არსენ ბულმაისიმისძე, XIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს კათალიკოსი, მწერალი. ჯალალედინისა და მონღოლების შემოსევის დროს ვარდან და აბუსერ აბუსერიძეებთან ერთად იღვწოდა საქართველოს სიმტკიცისა და დამოუკიდებლობისათვის. იგი მეტწილად ჰიმნოგრაფიულ თხზულებებს ქმნიდა ქართული და მსოფლიოს ეკლესიის წმინდანთა და დღესასწაულთა სადიდებლად. მისი საგალობელი, რომელიც ეძღვნება ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ჩამოტანას, გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და მიზნად ისახავს მტერთაგან შევიწროებული ქართველების გამხნევებას.