ძვირფას დებს
მაშოს და ზოზიას
რა ვქნა, მას შემდეგ დიდი ხანია,
რაც არ მინახავს ჩემი სოფელი.
მარტო მივდივარ, ჩუმი ღამეა,
მივდივარ ასე შეუცნობელი.
პოეტს ცისფერი ოცნება დაღლის,
რადგან სიცოცხლე მეტად რთულია.
და მესიზმრება ის ჩვენი სახლი,
რომელიც უკვე გაყიდულია.
მე შემიყვარეს ბევრმა გულებმა,
(ახლა ეს მთვარე უფრო მკრთალია).
მწამს, დებო, თქვენი შეხედულება,
ჩემს ცხოვრებაზე რომ მართალია.
ახლა მარტო ვარ, ის დრო წავიდა,
როცა ქუჩაში ვახდენდი დებოშს.
ნუ დარდობთ ჩემზე, იყავით მშვიდად,
მე მალე მოვალ, ძვირფასო დებო.