The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ისევ სდუმან ველები

***

ისევ სდუმან ველები,

ან ცხოვრება რა იყო!

სადღაც მთელი დღეები

შავმა ფიქრმა წაიღო.

შენ, ძვირფასო, რას ამბობ!

ქარი ხმელეთს მოიარს.

მაშინ იდგა საღამო

და ვუსმენდი როიალს.

ისევ გაჩნდა ეს ბედი,

კიდევ ცოტა მადროვე.

მე ოთახში შევედი,

მთვარე გარეთ დავტოვე.

ისევ სდუმან ველები,

ან ცხოვრება რა იყო!

სადღაც ელი დღეები

შავმა ფიქრმა წაიღო.