The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
დასდებელნი წმიდისა აღდგომისანი

დასდებელნი წმიდისა აღდგომისანი

აცთათჳს ზეცით ქუეყანად გარდამოჰჴედ კაცთ-მოყუარე, მოქცევად შეცთომილთა და შეკრებად განბნეულთა, განკურნებად უძლურთა, ძიებად ადამისა და ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა!

რითა ბუნებითა, სრულითა ღმრთეებითა და კაცებითა, გამოჰბრწყინდი ქალწულისაგან უფალი უფლებათაჲ, მფლობელი ცხოვრებისა და სიკუდილისაჲ, რაჲთა აცხოვნო კაცი რომელი შეჰქმენ ხატად შენდა!

ომელმან ცასა აღჳრ-ასხნა და სიკუდილი მოაკუდინა, რომელმან ბეჭდის საყოფელი იგი საშჯელისა ჩუენისაჲ ჯუარსა შემშჭუალა, რომელმან ძუელი შჯული ცვალა და პირველსა მას სამკჳდრებელსა ღირს მყვნა!

აფლჳითა შენითა, ქრისტე, აღდგეს მკუდარნი საფლავთაგან, დაბეჭდვითა შენითა ყოველნი გუამნი წმიდათანი გამოვიდეს სამარისაგან დიდებად შენდა, მჴსნელო, რაჲთა წამონ ძლიერებაჲ შენი!

უწყა ანგელოზმან დედათა აღდგომაჲ შენი, ქრისტე, წარავლინნა ხარებად და მითხრობად მოციქულთა აღდგომასა შენსა, მჴსნელო, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ გიხილონ უფალი და მოძღუარი!

ათელი უკუდავებისაჲ მიეფინა ბნელსა მყოფთა, განათლებულთა ჴმა-ყვეს, მოიწია მჴსნელი ჩუენი, რომელი ა[ღ]სდეგ მკუდრეთით ღმრთეებისა ძალითა, ცხოვრების მომცემელო, დიდებაჲ შენდა!

ღსლვასა შენსა მამისა ამცნებდი რაჲ მოციქულთა, აღვალ მე მამისა, ყოველთა შემოქმედისა, დაადგერით სიონს შინა, ვითარმედ შეიმოსოთ მაღლით გამო ძალი საღმრთოჲ საკჳრველად!

ხარებს შენ მიერ უბიწოო, კრებული წინაჲსწარმეტყუელთაჲ და მოციქულთა გუნდნი, რამეთუ შემოქმედი მათი შენგან იშვა მეუფჱ მეუფეთაჲ, მას ევედრე, წმიდაო, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა!