სტეფანე სანანოის ძე ჭყონდიდელი, X საუკუნის II ნახევრის ქართველი მწერალი, ჰიმნოგრაფი, სასულიერო მოღვაწე. მას, ეფრემ მცირის ცნობით, სიმეონ ლოგოთეტის მეტაფრასებიდან უთარგმნია საკითხავი დაუჯდომელთა და თეოქთისტე ლეზველის ცხოვრება. მასვე ეკუთვნის აბოსადმი მიძღვნილი ორიგინალური ჰიმნი და სტეფანე პირველმოწამისადმი მიძღვნილი საგალობლის თარგმანი.