The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჯაფირი

ჯაფირი

”აქა არს საფლავი ჯაფირისა, რომლის სიგრძე

ხუთი ადლია”.

ვახუშტი

ჯაფირი სახალხო გამირი, ცხოვრობდა XVII

საუკუნის პირველ ნახვარში, გადმოცემით გიგანტის

აგებულება ჰქონია. ჯაფირის საფლავს დღესაც

უჩვენებენ ატენის ზემოთ, რაზმითის ტყეში.

ავტორი

ამ დევკაცს ძუძუ ვინ მოაწოვა,

რომ სამარეც კი აქვს ახოვანი,

აურჩევია ნავსაყუდარად

ტყე უღრანი და ბალახოვანი.

ვით დიდი მუხა წამოქცეულ

და ჩახრგილი, როგორც ნალეწი,

შეზელილია მშობელ მიწასთან,

მისი შრეებით გადანალესი.

სძინავს ბუმბერაზს ომში გადამდნარს,

ფიქრში ქართლს ითვლის თავის ხელთქმნილად,

და გრძნობს ბერმუხა,

ათასი მუხა

მის ხერხემალზე ამოხეთქილა...