The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ბიოგრაფია

იოსებ თბილელი

იოსებ თბილელი (გვარად სააკაძე) (1620 - 1688). ქართველი საეკლესიო მოღვაწე, პოეტი; თბილისის მიტროპოლიტი. აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მის პოეტურ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული პატრიოტული ეპოსის თვალსაჩინო ძეგლს — პოემა ”დიდმოურავიანს” (1681 - 1687). ამ ნაწარმოებში ნათლად ჩანს საზოგადოების აზრი საქვეყნო გასაჭირზე. იოსებ თბილელს ეკუთვნის აგრეთვე სასულიერო შინაარსის თხზულებები: ”წმინდანთა კრებათათვის”, ”ანბანთქება” და სხვ. მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის სიონის ბანკის დაარსება, რისთვისაც იოსებ თბილელს მრავალი ხელნაწერი წიგნი შეუძენია.

თხზ: დიდმოურავიანი, წგნ.: ჩვენი საუნჯე, ტ. 4. თბ., 1960.