The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ბიოგრაფია

ციციშვილი ნოდარ

ციციშვილი ნოდარ ფარსადანის ძე. ქართველი პოეტი. მამამისი დიდ როლს თამაშობდა XVII ს. ირან-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობაში. იგი ერთხანს ირანში მოხვედრილა, სადაც ძირფესვიანად გასცნობია სპარსული მწერლობის საუკეთესო ნიმუშებს. მას ეკუთვნის ვრცელი პოემა ”ბარამგურიანი” ანუ ”დიდი ბარამიანი”, რომელიც როსტომ მეფის მეუღლეს, დიდ მეცენატს მარიამ დედოფალს მიუძღვნა. მასში. კერძოდ აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტის (სასანიანთა მეფის ბაჰრამ გურისა და შვიდი მზეთუნახავის თავგადასავალი) ქართული ვერსიაა აღწერილი. პოემა დაწერილია შაირით, იგრძნობა რუსთაველის დიდი გავლენა.

თხზ.: შვიდი მთები (ბარამ- გური). კ. კეკელიძის რედ., გამოკვლევით და ლექსიკონით, ტფ., 1930.