The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ძველი ამბავი

ძველი ამბავი

ღელეში გავედით. აღმართს შევუდექით. მარჯვნივ და მარცხნივ მოჩანდა ახლად აღებული ყანები.

  • ეს რაა? - დავეკითხე თანამგზავრ მოხუც გლეხს.

  • პაპა-არი, - მიპასუხა მან.

  • რაო? რა პაპა-არი?

- , ბატონო, ელი კაცები როცა მიწას მოხნა, შიგ ერთ პატარა ჯვარს ჩავდგამთ. წინათ ყველა ასე ვშვებოდით და ქეც ისმენდა უფალი ჩვენს ედრებას - ბეღელში პური გვქონდა და მარანში ღვინო. ახლა არც ხმიადს აკეთებს კაცი, არც პარასკეობას იცავს და ჩვენს მონაწევს ბარაქა არ აქ, ჩვენს სიტყვებს არ ისმენს ღმერთი.

- წინათ კი ყველაფერი თქვენს სურვილზე იყო განა?

- ყველაფერი რათ იქნებოდა, მარა ბევრი კი... , ბატონო, ჩვენ ლაზარიკა გურგენიძეს ხომ იცნობ... ბაბუა მისსაც ლაზარიკა ჰქვიოდა. ერთხელ ის და მისი უმცროსი ორი ძმა ნადში დეეპატიჟნა შველიძეს... , ჩვენი გოგიი შველიძის ბაბუას.

- ნადი რომ სადილათ დაჯდა, მასპინძლებმა ღვინო მოუტანეს, რა ქმა ნდა... დალია ერთი ლაზარიკამ და ჩაფიქრდა; ჩამეიარა ორეთ მერიქიფემ, დაუძახა და ლაზარიკამ მეორეჯერ დალია, მარა ისე გულდასმით, თითქოს ჭაშნიკს სინჯავსო, გააქნია თავი და ძმებს უთხრა:

- ეს, ძამია, ჩვენი ღვინოა.

- რას ამბობ, ბატონო! - მორიდებით მოახსენეს ძმებმა, მარა ისინიც ჩაუკვირდენ და სამივემ აიღო თოხები და წევიდენ სახლში... მივიდენ... გადახადეს ერთ ჭურს თავი - სავსეა... გადახადეს მეორეს - არაფერი, მარა მესამეს რომ გადახადეს - შენს ტერს, განახევრებულია ჭური! გედირია ლაზარიკა.

- წადიო, - უთხრა თავის ძმას, - და ერთი ვაზის ლერწი მომიტანე ფოთლებიანიო.

მეიტანა ძმამ. ლაზარიკამ დაგრაგნა ლერწი, თვითონ დეიჩოქა წინ და უკან ძმები დააჩოქა, ასწია ხელი და დასწყევლა:

- ქრისტე-ღმერთ და წმინდა ზიარებავ, შენი ძალა აღმოაჩინე და ვინც ჩემი ღვინო წეიღო, იმას ჩემი სახელი აძახეო.

გავიდა ერთი წელიწადი და შვლიძის ოჯახში უცნაური ამბავი დატრიალდა: ერთი ბიჭი გამოლენჩდა.... არც ავად იყო, არც არაფერს აშავებდა. დადიოდა ისე და ძროხასავით დაბღაოდა:

- ლაზარე, ხრიკა გამიტყდა, ღვინო დამექცა! ლაზარე. ხრიკა გამიტყდა, ღვინო დამექცა.

მივიდენ ლაზარესთან... შეევედრენ, შეეხვეწენ - აგვიშვიო. მას ქრთამი და სასყიდელი მისცეს, ეკლესიას ყოველწლივ შესაწირავს შეპირდენ. აუშვა ლაზარიკამ. ბიჭი ქე გამობრუნდა.

- მართალია ეს ამბავი? - დავეკითხე მოხუცს.

- ჩემ მახსოვრობაში, მუდამ მოქონდა ეკლესიაში შესაწირავი... ახლა ათი-თორმეტი წელიწადია მიატუეს და იმიტომ წევიდა იმათი საქმე კარგად - ერთი ქე ეიყარა და მეორეს ბარობაზე რქიანს ვერაფერს დეინახავ.

1916 წ.