The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ბიოგრაფია

ეზრა

ეზრა, X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. მიქაელ მოდრეკილის ჰიმნოგრაფიულ კრებულში დაცულია ექვთიმე პალესტინელის სადიდებლად შეთხზული მისი საგალობელი, რომლის კიდურაწერილობა ასე იკითხება: ”ეზრა. ქრისტე, ადიდე საურმაგ და ძეჲ მისი მირვან, ამენ!” შესაძლებელია, იგი იყოს ”გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” მოხსენიებული ”ეზრა, ღირსი ანჩელი მამამთავარი, ეპისკოპოსი, დიდებულთა აზნაურთა დაფანჩულთა შვილი”.

თხზ.: ”დასდებულნი წმიდისა ევთჳმი მოღუაწისანი”, წიგნ. ჩვენი საუნჯე, ტ. I, თბ., 1960.