ფილიპე - X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი, ავტორია ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი 16-მარცვლიანი 13-სტრიქონიანი აკროსტიქული იმაბიკოსი (კიდურაწერილობა: ფილიპე ბეთლემი). პირველად აქ გვხვდება 16-მარცვლიანი შაირის საზომი, რომელიც შემდგომში გამოიყენა საერო მწერლობამ. ფილიპეს იამბიკო სინას მთის ხელნაწერებში გამოავლინა ნ. მარმა, მანვე გამოსცა პირველად ტექსტი (1910 წ.).