D. 34 თავის] სახლის B. 35-36 ირმებსაც… კვალზედა - B. 37 შემოღამდება, შინ მოდის] დღისით მუშაობს გოგოთურ B; მოდის] მიდის CD.
39. 6 B-ში ჯერ ყოფილა: სახლის ჭერს უზამს, გადაკეთებულია: ჭერი დაიწყებს. 7-8 თან... ნთქრევასა] B-შია:
თვითაც, ვით ზღვაზე ხომალდი,
მიდამო იწყებს ნძრევასა;
ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარნი უნდან ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხნი შავარდნისანი.
ამის შემდეგ კი ხელნაწერში გადახაზულია ექვსი სტრიქონი:
ფარსმნის თავს ვეფხვი დავკოდე,
სამჯერ საომრად მეტია.
ვაჟკაცს გულადზედ პურადი
სამის გაფრენით მეტია,
კაცი რო კაცსა ვერ იცნობს,
სიკვდილზე გადამეტია.
26 B-ში ყოფილა: თუ ერთხელ კარჩი არ გახვალ, შეცვლილია: თუკი ზღუბლს არ გასცილდები; ზღუბლს] ზღუბს CD. 29 ყოფილა: გორდაი, შეცვლილია: ფრანგული B. 30 ყოფილა: ნაჩვევი სისხლში თრევასა, გადაკეთებულია: ათასგან სისხლში ნათრევი B.
40. 4 სრულ] სულ CD. 15 აქვ] აქვს B. მე-16 სტრ. (...მტრისასა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
მე ხმალს იქ ვიქნევ, სადაცა
სხვაც ბევრი იქნევს ჩემფერა.
17 სჩანს] ჩანს B. 21 გამაუძღვეს] გამოუძღვეს D. 22 ჯერ არ-ოთ არი] აროთ იქნება B. 23 მოჰსვლია] მოსვლია CD. 24 შეღებვის] შეღების AB. 26 აქვ] აქვს B. 27 დავმდგარვარ] დავმჯდარვარ B, დამდგარვარ C. 30 როგორაც ჯერნებს] როგორც ჯეირნებს CD. 37 სარჩოდ გამოგადგება] სარჩოობას გაგიწევს B. 38 თათრების დაჭრილ] თათრის დაჭრილი B.
41. 1 ლაშქრობით] ომშიით B. 2 ტანზე] ტანზედ CD. მე-4 სტრ. (...ჰხვეტია) შემდეგ B-ში ტექსტს ემატება:
თუ ერთხელ ასტყდა დიაცი,
იმის დადგომა ძნელია,
ისე ეხვევა კაცის გულს,
როგორაც ჯოყარს გველია.
6 მიაწვადა] მიაწოდა B. 7 საბმურით შაიბა] სამბური აბია B. 11 ჰგავ] ჰგავს B. 14 მიმოვვლო] მიმოვლო B. 15 იმისა] იმასა CD. 16 ვიქნები] ვიქმნები B. 17 გამაემართა] გამოემართა CD. 18 B-ში ყოფილ: ასე სიცრუის, შეცვლილია: ამის დაცინვით. 24 ბექ-ბუქში] ყველგანაც B. 25 B-ში ყოფილა: გახდილა, გადაკეთებულია: გამხდარა. 26 B-ში ყოფილა: მწვანესა ჰკორტნის ბალახსა, გადაკეთებულია: მწვანეს ეწვდება ფოთოლსა. 29 ზნიანნი] ზნიანი B. 33 ყოფილა: ჭალა, გორები, შეცვლილია: იმის მიდამო B. 34 ყოფილა: ჰჟონავენ წყალსა კლდეები, გადაკეთებულია: კლდეებიც წყალსა ჰჟონავენ B. 35 სრულად დამდნარა] სჩანს რომ გამთბარა B.
42. 3 ზოვივით] ზვავივით B. 5 მოჩანს] მოსჩანს CD. 5-6 B-ში ჯერ ყოფილა:
ზენაით მოდის სიმღერა,
ამაყად ჰკივის ხევსური...
შემდეგ ავტორს პირველი სტრიქონი შეუცვლია: ზენაით კაცი გამოჩნდა; ბოლოს ორივე სტრიქონი გადაუხაზავს და ნაცვლადაა:
ზენაით მეორე მოსჩანს,
იმღერის, - მთანი ხვივიან.
8 რიყეზე] რიყეზედ B. ამ სტრ. შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
თოფ-იარაღსა მხედრისას
თვალნი მიწაზედ სცვივიან.
13 B-ში ყოფილა: გოგოთურ ნახა აფშინამ, გადაკეთებულია: გოგოთურს ჰხედავს აფშინა. 15 მიჰვარდება] მივარდება D. B-ში ჯერ იყო: გოგოთურს, შეცვლილია: ცხენ-და-ცხენ. 17 ბაწარაულის, სქ.: ხმალია] ხმალია. ხევსური ხშირად ხმარობს ამ ეპიტეტს ხმლისათვის B, თოფია CD. 20 ყოფილა: შენ აროთ, შეცვლილია: რად გი B. 22-ე სტრ. (...პარება) შემდეგ B-ში ტექსტს ემატება:
ჩქარა, თუ სიცოცხლე გინდა,
მზის სინჯვა, ქვეყნად ტარება...
27 ფიქრობს] ჰფიქრობს BCD. 33-ე სტრ. (...აგრე?) შემდეგ B-ში გადახაზულია:
განა შენგნით მაქვ ნათხოვნი?
თუკი იარაღთ სხვათ მივცემ,
ძუძუ რადა მაქვ ნაწოვნი.
დედამ გამზარდა მენაცა,
ნეხვჩი არა ვარ ნაპოვნი.
გამიგონია აფშინა
ყველგან სახელი გაგიგდავ
მთაში და ყველგან ბარადა,
რადა ჰკადრულობ, ვაჟკაცსა
იარაღთ რად მყრი, მა, რადა?
36 ნეხვჩი] ნეხვში B.
48. 1 ხელნაწერში ჯერ იყო: თუ ვაჟკაცი ხარ, აფშინავ, შემდეგ უკანასკნელი სიტყვა შეუცვლია: მართლადა, ბოლოს მთელი სტრიქონი გადაუკეთებია: თუ მართლა აფშინაი ხარ. 2 იარაღთ] იარაღნ D. B-ში ყოფილა: გამგზავნო, შეცვლილია: გამიშვა. 7 ყოფილა: რაღას მეტყვიან, გადაკეთებულია: არ მეტყვიანა B. მე-8 სტრ. (...მტრისაო) შემდეგ B-ში გადახაზულია:
ამბობდა ამას გოგოთურ,
თან გულში ეცინებოდა,
ვნახო, რას მეტყვის აფშინა,
მითამ არ ეწყინებოდა.
ფიქრობდა, ვცადო აფშინა,
აქვა ნამუსი თუ არა...
თუ მარტო სხვის ვნებას ცდილობს,
როგორაც კელა მბზუარა.
11 მავლევ] მავლებ CD. მე-12 სტრ. (...გმობასა) შემდეგ B-ში გადახაზულია: მამკლა, მირჩევნის ბევრადა. 13 სახელიანი] კაცად მიყურებ B. 15 იარაღთ] იარაღს CD. 18 შაიხსენ] აიხსენ D. 19 გადმამაწვადე] გადმომაწვადე C. 22-ე სტრ. (...თვალია) შემდეგ B-ში ტექსტს ემატება:
ჯალაფნი მიჯავრდებიან,
ჩემი დიაცი მწყრალია,
რაღას ყოყმანობ, შაიხსენ,
თორო დაგიხშე ნათელი...
23 მაიხვენ აბჯარნი] იარაღნ მაიხვენ B. ამ სტრიქონის შემდეგ B-ში გადახაზულია: ჰა, თორო გაგყრი სიცოცხლეს. 25 მიგცემ, გათრიონ ყუნჭივით] მიქცემ, გათრიოს ყუნჯივით B. 26-ე სტრ. (...წყლისათა) შემდეგ ხელნაწერში ჯერ
ყოფილა:
აფშინას მისცა გოგოთურმ
ფარი, ხმალი და სიათა...
შემდეგ ეს ორი სტრიქონი გადახაზულია და ნაცვლად ერთია: მისცა ხმალი და სიათა. 34 B-ში ყოფილა: გულში ბოროტი, შეცვლილია: გამოცხადებით. ამ სტრ. შემდეგ ხელნაწერში ტექსტს ემატება:
რაკი არ იშლი, წაიღე,
აჰა, სიათა, ფრანგული...
აძლევს აფშინას იარაღთ
და ეცინება თან გული,
აფშინამ მედიდურადა
ცხენზე გააწყო ნადავლი,
გოგოთურს რჩება აბჯრადა
აფშინას ცხენის ნაკვალი.
ის გოგოთური საწყალი...
35 ჩემნ] ჩემ B.
44. 9 ჩაეუბნება ჭკვიანად] და თან დაჰვედრა მჭეხრის ხმით B. 12 წამასჯდომიყავ] წამოსჯდომიყავ D. 13 რო] რომ CD; მოგექე] მოგექეც B. 17 მყვანდეს] მყავდეს D. ამის შემდეგ B-ში ჯერ ყოფილა:
შენზედ არამი არია,
ჩაჩქანიც გამამადგება,
ეს შენი კოხტა ფარია..
შემდეგ გადახაზულია და შეცვლილია ისე, როგორც ჩვენს გამოცემაშია. 21-22 ხელნაწერში ყოფილა:
მე ვერას გეტყვი გოგოთურ, -
უთხრა აფშინამ კვნესითა...
შემდეგ შეცვლილია ისე, როგორც ჩვენ ვბეჭდავთ. 22-ე სტრ. (...ენითა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
გულში ჩამდგარი ნაღველი
ვერ ამეეთქვა ენითა...
27 ბეჩავსა] ბეჩავი B. 31 ვჭამოთ] ვსჭამოთ A. 33 რო] რომ BCD. 35 ჯერ ყოფილა: შენი ჭირიმე, შემდეგ შეუცვლია: შენი მარჯვენით, ბოლოს ესეც გადაუხაზავს და ახლაა: ბევრად მირჩევნავ B.
45. 1 წელზედ] წელზე CD. მე-4 სტრ. (...სწორია) შემდეგ B-ში ჯერ ყოფილა:
სხვა ვინ იკადრებს მაგ საქმეს,
თუ არ კაც შავ-ბნელი, ღორია.
იქვე ავტორს ეს სტრიქონები ასე გადაუკეთებია:
ეხლაღა მიჰხვდი, ბეჩაო,
ეხლა მაიეც გონია?
შემდეგ პირველი სტრიქონი კიდევ შეუცვლია: ეხლაღა მოხვედ ჭკვაზედა. მოხვედ] მოხველ D. 8 კუთხიდან] კუთხიდგან CD. მე-10 სტრ. (...ღვთიანი) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
არა სჯობდაა მოგეკალ,
დანა დაგეცა ფხიანი?*
11 დასწრწი] დაძრწი CD. 12 B-ში ყოფილა: უგულოვო, გადაკეთებულია: უნამუსოვ B. 13 ვით] რო ACD. 14 ქურდი] ყროლი B. 18 არის] არი B. 19 რაად გინდარის] რაისად გინდა B. 20 B-ში ყოფილა: ოქრო, შეცვლილია: ვერცხლი. 22 B-ში ჯერ იყო: დაქროლვა, მგლურად ტევება, გადაკეთებულია: ქროლვა, ქორებულ ტევება. 24 საჟლეტად] საჟლეტი CD. 30 დააფრთხე] დააფთხვე B. 35 არა-დ] და არ CD.
46. 4 რად] რათ C; მინდან] მინდა CD. 8 აბჯარნი, ცხენიცა] აბჯარი, ლურჯაიც B, აბჯარი, ცხენიცა CD; 11 ჩემიც] ჩემი CD. მე-11 სტრ. (... სთქვიდია) შემდეგ B-ში გადახაზულია:
მე უნამუსოდ არ გიშვებ
იმ პირობითა, სახითა,
რომ არ დამალო ეს საქმე,
ყველგან იარო საითა.
14 რო] რომ B. 16 გაუხსნა] გაუსხნა B. მე-18 სტრ. (...აფშინა) შემდეგ B-ში გადახაზულია: ცრემლი ჩამოსდის პირზედა... 19 თვალ-მოცრემლილი] თვალ-მოცრემლვილი B. 20 ამბობდა] იძახის B. 22 სახჩი] სახლში B. 26 მაჰხვიეს] მოჰხვიეს BCD. ამ სტრ. (... ერთმანეთს) შემდეგ ხელნაწერში ჯერ ყოფილა: ჰკოცნიან ერთ-ურთს ტკბილადა; ეს ჯერ ასეა გადაკეთებული: აკოცეს ტკბილად, ძმურადა, ბოლოს კი შეცვლილია: გულახდით, არა ძალადა. 30 B-ში ყოფილა: არაყზედ, შეცვლილია: გოგოთურ. 31 ვაჟკაცნი] ძმობილნი B.
47. 1 ჯინჭველა] ჭინჭველა C. 2 მაიტანს] მოიტანს CD. მე-4 სტრ. (... წადილსა) შემდეგ ხელნაწერში ტექსტს ემატება:
დალიეს ორთავ სამ-სამი,
აფშინა დგება ჩოქზედა...
7 B-ში ჯერ ყოფილა: კარგი ჰყოფილხარ, შენაცა, შემდეგში გადაკეთებულია ისე, როგორც ჩვენ ვბეჭდავთ. 8 წეღანის] წეღანა D. 12 ხადილი1] სადილი B. 17 იფიცნეს] იფიცეს CD. 18 ერთის] ერთი CD. 20 ერთურთს] ურთერთს CD. 21 ცალ-ცალკე] ცალკ-ცალკე BCD. 22 გზაზე] გზაზედ B. 25 არსითგან] არსიდგან AB. 30 B-ში ჯერ ყოფილა: ყინჩად, შეცვლილია: ცხადად. 32 ჩქაფუნი მოდის მწყრომარე] მასში ერევა ჩქაფუნი B. 33 იმ] იქ A. 35-ე სტრ. (...კარისა) შემდეგ B-ში მეტია:
ლურჯამაც დაიხვიხვინა,
იცნო ადგილი თავისა,
ცეცხლიც აბჟუნტდა დარბაზში,
ხმაც გავიგონე ქალისა.
36 მწყრომარე] მწუხარე CD. 37 გადმონადენის] გადმონადენი AB.
48. 4 სტრ. (...გვარისა) შემდეგ ხელნაწერში მეტია:
შენ სახევსურო არა ხარ,
დიაც ჰყოფილხარ ბარისა.
9 მოიდეს] მოვიდეს CD. 11 ჰყვანდეს] ჰყავდეს D. 15 გამოვალ] გამუალ B. 16 ვყვანდე] ვყანდე CD. 19 თვე] თთვე AB. 24-ე სტრ. (...გულისა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
ვერ გახდა მოღალატეი...
25 შაეძლო] შეეძლო D. 27 აბჯარნი] აბჯარიც B; მისცნა] მისცა B. 31-ე სტრ. (..ხმლიანნი) შემდეგ B-ში ჯერ ყოფილა:
ბათაკა მინდიაისძე
იქა ჩანს სახელიანი,
ხირჩლაიც მოდგა ხატის კარს,
კარგი ვაჟკაცი მტრიანი.
შემდეგში ავტორს ეს სტროფი გადაუკეთებია იმგვარად, როგორცაა ჩვენს გამოცემაში. 34 ხირჩლაიც] ხინჩლაიც D.
49. 3-4.
ლუდის სმა არი, ღრეობა,
ცხვრის თავები ჰყრავ ყორედა]
ცხვრის, კურატების თავები
ყრია აქა-იქ ყორედა B.
6 არი] არის BCD. 7 ხალხს] სხვებს B. 8 იწვევს მფარველად ∽ B. 9 იყოს] იყვეს D. მე-14 სტრ. (...მხარესა) შემდეგ B-ში ტექსტს ემატება:
ყველა კითხულობს, აფშინა
რისგან დალბაო, ნეტარა...
18 B-ში ჯერ ყოფილა: წამხდარო, შეცვლილია: ვაჰ, მკვდარო.
წერილში „ჩემი პოემების შესახებ“ ვაჟა წერს: „ეს პოემა საკუთარმა ინციდენტმა დამაწერინა, გოგოთურად ვგუობდი თავის თავს. ხედავთ, საქმე სანამდის მიდის. მხოლოდ სახეში მყვანდა ის გოგოთური, რომელიც მართლა ცხოვრობდა ამ მეცხრამეტე საუკუნეში, იყო მცხოვრები სოფელ ყოფჩისა. როგორც პოემაშია მოხსენებული, იყო ძალიან ღონიერი, მძლავრი და მშრომელი ადამიანი. იმისი მოტანილი ბტყელი სიპი ქვა დღესაც გდია კოპალის სამლოცველოსთან და ორ კაცს გაუჭირდება ასაწევად. იყო წყნარი და სათნოიანი ადამიანი, როგორც გამიგონია. იმის ვაჟკაცობისა მხოლოდ ეს მსმენია, რომ ერთხელ ქურდ-ბაცაცობისათვის შეეპყრო ორი ხევსური, მოეყვანა სახლში შეკონილები, ცოლისთვის ეთქვა: სალაფავი გააკეთე, ამ ძაღლებს უნდა ვაჭამოვო. სალაფავი ცარიელ წყალში ნადუღი ქატოა. მართლაც, ძაღლის საჭმელ გეჯაში ჩაესხა ქურდ ხევსურებისათვის და დაედგა წინ: „ეს ჭამეთ, ქურდი და სხვის სარჩოს მტაცებელი ამის ღირსიაო!“ ხევსურები თურმე შაეხვეწნენ: ოღონდაც, გოგოთურის ჭირიმე, ძაღლის სალაფავს ნუ გვაჭმევ და ჩვენს სიცოცხლეში აღარ ვიქურდებთო. გოგოთურმა შეიწყნარა მათი თხოვნა, ჩამოართვა ფიცი და გაანთავისუფლა. ეს ხევსურები ორი ერთკაცად - აფშინად გარდავქმენ და ამგვარად პოემა დაიწერა“...2
________________
1. ავტორის ჩასწორებაა (შდრ. ვაჟა-ფშაველა, III, 1930, გვ. 358).
2. ვაჟა-ფშაველა, ტ. VII, 1956, გვ. 335.
![]() |
5 სულა და კურდღელა |
▲ზევით დაბრუნება |
ძველი ამბავი
გატეხილისა ვაჟისა
ყორანმა ლეში არ ჭამა,
გაუტეხელის ვაჟისა
წინ-წინ მკლავები დაჭამა.
(ხალხური)
ჩემი სულაი-დ კურდღელაი ჩარგლისკარს
წვანან დაჭრილები, ხმლით ყორნებს
ულალვენ ერთმანერთსა.
(დედის ტირილი)
დღევანდლამდისა მაღლის მთის წვერზედ
ციხე-დარბაზის ნანგრევი არი.
ხავსით მორთულსა ციხის ლოდებზედ
გაუწყვეტელად ქვითინებს ქარი...
ციხის ძირს ჩაშლილ-გაოხრებული
დიდი სახლკარი მოიყურება,
გულხელ-დაკრეფილს ჩამოსდის ცრემლი,
გმირთ საუბარი არ ეყურება.
ერთი სიცოცხლის მომასწავები
ციხის მფარველად მუხა მოსულა,
მაგრამ ღრუბლებთან მეზობლობითა
ელვა-მეხისგან დაობლებულა.
ჩამოლეწილი მეხისგან იგი
სდგას ვით მოზარე წინაშე ცხედრის;
სტირის, რომ მასაც მოჰსვლია ჯერი
იქცეს ფეხის მტვრად მთურგვნელის ხვედრის.
ფშაველნი თაყვანს სცემენ გმირთ სადგურს,
თუმც ახლოს ვერვინ ვერ მიუდგება;
წარსულის დროის შემღაღადებლებს
დიდი სიწმინდე იქ ეგულებათ,
იქ ეგულებათ ორი სამარე,
ორის გმირისა - სულა-კურდღელის:
დღე-ღამ მებრძოლნი სამშობლოს მტრებთან,
გამხდარან მსხვერპლად თათრების ხრმლების.
ამ წმინდა ადგილს არ ჰყავს მფარველი,
სხვა მას არსება არ ეკარება;
მხოლოდ აქ ბუდობს მაცდური გველი,
ლოდებზე თბება, როცა დასცხება.
ათასში ერთხელ შავი ყორანი
მხრების ტყლაშუნით თავზე გადუვლის,
ერთს დაჰყრანტალებს ხმით ამაზრზენით
არე-მარესი და კაცის გულის.
ღამ-ღამ, ზამთრობით, როს ბუნებასა
მოუსვენარის ძილითა სძინავს,
ყველა მცენარეთ, ცელქსა ნაკადსა
კლდიდამ მომჩქერალს, იმონებს, ჰყინავს;
თოვლით მოსილნი ამაყნი მთანი
უკმაყოფილოდ იცქირებიან;
მათ უბეებში არწივნი, სვავნი
გასაწყლებულნი იმალებიან;
ლეგა, მიხრწნილი სიმშილით მგელი,
მიეფარება ნანგრევთა გვერდზედ,
ღმუის გაბმითა თავაღებული,
ვიდრე არ მოჰკრავს რიჟრაჟი მთებზედ...
ხალხში ხმა არის: შუაღამის დროს,
როცა სიჩუმე ჰსუფევს სოფელში,
აღმოსავლეთით მოდის ვარსკვლავი
და ჩაეშვება ამ ნანგრევებში.
_________
ერთი დრო იყო, ამ ადგილასა
ბრწყინავდა მკვიდრად ციხე ნაგები;
აქ ბინა ჰქონდა ორს ლომგულს ძმასა,
მათ აწუხებდათ სოფლის ამბები.
ძმებს სიყრმიდანვე თან დაჰყოლია
სოფლისთვის შრომა, სოფლისთვის ბრძოლა,
ამიტომ კიდეც თავს მათ სწოლია
ქვეყნის მტრებისთვის ისრების სროლა.
ქორ-შავარდენნი მაღლის მთისანი
სოფელს მთებიდან თვალს ადევნებდნენ,
ხალხის შველისთვის გულდამშეულნი
საჭირო ადგილს მიიჭრებოდნენ.
როგორაც მეხი ცხვრისა ფარსა,
რიყედ გაჰფენდნენ ურჯულოს ჯარებს,
გაქცეულს ხმითა დასცემდნენ ზარსა
და უციებდნენ მუხლებში ძარღვებს.
მტრისგან აღძრული ქალთა ქვითინი
და ბალღთ წივილი დაიძინებდნენ,
სადც გაისმოდა მათ ცხენთ ბიბინი,
„ჩვენ აქ ვართ მეშვლად!“ დაიყვირებდნენ.
რა ხალხის მჟლეტი, გულგრილად, მტრები
დამარცხებულნი გაიბნეოდნენ,
სისხლში მოსვრილი, დაღალულები
ძმები ციხეში დაბრუნდებოდნენ.
ოფლში გაწურულთ ცხენთა ჭიხვინზედ
დედა უღებდა ციხის კარებსა,
მოევლებოდა შვილებსა თავზედ,
გამოჰკითხავდა ომის ამბებსა.
სულა, კურდღელა, შავად ჩაცმულნი,
ძვირად აძლევენ დედას პასუხსა;
სხედან ვით მთანი ნისლით ბურვილნი,
არ აჯერებენ წვრილს ბრძოლას გულსა;
გმირებს სწყურიან მედგარი ბრძოლა,
გული იჯერონ მტრების ჟლეტითა;
ჰსრავდნენ ისეთ მტრებს, არ აქვნდესთ თრთოლა,
როს ჩაცვივიან ხმლების ქნევითა.
დედა შვილების გასართობადა
ხელში აიღებს ხმატკბილს ჩონგურსა
და მაღალის ხმით ვაჟკაცურადა
დაჰმღერს, შვილები უგდებენ ყურსა:
„ომ-უჩვეველსა ვაჟკაცსა¹
ომი ქორწილი ეგონა;
ხმლის ქნევა, ფარის ფარება
ფარიკაობა ეგონა;
ჯარად მოდენა ისრისა
ცით ხორხოშელა ეგონა;
გულზე დაჩნევა წყლულისა
კოცნა დედისა ეგონა;
დადება საკაცეზედა
თავის ლურჯაი ეგონა;
მიტანა სამარის კარსა
თავის სახლკარი ეგონა;
ჩადება სამარეშია
თავის ლოგინი ეგონა;
ზედ შავის ლოდის დადება
თავის ნაბადი ეგონა;
ქალისა, რძლისა ტირილი
იმათ სიმღერა ეგონა“.
მგზავრთა გააგდეს სოფლად ამბავი:
„შემოსეულა თათრის ჯარიო,
და უთვალავი ლპება არაგვზედ
დასამარხავი ქართვლის მკვდარიო.
უკაცურს ჩინთში ზედ გზისა პირზედ
ჩალურ ქოხის წინ წევს ორი მკვდარი,
ხელხანჯლიანსა დედაკაცს ყელზედ
შემოჰხვევია ძუძუთა ბალღი.
აქა-იქ ტყეში წვერშეხავსული
დაჭრილი ბერი ღრმადა ჰკვნესისო,
ტრაპეზი უდგას წინ დანგრეული,
ხელის გაპყრობით სიკვდილს ელისო.
სად მუშას იმ დღის ნაწოვ-ნადაგსა,
წამოეწევა ურჯულოს ჯარი,
მიესევიან, სცდიან ხანჯლებსა,
მის თავით ხარობს შუბისა ტარი.
ურჯულოს უთქვამს, უნდა წავიდე
და გავამტვერო საფშავეთიო,
უნდა მთიულებს შემოვხსნა ხმალი,
დაბლა მენა ვარ, მაღლა - ღმერთიო“...
ეს ხმა მივიდა უწინ იმ ადგილს,
სად დღეს სიცოცხლის არს მხოლოდ კვალი.
სულა, კურდღელა, ჰკაზმვენ ცხენებსა,
ვეფხვებს უჭირავთ ბარისკე თვალი;
დაიხურიან თავზე ჩაჩქანი,
წელს შაიბიან ნაკურთხი ხმალი.
ბანზედ აივსო თათრის ჯარითა
კლდით მოზღუდული არაგვის ჭალა;
არავინა სჩანს, მტერს გზა შაუკრას,
ან სიტყვა უთხრას, - იხმაროს ძალა.
სულა, კურდღელა მტერს წინ დაუდგნენ
და შეუთვალეს: „უკან წადითო;
ან ჩვენ დავრჩებით სვავთა საჭმელად,
ან მათ სადილად თქვენს ლეშს გავხდითო.
ვინ მოგცემს ნებას, ურჯულოებო,
ფეხქვეშა სთელოთ ქრისტიანები?!
მაშ რისთვის გვინდა ფარი და ხმალი,
რისათვის გვსხია ტანზედ მკლავები,
თუკი უომრად მოგცემთ ნებასა
ჩვენს ხალხს დაადვათ ხარჯი, ბეგარი;
დააწიოკოთ წვრილი ბალღები,
ჩვენებს უქციოთ სახლი და კარი?!“
თათრების ხანი განცვიფრებული
უგზავნის გმირებს კაცსა კაცზედა:
„ნუ მასხარაობთ, შინ წასვლა გიჯობსთ,
მინამ თავები გბიათ ტანზედა!“
ძმებმა ხმალს ჰკითხეს, ფარი იფარეს,
ცხენების ბორგვნას მისციან ნება;
კარი გაეღო თათრის ჯარისა,
გუბე და გუბე სისხლისა დგება.
სისხლი ხმლის წვერმა ზეცას აწვიმა,
მერე მიწაზე დაიწყო დენა,
როგორაც წყალმა ნადენმა კოკით.
მაშინ კი ბელადს გაუწყდა თმენა:
„შეიპყარითო ორივ ცოცხალი!“
ალლახის რისხვით შერისხა ჯარი,
მაგრამ ვაჟკაცი თუ ვერ იმარჯვებს,
თავს არ შეირცხვენს, მტერს ჰრჩება მკვდარი.
_________________
სულა, კურდღელა დარჩენ დაჭრილნი,
ველმა დაუგო ჭრელი ფარდაგი;
თავს დასტირიან გმირებს ცხენები,
და ტოტით გაქნეს მათ გარს ალაგი.
მტერი წავიდა, დაბნელდა ჭალა,
მთებმა მოიხსნეს თავიდამ ვარდი
და როგორც მწყემსნი, ჯოხს დაბჯენილნი,
ჩასცქერენ ხევებს, პირს უჩანსთ დარდი.
გამოღმით, გაღმა ხევნი კლდიანნი
ცვალებადს ბედსა ემდურებიან.
მთებს დაეკიდნენ წვრილნი ვარსკვლავნი,
ცას მიწის ამბავს ეუბნებიან.
ისმის არაგვის მწარე ქვითინი,
ბოლო არა აქვს იმის კვნესასა,
შეყრილა ორი ბუ, საბრალონი,
სწყევლიან თავის ბედისწერასა.
აგერ ლოდინით დედა დაღლილი
გვერდს მოსდგომია ციხის კარებსა;
შუბის ტარზედა სთვლემს დაყრნობილი,
ჰხედავს სიზმარში თავის შვილებსა:
ციხის კარს მოდგნენ თეთრის ცხენებით
მისი შვილები: სულა, კურდღელა,
თეთრად მოსილნი უიარაღოდ,
და დაუძახეს დედას ნელ-ნელა:
„მშვიდობით, დედავ, მტრის სიმრავლესა
ვეღარ გაუძლო ჩვენმა მხნეობამ;
სოფლის წესითა სჩანს სიმართლეზედ
უნდა იმარჯვოს მუდამ მრეობამ.
მარტო დარჩები, მტერი ბევრი გყავს,
არ დაგინდობენ მოსაკლავადა;
მანამ თმას იწნავ, ქალის ფერი გაქვს
და სული გიდგას - იყავ ქალადა.
როდესაც მტერი ჩამოესევა,
დააწიოკებს საწყალ სოფლელებს,
თუ მასთან ბრძოლა არ შეგეძლება,
გულს ნუ დაიკრებ ამაოდ ხელებს.
გადადეგ იქით, მორთე ქვითინი,
ცრემლი ადინე მთასა და ბარსა,
ჩვენიც შეგესმის სამარით ბანი,
წყვდიადში მოვრთავთ გლოვას და ზარსა...“
ერთი იკივლა საბრალო დედამ
და გაახილა უცებ თვალები:
გარიჟრაჟია. მაღლის მთებიდამ
ჩამოდის თავქვე ყორან-სვავები;
დედა მიჰყვება ფრინველთა გზასა,
ჰხედავს მდელოზედ შემორტყმულს ტყითა,
მისი შვილები წვანან შამბებში
და უსხდებიან სვავნი თავითა.
უდგა ყორნებსა მათზე ყიჟინა,
ამოუთხრიათ ძმათთვის თვალები
და ტანჯულთ მხსნელი დაუჭამიათ
ორის გმირისა მსხვილი მკლავები.
ხმლები, შუაზედ გადატეხილნი,
დახრულს თითებში მაგრა უპყრიათ..
რიღასთვის უნდათ, ქმნილან უგრძნობნი,
თავისი გული ხელთ არ უპყრიათ.
ვერ მოიქნევენ მადლიანს ხმალსა
ტანჯულის ხალხის დასაცველადა,
ვერ აახელენ არწივებრ თვალსა
სამშობლოს მტრის გზის გასაკვლევადა.
რაც გადაურჩა ფრინვლის ნისკარტსა,
ის უნდა ჩალპეს შავს მიწაშია;
გაუხარდება გველს და ჭიასა,
ჩასახლდებიან გმირთა გვამშია...
მგრძნობელი გული დალპება ფუჭად,
არ აღეგზნება სიბრალულითა;
გახდება ენა გმირების მუნჯად,
გულს ვერ აუვსებს სიხარულითა
ხალხსა, როდესაც მას მტერი ჰჟლეტავს
და ცეცხლში დნება მისი სახლები:
„მტრის ჯავრს არ გაჭმევთ, ხალხო, ნუ სტირით
მანამა გვსხია ტანზედ მკლავები“.
შემკრთალი დედა დასცქერს შვილებსა,
არ მოსდის ცრემლი, საკვირველია,
თუ ეშინიან ხალხის აზრისა:
„სუსტი ყოფილა, ცრემლი სდენია!“
დედას არ ჰშვენის შვილის ტირილი,
როცა შვილს ჰხედავს ბრძოლაში მოკლულს,
უნდა უჩინოს ჭკვაში სამალი
ცრემლსა მყივანსა თვალებში მოსულს!
საბრალო დედავ! შენ ნუ იტირებ,
გამოუჩნდება მაგათ მოზარე,
ხალხს მუდამ ახსოვს და ეხსომება
მისი მფარველი, თანამგრძნობარე.
აგერ უფროსს შვილს თავს დაეღირა
და გულზედ უკრებს შეჭმულს მკლავებსა,
ხელში უჭირავს ჩიქილის ტოტი,
იმითი უწმენდს ნაწიწკნს თვალებსა.
თან დასჩურჩულებს კვეთების ხმითა:
„შენ გენაცვალე, იმედო სოფლის,
შენზედ დედის რძე არის ალალი,
პატრონო, მცველო ბეჩავის, ობლის,
ჩამოღალულო ქვეყნის გულისთვის,
ღვარად მდენელო სისხლის და ოფლის“.
__________
ეს რა ხმა ისმის: ლიტონი მთები
თითქოს ტირიან, ის გეგონება;
აგერ გახედეთ, ქალი და კაცი
დიდის ციხის ძირს ერთად გროვდება.
ხალხის შუაზედ ორი საკაცე
ძევს, ასვენია ზედ ორი მკვდარი,
თვალებ-დათხრილთა, მკლავებ-შეჭმულთა
გულზედ აწყვია ნაწნავთა ჯარი.
ქალი და კაცი იხოკენ პირსა,
მკვდრებს ევედრიან გაღვიძებასა,
მაგრამ ბუნებას გრძნობა ვერ შესცვლის,
ვერ დაუმონებს თავის ნებასა.
[1888 წ.]
___________________
1. ეს ლექსი ხალხურია.
სულა და კურდღელა
ნაბეჭდი: „ივერია“, 1888, № 237.
„ივერიაში“ შემდეგი განსხვავებული წაკითხვებია:
51. 19 ამაზრზენით] ამაზრზენი.
52. 2 აწუხებდათ] აწუხებდა. 33 ისეთ] ისეთს.
53. 18 იმათ] იმას.
54. 3 მივიდა] მოვიდა.
55. 5 ფარდაგი] ბარდაგი. 9 მოიხსნეს] მაიხსნეს. 12 კლდიანნი] კლდიანი. 24 თეთრის] თათრის. 32 დარჩები] დაჰრჩები. 37 საწყალ] საწყალს.
56. 1 იქით] აქით.
57. 27 აწყვია] აწვია.
![]() |
6 ალუდა ქეთელაური |
▲ზევით დაბრუნება |
(ხევსურების ცხოვრებიდამ)
მაცნე მოიდა შატილსა:
- ქისტებმა მოგვცეს ზიანი,
დაგვიწიოკეს მწყემსები,
ავნია, ავი-ზნიანნი,
ალუდა ქეთელაური
კაცია დავლათიანი,
საფიხვნოს თავში დაჯდების,
სიტყვა მაუდის გზიანი;
ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა,
სცადა ფრანგული ფხიანი.
ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი!
ქისტებს წაუსხამ ცხენები,
ალუდაისიც ფთიანი.
გუმან აქვ, გადაავლიონ
არხოტის თავი მთიანი,
გადაბერტყინონ ნალითა
ქუჩი მთებისა, ცვრიანი.
ეს რო ალუდამ გაიგო,
თოფს დაუპირა ტალიო;
აისხა იარაღები,
გააფხავიდის ხმალიო;
გაუშინჯიდის ვადანი,
ხმალს არ მაუტყდეს ტარიო.
ცისკრის ხანია, მტერს მისდევს
კლდის შავარდენი ჩქარიო.
გათენებისას ჭიუხში
შურთხმა დარეკა ზარიო,
ძაღლებს კი სძინავ თეოზე,
ჯერ არ გაშლილა ცხვარიო.
მალე შააგდო ალუდამ
ქისტების ნავალს თვალიო.
მარჯვედვე გადაეწია,
თოფმა გაიღო ჩქამიო:
ერთს ქურდ-კანტალას ღილღველსა
ცუდი დაუდგა წამიო;
გადავარდება ცხენზეით,
ყელ-თავქვე ეკიდებისა;
ნატყვიარი სჭირს ბეჭის თავს,
ზედ ცეცხლი ეკიდებისა;
ამხანიგ-მოკლულ ღილღველი
ჩახმახსა ეზიდებისა.
გამასტყვრა მუცალის თოფი,
კლდის პირი დაიშლებოდა,
ნაძოძი ტყვიის ალუდას
კალთაში ჩაეშლებოდა.
- არა გჭირსაა, რჯულ-ძაღლო?-
მუცალი ეუბნებოდა.
- ნუ გგონავ, მჭირდეს, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა.
ხმა ალუდაის თოფისა
ჭეხასა ჰგვანდა ცისასა.
- არ მოგხვდაუა, რჯულ-ძაღლო? -
ისევ ეძახის იმასა.
- მუცალს არა სჭირს, რჯულ-ძაღლო,
ნამტვრევს მაშლიდა კლდისასა...
- ოჰო, ქუდ გაუხვრეტია,
წვერებსა სტუსავს თმისასა.
- მაღლა დაგიცდა, ბეჩავო,
კენჩხას არა სჭირს ძვლისასა.
გამოსტყვრა მუცალის თოფn,
ტყვია ჩქამს იზამს მქისესა,
გაუტეხს ქეთელაურსა
საპირის-წამლეს რქისასა.
- არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?-
ზედაც დაჰვედრებს იმასა.
- არა სჭირს, არა, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა,
გამმარჯვედ ჯვარი დაჰყვების,
ძალს შაახვეწებს ღვთისასა.
გულს არ ჰხვდა, ნუ გეგონების,
ამტვრევდა წამლის ქისასა.
რაკი სრევაზე მიდგება,
ჯავრს არც მე შავჭამ მტრისასა.
შატილიონის ნასროლი
ქისტს უმტვრევს გულის ფიცარსა.
- არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! -
შამაუჭყივლებს ქისტასა.
- გულში მჭირს, გულში, რჯულ-ძაღლო,
ვაჰ, ცდასა მუცალისასა!
ძმაც ხო მამიკალ, მეც მამკალ,
რა ვუთხრა მადლსა ღვთისასა?
მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მაჰგლეჯს, დაიფევს წყლულშია
მწვანეს ბალახსა მთისასა.
ერთიც ესროლა ალუდას,
ხანს არა ჰკარგავს ცდისასა.
თოფიც ალუდას გადუგდო,
ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა:
- ეხლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა.
სიტყვა გაუშრა პირზედა,
დაბლა გაერთხა მიწასა.
ალუდას თოფი არ უნდა,
ატირდა როგორც ქალიო;
არ აჰყრის იარაღებსა,
არ ეხარბება თვალიო.
თავით დაუდვა ხანჯარი,
ზედ ეკრა სპილოს ძვალიო,
გულზედ ძეგლიგი1 დაადვა,
მკლავზედ ფრანგული ხმალიო.
მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა: „ცოდვა არიო;
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,
ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.
მკლავზედავ გებას მარჯვენა,
შენზედ ალალი არიო,
შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს,
ნუმც ხარობს ქავის კარიო,
კარგი გყოლია გამდელი,
ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო!“
სიგძივ გაჰხურა ნაბადი,
II
მზემ აიწია ცაზედა,
ნისლებმ დაწირეს ხევები;
მისჯარებიან ცის კიდეს
კავკასიონის დევები.
აშლილან სანადიროდა
ქორებ, ფრინველთა მლევლები;
სოვნი არწივებს მასდევენ,
მუქთად ჭამისთვის მხლებლები.
ჯიხვნი მაებნენ მყინვარსა,
მადლი რქათ ადგა ღვთისაო.
ხევი-ხევ შამოყრანტალებს
ყორანი ავის ხმისაო:
„მამკვდარა ქისტი მუცალი,
თვალნ უნდა ვსჭამნე ყმისაო,
გულ-ღვიძლი ამოვარიდო,
კალთა დავხურო მხრისაო“.
შატილს ჯერ არ ჩასწდომია
შუქი შუადღის მზისაო,
არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა,
ცა ახურია კლდისაო.
ყმა მოიდოდა გორი-გორ,
არ ეწონება თავია;
პირს დასწოლია ნისლები,
გულით ნადენი, შავია.
ტახტაზე დაუკიდებავ
მუცალის ძმისა მკლავია,
ვერცხლით მორთული ბაზალა1,
ეგ ხოროსნული ხმალია.
შეება ჭიუხიანსა,
სადაც იმედას ქავია,
ზაფხულს თოფის ხმას იყურებს,
ზამთარ ჩამუდის ზვავია.
ბევრჯელ მაასწრო დელგმამა,
ჰყეფდა ყორანი შავია.
დაჰფამფალებდა თავზედა
გაუმაძღარი სვავია,
ვერვინ მაჰრივა იღბალი,
ვერავინ უყვა ავია.
ურჯულოს ხელებსავ ადნობს
ზედ მზის სხივები მწვავია.
გველმა ვერ გაჭრა ლიბოი,
დღესაც ცოცხალივ არია.
ზოგჯერ ავდარი დადგება,
ზოგჯერ მზე ბრწყინავს, დარია
რა უყვათ, ბევრი უნახავ
ულვაშ-აშლილი მკვდარია!
ბევრჯელ წასულა საჭალოდ
დახოცილთ სისხლის ღვარია;
შაუღებია წითლადა
ავი არდოტის წყალია.
ვისაც მტერობა მასწყურდეს,
გააღოს სახლის კარია,
სისხლ დაიგუბოს კერაში,
თვითანაც შიგვე მდგარია.
ღვინოდაც იმას დაჰლევდეს,
პურადაც მოსახმარია.
პირჯვარი დაიწეროდეს,
მითამ საყდარში არია.
სისხლშია ჰქონდეს ქორწილი,
იქ დაიწეროს ჯვარია,
დაიპატიჟოს სტუმრები,
დაამწკრიოდეს ჯარია.
სისხლში დაიგოს ლოგინი,
გვერდს დაიწვინოს ცალია.
ბევრი იყოლოს შვილები,
ბევრი ვაჟი და ქალია;
იქვე საფლავი გათხაროს,
იქ დაიმარხოს მკედარია.
შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ,
მკვლელს არ შაარჩენს გვარია.
შატილს გადმოდგა ბანებზედ
ხევსურთ ქალი და რძალია,
გამეეგებნენ ალუდას
ძმა-ძმისწულები სამნია.
ბევრს უნდა ამბის გაგება,
ბევრნი მოვიდნენ სხვანია.
მიულოციან ალუდას:
- სახელიანიმც ხარია!
ბებერი ჰკითხავს უშიშა
ალუდას ამბავს ცდისასა.
უამბობს ქეთელაური
ამბავს ღილღველის მგლისასა:
„აქით წასულმა, უშიშავ,
კვალი შავაჭერ მთისასა,
მოკლედავ გადავეწივე,
ნავალ დავატყვე ქვიშასა.
ორნ იყვნენ, თოფი ვიხმარე,
წვერს ვერ ვუწვდენდი ხმლისასა,
იმ ცხონებულსა მუცალსა
რკინა სდებიყო გულადა!
- რას ამბობ? ქისტის ცხონება
არ დაწერილა რჯულადა.
- მით ვაქებ ვაჟკაცობასა,
არ იყიდება ფულადა.
სამ მე ვესროლე, სამ - იმან,
მესამით დავასრულია.
მკერდზე ნაკრავმა ტყვიამა
გაუნაძოძა გულია,
ნატყვიარს ბრძამით იფევდა,
ისრე დალია სულია.
სულს არ აცლიდა ამოსვლას,
კიდე მიხსენა რჯულია.
ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარა-მარაობთ,
ღთიშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან?!
ვერ გავიმეტე მუცალი
მარჯვენის მოსაჭრელადა,
გული გამიწყრა, არა ჰქნა,
რაც საქნელია ძნელადა:
„დაე დააკლდეს სახელსა,
მე გირჩევნივარ მრჩევლადა“.
ხევსურთა ახალ-უხლები
გადაიქციას ტყემლადა,
ავად შაჰხედნეს ალუდას,
შაუძრახნიან ხმელადა:
„მოკვდი, სიკვდილი გირჩევნავ,
რა ხარ სიცრუის მთქმელადა;
აიხსენ გველის-პირული,
დიაცთ გადუგდე ცხემლადა:
ფარი - ქსლის ჩასაბეჭავად,
ხირიმ - გაუდვან გარადა;
დამბაჩა გამაადგებისთ
საბრუნლად, თითისტარადა!
გამუქცევიხარ ქისტიშვილს,
გადუქცევიხარ ქალადა.
მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ,
უკვენ მისდევდი მა რადა?!“
ზურგი აქციეს ალუდას
პირითა ჯავრიანითა;
თავ-თავის სახლებს მიჰმართეს
ჭერხოთით კარიანითა.
გაწირეს ქეთელაური
გულითა ნარიანითა,
სახელსა ალუდაისას
იძახდენ ბრალიანითა.
შატილს მინდიაც მოიდა
ზერდაგით რვალიანითა,
წელზე ნარტყამის ფრანგულით,
მკლავითა ფარიანია.
თორმეტის ქისტის მამკლავი
შუბითა ტარიანითა.
ირემს ჰგავ მინდის წითლაი3
შუბლითა მთვარიანითა.
ალუდას აუგს ეტყოდენ
სიტყვითა შხამიანითა.
იწყინა, შუბლი დაკეცა
ნაოჭით ზარიანითა.
- ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს
ენითა ქარიანითა.
ადვილად მტერი მოგიკვდესთ,
ადვილ გავიგო მართალი,
ბევრ დაღონება არ გვინდა,
ერთი დღის მეყოს საგძალი,
გზა-კვალი არ ამერევა,
ყოველ მხრივ ვიცი სავალი,
დღესავ მოგივათ მინდია,
მანამ დაბძანდეს მრავალი.
ქუსლი ჰკრა, წითლა გამალდა,
ნიავქარივით მავალი.
III
დაბნელდა, წყალნი ტირიან,
კალთა გვეხურვის ღამისა;
დროა ვარსკვლავთა ჟიკჟიკის,
მცვრევა ბალახზედ ნამისა,
მკვდართ სულთ საფლავით გამოსვლის.
დრო მათ სიმღერის წყნარისა.
დევნი გამოვლენ კლდიდამა,
ხევ-ხუვში ეხეტებიან.
ყველამ ივახშმა და ახლა
საძილედ ემზადებიან.
- პურ მიირთვიო,- ალუდას
და-დედან ეხვეწებიან.
- მე პურ არ მინდა, დედაო,
გული შამეკრა რადამე,
წუხელ ცუდ სიზმრები ვსინჯე,
რიგში ვიყოდი სადამე.
წინ გვედვა მიცვალებული,
ხევსურნ შაწყენით ისხდენა.
სალაშქროდ დამზადებულნი,
ზოგნი კარებზე იდგენა.
მენაც იქ ვიყავ, ვსტიროდი,
როგორც წესია კაცისა.
გუმანი მქონდა სალაშქროდ,
ხანიც მოვიდა წასვლისა.
ერთს წამს ხელ ვინამ დამტაცა,
ტარი ჩამიდვა ხანჯრისა.
შავხედენ, მუცალი იყო,
ტანთ ეცვა ჯაჭვი რვალისა,
გულზედ ემჩნივა ნიშანი
მე-დ იმის ბრძოლის წამისა,
ეფინა ნატყვიარშია
ლეგა საფევი ბრძამისა.
კლდედ იდგა, გაუტეხლადა,
ცრემლ არ ჩამოსდის თვალისა.
„მინდა სიკვდილი, არ ვკვდები,
მამკალო, მითხრა ხვეწნითა.
თქვენ დაგრჩეს წუთისოფელი,
მე კი წავიდე ქვეყნითა,
დაძეღით, ხევსურთ შვილებო,
ლაშქრობით, ხმლების ქნევითა“.
დავჯე, ჯამ ვინამ დამიდგა,
კაცის ხორც იყო წვნიანი,
ვსჭამდი, მზარავდა თუმცაღა
კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი.
რასა ვსჩადიო, ვსჯავრობდი,
უმსგავსი, შაჩვენებული.
„ჭამეო, - რამამ მიძახა,
ნუ ჰხდები გაშტერებული:
კიდევ მიმირთვით ალუდას
წვენ-ხორცი გაცხელებული“.
მიმატეს კაცის ულვაშით
წვენ-ხორცი შანელებული...
სიზმართ დამტანჯეს, იმით ვარ
გუნება-აღელვებული.
IV
თენდება, მთის წვერნ დაწითდენ,
ნისლნი აგროვდენ მთებზედა.
დგება, იღვიძებს სოფელი,
მგზავრი მიდ-მოდის გზებზედა.
სოვნი სამგზავროს წავიდენ,
მთა-ბარს მაავლეს თვალია;
რამდენს ფრაშ-ფრაშში არიან,
ცას ვერ გაავლეს კვალია!
ვინ მოდის წითლის ცხენითა,
გამაიარა წყალია?
- მოხველ მშვიდობით! - მინდიას
ხევსურთა შაუძრახნიან.
- რა მაიტანე ამბავი? -
შორითვე დაუძახიან.
- ახლებო, სისხლი გიფუისთ,
სჭრითა და ჰკერავთ გულითა,
გულს ათრევინებთ გონებას,
თავს აჭრეინებთ ცულითა,
ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა
მის ვაჟკაცურის რჯულითა!
ერთურთს ნუ დააჩაგვრინებთ,
გული-დ გონება ძმანია.
მართალი არი ალუდა,
თავს არ დამექცნენ ცანია!
თუ არა გჯერათ, ქისტისა,
აი, მოჭრილი მკლავია.
ენა ქარქაშში გეჭიროსთ,
ადვილ ნუ იტყვით სიტყვასა,
ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე,
არა ვარგაო, იმასა!
ხელი ალუდას მიართვის:
- წაიღ, მიაკარ ქავადა!
- თუ ხელის მოჭრა მდომიყო,
გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?
ვერ გიქნავ კარგად, მინდიავ,
საქმე მოგირთავ ავადა;
რაად მინდარის, ვერ მიხმლობს,
არ გამოდგება ფარადა;
მთაში წავიღო, არ მითიბს,
არც მარგებს თივის კავადა.
წაიღე, თუ გწამ უფალი,
ნუღარ მაჩვენებ თვალითა.
კაის ყმის მარჯვენა არი,
გული მეწვება ბრალითა.
რაად სწყრებიან ხევსურნი,
რადა ტყვრებიან ჯავრითა?!
მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი
მარჯვენას მაგათ ჯაბრითა!
„წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მასჭერ დანითა“.
ვაი ეგეთას სამართალს,
მონათლულს ცოდვა-ბრალითა!
V
ჟამი მოვიდა საუფლო.
ხალხი ხატობას დიოდა:
უნდა აცნობონ ბატონსა,
ვისაც კი რამა სტკიოდა.
მოქუჩდა ქალი და კაცი
სახვეწრით ცხვრით და ხარითა;
მიართმევდიან ბატონსა
სახვეწარს ბეღლის კარითა.
ეს ვინღა მოდგა, ნისლივით,
თითბრით ნაზიკის ხმალითა?
ხევის ბერს აძლევს მოზვერსა,
დადგა დახრილის თავითა.
- ვის ამწყალობნებ, ალუდავ,
ამა კურატით შავითა? -
ჰკითხავს ალუდას ხუცესი
გადაწეულის მკლავითა. -
დიდია ჩვენი ბატონი,
გუდანის ჯვარი თავითა,
საყმონიც ძლიერნი ჰყვანან,
ღვთითა და ღვთისა ძალითა.
კარგი ყმა უყვარს ბატონსა,
წყალობა ემეტებისა;
ვაჟკაცნი იმედიანნი
ჩვენს ბატონს ებედებისა.
მითხარ სახელი, ვის სწირავ,
იმასამც შაეწირება. -
ხანჯარს აიძრობს, დიდების
სათქმელად დაეღირება.
- ეგ სამხვეწროა, ბერდიავ,
ძოღან მოკლულის ქისტისა.
მუცალს ეტყოდენ სახელად,
მაუნათლავის შვილისა.
კარგადაც დამიწყალობნე,
გამიმეტებავ მისთვინა,
როგორც უნდომლად მოკლულის
თავის ლამაზის ძმისთვინა.
-გაურჯულებელს არჯულებ,
შენ ეგ არ შაგიხდებისა,
ქისტისად საკლავის დაკვლა
კარგად არ მოგიხდებისა.
მამით არ მოდის ანდერძი,
პაპითა-დ პაპის-პაპითა,
გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ,
ურჯულოვდები მაგითა;
ეშმაკს ნუ მისდევ... ეგ სიტყვა
როგორ ამოგცდა ბაგითა?!
რამდენ სხვა მაჰკალ, შენს ქავზე
ხელებ ჯღრდესავით ჰკიდია,
ზოგი ლეკისა, სხვა ქისტის,
მარჯვენეების ხიდია;
ციკანიც არვის დაუკალ,
განღამც კურატი დიდია.
როგორ ვახვეწო უფალსა
ძაღლი, ძაღლების ჯიშისა,
მანამ სჯობს ცანი დამექცნენ,
ზურგი გამისკდეს მიწისა,
ან თუ ზღვამ დამნთქას უძირომ,
სადილი ვსჭამო ქვიშისა!
ფერი ედება ბერდიას,
ფერი სხვა-რიგის შიშისა.
- ზღვენსა ნუ გამიმსუბუქებ,
მადლი თუ გწყალობს ღვთისაო,
ყმა ვარ მეც გუდანის ჯვრისა,
ხევსური თქვენის წყლისაო,
მითამ ერთნი ვართ, ბერდიავ,
მცხოვრებნი ერთის მთისაო.
- ტყუილად სცდები, ალუდავ,
ტყუილად იცვეთ პირსაო.
გაჯავრდა ქეთელაური,
ფერი დაიდვა მგლისაო;
ხელი გაიკრა ფრანგულსა,
შუქი ამოხდა მზისაო.
უქნივა მოზვერს ქედზედა,
თავი მიგორავს ძირსაო,
თან შაეხვეწა ბატონსა,
ნუ შამიცოდებ შვილსაო,
ალლადა ჰქონდეს მუცალსა,
მაგ მოუნათლავ გმირსაო.
ბერდია ჯაგარაშლილი
ხალხისკე იზამს პირსაო,
- გაგონილაა, - იძახდა, -
ასრე აგდება რჯულისა:
საკლავს თვითონ ჰკლავს ალუდა,
მამხსენე ქისტის სულისა.
ხალხო, მინდარის გავიგო
პასუხი თქვენის გულისა.
დაჯარდით, ხევსურთ შვილებო,
ყველანი - დიდნი, მცირენი,
სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ
ალუდას სახლის დირენი;
ნუ დაინანებთ, ექმნენით
ცოლ-შვილის ამატირენი.
მოკვეთილ იყოს, სხვა ქვეყნის
ცა-ღრუბლის შანამზირები.
წადით, უმტვრიეთ შავ-ბნელსა
სახლისა, ციხის კარები.
ცეცხლი მიეცით საძნოვარს, -
ცასა სწვდებოდეს ალები,
სათემოდ გამოირეკეთ
ცხვარი, ძროხა და ხარები.
შატილს ცოლ-შვილი უტირეთ,
გუდანს - შინშნი და ქალები;
ჰრისხამდეს ჩვენი ბატონი,
არ არის შასაბრალები.
ამის გამგონე მინდიას
მაუწყლიანდეს თვალები,
ვეღარასა ჰშველს ალუდას,
გულზე გადიწყვის მკლავები,
შასმულებმ ხევსურთ შვილებმა
მაიმარჯვიან ფარები,
უნდა სცან ქეთელაურსა,
კაპასად ჟღერენ რვალები.
ჯარად დამსხდართა ხევსურთა
თავზედ წაადგა ბალღები,
ერთს ხელში დაუჭერია
მარჯვენის ნახრავ ძვალები.
- ვაჟნო, ვინდომებ თქვენთვისა
წყალობას ბატონისასა,
საკარგყმო დამალეინეთ,
მოგიტანთ ხელსა მტრისასა.
ყორანს მიჰქონდა ბრჯღალითა,
ყურეს უმარჯვდა კლდისასა.
იმ დროსა ვსტყორცნე ისარი
ლაღად მიმავალს ცისასა;
მართალ გამოდგა ნასრევი,
ყორანს უვლიდა ფრთისასა;
კლანჭით გაუშვა ნადავლი,
გადმეესრია მიწასა.
- მუცალის მარჯვენა არი
მიზეზი ხევსურთ რჩევისა, -
წყრომით იტყოდა მინდია, -
მიზეზი იმათ წყევისა;
მე მივუტანე ალუდას,
ფერი დავადევ წყენისა;
რო არ მიიღო ალუდამ,
სიღრმე ვაჩვენე ხევისა.
- წაიღეთ, - ამბობს ბერდია, -
ტოტი ურჯულო ძაღლისა,
არა ვართ ხევსურთ შვილები
ყმანი ეშმაკის, ალისა.
ძაღლს მიუგდიან საჭმელად
ხელი მუცალის მკლავისა.
პირი არ ახლო ქოფაკმა,
მორთო ღმუილი ბრალისა.
ხევისბერ იტყვის ბერდია:
- ხევსურნო, ნახეთ თვალითა:
ძაღლი ძაღლის ძვალს არ სტეხსო,
თქმულია იმავ თავითა.
ქისტის მარჯვენას ბალღები
დაბლა ათრევენ კავითა.
VI
თოვლი სთოვს, ქარი ბობოქრობს,
ყელებ შაკრულა მთებისა;
ჩამოდის ხევად ზოვები,
ჩამონასხლეტნი კლდებისა.
გაუბამ ყინულს ლურჯადა
უბე-კალთები წყლებისა,
მიუნაქრია ერთიან
ვიწრო სავალი გზებისა.
ვის მასწყენია სიცოცხლე,
გზას ის ვინ გაუდგებისა?
წინ მიდის მგზავრი, მიჰკვალავს,
ხუთიც უკვენა ჰყვებისა.
სიმშილით შაწუხებული
მთას ღმუის ჯოგი მგლებისა.
„კარგს ნურას ჰნახავთ, ხევსურნო,“
ერთი დიაცი სწყრებისა.
„ავაჰმე, ჩვენო სახ-კარო,
ქვა-ქვაზე აღარ დგებაო,
ციხეზე, ჭერხოს ბოძებზე
ეხლა ყოვები სხდებაო“.
დედა ეტყოდა ალუდას:
- შვილო, იარე ნელაო,
შენთან ვერ გავძლებთ ვერც მენა,
ვერც შენი ცოლი ლელაო,
ბალღები აგვიბოჟირდა,
ხელ-ფეხ დაგვიზრა ძნელაო.
ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ,
ვაჰმე, როგორა ბნელაო!
ნეტავ არ დასჭირდებაა
ხევსურთა შენი შველაო?!
ვის რა წყალ-ჭალა გვისტუმრებს,
სად რა-რა დავილევითა?
უბინო, უსახ-კარონი
სხვაკანაც დავიწყევითა.
ვეღარ მიუვალთ ჩვენს სახ-კარს,
გაღმა შატილის ხევითა.
თავის მიწა-წყლის გაწირვა
ძნელი ყოფილა მეტადა;
მამაკვდავს დავფერებივარ,
გონი გამხდია რეტადა.
მუხლებ არ მამდევს, გულშია
ბნელი ჩამიდგა სვეტადა.
ვაჰ, მამა-პაპის საფლავნო,
კლდენო, დამდგარნო მწვეტადა!
ჯავრობით ეტყვის ალუდა:
- დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა,
მოდით, მამყევით, ვიდინოთ.
ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა,
ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ,
ნუ გადიქცევით ცეტადა!
ერთხელ მაუნდა ალუდას,
ერთხელ მობრუნვა თავისა:
„მშვიდობით, საჯიხვეებო,
გამახარელნო თვალისა!
მშვიდობით, ჩემო სახ-კარო,
გულში ამშლელო ბრალისა!
მშვიდობით, ჩვენო ბატონო,
ყმათად მიმცემო ძალისა!“
გაწირეს მგზავრთა სამუდმოდ
წყალი და მიწა თავისა.
შტერად დამდგარან მთის წვერნი,
ისმის ხვივილი ქარისა.
გადვიდნენ, ქედი გადავლეს,
თხრილი აღარ ჩანს კვალისა.
ერთი მაისმა შორითა
მწარე ქვითინი ქალისა.
[1888 წ.]
__________________
1. თოფია.
2. თოფია.
3. ცხენი.
ალუდა ქეთელაური
ნაბეჭდი: „ივერია“, 1888, № 262,263 (A); „თხზულებანი“, 1899 (B); ცალკე გამოცემა ი. კერესელიძისა, 1916 (C).
სათაურში: ხევსურების ცხოვრებიდან BC.
58. 18 კადაბერტყინონ] გააბერტყინონ C; ნალითა] ნათლია C.
59. 2 მაუტყდეს] მაუცვდეს BC. 17 სჭირს] სჭრის C. 19 ამხანიგ-მოკლულ] ამხანაგ-მოკლულ BC. 32 ისევ] ისრივ BC.
60. 10. შაახვეწებს] შაახვეწი C; ღვთისასა] ღთისასა A. 14 შავჭამ] შავსჭამ A. 22 ღვთისასა] ღთისასა A.
61. 21 დევები] მდევები C. 22 აშლილან] აშლილა A. 24 მასდევენ] მისდევენ BC. 25 ჭამისთვის] ჭამისათვის À. 34 ჩასწდომია] ჩასწდომიან A.
62. მე-18 სტრიქონიდან დაწყებული (გაუმაძღარი...) 64-ე გვერდის 24-ე სტრიქონის (...მრჩევლადა) ჩათვლით A-ში გადასმულია 66-ე გვერდის 33-ე სტრ. (... ბრძამისა) შემდეგ. 21 ურჯულოს] უსჯულოს C. 23 გაჭრა] გასჭრა BC. 33 მასწყურდეს] მოსწყურდეს B.
63. 2 მოსახმარია] მასახმარია BC. 5 სისხლშია] სახლშია BC. 10 ცალია] ცოლია C. 20 ძმა-ძმისწულები] ძმა, ძმისწულები ABC* 28 ღილღველის] ღალღველის A.
64. 18 ჰფიციან] ჰფიცვიან AC. 28 შაუძრახნიან] შაუძრახიან B. 32 ცხემლადა] ცრემლადა B. 33 ჩასაბეჭავად] ჩასაბეჭევად C. 34 გარადა] გორადა B. 37 გამუქცევიხარ] გამოჰქცევიხარ C.
65. 6 კარიანითა] კარიანათა C. 11 მოიდა] მოვიდა C. 17 მინდის] მინდლის B. 29 გზა-კვალი არ ამერევა] არ ამერვაა გზა-კვალი C. 32 დაბძანდეს] დაბრძანდეს BC.
66. 12 მიირთვიო] მიართვიო C. 19 შაწყენით] შაწყენის A, ნაწყენი BC. 26 ერთს] ერთ C. 28 შავხედენ] შავხედავ C. 29 ჯაჭვი რვალისა] ჯაჭვი, რვალია ABC.
67. 10 უმსგავსი] უმგზავსი C. 26 ფრაშ-ფრაშში] ფრაშ-ფრაში A. 35 სჭრითა] სჭრია C.
68. 3 დააჩაგვრინებთ] დააჩაგრვინებთ ABC. 5 მართალი] მართლა C. 20 გამოდგება] გამომადგება C. 22 არც] არ B.
69. 8 თითბრით] თითბრის B. 24 იმასამც] იმასაც BC. 28 ძოღან] ძოღონ C. 35 გაურჯულებელს] გაურჯულებულს AB*.
70. 2 პაპითა-დ] პაპით და BC. 3 გონთ] გონს C. 12 განღამც] განაღმც BC. 14 ჯიშისა] ჯიმისა C. 15 სჯობს] სჯობ A; დამექცნენ] დამეცნენ C. 16 გამისკდეს] გამისქდეს A. 17 დამნთქას] დამთქას A. 25 მითამ] მითომ AB;* ერთნი] ერთი B. 26 მცხოვრებნი] ცხოვრებნი B. 28 იცვეთ] იცევთ C. 29 გაჯავრდა] გაჯვარდა C. 31 გაიკრა] დაიკრა B. 34 მიგორავს] მოგორავს BC. 37 მუცალსა] მუცასა AC.
71. 2 ხალხისკე] სახლისკე BC. 4 ასრე] ასე BC. 11 სამართალი] მამართალი C; ვუმტვრიოთ] ვუმტრიოთ A. 14 ამატირენი] ამამტირენი C. 16 ცა-ღრუბლის] ცა-ღურბლის A. 21 გამოირეკენ] გამოირეკოთ A. 25 ჰრისხამდეს] ჰრისხავდეს C. 27 გამგონე] გამგონეს BC. 30 მკლავები] კლავები A.
72. 5 ბრჯღალითა] ბრჯალითა A. 7. ვსტყორცნე] ვსტყორცე A. 17 მივუტანე] მიუტანე AC. 22 ურჯულო] ურჯულოს BC.
73. 2 ჩამონასხლეტნი] ჩამონასხლეტი BC. 11 შაწუხებული] შეწუხებული BC. 27 არ] რარა C. 30 სად რა-რა] სადრარა A, სად რასა B. 31 უსახკარონი] უსახლ-კარონი C. 32 სხვაკანაც] სხვაანაც C.
74. 25 მაისმა] მოისმა BC.
![]() |
7 კოპალა |
▲ზევით დაბრუნება |
(ძველი ამბავი)
I
მთვარე არა ჩნდა ცაზედა,
ვარსკვლავნიც მიჩქმალულიყვნენ;
ნისლნი, დაღლილნი ცურვითა,
მთის ყურეთ მიმალულიყვნენ;
მთანი მაღლაით დასცქერდნენ,
ღრმა ფიქრით შაბურვილიყვნენ:
ბეჩავებს ბევრი ეტირნათ,
სრულ ცრემლად დაწურვილიყვნენ.
არაგვიც ჩუმად მასჩქეფდა,
თვით ცრემლსა ცრემლი სდიოდა,
ბუნდრად და გაურჩეველად
კლდეთა კალთაზე ხვიოდა.
ხელუხლებელსა, უღრანს ტყეს
ბუვი საბრალოდ ჰკიოდა.
ბეჩავი დღესაც ხომ სტირის,
მაშინაც გული სტკიოდა!
ხავილ-წკნავილი ნადირთა
ცათა კიდემდე დიოდა;
მივარდნილს ჭიუხებშია
შავარდენიცა წიოდა.
ჩუმად მოვიდის ირემი,
დასწაფებოდა მდინარეს,
მაგრამ ტყესავე მიჰმართის
სიყრუვ-სიჩუმით მძვინვარეს,
რა ნახის კვალი დევების
გარს მოსდებოდა იმ არეს.
უცბად გაჩუმდა სუყველა,
მხეცთ ხმა არ ისმის ტყიდამა,
უცხო ხმა გაჩნდა, ღრიალი,
აქეთ მთით, იქით მთიდამა;
გამოჩნდნენ შავნაბდიანნი
გაღმა-გამოღმა კლდიდამა;
შავ-ბნელთ და უზარმაზართა
გრგვინვით ჩამოვლნეს ჭალანი,
კაცისა სისხლით ეღებათ
ხელ-ფეხი, პირის-ბალანი;
სინჯავენ წყლის კიდეებზედ,
ხომ არსად არის კვალია,
კაცმა, ან მხეცმა იდუმალ
წყალი ხომ არვინ დალია.
გაბლანტებულა სოფელი,
მკვდართ ბინას დაჰფერებოდა;
კარში ვერავინ გამოდის,
ხალხი ჭერს მოჰფარებოდა.
ნადირთა მთის წვერთ მიჰმართეს,
ნიავსა ჰსომდენ მთისასა;
ფრინველნი აიყარნიან,
ნამსა ჰკრეფდიან ცისასა.
მიწაზე ვერვინ დაჰლევდა
წვეთსა, ერთს ცვარსა წყლისასა.
შრება გული და გონება,
ძმა სისხლსა ჰსომდა ძმისასა.
ძმას ძმები შამაელივის,
სისხლსა ეძებდის სხვისასა.
დევთ დარბაზობას რაც მოჰრჩა,
იმათ ლაშ-პირსა მგლისასა,
ციხეს აგებენ დევები,
ციხეს კაცების ძვლისასა.
ცრემლით ვინ ვისღა იტირებს,
თავი გაჰხდია ჭირადა;
ხელის შაქცევას ვერ ჰბედვენ
ხელშეუქცევის მტრისადა.
როცა გადმოჩნდის ღრუბელი,
წვიმამ დაიწყის შრიალი,
დევთ ლახტი მიუღირიან
და ასტეხიან ღრიალი;
გაქრის წვიმა და ღრუბლებმა
უკვენ იწყიან ტრიალი.
ლამის სიკვდილმა სიცოცხლის
დაისაკუთროს სახელი,
გაჰქრეს ღვთის მახსენებელი,
არვინ აანთოს სანთელი.
ლამის სიყვარულს დაეწვას
ტურფა გვირგვინი იისა;
ყველა, რაც ამკობს სიცოცხლეს,
გახდეს საჭმელად ჭიისა.
რადღა ვის უნდა მაშინა
ან მზე, ან მთვარე ცაზედა,
ხშირად ყვავილით ნაქარგი
მწვანე ბალახი მთაზედა;
გაზაფხულს მოსვლა მერცხლისა,
ჩქეფა, ჩქრიალი ხევისა,
დღის წასვლა, ღამის დადგომა,
სიტკბო ბულბულის სტვენისა?!
დარჩეს მარტოღა ღრიალი
გაუმაძღარის დევისა?!
უხალხოდ ან დევს რად უნდა
ძალა, დევობა წყეული?
რატომ არ ჩნდება უფლისა
მეშვლობა ციდამ სრეული?
რად არ იშლება დევების
შხამით ავსილი სხეული?
ღმერთმ რად გახადა ქვეყანა
დევთა სათრევლად ნეტარა?
მითამ იმედად ისა გვყავ
განსაცდელის დროს, ყველგანა,
მითამ ის არის მფარველი
განუშორებლივ ჩვენთანა.
არ-ოთ გასწირავს ქეეყანას,
არ გაასწორებს მტვერთანა!
II
ღამესა უფრო აღამებს
დიდი ტყე ფიჭვნარიანი:
თელა, ვერხვი და წიფელი,
ცაცხვი ტანჯავარიანი,
მიყრით ერთურთში დაქსულნი,
მუხა თავკარავიანი.
მზის სხივით არ იპოხება
დიდი ტყე შალდაყიანი,
ხელუხლებელსა მიდამოს
არსად სჩან ნაკაფიანი;
აქ ცულ არ აჩქამებულა,
ფეხ არ დადგმელა მუშისა;
ნადირთ ულახავ ბალახნი,
მისდევს ნავალი შუნისა,
მოსცმია გარსა, მიდამოს,
ნისლი ყვავილთა სუნისა.
გორი-გორ შასდევს დამთხვრისა
გრძელი ნაფრენი ირმისა;
ვეფხვებს უთელავ ტერფებით
ბტყელი ფოთლები ღიმისა.
ჩადის, ჩატირის ხევი-ხევ
ტალღა ნაკადის ცივისა.
ჩაიკლავს გულში ვარამსა,
ბუვი საბრალოდ ჰკივისა.
მაშ, ეს საყდარი რისაა
დახავსებულის ჯვარითა,
უდაბურს ადგილს მდგომარე,
გათლილის სიპის კარითა?!
ციდამ ღვთისაგან იფარვის,
დაბლა - იფნების ჯარითა.
შიგ ის ვინღაა მოხუცი
მხარ-იღლივ წითლის ფარითა?
მარჯვენით ლახტი უჭერავ,
მარცხენას ამკობს ჯვარითა?
რამ აატირა მოხუცი
ეგრე ცრემლითა ცხარითა?
რას ევედრება უფალსა
სულთქმა-ოხვრითა ჩქარითა?!
ეს ვინ მოდიან ციდამა
ხელში ხმლით, ალვის ტანითა?
განათდა მთელი ქვეყანა
ცხრის მზითა, ოცის მთვარითა.
ღვთიშვილთ უძახეს კოპალას:
„ღმერთმ ნება მოგვცა, ძალითა
დალიე ქვეყნის მლევლები,
ლახტი იხმარე ტარითა!“
დევთა ასტეხეს ტირილი
მაღლა მთით, დაბლა ბარითა:
„დავიწვით, ნათელმა დაგვწვა
სახე, თვალები ტანითურ,
ჩვენი გუნება ირევა,
მოვიწამლენით ჯანითურ“.
III
მიწა დაიძრა მთებიდამ,
ქვებს მოაქვს ხევში ჩხრიალი,
სდგას ბობოქრობა დევების,
ყურის მგლეჯელი გრიალი.
მოდის ნასროლი ლოდები,
ისრის ზროს მააქვ ძგრიალი.
იძაბვის ძალი მშვილდისა,
აგერ მოგორვენ დევები;
აივსო დევთა ლეშითა
ტყე-ველი, დაბლა - ხევები.
რამ რა დაზარდნა ესეთნი,
თითო გერგეტის სწორია;
რა ტყე ჰფარვიდა ამათა,
ან რა სჩრდილავდა გორია!
ერთი ნაკრავი როგორ ჟლეტს
ერთის მოხუცის ბერისა?!
რად არ ხელახლად სდგებიან,
ცამდი ამშვებნი მტვერისა?!
ვეღარ დევობენ, რა ჰხვდებათ
ლახტი სხვა-რიგის მტერისა!
ვერც თავს მაიბმენ ხელახლად,
ვერც გულს გაჭვრეთილს ისრითა.
სული ამაჰხდათ, წყდებიან
უძეოდ, მწარის ფიქრითა.
აყროლდა მიწა, ბნდებოდა
ბრიყვის დევების მძოვრითა,
შავი გამოდის გველები
დევთა სისხლისა მორვითა.
„გასწყდით, დამლევნო ქვეყნისა,-
ზედ დაჰვედრიდა ბერია:
გასწყდით, კაცთ ტომის მწამლავნო,
სიკვდილი თქვენი ჯერია.
მოკვდი, სად მიჰრბი, ბეღელავ,
ფშავი კარგა ხანს გჭერია,
დაიქცეს, ახლა დრო არი,
დევთ მეუფება შენია!“
დევთ სულნი დაკოდილები
ქვესკნელში ჩაიყარნიან,
წინ მაეგებნენ მაცილნი,
პირისპირ შაიყარნიან;
დევთა ამბავსა ჰკითხავდენ,
დოინჯი გაიყარნიან.
დევთ სულთ ასტეხეს ტირილი,
თვალს ხელნი დაიფარნიან:
- ზეცამ დაგვლივნა, ტიალმა,
ცისა ნათელმა მწვავემა,
ერთის მოხუცის ბერისა
ლახტის ცემამა მწარემა;
ნათელმა დაგვწვა თვალები,
ჯანი დაგვიდნო ტანისა:
ზესკნელს ჩვენ აღარ გვეცხოვრის,
ბნელი აღარ გვშველს ღამისა.
დევთ თვალნ დახუჭნეს, დაიდვეს
ბნელი ქვესკნელი ბინადა;
მაიგონებენ ძველს დროსა,
დაიკვნესებენ ხშირადა.
მიწა ექცევათ თავზედა,
დასდით წვიმა და ღვარია,
ათრთოლებთ ტანში სიცივე,
ჩამოსდით ცრემლი მწარეა.
წასასვლელ არსაითა აქვთ,
ყველგნით დახშული კარია.
აღარსად იმათ ლახტები,
აღარც ხმალი და ფარია,
აღარც ადგომის იმედი
იმათთვის არსად არია!
IV
თენდება. ნამი დაჰყრია
მიწასა ალმასიანი.
არაგვსა პირი უცინის,
ტანი უშვენის ხმლიანი.
ულოცვენ გამარჯვებასა
მისნი კიდენი კლდიანნი.
მოსქდა მთითა და ბარითა
ოთხით მავალნი-დ ფრთიანნი,
წყალსა ჰსმენ არაგვისასა
ჯიხვნი, ირემნი რქიანნი.
ჩამოდის დევთა ლეშზედა
სოვნი უმსგავსნი, ბჯღლიანნი,
რა მადლი არი, წყლით დაძღენ
შვლებიც თვალ-ლამაზიანნი!
გადარჩენიან წყურვილსა,
თუმც ბევრი ექმნათ ზიანი.
მოდგა დიდი და პატარა,
კოკები მოაქვთ წყლიანი.
ჰლოცვენ ხელგაშლით თავის მხსნელს,
ვინც მოჰკლა ძალა ტიალი.
ქვეყანამ, გზა-კვალ აშლილმა,
წაღმა დაიწყო ტრიალი;
ხეებსაც ძირი დაულბა,
ფოთოლთ დაიწყეს შრიალი;
ვეფხვიცა ჰხვრეპდა გუბესა,
გული გაალბო მწყურვალი.
მიკვირს, რით გასძლო, არ გატყდა
წყლით უგრილები, მხურვალი!
კლანჭებსაც იბანს როსტომი,
ტყის სიდუმილის მკურნალი.
ხშირნი მოდიან ღრუბელნი,
ლაღად მიდგიან-მოდგიან.
ცამ გადიწმინდა, ტურფანი
წვრილნი ვარსკვლავნიც მოდიან.
დაულბა გული ქვეყანას,
ისევ სიცოცხლით ხარობსა,
დამთვრალი ქვეყნის შვენებით
გაღმა ბულბული გალობსა.
მადლობა შენთვის, უფალო,
ბუნება აღარ წვალობსა!
ტურფა დაესხა ისევა
დამჭკნარს ფოთოლი იასა.
აღარ აშინებს დევის ხმა
მაგ სადედუფლოს თმიანსა.
V
ასტყდა ელვა და ქუხილი,
წვიმამ დატეშა გორები.
- სად მიჰრბი, ნეტავ, ბეღელავ,
სასჯელს სად გაეშორები ?!
საყდარს ეკედვლის ბეღელა,
დაჰვიწყებია სწორები;
საყდრის კარს დაუჩოქია.
გულზედ უწყვია ტორები.
- მომირთმევია, კოპალავ,
ძღვენად ფარი და ხმალია,
დევთ საომარი აბჯარი,
ოქრო, ვერცხლი და თვალია,
ცხრა ეხი სავსე ოქროთა,
ვერსით ჩაუვა წყალია;
ხმალშეუვალი ბექთარი,
გაუტეხელი რვალია.
რაად დაგვღუპე, კოპალავ,
დევთ რად წაგვართვი ძალია?!
დევთაცა გვქონდა ფიქრადა
ზეცას მიგვეპყრო თვალია
და დაგვეჭდია ქედზედა
ღვთის საამური ვალია.
მინდა ღმერთს შენებრ მივაჩნდე,
შენებრ სიწმინდის მქონია;
დევობის ძალა რომ მერთმის,
მინდა სხვად მქონდეს ღონია.
უძალღონობას, სისუსტეს
ვერ თვისობს ჩემი გონია.
რაღა შენ მოგცა უფალმა
ძალი, არვისგან ძლეული?
ასჯერ დიდი ვარ შენზედა,
ასჯერ მეტი მაქვს სხეული!
სიზმარში ვარო მგონია,
ვერა ვარ გამორკვეული...
მიშუამავლე უფალთან,
შენებრ შამმოსოს ძალითა,
მეშვლად გედგები ბრძოლაში
ძმურად, ძლიერის მკლავითა.
- სიტყვა ადვილად ითქმევა,
ბილწო, ავსილო შხამითა.
ვერ მოატყუებ უფალსა,
მოხეტიალევ ღამითა.
სიკეთეც გინდა ხელთ იგდო,
ძლევით გახდილო ავადა,
ორივეს ამუშავებდე,
ბოროტს - ხმლად, კეთილს - ფარადა?
ნუ ცრუობ, შავო, შავ-ბნელო,
უნდა ჩამაჰდნე შავადა.
შენში კეთილი იმავე წამს
გადაიქცევა შხამადა.
გცდი ჯვარით, შხამის გუდაო,
გამოგცდი ემავ ჟამადა.
ჯვარი აიღო კოპალამ,
უთხრა:- ემთხვიე ამასა.
ბეღელამ ლაშნი მიჰმართნა
ვერ სწვდება... იჩენს ძალასა.
ვერ ახლო პირი, არ იქნა,
ჯვარად გადაბმულს კალასა;
ცეცხლი დაეცა ზეციდამ,
მოედვა, როგორც ჩალასა.
დაიწყო ღმეჭა ბეჩავმა,
შექნა საბრალო ღრიალი;
გმინვა უსასო სიკვდილის,
გულის მომწყვლელი ხრიალი.
დევთა მეუფის დიდისა
ფერფლიღა დარჩა ტიალი.
ფერფლიდან გაჩნდნენ უმსგავსნი
შავნი ბუჭყანი-დ ჭიანი;
წკრტიალით ტყესა მიჰმართეს,
სადაც ხარობენ იანი.
ია თალხ-კაბა ამოვა, -
ქალი მგლოვარე ძმაზედა.
ზაფხულის ცქერა სწადიან,
პირის დაბანა ნამზედა.
არ დააცლიან, იცოცხლოს,
მიუხდებიან კარზედა,
შმაგად უჭამენ ფესვებსა,
მერმე გადავლენ თმაზედა.
მოკლე სიცოცხლე იასა
იმ ჟამით აწევს თავზედა.
დილა საღამოს ნიშნს უგებს,
დღე ღამეს ებრძვის ძალზედა,
ნისლნი, ათას მხრით მომდგარნი,
დაისვენებენ მთაზედა.
[1889 წ.]
კოპალა
ნაბეჭდი: „ივერია“, 1889, № 43 (A); „თხზულებანი“, 1899 (B).
75. 8-9 ბეჩავებს... დაწურვილიყვნენ - B. 10 მასჩქეფდა] მოსჩქეფდა A. 15 საბრალოდ] საბრალო B.
76. 26 ჰსომდენ] სომდენ B. 29 მიწაზე] მიწაზედ B; დაჰლევდა] დაჰღუვდა A. 32 ჰსომდა] სომდა B. 35 რაც] რა A.
77. 3 შაქცევას] შექცევას B. 9 გაქრის] გაჰქრის B; ღრუბლებმა] ღურბლებმა A. ღრუბელმა B. 24 ჩქრიალი] ჩხრიალი. B 34 ავსილი] აღვსილი B.
78. 3 არ-ოთ] აროთ A. 20 მოსცმია] მისცმია B.
79. 27 ზროს მააქვ] ხროს გააქვ B. 32 ესეთნი] ესეთი B.
80. 3 ჰხვდებათ] ჰხვდება A. 6 გაჭვრეთილს] დაჭვრეტილს B*. ამაჰხდათ] ამოჰხდათ B; წყდებიან] სწყდებიან B. 17 მიჰრბი] მირბი B. 26 დოინჯი] დოიჯი A. 28 დაიფარნიან] დაიფარიან A.
81. 4 დასდით] დასდის A. 5 ათრთოლებთ] ათრთოლებს A. 6 ჩამოსდით] ჩამოსდის] A. 7. არსაითა აქვთ] არცაიღა აქვს A. 8 დახშული] დახშულა B. 21 ფრთიანნი] ფთიანნი A. 22 ჰსმენ] სმენ B. 23 ირემნი] ირმები A. 25 უმსგავსნი] უმსგავსნო A, უმსგავსო B; ბჯღლიანნი] ბჯლიანი B. 26 შვლებიც] შველებიც A. 28 გადარჩენიან] გადარჩენიათ A.
82. 1 ვეფხვიცა] ვეფხიცა A. 7 ღრუბელნი] ღურბელნი B. 24. სად] რად AB*.
83. 9 რომ] რო A. 12 თვისობს] თვისვობს A. 20 შამმოსოს] შემმოსოს B. 25 მოატყუებ] მოვატყუებ B.
84. 5 ზეციდამ] ზეციდან B.
![]() |
8 ეთერი |
▲ზევით დაბრუნება |
I
რა უდაბური ჭალაა,
როგორ დიდრონი მთებია,
მაგრამ სოფელი არსად სჩანს,
არსად სავალი გზებია!
ჭალაში ერთი ქოხი სდგას
შამბმოხვეული გარზედა;
გვერდს უდგა დიდი ჭანდარი,
ქოხს დასცქერია თავზედა.
ქოხს გარეშემო ტყედ იდგა
დიყი და შუპყა მწვანია;
კაცის ხმით არა ხმიანობს:
ჭალა, ველები, მთანია.
მთათა და ნადირთ ჟრიამულს
ეს მხარე შაუჭამია.
სთვლობით გულ-გაცოფებულმა
ირემმა დაიღრიალის;
ან მოსქდის ზოვი მთიდამა,
დაიძრის, დაიხრიალის:
ახავლდის შველი დამთხვარი,
კოდალამ დაიკრიალის;
ჭალას აძრახდის ხოხობი,
ზარივით დაიზრიალის;
ზღაპარს უამბობს ნიავი,
ფოთლებმა დაიშრიალის,
ამ არე-მარეს სთელავდენ
მარტო ნადირნი ტყისაო
და მწყემსი ქალი, ობოლი, -
ყვავილი ედემისაო...
ეტყობა მიწას ლამაზი
ნავალი ეთერისაო.
ქოხს ოთხსავ მხარეს არტყია
დიდი ბარდები ბურჯადა.
ზედ ყვავილები ჰყვავიან
წითლად, ყვითლად და ლურჯადა.
ღამ-ღამ აქ მოდის ბულბული,
მოსთქვამს დაკარგვას დისასა;
თან ატანს გულის ვარამსა
ნიავს, მონაბერს მთისასა.
რა გულდადებით ყურს უგდებს
ეთერი იმის სტვენასა,
მიმჯდარი ქოხის კარებთან,
როგორ იფხიზლებს სმენასა!
„გენაცვლე, ჩიტო, - დუდუნებს, -
ლამაზად ჰხმარობ ენასა...
ნეტავ რას ამბობ, ვიცოდე,
ნეტავი გამაგებინა;
შენსავით გული უფალსა
ჩემთვინაც ჩაადებინა!
ან მკვდარსა შენი ტკბილი ხმა
გულზე ქვად დაადებინა.
ნეტავ ბულბულად მაქცია,
შენთან ვიფრინო ველადა...
ტიტველი აღარ ვივლიდი,
დაღონებული ყველადა,
და მოვრჩებოდი ამ ბებერს,
ჩემთვის გაჩენილს გველადა!“
დილაა ისევ, სისხამი,
ნამი ხშირად ძევს ნამზედა...
ნახშირის ფერი ბებერი
ბობოქრობს ქოხის კარზედა...
II
დედინაცვალი (ეთერს)
რა ხანი არის, გათენდა,
ადე, გარეკე საქონი.
რას გეცრემლება თვალები,
რა გაგხდომია საგონი?
რას ეშმაკს დაუჭერიხარ,
გამაგებინა ნეტარა?..
გასწყდა ცხვარ-ძროხა სიმშილსა,
შე მეხ-დაკრულო, მედგარა!
ხო მხედავ, მუხლი არ მომდევს,
თვალთ ვაჭრევინებ ვეღარა...
რა გაქვის საფიქრებელი,
ნეტავ ვიცოდე, მაგდენი?
თან-თან ეშმაკად მაიქეც,
გაგიწყრეს ჩემი გამჩენი!
ეთერი
ვაჰმე, რა ძნელი ყოფნაა
ყოფნა, სიცოცხლე ობლისა!
სრულ წყევა-კრულვა ჩემს თავსა,
არსად ალერსი მშობლისა!
ნეტავ, ან სახე მახსოვდეს,
ან ხმა მახსოვდეს დედისა!
ნეტავ, ტირილით შამეძლოს
შეცვლა ამ შავის ბედისა! -
დღე-და-ღამ ფეხზედ ყუდილი,
გადაყრა წვიმა-შხეპისა,
სიმშილი, ლალვა ნადირთა,
თმენა ლანძღვის და ტყეპისა!
რა ლანძღვა მინდა, რა კრულვა
დალახვრულს შავის დღისაგან,
წილ-ბედ დალეულს სოფელში,
თავდანებებულს ღვთისაგან!..
წამოდგა ქალი ეთერი,
მთვარე ამოჰყვა პირზედა;
თავით ბალიშად ქვა ედვა,
ლეიბად - შამბი ძირზედა.
თვალებში ჩაჰქსოვებოდა
ზღვა-ხმელი ერთიანადა,
მთელი ქვეყანა შიგ ბრწყინავს
თავის ხატ-ღმერთიანადა.
გვირგვინად ტრფობა დასდგმოდა,
სხივს გვფენს წამწმების ხიდითა,
ცასა და მიწას მადლს ჰფენდა
უხვებით კიდის-კიდითა;
ყელი მიუგავს ჯერანსა,
გამომალებულს მინდვრითა.
ტანთ შავი ჯუბა აცვია,
შავი მანდილი თავზედა,
ვერ ჰნახავ ერთ მძივს, ან ღილსა
ეთერის ლერწამ ტანზედა;
მხოლოდ ყაპყატოს კალათა
გადაუგდია მკლავზედა.
ცხვარ-ძროხას კარი გაუღო,
გაჰყვა ნაბიჯით ნელითა.
ეხლა-ღა ვნახე, გიშრის თმა
მიჰქონდა ეთერს წელითა:
სარტყლად წელს ნაწნავნი ერტყნენ
ორ-პირად, როგორც წნელია...
გაუშვას თავისუფლადა,
თან სატარებლად ძნელია;
ტყეში ან ჯაგი გაებას,
ან მოეჩვენოს გველადა!
ცოდვაა თმების დაწყევლა
პატრონისავე ხელადა!
მიტომ ირჩია გოგომა
თმა წელზე ჰრტყმოდა წნელადა...
თავდახრით მიჰქსოვს წინდასა,
თან დაჰღიღინებს ნელადა.
რა კარგი სანახავია
ქალი, გასული ველადა!
III
გარეკა ცხვარი და ძროხა
ვერხვიანს გორის ძირასა,
დიდის მთის კალთა რო მოსდგამს
და სხვანიც წვანან მზირასა.
იდგა ჭანდრების ჩრდილშია
დიდის მდინარის პირასა;
ძაღლების ყეფა მოესმა,
ჰყეფდიან ხშირა-ხშირასა.
ისმის კივილი... კაცები
აყვირებდიან სტვირებსა...
ნახა, - მორბოდა ირემი,
ეფარებოდა თხილებსა.
ცხენ-და-ცხენ მოსდევს ჭაბუკი,
ისრებს მოესვრის მწკრივასა;
ხარი ირემი წაიქცა,
შედგა თავსა და ყირასა.
ეთერი სულგანაბული
ეფარებოდა წბილასა.
თვალი შეასწრო უცნობმა,
შედგა, უცქერდა შტერადა;
ხელი მიეპყრო შუბლზედა,
თავი გადეგდო ცერადა;
ირემი დაჰვიწყებოდა,
ხედ ქცეულიყო ხმელადა.
ბალახით გამოსხლეტილი
ცეცხლი თუ მოჰხვდა მწველადა!
ქალი იწვება სირცხვილით,
ვერ იხედავდა, ვერადა;
ყმამ გადაყარა ისრები,
მშვილდიც, ნაჭერი ხელადა.
კრძალვით გადმოხტა ცხენიდამ,
მიდის მთრთოლარის სახითა,
შაქრიანს ეტყვის სიტყვასა
შუბლშეკვრით, სახით მკვახითა.
დნებოდა ქალი, ვით გნოლი,
ქორ-შავარდენის ნახვითა.
ეალერსება გოგოსა
კაზმული ძვირის კაბითა;
ეალერსება გოდერძი
ეთერსა ტკბილის ენითა;
ესაუბრება წყნარადა
სიტყვებით გულსაკბენითა.
გოდერძი
ნუ მიწყენ, ქალო, ვისი ხარ?
ტყე-ველთ რას დაიარები?
დედა არა გყავს, ან მამა?
ტანზე რადა გცვავ ჩვარები?
ეთერი ამ დროს მუნჯობდა,
ეჩვენებოდა ყრუადა.
გოდერძიმ არ დაიჯერა,
ხმალი უქნია ყუადა:
„ნამდვილ მეჩვენე, რაცა ხარ,
თორო გაგჭერი შუადა!“
ეთერი
რა გითხრა უცხომ უცხოსა,
ეგ სადიური ძალია?
რა შნოებაა ვაჟკაცის,
ქალზე იხმაროს ხმალია!
რა დავაშავე ისეთი,
რა მაქვს ისეთი ბრალია?
გოდერძი
მითხარი მაინც, გეთაყვა,
ვინა ხარ, ვისი ქალიო?
მითამა დაღლილისათვის
გისმევავ ჩემთვის წყალიო.
ეთერი
მე არც დედა მყავს, არც მამა,
არცავინ თვისის ტომისა,
ჩემი ძმები და დედ-მამა
მსხვერპლნი გამხდარან ომისა.
აი ეს ერთი ქალი ვარ,
მყავს დედობილი ბერია;
ვმწყემსობ, ცხვარ-ძროხას ვაძოვებ,
ხელთ ჯოხი დამიჭერია.
გოდერძი
იქ რას გაჰხედავ? სხვაკნისკე
თავი რას გაგიჭერია?
ცუდი ხომ არა მითქვამს-რა,
რად მალე გამიწყერია?!
მიტომ გულდიდობ, რომ მთვარე
თვალებში ჩაგიწერია?
მენაც კაცი ვარ შენფერი,
განა მძოვრი და მტვერიო?
ამასთან, ღმერთმა ხომ იცის,
არა ვარ შენი მტერიო.
ქალო, ეხლა გთხოვ იმასა,
მითხრა სახელი შენია;
შენს სიტურფესთან იქნება
ისიც რამ შესაშვენია!
ეთერი
ახლა სახელსა ჰკითხულობ,
კი მაინც არა გრცხვენია?
გოდერძი
შენის დედ-მამის ცხონებას,
შენთ ძმათ სულთ განათლებასა,
მითხარ, - გულს ნუ მომიმატებ
დარდსა და მწუხარებასა.
ეთერი
ეთერი მქვიან... რად გინდა
ჩემი სახელი წყეული?
რაც-კი რამ სახელებია,
ყველაში გამორჩეული?
ხომ იცი, რაა: წაეთერ,
ხომა გაქვს გამორკვეული?
მაშ, მე ვინ მეტყვის: აბძანდი,
მეტყვიან: აეთერია,
ათას-ფრად, ათას კილოზე:
გაეთერ-წაეთერია!
გოდერძი
ეგრე უღმერთო ვინ არის?
რა არსებაა ისეთი?
შენებრ ტურფასა ამწყემსებს,
ხატი არა სწამს, ან ღმერთი?
შიშველ-ტიტველი რადა ხარ,
ცით ჩამოსულო მთვარეო?..
მოდი, ერთს გეტყვი, მისმინე,
ცოლად გამომყევ ბარეო!
მე ძე ვარ გურგენ მეფისა,
ესე ადგილიც ჩვენია.
გამომყევ, - უთხრა მეორედ: -
რად ჰკრთი, რად მოგიწყენია?
ორსავე გვზიდავს მუხლადი
ეს ჩემი შავი ცხენია...
სიმწარით ყოფნას, არ გიჯობს,
იხილო ტკბილნი დღენია?
რა ლამაზი ხარ, ეთერო,
რა მომხიბლავის ფერისა!...
სალოცველია კაცთაგან
ფერფლიც შენთ ფეხთა მტვერისა.
ეთერი
ბეჩავს რა ელამაზება?
ვინ მისცა იმის ჟამია?
ტანთ არა აცვავ და ფეხთა..
დღეც იმისათვის ღამია...
იმის ყოველი ნაბიჯი
განგებას მოუშხამია.
გოდერძი
სთქვი რამა, შენი ჭირიმე,
გულისა მსალბუნებელი!
ეს ჩემი გულწრფელი თხოვნა
კი არის საწუნებელი?
ცოდვაა ოხრად დამჭკნარი
ყვავილი სასუნებელი!
ეთერი
ღირსი არა ვარ, ხელს გბანდე,
განაღამც გყვანდე ცოლადა;
მეფე ხარ, რატომ არ ჰფიქრობ?
საქმეს რად იჭერ ყროლადა?
მიგყევარ ჯუბიანაი,
მქონან ტიტველნი მკლავნია;
ხომ გაწყრა შენი დედ-მამა
და დაგემდურნენ ყმანია.
ამასაც გეტყვი, ვაჟკაცო,
იცოდე, საცოდნელია:
აღთქმა მივეცი უფალსა,
ფიცის გატეხა ძნელია;
აღუთქვი: - ქალწულად დავრჩე,
არ-როს შავირთო ქმარია;
ვიკმარო ესე ცხოვრება,
ტკბილი არის, თუ მწარია;
ვიარო მთასა და ბარსა,
ვაძოვო ძროხა-ცხვარია.
მთაში ნიავი დამატკბობს,
ბარად - ყვავილნი მინდვრისა;
სახლად და დასაფარავად
ხეები ტოტებს მიხრისა.
გარეთ ვარ დაბადებული,
გავზდილვარ ნადირივითა;
არცა-რა მისწავლია-რა,
ემ კლდეთა ნაპირივითა...
ესაა, ვათენ-ვაღამებ
ცხვარ-ძროხის ნახირივითა.
მეც ემ ბალახით ვსაზრდოობ,
რითაც ცხოველნი ყველანი,
დედინაცვალიც ავი მყავს,
იმისგან მესმის წყევანი...
ხშირად ტანთ არა მაცვია,
დავდივარ ფეხშიშველაო,
მაგრამ სიმდიდრე, სიდიდე
ფუჭია ჩემთვის ყველაო.
ბევრს ნუ მაუბნებ, თუ ძმა ხარ,
ნუ დამაღონე ძნელაო.
ვაჰმე, რა ძალიან დამცხა.
როგორ ძალიან ცხელაო!..
ნაწნავით ოფლსა შუბლზედა
ეთერი იწმენდს ნელაო.
თვალთაგან ცრემლიც ჩამოჰსხლტა,
ვით მარგალიტი თლილია.
ცამ ჩამოხარა ღრუბლები,
წვიმამ დაალბო თხრილია,
თითო წვეთს თითო ყვავილი
ამოჰყვა, როგორც ღილია;
ეთერი ჰქვიან სახელად
თვითვეულს ყვავილთაგანსა,
იმათზე ტურფას ქვეყნადა
ვეღარა ჰნახავთ საგანსა...
ნეტავი ქვასა და ქვიშას,
ეთერის ცრემლით ნაბანსა!
გოდერძი
ოღომც შენ ნუ ასტირდები,
ცრემლით ნუ გაიბანები,
აღარას გეტყვი, ლამაზო,
წავალ და დავიკარგები.
მაგრამ სად წავალ ბეჩავი?
ვეღარსად წავალ, სწორია...
უშენოდ ჩემი სიცოცხლე,
მაღალ ღმერთს ვფიცავ, ჭორია.
ვერ გავსძლებ, თავსა მოვიკლავ,
შენთვის რა მოსაწონია?
ცას ერთი ღმერთი ამშვენებს,
მემრე - მნათობი ორია...
და ქვეყნად მეფეთ დიდებაც,
ვფიქრობ, რომ მოსაგონია.
აი, ეს ძალა ჩემია
ქვეყნადა ფასობს მეტადა,
ტრფობის და ყველა სიკეთის
ჩვენ, მეფენი, ვართ მხვეტლადა;
უფალს ჩვენ დავუნიშნივართ
კარგ-უკეთესის მკვნეტლადა;
ჩვენს ბრძანებაზე ათასნი,
ათი-ათასნი დადიან,
რასაც ჩვენ ვეტყვით, ისინიც
სწორედ იმასა სჩადიან.
სიცოცხლე-მოწყურებულთა
ვჟლეტთ, თუ მეფეთა გვწადიან.
ჩვენ - მეფეთ - თავზე ძლიერი
ქვეყნად არა რა გვგონია...
ვხედავ და მიკვირს, მეფის ძე
მწყემსმა ვით დამიმონია!
მიკვირს, რით დაიმორჩილე
ჩემი გული და გონია?
მეფე შენა ხარ... გაუქმდა
მეფის ძალი და ღონია!
უარს ნუ მეტყვი, გეთაყვა,
მისმინე, შამიბრალია.
ცხენზე შაგისომ, წაგიყვან,
ჯვარსაც დავიწერთ ხვალია.
მეტი რა გინდა, არ ვიცი,
ვისზე გიჭირავს თვალია?
სასიყვარულოდ არ კმარა
განა მეფისა ძალია?
სახით არ ვარგვარ, თუ მკლავით?
გგონავ, არ მიჭრის ხმალია?
შენ რაზე უნდა მწუნობდე,
ცეცხლზე დამისხა წყალია?
ეთერი
კარგი ხარ, ძმაო, ლამაზი,
მზე, შემომჯდარი მთაზედა,
მიწაზე ცალი არა გყავს,
როგორც მზეს მაღლა ცაზედა;
ვაი, თუ მალე მოგწყინდე,
მალევ გამცვალო სხვაზედა;
ღვთის ფიცი გამატეხინო,
ჭირი მომიგდო კარზედა!
მთელმა გულით და ნამუსით
თავი ვიტკინო რაზედა?
შენი საფერი არა ვარ,
შენთან ვით დავჯდე ჯარზედა?!
გოდერძი
მაგ სიტყვას ნუ გამაგონებ,
ნუღარ ახსენებ დობასა,
ეგრე რად გეადვილება,
ღვთისას რომ ჰბედავ გმობასა?
ღმერთი გამიწყრეს, ეთერო,
ცოცხლად დამმარხონ მიწასა,
თუ შენს გარეით საყელოს
მე მოვეხვიო სხვისასა!
მიწა გამისქდეს, ჩამყლაპოს,
ტანზე მომედოს გენია,
თუკი დაკარგოს გოდერძიმ
გულით ტრფიალი შენია!
ღმერთი მრისხავდეს მაღალი,
მეფედ გამჩენი ჩემია,
თუკი შენ სხვაზე გაგცვალო,
სხვასაც მოვჭიდო ხელია.
არ იცი, ქალო უცდელო,
ტრფიალი როგორ ძნელია!
ქუდი რად მხურავ თავზედა,
ტანზე რად ვირტყამ ხმალსაო,
თუკი ტყუებას დავუწყებ
შენფერას ბეჩავს ქალსაო.
ან ფიცის, აღთქმის მოცემის,
განა ვინ მატანს ძალსაო?
თუ ავი მედვას გულშია,
არც-კი გაგცემდი ხმასაო,
ხმლის ყუას გცემდი და ისრე
შაგიყენებდი გზასაო.
ვისი მეკრძალვის? ჯარები
მრავალი მიდგა მზასაო.
ჩემს გულს ის უნდა, რომ შენი
გულიც აძლევდეს ბანსაო;
ჩემს ალერსს, ჩემს სიყვარულსა
არ გაურბოდე განსაო.
ისევა სტირის ეთერი,
დაბლა დაჰხრიდა თავსაო.
წამწმებს, დაწვდილებს შუბის წვრად,
ეთერის წამწმებს შავსაო,
ზედ მარგალიტი დაესხმის
შავის მელნის ტბის თავსაო...
გული ქალისა გონებას
რადღაც არ აძლევს ზავსაო.
IV
შორით ისმოდა ძახილი,
საყვირებს აყვირებდიან;
უმეფისძეოდ შინ წასვლას
ყმანი ვერ აპირებდიან.
აქით ხმა მისცა გოდერძიმ,
დიან მხლებლები მისია,
აავსეს წყლისა ნაპირი
და გარეშემო ტყისია.
ხელში ეჭირა ყველასა
მშვილდი, ისარი ხისია.
ყველაზე მეტად უხდებათ
ჩაბალახები მგლისია.
სპასალარს - ვეფხვის ტყავისა,
ვეზირთ - ჭიუხის თხისია.
ეთერს რა ჰხედვენ, ჰფიქრობენ:
„ნეტავ ეს გოგო ვისია?
ეს ქვეყნიური არ არის,
სწორედ ასული ცისია!“
მეფის ძემ ყმათა უბრძანა:
დრო აღარ არის ცდისია.
მოემზადენით, წავიდეთ,
აი ეს დავლაც ჩვენია;
ეს ჩემი ცოლი იქნება
და დედოფალი თქვენია!
გოდერძიმ აღტაცებითა
ქალს გადაჰხვია ხელია:
„მადლი ღმერთს, რაკი ამიხდა
ეს სანატრელი ჩემია!“
ეთერი სტირის იდუმალ,
ცრემლი ჩამოსდის ცხელია.
გოდერძიმ ყმებსა უბრძანა,
მოერთმეინათ ცხენია.
მეფის ძე ცხენსა მოახტა,
ქალიც შეისო გავასა,
ეთერი წინანდებულად
აღარ უწევდა დავასა.
ყმათა დალოცეს ორივე
ბედითა ბედნიერითა,
უკრავდენ თავსა ეთერსა
მუხლმოყრით წესიერითა.
ღმერთს სთხოვდენ ცოლ ქმრის დღეგრძლობას
ვედრებით ნებიერითა.
მხოლოდა ერთი ვეზირი,
სახელად ერქვა შერია,
გოდერძის შემოჰხედნებდა,
როგორც მოსისხლე მტერია;
ვეზირი უცქერს ეთერსა,
ფერი ფერადად სდიოდა,
ვერ ისვენებდა ერთს ადგილს,
აქათ-იქითა დიოდა.
დამნახველს ეთერისასა
ეხლავე გული სტკიოდა.
ვეღარ ჰბედავდა შეხედვას,
თუმც შეხედნება ჰშიოდა;
ქალის სიტურფემ დააბა,
მუხლის ძარღვები სცვიოდა.
გარეთ არ იმჩნევს, გულში-კი
მეფის ღალატი ჰყიოდა.
გულში ჩაუჯდა შერესა
ეშმაკი ღალატიანი;
შეჰხვდა უწამლო ჭირადა
ქალი მკლავ-კალათიანი.
შური და სიყვარული ჰკლავს,
ცეცხლი სწვავს ალ-ათიანი.
ცხენებს და ჯორებს აჰკიდეს
ნანადირევი მრავალი:
ხოხობი, გნოლი, ირემი,
ფსიტი, კლდეებში მავალი.
ერთს ღამეს გამოიარეს
სამისა დღისა სავალი.
მღერის მეფის ძე გოდერძი,
მღერიან იმის ყმანია,
გაღმა-გამოღმით პირქუშნი
ბანსაც მოსცემენ მთანია.
მხოლოდ არ მღერის ეთერი,
ცრემლი ჩამოსდის მთოვარი:
საქონელს გლოვობს თავისას
უფლისთვის შემათხოვარი;
ბატკნები, ხბორები დაჰრჩნენ
ჯერ ისევ ძუძუმწოვარი,
ეთერის დანი და ძმანი
სათირებ-სალაღებიო, -
სთხოვს, - არ გახადოს უფალმა
ყოვ-ყორნის წასაღებიო.
ცაზედა ბჟუტვენ ვარსკვლავნი,
ქვეყანა არის ჭირითა.
ღამესა სძინავ ისევა,
ჯერ არ გამძღარა ძილითა.
ცას არ გაუხსნავ გულ-მკერდი,
შაკრული ცეცხლის ღილითა,
ჯერ არ შეცვლილა წყვდიადი
პირმოღიმარის დილითა.
V
თენდება. მზისა სხივები
მთის წვერებს ეფინებიან,
მთით ჭალას ჩამოსასვლელად
ფრინველნი ეღირებიან.
ლეშის საჭმელად ტივლები
ერთმანეთს ეპირებიან.
მალევ გაეგო ყორანსა,
დაჰსისინებდა ჭალასა,
დაჰლაღოოდა წყეული
აქ მომხდარ ხათაბალასა.
ეთერის ცხვარს და ძროხასა
დაჰსხმოდა ჯოგი მგლებისა,
ჭალა აევსოთ ლეშითა,
ყორე დაედგათ ძვლებისა.
ფრინველთაც დენა დაიწყეს,
მოგელავება მხრებისა:
ორბი სივსივით მოვიდა,
სოვი დაუხვდა ქშენითა,
ლეშზე მჯდომარე ყაჯირი
ორივეს უცქერს წყენითა;
გავაზი ქორწილს ამშვენებს
ფიცხელის გადაფრენითა,
სისხლში ამოსვრილს კლანჭებსა
ვეფხვი ილოკავს ენითა,
დაუძახებლად მოსულებს
დათვებს იგერებს ღრენითა.
ეთერის დედინაცვალი
უცქერის ცრემლის დენითა,
გატიალებულს საქონელს,
უვარგის მწყემსის ქცევითა.
ღმეჭილს პირს უფრო იღმეჭდა,
ეთერს ახსენებს წყევითა.
თავგადაგლეჯით დარბოდა,
მალი-მალ შედგის გორზედა
და გადაჰკივლის მაღლიდამ
დაბლა ჭალაზე სწორზედა.
ეთერის ნავალს ეძებდა
მწყობრად ამოსულს მოლზედა
და, მთის კუდებში ასული,
აცქერდებოდა ზოვზედა,
იქნებ იქ მაინც გაეგო,
ეთერის კვალი თოვლზედა.
VI
მეფის გურგენის სრა-სახლი
იდგა დიდის ზღვის პირადა;
ქავი და ციხე-ბურჯები
გარს შემოჰრტყმოდნენ ხშირადა.
მოქიშპე გურგენ მეფისა
გამოსჩენია ძვირადა.
გალავანს შიგით ბაღია
ფერად ყვავილით წყობილი,
იას და ნარგიზს გვერდს უდგა
ვარდი, სიტურფით ცნობილი,
ვარდს ხშირად ბულბული უმღერს -
მისი სატრფო და ძმობილი -
და ნარგიზს იადონი ჰყავს
ყელზე ყელ-გადაჭდობილი.
მეფე ბაღში სჩანს პირქუშად,
ჩიტთა გალობით სტკბებოდა,
დილა ადრიან სპასპეტიც
დაუბარებლად ჰხლებოდა.
ჩოქით სალამი მიართო,
მის წინ კრძალვითა სდგებოდა:
„ნუ მიწყენ, მეფევ, ძლიერო,
თქვენს უნებლიედ მოსვლასა,
მაქვს თქვენთან მოსახსენები,
თუ სმენას მისცემ მოცლასა.
უნდა გახარო, მეფეო,
სახარობელი ძვირია,
თქვენმა ძემ ცოლი ითხოვა,
მთვარეს მიუგავ პირია.
თქვენის ძის ბედად მოსულა,
სამოთხე გაუწირია.
თვით ღმერთსა სასძლოდ თქვენთვისა
ეთერი შაუწირია.
ისეთი არის, მეფეო,
მაღალს ღმერთს ვფიცავ ცისასა,
რომ ცილობასა გაუწევს
სიმშვენიერეს მზისასა.
არ ვიცი, მსგავსი იმისი
ჰლახავს-ღა ვინმე ქვიშასა,
ან ჩვენს შემდეგ-ღა იგემებს
გემოსა დედის რძისასა?!
ქვეყანა სხვას ვეღარ ჰნახავს
სიტურფეს ეთერისასა!
იქნებ გეწყინოს, უშენოდ
საქმე რად დაუჭერია,
მაგრამ თუკი ღმერთს, მეფეო,
თქვენს ბედად დაუწერია,
ხომ იცით, ბედი ყველასთვის
ღმერთს ადრე გაუწერია!“
ამის გამგონეს მეფესა
პირზე ეცმევა სუდარა,
ეწყინა ესე ამბავი
და სპასალარის მუდარა.
იკითხა: მეფის ქალია?
სისხლით ვინ არის, ჯიშითა?
- ეგ რომ არ ვიცით, მეფეო,
ვინა ჰკითხავდა შიშითა?
ტყეს ჰპოვა, წამოიყვანა:
მოსწონებოდა ძლიერა
და დღესაც ისევე უცქერს
თვალით და გულით მშიერა.
კაცნი რას ვიზამთ, ხელმწიფევ,
თუ საქმე ხდება ღვთიერა!
მეფე (სპასპეტს)
უბძანა: „ლომო, რას ამბობ,
ნუღარას მეტყვი, ნუღარა!..
წადი და ჩემს შვილს უთხარი
მამის წყრომა და მუქარა:
როგორ გაბედა უჩემოდ
საქმე საძნელო ფრიადა,
მე მეფე აღარ ვგონივარ,
იქნებ მივაჩნდე შვრიადა?!
შენ იცი, ლევან მეფესა
მივეცი ადრევ ფიცია,
აკვნიდამ ჩემი გოდერძი
მის სიძედ დანამტკიცია.
ბალღივით აღთქმა გავტეხო,
მეფისთვის შენაფიცია?
წადი და უთხარ, სპასპეტო,
რაც რომ ჩემგანა გსმენია.
შვილის ურჩობას ვერ დავსთმობ,
არცა-რა დასათმენია.
უნდა, რომ ჯიში შებღალოს
ჩემთ მამა-პაპათ ძველია!
მაგას ვერ დავსთმობ, სპასპეტო,
ეგ დასათმობად ძნელია.
ან შენგან მაგგვარი თხოვნა
რა ჭკვაში მოსასვლელია?!
წადი და უთხარ ჩემს ძესა,
რომ უხედნელი კვიცია,
უთხარი, მამაშვილობას,
რომ ძე აღარა ვიცია.
უთხარი, აღარ მეჩვენოს,
აღარა ვნახო თვალითა,
ან ისარს დავკრავ პირშავსა,
ან შუა გავკვეთ ხმალითა.
ვასწავლი, როგორი არის
მოქცევა თავის ძალითა“.
წაბძანდა მეფე სასახლეს,
სად ედგა სავარძელია;
სპასპეტმა ფეხი უკუდგა
მეფისგან შენაწყენია.
VII
გოდერძიმ სახლი აიგო
მამისგან უარყოფილმა,
კერძო იჩინა მან ბინა,
ვით უკანონოდ შობილმა.
დაკარგა შემკვიდრეობა
ტახტის მემკვიდრედ ცნობილმა.
მაინც თავს ბედნიერად ჰრაცხს
ეთერის მფლობელობითა,
არ იტეხს გულსა ქალზედა
ქვეყნისა მგმობელობითა.
დიდნიც მიუდგნენ მეფესა,
იმასთან ერთად სწყრებიან;
ნამეტნავ, როცა მეფესთან
სათათბიროდა სდგებიან.
გოდერძისთანა შემბრალედ
მარტო დედა სთქვეს მისული,
შვილისთვის მიერთმეინა
ფხაშეუშლელი მისრული, -
რძლისათვის-ოქრომკედითა
ნაკერი გულის-პირია;
არშიად ევლო გარშემო
მარგალიტები ძვირია.
სიუხვე მეფეებისა
ან-კი რა დასაყვირია!
დედა (გოდერძის)
შვილო, ვერ დაგწყევ, გოდერძი,
რაც უნდ საქმე ჰქნა ცუდია,
შვილი ხარ ჩემი, ნუგეშად
ჩემს გულში ჩანაბჟუტია.
სხვა რა ვსთქვა: ღმერთმა გიკურთხოს
გვირგვინ-კავშირი, ბედია,
იფრთხილე, აღარ გადასთქვა,
რაც ერთხელ დაგიყბედია.
თავი არ გაიმსუბუქო,
რაც სიმსუბუქე გაკლია,
გადანაფურთხის ალოკვა
კაცისთვის დიდი ნაკლია!
ჯერ, კარგი იყო, გეკითხა,
გეთხოვა ჩვენთვის რჩევაო,
უფალს დალოცვად შაესმის
შვილის დედ-მამის წყევაო.
შვილს არას აწყენს მშობლების
დარიგებისა ძლევაო.
შენ შეგვარცხვინე ლევანთან,
ნაფურთხი აგვალოკინე;
შვილო, მოგვიგდე მდინარე,
მშობლები წაალეკინე.
დაგვარჩვე... სისხლი თავისი
წუმპეში დაალეკინე.
გოდერძი (დედას)
მე არც არავინ დავარჩვე,
არცვინ წყალს წავაღებინე,
ჩემს ცოდვა-დანაშაულში
არცვის-რა გავაღებინე.
ჩემს გულსა მხოლოდ საწილო
თავისი ავაღებინე.
ჩემს მშობლებს გულის წადილი
უკანვე ჩავაგებინე.
ნეტავი გამაგებინა,
იმით რა წავაგებინე,
რომ ცოლი ისე შავირთე,
მშობლებს არ გავაგებინე.
გაჩენის ნება თქვენ გქონდათ,
გავჩნდი და მე ვარ, მეობით.
წადილი სხვა მაქვს და გრძნობა
გეკუთვნით მხოლოდ ძეობით.
რად გიკვირსთ, მე დავიწუნო,
რაც თქვენ გსურსთ, ანარჩეობით?
მგონი, წინათაც გითხარი
მეფის ლევანის ქალზედა,
რომ მე არ მინდა ის ცოლად,
ჯვარს არ დავიწერ მაზედა.
მე განა სიზმრით გავიგე,
თვითონა ვნახე თვალითა,
იქ ნადირობად ნამყოფმა
თვალი შევასწარ ჭალითა,
როცა ის გადმოსცქეროდა
ჩვენს ყაფაღობას სარკმლითა.
ან მამაჩემი რად მიკვეთს,
ან შენ რად სწყრები, დედაო?
ღვთის მადლმა, თქვენს სამავნებლოს
მე არაფერსა ვბედაო.
თუ ლევან მეფემ იწყინა
და აგვიტეხა შარია,
ჩვენც, ვგონებ, კაცები გვქვიან,
ჩვენც საკმაო გვყავს ჯარია,
ვგონებ, რომ არ დაძაბუნდეს
ჩვენი ხმალი და ფარია.
მკვიდრია მაინც, დედაო,
ჩვენის სამშობლოს კარია,
ეხლაც ისევე დავიცავთ,
ვით წინათ დაგვიფარია!
VIII
გურგენი იჯდა სასახლეს,
კარში არ გამოდიოდა,
ნაღვლობდა შვილის ურჩობას,
ცრემლები ჩამოსდიოდა...
თითქმის ორი თვე ატარა
ესრე ოხვრით და ვიშითა.
მსახურნიც ვეღარ ჰბედავდენ
მეფესთან შესვლას შიშითა.
მეფემ ერთს ღამეს მოიხმო
ნაზირ-ვეზირნი ყველაო,
შესჩივლა თავისი დარდი,
მოსთხოვა იმათ რჩევაო.
ბრძანა: „ხომ იცით, ვეზირნო,
მე რაც გულს მაწევს ლოდადა!...
ლევან მეფისა თავს დასხმა
არ მზარავს ბეწვის ოდნადა.
ის მიკლავს გულსა, რომ შვილმა
ჩემმა დაამცრო გვარია.
ცა რად არ ჩამოიქცევა,
არ სქდება მთა და ბარია,
უფსკრულს არ ჩაიყოლია
ვარსკვლავნი, მზე და მთვარია.
მეფის ძე მონას ქალთანა
ნეტავ რა შესაყარია?!
თქვენ ერთსა გკითხავ, რას მეტყვით,
მირჩიეთ გულით წრფელითა,
რომ ჩემს შვილს უჯიშო ცოლი
გამოვაცალოთ ხელითა.
ჯერ შევაძულოთ როგორმე,
გულში მოვუკლათ ტრფიალი...
ვის როგორ მოგწონთ ეს აზრი
ჩემს თავში დანატრიალი?
ვეზირთ სთქვეს: „ფრიად კარგია,
კარგადა ჰბრძანებთ, სწორესა,
მაგრამ ეგ გრძნეულთ საქმეა,
ჩვენს ძალ-ღონეზე შორესა.
ვიკითხავთ ყველა კუთხეზე
მისან-მკითხავთა ყველათა;
ვფიქრობთ, ვიშოვნო წამალი
ტრფობისა დასაწველადა“.
- „მაგ საქმეს, დიდო ხელმწიფევ,
თვითონ მე ვიღებ კისრადა,
მისნებს ვიშოვნი, თუმცა მე
არ ვარ, არც ვიყავ მისნადა,
ძვირად თუ ისარს დავაცდენ,
რაც ამოვიღე მიზნადა“, -
შეჰკადრა მეფეს შერემა
ერთგულებისა ნიშნადა. -
,,მხოლოდ ერთს გკადრებ, მეფეო,
ნუ გამიწყრები ამაზე:
ცოტა გულჩვილი გახლავარ,
გულგრილი ავა-დავაზე;
არ მინდა ჩემის მიზეზით
ვისმე რამ წაუხდებოდეს.
გახსოვდეს, როცა თქვენს ძესა
და ეთერს გაუხდებოდეს,
ქალს ნურას ავნებთ, თქვენს მადლსა,
მისი არა ბრალია,
მთა-კლდეთ გაზრდილი მხეცებრივ
ერთი ბეჩავი ქალია.
თუნდა მე მომე, ნუ მოჰკლავ,
ცოდვაა, შეიწყალია“.
- შენ გყვანდეს,- მეფემ უბრძანა, -
თუ შესძელ ნაბრძანებია,
შენ გყვანდეს, ჩემო შერეო,
მეფისგან ნაქრთამებია!
მწყობრადა თავი დაუკრეს
ვეზირთ და გავლეს კარები.
შერეს-ღა დაჰრჩა საქმედა
მეფისგან დანაბარები:
ხმლები შეირტყეს წელზედა,
წამოიკიდეს ფარები,
წესისებრ ძველთა დროთასა,
აივანს დანაყარები;
ხელში შუბები ეჭირათ
ტარგრძელი, შესაზარები.
IX
ცხრას ზღვასა, ცხრას მთას იქითა,
უდაბურს ადგილს, მთიანსა,
სცხოვრობდა ერთი ბებერი
გამოქვაბულსა კლდიანსა,
გველი, შხამი და ბოროტი,
ყველას ის აძლევს ზიანსა.
ქაჯთათვის სული მიეცა,
ქაჯებში იყო გართული,
დევთა და ალთა შორისა
ზემოთა თავში ჩართული.
ქარს ის აჩენდა და ღვარსა,
სეტყვას და დელგმას მეხითა,
თუკი ერთს დაიწივლებდა,
ან მიწას სცემდა ფეხითა,
ხმელს მოხრილს ზურგზე დადგმულის
ეშმაკთ-ცხენაის კეხითა.
შავია, როგორც ნახშირი,
როგორც ფისი და კუპრია,
სუყველა იმაში ბუდობს:
ანგარება და შურია;
ერთხელ არ იტყვის, სხვას ვარგო,
მუდამ სხვის ვნება სწყურია;
ცოდვებით ვერ შაედრება
ქრისტეს გამცემი ურია.
თვალები ცეცხლისა უსხდა,
კბილები ჰქონდა მინისა,
ცალიერს ძვლებზე ზედ ეკრა
ტყავად ფურცელი რკინისა;
ფეხები ჰქონდა კაცისა,
ხელებად ბჯღლები ციცისა,
და, თმის მაგივრად, სულძაღლსა,
მოკლე ფაფარი კვიცისა.
საცა რამ კეთილი ხდება,
სუყველა იმან იცისა,
და უცდის, დრო მოუვიდეს
კარგის ჩამშლელის ქლინძისა.
ერთს დღეს ეს ავი ქმნილება
იჯდა მთათ შორის, ხევშია;
ძაფები სახათაბალო
იმას ეჭირა ხელშია.
ჩაჰკირკიტებდა ჯადოსა,
ორად მოხრილი წელშია;
ამ დროს აქ გაჩნდა შერეცა,
მაღლა გადმოდგა მთაზედა,
ცხენს მჯდომი გადმოსჩხაოდა
კუდიანს ბებერს თავზედა:
შერე (ბებერს)
ჰეი, გრძნეულო, სადა ხარ,
მოხუცებულო, ხნიანო?
საქმე მაქვს შენთან საძნელო,
მინდა რომ გაგეხმიანო.
ვინძლო ეცადო, სულელი
მეფის ძე დაგვიჭკვიანო!
კუდიანი ბებერი (შერეს)
გურგენ მეფისა ვეზირო,
გულდაკოდილო შერეო,
რაღას მეძახი შორითა,
აქ, ჩემთან, ჩამეერეო.
ადრევ გაგიგე წადილი,
ორი კვირაა გელიო.
რას ჩამამყმუი გორითა,
როგორც მშიერა მგელიო?!
შერე (მიდის ბებერთან)
სალამი შენთან, მოხუცო,
დიდის ჭკვა-გონებისაო!
მიშველე რამა, გეთაყვა,
ჭირი მჭირს ღონებისაო.
ჩემს სულს შენ მოგცემ, არ მცხვენის
მე იმის მონებისაო.
დღე აღარ არის ჩემთვის დღე,
სიცოცხლე მეშავეთება;
ხომ კარგად იცი შენაცა,
მჭირს ერთის ქალის ფეთება;
თავიდამ გონი წამერთო,
დამთვრალი დაეღეტება.
ცოცხლად საფლავში ვიმარხვი,
ზედ შავი ლოდი მედება!..
რას ნიშნავს ჩემი ესეთი
უფლისგან გამომეტება?!
ბებერი
მე მაშინათვე გავიგე,
რაწამს ეთერი ჰნახეო,
მეხად დაგეცა თავზედა
მაშინვე ქალის სახეო,
და მეც აქ ჩემთვის წყნარადა
დავკარ-დავაგე მახეო;
ჩემისა სულის სანთლადა
ჯადოც მყის გამოვჩმახეო!
რა გინდა, მითხარ, რას ეძებ,
მითამ არ ვიცი, მითხარი,
რამ აგაღელვა ვაჟკაცი,
რად გტკივა გულის-ფიცარი?
შერე
რაღა ვსთქვა, განა არ იცი,
ჩემი წამწყმედი ის არი,
იმან დამაბა, თვალ-მზემა,
გულს გამიყარა ისარი.
სხვას ვერას გეტყვი, მოხუცო,
ვეღარას გეტყვი, ვეღარა,
ენა მებმევა, სიტყვასა
ვერ გამოაგებს, ვეღარა.
ეკლებზე მძინავს, რომ ვწვები,
ვეღარ ვისვენებ, ვეღარა:
პური გველია, რო ვიღებ,
ყელს ვერ ვაცილებ, ვეღარა.
დაედვა გულსა ობოლსა
მკედარის სიცოცხლის ბეგარა
და სულიც ასულებული
სასულეს ამამეჩარა!...
ბებერი
ნუ ჰკრთები, შერევ, ნუ სწუხარ,
ყური დამიგდე ბებერსა,
მალედვე მიგწევ საწადელს,
ხელში ჩაგიგდებ ეთერსა.
რაც მე გასწავლო წამალი,
აწამლე იდუმალადა:
ფეტვს მოგცემ, დევთა ნათესსა,
მოსულსა დევთა ჭალადა;
ის ურწყავს სისხლსა კაცთასა,
დევთაგან ნახმარს წყალადა;
შიგვე დედის რძე ურევავ
ქაჯთი, მაცილთი კვალადა.
შიგვეა ფერფლი იმ სულთა,
ჩვენ რომელიც გვხვდა წილადა,
ვინც თავის მეუფესთანა
გამოჩნდა განაწბილადა;
შიგვე ლაფია იუდის,
ქრისტეს გამცემის სულისა
და ანაფხეკი სასყიდლად
მის მიღებულის ფულისა.
ან-კი რას მარგებს ბებერსა
ესეთი გახსნა გულისა;
დახე, რომ ორგული ვხდები
ჩვენის გრძნეულთა სჯულისა.
დაგიწნავ ქაჯის ქალმანსა,
შიგ ჩავყრი, ჩავაწკრიალებ,
შიგ ჩავლეს გრძნეულთ სიტყვასა,
რა ენას დავატრიალებ,
საქმეს გავჩარხავ, გოდერძის
დავწოვ და ავაპრიალებ.
წაიღე... მეფის ძის სახლის
საცა ლიბო და ძირია,
იდუმალ ამოაფარე,
არ დაუჩინო პირია.
ჰნახოდით მაშინ ეთერი
სიტურფით გასაკვირია!
ჰნახავთ, რო მატლი დაედვას
ბროლს ყელზე ათასობითა,
თვალ-წარბს ჭიები უჭამდენ,
დასხმულნი კაპასობითა;
მკერდზე გველები გადერტყას,
ძუძუზე ჰლოკდენ ენითა,
სცდილობდენ, ვერ აშორებდენ
მანქანებით და ხელითა.
ჰბანდენ და ჰრეცხდენ პატარძალს,
მატლები უფრო ხშირობდენ
და თავის უძლურებასა
მეფის ექიმნი ჰკვირობდენ.
მაშინა ჰნახე, გოდერძი,
მისი გული და თვალები...
მაშინ შენ შენი ეცადე,
გზა ჰპოვე დასაკვალები.
შერე
მე რად-ღა მინდა, რომ დამრჩეს
მარტო დახრული ძვალები?
ბებერი
ვინ გეუბნება მაგასა?
გამომიწოდე ხელები,
რომ მოგცე თმები ალისა,
ჭია-ღუების მწველები,
რომ ქალს მოჰშორდეს მკერდიდამ
გადახვეული გველები,
როცა შენ დაგრჩეს ეთერი,
შეწუხებული ჭირითა,
მოუსვი ტანზე და ისევ
გამოგინათებს პირითა.
ჩვენ გავიხაროთ და სხვებმა
ხორცი იგლიჯონ კბილითა!
შერემ წამლები იშოვნა
და გამოსწია ღამითა,
ახმიანებდა კლდეებსა
ცხენის ნალების ჩქამითა.
უკან გამოჰყვა ალ-ქაჯის
წკნავილ-ღნავილი ხრამითა,
ჩოღროს გზას მოუნათებდენ
ქაჯნი კბილების ალითა,
მოსძახდენ: „ძმაო შერეო,
როდის-ღა გნახოთ თვალითა?l“
X
მოსდევდა შერე მდინარეს,
ბნელს ხევზე ჩამდინარესა,
ცრემლები ჩამოსდიოდა
სვინიდის-ნამძინარევსა;
ერთის მხრით გულით უხარის
შერესა ნამტირალევსა.
ჩავიდა უღრანს უფსკრულსა,
ესმოდა ქოთი, ღრიალი,
დევთა ლხინის და მღერისა
შესაზარები ზრიალი.
ცეცხლი დაენთოთ ძლიერი,
გარს უსხდნენ ყოტებივითა,
თავ-ცხვირი წამოეშვირათ
სალის კლდის ლოდებივითა;
დაღრენილი აქვთ ლაშები,
სალუდეს ქობებივითა.
წითელს იქნევდენ ენებსა,
გრძელებსა შოთებივითა,
მსახურად ედგნენ ჭინკები,
ჭყიოდენ ჭოტებივითა.
დევთა ხელთ ეპყრათ პირ-დიდი
ჭურჭლები კოკებივითა.
ღვინის მაგივრად სისხლს ჰსვამდენ
დევები სწორობაზედა.
საცა ვისთვისმე მოესწროთ
ხევში, ან გორობაზედა,
არჩობდენ, ეზიდებოდენ,
დამდგრები ღორობაზედა.
სისხლი, ნაწური კაცების,
ჭურჭლებში ედგათ ღვინოდა,
მეჯლისში სისხლით თვრებოდენ,
სისხლს ჰსვამდენ მოსალხინოდა.
შერეს უკივლეს: „ტვინთხელო
შერევ, სად მიეღეტები?
რატომ არ მოხვალ ვახშმადა,
რო თავში დაგცხოთ კეტები?
მაინც ხომ სული ჩვენ მოგვეც,
ხორცითაც ჩვენკე იარე,
პირ-წბილად რას იყურები?
გამოსწი, გამოიარე“.
შერე (დევებს)
სული გეყოფათ, ავსულნო,
ლეშს რაღას მოეტანებით?
ცოტა ხანს კიდევ დამითმეთ,
მერე დაჭერით დანებით,
თუნდ კუპრის ცეცხლში ჩამაგდეთ,
დაძეხით ჩემის წვალებით,
რო სულიც ხორცთან იწვოდეს,
გარს შემორტყმული ალებით!
„კარგია, მშვიდობით, წადი,
ხუთს წელს ილხინე გულითა
და მერმე სრულად ჩვენი ხარ,
სრულად ლეშით და სულითა“. -
მოსძახდენ შერეს მორბინალს
დევნი ხმით ბაბაყულითა.
XI
შერე, ნატარი უცხოეთს
დიდხანს მრავალის ტანჯვითა,
უმარჯვებს სატახტო ქალაქს
მშობელის მიწის კლანჭვითა.
მიადგა გაშლილს მინდორსა
ბილწის ფიქრების ხვლანჯვითა.
ჯერ დილა იყო ისევა,
შერემ შენიშნა შორითა,
ჯარი გამოდის მინდვრადა,
მოდიან გროვა-გროვითა.
მოფრიალებენ ჰაერში
ალამ დროშები ხშირადა,
სამგზავროს უკრვენ ბუკებსა
გულისა გასაგმირადა
და ცხენთა ფეხის ტყრიალი
მიმწვდარა ცის ნაპირადა.
მუზარადები ელავდენ,
მიწას ჰკაზმავდენ ფერითა,
არას უშლიდა ზედ სისხლი,
ნაფშრუკი მიწის მტვერითა;
ცას უპირობდენ დალაშქრვას
გრძელი შუბები წვერითა,
ფარები, მხრებზე ნაკიდი,
თავში საცემის კვერითა,
ყინულის ფერი ჯაჭვები,
თილისმა დანაკერითა;
მკლავები სამკლავეებით,
მათრახებ დანაჭერითა;
ხმლები მტრის დასამარცხების
ლოცვების წანაწერითა
და ზურგზე ისრის ქოჯონნი1
კილოთ ცას ანაჭერითა,
რა კარგი სანახავია
ლურჯის ცის დანაფერითა!
ლაშქარს წინ მაუძღვებოდა
გურგენი შავის ცხენითა.
სიცილი, ზოგთა ტირილი,
არ გამოითქმის ენითა.
ჯარს უკან გროვა მოსდევდა
ხელდაკონილის ტყვისია.
არ დაითვლება მათ რიცხვი,
როგორც ფოთოლი ტყისია.
მოროყინობდენ აქლემნი,
მოკელაობდენ ჯორები
და სპილოებიც მოსჩანან,
როგორც მთები და გორები,
ნადავლით დატვირთულები,
მრავალის ოქრო-ვერცხლითა.
სულ უკან ჯალათებია
თვალში მპრჭყვინავის ცეცხლითა,
შამკობილი აქვსთ ხმლის ვადა
კაცთა კბილით და ფერცხლითა.
გურგენს და ლევანს გაჰხდოდათ
პირობის დარღვევაზედა.
ლევანი წამოსულიყო
გურგენის დარბევაზედა,
საქმე მივიდა უთუოდ
ერთურთის დაქცევაზედა.
ლევანი იმედეულობს
გურგენის გაქცევაზედა.
მწყობრს ჯარსა გამაუძღვება,
წამოვა მუქარაზედა,
მაგრამ დაჭრილი წაიღეს,
ნადები სუდარაზედა...
შერე უცქერდა ხშირის ტყით
ნაცნობებს მწუხარებითა
და ისველებდა კალთებსა
მომსქდარის მდუღარებითა.
უნდოდა ჯარში გარევა,
გული უშლიდა ტიალი,
იმ გაყიდულის სულისა
გამოთხოვების წკრტიალი.
თვალსა სტაცებდა ბეჩავსა
თეთრის დროშების ჟღრიალი,
გამარჯვებულის ჯარისა
მოუსვენარი გრიალი.
მაგრამ თავს ურიცხად ჰხედავს
ლაშქარში ჩასარევადა...
ქურდულად გამოიპარა
ცოლ-ქმრობის ასარევადა.
XII
გაეჭრა შერეს წამალსა,
ქვეყანა არეულიყო,
სიყვარულისა ფიალში
ბალღამი ჩარეულიყო.
ეთერსა ფერი ეცვალა,
ტანზე მატლები სდიოდა,
აცლიდენ, მოცლილს ადგილას
ათასი ამოსდიოდა.
გოდერძის, ამის მნახველსა,
ხომ სული ამოსდიოდა;
თვალთგან, ვით კლდეზე ჩანჩქარი,
ცრემლები ჩამოსდიოდა.
შეცვლით რა ნახა ეთერი,
მაშინვე ელდა სცემოდა,
ლოგინად ჩავარდნილია,
პურს-წყალს არ ჰნახავს გემოდა.
ვით ცვილი ჩამომდნარიყო,
დარჩენილიყო ძვალები,
მაგრამ ეთერსვე ეძებდენ
მის დახოცილი თვალები...
ქალი არავის დაუთმო,
კოშკს ეჯდა დაფარულადა
და მისნი ერთგულნი ყმანი
გარს ედგნენ ყარაულადა.
ეთერსაც შემოეთვალა:
„რად ამომაგებ ჭირითა?"
კოშკს არ მამწყვდევდე პატიმრად,
წყალს მაინც ვზიდავ ვირითა.
ჩემო ნუგეშო, გოდერძი,
ჩემო მზეო და მთვარეო,
ჩემო ლხინო და სიცოცხლევ,
სიცოცხლე გაგიმწარეო.
მე ვარ მიზეზი.. თავმკვდარი,
საით რას შაგეყარეო.
რატომ არ მოვკვდი ადრევე,
მანამ გნახავდი ბარეო.
მაშინვე გითხარ, მე და შენ
ჭალას რო შავიყარენით,
და ეხლაც იმასვე გეტყვი,
ეხლა, როსც გავიყარენით:
არ ვარო შენი საფერი,
გეუბნებოდი ბეჩავი,
ვიცოდი, ადრე თუ გვიან,
შევიქნებოდი ბედ-შავი!
არ ვიყავ შენი საფერი...
ღმერთმაც დამწყევლა ამითა,
რომ ფუფუნება ვარჩიე
ცხოვრებას თავის ჯანითა!“
XIII
შეიქნა დიდი ჩოჩქოლი
ერთ ღამეს სასახლეშია:
მეფის ძე გოდერძი კვდება,
სული მოადგა ყელშია.
დედა დაჰბრუნავს თავზედა,
ცრემლს ჰღვრიდა, ეკონებოდა,
მაგრამ სნეულსა ამითი
ტანჯვა არ ეფონებოდა.
გოდერძიმ უთხრა დედასა:
„შენი ჭირიმე, დედაო,
ხომ იცი, შენი გაზდილი
ვისაგანაცა კვდებაო.
ხვალე, ან ზეგა, უგრძნობი
კუბოში ჩაიდებაო.
სამარით ვეღარას ვნახავ,
ზედ ლოდი დაიდებაო.
მანამ რასმე ვგრძნობ კიდევა,
მანამ თვალითა ვხედაო,
მინდა რომ ვნახო ეთერი,
მისი ტანი და პირია,
როგორ მინდარის... მის ნახვა
ჩემთვის რა ძვირად ჰღირია!
თუნდა ცოცხალი არ იყოს,
სხვა რამ მაჩვენეთ იმისი,
თმის ბეწვი მაინც იპოვნეთ,
ან ანაგლეჯი პირისი.
მაჩვენეთ რამა, გეთაყვა,
ჩემის მამკვლელის ქალისა,
ნაშთი მის ხელის, ან ფეხის,
ან მადლიანის თვალისა.
ვიცნობ, არ მომეტყუება
ფერფლიც კი იმის ძვალისა!“
გოდერძის დედა წავიდა,
მეფეს შესთხოვდა ჩოქითა,
შესთხოვდა რასღაც გულმწუხრად,
ცრემლის დენით და ოხვრითა.
გურგენმა შერე მოიხმო...
მოვიდა ნაცარივითა,
ფერ-გონი გამოჰლეოდა
შავეთში ნატარივითა.
მეფემ უბრძანა: „შერეო,
მეფეთა დასადარებო,
შენს იქით კაცსა ვერ ვპოებ,
ერთს კიდევ დაგავალებო,
მამა ვარ, განა არ იცი
წესი მშობლურის გულისა?
ღვთისაგან მირონცხებული,
მორწმუნე ქრისტეს სჯულისა.
მე როგორ გავხდე მიზეზი,
დამლევად შვილის სულისა!
ისიც ხომ ვიცით, გოდერძის
რისაგანაც სჭირს ჭირია...
საცა წამალი იშოვნე,
მატლით აუვსე პირია
იმ ღვთისგან წყეულს გოგოსა,-
ყველანი გაგვაკვირია,-
იმის წამალიც გექნება,
როგორმე მოარჩინია.
ნახოს ბედკრულმა გოდერძიმ,
იქნებ ეწამლოს ამითა.
გულს ეს ურჩევნავ სხვას წამალს,
სახმარს სმითა და ჭამითა“.
შერესა გავერანებულს
ხმა შემოესმა გვამითა:
„გახსოვდეს, ნუ დაივიწყებ,
ფიცი რომ მომეც ღამითა;
გახსოვდეს, კარგად გახსოვდეს
ჩემდ მოცემული პირობა,
გამაგრდი ციხესავითა,
გამოიჩინე გმირობა!“
ჯერ ხმა არ ისმის შერესი,
თავდაკიდებით მდგარისა,
რომ ხმა მოვიდა მწუხარე
სამგლოვიარო ზარისა.
ზარს ჯახა-ჯუხი ბანს აძლევს
მეფის სასახლის კარისა.
გუნდი მოერტყა სრა-სახლსა
შავად ჩაცმულის ჯარისა.
ისმოდა „ვაი“-ს ძახილი,
ხალხის გლოვა და ქვითინი.
მეფე (შერეს)
შერევ, ეს რა ამბავია,
ეს რის ხმაა და ბიბინი?
შერე
გლოვაა... აღარც გლოვაა..
სალხინო მგონავ ღიღინი.
მეფე
აბა, შეიტყე, კარებთან
ვისიღაც მესმის ტიტინი...
შერე რა გასცდა მეფესა,
უფრო გახშირდა ყვირილი,
ისმის მეფესთან მისულის
სახლთუხუცესის ტირილი.
პირსისხლიანი მოხუცი,
თავზედ დაყრილის ქვიშითა,
სამძიმარს ეტყვის მეფესა
კვნესით და ოხვრა-ვიშითა:
„დაიქცა თქვენი დუშმანი,
თქვენი მტერი და ორგული,
როგორც თქვენის ძის გარდაცვლამ
მე დამიდაგა სულ-გული.
და განა მარტო ერთისამ?..
ეთერიც მასთან მკვდარია.
რამდენი ომი მინახავს,
რამდენი სისხლის ღვარია,
მე სხვა აღარა მინახავს
ამაზე შესაზარია.
რაკი გავიგეთ, მეფეო,
ის თქვენი დანაბარია,
ეთერი გამოვიყვანეთ
თქვენის ძის სანახავადა.
მოკვდავმა წამოიწია
მის გულში ჩასაკრავადა.
ხელი მოჰხვია კიდევა
ცხოველის პირის-კანითა,
სიცოცხლე ვეღარ დაიძგნო
გამოლეულის ჯანითა
და, ჩვენს უცნობლად, ეთერმაც
თავი დააკლა დანითა.
ჯერაც გულშივე ურჭვია
დანა შავის რქის ტარითა“.
ამის გამგონეს გურგენსა
პირზე დაედვა ჯანღია:
„ვაჰ, ჩემო ყოფნავ, სიცოცხლევ,
სამეფო დამრჩა კარ-ღია!
ლიბო ამ ჩემის ქვეყნისა
ღმერთმა რად გამაარღვია?
რად შეიშურა ჩემთვისა
გამოუცდელი ბალღია?!“
XIV
მზე მაღლა წამოსულიყო
პირითა მოცინარითა,
თუმც მას ქვეყანა უცქერდა
თვალებით მოტირალითა.
ძაძა ჩაიცვა ქალაქმა,
სატახტომ გურგენისამა.
ცრემლების წმენდა დაიწყეს
ხელებმა უხვებისამა.
მეფის სასახლის კოშკებზე
შავი ფრიალებს ალმები
და იმ სარიგოს ცეცხლისა
სვეტ-სვეტად ადის კვამლები.
მეფის სასახლის ეზოში
ლაშქარი იდგა მდუმარე,
ჯარის წინ ხმალს დაბჯენილი
ლომი სპასპეტი მწუხარე;
თვალთაგან გადმოსდიოდა
ყველას ცრემლები მდუღარე.
ჯარს აეყარა ფარ-ხმალი,
შუბებიც გადაეყარათ,
იქვე დაერჭოთ დროშები,
ზედ ძაძა გადაეფარათ.
არსით ისმოდა ბუკის ხმა,
დაფის ფიცხელი კიჟინი,
მგოსანთა მღერა ტრფობაზე
და ლაშქრობაზე ღიღინი.
ბულბულს, იადონს უბრძანეს,
საქმე მივარდა წყენაზე,
გულში ჩაეკლათ გრძნობანი,
ხელი აეღოთ მღერაზე.
ჩამოხსნეს მათი გალია,
სარდაფში დადგეს კერაზე.
მთელი ქალაქი მომსქდარა,
ყველა: დიდი და მცირია;
კაცი და ქალი ურჩევლად,
მდიდარი, გლახა, მწირია,
უცდიან, ნახონ ცხედრები,
დღეს მათ დამარხვა სჭირია,
დღეისად დასაფლავება
თვით მეფის დანაპირია,
მეფისგან გამონაცხადი
შიკრიკის დანაყვირია.
აგერ გამოჩნდენ მოძღვრები,
თან ვეზირებიც მწყობრადა,
აქ მხოლოდ შერე არა სჩანს,
მარტოდ რჩენილი ობლადა.
ორს კუბოს მოასვენებენ,
ერთს ხისას, სხვა კი ძვირია,
ძვირფასად შეხამებულსა,
თეთრს, ვით თოვლი და კირია...
გაუდგა ხალხი კუბოებს
გროვად, გროვები ხშირია,
ალბად საერთო ჭირი სჭირსთ,
რომ ყველა ანატირია!
მოძებნეს ერთი ადგილი
უდაბნო, განაპირია.
მეფის ძის ანდერძისამებრ,
ტყიანი მთისა ცხვირია.
დამარხეს ერთად, ცოტას კი
ერთურთზე მოშორებითა,
როგორც უბრძანა მეფემა,
რომ არ ვთქვა მოჭორებითა.
საკვირველს ამბავს იტყვიან
ამ ადგილს ნანახისასა:
ია უზრდავის წლით-წლამდე
ამ ბეჩავს კუბოს ხისასა,
და ვარდი პირმოღიმარი
სამარეს გოდერძისასა.
იას შორს ყოფნა არ უშლის,
ვარდს ეკონება პირითა
და ამ საფლავთა ფეხთითა,
ცოლ-ქმრის სამარის ძირითა,
უკვდავებისა წყარო დის
ძვირფასის ოქროს მილითა.
ამ ადგილს ბულბული უმღერს
საღამოთი და დილითა;
ვისაც კი ის წყალი უსვამს,
ურჯულოს, რჯულიანითა,
იმას არ უვლავ ქვეყნადა
გულითა წყლულიანითა.
იმან არ იცის სიბერე,
არც მომაკვდავად სწერია;
ვინც უნდა იყოს, ვინც უნდა,
თუნდ სულ უბრალო მწერია!
XV
- ბეჩავი შერე სადღაა,
სიცოცხლე-გაარმებული?
- კარზე ზის, დანასა ჰლესავს,
გონება-გააფთრებული.
- დანა რად უნდა ვეზირსა,
რა აქვის გასაკეთები?
სთქვი შერეს იდუმალ ყოფნის,
საქმე მის განაკეთები?
- დიდი ხანია გლახაკობს,
თვალებით დანაფეთები.
ბოლოს და ბოლოს დასჩემდა
სიგიჟე, რაღაც ფეთები.
მან ვეზირობა უარჰყო,
დააქვს ტიტველი ფეხები
და ხმას არ იღებს, როს თავში
უფაჩუნებენ გლეხები.
ტანზე ჭილობი აცვია,
სახე აქვს შესაზარები.
კაცის დანახვა აშინებს,
მირბის, ემალვის ყველასა;
ხრამებში, მთაში და ღრეში
ჩხავის, აჯავრებს მელასა,
ხან დაიყმუვლებს მგელივით,
თითქოს ღმერთს სთხოვდეს შველასა.
ხან ლეკვივითა წკავწკავებს,
ძაღლივით ხმარობს ენასა.
ხან ბუისავით გაჰკივლებს
საწყალად, ბეჩავურადა;
იმ დროსვე გადაიქცევა
ახლა მჩხავანა ტურადა;
ხან ვითომ მოჭკვიანდება,
ტყე-ტყის პირს დადის სტვირითა;
თან თავის ფარ-ხმალს ატარებს
ერთის კუდალა ვირითა.
თქვენს დუშმანს ესეთი ყოფნა,
როგორც შერეა ჭირითა!
ყველას აშინებს მისი ხმა
საბრალო, საშინელია,
აშინებს მისი სამყოფო
უდაბური და ბნელია.
- მარტო ტურა-მგლობს, ეგ არის,
მარტო სიბილწის მქნელია?
- ერთს წელს უდაბნოს წავიდა,
სულის მოგებას ჰლამობდა,
ბერებთან ერთად ჰმარხულობს,
იმათთან ერთად გალობდა,
მით შერემ ვერ დაისვენა,
მაინც ისევე წვალობდა.
- დანა რად უნდა, რომ ჰლესავს,
შერესა დაჟინებულსა?
- თვალებს დაითხრის ბედკრული,
თვალებსა დაშინებულსა;
მოსძაგდა სინათლის სინჯვა,
მოსძაგდა ყველაფერია,
დღეს მხოლოდ სიბნელე უყვარს,
ვერ ნახოს ვერაფერია!
[1890 წ.]
________________
1. კონა, გროვა
ეთერი
ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნაწ. ინსტ., № 113 (B).
ნაბეჭდი: „ივერია“, 1890, № № 192, 194, 195, 196, 197 (A); „თხზულებანი“, 1899 (C).
85. 6 ქოხი სდგას] ქოხია B. 10 ქოხს გარეშემო ტყედ იდგა] ტყესავით იდგა მის გარსა B. 18 მოსქდის] მოჰსქდის A, მოსკდის C; მთიდამა] მთებიდამ B. 20 შველი] მშველი C; დამთხვარი] დამთხვალი C.
86. 5 მწყემსი] მწყემსნი B. 25 შენსავით] ეგ შენი B. 27-28 ან... დაადებინა - C. 36 ძევს] სძევს C.
87. 2 დედინაცვალი (ეთერს) - B. 3 არის] არი B. 9 სიმშილსა AB] სიმშილით C. 11 ხო] ხომ C; მხედავ] მხედამ A, ხედავ C; მომდევს] მამდევს C. 12 ვაჭრევინებ] ვაჭრეინებ B. 13 საფიქრებელი] საფიქრობელი B. 15 მაიქეც] მიიქეც AC*. 26 ფეხზედ] ფეხზე C.
88. 5 ქვეყანა] ბუნება B. 8 წამწმების] წამწმები B. 11 მიუგავს] უგვანდა B. 15 ერთ მძივს ან ღილსა] ერთს ღილს ან მძივსა B. 34 დაჰღიღინებს] დაღიღინებს AB.
89. 3 ვერხვიანს] ვერხვიან C. 5 მზირასა] მზიროსა C. 14 მოსდევს] მისდევს C. 20 შეასწრო] შაასწრო B. 21 შტერადა] მტერადა A. 22 შუბლზედა] ზუბლზედა C. 33 მთრთოლარის] მთრთოლვარის C.
90. 1-2 ეალერსება... კაბითა - B. 3 გოდერძი] უცნობი B. 11 გცვავ] გცვავს B, გაქვს C. 17 გაგჭერი] გაჭერი B. 19 გითხრა] მითხრა A. 20 სადიური] სადაური AC. 24 ბრალია] ბრალიო B.
32 თვისის ტომისა] თვისის, ტომისა C. 34 მსხვერპლნი] მსხვერპლი C.
91. 3 ვმწყემსობ] ვწყემსობ B. 7 გაგიჭერია] დაგიჭერია C. 8 მითქვამს-რა] მითქომს-რა B. 10 გულდიდობ] ჰგულდიდობ B. 13 და] ან B. არა] არ C; შენი] შენი მე C. 17 B-ში ჯერ ყოფილა: სახელი გამაგებინე, შეცვლილია: მითხრა სახელი შენია. 19 რამ] რომ B. 22 გრცხვენია] გცხვენია B. 26 - 27 მითხარ... მწუხარებასა]
გზას ნუ შეუკრავ დუმილით
სხვა კითხვის განახლებასა B.
31 რაც კი] საცა C.
92. 3 აბძანდი] აბძანდის B. 5 B-ში ჯერ ყოფილა: როგორც კი საქმე მოითხოვს, შეცვლილია: ათას-ფრად, ათასს კილოზე. 6 გაეთერ] ჩაეთერ B. 9 არსებაა] ქმნილებაა B. 10 ამწყემსებს] მწყემსებსა A, აწყემსებს B. 12 შიშველ-ტიტველა] შიშველ-ტიტველი B. 13 ჩამოსულო] ჩამოსული C. 15 გამომყევ] გამამყევ B. 16-ში ჯერ ყოფილა: ლევან, შეცვლილია: გურგენ. 18 გამომყევ] გამამყევ B. 19 რად] რათ C. 23 ტკბილნი] ტკბილი C.
93. 3 სალბუნებელი] სალმბუნებელი A. 4 გულ-წრფელი თხოვნა] წინადადება B. 6 ცოდვაა] ცოდვა B. 14 ტიტველნი] ტიტველი A. მე-16 სტრ. (...ყმანია) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
რაკი არ იშლი, ინიჟებ,
ცოლად გინდივარ გულითა,
მოხვადი ხვალე, ან ზეგა
სამკაულითა სრულითა,
ტანთ სადედუფლოს ჩავიცვამ,
მოგყვები, წამიყვანია...
29 დასაფარავად] დასაფარადა B. 31 გარეთ] გარედ AC. 32 B-ში ჯერ ყოფილა: ცოდვა-ჭირითა, შეცვლილია: ნადირივითა. 36-ე სტრ. (...ნახირივითა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
აბა, რა ცოლობას გიზამ,
ქალი ვარ საყვირივითა,
ჩაჰბერავ ხმას ამაიღებს...
94. 7 მაგრამ სიმდიდრე, სიდიდე] ესა სჯობს ჩემთვის, მდიდრები B. მე-8 სტრ. (...ყველაო) შემდეგ B-ში გადახაზულია: რამდენს მაუბნებ, გენაცვლე... 15 ჩამოჰსხლტა] ჩამოსხლტა BC. 17 ღრუბლები] ღრუბელი C. 22 თვითვეულს] თვითვეულ C. 25 ქვასა და ქვიშას] ქვას და ქვიშასა B. 26-ე სტრ. (...ნაბანსა) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
ქვასაც კი ყვავილიანსა
ზედ გადაჰხურავს საბანსა.
ამ სტრ. შემდეგ ხელნაწერში ტექსტს ემატება:
ფასი არა სძე ძვირფასსა
ამ ყვავილიანს საბანსა?!
ამის შემდეგ იქვე კიდევ ერთი გადახაზული სტრიქონია:
არავის ძალა არა აქვს...
35 B-ში ჯერ ყოფილა: ნამდვილად გასაჭორია, გადაკეთებულია: მაღალ ღმერთს ვფიცავ, ჭორია. 36 მოვიკლავ] მოიკლავ B.
95. 4 ვფიქრობ] მგონავ B. ამ სტრ. (...მოსაგონია) შემდეგ B-ში გადახაზულია: ერთიც არ მინდა უშენოდ. 9 დავუნიშნივართ] დაუნიშვნივართ A, დაუნიშნივართ B. 14 სწორედ] სწორად BC.17 თავზე] თავზედ C. 27 შაგისომ] შეგისვამ AC. 28 დავიწერთ] დავიწერ C. 32-ე სტრ. (...ძალია) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
ეთერს ცრემლი სდის თვალთაგან
ვით მთიდამ ჩამჩქერალი წყალია...
33 ვარგვარ] ვვარგვარ C.
96. მე-3 სტრ. (...მთაზედა) შემდეგ B-ში გადახაზულია: შენ დედამიწას ამშვენებ... 4 მიწაზე] მიწაზედ B. 6 მალე მოგწყინდე] მოგწყინდე მალედვე B. 10 B-ში ყოფილა; ლაღმა და თავისუფალმა, შეცვლილია: მთელმა გულით და ნამუსით. 11 ვიტკინო] ვიტკივნო B. მე-3 სტრ. (... ჯარზედა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
მე მალევ თავსა მოგაწყენ
სხვას გაიგორებ მკლავზედა,
მე ჩალად აღარ მიმიჩნევ...
15-16 მაგ.: დობასა]
მე რას გიამბობ და შენ ისევ
ჩემთანა ჰბედავ დობასა B.
17 გეადვილება] გაიადვილებ C. 20 მიწასა] მიწაში B. 21 გარეით] გარიეთ C.
97. 1 მოცემის] დადების B. 5 ისრე] ისე C. 6 შაგიყენებდი] გაგიყენებდი C. 7 ყოფილა: ან ხმას ვინ გამცემს, ჯარები, შეცვლილია: ვისი მეკრძალვის? ჯარები. 8 მზასაო] გზასაო AC. 14 B-ში ყოფილა: თავქვე, შეცვლილია: დაბლა. 15 შუბის წვრად] შუბადა B. 22 B-ში ჯერ ყოფილა: მოისმა, გადაკეთებულია: ისმოდა. 23 საყვირებს. ამ სიტყვის შემდეგ B-ში გადახაზულია: გააქვს. 27 B-ში ჯერ ყოფილა:
მოგროვდა რაზმი რაზმზედა
მშვილდ-ისრით, შუბით...
ეს სტრიქონები ავტორს მაშინვე გადაუხაზავს და შეუცვლია:
დიან მხლებელნი მისნია...
29 გარეშემო] გარშემო A. 32 ყველაზე] ყველაზედ AC. 34 ვეფხვის] ვეფხის AC. 35 ყოფილა: ამბობენ, შეცვლილია: ჰფიქრობენ B. 36 ნეტავ] ნეტა C. ამის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია: უჭვრეტენ გაოცებულნი.
98. 1 ეს ქვეყნიური] ეს ხომ მიწისა B. 3 უბრძანა] უბძანა B. 9 აღტაცებითა] აღტაცებულმა B. 10 გადაჰხვივა] გადაჰხვია C. 11 რაკი] თუ კი C. 13 იდუმალ] თმას იგლეჯს B. 19 წინანდებულად] წინანდებურად C. 21 ყოფილა: ყმათ მიულოცეს ორივეს, გადაკეთებულია: ყმათა დალოცეს ორივე B. 25 სთხოვდენ] სთხოვენ AC; ცოლ-ქმრის] ცოლ-ქმრი A. დღეგრძლობას] დღეგძლობას B. 29 ხელნაწერში ჯერ ყოფილა: ცოლ-ქმარს შესცქერის, გადაკეთებულია: დედოფალს უცქერის, შემდეგ უკანასკნელიც შეცვლილია: მეფის ძეს შემოჰხედნებდა. 31 უცქერს] შესცქერს B. 38 შეხედნება] შახედნება B.
99. 21 B-ში ჯერ ყოფილა: მარტო, შეცვლილია: მხოლოდ. 24-ე სტრ. (...შემათხოვარი)შემდეგ ხელნაწერში თავდაპირველად ყოფილა: ვაჰმე, გაჰჟუჟავს ნადირი, გადახაზულია და ჯერ შეცვლილია ამგვარად: ვაჰ, უპატრონო ცხვარ-ძროხავ, შემდეგ: ღმერთო შენ შეიწყნარეო, ბოლოს ესეც გადახაზულია. 25 დაჰრჩნენ] დარჩნენ C. 28 სალაღებიო] საღალებიო C. 31 ბჟუტვენ ვარსკვლავნი ∽ B. 33 სძინავ] სძინავს C. 36 ყოფილა: შაკრული, შეცვლილია ნაზელი B.
100. 4 ჩამოსასვლელად] ჩამოსავლელად C. 9 დაჰსისინებდა] დასძინებოდა C. 10 დაჰლაღოოდა1] დაჰლაღოდია AC. 11 აქ მომხდარ2] მოხუცის AC. 14 აევსოთ ლეშითა] მოერწყოთ სისხლითა B. 17 მოგელავება] მოგელავებმა C. მე-20 სტრიქონიდან (ლეშზე...) 105-ე გვ. მე-19 სტრიქონამდე (... წავაგებინე) ჩათვლით ხელნაწერს აკლია. 25 ვეფხვი] ვეფხი C. 31 მწყემსის] წყემსის A.
101. 11 შემოჰრტყმოდნენ] შემორტყმოდნენ C.
102. 1-2 თვით... შაუწირია - C. 23 მეფის] ნეფის A. 32 ხდება] ხვდება A.
103. 6 მივეცი] მოეცა C. 24 ძე] მე C. 30 მოქცევა] მოქცება A. 33 სპასპეტმა] სპასპეტმაც AC.
104. 1 დაკარგა] დაჰკარგა C. 3 ჰრაცხს] რაცხს C. 12 სთქვეს] თქვეს C. 28 იფრთხილე] იფთხილე A. 32 გადანაფურთხის] გადანაფურთხვის C.
105. 13 არცვის-რა] არვის რა C. 24 და გრძნობა] თვალთ-ხედვა B. 25 გეკუთვნით] გეკუთნით B. 26 გიკვირსთ] გიკვირთ C. 27 რაც თქვენ] თქვენ რაც B: გსურსთ] გსურთ C. 29 მეფის] ნეფის B. 34 ნადირობად] ნადირობა B. 36 როცა ის] ის როცა B.
106. 3 სამავნებლოს] სამავნებელს C. 5 მეფემ იწყინა] მეფე გაგვიწყრა B. 16 გურგენი] ხელმწიფე B. 20 ორი] ერთი B. 21 ესრე] ესე B. ვიშითა] ვაითა C. 23 მეფესთან] იმასთან B. 24 მეფემ] ბოლოს B. 29 მაწევს] მაძე B.
107. 3 გკითხავ, რას მეტყვით] გკითხავთ რჩევასა B. 4 გულით წრფელითა] გულის-წრფელითა B. 5 ჩემს შვილს უჯიშო ცოლი] ეგე ქალი გოდერძის B. 12 ჰბრძანებთ] ბრძანებთ B. 14 ჩვენს] ჩვენ B. 17 ვფიქრობთ, ვიშოვნოთ წამალი] ვიშოვნით წამალს ნამდვილად B. 24 მიზნადა] ლიშნადა B. 33 გახსოვდეს] გახსოვდესთ B; თქვენს ძესა] ეთერსა B. 34 ეთერს] თქვენს ძეს B. 35 მადლსა] ძალსა B. 37 გაზრდილი] გაზდილი B.
108. 11 ყოფილა: ტანზე ჩაიცვეს აბჯარი, გადაკეთებულია: ხმლები შეირტყეს წელზედა B. მე-12 სტრ. (...ფარები) შემდეგ B-ში ტექსტს ემატება:
ხელში შუბები ეჭირათ
ტარ-გძელი, შესაზარები.
20 სცხოვრობდა ერთი ბებერი] ერთი ბებერი სცხოვრობა AC. 22 შხამი და] და შხამი B. 31 B-ში ყოფილა: მიწას შესძრავდა, გადაკეთებულია: ან მიწას სცემდა B. 34 (შავია... ურია) - B.
109. 3 შაედრება] შეედრება C. 7 ცალიერს] ცარიელს B. 9-11 სტრიქონები B-ში გადახაზული და ჩასწორებულია. გადახაზული ამგვარად იკითხება:
წ. კ. საზოგადოებისეულ კომპლექტში (იხ. ვაჟა-ფშაველა, III, 1930, გვ. 365).
ფეხები ფსლიკვისა ჰქონდა,
ხელებად ბჯღლები ციცისა
და თმის მაგივრად სულ-ძაღლსა -
მოკლე ფაფარი კვიცისა.
შემდეგ ჩასწორებული სტრიქონები კი ასეთია:
ჯოჯოსი ჰსხია ფეხები;
თავზედ - ჯაგარი ღორისა,
მბრძანებლობს გადიდებული
მთათა და კლდეთა შორისა.
27 შერე (ბებერს) - B. 29 ყოფილა: ჭკვიანო, შესწორებულია: ხნიანო B. 30 საძნელო] საქნელი C. 34 კუდიანი - B.
110. 5 ჩამამყმუი] ჩამამყუი AB. 12 მცხვენის] მრცხვენის C. 16 კარგად იცი შენაცა] შენაც იცი კარგადა B. 18 თავიდამ] თავიდან C. 21 B-ში ჯერ ყოფილა: როგორი ცეცხლი მედება. შემდეგ ავტორს პირველი სიტყვა შეუცვლია: გულზედა, ბოლოს ესეც გადახაზულია და წერია: ზედ შავი ლოდი მედება. ამის შემდეგ იქვე გადახაზულია: რომ ღვთისგან ამაზე მეტი... 26 რაწამს] რას წამს A. 32-ე სტრ. (...გამოვჩმახეო) შემდეგ B-ში გადახაზულია:
ჩემის გრძნეულის მახითა
შენაც ხომ დაგიძახეო...
111. 10 რომ] რო B. 16 ყოფილა: ასულებული, გადაუხაზავს და ზედ დაუწერია: დაწყლულებული B. 26-ე სტრ. (...ჭალადა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
დევთა, დედის რძით ნაზელსა,
მორწყულსა კაცთა სისხლითა...
27 ურწყავს] ურწყავ A. 28 დევთაგან ნახმარს წყალადა] დევთ ხმარებულსა წყალათა B. 30 მაცილთი] მაცალთი AC. 31 შიგვეა ფერფლი] შიგვე ფერფლია B. 33. ვინც თავის] რომელნიც B. 34 გამოჩნდა] გამოჩნდენ B. განაწბილადა] განაწმიდადა C. 35 შიგვე ლაფია] შიგვეა ფერფლი B; იუდის] იაუდის B.
112. 6 გრძნეულთა] გრძნეულის C. სჯულისა] რჯულისა BC. 7 B-ში ყოფილა: ეშმაკის, გადასწორებულია: ქაჯის. 12 დავწოვ] დავწვავ C. მე-12 სტრ. (...ავაპრიალებ) შემდეგ B-ში გადახაზულია: შენ ის წაიღე და საცა... 25 სცდილობდენ] ცდილობდენ A. 27 ჰრეცხდენ] რეცხდენ C. 28 ხშირობდენ] ხშირობენ A. 20-30 B-ში ჯერ ყოფილა:
რა ვერას ჰშველდენ სნეულსა,
ნაზირ-ვეზირნი ჰკვირობდენ.
შემდეგ გადასწორებულია ისე, როგორც ჩვენ ვბეჭდავთ. 31 ჰნახე] ნახე AB.
36 რომ] რო AB.
113. 1 სტრიქონიდან (ბებერი...) 115-ე გვ. მე-17 სტრიქონის (...გროვაგროვითა) ჩათვლით ხელნაწერს აკლია. 20 ჩოღროს] ჩორღას C. 25 მოსდევდა] მისდევდა C. 28 სვინიდის] სვინიდისს A. 29 გულით] გული C.
1I4. 11 ჰსვამდენ] სვამდნენ C. 18 ჭურჭლებში] ჭურჭელში C; ღვინოდა] ღვინოთა C. 20 ჰსვამდენ] სვამდნენ C. 33 მემრე] მერე C.
115. 20 უკრვენ] უკვრენ AC. 21 B-ში ჯერ ყოფილა: ასატირადა, გადაკეთებულია: გასაგმირადა. 26 B-ში ყოფილა: გამურვა, შეცვლილია: ზედ სისხლი. 27 ნაფშრუკი] ნაფრუშკი AB. 32 ფერი] მსგავსი B. 36 დასამარცხების] დამარცხებისა C.
116. 4 B-ში ჯერ ყოფილა: ზავთ დადებულის ფერითა, შეცვლილია: ლურჯის ცის დანაფერითა. 5 მაუძღვებოდა] მოუძღვებოდა B. 7 B-ში ჯერ ყოფილა: მეფისა სიმშვენიერე, შეცვლილია: სიცილი, ზოგთა ტირილი. 14 B-ში ყოფილა: მოცუხცუხებდენ, გადაკეთებულია: მოკელაობდენ. 15 მოსჩანან] მოსჩანდა C. 18 ფერცხლითა] ვერცხლითა C. 26 B-ში ყოფილა: ქართველთა, შეცვლილია: გურგენის. 31 მწყობრს] მწყობრ C; გამაუძღვება] გამოუძღვება AB. 36 B-ში ყოფილა: ამ ამბავს, გადასწორებულია: ნაცნობებს.
117. 3 ყოფილა: მათში, გადაკეთებულია ჯარში B. 8 B-ში ჯერ ყოფილა: მწვანის, მერე: წითლის, ორივე გადახაზულია და შეცვლილია: თეთრის. 11 ურიცხად] უღირსად C. B-ში ყოფილა: ჰრაცხდა, შესწორებულია: ჰხედავს. 22 მოცლილს ადგილას] მოცლილის ადგილს B, მოცლილს ადგილსა C. 23 ამოსდიოდა] ჩამოსდიოდა AC. 26 თვალთგან] თვალთაგან C. 31 ჰნახავს] ნახავს AC. 32 ვით ცვილი ჩამომდნარიყო] ჩამომდნარიყო, ვით ცვილი B. 34 ეძებდენ] ეძებდა AC. 34-35 ხელნაწერში ჯერ ყოფილა:
მაგრამ იმ თავის ფიცზედა
მტკიცედვე დარჩენილიყო...
გადასწორებულია:
მაგრამ ეთერსვე ეძებდენ
მის დახოცილი თვალები...
118. 8 (... მთვარეო) შემდეგ B-ში გადახაზულია: გავძელი შენის ჭირითა. 24 ყოფილა: ამაზე, გადასწორებულია: ამითა B. XII თავის უკანასკნელი ორი სტროფი გადასმულია AC-ში ასე: ჯერაა: ,,არ ვიყავ...“, შემდეგ: „არ ვარო...“ ხელნაწერშიც ასევეა, ოღონდ შემდეგ ავტორს პირველი ოთხი სტრიქონი ფრჩხილებში მოუქცევია და ბოლოში გადაუსვამს.
119. 3 ხვალე] ხვალვე C. 7 B-ში ყოფილა: თვალს მიჩანს, შეცვლილია: რასმე ვგრძნობ. 8 ვხედაო] ვხედავო C. 12 რა] არ C. 17 გეთაყვა] გენაცვლე B. 18 მამკვლელის] მომკვლელის B. 19 ხელის] ხელით A. 22 ფერფლიც კი] ნამტვრევიც B. 24 შესთხოვდა] შესთხოვა C. 27 შერე] შერი C. 32 მეფეთა] მეფეთან B. 33 ვპოებ] ვპოვებ C. 38 ყოფილა: მტვირთველი, შეცვლილია: მოწმუნე B.
120. 9 წამალიც გექნება] წამალსაც იშოვნი B. 11 გოდერძიმ] ჩემა ძემ B. 13 ურჩევნავ] ურჩევნის B. 19 ყოფილა: არ დაივიწყო, შეცვლილია: კარგად გახსოვდეს B. 20 ჩემდ] ჩვენდ B, ჩემ C. 22-ე სტრ. (...გმირობა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
მანამ ვეზირი მეფესა
დიდხანს ვერ მისცა შერემა...
25 B-ში ყოფილა: გაისმა, შეცვლილია: მოვიდა. 26 სამგლოვიარო] სამგლოვიაროს B. 27 B-ში ყოფილა: და ჯახა-ჯუხიც გაისმა, შესწორებულია: მას ჯახა-ჯუხიც ბანს აძლევს. 29 სრა-სახლსა] სასახლეს B. 30 ყოფილა: ძაძა, შეცვლილია: შავად B; ჩაცმულის] ჩაცმული AC. 34 ამბავია] ემბავია AB.
121. 3 ყოფილა: ლხინია, შესწორებულია: სალხინო B. 8 ყოფილა: დგრიალი, შეცვლილია: ყვირილი B. 9 მისულის] მოსულის C. 11-12 ხელნაწერში ჯერ ყოფილა:
თავზედა ნაცარდაყრილი,
სისხლით მოსვრილის პირითა...
შემდეგ გადასწორებულია:
პირსისხლიანი, თავზედა
დაყრილის ნაცარ-ქვიშითა...
24 ამაზე] ამაზედ C. 27 ეთერი] ჩვენ ქალი B. 31 მოჰხვია] მოხვია A. 32 ცხოველის] ცოცხალის B. 33 B-ში ჯერ ყოფილა: მაგრამა სული დალია, შეცვლილია: სიცოცხლე ვეღარ დაიძგნო. 35 B-ში ყოფილა: ეთერმაც, ჩვენ ვერ გავიგეთ, გადასწორებულია: და ჩვენს უცნობლად ეთერმაც.
122. 1 ურჭვია] არჭვია B. 3 ამის გამგონეს გურგენსა] მეფესაც ამის გამგონეს B. 8 რად] სად C. 17 სატახტომ] სატახტო A. 26 ხმალს დაბჯენილი] ხმალდაბჯენილი C. 31 შუბებიც] ბუკებიც AC. 32 დაერჭოთ] დაესჭოთ B.
123. 5 ჩამოხსნეს] ჩამოსხნეს BC. 13 დღეისად] დღეისთვის AC. 18 ვეზირებიც] ვეზირები AC. 19 B-ში ყოფილა: მარტო, შეცვლილია: მხოლოდ. 20 B-ში ყოფილა: დატოვებული, შეცვლილია: მარტოდ რჩენილი. 25 გაუდგა] გადუდგა C; გაუდგა ხალხი კუბოებს] თან დაედევნა დუნია B. 27 ალბად საერთო ჭირი სჭირსთ] რა დაუკარგავს ამ ხალხსა B; სჭირსთ] სჭირთ C. ამის შემდეგ B-ში გადახაზულია: ყველას თუ უყვარს ცხედრები. 33 B-ში ჯერ ყოფილა: მეფის ბრძანებით, შეცვლილია: ერთად, ცოტას კი B; ცოტას კი] ცოტათ კი C. 34-ე სტრ. (...მოშორებითა) შემდეგ B-ში გადახაზულია: კაცმა სიმართლე უნდა სთქვას. 36 არ ვთქვა] არა ვსთქვა A, არ ვსთქვათ B.
124. 9 დის] სდის B. 14 ურჯულოს, რჯულიანითა] ურჯულოს-რჯულიანითა C. მე-17 სტრ. (...სიბერე) შემდეგ B-ში გადახაზულია: სიკვდილ-სამარე რა არი... 20 მწერია] მწირია C. 22 ყოფილა: შერე სადღაა ბედ-კრული, გადასწორებულია: ბეჩავი შერე სადღაა B. 25 ყოფილა: თვალებით, შეცვლილია: გონება B. 29 საქმე] საქმეს B. 34 ყოფილა: ვეზირობაც ხომ, გადაკეთებულია: მან ვეზირობა B. 35-ე სტრ. (...ფეხები) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
საქმე თვითონვე დაშალა
რამდნის ხნის განაკეთები.
36 -37 და... გლეხები - B.
125. 1 ჭილობი აცვია] ჩაუცვამს ჭილობი B. 7 ხან] და AC. 13 იმ დროსვე] იმავ დროს B. 15 ვითომ] მითამ B. 16 პირს] პირთ B. 19 ესეთი] ასეთი C. 23 სამყოფო] სამყოფი AC. 29 ჰმარხულობს] მარხულობს BC. 31 B-ში ყოფილა: მაინც კი, შესწორებულია: მით შერემ. 34 შერესა] შერეს B. 35 ბედკრული] ბეჩავი B. 39 მხოლოდ სიბნელე უყვარს] უყვარს მხოლოდ სიბნელე B.
___________________
1, 2. ეს სიტყვები პოემის ავტორის ხელითაა ჩასწორებული „ივერიის“
![]() |
9 დაჭრილი ვეფხვი |
▲ზევით დაბრუნება |
(ამბავი)
თოვლი ლხვებოდა პირ-მზითში,
ბარდანი ჩამოდიოდა.
ნამარილევი ჯიხვის ხრო
პირ-აღმე შემოდიოდა,
თან მოსდევსთ თავის პატრონი,
ნებ-ნება შემოჰკიოდა.
მალევ მოვიდენ სიმაგრეს,
ფარი იფარეს კლდისაო,
იქ მონადირე ვერ მიდის,
ვერც კლანჭი სწვდება მგლისაო,
გულდასვენებით არიან,
შიში არა აქვთ მტრისაო.
დაბლა ირმების ხრო გაჩნდა,
სწრაფად გადავლეს გორია,
დაუჩნდა მონადირესა
მარტო ხარ-ფური ორია.
ვაჰ, თუ სიათამ უმტყუვნოს,
მანძილი კარგა შორია.
არ დაიშალა, ესროლა,
ბოლი გაერთხა თოვლზედა,
ირმები დაფთხენ, წავიდენ
თოფის ხმაზე და კომლზედა.
მოცადი ბიჭი არ იშლის,
ისევ გაჰყვება კვალზედა.
უყელა ორგან, სამგანა,
ოფლი სდიოდა ძალზედა,
მაგრამ სათოფრად ვერ დასწვდა,
ვერ მოიყარა ხევშია,
ერთი მაინც და მაინცა
ხო დაჰრჩებოდა ხელშია.
თუ ვიწროს ადგილს მოესწრო,
ან გადასავალს ყელშია,
ვნახავდი მონადირესა
გაცინებულსა წვერშია,
მწვადს, ხის შამფურზე აგებელს,
დამცვრიანებულს ცეცხლშია.
დიდხანსა სდია იმ დღესა
აღმა და დაღმა, ფიცხადა.
ამაოდ... გული უწყრება,
ელამვის გასაკიცხადა.
დაოსდა, პურიც მოჰშივდა,
ბანდულიც სძვრება ფეხითა,
წრიაპიც1 გვერდზე მოექცა,
სტანჯავდა წვივზე ხეხითა.
წასულსა საქმეს რა უშველს
ოხვრითა, თავის ტეხითა!
უკვირდა მონადირესა
მარცხი დღევანდლის დღისაო,
ეს დღე წავიდა, დასამხრდა,
მთას პირი სწვდება მზისაო.
საცაა ჩამობნელება,
ჯოგი ასტყდება მგლისაო,
წყედიადს დაერთვის წყვდიადი
ამ უდაბურის მხრისაო.
„ლამის ვერ მოვკლა ნადირი,
ჯავრი შავსჭამო მტრისაო.
ადგილის დედავ, მიშველე,
შენ მომიმართე ხელია,
ნუმც გაცრუვდება, შენს მადლსა,
სიზმარი წუხანდელია.
წინად თუ გამცხადებია,
ეხლა ცხადდება რაობით,
მე ხომ ამ სიზმრით ვნადირობ,
ნადირს ვხოც იმავ თაობით?“
გულში ლოცულობს თვარელი
და პურსა ჰლოღნის ხმელსაო,
თან თვალს აყოლებს პირდაპირ
ხევის ნაპირსა გრძელსაო.
ადგილსა ჭიუხიანსა,
დეკიან-ღვივრიანასა,
ურძნით და ჩადუნით მორთულს,
დუციან-დიყიანასა,
თვალდაშტერებით უცქერის
კლდის თავსა ფიჭვიანასა.
კლდის პირზე წყარო ჩამოდის,
ხმას იწმენდს ხრინწიანასა.
და ქაფს უსომდა კლდის პირებს
წითელსა, სისხლიანასა.
იქიდამ კვნესა მოესმა
გულიდამ ამობერილი,
ჰხედავს: ვეფხვი წევს ტოტ-გაწვდით
კლდის თავს, გულგამობერილი,
და მონადირეს უცქერის,
მისკენ თვალგამოჭერილი,
წელსა და ტოტებს უმშვენებს
ზოლები ჩამოწერილი.
კლანჭი სტკიოდა ბეჩავსა,
გულს ბოღმა მაერეოდა,
სისხლი ნადენი ტოტითა
მდინარეს შაერეოდა
და წყალთან ერთად ისიცა
უფსკრულში ჩაერეოდა.
კვნესოდა, როგორც ვაჟკაცი
მტერზე ჯავრ-ამოუყრელი,
მუდამ მდებარე მტრის ფეხ-ქვეშ,
ვით მთა ჯანღ-გადაუყრელი.
- რას უცდი, მონადირეო,
დაჰკარ, ხომ ვეფხვიც მხეცია!
- არ დავკრავ, ძმაო, რო მამკლა,
როდი გახლავარ ბეცია!
ეგემც ჩემსავით ნადირობს,
კალთები აუკეცია,
ნადირობაში მაგასაც
მთა-ბარი დაუკეცია.
ნადირმა იცნო თვარელი
მონადირისა წესზედა,
მივიდა მასთან კოჭლობით,
ტოტი დაადვა ფეხზედა.
მონადირემაც გასინჯა
თავის ძმობილის წყლულია
და ამოუღო კლანჭიდამ
სიპი მომსხო და სრულია,
ნაშალი კლდისა სალისა,
ნაგალი ღვართა, ზვავისა,
და გალესილი ნისკარტით
ღამის მთეველის სვავისა.
ნადირობაში შაეჭრა
ვეფხვსა მამაცი ტოტია,
ჯიხვისად დატევებულსა,
იქ, სადაც ქვა და ლოდია.
თვარელმა წყლული შეუკრა
ვეფხვსა ნაკუწით ჭრელითა
და ჩირქიც ამოუფხიკა
წყლულიდამ დანით მჭრელითა.
ვეფხვი გაბრუნდა მაშინვე
კუდის მოქნევით, ჭრელითა,
და გადირბინა, მთა-ბარი,
როგორც მიმინომ ფრენითა.
თვარელი ბანდულს ისწორებს,
უკვირდა მოხილებული,
ვეფხვი მოსული ზავითა,
მშვიდი და მოჭირვებული.
ამ დროს მოესმა ფეხის ხმა,
შაესმა რაღაც დგრიალი,
იმისკე მიმართულია
ფეხის ხმა, ფოთლის შრიალი.
უცბად იმის წინ ირემმა
დაიწყო რქების ტრიალი...
და მონადირის თოფისაც
სტუმრად დაუხვდა გრიალი.
თოფი გავარდა, კლდეებსა
სალამი მისცა ჭექითა,
და ჩამოგორდა ხევისკე
ხარი-ირემი ბექითა.
ეს რაა? ირმის ნადგომში
ვეფხვი გაბრუნდა ზნექითა.
ერთი-კი დაიღავღუვა
და გაემართა ზევითა.
ცოტა ხანს შემდეგ დაძრული
ქვიშა მოზოვდა ზევითა.
კლდის თავს გადმოდგა ხარ-ჯიხვი,
გამოქცეული ქვეითა.
თვარელმა მოკლა ისიცა,
ჩამოაგორა ხევშია.
ჯიხვის ნადგომზე ვეფხვს ჰხედავს,
ვეფხვი ტოტს იცემს მკერდშია...
თვარელი მიჰხვდა ეხლა კი,
სთქვა: „გენაცვალე ღმერთშია!“
______
დაღამდა, ვეფხვი აღარ სჩანს,
უკუნი აწევს არესა,
სიბნელეს როგორ გაჰფანტავს,
რა შაუძლიან მთვარესა?
გულჭირიანი ობლობით
დაბლა ჩხაოდა მელია,
ალბათ თუ გასჭირებია,
საქმე თუ ადგა ძნელია.
ნობათად მომირთმევია
თქვენთვის ამბავი ძველია.
[1890 წ.]
____________________
1. რკინისაა, ფეხის გულზე ამოსადები, რომ ფეხი დაიმაგროს გვერდობზე კაცმა.
დაჭრილი ვეფხვი
ნაბეჭდი: „ივერია“, 1890, № 277.
„ივერია“-ში შემდეგი განსხვავებული წაკითხვებია:
126. 2 ბარდანი] არდანი.
128. 2 ეხლა] ახლაც. 35 ფეხ-ქვეშ] ფეფხ-ქვეშ.
129. 16 ნაგალი] ნავალი.
ალ. აბაშელის ცნობით1, „ივერიის“ წერა-კითხვის საზოგადოებისეულ კომპლექტში
სიტყვები არდანი, ნავალი ვაჟას ხელით ჩასწორებული ყოფილა შესაბამისად: ბარდანი, ნაგალი .
_______________
1. ვაჟა-ფშაველა III, 1930, გვ. 370.
![]() |
10 ილო |
▲ზევით დაბრუნება |
(ძველი ამბავი)
I
ესე ამბავი
ჰმოწმობს ძველს ხანას:
უცხო ქვეყანას,
სახელად ზმანას,
ცხოვრობს თავადი,
სახელად დავით,
განთქმული ყველგან
ქცევითა ავით.
იმას ჰყავს ცოლი,
როგორაც გნოლი,
მშვიდი და წყნარი.
მაინც არ იშლის,
სულ სტუქსავს ქმარი.
შეძლებით დიდი,
დავით არს მშვიდი.
მაგრამ თუ ერთი
გაუწყრა ღმერთი
და აეშალა
მას თავის ჟინი,
გული აშფოთდა,
ასტეხა ღრინი,
თუნდ ცოლის მშვიდი
შაესმას ხვრინი,
გაიფრენს გარეთ
ღამეში ბნელში,
ჩიბუხის ტარი
უჭირავს ხელში
და უტყაპუნებს
თავში და წელში.
სარჩო აქვს ბევრი,-
ცხვარი და ღორი,
სად ტყე, მინდორი,
სად მთა და გორი.
დავითს არა ჰყავს
თავისი სწორი.
ერთი დარდი აქვს:
არა ჰყავს შვილი,
რის გამო დავითს
არ მოსდის ძილი.
II
განგებამ მისცა
თავადსა ვაჟი
და მოიხადა
ამით მის ბაჟი.
ყმაწვილი გაჩნდა
ხუჭუჭთმიანი,
ღუღუნებს ტკბილად,
არის ჭკვიანი.
ოქროს აკვანსა
ურწევდა ძიძა,
ილოს ანგელოზს
ეძახის ბიძა,
ჯერ პატარაა,
ალმასის კვრინწა.
III
წამოიზარდა,
წამოიჩეჩა,
ილო შეიქმნა
შვიდი-რვის წლისა.
კეთილი გულით,
უმანკო სულით
მაგალითია
ყველასთვის ისა.
კუმეტს თვალებში
ჩაწერილი აქვს
ლოცვა-კურთხევა
მაღალის ღვთისა.
გულის მქენჯნავი
დარდი აქვს ბავშვსა,
თუმც თავის დარდზე
ვერ იღებს ხმასა:
ილოს უყვარდა
სოფელში რბენა,
სოფლის ბიჭების
სიმღერის სმენა,
იმათთან მღერა,
თევზების ჭერა.
გლეხის ბიჭებთან
ხბორებში დადის,
ისიც იმათთან
ცელქობს და დახტის.
იმათ გუდისა
მას უყვარს მჭადი,
ბოზბაშებისა
არა აქვს დარდი.
მამამ ამისთვის
ბევრჯელ გალახა,
უვარგი ქცევა
მით დაანახვა.
ბევრჯელ თოკითა
დააბმეინა,
ფეხში ბორკილიც
გააყრეინა.
თანაც ეტყოდა,
დიაღ ეთქმოდა:
შენ ბატონი ხარ,
ეგენი ყმები,
ბიჭებთან ყოფნით
როგორ არ ჰკრთები;
გვარს რაზე არცხვნი,
შვილო, რას ჰშვრები?
იმათ მჭადითა
როგორა სძღები,
რომ აგიწითლო
ეხლავე ყბები?!
ილო მაინცა
როცა დროს ჰნახავს,
სოფლის ბიჭებთან
სიმღერას სჩმახავს.
IV
ერთხელა ილო
მივიდა შინა,
წინ მიეგება
თავისი ფინა.
ილო დაღლილა,
ოფლი სდის ძალზე;
დედას მოჰხვია
ხელები მკლავზე
და უთხრა დედას
გულამოკვნესით,
ბოლო დროს დართო
ცრემლების დენით:
- მე აღარ მიყვარს,
დედილო, მამა.
-რისათვის, შვილო,
გაწყინა რამა?
- დღეს მამა-ჩემმა
კიკოლას სცემა,
გული მომიკვდა
მით, ჩემმა მზემა;
ცხვირიდამ სისხლი
საწყალს ადინა,
ესეთი საქმე
რად ჩაიდინა?
როგორ შევხედო
იმის შვილს პირში,
როცა კიკოლას
მამამ სცა ცხვირში.
- ვაი, სულელო,
ეგ თუ გეწყინა?
შენ რა გაწუხებს, -
იმას ეტკინა.
ილომ უფროცა
მორთო ტირილი,
რომ არ მიიღეს
მისი ჩივილი.
გულს კი ღრმად შერჩა
ესე ტკივილი.
V
ერთს დღეს დავითი
აივანს იჯდა.
თავის მამულებს
აქით სინჯავდა.
კენჭსაც კი ჰხედავს,
თუმც არის შორი.
მინდორს დასცქერის,
როგორც მწყერს ქორი;
აქედამ ჰხედავს,
რაც ხდება ჭალას,
და აგრძნობინებს
ყველას თვის ძალას.
ჩიბუხსა სწევდა,
კვამლს კვამლში ჰრევდა.
რა ჩიბუხია
და ან რა ტარი?
ტარია სწორედ
ალვის ხის გვარი.
თვითონ სტამბოლს ზის,
ჩიბუხი განჯას,
ტარის წყალობით
იქ უწვდენს მაჯას.
იჯდა ამგვარად
ხალხის საზარად.
უგვანს ფიქრებში
იყო გართული
მის ჟანგიანის
ჭკუის მავთული.
VI
ხეზე შემოჯდა
ჩიტი პატარა,
სხეულით ნაზი,
ტურფა, ნაცარა,
მშვიდის თვალების
კარი დაჯარა.
მოხდენით ბოლო
გააცანცარა,
დაიწყო კვნესა
ჯერეთ წყნარ-წყნარა,
მერე გააბა
ტკბილი ჰანგები,
თითქოს ათას მხრით
დაჰკრეს ჩანგები.
სამოთხე არის
ჩიტისა მღერა,
მკვდართა აღმდგენი
მის გულის ძგერა.
თუმცა ეს დავითს
ეამა ვერა.
ბიჭს დაუძახა
ჯავრობით ჯერა,
მაგრამ ბიჭსაც რომ
ვერ გააგონა,
მაშინ ხერხადა
ეს მოიგონა:
ჰკრთებოდა როდი!
უმიზნა თავში,
მოარტყა ბეჭში
ჩიტს მგალობელსა,
საწყალობელსა.
უგვანს ფიქრებში
იყო გართული
მის ჟანგიანის
ჭკუის მავთული.
VI
ხეზე შემოჯდა
ჩიტი პატარა,
სხეულით ნაზი,
ტურფა, ნაცარა,
მშვიდის თვალების
კარი დაჯარა.
მოხდენით ბოლო
გააცანცარა,
დაიწყო კვნესა
ჯერეთ წყნარ-წყნარა,
მერე გააბა
ტკბილი ჰანგები,
თითქოს ათას მხრით
დაჰკრეს ჩანგები.
სამოთხე არის
ჩიტისა მღერა,
მკვდართა აღმდგენი
მის გულის ძგერა.
თუმცა ეს დავითს
ეამა ვერა.
ბიჭს დაუძახა
ჯავრობით ჯერა,
მაგრამ ბიჭსაც რომ
ვერ გააგონა,
მაშინ ხერხადა
ეს მოიგონა:
ჰკრთებოდა როდი!
უმიზნა თავში,
მოარტყა ბეჭში
ჩიტს მგალობელსა,
საწყალობელსა.
მოჰკლა თავისი
დამღონებელი,
მის მყუდროების
დამარღვეველი,
დაუძახებლად
შემაქცეველი.
დასვენდა გულით,
ამაღლდა სულით,
ამ სიმარჯვისთვის
კაცი მედგარი.
ჩიტს დაეფარა
შავი ზეწარი.
VII
ამვე საღამოს,
ვერად საამოს,
მოხდა ამბავი
ბნელი და შავი.
მესამე დღეა,
რაც ილო ჯაჭვით
დამბული სახლში
ცრემლს აფრქვევს ტანჯვით.
მამა არ უშვებს
ილოსა კარში,
ნების არ აძლევს
ჩავიდეს ბაღში.
ილო სარკმლიდამ
გასცქერს გორებსა,
იქ იგი ჰხედავს
თავის სწორებსა,
რომ აძოვებენ
ცხვრებს და ხბორებსა,
ფერხულს აბამენ,
„გოგონას“ მღერენ,
თავისუფლადა
ბალახსა სთელენ,
ატირდა უფრო
და ამბობს ამას:
„ჩემი იქ ყოფნა
რადა სწყინს მამას!
მეც ხომ კაცი ვარ,
ისინიც ისე:
ერთხელ არ უთქვამთ
მათ ჩემთვის მქისე
სიტყვა აროდეს.
როგორ ვუყვარვარ,
მიცქერენ ძმადა,
მაშ მამა-ჩემი
შვილს მტანჯავს რადა?!
არა მინდა-რა,
წამერთო მადა,
რა მეშველება,
წავიდე სადა?!
ასეთს სიცოცხლეს
ყოფნა სჯობს ქვადა.
სწორედ მამა-ჩემს
მოვკვდე ის უნდა,
ამოდენასა
იმიტომ სწუხდა,
ჩემთვის ბიჭებში
ყოფნაც-კი ჰშურდა!
სჯობს ჩემის ხელით
მე თვითონ მოვკვდე,
არ ვაწუხებდე,
თავიდამ მოვსწყდე.
რომ არ ვაწუხო
ჩემი მშობლები,
ყელს გამოვიჭრი,
ეხლავ მოვკვდები“.
ჯიბეში ჰქონდა
კალმისა დანა,
ხელო ჩაიყო,
ამოიტანა.
აიღო დინჯად,
წაისო ყელზე
და მიესვენა
მარჯვენა ხელზე...
სისხლის მორევი
ყმაწვილსა ჰსვამდა...
მკედარი ილიკო
ანგელოზს ჰგავდა.
VIII
აგერ დავითი
თავს ადგა შავად,
გადაქცეულა
ცრემლისა ღვარად.
დედა გამხდარა
ელდისგან ავად.
დავითი მოსთქვამს,
ჰყვირის, ტრიალებს,
შვილს გარზე ურბენს,
თავს დასტრიალებს.
გამქრალს სიცოცხლეს
დაატრიალებს?!
ილო დამარხეს,
იმის სამარეს
ჰჩრდილავს ყვავილთა
ძვირფასი გუნდი.
ფერად, ვით ლალი,
ვით იაგუნდი.
ყინვა ვერ აზრობს,
ვერა სწვავს სიცხე,
ყველამ ესა სთქვა,
ვისაც-კი ვკითხე,
და ერთი ჩიტი,
ტურფა ნაცარა,
დაუსვენებლად
უმღერს წყნარ-წყნარა.
[1892 წ.]
ილო
ნაბეჭდი: „ივერია“, 1892, № 2. „ივერია“-ში შემდეგი განსხვავებული წაკითხვებია:
131. 6 ცხოვრობს] სცხოვრობს.
132. 3 გარეთ] გარედ. 29 ურწევდა] ურწებდა.
133. 11 მქენჯნავი] მქეჯნავი.
134. 33 ჩემმა] ჩემა.
136. 25 ეამა] იამა.
137. 1 მოჰკლა] მოკლა.
![]() |
11 ბახტრიონი |
▲ზევით დაბრუნება |
I
დღემ დაიხურა პირ-ბადე,
მთებმა დახუჭეს თვალები.
აღარ შფოთობენ საფლავში
გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები.
ქარი ქვითინებს... ღრუბელთა
ზარი თქვეს შესაზარები.
გული ვერ მოუფხანიათ,
ცრემლი სდით ალაზნიანი;
ჩარეცხეს, ჩაალამაზეს
მთების გულ-მკერდი კლდიანი.
გაცოცხლდა, ცას ემუქრება
ღრმა ღელე, წყარო-ფშიანი.
გადაიკრიფნენ ღრუბელნი,
ქუჩი გაწირეს ცვრიანი.
გაივსო რძითა მთათ ძუძუ,
დაუშრომელად რძიანი.
მოგესალმებით, ქედებო,
მომაქვს სალამი გვიანი,
ჩემსამც სამარეს ამკობენ
თქვენი დეკა და ღვიანი!
თქვენგანა გულობს ეს გული,
შიგ გრძნობა უდუღს ღვთიანი.
თქვენი მიწოვავ მეც ძუძუ,
ღალიან-ბარაქიანი.
ნუმც გაჯავრდება პირიმზე,
ნუმც დამწყევლიან იანი,
რომ იმათ დედის ძუძუთი
ვსუქდები ცოდვილიანი.
მეც მიგემებავ იგი რძე,
რითაც თქვენ დაიზარდენით;
თქვენავე გარგებსთ, დობილნო,
თუ უხვად დაიხარჯენით!
II
გორი რამ ჩასდგამს შუბის წვრად,
მუხა-იფნებით ფარული.
იქ ჰყრია დიდი ლოდები
შავფერი, ციხის-კარული,
ლიბო-დათხრილი კოშკები,
უმზეოდ ჩამოგვალული.
ბერი ტიროდა დიაცი,
ისმის ქვითინი ქალური.
რამდენი სიპები აწყვავ!
მოსჩანს აკლდამის პირები.
გმირთა სამარეს, როგორც ხატს,
სამთხვევლად დავეღირები.
ეს ფშაველთ სალოცავია,
დღეს დღეობაა ამისა.
არ ვიცი, თვალი მატყუებს, -
მიშლის წყვდიადი ღამისა!
ხალხს ნუთუ დაჰვიწყებია
წმინდა გიორგი თავისა?!
ეს რაღაც ცუდს საქმეს ჰნიშნავს,
მომასწავებელს ავისა.
საჯარეს დიაცს რა უნდა?
არ თუ ეშინის დავისა?
მარტოს აუნთავ სანთლები
და ხატიც უდიდებია;
მარტოს დაუკლავ საკლავი,
თითონვე უტყავებია;
მარტოდ-მარტოკას დიაცსა
ხატ-ღმერთი უხსენებია!
აქ არც ხევისბრის ხმა ისმის,
არსად ფშაური ღრეობა.
ვინ გიჟი იტყვის იმასა,
რომ დღეს აქ იყოს დღეობა?!
ბრალადა ბჟუტავს სანთელი,
ცრემლი წინ უდგა გუბედა.
მტრისამც დედასა გველი ჰკბენს
და ჩაუძვრება უბედა, -
გმირთა აღმზრდელთა ძუძუებს
გაიხდის თავის ბუდედა!
III
უცბად გაისმა ფეხის ხმა,
კაცი გამოჩნდა უცხო რამ,
ჩამოგლეჯ-ჩამოწეწილი,
ერთი ყარიბი, უშნო რამ.
სანთლისა შუქზე წამოდგა
დატანჯულისა ფერითა,
მხარზე თოფ-გადაგდებული,
გაბუდებულის წვერითა,
დანჯღრეულ ქარქაშიანი
ხმალი წელს ერტყა წნელითა.
ადვილად საცნობი იყო
კაცი ფშაურის ერითა.
დადგა, დაეყრდნო თოფის ტუჩს,
ცრემლებს იწმენდდა ხელითა,
იზიარებდა ბებრის დარდს
სახის შაჭმუხვნით ხმელითა.
თავისს დარდებში გართული
დიაცი მიჰხვდა ვერასა,
ტიროდა, ემდურებოდა
ხოშარელთ ბედისწერასა.
გულს იმჯიღავდა, ჰკითხავდა
ნანგრევებს ცრემლის დენითა:
„სრულ ჩვენ რადა ვართ ტანჯვაში,
კვნესა რად ისმის ჩვენითა?
როდემდის უნდა ვსტიროდეთ,
მიწა ვასველოთ ცრემლითა?
ან მიწა რად არა ძღება
დამდნარის გულის წვენითა?!
როდემდის უნდა ვიბანოთ
სისხლით პირი და ხელები?
შვილთა მაგივრად დედებსა
ძუძუს გვიწოვდეს გველები?!
როდემდის უნდა ფეხითა
ვლახოთ ჩვენივე წელები,
ცეცხლები გვერტყას ათასი,
გულის, გონების მწველები?!
ვაჰმე, გაგვიწყდა, აღარ გვყავს
ამ ფშავის ხევის მცველები!“
დიდხანს უცქირა უცნობმა
მოხუცის მოთქმას მწარესა;
მიჰხვდა, რომ უბედურება
სწვევია ფშავის არესა.
ათრთოლებულის ხმით ჰკითხავს
უცნობი უცნობს დიაცსა:
- ვინა ხარ, ნეტარ, დედილო?
ვისას რას მოსთქვამ ზიანსა?-
ვერ გაიგონა ნათქვამი,
ისევ ზარს ამბობს ხმიანსა...
- შენ გეკითხები, დედაო,
რად ჰსვამ ბალღამით ფიალსა?
მგზავრი
სანათა (ბებერი)
მადლობა ღმერთსა, თუ კიდევ
კაცი ვიხილე თვალითა. -
ადგა და ჯოხზე დაეყრდნო
ხანხალით, ძალის-ძალითა.
- მოხვედი, შვილო, მშვიდობით.
შვილო, წყალობა ხატისა!
აღარ მეგონა, თუ მამრი
კიდევ მიწაზე დადისა...
მგზავრი
შენიმცა მწყალობელია,
შენთა შვილთა და ქმარისა.
ერთს გკითხავ, დედა-შვილობას,
მითხარ პასუხი ამისა:
დიაცს ვინ მოგცა ის ნება,
საქმე აკეთო მამრისა?
ვფიქრობ, დროება დამდგარა
იმ მეორ-მოსვლის წამისა.
ხომ არ აყრილან ფშაველნი,
ჩქამ1 რო არ ისმის ხალხისა?
როგორც მინახავ, არ არის
ლხინი კაცის და ქალისა.
შენობა მინდა გავიგო,
ვარ თქვენის მიწა-წყალისა.
სანათა
ჩემ რა იკითხვის, დედილას,
უკლოსი, ბედით შავისა,
დავკარგე ყველა თვის-ტომი,
ვინაც-კი მყვანდა თავისა...
წარღვნა დაგვეცა ხოშარელთ
წყეულის თათრის ჯარისა.
მამრთა შააკლეს მტერს თავი,
ხსენება გასწყდა კაცისა.
გასუქდა ხოშარის გორი
სამარეებით ხშირითა.
ვინც დავრჩით ცოცხლად დიაცნი,
დახოცილებსა ვსტირითა.
ჩვენ რო გვნახავენ მტირალთა,
ბალღებიც ატირდებიან;
გლოვის მიზეზსა გვკითხავენ,
დედებს რომ გვაკვირდებიან;
არ მიიღებენ პასუხსა,
უფრორე აყვირდებიან;
ძუძუთ ვათირებთ2 ბალღებსა,
რძისთვის რო აბირდებიან3
რად გვინდა დედებს შვილები?
რაზედ ვსწვალდებით ნეტავი?
გაჰზდი, გალაღებს ვაჟკაცი,
ლამაზი, გორის მდრეკავი,
გალაღებს, მაგრამ ტყუილად:
დღეს მთელი, ხვალე მკვდარია;
მოვა, წაიღებს უეცრად
სისხლისა ნიავ-ღვარია!
პირსისხლიანის მსინჯველი
შვილის, დუშმანიმც არია!
სანათაი ვარ მე, შვილო,
აფხუშოური ქალია.
აქა ვარ გამოთხოვილი,
ბერიძე მყვანდა ქმარია.
შვიდი გავზარდე ვაჟკაცი,
თითო ლომისა დარია.
შვიდივ გამიწყდა ერთს დღესა,
მამაც იმათთან მკედარია.
ხოშარის გორზედ დავმარხენ,
თავზე დასტირის ქარია.
ორს კვირას საფლავებ ვსთხარე,
იმათ თავშესაფარია.-
რა ეს სთქვა, ამოქვითინდა,
ღვარა ცრემლები მწარია.-
ჩემს ქმარ-შვილებთან ბევრს სხვასა
გამოეჯარა კარია.
ვინ ემსახუროს, მაშ, ხატსა?
მაშ ვინ აუნთოს სანთელი?
მაშ ვინ დაგვიკლას საკლავი?
ვინ მოაკმიოს საკმელი?!
უკაცურთ კაცობა გვმართებს,
მანამ სული გვჩრავ პირშია.
ხატიც შაგვინდობს ცოდვასა,
რო გვნახავს გასაჭირშია.
ეხლა ის მითხარ, დედილას,
სადიური ხარ, ვისია?
იქნება ჩვენობა გეთქმის,
იქნება იყო სხვისია?
მგზავრი
დედაო, დედა-შვილობამ,
მეც ბევრი ვნახე ჭირია.
ოცს წელს სრულ სხვიშვილადა ვარ,
სამშობლო გამიწირია,
მათურელი4 ვარ ძირადა,
სახელად მქვიან კვირია,
ჩემფერა უკეთურები
ყუნჭებიც ბევრი ჰხირია.
ფშავს უბინადროდ რჩენილი,
წაველ საძებრად ბედისა, -
ვაჰ, მოგონება ჩემის დღის
დამსხმელი არის რეტისა!
მზიდველი არის ეს ქედი
ტანჯვისა მეტის-მეტისა.
ჩემი ამბავი შორს წავა,
მოკლედ რო მოვსჭრა სჯობია:
ვინ არ გეტყოდა ჩემს ამბავს,
ვინაც-კი ჩემი მცნობია;
ობლობის, ბეჩაობისა
დღესაც ზედ მაძე ობია.
სად სიცივეში ვგდებულვარ,
ორ-კვირაობით მშიერი,
არც ისე დროულიცა ვარ,
უცხოს ვგონივარ ხნიერი...
ოცი წელია მწყემსად ვარ
თუშეთს, უცხოსა მხარესა,
და ფშავის ხევის სტუმარსა
მარტო ვხედავდი მთვარესა.
საბაროდ გადმამავალთა
ამბავს ვკითხავდი წეროთა, -
რა წერილობას გაგვიწევს, -
თოვლზე ამბავი ვწეროთა?
ოცს წელს მიწა მაქვ ლოგინად,
ცა მახურია საბნადა;
ავდარში შავი ნისლები
ტანზე მეხვევა ნაბდადა.
სანათა
მიკვირს, ან ეხლა რო მოხვალ,
ოცს წელს ნამყოფი სხვაგანა?
მგზავრი
საქმე გაჭირდა, დედილო,
ურჯულო თათრებისგანა:
დათარეშობენ... კახეთი
მისცეს ქარსა და ნიავსა;
საცა ჰსურთ, ყურძენსა სჭამენ,
საცა - ჭანჭურს და ქლიავსა.
აწიოკებენ ქალ-რძალსა,
ნამუსსა ჰხდიან ძალადა.
ჰკრეფავენ ურჯულოები
სილამაზესა ღალადა.
არა ჰზოგავენ, დედილამ,
ვინც კი მოუათ თვალადა.
მთელი კახეთი ქცეულა
ჩიქილა-მოხდილ ქალადა.
არა სჩანს ხელის შამქცევი,
მტრის ამომყრელი ჯავრისა,
კაცი არ ჩნდება შამყრელი
და წინ გამძღოლი ჯარისა.
იქ, ჩვენთანამდიც მოდიან,
ცხვარსა ფარობით გვტაცებენ.
არვინ გადურჩათ რჯულ-ძაღთა,
ყველას ბეგარას ადებენ.
ვისაც ჰკვლენ გზა-გზის პირებზე,
თავებს მარგილზე აგებენ.
შადიან სხვისა სახლშია,
კარს უკრძალავად აღებენ.
დაჯავრდენ თუშნი, რო ნახეს
ქვეყანა ნაოხარია.
პირი ქნეს, იმათ წინ უძღვის
ზეზვაი საოცარია.
სუყველამ ტანზე აისხა
აბჯარი საომარია.
მე გამომგზავნეს საჩქაროდ
ფშავს და ხევსურეთს მზირადა
და დამაბარეს ხვეწნითა
სიტყვა, სათქმელი პირადა:
„ჩვენაც ხომ თქვენი ძმანი ვართ
სისხლით, ხორცით და რჯულითა.
მტერმა დაგვჩაგრა, გვიშველეთ,
გაუტეხელნო გულითა.
უბაროდ, განა არ იცით,
მთანიც რო ვერა გვარობენ.
გვიშველეთ, ფშაველ-ხევსურნო,
ბარზე თათრები ხარობენ.
ჩვენის საყდრების ტრაპეზთან
ეხლა მოლები გალობენ.
ბევრია დაღონებული,
უთხარო: ბევრნი წვალობენ!“
მახსონდა, ამ დღეს ხოშარელთ
აქ გექნებოდათ ხატობა;
ვიცოდი, ეწყინებოდათ
კახეთის რბევის შატყობა.
ღმერთმა აცხონოს ისინი,
ჩვენც იმათ მივდევთ კვალზედა.
იქნება ამ ორს კვირაზე
შავხვდე შავეთის კარზედა.
მანამა ვცოცხლობთ, მტერი გვყავ,
ბევრად სჯობს ვიყვნეთ ცდაზედა.
როცა დრო მოვა... დე, გაქრეს
ბედის ვარსკვლავი ცაზედა!
ცოცხალს კი უნდა ეხუროს
ვაჟკაცსა ქუდი თავზედა.
სიცოცხლეს აუგიანსა
სიკვდილი მიჯობს ხმალზედა.
როს ჩემი ბინა სხვას ჰრჩება,
ჩემი ცოლი და შვილები,-
თუ დუშმნის ხმალი არ მომკლავს,
მე თვითონ გავიგმირები.
დედა-შვილობას, ნუ სჩივი,
ღმერთმან აცხონოს გმირები,
რომ არ წაიღეს საფლავში
ლაფით მოსვრილი პირები.
სანათა
ეგებ ინებოს ბატონმა,
გაგმარჯვებიყოსთ მტერზედა;
თუ ამას გავიგონებდი,
არ ვიტირებდი მკვდრებზედა;
იმავ დღეს, შვილო, დედილამ,
ჭრელს ჩავიცომდი კაბასა,
არ ვიგლოვებდი იმიერ
ჩემს ჯუღურას და საბასა;
ჩემს წარბ-დაღურბლვილს ივანეს,
კარგა ხმარობდა დანასა;
ვენაცვლე იმის გულ-მკერდსა,
შაიხდომლებენ შანასა;
ჩემს ტანა-დაბალს ხუმარას
ბატარას, შუბიანასა.
ვაჟკაცის წესი სცოდნიყო,
არა ჰგავ ჯუბიანასა;
მეხად დაეცა მტრის ჯარსა,
მისთიბდა, როგორც ყანასა.
ეცადა, მაგრამ ვინ დაჰლევს
რიყეზე ქვებს და ლოდებსა!
ვინ დაჰლევს თათრის ლაშქარსა,
უთვალავს, გასაოცებსა?!
თუ ამამყრიდით მტრის ჯავრსა,
შვილთ არც კი მოვიგონებდი,
რაღა მიჭირდა, თუ მტრისას
გაჟლეტას გავიგონებდი.
გულიდამ ეკლის სალტასა
მაშინის მოვიფონებდი.
შვილო, დედილამ, მე თვითონ
წავალ, შავტირებ ფშაველთა;
ყველას შავტირებ ჩემს დარდსა,
ვისაც შავხვდები გზა-ველთა.
მე თუ რვა სული შავსწირე,
თითოს ვერ გაიმეტებენ?
ფშაველნი აიშლებიან,
თუ მტერს სამ დაიმედებენ…
ღმერთო და ჩვენო გამჩენო,
ხატებო ფშავეთისაო!
აავსეთ თათრის სისხლითა
ველები კახეთისაო.
შენ გაუმარჯვე ჩვენს ჯარსა,
დავლათო ახმეტისაო!
გვაკმარე, ღმერთო, ზარალი,
გვეყო, რაც სისხლი გვიღვრია,
გვეყო, რაც მტერთან ბრძოლაში
ძვალები გადაგვიყრია.
გვეყო ამდენი ცრემლის ღვრა,
დაუშრომელი ვაება;
არ თუ ვებრალვით საყმონი,
რო აღარ გვწყალობს ღვთაება?!
გვიშველე, ლაშარის ჯვარო,
დაგვჭირდა შენი თავია;
შენის ფრანგულით აკურთხე
თუშ-ფშაველ-ხევსურთ ზავია;
ნუმც დაეღუპვისთ, შენს მადლს,
ზღვაში შასული ნავია.
ჩაუძვეღ, ლაშარელაო,
ტანზე შაიბი ხმალია,
გვიჭირს და გამოგვაყენე
შეუმუსრავი ძალია.
ასე მოსთქვამდა დიაცი
თავ-დაკიდებით მდგომარე:
გვიშველე, - სულ ბოლოსა სთქვა:
შენა ხარ ჩვენი მომხმარე!
მგზავრი
ამინ! გიშველოს უფალმა,
ღმერთმა გიცხონოს შვილები;
გაცხონოს, ჩემო დედაო,
ღვთისგანმც ნუ გაიწირები!
დიდხანს საუბარს ვაგძელებ,
სვლას-კი არ ვფიქრობ რადამე…
სანათა
ძნელადა ბნელა, დედილამ,
ვეღარსად წახვალ ამ ღამე.
მგზავრი
ხევსურეთს მინდა გადასვლა,
მეტი არ არის ჩარაო,
მიტანა უნდა იმ ამბავს,
რაც ზეზვამ დამაბარაო!
უნდა ჩავუდგე სოფლებსა,
ვიარო კარი-კარაო.
სანათა
ღვთით ხელიმც მოგემართება!
წადი, იარე ჩქარაო.
მეც სულელი ვარ, ბებერი,
წასვლას რო გირჩევ ხვალაო.
პური-ოთ გშიან, დამწვარო,
ნამგზავრ-ნატანჯი ხარაო...
აიღო ქადა-პურები,
მთლიანად ჩააბარაო.
- ნეტავ მაჩვენა კიდევა
ფშაველის ჯარის ფარაო!
მგზავრმა ჩაიდვა საგძალი,
პირ-თავქვე ჩაეფარაო.
ქვეით გაისმა ლოდებზე
მგზავრის ხმლის ბუნის ჩხარაო.
IV
ცაზედ დამქრალან ვარსკვლავნი,
პირი ემურვის მთვარესა,
მთანი, თავ-ჩაჩქნიანები,
ფიქრს მისცემიან მწარესა.
ცა თვალს უცემდა სატრფოსა,
გრიალი მოდის შორითა;
მოდის ხმა ჟრიამულისა
მარჯვნივ და მარცხნივ გორითა,
თან გამოისმა ზარის ხმა
ლაშარის ჯვარის გორითა.
ცხრა-ათ კუთხიდამ მოდიან
ფშაველ-ხევსურნი რბოლითა...
თითქოს გასწყდენო, ფშაველთა
იტყოდენ აღარ ყოლითა!..
არა, ყოფილან კიდევა,
გადარჩომიან რბევასა,
თათრების უბრალებლობას,
იმათ ხმალ-ხანჯრის ქნევასა.
ფიქრობენ ხოშარელების
სისხლის თათრებზე ზღვევასა.
ივსება ლაშარის გორი
ქორ-შავარდნების ფარითა;
დროშები გზას უკურთხებენ
ჟღერით, აწვდილის ტარითა:
როშკით მოიდენ ხევსურნი,
სუმელჯაურნი ცხრანია,
ამღითა - ბათაკის ძენი,
ჭინჭარაულნი ძმანია,
გუდანელთ ჩამასძღოლია
ხოშარეული ხარია;
ხევსურთ, რო ზვავმა მთისამა,
წინ მაიმძღვარეს ქარია;
ჭორმეშელთ, ჭიელთ ბიჭებსა
ღულელებიცა სტანია.
ხახმატელთ ცხენთა ფეხის ხმამ
შააზრიალა მთანია;
მგლური დააწყვეს ნაბიჯი,
მოკლედ გადმოვლეს გზანია.
თითოს ხევს არაგვისასა
თან მოსდევს ლაშქრის ღვარია.
ფშავლის შვილებიც მოვიდენ,
სულთქმა თან მოჰყვა ჩქარია.
რა საამური დრო არის,
რა საამური წამია!
მოვიდენ აფხუშელები,
მცოდნენი თათრის ზნისაო;
წინადაც უცდავ თათრები,
როს დრო ყოფილა ცდისაო.
ბერი მაუძღვა ლუხუმი,
ლურჯამ მაიღო თქერანი,
პატრონის გულის მცოდნეა
თვალმოელვარე ჯერანი.
წითელს ფარს აჯიელავებს
მახინცაური ვერანი.
ძმობამ, რო კარგი ჰყოლია,
არც იმას ჰმტყუვნობს მერანი!...
კლდეთაც კი ესმისთ, სალს კლდეთა
მათურელთ გულის ძგერანი...
ცაბაურ-გაბიდოურთა
ცხენთაც მაიღეს ტყერანი.
მოგროვდენ ყოველის მხრიდამ
ვაჟები ლომის ფერანი.
დიაცთ-ღა დაჰრჩათ მარტოთა
მატყლის სართავად კერანი.
V
მთაზე დაენთო ცეცხლები,
როგორც ვარსკვლავნი ცაზედა;
თავმოხდით სდგანან მხედარნი
თავის ბატონის კარზედა.
ბრჭყვინავენ ალმასივითა
დროშები ცეცხლის ალზედა.
ცივი უბერავს ნიავი,
ლაშქარს ნამს აყრის თავზედა.
მდუმარედ სდგანან, პირქუშად.
სულთქმაც კი გაიგონება,
მხედართა გულის პასუხი
ერთს ფიქრად შაიკონება:
ხატი რას ურჩევს ლაშქარსა,
რა გამოუვა ბრძანება?
ქადაგი ხატს ეკითხება,
ჩურჩული მოდის საჯარეს.
მხედართ, საუბრის გამგონეთ,
მუზარადები დახარეს.
მუხლმოდრეკილნი ჩამოსხდენ,
პირს ჯვარი დაისახიან,
ციურის კრძალა-შიშითა
პირები შაიჩმახიან.
აგერ ქადაგიც გამოჩნდა
განაცრებულის სახითა;
შემკრთალი იყო ისიცა
ხატის პირისპირ ნახვითა.
შემოუძახა ლაშქარსა
ხმით მედიდურით, მკვახითა:
„უამს ჩვენს ლაშარის ჯვარსა,
მის კარს რო შავიყარენით,
ქვეყნის წამწყმედთან საომრად
მალევ რო ავიყარენით.
წინ მომეგება სიცილით,
ბეღლის კარს მოდგა მზებურა,
ტანთ ეცვა ლურჯი ბექთარი,
თავზე ჩაჩქანი ეხურა.
დიდია ჩვენი ბატონი,
მადლით ცას სწვდება მთებურა;
თან გვატანს თავის ლოცვასა,
ფრანგული ამეეწურა.
გვიქადის გამარჯვებასა,
წინ წაგვიძღვება თავადა.
ჰნახავთ, - ნუ გაგიკვირდებათ,
სიტყვას ნუ ჰკადრებთ ავადა.
გაიგებთ იმის წაძღოლას,
მიჰხვდებით კილა-კავადა.
რო ჰნახოთ, ქება უთხროდით,
სალმით იყვნოდეთ, საღადა.
ლურჯს ცხენზე მჯდომი იქნება,
წინ მოარული ლაღადა“.
- ვენაცვლეთ მაგის დავლათსა!
ღირსნიც არა ვართ ნახვისა!
რად კადრობს ადგილით დაძვრას,
საყმო რად ვყევართ თავისა? -
ამოსთქვა სულთქმით ლაშქარმა,
ცეცხლ- დანთებულმა პირზედა.
- უყვარან ფშაველ-ხევსურნი,
დამდგარნი ერთსა პირზედა, -
უთხრა პასუხად ქადაგმა,
მდგომმა საჯარის თხრილზედა.
ლომი საომრად მზადდება,
კბილს ააჩქამებს კბილზედა!
VI
სამღთო ქნეს ფშაველ-ხევსურთა,
დაკლეს ხარი და ცხვარია.
ჩამოსხდენ, ბეღელს საჯარეს
გარს შემოერტყა ჯარია.
ყველას თან უდგა საგზაო,
საჩქაროდ ნადუღარია.
ადიდეს ლაშარის ჯვარი,
თამარის ნაჩუქარია;
ადიდეს დიდი თამარი, -
ის ღმერთთან წილნაყარია,-
თავის ოფლით და ამაგით
ხმელეთი დაუფარია.
მოიხსენიეს მხედარნი,
ვინც ველზე დარჩა მკვდარია.
არსადა მათთვის სამარე
და მიწა ზედ საფარია.
ყორნებს რო უთხრავ თვალები,
სვავთ მხრებით დაუფარია,
მაგრამ იმათი სახელი
დროთ-სვლას ვერ მოუპარია!
ხევისბრობს ბერი ლუხუმი,
ხმა-ტკბილად მოუბარია.
გმირთა ქებით და დიდებით
გული ვერ მოუფხანია.
VII
ყველა პურსა სჭამს, საუბრობს
ავსა თუ კარგსა მქუხარედ.
მარტო კვირია არა სჭამს,
სდგას ჯოხ-დაყრდნობით, მდუმარედ...
ჩასჩერებოდა მიწასა
ყელ-გადაგდებით, მჭმუნვარედ.
რას ფიქრობს ობოლ კვირია,
ამის გამგები ვინ არი?
არა მჟღავნდება გულიდამ
ფიქრები ამამდინარი.
- ობოლ კვირიავ, ძმობილო,
პურა შაჭამე ბატარა,
იქნებ შაგცივდა, ობოლო,
არაყათ შაჰსომ რად არა?
ჰა, ვაჟო, ცოტანი შასვენ,
აჰა, დაიჭი მათარა.
დღეს თუ რას შავსჭამთ, თორო ხვალ
ვისღა სცალიან საჭმელად,
ერთურთის საპატიჟოდა,
ტკბილის სიტყვების სათქმელად?
ამას ეტყოდენ მხედარნი
კვირიას მუდარებითა.
ახლა კვირიამ მიუგო
ოხვრით და მწუხარებითა:
- არა, კვირია გენაცვლოსთ,
სასმელს არ დავეკარები.
საჭმელსა, თუკი მშიოდეს,
აროდის დავეზარები.
წეღანის ხალი4 შავსჭამე,
გუდაშიც მიძე მრავალი.
თუ ვის გინდარისთ, მიირთვით,
თუ ვის გაკლიათ საგძალი.
- იქნება ცუდ სიზმარ ჰნახე,
გულზე დაგაწვა ისაო? -
შაჰკითხა ბერმა ლუხუმმა,
ვადა უტაცა ხმლისაო.
- რა ჰნახე, ჩემო კვირიავ,
აგრემც მიტირებ ბერასა,
გვითხარ და ნუ დაგვიმალავ,
ლუხუმი მოგხდის წერასა.
კვირია
რა გაიგება სიზმრისა, -
მე მაინც გეტყვით ვერასა.
ლუხუმი
თუ არ გვიამბობ, კვირიავ,
ჩამოგყრით დროშის ჭერასა,
სიზმრის დამალვა გირჩევნავ
ამდენის ხალხის წყენასა?!
სთქვი წუხანდელი სიზმარი,
მითომ კი ჰხმარობ ენასა,
საპოხი უნდა, ობოლო,
მხედართა გულის კბენასა.
კვირია
გიამბობთ, თუ გიამებათ,
მე რაცა ვნახე, ეს არი:
დღე იყო მეტად მრისხანე,
ცა მოღრუბლვილი, მჭეხარი...
მივდივარ ტრიალს მინდორზე
თავ-მომწონარი მხედარი.
შავს ცხენზე ვიჯე, მიჰქროდა,
მეგონა, ვზივარ ქარზედა.
სამი დაენთო სანთელი
ჩემის ფრანგულის ტარზედა.
შუქი ციური ჯვარადა
გამომესახა ფარზედა.
მინდორი იყო ტრიალი,
არა რაი ჩნდა მაზედა,
ყოილი, ხშირი ყოილი
დაფენილიყო გზაზედა...
გავხედე, მინდვრად მოცურავს
შავი ვეშაპი შქენითა,
ყოილთან მიწას მაჰლოკდა
ცეცხლის მსროლელის ენითა.
პირითაც ცეცხლი სდიოდა,
საზარელ იყო მეტადა.
მნახა, გულზვავად მომმართა,
ვუნდოდი დასაკვნეტადა.
პირი დააღო ვეება,
ჩასაყლაპავად მიტია,
მაგრამ ხმლითა ვეც, გავუპე
თავი, როგორაც ფიტია.
მოკლულმა შემომანთხია
ბოროტი სისხლი პირზედა.
ცხენი წამექცა, თვითონაც
მიწას დავეცი ძირზედა.
გონი წამსვლიყო... გონთ მოვედ,
მეოცა სახილებელი:
ქვეშ მეგო თეთრი ლოგინი,
ტკბილადა საძინებელი,
გვერდს ეგდო ჩემივე ცხენი,
ცრემლითა სატირებელი;
თავს მედგა დიდი ჭანდარი,
სიცხეში საჩრდილებელი;
ზედ იჯდა ბერი ქედანი,
დამღუღუნებდა თავზედა.
მზეც ამობრწყინდა.. მეჩვენა,
მნახა, გაბრუნდა წამზედა,
წითლად გაწირა ხოლოდა
ობოლი სხივი მთაზედა.
გაბრუნდა, თვალთ დამიბნელდა
და მიმეძინა მკლავზედა.
რა დაასრულა კვირიამ,
ჩაიკასკასა ტკბილადა.
ეწყინა ლუხუმს სიზმარი,
ცრემლები მოსდის წყვილადა:
- კეთილად ახდეს! - მაინც სთქვა
გულ-აყუჩებით, რბილადა.
VIII
სიზმრის თქმით ყველა ჩაფიქრდა,
დაბლა ჩაჰკიდა თავია....
გამოერკვივნენ მალედვე,
გაჩნდა სხვა სანახავია:
ქვიშის ჩხრიალი მოისმა,
თან ფეხის ჩქამი ცხენისა...
ეს ვინ-ღა მოდის, ნეტარა,
ჩუმად, უძრავად ენისა?
დადუმდნენ, ზოგნი წამოდგნენ,
იქით მიაპყრეს თვალია...
თამამად, ვაჟკაცურადა
თავს წამოადგათ ქალია.
ცხენს იჯდა მამაცურადა,
წელთ თუმც არ ერტყა ხმალია;
ხელთ ეპყრა შუბი წვერ-მახვი,
მამისთვის მონაპარია.
უცხო ქალი
ხელ მოგიმართოსთ, მხედარნო!
მადლი ხატ-ღმერთის თქვენზედა!
გწყალობდესთ ლაშარის ჯვარი
გასულებს ბრძოლის ველზედა! -
ღიმილითა სთქვა ლელამა,
შუქი გამოჰხდა პირისა.-
საამურია საცქერად
ვარდზე ცვარები დილისა! -
ქალი ჰგავს სამოთხის ყვავილს,
ნარწყავსა უკვდავებითა;
ხორცშესხმულს სიყვარულსა ჰგავს,
აუწყველს უწყავებითა.
ლუხუმი (ლელას)
ვისი ხარ, შვილო, რას დახვალ ?
მტრობა გგულავდეს იქნება?!...
ლელა
სამოყვროდ მოველ, მამილამ,
თუკი უფალმაც ინება.
შანშეს ქალი ვარ ბაჩლითა,
მენაც თქვენს კვალზე დამდგარი;
ავად თუ კარგად, ღმერთმ იცის,
დედათ ჯარზეით ამდგარი.
ხოშარეული
ეს სწორედ მოჩვენებაა,
ეშმაკეული ხმა არი!..
ახლა რო ასდეგ, დიაცო,
ადგომის მიზეზ რა არი?
ლელა
სხვა არა მინდა, გენაცვლეთ,
თქვენს მტერს გულსა ჰხვდეს ლახვარი
და ჩაეყაროს უსურმაგს
ბოროტს თვალებში ნაცარი!
(ლაშქარში ჩოჩქოლი ისმის:
„ეს სადიური, რა არი?!“)
ვერ მიჰხვდით? პირდაპირ გეტყვით:
თათრებთან ომი მწადიან,
მინდა რო ჯავრი ვიყარო,
ბევრს რამ ავს საქმეს სჩადიან:
იკლებენ საქართველოსა,
ბუმბარეზობით დადიან.
რად გიკვირსთ, ფშაველ-ხევსურნო,
იქნებ მიწუნებთ ქალობით?
ჩემთ ძმათ ცხონებამ, გარგებდით,
ჩვენთა სალოცავთ წყალობით!
ხმლის ქნევით ვერ გაგაკვირვებთ,
ფარ-შუბის დაგელებითა,
მაგრამ ჩემს საცდელს მაინცა
ვეცდები გამგელებითა.
ნუ გავიწყდებათ, ბახტრიონს
ციხე სამ უდგათ მაგარი,
შიგითაც მოწყობილი აქვთ
სანგალ-საყუჩებ-საფარი;
კარებსა, მაგრა დაკეტილს,
ათას მხრივ უდგა ჩაფარი.
ნეტავ იქ დედასთან მომკლა,
თათრებისაა საპყარი!
მაგ ძაღთ ძმათ სისხლიც მიმართებს,
უნდა ვიძიო იგია.
სისხლის აღება, ხომ იცით,
მუდამ წესი და რიგია.
ან უნდა თათრის ხმლით მოვკვდე,
მე თავი გადამიდვია.
ლუხუმი (ლელას)
მამა სადა გყავ, სულ-კრული?
ქალს რადა გგზავნის ომშია?
რაკი არ გვიჭირს მხედარი
ამ სულის მხუთავ დროშია!
ხოშარეული (თავისთვინ)
დიაცს უყურეთ, სულელსა,
უნდა გაგვრეკოს ფონშია...
კაცჩი დედაკაცს რა უნდა?
რად არა ფიქრობს გონშია?
ლუხუმი (ლელას)
მაშ, არა თქვაა შანშემა,
ჩამეეშველოს ლაშქარსა?
მაშ, არ თუ ჰკაზმავს ლურჯასა,
ტანთ არ ისხამსა აბჯარსა?
ლელა
რაკი არ უნდა ბეჩავსა,
რაკი არ ერჯის გულია!
ლოგინშია წევს... საბრალოს
მრავალივა სჭირს წყლულია
თქვენი პირის-ქნა გაიგო,
ცა გაუწითდა სნეულსა,
მაგრამ რას იზამს, რო სული
ვეღარ ერევა სხეულსა.
აბჯარნი მიმატანინა,
შემაკმაზვინა ცხენია;
ზედ შეჯდა, მაგრამ დასუსტდა,
დაბლავე გადმეერია.
თქვენს მტერს, რომ იმის ყოფნაა,
მე ვშველ, გვერდს უქცევ ხელითა;
მკლავშიაც ხომ სჭირს ნაჭრევი,
ვეღარ მუშაობს წელითა.
რა ეს სთქვა, ლელას ცრემლები
წამოუვიდა ხშირადა:
„ვინ იცის, იქნებ მამიკვდეს,
გამიხდეს დასატირადა!“
სუმელჯი (ლელას)
შენ, ჩემო დაო, გირჩევნავ,
მამასვე ჰყვანდე გვერდითა:
ან წყალს მიაწვდი, ან წყლულებს
შაუხვევ ნაკუწებითა.
ჩვენაც ვეყოფით თათრებსა,
ჯავრს არ შეგაჭმევთ მტრისასა;
უერთოდ აღარ დავლახავთ
ბილიკებს ჩვენის მთისასა;
ჩვენ ვიძევთ სისხლსა, ნუ სწუხარ,
შენი დედის და ძმისასა.
ლაშქარი
სუმელჯიმ კარგი გირჩია,
წასვლა გირჩევნავ, ქალაო,
შენის ყოლით და არყოლით
არ გვიბედენებს ძალაო.
ჩვენაც ვგვიანობთ, გზა გველის,
ეს საუბარიც კმარაო,
ზოგი ხო დღეს ვიუბენით,
ზოგიც ვიუბნოთ ხვალაო.
ლუხუმი (ლელას)
ჩემს ძმას უთხროდი, შანშესა,
ყოჩაღად იყოს, ფხიანად,
ყველაად ვკმარვართ მტრისადა
სადავლოდა და ზიანად.
ლუხუმმა დამაბარაო,
კარგა უამბე, ჭკვიანად.
ლელა
როგორ წავიდე? ვერ წავალ;
სიზმრებსა ვსინჯავ ავებსა...
კაცი რამ მოდის კუპრივით,
დაათრევს კაცის თავებსა;
მოდის, წინ მიწყობს ღრეჭითა
ჩემთ ძმათ სისხლიანს მკლავებსა.
ის რო წავა და სხვა მოვა
დიაცი მზისა ფერია;
მეტყვის: უთხარ რამ, ლელაო,
ეგ არის თქვენი მტერია!
ამ ტანჯვაში ვარ სულ მუდამ,
ძილი არაა ჩემთვინა... -
ესა სთქვა განაცრებულმა,
ცრემლებიც ჩამეედინა.
ცხენი მოღრიჯა, გასწია,
ქვითინი გაჰყვა კვალადა;
წავიდა გულ-ჩათუთქვილი,
მივალის ძალი-ძალადა.
ქალის ქვითინსა მდუღარეს
მთანი იწერენ მკერდზედა;
ცრემლით ატირდენ წყარონი,
ჩამომდინარნი გვერდზედა;
დაბერებულა პირიმზე,
კუზი ეტყობა წელზედა...
ოცნება ტანჯულის ქვეყნის
ქვითინებს მთისა წვერზედა.
IX
ღელეს ჩავიდა მწუხარე
ვარდი, ვარდის წყლით ნაბანი;
უძრავი ჰხურავ თავზედა
ყვავილიანი საბანი.
მოულოდნელი ხმა ესმის,
კაცის კივილი შორითა,
ჩამორბის, ჩამოუძრახნებს
კაცი ახადის გორითა:
- მოიცა, ქალო, და-ძმობას,
ცოტას იარე წყნარადა.
რა გაქვითინებს, ბეჩავო,
იყავი უწყინარადა!
ლელა ჩამოხდა ცხენიდამ,
ცხენი მიაბა ხეზედა,
ჩამოჯდა დაღონებული,
შუბი დაიდვა გვერდზედა.
აგერ გამოჩნდა ისიცა,
ვისიც ესმოდა ძახილი,
ქალთან პირდაპირ მივიდა,
ვით ამოწვდილი მახვილი.
კვირია
შენ და და მე ძმა, ლელაო!..
თუნდა მიმიღე მამადა.
ჩემს ესე დატევებასა
ნუ ჩამამართმევ ავადა.
მე კვირია ვარ, მიტირე,
თუშეთით მოსულ მზირია,
თუმცა კი თქვენის წყლისა ვარ,
ფშაური მიდგა ძირია,
გოგოლაურთა დისწული,
მათურელ გივის შვილია...
შენი პასუხი მესმოდა,
იქვე ლაშქარში ვერიე,
უფროსთა საუბარშია
მე ვეღარ ჩამოვერიე.
თუმც კი დამიჯდა ჭკვაშია
შენი გაყოლა თანაო...
აჩქამდნენ, იუკადრისეს
დიაცის წამოყვანაო.
რომ ხერხი ღონეს სჯობია,
ლაშქარი ფიქრობს განაო!
საცა ჰოს უნდა ამბობდენ,
იქ იძახიან: არაო!
როდი ფიქრობენ, - ბახტრიონს
ბევრი თათარი სტანაო;
ჯერ შასვლა არი საჭირო,
რო კაცმ იხმაროს დანაო.
საქმე ციხეა, უფრო კი
მაგარი ციხის კარები,
რომ ლაშქარს ჰქონდეს მტრისაკე
გზა, ლაღად გასატარები.
მე და შენ, დაო, ესრე ვქნათ,
მეც თავს არ ვზოგავ, იცოდე:
ჩვენ ჯარზე უწინ წავიდეთ,
შენაც ჩემთანა ხვიდოდე.
ჩვენ ორნი წავალთ ერთადა,-
მივმართოთ თათრის ბინასა;
მივესალმები ყარაულს,
სხვებზე თავს მდგომს და წინასა.
თან ვეტყვი: ყეინს მოვართვი
ფეშქაშად ტურფა ქალიო;
გთხოვთ მანუგეშოთ მენაცა,
კაცი ვარ შესაწყალიო.
კარს გაგვიღებენ ციხისას,
მარჯვედ მოვხვდებით შიგითა.
შენ თუნდა ხელსაც ნუ გასძრავ,
ჩვენს ჯარს მე ვუშველ იქითა.
ჯარი ხვალამდე არ მოვა,
ჩვენ სრულ წინდაწინ ვიაროთ;
მზას ვიყვნეთ, ციხის კარითა
საქმე წაღმ დავატრიალოთ.
ცისკრის ხანს მოვა ლაშქარი,
ჩვენც იქ დავხვდებით მარჯვედა;
ვეცდები კარი გავუღო,
თუნდ დამკლან ციხის კარზედა.
შენ რაღას იტყვი ამაზე,
ვამბობ თუ არა ჭკვაზედა?
ლელა
მზადა ვარ, შენი ჭირიმე,
როგორც სჯობ, იცი უკედა;
მე კი გონება არ მიჭრის,
გამხდარს დარდ-ბოღმის ბუდედა.
მტრის ჯავრი გულში მიდგია
შავს ალაზანის გუბედა.
ეგრ იყოს, როგორც შენ ამბობ,
უარს არ ვიტყვი მაგაზე,
ოღომც დააბას ჩვენმ ჯარმა
თათრები ვირის ბაგაზე.
იმოდენს როგორ არ შავძლებ,
რო დამკლან დედის კალთაზე...
ამ პირობაზე დამდგარნი,
ორნი გორი-გორ ჩადიან;
ოღომც ეშველოს ჩვენს ჯარსა, -
ორსვე სიკვდილი სწადიან.
X
ცამ გადიბანა პირიდამ
მური, ნაცხები ღრუბლისა,
გადაეფინა სამყაროს
ლოცვა-კურთხევა უფლისა.
შუქი დაეცა ლაშქარსა
მთების ბრწყინვალის შუბლისა.
ლაშარის გორზე წავიდა
ლაშქარი დროშის ჟღერითა.
„შადეგით“, ჰყვირის ლუხუმი
სამკლავიანის ხელითა:
„ვერა ჰნახეთა, ბატონი
წინ მიგვიძღვება ცხენითა?!“
პირველი მხედარი
ვნახე, ცის ტატნად დავატყვე,
მთა გადალახა სწრაფადა;
გარს ევლო შუქი ბრწყინვალე,
ციდამ მოსული ძაფადა.
მეორე მხედარი
ლურჯს ცხენხე იჯდა, ლამაზი
სხივი თავს ედგა ღვთიური;
რო ვნახე, გულში ჩამიდგა
სიამოვნება ციური.
მესამე მხედარი
მე ტრედის-ფერად მეჩვენა,
სხივი მისდევდა მზიური;
შორს გაანათა ელვასებრ
ასი ბარული დღიური.
მეოთხე მხედარი
ჯერაცა ვხედავ, მივალის
ტურფა, სიტურფით ქსოილი;
ისრ ჰშვენის ცხენზე, ვით ველზე
გაზაფხულისა ყოილი.
ლაშქარი (ერთხმად)
იდიდოს შენი სახელი,
ჩვენო ბატონო, ძლიერო!
ჩაგვიძვეღ, მოგდევთ ჩვენაცა,
საყმოს საშველად მშიერო!
ადიდე ლაშარის ჯვარი,
ცისა და ქვეყნის იერო!
ნეტავ, რა მტერი იქნება, -
ეხლა გაგვიძლოს, ბიჭებო,
ჩვენი კვალი ხარ დღეს შენა,
ლურჯაის დანაბიჯებო!
ლაშარის ჯვარის ცხენისა
ნატერფალია ელვარე;
აღტაცებულსა ლაშქარსა
გული გაჰხდია მღელვარე.
XI
იჟიჟრიბანდა, ცისკარი
სულს ჰლევს, თანდათან ჰქრებოდა, -
ნეტავი ყველა ლამაზსა
ესრე საკვდილი ჰხვდებოდა!
დღეს მკვდარი, ხვალე დილითა
ცოცხალი წამოდგებოდა;
სრულის ჯანით და იერით
თვალებს წინ დამიდგებოდა.
ნეტავი ცეცხლი ციური,
ვისაც კი გულში ჰნთებია,
ჯერ არ გაუქრეს, თუ გაქრეს,
ისივაც ამოჰგზნებია!
მკვდარია უგრძნობი კაცი,
უსაზარლესი მკვდარზედა,
მით რომე სიცოცხლე უდგას
სალის ყინულის ტახტზედა.
არ ებრალება მოყვასი,
მის წინ რო აცვან ჯვარზედა.
ისე მოკვდება, ვერ შედგეს
ერთს წამს ტრფობისა მთაზედა.
შორს არის, მეტად შორს არის
დაშორებული მაზედა.
ჭაობში არის ჩაფლული,
ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა.
საზარელია დადგომა
უგრძნობელობის გზაზედა!
XII
გადვიდენ ალაზნის თავსა,
მთების წვერები ჩნდებოდენ.
საცა გაჰხედავ, ყოველგან
გასაშტერონი დგებოდენ:
ზოგნი ცის გულ-მკერდს ჰკოცნიან,
ზოგნი უკანა რჩებოდენ;
იმათ ჩაუთქამ ქვეყანა,
ბუნების სისხლით ძღებოდენ;
ნამძინარევი დევები
ისევ ბურანში არიან,
ერთს ადგილს დგომით ტანჯულნი
შეჭირვებულან ძალიან.
მზე რომ მოვალის, მაშინის
შავს ნისლებს გადაიყრიან,
თუნდ მთლად ქვეყანა დაეცესთ,
აბჯართ არ ჩამაიყრიან.
გულ-მკერდს ერთმანეთს აბჯენენ,
წარბ-შეუხრელად მდგარნია,
წვანან ხმა-ამოუღებლად,
როგორც საფლავში მკვდარნია.
ნეტავ ბუნების ქმნილება
სხვა მათ რა შაედარება,
მალ-მალე შავი ჯანღები
თავზე რომ დაეფარება?
ნისლი ფიქრია მთებისა,
იმათ კაცობის გვირგვინი.
მიყვარს შეუდრეკს მათს მკერდზე
ხშირის ბალახის ბიბინი,
ტიალის ობლის ნიავის
გულის მგმირავი სისინი.
არწივნი დაფარფაშობენ,
უფსკრულს ავლებენ თვალებსა,
მაღლიდამ ჩამოჰხარიან
თავისგან დახრულ ძვალებსა;
ლაღი შვილები მთებისა
ერთმანეთს ეძრახებიან;
ამ დროს ომში მყოფს გმირებსა
ტიალნი ემსგავსებიან.
უყვარსთ, რო ჰხედვენ ერთურთსა,
იმიტომ ეხასებიან!
ლაშქრისა გულიც აივსო
სიამოვნებით სრულითა,
ყველა დაჰხედავს კახეთსა
ათრთოლებულის გულითა.
XIII
ლაშქარი შედგა ცოტა ხანს,
ხმა გამოისმა კითხვისა:
„კაცნო, კვირია რა გვექნა?“
ყველა ამასა სჩივისა.
ენთება ხოშარეული,
როგორაც ბურდო თივისა.
ხოშარეული
იფიქრეთ, ფშაველ-ხევსურნო,
ეგრე არ გარგებთ ტარება,
მზირმა მზირობა არ გვიყოს,
თავს არ მოგვხვიოს წვალება.
ვინ იცის, ნათრევ კაცია,
არ იყოს ღალატიანი,
დუშმანი არ გაგვიფთხილოს,
საქმე ქნას ნახლართიანი.
ლაშქარი
რა გაიგება, იქნება
ბრიყვმა გაგვყიდოს ფულზედა,
ფიცი გატეხოს უსირცხვოდ,
ხელი აიღოს სჯულზედა,
ცოცხლად დაგვმარხოს, თვითონვე
მიწა გვაყაროს გულზედა.
ლუხუმი
კაცნო, რას ამბობთ ნეტარა?
რად ჰგრეხთ დიაცებრ ჭორებსა?
ფარ-ხმალით მოკაზმულები
აჰკიდებიხართ ჯორებსა!
რად არ გაჰხედნებთ, ბრიყვებო,
ჩვენის სამშობლოს გორებსა?
ვის გაუგონავ, სად თქმულა
ამბავი, ძველად თხრობილი,
მითხარით, ნუ დამიმალავთ,
ვინც კი კაცი ხართ ცნობილი,
ეგრე მუხთალად ღალატი,
ეგრე უღმერთოდ ტყუება,
მტრისა სალხენად ძმებისა
შინაით გამოტყუება?!
სრულ სიცრუვეა, ნუ იტყვით,
თქვენ გენაცვლებათ ლუხუმი.
არ რადმე მეჭაშნიკება
სიტყვა კოჭლი და ლუგუმი.
კაცს მაგის მეტად ვერ იცნობთ,
მაგის მეტ არ გაქვთ შნოება?
თავის ფიქრიდგან შემკრთალთა
ეხლავ მოგკიდათ ცხროება.
ღალატს რა უნდა ჩვენშია,
როგორი გვადგა დროება?!
სუმელჯი
ფიქრმა თვითონ სთქვა, რაცა ვსთქვით,
ეს ნურვის გაუკვირდება;
ყველაც კი იტყვის ამასა,
ვინც საქმეს დაუკვირდება.
არც კაი ბოლო იმათ აქვ,
ვინც ერთურთს აუხირდება.
ლაშქარი (ერთხმად)
არა, ტყუილად ნუ ვიტყვით,
ცოდვას ნუ ვიდებთ კისრადა,
მშვილდზე ნუ ვაგებთ კვირიას,
ნუ ვათამაშებთ ისრადა.
კვირიას ღალატ არ უნდა,
სხვა რამ ფიქრი აქვ წყეულსა.
თვალ-ცრემლიანსა, ობოლსა,
გულზე ეკლებით ხეულსა,
ეგრე ქურდულად გაპარულს,
ერთბაშად გადათხეულსა,
ვის ეწადება ღალატი
სწორჩიით გამორჩეულსა?!
ლუხუმი
ეგრე თქვით, მაგას მოგელით,
სიტყვას წყნარსა და რჩეულსა.
ლუხუმიც მალე შეატყობს
ცრუვს, ღალატობას ჩვეულსა...
თანდათან ცნობას მოვიდა
გული-გონება ლაშქრისა.
სპეროზიაის კლდიდამა
ცივი ნიავი მაჰქრისა.
მიდიან ფეხ-შეუშლელად,
კალთა ჩაკეცეს მთებისა,
რაკი დაუშლის მგზავრობას
მოსახვევები გზებისა.
გაღმა-გამოღმა მწყრომარე
ხვივილი მოდის წყლებისა
და ალაზანიც, ბარს დინჯი,
მთაში მეტადა სწყრებისა;
ძირს უთხრის სალსა კლდეებსა,
თავზე ჩაჩქანი ჰხდებისა!...
XIV
ნაქერალაში დამდგარან
თუშები თექიანები;
გულ-შაუდრეკნი ომშია,
ლაშქრობას ბედიანები.
გარს სანგლად შემოუვლიათ
ხევები ბექიანები.
ელიან ფშაველ-ხევსურთა,
თვალი იმათკე სჭერიათ;
წინ მიეგებენ ლხენითა,
დროშები დაუჭერიათ.
ლუხუმმა ცხენი გაქუსლა,
წავიდა თამაშობითა;
შამაუძახა თუშებსა
შუბლ-შეკვრით, კამათობითა:
ლუხუმი
სადა გყავთ, თუშნო, ზეზვაი,
რად არ მაჩვენებთ თვალითა?
მე დ' იმან უნდა ვიომოთ,
ნაქებ რო არი მკლავითა.-
აღარა ხუმრობს ლუხუმი,
მკერდ-შეღობილი ფარითა. -
მე ჯერ თათრებთან რა მინდა,
მაგისი სისხლი მწყურია,
დუღს და გადმოდუღს გულიდამ
მაგის მტრობა და შურია.
შეჩერდა თუშის ლაშქარი,
გულზე წაესო მურია:
ფიქრობენ: რამ გააგიჟა,
ლეკიაა, თუ ურია?
შველის მაგივრად, თავხედსა
ჩვენივე სისხლი სწყურია!
ზეზვამ მყის იცნო ძმობილი,
ვეფხვი ხმალ-და-ხმალ წავიდა,
გაეკინკლავენ ერთმანეთს
ხმალ-შუბებით და ფარითა;
მემრე აკოცეს მხურვალედ,
ამბავსა ჰკითხვენ ძმურადა.
ერთმანეთისა სურვილი
ორსვე ჰქონიყო წყლულადა.
ლუხუმი
გენაცვლე, ძმაო ზეზვაო,
რო თვალით გნახე კიდევა.
მიყვარს, ძმობამა, ხმალ-და-ხმალ
შენი მტრისაკე მიწევა.
კაცო, შენც დაბერებულხარ,
გაგხშირებია ჭაღარი;
ცხენი სადა გყავ, მიტირე,
ი შენი ცხენი - საღარი?
ზეზვა
ლაშქრობამ ჩამამაბერა,
ძაღლ-უმადურად გდებამა,
სრულ ლაშქარსა ვარ, რაც კია
ძუძუს მამსხლიტა დედამა.
ჯერ შენთან, ძმაო ლუხუმო,
რამდენჯერ ვიყავ ომშია?...
წელში ორჯელ თუ დაემბის
ჩემი საფერხე გომშია.
საღარი მაგათ მამიკლეს,
ვისაც დღეს უნდა უტიოთ,
მაგ ძაღთი ერთი ცოცხალიც
გარეთ არ გამოუტიოთ.
ლუხუმი
სრულ მაგონდება, ძმობამა,
საცა რა გადაგვხედია;
უნდა გადაგვხდეს კიდევაც...
ეს არის ჩვენი ბედია.
ზეზვა
მეც მაგონდება ბევრი რამ,
ერთი კი უფრო ცხადადა:
ერთხელის, საბუის ბოლოს,
ლეკებ რო ვაცხვეთ ქადადა.
თუ გახსონს, ერთს ლეკს ხმლითა ვეც,
ჭიმად მოვწყვიტე თავია!
ლუხუმი
შენის ფრანგულის ნაჭრევი
ისევ ისეთი მწვავია?
ზეზვა
თავი გაგორდა მიწაზე,
ტუჩებმ დაუწყო კაპუნი,
იტყოდი, სარეკელასა
წისქვილზე გააქვ რაკუნი.
შენ შაგებრალა ურჯულო,
მოგიწყლიანდა თვალები;
უთუოდ, საით ენახვე,
მოგაფურთხებდენ ქალები.
მე არ მებრალვის, ლუხუმო,
მოუნათლავი აროდის,
მაგათ სიწუნტის ნაღველი
ყელში დუღილით ამოდის,
ვისაც ჩვენ არ ვებრალებით,
ჩვენ შავიბრალოთ რისადა?
სიკვდილი თვითონ უფალსა
გაუჩენია მტრისადა!
ერთურთს სალამი მიართვეს,
ფიცით შაიკრა ჯარია.
მაღლიდამ მაკურთხებელი
თავზე დაადგათ ჯვარია.
შაიღებება სისხლითა
ქართველთა მთა და ბარია.
დილის მზის სხივით იპოხენ
ქედებს კახეთის მთანია.
XV
ხუთშაბათ დილა გათენდა,
სისხლისა წიავ-ღვარია,
ბახტრიონს თათრის შვილებსა
დღე გაუთენდათ მწარია.
გადმოდგა ბორბალაზედა
თავისუფლების მთვარეა.
ალაზნისაკე წავიდა
ურჯულოს სისხლის ღვარია.
ნალესის ფრანგულებისა
ცასა სწვდებოდა ალია.
სრულ სისხლით დანაბეჭდია
მეომართ დანაკვალია.
კარავ-საჩეხი მტრებისა
მინგრეულ-დანაგალია.
გასწყვიტა ჩვენმა ლაშქარმა
მტერი, უღმერთოდ დალია.
მიჰკივის თათრებს ზეზვაი,
შეუპოვარი, მალია;
გულ-რკინას ხოშარეულსა
შუა გადუტყდა ხმალია!
ცრემლი ერევა თვალებზე,
სწუხს ამისაგან, მწყრალია.
ლუხუმმა თოფი გამაჰკრა,
არ აუფეთქდა ფალია;
დროშას მიუძღვის ლომივით,
ამაიწვადა ხმალია.
შამაუძახა ლაშქარსა,
გულდინჯმა, ომში ცხარია:
„მამყევით, ვისც ქუდი გხურავთ,
ვინაც არა ხართ ქალია!“
აივსო თათრის ძვლებითა
იმ ბახტრიონის არეა,
ციხე-გალავნად ეგება,
ისე გამრავლდა მკვდარია.
ეს ის დრო იყო, როდესაც
მთასა ჰლოცავდა ბარია,
როს სალოცავად მიაჩნდათ
მთიელის ხალხის გვარია...
XVI
- საით მოსდიხართ, ფშავლებო,
ცხენ-ხეთქით, რიალითაო?
ღრეობით, მხიარულადა,
ჩაჩქნების კრიალითაო?
ლაშარის ჯვარის დროშისა
საამო წკრიალითაო?!
- საით და კახეთს ვიყვენით,
ბახტრიონს ჩავიყარენით;
ჩვენა, თუშნი და ხევსურნი
პანკისში შავიყარენით.
ვაცადეთ ჩვენი საცდელი,
ეხლა კი გავიყარენით.
- რა გქონდათ, კაცნო, საცდელი,
რა გქონდა საომარია?
- არ თუ გაგიგავ, კახეთი
თათრების ნაოხარია?
თათრები ვხოცეთ, მოგვიდის
ცხენები ნაოფლარია;
გავწირეთ გულსისხლიანი
ყეინი ნათოფარია;
სალაშარიჯვროდ მოგვაქვის
ზინათი ნაშოვარია
და გადმოვლახეთ საფშაოდ
ტბათანა ნათოვარია;
სავსეა თათრების ძვლითა
ფშავლების ნაომარია.
მეფემ გვიბოძა საჩუქრად
სახნავი დ' საძოვარია.
სახელს უმატეთ სახელი -
ძვირფასი საპოვარია.
- საკაცით ვინღა მოგაქვისთ,
ნაბდებში შახვეულები?
-კვირიაი და ლელაი,
ჩვენთვის სისხლ-დანთხეულები.
ღმერთმა აცხონოს ესენი!
ამათ გაგვიღეს კარები!
რო შავიჭრენით შიგითა,
ჩვენ წინ ეყარნენ მკვდარები.
მოგვაქვს დავმარხოთ იქავე,
სად მამა-პაპა ჰმარხია,
სადაც აბარავ მიწასა
იმათ გული და სახია.
მძიმეა თავის ქვეყანა,
თავის წყალ-ჭალა ძლიერა!
მიწაც ტკბილია მშობლური,
გულს რომ ეყრება ფხვიერა.
- ვის მოგილოცოთ სახელი,
ვინა ხართ სახელიანი?
- პირველ - ობოლი კვირია,
სახე აქვ ნათელიანი;
მეორე - ლელა ბაჩლელი,
ქალი ხელ-ფარტენიანი;
მესამე - ბერი ლუხუმი,
კურთხეულ გამდელიანი;
მეოთხე - ხოშარეული,
არწივი მხარ-კვერიანი;
მეხუთე, გივი სუმელჯი,
მოგვყავის ნაჭრევიანი.
- თუშჩი ვინ ვარგდა, მითხარით.
კაცად ვინ უფრო არია?
- ზეზვაი, ძმაო, ზეზვაი
მთელის თუშების დარია.
არა ყოფილა გაზდილი,
მომცრო სდგომიყო ტანია.
ისა ყოფილა ვაჟკაცი,
ღირსი წელთ ერტყას ხმალია.
ლომია, უფალსა ვფიცავთ.
სწრაფი, ვით ელვა-ქარია,
ჰშვენოდა, ძმობამ, ვაჟკაცსა
დაზარნიშული ფარია.
მაგრამ დაგვიჭერს რჯულ-ძაღთა,
გაწირეს ცოცხალ-მკვდარია.
თუ გაჰზდის, - ფურმა გაზარდოს
აი, მისთანა ხარია!
ვერ ვნახეთ, რო დაეკვნესოს,
ან შეცვლილიყოს სახითა.
თუშთ შაიჭირვეს ძალიან,
ცრემლით ატირდენ ცხარითა.
თავით დაურჭვეს დროშაი
მისივე შუბის ტარითა.
- ახლა ისა სთქვით, მოყმენო,
ვინ დარჩა სირცხვილიანი?
- წიწოლამ ლაფით გაგვთხიფა,
გაგვექცა სირბილიანი!
ნეტარ სად დაიმალება
სიცოცხლით სიკვდილიანი?
ფშავში როგორღა მოალის
დიაცი ჩიქილიანი?
არ ვარგა მაგათი გვარი,
უჯიშო, სიცილიანი!
ხალხში როგორღა გამოვა?
ხატში როგორღა მოდგება?
უკლოს, უკეთურს, ბეჩავსა
სად დაეკარგა გონება?!
რად არ ირჩივა სიკვდილი
და თათრებისა მონება?
ვინღა გაივლევს ახლოსა,
ჩააქვავებენ დედანი.
მიწამ შაჭამოს ცოცხალი
ე მაგისთანა მხედარი!
ომშიით გამოქცეულსა
მეხი დაეცეს, მედგარი!
არ ვარგა, იმიტომ თქმულა,
კაცი, ქალებში მკვეხარი.
- ბერი სადღაა ლუხუმი,
დამრიგებელი ფშავისა?
- ეხლა გაგიტყდეთ ჩვენაცა,
აუგი გითხრათ თავისა:
იმისა ვერა გავიგეთ,
გულში ესა გვაქვს ჯავრადა.
მტერი რო მთა-ტყეს მოეცა,
ჩვენ თან მივსდევდით ჯარადა
მისი ვეღარა გავიგეთ,
იქნებ თუშთ გაჰყვა წვეულად;
ზეზვაის დაჭრა ეწყინა,
ძმობილს თან ჰყავდეს ძმეულად.
ვერა ვიცით რა, ესა გვწყინს,
გვრცხვენიან, ჭირად გვქცევია;
დაკარგვა ჩვენის პატრონის
საგონად გარდაგვქცევია.
XVII
ღამესა სძინავს მთა-ბარზე,
ბუნება დასვენებულა,
მანათობელი ქვეყნისა
მთვარეც ხომ ჩასვენებულა.
მოისმის ივრის ჩხრიალი,
სიზმარს უამბობს ჭალასა,
ერთად ჰკეცს საუბარშია
ცისა და ქვეყნის ძალასა.
ცა თავისათვის მყუდროდ სდგას,
მკერდ-სუფთა, ვარსკვლავიანი.
მუხაზე ჩამოკიდული
კაცი სჩანს სამკლავიანი.
თავი დაურჩვავ მხედარსა,
თუ იყო გულჯავრიანი?
იორი ყურსაც არ უგდებს,
ნელად აქანებს ტალღებსა,
არ ედარდება, დაობლდნენ,
მამა აღარ ჰყავ ბალღებსა.
თემისგან უარყოფილსა
გადაუგდებენ ძაღლებსა.
XVIII
სხლოვანს ატირდა ბებერი,
მოსთქვამს ზარს ზარიანადა:
„ნეტავი თავზე დამეცეს
მთა-ღელე ბარიანადა!
ნეტავ არც შვილი მყოლიყო,
არც გავჩენიყავ დედასა,
თუ ამას შავესწრებოდი,
ამდენ სირცხვილის კრეფასა!
შვილო, სირცხვილი მაჭმიე,
ძუძუ დასწყევლე დედისა!
თვითონ შენა ხარ მწამლავი
თავის უბედო ბედისა.
რად არ იქ მაჰკვდი, ბეჩავო,
რად ხარ ყელ-საბელიანი?!
რად არ მამიხვედ, წიწოლავ,
პირნათლი, სახელიანი?!
გასწირე თავის ხსენება,
საწყევარ-სარბევიანი!"
- მარტოდ რად სტირის დიაცი,
გვერდით არა ჰყავ სოფელი?
არ ისმის მოზარეთ ზარი,
გულს ლახვარ-დამასობელი?
- თასი დაღვარეს ხატშია:
ახლოს მიუდგეს არვინა,
წიწოლას დანაშაული
აწეულია ცამდინა,
დაამცრო ჩვენი სახელი,
მთელს ლაშქარს გული ატკინა,
არც ვინ სამარეს გაუთხრის,
არც ვინ შაუკრავს კუბოსა;
მარტომ იტიროს დედამა,
ცრემლი წინ დაიგუბოსა!
XIX
იტყვიან: მაღლის მთის ძირსა,
უღრანს, უდაბურს ტყეშია,
ლუხუმი იწვა დაჭრილი.
ნატყვიარი სჭირს მკერდშია.
იქვე მაღალი კლდე იყო,
გამოქვაბული შავადა,
ხავსით მორთული, პირქუში,
მრისხანე სანახავადა.
იქა ბუდობდა ვეება
გველი, მორთული ჯაგრითა,
ბევრისა ცოდვის მოქმედი,
პირზე დორბლების დაყრითა.
ბევრი ჩაენთქა ტიალსა
მონადირე და მხეცები.
იწვა, უცდიდა დავლასა
თვალებით დანაცეცები.
გადამთხვალიყვნენ იქიდამ
ნადირნი გულის თრთოლითა.
ვერ გაჰხედნებენ იმ ალაგს,
ისე ეშინისთ შორითა.
ერთს დღესა გველი, ვით ნისლი,
გაწოლილიყო ხეზედა,
წიოდა გულჯავრიანი,
თანაც თბებოდა მზეზედა.
ამ დროს შაესმა კვნესის ხმა
ჯაგარ-აშლილსა გვერდზედა.
გაჰხედა, ნახა, - კაცი წევს,
სულის მაბრძოლი, ეული,
გასცქერის ცისა სივრცესა
სასომიხდილი, სნეული;
მკერდზე ატყვია მიმხმარი
სისხლი წყლად ამორწყეული.
გველს შაებრალა ლუხუმი,
მისკე წავიდა ზლაზვნითა,
მიაშრიალებს ხმელს ფოთოლს
დიდრონის ტანის გლარზვნითა.
ზედ დააშტერდა სნეულსა
თვისის გველურის სახითა,
დასცქერის სულის მაბრძოლსა
გულის მზარავის თვალითა.
დაფიქრდა გველი ძლიერად,
გული ევსება ბრალითა.
ბევრის ცოდვების მოქმედსა
გადაუბრუნდა გუნება:
რა სიბრალულით იმსჭვალვის
მისი გველური ბუნება!
ზედ გადააწვა, მკერდზედა
წყლულსა ულოკდა ენითა.
თან მკერდს უსველებს მხედარსა
ცრემლების ჩამოდენითა.
აყრუებს ტყესა და ველსა
ოხვრითა რამოდენითა!
მთელს ერთს თვეს ასე უვლიდა
ადამის ტომის მტერია,
ბოროტების გზა გაუშვავ,
კეთილი დაუჭერია!
საჭმელსაც თვითონ უზიდავს,
ასმევს წყალს ლაღის მთისასა;
ღამ-ღამ ზღაპარსაც უამბობს
ორის ობოლის ძმისასა.
ამბობენ: შააძლებინა
სნეულსო ფეხზე დადგომა;
ეღირსებაო ლუხუმსა
ლაშარის გორზე შადგომა!
[1892 წ.]
_____________________
1. ხმაურობა.
2. ვასუსუებთ, ვაჩუმებთ, ვაშოშმინებთ.
3. მოუნდებათ, სურვილი აღეძვრისთ.
4. თემია
5. ქუმელი.
ბახტრიონი
ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნაწ. ინსტ., № 127(B).
ნაბეჭდი: „ივერია“, 1892, № №29,30, 32,34,35,36 (C); ცალკე გამოცემა
ი. იმედაშვილისა და ს. ჭელიძისა, 1897 (D); „თხზულებანი", 1899 (E); ავტორის გამოცემა, 1911 (A).
სათაური: B-ში ჯერ იყო ზავი, შემდეგ ლელა, შემდეგ ორივე გადახაზულია და თავზე აწერია ბახტრიონი.
ხელნაწერი ნაკლულია, წყდება XI თავის მე-16 სტრიქონზე (...სალის ყინულის ტახტზედა).
140. 2 B-ში ჯერ ყოფილა: ჩამოსწია ჰირ-ბადრსა, შესწორებულია: დაიხურა პირ-ბადე. 4 შფოთობენ] შფოთავენ E. 8 იყო: განა თქვეს, ჯერაც ამბობენ, შეცვლილია: გული ვერ მოუფხანიათ B. 9 სდით] სდისთ B. 14 B-ში ჯერ ყოფილა: ღრუბელნიც თვალებს იწმენდენ, შეუსწორებია: ღრუბელნიც დედას კოცნიან, ბოლოს ესეც შეუცვლია: ღრუბელთაც პირი იბრუნეს. 15 გაწირეს] გაწურეს D.
141. 5 ყოფილა: თქვენის, შეცვლილია: იმათ B; ძუძუთი] ძუძუთა BC. 7 მიგემებავ] მიგებემავ DE. 9 გარგებსთ] გარგებთ E. 12 B-ში ჯერ ყოფილა: ხევი, შეცვლილია: გორი. 18 ყოფილა: ქვითინებს, შეცვლილია: ტიროდა B. 29 წმინდა] წმიდა E. 30 ჰნიშნავს] ჰლიშნავს B. 37 თითონვე] თვითონვე BDE.
142. 3 B-ში ჯერ ყოფილა: აქ ხევისბერი არა სჩანს, გადაკეთებულია: აქ არც ხევისბრის ხმა ისმის; არც] არ C. 6 ღრეობა] დღეობა D. 11 აღმზდელთა] ამღზდელთა A. აღმზრდელთა E. 14 B-ში ჯერ ყოფილა: გაისმა რაღაც ფეხის ხმა, შემდეგ ავტორს შეუცვლია: უცებ გაისმა ფეხის ხმა. ბოლოს პირველი სიტყვა შეუსწორებია: ამ დროს. 20 მხარზე] მხარზედ DE. 29 შაჭმუხვნით] შახმუჭვნით C, შეჭმუხვნით DE. 30 თავისს] თავის BDE. 33 B-ში ჯერ ყოფილა: იგი თვის, გადაუხაზავს და ზედ დაუწერია: ფშავლების, ბოლოს ესეც შეუცვლია: ხოშარელთ.
143. 4 ყოფილა: ამდენის ცრემლის დენითა, შეცვლილია: დამდნარის გულის წვენითა B. 11 დასაწყისში+ და B. 16 მოხუცის] დიაცის B. 21 B-ში ყოფილა: მითხარ, შეცვლილია: ნეტარ; დედილო] დედაო ACE. რას] რა B. 25 ყოფილა: დედილო, გადაკეთებულია: დედაო B. 26 ჰსვამ] სვამ AE. 32 ძალის-ძალითა] ძალის-ძალათა A.
144. მე-3 სტრ. (...ქმარისა) შემდეგ B-ში გადახაზულია: მითამ დღეს დღეობა არი... 8-9 ყოფილა:
ბეღლის კართ დიაცს რა გინდა,
ტახტი, დაჰლახო კაცისა..
შეცვლილია:
ვფიქრობ, დროება დამდგარა
იმ მეორ-მოსვლის წამისა.
10 ფშაველნი] ფშავლები B. 11 ჩქამ, სქ.: ხმაურობა - BCDE. 17 დედილას] დედილა E. 18 ბედით შავისა] ბედით-შავისა D. 19 თვისტომი] თვის ტომი A. 20 B-ში ჯერ ყოფილა: შვილები, ქმარი, შეცვლილია: ვინაც-კი მყვანდა, ბოლოს ესეც გადაკეთებულია: ვინც კი მებადა. 22 წყეულის] წყეულთა E. 23 ყოფილა: მამრნი სრულ გასწყდენ დარამად, შეცვლილია: მამრთა შააკლეს მტერს თავი B. 24 ყოფილა: ნავარი, შეცვლილია: ხსენება B. 30-ე სტრ. (... ატირდებიან) შემდეგ B-ში ჯერ ყოფილა:
არც კი იციან ბეჩავთა,
მიზეზი არ გაუგიათ...
ეს სტრიქონები ავტორს მაშინვე შეუცვლია:
გლოვის მიზეზსა გვკითხავენ,
დედებს რო გვაკვირდებიან...
ამის შემდეგ ხელნაწერში იყო შემდეგი სტრიქონები:
აკვირდებიან თვალებში,
რას წაიკითხვენ მცირენი,
ვერ გაიგებენ მიზეზსა...
ამათგან პირველი და მეორე სტრიქონები ავტორს მაშინვე გადაუხაზავს, მესამე კი შეუცვლია: არ მიიღებენ პასუხსა.
145. 1 ვათირებთ. სქ.: ვასუსუებთ, ვაჩუმებთ, ვაშოშმინებთ - BCDE. 2 რძისთვინ] რძისთვის ACE; აბირდებიან. სქ.: მოუნდებათ, სურვილი აღეძვრისთ BCDE. 4 რაზედ] რაზე BCD. 5 გაჰზდი] გაზდი AE. 6 B-ში ყოფილა: მოსული, შეცვლილია: ლამაზი. 17 B-ში ყოფილა: შვილები, შეცვლილია: ვაჟკაცი. 25 ყოფილა: ამოქვითინდა მოხუცი, გადაკეთებულია: რა ეს სთქვა ამოქვითინდა B. 27-28 B-ში ჯერ ყოფილა:
იმათთან დახოცილები
იმ დღეს ბევრი სხვა არია...
ვადაუხაზავს და შეუცვლია იმგვარად, როგორც ჩვენ ვბეჭდავთ. 30 საკმელი] სარკმელი B. I4 გვჩრავ] გვიდგს E.
146. 2 სადაური] სადიური BC. 8 B-ში ყოფილა: ათს, შეცვლილია: ოცს; ოცს] ოც E; სრულ] სულ E; სხვიშვილადა] სხვის შვილად A. სხვის შიგადა C, სხვისა შვილად DE. 14 უბინადროდ] უბინადრო C. 17 არის] არი B. 18 არის] არი BC. 22 გეტყოდა] გიამბობს B. 23 ვინაც კი] ვინცა-კი CDE. 24 ბეჩაობისა] ბეჩავობისა E. 30 მწყემსად] წყემსად BC.
147. 3 ოცს] ოც E. 9 სხვაგანა] სხვაკანა B. 15 ჰსურთ] სურთ E. 16 B-ში ყოფილა: სხალსა, შეცვლილია: ჭანჭურს. 18 ყოფილა: ნამუსს ართმევენ, გადაკეთებულია: ნამუსსა ჰხდიან B. 22 მოუათ] მაუათ B. 23 ყოფილა: გამხდარა, შეცვლილია: ქცეულა B. 28-ე სტრ.(...ჯარისა) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
დაჰვიწყებია კახებსა
ომი, ხმარება ფარისა.
31 გადურჩათ] გადურჩა E. რჯულ-ძაღთა] რჯულ-ძაღლთა CE. 33 ჰკვლენ] ჰკლვენ B. 36-ე სტრ. (...აღებენ) შემდეგ B-ში ჯერ ყოფილა:
დაჯავრდენ თუში შვილები,
ზეზვა აგრუებს ლაშქარსა,
სუყველას ტანზე დაჰკიდებს
საუკეთესო აბჯარსა.
სამზირად, გამომაგზავნეს...
შემდეგ ეს სტრიქონები ამგვარადაა ჩასწორებული:
დაჯავრდენ თუში შვილები,
ზეზვამ შაყარა ლაშქარი,
სუყველას ტანზე დაჰკიდა
საუკეთესო აბჯარი.
თუშთ გამომგზავნეს მუდარით...
148. 8 მზირადა] გზირადა E. 22 ყოფილა: ძმობამ რო, შეუცვლია: უთხარო B. 23 მახსონდა] ვიცოდი B. 27 ღმერთმა] ღმერთმან ACD; ისინი] ისენი ADE. 30 შავხვდე] ვნახე B. 31 მანამა] მანამ B. 33 დე] და ABCD. 34 ვარსკვლავი] ვარსკლავი C. 36-ე სტრ. (...თავზედა) შემდეგ B-ში გადახაზულია: სიცოცხლით სიკვდილის ყიდვა. 38 ხმალზედა] ხმაზედა A.
149. 1 ჰრჩება] რჩება AE. მე-2 სტრ. (...შვილები) შემდეგ B-ში გადახაზულია: თუ ხმალს არა მცემს დუშმანი. 5 ნუ] რად B. 6 ღმერთმან] ღმერთმა BCD. 7 B-ში ყოფილა: შავეთსა, შეცვლილია: საფლავში. 8 იყო: მურით, შეცვლილია: ლაფით B. 10 B-ში ჯერ იყო: ღმერთმა გაცოცხლოს, მერე გადაკეთებულია: გაცოცხლოს ლაშარის ჯვარმა, ბოლოს შეცვლილია: ეგებ ინებოს ბატონმა. 19 ხმარობდა] რო ხმარობს B. 24-25-ე სტრიქონების ნაცვლად ხელნაწერში ჯერ ყოფილა:
ჩავლენ, ჩასთიბენ თათრებსა,
როგორც შამბსა და ყანასა,
ერთი ათასის მოკლული,
ეს მკლავს, ეს მიშლის ვარამსა.
ეს სტრიქონები მაშინვე შეცვლილია შემდეგი 2 სტრიქონით:
ვაჟკაცის წესი სცოდნია,
არა ჰგავ ჯუბიანასა.
25-27 სტრ. ნაცვლად B-ში ჯერ ყოფილა:
შუა ჩასდივა მტრის ჯარსა,
მისთიბდა, როგორც ყანასა,
ვენაცვლე იმის გაზდასა,
იმის მკლავსა და დანასა.
შესწორებულია:
მეხად დაეცა მტრის ჯარსა,
მისთიბდა, როგორც ყანასა,
ვენაცვლე იმის მკლავებსა,
კარგა ხმარობდენ დანასა.
37 მაშინის] მაშინვე E.
150. 4 ყოფილა: კი ვნახავ, შეცვლილია: შავხვდები B. 20 ყოფილა: განუწყვეტელი, შეცვლილია: დაუშრომელი B. 21 საყმონი] სიყმონი A, საყმოთა B. 22 რო] ხო B, რომ DE; აღარ] არა B. 25 შენის ფრანგულით აკურთხე] აკურთხე შენის ფრანგულით B. 26 ზავია] ზვავია C. 28 შასული] შესული E. 29 ჩაუძვეღ| ჩაუძეღ C, ჩაუძეღვ E.
151. 2 გიშველოს] გვიშველოს C. 3 ღმერთმა] ღმერთმან C. 6 B-ში ყოფილა: გეუბენ დედაო, შეცვლილია: საუბარს ვაგრძელებ; ვაგძელებ] ვაგრძელებ DE. 7 რადამე] რადა მე? ACDE*. 16 სოფლებსა] სოფელსა C. 19 ღვთით] ღვთის B. 22 რო] რომ DE. 25 ქადა-პურები] ქადა ხმიანდი B.
152. 2 ვარსკვლავნი] ვარსკლავნი B. 8 ჟრიამულისა] ჟღრიამულისა AC. I0 თან] და CD. 12 კუთხიდამ] კუთხიდან E. 14 ფშაველთა] ფშაველნთა B. 17 გადარჩომიან] გადაჰრჩომიან C. 19 იმათ] იმათს BCE. 21 B-ში ყოფილა: სამაგიეროს, შეცვლილია: სისხლის თათრებზე. 24 B-ში ყოფილა: მოჟღრიალებენ, ახლა არის: გზას უკურთხებენ. 25 ყოფილა: ოქროთ ნაფერის, შეცვლილია: ჟღერით, აწვდილის B. 31 ხარია] ფარია ACD. 33 მაიმძღვარეს] მოიმძღვარეს A, მაიძღვარეს C, აიმძღვარეს E; B-ში ყოფილა: თან გაიყოლეს, შეცვლილია: წინ მაიმძღვარეს.
153. 5 მოვიდენ] მოიდენ B. 6 მოჰყვა] მოჰყვათ E. ამის შემდეგ B-ში ტექსტს ემატება:
ყურებს სხვა როდი რა ესმის,
მარტო ფარ-ხმალის ჩქამია.
7 ყოფილა: საქმეა, შეცვლილია: დრო არის B. 9 მოვიდენ] მოიდენ BDE. 11 წინადაც] წინათაც C. 12 ყოფილა] მოსულა B. 13 ბერი] ლომი B. 14 ლურჯამ მაიღო] ლურჯას გააქვის B. 16 თვალმოელვარე] თავ-აღებული B. 17 ყოფილა: ესაუბრება, შეცვლილია: აჯიელავებს B. 24 ტყერანი] ტყვერანი E. 25 ყოველის მხრიდამ] ყველგნით მოგროვდენ B, ყოველის მხრიდან E. 36 ცივი უბერავს ნიავი] ცივმა დაჰბერა ნიავმა B.
154. 3 ყოფილა: საერთო ფიქრი და გრძნობა, შეცვლილია: მხედართა გულის პასუხი B. 5 ლაშქარსა] ნეტავი B. 6 გამოუვა] გამოუვათ B, გამოუა E. 8 ყოფილა: ბეღლითა, შეცვლილია: საჯარეს B. 9-10 ხელნაწერში ჯერ იყო:
მხედართა, მუზარადმოხდილთ,
მუხლმოდრეკილებს ეტლითა...
შემდეგ გადაკეთებულა ისე, როგორც ჩვენ ვბეჭდავთ. 12 პირს ჯვარი] პირჯვარი E. ამის შემდეგ B-ში მეტია:
ლაშარის ჯვარი რას ურჩევსთ,
ამის გაგება სწადიან.
- გვიშველე, ლაშარის ჯვარო,
ერთხმად ეს დაიძახიან...
ამათგან პირველი და მეორე სტრიქონები გადახაზულია. 38 კილა-კავადა] კალა-კავადა B.
155. 1 ჰნახოთ] ნახოთ A, ჰნახავთ B. 7 კადრობს] ჰკადრობს E; დაძვრას] დაძრვას B. 9 ამოსთქვა] ამოთქვა B. 13 B-ში ყოფილა: ამოთქვა, შეცვლილია: უთხრა. 14 B-ში ყოფილა: ძირზედა, არის: თხრილზედა. 15 B-ში ჯერ წერებულა: ილესავს კბილებსა, შეცვლილია: საომრად ემზადის, ბოლოს ესეც გადაკეთებულია: საომრად მზადდება. 18 ქნეს] ჰქმნეს E. 19 დაკლეს] დაჰკლეს E. 21 გარს შემოერტყა] ალყად მოევლო B. 22 უდგა] უდგას E. 30 მხედარნი] მხედრები B. 35 B-ში ყოფილა: ფრთებით, გადაკეთებულია: მხრებით.
156. 1 B-ში ყოფილა: თავში სდგას, შეცვლილია: ხევისბრობს. 8 არა] არას AB. 11 ყოფილა: რისღაც მომლოდნე, შეცვლილია: ყელ-გადაგდებით B. ამის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
რას ელის, თვითონც არ იცის,
გული ალოდნებს ძალადა.
14 B-ში ყოფილა: თავიდამ, გადაკეთებულია: გულიდამ. 15 ამამდინარი] ამომდინარი CDE. 17 პურა] პური E. 18 იქნებ შაგცივდა, ობოლო] იქნება უქეიბოდ ხარ B. 21 აჰა, დაიჭი] მოდი, მოგვიპყარ B. 22 შავსჭამთ] შავჭამთ E. 23 ყოფილა: ამისად, შეცვლილია: საჭმელად B. 24 საპატიჟოდა] საპატივოდა D, საპატიჟოდ და E. 25 ტკბილის] ტკბილი E. 33 აროდის] აროდეს CD.
157. 1 ვის გინდარისთ] ვისმე გინდათ B, ვის გინდა რისთ D. 4 ყოფილა: ცუდი გიდგება ნიშანი, შეცვლილია: გულზე დაგაწვა ისაო B. 5 ყოფილა: შაჰკითხავს ბერი ლუხუმი, გადაკეთებულია: შაჰკითხა ბერმა ლუხუმმა B. 10 ყოფილა: აგრემც მე მოგხდი, გადაკეთებულია: ლუხუმი მოგხდის B; მოგხდის] მოხდის C. 16 ჩამოგყრით] ჩამოგრით B. 18 ამდენის] ამდენი ADE. 20 მითომ-კი] მითამ-კი BE; ჰხმარობ] ხმარობ E. 22 ხელნაწერში ჯერ ყოფილა: ამოდენს გულის კბენასა, შემდეგ პირველი სიტყვა შეცვლილია: ამდენის, ბოლოს ესეც გადახაზულია და ზედ აწერია: მხედართა. 29 თავ-მომწონარი] თავ-მამწონარი BC. 31-ე სტრ. (...ქარზედა) შემდეგ B-ში გადახაზულია: თეთრები ეცვა ტიალსა. 33 B-ში ყოფილა: გორდაის, შეცვლილია: ფრანგულის. ყოფილა: მოდის გრგვინითა, გადაკეთებულია: მინდვრად მოცურავს B.
158. 8 შქენითა] ქშენითა ADE. 9 B-ში ყოფილა: ერთად, შემდეგ შეცვლილია: მიწას. 10 B-ში დაუწყია სიტყვით: მიწას, შეუცვლია: ცეცხლის. 12 B-ში ჯერ იყო: ვერანი, გადახაზულია და ზედ აწერია: მეტადა. 13 ყოფილა: და გამოექანა, შეცვლილია: გულზვავად მომმართა B. 14 B-ში ჯერ ყოფილა: ჩემს წინ გააღო ტყერანი, შეცვლილია: ვუნდოდი დასაკვნეტადა. 17 ხელნაწერში ჯერ ყოფილა: დავასწარ, შემდეგ შეცვლილია: ხმლითა ვეც. 19 ყოფილა: მოვკალი, გადაკეთებულია: მოკლულმა B. 23-ე სტრ. (...მოვედ) შემდეგ B-ში გადახაზულია:
ლოგინი მეგო, როგორაც
თეთრი, უმტვერო თოვლია...
30 საჩრდილებელი] საჩრდილობელი ABCE. 34 ყოფილა: წითლად, არის: მნახა B. 35 ხოლოდა] მხოლოდა E.
159. 3 ყოფილა: ესე, არის, ლუხუმს B. 22 წვერ-მახვი] წვერ-ბასრი B. 23 მამისთვის] მამისგან CE. 26 B-ში ყოფილა: და გამარჯვება თქვენაო, გადაკეთებულია: მადლი ხატ-ღმერთის თქვენზედა. 27-28 ხელნაწერში ჯერ ყოფილა:
ნუ იწყენთ ქალის სალამსა,
თქვენ გენაცვლებათ ლელაო...
შემდეგ შეცვლილია ისე, როგორც ჩვენ ვბეჭდავთ. 30 გამოჰხდა] გამოხდა E. 31 საცქერად] საცქერლად B. 34-ე სტრ. (...უკვდავებითა) შემდეგ B-ში გადახაზულია: ანგელოზების ნაფურჩნსა. 35 ხორცშესხმულს] ხორც-შესხმულ E.
160. 5 მამილამ] მამილავ E. 14 ახლა] მემრე B. 23 B-ში ყოფილა: ჰხდებით, შეცვლილია: მიჰხვდით; მიჰხვდით] მიხვდით E. 24-ე სტრ. (...მწადიან) შემდეგ B-ში გადახაზულია: მინდარის ჯარში მიმიღოთ. 25 რამ] სამ BCD. 28 ბუმბარეზობით] ბუმბერაზობით AE, მუმბარეზობით BC, ბამბარეზობით D*. 31-32 ხელნაწერში თავდაპირველად ყოფილა:
იქნებ კი გარგოთ, ჩემთ ძმათ მზემ,
ლაშარის ჯვარის წყალობით...
გადასწორებულია ისე, როგორც ჩვენ ვბეჭდავთ. 32 ჩვენთა სალოცავთ] ლაშარის ჯვარის B.
161. 1 B-ში ყოფილა: მე არც ხმლის ქნევით გაკვირვებთ, გადაკეთებულია: ხმლის ქნევით ვერ გაგაკვირვებთ. 3 ჩემს საცდელს მაინცა] თუ სხვას რას შამიკვეთთ B. მე-10 სტრ. (...ჩაფარი) შემდეგ B-ში ტექსტს ემატება:
მინდოდა ძაღლებისადა
რო დამეყარა საყარი..,
11 ნეტავ იქ დედასთან მომკლა] დედის კალთაში მოვკვდები B. 13 მაგ ძაღთ ძმათ სისხლიც] თათრების ძმათ სისხლი B. 15 ხომ] ხო B. 17 თათრის ხმლით მოვკვდე] მოვკვდე თათრის ხმლით B. 20 გყავ] გყავს AD. 23 ყოფილა: გაჭირვებულს, შეცვლილია: სულის მხუთავს B. 24 (თავისთვინ)] (თავისთვის) CD. 29-33 ლუხუმი... აბჯარსა - B. 33 არ ისხამსა] არა ისხამს A.
162. 4 საბრალოს] რას იზამს B, ბეჩავსა CDE. 8-9 ყოფილა:
დაიწყო ბოდვა და ოხვრა,
ემსგავსა გადარეულსა...
შემდეგ შეცვლილია ისე, როგორც ჩვენ ვბეჭდავთ. 10 მიმატანინა] მიმატავინა E. 11 შემაკმაზვინა] შამაკმაზვინა BDE. 12 შეჯდა] შაჯდა B. 14 რომ] რო BE. 15-17 მე ვშველ... წელითა] B-შია:
ნუ დაემდურვით ნურასა,
განა არ იცნობთ მამასჩემს,
არობს, არა ჰგავ ფურასა.
21 ყოფილა: ვინა ჰყავ, შეცვლილია: გამიხდეს B. 22 (ლელას) - B. 27 ჩვენაც ვეყოფით] ჩვენაცა ვკმავართ B, ჩვენცა ვეყოფით CDE. 29 აღარ] ვეღარ B. 32 შენი] შენის CE. 34 ხელნაწერში ჯერ ყოფილა: წადი, კარგად გირჩევენ, გადაკეთებულია: სუმელჯიმ კარგი გირჩია.
163. 3 ჩვენაც] ჩვენცა B. 5 ხო] ხომ B. მე-11 სტრ. (...ზიანად) შემდეგ B-ში ტექსტს ემატება:
ჩვენა - თუშთა და ხევსურთა
ჯარი მიგვიდის ზიარად.
22 ყოფილა: სადარი, შეცვლილია: ფერია B. 23 ყოფილა: რად არ რას ეტყვი, ლელაო, გადაკეთებულია: მეტყვის: უთხარ რამ, ლელაო B. 25 სულ] სრულ B. 32 მივალის] მივაის C; ძალი-ძალადა] ძალის-ძალადა DE. ამის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
ამბობდა: კაცი რად არ ვარ,
ღმერთმ რად დამბადა ქალადა...
35 ცრემლით ატირდენ წყარონი] მელნად ხმარობენ წყაროთა B. 36 ჩამომდინარნი] ჩამომდინართა B.
164. 1-4 დაბერებულა... წვერზედა] B-შია:
კალმადა პირიმზის ღეროს*,
გუგამოვლებულს წელზედა,
ვით მოზარენი გულ-ჩვილნი,
ცრემლს დაიფრქვევენ მკერდზედა.
15 ცოტას] ცოტა AD. 16 რა გაქვითინებს. ასევე ყოფილა თავდაპირველად ხელნაწერშიც, მაგრამ შემდეგ გადახაზულია და ზედ აწერია: ნუ სტირთ. ეტყობა, ამ სტრიქონის ჩასწორება ავტორს არ დაუმთავრებია. 30 ჩამამართმევ] ჩამომართმევ B. 32 მზირია] გზირია E. 34 ფშაური] ფშავური BE. 35 გოგოლაურთა] გოგოლაურთულ Á, გოგოლაური B.
165. 7 აჩქამდნენ] აჩქარდენ BD. აჩქარდნენ CE. 9 რომ] რო BD. 10 ფიქრობს] ჰფიქრობს DE. 11 საცა ჰოს უნდა ამბობდენ] საცა ჰოს თქმა ჯობ, ფშაველნი B. 13 ფიქრობენ] ჰფიქრობენ DE; ბახტრიონს] ციხეში B. 19 რომ] რო E. 21 ესრე] ისრე B. 34 მოვხვდებით] მოვხდებით B. 35 გასძრავ] გასძვრავ A. 37 ხვალემდე] ხვალემდი B, ხვალამდე E. 38 სრულ წინდაწინ] წინ ნელ-ნელა B, სულ წინდაწინ D. ამ სტრ. შემდეგ B-ში გადახაზულია: ხვალ ცისკრის დროსა ჩამოვლენ.
166. 3 მოვა ლაშქარი] მოვლენ, მე ვიცი B. 5 კარი] ციხე B. 7-8 შენ... ჭკვაზედა - B. 11 სჯობ] სჯობს D. 14 მიდგია] თუმც მიდგა B. 17 ვიტყვი] გეტყვი B. 18 ოღომც] ოღონდ E. 20 შავძლებ] შევძლებ B. 21 დამკლან] მომკლან B. 33 ლაშარის] ლაშქარის A.
167. 1 ჰყვირის] ამბობს B. 4 მიგვიძღვება] მიგიძღვება E. 22 ქსოილი] ქსოვილი ACDE. 28 ჩაგვიძვეღ| ჩაგვიძეღ ADE. 31 იერო] იესო C.
168. 2 ეხლა გაგვიძლოს ∾ B. 5 ლაშარის ჯვარის] ჩვენის ბატონის B. 6 ყოფილა:
ნატერფალ-განათებული, გადაკეთებულია: ნატერფალია ელვარე B. 12 ყოფილა: ყველას სულიერს, გადაკეთებულია: ყველა ლამაზსა B.13 ესრე] ასე AD, ესე C. მე-17 სტრ. (...დამიდგებოდა) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
ავი რომ მოკვდეს, ვსთქვათ კიდევ,
გული აიტანს წყენასა.
20 არ] ნუ E; გაქრეს] გაჰქრეს D. 23-ე სტრ. (...მკვდარზედა)შემდეგ B-ში გადახაზულია: შხამია კაცთა ცხოვრების... 24 უდგას] უგავ B. 25 ტახტზედა] ტარზედა B. ამ სტრ. შემდეგ ხელნაწერი წყდება. 27 რო] რომ E. 28 შედგეს] შესდგეს E.
169. 19 წარბშეუხრელად] წარბ-შეუხრალად C. 25 თავზე] თავზედ A. 37 ერთმანეთს] ერთმანერთს CE.
170. 19 მზირმა მზირობა] გზირმა გზირობა C. 23 გაგვიფთხილოს] გაგვიფრთხილოს DE. 24 ქნას] ქმნას E. 34 ჭორებსა] ჯორებსა C.
171. 2 ჯორებსა] ჭორებსა C. 19 ფიქრიდგან] ფიქრიდან E. 20 ეხლავ] ეხლა E. ცხროება] ცრროება C. 27 საქმეს] საქმებს D. 32 ცოდვას] ცოდოს C. ვიდებთ] ვადებთ AC. 33 ვაგებთ] ვაგდებთ A.
172. 34 მიეგებენ] მიეგებნენ CE.
173. 10 ხუმრობს] ხუმბრობს CE. 24 ერთმანეთს] ერთმანერთს E. 31 გენაცვლე] გენაცვალე E. 34 მიწევა] მწიევა C.
174. 10 დაემბის] დაებმის D. 12 მამიკლეს] მომიკლეს E. 14 ძაღთი] ძაღთა ADE. 24 ერთხელის] ერთხელ ის A. 26 ერთს] ერთ E.
175. 3 ტუჩებმ] ტუჩებს CDE. 8 უთუოდ] უთუოთ ACE. 28 ღვარია] წყალია CDE.
176. 4 დანაგალია] დანაგულია CE. 19 ვისც ქუდი] ვისაც ქუდ E. 37 ჩავიყარენით] შავიყარენით A.
177. 11 გულსისხლიანი] გული, სისხლიან C. 30 ჩვენ] ჩვენს C.
178. 23 ძმობამ, ვაჟკაცსა] ბაითალმანსა C. 27 გაჰზდის] გაზრდის E. 28 ხარია] არია CE.
179. 9 ხალხში] სახლში C. 28 გვაქვს] გვაქვ C. 36 გვრცხვენიან] გვცხვენიან C.
180. 10 თავისათვის] თავისათვინ C. 11 მკერდ-სუფთა] გვერდ-სუფთა D. 28 არც გავჩენიყავ] არ გავჩენიყავ AC, არც გავჩენოდი E. 29 შავესწრებოდი] მოვესწრებოდი E. 35 რად არ იქ] რად იქ არ D.
181. 1 მამიხვედ] მომიხვედ ADE. 14 ატკინა] ატკივნა A. 37 თრთოლითა] თრთოლვითა E.
182. 18 გლარზვნითა] გლარზნვითა C. 20 თვისის] მისის C. 23 ძლიერად] ძლიერა E. 25 მოქმედსა] მომქმედსა E. 35 თვეს] თთვეს AC. 37 გაუშვავ] გაუშვა CDE.
პოემა „ბახტრიონის“ თემად აღებულია კონკრეტული ისტორიული მოვლენა - 1659 წლის კახეთის აჯანყება სპარსელ დამპყრობთა წინააღმდეგ.
პოემის შექმნის ისტორიის შესახებ საინტერესო მასალას გვაწვდის ვაჟა-ფშაველა წერილში „ჩემი პოემების შესახებ“.
„... ხალხური თქმულება დაწვრილებით მასალას არაფერს იძლევა ბახტრიონის აღებისას, იმ დროს მებრძოლთა სახელებიც კი დაკარგულია, გარდა ზეზვასი (თუშია). ზეპირ-გადმოცემა ჰღაღადებს, რომ ფშაველებისათვის ამ ღვაწლისათვის ნაჩუქარი აქვთ პანკისი, ალვანი და სხვ...
ყველაზე მეტი გამბედაობა „ბახტრიონის“ დაწერისა მომცა იმ შემთხვევამ, ...რომ ხელში ჩამივარდა „კალმასობა“... წავიკითხე ის ადგილი, სადაც ბერი იოანე ხელაშვილი შეჰხვდება ლალისყურისაკენ მიმავალ ორ ფშაველს და გაუბამს მათ საუბარს. ამან მუჯლუგუნი წაჰკრა ჩემ ფანტაზიას, გაათამამა, როგორც უტყუარმა დოკუმენტმა მთიელთა გმირობისამ და გაბედულად ამაღებინა ხელში კალამი...
...აი ყველა ის მასალა, რომლითაც მე ვხელმძღვანელობდი „ბახტრიონის“ წერის დროს, ხოლო გმირები პოემისა - ლუხუმი, ხოშარეული, სუმელჯი, კვირია, სანათა, გარდა ზეზვასი, ხალხურ ლექსებში ერთიც არ არის ნახსენები, რომ იმათ მიეღოს რაიმე მონაწილეობა ბახტრიონის ბრძოლაში და არც კი არიან თანამედროვენი ამ ბრძოლისა, თუმცა-კი გმირებად იხსენიებიან ხალხურ ლექსებში სრულიად სხვა ბრძოლაში, სხვა დროს. - ასეთები არიან ლუხუმი, ხოშარეული. ხოლო სუმელჯი და სანათა ეკუთვნიან იმ შავსა და ბნელს დროს როცა ფშაველები და თუშები ერთი მეორეს ჰლაშქრავდნენ, არ იყო მათ შორის ძმობა და თანხმობა. თოფი მაშინ ხმარებაში არ ყოფილა, არამედ მშვილდ-ისარი და ბოძალდი. თქმულება ხალხური და ლექსი ასე განმარტავენ, რომ თილისძის ბელადობით მოსული თუშის ლაშქარი მთლად გასწყვიტეს ფშაველებმა. მხოლოდ სარდალი-ღა გადურჩათ ცოცხალი და შინ როცა მივიდა, დედას უამბობს თუშების დამარცხების ამბავს ფშაველების მიერ:
დაგვლივნა ხოშარის1 გორმა,
იქ წყლის არ გამოდენამა,
ვიწრო-ვიწრომა ხევ-ხუვმა
მოკლედ ფშავლების დენამა,
წოწკურაულის ისარმა
სანათაისა ენამა.
ნელად მოვიდა სუმელჯი,
სუმელჯი სუროღვიანი,
გაიხვნა ისრის ქოჯონნი
ლაღის არწივის ფრთიანი -
ესროლის, გამოაგორის
თუში ფეხ-ჩითაიანი.
ეს ორივე გმირი - სუმელჯი და სანათა - მე შევურიე „ბახტრიონის“ გმირებში; სანათა როგორც ენით, სიტყვით გამამხნევებელი დიაცი და სუმელჯი კი როგორც თავის ქვეყნისათვის მებრძოლი ვაჟკაცი. კვირია და ლელა არიან საკუთარი ფანტაზიის ნაყოფნი. იმათი ხსენება არც ქართულ ლექსში და არც ზეპირგადმოცემაში არსად არ მოიპოვება: დედაკაცს რომ რაიმე როლი ეთამაშნოს ბახტრიონის აღებაში, ამაზე არც ლექსები, არც ზეპირგადმოცემა არავითარ ცნობას არ იძლევა“2.
_______________
1. სოფ. ფშავში (ავტ.).
2. ვაჟა-ფშაველა, ტ. VII, 1956, გვ.332-335.
![]() |
12 ანნა ბულბული |
▲ზევით დაბრუნება |
I
მაისი არის, იქუხა,
წვიმამ დაიწყო მოდენა;
წვეთები ცვივა კამკამით,
ალმასის თვალის ოდენა,
მწვანე ბალახი და ჩირთი
წმიდი ცრემლითა დანამა.
ცხვრები გარეკა ტყის პირად
ობოლმა ქალმა ანნამა.
ჩამოჯდა ველის პირადა
ძველ-კაბიანი გოგონა,
დაფიქრდა თავის ბედზედა,
ობლობა წამოიგონა.
ატირდა... ცრემლი ჩამოსდის
სახე-დატანჯულს ანნასა,
აღელვებს მინდვრის ნიავი
ყელ-მოღერებულ ყანასა.
სტირის, ბუჩქის ძირს მიმჯდარი,
შესტირის ტურფას იასა:
- იავ, რას მეტყვი, ლამაზო,
უმშობლოს, უძმოს, ტიალსა!
სხვის თვალ-წარბ შემაცქერელსა,
თვალზე ცრემლ-შეუშრობელსა?
ვერსად ვიშოვი, ნეტავი,
მეც, როგორც სხვებს ჰყავს, მშობელსა?
იავ, სადა გყავს შენ დედა,
სად გყავს გულ-შემატკივარი?
- მეც ობოლი ვარ, მკერდს მილბობს
ცრემლები ჩამომდინარი.
- სულ მხიარული რადა ხარ,
მუდამ ახალის კაბითა?
რად მატყუილებ, ლამაზო,
გულის სალბუნის ამბითა?!.
მე ვარ, მარტო მე, ობოლი,
სხვა არა ჩნდება არსითა.
იამ ვერ გასცა პასუხი,
ჭმუნვის დააჩნდა ხაზია.
ბრალად შეჰხედა ობოლსა,
ცრემლი ჩამოსხლტა ნაზია.
პეპელამ ცრემლი შესუტა,
გახარებულმა გასწია...
II
ხის კეწეროზე შემჯდარი
ტურფად გალობდა ქერონა,
რცხილის ტოტებზე ხტებოდა
მოუსვენარი ცერონა.
ქერონას ბუდე ჩაედგა,
ყოველი ღონე ეღონა,
ბღარტების დედას ქვეყანა
თავის სახლ-კარი ეგონა.
დღეს ისტუმრებდა გალობით,
ეგებებოდა საღამოს,
ტკბილის ხმით მშვიდი ფრინველი
ლექსს უმღეროდა საამოს.
ანნა მიუდგა ხეს ძირში,
ჩიტს შესძახოდა ტირილით:
- არ თუ გიცდია, ქერონავ,
ობლობა გულის ტკივილით,
დარდის წამალი მასწავლე, -
ეუბნებოდა ჩივილით. -
ჩიტო, სულ მუდამა ჰგალობ,
ნეტავ, შენს გულს და გონებას!
რად არ ობოლსა მიჰხედავ,
ჰნახავ ჩემს ტანჯვა-მონებას.
- ჩემზე ტანჯული ვინ არი,
უსახლ-კარო და ტიალი,
სად ყინვა მაზრობს, სად მშიან,
ხელთ მიპყრავს შხამის ფიალი.
ჯავრს თავს არ ვაძლევ, გოგონავ,
გალობით ვიკლავ დარდსაო,
როცა ალალი დამქროლავს,
შევეხიზნები ბარდსაო.
- არა, შენ სტყუი, ქერონავ,
მექცევი იასავითა,
მით მანუგეშებთ, რომ თქვენაც
თავს იჭერთ ტიალსავითა.
ანნას ცრემლები ჩამოსდის
ფოთლების შრიალსავითა.
ჩაფიქრდა ჩიტი ძალიან,
თვალთაგან მოსდის ცრემლები.
სველდება წმინდის ცრემლითა
ნაძვი, თხილი და ტყემლები.
თვის სიცოცხლეში ქერონას
ცრემლი სდენია აროდის,
დღეს კი სტირს ობლის ყოფნასა,
ცრემლი წვიმასებ ჩამოსდის.
- შენც ჩიტად იქეც, დაიავ,
ერთად ვიცხოვროთ ტყეშია,
ხან ვიყვეთ ჭალის სტუმრები,
ხან ვინავარდოთ მთებშია.
არ გამოგარჩევ, დობილო,
ჩემს შვილებში და ძმებშია.
ეს სთქვა, ქერონა წავიდა
შვილების სანახავადა.
იქნებ ჰშიოდეთ, ჰფიქრობდა,
ან იქნებ გახდენ ავადა.
ვინ უპატრონებს ჩემს ბღარტებს,
თუ არ მივხედე თავადა.
გაფაციცებით მიფრინავს,
არ ერიდება ხეებსა,
მწვანე ფოთლებზე აცორვებს
ნაზი ფრინველი ფრთეებსა.
III
ანნა წინ მიდის ტყე-და-ტყე,
თავზე წაადგა წყაროსა.
იქნება იმან უშველოს,
ობოლი გაახაროსა?
წყარო ჩამორბის მღერითა,
მოაქანებდა ზვირთებსა,
ნამს ასხურებდა ანკარა,
ხის ჩამოწეულს კვირტებსა.
შიგ ბანაობენ, წყაროს ჰსმენ,
გაჰხარებოდათ გვრიტებსა.
- წყაროვ, მწყურვალთა იმედო,
დაუსვენებლად მდინარო,
შე უცოდნელო დარდისა,
სულ მუდამ ლაღო, მცინარო,
რატომ არ მშველი ობოლსა,
მშრომელო დაუძინარო?
- მე რა გიშველო, პატარავ,
ქვეყნის ყმამა და მუშამა!
შენ კარგად ჰხედავ ჩემს ბედსა:
მთელენ და მსვამენ მუდამა.
წყარომ რა ეს სთქვა, ატირდა,
ცრემლი აფრქვია ანკარა;
ჩაციელავდა შამბებში
თვალ-ცრემლიანი, პატარა.
დაღამულიყო კიდეცა,
ყური ამოყო მთვარემა;
სალამი მისცა მოგზაურს
მწუხარე არემარემა.
ზედ აღიბეჭდა მის სხივი
ობლისა ცრემლმა მწარემა.
წყაროს პირს გაშეშებული
ანნა შესცქერის ცასაო,
გაუბედავად, თრთოლითა
ობოლი იღებს ხმასაო.
მუხლ-მოყრით შესთხოვს უფალსა:
„ღმერთო, მაქციე ჩიტადა,
გადამარჩინე ობლობას,
თხოვნა მიიღე წმინდადა!“
თქმულია, ცრემლი ობლისა
უფალს უნთია სანთლადა,
ობლის შეწყალვა უცვნია
საუკეთესო მადლადა.
ბრძანა: „იქეცი ბულბულად,
შთენილო ოხერ-ტიალად,
აუწყე ხალხსა ტკბილი ხმით
შენი ვარამი ხმიანად!“
ობოლი იქცა ბულბულად,
დაიფართხალა, გაფრინდა,
ხშირს ბარდში, ეკლიანშია
გულ-შეუდრკელად ჩაფრინდა.
აქ მოჰყვა მწარეს მოთქმასა,
ობლის ყოფნა და ბედზედა,
სხვას არა სტირის, არც სჩივის,
სატირალი აქვს ერთზედა.
ბულბული იწყებს გალობას,
უცხოდ აზავებს ჰანგებსა,
ერთმანერთში ჰკეცს გულ-მწარედ
დაჩაგრულობის ამბებსა.
ეს ზარი, გულის დამწველი,
ჩვენ მიგვაჩნია ლხინადა,
ვამბობთ: „აგერა ბულბული
რა ტურფად გალობს, ტკბილადა!"
მის სიმღერაში ვერ ვსცანით
მწარე ნაღველი რეული,
დღეს-აქამომდე ვერ ვსცანით
ეს ხმა მწირი და ეული.
[1892 წ.]
ანნა-ბულბული
ნაბეჭდი: „ჯეჯილი“, 1892, № 3.
![]() |
13 მეჯლისი ლომისა |
▲ზევით დაბრუნება |
(არაკი)
I
ერთხელ ლომს, ნადირთ მეფესა,
ხარი მოეკლა ირემი,
მოსთრავდა თავის ბინისკე
ნადავლი, ნანადირები.
ეტყობა სისხლი ირმისა
თოვლზედა დანადინები.
ამ ნასისხარსა მალედვე
მშიერი შეჰხვდა მელია.
მისდევს სისხლის კვალს, აწუხებს
მუცელი ცარიელია:
იქნება ერთი მაინცა
ჰხვდეს ლუკმა გემრიელია.
ცოტას ერთს ადგილს შეჩერდა,
რა ნახა ნაბოტარები;
არ ეჭაშნიკა, როგორღაც,
ლომისა ნატოტარები,
მაგრამ სთქვა: წავალ, შევვედრებ,
თავს შევაბრალებ მეფესა,
ჩემს დაძმარებას ვუამბობ
ტყეში სიმდიდრის მკრეფესა;
ვეტყვი, რომ მშიან ძალიან,
ვეღარსით გავხდი ღონესა;
თაგვებმა, ჩიტუნიებმა
დამტანჯეს, დამაღონესა.
გავუგორდები ფეხებ-ქვეშ,
მუხლზედ ვაკოცებ ძლიერსა;
ისე თავს როგორ შეირცხვენს,
არ გამომაძღობს მშიერსა?!
II
მელამა ნახა შორიდამ,
ლომი ატყავებს ნადირსა,
აწყობდა ასო-ასოდა
ლეშს თავის სოროს ნაპირსა;
თან კბილი გაჰკრის ირმის ხორცს,
აწლაკუნებდა თან პირსა.
რა ფიცი მინდა ამისთვის,
მელა ვერ მიდის ახლოსა;
იმდენი გული ვინ მისცა,
რო ლომთან მისვლა შაჰსძლოსა.
ესეთი ყოფნა ვაებით
რა გულმა უნდა გაჰსძლოსა?
თუმცა კარგა ხანს ითმინა,
ბოლოს ამოთქვა მელურად,
ყელ-მოღერებით, რიხითა,
დიდი ხმით, ხევისბერულად:
- ოჰ, ვენაცვალე შენს კლანჭებს,
ჩვენო მცველო და ბატონო,
ობლის, ქვრივის და საწყლისა,
გაჭირვებულთა პატრონო!
კარგი ნადირი მოგიკლავს,
ღმერთსა ვსთხოვ, მოჰკლა მრავალი,
ხელმომართული გატაროს,
საცა გზა გქონდეს სავალი.
ნუ გამიწყრები სალმისთვის
და ნუ შემრისხავ მელასა,
თვის ფეხთა მტვერი დაზოგე,
შენის ცოლ-შვილის ლხენასა!
შენ რად ირჯები, მეფეო,
რად არ მიბრძანებ შველასა?!.
ლომი კარგს გუნებაზეა,
გართული ლომურს ფიქრებში,
ისე კარგს, ესეთს გულზედა
არც კი ყოფილა თვის-დღეში.
მელს გადაჰხედა დინჯადა
ცეცხლის მსროლელის თვალებით;
მელი მის თვალთა პჭყვრიალსა
იტანს ტანჯვით და წვალებით.
- მელო, შენ?!. საით გივლია?
მადლობელი ვარ სალმისა.
მიკვირს, რომ გაგიბედნია
ლომის დავლება თვალისა?
იქნებ სურსათი დაგაკლდა,
აგასაუბრა იმანა?
- განა შენსაებ, ბატონო,
უფალი მწყალობს ციდანა?
გუშინდელს აქეთ დავდივარ,
ვაწყდები ღობე-ყორესა.
არ გატყუილებ, ღვთის მადლმა,
სულ მოგახსენებ სწორესა.
ვერაფერს გავხდი, ამაოდ
ავსდევ და ჩავსდევ გორებსა.
ვერცა-რა თვითონ გიახელ,
ვერცა-რა უძღვენ სწორებსა.
ამ თოვლ-ტიალამ დამღუპა,
მიწა დაფარა მაღლიდამ;
რა შემინახავს, თუ სარჩო
არ ამოვსთხარე დაბლიდამ.
ჩიტები ხეზე შეფრინდენ,
სოროში შეძვრენ თაგვები;
აღარ იხედვენ გარეთა
სიცოცხლე-გასაშავები,
რო მომერთმივა შენთვისაც
იმათ მსუქანი თავები.
- ჯერ ხომ არ დავბერებულვარ,
რას მოედები მელაო?!
მოდი, საწყალო, გაგაძღო,
თაგუნეების მტერაო...
ერთს რასმე საქმეს გავალებ,
მაგრამ გაძეღი ჯერაო.
შენ რომ შიკრიკად დაგნიშნე,
იქნება არა გჯერაო?
მელია მიდის კანკალით,
მიცოცავს ნელა-ნელაო.
ჩოქით სალამი მიართო,
თვალები შეაჩერაო.
ლომმა გადუგდო მელიას
ერთი ნაგლეჯი ფილტვისა
და თანაც მედიდურადა
მელის სასმენლად იტყვისა:
- მეჯლისს ვაპირობ, მელიავ,
ხვალვე მექნება სადილი,
ხომ იცი, არ შაიძლება,
არ ავისრულო წადილი.
ამიტომ მინდა ტყეებში
ჩემ ყმა-ვეზირთა ძახილი.
დამიპატიჟე სოროდამ
ის ბანჯღვლიანი დათვები,
მგლები, კილდონნი, კატუნნი,
ფხიზლად გეჭიროს თვალები.
ვეფხვი არ მინდა, ავია,
არ არის დასაზავები.
შენ იცი, ჩემო შიკრიკო,
როგორაც დაეჩქარები,
ასრულდეს უნდა სასტიკად
მეფისა დანაბარები.
- შენ თუ მიბძანებ, - სთქვა მელამ,
თან ეზიდება ხორცსაო, -
სულ შემოვირბენ ამაღამ
ცხრას მთას, ცხრაათას გორსაო.
- აჰა, ეს ერთი ნაწლევიც,
კარგი ატარე დროება;
ვინძლო ყოჩაღად მოიქცე,
გამოიჩინო შნოება.
ფიცხად, თუ არ მოგდომნია
სიცოცხლის გამოთხოება.
ხომ იცი, გარდსახვეწელი
გზა არსით მოგეპოება!
ლომის წესია ალერსი,
თან დატანება რიხისა,
უამისობა არ ვარგა,
მეფემ ეს კარგად იცისა.
ეფიქრებოდა, რა ექნა,
მელის ხრიკის და ქლინძისა.
- შემომიკრიბე სტუმრები,
შენაც მეწვიე მელია,
აბა, ხვალ, შუადღისასა
ჩემი სტუმრებით გელია.
მელია მარდად წამოხტა,
კბილით მიათრევს ნაწლევსა,
თავს დიდად ბედნიერად ჰრაცხს,
დიდად აფასებს ნაძღვნევსა.
III
მელა მიმორბის ტყეებში,
ჩხავის, იძახის ძლიერა:
ხვალე მეფეს აქვს მეჯლისი,
უფალმა გააძლიერა.
დათვნო, გამოდით სოროდამ,
მგლებო, დასტოვეთ ჯაგები;
კილდონნო, - ციხე-დარბაზი,
სალის კლდისაგან ნაგები.
ვეფხვი არ უნდა მეფესა,
იმაზე მოსდის ბრაზები.
კატუნნო, თქვენცა მობძანდით,
ნათესავნი ხართ ლომისა;
იმისებრ ჰხმარობთ კლანჭებსა,
იცით მის წესი ომისა,
ტურებო, ჩხავანეებო,
ყური მიეცით სმენასა,
თქვენაც წამოდით, მხოლოდ კი
კბილი დაადგით ენასა.
ლომთან არ მოჰყვეთ ჩხავილსა,
მე გამიგონეთ მელასა.
თავაზიანად იყავით,
გეყურებოდეთ ყველასა.
შაიძრა მთელი ქვეყანა,
შაიძრა მთა და გორია;
ყველა ერთმანეთს ეხალა,
დათვი, მგელი და ღორია.
ამ ყვირილის დროს მელასა
თავს წამოაწყდა შველია.
თვალდაფეთებით მორბოდა.
კისერი აუშვერია.
- ლომის მეჯლისში მობძანდით, -
უკან მისჩხავის მელია.
- შენმა მზემ. ეხლავ იქა ვარ,
თუკი არ დაუჯერია.
შხამად შეერგოს, რაც იმას
შველები დაუჭერია.
გადახტა, გაინავარდა
კამარეების სახვითა;
გული ივსება სილაღით
მხოლოდ სილაღის ნახვითა.
მორბოდა ხარი ირემი,
ტყე ამოჰსვლია თავზედა,
გუშინ ტოლისა დაკარგვით
ცრემლი ჩამოსდის თვალზედა.
იმასაც ისე მისძახა
ლომის შიკრიკმა, ცბიერმა.
მშვიდის თვალებით შეჰხედა
ხარმა ირემმა ხნიერმა,
ხმა თუმც არ გასცა ლამაზმა,
შეხედულობით ძლიერმა.
გაფრინდა, როგორც ისარი,
რქებმა წაიღო წკრიალი;
უამდა დედამიწის გულს
იმის ნაფრენის გრიალი.
შემორბის არჩვი დამთხვარი,
მორბის და უსტვენს თანაო,
ნადირის „ვაის“ მელიამ
თავის ხმა დაატანაო:
- ლომთან წამოდი სადილად,
შენც გეშინიან განაო?
- როდის იფიქრე, მელიავ,
სიზმარში მოგეზმანაო?-
ამ პასუხს აძლევს არჩვიცა,
ტყისაკე გაექანაო.
მელა იცინის ჩუმ-ჩუმად:
რა კარგი მოვიგონეო,
თუ არ დამთანხმდენ, ხომ მაინც
დავაფთხე, დავაღონეო.
IV
მოგროვდა ნადირთა გუნდი,
თავმომწონედ სდგა მელია.
წინ გამოუძღვა მხეცებსა,
თან კვერთხი დაუბჯენია.
წინ მოდის მელა ამაყად,
ვით უძლეველი სარდალი,
თავი ნამდვილად ჰგონია
ლომისა ჩამონათალი.
მხეცთ ლომს სალამი მიართვეს,
მეფეს ულოკვენ ტოტებსა;
მეტისა სიხარულისგან
ცრემლიც კი მოსდის ზოგებსა.
მიიპატიჟა სუფრაზე
ლომმა მხეცები ყველაო;
თვითონ დაბძანდა თავშია,
გვერდით დაისვა მელაო.
ამ პატივითა მეთავე
ტარიელს დაეფერაო,
თუმც ლომის სიახლოვითა
გააცივ-გააცხელაო.
მარჯვნივ დათვები დაისვა,
დარბაისელნი არიან,
მარცხნისას მგლები, - საჭმლისკე
კბილებს ილესენ ძალიან.
ბოლოზე კილდონ-კატუნნი
ჩამწკრივებულან გვარიან.
გახშირდა მხეცთა ნადიმი,
კბილების კაწა-კუწია;
ძვალსაც აღარა სტოვებენ,
გაუდისთ კნაწა-კნუწია.
საზარი ხმაურობაა,
ფშვინვა და ლაწა-ლუწია.
ლომმა სთქვა: - ტოლუმბაშადა
ამირჩევია მელია.
ვაი მას, თუ რამ დამალა,
სწორი არ გაუმხელია...
მელა წამოდგა ფეხზედა.
ხელში აღიპყრო ყანწია,
დაიწყო სიტყვა მელური,
ლომი ზეცამდე ასწია.
ბოლოს სთქვა: - ჩვენო ბატონო,
მხეცებს გვიყვარხარ იმითა,
რომ შენს სიძულვილს ვერ ვბედავთ
შენის კბილ-კლანჭის შიშითა.
ბოლოს თვალები მიაპყრო
იმ ორასის წლის დათუნას,
თავი რომ დაჰსივებია
ბანჯღვლიანს, ლაშებ-ჭყლაპუნას.
- მეორედ შენ გადღეგრძელოს,
ჩვენო მხცოვანო ბიძია,
შენც ბლომად ცოდვა გიქნია,
ამას არ უნდა ფიცია;
ბლომად შასჭამე შენაცა
ცხვარი, ძროხა და კვიცია.
დაგსივებია ცხვირ-პირი,
ხმაც მიტომ დაგიხრიწია.
არ გენაღვლება, ათასი
საქმე რო ჰქმენი ბილწია...
თქვენც გადღეგრძელოსთ, მგლის ლეკვნო,
ცხვირი რომ აგიჭერიათ;
თქვენც, რა თქმა გინდათ, მრავალი
ბატკანი დაგიჭერიათ.
საამურია, როცა თქვენ
გორებზე მოჰრთავთ ყმუილსა;
სიმშილი მუხლსა ვერ მოგკვეთსთ,
ვერც გათქმევინებსთ ტყუილსა.
თქვენც გაგიმარჯოსთ, კატუნნო,
და თქვენც, კილდონნო, ერთადა,
ბიძაშვილებო ლომისა,
ცნობილნო იმის გვერდადა;
მაგრამ, ვით ლომი, ნუ ჰფიქრობთ,
თქვენაც გაგხადოთ ღმერთადა.
მეც მადღეგძელოს თქვენ შორის,
უმცროსი ძმა ვარ თქვენიო.
თქვენაც ხომ უწყით, რომ საქმე
ბევრი საგმირო ვქმენიო.
ბევრს თაგვსა და ჩიტს ვადინე
ზურგზე ბურტყლი და მტვერიო.
ვიხსენებოდე ძმებშია,
მეც მადღეგძელოს მელიო...
ეს ყოვლა-წმინდაც გვწყალობდეს,
ციდამ მხეცების მცველიო.
ლომმა გადუსო მელიას
ძლიერი ტოტი თავზედა:
- ყოჩაღ, რომ არ შემარცხვინე,
კარგად მოიქეც სმაზედა,
მადლობელი ვარ, შიკრიკო,
კარგის სიტყვების თქმაზედა.
ამიერიდგან ჩემს შემდეგ
შენ თავს დაადეგ მხეცებსა,
სწურთნიდე მახვილი რჩევით
მოუხეშავებს, ბეცებსა.
ეს სთქვა ლომმა და წამოდგა,
ამით გათავდა მეჯლისი.
ყველას გულს წყლულად დააჩნდა
მხეცებთან ქცევა მეფისი:
მელიას გაზვიადება
და დამცირება სხვებისი;
შურისძიებით ივსება
გული დათვთა და მგლებისი.
V
ერთმა თვემ ჩამოიარა.
მელა მიგოგავს ველზედა.
ესწრაფვის დარბაზში მისვლას
კოხტა ქოჩორა სერზედა.
მიდის ვაჟკაცი ამაყად,
ღიღინებს „თარუნანოსა".
შეესმა მგლების ღავ-ღუვი
იქვე ტყის პირად, ახლოსა.
მგლებს ერთი ძროხა მოეგდოთ,
ჰგლეჯდენ და სწეწდენ ბეჩავსა.
უყურეთ მელსა, რომ ამ დროს
მგლებთან მისვლასა ჰბედავსა.
გადუჩნდა მგლებსა შუბლ-შეკვრით
და შეუჭყივლა მამაცად:
„ვინ მოგცათ ნება, მოიქცეთ
ეგრე ბრიყვად და კაპასად?!.
მე თქვენ გიჩვენებთ სეირსა,
აბა, პატა ხანს დამაცათ!
აღარ გახსოვართ, ვინა ვარ,
ლომის მარჯვენით მჯდომარე;
იმის ბძანებით თქვენზედა
ყველასა თავსა მდგომარე?!
მე თქვენ გიბძანებთ სასტიკად,
ხელი გაუშვათ ძროხასა,
თორომ გაგაძრობთ ყველასა
ტყავებთან ერთად ჩოხასა".
- ჰაი, შე წუწკო, - სთქვეს მგლებმა,
შე ქეციანო, შენაო,
ლომისა ქებით გაჰლომდი
და დაგიგძელდა ენაო...
ლომთან ჯდომითა გგონია
ლომის ისწავლე კბენაო!
ათასი გაქონ, ის დაჰრჩი,
ისევ ის წუტი მელაო....
ერთს შეუთვალეს თავის წევრს:
- აბა, ეძგერე, მგელაო!..
ერთბაშად ნუ კი წაარჩობ,
გაწკიპე ნელა-ნელაო.
შენაც ეყოფი მაგასა,
ჩვენი რად გინდა შველაო?!
ჩვენც გადავუხდით მაგიერს,
რაც გვაგონდება წყენაო.
თითო ტოტს ჩვენაც ვუთაქებთ,
თუკი ექნება თმენაო.
ამ ბძანებაზე მგლის ლეკვი
სწრაფად ეძგერა ვეზირსა;
გაჰკრა კბილი და გაჭიმა,
წამოაქცია ხის ძირსა,
ხან ტოტსა სცემდა თავშია,
ხან უჭირებდა ბასრს კბილსა.
მელა ძირიდამ ევედრის,
სიტყვას ეტყოდა კვლავ ტკბილსა.
მაგრამ სად იყო შეწყალვა,
სად იყო მელის დაზოგვა?!
ახლა სხვა მგლები მიახტენ,
ეს არ აკმარეს გაროზგვა.
თითოჯერ სხვებმაც წაჰკბინეს,
თითოც უთაქეს თავშია,
ეტყოდენ: - არ ჩაჰვარდები,
ლომის ვეზირო, ჭკვაშია?
დაბუბნეს მელი უწყალოდ
შემოახიეს ქათიბი;
მელის ბეწვები ეყარა,
როგორც ბალახი ნათიბი.
- ნუ მამკლავთ, თქვენი ჭირიმე,
აღარას ვიტყვი უგზოსა;
რადა მკლავთ, არ შემიბრალებთ
უამხანაგოს, უძმოსა?! -
ევედრებოდა მელია,
თანა ტიროდა, ჭყიოდა.
რა ექნა ბეჩავს, ტანზედა
მრავალი წყლული სტკიოდა.
დასტოვეს მგლებმა უგონოდ
მელი მიწაზე მდებარე.
გაფუჭდა გმირი უეცრად,
გაფუჭდა თავის მქებარე!...
მოგონდა მელა... თვალს ავლებს
გარშემო არემარესა.
წავიდა ტანდამტვრეული
თავის წასასვლელს მხარესა.
მიდის ტყე-ტყე და მიათრევს,
აქა-იქ აწყვეტს თეძოსა,
შეუდგა თვალ-ცრემლიანი
ერთს ჩადუნიანს ფერდოსა.
დაყუნტდა პატარას სერზე,
მწარედ დაიწყო გოდება:
„რას მარგებს მეტიჩარობა,
ღობე-ყორეთა მოდება.
ძმობა ლომისა რას მარგებს
უსულჯანოს და უძლურსა,
მგლებისა წურთნა არ ძალმიძს
ამ უხეიროს, ბედკრულსა!..
არ მეყოფოდა სახელად,
რაც ლომმა მიძღვნა ქებაო?!
ეხლა სახელის მაგივრად
მხოლოდ სირცხვილი მრჩებაო!
დახედეთ, როგორ გავბრიყვდი
ჭკუით ნაქები გმირიო!
ახლა კი ლომის აყოლით
ნამდვილად გავხდი ვირიო.
ლომმა რომ ისე შემაქო,
მე რად დამებნა გონება?
ლომს რო გონება-ძალი აქვს,
მე რად ვინ დამემონება?!"
ასე სტიროდა სერზედა
დაყუნტებული მელია,
უდროო სინანულისა
ცრემლი ჩამოსდის ცხელია.
მას ეს თავისი დაჩაგვრა
არვისთვის გაუმხელია.
აღთქმა სთქვა გულამოსკვნილმა:
„აღარ გავივლი ლომთანა;
იმისგანა მჭირს, რაცა მჭირს,
შევრცხვი ძმებთან და ცოლთანა.
ვიქნები, ის სჯობს, ჩემს ქერქში.
თუნდ სულ უსაჭმო, მშიერი;
ხეირს ვერ ჰნახავს ვერ როდის,
სუსტს რომ ძმადა ჰყავს ძლიერი!
სხვისა იმედით მცხოვრები,
ბრიყვი იქნება, ტიალი,
ხელიდან არ ჩამოერთმის
ტანჯვა-წვალების ფიალი“.
გაეგო მელის ამბავი,
ლომი სიცილით კვდებოდა,
როცა მაძღარი ლეშითა
სასეიროდა დგებოდა.
[1892 წ.]
მეჯლისი ლომისა
ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნაწ. ინსტ., № 119 (B).
ნაბეჭდი: „ჯეჯილი“, 1892, VI, № IV (A).
189. 4 მოსთრავდა თავის ბინისკე] მოჰქონდა თავის ბინისკენ A. 5 ნადავლი, ნანადირები] ნადავლს პირ-განაღიმები B. 6 B-ში ჯერ ყოფილა: თოვლზე ეტყობა ირმისა, გადაკეთებულია: ეტყობა სისხლი ირმისა. 9 შეჰხვდა] შეხვდა A. 11 ცარიელია] ცალიერია A. B-ში ყოფილა: თან მისთრევს კუდი გძელია, შეცვლილია: მუცელი ცარიელია. 16 ყოფილა: ცბიერსა, შეცვლილია: როგორღაც B. 18 შევვედრებ] შევედრებ A. 23 ვეღარსით] ვეღარსად B. ამ სტრ. შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
ისე თავს როგორ შეირცხვენს,
რომ ჯავრს არ მომიფ...
თავს მოვისაწყლებ, შევსტირებ,
ეგებ ჩავაგდო გონესა.
190. 2 ყოფილა: ყველამ მე, შეცვლილია: დამტანჯეს B. 3 ფეხებ-ქვეშ] ფეხებს ქვეშ B. 4 მუხლზედ] მუხლზე B. 6 არ გამომაძღობს] რომ არ გამაძღებს B. 8 შორიდამ] შორიდან A. B-ში ყოფილა: რო ლომი, შეცვლილია: შორიდამ. 13 აწლაკუნებდა] აჭყლამუნებდა B. 17 შაჰსძლოსა] შესძლოსა A. 19 რა] რამ B; გაჰსძლოსა] გასძლოსა B. 28 კარგი] კაი A. 29 ღმერთსა ვსთხოვ] ღმერთს ვესთხოვ კვლავ B. 32 გამიწყრები] გაუწყრები B. 36 შენ] თქვენ B; ირჯები] ირჯებით B. 37 მიბრძანებ] მიბძანებ B.
191. 7 პჭყვრიალსა] სინათლეს B. 9 მელო] მელაო A. 21 ამაოდ] ტყუილად B. 22 ავსდევ და ჩავსდევ] ჩავსდევ და ჩავსდევ A, ავსდევ და ჩავდევ B. 25 თოვლ-ტიალამ] თოვლ-ტიალმა A. 26 მაღლიდამ] მაღლიდან A. 27 სარჩო] საზრდო B. 28 ამოვსთხარე] ამოვიღე A; დაბლიდამ] დაბლიდან A. 31 აღარ] როდი B. 32 გასაშავები] გასამწარები A. 33 რო მომერთმივა შენთვისაც] რო მომერთმია შენთვისაც A. რომ მომერთმივა თქვენთვისაც B.
192. 5 მიდის] მოდის A. 11 მედიდურადა] თავისებურად A. 13 მეჯლისს] მეჯლიშს B; ვაპირებ] ვაპირობ B. 16 ავისრულო] ავასრულო B. 17 მინდა] გინდა B. 20 ბანჯღვლიანი] ბანჯვლიანი A. 21 კილდონნი] კალდონნი AB. 23 ვეფხვი] ვეფხი A; მინდა] გინდა B. 34 კარგი] კარგათ A. 37 მოგდომნია] მოგინდა A.
193. 3 ალერსი] ალერსთან B. 12 ჩემი] ჩემის B. 13 B-ში ყოფილა: ფიცხად, შეცვლილია: მარდად. 15 ჰრაცხს] ჰგრძნობს. 20 ხვალე მეფეს] ხვალ მეფესა B. 22 სოროდამ] სოროდან B. 24 კილდონნო] კალდონნო AB. 26 ვეფხვი] ვეფხი A. 30 იმისებრ] იმისებ B. 34 მხოლოდ კი] ხოლოდ-კი B.
194. 2 გეყურებოდეთ] გეყურებოდესთ B. 3, 4 შაიძრა] შეიძრა A. 11 მობძანდით] მობძანდი B. 15 შეერგოს] შაერგოს B. 18 კამარეების] კამარებისა A. მე-20 სტრ. (...ნახვითა) შემდეგ B-ში გადახაზულია: აგერ მორბოდა მხცოვანი. 22 ამოჰსვლია] ამოსვლია B. 33 უამდა] იამა A.
195. 5 არჩვიცა] ისიცა B. 6 ტყისაკე] ტყისაკენ A. 7 მელა] მელი B. ყოფილა: თავისთვის, შეცვლილია: ჩუმ-ჩუმად B. ამის შემდეგ იქვე გადახაზულია: ალაღებს თავის ხრიკები. მე-12 სტრ. (...გუნდი) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია: შემოეხვივნენ მელასა. 13 თავმომწონედ] თავმამწონედ B. 15 თან კვერთხი] ჯოხიც რომ B. 16 ამაყად] დიდგულად B. 21 ულოკვენ] ულოკენ A. 22 მეტისა სიხარულისგან] ულოცვენ გამარჯვებასა B. 28-30 ამ... სიახლოვითა] B-შია:
ეს სიახლოვე ლომისა
მელს ეჭაშნიკა ვერაო,
თავს მომწონეობს, თუმც შიშით...
33 დარბაისელნი] დარბაისლები B. 34 საჭმლისკე] საჭმლისკენ A. 36 კილდონ] კალდონ AB.
196. 4 გაუდისთ] გაუსდით A. 11 მელა] მელი B. 16 გვიყვარხარ] გვიყვარხართ A. 17 სიძულვილს] სიძულილს B. 23 მეორედ] მეორე B. 25 ბლომად] კარგა B. გიქნია] გიქმნია A. 27 შასჭამ] შესჭამე A. 33 გადღეგძელოსთ] გადღეგძელოთ B. 35 გინდათ] უნდა B.
197. 4 კილდონნო] კალდონნო B. 5 ლომისა] მეფისა B. 7 ვით ლომი] როგორც ლომს B. 9 თქვენ შორის] თქვენშია A. 10 უმცროსი] უნცროსი B. 11 თქვენაც ხომ უწყით] მეც ხომ,თქვენც იცით B. 15 ძმებშია] თქვენ შორის B. 16 მადღეგძელოს] მადღეგრძელოს A. 17 ყოვლა-წმინდაც] ყველა წმინდაც A. 19 მელიას] მელს თვისი B. 23-24 მადლობელი...თქმაზედა - B. 25 ჩემს] ჩემ B. 27 მახვილი] მახვილის B. 37 V-A. ამ თავის დასწყისში B-ში გადახაზულია:
მელა მიგორავს ველზედა,
ღიღინებს „თარუნანოსა“,
ესმის ღავ-ღუვი მგლებისა
იქვე ტყის პირად, ახლოსა,
ერთი თვე არის გასული
ლომის მეჯლისის შემდგომა...
198. 5 შეესმა მგლების ღავ-ღუვი] ესმის ღავ-ღუვი მგლებისა B. 7 მოეგდოთ] მოედოთ A. 9 მელსა] მელას A. 17 გახსოვართ] გახსონვართ B. 25 წუწკო, - სთქვეს მგლებმა] წუტო, - სთქვა მგელმა A. 27 ლომისა ქებით] ლომის ქებაში B. 29 ჯდომითა გგონია] მარჯვენით ჯდომითა A. 37 მაგასა] ბეჩავსა A.
199. 1 მაგიერს] იმის ფასს B. 3 თითო ტოტს] თითოჯერ B; ვუთაქებთ] ჩავარტყამთ B. 10 ბასრს] ბასრ A. 11 ძირიდამ ევედრის] ევედრის ძირადან A. 12 ეტყოდა] ამბობდა B. 14 მელის] მელას A. 20 ჭკვაშია] ჭკვაშიაც A. 21 დაბუბნეს] დაბუბნებს A. 23 ეყარა] გაშალეს A. 25 მამკლავთ] მომკლავთ A. 29 ევედრებოდა] მგლებს ევედრება A. ამის შემდეგ B-ში გადახაზულია: თანა ტიროდა მწარედა. 31 ექნა] უქნა A; ბეჩავს] საწყალს A. 37 მოგონდა] მობრუნდა A. 38-ე სტრ. (... არემარესა) შემდეგ B-ში გადახაზულია: და იტყვის გულამოსკვნილი. 39 ტანდამტვრეული] ტანში მტვრევითა B.
200. 1 ტყე-ტყე და მიათრევს] ტყეზე და მიიქნევს B. მე-4 სტრ. (...ფერდოსა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
დაწვა ერთს პატარას სერზე,
მწარედ დაიწყო გოდება,
ჩემს ქერქში ყოფნა მერჩივნა
ღობე-ყორეთა მოდებას.
ძმობა ლომისა რას მარგებს
უსულჯანოს და უძლურსა...
ამის შემდეგ ხელნაწერი წყდება. 23 გონება-ძალი] ჰგონება-ძალი A. 27 უდროთ] უდროვო A.
![]() |
14 თეთრო გიორგი, შვილი რა მიყავ? |
▲ზევით დაბრუნება |
(ბალადა)
I
თეთრ გიორგიში მლოცავი მიდის,
გზაზე ურმები მიჭრიალებენ,
რამდენი კიდევ ქვეითად არის,
ბევრნი ცხენებით მისრიალებენ.
ვედრება ღვთისა დიდი საქმეა,
გამწმედელია გულ-გონებისა,
წამალი არის საუკეთესო
გულის ტკივილის, დაღონებისა.
ნენემაც შვილი გაგზავნა ხატში,
ტანჯვა-წვალებით გაზდილი ილო,
თან დააბარა: „ფთხილად იყავი,
ლეკები არსად დაგიხვდენ, შვილო;
თუ დაგხვდა მტერი, შენსას ეცადე,
ვინძლო, რომ დედა არ გააწბილო!“
საგძლით გაუვსო დიდი ხურჯინი,
ტიკით ჩაუდგა წითელი ღვინო,
ჯიბეს ჩაუდო სანთელ-საკმელი,
ზღვნად მისართმევი ხატების წინო.
კიდევ აბარებს: „თავს გაუფთხილდი,
ნასვამმა ბრიყვად არ დაიძინო,
თბილად დაიგე და დაიხურე,
გაფთხილდი შვილო, არ შაიციო;
ავად არ გაჰხდე, ქარ-ცეცხლს არ მიმცე,
და არ დამღუპო, არ დამაქციო!“
ილომ შეიბა წელზედა ხმალი,
გადაიკიდა თოფი მხარზედა,
და მამაცურად მოახტა ცხენსა,
ელოდა პატრონს ისიც კარზედა;
„მშვიდობითა“-ო, დედას მისძახა,
და გადაჰხედა შვილურად ერთი,
ცხენს გაუჯავრდა, დეზი შემოჰკრა,
გაუდგა გზასა, ახსენა ღმერთი..
II
მგზავრი გზას მისდევს, მიეშურება,
დაბურულს ტყეში აცეცებს თვალსა,
დიდრონ ხეების გაწვდილი მკლავი
მკერდს ებჯინება ბრწყინვალეს ცასა.
გულ-გადაღიღლულს ნიავისათვის
შუბლი მიეპყრო პირდაპირ მთასა.
ქედანი დვრინავს, წმინდა თევდორეს
შესთხოვს ოქროსას ბოლოს და ფრთასა.
და ქვეით კოხტა-ტალღებიანსა
ჩქაფ-ჩქაფი გააქვს იმ ილტოს წყალსა.
მგზავრი ბუნებას ყურს როდი უგდებს,
გზის ნაპირებსა არ რიდებს თვალსა.
საშიში არის ამ ადგილებში -
ლეკები მგზავრებს აქ უკვრენ გზასა -
ზოგი მიუდისთ დაღისტნისაკენ,
ზოგს, როგორც ცხვარსა, მოჰკვეთენ თავსა.
რა სვინიდისი ხელს შეუკავებს, -
ნუ შვრებით ცოდვას, ნუ სჩადით ავსა!
ილომ მოიგდო თოფი ხელშია,
გამოუცვალა ჩახმახს ფალია,
საჭირო დროსა არ მოუცდინოს,
არ აურიოს გზა და კვალია;
კარგადა სინჯავს, ხომ მაგრა არის,
დაპირულია თუ არა ტალი.
და სწორედ ამ დროს გზაში გადმომხტარს
ერთს ბრუციანს ლეკს შეასწრო თვალი.
აგერ მეორე, კიდევ მესამე,
სხვანიც მორბიან, გაკეთდა ჯარი,
შემოუკივლეს: „გაჩერდი, გურჯო,
ვეღარას გიშველს თოფი და ხმალი!"
ილო არ შედრკა, თოფი ესროლა,
ერთს ლეკს მკერდზედა აჰვარდა ალი,
დაეცა პირქვე, ვეღარას უშველს
ვერც წყლულის ხვევა, ვერც ცივი წყალი.
თოფს კიდევ სტენავს, ომი სწადიან,
დედისა სიტყვა თვალწინ უდგება,
მაგრამ ამაოდ. მტერმა შეიპყრო,
კეთილს ბოროტიც ჩამოუდგება.
ლეკებმა ჯერ სთქვეს: მოდი, დავკლათო,
შევსწიროთ იმას, ვინც ამან მოჰკლა,
მერე არჩიეს: ჯერ დავაცადოთ,
ახლა რას გვარგებს ამისი მოკვლა,
ცოცხლად მივართვათ მაჰმადის ცოლსა;
თვითონ დაადოს იმან სასჯელი.
იქ საღმთოსათვის გამოგვადგება,
სადაც მბძანებლობს დაღისტნის მცველი.
როს გაივსება მიურიდებით
ჩვენის ლამაზის სამშობლოს ველი,
სჯობს იქ შევსწიროთ მაჰმადის სულსა,
სჯობს იქ მოვაჭრათ მარჯვენა ხელი.
III
კვირა გავიდა, მეორეც მოდის,
არ მოუვიდა ნენესა შვილი,
ღამეს ღამეზე თეთრად ათენებს,
დედას არ მოსდის ფიქრისგან ძილი.
სიზმარიც ნახა რაღაცა ცუდი,
რომ ჩამოჰვარდა მას წინა-კბილი.
მლოცავებს ჰკითხავს შვილის ამბავსა,
ყველა მას ამბობს: „ვერა ვნახეო,
ნამდვილად ლეკებს ტყვედ ჩაუვარდა,
იმათ დაუგეს სწორედ მახეო“.
დედა ატირდა ცხარის ცრემლითა,
ჭკვაზედ შეცვლილს ჰგავს, უგზოდა ჰბოდავს.
„რად უნდა დედას შვილი ამ დროსა,
რისათვის უნდა, რისათვის ჰშობავს?!"
მოზარეები ბანს მისძახიან:
ბაბალე, თეკლე, რძალი თინია:
მოზარეების ხმას აჰყოლიან,
დაჰქვითინებენ პეტრე, ნინია;
„საწყალო ილო, საწყალო შვილო!“ -
ყველას ერთი ხმა დაუჟინია.
IV
შვიდი თვე არის ამ ამბის შემდეგ,
ღამეა შავი, ღამეა ბნელი,
თეთრი გიორგის წმიდა ტაძართან
ხმა გამოისმის გულისა მწველი.
ილოს დედაა, საყდარს შეჰბღავის:
„თეთრო გიორგი, შვილი რა მიყავ?
შენს სალოცავად გამოვგზავნევი,
შენ კი ტანჯვაში თავი ჩამიყავ.
შენ გეკითხები, ტანჯულთ პატრონო,
თეთრო გიორგი, შვილი რა მიყავ?!“
ბობღვით გარს უვლის საყდრის გარშემო,
შეჰკვნესს: „გიორგი, შვილი რა მიყავ?“
V
უმწეო დედა კერის პირას ზის,
ცრემლსა დაუწვავ დამჭკნარი სახე,
ასჯერ მოკლულსა ჰგავდა მოხუცი,
გული მომიკვდა, როცა ის ვნახე.
მოისმა რაღაც ხმა საზარელი
ცხენის ფეხისა, ერთი დგრიალი,
ცა იქცევაო გეგონებოდათ,
მიწას გაჰქონდა დაბლა ზრიალი.
ქარი უბერავს ჭექისა მსგავსად,
საშინელია მისი ხმა ბოხი.
ვიღაცამ ჩუმად, ხმა-გაკმენდილმა,
ქოხის კარებსა ატაკა ჯოხი,
და საკვირველის ბრწყინვალებითა
განათდა კერა, განათდა ქოხი.
ნენე წამოდგა ზარდაცემული,
თეთრ-ცხენიანი კაცი სდგას კარზე,
ლამაზი იყო, როგორც სამოთხე,
გუგა სინათლის გარს ევლო ტანზე.
- ჰა, შენი შვილი, სასომიხდილო,
ოღომც ნუ დამგმობ, ნუ გამცვლი სხვაზე. -
ეს სთქვა უცნობმა, თოვლივით თეთრმა,
და გაჰქრა ერთს წამს ამ სიტყვის თქმაზე.
ნახა დედამა თავისი შვილი,
მხიარულადა წაადგა თავზე.
ყელს მოეხვია ნენე ილოსა,
უკოცნის ხელებს, უკოცნის პირსა.
„შენ გენაცვალე, - თან გაიძახის, -
სად მიმემალე, ვის ჰყავდი, ვისა?!“
მაგრამ ნენესა მუხლთ მოეკვეთა,
გულიც რომ მისდის, ეშვება ძირსა.
„მადლობა ღმერთსა, თუ თვალით გნახე!“
ლუღლუღებს, მანამ დაჰლევდა სულსა.
ბედკრულს უხარის, რომ სამარეში
არ მიიყოლებს წყლულიანს გულსა.
[1893 წ.]
თეთრო გიორგი, შვილი რა მიყავ?
ნაბეჭდი: „ივერია“, 1893, № 7.
„ივერია“-ში შემდეგი განსხვავებული წაკითხვებია:
203. 6 ელოდა] ელოდდა. 26 დაღისტნისაკენ] დაღესტნისაკენ.
204.17 მაჰმადის] მაჰმადას.
205. 10 თვე] თთვე. 12 თეთრი] თეთრის.
![]() |
15 სტუმარ-მასპინძელი |
▲ზევით დაბრუნება |
I
ღამის წყვდიადში ჩაფლული,
გამტკნარებულის სახითა.
მოსჩანს ქისტეთის მიდამო
სალის კლდეების ტახტითა.
ბნელს ხევზე მოჰყეფს მდინარე,
გულამღვრეული ჯავრითა.
გადმოხრილიყვნენ მთანიცა,
ხელ-პირს იბანდენ წყალზედა;
ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე,
სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა;
ძმის მკვლელის სისხლი სწყურია,
კაცი რომ მოდის გზაზედა.
გზას ვამბობ, თორემ რა გზაა,
ვიწრო ბილიკი კლდეზედა?
სავალად მეტად ძნელია,
ფეხს ძლივ აცილებს ფეხზედა.
გაღმა სჩანს ქისტის სოფელი
არწივის ბუდესავითა, -
საამო არის საცქერლად,
დიაცის უბესავითა.
სოფლის თავს სძინავს შავ ნისლსა
დაფიქრებულის სახითა.
ყურს უგდებს არე-მარესა,
გულ-ლაღობს სანახავითა.
სტუმარი ცოტა ხანისა,
ხვალ სხვაგან წავა აქითა.
წავა, გადივლის გორებსა,
ქედებსა ყინულიანსა;
აბნელებს, უხილავად ჰქმნის
ქვეყანას ხილულიანსა.
თუ მონადირეს ატირებს,
გზა-დაკარგულსა კლდეშია.
ალაღებს მგელსა და ქურდსა,
მოარულთ სიბნელეშია.
II
ზევიდამ ვინღაც უცნობმა
კლდის ლოდი გადმოაგორა,
მგზავრმა შეჰხედა პირ-აღმე,
წინ უდგას მაღალი გორა.
ყურს უგდებს... ცოტა ხანს შემდეგ
მოესმა ქვიშის ჩხრიალი.
მგზავრი სიათას იმარჯვებს:
მტერი არ იყოს ტიალი.
შესცქერის გაფაციცებით
ფეხზე შემდგარის თოფითა,
ჰხედავს, რომ მოალაჯუნებს
კაცი ორ-კაპის ჯოხითა.
შავი რამ მოსთრავს პირ-თავქვე,
ქვიშა ქანავდა იმითა.
არას ამბობდა უცნობი,
სიტყვა არ მოსდის პირითა.
უპრჭყვინავს სალტა თოფისა,
ვით წვიმის ცვარი დილითა.
- ვინ ხარ, რა სულიერი ხარ,
რას იარები ამ დროსა?
- ვინ გინდა? მონადირე ვარ,
კაცს შენ ვერ გხედავ სანდოსა
- რაობით სანდო არა ვარ?
სიტყვას რად ამბობ მცდარესა?
ვითომ, რომ დავხეტიალობ
შენებრ ამ კლდიანს მხარესა?
მეც მონადირე გახლავარ,
დღეს კი ვეხეტე უბრალოდ.
- წესია მონადირისა,
ხომ მაინც დაჰრჩი უვალოდ?
- ესეც ვალია, ძმობილო,
ძლივსღა დავათრევ ფეხებსა,
სულ დავიარე ჭიუხი,
არა ესტოვებდი ხევებსა.
ზედ შავი ნისლი ჩამოწვა,
ნიავი მოსცა ძლიერი,
ხევებით შემომღმუოდა,
როგორაც მგელი მშიერი.
თვალწინ გზას ვეღარ ვირჩევდი,
კლდეზე გადვარდნას ვლამობდი,
ხამად ვარ, გეზი არ ვიცი,
ამით ძლიერა ვწვალობდი.
ბევრგან დავაფრთხე ნადირი,
ცხადად ფეხის ხმა მესმოდა,
ან როცა გადაფრენილის
ჯიხვის რქა კლდეებს ესმოდა.
ის იყო გულის საკლავი,
თვალით ვერაფერს ვხედავდი,
სროლას, ან მოკვლას ვინ იტყვის,
წინ სვლას ვეღარა ვბედავდი.
უცნობი ახლოს მივიდა,
შორი-ახლოსა მდგომარე,
„გამარჯვებაო“ მისძახა,
„ნუ სჩივი, ნუ ხარ მწყრომარე“.
- შენც გაგიმარჯოს, ძმობილო,
ჰხოცო ნადირი მხტომარე.
- აი ნადირი, რას სჩივი?-
უჩვენა ჯიხვი რქიანი,
მკვდარი, რქებ-გადაგდებული,
დადუმებული, ჭკვიანი, -
თუ გინდა ეხლავ გავიყოთ,
როგორც ამხანაგთ, ორადა,
ჩიჩქიც არ მინდა მე მეტი,
გავინაწილოთ სწორადა.
ამაღამ ჩემთან წამოდი,
სახლი არ მიდგა შორადა.
სადაური ხარ, ძმობილო?
სახელიც მითხარ შენია.
ნუ სწუხარ, საზრდო შენთვისაც
დღეს უფალს გაუჩენია.
წილი გდებია შენაცა
ამ ჩემგან მოკლულს ჯიხვშია.
რად გიკვირს, არ გეხუმრები,
არც გეფერები პირშია.
მაშ, თუ ეს ასე არ არის,
რად შამეფეთე ამ დროსა?!
შაჰრცხვეს, ჩემ თავად, ვინც შენა
ნაწილი დაგიკარგოსა.
რა გქვიან? სახელი მითხარ.
ხევსური სჩანხარ იერით.
- ნუნუა მქვიან, ძმისაო,
გადმოხვეწილი ჭიელით, -
იცრუა ზვიადაურმა,
თვისი სახელი დამალა.
რა ქნას? მის სახელს იცნობენ,
ქისტებს ბევრს სისხლი ავალა;
ბევრს ქისტს მოაჭრა მარჯვენა,
უდროდ საფლავში ჩალალა.
- შენი სახელიც მასწავლე,
ჩემი ხომ გითხარ მართლადა.
- ჯოყოლა მქვიან, ძმობილო,
ალხასტაისძე გვარადა;
არ მოგვიხდება, ერთურთში
სიტყვა ვიუბნოთ მცდარადა.
სახლი აქ ჯარეგას მიდგა,
ქავი და ციხე კარადა.
ამაღამ ჩემთან წამოდი,
მე გაგიძღვები თავადა.
თუ კარგად არ დაგიხვდები,
არც დაგიხვდები ავადა.
ხვალ თითონ იცი, ძმობილო,
საითაც გინდა, იარე.
ზოგს მე მიამბობ ჩემს დარდსა,
ზოგიც შენ გამიზიარე.
- საცა არ მიხნავ, ძმობილო,
იქ ვმკო - ეს სადაურია?
ყელი მოგიჭრავ ჯიხვისთვის,
ფეხებიც ჩატყაულია.
გესტუმრო, უარს არ გეტყვი,
გიშველი ჯიხვის ზიდვასა,
წილს კი არ მოგთხოვ, იცოდე,
თავს არა ვკადრებ იმასა.
შამოატყავეს ნადირი,
წავიდნენ ჯარეგაშია,
ბევრი იუბნეს ამბავი,
ერთურთს გაეცნენ გზაშია.
III
მივიდნენ, კოშკები დაჩნდა,
აქა-იქ ჰყეფენ ძაღლები;
კარებში იცქირებიან
ცნობისმოყვარე ბალღები.
დაეტყო ცხადად კლდის მსგავსად
სიპით ნაგები სახლები.
- აი, ეს ჩემი ოჯახი,
ჩემი ციხე და სახლია;
მობრძანდი, როგორც ძმა ძმასთან,
ნათლიმამასთან - ნათლია.
ცოლს დაუძახა ჯოყოლამ:
- გამოიხედე კარშია! -
ეტყობა თავმოწონება
მასპინძელს საუბარშია.
სდგანან დერეფანს, უცდიან...
ცეცხლი ჰკრთებოდა ღველფზედა,
ჩონგურს უკრავდა, დროული
კაცი რამ უჯდა გვერდზედა.
დაჰმღერდა გმირობისასა,
მამა-პაპათა ცდისასა:
როგორ არბევდნენ ფშავ-ხევსურთ,
სისხლს არ არჩენდენ ძმისასა;
ყველგან მადლობას სწირავენ
მარჯვენას კაის ყმისასა.
გამოჩნდა ქალი ლამაზი,
შავის ტანსაცმლით მოსილი,
როგორაც ალყა ტანადა,
ვარსკვლავი ციდამ მოცლილი.
- აი, სტუმარი მოგგვარე, -
ღვთის წყალობაა ჩვენზედა, -
როგორც დაგვხვდები, დიაცო,
ეხლა ჰკიდია შენზედა.
ქალმა სალამი მიართო:
- სტუმარო, მოხვედ მშვიდობით!
- შენდაც მშვიდობა, გაცოცხლოს
თავის ქმრითა და წილობით!
სტუმარს აბჯარი წაუღო,
მიიპატიჟეს შინაო;
ქალი მისდევდა უკანა,
ჯოყოლა მიდის წინაო;
თან მისდევს ზვიადაური,
ძმობილი გაიჩინაო.
IV
კაცი რომ სჩანდა სახლშია,
ჭაღარ-შერთული, ხნიერი,
წამოდგა ისიც ფეხზედა,
როგორც კლდის ვეფხვი, ძლიერი.
სტუმრად მოსული უცნობი,
სტუმარს პატივს სცემს სხვისასა.
ფეხზე ადგომა წესია,
წესს ვერ დაარღვევს მთისასა.
მაგრამ როს ნახა უცნობი,
ფერი დაედო მგლისაო;
ადვილად აიცნობოდა,
რასაც ჰფიქრობდა ისაო.
არ ეჭაშნიკა დროულს ქისტს
დანახვა უცხოს ყმისაო.
გული სცემს ბრაზმორეული,
სახეც არ ჰმალავს ამასა,
ხანჯრისკე ხელი მიუდის,
ჩუმად სინჯავდა დანასა,
მაგრამ სტუმარი სხვის სახლში
ვერ გაშლის ხათაბალასა.
ადგა და ჩუმალ გავიდა,
თითზე იკბინა მწარედა,
სამჯერ ჩაიკრა გულს ხელი,
როცა გავიდა გარედა.
წავიდა, კარი-კარ დადის,
ენასა ჰლესავს შხამითა:
„ქისტებო, ჩვენი მოსისხლე
შემოგვეპარა ღამითა.
სჩანს, რო ჯოყოლა ვერ იცნობს,
არ უნახია თვალითა
ეგ ჩვენი ამომგდებელი,
ჩვენი მრბეველი ძალითა;
გაუმაძღარი მუდამ ჟამს
ჩვენის სისხლით და ძვალითა
დღეს ჩვენს ხელთ არის, ვეცადოთ,
ვაგემოთ გემო მწარია,
მაგათ მოკლული ამ ზაფხულს
გვყავს უპატრონო მკედარია.
სთქვით, თუ არ ვამბობ სიმართლეს,
თუ ჩემი სიტყვა მცდარია?!
გაიგოს ჩვენმა დუშმანმაც,
არ გვაქვს უჯიშო გვარია.
მიკვირს ჯოყოლას ჭკვისაგან,
მტერს რად გაუღო კარია,
ვისა ჰმასპინძლობს ჭკვათხელი,
ცნობაზე რად არ არია?!
ცხვირიდამ უნდა ვადინოთ
ზვიადაურსა ძმარია,
თუ არა, დიაცთ დაუთმოთ
ჩვენი ხმალი და ფარია“.
აღელვდენ ქისტის შვილები,
ყველამ შაიბა ხმალია,
აღელვდა მთელი სოფელი:
ბალღი, კაცი და ქალია
უნდა მასწირონ თავის მკვდარს
ზვიადაურის თავია;
უნდა მტრის საფლავზე დაკლან,
როგორაც წესი არია.
გაგზავნეს ერთი მზვერავი,
თან აბარებენ ჩუმადა,
მივიდეს ჯოყოლასთანა
მეზობლურადა, ძმურადა;
სოფლის განზრახვა არა გზით
მას არ ჩაუგდოს ყურადა.
ივახშმოს, იმუსაიფოს,
გაიგოს სტუმრის ლოგინი;
ღამე დაესხნენ, შაკონონ,
არ უნდესთ ბევრი ლოდინი.
მივიდა მოყურიადე
ლაქარდიანის ენითა,
სახელს ულოცავს ჯოყოლას,
ლაღობს, არ არის წყენითა.
ხალბათობს, ამბობს ამბებსა,
ენას აკვესებს კვესითა.
ვინ იცის, გული სავსე აქვს
გველის შხამით და გესლითა.
ივახშმეს. თვისი სტუმარი
მასპინძელს მოსწონს გულითა.
„კარგი ვაჟკაცი ეტყობა“, -
ფიცულობს თავის რჯულითა:
„ეს ერთი ცნობა, ხვალ ძმობა,
ერთად შევთვისდეთ სულითა“...
მიიპატიჟა საძილედ.
დაუთმო თვისი ლაჭანი.
- არაო,- სტუმარი ეტყვის, -
არ მინდა ლეიბ-საბანი.
მე დერეფანში დავსწვები,
შინ ძილს არც კი ვარ ჩვეული...
ასრულდა მისი წადილი,
გულიდამ ამოწეული,
მოყურიადეს ეს უნდა,
ამად არს აქ მოწვეული.
წავიდა გახარებული,
შეატყობინა ყველასა.
მამლის საჯდომი თუ იცის,
მეტი რა უნდა მელასა?!
V
- რა ამბავია, დიაცო?
ხმალი მინდა და ხანჯარი!
სახუმრო საქმე არაა,
თავზე დაგვესხა მტრის ჯარი!
ნამდვილ აკლებას გვიპირობს,
გვღალატობს ჩვენი სტუმარი;
ძმობით და მეგობრობითა
შემოგვაპარა ლაშქარი!
სუ, დაიცადე!... მოვსტყუვდი...
ჩვენი ქისტები არიან.
რისთვის მოვიდნენ ამ დროსა,
რას ბჭობენ, ვის რა სწადიან?!
ყური დაუგდე კარგადა,
კაცისა მესმის ხრიალი.
რა მქისე ხმაურობაა,
რა საზარელი გრიალი!
ჩემს სტუმარსა ჰკვლენ, სწორედა,
უდგასთ ხანჯრების პრიალი.
უყურე უნამუსოთა,
ჩემს ოჯახს როგორ ჰქელავენ!
ჩაიგდეს ჩემი კაცობა,
ფეხს ქვეშ ტყლაპივით სთელავენ,
გავიგო, აბა წავიდე,
რაზე რისთვისა ჰღელავენ?!.
ეს სთქვა ჯოყოლამ, წამოდგა,
ხელ-ხანჯრიანი წავიდა.
გააღო სახლის კარები,
შეუპოვარად გავიდა.
- რას სჩადით? - შემოუძახა: -
ვის სტუმარს ჰბოჭავთ თოკითა?
რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა,
თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა?
ჩემს სჯულსა ვფიცავ, სისხლს დავღვრი,
განანებთ ბრიყულს ქცევასა,
განანებთ, თუმცა ძმანი ხართ,
ჩემის კაცობის ქელვასა!...
- რას ამბობ, შტერო, რას ამბობ?
რად არ მოდიხარ ცნებასა?
მოსისხლე სტუმრის გულისთვის
ძუძუს ვინ მოსჭრის დედასა?! -
შემოუძახეს ქისტებმა
ერთხმად, ძლიერად, ჭექითა: -
შენ და შენს სტუმარს, ორივეს
ერთად გადგისვრით ბექითა.
თემს რაც სწადიან, მას იზამს
თავის თემობის წესითა.
მთელის ქისტეთის ამომგდე
სტუმრად რადა გყავ სახლშია?
ზვიადაურის სახელი
ბავშმაც კი იცის მთაშია.
ეს იყო მუდამ, ჭკვათხელო,
ჩვენის გაჟლეტის ცდაშია,
მგლურად რო გვეტევებოდა,
რო გვიჯდებოდა გზაშია.
ჯოყოლა ცოტას შეფიქრდა,
პირს სინანული წაესო,
თითქოს ნატყორცი ისარი
ზედ გულის კოვზზე დაესო.
- თვით ამან მოკლა შენი ძმა
არყიანებში თოფითა,
ჩვენ ვიცნობთ მაგის სახესა,
გადალესულსა ცოფითა.
„გახლავართ ზვიადაური!“ -
ჩამოგვკიოდა გორითა;
სულ კარგად ვიცით, ცხადადა,
თვალს ვადევნებდით შორითა.
აავსო ფშავ-ხევსურეთი
აქით წასხმულის ძროხითა.
უკან გაუდგა ლაშქარსა
ფეხმარდი, ლეგის ჩოხითა.
თავს რად იმურტლავ, ბეჩავო,
გაუმაძღარის ღორითა?
გული როგორ არ გერევა
მაგასთან ჯდომა-ყოფნითა?!
- ეგ მართალია, იქნება...
რა უნდა მითხრათ მაგითა,
მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა
თქვენს გულისთქმასთან ძაფითა.
დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,
მითაც მე ვერ ვუღალატებ,
ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა.
მე გთხოვ გაუშვა, მუსაო,
ნუ სტანჯავ უდიერადა.
როცა გასცდება ჩემს ოჯახს,
იქ მოეპყარით ავადა.
ვის გაუყიდავ სტუმარი?
ქისტეთს სად თქმულა ამბადა?
რა დავაშავე ისეთი,
რომ მომიხედით კარადა?
თვის რჯული დაგვიწყებიათ,
მიტომ იქცევით მცდარადა;
ჩემს ოჯახს პასუხს რით აძლევთ?
სახლში ხართ, განა შარადა!
ვაი თქვენ, ქისტის შვილებო,
მომდგარნო ჩემს კარს ჯარადა!
უიარაღოს აწვალებთ,
გული რასა ჰგრძნობს თავადა?
მუსა (ჯოყოლას)
შენაც ამასთან შაგკონავთ,
თემის პირს რომ სტეხ, თავხედო!
ჩვენის ნარჩევის დარღვევა
შენ როგორ უნდა გაჰბედო?
აჰყეფდი ქოფაკივითა,
აბდა-უბდაობ შტერადა;
ამ გიაურის გულისთვის
ძმებსაც ეპყრობი მტერადა.
არ იცი, რომ შენი საქმეც
დღეიდან წავა ცერადა?|
ჯოყოლა (მუსას)
რაო? ქოფაკო?! შენ ამბობ?
ახლა ძაღლადაც გამხადე?! -
იძრო ხანჯარი, მუსასა
გულში უმარჯვა ვადამდე.
- უყურე თვით ძაღლს, უყურე.
გამითამამდა სადამდე!
ჩემის კაცობის დამქცევნო,
ლანძღვასაც მემართლებითა?
ალლახსა ვფიცავ, გაგმუსრავთ,
მანამ ამკაფავთ ხმლებითა,
გრისხავდესთ ცა-ქვეყნის მადლი,
უსამართლობას ჰშვრებითა!
- რა ქმნა უღმერთომ, რა ქმნაო,
გაგიჟდა, ჭკვაზე მცდარია... -
ჯოყოლას თავზე დაეცა
მთელი ქისტების ჯარია,
ხელი შეუკრეს... არ მისცეს
ნება, ეხმარა ხმალია...
ხელ-ფეხშეკრული დერეფანს
დააგდეს, როგორც მკვდარია,
წყევლა ხალხისა ჭექაა,
ნაფურთხი - წვიმის ცვარია.
წამოიყვანეს დაჭრილი,
ზვიადაურიც სტანია.
რას ამბობს ზვიადაური?
სახე რადა აქვს მტკნარია?
ბოღმა მიტომ ჰკლავს ვაჟკაცსა,
რომ ხელთ არა აქვს ხმალია:
„ჩამიგდეთ ხელში, ძაღლებო,
კარგი დაგიდგათ დარია“.
ამას ამბობდა დინჯადა,
სხვად არას მოუბარია.
მიჰყავდათ სასაფლაოზე,
სადაც ქისტების მკვდარია,
უნდა თავის მკვდარს შესწირონ,
რომ იქ უზიდოს წყალია,
მსახურად ჰყავდეს, მორჩილად,
და გაუბანდოს ჯღანია...
VI
სოფლისა გაღმა გორია,
დამწვარი, ქვიშიანია.
ბევრი წევს იქა ვაჟკაცი,
გულ-ლომი, ჯიშიანია.
ძირს მისდგამს ბექი მდუმარე,
ნაღვარი, თიხიანია.
ხმალ-ხანჯრის, თოფის მხმარეთი
არა სძგერს გული მაგარი;
იმათ სჭამს მიწა უენო,
სასტიკი, გაუმაძღარი;
მასში ეშლება ყველასა
ადამიანის იერი...
ვერ გვიხსნის სიკვდილის ბჯღალით
ძალა, ვერც სიტყვა ცბიერი.
ბუნების ცოდვა ესაა,
მუდამ საწყინო ჩემია:
ავსა და კარგსა ყველას ჰკლავს,
არავინ გადურჩენია.
ყველა მგზავრთათვის ინთქმევა,
როცა იღუპვის გემია!...
მზე ჯერ არ ამოსულიყო,
ნამს ჯერ ბალახზე ეძინა,
არ დაებერა ნიავსა,
დაბლა არ ჩამოეფინა,
ურიცხვი კაცი და ქალი
ჭალაზე შამოეფინა.
მოჰყავდა ზვიადაური
ხელშეკონილი გროვასა,
ყველას უხარის მის მოკვლა,
ან ვინ დაიწყებს გლოვასა?!
სიკვდილი ყველას გვაშინებს,
სხვას თუ ჰკვლენ, ცქერა გვწადიან;
კაცნი ვერ ჰგრძნობენ ბევრჯელა,
როგორ დიდს ცოდვას სჩადიან.
რამდენი ავსული ვიცი,
წარბშაუხრელად დადიან;
თავის მტანჯველის შემუსრვა
ან კი ვის არა სწადიან?!.
VII
აი საფლავიც ქისტისა,
ხალხი მოერტყა გარსაო,
მოლა მოჰყვება ლოცვასა,
იხსენებს თავის მკვდარსაო:
„ნუ იტანჯები. დარლაო,
ნუ შეიწუხებ თავსაო,
მოვსდეგით შენნი მოძმენი
შენის სამარის კარსაო,
მსხვერპლსაცა გწირავთ, იხარე,
არ გაჭმევთ მტრისა ჯავრსაო“.
- ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა! -
ვაჟკაცი იღებს ხმასაო,
ბეწვს იშლის ბრაზმორეული,
როგორაც ვეფხვი - თმასაო.
საკირის ცეცხლი ედება
სამსხვერპლოს გულის-თქმასაო.
რა მოსდრეკს წარბ-დაღრუბლილსა,
ქედ-ჩაჟანგებულს მთასაო!
აქცევენ ზვიადაურსა,
ყელში აბჯენენ ხმალსაო:
„დარლასამც შაეწირები“,
ყველა დასძახის მასაო.
„ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა!“-
უპასუხებდა ხალხსაო.
არ იდრიკება ვაჟკაცი,
არ შეიხრიდა წარბსაო.
გაოცდენ ქისტის შვილები,
ხალხი დგებოდა ყალყსაო.
„ლამის რომ არ შაეწიროს,
ერთი უყურეთ ძაღლსაო!1“.
ჰყვირიან, თანაც ნელ-ნელა
ყელში ურჭობენ ხმალსაო.
„ძაღლ იყოს“, ყელში ამბობდა,
მანამ მოსჭრიდენ თავსაო!
„უცქირეთ, ერთი უცქირეთ,
არ ახამხამებს თვალსაო!“
სიცოცხლე ჰქრება, სისხლი დის, -
ზვიადაური კვდებოდა,
გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა,
გული გულადვე რჩებოდა.
და ამ სურათის მნახველი
ერთი დიაცი ბნდებოდა,
ცრემლებს ჰმალავდა ლამაზი,
ხალხზე უკანა დგებოდა.
მიშველებასა ჰლამობდა:
„ნუ ჰკლავთ!“ ეძახის გულიო.
ფიქრობდა ბრაზმორეული:
ნეტავი მომცა ცულიო,
ნეტავი ნებას მაძლევდეს
დედაკაცობის რჯულიო,
რომ ეგ ვაცოცხლო, სხვას ყველას
გავაფთხობინო სულიო.
ნეტავი იმას, ვინაცა
მაგის მკლავზედა წვებოდა,
ვისიცა მკერდი, აწ კრული,
მაგის გულ-მკერდსა სწვდებოდა,
ნეტავი იმას ოდესმე
ქმრის ტრფობა გაუცვდებოდა?!.
ქისტები გაწყრენ, იტკიცეს:
ვერ აუსრულდათ წადილი,
ვერ გაუკეთეს თავის მკვდარს
მის შესაფერი სადილი.
დაკლულმა დაჰკლა მათ გული
და გაუცრუა ქადილი.
შეურაცხყოფილთ უნდოდათ
ერთად გაეძროთ ხანჯრები
და გაეკეთათ მკვდრის გვამზე
სისხლით ნაღები ფანჯრები.
მაგრამ ვერ ჰბედვენ, სცხვენიანთ:
,,ცოდვაა!“-ყველა ჰფიქრობდა.
ხალხის გული და გონება
სასინანულოდ მიჰქროდა.
სთქვეს, როცა სახლში გაბრუნდენ,
თავ-თავქვე ჩამოდიოდენ:
ხომ მაგას არ მოვუკლავდით
მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდენ?
კარგი ვაჟკაცი ყოფილა,
ყველა ალლახსა ჰფიცავდა,
იმიტომ ვეფხვებრ გვებრძოდა,
თავის მიწა-წყალს იცავდა.
მაგრამ მტერს მტრულად მოექე,
თვითონ უფალმა ბრძანაო,
ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით,
გულში ჩავურჭოთ დანაო.
წავიდნენ. ზვიადაური
ზეზე გაწირეს ტიალად.
თუნდა ძაღლებმა ათრიონ,
ფრინველთა ჯიჯგნონ ზიარად;
არ შაეწირა, ეგდოსო,
ეგეც ეყოფა ზიანად.
ამას იძახდენ ქისტები
თავმოწონებით, ხმიანად.
ამ ხმასვე იმეორებდენ
ბნელი ხევები მთიანად.
ჩამოდგა საღამოს ჟამი,
მთიდამ მზის სხივი ჩამოხდა,
სიბნელე მოიპარება,
სინათლეს სული ამოჰხდა.
დადგნენ, სულ დადგნენ მზის სხივნი,
აღარ ელავდა ქვიშაო;
აღარსადა სჩანს, გამქრალა
თეთრი თმა შავის მთისაო;
ნაღვლით ნაქარგი, ნაქსოვი
სახე იმ სალის კლდისაო,
რო მუდამ მგლოვიარეა,
ცრემლი ანკარა სდისაო.
სიკვდილსა გლოვა უხდება,
მკვდარ ძმას - ტირილი დისაო,
ტყესა - ხარ-ირმის ნაფრენი,
ზოგ დროს - ყმუილი მგლისაო,
ვაჟკაცსა - ომში სიკვდილი,
ხელში - ნატეხი ხმლისაო,
ომს - ლხინი გამარჯვებულთა
და დამარცხება მტრისაო.
ზვიადაურსა გლოვობდა
შფოთვა და ბორგვნა წყლისაო,
ნიავად ჩამონადენი
ოხვრა მაღალის მთისაო.
ცრემლი ნისლების ჯარისა
ნაბრძანებია ღვთისაო.
და წყაროს პირზე დიაცი, -
ტურფა, ლამაზი, - ქისტისა,
შუბლზე და მკერდზე წყალს ისხამს,
დრო და დრო გული მისდისა.
ბევრი იტირა ჩუმადა,
თუმცა დრო და დრო ჰკრთებოდა;
ზვიადაურის სიკვდილი
თვალებში ელანდებოდა.
სტიროდა, მაგრამ ტირილი
არ იყო, ეხათრებოდა:
ერთ მხრივ ხათრი აქვს თემისა,
მეორით - ღმერთი აშინებს;
ქისტეთის მტრისა მოზარეს
თავს რისხვას გადმოადინებს.
ეს ფიქრი გონებისაა,
გული თავისას შვრებოდა,
კაცის კაცურად სიკვდილი
გულიდან არა ჰქრებოდა.
ქალის გულს იგი სურათი
შიგ გაეყარა ისრადა,
იმან დაადვა ლამაზსა
დაკლულის გლოვა კისრადა.
სიბნელეს უცდის, მივიდეს,
ღამით იტიროს მკვდარიო;
იმას აღარა ჰფიქრობდა,
ჯოყოლა როგორ არიო.
ვის ცოლი ვის ქმარსა სტირის?
რას სჩადის ჭკვაზე მცდარიო?!
იქნება ჰკლავენ ჯოყოლას,
სახლსაც შაუხსნეს კარიო!
წამოდგა, იხედებოდა
როგორც დამფთხალი ნადირი,
ხედნებ-ხედნებით ამოვლო
ხევის კლდიანი ნაპირი;
წყვდიადში საზარლად ისმის
წყალთ ანაძრახი საყვირი.
ამოვლო კრძალვით საფლავთან,
მკვდარსა მუხლ-მოყრით დაეყრდნო,
ქვითინებს გულამოსკვნითა,
ცრემლსა სიპი ქვა დაედნო.
აიხსნა დანა, მიჰმართა
ზვიადაურსა იმითა,
ააჭრა ნიშნად, სახსოვრად
სამი ბალანი პირითა,
ჩიქილის ტოტში შეხვია
ბროლის თითებით თლილითა...
ეს რა ხმა ესმის, დგანდგარი?
ყურებს გაუდის ჟივილი...
საფლავებიდამ მოესმის
მკვდრების წყრომა და ჩივილი!
თითქოს ბალღებიც ატირდენ,
გაუდისთ მწარედ წივილი!
საერთო წყრომის ხმა ისმის,
საერთო გულის ტკივილი:
„რას შვრება უნამუსოვო“,
განწარებულნი ჩიოდენ, -
„მაღალი ღმერთი გრისხავდეს!“
სამარით შემოჰკიოდენ.
აჩქარებული ღრუბლები
ცის პირზე გადმოდიოდენ.
გაიქცა, მირბის, იხედავს, -
მკვდარნი მისდევენ, სწორია.
„შინით სად გაგვეხვეწები,
აქით თუ გაგვეშორია?!“
ხმა ისმის დანადევნები,
მასვე იძახის გორია,
გარშემო დაყუდებული
განა ერთი და ორია.
„უნამუსოვო!“ მისძახდენ
ტან დაწკეპილნი დეკანი,
ბალახნი, ქვანი, ქვიშანი,
იმ არე-მარეს მდებარნი.
აგერ, საფლავით ამოდგა
მისი მკვდარი ძმა ებარი,
თავის ტოლებში უსწორო,
ქისტეთს განთქმული მხედარი.
თან მიჰკიოდა თავის დას,
სიტყვა პირს მოსდის მჭეხარი:
„ვაჰ, დაო, დაო, რა მიყავ?
რისხვა რად დამეც მედგარი?
მეორეს საფლავში ჩამდევ,
ერთს სამარეში მდებარი!
მაგით მიმტკიცებ დობასა,
შენი ქალობა ეგ არი?!“
ბილიკზე მოსუნსულებდა
სასაფლაოსკე მყეფარი.
VIII
- სად მიხვალ, სადა, წყეულო,
საითკე მიეჩქარები?!
ვინ გაჭმევს კაის ყმის ლეშსა?
ძაღლო, დაგიდგა თვალები!
შენს საჯიჯგნადაც გამხდარა
ზვიადაურის ძვალები?! -
სთქვა ეს აღაზამ და ქვებსა
ესროდა ხშირა-ხშირადა.
მირბის და მისდევს შმაგადა
კლდიანის ხევის პირადა.
ხმა ისევ ესმის მკვდრებისა,
მას ბანს აძლევენ მთანიცა,
სამდურავს ეუბნებიან
აღაზას გიშრის თმანიცა.
მოუახლოვდა თავის სახლს,
სინათლე მოსჩანს იქითა;
უნდა იძახოს: „მიშველეთ“,
ხმა მიაწვდინოს შიგითა.
მაგრამ ვერ ამბობს ვერაფერს,
ოფლი წყლად მოსდის შუბლზედა.
მივიდა სულშეხუთული
და გადაიქცა ზღუბლზედა.
კერის პირს იჯდა ჯოყოლა,
მუხლი გადეგდო მუხლზედა.
,,ვაჰმეო“ - ეს კი იძახა,
სიტყვა გაუშრა ენაზე.
ქმარმა მოჰხვია ცოლს ხელი
და მიითრია კერაზე.
- რა დაგემართა, დიაცო? -
ჩაეკითხება მშფოთარე, -
სხვა სადარდელი მაკლია,
ახლა შენ მექმნა მოზარე?!
რა დაგემართა, რა არი?
მითხარ, გახსენი ბაგეო!
ხომ არვინ მოიწადინა
გადაეგორე მკლავზეო?
მითხარ, არ გაჭმევ იმის ჯავრს,
ვანანებ ემავ წამზეო.
ჩემის ნამუსის შემბღალავს
მალე მოვიყვან ჭკვაზეო,
როგორც ვანანე მუსასა
მიხდომა სხვისა კარზეო. -
პასუხს ელოდა ცოლისგან,
დასჩერებოდა თავზეო.
და თანაც ხანჯარს ჰბღუჯავდა,
ხელი ეკიდა ტარზეო.
ქალი ვერაფერს ამბობდა,
გაჰმტკნარებოდა სახეო.
თავს დასტრიალებს ჯოყოლა,
ელის, რას ეტყვის ცოლია.
შუაღამის დროს აღაზამ
თან-თან მოიცა გონია.
უთხრა ჯოყოლას - „რას ამბობ?
თავი რად დაიღონია?
რად მოიგონებ იმას,
რაიც არ მოსაგონია?
სულ ტყუილია... კაცისა
არსად მინახავს ჭაჭანი,
ვინ გამიბედავს მაგასა,
რად მინდა ლეჩაქ-კაბანი?!
სასაფლაოდამ დავბრუნდი,
შენს ცხენს ვეძებდი ხევებში,
ცხენის მაგივრად ბედკრული
შიგ გევერიე დევებში.
დამიხვდა შავ-ნაბდიანი,
უზარმაზარის ტანისა:
ჯერაც თვალებში მიელავს
სიმყრალე იმის კანისა;
დიდ-ყურა, კბილებ-ღაჯუნა,
უმსგავსო, ფერად შავისა;
ხელები გამომიწვადა,
დიდი ხელები თავისა,
მთის ოდნად სჩანდა მის თავზე
მოშავფრო ქუდი ტყავისა.
თან მითხრა: ჩემთან წამოდი,
ჩემთან იცხოვრე, ქალაო,
ბევრი მაქვს ოქრო და ვერცხლი,
არაფერს დაგიმალაო.
მე გამოვიქეც, შევშინდი,
დევიც მომდევდა ღრიალით;
მთელი ქვეყანა იძვროდა
იმის ფეხებქვეშ გრიალით;
მზარავდა ეს ხმაც, მთა-ბარიც
წაღმა-უკუღმა ტრიალით,
ძლივს მოვაღწიე და გამცნე
ჩემი ვაება ხრიალით“.
ჯოყოლა ეტყვის:- დევს გარდა
სხვა რამ საქმეა კიდევა,
ჩემს ჭკვას არ სჯერა ნათქვამი,
ჩემი ფიქრები ირევა.
ნამტირალევი რადა ხარ?
ღაწვებზე ცრემლი გდენია;
ჩქარა სთქვი, სწორედ მითხარი,
თორემ ვერ მომითმენია!
სადარდო, საგულისხმო რამ
გრძნობა გულს გადაგფრენია.
ჩემს თვალებს ვერ დაემალვის
იმ გრძნობის ნაკვალევია;
არ შაიძლება არ დაჩნდეს
ნასვამი, დანალევია!..
- რა დაგიმალო, ჯოყოლავ,
ან რად შემრისხავ თქმისადა? -
ეტყოდა ცოლი და ნაზი
თრთოლა მიეცა ხმისადა: -
ცრემლები შემიწირია
იმ შენის მეგობრისადა.
ძლიერ შემბრალდა ბეჩავი,
რომ უცხოეთში კვდებოდა,
არც ნათესავი, არც მოძმე,
რომ ვისმე შეჰბრალებოდა!
მაგრამ, როს ჰკლავდენ ხანჯრითა,
ოდნავაც არა ჰკრთებოდა.
იქნებ შენც გცოდე, ღმერთსაცა,
მაგრამ ვიტირე, რა ვქნაო!...
- მაგისთვის როგორ შეგრისხავ?
ტყუილს სჯობს სიმართლის თქმაო.
იტირე?! მადლი გიქნია,
მე რა გამგე ვარ მაგისა?
დიაცს მუდამაც უხდება
გლოვა ვაჟკაცის კარგისა.
IX
მეორეს დილას აღაზამ
ძროხა გარეკა მთისაკე,
ჩამოდიოდენ ფრინვლები,
იზიდებოდენ მკვდრისაკე;
აღაზაც მიიპარება
სასაფლაოს თავს კლდისაკე.
იქიდამ აფთხობს ყორნებსა,
სვავთა მხარ-მოფარფაშეთა,
ორბებსა გაუმაძღრებსა,
მკვდრის ლეშზე მოყაშყაშეთა;
ხელს ამუშავებს და ჰმალავს
თვალებს, მზებრ მოკაშკაშეთა.
კლდიდამ გადისვრის კენჭებსა
და თან წინდას ქსოვს ვითომა,
ოსტატობს, ხალხმა ვერ შესძლოს
იმის ფიქრების მიხდომა.
X
ბისოს მოვიდა ამბავი,
ვით ნაქუხარი მეხადა:
„მოუკლავთ ზვიადაური,
ცით ჩამოსული სვეტადა,
ფშავ-ხევსურეთის ფარ-ხმალი,
გამოსადეგი მეტადა!“
შავის ამბისა გამგონეთ
ზარი გამართეს დედათა.
ბისოს ტიროდა ბებერი,
მოსთქვამს, ქვითინებს მწარედა:
„ბედკრული რად ვარ ცოცხალი?
მეც მიწას მიმაბარეთა;
მკლავნი მაჩვენეთ შვილისა,
მოიტათ, ჩამაბარეთა!
ჩემის შვილისა მარჯვენით
გულს მიწა მომაყარეთა;
ვაჰმე, რადა ვარ ცოცხალი?
რისთვის-ღა ვსთელავ არეთა?!
მკვდარნო, რად არ მეც ადრევე
თქვენთან არ დამიბარეთა?
როგორ ვიგონო თავის ძე
ურჯულოს არე-მარეთა?!“
ვაჟკაცთ გაიგეს ამბავი,
გასაგონარი ჭირითა,
ერთმანეთს გადაეძრახნენ
ბოღმით შემკულის პირითა;
„რად გიკვირთ, როცა ჩვენს მფარველს
ცხარის ცრემლითა ვსტირითა?!"
გამოიტანეს შუბები
დუმით ნაპოხის ცხვირითა,
ფარ-ხმალით მოკაზმულები
ჯარს ამზადებენ დილითა.
ეს ხომ ახალი არ არის,
სისხლმა იდინოს მილითა.
იძახის აპარეკაი:
„საგძალი გინდათ კვირისა!“
„ქუდზე კაც უნდა წავიდეს!“ -
ბაბურაული ჰყვირისა.
აღელვებულთა ბორგვნაა,
ხმა არ გეგონოსთ სტვირისა!
XI
- კარში გამოდი, ჯოყოლავ,
წყნარად ნუ სწევხარ კერასა,
რამდენი ხალხი მოერტყა
იმ ჩვენის მთების წვერასა!
ჩვენთან მოდიან სტუმრადა,
ჩვენ გვიპირობენ წვევასა.
შეგვანანებენ დედათა
შვილთა აკვნების რწევასა.
საქონელს ერეკებიან,
რეულობაა როგორი?!
აავსო ჯარმა, შეჰხედე,
ჯარეგის თავი, სამ-გორი,
დამთხვალთა მენახირეთა
კლდეები მოსდევს ნაგორი.
წადი, უშველე თავისებს,
მტრის დასახვედრად მირბიან,
შენც ისე წადი, ჯოყოლავ,
როგორაც სხვანი მიდიან.
- გავყვე?! რას ამბობ, ჭკვა-თხელო?
არ გამივლევენ ახლოსა!
მარტოკამ უნდა ვიომო,
მთელმა ჯარეგამ მნახოსა;
ვინ ერთგულია, ვინ არა,
ქვეყანამ დაინახოსა.
ქისტებს ორგული ვგონივარ,
გამდგარი თავის რჯულზედა,
ჰფიქრობენ, ვითომ ჯოყოლამ
თავი გაჰყიდა ფულზედა,
ქისტეთის მოღალატე ვარ,
ხელაღებული სულზედა;
მოაქვთ და ცოცხალს მადებენ
საფლავის ქვასა გულზედა.
ამას ამბობდა ჯოყოლა,
თან აბჯარს ისხამს ტანზედა:
წელზე შაიბა ფრანგული,
თოფი გადიგდო მხარზედა,
ქისტს არ მაუდის ჯიშადა
მუზარადის დგმა თავზედა.
მარტოკა მიდის ცალს მხარეს,
თავდადებული ცდაზედა,
მტრის დასახვედრად სხვანია
შამოეფინნენ მთაზედა.
XII
ჩამოდის ხევსურთა ჯარი
დროშა მოჰქონდა წინასა;
მიჰმართეს სასაფლაოსა,
მდუმარეს ქისტთა ბინასა:
მოძებნონ თავისი მკვდარი,
მოკრიბონ გმირის ძვალები,
ზვიადაურის მტანჯველთა
ძირში მოსთხარონ თვალები.
დაუხვდათ ქისტის ჯარიცა,
ხევ-ხევის პირას მალული;
შამოესროლეს თოფები,
მაჟრები შემოსალტული;
გზას არ უთმობენ ხევსურთა
ბიჭები ამოსხარტული.
ორივე მხრიდამ თოფებსა
ზედ დაკიჟინით ისვრიან,
ორსავე საქმე აწუხებს,
ორნივე მედგრად იბრძვიან.
ბლომად დალია ტყვიამა
სისხლი, - მოძოვა ქუჩია,
მაინც არ გატყდენ ქისტები,
სდგანან ვით ციხე-ბურჯია.
ბაბურაულმა ხევსურთა
ხმალ-და-ხმალ ჩასვლა ურჩია.
მოვიდა საქმე ხმალზედა,
ფარმა გზა მისცა საკაფი,
საძევარი აქვთ ხევსურთა
ძვირი განძი და ალაფი.
ფარო, ნუ ჰმტყუვნობ გორდასა,
შენა ხარ მაგის ჯალაფი;
თავქვე მორბინალთ ხევსურთა
წინ კლდე დაუხვდათ წარაფი.
კლდიდამ გადუხტა უეცრად
ქისტი ხმალ-მოღერებითა,
აკვირვებს ქისტის ლაშქარსა
მტრის ჯარის მოგერებითა.
ზოგს მოტყუება ეგონა,
ამბობდენ მოჩვენებითა:
- ეგ ვინ უხვდება ხევსურთა?
ჩვენი მხარეა, ვინ არი?
- ეგ უნდა ჯოყოლა იყოს,
სწორედ, ნამდვილად ის არი! -
სთქვა ერთმა, სხვანიც დასთანხმდენ,
გაოცებულნი უცქერენ.
როგორ არ უფთხის გროვასა,
თუმცა ხმალ-ხანჯრებს უღერენ.
მოჰკლეს კიდეცა, იქცევა,
მკერდს ხანჯრის წვერით უწერენ.
ქისტთ გაუხარდათ დიაღაც, -
„მოჰკლან, თუ მოჰკლეს - ახია!
ეხლაც მასხარად აგვიგდო,
წინად ხომ ბევრჯელ აგვრია,
სოფლისა გადრა ინდომა,
ჩვენ კი ტალახში გაგვრია.
მარტოკა მტრის ჯარს დაუხვდა,
სწორედ დავლათით დაგვრია“.
ხევსურთ ჯოყოლა გასწირეს
მკვდარი, კლდის თავსა, კეტამზე.
თითონ დაესხნენ ქისტებსა,
ჩამოეფინნენ ფერდაზე.
გახდა ხმალ-ხანჯრის ტრიალი,
დაკრული მიდის მკერდამდე;
ფარ-ხმალის ჩხერა, წკრიალი
ცას ადიოდა ღმერთამდე.
გაიქცა ქისტის ლაშქარი,
კოშკებს მიჰმართა გრიალით,
უკან მისდევენ ხევსურნი,
თავზე ჩაჩქნების პრიალით;
მოკრიბეს სასაფლაოზე
ზვიადას ძვლები ტრიალით:
ზოგი სად ეგდო, ზოგი სად,
ფრინველთ ნაჯიჯგნი ფრიალით.
მოკრიბეს ძვლები ხურჯინში
და გამობრუნდნენ შინათვე,
ასრულეს გულის წადილი,
დანაპირები წინათვე.
გამოირეკეს ცხვარ-ძროხა,
გადმოავლიეს მთანია;
ამოიყარეს მტრის ჯავრი,
სადარდო რაღა არია?!
უცხოეთს მაინც არ დაჰრჩათ,
შინ მოაქვთ თავის მკვდარია,
ფშავ-ხევსურეთის იმედი,
ქავ-ციხე, რკინის კარია.
მოძმენი დაიტირებენ
თავის მკედარს თავის წესზედა,
მიაბარებენ სამარეს
მამა-პაპათა გვერდზედა:
ძვირად ღირს დანადინარი
თავისის ცრემლი მკერდზედა!
XIII
- უცხოს კაცისა მოზარევ,
ხევსურთ მოგიკლეს ქმარია.
წადი, იტირე, აღაზავ,
სამარეს მიაბარია.
თავს დაჰყრანტალებს ყორანი,
წვერ-ულვაშს უცრის ქარია.
- შენს მტერსა ისეთი ყოფნა,
რო ჩემი ყოფნა მწარია!
აღარვინ მივლის ახლოსა,
არვინ მიჭირა მხარია.
იქვე დავმარხე კლდის თავზე,
საფლავიც გავუთხარია;
სუყველამ ზურგი მაქცია,
ყველაყა განზე მდგარია.
სასაფლაოც კი შემიკრეს,
რო დამემარხა ცხედარი:
ჯოყოლამ გვიღალატაო,
მაგის ადგილი ეგ არი,
საცა მარტოკა ომობდა,
ჩვენთვისა ჩირქის მცხებარი,
თემის პირისა გამტეხი,
ორგული, დაუდეგარი.
ცეცხლი მწვავს, ძმაო, ცეცხლი მწვავს
უალო, მოუდებარი;
გულს მიკლავს, გონებას მირევს
ფიქრები გაუგებარი!
ცოლი სტიროდა ჯოყოლას,
ცრემლს ასხურებდა ხშირადა,
არჩვი ყელ-გადაგდებული,
თმა-ხშირი, მთვარე პირადა,
ეკერებოდა გულ-მკერდზე
ქმარს მარგალიტის ღილადა.
XIV
ღამეა ბნელი, დელგმაა,
დგანდგნარებს არე-მარეო.
ღმერთო, მოჰხედე ტანჯულთა,
უშველე, შაიწყალეო!
კარგი კარგია მაინცა, -
ბეჩავი შაიყვარეო!
ტანჯულთა ლოცვა მუდარა
გულს ვარდად დაიყარეო!
თუ არ უშველი, საწყლების
სულები მიიბარეო!...
გეყო მაგდენი მუქარა,
ღრუბელო, გადიყარეო!
მდინარე მოჰქუხს, მრისხანებს,
ზედ ასქდებოდა ლოდებსა,
დღესაც ისევე ბოროტობს,
არ იცის, რისთვის ჰგოდებსა.
არ ეშინიან ტანჯვისა,
იმან არ იცის სიკვდილი.
ერთი რამ იცის მხოლოდა:
ცრემლის ღვრა, მაღლა ყვირილი,
მუდამ ჟამს უცინარობა,
მარტო ტირილი, ტირილი...
ქარი სცემს, დაბლა ხევებით
ჩამოკიჟინებს მთებითა;
ქალი სდგას, მდინარეს დასცქერს,
კლდეზე, გაშლილის თმებითა;
სხივ მიხდილს ვარსკვლავს მაგონებს
მკრთალად მთრთოლარის ყბებითა.
არ იღებს ხმასა... შემკრთალი
ჰკრთის, რომ დასცქერის მდინარეს;
რა საზარლადა ხმაურობს,
როგორ საზარლად მდინარებს!
ლაშ-დაღრენილი, სასტიკი
შავი ხეობა მძვინვარებს,
„თავს ნუ იკლავო!“ აბა, თუ
ერთმა ურჩიოს მაინცა.
დახუჭა ქალმა თვალები,
მსწრაფლად მორევში ჩაიქცა.
- რაღად ვიცოცხლო, რიღასთვის? -
ამას ჰფიქრობდა ქალია. -
ქისტეთში ჩემი ერთგული
კენჭიც კი არსად არია.
ორთავ შევცოდეთ ქისტებსა,
მათ შამიჩვენეს ქმარია...
მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს,
უცხოსთვის ცრემლი ვღვარია.
წაიღო წყალმა აღაზა,
ლამსა და ქვიშას შაჰრია.
XV
იმ კლდის თავს, საცა ჯოყოლა
მოჰკლეს ხევსურთა ბრძოლაში,
ღამ-ღამ ჰხედავენ სურათსა
ზვავისგან ნაგალს გორაში:
კლდის თავს წადგება ჯოყოლა,
სასაფლაოსკე იძახებს:
„ზვიადაურო, ძმობილო,
რად არ მაჩვენებ შენს სახეს?!“
სასაფლაოდამ წამოვა
აჩრდილი ფარ-ხმალიანი,
გულზე უწყვია დაკრეფით
მკლავები სამკლავიანი.
მივა და მიესალმება
თავის ძმობილსა მდუმარედ.
იქვე აღაზაც ამოდის
სახე მოწყენით, მწუხარედ.
ენთება ცეცხლი მათ გვერდით,
მკრთალადა ბჟუტავს მთაზედა;
იმათ ჰმაპინძლობს აღაზა,
ჯიხვის მწვადს უწვავს ალზედა.
ვაჟკაცობისას ამბობენ,
ერთ-ურთის დანდობისასა,
სტუმარ-მასპინძლის წესზედა
ცნობის და და-ძმობისასა.
როცა მათ ჰხედავს ერთადა
კაცი, ვერ ძღება ცქერითა;
მაგრამ გაჩნდება ჯანღი რამ
კურუმად შავის ფერითა,
დაეფარება სანახავს
წერა-მწერელის წერითა.
ზედ აწევს ჯადოსავითა,
არ დაიმტვრევა კვერითა,
ვერც შეულოცავს მლოცავი,
არც აიხდება ხელითა.
მხოლოდ მდინარის ხმა ისმის,
დაბლა მიქანავს ხველითა
და უფსკრულს დასცქერს პირიმზე
მოღერებულის ყელითა...
[1893 წ.]
______________
1. სისხლის აღება, მკვლელობისათვის მოკვლა, ყველა მთიელებსა აქვს წესად, მაგრამ საფლავზე დაკვლა და ამგვარად „შეწირვა“ მაჰმადიან მთიელების ადათია. ქრისტიანი მთიელები ამას ერიდებიან. თუ ვისაც სწირავენ და საფლავზე ჰკლავენ არ შედრკა, მკვდრისათვის „შეწირულად“ არ ჩაითვლება.
სტუმარ-მასპინძელი
ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნაწ. ინსტ., №120 (B).
ნაბეჭდი: „ივერია“, 1893, №№ 146, 149, 152 (A); „თხზულებანი“, 1899 (C).
სათაური: ზვიადაური B.
ხელნაწერი თავდაპირველად იწყებოდა სტრიქონით: გამწყრალი ზვიადაური. ეს გადახაზულია და შეცვლილია: ღამის წყვდიადში ჩაფლული.
207. 4 ქისტეთის] კისტეთის B. 6 ბნელს] შავს B; მოჰყეფს] მიჰყეფს B. 8 მთანიცა] მთებიცა B. 12 B-ში ჯერ ყოფილა: სისხლისა მეძიებელი, შეცვლილია: ძმის მკვლელის სისხლი სწყურია. 13 რომ] რამ B; მოდის] მიდის C. 14 ვამბობ] ვიტყვი B. 17 ძლივ] ძლივს BC. ამ სტრ. შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
გული ჰკლავს ვაჟკაცს ჯავრითა,
ძმის მკვლელის სისხლი სწყურია,
გულში ნადუღი ვარამი
პირს სცხო, როგორაც მურია.
ფარი და ხმალი უშვენებს...
22 შავ] შავს B.
208. მე-2 სტრ. (...აქითა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
წავა, გადივლის გორ-გურებს,
მიეფარება სადამე;
ზოგს ალხენს, სხვას აატირებს...
მე-4 სტრ. (...ყინულიანსა) შემდეგ ხელნაწერში ყოფილა და გადახაზულია: უგრძნობლად ცრემლის მფრქვეველი. 10 ყოფილა: მოქმედებს, შეცვლილია: მოარულთ B. 13 გადმოაგორა] გამოაგორა A. 14 პირ-აღმე] პირ-აღმა C. 17 ჩხრიალი] ჩხლიალი A. 20 გაფაციცებით] გულის ფანცქალით B. 22 მოალაჯუნებს] მაალაჯუნებს C. 24 პირ-თავქვე] თავ-თავქვე B. 28 უბრჭყვინავს სალტა] უბრჭყვინავს სალტე C. 36 ვითომ] მითომ B. 37 კლდიანს] კლდიან C.
209. 10 მოსცა] მისცა C. 13 ვირჩევდი] ვარჩევდი C. 17 დავაფრთხე] დავაფთხე B. 19 გადაფრენილის] გადაფრეთილის C. 25 მივიდა] მოვიდა C. 35 თუ გინდა ეხლავ] ეხლავ თუ გინდა B. 38 გავინაწილოთ] გავინაწილოდ A.
210. 9 რად გიკვირს, არ გეხუმრები] ეს მართალია, ღვთის მადლმა B. 12 შამეფეთე] შემეფეთე C. 13 შაჰრცხვეს] შარცხვეს B; ჩემ] ჩემს AB. მე-16 სტრ. (...იერით) შემდეგ B-ში გადახაზულია:
მე ჯარეგელი ქისტი ვარ,
შეგატყვე საუბარზედა,
თორო რა ვიცი...
28 ალხასტაისძე] ალხასტაიძე C. მე-40 სტრ. (...გამიზიარე) შემდეგ B-ში გადახაზულია: ტყავი გაჰხადეს ნადირსა.
211. 6 თავდაპირველად B-ში ყოფილა: გიშველი ჯიხვის ზიდვასა, მერე გადაკეთებულია: გიშველ, წამოვალ შენთანა, ბოლოს უკანასკნელი გადახაზულია და ისევ თავდაპირველი წაკითხვაა აღდგენილი. 8 არა ვკადრებ] არ ვაკადრებ B. 12 გაეცნენ] გაეცვნენ C. 14 ახალი თავი ხელნაწერში ავტორს ჯერ დაუწყია ამგვარად:
გამოჩნდა ქისტის სოფელი...
ეს გადაუხაზავს და შეუცვლია ორი სტრიქონით:
მივიდენ, დაჩნდენ ცხადადა
ძილში წასული კოშკები...
ბოლოს უკანასკნელი სტრიქონიც გადაუხაზავს, ხოლო პირველი გადაუკეთებია ამგვარად:
მივიდენ, კოშკები დაჩნდა..
22 მობრძანდი] მობძანდი BC. 24 B-ში ყოფილა: სთქვა ჯოყოლამ და შესძახა, გადაკეთებულია: ცოლს დაუძახა ჯოყოლამ; ჯოყოლამ] ჯოყელამ A. ამ სტრ. შემდეგ B-ში ჯერ ყოფილა:
სად ხართ, არ მოხვალთ კარშია?
სტუმარი მომყავს, გაიგეთ...
ეს სტრიქონები გადახაზულია და ნაცვლადაა: სად ხარ, დიაცო, გამოდი; ბოლოს ესეც შეცვლილია: გამოიხედე კარშია; ამ სტრიქონის შემდეგ კი B-ში გადახაზულია: დაიხოცენით, შვილებო?.. 28 სდგანან დერეფანს, უცდიან] ორნივე იდგენ დერეფანს B. 29 B-ში ყოფილა: გვერდზედა, შეცვლილია: ღველფზედა. 31 კაცი] ქისტი B. 33 მამა-პაპათა] ძველთა მამათა B. 37 კაის] კაი AC.
212. 3 მოგგვარე] მოგგვარეთ ABC. 6 შენზედა] თქვენზედა B. 8 მოხვედ] მოხველ C. 9 B-ში ყოფილა: შენც გაგახაროს, შეცვლილია: შენდაც მშვიდობა B. 12 მიიპატიჟეს] მიიპატიჟა C. 13 ყოფილა: სდგას გვერდზე მკრთომარე, შეცვლილია: ქალი მისდევდა უკანა B. 21-ე სტრ. (...ძლიერი) შემდეგ B-ში 4 სტრ. (სტუმრად... მთისასა). 25 დაარღვევს] დაარღვეს A. 26 მაგრამ როს ნახა
უცნობი] შეჰხედა ზვიადაურსა B. 30 დროულს ქისტს] ქისტის შვილს B. 31 ხანჯრისკე] ხანჯრისკენ AC. 37 გაშლის] გაჰშლის B, აშლის C.
213. 4 გარედა] გარეთა B. 5 კარი-კარ] კარი-კარს AC. 9 ჯოყოლა] ჯოყელა A, ჩოყოლა B. 15 ხელთ] ხელს AC. 19 სთქვით] სთქვი A. 23 ჯოყოლას] ჯოყელას A; მიკვირს ჯოყოლას ჭკვისაგან] სცხვენოდეს ჩვენს ძმას ჯოყოლას B. 24 მტერს რად] რო მტერს B. 27 ცხვირიდამ] ცხვირიდან C. 28 ზვიადაურსა] ჯოყოლას სტუმარს B. 29 დიაცთ დაუთმოთ] ქალებს დაუთმობთ B. 30 ხმალი და ფარია] ფარი და ხმალია B. 35 შასწირონ] შესწიროს C.
214. 5 არა გზით] არას გზით C. 10 ყოფილა: არ უნდესთ ბევრი, გადახაზულია და შეცვლილია: რომ არ მოუნდესთ B. 14 ყოფილა: მონადირისა წესითა, შეცვლილია: ლაღობს, არ არის წყენითა B. 15 ამბობს ამბებსა] მიდგებ-მოდგება B. 20 მოსწონს] მოსწონ B. 21 ეტყობა] ეტყოდა C. 25 მიიპატიჟა] მოიპატიჟა AC. 29 ყოფილა: გარეთ დავსწვები, არ ცივა, შეცვლილია: მე დერეფანში დავსწვები B: დავსწვები] დავწვები C. 30 არც-კი] არა B. 37 მამლის] ქათმის B.
215. მე-2 სტრ. (... დიაცო) შემდეგ B-ში გადახაზულია:
მტერი დაგვეცა სწორედა.
იქნებ სტუმარი მღალატობს...
9 შემოგვაპარა] შემოგვეპარა AC. 10 სუ, დაიცადე] სუთ, დაიცადეთ B. 12 ამ დროსა] რა უნდა B. 14 ყური დაუგდე კარგადა] სუთ, აბა ყური დაუგდეთ B. 18 სწორედა] ნამდვილად B. 21 ჰქელავენ] სთელავენ AC. 24 აბა] ერთი B. 26 ჯოყოლამ] ჯოყელამ A; სჩადით] ჩადით AC. ამის შემდეგ B-ში გადახაზულია: მე ვერა მხედავთ აქაო. 34 სჯულსა] რჯულსა B.
216. 2 მოდიხარ] მოსდიხარ B. 3 B-ში ყოფილა: ურიგო, გადახაზულია და ზედ აწერია: მოსისხლე. მე-6 სტრ. (...ჭექითა) შემდეგ B-ში გადახაზულია: მთელის ქისტეთის ამკლები. 11 ქისტეთის] ქისტების AB. 12 გყავ] გვყავს A, გყავს B. 15 ეს იყო] ისაა B. 20 ჯერ დაუწერია: პირს სინანულმა გადაჰკრა, იქვე გადაუკეთებია: პირს სინანული წაესო B. 22 კოვზზე] კოვზზედ A. 23 მოკლა] მოჰკლა BC. 26-ე სტრ. (...ცოფითა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
შარშან ფშავ-ხევსურთ ლაშქარი
რო დაგვიტია გორითა,
თან შემოჰკივლა...
29 ვიცით] გვახსოვს B. 30-ე სტრ. (...შორითა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
შარშანდელს რა დაგვავიწყებს,
შამოგვისია ლაშქარი...
32 აქით] ჩვენგან B. 33 ყოფილა: თვითონ, შეცვლილია: უკან B. 34 ფეხმარდი] შავ-ქუდა B. 35 იმურტლავ] იმურდლავ B. ბეჩავო] ბედკრულო B. 36-37 გაუმაძღარის... გერევა - AC. 38 მაგასთან] ამასთან C.
217. 2 მაგითა] ბაგითა C. 4 თქვენს] თქვენ C. 7 ვუღალატებ] უღალატებ B. 9 ყოფილა: ხელი გაუხსენ, შეცვლილია: მე გთხოვ გაუშვა B. 10 B-ში ჯერ ყოფილა: ნუ სტანჯავთ უნამუსოდა, გადაკეთებულია: ნუ სტანჯავთ უდიერადა. 11 ჩემს ოჯახს] ჩვენს მიჯნას B. 16 რომ] რო B. 17 თვის რჯული დაგვიწყებიათ] დაგვიწყებიათ თვის წესი B. 27 რომ] რო B. 35 დღეიდან] დღეიდგან AB.
218. 1 ხანჯარი] ხანჯალი B. 2 უმარჯვა] ჩაურჭო B. 3-4 უყურე... სადამდე - B. 7 ალლახსა] ალახსა B. 10 ჰშვრებითა] შვრებითა B. 11 ქმნა] ქნა BC. უღმერთომ] ბოროტმა B; ქმნაო] ქნაო BC. 13 დაეცა] დაესხა B. 15 შეუკრეს] შაუკრეს B. 17 ხელ-ფეხშეკრული] ხელ-ფეხ შაკრული B. 31 B-ში ყოფილა: დასაკლავადა, შეცვლილია: სასაფლაოზე.
219. 6 მისდგამს] მოსდგამს C. 8 მხმარეთი] მხმარეთა AC. 9 ყოფილა: არ იძრვის მკლავი ძლიერი, გადასწორებულია: არა სძგერს გული მაგარი B. 11 ყოფილა: გაუმაძღარი, მშიერი, შეცვლილია: სასტიკი, გაუმაძღარი B. ამ სტრ. შემდეგ B-ში გადახაზულია:
მიწისთვის ყველა ერთია -
ფრიად სუსტი და ძლიერი,
იქ ყველას დაგვეკარგება
ადამიანის იერი...
14 ბჯღალით] ბჭყალით A. ბრჭყალით C. 26 კაცი და ქალი] ქალი და კაცი B. 27 შამოეფინა] შემოეფინა C. 28 მოჰყავდა] მოჰყავდათ B. ამ სტრ. შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
სეირს უცქირონ, მოდიან,
სიკვდილი ხომ გვძულს ყველასა.
31 ყოფილა: არვინა ჰბედავს, შეცვლილია: ან ვინ დაიწყებს B. 33 ყოფილა: სხვას რომ ვუცქიროთ, გადაკეთებულია: სხვას თუ ჰკვლენ, ცქერა გვწადიან B. 37 წარბშაუხრელად] წარბშეუხრელად BC. 38 მტანჯველის] მტანჯვების C.
220. 2 საფლავიც] საფლავი C. 4 მოლა მოჰყვება ლოცვასა] მოლამ დაიწყო ლოცვის თქმა B. მე-5 სტრ. (...მკვდარსაო) შემდეგ B-ში გადახაზულია: შენ გიაურო, დუშმანო... 8 მოვსდეგით] მოვსდექით C; შენნი] შენი AC. მე-9 სტრ. (...კარსაო) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია: შამოგვიწირავ მსხვერპლადა. 10 მსხვერპლსაცა გწირავთ] გწირავთ მსხვერპლადა B. 15 ვეფხვი] ლომი B. 18 ყოფილა: თქვენვე მითხარით, შეცვლილია: წარბ-დაღურბლილსა B. 19 ქედ-ჩაჟანგებულს] ქედ-ჩაჟანგებულ AC. 22 დარლასამც] დარლამსაც A. B-ში ყოფილა: დარლასთვის შეწირულია, გადასწორებულია: დარლასამც შაეწირები; შაეწირები] შაეწირება C. 23 დასძახის] იძახის B. 26 ყოფილა: არ იხრის წარბსა, გადასწორებულია: არ იდრიკება B. 28 ქისტის შვილები] ქისტიშვილები A. 29 ყალყსაო] ყალხსაო B. 30 რომ] რო C.
221. 3-4 B-ში ჯერ ყოფილა:
ძაღლ იყოს, მასვე ხრიალებს,
არ ახამხამებს თვალსაო...
შეცვლილია:
ძაღლ იყოს, მასვე იძახის,
არ ახამხამებს თვალსაო.
მე-6 სტრ. (...თვალსაო) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
გული რად მისდის, რად სტირის,
იმ ტურფას ქისტის ქალსაო,
ჩუმადა სტირის, ქურდულად,
რომ არ შეუტყონ სხვებმაო...
8 კვდებოდა] კვდებაო C. 12 B-ში ყოფილა: ქისტის, შეცვლილია: ერთი. 13 ჰმალავდა] მალავდა C. 15 B-ში ყოფილა: უნდა უშველოს, გული სთხოვს, შეცვლილია: მიშველებასა ჰლამობდა; მიშველებასა] მოშველებასა C. 17 ფიქრობდა] ჰფიქრობდა B. 21 B-ში ყოფილა: ზვიადაური ვაცოცხლო, შეცვლილია: რომ ეგ ვაცოცხლო, სხვას ყველას. 22 გავაფთხობინო] გავაფრთხობინო C. 25 აწ კრული] ბედ-კრული B, ან გული C. 29 გაწყრენ] გასწყრენ B, გაწყრნენ C. 33 დაჰკლა] დაკლა AB. 35 შეურაცხყოფილთ] შეურაცხყოფილ C. 36 ერთად] გაეძროთ ∾ B.
222. 2 ჰფიქრობდა] ფიქრობდა B. 5 გაბრუნდენ] დაბრუნდნენ AC. 7 მოვუკლავდით] მოუკლავდიო B. 11 ვეფხვებრ] ვეფხებრ A. 13 მოექე] მოექეც B. 14 B-ში ყოფილა: ნაბრძანებია ღვთისაო, შეცვლილია: თვითონ უფალმა ბრძანაო. 16 B-ში ყოფილა: დაუხშოთ სხივი მზისაო, შეცვლილია: გულში ჩავურჭოთ დანაო; ჩავურჭოთ] გავურჭოთ C. 19 ათრიონ] ითრიონ B. 28 B-ში ჯერ ყოფილა: მთას დადნა სხივნი მზისანი, შეცვლილია: მთიდამ მზის სხივი ჩამოხდა; მთიდამ] მთიდან AC; ჩამოხდა] წამოხდა C. 30 ამოჰხდა] ამოხდა AC. 31 დადგნენ, სულ დადგნენ] გადაიკრიბნენ B. 33 აღარსადა სჩანს] აღარსად სჩანდა B. 37 რო] რომ AC. 38-ე სტრ. (...სდისაო) შემდეგ B-ში გადახაზულია: ვაი მკვდარს, როცა არ დასდის...
223. 1 B-ში ყოფილა: ტირილი, შეცვლილია: გლოვა. 2 მკვდარ] მკვდარს B. 3 ყოფილა: ყვირილი, შეცვლილია: ნაფრენი B. 6 ნატეხი] ნამტვრევი B. 7 B-ში ყოფილა: ომს გამარჯვება, ლხენა და, შეცვლილია: ომს ლხინი გამარჯვებულთა. 7-8 ომს... მტრისაო - AC. 10 ბორგვნა] ბორგნა B, გლოვა C. 14 ნაბრძანებია] ნაბძანებია B. 17 ისხამს] ისვამს B. მე-20 სტრ. (...ჰკრთებოდა) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
ის უდგებოდა თვალ-წინა,
როს კაცი კაცად კვდებოდა.
22-ე სტრ. (...ელანდებოდა) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
ნამტირალევის შინ მისვლა
ქმისაგან ეხათრებოდა,
უცხო კაცისა, მტერისა...
27 ყოფილა: მგლოვესა, შეცვლილია: მოზარეს B. 30 შვრებოდა] ჰშვრებოდა C. 32 გულიდან] გულიდამ B. 33 იგი] ესე B. 36 B-ში ყოფილა: ვაჟკაცის, შეცვლილია: დაკლულის.
224. 1 იმას აღარა ჰფიქრობდა] აღარ ჰფიქრობდა იმასა B. 3 B-ში ყოფილა: მკვდარსა, შეცვლილია: ქმარსა. 5 B-ში ყოფილა: იმასაც, შეცვლილია: ჯოყოლას. 6 შაუხსნეს] შეუხსნეს C. 8 დამფთხალი] დამთხვარი B. 14 მკვდარსა] მკვდარს C. მუხლ-მოყრით] მუხლ-მოყრითა C. ამ სტრ. შემდეგ B-ში გადახაზულია:
სტირის, ცრემლი სდის ღვარადა...
19 B-ში ყოფილა: წვერადა, შეცვლილია: სახსოვრად. 21 შეხვია] შეჰხვია C. 25 მოესმის] მოისმის B. 31 შვრება] შვრები C. 33 ყოფილა: წყეულო, ჩვენო წამწყმედო, შეცვლილია: მაღალი ღმერთი გრისხავდეს B. 38 ყოფილა: თუ არა,
შეცვლილია: სწორია. ამ სტრ. შემდეგ B-ში ყოფილა და გადახაზულია ერთი სტრიქონი: ხმა ესმის გამწარებულთა. 40 აქით] იქით AC.
225. 1 ისმის] ესმის B. 2 იძახის] ეძახის C. მე-8 სტრ. (...მდებარნი) შემდეგ B-ში გადახაზულია: ყველამ მის გასაკიცხავი. 12 განთქმული] გათქმული BC. 13 მიჰკიოდა] მოჰკიოდა B. 17 მეორეს] მეორე AC. მე-18 სტრ. (...მდებარი) შემდეგ B-ში გადახაზულია: მკვდრები შესძარი სამარეს. 25 საითკე] საისკე B. 30 აღაზამ] გულნარამ B. 32 მირბის და მისდევს] მისდევს და მირბის B. 35 აძლევენ] აძლევდნენ C. 37 ყოფილა: გულნარას, გადახაზულია და სხვა მელნით თავზე აწერია: აღაზას B.
226. 11 ყოფილა: ვაჰმე ვკვდებიო, იძახა, შეცვლილია: ვაჰმეო - ეს კი იძახა B. 12 ყოფილა: უშრება, გადაკეთებელია: გაუშრა B. 14 მიითრია] მიათრია B. 16 B-ში ყოფილა: ჭკვიანად, შეცვლილია: მშფოთარე. 18 ახლა] ეხლა C. ყოფილა: მექმნნე ზიანად, შეცვლილია: გექმნა მოზარე B; მექმნა] მექნა C. 24 ვანანებ] განანებ A. 25 შემბღალავს] შებღალველს C. 14-ე სტრ. (...სახეო) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
მოიღო წყალი ჯოყოლამ,
უსვამს გულზედ და პირზედა,
ანუგეშებდა, თავს დასწრწის,
როგორაც დედა შვილზედა...
25-ე სტრ. (...ჯოყოლა) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია: ცოლისგან ელის პასუხსა.
227. 5 ტყუილია] ტყუვილია A. 9 ყოფილა: წამოველ, შეცვლილია: დავბრუნდი B. 12 გევერიე] შევერიე B. 17 კბილებ-ღაჯუნა] კბილებ-ღაჭუნა AC. 19 გამომიწვადა] გამომიწოდა AC. 27 გამოვიქეც] გამოვიქე B. 30 ფეხებქვეშ] ფეხებს ქვეშ AB. 34-ე სტრ. (...ხრიალით) შემდეგ B-ში ტექსტს ემატება:
იმ ღამეს ცუდად ეძინა,
შეჰკივლის, რადღაც შფოთავდა,
სიცხისგან თავი სტკიოდა,
წარამარადა ჰბოდავდა.
ჯოყოლა ცოლის საშველად
ძალ-ღონეს არა ჰზოგავდა.
228. 3 ვერ] სად B. 19 ვისმე] ვისმეს AC. 28 მუდამაც უხდება] უხდება მუდამა B. 32-ე სტრ. (...მთისაკე) შემდეგ B-ში გადახაზულია:
უმარჯვებს სასაფლაოსა,
თვალი ეჭირა მკვდრისაკე...
33 ჩამოდიოდენ] ჩამოდიოდა B. 35 აღაზაც] გულნარაც B.
229. 2 ლეშზე] ლეშზედ A. 6 ქსოვს] ჰქსოვს B. მე-8 სტრ. (...მიხდომა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
სწადიან გმირი იტიროს,
არ ძალ-უძლს ახლო მიდგომა...
15 გამოსადეგი] გამოსადექი. 18 ტიროდა] სტიროდა AC. 20 B-ში ყოფილა: ბედშავ, რადღა ვარ, შეცვლილია: ბედკრული რად ვარ. 27 რისთვის-ღა] რისათვის B. 31 ყოფილა: ქისტეთის, შეცვლილია: ურჯულოს B. 32 ვაჟკაცთ] ხევსურთ B. 34 ერთმანეთს] ერთმანერთს B. 36 გიკვირთ] გიკვირსთ B; ჩვენს] ჩვენ A.
230. 2 B-ში ყოფილა: სისხლით, შეცვლილია: დუმით. 3 მოკაზმულები] დარახტულები B. 4 ჯარს] ჯარ A. 16 მოერტყა] მოედვა B. 19 წვევასა] წვერასა A. 21-22 B-ში ჯერ ყოფილა:
უნდა ვეცადოთ, მგონია,
ქისტები თავის შველასა...
ეს სტრიქონები გადახაზულია და ზედ აწერია:
უნდა გვანანონ, მგონია,
დედათ აკვნისა რწევასა...
შემდეგ კი „მგონია“ შეცვლილია: ჰფიქრობენ, 24 შეჰხედე] გაჰხედე B. 27 კლდეები] კლდეების C. 28-31 სტრ. წადი... მიდიან] ხელნაწერშია:
ცოლი ეტყოდა ჯოყოლას:
შენც რად არ უშველ ქისტებსა?
მიდიან, აგერ, უცქირე,
ადე, თან გაჰყევ ბიჭებსა.
33 გამივლევენ] გამავლევენ C.
231. 3 ვითომ] ვითამ C. 9 ჯოყოლა] ჯოყალა A. 13 ჯიშადა] ჯიშოდა A, ჯიშობა C. 18 შამოეფინნენ] შემოეფინენ A, შამოეფინეს C. 20 ჩამოდის ხევსურთა ჯარი] ხევსურთა ჯარი ჩამოდის B. 21 B-ში ყოფილა: ჩამოაჟღერეს დროშები, შეცვლილია: დროშა მოჰქონდა წინასა. 23 მდუმარეს ქისტთა] მდუმარებს ქისტთა A, მკვდარის ქისტების B. 23-ე სტრ. (...ბინასა) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია: უნდა დასაჯონ ქისტები. 34 ორივე მხრიდამ] ორსავე მხარეს B, ორივე მხრიდან C. 36 ორსავე საქმე აწუხებს] ორსავ საქმე აქვს სამძიმო B. 37-ე სტრ. (...იბრძვიან) შემდეგ ხელნაწერში ტექსტს ემატება:
თოფების ხმასა, გულკერპნი
მთა-კლდენი შემოჰხვივიან...
232. 3 მაინც] მაგრამ B. 8 მისცა] მისცეს B. 9 საძევარი] საძევართა B; ხევსურთა] ორივეს B. 11 B-ში ყოფილა: მეუღლეს, შეცვლილია: გორდასა. 12 ჯალაფი] ჯალათი C. 15 კლდიდამ გადუხტა უეცრად] კლდის პირით შემოეგებათ B. 16 ქისტი] კაცი B. 17 ლაშქარსა] შვილებსა B. 20 ამბობდენ] ამბობდნენ AC. 21 ეგ] ის A. B-ში ყოფილა: ეგ სწორედ ჯოყოლა არი, შეცვლილია: ეგ უნდა ჯოყოლა იყოს. 25 დასთანხმდენ] დასთანხმდნენ C. 27 უფთხის] უფრთხის C; გროვასა] ხევსურთა B. 28 თუმცა] თუმც ყელს B. 28-ე სტრ. (...უღერენ) შემდეგ ხელნაწერში ტექსტს ემატება:
და გულზე დაურიდალად
წვერ-წმინდას შუბებს უშვერენ.
ჰკლავენ უბედურს, ჰკლავენო,
ერთად ქისტები იძახდენ.
მართლაც რომ მოჰკლეს, გაჰფატრეს,
ხევსურნი პირჯვარს ისახდენ,
მის ვაჟკაცობა მოსწონდათ1,
ჯოყოლას სახელს იცავდენ.
29-30 მოჰკლეს... უწერენ - B. 31 - 32 ქისტთ...ახია - AC. 33 მოჰკლან, თუ მოჰკლეს] მოკლან, თუ მოკლეს B. 35-ე სტრ. (... აგვრია) შემდეგ B-ში+გატეხა პირი სოფლისა...
233. 1 ყოფილა: მკვდარი, შეცვლილია: ხევსურთ B; გასწირეს] გაწირეს B. 2 ყოფილა: წარაფის, შეცვლილია: მკვდარი, კლდის B. 3 ქისტებსა] ქისტებს B. 4 ჩამოეფინნენ] ჩამოეფინენ AC; ფერდაზე] გვერდაზე B. 6 დაკრული] ნაქნევი B. 7 ჩხერა] წკეპა B. 10 B-ში ყოფილა: ციხეს მიჰმართა კოშკებსა, შეცვლილია: კოშკებს მიჰმართა გრიალით; მიჰმართა] მიჰმართეს AC. 11 B-ში ყოფილა: ჩავიდენ სასაფლაოზე, შეცვლილია: ჩავიდენ დაბლა ხევსურნი. 19-20 ასრულეს... წინათვე - C. 25 უცხოეთს] სხვის ადგილს B. 28-ე სტრ. (...კარია) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
ხევსურეთს გაიმართება
დიდი გლოვა და ზარია.
29 ყოფილა: დიაცნო, შეცვლილია: მოძმენი B. 33 ყოფილა: ვაჟკაცისადა, შეცვლილია: დანადინარი B. 35 XIII - B.
234.. 3 ყოფილა: დასტრიალებს, გადაკეთებულია: დაჰყრანტალებს B. 4 ყოფილა: უშლის, შეცვლილია: უცრის B. 6 მწარია] მწარეა C. 7 აღარვინ] აღარვი A. მე-8 სტრ. (...მხარია) შემდეგ B-ში გადახაზულია: სადაც ჯოყოლა დავმარხე. მე-12 სტრ. (...მდგარია) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია: სასაფლაოსაც მიჭერენ. 14 ყოფილა: მკვდარია, შეცვლილია: ცხედარი B. 18 ჩირქის] ჩირქჩის A. ამ სტრ. შემდეგ B-ში გადახაზულია:
ირჩია თავის მოძმესა
ურჯულო, გადამთიელი,
ჩვენი მტერი და მოსისხლე...
32 დელგმაა] თენგმაა AC. ამის შემდეგ B-ში გადახაზულია: მრისხანებს ცა და ღრუბელი. 34 ყოფილა: უშველე, შეცვლილია: მოჰხედე B. 35 უშველი] უშველო C.
235. 7 ყოფილა: მრისხანებს, გადახაზულია და შეცვლილია ორჯერ, ჯერ: ბობოქრობს, შემდეგ: ბოროტობს B. 9 დღესაც] ჯერაც B. 12 იმან არ იცის სიკვდილი] სიკვდილი არა სცოდნიყო B. ამის შემდეგ ხელნაწერში ტექსტს ემატება:
არც როდის თავის დღეშია.
პირს ღიმი როდი მოჰსვლიყო...
18 მთებითა] მთებია C. 33 რიღასთვის] რაღადო B. 35 ქისტეთში] ქისტებში A. 37 ორთავ] ორთვე B; ქისტებსა] ქისტებმა A.
236. 7 მოჰკლეს] მოკლეს AB. 9 ნაგალს] ნაგულს AC. 11 სასაფლაოსკე] სასაფლაოსკენ C. 19 მდუმარედ] ჯოყოლას B. 20 ამოდის] გაჩნდება B. 22 ენთება ცეცხლი] აანთებს ცეცხლსა B. მათ გვერდით] მათს გვერდზე B. 23 B-ში ჯერ ყოფილა: ცეცხლი დაჩნდება მთაზედა, შემდეგ პირველი სიტყვა შეცვლილია, ჯერ: ალი, შემდეგ: მკრთალად B. 26 ვაჟკაცობისას ამბობენ] უბნობენ ვაჟკაცობაზე B. 27 ერთ-ურთის] ურთ-ერთის B. 29-ე სტრ. (...დაძმობისასა) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
და საიქიოს მტანჯველსა...
მაგრამ მალევე წყეული
ლამაზნი სანახავია.
უხდებათ ერთად ნადიმი,
კაცი ვერ ძღება ცქერითა,
როცა მათ ჰხედავს მთაზედა,
მაგრამა ცალი ღრუბელი
შავად გაჩნდება ცაზედა,
ჩამოიძაბვის მიწაზე,
დაეხურება თავზედა,
დაიმალება წყვდიადში,
გულის მგმირავი სურათი...
237. 4 დაბლა] თავქვე B; ხველითა] ხელითა AC. 5 და - B. უკანასკნელი სტრ. (... ყელითა) შემდეგ B-ში ტექსტს ემატება:
და ბალახსა სთიბს ნიავი
დაჩლუნგებულის ცელითა...
წერილში „ჩემი პოემების შესახებ“ ვაჟა მოგვითხრობს „სტუმარ-მასპინძლის“ შექმნის საფუძვლის თაობაზე: „ზეპირგადმოცემამ მომცა მხოლოდ ერთი ადამიანის, ზვიადაურის სახელი და ერთი ეპიზოდი, სახელდობრ ის, როცა მას ქისტები თავიანთ მკვდრის, დარლას საფლავზე ჰკლავენ, ხანჯარს ურჭობენ ნელ-ნელა ყელში და ცდილობენ როგორმე შეაშინონ, მოდრიკონ, რომ მსხვერპლი მსხვერპლად გამოდგეს, ზვიადაური ქვავდება და გაიძახის: „ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა!“ დანარჩენი პოემაში საკუთარი ფანტაზიის ნაჩმახი გახლავთ...“2
_________________
1. ამის შემდეგ გადახაზულია ორი სტრიქონი:
რა ვაჟკაცურად დაგვიხვდა,
როგორ შაგვაკლა თავია.
2. ვაჟა-ფშაველა, V11, 1956, გვ. 336.
![]() |
16 ხის ბეჭი |
▲ზევით დაბრუნება |
I
წვიმდა, ელავდა, ღვარები
მთის ფერდოებზე დიოდენ,
ჩავლით ჩაკიფეს ბალახი,
დაბლა ხევებში ხვიოდენ,
მოაგორებდენ ლოდებსა,
ისმის დგანდგარი, ჩხერანი;
მთისად მთა დატევებული,
კლდე, კლდეს მობმული, ვერანი,
ირჩევა ღამის წყვდიადში,
საზარლად აყორებული;
ხევში ბობოქრობს მდინარე
მყვირალი, გაღორებული.
გაღმა სხვა მოსჩანს ფერდობი
დიდი, შავის ტყით ფარული,
როსტომის მრისხანება აქვს
და თან სინაზე ქალური.
იქ ბევრი იცის ირემი,
დათვი და ღორი მალული.
მათ მონადირე აწუხებს,
ქურდულად შემოპარული.
იქ კაცნი როდი სცხოვრობენ...
მოკამკამებენ წყარონი,
ჩალა-ჩადუნას პირს ჰბანენ
ტურფანი, გასახარონი.
ნამი ჩამოდის წვიმისა,
დაბლა ფოთლებზე ხმაურობს;
ქვეით კი ისევ მდინარე
მოსთქვამს და აურზაურობს.
სხვა ხმა არსიდამ არ ისმის:
არც მგელი ღმუის არსადა,
მელის ხავილსა, ბუს კივილს
ვერსად იშოვით ფასადა.
გადაიყარა ცამაცა,
ვარსკვლავნი დაჩნდენ დასადა.
სველია ნაწვიმობითა
ბალახი, ტყე და ფოთოლი.
კაცი ვინმე სჩანს ხის ძირას
მობუზვით, როგორც ობოლი.
თოფი აქვს მიყუდებული
იქვე წიფელზე მარჯვესა,
მკრთოლარე ცეცხლი უნათებს
მჭმუნვარეს პირისახესა.
ზის მკერდ-მიპყრობით ცეცხლისკე,
ჩიბუხს ეწევა დინჯადა,
კარგია შესახედავად,
წამოსადეგად, ბიჭადა.
მარცხნით მკერდს სასწრაფო უჩანს,
თითბრისა მასრებიანი,
მარჯვნისკე - საპირისწამლე
თეთრი, იმ სპილოს ძვლიანი;
წელზე ხანჯარი არტყია,
ძმად საგულისხმო, ფხიანი.
ზის თავისათვის მარტოკა,
ფიქრობს ხვალინდელს ცდისასა:
მოჰკლავს თუ არა ნადირსა,
ფიქრით არკვევდა იმასა.
ეს დღე ტყუილად იარა,
ვერსით რას გახდა ღონესა;
შეხვდა ნადირსა - ვერ მოჰკლა,
ვითომ ესროდა სწორესა;
ორჯელ ესროლა ირმებსა
ახლოს, არც ისე შორესა,
უჭირველებივ დაიქცნენ,
თავს ევლებოდენ გორებსა.
საღამო ხანზე თხრაშია
თავს წამოადგა ღორებსა...
ესროლა, მაგრამ დაუცდა,
თავში იშენდა ტორებსა.
მიტომ მჭმუნვარებს ვაჟკაცი,
ფიქრისას აგებს ყორესა.
II
„ეი, ძმობილო, ძმობილო!“
გაღმიდამ კაცმა იძახა.
შემკრთალმა მონადირემა
პირჯვარი გამოისახა:
- ღმერთო, შენ ჯვარი დამწერე,
ნუ გამხდი საეშმაკოდა.
მიშველე, ლომისის ჯვარო! -
შეშინებული ამბობდა.
„წამო, ძმობილო, ნუ ჰკრთები,
კაცი ვარ, პირჯვრის მწერელი;
ნუ გეგონები ალ-ქაჯი,
ბოროტის საქმის მრჩეველი.
წამო, აქ წამო ჩემთანა,
გამაირბინე ჩქარაო;
მე ხომ გეძახი, ესა ვარ,
სხვამაც ეს დამაბარაო.
აბა და რაღას სტორტმანობ,
შე დალოცვილო, კმარაო!"
უნდოდა მონადირესა
ჯერ დაეძახა: - არაო.
- ვაჰ, თუ ცუდად რამ მომიხდეს, -
სთქვა... მიდის... გაეჩქარაო.
თოფი გადიგდო მხარზედა,
ხანჯარი მოიგვარაო.
„მოხვალ, თუ არა, ძმობილო?
სთქვი შენის ფიქრის ძალაო!"
- მოვდივარ, თუნდა შამჭამო,
დღე ვეღარ ვნახო ხვალაო.-
თან უფრო ნაბიჯს უმატა,
ფეხმარდად გაემალაო.
ბევრგან ხევებზე ჩასვლაში
კლდეებსაც შაეხალაო.
და აგერ ქვეით გამოჩნდა
აყვავებული ჭალაო.
- აბა, ვინა ხარ? ვინ მიხმობ? -
აქედამ დაახალაო.
„წამოდეგ“,- ახლოდამ ესმის:
„ჩემო ძმობილო, ბალაო!“
III
ავლო პატარა აღმართი,
გადაიხედა ქვეითა;
ყურს უგდებს გაოცებული,
ყაყანი ესმის ხევითა.
მშვენიერია ტაფობი,
განათებული ცეცხლითა.
შემხდარი, შეზავებული,
ნაკურთხი უფლის ხელითა.
აქ მას რამდენჯერ უვლია...
ამას რას ჰხედავს თვალითა?
ირგვლივ ირწყვება ტაფობი
ვერცხლის და ოქროს წყალითა.
ხეებს სანთლები აკრია, -
ცასა სწვდებიან ალითა,
ყვავილნი ათასნაირნი
დაკიდებულან თავითა
დიდრონის ხეებიდამა
ლალ-იაგუნდის კავითა.
დაჯარებული ხალხია
მწვანეს ხავერდზე დაბლაო.
ჰკვირობს: - აქ ეს ჯამაათი
საით რამ მოიყვანაო?!
მართალსა ვხედავ, თუ ესა,
ვსტყუვდები, მომეზმანაო?
„წამოდი, ახლოს წამოდეგ,
არ მოგვენდობი განაო?"-
ერთმა მას ხელი მოჰკიდა
და წაიყვანა თანაო, -
ტურფად შამკობილს ტაფობში
თამამად ჩაიყვანაო...
ჩამოსვეს ხალიჩაზედა,
ღვინოს აწვდიან თანაო,
გადაჰკრა მონადირემაც,
დიდხანს არ დაახანაო,
რა ლეში არის სუფრაზე,
საით ვინ მოიტანაო?
სულ თავში გოგოც ვინმე ზის
ტურფა, ლამაზი რამაო.
ჭკვიდამ არია სტუმარი
იმის ნისლივით თმამაო.
წამოდგა ქალი ფეხზედა, -
თითქოს იელვა ცამაო, -
ჰაერში გაიკრიალა
მისმა ზარივით ხმამაო:
„ნება გაქვთ პური მიირთვათ,
ეს მოგახსენათ მთამაო!
და შენც, სტუმარო ღვთისაო,
ამას გთხოვ, იყო ფთხილადა;
ძვალები არ დაგვიკარგო,
რაც მოგერგება წილადა“.
IV
აქამდის დაუქმებულნი,
შეუდგნენ პურის ჭამასა,
ხორცს არიგებდენ სწორ-სწორად
დახსოვნა უნდა ამასა:
ძვალებს კი, მცირე ნაფხვერსა,
იქვე აწყობდენ ერთადა, -
არ დაეკარგათ ცოტაც კი,
ამად ფთხილობდენ მეტადა.
ღვინოსა ჰსვამდენ თასებით,
მადლი ახსენეს მიწისა,
ვინაც ქვეყანას განაგებს,
სვეს სადღეგრძელო იმისა.
„შენც გადღეგრძელოს, ქალაო“,
ბოლოს დასძახეს ისიცა.
აქ მონადირემ იცრუა:
წილად ბეჭი ჰხვდა ირმისა,
„ხელ-უკუღმ“ წყალში გადაგდო,
დღესაც წყალს მიაქვს, მიდისა!
ძვალები გოგოს დაუწყვეს,
იმ ცისკარივით მნათობსა;
როგორაც ცასა უფალი,
იქაურობას ამკობსა.
მივიდნენ ძვლების სათვლელად,
ქალთან მიქუჩდნენ ყველანი...
ხარ-ირმის ბეჭი დააკლდათ,
სად მიეფარა ვერანი?
ეძიეს აქეთა-იქითა,
ამაო იყო ძიება.
აჟრჟოლებს მონადირესა,
თითქოს შეჰყროდეს ციება.
„ვაჰ თუ გაიგეს, - ჰფიქრობდა: -
შემრისხონ, გამამწარონო;
მომკლან და აქვე დამმარხონ,
ზედ მიწა მომაყარონო“.
შემკრთალს ზედ არც კი შეხედეს,
ბეჭი გათალეს ხისაო,
და სხვა ძვალების ბეჭებში
ძვალად ჩათვალეს ისაო.
ქალმა დაწერა ძვალები,
რაც ერგებოდა ვისაო:
„ამას მოჰკლავსო ჭოლიკი
გაზაფხულს ჭალის პირადა,
სადაც ბევრი დგას ჩადუნა,
ლერწამი იცის ხშირადა“.
„ეს თიბათვეში მოკვდება
ბერის ბერიკას ხელითა,
როცა მუჯაზედ ჩავალის
მწვანის ბალახის თელითა,
ჩაივლის, ჩათამაშდება
მადლ-მორეულის ველითა“.
„ამას - ბერიძის ხირიმი
დგნალში, წითლის კლდის ძირასა;
ექნებათ კაი დღეობა
ბეჩავის ცოლ-შვილს კვირასა“.
აიღეს ბოლოს ხის ბეჭი...
ვისად დასწერენ იმასა?
„ეს ყვირილობას მოკვდება,
სწორედ პარასკევ დილასა.
ბალიას ანაწერია,
რაკი გადიღებს წვიმასა“.
ახსენეს მისი სახელიც,
უხარის მონადირესა,
სწავლობს დღითა და საათით
გოგონას დანაპირებსა.
დაწერეს ათასობითა,
დაასაჩუქრეს დუნია.
უკვირს ეს მონადირესა,
ძირს თავი დაუღუნია.
იმ დღის ნავალს და ნატანჯსა
თვალთ მოეკიდა ლულია,
დასძინებოდა ტკბილადა
და დაუსვენდა გულია.
არ დავიწყნოდა ბუნებას
თვისი წესი და რჯულია:
გათენებულა, მზის სხივმა
მთას მოჰკრა მართლის სულია.
ბალახს აღელვებს ნიავი, -
დამწვარი, დადაგულია.
გამოეღვიძა, აყოლებს
თვის გარეშემო თვალსაო.
ვეღარსად ჯამაათს ჰხედავს,
ვეღარც იმ ტურფა ქალსაო.
აქ სადღა არის? ვინ ნახავს
იმ ოქრო-ვერცხლის წყალსაო?
რა იქნა ყვავილთ კონები?
კაცს მოსტაცებდა თვალსაო!
აღარსად ნაცეცხლარია...
მართლაც ტაფობი დიდია.
ხეებზე ყვავილთ მაგივრად
წვიმის ცვარები ჰკიდია.
გარშემო მწვანობს ბუერა,
შუპყა, კენკეშა, დიყია,
და მაყვალს თავით-ბოლომდე
გაედვა ფოთლის ხიდია.
გაჰღვიძებიყო ყველასა,
ტურფად გალობენ ჩიტები,
პირს ჰბანენ ბუნების მგოსნებს
ციური მარგალიტები.
ბალახი ჰკოცნის ბალახსა,
დილის ნიავი ყველათა,
როგორც რომ დედა მშობელი,
თავს დასტრიალებს მცველადა;
ფერად-ფერადნი ყვავილნი
თითქოს გაშლილან ხელადა,
სამოთხეს მომაგონებენ,
მოციმციმებენ ველადა,
ტრფობისა ცეცხლი ციური
ბაგეს უღვივისთ ცხელადა.
მთის ძირში სძინავს შავს ნისლსა,
სჩანს უზარმაზარ გველადა.
დაბლიდამ მთებსა შეჰყურებს
შუბლ-მოქუშული, ცერადა.
მთები კი წარბსაც არა სძვრენ,
თითქოს დამსხდარან მღერადა, -
ქედები აუღერიათ,
მუშტებსა ჰმუჭვენ კვერადა.
„დინჯად იყავით, ჭკვიანად“,
ამას გვეტყვიან რჩევადა.
ლოცვა-კურთხევა უფლისა
მოდის ხევიდამ ხევადა.
ტურფა რამ შექმნა ბუნება?
ასე რამ გააფერადა?!.
გაღმა ხეს სჩიჩქნის კოდალა,
ნისკარტს სცემს, დააკრიალებს,
ცად გადმოსულა არწივი,
ბუმბერაზადა ტრიალებს.
ტყე სასოებით სულს იქცევს,
წყნარად ფოთოლი შრიალებს.
მდინარეც დაწყნარებულა,
გუშინდლებრ აღარ ღრიალებს.
შემოქმედს მადლი შესწირა
ბალიამ პირჯვრის წერითა,
ის წუხანდელი ამბავი
გულში აქვს ღრმადა, ზევითა
გასწია საშინაოდა
დინჯად, ყალივნის წევითა.
ფიქრობს, არავის უამბოს
რაც ნახა, რაცა ჰსმენია:
ადვილ სათქმელი არ არის,
უთუოდ დასათმენია.
V
- რა ჰქენ, ბალიავ, სად იყავ?
იქნებ ტყუილა იარე?
გვიამბე მთა-ტყის ამბავი,
ნანახი გაგვიზიარე. -
ამას ჰკითხავდნენ სოფლადა
ბალიას: დიდი, მცირია.
კარგა ხანს პასუხს არ მისცემს,
მოუკუმია პირია.
- რა ვქენ, ძმობილო, შენს მტერსა,
ტყუილ-უბრალოდ ვეთრიე,-
ბევრგანა ვნახე, ბევრჯელა
სიათაც გამოვესრიე.
ვერას მოვკიდე, წითელი
ვერ გავადინე ერთსაცა,
ბევრი ვევედრე ხატებსა,
სანთელი უნთე ღმერთსაცა,
მაგრამ მაინც და მაინცა
უქმად დამირჩა ვედრება.
უღვთოდ, იტყვიან, და მართლაც,
ალბათ, არ თუ რა იქნება;
რომ გამემარჯვა, ალბათა,
უფალმა არ თუ ინება!
გულში კი ფიქრობს: მაცადეთ,
ჯერ ჩამოგვიდგეს სთველია.
ჰნახავთ, თუ არ გავიმარჯვებ,
არ მომემართვის ხელია.
- იქნება ხელ-შეკრული ხარ,
ან იქნებ თოფი შეგეკრა
და იმით ალი, მაცილი
თოფის ლიშანზე დაგეკრა!
შეალოცვინე მკითხავსა,
მიზეზს გაგიგებს იგია;
მაგისთანა დროს, ხომ იცი,
შელოცვინება რიგია.-
ამას ურჩევდა ბალიას
მარტიაშვილი გიგია.
- თოფი გექნება შაკრული,
ლიშანსა ვხედავ სწორადა.
მეც ბევრჯელ მაგრე მომსვლია,
წასვლა რად გვინდა შორადა:
ერთისად დამიმიზნებავ,
მომჩვენებია ორადა.
უწმინდურს რასმე მოჰკლავდი:
ძაღლსა, ყორანს, ან ციცასა;
შეალოცვინე, სჯობია,
მე დამიჯერე ბიძასა.
- ეგ მართალია, ძოღან სამ
აქ ცოფიანი დარბოდა;
ის კი მე მოვკალ, სხვა არა. -
ბალიაც ამას ამბობდა.
- დოჯურის ძაღლი? ჰო, კიდეც
იმიტომ ხელი შაგკვრია,
უწმინდურისა მოკვლამა
ეგ იცის, მუდამ მაგრია.
შეალოცვინა თოფისთვის,
რჩევა არ დაუწუნია,
თუმცა-ღა სანადიროდა
თოფი არ გაუბრუნია:
სათიბ-სამკელი აღონებს,
ბრუნავს ზაფხულის სუნია.
მოელის ყვირილობასა,
უთმენლად უცემს გულია.
VI
სთველია. ბრძამიანშია
ხარი-ირემი ყვიროდა,
თითქოსა დედა შვილზედა,
გულ-ამოსკენილი ტიროდა,
ბალიაც პირდაპირ იჯდა,
ირმის ყვირილით ხარობდა:
ანგრევდა არე-მარესა,
სატრფოს მომლოდნე წვალობდა.
მთა-ბარის დაქცევასა ჰგავს,
განა ბულბული გალობდა!
ხარ-ირმის ვნებათ ღელვაა,
ფურსა ირემსა ჰყვარობდა!
წამოეპარა აქედამ,
ირემს მიუჯდა ახლოსა;
ყვირილი ესმის და ცდილობს,
უნდა გარჩევით ნახოსა.
რქებს იტრიალებს, ხის ტოტებს
ამტვრევს რქით, დაბლა ამხობსა.
უმიზნა, ჩახმახს მოსწია,
შემოაყენა ფეხზედა,
უნდა დასხლიტოს ჩახმახი,
თითს არ მოჰყვება წესზედა.
ამ დროს მეორე მხრიდამა
თოფისა ესმის გრიალი...
უყურებს, დაბარგანავდა
ხარი-ირემი ტიალი.
დაეცა მუხლის კვერებზე,
იბრძვის, ადგომას ცდილობდა,
რქას იბჯენს, ებრძვის სიკვდილსა,
გმირი ვეღარა გმირობდა!
ბალია გამტკნარებული
თვის დამარცხებას ჰკვირობდა.
ცდილობდა ხარი ადგომას,
ეზარებოდა სიკვდილი;
სატრფოს დაეძებს თვალებით,
ჰსურს ესმას მისი კივილი.
ვერ გაძღა სიყვარულითა,
სწადის იმასთან სირბილი,
ხან მაძღრად ყოფნა მთის ყურეთ,
ბევრი შიში და სიყმილი.
ყველას რად უყვარს სიცოცხლე?
რად ეჯავრება სიკვდილი?!
ნატყვიარი სჭირს სუკზედა,
სიცოცხლის წამი ჰქრებოდა,
საბრალო არის კაი ყმა,
უნუგეშოდა კვდებოდა!...
თავისი სატრფოს სურათი
ჰაერში ეხატებოდა;
საამო წამი ყოფნისა
სამუდმოდ ეკარგებოდა.
გადმოეტანა ვაჟკაცი
მოლხენით, აბჯრის ჟღერითა
და დააბჯინა კისერში
ირემს ხანჯარი წვერითა.
მოსჭრა თავი და გადადვა,
ჩამოუტყავა ფეხები,
ბალია ეხლა გონს მოდის,
გულს უკლავს დანახედები.
VII
თქვენს მტერსა ისეთი ყოფნა,
რომ ამას მოსწყდა წელია:
წავიდა ყურებ-ყურებით,
ნაბიჯი ჰქონდა ნელია;
მივიდა მონადირესთან
და გაუწოდა ხელია.
- მუდამც ხელ მოგემართების! -
წინწინ ამისი მთქმელია.
შუბლზე კი გაჭარხლებულსა
ოფლი ჩამოსდის ცხელია: -
რაზე დამღუპე? რა მიყავ?
საით რას ასჩნდი-გასჩნდია?
მე ეხლა შენთან, ძმობილო,
უთუოდ ჩხუბი მწადია.
მეც მოვეპარე ირემსა,
იქით რომ, აგერ, ფლატეა;
ამოვძვერ, ამოვეპარე,
ბექობზე ავებღატია;
გამოვუმიზნე თოფიცა,
რა წინ საფარი ავიგე,
შემოვაყენე ჩახმახი,
გული ბუდეში ჩავიგე.
ვეღარ გავიგე და ამ დროს
შენის თოფის ხმა გავიგე.
- ეგ რისთვის გიკვირს, ძმობილო?
ალბათ, მეც წილი მდებია;
მეც შენებრ ტყეში დავძვრები,
შემოვიარე მთებია.
მოდი, ჯერ ტყავი გავაძროთ,
მერე გავიყოთ სწორადა,
რა? ვითომ ძმანი ვყოფილვართ,
გავინაწილოთ ორადა.
რა ეთქმის? ესეც დასთანხმდა,
ნადირს დაუწყეს ტყავება.
ბალიაც აღარას ამბობს,
ახლა კი ენა დაება.
მხოლოდ ეს ჰკითხა - ვინ არის,
აქ საით გადმოხვეწილა?
პასუხად ესმის ბალიას:
- „ბოდბისხეველი წიწილა“.
ამ დროს მოესმათ გრიალი,
ირემმა გადმოირბინა.
- აბა, ესროლე, ძმობილო,
შენი ჯერია წინ-წინა. -
ამას ეტყოდა ბალიას
ბოდბისხეველი წიწილა.
ირემი ახლოს მოუდგათ,
ქორ-ბუდიანი ხარია.
ესროლა თოფი ბალიამ,
იქვე მის მარჯვეს მდგარია.
დაუცდა, თუმცა ფიქრობდა,
უთუოდ მოვკლავ, მაშაო!...
გაიქცა, ირმის ფეხის ხმას
ტყემ მიაძახა: „ვაშაო“!..
უმწერლოდ მწერიც არ კვდება,
რატომ არ იცი, ვაჟაო?
წავიდა, გაჰქრა ირემი,
დაუცდა თოფი, დაუცდა,
იმედი უკილაკავო
გაცრუვდა, როდი აუხდა!
მობრუნდა წიწილასაკე
გაწბილებულის სახითა.
ჰხედავს, რომ ისიც გამქრალა
თავის გრძნეულის მახითა,
ირემი გატყავებული
იქვეა სრულად მთლიანად.
ეს საკვირველი ამბავი
გულზე დააჩნდა ზიანად.
„სად წახველ, სად დამემალე?“ -
სახელს ეძახდა ხმიანად...
„რა მემართება? რას ვხედავ?“
ბოლოს ესა სთქვა ჭკვიანად.
ეძახა, ბევრი ეძახა
დაბლაით, მერე ხიდამა, -
მხოლოდ ნიავი დუდუნებს,
სხვა ხმა არ ისმის ტყიდამა.
ციაგი გადმოსწოლია
დაბლა ხეობას მთიდამა.
„ეს ჩემი საქმე ყოველი
მომდინარეობს ღვთიდამა“.
ამაზედ დადგა ბოლოსა,
მტკიცედ იფიქრა იმანა;
მაინც საჯაროდ ამის თქმას
უფალი იწყენს დიდადა:
ამომთხრის ძირფოჩიანად,
საქმე წამივა ცუდადა;
რაც ვნახე, რაც გავიგონე,
გულსვე ეხუროს ქუდადა;
იქნებ ყისმათი რამ არის,
საქმე რად მოვრთო მრუდადა?
არ ვიტყვი, მაინც არ ვიტყვი,
თუნდა გამკაფონ ხუთადა.
VIII
ყაყანი ისმის სოფელში,
ხალხი გროვდება ერთადა.
რაღაც საჭირო საქმეა
და საგულისხმო მეტადა.
ყველა ბალიას ეზოში
მორბის: კაცი და ქალია,
და იარაღში ჩამჯდარი
იქვე ტრიალებს ბალია.
ხან მონადირეს უცქერენ,
დაბლაც მიურბისთ თვალია...
იქ ირმის ლეში აწყვია,
იქვე ძევს თავ-რქა ირმისა;
დიდს რქას უქებენ ძალიან,
ყველას ჰსურს ნახვა იმისა.
სახელს ულოცვენ ბალიას
მოჯარებული კაცები:
- მუდამამც გაგემარჯვება,
ნუმც ცარიელი დაჰრჩები.
საით იარე? სად მოჰკალ?
დიდი ყოფილა ფრიადა. -
ბალიამ თავისი საქმე
ძალიან გააზვიადა:
- ოჰ, რაც ამ ტიალს დავსდიე,
ორჯელ, თუ სამჯერ გამექცა;
კინაღამ კლდეზე გადვარდი,
კინაღ სახლ-კარი დამექცა:
გაქცეულს ვეტევებოდი,
გახელებული თან მეცა.
ირმისა დადევნაშია
ერთს დათვს წავაწყდი ნაწოლსა;
ამოდგა, ამომეტოტა,
მესროდა ქვას და ნათოსსა,
მაგრამ მალევე გაიქცა,
თოფს ვერ გაუძლო ნასროლსა;
გაიქცა თავქვე ღრიალით,
სისხლი სდიოდა ორგნითა,
არც ის დარჩება ცოცხალი,
თუმც ბევრი მწყევლა ბორგვნითა.
ყური არ ვუგდე, წავიდა,
მე ირემს ვეშურებოდი, -
გამიეშმაკდა, დარბოდა,
რა მდევრად ვეგულებოდი.
ბოლოს მოვასწარ და მოვკალ,
ვესროლე, დავაგორია,
ბედამის წყარო რო ჰქვიან,
სადც ბრძამიანი გორია.
- ყოჩაღი არი ბალია,
სწორედ ამ სოფლის ფასია,
მაგას ერთს ვაჟკაცობაში
ვერ შავედრებით ასია.
სწორედ ამ დიდების დროსა
საქმე რამ მოხდა ნავსია:
ლეშს ედვა ზევით თავთანა
მხარი, - ეს ყველამ იხილა,
ამ მხრიდამ ბეჭი გადმოხტა,
თხილივით გამოიჟილა.
დაეცა დაბლა ხალხის წინ,
აუჩქარებლად, წყნარადა.
არავის ხელი არ ეხლო,
წადინით, თავის-თავადა.
სახე იქ მყოფის ერისა
გადაილესა შავადა.
ბალიაც გაშრა, გაფითრდა,
მკვდარს დაემსგავსა თავადა.
ვეღარ უყურებს ბეჭს თვალით
პირდაღებული... ბნელია.
სხვებმა გასინჯეს ბოლოსა,
იმას არ ეხლო ხელია.
მაშინვე სახლში შევიდა,
სისხლი გაუშრა, ხმელია.
გასინჯეს, - მართლა ხისაა,
ნაოსტატარი კაცისა.
პირჯვარს იწერენ ყველანი,
„ვიშ-ვიში“ ისმის ხალხისა.
- აქ რაღაც ღვთის ძალა არის, -
ყველა მთქმელია ამისა. -
გვითხარ, რა იყო? რა მოხდა?
შენ უკეთ გეცოდინება,
აგვიხსენ, თუ გწამს უფალი,
ხალხი შენ გელოდინება. -
გარედამ კაცი უძახის
ბალიას, პირქვე მწოლელსა.
„არ ვიცი", ისმის იქიდამ:
„ჭკვა აღარა მაქვს დონესა!“
- მაინც გვითხარი, ღვთის მადლსა.
საქმე რად მოხდა ასეთი?
ან ეს ხის ბეჭი რა არის?..
ვისაგან არის ნაკეთი?
„არ ვიცი“, კიდევ მოესმათ
და თანაც კვნესა ზედაო.
„წაიღეთ, ხორცი თქვენია,
მე არ მეჭმევა, ვხედაო.
თუ ასე მოვსტყუვდებოდი,
რისთვის გამზარდე, დედაო?!“
ბეჭს გულმოდგინედ ჰსინჯავდა
მოქუჩებული ერია:
„არ არის მაგის მოკლული“,
თურმე ზედ არა სწერია?!
ეს წაიკითხეს... ამასაც
ეძახდენ: - მოდი, კმარაო!
არა მომხდარა ისეთი,
არ დაჩნდა, დაიფარაო.
ალბათ მოკლული იპოვნა,
ტყუილი ჩაგვაბარაო.
ხალხმა სიმართლის გაგებით
ძალიან გაიხარაო.
მონადირემ კი ტყუილით
სიცოცხლე გაიმწარაო.
_____________
თოფი გაყიდა ბალიამ
და აღარც დადის ტყეშია.
ამბობს, რომ „აღარ მეჭმევა,
ძმებო, ნადირის ლეშია!“
[1895 წ.]
ხის ბეჭი
ხელნაწერი: ავტოგრაფი, ლიტ. მუზ., № 15637 (B).
ნაბეჭდი: „მოამბე“, 1895, № 1 (A), „თხზულებანი", 1899 (C).
238. 2 წვიმდა] სწვიმდა B. 3 ფერდოებზე] ფერდოებზედ AB. 3 დგანდგარი] დანდგარი AC, დგრიალი B. 9 მობმული] მომბული B. 12 ხევში ბობოქრობს] ქვევით მიხვივის B. 14 გაღმა სხვა მოსჩანს ფერდობი] დაბლა მოსჩანდა ხეობა B. 16 ყოფილა: უღრანი, მიუდგომელი, შეცვლილია: მრისხანები აქვს დევისა B. 17 და თან] თუმცა კი B. 22 ყოფილა: სხვა სულდგმულს ვერას იპოვით, შეცვლილია: იქ კაცნი როდი სცხოვრობენ B. 23 მოკამკამებენ] მოდიან ცივნი B, მოკამკამობენ C.
239. 3 ქვეით] ხევში B. 5 არსიდამ არ] არსადამ არ B. 6 არსადა] არსითა B. 7 ხავილსი, ბუს კივილს] ჩქამს, ბუვის კივილსა B. 14 მობუზვით] მჭმუნვარე B. 25 მარჯვნისკე] მარჯვენას B. 27 ხანჯარი არტყია ∾ B. 34 ვერსით რას] ვერსაით B. 35 შეხვდა] შეჰხვდა B; B-ში იყო: აცდენდა, შეცვლილია: ნადირსა. 36 ესროდა] ესროლა C.
240. 3 თხრაშია] თხარშია C. 4 თავს წამოადგა] თავზე წააწყდა B. ღორებსა] ლორებსა A. 7 ყოფილა: პირქუშობს, შეცვლილია: მჭმუნვარებს B. 11 გაღმიდამ] გაღმიდან C. 16 ლომისის] ლაშარის B. 17 შეშინებული] შეშფოთებული B. 29 დაეძახა] ეპასუხა B. 30 ცუდად] ცუდი C; მომიხდეს] მამიხდეს B.
241. 16 მშვენიერია] შვენიერია B. 18 შემხდარი, შეზავებული] შამხდარი, შაზავებული B. 22 ირგვლივ ირწყვება ტაფობი] მის არე-მარე ირწყვება B. 28 ხეებიდამა] ხეებიდანა C. 29 ლალ-იაგუნდის] ალმას ზურმუხტის B. 32 ჰკვირობს] ჰკვირვობს B.
242. 1 მოჰკიდა] მოავლო B. 17 ჰაერში] მთა ბარში B. 30 მცირე ნაფხვერსა] მცირედს ნეპწკალსაც B. 34 ჰსვამდენ თასებით] სვამდენ უხვადა B. 35 მიწისა+
შიგ ჩაატანეს ბარაქა,
გულკეთილობა მთისიცა B.
37 სადღეგრძელო] სადღეგძელო A.
243. 1 გადღეგრძელოს] გადღეგძელოს A. 9 ცასა] ცისა C. 12 მიქუჩდნენ] მოქუჩდნენ C. 19 გაიგეს] გაიგონ B. ჰფიქრობდა] ფიქრობდა B. 20 გამამწარონო] გამამწარონა B. 21 დამმარხონ] ჩამაგდონ B. 22 მომაყარონო] მომაყარონა B. 26 ძვალად] ბეჭად B; ძვლად C; ჩათვალეს] ჩაითვალეს C. 34 ბერიკას] ბერიკის C. 37 ჩაივლის] ჩაირბენს B.
244. 8 სწორედ] ჰნახეთ C. 11 სახელიც] სახელი B. 14 დანაპირებსა] დანაპირევსა C. 17 უკვირს ეს მონადირესა] ჰკვირობს ამ ამბავს ბალია B. 30 თვის გარეშემო] თავის გარშემო C.
245. 5 მაყვალს] მაყვალთ A. 7 გაჰვიძებიყო] გაჰღვიძებოდა B. 8 გალობენ] გალობდენ B. 9 ბუნების მგოსნებს] ნამძინარევსა B. 13 როგორც რომ] როგორაც B. 15. ფერად-ფერადნი] ფერად-ფერადი C. 19 ტრფობისა... ცხელადა - B. 20 ცხელადა] ხცელადა AC. 21 მთის ძირში] დაბლა სამ B. შავს] შავ C. 23 დაბლადამ] ხევიდამ B. დაბლადამ C. 25 სძვრენ] ჰსძვრენ B. 35 გაღმა ხეს სჩიჩქნის კოდალა] კოდალა სადმე ხმაურობს B. 30 სცემს, დააკრიალებს] აჩქარებს ხეზედა B.
246. 12 ჰსმენია] სმენია C. 14 დასათმენია] მოსათმენია B. 17 ტყუილა] ტყუილად B. 18 მთა-ტყის] მთას-ტყის C. 20 სოფლადა] ბალიას B. 21 ბალიას] სოფელში B. 22 კარგა ხანს პასუხს არ მისცემს] ჯერ არას იტყვის ბალია B. 27 სიათაც] სიათიც C. 29 გავადინე] დავადინე C. 34 უღვთოდ] უღთოდ B.
247. 9 მკითხავსა] მკითხავსაც B. 10 გაიგებს] აგიცნობს B. 17 მაგრე] ეგრე B. 23 შეალოცვინე, სჯობია] შაალოცვინე, გირჩევნის B. 29 დოჯურის] ქურსიკას B. 32 მაგრია] მაგრეა B. 33 თოფისთვის] ბალიამ B. 37 სათიბ-სამკელი] სათიბ-სამკალი B.
248. 2 სთველია-ბრძამიანშია] ენკენისთვეა, დგნალებში B. 8 არე-მარესა] იქაურობას B. 10 მთა-ბარის დაქცევასა ჰგავს] თითქოს მთა-ბარი იქცევა B. 14 აქედამ] ზევიდამ B. 15 მიუჯდა] მოუჯდა C. 18 ხის ტოტებს] შიმელას B. 20 ჩახმახს მოსწია] უნდა ესროლა B. 21 შემოაყენა] გახმა ჩახმახი B. 22 - 23 უხდა.. წესზედა] ისე თავ-მოწონებითა, როგორც მხედარი ცხენზედა B. 32 გამტკნარებული] დამტკნარებული C. 37 ჰსურს] სურს C.
249. 2 ბევრი შიში] ბევრჯელ ტანჯვა B. 13 გადმოეტანა] გადმოეტია B. 26 მივიდა] მოვიდა A. 27 გაუწოდა] გაუწვადა B. 28 მოგემართების] მოგემართება B. 38 ფლატეა] ფლატია B.
250. 7 ავებღატია] დავებღატია B. 3 თოფიცა] სიათა B. 7 გავიგე] დავსხლიტე B. 8 ხმა] ხმაც B. 9 გიკვირს] გიკვირ A. 13 გავაძროთ] გავხადოთ B. 24 ბოდბისხეველი] ახლად ნაცნობი B. 35-251. 2 დაუცდა.. ვაჟაო] B-შია:
დაუცდა. მხეცი გაიქცა,
მთა-გორებს გაუთამაშა,
ფოთოლმა ირემს ფეხის ხმა
შეუქო, დაუშაბაშა.
251. 3 გაჰქრა] გაქრა BC. 4 დაუცდა თოფი] იგრძნო მაშინვე B. 16 სახელს ეძახდა] ამხანაგს უხმობს B. 19 ეძახა] ეძება C. 30 საჯაროდ] ხალხშია B. 32 ძირ-ფოჩიანად] ძირ-ფოჩვიანად B, ძირ-ფოჩიანა C. 34 გავიგონე] გავიგონო B.
252. 7 მორბის] მირბის C. კაცი და ქალია] ქალი და კაცია C. 15 ჰსურს] სურს C; იმისა] ირმისა C. 18 მუდამამც] მუდამაც AC. 28 - 29 გაქცეულს... თან მეცა - B. 30 ირმისა დადევნაშია] ამას როდესაც დავსდევდი B. 31 დათვს წავაწყდი] დათვსაც შევხვდი B. 32 ამომეტოტა] შამემეტოტა B. 33 ნათოსსა] ნათოხსა C. 36 ორგნითა] ორკნითა B.
253. 9 ყოჩაღი არი] რა ბიჭი არის B. 17 მხრიდამ] მხრიდან C. 28 პირდაღებული] გაშრა, გაფითრდა B. 30 იმას არ ეხლო] იმან არ ახლო B. 31 სახლში] ხალხში C. 35 იწერენ] იწერდნენ C.
254. 1 უკეთ] უკედ C. 4 გარედამ] გარედან C; კაცი] ხალხი B. 6 იქიდამ] იქიდან C. 13 თანაც კვნესა] თან ქვითინიც B. 15 ვხედაო] ვხედავო C. 17 დედაო. ამის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
თოფი გაყიდა ბალიამ
და აღარ დადის ტყეშია,
ამბობს, რომ აღარ მეჭმევა,
ძმებო, ნადირის ლეშია.
18 ჰსინჯავდა] სინჯავდა C. 22 წაიკითხეს] წაიკითხე C; ამასაც] ამათაც B. 23 ეძახდენ: - მოდი] უძახდენ - მოდით B. 26 ალბათ] ალბად C.
![]() |
17 ივანე კოტორაშვილის ამბავი |
▲ზევით დაბრუნება |
(კარახელის ნაამბობი)
I
გული აღარ სძგერს ძველებრივ,
აღარც რო ჩქამობს ნაღარა,
აღარ ღირს ჩალის ფასადა
ჩემი სიტყვა და ჭაღარა.
მეტყვიან: ყრილობაშია
რატომ დავდივარ აღარა;
რისთვის წავიდე, უმისოდც
გული ნაღველმა დაღარა.
მე გარეთ რაღა გამიყვანს,
ძველის ამბების მნახველსა;
ვინღა დაეძებს ამ დროში
კაცობას, ანუ სახელსა;
კახი ჩვენ გვეუცხოვება,
ჩვენც ვეუცხოვეთ კახელსა.
ახლანდელების ყრილობას
რაღა ყრილობა ჰქვიანო:
ვინ იცის, რას გადასცემენ,
ვინ იცის, რას სჩადიანო;
ლანძღვა-გინების „ალავერდს“
ურთ-ერთთან გადადიანო.
ვითომ იმას ფიქრობდენ,
უფრო რა არგებს სოფელსა, -
ან ემხრობოდეს სიტყვასა
მათთვის კეთილის მყოფელსა?!
არა. თუ კბილ-მოსაჭიდი
გაუჩნდა ერთსა სხვასთანა,
მირბიან თავ-გადაგლეჯით
სუდია-ნაჩალიკთანა.
ჩივიან, ფიქრად ისა აქვთ,
ერთმა მეორე გათელოს
და ამით კაი ბიჭობა
ვითომ „თავის მტერს“ აჩვენოს.
დიახ „მტერს“ - ქათმის მომკვლელსა,
ან ერთი კვერცხის გამტეხსა, -
თუ ნება მიეც, უროთი
თავში ჩაურჭობს სატეხსა.
აი, ეს თქვენი დროება,
აი, ეს თქვენი ნამუსი.
ჩემი დრო ახლანდელთანა
სადარად არის აფსუსი.
ერთა ქალაი გავზარდე,
მის მეტი არც-რა მყოლია,
ისიც მე როდი მიგონებს,
ეშმაკმა აიყოლია.
მე კაცსა ვრთავდი კაცის ფერს,
ის კი სხვამ დაიყოლია -
ერთმა ვიღაცა უტვინომ,
ჯიში არ აქვს და გვარია.
იმის ქცევამა უფროცა
ჭკვა-გონებიდამ ამრია.
მე იმას ვეღარ ვიშვილებ,
ახლა ის ჩემთვის მკვდარია.
ის სახლში როგორ მივიღო,
როგორ გავუღო კარია!
წავიდეს, იუდის კერძი,
წყალმავე ზიდოს წყალია.
ეჰ, მორჩა ძველი დროება,
უკეთურებამ დალია.
სად გაქრა ასე უცბადა
მისი გზა, მისი კვალია?!
ცხოვრებამ ფერი იცვალა,
დაბრუნდა ცოდო-ბრალია.
სად გაგონილა ძველს დროში
ასეთი ყოფა-ქცევაო,
დედ-მამის უკითხავადა
კაცისად გადასევაო
ქალისა, მეტიღა გინდა
ჭკვა-გონის გადარევაო!
ძველად ერთ-ურთი გვიყვარდა,
დანდობაც იყო მეტია;
ახლა ხალხს ღმერთი გაუწყრა,
თავზე დაესხა რეტია:
თუნდ აიაზმა ასხურე,
თუნდა დაარტყი კეტია;
იმისთვის ორივე ესა,
თუ დაიჯერებ - ერთია.
კაცს ახლანდელს დროს ქვეყნისთვის
თავი ვერ გაუმეტია.
გულის და გონების კარი
ურდულით დაუკეტია,
და კაცად იმასა სთვლიან,
ვისც ფული მოუხვეტია.
ჩემ დროს სად იყო ამდენი
ფული და იმის ჩხრიალი?
მაგრამ პურ-ღვინოს, გეშველოს,
ყელში ჩაჰქონდა ხრიალი.
ზოგი სიბერით კვდებოდა
და არ ენახა ტიალი
ფული, - ეგ თქვენი ხატ-ღმერთი,
ეგ თქვენი წყლულის მალამო.
სად გაჰქრი, ძველო დროებავ,
ძველო ძმობავ და სალამო?!
ძველს დროში თოფი და ხმალი,
გული - კლდე გაუტეხელი,
და ერთმანეთთან სავალად
წყალს ხიდი ჩაუტეხელი -
აი, იმ დროის ელფერი,
მისი მადლი და დიდება!
ახლა რას ვხედავთ მის ნაცვლად,
ან გული რისგან მიკვდება?
გულში ჩამკვდარა სილაღე,
მის ნაცვლად ჯავრი დიდდება.
- ეგ მართალია, ბიძიავ,
მაგრამ ამბობენ იმასა,
რომ ძველს დროს თუმცა ფულითა
არა სჭედავდით ქისასა,
ბარაქას ვერვინ ასწყავდა
ბარისასა და მთისასა,
ვერ უდიოდა ქვეყანა
მოწყალებასა ღვთისასა,
თან რომ იტყვიან სიმცირეს
წინანდელ კაცთა ჭკვისასა:
თურმე ცულს ქვისას ჰხმარობდენ
და საკვეთელსა ხისასა,
ხარს მიათრევდენ დანასთან
და არა ხართან იმასა.
- დღეს სადღა ჰნახავ, რას ამბობ,
იმ ჩემის დროის რკინასა?
სუყველამ ფერი იცვალა,
სუყველა იშლის ბინასა.
სად ჰპოვებ ახლა ძველებურს
მჭედელსა, ხმლისა მკვერავსა,
ან ტყვია-ხმალის შეუვალს
ლურჯის ბექთარის მკერავსა?
დღევანდელს ჩირთი-ფურთებსა
დაარქვით ჭკვა და გონება.
თუ ჭკვამ იმატა, მაშ ხალხის
გული რიღასთვის ღონდება?!
მის გული, ძველად ამაყი
თანდათან რადა მონდება?
შორს რად მივდივართ: აგერა
ძველი ბეღელი, ნგრეული;
წაიღე ბარი, წერაქვი
და გაუსინჯე სხეული:
კაცი იქნები და ცოტას
ააფხვნი კირით ნაგებსა!
ახლა რას ვხედავთ მის ნაცვლად,
ან გული რისგან მიკვდება?
გულში ჩამკვდარა სილაღე,
მის ნაცვლად ჯავრი დიდდება.
- ეგ მართალია, ბიძიავ,
მაგრამ ამბობენ იმასა,
რომ ძველს დროს თუმცა ფულითა
არა სჭედავდით ქისასა,
ბარაქას ვერვინ ასწყავდა
ბარისასა და მთისასა,
ვერ უდიოდა ქვეყანა
მოწყალებასა ღვთისასა,
თან რომ იტყვიან სიმცირეს
წინანდელ კაცთა ჭკვისასა:
თურმე ცულს ქვისას ჰხმარობდენ
და საკვეთელსა ხისასა,
ხარს მიათრევდენ დანასთან
და არა ხართან იმასა.
- დღეს სადღა ჰნახავ, რას ამბობ,
იმ ჩემის დროის რკინასა?
სუყველამ ფერი იცვალა,
სუყველა იშლის ბინასა.
სად ჰპოვებ ახლა ძველებურს
მჭედელსა, ხმლისა მკვერავსა,
ან ტყვია-ხმალის შეუვალს
ლურჯის ბექთარის მკერავსა?
დღევანდელს ჩირთი-ფურთებსა
დაარქვით ჭკვა და გონება.
თუ ჭკვამ იმატა, მაშ ხალხის
გული რიღასთვის ღონდება?!
მის გული, ძველად ამაყი
თანდათან რადა მონდება?
შორს რად მივდივართ: აგერა
ძველი ბეღელი, ნგრეული;
წაიღე ბარი, წერაქვი
და გაუსინჯე სხეული:
კაცი იქნები და ცოტას
ააფხვნი კირით ნაგებსა!
ბევრს სხვას გიამბობ, თუ მისმენ,
ძველთა გმირობის ამბებსა.
- თუ მაგრე კარგნი იყავით
და მტკიცე გქონდათ პირია,
რისთვის დაჰღუპეთ ქვეყანა, -
გამოუთხარეთ ძირია!
- დავსუსტდით, მტერთა სიმრავლემ
გატეხა ჩვენი მხნეობა
და, როგორც ჰხედავ, მოწამლა
ქართველთა კეთილდღეობა.
ერთს გეტყვი: ერის უფროსთა
სჭირდათ ავი რამ ზნეობა.
ბოლოს ჟამს გლეხნი ვიბრძოდით,
მტერს არ უშვებდით სახლშია,
და ამ დროს წარჩინებული
გამოჩნდებოდა ხალხშია.
უყურებთ - შაზიკულია
ზინზილით ათას ფერითა
და მოძმეთ გასაწვრთნელადა
მობძანდა ხელში კვერითა.
ჩვენ გვიკვირს, ეგ ზინზილები
მიიღო ვისა ხელითა?
უსირცხვოდ შემოგვიტევდა:
„დაემორჩილოთ სჯობია!“
ჩვენც ვმორჩილობდით... ის თურმე
ქვეყნის მუხანათს სძმობია.
ჩვენც რომ უსმენდით ჩვენს ძმასა,
ადვილად ასაცნობია.
ღმერთმა ერეკლე აცხონოს,
ბევრი გადაჰხდა ომები,
ღმერთმა ისინიც აცხონოს,
ვინც იმას ახლდა ლომები; -
არ იყო ქართველთ სამტეროდ
ადვილად შასალომები!
როცა ომს გავათავებდით,
დაისვენებდა ლაშქარი,
მოვიდის, შუა ჩაგვიჯდის,
როგორც ძმა, როგორც ამქარი.
გვითხრის: „ფშავლებო, მასმინეთ
ის თქვენებური მღერანი“.
გვერდით უდგია თავისი
შავარდენივით მერანი.
გულს რამდენს უკლავს ალალს კაცს
წუთისოფელი ვერანი!
როგორ გაცუდდა საწყლისა
ფიქრი და გულის ძგერანი!
ჩვენც დავიწყოდით ღრეობა,
მწკრივად დავსხდოდით ყველანი.
მტრის ლეშს კი ამ დროს წიწკნიდენ
სვავნი, ორბნი და ძერანი.
II
ერთი გვერია ჯარშია,
სწორედ ქარ-ცეცხლი, მეხია,
რამდენჯერ მარტოს მტრის ჯართან
მას ომი აუტეხია.
მაგრამ, ვით ეშმაკს უფალი,
ის ვერვის გაუტეხია.
არა დროს იმას გმირობა
არსად არ დაუკვეხია.
როცა საფიხნოდ1 დავსხდოდით,
ვსთქოდით, რაც გადაგვხედია:
ვის სად რამდენი მოგვეკლა
თათარი, ანუ ლეკია, -
კოტორაშვილსა ივანეს
თავიც არ მოუქექია.
„შენც რამა თქვიო“, უთხროდით,
„პირი რას მოგიკუმია?!“
ყურს არ იბერტყდის, მდუმარებს,
ვით ძროხის ხორცი უმია.
იჯდის ქუდ-ჩამოფხატული,
დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდის
და ხშირს წარბებს ქვეშ თვალები
ცეცხლის ალივით ჰბჟუტავდის.
შავგვრემანაი ნისლს ჰგვანდის
გაბუტვილს, ხევში მძინარეს,
ან კლდისგან შევიწროებულს
აღელვებულსა მდინარეს.
ვერა ნახავდი ივანეს
მხიარულსა და მცინარეს.
თმა-წვერი ესხა ისეთი,
როგორც ეკალი, ჯაგარი,
ხელს მოჰკიდებდი - უდრეკი,
როგორაც რკინა, მაგარი.
მუდამ იცვამდა თხის ტყავსა
გარექცევ, ბეწვი ჩნდებოდა.
ხმალს სქელი თასმით იბამდა,
რაც კი წელთ შამოსწვდებოდა.
ხანჯარი წვერ-შემოხრილი,
ფარი იღლიას სწვდებოდა.
ეს იყო მისი ქონება
სრული შინა და გარეთა,
ღარიბი იყო ივანე,
დედა ემდურის მწარედა.
ან სად ეცალა სახლისთვის,
სულ ტყე-ტყის პირად ძვრებოდა,
სადაც მტერს დაიგულებდა,
მყისვე თავს დაევლებოდა.
ის დრო, ხომ იცი, კაცს მარტოს
გარეთ არ გაევლებოდა.
დიახ... ის ტყავი... ივანე,
ღმერთმა გაცხონოს სულითა,
განათლებულო, სცოცხლობდი
მართლა ვაჟკაცის რჯულითა.
გვიყვარდა. შავეხუმროდით,
უწოვდით ტყავსა კალთაზე,
ან გავთხიფოდით ლაფითა,
მაგრამ არ გაწყრის ამაზე.
ძლივ მაშინ გამაიცვალის,
ძლივ მაშინ გავაცინოდით,
როცა მუგუზლით ვდაღავდით,
ან ლაფში ჩავაწვინოდით.
„ამიშვით, თქვენი ჭირიმე!“
გვეხვეწებოდა ძირითა.
მაშინ ძლივ ვათქმეინოდით
სიტყვა საამო პირითა.
არას დასდევდა ტანთ-ჩაცმას,
არც რო სახელსა ჰყვარობდა.
როცა ლეკებსა ჰჟუჟავდა,
მარტო მაშინა ხარობდა.
მეფისგან ჰქონდა ნაძღვნევი
ივანეს სამი ხალათი,
მაგრამ ივანეს ბეჭებმა
არა იცოდა ამათი.
შინ ეწყვენ, იმჭვარტლებოდენ,
საცა ეკიდა კალათი.
ერთხელ ერეკლეს უნდოდა
ჩაეცმევინა ძალათი;
ივანეც თავის მეფესთან
იყო თამამი, ხალბათი.
- რატომ არ იცვამ, ივანე? -
სთქვა მეფემ, გახდა კამათი.
- მე რა ხალათის ღირსი ვარ,
დღე-მუდამ ვძრები ჯაგებში,
შენი ჭირიმე, მეფეო,
შინ მილაგია ბარგებში.
ვინახავ გველის თვალივით,
თვალ-გულის საამურია.
გავცვითო, რამღა მაგონოს
ხელმწიფის სამსახურია?
ერეკლემ ვაჟკაცის სიტყვას
დინჯად დაუგდო ყურია.
და გაიღიმა, გაუგო,
რადაც ივანე ღონობდა,
ან თავის გასამართლებლად
რომ მარჯვე სიტყვას გონობდა.
აღარა უთხრა, გაბრუნდა,
წავიდა თავის ქნევითა,
თავის კარავში მიბძანდა
პატარა კახი ქვეითა.
III
გიამბობ, კიდევ გიამბობ,
ყური დამიგდე კარგადა,
თუ არ მიიჩნევ ნაუბარს
გულის და გონის ბარგადა.
სრულ ვერ გიამბობ, ივანეს
რაც საქმე ჩაუდენია.
ცოტას კი გეტყვი: მრავალი
ტყვეობას გადურჩენია,
ქართველი კაცის მას სისხლი
მტრისთვის არ შაურჩენია,
ბევრის სიკეთის მოქმედსა
თავი არ დაუჩენია.
არ უყვირია სხვებსავით -
„ეს მადლი დამითესია“,
ყოფილა ჩუმად თავისთვის,
როგორც ვაჟკაცის წესია.
სხვებს უთქვამთ, მტრისთვის ივანეს
რაც ცეცხლი დაუკვესია.
დღე და ღამ სოფლის დარაჯსა
ერთხელ არ დაუკვნესია.
დაჩლუნგებული მახვილი
ისივაც გაულესია.
რა ნდომა ჰქონდის ომისა!
როგორაც ლოთსა ღვინისა;
ომის წინ ჟრჟოლა მოულის,
ტანს ურხევს მოვლა ჟინისა.
წესი არ იყო საფერხედ
ცხენ-ჯორის ყოლა იმისა.
ქვეითა იყვის მგელივით,
ქორ-შავარდენზე მარდია -
ოღონდ მტერს ეტევებოდეს,
სხვა არა ჰქონდის დარდია.
ან ცხენი რისთვის უნდოდა,
ტყეში ათასი ბარდია.
IV
ერთხელ ყვარლის თავს ვიყვენით
ჯარად დამდგარნი მთაზედა.
ლეკებს აეკლოთ კახეთი,
იმათ მივდევდით კვალზედა.
ადგილს ვემწყვდიეთ ჭიდროსა,
ქანჩახებს შორის უგზოსა.
მოგვპარებიყვნენ ლეკები,
ფიქრსა ფიქრობდენ უღვთოსა.
დაღლილ-დაქანცულთ გვეძინა,
ნამი ნაბდებზე გვმცვრეოდა,
მარტო ივანეს ეფხიზლა:
ლაშქრობას ძილი სცხვენოდა.
მტრის მოპარება ამ დროსა
ვაჟკაცს ძალიან სწყენოდა.
მანამ ჩვენ გავიმართენით,
ამას ხელთ ხმალი ჰშვენოდა.
ლეკების სისხლი თხის ტყავზე
ჭიაფრად გადაჰფენოდა.
შაეთოთქორა მტრის ჯარი
და შაეჩერა სერზედა.
ანგელოზს ჰგვანდა ივანე,
რო დაგეკვლია ფერზედა.
ერეკლემ მაშინ ჩაუდვა
თავის ბეჭედი ხელზედა...
ჩვენც მივეშველეთ და მტერი
წინ გავირეკეთ ხევზედა.
ხმალ-ხანჯრის ელვა-პრიალი
ჰშვენოდა დილით, მზეზედა.
დაგროვდა ლეკის თავები
უმრავლეს ქვიშა-ბზეზედა.
V
ერთხელ მოსულან ლეკები,
ის დაღისტნელი ძაღლები,
არხლით ტყვედ წაუყვანიათ
კაცი, ქალი და ბალღები.
თურმე ერთ-ურთზე გაბმული
მიუდისთ ჩვენი ტყვეები,
პირ-ილტოსაკე გადვიდენ,
გავლეს ჩაბანოს ტყეები.
გაიგო კოტორაშვილმა,
ცეცხლი დაენთო სახეზე.
„არ გათრეინებთ რჯულ-ძაღლთა“ -
ზედ დაეწერა კვახეზე.
გაუდგა მდევრად მარტოკა,
ოფლი დიოდა შუბლისა.
იმან თავის დრო იცოდა,
დრო ტევების და ჩხუბისა;
უკილოდ როდი დაიწყის
ქნევა ხმლისა და შუბისა!
მისდევდა შორი-ახლოსა -
თვალს ადევნებდა შორითა;
ნახა, რომ ლეკის ლაშქარი
თავქვე დაეშვა გორითა.
ილტოზე როცა ჩავიდენ,
შეუდგენ ლოცვა-ბანასა,
რას მოელოდენ მდევარსა
და ვაგლახს იმისთანასა.
ტყვეები დაბუზვილები
წვანან წყლის პირას ჩალასა.
ივანე ახლოს მიუჯდა
იმ ხელ-მოსახმარს ხანასა.
ხმლით დაერია ლეკებსა,
მისთიბდა როგორც ყანსა.
გაჟლიტა ყველა და ერთიც
აღარ გადურჩა მძლევრადა;
არ დარჩა ერთი წამღები
ამბის დაღისტნის ველადა:
აღარ ეღირსა არც ერთსა
დაჯდომა თავის კერადა.
ტყვეებს დაუხსნა ხელები,
მისცა ლეკების აბჯარი,
თავისთვის არ გაუწირავს
დანაც კი, გან თუ ხანჯარი.
აბა რა გაამდიდრებდა,
გუნება ჰქონდა ამგვარი!
გაჰქრა თვით უღრანს ტყეშია,
გაფრინდა, როგორც კანჯარი.
ღონესთან ჭკუაც დიდ ჰქონდა,
გული ხომ ედვა ლომისა,
მეტად ლამაზად იცოდა
წესი და რიგი ომისა.
მას არა ჰქონდა წესადა
მტრისად მოეჭრა მარჯვენა;
ან კი სად დაეტევოდა
მას ერგებოდა რამდენა?!
მტერს რო მოკვლიდის, იტყოდის:
„ვეღარა ვჯიჯგნი: მცხვენია,
მკვდარს რო მარჯვენა მოვაჭრა,
რა ჭკვაში მოსახდენია!
არა ბიჭობაა, უსულოს
ლეშს კიდევ სისხლი ვადინო,
რა გაიგება, უფალსა
იქნებ ამით რამ ვაწყინო?!“
ერთი შეემთხვა მას საქმე,
მინდა ამ ამბით გაცინო.
VI
მკათათვე არის, ხომ იცით,
გაჩაღებული ზაფხული;
მთა-ბარი ამწვანებული,
ველი ყანებით შამკული.
ადგა ივანე, წავიდა
და იორშია ბანაობს,
ერთს დიდს მორევში დაცურავს,
ტივის ხესავით ქანაობს.
ივრის პირს დიდი ლოდია
ჩამოგორვილი მთიდამა,
შავ-ფერა, ჩამოგლეჯილი
მაღალის შავის კლდიდამა.
ამოხდა, ქვაზე ჩამოჯდა,
მარტოკა შალვრის ამარა;
შუადღის ხანიც მოვიდა
და ცამაც მოიკამარა.
იქავე ტყეა. ახლა ტყე
ხომ აღარ არის ხშირია,
ერთი გორობა ჩამოსდგამს,
ჭალას უბჯენავ ცხვირია.
სოფლიდამ ვერ მიაწევდა
იქამდის დანაყვირია.
კარგა შორია. ცხენისთვის
თითქმის ერთ მუხლად სარბენი.
იმ ცხონებულსა, ვაიმე,
საქმე გადაჰხდა რამდენი!
კაცს, ალბათ, არ თუ ასცდება
რასაც დაუწერს გამჩენი.
ის ნიადაგა ცხონდება,
იმ საქმეების ჩამდენი.
თურმე იმ გორზე ლეკებიც
მგლის ჯოგივითა მსხდარიყვნენ,
სადავლოს უთვალთვალებდენ,
რჩევა-თათბირზე მდგარიყვნენ:
ვინ დაეტანჯათ, ეწვალათ,
ელხინათ იმის ბრალითა -
და ამ დროს არ დაინახეს
კოტორაშვილი თვალითა!
ჩვენის ივანეს დაჭერა
ერთს ლეკს აეღო კისრადა.
ტიტვლის ტყვის შესაპყრობადა
კიდეც წასულა ფიცხადა.
უკანით მიჰპარებია,
დაუტაცია ხელები.
რიღათ აიხსნას ივანემ
მკლავს დახვეული გველები?
„ლეკო, შენ მიჭერ?“ ეს კი სთქვა,
ხმალს ბეჩავს ვინღა მისცემდა;
ხმალი შორს იდვა, ფარიცა,
თუმც იქით გული მისწევდა.
ესღა იღონა: წამოხტა -
და გამოიქცა შინაო,
ლეკი კი ზურგზე აკვრია,
კისერში გაეკბინაო;
კბილით ეგლიჯა კისერი
და სისხლი ჩაედინაო.
ცოცხალ-ცოცხალი ლეინა
სოფელში მოგვიჩინაო.
ზურგით რო ვხსნიდით მეკობარს,
მაშინ კი გაიღმინაო.
რა აცინებდა ბეჩავსა,
სისხლი კოჭამდი სდენოდა,
რჯულ-ძაღლს ძაღლივით ეგლიჯა.
მხარ-ბეჭზე ჩამოსდენოდა;
მაგრამ ივანეს მის კბენა
ოდნავაც არა სტკენოდა.
ლეკი ცოფიანს ძაღლს ჰგავდა,
სისხლიანს კბილებს აღრჭენდა
და თვალებს გაფაციცებით
აქეთ და იქით არბენდა.
რა აშინებდა ბეჩავსა? -
იმას არავინ არბევდა.
გაოცებული გვიცქერდის,
იღმიჭებოდის ცუდადა,
ის თუ ეგონა - მოვკლავდით
და გავბერავდით გუდადა.
სწორა ნაფიქრი ხანდახან
კაცს აუხდება მრუდადა!
უფრო ივანეს უცქერდის,
თავით ფეხამდე ჰზომავდა;
თავის თავსა და იმასა
თითქოს თვალითა სწონავდა.
თვალებით „შემიბრალეთო“
გვეუბნებოდა ყველასა.
ღუნთს კი არ აგდებს, მარტოკა
აცმაცუნებდის წვერასა.
ლეინა ჰგვანდა მაშინის
ხაფანგში გაბმულს მელასა.
ივანემაც სცა ნუგეში:
„ნუ გეშინიან, ძმობილა,
არ მოგკლავს კოტორაშვილი
ივანე დედი-შობილა!“
და არც რო მოჰკლის, როს მტერი
გვივარდებოდა ხელადა,
გულში კი მაინც ჰშურობდა,
ეკიდებოდა ხმელადა...
არ გვაცემინა ლეკისად,
შემოგვიტია მკვახედა:
„მოჰშორდით, თავი ანებეთ,
ავს ფიქრს ნუ გაიძრახებთა!
რა ქნას, თავისას ცდილობდა,
სხვა რომ არ ჰქონდა სახსარი,
კბილები იყო მაგის ხელთ, -
მაგის ხმალი და ხანჯარი“.
ჩვენც გაუგონეთ... მაგრამ კი
ბალღები სჩხვლეკდენ ჯოხებსა
და აფარებდენ თვალებზე
ზოგი ქუდს, ზოგი ჩოხებსა.
მთელი ქვეყანა იქ შეკრბა
სოფლიდამ, დიდი, მცირია.
ქალებს ივანეს საცქერლად
მოელამაზათ პირია.
შაჰფოფინებდენ ვაჟკაცსა,
რაკი მოსწონდათ გმირია:
მაგრამ ვაჟს რას ათამაშებს
მათი დაკრული სტვირია?!
ვერც კი ჰხედავდა, სად იყვნენ,
სხვაგნით ეჭირა ცხვირია.
ამ შემთხვევაში ნამდვილად
იყო უცოდვი მწირია.
არ დაგიდევდა ქალთ ტრფობას,
ჩალად არ ჩაგიხედავდა;
დიაცთ მიმყოლსა ვაჟებსა
ძლიერ ცუდს თვალზე ჰხედავდა...
ბოლოს კი ცოლიც მოვგვარეთ,
გადავეკიდეთ სოფელი:
„უძეოდ რად იკარგები,
რად ჰხდები ღვთისა მგმობელი?“
და როგორც იქნა გავხადეთ
ერთის ვაჟაის მშობელი.
ცოლი ჰფიცავდა თვითონა,
როდი ჰმალავდა ამასა:
„თუ არ მე, ახლა ეგ ბალღი
არ ექნებოდა მამასა.
ძალათი დავწევ ქმართანა,
ვლანძღე, ვარცხვინე ბევრჯელა:
თუ მართლა ვაჟი კაცი ხარ,
დაწევი ჩემთან ერთხელა.
თუ არა - შინავ გამგზავნე,
იმ ჩემის მამის სახლშია,
ანა დ' კვეთილში ჩამაგდე,
ვეღარ გამოვჩნდე კარშია“.
ეს იყო მისი გუნება,
იყო ამგვარის ზნისაო,
კოტორაშვილი ივანე,
ლეგა მიმინო მთისაო.
VII
დედამ უჩივლა მეფესთან:
„მეფევ, დამიგდე ყურიო,
ივანე, შენი ნაქები,
მამშევს, არა მაქვს პურიო.
ტანთ არ მაცვია და ფეხთა,
ამან მომიკლა გულიო.
განა ეს სამართალია?
რასა სწერს თქვენი რჯულიო?
შენცა გმსახურობს, სოფელსაც,
მე დამწვარ-დადაგულიო
ვზივარ შინ მშიერ-მწყურვალი
მთელ კვირაობით, თვეობით.
მიშველე რამე, ხელმწიფევ,
აგრემც იხარებ ძეობით.
რად მინდა შვილის სახელი,
თუ არა ეთლებ-ეხრვისა:
დედასა სიმშილითა ჰკლავს,
მტერს კი თამამად ებრძვისა.
უბრძანე, შენ დაარცხვინე,
უდროოდ ნუ ჰკლავს დედასა,
თორემ საძრახად გახდება,
არავინ ეტყვის ქებასა.
ვარ ერთი ტიელ-ოხერი,
მაგ ერთის შვილის ამარა,
ეგეც არ მიგდებს მოხუცს ყურს,
ხომ სული ამომეპარა?“
განა ისე რამ უჭირდა,
მაგრამ ფლიდობდა ბებერი,
შვილის შინ ყოფნა უნდოდა,
არ გაელაღა მას მტერი,
ივანე არვის მოეკლა,
არვის მოეჭრა მარჯვენა,
ამიტომ ასე ბეჩავად
თავი ერეკლეს აჩვენა.
დიდად დაფიქრდა ერეკლე
ივანეს დედის მოთქმითა
და საქმის გარემოება
მალე შაიტყო მოწმითა.
ბებერს კი უთხრა: დედილო,
რა სასჯელს უწერ შვილსაო?
თუნდ თვალებს დავთხრი, თუნდ ერთსაც
აღარ შავარჩენ კბილსაო,
რაკი შენ აგრე გეპყრობა,
და დღეს გიმწარებს ტკბილსაო.
- არა, მე მოვკვდე და შვილს კი
ვერ ვნახავ თვალებ-დათხრილსა,
ის კი მინდოდა, რომ ტანზე
არ შაარჩენდი მახვილსა.
როცა იარაღს ჩამოჰყრი,
რიღათი ირბენს გარეთა?
მგონია ქალაქში არის,
გთხოვთ ეხლავ დაიბარეთა.
მეფეც დათანხმდა და ბებერს
მყის გაუჩინა ულუფა,
თანაც აჩუქა ფულითა
სავსე მოზრდილი ყულუფა.
„წადიო“ მეფემ უბრძანა:
„ეხლა ჩვენ ვიცით იმისა,
ჩვენ ავასრულებთ შენს თხოვნას,
როს ჟამი მოვა დილისა“.
და მართლაც, მეფემ დილითა
მოაყვანინა ივანე;
მეფე გამწყრალი დაუხვდა,
წინანდლებრ აღარ მღიმარე.
„ბიჭო, შენ, კოტორაშვილო, -
დაუწყო მეფემ წყრომითა, -
დედა რომ გაჰზდის თავის შვილს
ვაებით, წვით და შრომითა,
განა იმიტომ, შვილმა კი
არ დაუფასოს ამაგი?
ხელი არ აკლდეს და თვალი,
ჰქონდეს სახნავი ალაგი,
დედას კი სიმშილით ჰკლავდეს,
ეს ცხადია, თუ არაკი?!
აქამდის მოწყალე გყავდი
და მაწყენინებ ახლა კი.
დღეს დედაშენი აქ იყო,
იბასრებოდა ცრემლითა
და მთხოვა იარაღები
შემოგხსნა ჩემის ხელითა,
რომ ეგებ ყური მიუგდო
და არ აწუხო ბებერი.
არა თხოულობს თათუხსა,
არ აკლდეს პურად მას ქერი!“
- როდის დავაკელ, ბატონო,
განა ეგრეც ვარ ღატაკი?
პურიც შინა აქვს, წყალიცა,
საგებ-სახურად ფარდაგი.
იმას სხვა დარდი აწუხებს,
მეც კი მაწუხებს ათასი.
განა ბალღი ვარ, კაცი ვარ,
თავი ჩაუდვა კალთაში.
შენც სამსახურსა თხოულობ,
ქვეყანა უფროც მეტადა.
ლეკებისათვის გამხდარან
ჩვენები მოსახვეტადა.
მაგრამ ჩემ ძმებსა ურჯულოს
ვერ მივსცემ დასაკვნეტადა.
„სრულად აჰყარეთ აბჯარი,
დანაც თუ უძე ჯიბეში.
მეც რომ სამსახურს მაყვედრებს,
თითქოს მეტია ბიჭებში,
და ფეხსა ჰყუდებს უბირი
ერეკლეს ჩანაბიჯებში!“
- კოტორაშვილი აბჯართა
სხვას კი მისცემდა არვისა,
შენ კი მეფე ხარ, ნება გაქვს
მოჭრაც უბრძანო თავისა.
მზასა ვარ... მაინც სიკვდილზე
ნაკლები აღარც ეს არი,
სულ კი უბრალოდ დამადე
დღეს სამარცხვინო ბეგარი.
რატომ მალევე არ მოვკვდი,
თავს არ დამეცა მედგარი?!.
ერეკლე სცდიდა ივანეს,
იმან ეს როდი შაიტყო,
წავიდა უიარაღო,
პირზე ნაღველი დაიტყო.
სწრაფად გავარდა კარშია,
თავბრუ ესხმის და რეტია.
უიარაღო ვაჟკაცი
დიაცზე რითღა მეტია?
სიმწარისაგან ივანეს
თითები დაუკვნეტია,
მაგრამ საგმობლად ხელმწიფე
მაინც ვერ გაუმეტია.
მირბის, არ იცის საითა,
როგორც გიჟი და ცეტია.
ერეკლემ კაცი აფრინა,
აბჯრისთვის იხმობს შინაო:
უნდა სხვა ხმალიც აჩუქოს,
ის ხვარასნული რკინაო.
მაგრამ ივანემ ბოკონზე
ტყის პირპირ შაირბინაო.
წავიდა, იალნოს ძირზე,
ტყე-ტყე მგელივით დიოდა
გაბენტრებული ჯავრისგან,
წყლული ჰკლავს, გული სტკიოდა.
„რაღა ვქნა, რა მეშველება?“
დადის, სულ ამას ჩიოდა
და ბალღისავით ცრემლები
თვალებზე ჩამოსდიოდა.
წამოწვა ერთის ხის ძირას,
დაბლა იორი ხვიოდა,
იმ დღეს სულ უნაწილოა,
პურიც აღარა შიოდა...
VIII
აგერა ხედავს პირდაპირ,
სერ-სერ მოდიან ლეკები,
ბელადს მოსდევენ უკანა,
როგორაც ძაღლსა ლეკვები.
იმ სერსა იქით და აქეთ
უდგია დიდი ბექები.
უცბად ცამ ფერი იცვალა,
დადგა ღრუბლები გორადა,
აქოთდა, ასტყდა, აყვირდა,
წარღვნასა ჰგვანდა სწორადა.
ისეთი დელგმა მოვიდა,
რომ დაამსხვრია მთა-ბარი,
ცა თუ ზღვად იქცა, იტყოდი,
და დღეს გაეღო ზღვის კარი.
მუშტის სწორს სეტყვას ისროდა,
ხეებს ჰკაფავდა ტოტებსა,
ცა მწყრალი ყინულისასა
მიწას ესროდა ზოდებსა.
დასქდა ღვარები, აყეფდენ,
მკაცრი ასტეხეს ყაყანი,
მთელს სამყაროსა გლოვისა
შავი ეხურვის საბანი.
სისხლით გაბასრულს ლეშს ჰგვანან
ხევები ღვარით ნაბანი.
იქ გაღმა, სერზე, ტყეშია,
ჯერაც სდგას ძველი საყდარი.
ერთი კარი აქვს მარტოკა,
სხვა შესავალი არ არი.
ლეკებმა საყდარს მიჰმართეს,
დგომა არ სწადისთ მინდვრადა.
ღამე იქ უნდა ათიონ,
ლეკებს ესა აქვთ ფიქრადა.
კოტორაშვილს კი დარდი ჰკლავს,
იგონებს თავის ფრანგულსა,
და კბილის ღრჭენით, მწყრომარე,
მწარედ იმჯიღავს თან გულსა.
„არა უშავსო“ - წამოდგა,
მოძებნა სიპი თხელია,
იმით გამოჭრა კომბალი,
კარგა მოზდილი, სქელია.
და ამ ჯოხითა ორმოცს ლეკს
დღე დააყენა ცხელია.
ბინდის დროს კარზე მიუხდა
და დაუყვირა მედგრადა:
„გამოდით, ვინ ხართ საყდარში,
სულ გამოლაგდით გარეთა.
გეყოფათ ტკბილი ცხოვრება,
ახლა დღე გაიმწარეთა!“
თავი გამოჰყო ჯერ ერთმა,
ივანეც არის მარჯვედა.
უცხუნა თავში კომბალი
და დააწვინა მკვდარია,
ასწვადა ხმალი და დადგა
სალის კლდის მინაგვარია.
რამდენმაც თავი გამოჰყო,
სუყველა ქვიშას გაჰრია,
როგორც არწივმა წერონი,
მტერი ერთ-ურთში არია.
რამდენიც მოკლა, იმდენი
ლეში ჭალაში ჩაჰრია.
ასეა, უიარაღომ
იღბლით ურჯულოთ დაჰრია,
ასეა, ვისაც უფალი
სწყალობს და მასთან არია.
ბევრი ვიუბენ და შენცა
სამაგალითოდ გკმარია.
აჰყარა იარაღები,
იმ დილით კაი დარია.
აჰკიდა ჯორას, დაბარგა,
წინ თვით დაუძღვა ხარია,
და მეფის კარზე მივიდა,
დინჯად ეზოში მდგარია.
იძახის: „მეფევ, აბჯარი
წაიღე, მოიხმარია,
მაინც ხომ გიჭირს, მიიღე,
მე ხომ არ შამიწყნარია“.
ღმერთმა აცხონოს ივანე,
აღარა ცოცხლობს, მკვდარია.
[1896 წ.]
__________________
1. საფიხნოდ - სასაუბროდ.
ივანე კოტორაშვილის ამბავი
ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნაწ. ინსტ., № 121 (B).
ნაბეჭდი: „კვალი“, 1896, № 27 (A).
255. 2 ძველებრივ] წინანდლებრ B. 3 რო ჩქარობს] ხმას იღებს B. 4 აღარ ღირს ჩალის ფასადა] გაცუდდა, გაუფერულდა B. მე-7 სტრ. (...აღარა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
იქ რისთვის წავალ, რომ პირში
შემოგებმება ბაღანა,
თქვენ ძველნი გადაჰყრუვდითო...
8 უმისოდც] უმისოთც A. 9-15 გული... კახელსა - B. 16 ახლანდელების] ეხლანდელების B. 19 სჩადიანო] ჩადიანო B. 21 ურთერთთან] ერთურთთან B. 22 ფიქრობდენ] ჰფიქრობდენ B.
256. 3 მათთვის] ხალხის B. 4 არა თუ კბილ-მოსაჭიდი] თუ რამ კბილ-მოსაჭიდები B. 8 ფიქრად ისა] იმის ფიქრი B. 12 მომკვლელისა] მომკლავსა B. 13 ერთი] ერთის B. 18 ყოფილა: შესადაროდა, შეცვლილია: ახლანდელთანა B. 29 ჭკვაგონებიდამ] ჭკვა-გონებიდან A. 30-32 B-ში ჯერ ყოფილა:
დღეს ჩემი ქალი ჩემთვისა,
მამაშვილობამ, მკვდარია,
თავის მშობლების ურჩს შვილსა...
შემდეგ ავტორს უკანასკნელი სტრიქონი შეუცვლია: იმას შინ როგორ შავუშვებ. 37 უკეთურებამ] უნამუსობამ B.
257. 2 ცოდო-ბრალია] ცოდვა ბრალია A. 3 B-ში ჯერ ყოფილა: როგორ შაეძლო, შეცვლილია: სად გაგონილა. 5 უკითხავადა] დაუკითხავათ A. 11 ახლა] ეხლა B. 16 თუ] არ B. ამ სტრ. (... ერთია) შემდეგ ხელნაწერი მოხეულია. უკანა გვერდზე კი წერია:
დაბერდა, დაჭაღარავდა,
კიდეც ჰშვენოდა ჭაღარა,
ის მოკვდა, მემრე მისფერი
ველი და ჩნდება აღარა,
კოტორაშვილი მეორე
დედამ გაზარდა ვეღარა.
17 ახლანდელს] ეხლანდელს B. 21 სთვლიან] თვლიან A. 22-ე სტრ. (...მოუხვეტია) შემდეგ B-ში ტექსტს ემატება:
ფული, რა ფული? ქაღალდი,
სწორედ სიმინდის ფუჩეჩი,
თუნდა კამეჩებს აჭამე,
თუნდა ჩაიდე უბეში,
აღარა ვფიქრობთ იმასა,
რად ვცურავთ ცრემლის გუბეში.
23 ჩემ დროს] წინად B. 30 წყლულის] გულის B. 35 ერთმანეთთან] ერთმანერთთან B. 37- 38 ხელნაწერში ჯერ ყოფილა:
მაშ ეს კი მადლი არ არის
და ვაჟიკაცის დიდება...
ეს სტრიქონები შემდეგ გადაუხაზავს და შეცვლილია:
ძველის დროს მადლი ესაა,
მისი გვირგვინი, დიდება.
258. 1 ახლა] ეხლა B. 2 გული რისგან ∾ B. 7 ძველს] ძველ A. 8 სჭედავდით] ჭედავდით A. მე-12 სტრ. (...ღვთისასა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
მაგრამა ნუ რას ვიკითხავთ
მაშინდელების ჭკვისასა.
15 ჰხმარობდენ] ხმარობდენ A. მე-18 სტრ. (...იმასა) შემდეგ B-ში გადახაზულია: - ეგ მე არ ვიცი, არც მახსოვს. 19 ჰნახავ] ნახავ A. 21 ყოფილა: დაკარგა, შეცვლილია: იცვალა B. 23 ახლა] ეხლა B; ძველებურს] ძველებურ A. 31 მის გული, ძველად ამაყი] და ხალხიც გალაჩრებული B. 32 თანდათან] თან-თან A.
259. 5 დაჰღუპეთ] დაღუპეთ A. 7 დავსუსტდით] გავსუსტდით B. 9 მოწამლა] ჩაგვშხამდა B. 10 ქართველთა კეთილდღეობა] ქართველთ კეთილი დღეობა B. ამის შემდეგ A-ში - 18 სტრიქონი (ერთს...ასაცნობია). 21 ყოფილა: გუშინ არ ჰქონდა და დღესა, შეცვლილია: ჩვენ გვიკვირს ეგ ზინზილები B. 23 უსირცხოდ] ჩვენ გვიკვირს B.
260. 1 გვითხრის] აბა B. 4 შავარდენივით] თვალ-მოელვარე B. 5 ალალს] ალალ A. 7 გაცუდდა] გაცუდა B. 10 მწკრივად დავსხდოდით ყველანი] ვიყავით მრავალფერანი B. 11 ყოფილა: მტრის ლეშს სწიწკნიდენ გულ-ხარბად, შეცვლილია: მტრის ლეშს კი ამ დროს სწიწკნიდენ B. 16 მარტოს] მარტო A. 29 ყოფილა: დაგიკეტია, შეცვლილია: მოგიკუმია B.
261. 2 გაბუტვილს] გაბუტულს B. 3 ყოფილა: კლდეებისგან შებოჭილს, გადაკეთებულია: ან კლდისგან შევიწროებულს B. 5 ნახავდი] ჰნახავდი B. 8 ეკალი, ჯაგარი ∾ B. 10 როგორაც] როგორცა A. ამის შემდეგ B-ში გადახაზულია: ამოზურგვილი მხრებშია. 16 სწვდებოდა] ჰხვდებოდა A. 25 B-ში ყოფილა: გარეთ, შეცვლილია: მარტოს. 26 ყოფილა: მაშინ, შეცვლილია: გარეთ B. 29 სცოცხლობდი] ცოცხლობდი A. B-ში ყოფილა: იცოცხლე, შეცვლილია: სცოცხლობდი. 31 გვიყვარდა, შავეხუმროდით] რამდენჯერ ბეჩავს დაუწვით B. 32 უწოვდით ტყავსა] ის ტყავი ზურგში B. 33 ყოფილა: ან ჩავაწვინეთ ლაფშია. შეცვლილია: ან გაუთხიფეთ ლაფითა B. 35 ძლივ] მძლივ B. B-ში ყოფილა: გავაცინოდით, შეცვლილია: გამოიცვალის, 36 ძლივ] მძლივ B. 37 B-ში ყოფილა: ვდაღავდით, გადახაზულია და ზედ აწერია: უწვავდით. 39 ჭირიმე] ჭირიმეთ B.
262. 2 მაშინ] შინა A; ძლივ] მძლივ B. 4 ტანთ] ტან B. 6 ჰჟუჟავდა] ჟუჟავდა A. 17 ხალბათი] ხალფათი B. მე-20 სტრ. (...ვარ) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია: შენი ჭირიმე, მეფეო. 27-ე სტრ. (... სამსახურია) შემდეგ B-ში +
მით აიცდინა ივანემ
მეფის რისხვა და წურია.
30-37 სტრ. (და გაიღიმა...ქვეითა) ხელნაწერში ბოლოსაა გადასმული. 31 რადაც] სადაც À. 33 რომ მარჯვე სიტყვას გონობდა] სიტყვას ბევრს არა გონობდა B. 37 პატარა] ბატარა B.
263. 6 სრულ ვერ] ცოტას B. 8-9 ხელნაწერში ჯერ ყოფილა:
კოტორაშვილსა ივანეს
რამდენიც გადურჩენია.
ეს გადახაზულია და შეცვლილია:
და რამოდენიც ქართველი
ტყვეობას გადურჩენია.
10 ქართველი კაცის] თავის მოძმეთა B. 13 დაუჩენია] დაურჩენია A. 14 უყვირია] უყვირნია B. 22დაჩლუნგებული] დასჩლუნგებული B. 23 ისივაც] ისევე A. 26 მოულის] მოუდის A, მოჰკიდის B *. 31 ქორ-შავარდენზე] ქორ-შავარდენი B. 33 ყოფილა: მასთან არა, შეცვლილია: არა ჰქონდის B. 34 ან ცხენი რისთვის უნდოდა] ან რად უნდოდა მას ცხენი B.
264. 4 აეკლოთ] აეკლო A. 5 მივდევდით] მოვდევდით B. 6 B-ში ყოფილა: ვიყავით, შეცვლილია: ვემწყვდიეთ B; ჭიდროსა] მჭიდროსა A. მე-7 სტრ. (...უგზოსა) შემდეგ B-ში გადახაზულია:
მტერსაც გაეგო, რჯულ-ძაღსა...
9 უღვთოსა] უღთოსა B. 10 დაღლილ-დაქანცულთ] დაღლილ-დაქანცულ A. 11 გვმცვრეოდა] გვცვრეოდა A. 13 სცხვენოდა] რცხვენოდა A. 15 ძალიან] მეტადა B; სწყენოდა] წყენოდა A. 18 ლეკების] და მტრისა B. 20 შაეთოთქორა] შეეთოთქორა A. 21 შაეჩერა] შეეჩერა A. 22 ანგელოზს ჰგვანდა ივანე] რა ტურფა სანახავ იყო B. 28 ხმალ-ხანჯრის] ხმალ-ხანჯლის A. 37 ერთ-ურთზე] ხელ-ფეხებ B.
265. 1 მიუდისთ] მიუდის A. 2 პირ-ილტოსაკე] პირ-ილტოსაკენ A. მე-4 სტრ. (...კოტორაშვილმა) შემდეგ B-ში ტექსტს ემატება:
გულს იმჯიღავდა მწარედა,
მარტოდ მარტოკა გაუდგა,
გვერდს არვინა ჰყავს მხმარედა.
14 მისდევდა შორი-ახლოსა] მისდევს ივანე ელქეშად B. 15 ადევნებდა] თუმც ადევნებს B. 16 რომ ლეკის ლაშქარი] ღმერთმანი ლეკები B. 17 თავქვე დაეშვა] წყალზე ჩავიდენ B. 23 პირას] პირათ A. 25 იმ] ამ B. ხელ-მოსახმარს] ხელის მიმცემს A. 29 მძლევრადა] მძევლათა A. 32 აღარ ეღირსა არც ერთსა] ერთსაც არ ერგო იმათგანს B. 38-39 აბა... ამგვარი - B.
266. 3 ღონესთან ჭკუაც დიდ ჰქონდა] იმას ჭკვაც ჰქონდის ღონესთან B. 4 გული] გულიც B; ედვა] ჰქონდის B. 5 იცოდა] იცოდის B. 6 წესი და რიგი] რიგი და წესი B. 7 ჰქონდა] ჰქონდის B. 8 მტრისად] მტრისთვის A. 11 მტერს რო მოკვლიდის] რა მტერს მოვკლაო B. 12 მცხვენია] მრცხვენია A. 20 ამ ამბით] იმითი B. 22 ხომ] ხო B. 25 შამკული] შემკული A. ამის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
დასცხა ივანეს და უნდა,
რო გაიგრილოს გულია.
30 ივრის პირს] წყლის პირას B. 31 ჩამოგორვილი მთიდამა] ჩამოთრეული მთიდანა A. 32 ჩამოგლეჯილი] ჩამონახეთქი A. 33 კლდიდამა] კლდიდანა A. 35 B-ში ყოფილა: მარტო პერანგის, შეცვლილია: მარტოკა შალვრის.
267. 1 ახლა] ეხლა B. 2 ხომ აღარ არის] წინანდლებრ ვეღარ B. 3 ჩამოსდგამს] ჩამოდგამს A, მოსდგამდა B. 4 უბჯენავ] ებჯინა B. 5 სოფლიდამ] სოფლიდან A. 8 თითქმის] სწორეთ A. 11 ასცდება] აცდება A. 16 მგლის ჯოგივითა] მამლის ჯოგივით A. 17 სადავლოს უთვალთვალებდნენ ∾ B. 22-ე სტრ. (...თვალითა) შემდეგ B-ში გადახაზულია: ზოგთა თქვეს დავიჭიროთო. 23 ჩვენის ივანეს] კოტორაშვილის B. 28-ე სტრ. (...ხელები) შემდეგ B-ში+ლეკო, შენ, - ივანე ამბობს. 31 სთქვა] თქვა A. 33 იდვა] იყო B. ამ სტრ. ნაცვლად ხელნაწერში თავდაპირველად ყოფილა და მერე გადახაზულია:
ხმალი, ფარი და ხანჯარი
იდვა თხის ტყავთან ერთადა...
37 აკვრია] აკრია B.
268. მე-4 სტრ. (... მოგვიჩინაო] შემდეგ B-ში გადახაზულია: როცა ჩვენ მოგვცა ყაჩაღი. 5 რო] რომ B; მეკობარს] ურჯულოს B, ჯერ ყოფილა: ყაჩაღსა. 6 გაიღმინაო] გაიღიმნაო A. 10 ყოფილა: წყალივით, შეცვლილია: მხარბეჭზე B. ჩამოსდენოდა] ჩამოდენოდა A. 12 სტკენოდა] ტკენოდა A. ამის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
- მაშ, რა უყავით ურჯულოს,
არ მოაშორეთ თავიო,
არ შეანანეთ წყეულსა
ის ყოფა-ქცევა ავიო?
- ეგ ქართველთ წესად არ გვქონდა -
დუშმნის ტანჯვა და წვალება.
როცა ხელთ მტერი ვიგდოდით,
ვიცოდით მის შეწყალება.
13 ცოფიანს] ცოფიან A. 22-ე სტრ. (...გუდადა) შემდეგ B-ში გადახაზულია: სწყინდა, გულს დარდი უღრღნიდა. 26 ფეხამდე] ფეხამდის B. 28 სწონავდა] წონავდა A. 31-32 ღუნთს... წვერასა - B. 36 გეშინიან] გეშინია A.
269. 1 მოჰკლის] მოკლის B. 3 გულში კი მაინც ჰშურობდა] მაგრამ ჰშურობდა გულში კი B. 5 ლეკისად] ლეკისთვის A. 6 შემოგვიტია] შამოგვიტია A. 12 ხანჯარი] ხანჯალი A. 14 სჩხვლეკდენ] ჩხვლეტდენ A. 16 ჩოხებსა] ჯოხებსა B. 18 სოფლიდამ] სოფლიდან A. ხელნაწერში ჯერ ყოფილა: კაცი, დიდი და მცირია, შემდეგ „კაცი“ შეცვლილია „ქალით“, ბოლოს მთლად გადაკეთებულია სტრიქონი: სოფლიდამ დიდი, მცირია. 21 შაჰფოფინებდენ] შეჰფოფინებდენ A. 22 მოსწონდათ] მოწონდათ A, არ მოსწონთ B. 23-26 სტრ. (მაგრამ... ცხვირია) ნაცვლად ხელნაწერში ჯერ ყოფილა:
მაგრამ ივანეს სხვა მხარეს
მიეღო ზურგი, ცხვირია.
შემდეგ უკანასკნელი სტრ. შეუცვლია ასე: გაესასწორა ცხვირია. 25 იყვნენ] იყვენ A. 28 უცოდვი] უცოდვო A. 32 ძლიერ] ძრიელ B.
270. 1 ცოლი ჰფიცავდა თვითონა] დიდი ფიცი თქვის ჯავარამ B. 2 როდი] არცა B. 3 ახლა] ეხლა B. 5-12 (ძალათი...კარშია) - A. 13-14 ეს... ზნისაო]
ასეთი ჰქონდა გუნება,
ეს იყო მისი ზნეობა B.
ამის შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია: ხომ იცი, კაცის სვე-ბედსა. 15-16 კოტორაშვილი... მთისაო] B-ში ჯერ ყოფილა:
ყველა კაცსაცა ჰრგებია
ბედის ვარსკვლავის ტყვეობა.
ეს გადაუხაზავს და შეუცვლია:
საკვირველია იმისი
ვაჟკაცობა და მხნეობა.
21 არა] არ A. 22 არ] არა A; მაცვია] მაცვივა B. 34 სიმშილითა] შიმშილითა A; ჰკლავს] ჰკლავდეს B. 35 ებრძვისა. ამის მომდევნო ოთხი სტრიქონი ხელნაწერში ჯერ ასე იკითხებოდა:
შენ უთხარ, შენ გაგიგონებს,
ნუ ვავიწყდები მშობელი,
თორო თავს გაიმზუბუქებს,
გახდება დასაგმობელი.
ეს ავტორს შემდეგ გადაუკეთებია ისე, როგორც ჩვენ ვბეჭდავთ.
271. 1 უდროოდ] სიმშილით B. 2 თორემ] თორო B. 3 ეტყვის] იტყვის B. 4 ტიელ-ოხერი] ტიალ-ოხერი B. 16 დიდად] ფრიად B. 18 გარემოება] გარემოებაც A. 24 რაკი] რაღა B. 25 და დღეს] დღეებს B. 26 ყოფილა: არა, გენაცვლე, მევ მოვკვდე, შეცვლილია: არა, მე მოვკვდე და შვილს კი B. 29 შაარჩენდი] შეარჩენდი A. 33 გთხოვთ ეხლავ] გთხოვ ახლავ Á. 34 მეფეც დათანხმდა და ბებერს] კარგიო - უთხრა მეფემა B. 35 მყის] და B.
272. 3 როს] ჯერ B; მოვა] დადგეს B. 5 მოაყვანინა] მოაყვაინა A. 10 გაჰზდის თავის შვილს] გაზდის თვის შვილსა A; გაჰზდის] ჰშორავს B. 16 ყოფილა: და შვილი შიმშილით ჰკლავდეს, შეცვლილია: და დედას სიმშილით ჰკლავდეს B. 18 მოწყალე გყავდი] ფრიად გწყალობდი B. 19 მაწყენინებ] გამაჯავრე B. 26 თათუხსა] თავთუხსა A. 28 დავაკელ] დააკლდა B. 36 თხოულობ] სთხოულობ B.
273. 1-2 მაგრამ.. დასაკვნეტადა]
მე ჩემს მოძმეებს ვერ მივსცემ
ურჯულოს დასაკვნეტადა.
7-8 და... ჩანაბიჯებში - B. ჩანაბიჯებში] დანაბიჯებში A. 13 მზასა] მზათა A. 15 დამადე] დამადევ B. 17 მალევე] მალედვე B. 19 სცდიდა] ცდიდა A. 20 შაიტყო] შეიტყო A. 22 დაიტყო] დაიყო A. 23 სწრაფად გავარდა კარშია] როს გამოვიდა გარეთა B. 27 ივანეს] ბეჩავსა B. 29 ხელმწიფე] ხემწიფე B. 31—32 მირბის... ცეტია]
წამოვა შინაისაკე,
იტყვი: გიჟი ან ცეტია B.
33 აფრინა] გაგზავნა B. 35 უნდა სხვა] და უნდა B. 38 პირპირ] პირზე B. შაირბინაო] შეირბინაო A. 39 იალნოს] იალნის A.
274. 3 სტკიოდა] ტკიოდა A. 7 ჩამოსდიოდა] ჩამოდიოდა A. 8 ერთის] ერთი A. 9 ხვიოდა] ზვიოდა A. 11 შიოდა] ჰშიოდა B. 13 აგერა ხედავს პირდაპირ] ოღონდაც ნახა გაღმითა B. 15 ბელადს მოსდევენ უკანა] და ბელადს უკან მოსდევენ B. 16 ძაღლსა] დედას B. მე-18 სტრ. (... ბექები) შემდეგ B-ში აღნიშნულია თავი VI. 24 რომ დაამსხვრია] და აირია B. 35 გაბასრულს] გაბასრულ A; ჰგვანან] ჰგავან A. 38 ჯერაც... - B. სდგას] დგას A.
275. 2 სხვა] სხვად A. 3 მიჰმართეს] მიმართეს A. 4 სწადისთ] სწადით A; B-ში ჯერ ყოფილა: შიგ დაბინავდენ დინჯადა, შეცვლილია: დგომა არ სწადისთ მინდვრადა; ამის შემდეგ იქვე გადახაზულია: კოტორაშვილი გასცქერის. 6 ესა] ისა B. 13 იმით გამოჭრა] გამოსჭრა შვინდის B; კომბალი] კობალი B. 15 ორმოცს] ორმოც A. მე-16 სტრ. (... ცხელია) შემდეგ B-ში ალნიშნულია XVIII თავი. 19 ხართ] ხარ B. 23 თავი გამოჰყო ჯერ ერთმა] გამოყო თავი ლეინამ B. 25 უცხუნა] დაადვა B; კომბალი] კობალი B. 27 ასწვადა] ააძრო B. 28 მინაგვარია] მონაგვარია B. 29 რამდენმაც თავი გამოჰყო] რამდენიც თავსა გამოჰყოფს B. 30 გაჰრია] გარია A. 34 ჩაჰრია] ჩარია A. ლეში] ქვეით B. 35 ასეა] ესეა B. 36 იღბლით] იღბლათ A; დაჰრია] დარია A.
276. 4 კაი] კარგი A. 6 დაუძღვა] გაუძღვა A. B-ში მე-12 სტრ. (... შამიწყნარია) შემდეგ თავდებოდა პოემა, შემდეგში მკრთალი მელნითაა მიწერილი ის ორი სტრიქონი. 14 აღარა ცოცხლობს] ხომ აღარ არის A.
![]() |
18 სისხლის ძიება |
▲ზევით დაბრუნება |
(ამბავი ჩერქეზთა ცხოვრებიდან)
I
ცაზე ჰყვავიან ღრუბელნი,
მზის სხივებს ჰსვამენ დილითა.
მთებს აუხსნიათ პირბადე
შვილებით, შვილი-შვილითა;
გულგრილად იცქირებიან
გაუმაძღარნი ძილითა;
ქათიბს უღეჭავს ნიავი
ბროლ-მინანქარის კბილითა.
ერთმანერთს გადაჰხვევიან
შალშავ, იონჯა წბილითა.
უკვდავებასა სთესავენ
ირგვლივ ყვავილნი პირითა.
მიყრილ-მოყრილან კლდეები
პირქუშნი, სახე მწირითა,
არც დადნენ, არც დაიშალნენ
დაუდუღარნი კირითა,
არც ყურს გვიგდებენ თავხედნი,
თუმც იმათ ქებას ვყვირითა,
თქვენ რომ გიცქერით, მთა-ქედნო,
გული რბის ელეთ-მელეთა,
გიამბეთ ჩვენი სიგლახე,
თქვენ კი არ დაიჯერეთა!
სიმტკიცე ცოტა ჩვენთვისაც
რატომ არ მოიწველეთა?!
ნაჟურნო სალის კლდისანო,
უფსკრულში ჩაახველეთა!
ძუძუს რომ მოსწოვთ უსირცხოდ.
მაშინ მიურბით დედასა,
წახვალთ და ვეღარცა ჰნახავთ,
ეგ არი ერთხლის მეტადა.
დაეკიდებით მინდვრებსა
ცით ჩამოშვებულ სვეტადა.
ახარებთ ქალსა და კაცსა
საამოდ, შესახვრეპადა.
ჩამოუმწყაზრავთ თვალ-პირსა,
დაგეცემიან კრებადა...
თან მოაქვთ თიხის კოკები
კლდის ცრემლის ასაკრებადა.
თქვენ რომ იცინით ბარადა,
მთაში გიტირისთ დედები.
გეძებენ თავის შვილებსა
მკერდ-უდრეკელი ქედები.
ამაოდ ჰრჩებათ გულისთქმა,
უქმადა ცრემლის დენანი.
თავს დაჰღუღუნებსთ ნიავი,
ვით ბებერ მუხას ქედანი.
II
მთის ბილიკს მოსდევს მხედარი
აღვირ-ჩაყრილის ცხენითა,
აღვიძებს ბალახს მთისასა,
ხამუშ-ხამუშის სტვენითა,
ძლიერ დაჰღლია საფერხე
მთა-ღელეებზე რბენითა.
ცხენს დეზს გაუქნევს, დინჯადა
გაუტყლაშუნებს მათრახსა;
შემოდგა მთისა ყელზედა,
მადლობას სწირავს ალლახსა.
გასაგრილებლად შუბლისა
უკან გადიწევს ფაფახსა.
მიდამოს თვალი გადავლო,
ნახა თავისი სოფელი,
ლხენით აევსო სულ-გული,
იქ ელამაზა ყოველი.
განა მარტოკა კაცთ გვიყვარს
თავისი მიწა მშობელი?!
არც მოდის უსახელოდა
სისხლის დავლაზე მშრომელი,
სისხლიანი აქვს ხმლის ვადა,
ეგრევ ხანჯრისა ტარიცა,
უქმად არ უტარებია
ჭრელად ნაქარგი ფარიცა.
შეუსრულებავ პირნათლად
მას დანაპირი ვალიცა:
დაუკიდნია ტახტაზე
წუხელ ნაშოვნი ხელია,
ჯერ მას თავისი ბიჭობა
არვისთვის გაუმხელია.
უნდა საჩუქრად მიიღოს
ხმალი, ფული და ცხენია.
რაცა ჰქმნა - სასახელოა,
ოდნავაც არა რცხვენია.
III
აგერ სასახლე და ციხე
დიდის ჩერქეზთა მთავრისა:
იტყვიან ასლან-ბეგადა,
მოქმედად ბევრის ავისა.
ყველაზე მტრულად მერჩოლი,
არვისთან მქონი ზავისა.
გულამღვრეული მუდამ-ჟამ,
სახითა ფერად შავისა.
იტყვიან, ვითომ ასლანმა
გასცა სამშობლო თავისა.
ბევრის ცხვარ-ძროხის პატრონი,
უმეტეს ცხენის ჯოგისა,
მარჯვედ ფარ-ხმალის მომხმარე,
მარჯვედ მგდებელი თოკისა.
უკვდავებაღა აკლია,
იმას მივწვდებით როდისა?!
რად არი გაუმაძღარი
ნეტავ ბუნება ზოგისა?!
განაგებს ჩერქეზთ სამთავროს,
ყველა ძრწის იმის შიშითა,
ბევრი აიკლო სახლ-კარით,
ბევრი ატირა ვიშითა.
ერთი ქიჩირბე არ ჰმონებს,
გათქმული ვეფხვის ჯიშითა.
მისი ბოღმა ჰკლავს ასლანსა,
ჯავრი იყაროს ვისითა?!
ბევრჯელ ეცადა შაეპყრო,
სდია მრავალის ბიჭითა.
არ იქნა, ხელად ვერ იგდო,
გაუსხლტა ერთის ბიჯითა.
მრავალს ავალებს მის მოკვლას,
ქრთამი აღუთქვა ფიცითა;
თავის მკვლელებს ჰხოცს ქიჩირბე,
გაურბის ლურჯის კვიცითა.
დადის და ყველას არიგებს
სიტყვით ძმურით და მტკიცითა:
„რად ჰმონებთ ასლანს, ჩერქეზნო,
უღელს რად იდგამთ კისრადა,
სხვისა ნაყმევი, ნალახი
გამოადგება ვის რადა?!
უბატონობა რით არ სჯობს,
ნეტავ, ბატონის ყოლასა?
რით არ სჯობია რაინდი
ღამის სალაღობ ცოლასა?
ომში მოკლული ვაჟკაცი -
მეჩეთში მყვირალს მოლასა?“
წეღან რომ ვნახეთ მხედარი,
ეგ არი მისი მკვლელია.
უნდა მიართვას ასლანსა,
ვითომ ქიჩირის ხელია;
უნაგრის ტახტას ეკიდა
გმირის მარჯვენა ცხელია.
ის როდი იცის, მთა-ველი
ამაოდ დაუთელია.
დემურს ის მკვდარი ჰგონია,
ქიჩირი ისევ მთელია.
რკინა არ კვდება მოწამლვით,
კბილს რად იღალავს გველია?!
IV
დღე ილულავდა თვალებსა,
ცივმა დაჰბერა ნიავმა.
სამგლოვიარო ჩაიცვა
მთამ ბრწყინვალემა, მზიანმა,
ვერც დააბერა, ვერც მოჰკლა
დიდმა დარდმა და ზიანმა,
აკურთხა უკვდავებითა
განგების ძალმა ჭკვიანმა.
ქორ-შევარდენთა ბუდემა,
ჩერქეზთ ქვეყანამ მთიანმა
ბევრი გაზარდა ვაჟკაცი
თავის წყლულების საპოხლად,
თავისა სადიდებელად,
მტრისა გულ-მკერდის საპობლად.
ნეტავ ვინ დასძრავს ბაგესა
არწივთა ბუდის საგმობლად?!
სახლში მივიდა მხედარი,
ცხენ-და-ცხენ მიდგა კარზედა.
არც პირი დაუბანია,
არც ულოცნია წყალზედა.
დაღრიჯა ცხენი სადავით,
უხმობს შინ მყოფებს გარეთა:
„გამოჩნდი, ვინ ხარ სახლშია,
ცხენ-კაცი ჩაიბარეთა!“
მხედარი თავმოწონებულს
ჰგავს მთას შემომხდარს მთვარესა,
უნდა აცნობოს ქვეყანას,
სად იყო, რომელ მხარესა, -
რომ მოაქვს ქიჩირის ხელი,
დაფასებული ძვირადა.
ამიერიდან მის საქმე
ექნებათ გასაკვირადა.
ჩერქეზეთს დიდთ და მცირეთა, -
პატივისცემის გვირგვინი
ედგმის მის სახლის დირეთა.
ქალი გამოდგა ქოხიდან,
შუქი გამოჰყვა პირითა.
ქალი ვამსგავსე ამ დროსა
ნამს, ვარდზე მბრწყინავს დილითა.
თუ შურთხი არი ლამაზი,
მსტვინავი მაღალ მთაზედა?
ან თუ შავარდნის წიწილა,
მწოლარე დედის ფრთაზედა?
ან თუ ვარსკვლავთა კრებული
უხვ-სხივიანი ცაზედა?
ან თუ ალმასი ფრანგული,
დაღირებული მკლავზედა?
ან თუ ზღვა არი მშფოთარე,
აყვირებული ზღვაზედა?!
იქნება სამოთხე იყოს,
ქვეყნად მოსული ციდანა?
- ვაჟკაცის გულის ჭირია,
გადამგდებელი ჭკვიდანა.
ცხენს ჩამოართმევს, ვერ ჰბედავს
ჯერ ამოღებას ხმისასა,
მოკრძალებით დგას ყვავილი,
ხათრს ინახავდა ქმრისასა.
ცხენი რა ნახა ნაოფლი
და დატანჯული მეტადა,
აძრახდა ნაწყენის ხმითა
ცით ჩამოსული სვეტადა:
„ან ცხენს რადა ჰკლავ, ან თავსა,
რად იარები უკლოდა?
შენი რა ჰმართებს ქიჩირსა,
რად ეკიდები უღვთოდა?
შენს მეტმა არავინ სდია,
ფიქრი დაურჩათ უგზოდა!
ქიჩირის ხელის მოტანა
შენს მეტს არავის უნდოდა?!“
- დიაცთ ჭკვა ენაზე გაკრავთ,
ფიქრი თმებშია წასული. -
ამ დროს მოვიდა მეზობლის
ბიჭი პირ-გადამახული.
- რა ჰქენო? - ჰკითხა: - მოხვედი
ნასახელარის თავითა?
- რა ვქენ და მოვკალ, - როგორა?
ხელში ჩაიგდე საითა?
- იქით, რომ სახლში ჩავუხტი
ღამით მძინარას ბანითა.
გამიგო, მაგრამ დავასწარ,
ყელი გამოვჭერ დანითა.
შევღებე მის სახლის კერა
მისავე სისხლის ღვარითა.
აჩხავლდა სახლში ბებერი,
მე კი გადმოვხტი კარითა;
ცხენს დავაფრინდი, წამოვედ,
ვცემე მათრახის ტარითა.
მოჰქროდა ჩემი მიმინო,
ფეხებს იბანდა ქარითა.
იქნება ტერელოელნი
უკან მომდევდენ ჯარითა.
რას გაიგებდენ ბეჩავნი,
საით მოვქროდი ღამითა?
მოვჭერ მარჯვენა, თან მომაქვს,
ნათქვამს, ვამოწმებ ამითა. -
და სისხლიანი მარჯვენა
უჩვენა სახე-მცინარმა.
ქალი უკუდგა, შეაკრთო
სისხლმა, მარჯვენას მჩინარმა,
ხელებს იფარებს თვალებზე,
არ ნახოს ნათელ-მფინარმა.
- ჰა, ყოჩაღ! - ბიჭი იძახის,
თან ხელსა ჰსინჯავს თვალითა, -
დავლა გიშოვნავ ძვირფასი,
ნასახელარო გვარითა.
- ახ, კაცნო, - ქალი: - რანი ხართ,
როგორის გულის მქონენი?
სულ სისხლის, სულ ვაჟკაცობის,
სულ სხვის დამცრობის მდომელნი.
თქვენ ჰსინჯავთ, გული მილბება,
თვალთ ელევიან ღონენი.
- მაშ არ მიქნია კარგადა?
აბა, უყურე სულელსა:
ქიჩირს კი ცოტა მოუკლავ,
ცოტასა სჭრიდა ხელებსა?
რამდენს შენფერას ადენდა
თვალთაგან ცხარე ცრემლებსა?
ახლა თითონაც იგემოს
გემო ნალესის ხმალისა:
თუ სხვაზე ძალა კარგია,
ჰა, ესეც სიტკბო ძალისა.
მის სახლიდანაც შაესმას
უფალს ტირილი ქალისა.
დე, იხსენიონ წყევლითა
ღონე დემურის მკლავისა.
ვისც ავი დაუთესია,
მომკალი არი ავისა.
სწორს სხვის საწყაოს ირიდებს,
ყალბი კი მოსწონ თავისა.
მიწუნებ ქიჩირის მოკვლას,
შე უდავლათოს გვარისა?!
- რისათვის მომეწონება
უგვანი ქცევა კაცისა?
აქამდის ყველა აქებდით,
ყველას აგყავდათ ცამდისა:
„ლაშქარს ქიჩირი ერთია
და ჩვენ ათასნი სწორადა,
ქიჩარის ხმლითა ნაცემი
გაიკვეთება ორადა.
რაზეც ქიჩირი გაივლის,
მტრის თავებია გორადა,
სხვა არვინა ჰყავ ჩერქეზეთს
ქიჩირთან ასაწონადა“.
ახლა ყველანი აუტყდით
ასლანის ჩაგონებითა,
გადაიმტერეთ ძალადა. -
სთქვა ქალმა დაღონებითა.
- შენ არა იცი, უჭკო ხარ,
არც ცისა, არცა ქვეყნისა.
- არ მინდა, თვალებს მიშინებს
ნახვა ქიჩირის ხელისა.
ვაჟკაცსვე ჰშვენის ეჭიროს
ხელი მოკლულის მტერისა.
- ეგ კარგი. ასლანსაც ჰკითხე,
მარჯვენას როგორ ელისა!
დემურს შინ მიაქვ მარჯვენა,
ჰკიდებს აბჯართან ერთადა,
სადაც ფარ-ხმალი, დამბაჩა
ეკიდნენ გვერდის-გვერდადა.
V
ბნელმა დაჰფარა ქეეყანა,
დრომ მოატანა ძილისა.
ვინ იცის, ტკბილად ვის სძინავ,
ვინ იცის, ვინა ტირისა?
ვის ლოყა ვის ლოყას ეკვრის,
ვის სუნთქვა უყვარს პირისა?
მშვიდობა სუფევს სოფლადა,
მამალიც არსად ჰყივისა.
დემურსაც სძინავ, ცოლს არა,
მის გული რასღაც ჩივისა.
ქმარს გამოუძვრა ნაბდიდან,
რაა წადილი იმისა?
ჭრაქი აანთო, ჰსურს ნახოს
მოჭრილი ხელი გმირისა.
მიდის ცახცახით, უცქერის:
ყურებში ხმა რამ უწივის,
თითქოს ხმა ესმის ნაცნობი,
სამარით ვინმე უკივის.
გული ჰბგერს გაჩქარებითა,
ვითომც კვერს სცემდენ გრდემლზედა.
ყურს უგდებს გულის ჩქროლასა,
თან იხედება გვერდზედა!
დემურსა სძინავ ტკბილადა
ნაბად-წარხურვილს მკერდზედა!
ქალი უცქერის და ჰკრთება,
სხივი ეკარგვის ყბებისა:
„ვაჰმე რას ჰხედავთ, თვალებო,
ბეჭედი დედი-ჩემისა!
მისი სახელიც სრულადა,
ნიშანიც ოქრომჭედლისა!
ესეც აბედით დამწვარი,
ჩვენ რომ სიყრმის დროს ვცელქობდით,
ვინ უფრო გავძლებთ სიმწვავეს,
მამაცობაზე ვდგებოდით.
გრძელ და დიდს სთვლისა ღამესა
ცეცხლა-პირასა ვსხდებოდით.
ვაჰმე, შენ, ძმაო ალხასტავ?!
ცამც დამქცევია თავზედა“.
ერთი ხელითა ხელს იპყრობს,
მეორეს ივლებს თმაზედა.
„დღე გაგიმწარდეს, დემურო,
ძმა მომიკალი რაზედა?!
შავად მენახოს, ქმარაო,
შენი ვარსკვლავი ცაზედა,
შენი უმსგავსი მარჯვენა
მტერსამც მიეკრას ქავზედა!“
ტკბილადა სძინავ დემურსა,
არ იძვრის ქალის ხმაზედა.
გულზე მიიკრა ძმის ხელი
და გამოვარდა კარზედა.
მირბის შმაგივით სოფელში
და მიქვითინებს მწარედა.
მირბის, იქ მირბის, ტერელოს,
ძმა უნდა ნახოს მკვდარია.
ქიჩირის სახლში იკითხოს,
იქ უნდა მოხდეს ზარია.
მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება,
ბანს მოსცემს მთა და ბარია.
ცოლის ქვითინი არა მწამს: -
უბრალო ნიავ-ღვარია;
მალედვე გამოიდარებს,
რაკი დაჰბერავს ქარია.
დემური ცოლსა კითხულობს,
დიაცი არსად არია.
აღარსად მარჯევნა მოჩანს
იმისი ნადავლარია.
VI
ორშაბათ დილა გათენდა
თავის რჯულით და წესითა.
იცინის მთა-ბარს ბუნება,
ღამის ნატანჯი კვნესითა.
მთაზე შაჯარდა ნისლები
გზა-გზა ცრემლების თესვითა.
ვინ ბრუნავს ქიჩირის სახლ წინ
პირ-ნაღველ-გადალესითა:
„ეს ვინ დამასხა თავს ლაფი?“ -
არწივი ამბობს ყეფითა. -
„ვინ შემარცხვინა თავხედმა
სირცხვილით მეტის-მეტითა?
სახლში მომიკლეს სტუმარი,
როგორღა ავდგე მკვდრეთითა?
ჩემს გონებულა სხვა მოჰკლეს,
ვიცი, ეს ვისიც ბრალია.
თუ ვერ ვიყარო მტრის ჯავრი,
წელზე რად მარტყავ ხმალია?!“
დილას თარეშით მოსული
ცხენზედვე ჯდება კვალადა,
შვილს ორი ბურკვა ხალისა
დედამ უსაგძლა ძალადა.
თვალებს აელვებს ქიჩირი,
წარბნი ჰქცევიან კვამლადა.
ფეხს უცემს ლურჯი მერანი,
ესწრაფვის გასამალადა.
წავიდა. მჭრელი ფრანგული
უბრჭყვინავს ბუნით ვადამდე.
ხმალს სცემს, ნაქები ბაზალა
მიჩნეული აქვს ხატამდე.
მინამ სტუმრის მკვლელს არ მოჰკლავს,
უნდა იაროს სანამდე.
კითხულობს, იძევს საქმესა,
უნდა შეიტყოს ამბავი.
არვინ უჩნდება, გულს უკლავს,
იმის შემრცხვენის მნახავი.
მაინც წინ მოდის დიკლოსკე,
გულში იმედის კრთომითა.
გული ელევა მხედარსა
მტერთან შეყრისა ნდომითა.
შეუდგა მთასა ტყიანსა,
მიჰყვება ბილიკს ვიწროსა,
არ დაჰსწმენდია გუნება,
ჰგავდა დაჭრილს ვეფხვს იმ დროსა.
ხანდახან გაიხმაურის,
ცხენს შეუჯავრდის მკვახედა,
თითქოს ჰსურს ჯავრი გულისა
ამოიყაროს მაზედა,
ნახა, რომ ვინმე დიაცი
ქვითინით მოდის გზაზედა.
წინ შაეხეჩა და ჰკითხა:
- ქალო, ცრემლსა ჰღვრი რაზედა? -
შუა იჭრება ქიჩირი
იმის თვალების ფხაზედა.
- აქ შენ რას დახვალ, რას ეძებ?
რა დაგიკარგავ მთაზედა?
- ჯავრი მაწუხებს ვაჟკაცის, -
თქვა ქალმა მოთქმის ხმაზედა. -
ხომ იცი, უდარდელადა
ცრემლი არ დაიდინების,
ვით კაცი უმიზეზოდა
სხვისგან არ შაიგინების?
- რა დარდი? ვინ ხარ, სად მიხვალ?
მითხარ, ღვთის მადლსა, სწორია.
- ტერელოსაკე, მხედარო,
მანძილი კიდევ შორია?
სადაური ხარ? ნუ მიწყენ,
რომ სიტყვა გაგისწორია.
- ტერელოელი დარლა ვარ,
თუ სადმე გაგიგონია.
- კარგი მაშ, იქ კაცი მოჰკლეს,
მართალია თუ ჭორია?
- ალხასტა? მართალი არი,
ის ქიჩირბეის ძმობილი,
კარგი სამტროდ და საძმოდა,
არსად სიცუდით ცნობილი. -
ქალმა კვლავ იწყო გოდება,
რა მოისმინა თხრობილი.
- ქიჩირის ნაცვლად მოუკლავ
ვისმე გონება-მჩატესა.
კაცი ვით ჰკლავდეს, მოსაკლავს
არ უხედავდეს სახესა?
ვაჰ, რო ქიჩირმა არ იცის,
ავს დაუგებდა მახესა.
თავის ნამუსის შემბღალავს,
თავის ოჯახის შემრცხვნელსა!
- მაშ ქიჩირბეი სადღაა,
არვის ამბობენ მნახველსა?
- ის ოსმალეთში გაიქცა,
ასლანის შეშინებული.
მოსძულდა იმასაც თავი
ყველასგან შეგინებული.
შენ ალხასტასი რაღა ხარ? -
ჰკითხავს კვლავ დაფიქრებული.
- მე? და ვარ უკვლო, უბედო,
შავ-ბნელს დღეს დაბადებული.
- დემურის ცოლი ჰყოფილხარ,
ჩემთანა ფიც-ვერცხლ ნაჭამი.
- ძმობა, ყოფნა და სიცოცხლე
იმაზემც არი არამი!
იმან არ მოჰკლა ჩემი ძმა,
განა ეკუთვნის სალამი?!
- იმანა? რა ვქნათ, შემცდარა,
მოტყუებულა ბნელობით,
თორემ სხვად არა ეძრახვის,
ვაჟკაცი არი ხელობით.
გულში სინათლე ჩაუდგა
ქიჩირს ამ ამბის ცნობითა.
რაკი მტრად ის დაიგულა,
თითონ გააძღებს მტრობითა.
ქალთან კი ამ დროს იმანა
სიტყვა არ დაძრა გმობითა.
- მოტყუებულა? შეჭამოს
თითონ ის ტყვიამ მწარემა,
ჩააცვას წყევის სუდარა
მთელმა ჩერქეზთა მხარემა.
ცოლის ძმის მოკვლის ნაცვლადა
თავი მოეკლა ბარემა?
ქიჩირის ხელის მაგივრად
მოაქვს ცოლი-ძმის მარჯვენა,
ვითომ მე ვიყავ ასლანი,
მომიტანა და მაჩვენა.
შენი ღვთის მადლსა, ის მინდა,
გზა მიმასწავლო წესზედა.
- ძალიან კარგი. წამომყე,
შევდგეთ იქ მაღალ სერზედა,
გასწავლი ქიჩირის სახლსა,
მას კოშკი უდგა გვერდზედა, -
ქალიც დასთანხმდა, მისდევდა,
ფეხს იბიჯებდა ფეხზედა.
- აგერ, გაჰხედე პირდაპირ,
ძირს რო ჩამოსდგამს გორია,
თეთრად რო მოჩანს - ქიჩირის
ციხე-გალავნის ყორია.
მდინარე ტერელოსია
გაწოლით, როგორც მორია.
ამ გზას ჩაჰყვები, ძირს ჩახვალ,
მერე სულ ვაკე, სწორია.
ღმერთმა ძმის სული გიცხონოს,
ცრემლებიც წაიხოცია.
მეც მეჩქარება, მშვიდობით!
შენთვის გზა დამილოცია. -
თქვა რა ეს, აჩქარებითა
მხედარმა გზა-გზა გასწია,
თითზე იკბინა მწარედა,
ფაფახს წარბებზე დასწია.
მიდის ტყე-ტყე და მიუბნობს:
- წადი, კაცს ენდე სოფლადა,
შენს მოსაკლავად ის მოდის,
ვინც გიცნობს კარგის მყოფლადა.
ვაი შენ, ფიცის გამტეხო!
შენებრ არ მოვალ ფარულად,
მელა არა ვარ, არც ტურა,
ქათმებს ვეპარო მალულად.
ძლიერა წყრება ქიჩირი,
დემურის სისხლი სწყურია.
თავის წამწყმედის წაწყმედა
მისი წესი და რჯულია.
ფიქრს დაეწმინდა თვალები,
წეღან ბუნდი და რთულია,
ვინაც მტერს მტრულად არ დაჰხვდეს,
მისი სახელი კრულია.
მიდის, გადავლო ხევები,
სერები ტევრიანები.
ნამზვლევიანი ღელენი
თითქოა ქვევრიანები,
დიაღაც, მხოლოდ სისხლითა
სავსენი, ბევრიანები.
მთით ჩახდა, მინდორს მოება
ბალახიანსა, მწვანესა.
აქ, ამ ადგილას ჩერქეზნი
არც როს არ სთესენ ყანებსა.
ყვავილნი მუროიანით
ნაზად აბზენენ თვალებსა.
გაუსუქებავ მინდორი
ჩერქეზთ და რუსთა ძვალებსა.
ჟინჟვლა დაიწყეს ღრუბელთა,
ბალახს დაუწყეს ღვიძება,
მცენარეთ თავი აიღეს,
უფალს შესწირეს დიდება.
თუ არა ნამი ციური,
არ გაეღვიძათ იქნება?!
აქ, ამ ადგილას, იტყვიან
ამბავს, საკვირველს რამესა:
ვითომ აქ სისხლის ზღვა მდგარა,
ის შაესუსტოს მთვარესა.
ზღვა დაეყენა ბრძოლასა
ჩერქეზთ რუსებთან მწარესა.
მას აქეთ მუდამ ყვავილნი
ამკობენ ამა მხარესა.
ყვავილნი სანთლად ნათობენ,
გმირთ სულებს გაახარებსა,
მოხუცნი მოწიწებითა
დასთვლიან გმირთა გვარებსა,
ყრმანი უსმენენ გულს ჟრჟოლით,
თან ჰბღუჯვენ ხანჯრის ტარებსა.
VII
დაბინდდა. კაცი კაცისგან
ძლივს იცნობოდა მაშინა,
ჰხედავს რო ცხენმა შამბიდან
ყურები გამოაჩინა.
მაზე მორთული მხედარი
ქიჩირს წაუდგა თვალ-წინა.
„გამარჯვებაო“, უცხომა
შემოუძახა ამასა.
გულს ნესტრად მოჰხვდა ესე ხმა
ქიჩირსა იმავ წამასა.
წინ მიეგება უცნობსა,
როგორაც შვილი მამასა.
- კი გაგიმარჯოს, მაგრამა
ამას ვისას სთელ ყანასა?
ვინ ხარ? სახელი რა გქვიან,
რად სჩადი მაგისთანასა?
- მე დემური ვარ. - და გული
ამის მთქმელს ასმევს შხამასა,
რაღაც ნაცნობი ხმა ესმის,
ჰგრძნობს ცუდსა მოსაზმანავსა.
-შენი სახელიც მითხარი,
ბიჭო, ამაყად მყვირალო!
- მე მკვდარი მქვიან, ძმობილო,
ჩემის მარჯვენის მზირალო!
დიაღაც მკვდარი, მაგრამა
ხმალს კი ვიხმარებ კიდევა;
ეცადე თავის დაცვასა,
შენი დღეები ილევა. -
და ხმალმა ქიჩირისამა
დემურის თავზე იელვა.
თავი გაგორდა მიწაზე
ზანტად ტუჩების ღებითა,
ხმალსა ტანიც კი ჩაეჭრა
დაღერებულსა კეფითა;
სისხლი ჩამოსდის დემურსა
ტანზე ჭიაფრად, ჩქეფითა,
ბალახს ჰღებს ცოლის მძებნელი
გულზე ხელების კრეფითა.
ცხენი კი გაფთხა, გაიქცა
პატრონის წყლულის მნახავი,
გულის ვაების და დარდის
ჭიხვინით გამომსახავი,
უცნობს ენაზე მოთქვამი,
ქიჩირის ხმლისა მძრახავი.
ქიჩირმა თავი აიღო, -
ხელი არ უნდა მტრისაო.
პირდაპირ დიკლოს გასწია,
კარგი მცოდნეა გზისაო,
გამოათავა მინდორი,
დიკლოს მოვიდა ღამითა.
მირბის ასლანის ეზოში
ხელში დემურის თავითა.
ასლანის კარების წინა
თავს არჭობს ხისა ტარითა.
დაბრუნდა ტერელოსაკე
ამსრულებელი ვალისა,
თავსა ჰგრძნობს ბედნიერადა,
აღარ მდომელი ავისა.
არავის შიში არა აქვს,
მინამ ლურჯაი ჰყავისა...
VIII
იმ ღამეს დარბაზს ასლანი
სამავნეოსვე ჰფიქრობდა,
დემურის მოუსვლელობას,
ცოტა არ იყოს, ჰკვირობდა.
ბოლოს მოიხმო მსახური,
ჰკითხა სადარდო გულისა,
ჰკითხა ამბავი წარბ-შეკვრით
კაცისა დაკარგულისა.
-ამბავი სწორედ შევიტყე,
სხვა მოწამენიც არიან:
კვირას მოსულა დემური,
გაუმარჯვნია ძალიან.
მაგრამ ვერ გნახა, ბატონო,
რადგან ჯერ არა სცალიან.
- გაუმარჯვნია? ქიჩირბე
მართლა მოუკლავს დემურსა?
- სწორეა, რჯულს გეფიცებით,
თქვენგან ნუ მნახვენ გვემულსა.
- თუ მართალს ამბობ, ამ საათს
თავს ჰნახავ პატივცემულსა.
ასლანი მუჭით ოქროსა
ჯიბიდან აძლევს მონასა.
- რაღა სჯობს, ჩქარა მოვიდეს,
ვერცხლის და ოქროს შოვნასა!
რაც მას აღვუთქვი, სულ მივცემ,
არ ვუღალატებ ხსოვნასა.
- საქმე სხვაფრივა, ბატონო,
მიბრძანებთ? გეტყვით წმინდადა.
დემურის ცოლსა მის მოკვლა
გულს შესწდომია ფინთადა, -
ქიჩირბეს ხელი წაუღავ
და გაპარულა ბნელაში.
დემური დილას წავიდა,
ხანს ჰლევს ცოლის ძევაში.
დიაცის ფიქრი წყეულ არს,
ვინ შევა იმის კვლევაში!
- ეგ სხვა საქმეა, მაგრამა
ვეჭვობ, თუ შესძლო საცადი.
ძნელია, ბრიყვო, მის მოკვლა!
მრავალ ჭირს არი ნახადი.
IX
თქვენს მტერს ისეთი დილა,
მაშინ გათენდა ჭირისა.
ზოგი ჩუმადა ვიშ-ვიშებს,
ზოგიც ხმამაღლა ტირისა.
„ვინაა დემურის მკვლელი?“
ნათესავთ გუნდი ჰყვირისა;
ხანჯრებსა ჰკბენენ, მრისხანედ
ცეცხლს აკვესებენ პირისა.
არავინ არი გამრკვევი
ამ საქმის გასაკვირისა.
ასლანსაც გარისხებულსა
დანა არ უხსნის კრიჭასა.
იცოდა, სრულად ვერ ენდო
მიტომ წუხანდელს ბიჭასა.
„ამას ქიჩირბე იზამდა,
ცოდვას ნუ იტყვით სხვისასა!“
სახლის მოაჯირს წამდგარი
ხალხს გადმოსძახებს იმასა.
დემურის თავი შეჰხვიეს
ჩერქეზთა ტილოს ქისასა.
ტანის საძებრად წავიდნენ,
კვალსაც იძევენ მტრისასა.
რას იპოვნიან მშრალაზე
ნავალს ნაგეშის მგლისასა?!
X
გავიდა ცოტა რამ ხანი
და გამოირკვა ყოველი,
წინა-დღეს გაჯავრებული
აღარა ჰბორგავს სოფელი.
ადვილად აუგს არ ამბობს
კაცი ქიჩირის მგმობელი.
„მოსისხლის სისხლი აუღავ",
ყველა ამისი მთხრობელი.
„ძალიან კარგად უქნია,
დედა უცხონეთ მშობელი!“
მტყუვნის და მართლის სამზღვრისა
საქმეა გამომცნობელი!
XI
თავის წესს არ ჰშლის ბუნება,
ღამე დღეს, დღე სცვლის ღამეთა,
მუხლმოკეცილნი სხდებიან
შავი ნისლები მთა-ველთა;
მრავალთა წყალთა იდინეს,
ჩამოუარეს ვაკეთა;
მრავალმა გამოთხოვების
აკოცა ლამაზს ბაგეთა.
ზოგი გაჩნდა და სხვა მოკვდა,
საფლავს მწოლარე ვნახეთა.
მტრობა, ტრფობა და სიძულე
ერთურთს უგმობენ სახეთა.
ის ჰრჩება მხოლოდ ქვეყანას,
რაც რომ ჩვენგანმა აკეთა.
ბევრჯელ გაიშრო მთამ ქედი,
ბევრჯელ მოირთო თოვლითა,
ბევრჯელაც ვნახე ცვრიანი,
ვით შუბლს მუშაკი ოფლითა.
წყალი არ მოჰშლის წყლობასა,
რაც უნდა ბევრი ჰნაყოთა!..
ასლანის გული სავსეა
ისევ ქიჩირის ჯავრითა.
ვერცა რას ფარ-ხმალით გახდა,
ვეღარც რას თავის მსჯავრითა.
ბოლოს სიფლიდეს მიჰმართა,
ესღა იხმარა ღონედა.
გაფხავებული მახვილი
მოსაქნევია დონედა.
ენაზე მჭრელი არა არს,-
ძველებსაც უთქვამთ სწორედა.
ვაჰ, კაცნო, ბევრჯელ ბრმანი ხართ,
ხშირად უღირსთა ჰმონებთა!
ხშირად ქვას უენ-პიროსა
ქვეყნის შემქნელად ჰგონებთა!
XII
კაცი მივიდა ქიჩირთან
ერთხელ მაცდურად მცინარი,
თაფლი და შაქარი არი
მის პირით ამომდინარი.
ჭაღარ-შერთული მაჰმადა
გათქმული არი გონებით.
არც უსახელოდ შთენილა
ცხვრითა, ძროხით და ქონებით.
აქებს, ადიდებს ქიჩირსა
ხატებთან შენაწონებით,
ჰპოხს გულ-ჩათხრობილ რაინდსა
გულუხვად სალბო ქონებით.
მიჰმართა მის გულ-გონებას
სხვადასხვა რიგის ფონებით.
სულ ბოლოს იგი უამბობს
ჭკვიანად, გონებ-გონებით:
- მართალი არი, ქიჩირო,
ვერვინ გაშინებს ძალითა,
ვერვინ დაგიძრა წამწამი
შემოქნეულის ხმალითა.
მაგრამ არც კაი დღეში ხარ
მუდამ საფრთხეში ყოფნითა.
მუდამ ხმალ-ამოღებული,
ფეხზე შემდგარის თოფითა.
თავის შინ ქურდულად დახვალ,
ქურდულად პურის მჭამელი.
საცა გაივლი, მტრებითა
სავსე გგონია მთა-ველი.
მშვიდობის მიწა არა გაქვს
ცოცხალ კაცს ორი მტკაველი.
- სხვისა მონებას, მაჰმადო,
ეგრე მირჩევნის ტარება.
როდი მაშინებს სიცოცხლის
სიკვდილად გადაცვალება.
ერთი დღე ყველას მოგველის,
დღე იყოს, მზეცა ბრწყინავდეს,
ჩვენ არაფერი გვესმოდეს,
ცივ სამარეში გვყინავდეს.
ნეტავი იმას, ვინაცა
მკვდარი გასწირავს სახელსა,
და ყველა იმის ხსოვნასა
გულს ინთებს, როგორც სანთელსა.
ცოცხალი ცოცხალსა ვგვანდე
თავის გუნების პატრონად.
მოვკვდები, ერთი დღე მმართებს,
მიწა მექნება ბატონად.
- ვინა თქვა მონად იქნები? -
გაჰხდები პირველ კაცადა.
რაც რომ ასლანი ფიცულობს,
ღმერთი აქცია ხატადა.
ორს ვაჟსვე ხელი დაადვა:
„ღმერთს შევავედრებ ამათა,
თუ მე რამ ვავნო ქიჩირსა,
ოღონდ მოვიდეს ზავითა.
თუ კიდეც არ დავსაჩუქრო
საჩუქრით მრავალ-გვარითა“.
მერე ამ დროსა: ხმა დადის,
რომ გაგვამტვეროს, აგვიკლოს,
მოზღვავებელა ურიცხვი,
გამოჩენილა ხვარიგლოს.
ჩერქეზეთს ახლა სჭირია
ვისაც გული აქვს გმირული,
თავზედა ქუდი ჰხურია,
წელზე ჰრტყავ ხმალი მისრული, -
გასწიროს მკერდსისხლიანი
მტერი კარებზე მისული.
რად უღირს, იცი, ასლანსა.
რომ მიუხვიდე ზავითა; -
ჩერქეზთ ლაშქარში ერიო
თავის ხმლითა და ფარითა.
- რაც უნდა ის ქმნას, მე მოვალ,
ქმნას თავის გულის ნებისა,
არც ვისგან საჩუქარს ველი,
არც მდომელი ვარ შვებისა.
დაძრახვით ნურვინ დამძრახავს,
სმენაც არ მიყვარს ქებისა.
დიაღ, წამოვალ, თუნდა თქვან:
ქიჩირი რასა შვრებისა?!
მე კი ჩვენს ჩერქეზთ რჯულზედა
სახლში მიუვალ ძმურადა!
თუ არ დაირცხვნის თითონა,
დაე, მომექცეს მტრულადა.
არც ეს მექნება, სანაღვლოდ,
არც თავი დაკარგულადა.
საღმრთო წესს როგორ დაარღვევს,
ისეც გაფუჭდა სრულადა?!
- სულ ტყუილია, ღალატსა
ტყუილად ჰფიქრობ, ძმობამა,
რა სიხარული აჩვენა
აქამდის შენმა მტრობამა?
ემ ჩემს ჭაღარას დაენდე,
შენმა და ჩემმა ცნობამა! -
არ შეუცვალა მთქმელს ფერი
ტყუილის გამოცხობამ ...
- კარგია, კარგი, მოხუცო,
სიტყვას რად ჰხარჯავ მრავალსა?
თავადაც კარგად გავიგებ
თავის თავგადასავალსა.
ხვალ ღამ, ან ხვალ-ზევით დილით
შინ ვეახლები მთავარსა.
ბევრს რად ჰფიცულობ, მის ნახვა
განა ეგრეცა მზარავსა?..
- როს დაგინახავს თვის კარზე,
გაუხარდება, იცოდე.
მოვაო, ვეტყვი... მშვიდობით!
დროა, რომ გზაზე ვიდოდე.
- მშვიდობით, წადი!.. კარგს ამბობ,
ცოტას რომ არა ჰფლიდობდე, -
რა გაისტუმრა მაჰმადა,
თქვა ეს ქიჩირმა ჩუმადა,
რაც ლომის ღმინი იქნება,
იღიმებოდა უმადა.
გულს დაეკითხა ათასჯერ,
ფიქრსა ჰშლიდა და აგებდა.
ბოლოს იფიქრა - წავიდეს,
თუ კი ქვეყანას არგებდა.
თვალთ წინ დაუდგნენ მოძმენი,
ომი ფიცხელი მტერთანა,
აოხრებული ქვეყანა,
გასწორებული მტვერთანა.
XIII
- რისათვის იყო სულელი,
რაზე საუბრით გირთავდა? -
მაჰმადას წასვლის შემდგომა
დედა ქიჩირსა ჰკითხავდა.
- ასლანი ზავსა თხოულობს,
უნდა ვეწვიო, დედილო.
- რას ამბობ? როგორ ენდობი,
გონება-გამოშრეტილო!
ბალღი ხარ, ახლაც მოსტყუვდე,
რომ მგელს ეძლევი პირშია.
ვინ მისცემს, სად გაგონილა,
ბიჭო, ბედაურს ვირშია?!
ზავისა იმან რა იცის,
გველ-ბაყაყების ბუდემა,
ჩერქეზთა ქვეყნის გამცემმა
და ჯოჯოხეთის ზღუდემა?
რაკი წახვალ და არ იშლი,
რჩევას არ მისმენ მითაცა,
მაგ სიბრიყვესთან ბარემა
მოდი და ჰქმენი ისაცა,
ჯერ კი მე მომკალ და მერე
იარე, როგორც გენებოს.
უშენოდ შენსა მშობელსა
ცოცხალს ნუმც ჰნახვენ ტერელოს.
- რაც ციხე აქამდის ვაგე,
ახლა დავშალო, კარგია?
სხვას ყველას ვპოებთ, სახელს ვერ,
თუ ერთხელ დაგვიკარგია,
დიამც სიცოცხლე დავკარგო,
ის ჩემთვის მეტი ბარგია.
არამი არი ჩემზედა,
მაინც არაში მარგია.
მტერი რო მოდის, მაშ რა ვქნა,
შინ დავიმალო, კარგია?
რას ეგვანება ქიჩირი,
რომ არ ერიოს ჯარშია?
სხვა რაც უნდა თქვი, მაგრამა
ეს რომ არ მოდის ჭკვაშია?!
სიკვდილი ბევრად სჯობია
ჩავარდნას ქვეყნის ყბაშია.
რა სიცოცხლეა, რომა თქვან
ჩემი ლაჩრობა მთაშია!
დიაცებრ მანდილიანი,
დედავ, გინდივარ რაშია?
XIV
ის იყო, ასლანის ეზოს
დილის მზის სხივი ჰფენოდა,
ცხენზე მჯდომარე ვაჟკაცი
ეზოში ვინმე ჰშვენოდა.
დამშვიდებულის სახითა,
თითქოს არც როს რამ სწყენოდა,
უხმობდა მეგობრულის ხმით,
ასლანის გასვლას ელოდა.
ორი მსახური სტუმარსა
გამოეგება ხმიანად.
ცხენს ართმენ, მიესალამენ
ორივე თავაზიანად.
შინისკენ მიიპატიჟეს
აუჩქარებლად, ჭკვიანად.
იმათში არაფერს ჰხედავს
ქიჩირი დამაზიანად.
მაგრამ იქით და აქედან
გადმოხტენ აბჯრიანები;
ზოგნი თოფ-შემოყენებით,
სხვანი ხელ-ხანჯრიანები,
ხმა როდი გასცა ქიჩირმა,
სდუმს ვით ქვა, ვითა ლოდია.
არც წყევლა უთქვამს, არც ლოცვა,
მან არ ატეხა შფოთია;
თუმც მკერდში გული უქანავს
ბოღმა-ნასვამი, ლოთია.
სტაცეს ხელი და შებოჭეს,
ქიჩირი ქვასებ მდუმარებს:
ხელსაც არ სძრავს სამტროდა,
არც ილხენს, არცა მწუხარებს.
უყურებს, ღობეს იქითა
ქალი ვინმე ჰღვრის მდუღარეს.
ბოლოს გამოჩნდა ასლანიც,
შავს ღრუბელსა ჰგავ მქუხარეს:
- მგელო! გაგაბი ხაფანგში,
არ დაასვენებ კბილებსა?
რომ ჰკვეხდი, - ასლანისასა
სულ გავწყვეტ შვილი-შვილებსა, -
ჩემს ჯილაგს ემუქრებოდი
ამოფხვრას ფესვიანადა.
ვერ ამოგფხვერი?! იგემე,
მიცანი წესიანადა!
სხვა ყველა დავიმორჩილე:
მაღლა ცა მეხიანადა.
შენ არ მიხრიდი მხოლოდ ქედს,
მოგექე ხერხიანადა?!
აგანთებ, აგაპრიალებ
ცამდე თავ-ფეხიანადა!
მხოლოდ ეს უთხრა ქიჩირმა:
- ერთს გეხვეწები დიდადა,-
ნუ გააგონებ ქვეყანას,
თავს ნუ აჩვენებ ფლიდადა.
ნუ გააგონებ ჩერქეზთა,
რომ მომატყუე ზავითა,
ნუ წაჰრყვნი მოძმეთ ბუნებას
შხამ-საწამლავით ავითა.
ეს ჩვეულება მტკიცედ გვაქვს:
წმინდად შენახვა კერისა,
პირობის დაურღვევლობა,
ძმად შინ შენახვა მტერისა.
- ეგ რომ წესად გვაქვს, ისაღა
სისხლით დაბანა სისხლისა;
მტრობისთვის მტრობა უზომო
წესია ჩვენის მიწისა.
რა ცოდვა არი, რა მადლი,
ასლანმა უკეთ იცისა!
XV
ყველამ გაიგო სოფელში
შეპყრობა ქიჩირბეისა!
კაცთა, ქალთა და ყმაწვილთა
მოდენის იქმნა დღე ისა.
მოქუჩდა ხალხი, მოგროვდა
ეზოში ყოველ მხრიდანა,
მხოლოდ სვავები ზარობენ,
არ მოგელავენ მთიდანა.
ყველას ის უნდა, იხილოს
თავზარ-დამცემი მტერისა.
გმირების მოყვარულია
თვალი და გული ერისა.
გალაღებული ასლანი
გულში ტკბილადა მღერისა!
მან ბრძანა, როცა იხილა
ბრბო, ერთმანეთზე მდგომელი:
„თქვენ, კაცნო, ყველასაგანა
თითო კონა ფიჩხს მოველი.
მოზიდეთ ბევრისგან ბევრი,
გავწურთნო ესე ცხოველი,
მარტო ღვთის ბატონად მცნობი,
სხვა ყველას წინა მდგომელი!“
მოზიდეს შეშა უზომო,
ცეცხლიც დაანთეს დიადი;
შიგ უნდა ჩაწვან ქიჩირი,
როგორც კვერი და ხმიადი.
ქიჩირმაც იგრძნო კარგადა
თვის სატანჯველი ფრიადი.
მაგრამ ის წარბსაც არა ჰხრის,
სდგას ვით სალი კლდე ზვიადი.
მიუდგა ქიჩირს ასლანი
ახლოს თავ-მოწონებული:
- მოგწონს, ქიჩირო, სასჯელი
ეს ჩემგან მოგონებული? -
ახლა ძლივს სუნთქავს ნებითა
გულზე დარდ-მოფონებული.
- მომწონს და არც შემაშინებს
ათასჯერ მეტიც იყოსა.
თუ გავტყდე, ღმერთი მრისხავდეს,
წყალმა და ღვარმა მრიყოსა.
- არ გეშინიან? სწორედ თქვი,
მხოლოდ დაგიხსნის მუდარა.
- ძაღლებს არას სთხოვს ქიჩირი,
მოკვდეს, მით არა უნდა-რა.
- მაშ თუ არ გზარავს სიკვდილი,
კიდეც იმღერებ, არაო?
- ძალიან კარგად, - ქიჩირი
ვითომ თავის შინ მჯდარაო.
მონებს უბრძანე, ჩონგური
რო მომიტანონ ჩქარაო.
მალე ჩონგურიც მოართვეს,
ჩამოჯდა, მოიხარაო!
თოკით შეკრული მკლავები
სახმარად მოიგვარაო.
ჯერ გადაჰხედა გროვასა
ცეცხლის მფრქვეველის თვალებით.
ცეცხლი ცეცხლს დასწვავს, რა უშავს,
გარს შემორტყმული ალებით.
თვით იტანჯება, რომ იწვის,
სხვას კი გაათბობს წვალებით.
გაჩაღდა ცეცხლი და ბოლი
შეიკრა როგორც ბარდია,
ცას შავ ღრუბელად გადეკრა,
თითქოს ტირილი სწადია.
ხალხში ხმას არავინ იღებს,
ქიჩირს შესცქერენ მტერადა.
ქიჩირმა ლარებს ჩამოჰკრა
და გაიხედა ცერადა.
იქ ნახა ქალი ლამაზი
რომ იღვრებოდა ცრემლადა,
იგივე, ვინაც წეღანა
მის შეპყრობის დროს ტიროდა
ქალის ტირილსა ქიჩირი,
ცოტა არ იყოს ჰკვირობდა,
იცნო და პირმა შესცინა,
დატყვევებულს ვეფხვს იამა.
გამოაფხიზლა ყველანი
ჩონგურის სიმთა წკრიალმა.
აჰკრა ხელი და ჩამოჰკრა,
თან ზედ დამღერა ხელადა.
დღესაც ამ ლექსების ცოდნა
ყველა ყრმას ადევს ბეგრადა.
1
ფლიდია ესე სოფელი,
ფლიდთა საყრელი ხელისა;
კარგებსა სჩაგრავს, უმსგავსთ კი
კალთას აფარებს, ჰშველისა;
მართალი წუთისოფელში
შვებას ამაოდ ელისა!
2
სამშობლოსათვის მამაცი
არის მადლი და დიდება.
მალე დაჰღუპავს ქვეყანას
ლაჩართა გადაკიდება.
ვინ იყო ქვეყნის ორგული,
ვინ ჰშველდა გიაურებსა,
გააწყვეტინა ჩერქეზნი,
აჭმევდა მგლებს და ტურებსა,
დააჭრა საკუთარის ხმლით
ცურები ჩერქეზთ ფურებსა.
იმის ძმებს მტერი ჰმუსრავდა,
თვით ჯიბეს იყრის ფულებსა.
მიკვირს, რომ ასეთ უმსგავსთა
ქვეყანა რადა ჰყურებსა?!
3
სულდგმული დღესაც ვსულდგმულებ
მამა-პაპათა რჯულითა.
ნაგრძნობი ჩემის გულისა
არ მიწონია ფულითა.
მიყვარს ჩერქეზთა ქვეყანა
წმინდა ჩერქეზის გულითა,
მიყვარს მთები და ველები
გულ-მკერდით დაქარგულითა;
ვინ იცის, ვინა ვცხონდებით
და ვინ წავწყმდებით სულითა!
4
ბიჭობა ათასნაირი,
ათასის სახის მქონეა.
ვისაც სიკვდილი აშინებს
ის ბიჭად არა მგონია.
თავის გაწირვა ადვილად
ვაჟკაცთა სულის ღონეა.
ვაჟკაცთ დაიცვეს ქვეყანა,
გამრავლდეს იმათ ჯიშია;
ფლიდთა, სულ-მდაბალთ ჯილაგი
რომ გასწყდეს ისა სჯობია.
გველის წიწილა გველია,
ხოლო ვირისა - ვირია.
კუნელზე ყურძენს არ ჰკრეფენ,
არცა-რა გასაკვირია.
უმსგავსთა, ფლიდთა მომსპობად
გახმეს ფოჩი და ძირია.
XVI
ბალღები შემოჰხვევიან,
შესჩერებიან ქიჩირსა.
ასლანის ორი ვაჟიცა
გვერდითა დგანან მის პირსა.
ცეცხლი კი უფრო გაჩაღდა,
ალი ალსა სცემს, ტრიალებს.
საზარი სანახავია,—
სიკვდილის ბჯღალი ტრიალებს,
„აი, ბიჭობაც ეს არი!“ -
კვლავ დაიძახა მხედარმა,
იღლიას სათითაოდა
ბალღები იკრა მჭეხარმა,
არა ამაოდ მომთქომმა,
არ უსაფუძვლოდ მკვეხარმა.
„აი, ბიჭობა, ნახეო!“
და დაიღუპა ცეცხლშია
სამის სულდგმულის სახეო.
ამითი როდი გათავდა
ამ ცეცხლის ზღვასთან ომია.
ქალი გამოხტა გროვიდან,
ციდან მოსული მგონია,
ისიც თან მიჰყვა ქიჩირსა,
თქვეს: „ეგ დემურის ცოლია!“
ცოცხალ-მკვდრად დარჩა ასლანი;
გაშტერებულა დუნია;
სულს ჰხუთავს, ბუნებას ჰშხამავს
ცეცხლში დამწვართა სუნია.
XVII
მეორე დილას იპოვნეს
იქვე სხეული ბებრისა;
საკრეფად წამოსულიყო
ქიჩირის ძვალთა მტვერისა.
ეკრიბა კაბის კალთაში
თუ რამ ცეცხლს ფერფლი რჩენოდა;
ეძებდა შვილის ნიშანსა,
ეგებ რამ გამოსჩენოდა.
რომ ვერაფერი ეპოვა,
მასაც სიცოცხლე სცხვენოდა.
დანა დაეცა გულშია
და სისხლი გადმოსდენოდა.
XVIII
ასლანზე რაღას იტყვიან,
სადაა? როგორ რჩებაო?
- ძალიან ამბავს ამბობენ:
უნამუსოდა კვდებაო.
ჭირი რამ შეჰხვდა უწამლო,
მთაზე თოვლივით დნებაო.
ლოგინად ჩავარდნილია,
ფეხზე ვეღარა დგებაო.
დამბლად დაეცა, ჭკვით შესცდა,
შუა მოხრილა გრკალადა.
არც რჩება, აღარცა კვდება,
ცოცხალი არი ძალადა.
პურზე, საჭმელზე იძახის,
როცა მიართმენ, ასეა:
„წაიღეთ, შორს გამაცალეთ,
გველ-ბაყაყებით სავსეა!“
ვინც სალმით მივა იმასთან,
ჩერქეზთ მთავარი იგია,
ბოდიშის ნაცვლად მიუგებს:
„მე როდი გამიყიდია!“
______________
ათასჯერა წვიმს, სეტყვაა,
მთებზე ნისლები ჰკიდია,
ბევრი რამ ხდება ქვეყნადა,
შიგ ცოდვა-ბრალი დიდია;
ბუნება წარბსაც არ იხრის,
მაინც მშვიდი და მშვიდია.
[1897 წ.]
სისხლის ძიება
ხელნაწერი: ასლი პოემის პირველი თავისა, ხელნაწ. ინსტ., № 122 (B).
ნაბეჭდი: „კვალი“, 1897, № 2-6 (C); ტ. III, პოემები, ალ. აბაშელის რედაქციით, 1930, გვ. 311 (A).
სათაურში: ცხოვრებიდან] ცხოვრებისა B.
277. 2 ცაზე] ცაზედ B. 12 სთესავენ] თესავენ C.
278. 7 უსირცხოდ] უსირცხვოდ B. 9 ჰნახავთ] ნახავთ C. 10 არი] არის BC; ერთხლის] ერთხელ C. 23 ჰრჩებათ] რჩებათ B. I თავის შემდეგ ხელნაწერი წყდება, ჟ. „კვალი“ კი ჩვენს გამოცემაში დაბეჭდილ ტექსტთან შედარებით შემდეგ განსხვავებულ წაკითხვებს უჩვენებს1: 29 აღვირ-ჩაყრილის] აღვირ-ჩაყრილი.
279. 12 ხანჯრისა] ხანჯლისა. 17 დაუკიდნია] დაუკიდია.
280. 12 გათქმული] განთქმული; ვეფხვის] ვეფხის. 15 შაეპყრო] შეეპყრო. 16 მრავალის] მრავალი. 18 ერთის] ერთი. 31 სჯობია] ჯობია. 34 მყვირალს] მყვირალ.
281. 14 მოჰკლა] მოკლა. 21 საპოხლად] საფოხლათ.
282. 12 არი] არის. 14 შავარდნის] შევარდნის. 32 ნაწყენის ხმითა] შეწყინებითა. 36 ჰმართებს] მართებს.
283. 26 მოვქროდი] მოვრბოდი.
284. 9 მოუკლავ] მოუკლავს. 10 სჭრიდა] ჰჭრიდა. 17 შაესმას] შეესმას. 23 ირიდებს] არიდებს. 24 მოსწონ] მოსწონს. 26 უდავლათოს] უდოვლათო. 37 ჰყავ] გვყავს.
285. 4 სთქვა] თქვა. 10 მოკლულის] მოკლული. 13 მიაქვ] მიაქვს. 20 სძინავ] სძინავს. 26 სძინავს] ძინავს.
286. 1 ჩქროლასა] ჩქრიალსა. 3 სძინავ] ძინავს. 4 ნაბად-წახურვილს მკერდზედა] ნაბად-წახურვით გვერდზედა. 18 დამქცევია] დამექცევა. 24 ვარსკვლავი] ვარსკლავი. 25 შენი უმსგავსი] ეგ უხეირო. 26 ქვაზედა] ჭავზედა. 27 სძინავ] ძინავს. 33 ტერელოს] ტერედის.
287. 1 მწამს] მრწამს. 14 შაჯარდა] შეჯარდა. 17 პირ-ნაღველ-გადალესითა] პირს-ნაღველ-გადალესითა.
288. 11 ელევა] ეძლევა ABC*. 15 დაჰსწმენდია] დასწმენდია. 23 შაეხეჩა] შეეხეჩა. 33 უმიზეზოდა] უწყინარობით. 34 შაიგინების] შეიგინების.
289. 3 დარლა] დავლა. 7 არი] არის. 14 ვისმე] ვისღაც. 25 მოსძულდა] მოძულდა. 34 არი] არის.
290. 2 არი] არის. 3 სინათლე] სანთელი; ჩაუდგა] აენთო. 22 მაღალ] მაღლა. 25 დასთანხმდა] დათანხმდა. 38 შენთვის] შენთვისც.
291. 5 ტყე-ტყე] ტყეზე. 30 სთესენ] თესენ. 34 რუსთა] ურუმთ.
292. 6 შაესუტოს] შეესუტოს. 8 რუსებთან] ურუმთან. 14 დასთვლიან] დათვლიან. 16 ხანჯრის] ხანჯლის. 20 ჰხედავს] ხედავს; რო] რომ; შამბიდან] შამბებში. 32 გქვიან] გქვია. 37 მოსაზმანავსა] მოსახმანავსა*.
293. 3 მქვიან] მქვია. 5 დიაღაც] დიახაც. 23 მოთქვამი] მომთქვამი. 37 ჰგრძნობს] გრძნობს.
294. 24 სჯობს] ჰჯობს. 30 ცოლსა] დიაცს.
295. 2 ვეჭვობ] ვეჭობ; შესძლო] შეძლო. 4 ნახადი] ნახული. 6 თქვენს] თქვენ. 12 ხანჯრებსა] ხანჯლებსა. 14 არი] არის; გამრკვევი] ამხსნელი. 24 შეჰხვიეს] შეხვიეს.
296. 5 სამზღვრისა] საზღვრისა. 9 სცვლის] ცვლის. 20 ჰრჩება] რჩება; ქვეყანას] სოფელსა. 21 რომ ჩვენგანმა] ადამის ძემ. 26 მოჰშლის] მოშლის. 27 ჰნაყოთა] ნაყოთა.
297. 8 არი] არის. 25 შემოქნეულის] შემოქნეული. 29 შემდგარის] შემდგარი. 36 მაჰმადო] მამადო.
298. 1 როდი] არას. 6 ცივ] ცივს. 11 ვგვანდე] ვგავდე. 22 ოღონდ] ოღონდაც.
299. 16 ღალატსა] ღალატი. 21 ჩემმა] ჩემა. 22 მთქმელს] მას. 28 ხვალზევით] ხვალე ზეგ. 36 კარგს ამბობ] კარგია. 38 მაჰმადა] მამადა.
300. 14 მაჰმადას] მამადას. 20 მოსტყუვდე] მოტყუვდე. 35 ჰნახვენ] ნახვენ. 301. 1 ვპოებთ] ვპოვებთ. 7 რო] რომ. 13 სჯობია] ჯობია. 24 დამშვიდებულის] დამშვიდებული. 25 სწყენოდა] წყენოდა. 26 მეგობრულის] მეგობრული.
302. 1 თოფ-შემოყენებით] თოფ-შამოყენებით. 2 ხელ-ხანჯრიანები] ხელ-ხანჯლიანები. 7 მკერდში გული] გულში მკერდი. 11 სძრავს] ძრავს. 16 შავს] შავ; ჰგავ] ჰგავს. 26 ცა] ცამ. 28 მოგექე] მოგექეც.
303. 7 ჩვენის] ჩვენი. 17 ზარობენ] ზანტობენ. 24 ტკბილადა] როგორა.
304. 15 არას სთხოვს] ვერას თხოვს. 28 მფრქვეველის] მფრქვეველი.
305. 10 დატყვევებულს] დატყვევებულ; ვეფხვს] ვეფხს. 20 სჩაგრავს] ჰჩაგრავს.
306. 1 რომ ასეთ] ასეთსა. 24 სჯობია] ჯობია. 33 შესჩერებიან] შეჰჩერებიან.
307. 25 იპოვნეს] იპოვეს. 32 გამოსჩენოდა] გამოჩენოდა. 34 სცხვენოდა] რცხვენოდა. 35 გულშია] გულზედა.
308. 10 შესცდა] შეცდა. 27 არ] არა; იხრის] ჰხრის.
________________
1. ქვემოთ C ლიტერს აღარ ვუწერთ.
![]() |
19 ახუნდი |
▲ზევით დაბრუნება |
(ძველი ამბავი)
I
იყო ძველ დროში ახუნდი,
კაცი გათქმული ქველობით.
თვით მოლა იყო ეფენდი,
მეჩეთს მწირველი ხელობით,
და თავს იქებდა მუდამა
ქვრივთა და ობოლთ მცველობით.
თვის მრევლსაც მასვე ურჩევდა,
მეჩეთის ბანით ჰყვიროდა,
დავრდომილთ დახმარებაზე
რჩევასა არა ძვირობდა,
მის სიმართლეს და სიწმინდეს
მთელი ქვეყანა ჰკვირობდა.
დილით გამოვა ქუჩაზე
თავ-შებურვილი ჩალმითა,
ჩიტთა, ბუზთა და ჭინჭველთა
ეგებებოდა სალმითა.
ნელ-ნელა მოაბიჯებდა,
ძირს ჩაღუნულის თავითა.
თუ ვის ჩქარ-მავალს ჰნახავდა,
აივსებოდა ბრაზითა:
„ბრიყვნო, უღვთონო, ცოდვილნო! -
უკიჟინებდა გროვასა: -
თავ-აღებულნი რომ გარბით,
წინ დაიხედეთ ცოტასა;
აქ რომ ჭინჭველა მიცოცავს,
ფეხით რად სთელავთ იმასა?
ნეტავ სით დაემალებით
იმ სატანჯელსა ღვთისასა?!“
თითონ ფეხთ ეჟვნები ება,
იარებოდა დინჯადა,
რომ მწერთა ცოდვა და სისხლი
წმინდანს არ ეღო კისრადა.
II
მაგრამ რო შაბინდდებოდა,
მიიძინებდენ ყველანი,
უნდა გენახათ ახუნდი
და მისნი ქადაგებანი!
მოლის ტანსაცმელს იხდიდა,
ფარ-ხმალ-ზუჩშია ჯდებოდა,
სად დუქნებს სტეხდა, ხალხს სცრცვიდა,
სად სრა-სახლებში ძვრებოდა;
არც ქვრივ-ობოლთა ზოგავდა,
ვინ იცის, რასა შვრებოდა!...
ურიცხვი ჰქონდა ნადავლი,
მიტოლებული სარდაფსა...
დღე ისევ გამოდიოდა,
სცემდა სიწმინდის დაფ-დაფსა.
დაუნაშავართ იჭერდენ,
არჩობდენ, ჰჟლეტდენ ჯალათნი,
ვითომ იმათგან იცარცვის,
აკლებულია ქალაქი.
საწყლები ხატ-ღმერთს ჰფიცავდენ,
იხოშებოდენ ცრემლადა:
„არა გვაქვს დანაშაული“, -
ყველა იძახდა ერთ-ხმადა.
ახუნდზე ვინ რას იფიქრებს,
ცნობილა ქვეყნის ღმერთადა?!.
III
ერთხელ ყეინთან მოვიდა
მოხუცი ოხვრა-ტირილით
და შაევედრა მეფესა
ყელ-გადაგდებით, ჩივილით.
- საჩივარი მაქვს, ბატონო,
გთხოვ მომისმინო თხრობილი,
და ნუ შემრისხავ ამაზე,
რადგან მეფე ხარ ცნობილი.
- აბა რას სჩივი, მოჰყევი...
არ კი იყბედო მრუდია,
თორემ, ხომ იცი, რომ მაშინ
საქმე მოგივა ცუდია.
ამდენი ჯალათთა ჯარი
აქ იმიტომა ჰყუდია,
რომ ვინც ამაოდ გვაწუხებს,
იმას გულში ჰკრან შუბია! -
სთქვა მედიდურად ყეინმა...
ოქროს ჩიკაზე ჰყუნთია,
ყალიონს სწევდა, თან გვერდით
ედგა თუთუნით ყუთია.
- სიმართლეს გეტყვი, მეფეო,
ჩემის შვილების ლხენამა.
სიცრუე მეფის წინაშე
როგორ უნდა თქვას ენამა?
ოთხმოცი წლისა ვიქნები,
ვინ მნახა, ამის მეტადა,
თქვენთან საჩივრით მოსული
სიცრუის დასაყბედადა?
წუხელ ახუნდი დაგვეცა,
წმინდანად რომ ვთვლით თათრები,
ის იყო, ნამდვილად ისა,
სულ დაგვიბნია დავთრები!
რაც რამ მებადა წამართვა,
დამიწიოკა ბალღები.
საჩეჩელიც კი გამტაცა,
რითღა დავჩეჩო მატყლები?
თუ ეხლავ კვალზე მივყვებით, -
ვიპოვით, დაუმცდარია,
ჩემს საჩეჩელზე ნიშნადა
ძირის ფიცარზე მთვარეა.
მიშველე, თავს შემოგევლე,
მოვძებნოთ, შემიბრალია!
ყეინი ფრიად განრისხდა,
ვით მეფეთ წესი არია,
შემოუყვირა მსახურთა:
„ეს დედაკაცი მთვრალია!
თუ მთვრალი არა, უთუოდ,
ეტყობა, ჭკვაზე მცდარია.
ახუნდზე, ჰხედავთ რას ამბობს,
რაებსა სჩმახავს სულელი?!
ჩემის სამეფოს დიდების
ჩირქის მოცხების მსურველი.
მობრძანებულა ჩემთანა,
ჩემის გულისა ჭირადა,
ეს ჩემი შეურაცხყოფა
უნდა დაუსვა ძვირადა:
კუდზე მოაბით შავს ცხენსა,
ისე გაუშვით მინდვრად,
რასაც დღეს ფიქრობს, ის ხვალე,
აღარ მოუვა ფიქრადა.
დაუნაშავრად მოხუცი
გახდა სანიშნე ფიცრადა”.
ჯალათთ რა ესმათ ბრძანება,
ასრულდა ნება მეფისა,
და გაიფანტა ველზედა
თმა და ძვალები ბებრისა.
IV
გავიდა ცოტა რამ ხანი,
ახლა სხვა ჩნდება მჩივანი,
ახუნდის ავაზაკობის
უფრო ხმა-მაღლა მყივანი.
შეწუხდა ფრიად ყეინი,
შეწუხდა მისი მდივანი.
ისიც ცხენს დაჩქლეთინეს,
ცხარე ცრემლების მცვივანი.
ოცი სხვა მოდის კიდევა
ახუნდ-წმინდანის გმობითა,
მიჰმართეს მეფის სრა-სახლსა
ვაით და ერთის ყოფითა.
კარის დარაჯთა ეს გროვა
ვერ შეიმაგრეს თოფითა.
შეჰვედრა გროვამ ყეინსა
დიდის სალმით და ჩოქითა:
„აი, დაგვხოცე მეფეო,
შენს ნებასა ვართ ყველაო,
ხოლო სიმართლის თქმისადა
რად გინდა ჩვენი გვემაო?
ჩვენ თვითაც ვკვირობთ, ახუნდი
ხალხში როგორა დგებოდა?!
რას ვიფიქრებდით, თუ იგი
ყაჩაღი გამოდგებოდა!
ნათქვამს არ დავიჯერებდით,
რომ არ გვენახა თვალითა
თოფ-იარაღში ჩამჯდარი,
ხელში შიშველის ხმალითა.
გვართმევდა სარჩო-საბადსა
წმინდანი კაცი ძალითა.
განა არ გვიჭირს ამის თქმა,
განა არა გვწყინს რაც ვნახეთ?
როგორ დავმალოთ, არა ვსთქვათ,
როცა ვიცანით მის სახე?
მობძანდით, თქვენაც იხილეთ
სახლის ძირითა სართული, -
ვიცით, ახუნდი იქ არის
სიმდიდრის თვლაში გართული“.
მაშინ წამოდგა ჰუსეინ
ვაზირი, კაცი ჭკვიანი,
და მოახსენა მეფესა
სიტყვა წყნარი და ფხიანი:
- „ჩვენო მზეო და მთვარეო,
მფარველო თათრის ერისა,
მეფეთ-მეფეო ძლიერო,
რისხვის მიმცემო მტერისა!
გთხოვ, მოისმინოთ ნათქვამი
თქვენისა მიწა-მტვერისა.
ეს ამოდენა დუნია
რომ აღარ იშლის, ჰყვირისა,
უნდა წამალი ვეძიოთ
ამ საქმის გასაჭირისა,
წმინდანს რა დაუშავდება -
სახლი გავჩხრიკოთ იმისა?“
ყეინმა „ბალი“ დაუკრა,
გროვაც აღარა სტირისა.
V
შებინდდა. მოლა ახუნდიმ
სხვა ტანსაცმელი ჩაიცვა:
ტანზე აისხა აბჯარი,
პირზე ნახშირი წაისვა.
მას ზნედა სჭირდა ერთი რამ:
ვიდრე სადავლოდ გასწევდა,
ინახულებდა სალაროს,
ნივთებს სწმენდდა და არხევდა,
ზოგს აკოცებდა, სხვას ჰზომდა,
ზოგს ორის ხელით ასწევდა.
ეხლაც სარდაფში ჩავიდა,
მიავლ-მოავლო თვალია,
სად ოქრო-ვერცხლი ელაგა,
კალა, სპილენძი, რვალია,
თავ-თავისთვის აქვსთ საწყობი,
შუაზე გასავალია,
თვალ-მარგალიტი მრავალი,
არ დაეტოვა ძვალია,
რაც კი მოეგდო ხელადა,
ყველა აქ მოუტანია.
ნივთები უკლებლად ნახა:
შეხტა, შეროკდა წმინდანი,
ნავარდობს თავბრუ-დასხმული,
როგორც ქადაგი მისანი.
რატომაც არ იტლინკებდა? -
ასრულდა მისი მიზანი:
ხალხში წმინდანად ითვლება
კარგი სიტყვით და რჩევითა,
სიმდიდრეც შეუძენია
ავაზაკურის ქცევითა.
როცა ამ ყოფაში იყო,
ბუქნას უვლიდა ახუნდი,
თავზე დაესხა ხალხისა
აურაცხველი მას გუნდი.
იქვე მობრძანდა ყეინიც
თავის წოპ-წოპა ქუდითა,
მისნი მხლებელნი ვეზირნი -
ფარებითა და შუბითა.
გგონიათ შეკრთა ახუნდი
და მტერს დაუხვდა ჩხუბითა?
თუმცა გაიგო ამბავი,
არ შეიცვალა ფერია:
იმედობს, კვლავ მოატყუოს
ბნელით მოცული ერია.
- მობძანდით, მეფევ, მობძანდით,
თქვენი დანახვა მწყურია,
აი, სადამდის მიაღწევს
ხალხის მტრობა და შურია,
ჩემთვის სიწმინდე შეჰშურდათ,
მეც კი მომაცხეს მურია!
- როგორ? რა შური, მოლაო?! -
სთქვა შუბლ-შეკრულმა ყეინმა,
ყურები ააცქვეტინა
ყველას ახალმა სეირმა.
- ისა, რომ ჩემი სარდაფი
ქურდებს დაუდვავთ ბინადა,
საცა რამ მოუპარიათ
და რაც რგებიათ წილადა,
ყველა აქ მოუზიდნიათ,
აქ დაუდვიათ წყობითა,
რომ ვიქმნე შეჩვენებული
ხალხის წყევით და გმობითა.
ვინა ქმნა ასეთი საქმე,
ნეტა ვიცნობდე ცნობითა?!
- მაშ, შენ არა ხარ ჩამდენი
ამ ბოროტების, მელაო?
მაშ ეგ საცმელი რა არის,
აბჯარი მაგოტელაო?!
ან სახე ნახშირიანი,
ავაზაკური ოინი?
„ავაზაკია, ეგ არის!“ -
აყვირდა ხალხის ბოინი.
- სსუთ! დამაცადეთ, - სთქვა მოლამ, -
ნუ კი აჰყვირდით ყველაო,
აბჯარი მიტომ ავისხი,
მინდა საწყლების შველაო,
ყარაულობა მეწადა
აქვე სარდაფში ფარულად.
როს მოვიდოდენ ქურდები,
ნივთებს ჰზიდავდენ მალულად,
სულ გამეჟლიტა წყეულნი,
მინდოდა, ხალხის მძარცველნი,
მიტომ ჩავიცვი ტანთ ასე,
იარაღიც მაქვს ამდენი.
- ვის უნდა უყარაულო?!
თითონ შენა ხარ მელაო,
კიდევ გვატყუებს, არ შეჰრცხვა, -
ერთხმად იძახდა ყველაო.
გასინჯეს მელას სალარო,
სცნეს დანაკარგი თვისია,
აქ იყო ვინც რა დაკარგა
ნივთი ვერცხლის თუ რქისია.
- მაშ შენ არა ხარ? - სთქვა მეფემ,
სახე მიიღო მქისია, -
ტყუილად ცილი დაგწამეს,
ჩანადინარი სხვისია?
- სწორედ ეგრეა, რას ბრძანებთ,
მაჰმადსა ეფიცავ, სწორია,
თუ რამ გსმენიათ ჩემზედა -
ცილის-წამება, ჭორია.
აბორგვნდა გროვა ფრიადა,
ზღვა არის, სწორედ, მღელვარე,
სახით საკირედ ქცეული,
ალის და მურის მგზნებარე.
აღარც ვეზირებს უსმინეს,
ბევრი არცა-რა ყეინსა,
დაესხნენ ერთად ახუნდის,
რას დააყრიდნენ ხეირსა?..
ზოგმა ფეხები დასტაცა,
ზოგი მიათრევს წვერითა,
სხვა მუშტებსა სცემს თავშია,
ვით გრდემლს მჭედელი კვერითა.
ბევრი ამუქრა გროვასა
ახუნდიმ მაჰმად, ალია.
მაინც ვერ გახდა ვერაფერს,
მტრის ხელში სული დალია.
VI
მაშინ წამოდგა ჰუსეინ,
ნაზირ-ვეზირთა თვალია,
დაიწყო ოხვრა-ვიშითა,
კარგის თქმა ჭკვიანთ ვალია.
- „ეჰ, მორჩა თათრების საქმე,
მდინარემ წყალმა დალია,
ჩვენ მის ქურდობას ნუ ვიტყვით,
სხვა საქმე მოხდა დიდია:
მან ერის გულიც გაცარცვა,
ჭკვას ჩაუტეხა ხიდია.
ვინაც მოიგებს ერის გულს,
მომავალზედა ჰკიდია.
ახუნდი დიდხანს ჩვენს ერსა
გზას დაუბნელებს სავალსა,
ფურთხს და ლაფს მიაყრევინებს
ჭეშმარიტთ წმინდანთ ნავალსა.
კარგა ხანს უნდა დამუნჯდეს
მართალთა კაცთა ენაო,
რა უკუ-აგდებს მათ ნათქვამს
ერის დამდგარი სმენაო“.
მართლაც და ვინც კი გამოჩნდა
მქადაგებელი რჯულისა,
ნამდვილი ხალხის ერთგული,
მექონე წრფელის გულისა,
მავრცელებელი ერშია
აზრთა სხვადასხვა ჯურისა,
მან ხალხში დაიმსახურა
მხოლოდ სახელი თულისა!
„ახუნდიც გვყავდა, რომ დღისით
ჭიასაც არა სჭყლეტავდა,
ღამით ქვეყანას აგდებდა
და მთელს დუნიას ჟლეტავდა!"
[1898 წ.]
ახუნდი
ნაბეჭდი: ცალკე გამოცემა, 1898.
ნაბეჭდში შემდეგი განსხვავებული წაკითხვებია:
309. 15 თავ-შებურვილი] თავ-შებურვილის. 22 ცოდვილნო] ცოდვანო.
310. 18 სცრცვიდა] სცარცვიდა.
311. 31 წმინდანად] წმინდად.
312. 11 უთუოდ] უთოვოდ.
313. 26 არა] არ. 32 თვლაში] თვალში.
314. 12 აღარა] აღარც. 37 მისანი] მისინი.
315. 22 მიაღწევს] მიაღრწევს.
316. 34 მაჰმადსა] მახმადსა.
317. 12 ახუნდიმ] ახუნდი. 26 ვინაც] ვინც.
![]() |
20 ჰაოს და ქართლოს |
▲ზევით დაბრუნება |
I
თვალცრემლიანი ჰაოსი
ქართლოსს მოადგა კარზედა.
გასაწყლებულსა სახითა
კონკები ეცვა ტანზედა.
ჰაოს
ჰე, ძმაო ქართლოს, სადა ხარ,
გამოიხედე კარშია?!
ნუთუ დაჩაგრულს მოძმესა
ბინას არ მომცემ სახლშია?
ქართლოს გაჰკვირდა, რა ნახა
თავის ღვიძლი ძმა მტირალი.
ვერც თვით იმაგრებს ცრემლებსა
იმისი შემამზირალი.
ყელს გადაეჭდო, აკოცა,
როგორც წესია ძმობისა.
არ დაიშურა ძმამ ძმისთვის
ქცევა კეთილის ყოფისა.
მოიპატიჟა დარბაზში:
გაუმასპინძლდა კარგადა.
ქვევრს აუხადა და ძროხაც
დაკლა სტუმრისთვის ხარჯადა.
ქართლოს
ნუ გეწყინება, ჰაოსო,
მინდა რამ გკითხო ერთია.
მიკვირს, არც მიკვირს, რადგანაც
კაცთ ბედის გამგე ღმერთია.
ჰაოს
გავიგე, რაც უნდა მკითხო,
ან რის თქმას ჩემგან მოელი.
თავს ნუ იწუხებ, დაბძანდი,
მე მოგახსენო ყოველი.
ვიცი, რომ გიკვირს, ქართლოსო,
ჩემი ასეთი დავრდომა...
ქართლოს
დიაღაც ვწუხარ და მიკვირს
ვაჟკაცის ეგრე წახდომა.
მე დაჩაგრულად მეჩვენე,
გასაწყლებულ ხარ ფრიადა...
შენ ის ჰაოსი აღარ ხარ,
როგორც გიცნობდი წინადა.
ჰაოს
არ სტყუი, ძმაო, არ სტყუი,
აჩრდილიც არ ვარ იმისა.
მტერთაგანა მჭირს, რაცა მჭირს,
მზე ვეღარ ვნახე დილისა.
მას შემდეგ, რაკი დამითმე
ვანქის, ერევნის არენი,
უბედურს ყოფაშია ვარ
სიცოცხლე განამწარენი.
ჩვენ რომ არ გავიყარენით,
მე სამხრეთისკენ გავწიე,
არარატის ძირს დავსახლდი,
დიდი ამაგიც გავწიე.
ჩემთვის ლამაზად მოვეწყე
მამულით, ცხვრით და ძროხითა.
მტერმა ამიკლო, დამღუპა,
დავრჩი ემ ძველის ჩოხითა.
ადგილიც მტერმა წამართო,
სარჩო-საბადი ყველაო,
ღონე შენზეღა დავყარე,
თუ შაგიძლიან შველაო?!
ქართლოს
რა სათქმელია? ნუ იტყვი,
რად გინდა ბევრი მუდარა?
ერთად ვიცხოვროთ ძმურადა,
მტერს შეუთვალოთ მუქარა.
ძმათ სიყვარულით მტკიცეთა
მის დღეში არა უშავთ-რა!
მტერი ჩვენ ვერას დაგვაკლებს,
ვერც შინ და ვერცა გარეთა.
მოკეთეს გაუხარდება
და მტერს კი გავამწარებთა.
სახნავ-სათიბიც გვკმავია,
ვენახებიც მაქვს მრავალი,
თუნდ მთელს ქვეყანას ეყოფა
იმათი გამოსავალი.
მხოლოდ გარჯაა საჭირო,
ეს ხომ შენც კარგად უწყია:
მშრომელსა ქვა და კაკალი
ორივ კერაზე უწყვია.
მე შრომა მიყვარს, ჰაოსო,
თავის მარჯვენის ნაჟური -
პური მორწყული ოფლითა
და ღვინო ვაზის ნაწური. -
მძულს სხვის ამაგით ქეიფი,
სხვის ოფლით წვერის ცმაცური.
ჰაოს
ახ, გენაცვალე, ქართლოსო,
კაცი ჰყოფილხარ კაცური, -
რაცა სთქვი, ჩემს გულშია სთქვი -
სასიამოვნო ქართული.
არ მეზარება მეც შრომა,
ამას არ უნდა ფიცია.
ღმერთმა ქმნას, ჩვენი ერთობა
ბოლომდე იყოს მტკიცია.
უნდა ვეცადოთ, მტრისაგან
არ გავხდეთ გასაკიცხია.
მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე,
რა პირზე ვიყო შენთანა,
ოჯახში უნდა წილადა
ჩემიც რამ შემომეტანა.
ქართლოს
რაცა მაქვს შუა გაგიყოფ,
ბეწვიც არ მინდა მეტია.
ვინ გაიფიქრებს დაგჩაგროს,
ის ცოლ-შვილ გასაწყვეტია.
რაც გითხარ, ღვთის წინაშე ვსთქვი,
ცრუდ არა დამიყბედია.
თუნდ რომ ისურვო ხვალ გაყრა,
წაიღე სწორი წილია
საძშო, რაც მწარე გვექნება,
ან რაც გვექნება ტკბილია.
იმ წელს გაჭიმეს გუთანი,
გადააშავეს მინდვრები.
მთებსავით დადგეს ეზოში
ძნისა და თივის ზვინები.
პურით ბეღლები აავსეს,
ღვინით დაწიმწმეს ქვევრები,
საქონლით: ცხვრით და ძროხითა
ბევრი აქვთ შესაწევრები.
II
შემოდგომაზე მოვიდა
მეფის ბრძანება სოფლადა:
ჯარში იწვევდენ ქართლოსსა
ათას გვარს მტრებთან ბრძოლადა.
ისიც წავიდა მორთული
მშვილდ-კაპარჭით და ფარითა.
მუზარად თავზე დადგმული,
წელზე ორ-პირის ხმალითა.
ჰაოსს აბარებს: „ვინ იცის,
როდისღა გნახავთ თვალითა.
მოვალღა შინა ცოცხალი,
უფალმა უწყის, ჩვენ არა.
შენ იცი - სახლმა და კარმა,
გედება ამის ბეგარა.
მე ერთი ცხენი და ხმალი,
მათ მეტი არა მრჩება-რა.
თუ მტერსაც პასუხს არ გავსცემთ,
ასე თვით მეფეს ებარა,
სუყველას ხელით წაგვივა
წყალ-მიწა, ჩვენი მკვებარა.
თუ არა გვაქვს-რა, გუდაში
არცა-რა ჩაიდება-რა!..
ხომ კარგად უწყი, შენ იცი,
რად გინდა ჩემი რჩევაო.
გაბარებ ამ ჩემს ცოლ-შვილსაც,
შენ გმორჩილებდეს ყველაო“.
მარდად მოახტა ლურჯასა,
არა სჭირდება შველაო,
მშვიდობითაო, - მისძახა,
ცხენი ყალხს შეაყენაო.
ულვაშზე ხელი გადისო,
თან ერთიც ჩაახველაო,
თითქო მტერს ემუქრებოდა -
თვალითა გნახო ჯერაო,
პატარას საქართველოსა
ვერას დააკლებ, ვერაო.
შემოჰკრა ქუსლი საფერხეს,
ბილიკზე გააგელაო.
III
ცუდი დრო იყო ძალიან,
ჩვენს ყოფნას წელი სწყდებოდა,
ოთხს კუთხივ მტერი მოგვაწვა,
ურჯულო შემოკრბებოდა.
ურიცხვი ქართლოსიანი
მტრებთან ბრძოლაში კვდებოდა.
მთასა და ბარში სწორადა
ტბები სისხლისა დგებოდა.
სიმხნევე ქართლოსიანთა
მითც კიდევ არა ცვდებოდა.
არვინ იცოდა, თუ ბრძოლა
ვის სარგოდ გადასწყდებოდა.
დღე ღამე იყო ჩვენთვისა,
ღამეც დღედ გვქონდა ქცეული.
ამას მოგვითხრობს გოდებით
ჩვენის სვე-ბედის რვეული,
კლდე, მღვიმე, ციხე-საყდრები
გუმბათებ-ჩამორღვეული.
არ მინდა, რომ მოვიგონო
სისხლის დროება წყეული
და აწმყო ჩვენი ბეჩავი,
იმისგან გამოწვეული!
ამ ტანჯვას მიტომ ვერა ვგრძნობთ,
დიდს ტანჯვასა ვართ ჩვეული,
კიდეც სჯობს სიცხე-ზრობაში
გამოჯეკილი სხეული!
დიდხანს გასტანა ამ ბრძოლამ
და დიდიც მოგვცა ზიანი.
კაციც ის იყო მაშინა,
ვის მკლავიც სჭრიდა ხმლიანი.
დღეს ხომ ის კაცობს, თქვენც უწყით,
ვინც უფრო არის ჭკვიანი.
ვის ფიქრიც სხვისის მჯობია,
ვისაც სიტყვა აქვს გზიანი.
უკლო არც როდის არ ვარგა
ბუმბულა, გოგრა-ბზიანი.
IV
ქართლოსის ქება ისმოდა
ყველგან ხმელეთის კუთხესა,
იბრძოდა პირ-ოფლიანი,
ხმალს არ აგებდა ბუდესა,
იცავს, ამაგრებს ყველგანა
მშობელი ქვეყნის ზღუდესა,
სახლისა ვერა გაიგო,
არცა-რა სხვებმა უთხრესა.
ჰაოსი რაღას შვრებოდა,
ესეც ხომ უნდა ვიცოდეთ?
თუ არ ომობდა, შრომობდა,
შრომის ქებასაც ვიტყოდეთ.
დიაღ, შრომობდა ჰაოსი,
მაგრამ როგორ და ვისთვისა?!
ცხვარი ვის ჩაუბარებავ,
თქვენგან არ მიკვირს, მგლისთვისა?
იმ მეორე წელს, როდესაც
ქართლოსი ლაშქარს წავიდა,
დიდ სიმშილობას ამბობდენ,
კოდი თუმანში ავიდა.
ჰაოსმაც პურები ყიდა
და ზოგიც სესხად გაიღო,
და კალოობას ერთს კოდზე
ორი სარგებლად აიღო!
სოფელი კარგად გაიცნო,
ყველგან მელურად ძვრებოდა, -
გულით რაც იყო და ენით
ხალხის გულისთვის კვდებოდა.
„ბილანი ხალხი ყოფილა
და მინდობილის გულისა, -
აქა ყოფილა კიდევაც
სწორედ ხაზინა ფულისა".
სთქვა ეს ჰაოსმა და სოფლად
წამოასკუპა დუქანი, -
მას აქეთია ჰაოსი
არის და არის მსუქანი.
ცოლ-შვილსაც გადმოუძახა
ჰაიასტანით აქეთა:
მალე მოვიდნენ და ჩვენაც
ხანის ცოლ-შვილად ვნახეთა,
ხოლო ქართლოსის ცოლ-შვილის
ვერ უმზერ მტირალ სახეთა.
რა ჰაოს უთხრა იმათა:
„სახლიდამ დაიკარგეთა!
თქვენი პატრონი სადა გყავთ
ამდენს ხანს!“ - ჰყვირის მკვახედა.
„მომწყინდა, კმარა რაც ხანი
გკვებეთ და შაგინახეთა.
სახლი დაცალეთ, აჩქარდით,
ადექით, აიბარგეთა!“
მას აქეთია კერაზე,
საცა თამარი თბებოდა,
ქართლოსი ხმალსა ჰლესავდა,
ცოლ-შვილის მზერით სტკბებოდა,
ჰაოს-ხანუმი დაფუძნდენ,
მათ ძენი: მიკიჩ, გალუსტა,
სულ „ვარხალალოს“ მღერიან,
ბედი თავს დაჰყეფს: „ბაშუსტა!“
ხოლო ქართლოსის ცოლ-შვილნი
სადღაც სოროში შემძვრალან;
თითქოს ობოლი ბღარტები
ხმელს ხის ტოტზედა შემსხდარან.
დახეხილ-დაბუზულები
უნუგეშობით შემკრთალან.
მჭადიც არა აქვთ საჭმელად,
ცეცხლი უქრებათ კერაში,
თვალ-გული ჩამოეღალათ
ქართლოსის მოსვლის ცქერაში.
ის არ უწყიან, ქართლოსი
როდია ლხინს და მღერაში!
ატირდებიან ერთადა,
გამაადენენ წიკოსა:
„ჩვენის ჟამ-კარის ამრევსა
ეგები ღმერთმა ჰკითხოსა!“
V
ღამეა ბნელი, პირ-ქუში,
შავი ნისლები ცურავენ,
ისედაც უჩინს ქვეყანას
უფრო წყვდიადით ჰბურავენ.
გაცრცვილს, გაროზგილს ბუნებას
ტანზე ნაბადსა ჰხურავენ.
ცა გლოვობს, ტირის, ცრემლისას
მიწაზე ადენს ღვარებსა,
ისინიც რბიან ათას მხრივ,
არ თხოულობენ ღარებსა.
ზოგი მღერს, ზოგი კისკისებს,
სხვა ლაყბობს ათას გვარებსა,
ამბავს ცისა და ქვეყნისას,
ზოგს ტკბილს და ზოგს კი მწარესა,
მტკვარსა და არაგვს მიართმენ
მაღლის მთის დანაბარებსა.
არაგვი სისხლის წყლად მოდის,
მტკვარიც მტრის ლახვრით ხეულა.
მაშ რისგან არის, მდინარე
რომ სისხლად გადაქცეულა?!
ქართლოსის სახლთან მოვიდა
ცხრა-ათიოდე მხედარი,
ვიღაცა მოაქვთ საკაცით,
იქნება იყოს ცხედარი?!
საკაცე დერიფანს დადვეს,
თითონ შესძახეს შინაო:
„გამოჩნდი, გამოიხედე,
სახლში მოსჩანხარ ვინაო?“
გარეთ ბიჭები მორბიან,
ბატონს კი დაეძინაო.
- ვინა ხარ? - შემოუძახეს.
ამ დროს რამ მოგიყვანაო?!
- „ჩვენა ვართ, ქართლოსიანნი,
ქართლოსი მოგვაქვს საკაცით,
დაჭრილი არის მძიმედა -
მძლივს მოვიტანეთ ბარბაცით.
ჰაოსი ნუთუ შინ არა,
რას კრძალობს დიაცურადა,
საწყენს თუმც ეტყვით ამბავსა,
ძნელად ჩასაგდებს ყურადა,
მაგრამ რა უყოთ, უთხარით,
ძმას მოეხმაროს ძმურადა.
დიდი ამაგი გასწია,
მტერს უხვდებოდა მტრულადა
და ეხლა ჭრილობიანსა
მთელს ტან-იოგზე სრულადა
ნუთუ არ უნდა მივხედოთ,
არ მოვურჩინოთ წყლულები?!
ეს ვალი ჰაოსისაა,
ერთგულად ასასრულები“.
შევიდნენ, მსახურთ უამბეს
ჰაოსს ქართლოსის ამბები.
ამას აემღვრა გუნება,
თითქოს ეყლაპოს აბები.
გაცხარებულსა ჰაოსსა
ბიჭისთვის დაებარაო:
„მე რა ვალი მაქვს მოვლისა,
ექიმი არ ვარ ჯარაო.
ნეტავი თავს უპატრონო,
ჩემი ცოლ-შვილი მბარაო.
მიჰბარდეს თავის სახლ-კარსა,
აქ მას ბინას აქვს არაო.
ამდენი ხანი სად იყო?
ქურდულად გაიპარაო.
სად იყო, რა გამიკეთა,
აბა რა მოიტანა?
რომ მოდის, რა პირით მოდის,
ნეტავ ვინ დაიბარაო?
მაგის ცოლ-შვილმა ოჯახი
გაქურდა, გაიტანაო.
წაიყვათ თავის სახლშია,
მე ოხერი ვარ განაო?!
თქვენც იქ მიბძანდით, დაჭრილიც
მხრით გადიტანეთ თანაო“,
ეს რომ სთქვა, ერთი ხათაა!
და ვა! - ოც დაატანაო.
VI
ქართლოსის ცოლ-შვილს გაეგოთ,
მორბოდნენ, თანა ტიროდენ.
„ვაჰ, ჩვენო სულის ჩამდგმელო!“ -
ყველანი ამას ყვიროდენ.
ჰაოსის ყოფა-ქცევასა
მეზობლებიცა ჰკვირობდენ.
ქართლოსის ცოლი თამარი
ზარით მოსთქვამდა ამასა:
„ღირსი არ არის, ნუ სტირით,
შვილებო, თავის მამასა.
თქვენთვის ყელების საჭრელად
ჰაოსს აძლევდა დანასა.
დღეს სხვა ჰმკის გადამთიელი
თქვენის მამულის ყანასა.
თქვენი სახლიდამ გაგრეკათ,
ვაჰ, ყოფნას ამისთანასა!
საწყალის გულის პატრონო,
ვის ენდობოდი, რადაო?
თავისი სარჩო-საბადი
გადაულოცე სხვასაო,
ცოლ-შვილს კი დასჭერ ყელები,
მიეც მდინარე წყალსაო".
ქართლოსმა წაილუღლუღა:
„რად არ გაიკმენდ ხმასაო?
დიაცო, რაებსა ჰბოდავ,
რისთვის მაცოდებ ძმასაო?“
- ძმასა, მაშ არა? იმიტომ
ცხვირით ვერ გადენს ძმარსაო.
ვაჰმე, ბეჩავო, ბეჩავო,
როდისღა მოხვალ ჭკვასაო?
ძმა, როგორც გამიგონია,
უნდა ძმას სჭერდეს მხარსაო,
სულთა-მხუთავის ძმობასა
სჯობს კბილით ჰკვნეტდე ქვასაო.
ფანჩატურში წევს ქართლოსი,
ავად არ იღებს ხმასაო.
თუ ვინმე დაენუკვება
ომის ამბების თქმასაო,
უამბობს, იტყვის: „წყეული
მტრები გვჭარბობენ რიცხვითა.
სხვაფრივ ვერაფრით გვჯობიან,
მხოლოდ გვჯობიან იმითა“.
და როცა მოსცემს სიცხესა -
უტყდება ტეხა წყლულისა,
მაშინ ამოდის და გვესმის
პასუხი იმის გულისა.
იქნებ გგონიათ სახლ-კარის,
მამულის დაკარგულისა?!
ჰაოსის მოღალატობა,
სიმრუდე იმის სულისა? -
არა, ის ომსვე იგონებს,
ჰბოდავს: „დაჰკარით მტერსაო;
მოდიან, აგერ მოდიან,
გადმოეფინნენ სერსაო.
ფარი და ხმალი სადა მაქვს?“
იქითკენ იწვდის ხელსაო.
[1899 წ.]
ჰაოს და ქართლოს
ნაბეჭდი: ტ. IV, პოემები, ალ. აბაშელის რედაქციით, 1932, გვ. 292 (A); საცენზურო კომიტეტში დაცული ხელნაწერი: დაიბეჭდა ს. ყუბანეიშვილის წიგნში „ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“, 1940, გვ. 252 (B).
A გადმობეჭდილია ვაჟას ხელნაწერიდან, რომელიც სახელგამისთვის გადაუცია მასწავლებელს იასონ ალექსიშვილს. ალ. აბაშელის ცნობით, ხელნაწერი შეიცავდა დავთარივით მოგრძო რვეულის 26 გვერდს. მასში, გარდა პოემისა, მოთავსებული ყოფილა რამდენიმე ლექსი და უსათაურო პოემის ნაწყვეტი. პოემა „ჰაოს და ქართლოს“-ის დასაწყისი დაწერილი ყოფილა მელნით, დანარჩენი, უფრო დიდი ნაწილი - ფანქრით1.
ჩვენს გამოცემაში პოემის ტექსტი იბეჭდება A-ს მიხედვით, უცვლელად. საცენზურო კომიტეტში დაცული ხელნაწერი კი ჩვენს ტექსტთან შედარებით იძლევა შემდეგ განსხვავებულ წაკითხვებს:
319. დასაწყისში+6 სტრიქონი:
წავიდა ცივი ზამთარი,
მზე მაღლა შედგა ცაზედა,
მწვანედ ნაქარგი არშია
ტყე-ველს ედება გარზედა
და მადლი გაზაფხულისა
სეირობს მთა და ბარზედა.
4 გასაწყლებულსა] გასაწყლებული. 10 მომცემ] მასცემ. 14 შემამზირალი, შემაცქერელი. 19 მოიპატიჟა] მიიპატიჟა.
320. 3 რამ] რომ. 8 თქმას] თქმასც. 9 დაბძანდი] დაბრძანდი. 15 ეგრე] მაგრე. 19 როგორც გიცნობდი] რაც მინახვიხარ. 22 იმისა] ამისა. 24 დილისა] დილასა. 25 შემდეგ] აქეთ. 26 ვანქის, ერევნის] ვანქ-არარატის. 28 განამწარენი] განამწარები. მომდევნო ოთხი სტრ. (ჩვენ... გავწიე] აკლია.
321. 1 ჩემთვის ლამაზად მოვეწყე] გაჩაღებულად მცხოვრები. 4 ემ] მე. 8 შაგიძლიან] შეგიძლია. 13 მტერს] მტრებს. 20 გვკმავია] გვკმავლია. 27 კერაზე] კერაზედ.
322. 5 ქმნას] ქნას. I4 გაგიყოფ] გაგიჭრი. 19 ცრუდ] ცუდ. 20 თუნდ] თუნდა. 29 ქვევრები] ჭუვრები. 34 მეფის ბრძანება სოფლადა] სოფლადა მეფის ბრძანება. 35 იწვევდენ] იწვევდა. 36 ათას გვარს მტრებთან ბრძოლადა] არ უნდა დაგვიანება.
323. 4 ორ-პირის] ორპირას. 6 როდის-ღა] ოდის-ღა. 7 შინა] სახლში. 13 გავსცემთ] გავცემთ. 15 სუყველას] სუყველა. 21 ჩემს] ჩემ. 26 ყალხს] ყალყს. 28 ერთიც] ერთი. მოდევნო 2 სტრ. (თითქო... ჯერაო) არაა. 31 პატარას საქართველოსა] ამ ჩემს პატარა ქვეყანას.
324. 4 მტრებთან] მტერთან. 5 ბარში სწორადა] ბარსა ერთგვარად. 12 დღედ] დღე. 16 გუმბათებ] გუმბათებს. 18 სისხლის] სასახლის. 21 ვგრძნობთ] ვგრძნობ. 24 გამოჯეკილი] გამორჯეკილი. 26 მოგეცა] მოქეცა. 30 უფრო] უმფრო.
325. 3 იცავს] იცივას; ყველგანა] ყველგან. 17 ამბობდენ] ამბობენ. 18 ავიდა. ამის მომდევნო სტრიქონი არაა. 20 და ზოგიც] ზოგი თუმც. 24-ე სტრ. (... ძვრებოდა) მომდევნო სტრიქონი არაა. 26 ხალხის] სახლის. 29 კიდევაც] ულევი. 38 ცოლ-შვილად] ცოლ-შვილით.
326. 1 ცოლ-შვილის] ცოლ-შვილსა. 4 სახლიდამ] აქედან. 6 ამდენს] ამდენ. 8 შაგინახეთა] შეგინახეთა. 18 ბაშუსტა] მაშუსტა. 20 სოროში] საროში. 27 ჩამოეღალათ] გადაელიათ. 28 ცქერაში] მზერაში. 31 ერთადა] ბრალადა. 32 გამაადენენ წიკოსა] გამოადენენ ზიკოსა. 33 ჟამ-კარის] ჟამკარას.
327. 1-2 სტრ. (ისედაც ...ჰბურავენ) აკლია. 3 გაცრცვილს, გაროზგილს] მტირალს, გაცარცულს. 5 ცა] ცაც. 9-12 ზოგი... მწარესა]
ზოგი რას ამბობს, სხვა რასა,
კაც სმენილს გასამწარებსა.
15 მოდის] მიდის. 18 რომ სისხლად] სისხლის წყლად; ამის შემდეგ იქ გამოყოფილია VI თავი. 22 ცხედარი] მცხედარი. 23 დერიფანს] დერეფანს. 26 მოსჩანხარ] გამოსჩან ხარ. 28 ბატონს] ბატონ. 34 მძლივს] ძლივის.
328. 6 მთელს ტან-იოგზე] ტან-იოგზედა. 11 შევიდნენ] წავიდნენ. 12 ამბები] ამბავი. 13 ამას] იმას. 14 ეყლაპოს] ეყლაპას; ამის მომდევნო სტრ. არაა. 20 მბარაო] გაბარო. 21 მიჰბარდეს თავის სახლ-კარსა] აგერ მაგის სახსოვარი.
329. 3 მორბოდნენ] მორბოდენ. 4 ჩვენო] ჩვენის. 5 ყვიროდენ] ჰყვიროდნენ. 7 ჰკვირობდენ] ჰკვირობდნენ. 18 პატრონო] პატრონი. 30 ვაჰმე, ბეჩავო, ბეჩავო] ვაი ბეჩავს, ბეჩავო.
330. 1 დაენუკვება] დაეხუკვება. 3 წყეული] წყეულნი. 4 გვჭარბობენ] გვჭარბობდნენ. 6 გვჯობნიან] ძმობამა. 7 მოსცემს] მისცემს. 18 გადმოეფინნენ] გადმოეფინენ. 20 იწვდის] იშვერს.
ასეთია საცენზურო კომიტეტში დაცული ტექსტის განსხვავებული წაკითხვები.
საქ. ლიტ. მუზეუმში დაცულია რვეულის ერთი გვერდი (№ 22401), რომელზედაც ფანქრით ვაჟას ხელით მიწერილია:
ჰაოს და ქართლოს
წავიდა ცივი ზამთარი,
მზე მაღლა შედგა ცაზედა2,
მწვანედ ნაქარგი არშია
ტყე-ველს ევლება გარზედა,
და მადლი3 გაზაფხულისა
სეირობს მთა და ბარზედა.
_________________
1. ვაჟა-ფშაველა, IV, 1932, გვ. 435-6.
2. ამის შემდეგ ორი გადახაზული სტრიქონია:
მწვანით ირთვება ტყე-ველი,
თოვლი დამდნარა მთაზედა.
3. თავდაპირველად ყოფილა: კურთხევა.
![]() |
21 ნანგრევთა შორის |
▲ზევით დაბრუნება |
(მონადირის ნაამბობი)
I
მთას ვინადირე... დავბრუნდი,
მთის ძირს მივდევდი ჭალასა,
მეჩქარებოდა შინ მისვლა,
მუხლებს ვატანდი ძალასა
პირია გაზაფხულისა:
ჩირთიც ახალი, მწვანეცა;
შიშს რა გაავლევს ჩემს გულში,
დღეც ტყეში ვცხოვრობ, ღამეცა.
მხოლოდ ამ ადგილს არა დროს
მე არ გამევლო ღამითა,
და რაც მე იქ მოვიხილე -
გავოცებულვარ ამითა!
ანდით მოვდივარ ტყე და ტყე
და ვეგანები ბინასა...
ყურს ვუგდებ გულის საკლავსა
კაცის კვნესას და გმინვასა.
ყატყატი მესმის თანაცა:
კივილ-ჭყივილი საზარი,
ომია გაცხარებული,
ცის ჩამოქცევის სადარი.
ყოველ მხრივ ხალხი ყაყანებს,
ზოგნი უხმობენ შორითა...
„მოგვეშველენით, კაცებო!“
ძახილი მოდის გორითა;
თან თქაფა-თქუფი... ცხენები
გზას მოარღვევენ ტორითა.
ახლა ჩემს წინა ქართულად
დაივაგლახა ვინამა:
„ვაჰმე, ცხენს ფეხი მამიტყდა!...“
ის ანუგეშა წინამა:
- „არა უშავ-რა, წავიდეთ
ახლა ქვეითად, ხმლებითა,
ბალღებს გვიჭრიან თავებსა,
რა უპატრონოდ ვწყდებითა! -
ღმერთი გრისხავდეს, ელიოზ,
რომ უმწეონი ვრჩებითა!"
სხვა კივის კიდევ ქართულად
„დიაკვნის გვერდის“ ციხითა:
„გაისარჯენით, ბიჭებო!“
მედგრად და დიდის რიხითა.
სხვა მოსთქვამს: „ხმალი გამიტყდა,
მათხოვეთ ვინმე, ძმობასა!“
ჩემს გადანახადს ვინ იხდის,
ან ჩემს მაშინდელს ყოფასა?!
შიშმა შამიპყრო მაშინ კი,
ვსთქვი: „დავიხელთო1 იქნება,
რა მელანდება, რა არი,
საით რა მომევლინება?“
ვლოცულობ, ვიწერ პირჯვარსა,
მივალ, არ ვიხევ უკანა.
ან სად გავიქცე, რომ შფოთი
არ ცხრება, ისმის ყველგანა.
თუმცა კი კაცი ჭაჭნადა
არ მინახია სწორედა, -
არც სულიერი სხვა რამა...
ნანგრევები დგა ყორედა.
ქვების მეტს ვერაფერს ეხედავ
ამ ბნელს, უკუნეთს ღამეში;
მაინც ვერავის ვნახავდი,
თუნდაც რო მევლო მთვარეში.
ხმა-ჭკვა გარკვევით მესმოდა,
გაბნეულიყო ჰაერში.
კიდევაც ყურებში მიდგა
ხმა, გრგვინავს ვინმე კაცია:
„ბიჭებო, ციხეს უშველეთ,
ეგეც მტერს წარუტაცია!“
საკვირვლად საკვირველება
ამ ნანგრევთ შაუნახია.
ნეტავი მაშინ მენახოს
კაცის ერთისა სახია.
ბოლოს სამ კვნესა გაისმა,
გლოვის წკარუნი ზარისა
და დიდი ოხვრა ამოხდა
დაბლაით მიწა-მყარისა.
შავშინებულვარ ძალიან,
ვეღარა ვძრავდი ბაგესა.
გულში ვლოცულობ, ვევედრი
ამ არე-მარის გამგესა.
შავთხოვდი: ჭკვიდამ ნუ შამშლის,
ნუ გამიმწარებს ყოფასა,
ნუ დაანანებს დედა-ჩემს
ბედკრულის შვილის შობასა.
II
ბინაზე მიველ... ყველანი
გაოცებულნი მსინჯავდნენ.
- რა დაგმართნია, რა არი?
ამხანაგები მკითხავდნენ.
ვუამბე ცოდვა-ჭირითა
ნახული, განაგონარი.
თან დავუმატე: ყველა ეს
იყო დევების ონარი!..
თავებს იქნევდნენ: „არაო“,
და მიამბობდნენ მრავალსა,
რომ ყველას ეს ემართება
ღამით ამ ადგილს მავალსა:
იგივ ხმა, იგივ ძახილი,
იგივ ქართული სიტყვები...
ზოგს თითონ მომაგონებდნენ
ჩვენი მეძროხე ბიჭები:
- ამასაც გაიგონებდი,
ამ და იმ კილოთ ნათქვამსა!
ისინი უკეთ ამბობდნენ
ჩემს მოხილებულს ამბავსა.
თავზედაც გადაჰხედოდათ
ეს ამბავი და შფოთია, -
ყველასთვის არი უკვდავად,
მარტო ერთისთვის როდია!
მხოლოდ-კი ქართველი იყოს,
არ იყოს უცხოს ტომისა,
ყველასაც მოეჩვენება
სახე გრგვინვის და ომისა.
თვით ნანგრევების ამბავი
სთქვა თანდილაანთ ხუტამა:
„მინამ ქვეყანა არსებობს,
ამ ამბავს ჰნახვენ მუდამა.
ნუ იტყვით - ბოროტნი იყვნენ,
კეთილნი სულნი არიან.
ამისთვის ფიცი რად გვინდა,
მე კარგად ვიცი ძალიან.
მეც თითონა ვარ მნახველი,
და სხვა ათასი, მაგისა,
მაგრამ დღეს-აქამომდისა
არა წაუხდა არვისა.
არც ვინ შაცვლილა ჭკვიდამა,
არც ვის მაჰშლია ცხოვრება,
ჯანზედაც კარგად არიან,
უკეთესი აქვთ გონება.
მაგ ნანგრევებზე თქმულება
ძველთაგან გამიგონია,
გიამბობთ, რამდენადაც-კი
შამწევს ძალი და ღონია.
III
„მანდ, დღეს რომ ყორეებს ვხედავთ, -
ციხე-კოშკების ნანგრევთა -
დარბაზთა, ეკლესიათა
ჩაშლილ-მოშლილთა რამდენთა,
ძველს დროს ქალაქი ყოფილა
მტერ-შეუვალი, მაგარი,
ცხოვნეთად სახელდებული,
სწორედ სამოთხის სადარი.
ხომ იცით, ძველად ჩვენს მხარეს
მრავალი მტერი ჰყოლია,
ეხლაც ბევრი ჰყავ, მაგრამა
ქვა და ლოდებსა ჰსტოლია.
დრო თუ დაუდგათ, კიდევაც
გადმოჰყუდებენ ყურებსა,
კიდევაც დაგვიქროლებენ,
აიშფოთებენ გულებსა.
დიაღ, სწვევია ჩვენს მხარეს
ძველს დროში ურუმთ ლაშქარი,
აუმტუტებავ ქვეყანა, -
ციხე-კოშკები რაც არი,
არ გაუშვია არსადა
დაუქცეველი საყდარი.
ბოლოს მოსულან ამ ადგილს,
საცა დღეს გვესმის კიჟინა
ღამით და აბჯრის ჩხარუნი,
ვინ უკან მირბის, ვინ წინა...
„ელიოზ, ღმერთი გრისხავდეს!“ -
ყველა ერთ-პირად იძახის,
იმასაც გეტყვით ბოლოსა,
ეს ელიოზი ვინც არის.
თავს დასცემია ცხოვნეთსა
ზღვასავით თათრის ჯარია,
ძალიან ცდილა ურჯულო,
ქალაქს გარშემო მდგარია,
აეღო ცხოვნეთ-ქალაქი,
შაეღო ციხის კარია.
მაგრამ ძალი და ხრიკები,
ჰხედვენ, ამაო არია.
გამოსჩენია ურჯულოს
მეშვლად ცხოვნელი, წყეული,
არავინ იცის, რა რჯულის,
ჩვენში სით გამორეული.
ეს კი იციან, სულ-კრულსა
რომ ელიოზი ჰრქმევია.
თათრები გაულაღებავ,
ცხოვნეთი დაუქცევია:
გზა უსწავლებავ მტრისადა
ერთს ბნელს, უკუნეთს ღამეში...
თითონ დიდობა მიუღავ
იმავ თათრების მხარეში.
იმ ცოდვა-ბრალის სურათი,
რაც იმ ერთს ღამეს მომხდარა,
შაუნახია ჰაერსა,
სცოცხლობს და როდი მომკვდარა!
სამშობლოს ერთგულთ სულები
სპეტაკნი, როგორც ცვილები,
თავზე დაჰბრუნვენ ცხოვნეთსა,
როგორაც დედას შვილები.
თან ელიოზსა სწყევლიან,
სამშობლოს დამამხობელსა.
ვაი მას, შავბნელს, უბედურს
და ვაი იმის მშობელსა!
ვპოვებთ ამ ქვეყანაზედა
იმათ კეთილის-მყოფელსა?!
თავის სამშობლოს გამცემზე
ვისმე კეთილის მთხრობელსა?!
ცხოვნეთის მოძახურები
ამაშფოთარის ხმებითა
ჩვენ გონებაში გვაგდებენ,
რადგან ხშირადა ვსცდებითა:
სულითა ვცოცხლობთ ისევა,
როცა ლეშითა ვკვდებითა, -
რაც გვიყვარს, მის სანახავად
საფლავებიდამ ვდგებითა.
დიდება უფლის სახელსა,
სულით ცხონება იმათა,
რაც ღმერთს მიუცავ სამყოფოდ,
ნუმც მოეშლებათ ბინადა!“
[1900 წ.]
___________
1. გავგიჟდე
ნანგრევთა შორის
ნაბეჭდი: „ივერია“, 1900, № 141.
„ივერიაში“ შემდეგი განსხვავებული წაკითხვებია:
332. 11 გრისხავდეს] მრისხავდეს. 37 ხმა-ჭკვა გარკვევით] ხმა ჭკვა-გარკვევით*.
333. 6 ამ] სამ.
336. 23 თავის] თავისს.
![]() |
22 ბრძენი ვირი |
▲ზევით დაბრუნება |
(ძველის-ძველი ამბავი)
I
ვირი რამ, ერთი ჩოჩორი,
დიდყურა, უგზოდ მყვირალა,
არ ვიცი, სით, როგორ მოხდა,
ასე რამ გაამძვინვარა:
საჯაროდ გამომდგარიყო,
მაღლობიდამა ჰყვიროდა,
თავისა გასადიდებლად
სიტყვასა როდი ძვირობდა!
ყროყინით მთა-ბარს აქცევდა:
„ჩემთან მოგროვდით ყველაო,
საცა რამ ცხოველები ხართ,
თუ გინდათ თავის შველაო!“
ამ უშველებელს ღრიალზედ
მხეცებმა ცქვიტეს ყურები,
ამბობდენ: „ჩქარა წავიდეთ,
საქმეა დასაშურები“.
მრავალს შიშით და ძრწოლითა
უთახთახებდათ გულები.
„გაფრთხილდით, არავინ რა სთქვათ
იმისი დასაწუნები,
უცხო რამ მხეცი გვეწვია“...
ტანით ძლივს მიაქვთ სულები.
დაიძრნენ ტყიდამ ნადირნი
ვირის მქუხარეს ხმაზედა,
არ დარჩენილა არც ერთი
არც მინდვრად, არცა მთაზედა,
უნდა იახლონ დიდყურას,
სცნან, მხეცთ იბარებს რაზედა..
მხეცებში არსად მოსჩანდა
ვეფხვი, ლომი და მგელია,
არც დათვი წამოსულიყო,
დარბაისლობის მცველია...
ვირის ყროყინზედ ირბინოს,
ისე ჭკვა გამოელია?!
სეირის საყურებლადა
ჯამაათს მოჰყვა მელია,
ვირს ის წინადაც იცნობდა,
დღესაც იმისი მცდელია.
II
ვირი გორაზედ შემდგარა,
იცქირებოდა გმირულად,
თუმცა-კი ქცევა და სიტყვა
მას მოსდიოდა ვირულად.
ნადირთ ხრო იმის წინაშე
სდგას მოწიწებით, მწირულად.
ბაგე აღაღო ვირული,
ასე დაიწყო ქეცამა:
„გული მომიწყლა, ცხოველნო,
თქვენმა ტანჯვამ და კვნესამა;
თქვენს ბატონად და პატრონად
დღეს მე დამნიშნა ზეცამა...
დღეიდან უნდა იხაროს,
ვინც აქამომდე ეწამა.
სჩანს ღვთის ბრძანება ეუწყა
ვეფხვსა, ლომსა და მგელსაო,
რომ ჩემსა დაბარებაზედ
აქ არ მოვიდნენ დღესაო.
გაიგებთ, მათ როგორც დავსჯი,
სულ ზურგზედ ვადენ ბდღვერსაო!..
იმ დღეს-კი კარგად მივწიხლე
ის თქვენი ლომი ქებული.
აღმა და დაღმა ვათრიე
მთლად თავ-პირ დასისხლებული.
მეხვეწებოდა: „ნუ მომკლავ,
თუ ხარო მადლით ცხებული!“
და დღესაც მიტომ მემალვის
სწორებში გამოკლებული.
ვეფხვი, მგელი და დათუნა
ვერ შემომხედვენ შიშითა.
დიაღ, იციან კარგადა,
რომ მათ ვჯობივარ ჯიშითა“.
მხეცები გაოცებულნი
წამოყაყანდნენ ვიშითა.
ზოგი ამასაც იძახდა:
„ეგ ხომ ჩვენც კარგად ვიცითა;
რა საჭიროა ნათქვამი
არ დაამტკიცო ფიცითა“.
უფრო თავ-ზარი დაეცათ,
შიშით ეკვროდენ მიწასა,
რაკი ვეფხვ-ლომსაცა სწიხლავს,
ხმას ვინღა გასცემს იმასა!
მხეცთ კვალადა სთქვეს: „არ სტყუის,
ჯერ ხმა როგორი ჰქონია,
აბა თუ ვისმე მისთანა
ტყეებში გაგვიგონია?!
ყურებიც რამოდენა აქვს,
დიდი ექნება გონია.
ბატონად ამოვირჩიოთ,
ძალიან მოსაწონია“...
ერთბაშად დაიყრანტალეს,
გაიძახოდენ ვაშასა!
ვინ მისცემს ასეთს დიდებას
თავისს საყმოში ფაშასა!
III
„ჩვენს ბატონს გაუმარჯოსო“, -
ერთხმად ჰყვირიან მხეცები.
ამ დროს ტყეს მგელი მოსდევდა
თვალებით დანაცეცები.
მეტად ჰშიოდა, საჭმლისად
ჰსურდა გაეკრა კლანჭია,
მხეცთ ღრიანცელი რა ესმა,
მყისვე იმათკე გასწია.
კუდი მიწისკე დაუშვა,
ცხვირი ცისაკე ასწია,
და სწორედ იმ დროს, როდესაც
მხეცნი ვირს სალამს აძლევდენ,
ყმობის პირობას უდებდენ,
მოლხენის ცრემლსა აქცევდენ,
თავს წამოადგა დიდყურას
და დააშტერდა მგლურადა.
იამა ღამის გუშაგსა
და გაუღიმა ძმურადა.
მერე კი კბილი უღრჭინა
და მიეტია მტრულადა.
მგლის დანახვაზედ მხეცები
გაფთხნენ-გამოფთხნენ ტყეშია,
მხეცთა ახალის თავისა
ლეგ-ჩოხას დაჰრჩა ლეშია.
მორთო დიდყურამ ყროყინი,
საცოდაობის ღრიალი,
მეტად ეზარა მგლის სახე,
მისი თვალების ბრიალი.
მუხლთ მოეკვეთა შიშითა,
მის ბაქი-ბუქი გაცუდდა.
ავყიამ ყაყრანტო სტაცა,
იქვე ტყის პირას გაგუდა.
თქვენგან არ მიკვირს, ერთს ვირთან
მგლის შვილს მეშველი რად უნდა!..
მელია მარჯვედ მალული,
ჯირკვთან სიცილით კვდებოდა,
თან კბილებს აკაწკაწებდა,
მგელი რომ ლეშით ძღებოდა.
იცოდა, საკმაო კერძი
იმასაც წილად ჰხვდებოდა;
მგელთან ერთად კი საუზმე
კარგად არ დაუჯდებოდა.
IV
ეს რომ ვირებმა გაიგეს,
ბევრი იცინეს ძალიან.
რისათვის? ვიტყვი ამასაც,
თუ კი მსმენელთა სცალიან:
ეს სამგლე ვირი ვირებშიც
თურმე თავობას ჰბედავდა,
თუ არ თივასა, ჩალა-ბზეს
და ნეკერს არა ჰკვნეტავდა;
პატრონის ურგები იყო,
ერთი ზარმაცი, ოჩანი,
როცა პატრონმა აჰკიდის
ფქვილი, ან შეშა ცოტანი,
ჩაწვის, აკვნესდის, როგორაც
ნაძალადევი მგოსანი.
პატრონი კარგი რამ ჰყავდა,
ვაჟკაცი პატიოსანი:
ბარგს ჰხდიდა, მინდვრად უშვებდა,
ნავარდობს როგორც ფრთოსანი,
გაუტიალა საცოდავს
ბაღ-ბაღჩა, მთელი ბოსტანი.
და თან ბრძენობას ჩემობდა,
როგორც საბჭოში ხმოსანი.
ვირებს სულ ამას ურჩევდა:
„ავდგეთ, წავიდეთ ტყეშიო,
სულით და ხორცით ვიტანჯვით
ადამიანის ხელშიო“.
ვირები უპასუხებდენ:
„არა, ვერ შავსძლებთ მაგასა.
ჩვენ ისევ შრომა გვირჩევნავ,
ოღონდ კი ვებნეთ ბაგასა,
ნამეტურ ზამთრის ყინვაში
ტყე და მინდორში ტანტალსა.
შრომა რა სათაკილოა!
თითონ კაცებიც შრომობენ,
ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ,
რამდენს სისხლს ჰღვრიან, ომობენ“.
ყველასგან მოძულებული
ურჩი განდევნეს კრებითა
და ახლა მხეცებს მიჰმართა
თავის ვირულის კეფითა.
ისინი თუმც გააბრიყვა,
მაგრამ იმედი წაუხდა,
მგელს ჩაუვარდა პირშია
და საჯიჯგნავად გაუხდა.
V
მხეცები ბოლოს ჰკვირობდენ:
„როგორ გავბრიყვდით ჩვენცაო,
რაზე ვირს თავს დავისვამდით,
გაგვიწყრებოდა ზეცაო,
აი დალახვროს უფალმა
ის უბედური, ქეცაო!...“
ლომი პირიდამ ცეცხლს ჰყრიდა,
რა გაიგონა ესაო,
კლანჭები მოიმარაგა,
კბილები დაილესაო;
მხეცების წურთნას შეუდგა
იმავ მეორე დღესაო,
ტყე-ველებიდამ ისმოდა
ნადირთ ოხვრა და კვნესაო.
[1900 წ.]
ბრძენი ვირი
ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნაწ. ინსტ., № 124 (B).
ნაბეჭდი: „ივერია“, 1900, № 190 (A).
337. 3 უგზოდ] მაღლა B. 14 ღრიალზედ] ღრიალზე B. 16 B-ში ყოფილა: ზოგთა თქვეს, შეცვლილია: ამბობდენ. 20 გაფრთხილდით] გაფთხილდით B. 22 გვეწვია] მოსულა B. 23 მიაქვთ] მოაქვთ A .
338. 1 დაიძრნენ] დაიძრა B; ნადირნი] ნადირი B. 2 B-ში ყოფილა: მგრგვინავსა, შეცვლილია: მქუხარეს. 11 ყროყინზედ] ყროყინზე B. 12 ისე] ისეც B. 14 B-ში ყოფილა: მხეცებში იყო, შეცვლილია: ჯამაათს მოჰყვა. 18 გორაზედ] გორაზე B. 22 იმის] მისა B. 24 ბაგე აღაღო ∾ B. 32 ბრძანება] ბძანება B;
შემდეგ B-ში გადახაზულია:
არ დაუშალა კვნესამა,
დაიწყო სიტყვა რიხითა,
ყური დაუგდო ყველამა:
„იცით, რას გეტყვით, ცხოველნო...
28 თქვენს] თქვენ A; ბატონად და პატრონად ∾ B. 32 ბრძანება] ბძანება B; B-ში ყოფილა: გაიგო, შეცვლილია: ეუწყა. 33-ე სტრ. (...მგელსაო) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია: ხომ არ მოვიდნენ. 34 დაბარებაზედ] დაბარებაზე B. 37 სულ ზურგზედ ვადენ] როგორს ავადენ B.
339. 3 ვათრიე] ვაგორე B. 4 ყოფილა: თავ-პირზე დასიებული, გადაკეთებულია: მთლად თავ-პირ დასისხლებული B. 6 მადლით ცხებული] მირონცხებული B. 11 B-ში ყოფილა: კარგად უწყიან, შეცვლილია: დიაღ იციან; კარგადა] რომ იმათ B. 12 რომ მათ] მუდამ B. 15 ამასაც] იმასაც B. 19 უფრო] უფროც A. 20 ეკვროდენ] გაეკრნენ B. 21 ვეფხვ-ლომსაცა სწიხლავს] ვეფხვ-ლომსაც სწიხლავსო A. 23 მხეცთ კვალადა სთქვეს] მხეცთ კვალად ჰსთქვეს A, მხეცნი ამბობენ B. 27 რამოდენა] რამოტოლა B. 29 ბატონად] მეფედ ეგ B. 31 B-ში ყოფილა: ამოყაყანდენ, გადასწორებულია: დაიყრანტალეს. 34 თავისს] თავის B. 37 ჰყვირიან] ყვირიან B.
340. 7 B-ში ყოფილა: მაღლისკე, შეცვლილია: ცისაკე. 18 დანახვაზედ] დანახვაზე B. 20 თავისა] მეფისა B. 21 B-ში ყოფილა: დიდ-ყურას, შეცვლილია: ლეგ-ჩოხას. 26 B-ში ყოფილა: ვეღარც გაქცევა გაბედა, შეცვლილია: მუხლთ მოეკვეთა შიშითა. 29 ყოფილა: ადგილობრივვე, შეცვლილია: იქვე, ტყის პირას B. 32 მარჯვედ მალული] მარჯვეს მალულად B.
341. 5 მსმენელთა] მკითხველსა B. 7 თავობას] მეფობას B. 19 იყო: ფრინავდა, შეცვლილია: ნავარდობს B. 20 B-ში ყოფილა: მისგან ონავარქმნილია, შეცვლილია: გაუტიალა საცოდავს. 24-ე სტრ. (...ურჩევდა) შემდეგ ხელნაწერში გადახაზულია:
მოიავადე თავიო,
რომ ბარგი აღარ აგკიდონთ...
25-ე სტრ. (... ტყეშიო) შემდეგ B-ში გადახაზულია: კაცის სამსახურს ვინ გასძლებს. 29 ბაგასა] მაგასა A. 32 ნამეტურ] ნამეტნავ B. 35 შრომობენ] ჰშრომობენ A. 37 ჰღვრიან] ღვრიან B.
342. 2 ურჩი განდევნეს] განდევნეს თავის B. ამ სტრიქონის შემდეგ ხელნაწერი წყდება.
![]() |
23 ვარიანტები, შენიშვნები |
▲ზევით დაბრუნება |
ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული კრებულის III და IV ტომებში თავსდება პოემები.
დღესდღეობით ცნობილია ვაჟას 42 პოემი. მათგან 39 სრულია, 3 კი - დაუმთავრებელი. ერთი პოემა - „დაჩაგრული მესტვირე“ პოეტს ჯერ კიდევ ყრმობისას, საოსტატო სემინარიაში სწავლის დროს დაუწერია.
პოემების ტექსტებზე მუშაობისას ვემყარებოდით როგორც ხელნაწერებს, ისე ავტორის სიცოცხლეში გამოქვეყნებულ ყველა ნაბეჭდ წყაროს, აგრეთვე იმ წყაროებსაც, რომლებიც, მართალია, ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, მაგრამ არსებობს საბუთი, რომ ტექსტი ამ სახით თვით ავტორმა მიაწოდა გამომცემელს დასაბეჭდად.
ვაჟას ნაწერები ავტორის სიცოცხლეშივე იბეჭდებოდა თითქმის ყველა პერიოდულ ორგანოში, კერძოდ, პოემების დიდი უმრავლესობა გამოქვეყნდა „ივერიაში“. ვაჟას პოემები დაიბეჭდა აგრეთვე „ჯეჯილში“, „კვალში“, „მოამბეში“, „ცნობის ფურცელში“, „სახალხო ფურცელში“, „დროებაში“, „განათლებაში“, „ნაკადულში“, „სახალხო გაზეთისა“ და „სახალხო ფურცლის“ სურათებიან დამატებაში და სხვ. რამდენიმე პოემა მოთავსდა ვაჟას თხზულებათა კრებულებში: 1889 წელს კრებულში „მოთხრობანი“ დაიბეჭდა პოემა „მოხუცის ნათქვამი“, ათი პოემა შევიდა თხზულებათა 1899 წ. კრებულში, ხოლო 1909 წ. „ცრემლებში“ გამოქვეყნდა ორი პოემა - „გველის მჭამელი“ და „დილა და კვირისა“. თავის სიცოცხლეში ვაჟა რამდენიმე პოემის ცალკე გამოცემასაც მოესწრო („მოხუცის ნათქვამი“, „ბახტრიონი“, „ახუნდი", „ნახევარწიწილა“).
პოემების ტექსტებზე მუშაობამ დაგვარწმუნა, რომ იმ პერიოდულ გამოცემათა შორის, რომელშიც იბეჭდებოდა ვაჟას პოემები, ყველაზე სანდო ტექსტი დაცულია „ივერიაში“. ამ შთაბეჭდილებას ამაგრებს ვაჟას ზოგი კრიტიკულ-პუბლიცისტური თუ პირადი წერილიც.
ვაჟა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა თავისი კუთხის მეტყველების ცალკეულ ფორმებს, რომლებიც ასე ფრთხილად და ზომიერად, მაგრამ მაინც შემოჰქონდა მხატვრულ ქმნილებებში. ერთ-ერთ სტატიაში1 იმათ პასუხად, ვინც მას უსაყვედურებდა - „უვარგისი ფორმები ნუ შემოგაქვს მწერლობაშიო“, - ვაჟა წერდა: „შემოტანა მრავალის ფორმებისა, თუ კი სადმე მოგვეპოვება, კაი ნიშანი მგონია, ხოლო ფორმების გატანა და შემცირება - ერის გალახვად, შეურაცხყოფად, დამცირებად მიმაჩნია“.
ტექსტების შესწავლამ ამ თვალსაზრისით ჩვენთვის უეჭველი გახადა, რომ „ივერია“ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ვაჟას ენას. ამიტომ
ნაბეჭდ წყაროთა შორის ძირითადი ტექსტის არჩევისას უპირატესობას „ივერიის“ ტექსტს ვაძლევდით. ეს იმითაცაა გამართლებული, რომ „ივერიის“ ტექსტები გაცილებით დაზღვეული ჩანს კორექტურული შეცდომებისაგან, რაც ასე უხვადაა სხვაგან2. მაგრამ ამ გარემოებამ აკადემიური გამოცემისათვის სავალდებულო ავტორის უკანასკნელი ნების საკითხის გადაწყვეტისას ვაჟას პოემების ტექსტებთან არაერთი უხერხულობა გამოიწვია.
მაგალითად, პოემა „ალუდა ქეთელაურის“ ტექსტში მონაკვეთი ჩვენი გამოცემის 62-ე გვერდის მე-18 სტრიქონიდან (გაუმაძღარი...) დაწყებული 64-ე გვერდის 24-ე სტრიქონამდე (...მრჩევლადა) „ივერიაში“ გადასმულია 66-ე გვ. 33-ე სტრიქონის (...ბრძამისა) შემდეგ. მიუხედავად ამისა, პოემისათვის ძირითად წყაროდ ავიღეთ „ივერიისეული“ ტექსტი, ხოლო არქიტექტონიკა 1899 წლის თხზულებანის ტექსტისა მივიღეთ. ამას მოითხოვდა ავტორის ნების წინაშე პასუხისმგებლობაც და პოემის შინაარსიც.
ტომში მოთავსებული 42 პოემიდან 31-ს მოეპოვება ავტოგრაფი3. მათი უმრავლესობა შავია, ნაკლული და ძირითად ტექსტად გამოუსადეგარი. განსვენებული პოეტის ალ. აბაშელის ცნობით, სახელგამში დაცული ყოფილა ვაჟას რამდენიმე პოემის („სისხლის ძიება“, „მანდილი“, „კაცი მართალი“, „ჰაოს და ქართლოს“, „ქართული ქორწილი“, „თუ ვინმე მოდის“, „ერთის სიყვარულის ამბავი“) სრული ხელნაწერი. ბევრი ცდის მიუხედავად, ამჯერად ვეღარ მოხერხდა ამ ხელნაწერების მიკვლევა. ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილ პოემათა ტექსტის დადგენისას გათვალისწინებულ იქნა ალ. აბაშელის რედაქციით გამოცემული ტექსტიც და მისი სათანადო აპარატიც - ვარიანტებისა და შენიშვნების განყოფილება. არ შემოგვრჩენია ან ჯერჯერობით ვერ გამოვლინდა დანარჩენი 11 პოემის („ალუდა ქეთელაური“, „კოპალა“, „დაჭრილი ვეფხვი“, „სულა და კურდღელი“, „ილო“, „ანნა-ბულბული“, „თეთრო გიორგი“, „ახუნდი“, „ნანგრევთა შორის“, „მამიდის დანაბარები“, „ღილა და კვირისა“) ავტოგრაფები.
იმის გამო, რომ ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა გვესარგებლა „ივერიის“ წერა-კითხვის საზოგადოებისეული კომპლექტითა და 1899 წ. „თხზულებანის“ ვაჟასეული ეგზემპლარით, რომელსაც არაერთხელ ეყრდნობა თავის გამოცემაში ალ. აბაშელი, ყველა სათანადო შემთხვევაში ვიყენებთ დასახელებული გამოცემის ტექსტს და ამის შესახებ მივუთითებთ შენიშვნებში.
რაკი თითქმის ყველა ხელნაწერი უთარიღოა (გამონაკლისს ამ მხრივ ქმნის მხოლოდ ერთი, ყრმობისდროინდელი პოემა „დაჩაგრული მესტვირე“) და არც რაიმე ცნობას შეიცავს ამა თუ იმ პოემის დასათარიღებლად, ვხელმძღვანელობდით ვაჟას განცხადებით იმის შესახებ, რომ მისი ყველა პოემა, გარდა „მოხუცის ნათქვამისა“, დაიბეჭდა დაწერისთანავე, იმავე წელს4. ამ ცნობის საფუძველზე, პოემების ბოლოს მიწერილია გამოქვეყნების თარიღი, ამავე მიზეზით ციფრი ჩასმულია სწორკუთხა ფრჩხილებში.
ვარიანტებისა და შენიშვნების განყოფილებაში ნაწარმოების სათაურის ქვეშ ნაჩვენებია ყველა წყარო (ხელნაწერი თუ ნაბეჭდი), რომლის მიხედვით მომზადდა ნაწარმოების ტექსტი. ნაბეჭდი წყაროები დალაგებულია ქრონოლოგიური წესის დაცვით. ყველა წყაროს გვერდზე მიწერილი აქვს ლიტერი, რომლითაც ის აღინიშნება ვარიანტის ჩვენებისას, A ლიტერით ყველგან აღნიშნულია ძირითადი წყარო. ვარიანტებში ნაჩვენებია ყველა წაკითხვა, რომელსაც გვაძლევს ძირითადი ტექსტისაგან განსხვავებით ნაბეჭდი თუ ხელნაწერი წყარო.
ვარიანტულ წაკითხვათა ჩვენება რომ უფრო ნათელი იყოს, მიღებული გვაქვს შემდეგი პირობითი ნიშნები:
+ ტექსტს ემატება (მაგ.: წადი+ გიგლია წავა B. ეს ნიშნავს: B ვარიანტში „წადი“-ს ემატება „გიგლია წავა“ ).
- ტექსტს აკლია (მაგ.: 22-23 ამბობენ... ცდისასა - C. ნიშნავს: C ვარიანტში არ არის ტექსტის მითითებული ორი სტრიქონი, რომლებიც იწყება სიტყვით „ამბობენ“ და თავდება სიტყვით „ცდისასა“).
] ნაცვლად (მაგ.: ზეზე] ფეხზე CD. ნიშნავს: ჩვენს გამოცემაში დაბეჭდილი „ზეზე“-ს ნაცვლად CD წყაროებში იკითხება „ფეხზე“).
∽ გადასმულია (მაგ.: მიდამო იწყებს ...? EF. ნიშნავს: EF ვარიანტებში ამ ადგილას იკითხება „იწყებს მიდამო“).
სქ. სქოლიო (მაგ. 21 ჩქამი, სქ.:ხმაური] ხმაურობა B. ნიშნავს: ძირითად ტექსტში 21 სტრიქონზე მოთავსებული სიტყვა ,,ჩქამი“ სქოლიოში ავტორის მიერ განმარტებელია ასე: ხმაური, B-ში კი უკანასკნელი განმარტების ნაცვლად წერია: ხმაურობა).
* ნიშნავს: ძირითად ტექსტში გასწორება ეკუთვნის ალ. ჭინჭარაულს.
** ნიშნავს: გასწორება ეკუთვნის ალ. აბაშელს.
ვარიანტულ სხვაობათა მითითებისას პირველი, შავად აწყობილი ციფრით აღნიშნულია გვერდი, მეორეთი - სტრიქონი (სათაურის ჩაუთვლელად).
____________________
1. „ენა“ („ივერია“, 1901. № 46)
2. ამ მხრივ განსაკუთრებით სცოდავს 1899 წ. „თხზულებანი“, რასაც, როგორც ჩანს, მტკივნეულად განიცდიდა თვით ავტორიც: იხ. მისი „ჩემი ნაწერები და კორექტურა“ (გაზ. „სახალხო ფურცელი“, 1913,№288).
3. ხელნაწერები დაცულია საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმისა და საქართველოს სსრ მეცნირებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის ვაჟა-ფშაველას ფონდებში.
4. იხ. ვაჟას წერილი - „კრიტიკა იპ. ვართაგავასი“, ტ. III, 1930, გვ. 449.