ბასილი საბაწმინდელი, VIII - IX საუკუნეების ქართველი მწერალი, ჰიმნოგრაფი, მოღვაწეობდა პალესტინაში, შესაძლოა თვით საბა განწმენდელის (წმიდის) ლავრაშიც. მისი ჰიმნოგრაფიული თხზულება ”დასდებელნი მამისა საბაჲსნი” შეტანილია X საუკუნის სინას მთის ხელნაწერში. დასდებელის კიდურწერილობაა ”ბასილი”. ავტორს გამოუყენებია ”საბა განწმენდელის ცხოვრება”, რომელიც ქართულად VII საუკუნეში უნდა იყოს თარგმნილი.